შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი ეტაპი


24-07-2024, 00:49
ავტორი Tinate
ნანახია 660

დეკემბრის სუსხიან დილას, როცა ხეებს კვირტები გასცვივდათ და არემარე თოვლით დაიფარა, მე ისევ ფანჯრის რაფაზე, ფეხებ მოკეცილი ვზივარ და ვიხსენებ უკვე მერამდენე ღამე გადავათენე თეთრად. 3 წელი გავიდა და მაინც ვერ ვიშორებ ფიქრს, რა მოხდებოდა თუ გავაკეთებდი, თუ შევძლებდი, იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, იქნებ ფანჯრის რაფაზე აღარ გამეთენებინა, იქნებ, იქნებ...რა ჯობია გამოსცადო, თუ უბრალოდ იმაზე იდარდო რატომ არ სცადე? რას გაიგებ, ადამიანია და გუნება, ყველას არ ჰყოფნის ნებისყოფა, რომ რაიმე ახალს წაეტანოს, ალბათ მეც არ მეყო. თუ გავიხსენებ რა მოხდა სამი წლის წინ, მაშინ გეტყვით...
3წლის წინ, მე ვიყავი 21 წლის, ყურებამდე შეყვარებული გოგონა, რომ გეკითხათ გეტყოდით, რომ მე ვარ სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი, მაგრამ ყველაფერი წარმავალია. 20 მაისს ჩემი მეგობრის ზარმა დილის 8საათსა და 15 წუთზე გამაღვიძა, არასდროს არ დამავიწყდება 20 მაისის არცერთი წამი.
-იოანა, შენს სახლთან ვარ, სწრაფად ჩამოდი. ნერვიულობისგან ხმა უკანკალებდა და მეც შიშმა შემიპყრო, რაღაც ცუდის მოლოდინში ჩავიარე 5 სართული, 96 საფეხური.
-მომიყევი რა მოხდა ლინა.
-კოკა...
-რა მოუვიდა კოკას?-მთელი სხეული დამეჭიმა, სუნთქვაშეკრული ველოდი შემზარავ პასუხს, ველოდი იმ უბედურებას, რაც დაანგრევს ჩემი ცხოვრების 21 წელს.
-იო, კოკა აღარ არის...
მანქანიდან გადავედი, გაქვავებული, განადგურებული, გაოცებული, ყველა გრძნობით სავსე, მესმოდა ლინა მეძახდა, მაწყნარებდა, მაგრამ მე მშვიდად ვიყავი, ძალიან მშვიდად, კოკასთან მივდიოდი, ვიცოდი ჩემს უნახავად არ წავიდოდა, აუცილებლად უნდა ჩამხუტებოდა, თმაზე მომფერებოდა და ისე წავიდოდა, ეს კოკას საქციელს არ ჰგავს, უნდა მივსულიყავი და მეკითხა რატომ მოიქცა ასე?!
-იო გთხოვ დამელაპარაკე, იტირე, იყვირე ოღონდ ჩუმად ნუ ხარ გევედრები.
-წამიყვანე, ჩემი კოკა მანახე.
რვას 20 წუთი აკლდა, წითელი შევროლე, რომ დაიძრა ვერის უბნისკენ, რათა ყველას გაეგო, თბილისის დილას ახალი მსხვერპლი ჰყავდა, კოკა იოსელიანი.
-კოკა მოვედი... ნახე ძვირფასო მე მოვედი, არ გაიღვიძებ? გინდა გამაწვალო? ახლა სული რომ მეწვის, სუნთქვა მიჭირს და მინდა შენთან ერთად წამოვიდე, ამაზე არ ფიქრობ? ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ, იოსელიანო? ვერაფერი მოგიხერხე, რა თავნება ხარო სულ მაგას გაიძახდი, ახლა ჯავრი იყარე და ერთიანად გამანადგურე ჰო? ასე ვერავინ შეძლებდა, მხოლოდ შენ შეძელი, დამამსხვრიე, რა ვქნა ახლა, ჭირისუფლად დავჯდე და ვიგლოვო შენი გაყინული, უთქმელი სხეული, თუ შენთან წამოსასვლელი ბილეთი ავიღო?-ავდექი,ასე უბრალოდ მივატოვე, თავის ოთახში შევიკეტე და ცრემლებს გზა მივეცი განთავისუფლებულიყვნენ. ამ წამიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ყველაფერი კოკას გარეშე უნდა დავიწყო, უნდა მივეჩვიო უმისობას, ჩემი შვილი კი უმამობას...
-იო გააღე კარი.-კარი გავაღე და დავინახე ქალი, ქარიშხალგამოვლილი, ტანჯვითა და სიმწრით, რომ მოაღწია დღემდე და ცხოვრებამ ესეც არ აკმარა, შვილიც წაართვა, ჩემი კოკა. მიუხედავად ამისა, ქალბატონი თანანო თავის სილამაზეს არ კარგავდა, ნებისმიერი შეატოვებდა თვალებს, მის ლერწამივით სხეულს, მაყვალივით შავ თმებს და იმ ღიმილს, რომელიც დიდიხანია მის სახეს არ გაჰკარებია.
-იო, კოკა წავიდა, ასე დაუმშვიდობებლად მიგვატოვა, არადა სულ ვასწავლიდი დაუმშვიდობებლად წასვლა უზრდელობაათქო, მაგრამ როგორც ჩანს არ მოისმინა ჩემი დარიგება.
-უზრდელი ყოფილა თანანო შენი შვილი, მაგრამ გპირდები შენი შვილიშვილი იქნება ზრდილობიანი, კოკას და ჩემი ერთი ცალი.
-რა თქვი იო?
-ხომ იცი ღმერთი რასაც გვართმევს, იმის სამაგიეროსაც გვაძლევს, კოკა წაიყვანა, მაგრამ მე ამ ტკივილის გაძლების საშუალება მომცა, შვილი მაჩუქა.
-იცოდა?
-დღეს გაიგებდა, მაგრამ ალბათ იცის კიდეც, იქ მაღლა გაიგებდა, რომ თავისი სიცოცხლე დამიტოვა აქ.
-ჩვენი ბედნიერება, ბებოს სიხარული აქ არის, იო რატომ ვერ მოესწრო ჩემი შვილი ამას?
-ყველაფერი რაღაცის გამო ხდება თანო, მე ჩემი ერთი სიცოცხლე დღეს დავასრულე, მოვკვდი კოკასთან ერთად, ახალ ცხოვრებას კი ჩემს შვილთან ერთად დავიწყებ, პირველ ნაბიჯებს მასთან ერთად გადავდგამ და ვისწავლი ცხოვრება კოკას გარეშე.
-ბავშვს ხომ მანახებ ხოლმე?
-რა თქმა უნდა, როცა გინდა მოხვალ, თუ გინდა წაიყვან, ის კოკას შვილია და შენ ბებია ხდები, რა თქმა უნდა ნახავ ყოველთვის და მოუყვები რა საოცარი მამა ჰყავდა.
**
დღეს 20 მაისია, 3 წელი კოკა იოსელიანის გარეშე, 2 წელი ჩემს შვილთან, აგათონიკე იოსელიანთან ერთად. 2 წელია ახალი ნაბიჯებით დავიწყე ჩემი ცხოვრება, ადრე თუ მხოლოდ კოკა არსებობდა, ახლა აგათონიკე არსებობს, კოკა კი ჩვენს გულშია, ყველგან და ყოველთვის.
-იო, რაც დამაბარე ყველაფერი მოვიტანე და სად დავაწყო?
-ლინუ მოდი აგათოს მიხედე და პარკებს მე მივხედავ კარგი?
-აბა სად არის ნათლიას ვაჟკაცი, ლინას მზეჭაბუკი სად წავიდა? უი აქ ყოფილა, მოდი ჩემთან ჩემო გემრიელო, მამაშენმა აშკარად ძალები არ დაზოგა შენ გამო, ნეტავ ახლა გხედავდეს, რა ლამაზი ყავხარ, როგორი ოქროსფერი კულულები გაქვს, იცი რას გეტყოდა? „მამი ესეთი ლამაზი ჩემი საიდან ტო?!“ მერე იო თავში წამოარტყამდა და ეტყოდა დედა ყავს ლამაზი და მაგიტომო, იკინკლავებდნენ და ბოლოს ისე ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს, თითქოს დიდიხანი არჰყავდათ ნანახი.
-აბა მოვედი, რას აფუჭებთ ნათლია ნათლული? ლინ ტირი?
-მენატრება იო, ვიცი შენთან არუნდა ვამბობდე, მაგრამ როგორ უძლებ ისე მიკვირს ხოლმე...
-იტირე ლინა...დამიჯერე აგათონიკე რომ არა, სამი წლის წინ მეც მასთან ერთად წავიდოდი, მაგრამ ის მასულდგმულებს, ის არის ჩემი ცხოვრების სინათლე, ამიტომ ვუძლებ, ჩვენი შვილის გამო.
-საოცარი ქალი ხარ.
-კოკას ბავშვობის ტანსაცმელი აცვია, როგორ უხდება არა?
-ძალიან ლამაზია, საოცრებაა.
-კოკა იტყოდა „მამი...
-„ესეთი ლამაზი ჩემი საიდან ტო?!“
-ისევ შევხვდებით, და მოვუყვები რა საოცარი შვილი ჰყავს.
-მე შევახარბებ და ვეტყვი, რომ სულ ნათლიას დაემსგავსა.-ასე ვიხსენებდით ყოველ საღამოს ძველ ისტორიებს, რათა აგათონიკეს უფრო მეტი გაეგო მამაზე, რომელიც შვილის ცხოვრებას ანგელოზივით გადაეფარა.
და მე ისევ დეკემბრის სუსხიან დილას, ფანჯრის რაფაზე, ფეხებ მოკეცილი ვზივარ და ვიხსენებ უკვე მერამდენე ღამე გადავათენე თეთრად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent