შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშგუ დოშდულ


26-07-2024, 00:51
ავტორი Olivia255
ნანახია 1 880

ავტობუსში ისეთი ხმაური იყო,რომ უკვე თავი მტკიოდა და კიდევ 2 საათი თუ ავიტანდი არ მეგონა. თუმცა ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით,რომ ჩემს საყვარელ მხარეს,რომელიც აქამდე მხოლოდ სურათებიდან მქონდა ნანახი და ვოცნებობდი იქ მოხვედრაზე,ძალიან მალე სულ ახლოდან მოვინახულებდი. ფანჯრიდან ვიყურებოდი და თავი ზღაპარში მეგონა,სად არ ვიყავი ნამყოფი და ასეთი სილამაზე ჯერ არსად მენახა. შორიდან მთები დიდებულად ჩანდა,მწვერვალები თოვლით იყო დამტვერილი,ხოლო ქვემოთ ხეობები,აყვავებული ყვავილებით და მკვეთრი მწვანე ბალახით ხალიჩასავით იყო მოფენილი,ჰაერიც კი ისეთი სუფთა იყო,მკვეთრად განსხვავდებოდა ქალაქში მანქანებისგან ამტვერებული გზებით და სიმწვანის ნაკლებობისგან გამოწვეული ბინძური ჰაერისგან,საოცარი სიმშვიდე იყო და იმ აურზაურისგან რომელსაც მე ასე ძალიან ვიყავი მიჩვეული,ძალიან განსხვავდებოდა. მზერას ვერ ვწყვეტდი ფანჯარას,გული სიმშვიდით და სიხარულით მქონდა სავსე,რაც აქამდე არასდროს არ განმიცდია. ცეკვა ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ იყო,ეს ჩემთვის ცხოვრების წესია,ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე,ყოველ მოძრაობაში გულსა და სულს ვდებდი და ახლა სვანეთის მშვენიერებით გარშემორტყმული ვგრძნობდი რომ აქაურობას ვეკუთვნოდი. ჩემი მეგობრები და ანსამბლის წევრები მთელი გზა იცინოდნენ,ლაპარაკობდნენ,მღეროდნენ ქართულს სიმღერებს,რაც ჰარმონიულად ერწყმოდა ავტობუსის რიტმს. მეღიმებოდა მათ ენთუზიაზმზე,მაგრამ მაინც თავს ვერ ვანებებდი მათთან ერთად მემხიარულა,თითქოს დრო გაჩერდა და მე მასში ჩავიკარგე. სვანეთის სილამაზეში ჩავიკარგე...
ავტობუსი ღრიალით მიიწევდა წინ,ცოტა ხანში კი მთებს შორის მოქცეულ სოფელში გაჩერდა და მაშინვე ყველა წამოხტა,ფეხების გაჭიმვის და იქაურობის დათვალიერების სურვილით. მე კი ერთ ადგილას გაყინული ვიჯექი და გავყურებდი საოცარ პეიზაჟს როცა ვიღაც მსუბუქად შემეხო მხარზე.
-თაია წამოდი,ყველა შენ გელოდება,-ბექამ,ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა ღიმილით მითხრა და ხელით მანიშნა გავყოლოდი,სიმშვიდის დარღვევა არ მინდოდა,თუმცა ინტერესი მკლავდა სოფლის ნახვა ახლოდან მინდოდა და მეც უთქმელად გავყევი. მძღოლმა ერთ-ერთ სასადილოსთან გააჩერა მანქანა,პატარა მაგრამ მყუდრო ადგილი იყო და მასპინძლები ძალიან თბილად დაგვხვდნენ. ყველანი გრძელი მაგიდისკენ წავედით და მოულოდნელობისგან შევხტი ვიღაცამ მხარზე ხელი რომ გადამხვია.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო?-მკითხა ლუკამ ყურიდან ყურამდე იღიმოდა და წარბებს მითამაშებდა. გამეცინა,მერე კი თვალები დავხუჭე და თავი ზემოთ ავწიე,ჰაერი რომ დამეტაკა სახეზე ჩამეღიმა და მხოლოდ მერეღა ვუპასუხე
-არ მეძინა,უბრალოდ აქაურობით ვტკბები,-გარშემო მიმოიხედა და აშკარად უინტერესოდ მიპასუხა
-წავა რა,თბილისს მაინც ვერ ჯობია
-ხუმრობ ხო?-გაოცებულმა ვკითხე და თან ნინის მივუჯექი გვერდით.
-არა რა ვხუმრობ,ვერ ვხვდები აქ ხალხი როგორ ცხოვრობს,ან საერთოდ რით ერთობიან.-ჩავიფხუკუნე მის სულელურ პასუხზე
-ზოგისთვის მთავარი სიმშვიდე და იმ აურზაურისგან გაქცევაა რომელსაც თბილისი ქვია,გართობით კი ყველგან შეიძლება გართობა.-წარბები შეკრა და აშკარად დაბნეულმა მკითხა,თან ულამაზეს ხედს გახედა რომელიც სასადილოდან იშლებოდა და ხელი გაიშვირა
-აი აქ რით უნდა გაერთო?-თავი გავაქნიე და ვამჯობინე პასუხი საერთოდ არ გამეცა,ამის მაგივრად ნინის მივუბრუნდი რომელიც ფოტოს ფოტოზე იღებდა და მაიძულებდა მასთან ერთად ყველა პოზაში გადამეღო სურათი...
სადილობის შემდეგ ცოტა ხნით გასეირნება გადავწყვიტეთ,იქვე ხევში ჩავედით ვიწრო ბილიკზე,ბიჭები ყიჟინით გაცვივდნენ მდინარისკენ თან გზა და გზა მაისურებს იძრობდნენ და ერთი მეორეს მიყოლებით შეცვივდნენ წყალში. სიცილი ამიტყდა მათ ბავშვურობაზე. უცებ ვიღაცამ ხელი დამავლო და ბოლო ხმაზე ვიკივლე როცა მივხვდი რაც ხდებოდა,ლუკა მდინარისკენ მიმაქანებდა და სანამ შევეწინააღმდეგე თავისთან ერთად გაყინულ წყალში გადამიყოლა და ჩემი გალურჯებული სახე რომ დაინახა სიცილი აუტყდა...მოკლედ გაყინული,სველი და გაბრაზებული დავბრუნდი ავტობუსში და სწრაფად გამოვიცვალე სანამ ვინმე უკან დაბრუნდებოდა და იქვე დავიწყე სიარული,რამოდენიმე ფოტოც გადავუღე ბუნებას და შემდეგ მძხოლის ყვირილი გავიგე,რომელიც წუწუნებდა რომ დათქმულ დროს უნდა ჩავეყვანეთ დანიშნულების ადგილას,ჩვენ კი ამის საშუალებას არ ვაძლევდით. ყველანი რომ ავტობუსში დავბრუნდით და დავიძარით ისევ ფანჯრიდან დავიწყე ყურება,სვანეთი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. დაღლილმა თვალები მივხუჭე და გამეღიმა,გული ცეკვის ხალისით და სვანეთის მშვენიერებით ამევსო და სწორედ იმ მომენტში მივხვდი,რომ ჩემი მოგზაურობა მხოლოდ ახლა იწყებოდა...
*****
სოფელში მალე ჩავედით. რატომღაც ველოდებოდი რომ დაუსახლებელი იქნებოდა,ან სულაც ორი ან სამი კაცი დაგვხვდებოდა. ვერ ვხვდებოდი კონცერტი ვისთვის უნდა გაგვემართა. თუმცა ძალიან შევცდი,სოფელი მჭიდროდ იყო დასახლებული,სასტუმრო სადაც დარჩენას ვაპირებდით ერთი კვირით, მდინარესთან ახლოს იყო. ძველებურ სტილში იყო აშენებული და მისი მფლობელები ღიმილით გველოდნენ შესასვლელთან. როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვედით,სათითაოდ ყველას მოგვესალმნენ,შემდეგ კი ჩვენს მასწავლებელს გაესაუბრნენ და ყველანი შიგნით შეგვიყვანეს ჩვენს ოთახებში რომ დავებინავებინეთ. დიდი დრო დაგვჭირდა ოთახებში გასანაწილებლად. მე ორ გოგოსთან ერთად მიწევდა დარჩენა. დაღლილი ჩამოვჯექი საწოლზე და გოგოებს გამოვუცხადე
-ძალიან მშია,არ გინდათ გავიდეთ რამე ვჭამოთ? თან სოფელსაც დავათვალიერებთ.
-კარგი აზრია,-გამოაცხადა ანამ და ისედაც დიდი თვალები უფრო დაუმგრვალდა კესომ რომ თქვა ფოტოაპარატს წამოვიღებო. მოკლედ ყველას სათითაოდ დავუარეთ ოთახებში და ხმაურით გავემართეთ გასასვლელისკენ. გარეთ გასვლისას ცივი ნიავი დამეტაკა და სიცივისგან გამაკანკალა. უკვე გვიანდებოდა და საკმაოდ ციოდა,მე კი შორტებით და მოკლესახლებიანი მაისურით ვიყავი წამოსული. თუმცა ყურადღება არ მივაქციე და დანარჩენებს გავყევი.
-ვინმემ თუ იცის სად მივდივართ?-იკითხა ლუკამ და ყველას თვალი მოავლო.
-ვინმეს ვკითხოთ სოფელში და მიგვასწავლიან-ჩაერთო ბექაც. ბევრი სიარულის შემდეგ როგორც იქნა ერთ-ერთი მობინადრის დახმარებით რესტორანს მივაგენით. ყველანი შიგნით შევედით და შეკვეთა მივეცით. საჭმლის მოლოდინით დაღლილებმა გადავწყვიტეთ ცოტა თავი გაგვერთო და მუსიკის ხმა რომ გავიგეთ ყველა ფეხზე წამოვხტით და ცეკვა დავიწყეთ. ყურიდან ყურამდე გაკრეჭილი ვცეკვავდი ხან ვისთან და ხანაც ვისთან,ცეკვის დროს ყოველთვის ბედნიერი ვიყავი და ყოველთვის ვცდილობდი რომ თითოეული ჩემი მოძრაობა იდეალური ყოფილიყო. მუსიკის ხმაზე სოფელში მცხოვრები რამოდენიმე ადამიანი შემოვიდა რესტორანში და ღიმილით გვიყურებდნენ,რესტორანში მყოფი ტურისტები კი ვიდეოს ვიდეოზე იღებდნენ და აღფრთოვანებულები მოგვჩერებოდნენ. ცეკვა დავასრულეთ და დაღლილები მაგრამ კმაყოფილები მივუსხედით მაგიდას...უკვე ძალიან გვიან იყო სასტუმროში რომ დავბრუნდით. ჩვენი ცეკვის მასწავლებელი და კიდევ რამოდენიმე ანსამბლის წევრი ადრე დაბრუნდნენ,დანარჩენები კი დავრჩით და მანამდე არ წამოვედით,სანამ ცეკვისგან ფეხები,ხოლო სიმღერისგან ყელი არ აგვტკივდა. ოთახში შესვლისას ტელეფონს დავწვდი რომელიც დამტენზე დავტოვე სანამ წავიდოდი და 5 გამოტოვებული ზარი დედასგან,ხოლო კიდევ 3 მამასგან ვნახე. ღმერთო ალბათ როგორ ნერვიულობენ. მაშინვე დედასთან დავრეკე და მისი განერვიულებული და გაბრაზებული ხმის გაგონებისას გამეღიმა,რა მეშველებოდა მათ გარეშე.
-სად გაქვს გოგო ტელეფონი,ლამის ნერვიულობისგან გული გაგვისკდა მე და მამაშენს,ხომ გაგაფრთხილე რომ სულ ახლოს გქონოდა,არა არ უნდა გამეშვი მანდ,სანამ ჩამოხვალ ალბათ თმები გამითეთრდება.
-დედა დამშვიდდი კარგად ვარ,დამტენზე დავტოვე,საჭმელად ვიყავით გასულები და სულ დამავიწყდა რომ ტელეფონი თან არ მქონდა.-თუმცა ამან აშკარად ვერ დაამშვიდა და გააგრძელა
-რას ქვია დაგავიწყდა,არა ესე როგორ შეიძლება,რა აღარ ვიფიქრე,მეგონა მოგიტაცეს,ან სადმე ხევში გადავარდი და უკვე ვაპირებდი საგამოძიებო ჩამერთო საქმეში....-მამას ხმა გავიგე რომელმაც დედა დატუქსა ბავშვს თავი დაანებე და ნუ ეჩხუბებიო და მათ კინკლაობაზე გამეცინა. დედა უმტკიცებდა რომ ძალიან უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი მამა კი უმტკიცებდა რომ ზრდასრული გოგო ვიყავი და ჩემს თავს მივხედავდი. მოკლედ კიდევ რამოდენიმე ლექციის და ჩხუბის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე მეთქვა რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და დასვენება მინდოდა,მშობლებს დავემშვიდობე წამოვწექი და ამოვიოხრე კესოს ფხუკუნი რომ გავიგე
-შენ რა გღვიძავს?-ვკითხე და წამოვჯექი.
-რა დამაძინებდა,ლამის მეც დავუწყე მაკა დეიდას იმის მტკიცება რომ ხდება ხოლმე და ხანდახან მეც მავიწყდება ტელეფონი.-გამეცინა და თავი გავიქნიე
-ხანდახან მგონია რომ ზედმეტი მოსდის...-კესო გვერდით მომიჯდა და ხელი მხრებზე მომხვია
-ის ხომ დედაშენია,დამიჯერე გვერდით როცა აღარ გვეყოლებიან სწორედ მაშინ მივხვდებით რომ მართლები იყვნენ და ვინატრებთ დაგვირეკონ და გამოგვლანძღონ.-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად
-მაგაზე ფიქრიც კი არ მინდა,ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე როგორ უნდა ვიყო.-მოვიღუშე და კესომაც ნაღვლიანად გამიღიმა
-ადამიანი ყველაფერს ეჩვევა...
-დრო ყველაფრის მკურნალია...-გავაწყვეტინე, ერთმანეთს შევხედეთ და გავუღიმეთ.
-ჯობია დავიძინოთ,თორემ ხვალ დილას ჯერ ვარჯიში გვაქვს მერე კი კონცერტი..-ვუთხარი და აბაზანისკენ წავედი,თუმცა სანამ კარს მივუახლოვდი,კესომ ელვის სისწრაფით ჩამიქროლა გვერდით და აბაზანის კარი ცხვირწინ მომიხურა.
-5 წუთში გამოვალ,-ამოვიოხრე და იქვე კედელს მივეყუდე კესოს მოლოდინში,რომელიც ენას არ აჩერებდა და მის ლაქლაქზე ანამაც ლამის გაიღვიძა. ნახევარი საათი მაყურყუტა კარებთან და გაკრეჭილი რომ გამოვიდა ტელეფინით ხელში ლამის ადგილზე მივახრჩე...სანამ შევიდოდი ისევ გამაჩერა
-ჰო მართლა,რესტორანში ერთი სიმპათიური ბიჭი იყო,მთელი საღამო თვალს არ გაშორებდა და რომ დავიშალეთ ისიც მაშინ წავიდა.
-ვინ ბიჭი? არავინ შემიმჩნევია,-წარბშეკრულმა ვკითხე და მივუბრუნდი
-აბა რა ვიცი ვინ იყო,უბრალოდ შევამჩნიე რომ გიყურებდა,მაგრამ ისე იყავი ცეკვით გართული რას შეამჩნევდი.-არაფერი ვუპასუხე,ძილინებისა ვუსურვე და აბაზანაში შევედი ჩაფიქრებული,ნეტავ ვინ იყო ის ბიჭი...
*****
ადრეულმა მზის სხივებმა გამაღვიძა და თვალები რომ გავახილე,პირველი რაც დავინახე მზის სხივებისგან ოქროსფრად მბზინვარე ფარდები იყო. ჯერ კიდევ ნამძინარები თვალებით წამოვწიე თავი საწოლიდან,სიზმრების ნარჩენები ნისლივით ქრებოდა ჩემი გონებიდან. კუნთები გუშინდელი საღამოდან საშინლად მტკიოდა,თუმცა მიუხედავად ტკივილისა და დაღლილობისა,მაინც სხარტად წამოვხტი და აბაზანისკენ გავქანდი. დღეს დიდი დღე იყო,დღე რომლისთვისაც თვეები ვემზადებოდით მეც და მთელი ანსამბლიც. სწრაფად მოვწესრიგდი და ოთახში რომ დავბრუნდი ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე კესო შემეფეთა,მთქნარებით რომ მოდიოდა აბაზანისკენ.
-დილა მშვიდობის!-ოვაციურად ვუთხარი და მოულოდნელობისგან რომ შეხტა ჩავიცინე.
-ღმერთო გული გამისკდა,-დაიჩივლა და გვერდით რომ ჩამიარა მხარზე ხელი დამცხო ხუმრობით. სანამ კესო მოწესრიგდებოდა ანაც გავაღვიძე და თან ცეკვის სავარჯიშო ფორმა ჩავიცვი...სამივე გრძელ დერეფანს გავუყევით და სასტუმროს გასასვლელთან დანარჩენებს შევხვდით. ჩვენი მასწავლებელი გასასვლელად გვიცდიდა და ყველანი გარშემო რომ მოვგროვდით ბოხი ხმით დაიწყო.
-ზუსტად ორი საათი გვაქვს იმისთვის,რომ დღევანდელი კონცერტისთვის იდეალურად მოვემზადოთ. არანაირი წაბორძიკება,არანაირი შეცდომა,ისეთი შოუ უნდა დავდგათ მთელი ცხოვრება რომ დაამახსოვრდეს ყველას. ახლა კი წამომყევით.-ყველანი ლევანს,ჩვენს მასწავლებელს გავყევით,რომელმაც სოფლის ცენტრში წაგვიყვანა. სცენა არც თუ ისე დიდი იყო,მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენდა,ყველანი საქმეს შევუდექით,გოგონებთან ერთად ვვარჯიშობდი,როცა ლევანი მომიახლოვდა.
-თაია,ორი წუთით.-ხელით მომიხმო და მეც მაშინვე მისკენ წავედი.
-შენ და ბექა იცეკვებთ სვანურს დასასრულისკენ,
-მეგონა რომ ბიჭები ცეკვავდნენ,-დაბნეულმა ვუპასუხე
-გადავიფიქრე,უფრო დიდი ეფექტი ექნება როცა გოგო შეასრულებს. ამიტომ,როგორც კი გოგონებთან ერთად ბოლო ცეკვას შეასრულებ მაშინვე კულისებში შემოხვალ,ფორმა მზად დაგხვდება და თმების დამალვა არ დაგავიწყდეს.-თავი დავუქნიე და ბექასკენ წავედი.
-უკვე ელაპარაკე ლევანს?-მკითხა და თან შუბლიდან ოფლი მოიწმინდა
-კი,უკვე მითხრა რომ მე და შენ ბოლოს დავაგვირგვინებთ სვანურის ცეკვით.-ჩაიღიმა
-ხოდა მოდი ისე ვიცეკვოთ,მთელი ცხოვრება რომ დაამახსოვრდეთ.-გავეკრიჭე და ისევ ვარჯიშს მივუბრუნდი...
სულ რაღაც ნახევარ საათში იწყებოდა კონცერტი,კულისებიდან გავიჭყიტე და თვალები გამიფართოვდა იმდენი ხალხი დავინახე,კარგად დავაკვირდი და შევამჩნიე რომ უმეტესობა ტურისტები იყვნენ...შოუ დაიწყო და გულის ფანცქალით გავყევი დანარჩენებს სცენაზე. ამას პირველად არ ვაკეთებდი,თუმცა ყოველ ჯერზე ისე ვნერვიულობდი როგორც ჩემი პირველი გამოსვლისას. სულ მალე მოახლოვდა ჩემი და ბექას გამოსვლის დრო,როგორც კი ბოლო ცეკვა შევასრულე გოგონებთან ერთად,მაშინვე კულისებში გავიქეცი და ლევანიმ ხელში შემაჩეჩა ფორმა. სწრაფად ჩავიცვი,თავზე თეთრი ფაფახი ჩამოვიცვი,ჩემი გრძელი თმა რომ დამემალა. სანამ სცენაზე გავიდოდი სარკეში ჩავიჭყიტე,ვერავინ იფიქრებდა რომ ამ ცეკვას გოგო ასრულებდა,გავიღიმე და ბექას,რომელიც სცენაზე გასასვლელად მზად იყო გვერდით ამოვუდექი,რომ დამინახა გამიღიმა და გვერდულად ჩამეხუტა.
-წავედით თაია,ვაჩვენოთ კლასი.-თავი დავუკარი თანხმობის ნიშნად,უკნიდან ანსამბლის წევრები გვამხნევებდნენ და როგორც კი მუსიკა ჩაირთო და მე და ბექა სცენაზე გავედით,მაშინვე სიჩუმე ჩამოწვა. სინქრონულად ვმოძრაობდით სცენაზე და მხოლოდ იმაზე ვიყავით კონცენტრიტებული,რომ ჩვენი ცეკვა იდეალური ყოფილიყო,თითქოს ჩვენს გარშემო ყველა გაქრა და მხოლოდ მე და ბექა ვარსებობდით,ვცეკვავდი და ბედნიერი ვიყავი,თამამად ვმოძრაობდი,ბექას თვალს არ ვაშორებდი და მის ყოველ ვაჟკაცურ მოძრაობას ჩემსას ვუხამებდი. სიმღერა დასასრულს მიუახლოვდა,ბექა ჰაერში დატრიალდა,მუხლებზე დაეცა,თავი ჩემსკენ მოატრიალა და ხელით ყველას ჩემზე ანიშნა. მეც არ დავაყოვნე,ჰაერში შემოვტრიალდი და თან ფაფახს დავწვდი,იატაკზე რომ დავხტი ფაფახი ძირს დავაგდე და ჩემი გრძელი თმა მაშინვე ზურგზე ჩამომეშალა როგორც აბრეშუმის მდინარე. წამიერი სიჩუმე ჩამოწვა,თითქოს მხოლოდ ჩემი გულისცემა ისმოდა,გაღიმებული ვიდექი და ველოდებოდი რეაქციას,ნუთუ საკმარისად კარგად ვერ ვიცეკვე? ნუთუ არ მოეწონათ? ამ ფიქრებში ვიყავი სტვენის და ტაშის ხმა რომ გავიგე,ბექა ფეხზე ცამოხტა,ხელში ამიტაცა და ჰაერში დამაბზრიალა.
-ვაჟკაცი ქალი ხარ რა,-შემომძახა და გადავიხარხარე. სცენიდან სანამ გავიდოდით მაყურებელს თავი დავუკარით და სწორედ მაშინ შევამჩნიე წინა რიგებში მდგარი ბიჭი,რომელიც ოდნავ გაღიმებული უკრავდა ტაშს და თვალს არ მაშორებდა...
*****
მზე დათოვლილი მწვერვალების უკან იწყებდა ჩაძირვას და სოფელი უშგულს სადაც ჩვენ ვრჩებოდით თბილი ოქროსფერი ფერი დაჰკრავდა მზის სხივებისგან. მარტო ვიჯექი მდელოზე და მთებს გავყურებდი გაღიმებული,მშობლები მენატრებოდნენ და ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი თბილისში რომ ისინი მენახა,სულ რაღაც ორი დღე გვქონდა დარჩენილი წასვლამდე და მანამდე ვცდილობდი ყველაფერი შემეთვალიერებინა. ფიქრებში ვიყავი ჩაკარგული ფეხის ხმამ რომ გამომაფხიზლა,თავი შევატრიალე და ახალგაზრდა,მაღალი ბიჭი დავინახე რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა,ახლოს რომ მოვიდა კარგად დავაკვირდი. ის ბიჭი იყო კონცერტზე რომ შევნიშნე.უხეში ხიბლი ჰქონდა,ფეხზე წამოვდექი და შევცბი,მეც მაღალი ვიყავი,თუმცა ეს ბიჭი ზემოდან დამყურებდა და ალბათ ორი თავით მაინც იყო ჩემზე მაღალი,მუქი ფერის თმა,ლამაზი მუქი თვალები და სწორი ლამაზი ცხვირი. სახე თითქოს გამოქანდაკებული ჰქონდა,იმდენად უნაკლო იყო თვალს ვერ ვწყვეტდი და ვხვდებოდი რომ თვითონაც ინტერესით მაკვირდებოდა,ლამაზი სწორი წარბები რომ ზემოთ აწკიპა და გაღიმებულმა ბოხი ხმით დაიწყო ლაპარაკი მაშინღა მოვედი გონს.
-გამარჯობა,მე ბადაი ვარ,შორიდან შევნიშნე რომ მარტო იჯექი და გადავწყვიტე მოვსულიყავი,შენ ვინ ხარ?-თვალები ავაფახულე,ბადაი? რანაირი სახელია,თავი გვერძე გადავწიე და ვკითხე
-ბადაი? უცნაური სახელია,-თბილად გამიღიმა,მისი თვალები მზის ჩასვლის ელფერს ასახავდა. ღმერთო როგორი სიმპატიურია
-ძველი სვანური სახელია,რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა,თუმცა ახლა უკვე მივიწყებულია სხვა კიდევ ბევრ სვანურ სახელთან ერთად. შენ რა გქვია?-მკითხა ისევ,ენა ძლივს მოვიტრიალე პირში და ვუპასუხე
-მე...მე თაია მქვია-დამაკვირდა და გაიღიმა
-თაია....ლამაზი სახელია,შენსავით.-მივხვდი ლოყები ამიწითლდა და მთისკენ შევტრიალდი
-ლამაზია არა?-მკითხა და გვერდით ამომიდგა,მთებს თვალს არ აშორებდა. უცნაური აქცენტი ჰქონდა,სვანური. ზოგადად აქ ყველას ასეთი აქცენტი ჰქონდა,მაგრამ ბადაის ალბათ ყველაზე მეტად უხდებოდა.
-ძალიან-თვალი ავარიდე და ისევ მწვერვალებს გავხედე-ძალიან ლამაზია.
-შენ დილით უნდა ნახო,მზის სხივებისგან ჯერ კიდევ შეწითლებული რომაა მწვერვალები,ასეთ სილამაზეს სხვაგან სად ნახავ.-გამომხედა და მკითხა
-შენ საიდან ხარ?
-თბილისიდან ჩამოვედით,მაგრამ მე პირადად სამეგრელოდან ვარ.-თავი გვერდით გადასწია და წარბშეკრულმა მითხრა
-აი თურმე რატომ გაქვს ასეთი აქცენტი ლაპარაკისას,-გავხედე და ვკითხე
-რას გულისხმობ?-ჩაიღიმა
-თბილისელები სასაცილოდ ლაპარაკობენ,სიტყვებს წელავენ და ქართულ ენას სილამაზეს უკარგავენ,აი შენ კი ნორმალურად ლაპარაკობ.-ხელები გადავაჯვარედინე და წარბები ავწკიპე
-ანუ თბილისელი რომ ვიყო მეც დამცინებდი?
-კი.-მოკლედ მიპასუხა და ჩემს რეაქციას დააკვირდა. რომ არაფერი ვუთხარი ისევ თვითონ დაიწყო
-ხოლო სვანნი,რომელნიცა კავკასიისა მთათა შინა მოსახლენი არიან უწყიან მათ და ლაპარაკობენ ქართულსა,არამედ აქვსცა მათცა საკუთარი ენა რაიმე სხვაცა. ეგრეთვე ჯიქთა და ალანთა შორისცა იპოების ქართული,მაგრამ მათ შორის უფრო მცირედნი არიან მოლაპარაკენი ქართულისანი ჟამსა ამას.-ჩემი გაოცებული სახის დანახვისას გაეცინა შემდეგ კი დაამატა
-სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა,სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას....ენა საღმრთო რამ არის,საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.
-ილია...-წავიჩურჩულე და თავი დამიქნია გაღიმებულმა. მივხვდი აქ კიდევ რამის თქმა ან მასთან შეწინააღმდეგება არ ღირდა,მართალს ამბობდა და ამას მეც კი ვაღიარებდი,მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვიყენებდი თბილისურ "ჟარგონებს" საუბრისას. თუმცა ბადაისთან ლაპარაკის მერე მივხვდი რომ მეც მათ ჯგუფს მივეკუთვნოდი ვინც ქართულ ენას ამახინჯებდა და ოთარ ჭილაძის ნათქვამი გამახსენდა "სხვა ენაზე ლაპარაკი კი არ არის უბედურება,არამედ შენი ენა რომ არ იცი."
-სოფელი თუ დაათვალიერე?-მკითხა და მთებს მიაცქერდა
-დრო არ მქონდა,თანაც ვარჯიშისგან და ცეკვისგან დაღლილებს სიარულის თავი აღარ აქვთ ხოლმე და აქ თუ გამოვალ რომ მთების ყურებით მაინც დავტკბე.-ჩამოვჯექი და ბადაიც გვერდით მომიჯდა,ფეხები მოკეცა და ხელები მუხლებზე ჩამოდო. დაძარღვული და დაკუნთული ხელები ჰქონდა.
-კარგად ცეკვავ,განსაკუთრებით კი სვანურს.-შემაქო,თვალი ავარიდე და ნიკაპი ხელებზე ჩამოვდე. ცოტა ხნით ესე ვისხედით მერე კი ისევ ბადაიმ დაარღვია სიჩუმე
-გინდა დაგათვალიერებინებ სოფელს? თუ გინდა მთაზეც აგიყვან-თვალები გამიბრწყინდა და აჟიტირებული მაშინვე დავთანხმდი
-როგორ არ მინდა მაგრამ....სულ რაღაც ორ დღეში მივდივართ...-მოღუშულმა გავხედე მთებს,თითქოს გული დამიმძიმდა წასვლის დღე რომ ახლოვდებოდა.
-ხვალ შემიძლია ყველაფერი გაჩვენო,ახლა უკვე გვიანდება და ჯობია სასტუმროში დაბრუნდე.ღამით მთებში სიარული საშიშია-ადგა და ხელი გამომიწოდა რომ მეც წამოვმდგარიყავი. ყოყმანით გავუწოდე ხელი და წამოვდექი. ერთხელ კიდევ გავხედე მთებს და ბადაის დავემშვიდობე.
-მაშ ხვალამდე ბადაი.
-დროებით თაია.-კიდევ ერთხელ გამიღიმა თბილად,საპასუხოდ მეც გავუღიმე და სასტუმროსკენ წავედი...პირველად შევხვდი მას და უსიტყვოდ დამტოვა. საოცრად სიმპათიური ისეთი თვალებით რომელიც თითქოს ჩემს სულში იხედებოდა,ისეთი აურა ჰქონდა შეუძლებელი იყო დაგეიგნორირებინა. მასში რაღაც განსხვავებული იყო,ის რაც აქამდე არავისთან შემიმჩნევია. იმდენად ვიყავი ფიქრებში გართული რომ არც კი შემიმჩნევია როგორ შევედი სასტუმროში. თავი გავიქნიე და კიბეებს ავუყევი ჩემი ოთახისკენ...
*****
სცენის განათება თბილად მეღვრებოდა სახეზე,ვგრძნობდი როგორ გვიყურებდა ყველა,თუმცა ერთი წყვილი თვალი ყველასგან გამოირჩეოდა,ბადაი...ხალხში იდგა და მზერა ჩემზე ჰქონდა მოპყრობილი,მისმა მზერამ ხერხემალში დამიარა და რაღაც ნაპერწკალი გააღვივა. სინქრონულად ვმოძრაობდი და როგორც ყოველთვის დღესაც მთელ სულსა და გულს ვდებდი ცეკვაში....მუსიკა დასრულდა და მაყურებელს დავემშვიდობეთ. კულისებში რომ შევედი კესო მოვძებნე და გუშინდელ ბადაისთან ჩემს შეხვედრაზე მოვუყევი
-ოჰოო,მაგას ახლა მეუბნები? მერე რას აპირებ? უნდა წახვიდე სასეირნოდ?-თვალები ამიპარპალა.
-ალბათ ცოტა მოგვიანებით,ჯერ უნდა მოვწესრიგდე,-ვუპასუხე და დანარჩენებს გავყევი სასტუმროსკენ შხაპის მისაღებად...მთელი ერთი საათი მეკინკლავა კესო რომ მაკიაჟი გამეკეთებინა,მე კი სასტიკ უარზე ვიყავი,არავის არ ვეპრანჭებოდი და თანაც ბოლო დღით ვიყავით უშგულში და შეიძლება ბადაი სულაც არასდროს აღარ მენახა,უბრალოდ სოფლის დათვალიერება და მთაზე ასვლა მინდოდა. შავი ჯინსები და თეთრი გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი,თმა გაშლილი დავიტოვე
კომფორტული ფეხსაცმელი ჩავიცვი და გოგოებს დავემშვიდობე. ისევ იმ ადგილას წავედი სადაც ბადაის შევხვდი,გული დამწყდა რომ ვერავინ დავინახე,იქვე ქვაზე ჩამოვჯექი და მთებს გავხედე,ამაყად რომ იდგნენ და მომჩერებოდნენ. უკვე გრილოდა და ცოტათი შემცივდა კიდეც,არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე ჩაფიქრებული,უკვე წასვლას ვაპირებდი ნაცნობი ხმა რომ მომესმა.
-დიდი ხანია მელოდები?-მკითხა რომ მომიახლოვდა
-არც ისე,-ვუპასუხე და წამოვდექი.
-რაღაც საქმეები მქონდა მოსაგვარებელი და ამიტომ შემაგვიანდა. წავიდეთ?-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და უკან გავყევი. შავებში იყო გამოწყობილი,მაისურის გრძელი მკლავები აკეცილი ჰქონდა და დაკუნთული ხელები მოუჩანდა. ამაყად მიაბიჯებდა თავაწეული და თან ჩემსკენ აპარებდა თვალს რომ შეემოწმებინა ხომ არ ჩამოვრჩი,მისი ერთი ნაბიჯი ჩემს ოთხს უდრიდა და პირველად ცხოვრებაში დავფიქრდი იმაზე,რომ ძალიან დაბალი ვიყავი,არადა ანსამბლში ყველა გოგოს ზემოდან დავყურებდი და რამოდენიმე ბიჭსაც,თუმცა ბადაის გვერდით სიარულისას თავი ლილიპუტი მეგონა. პატარა გორაკზე ავედით და რკინის კარებს რომ მივუახლოვდით ბადაი მომიბრუნდა და მითხრა
-მასე ვერ შემოხვალ,ამიტომ მოგიწევს შესასვლელში რომ თავსაბურავებია ის მოიხვიო.
-მოიცა,ეს ეკლესიაა?-ვკითხე და რკინის კარების უკან გავიჭყიტე.
-ჩვენ უშგულის ლამარიას ვეძახით,IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა.-კარი გააღო და შიგნით შევედით. ქვები უკვე გაცვეთილი იყო,თუმცა დროს მაინც გაუძლო და ამაყად და დიდებულად გადაჰყურებდა სოფელს.
-ხედავ იმ ქვას?-ხელით დიდი ქვის სკამზე მიმანიშნა
-ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავადი ფუთა დადეშქელიანი. წამოდი ეკლესიას შიგნიდანაც განახებ.-უკან გავყევი და ეკლესიის შესასვლელში თავსაბურავებით სავსე კალათა დავინახე,ერთი წელზე შემოვიხვიე,მეორე კი თავზე და ეკლესიაში შევაბიჯე. თვალები გამიფართოვდა როცა გაცვეთილ ფრესკებს და ეკლესიის კარის გარშემო მოჩუქურთმებულ ჩარჩოებს მოვკარი თვალი, კედლებს თვალი მოვავლე და შევამჩნიე რომ ტექსტები იყო ამოკაწრული,ჩემი დაბნეულობა აშკარად შეამჩნია და ამიხსნა
-ეს მლოცველების მიერ ამოკაწრული შეწყალების ტექსტებია,ასომთავრულით,ნუსხირით,მხედრულით და გარდამავალი მხედრულითაა შესრულებული.-წარწერებს ნაზად შევეხე ხელით და ეკლესიას თვალი მოვავლე.
-28 აგვისტოს განსაკუთრებული დღესასწაულის მომსწრე გახდები.-ყველა ჩემს მოძრაობას უყურებდა
-რა დღესასწაულის?-ვკითხე და ხატების დათვალიერება დავიწყე.
-ლამარიობას,ღვთისმშობლის მიძინების დღეს. მრევლი ამოდის ტაძარში მოსალოცად მასეთი არაფერი გექნება ნანახი.
-დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი,მაგრამ ხვალ დილას თბილისში ვბრუნდებით და დიდი ალბათობით აქ ვეღარ ჩამოვალ.-ვუპასუხე და გავხედე,მშვიდი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ისე მიპასუხა
-ყველაფერია მოსალოდნელი,წამოდი სოფელსაც გაჩვენებ.-გასასვლელისკენ წავიდა და მეც გავყევი.
-უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში "კალაში",რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს გადასვლაც კი სირთულეს წარმოადგენდა.-გვერდით მივყვებოდი და გულისყურით ვუსმენდი,იმდენად საინტერესოდ საუბრობდა რომ არ მინდოდა ერთი სიტყვაც კი გამომრჩენოდა.
-გაგიგია ლეგენდა დევის ნაშენზე?-მკითხა და გამომხედა,წამიერად დავფიქრდი
-კლდე რომელმაც ენგურის ხეობა ჩაკეტა და ამის გამო სოფელი იტბორებოდა?-ვკითხე და რომ გამიღიმა მივხვდი რომ სწორად ვუპასუხე.
-კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაიძრა ორი ვერძი,რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დაეჯახნენ კლდეს და დაანგრიეს.-ვიწრო ბილიკს ჩავუყევით და სულ მალე ამაყად მდგარი სვანური კოშკებიც გამოჩნდნენ.
-უშგული უბატონო თემი იყო. აქ გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა. ესეც ჩვენი კოშკები.-ერთ-ერთი კოშკის წინ გაჩერდა და მიაცქერდა.
-როგორი...ლამაზია,- ჩავიბურტყუნე და ჯიბეები მოვიქექე ტელეფონის ძიებაში სურათები რომ გადამეღო სამახსოვროდ კოშკებისთვის.
-ვერ ვხვდები,როგორ ააშენეს ისე,რომ დღემდე ასე ამაყად დგანან. ეს ხომ უბრალოდ საოცრებაა.-აღმომხდა და რამოდენიმე ფოტო გადავუღე კოშკებს
-რიყის ქვით და ლოდებით აშენებდნენ,ფიქალსაც იყენებდნენ,სიმაღლეში დაახლოებით 20-25 მეტრია,4-5 ან იშვიათად 6 სართულისგან შედგებოდა,ქვედა სართული მეტწილად ყრუა,შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა მოწყობილი,სიმაღლეში კოშკი ვიწროვდება და კედლების სისქეც მცირდება,სართულები ხის კიბითაა ერთმანეთთან დაკავშირებული სულ ბოლო სართულზე კი საბრძოლო ბაქანია.-პირღია ვუსმენდი
-ამდენი რამ საიდან იცი?-ჩემს კითხვაზე გაეცინა
-აქ დავიბადე და გავიზარდე თაია,სირცხვილი იქნება ეს ყველაფერი რომ არ ვიცოდე. გინდა კოშკი შიგნიდანაც განახო?-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ერთ-ერთი კოშკის კარი გააღო. ხელით მანიშნა მივსულიყავი,კარს რომ მივუახლოვდი ხერხემალში სიცივემ დამიარა და ნაბიჯი უკან გადავდგი
-მგონი ჯობია სასტუმროში დავბრუნდე უკვე გვიანდება და დასვენება მინდა,-ღიმილი არ მოუშორებია ისე მითხრა
-დარწმუნებული ხარ რომ სანამ წახვალ ამ ყველაფრის ნახვა არ გინდა? მეორედ შეიძლება შანსი არ მოგეცეს.-გული ცუდს მიგრძნობდა და ვნანობდი ბადაის რომ გამოვყევი,სრულიად მარტო.
-კი...მირჩევნია სასტუმროში დავბრუნდე.-ხმა ამიკანკალდა და გული ლამის იყო საგულედან ამომვარდნოდა.
-შედი კოშკში თაია!-ახლა უკვე მკაცრად მითხრა და ღიმილიც გაუქრა სახიდან. შევტრიალდი და გავიქეცი,თუმცა შორს ვერ წავედი,მისი ძლიერი ხელები წელზე შემომეჭდო,ერთი ხელით ჰაერში ამიტაცა,მეორეს კი პირზე მაფარებდა,რომ ჩემი ყვირილის ხმა არავის გაეგო. თავის დაღწევას ამაოდ ვცდილობდი და ცრემლები მდიოდა,უარესად ავქვითინდი და თევზივით ავფართხალდი კოშკს რომ მივუახლოვდით და ბადაიმ შიგნით რომ შემაგდო...შემაგდო....ცივ იატაკზე დავეცი და კარს რომ მივვარდი უკვე გვიანი იყო. მან შიგნით ჩამკეტა,ყველაზე მეტად კი იმან შემაშინა,ჯიბეები რომ მოვიჩხრიკე და ტელეფონი რომ ვერ ვიგრძენი....
*****
სრულიად მარტო ვიჯექი ჩაბნელებულ კოშკში,საშინლად მეშინოდა და ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე ბადაის მარტო რომ გამოვყევი. ცრემლები მდიოდა და ქარის საზარელი ხმა რომელიც მთელს კოშკს აზანზარებდა უფრო მაშინებდა. ვიჯექი და მუხლებს ვეხუტებოდი, თვალებგაფართოებული ვიყურებოდი აქეთ-იქეთ და უმწეოდ ვსლუკუნებდი. სულელურად წამოვეგე მის მახეზე,მისი ღიმილის და სიტყვების დავიჯერე და ახლა ისე ვნანობდი ჩემს გადაწყვეტილებას როგორც არასდროს. სიცივე ძვლებში ატანდა და უკონტროლოდ ვკანკალებდი. საათები ან შეიძლება სულაც წუთები გავიდა,კოშკის შემზარავ სიჩუმეს ქარის საშინელი ღმუილი არღვევდა. უცებ სიჩუმეში ნაბიჯების ხმა გაისმა და შიშისგან გული ამიჩქარდა,მძიმე ხის კარი გაიღო და სიბნელეში ბადაის ფიგურა გავარჩიე. მთვარის მკრთალ შუქზე შევატყე რომ თვალები უბრწყინავდა. კარი მიხურა და ჩემსკენ წამოვიდა.ავფორიაქდი და მაშინვე ვიყვირე
-არ მომეკარო!-კედელს მივეწეპე ზურგით და შიშისგან ავქოშინდი. ძალიან მშვიდად მოდიოდა ჩემსკენ და სულ რაღაც სამ ნაბიჯში ცხვირწინ ამესვეტა. ჩემს წინ რომ ჩაიმუხლა მუხლებს მივეხუტე,თავი ხელებში ჩავმალე და ავსლუკუნდი.
-თაია არაფერს დაგიშავებ,ნუ გეშინია.-მშვიდად მითხრა და მისი ხელი რომ შემეხო მაშინვე შევხტი.
-არ შემეხო,არ მომეკარო....შენ მონსტრი ხარ,რა გინდა ჩემგან,რატომ აკეთებ ამას,მშობლები....მშობლები მელოდებიან....ჩემს გარეშე ვერ იქნებიან....უნდა დავურეკო...და ვუთხრა რომ კარგად ვარ...მე...მე...-ცრემლები წამსკდა და მივხვდი ამდენი ნერვიულობისგან უკვე ცუდად რომ ვიყავი,ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა თუმცა ამაოდ.
-თაია დამშვიდდი,-ნაზად შემეხო სახეზე და თმა ყურზე გადამიწია,მის თვალებში სითბოს მეტს ვერაფერს ვერ ვხედავდი,ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და მისი სიმშვიდე მეც გადამედო. ტირილი შევწყვიტე და მივაჩერდი. მიყურებდა და თმაზე მეფერებოდა თან რაღაცას ამბობდა სვანურად თუმცა არაფერი მესმოდა..
-იმჟი მალატ ისგვი თერალ...- ჩემი პატარა სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და ცერა თითებით ცრემლებს მწმენდდა.
-ისგვაშკალი მადმა არი...მიშგუ დოშდულ.-ჩურჩულებდა,ვხვდებოდი რომ ამ სიტყვებით მე მეფერებოდა,თუმცა ვერ ვხვდებოდი ჩემგან რა უნდოდა ან აქ რატომ ჩამკეტა
-რა გინდა ჩემგან? გამიშვი გთხოვ...მე აქ ვერ დავრჩები...-ჩუმად ვუთხარი და თვალები ისევ ცრემლით ამევსო.
-შენი ადგილი ჩემს გვერდითაა,ვერსად ვერ გაგიშვებ. მი ისგვაურ დეშ ხვიგენი,-ისევ სვანური გაურია,წამოდგა და მეც წამომაყენა,ხელს არ მიშვებდა,თვალებში მიყურებდა და იღიმოდა.
-წამოდი,ღამით აქ ვერ დარჩები,-ხელზე ხელი მომკიდა და კარისკენ წამიყვანა ისე,რომ ჩემს პასუხს არც დალოდებია. შევეწინააღმდეგე და ვეცადე ხელი გამეთავისუფლებინა,თუმცა ამაოდ.
-შენთან ერთად არსად არ წამოვალ,მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენ სადმე გამოგყვე.-გაჩერდა და აშკარად გაბრაზებული მოტრიალდა ჩემსკენ
-მაინც შეგაცვლევინებ აზრს!
-ვერ ეღირსები! ურჩხული ხარ! ვერ გიტან!-ვუღრიალე,თუმცა მისი სიმშვიდე ურყევი დარჩა. ეშმაკურად გაიღიმა და ხელი რომ წელზე მომხვია და თვალებში ჩამხედა სულ მთლად დავიბენი
-მაგაში დარწმუნებული ხარ?
-მე...მე...-იმდენად ახლოს იყო მისი სახე ჩემთან,სულ დამავიწყდა კოშკში რომ ჩამკეტა.
-ფიქრობ რომ ურჩხული ვარ თაია?-მშვიდად მკითხა და კიდევ უფრო ახლოს მოწია სახე. ნერწყვი გადავყლაპე და წავიჩურჩულე
-კი...-თუმცა მის თვალებს რომ ვუყურებდი გონება მეთიშებოდა და იმის საპირისპიროს ვფიქრობდი რაც ვუთხარი. მასთან უფრო ახლოს მიმიზიდა და ჩემს პატარა წელზე ხელი უფრო მომიჭირა.
-მაშინ რატომ არ მაჩერებ?-გამომცდელად მკითხა და თვალებში რაღაც გაუკრთა,ჩვენი ცხვირები უკვე ერთმანეთს ეხებოდა,მე კი დაბნეული ვიდექი და არ ვიცოდი რას ველოდებოდი. კიდევ უფრო მომიახლოვდა და თვალები დავხუჭე,თუმცა არაფერი მომხდარა,ბადაის შევხედე,რომელიც კმაყოფილი ღიმილით დამყურებდა,ლოყები ამიწითლდა სირცხვილისგან,ორი წამის უკან ურჩხული ვეძახე,ახლა კი უფლებას ვაძლევდი ჩემთვის ეკოცნა,რა იდიოტი ვარ.
-მგონი ორივე შევთანხმდით რომ ურჩხული არ ვარ ხო?-ცდილობდა არ გაეცინა და ამან საშინლად გამაღიზიანა. მაშინვე მოვშორდი და წარბშეკრულმა ჯიუტად ვუთხარი
-ხარ!-მომიახლოვდა და სახე სახესთან გამისწორა.
-მაშინ რატომ მიშვებ ასე ახლოს შენთან?-პასუხი არ გავეცი,ან რა უნდა მეთქვა? ის მართალი იყო...
-წამოდი სახლში წავიდეთ,უკვე გვიანია.-ნაბიჯი უკან გადავდგი და ჯიუტად გავიქნიე თავი
-არსად არ წამოვალ. არ მინდა.
-მაშ აქ დარჩები?-მიმოვიხედე და ჩაბნელებულ სოფელს რომ მოვავლე თვალი გამაკანკალა,მაგრამ მაინც ადგილიდან არ ვიძროდი. მხრები აიჩეჩა
-კარგი,მგელს თუ ნახავ მომიკითხე და კიდევ,სასტუმროში დაბრუნებას არ გირჩევ,შენი ანსამბლის წევრები ალბათ უკვე თბილისში არიან.-შეტრიალდა და დაღმართს დაუყვა. ნუთუ უჩემოდ წავიდნენ? თავი გავიქნიე და მივხვდი სხვა გზა არ მქონდა,ფრთხილად გავყევი უკან...



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

განსხვავებული საინტერესო და მომაჯადოვებელი ისტორიაა. უკვე გაგრძელებას ველოდები. წარმატებებს გისურვებთ

დიდხანს არ გვალოდინოთ

 


№2  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნანა
განსხვავებული საინტერესო და მომაჯადოვებელი ისტორიაა. უკვე გაგრძელებას ველოდები. წარმატებებს გისურვებთ

დიდხანს არ გვალოდინოთ

დიდი მადლობა,უკვე ვმუშაობ შემდეგ თავებზე და დღეს გვიან დავდებ ❣️

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

როგორ მომწონს ეს ისტორია გააგრძელეთ რააა?

 


№4  offline წევრი Olivia255

სტუმარი გვანცა
როგორ მომწონს ეს ისტორია გააგრძელეთ რააა?

გუშინ ვაპირებდი ახალი თავების დადებას თუმცა ვერ დავასრულე,მაგრამ დღეს დავდებ აუცილებლად ❣️

 


№5  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰო ძალიან საინტერესო და ემოციურად დატვირთული ისტორიაა.ერთის მხრივ სვანეთის საოცარი სილამაზის დიდებულად აღწერა და მეორე მხრივ სვანეთისთვის და სვანებისთვის დამახასიათებელი მკაცრი და ხისტი ბუნება..რაც პერსონაჟის ქმედებითაც აისახა ,სითბოს და სიმკაცრის ნაზავი ბადაი მისი შეუვალი ბუნებით და სვანეთზე შეყვარებული ლამაზმანის თაიას გზების გადაკვეთა ,რომლის საყვარელ მხარეში გასტროლი დადებით თუ უარყოფით შედეგს გამოიღებს შერეული ემოციების ფონზე.. .ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები გელოდებით ავტორო...

 


№6 სტუმარი ნანამია

აბა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები... დასაწყისი ვისთვის რომანტიული იქნება ????და ვისთვის საშიში????

 


№7  offline წევრი Olivia255

Daldoni Daldoni
ოჰო ძალიან საინტერესო და ემოციურად დატვირთული ისტორიაა.ერთის მხრივ სვანეთის საოცარი სილამაზის დიდებულად აღწერა და მეორე მხრივ სვანეთისთვის და სვანებისთვის დამახასიათებელი მკაცრი და ხისტი ბუნება..რაც პერსონაჟის ქმედებითაც აისახა ,სითბოს და სიმკაცრის ნაზავი ბადაი მისი შეუვალი ბუნებით და სვანეთზე შეყვარებული ლამაზმანის თაიას გზების გადაკვეთა ,რომლის საყვარელ მხარეში გასტროლი დადებით თუ უარყოფით შედეგს გამოიღებს შერეული ემოციების ფონზე.. .ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები გელოდებით ავტორო...

მიხარია რომ ესეთი ემოციები გამოიწვია ჩემმა წიგნმა,სვანეთზე მთელი გულით ვარ შეყვარებული და ვცდილობ ჩემი ეს სიყვარული ამ წიგნით გადმოვცე,სვანები ნამდვილად უნიკალურები არიან თავიანთი ხასიათით და მინდა რომ ეს ყველაფერი სწორად და უშეცდომოდ გადმოვცე და იმედია გავამართლებ თქვენს და ჩემს იმედებს ❣️

ნანამია
აბა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები... დასაწყისი ვისთვის რომანტიული იქნება ????და ვისთვის საშიში????

დღეს დაიდება ახალი თავი და იმედია დადებით შეფასებას დაიმსახურებს ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent