შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეთხუთმეტე


23-07-2024, 18:56
ნანახია 471

-„ბოროტი! თავხედი! გატუტუცებული!“-გავიფიქრე და კორპუსს გავუყევი.
ცას რომ ავხედე, კვამლისფერმა ღრუბელმა ავი მზერით მიპასუხა. შიშისაგან თვალები დავხარე, მაგრამ ყურების დაცობა ვერ მოვასწარი, რომ ცამ ავისმომასწავებლად დაიგრგვინა.
გაწვიმდა. სადარბაზოში შევირბინე. გაყინული ქუჩიდან ლიფტის ჩაბნელებულ კაბინაში შევვარდი და ავღიღინდი. უცებ ხელში რაღაც სხეულის სითბოთი გამთბარი მომხვდა. რომ დავხედე, გაბრიელის ნათხოვარი მინი-პლედი აღმოჩნდა.
-ჯანდაბა! დამავიწყდა დაბრუნება...-ჩავიბურტყუნე, -ხვალ დავუბრუნებ.
ზღურბლს როგორც კი გადავაბიჯე, დედამ პლედი იმწამსვე შენიშნა, ინტერესი ვეღარ დამალა და დამიძახა:
-მერი!
-გისმენ.
-როგორა ხარ, რა მოხდა სკოლაში?
-არაფერი განსაკუთრებული,-ვუპასუხე, რადგან უბრალოდ დამეზარა ერთი სიტყვის თქმაც კი.
-ხელში რა გიჭირავს?-ვითომ ამ წამს შეამჩნიაო, ისეთი ტონით მომმართა.
-არაფერი ისეთი.
-რანაირად მპასუხობ?
-ჩვეულებრივად.
-პლედია?
-ჰო.
-და საიდან გაქვს?
-დაკითხვას მიწყობ?
-არა, უბრალოდ გეკითხები, მაინტერესებს.
-კარგი. პარკში ვიჯექი ჩემს ახალ კლასელთნ ერთად, ქურთუკს „ზმეიკა“ გაუფუჭდა და მათხოვა.
-თქვენ რა, ახალი კლასელი შემოგემატათ?-გაოცებით შესძახა.
-ჰო. არ მითქვამს შენთვის?
-არა.
ვიცოდი, რომ არ მეთქვა, უბრალოდ უცნაურ სიტუაციში აღმოვჩნდი და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
-უი.
-ბიჭია ეგ თანაკლასელი თუ გოგონა?
-ბიჭი.
სახეზე შევატყვე, არ ესიამოვნა.
-შეიძლება, რომ გავიდე?-ვკითხე.
არაფერი მიპასუხა. მეც, დუმილი თანხმობის ნიშანია-მეთქი, გავიფიქრე და გავეცალე.
-და კიდევ, შეიძლება, ნუცასთან, სანდროსთან და გუგასთან ერთად რომ დავპატიჟო?
-შენი ნებაა.

***

მეცადინეობა, განსაკუთრებით კი მე-8 კლასში, დიდ დროს მოითხოვს. საქმიანობა დაახლოებით ცხრა საათისათვის დავასრულე და კითხვას შევუდექი, თუმცა თვალები მალე დამეღალა შემდეგ ,,ფეისბუკის“ თვალიერებას მოვყევი. მედიცინისა და პოლიტიკის შესახებ შედგენილი ნაირ-ნაირი სტატიით თვალები ამიჭრელდა. საახალწლო განწყობა პარლამენტის სხდომას ოდნავადაც არ შესტყობოდა და, როგორც ყოველთვის, გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა.
„როგორ მივხვდეთ, რომ გონებას ვკარგავთ და როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს“, -შე-მომხვდა.
დამაინტერესა, მაშინდელი შემთხვევისას სწორად მოვიქეცი თუ არა, ამავდროულად კი ეჭვი შემეპარა ამ „მოვლენის“ სინამდვილეში. საბოლოოდ გადავწყვიტე, სტატია გამეხსნა:
-რატომ ვკარგავთ გონებას?
სინკოპე, ანუ გონების ხანმოკლე დაკარგვა, საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, რომელსაც მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს. ზოგიერთი უვნებელია, ზოგიც სახიფათო, თუმცა მაინც მისი გამომწვევი მიზეზი არტერიული წნევის სწრაფი ვარდნაა, რაც ტვინში სისხლის მიდენას ამცირებს; შედეგად კი ადამიანი გონებას კარგავს.
-როგორი ქმედებაა საჭირო?
იმის გამო, რომ გონების დაკარგვა არტერიული წნევის და- ვარდნისგანაა გამოწვეული, მისი სწრაფი დარეგულირებისა- თვის საჭიროა:
1.პაციენტისათვის ჟანგბადით მდიდარი ჰაერის მიწოდება;
2.ქვედა კიდურების შემაღლებულ ადგილზე მოთავსება;
3.მშვიდი გარემო.“
-„აუ, რა მაგარი ვარ!“- სიამაყით ცხვირი მაღლა ავწიე, თუმცა ეჭვის ნაპერწკალმა გონებაში გამიელვა.თუ არტერიული წნევა დაბლა ეცემა, მაშინ პულსი აჩქარებული როგორ იყო?
ეგ როგორ?
გადავწყვიტე კომენტარის სახით შეკითხვა დამესვა.
„გამარჯობა! თქვენთან ერთი კითხვა მაქვს: შესაძლებელია თუ არა, რომ გონების დაკარგვისას პულსი ნორმაზე მეტად აჩქა- რებული იყოს? (სკოლაში მსგავსი რამ შეემთხვა ჩემს თანა- კლასელს და მაინტერესებს,რამდენადაა შესაძლებელი ასეთი რამ მოხდეს).“
Enter ღილაკს თითი დავაჭირე.
პასუხმაც არ დააყოვნა:
„გამარჯობა, Mary! არა, ასეთი რამ შეუძლებელია. როდესაც არტერიული წნევა დაბლა ეცემა, არ აქვს მნიშვნელობა, გონების დაკარგვა უეცარი რეაქციაა დანახულზე თუ რაიმე პათო- ლოგიითაა გამოწვეული, პულსი საკმაოდ შენელებულია. შესაძლებელია შენი თანაკლასელი გაგეხუმრა . მადლობა კითხვისთვის!“
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი ეჭვები გამართლდა.ესეც ტყუილი აღმოჩნდა.
ტელეფონი ავიღე.
-ალიო! გაბრიელ, შენა ხარ?
-კი, მე ვარ. რა იყო, რამ დაგარეკინა ამ შუაღამით?
-ორი მიზეზი მაქვს. არ მგონია, დადებითი პასუხი მივიღო, მაგრამ სახლში ზეგ პატარა ზეიმს ვაწყობთ და გპატიჟებ. თუ უარს მეტყვი...
-მოვალ.
-მართლა?
-კი, თუ შენ გსურს.
-რა ვიცი...
-ჰოდა, მოვალ.
-მატყუებ?
-არა.
-დაგიჯერო?
-ოდესმე მომიტყუებიხარ, მერი?
-კი, დღეს დილით.
-პატარა გამოცდა იყო.
-რა გამოცდა! სულელი ხარ?
-მერი, ბოლო ორ წელიწადში ოთხი სკოლა მოვიარე, ყველგან გავითამაშე ეს პატარა სპექტაკლი, მაგრამ არსად არავის ზედაც არ შემოუხედავს, დამრიგებლის გარდა, რომელსაც უბრალოდ მოვალეობა ავალდებულებდა, ყურადღება მოექცია, თორემ კლასს არც ის ჩამორჩებოდა.
-არ ვიცი, არ ვიცი... საღამოს ცხრა საათზე გელოდები.
-არ დავაგვიანებ.
-ნაძირალა ხარ.
-მართალია.
-კარგად!
-დროებით!
-ღმერთო, დიდებულო! -ამოვიხვნეშე და იატაკზე დავეშვი. -ესღა მაკლდა!
თუმცა იმის აღიარება მეშინოდა, რომ ეს ყველაფერი მომწონდა კიდეც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent