წარმოსახვითი კანიონი
-ამ ადგილიდან სამყაროს აღსასრულსაც კი ვუყურებდი... ჩემს ფეხებთან დაგდებული პატარა კენჭი ავიღე და ვეცადე წყალში გამეცურებინა. -ჰო... მეც... არსებული სიჩუმე უცნობის ხმამ გაარღვია და ჩემი გონებაც სწრაფად დააბრუნა დედამიწაზე. -ვინ ხარ და რამდენი ხანია აქ ხარ? -ცოტათი გაოცება იპარებოდა ჩემს ხმაში. -საერთოდ არ მაქვს სურვილი უცნობ ადამიანს გავუმხილო ჩემი ვინაობა, არ ვიცი იქნებ მანიაკი ან სერიული მკვლელი ხარ... -ეგრე რატომ ფიქრობ...-ცოტათი მეწყინა უცნობის პირველი შთაბეჭდილება ჩემზე... -ღამეა, საკმაოდ ბნელა, კანონთან ხარ ჩამოსული, წყლის ნაპირზე ზიხარ და სამყაროს აღსასრულს ელოდები, შეიძლება არც მანიაკი ხარ და არც სერიული მკვლელი, მაგრამ დალაგებული ნამდვილად არ ხარ, მაგას მივხვდი... -საერთოდ ამ სამყაროში ვინ არის ნორმალური... და ვისზე რას ამბობ, -ღამეა, საკმაოდ ბნელა, კანონთან ხარ ჩამოსული, წყლის ნაპირზე ზიხარ და სრულიად უცნობი ადამიანის მონოლოგს ისმენ ჩუმად.-აქ ცოტა კისერი წამოვწიე, რომ იქნებ მთვარის შუქზე უცნობის სახე დამენახა... თუმცა ამაოდ. -ვერ ვიტყვი, რომ უინტერესო იყო... და თანაც ერთადერთი არ ხარ, ვინც ადამიანებისთვის გულის გადაშლას, წყალთან ლაპარაკი ურჩევნია. -ცუდია.. არადა მომწონდა ის ფაქტი, რომ თავი ერთადერთი მეგონა... მარტოობას მიჩვეული ვარ.-კიდევ ერთი კენჭი ავიღე და ახლა უბრალოდ წყალში გადავაგდე. -ყველანი მარტო ვართ... ზოგი უფრო მეტად ვიდრე სხვები, არ აქვს მნიშვნელობა თავს რამდენი ადამიანი გახვევია, მარტო ხარ, უბრალოდ ამის აღიარება უნდა ვიცოდეთ და შეგუება, რაც ყველაზე რთული პროცესია...-უცნობის სიტყვებში ჩემს თავს ვხედავდი და უკვე ეს დიალოგი საინტერესოც კი გახდა... -ზუსტად, შეგუების და გააზრების პროცესია რთული, იმედგაცრუებისგან შორს ხარ იმიტომ, რომ იცი ადამიანების ბუნება, იცი ისიც, რომ ადამიანი ეგოისტია და არ აქვს მნიშნელობა რამდენად უყვარხარ, საბოლოოდ ყველას თავისი თავი უყვარს და საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ თავს, ემოციებს, სურვილებს დაემონება და შენ არავის გაახსენდები... -გამოცდილივით ლაპარაკობ... ვინმემ გაგიცრუა იმედი და გაიძულა ჩაგეხედა მარტოობის დადებითი კრისტალებით სავსე ჭაში? -ამაზე საუბარს არ ვაპირებ ადამიანთან, რომლის სახელიც კი არ ვიცი...-აქ ისევ უიმედოდ დავძაბე თვალები და ვეცადე მისი სახე დამენახა, თუმცა ისევ მხოლოდ შავი სილუეტი ჩანდა, რომლის გაფერადებასაც მთვარის შუქიც ვერ ერეოდა... -ნუ ხარ ბანალური... უცნობი ადამიანი, რომელიც არც კი გიცნობს ვერ განგსჯის... მოყევი რაც გინდა... დაიცალე... ჩათვალე მე კანონში დაგუბებული წყალი ვარ, რომელიც მოგისმენს, არ განგსჯის და თუ სთხოვ რჩევასაც მოგცემს... ოღონდ გთხოვ! ჩემი მიმართულებით ქვას ნუ ისვრი, მტკივნეულია. გამეღიმა, საკმაოდ სასიამოვნოდ ჟღერდა ამ სიტყვების მოსმენა და ზოგადად ის ფაქტი, რომ ვიღაც მზად იყო მოესმინა შენთვის, ის აქ არ იყო იმისთვის, რომ განეკიცხე, არც იმისთვის, რომ შენზე გული შეტკივნოდა. ვიღაცას გულწრფელად სურდა, ჩემი გულის ყველაზე ღრმა ნაწილში არსებული ტკივილი გაეგო... ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ჰგავდა რეალობას... -კარგი გეყოფა ჩუმად ყოფნა, შენს თვალებსაც ვერ ვხედავ, რომ რამე ამოვიკითხო... იმედია მთელი ეს სიჩუმის პერიოდი თვალებტ არ საუბრობდი...-ფიქრებიდან ისევ უკვე ნაცნობმა ხმამ გამომიყვანა და ჩემს ბაგებს ღიმილი შეეპარა. -კარგი, მაგრამ ერთი რამე მაინც მითხარი... -რა გაინტერესებს? -რას აკეთებ აქ ამ დროს? -იმას რასაც შენ...-მისი ორაზროვანი კითხვები უკვე ჩემს ნერვულ სისტემას აღიზიანებდა... -კარგი და შენ რა იცი მე რას ვაკეთებ? -როგორ არ ვიცი... სამყაროს აღსასრულს ელოდები. მაგრამ რატომ ელოდები ეგ ნაწილი მაინტერესებს და მე იმას ვაკეთებ, რომ გელოდები მომიყვე... -ანუ შენც სამყაროს აღსასრულს ელოდები? -რატომაც არა... თანაც აქედან მართლა ულამაზესი ხედი იქნება...-მის ხმაში ნული ემოცია იყო, აქ კიდევ ერთი ფაქტორი მაღიზიანებდა, რომ ვერც მის ხმაში და ვერც სახეზე ვერ ვკითხულობდი ემოციას... მაგრამ გავრისკოთ, ხვალ დღის შუქზე ამ ადამიანს რომც შევხვდე ვერ მიცნობს, რა მნიშვნელობა ჰქონდა... უფასო ფსიქოლოგზე კი უარს არ ვიტყოდი... ჯერ კიდევ საეჭვოა ფსიქოლოგია თუ ჩვეულებრივი ადამიანი... -საიდან დავიწყო... -იქიდან თუ, რატომ ზიხარ აქ და ელაპარაკები წყალს... -აჰა კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფატქორი, რატომ ეძახის ამ ულამაზეს კანონიონს წყალს... -ბუნებაში ყოფნა ბავშვობიდან მიყვარდა. სოფელში გავიზარდე, მე და სიმწვანე შესისხორცებული ვართ. მთელი ჩემი ბავშვობა ტყეში და მდინარესთან თამაშში გავატარე, ხეებზე დავძვრებოდი და აი მაშინ სამყარო მართლა ჩემი მეგონა. ეიფორიაში ვიყავი და იქიდან ჩემი გამოღწევის საშუალება შინ დაბრუნება იყო. არასდროს მიყვარდა ოჯახთან ყოფნა, ვერ ვიტანდი იმ ოთხ კედელს, სადაც მიწევდა ძილი. ჰო... არც სახლს ვუწოდებ და არც იმას ვიტყვი იქ ვცხოვრობდითქო... ის ოთხ კედელს შორის მოქცეული ავეჯით გაფორმებული ადგილია, სახლი კი ბევრად უფრო ფართო და ღრმა სიტყვაა, რომელიც საერთოდ არ უხდება იმ ადგილს. და დიახ... მე იქ არ ვცხოვრობდი, მხოლოდ ღამით მეძინა. ჩემი სახლი მდინარის ნაპირთან იყო, ხან მუხის ხის ტოტები, ხან გადამწვანებული ტყე... ზამთარი არ მიყვარდა... იძულებული ვიყავი დღის ყველაზე მცირე მონაკვეთი ვყოფილიყავი ბედნიერი და ყველაზე დიდხანს მეძინა... არ მინდა იმის გამო აგაღელვო გარეთ ყოფნა რატომ მერჩია ოჯახთან ყოფნას... უბრალოდ ასე იყო ჩემთვის უკეთესი. -ალბათ მესმის შენი... მეგობრებზე რას იტყვი? -მყავს, მაგრამ კანიონს, მის თავზე გადმოფარებულ ხეებს და მის კიდეებზე არსებულ კლდეებს უფრო ვენდობი... წესით უნდა გესმოდეს რატომაც... ადამიანების ბუნება ვიციო თავად თქვი... -ანუ მართლაც მარტოსული ხარ... მაგრამ მიტოვებული კიარა, გარიყული ხარ, მაგრამ არავის გაურიყიხარ, თავი თავად გაირიყე საზოგადოებისგან... წარბები შვკარი... მაგრამ არა გაბრაზებისგან, არამედ გაოცებისგან... ჩავფიქრდი... ეს აქამდე არასდროს გაკარებია ჩემს გონებას... სიმართლე რომ ვთქვა, არც ისე კარგი მოსასმენი იყო... მასთან არ ვაპირებდი შემემჩნია ჩემი დაბნეულობა, ამიტომ ცხვირი ავწიე. -რახან ასე მოხდა მიზეზიც არსებობს...-ახლა მიზეზზე დავფიქრდი... -თუ არ იტყვი მიზეზს მე ისევ ვიფიქრებ, რომ მგონი ცოტათი ამპარტავანი ხარ, გგონია სხვებზე მაღლა დგახარ და ყველას ჩვეულებრივ მოკვდავად გვიყურებ... -შენ თქვი, რომ არ განგსჯიო...-ახლა უკვე ნამდვილად მქონდ აგაბრაზების მიზეზი. -მე დაგპირდი, რომ არ განვსჯი შენს რეალობას და ვინ თქვა, რომ ჩემი წარმოდგენით განგსჯი? იქნებ ძალიან მომწონს ეგეთი თუ აღმოჩნდები. მაგრამ რადგაანც გგონია, რომ მე განგსჯი, ალბათ თავად არ მოგეწონა შენი თავის დანახვა... უფრო და უფრო მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ გამოცანებით ლაპარაკობდა და ბოლოს ნიშნის მოგებით პასუხებს სცემდა... ამ პასუხებით კი მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ ჩემთვის ეთქვა როგორი ეგოისტი ვარ და თანაც ამას ისე ამბობდა, თითქოს წლებია მიცნობს... არადა ჩემი სახელიც კი არ იცის. უზრდელია და მგონი მეც უნდა ვუთხრა. -რატომ ცდილობ შენს მიერ დახატული სურათი მანახო და თან დამაჯერო სარკეაო? -კარგი არ გვინდა ასეთები... მოდი გავაგრძელოთ... ოდესმე ადამიანთან მეგობრობა გიცდია? ცოტახანი ფიქრი დამჭირდა, აზრების დალაგება და სწორი სიტყვების შერჩევა, რათა სიტუაცია სწორად ამეხსნა მისთვის, რადგან როგორც ვხედავდი ისე ჭრიდა და კერავდა ჩემს ნაამბობს, როგორც თავად სურდა... -უნივერსიტეტში გავიცანი ერთი გოგო, საკმაოდ კარგად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, სახლამდე ავტობუსით ერთად ვმგზავრობდით, დავალებებისთვის ვურეკავდით, შემდეგ სასეირნოდაც დავდიოდით... მერე შეიცვალა და უბრალოდ ვდისტანცირდი... -შეცვლაში რას გულისხმობ? -როგორც ხდება ხოლმე ზოგადად ადამიანებში... ჩემი შურდა, კარგად რომ ვსწვალობდი... -საიდან მიხვდი, რომ შენი შურდა? -თავიდან საკმაოდ სუსტად დაიწყო... მე უფრო ძლიერი ვიყავი საგნებში... შემდეგ უბრალოდ ისე აქტიურობდა როგორც მე... ლექტორებთან კონტაქტი დაიწყო... ხომ გესმის, ადამიანების ბუნებას ვიცნობო ხომ თქვი... -გასაგებია, გასაგები... და ოჯახი რატომ არ გიყვარდა? ჩხუბი და კამათი როგორც ხდება ხოლმე? თუ ბევრად უფრო მწვავე თემაა... -არა ასეთი არაფერი ყოფილა... უბრალოდ ეს ადამიანები თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებდნენ... -ეს ადამიანებიო... ანუ დედა და მამა? -კი, თითქოს ყოველთვის ცდილობდნენ ესწავლებინათ ჩემთვის ჭკუა, ისწავლე, კარგი ნიშნებით კარგ სასწავლებელში მოხვდები, მერე იყო ისწავლე კარგ სამსახურს დაიწყებ. ისე მიმითითებდნენ ბავშვობიდან თითქოს მე ჩემით ვერ ვიფიქრებდი, რომ უნდა მესწავლა და ვერც იმას თუ რატომ ვსწავლობდი... -მხოლოდ ეს იყო? -არა... კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ჩვევა ჰქონდათ, ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ჩემი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოესპოთ... მუშაობის უფლებას არ მაძლევდნენ, იმ მიზეზით შენ ისწავლე დროს ნუ დაკარაგვო, რა სასაცილოა არა? აი უაზრობა სრული... -მშობლებისგანაც ბავშვობიდან ამიტომ დისტანცირდი? -მე ყველასგან ვდისტანცირდი, მომწონს მარტოობა, მარტო როცა ვარ, თავდ ბევრად უკეთ ვგრძნობ, სამაყარო ბევრად ლამაზია და დარწმუნებული ვარ ასე ყოფნით, ბევრად უფრო ბედნიერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე... -ჩემი რჩევა იქნება ამ სამყაროში დარწმუნებული არაფერში იყო, მაგრამ შეგიძლია დარწმუნებული იმაში იყო, რაც სწორად მიგაჩნია... და მიპასუხე ერთ კითხვაზე... სწორად მიგაჩნია ის, რომ ყველაში ხედავდი პრობლემას, ვინც შენს ცხოვრებაში ყოფილა? -ამას რატომ მეკითხები, ხომ მოგიყევი პრობლემები, რომლებიც მათ ჰქონდათ... -კი მომიყევი, მოგისმინე და მგონი იმის თქმა მომიწევს, რაც ჯერ შენთვის არავის უთქვამს, განა იმიტომ რომ ალბათ არ უნდოდათ ან ვერ ხვდებოდნენ, არამედ იმიტომ რომ საშუალებას არ აძლევდი ეფემია...-ჩემი სახელის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ის დავაპირე უნდა მეკითხა, ჩემი სახელი რატომ იცოდა, როცა ისევ საუბარი დაიწყო და კითხვის დასმის საშუალება არ მომცა... -შენ თქვი, რომ შენს კურსელს შენი შურდა, რადგან მოგბაძა... მაგრამ ამ ქმედების უკან არ გაიხედე, რომ ამას აკეთებდა იმიტომ, რომ მისთვის მისაბაძი პიროვნება იყავი, გახდი მაგალითი იმისა, რომ ესწავლა და წარმატებული ყოფილიყო, შენ მისთვის ისეთვე მისაბაძი მაგალითი იყავი, როგორც ერთ დროს იესო თავისი მოწაფეებისთვის....-კოპებ შეკრული ვუსმენდი და ხმის ამოღება არ შემეძლო, არადა შეპასუხება მინდოდა... -შენ თქვი, რომ შენი მშობლები თავისუფლებას და დამოუკიდებლობას გიზღუდავდნენ... მაგრამ რითი? ზრუნვით? ამას ზრუნვა ჰქვია, რასაც მშობლები თავისი შვილისთვის აკეთებდნენ, და ერთდაერთი რაც შენს გონებაშ ტრიალებდა მუდამ იყო ნეგატიური ბუნება ამ ქმედებების. არადა აქ ნეგატიური არაფერი იყო... შენ თითქოს უამრავ რამეს ხედავდი და იაზრებდი, მათ შორის სამყაროს სისასტიკესაც, რომლებიც უამრავი ადამიანის ხარჯზე დაინახე, იმდენად მოიწამლე იმ აზრით, რომ ყველაფერი მოწამლულია გარშემო, უკვე კარგშიც ცუდს ხედავდი. ყველა შენი მტერი გგონია და სამყაროს შენს გარშემო ატრიალებ. თავი შენს მიერ ტყეში დაკრეფილი იებით აწყობილი გვირგვინით შეიმოსე და სამაყაროს ისე დაჰყურებ თითქოს შენ გამორჩეული ხარ, არაჩვეულებრივი გაჩნდი ამ სამყაროში და სხვა ყველა ჩვეულებრივია... ეს მაშინ იკვეთება, როდესაც ყველას „ადამიანებად“ მოიხსენიებ, მაშინ როდესაც შენც ადამიანი ხარ... ამიტომ ვუწოდებ ამ ულამაზეს კანიონს წყალს და ვიცი, რომ ეს ფაქტი არ მოგწონს. არ მოგწონს რომ ეს სილამაზე სიტყვა „წყლით“ ჩვეულებრივად წარმოვაჩინე... მაგრამ შენ მთელი ცხოვრებაა ამას აკეთებ ეფემია... შენ სამყაროს შენს გარშემო ატრიალებ და არავის აძლევ უფლებას გააფერადოს ის. თავი ჩაიკეტე საკუთარ აზრებში და წარმოდგენებში საკუთარ თავზე. მუდმივად აკვირდები ყველას ნაკლს და არასდროს შენსას, არასდროს იყურები სარკეში. ამიტომაა, რომ მოგწონს ყველაფერი რაც პასუხს არ გიბრუნებს... ამიტომაა, რომ გაურბიხარ ყველას, გეშინოდა ის არ მოგესმინა, რაც ამ წამს ჩემგან მოისმინე... იცი რატომ ოცნებობ სამყაროს აღსასრულზე? -რატომ?-უკვე ყველაფერზე მინდოდა პასუხი მისგან მომესმინა, ცრემლები მომდიოდა თვალებიდან და თითქოს სული გამებზარა, თითქოს სურათი, რომელსაც ის სარკედ წარმოადგენდა, ახლა გატეხილი სარკე იყო და მე მის ანარეკლში ვჩანდი... -იმიტომ, რომ ალტერანტიული ოცნება არ გაგაჩნია... ვერ ხვდები, რომ ეს აღსასრული უკვე ისედაც შენს ფეხებთანაა...თან დასგდევდა ყოველთვის და იმდენად ახლოს იყო, რომ სულ შენთანაა, თუმცა არ გიახლოვდება... შენ გიჭირდა გაანალიზება, რომ ცოცხალი არსება იყავი და წამში შეიძლებოდა ყველაფერი თავზე დანგგრეოდა... იმდენად დიდხანს ფიქრობდი სხვებზე და მათ ცუდ დამოკიდებულებაზე შენდამი, ოცნება დაგავიწყდა, ყველაფერი მიწიერი დაგავიწყდა... ახლა კი შენს უკანასკნელ შვიდ წუთში ხარ, ისმენ იმას, რამ წაგართვა ცხოვრება, გული გტკივა, რომ ეს „ადამიანები“ კი არა, როგორც შენ უწოდებ მათ, საკუთარი თავი იყო. მუდმივად გეშიონდა სხვებს არ გაეცრუებინათ იმედები შენთვის და გული არ გტკენოდა, თუმცა ვერ მიხვდი, რომ ყველაზე დიდი იმედგაცრუება საკუთარი თავისთვის თავად იყავი ჩემო ეფემია. და ეს კანიონიც ხმას არ იღებს ახლა, რადგან ისიც შენი წარმოსახვის ნაწილია, ზუსტად ისეთი როგორიც შენი ცხოვრებაა, შენი წარმოდგენით ლამაზი, თუმცა ჩუმი და არაფრისმთქელი. ამ კანიონში გველები და ბაყაყები არიან, იცოდი? შენი ცხოვრებაც ასეთია... შენ რეალურს არაფერს უყურებდი... ახლა კი რეალობისგან იმაზე უფრო შორს ხარ ვიდრე აქამდე იყავი... დაფქირდი ამ ყველაფერზე, და თუ მიხვდი იმას, რომ უსიცოცხლო სიცოცხლე გქონდა და მიეცი საკუთარ თავს კიდევ ერთ შანსი. თავი მუხლებში მქონდა ჩარგული და ვტიროდი... ვგრძნობდი, რომ ახლო-მახლო აღარავინ იყო... მციოდა საშინლად და ახლა ბაყაყების ყიყინი მესმოდა... -ეფემია! ეფემია! ჩემი სახელის გაგონებაზე, თვალები გავახილე და ჩემი ოთახის ფარდები და კედლები ვიცანი, ხმა ნაცნობი იყო დედა მეძახდა... -მღვიძავს დედა- ძლივს ამოვღერღე დაბნეულმა და ახალგაღვიძებულმა... ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გავაანალიზე, რომ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და სიზმრის ნაწილი. არარსებული... დასრულებული... ყოველი ძილის წინ ვფიქრობ შავ სილუეტზე, რომელმაც სამყაროს ფერები მანახა, რომელმაც მაიძულა სწორი მხარე დამენახა... იმ დღის მერე სხვანაირად ვცხოვრობ, იმ დღის მერე ყველას ვაკვირვებ, იმ დღის მერე ყველას ვუცინი... სამყარო, იმაზე უფრო სასტიკია ვიდრე ჩვენ გგვონია, თუმცა ცხოვრება, ყველა ადმიანმა უნდა იცოდეს, რომ ერთხელ ვცხოვრობთ, ცხოვრება ქრება, მისი სილამაზეს კი ვტოვებთ ამ სამყაროში... ვინ იცის იქნებ, ყველამ თუ გაალამაზა საკუთარი ცხოვრება, ოდესმე სამყაროც აღარ იყოს სასტიკი. იდეა, ცხოვრებისეულია და ჩემს მეგობარს ეძღვნება... ინსპირაცია იყო, ადრე წაკითხული ისტორია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.