შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამოთხის მინდვრები (სრულად)


26-07-2024, 08:13
ავტორი cuervo blanko
ნანახია 4 391

სამოთხის მინდვრები
თავი 1

პირველი მოგონება, ან პირველ კოშმარი. სიმართლე გითხრათ, ეს ორი მცნება ჩემთვის ერთია და ჩემდა და კიდევ უამრავ ჩემსავით ჩაგრულთა საუბედუროდ საპირფარეშოს უკავშირდება. სწორედ სკოლის საპირფარეშოს სუნი ასდის ამ მოგონებას.
იმის წარმოდგენას, თუ როგორი იყო ფრიადოსანი, ხუჭუჭა და შავგვრემანი ბიჭის ცხოვრება მშობლების მიერ შერჩეულ ელიტარულ სკოლაში, ჩემგან მოყოლა სულაც არ სჭირდება. ვინ იცის, რომ არა ის მდიდრების, ამაზრზენი სკოლა იქნებ მეც ჩვეულებრივი, სტატისტიკური, ღარიბი მოსწავლის ცხოვრება მქონოდა და ასე თუ ისე ბედნიერი ბავშვობით მეცხოვრა.
ცალკე იმის ყურება იყო სტრესული, თუ როგორ ცდილობდნენ ჩემი მშობლები საკუთარი ვალის პირწმინდად მოხდას ერთადერთი ვაჟის წინაშე და რად უჯდებოდათ იმ სკოლის ყოველწლიური საფასურის გადახდა, რომელშიც ჩემი პატარა ჯოჯოხეთი აღესრულებოდა ყოველდღიურ რუტინად. თუმცა სწორედ ამ ჯიუტი მონდომების ბრალი იყო სწორედ, რომ ხან ტუჩ გახეთქილს, ხან წარბ გაგლეჯილს, ხან საპირფარეშოს სიმყრალეში ამოსვრილს ასე მარიგებდნენ მზრუნველი მშობლები:
_ გამოსავალი ორია, ან იბრძოლებ, ან შეეგუები!_ მე შევეგუე. მაგრამ შევეგუე მხოლოდ გარეგნულად. მორჩილების მიღმა ჩემს გონებაში მწიფდებოდა და ღვიოდა შურისძიების საშიში ნაპერწკალი.
და სწორედ სკოლის დასრულების წელს ხანძარში გახვეული "ძვირფასი" შენობის ალზე გავითბე წლების მანძილზე დამცირებისგან გაყინული გული. ეს იყო პირველი მკვლელობა საკუთარი სინდისის.
თუმცა ეს მაშინ, ახლა რომც ვაღიარო ამას არავინ დამიჯერებს. თუ ამ წამს ვაღიარე უკვე?!
როგორც კი შევძელი სახლიდან წავედი. მშობლების გაწეული ამაგის სანაცვლოდ, არასდროს მავიწყდება მსუყე თანხის გაგზავნა ყოველთვიურად. მაგრამ... სულ ესაა და ეს. მე წარსულთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე.
იბრძოლე ან შეეგუე?
და რა იქნება თუ შეგუებასაც ბრძოლად გადავაქცევ?! რა მოხდება, თუ იმ სტატუსისთვის, სადაც ვერავინ გაბედავს ჩემს დამცირებას, ცხოვრების ყველა სიმახინჯეს გამოვიყენებ ჩემსავე საკეთილდღეოდ? ნუთუ ეს მაქცევს ცუდ ადამიანად?!
სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ შიშველ სხეულს დეტალურად ვათვალიერებ. მომწონს საკუთარი სიშიშვლე. ფარული ნარცისი ხარბად შემომყურებს ანარეკლიდან. სექსუალური? მარტივი ნათქვამია, ამ ფორმებისთვისაც არ მიმიღწევია ასე მარტივად. კარგად ვამჩნევ, როგორ მაყოლებენ თვალს ქალები. ვიცი რასაც ნატრობენ, როცა ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევენ. ასაკი? ასაკი ხომ მათთვის მხოლოდ ციფრებია?! მე კი ახლა მეთევზე ვარ და საჩემოდ ვცდილობ ლამაზ ლიფსიტებს გვერდი ავუარო. მე ოქროს თევზს ვეძებ. მსუყეს, ბრძენს, მაგრამ მარტოობისგან შეშლილს.
ხომ გაგიგიათ, ვინც ეძებს ის პოულობსო?!

ქორწილი? საერთოდ რა საჭირო იყო არ მესმის, მაგრამ არ მენაღვლებოდა. თეთრი კაბა? რაღაც ასაკის შემდეგ სულაც სასაცილოდ მეჩვენებოდა, მაგრამ არც ამას ვნაღვლობდი. დონ ჟუანი?! ჟიგოლო?! და თქვენ გგონიათ მე ეს მანაღვლებს?!

დედაქალაქის ელიტურ უბანში ვხსნი სამხატვრო სახელოსნოს. ეს ერთადერთი სინამდვილეღა შემომრჩა ჩემი ფარსიდან. ვნება, რომელსაც რეალურად არავის მიმართ განვიცდი, მით უფრო ცოლის, სწორედ აქ იღვრება თეთრ ტილოზე. ახლა იმ მკერდს ვხატავ, ხშირად რომ მესიზმრება და ფუნჯის ყოველ ჩამოსმაზე მეხორკლება კანი. გრძელი წაბლისფერი თმის აწეწილ ბადეში ვხვევ მის წვრილ წელს და კანის მარმარილოს სიგლუვე დაუოკებელი სურვილით მავსებს. მისი წარმოსახვითი სხეულის სირბილე და სისპეტაკე ერთდროულად აღმაგზნებს და მაოცებს კიდევაც, ნეტავ თუ არსებობს? როგორი სურნელი აქვს? როგორი თვალისფერი? როგორი ღიმილი? მუხლებზე მდგარი, შემკრთალი და მორჩილი, ასეთია ის ჩემს წარმოსახვაში, იმდენად რეალურია, იმდენად ხელშესახები. თვალებს ვხუჭავ, რომ უკეთ წარმოვიდგინო თუ როგორ ვეფერები ჩემს წინ დაჩოქილს, თითებით ტუჩებზე... სწორედ ექსტაზის ამ ბოლო წამს მაფხიზლებს მობილურის ზარი. ცივად ვდებ ფუნჯს და საღებავით დასვრილ ხელს პირდაპირ შარვალზე ვიწმენდ.
_ გისმენ!
_ საყვარელო სახელოსნოში ხარ?_ მეკითხება ჩემი ძვირფასი სპონსორი, ანუ უფრო სწორად მეუღლე.
_ კი აქ ვარ!
_ხელი შეგიშალე? _აშკარად წუხდება _ მაგრამ უნდა მაპატიო, თხოვნა მაქვს შენთან, თათბირზე ვარ და ვერაფრით ვახერხებ. იქნებ აეროპორტში გაიქცე და ჩემს თუთიკოს დახვდე? _ "გაიქცე?!" ჰმ, რა პირდაპირი აღიარებაა ჩემი სტატუსის.
_ რა პრობლემაა!_ ვეუბნები ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ყველა სამუშაოს აქვს თავისი მომაბეზრებელი მომენტები. მათ შორის ჩემზე 20 წლით უფროსი, გავლენიანი და მდიდარი ქალის ქმრობასაც. თუმცა სურვილები, რომლებსაც ვისრულებთ ხომ მსხვერპლს მოითხოვენ არა სანაცვლოდ?! ხოდა რა პრობლემაა?! სინანულით ვუყურებ სურათს და უკვე სრულებით დამშვიდებული ვტოვებ სახელოსნოს. მუხლებზემდგარ უსახო ქალს დროებით ვემშვიდობები. სახეს სხვა დროს დავუხატავ.
რა უცნაური მომენტია, საკუთარ ცოლს საკუთარსავე წარმოსახვასთან კინაღამ ვუღალატე წამის წინ.

თუთიკო, ელიზას ნათლულია. ნათლული კი არა ლამის დისშვილი, ან შვილი. ჩემი ცოლი გიჟდება თუთიკოზე. არ ვიცი, თუთიკო უფრო უყვარს თუ მე? ახლა სასწავლებლად ინგლისში ჰყავს გაშვებული. ჯერ ისევ ბავშვი ყოფილა თუთა, როცა მშობლები დაეღუპა და ელიზამ გაზარდა. მისთვის სულსაც არ დაიშურებს. მაგრამ ალბათ მაინც არის ზღვარი, რაც ადამიანმა არ უნდა გადაკვეთოს! არის თხოვნა, რაც არ უნდა მოითხოვოს! არის რაღაც, რასაც ვერავითარ შემთხვევაში დაუთმობ, თუნდაც ყველაზე ახლობელს!
ფურცელზე ვწერ: " თუთიკო შელია" და მოსაცდელში ვდგავარ. ჩემთვის სულ ერთია, მისი არსებობა, ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ფიქრებში ისევ იმ უსახო ქალს დავტრიალებ, რომ უცებ ვხედავ ხორცშესხმული როგორ მოაბიჯებს ჩემკენ.
თან ათასი ხარბი თვალი მოჰყვება. გამაჟრჟოლა. იქვე და იმ წამს მომინდა მისი სხეული, სხეული, თორემ სული სადა აქვს ილუზიას?
მომიახლოვდა და ჩემდა გასაკვირად არ გაქრა, პირიქით გამიღიმა კიდეც, პატარა ლამაზი კბილები გააელვა. თურმე თაფლისფერი თვალები ჰქონია, მზით და ღიმილით სავსე. კუთხეებში აპრეხილი ტუჩები და ხალი მარცხენა საფეთქელთან. თავად სრულყოფილება! მეც კი ვერ დავხატავდი უკეთ.
_ გამარჯობა რატი!_ მისმა ხმამ მთელი ჩემი სხეული ბობოქარი ტალღასავით მოიარა. და საფეთქელთან გამიელვა ცუდი წინათგრძნობის ტკივილმა.
_ მე თუთა ვარ!_ პატარა ლამაზი ხელი გამომიწოდა და ინსტიქტურად შევაგებე ჩემი.
სწორედ იმ წამს გავიაზრე, რომ ეს ქალი ჩემი სამოთხე იყო. უფრო სწორედ სამოთხის შუაგულში მდგარი აკრძალული ხილი. სიამოვნების, კმაყოფილების და ვნების, ცნობადის ხის აკრძალული ნაყოფი. და მასთან რომ მიმეღწია სამოთხის მინდვრები ბილწად უნდა გადამეთელა. როგორც კი შევეხე, იმ წამსვე გავიაზრე, რომ ჩემი პირადი ჯოჯოხეთი ზუსტად მაშინ დაიწყო.
სამოთხის მინდვრები
თავი 2

_ რაო მახინჯო, სუნი არ მოგწონს?_ თავსზემოთ ხარხარის ხმა და კისერში წაჭერილი უხეში ხელი. ხანდახან ისეთი სიცხადით ვიხსენებდი ამ მომენტს უნებურად კისერზე ხელს მოვისვამდი ხოლმე, იმაში დასარწმუნებლად, რომ ვიღაც პატარა არამზადა, ბობოლა მშობლების, შვილი ისევ უნიტაზში არ მაყოფინებდა აცრემლებულ სახეს. "იბრძოლე, ან დანებდი!" მიელავდა გონებაში დედაჩემის უყურადღებო, დაღლილი ხმა და მეც ვნებდებოდი დროებით. იქამდე, სანამ უსამართლო ცხოვრება სამაგიეროს გადახდის შანსს არ მომცემდა. ლოდინი კი საკმაოდ დიდ ხანს დამჭირდა. ძალიან დიდ ხანსაც კი.
თუმცა როცა ცეცხლწაკიდებული შენობიდან ნახევრად დამწვარი სახით გამოიყვანეს ჩემი მტანჯველი, სწორედ იმ წამს, ჩემმა ყველაზე ღრმა იარამაც შეიკრა პირი.

ჩემი გონება არანაკლებ მშვენიერი, ვიდრე სხეული, ცდილობდა ჩემში თავმოყვარეობის გაღვიძებას, მაგრამ რატომღაც მის ნაცვლად მხოლოდ პატივმოყვარეობამ გამოიღვიძა. მშობლების სახლიდან წასვლის შემდეგ, დიდხანს ვიცვლიდი პარტნიორს და საცხოვრებელს, სანამ ელიზას შევხვდებოდი. და ამ ძებნაში საკუთარი თავი არასოდეს მიძებნია. ელიზასთან კი თავი მშვიდად ვიგრძენი. თითქოს ეს სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა. გამგებიანი, ჩემთვის კომფორტული ქალი იყო. თავს არ მაბეზრებდა. არც იმაზე მეტის ამბიცია ჰქონდა, ვიდრე ჩემი მოთმინება მისგან აიტანდა. ვღალატობდი თუ არა ელიზას? არა, არ ვღალატობდი. რადგან ღალატით მხოლოდ მას შეიძლება უღალატო, ვინც გიყვარს. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით და საჭიროებისამებრ ვიყენებდით. თუმცა ერთ დღესაც ჩემთვის ფარულად გადაღებული სურათები მის მობილურში სრულებით შემთხვევით ვიპოვნე და მივხვდი, რომ ეს აღარ იყო მხოლოდ ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობა.
რატომ არიან ქალები ასე ძლიერ კი მიდრეკილნი სიყვარულისკენ?! რომ არა ელიზას ეს გაუთვალისწინებელი, არაფრისმაქნისი, ჩემთვის უსიამო ეიფორია, რაც ალბათ უფრო მისი ასაკის ბრალი იყო, საცხოვრებლად სახელოსნოში არ გადავიდოდი.

თქვენ იტყვით, რომ საძაგლობაა ეფერებოდე იმ სხეულს, რომელიც არ გიყვარს და მე დაგეთანხმებოდით ამაში, ამას რომ რამე მნიშვნელობა ჰქონოდა ჩემთვის. მაგრამ მე ეს არ მაწუხებდა, რადგან ის ემოცია, რასაც ხატვისას განვიცდიდი ხანდახან სადღაც ვიღაცასთან რომ არ დახარჯულიყო, ალბათ შევიშლებოდი. თანაც ხომ გითხარით, ელიზა საკმაოდ კმფორტული ქალი იყო, თანაც საკმაოდ მომხიბლავი. მისი გამოცდილება უსიყვარულობას აბალანსებდა.
ურთიერთობაში გავლებულ ზღვარს და თავისუფალი სივრცის არსებობას აღიარებდა. მაგრამ მაინც ისე გამოვიდა, რომ ჩემს მიმართ გულგრილი ვერ დარჩა.

თავიდან არ ადარდებდა ჩემი გულცივობა მისი პირადი ცხოვრებისადმი. ვინ იცის, იქნებ სათავისოდაც არაერთხელ გამოიყენა ეს სულერთია მომენტები. არც ის ანაღვლებდა, რომ არაფერს ვეკითხებოდი, თუმცა თუ თავად სურდა, ყოველთვის შემეძლო ჭიქა ღვინით ხელში მჯდარს მისი მონაყოლი მომესმინა, მეგობრული რჩევა მიმეცა და მისი მხარე დამეჭირა, თუ, რა თქმა უნდა, ის ჩემგან ამას მოითხოვდა. ვინ ვიყავი მე ელიზას ცხოვრებაში? ალბათ ლამაზი სათამაშო, მეგობრებთან და ნაცნობებთან თავმოსაწონებლად. თავისი ასაკის ქალებში შურის და ბოღმის გამოსაწვევი ძვიფასი ნივთი. არაფრით მეტი, ვიდრე მისაღებში გამოფენილ ძვირფასი მოდერნისტული, აზრს და ექსპრესიას მოკლებული და გაუგებარი ნახატები.
ეს მანამ, სანამ ერთ დღესაც არ მივხვდი, რომ მისი გულგრილობა მხოლოდ ცხოველი ვნების და ცალმხრივი სიყვარულის შესანიღბი მშვენიერი საშუალება იყო.

_ როგორ არის ნათლია?_ მიკითხა გაოგნებისგან გაყინულს და უზარმაზარი ჩემოდანი გამოაგორა. არც კი უფიქრია, რომ დახმარება ეთხოვა. ჩემოდანს ხელი წავატანე და როგორც იქნა მეც გავუღიმე.
_ მოგეხმარები , თუ შეიძლება._ უდარდელად მხრები აიჩეჩა და ჩემოდანს ხელი უშვა.
_ მიხარია, რომ დამხვდი რატი! შენი გაცნობა ძალიან მინდოდა, ნათლია ბევრს მიყვებოდა შენზე!_ არ მესიამოვნა, რომ ელიზა მას ჩემზე უამბობდა. ინტერესით მაკვირდებოდა.
_ მართლა, ძალიან..._ არ დაასრულა აზრი. დაბნეულმა შემომხედა , სათანადო სიტყვებს ეძებდა.
_ რა ძალიან?_ ვკითხე ღიმილით და მანქანის კარი გამოვაღე. დაბნეული ღიმილით დაჯდა და უნებურად თვალი მისი თეთრი მუხლებისკენ გამექცა. ჩემი მზერა დაიჭირა და ჩანთა უხერხულად დაიდო კალთაში. მანქანას მოვუარე და გვერდით მივუჯექი.
_არ გშია?_ ვკითხე მცირე ყოყმანის შემდეგ.
_ სახლში მივიდეთ ჯერ!_ ისე მიპასუხა, არ შემოუხედავს. არადა ისე მსურდა მისი თვალების დანახვა, თუთას ვიმახსოვრებდი, რათა იმ ჩემი სიზმრისეული ქალისთვის საბოლოო სახე დამეხატა.
მისი პროფილიც კი აღმაგზნებდა იმ წამს. გულში ვფიქრობდი, რომ აქვე და ამ მანქანაში მსურდა მისი სურვლის მოკვლა. ისეთ სცენებზე ვფიქრობდი, წესით რომ ჯობდა სარკესთან არ მეფიქრა.
_ ლიზა საღამომდე ვერ მოვა, მე კი მზარეულობით ვერ დავიკვეხნი._ ვუთხარი მე. თავი დამიქნია და გამიღიმა.
_მოდი, დღეს მე ვიქნები მზარეული!_ რატომღაც უცხოობის და მორიდების გრძნობა არ მქონდა და აშკარა იყო თავადაც იგივეს გრძნობდა. თითქოს მანამდეც ვიცნობდი, არადა იმდენად არ დავინტერესებულვარ აქამდე თუთათი, რომ ყურადღებით მის სურათსაც კი არ დავკვირვებივარ, როცა ელიზა მასზე მიყვებოდა ხოლმე. ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, რაც იყო სინამდვილეში. ჩემდა უნებურად ქვეცნობიერში ჩალექილი მისი სახე ჩემს სიზმრებში ცოცხლდებოდა, მეხსიერების ზედაპირზე ამოწევას ცდილობდა, მე კი ვერაფრით ვიხსენებდი მას, სანამ რეალურად არ შევხვდი. ამის გაფიქრებამ მახსოვს მაშინაც შემაკრთო. ანუ გამოდიოდა, რომ სინამდვილეშიც მას ვხატავდი.

სახლში მივედით თუ არა, არც კი დაუსვენია, ენერგიული და მხიარული, უცებ მოედო მთელ სახლს. ვიჯექი და უხმოდ ვაკვირდებოდი. მისმა არსებამ სახლიც ისევე უცებ და დაუბრკოლებლად ამოავსო, როგორც ჩემი შინაგანი სამყარო. წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია. იმდენად მომწონდა და მსიამოვნებდა ეს ყველაფერი. რაღაცას მიყვებოდა თავისი ინგლისური ამბებიდან და სუფთა ჰაერივით დაქროდა სამზარეულოდან მისაღებამდე.
_ შენ სულ მასეთი უხმო ხარ?_ შემომცინა და ლოყა ჩაეჩუტა. _ სულ არაფერი გითქვამს, თავი ხომ არ მოგაბეზრე ლაქლაქით?
_მომწონს შენი ხმა, სიამოვნებით გისმენ._ მხრები ავიჩეჩე მე.
_ ვიცი, რომ მხატვარი ხარ!_ ოთახში გამოფენილი სურათები მოათვალიერა, თან ტომატით დასვრილი ხელის ზურგი ლოყაზე გაისვა. წვრილი წითელი ზოლი დაეტყო, თავად ვერც მიხვდა.
_ აბა აქიდან რომელია შენი ნახატი?
_ არცერთი, სახლში არ მაქვს ნახატები ._ რიმ დავფიქრდი, თუთას ნახვა ჩემს სახელოსნოში ძალიან მომინდა.
_ თუ გაინტერესებს, ერთ დღეს იქ შემომიარე. _თავი დამიქნია და ისევ სამზარეულოში გაუჩინარდა. თვალები დავხუჭე და თავი საზურგეს მივაყრდენი. ისევ ის მუხლებზე მდგარი ქალი წარმოვიდგინე. რძისფერი კანით, იდუმალი და გამომწვევი ჩრდილებით, ურცხვი სიშიშვლით და მოულოდნელად ნახატმა თუთას თვალებით ამომხედა. გამაჟრჟოლა. სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც სულ მიველტვოდი და რომლითაც ჩემი სიბნელის გაკონტროლებას ასე თუ ისე ვახერხებდი თვალსა და ხელს შუა მემსხვრეოდა. ჯერ სულ რაღაც რამდენიმე საათი იყო ამ ქალს ვიცნობდი და უკვე მასში ვგრძნობდი ჩემი სხეულის ფეთქვას. რა იქნებოდა რამდენიმე ხნის შემდეგ? თვალები გავახილე და მისი დანახვის სურვილს სამზარეულოში მორჩილად გავყევი. ფანჯრიდან შემოსული სინათლის შუქში გახვეული რძისფერი ქალი დავინახე, ისეთი კადრი ყველა მხატვრის ოცნება რომაა. ხელში ალესილი ვერცხლისფერი დანით და მწვანილის მწვანე ხასხასა კონით, იმდენად იდეალური ხატება იყო, რომ უკვე ნახატს ჰგავდა. მხოლოდ ეს ზედმეტი წითელი ხაზი ლოყასთან, თითქოს მისი უმანკოების და სისრულის მთელ ესთეტიკას აუფერულებდა, როგორც მომავალი, ჯერაც არჩადენილი, ცოდვის ლაქა. ისე, რომ არც მიფიქრია, სრულიად ინსტიქტურად მივუახლოვდი და თითით ლოყიდან მოვაშორე ის ზედმეტი ფერი. სწორედ ისე, როგორც საკუთარ ნახატს.
გაოცებულმა და შემცბარმა ამომხედა. ღია თაფლისფერ თვალებში წამით აერეკლა მისთვის ჯერაც უცნობი ხარბი ინტერესი და ისე, როგორც ყველა ქალი ხვდება ხოლმე კაცის უთქმელ სურვილს, ისიც მიხვდა, რომ იმ წამს მისი სხეული თავშეუკავებლად მსურდა.
_ სალამი ბავშვებო! სიურპრიზიიი, მეც მოვედი!_ მოისმა მოულოდნელად მისაღებიდან ელიზას მხიარული ხმა და წამში შეიცვალა მისი წამიერი ინტერესი გულწრფელი მხიარულებით.
_ ლიზიი!_ დაიძახა, დანა დააგდო და ხელიდან დამისხლტა. გამეღიმა. სრულებით აშკარა იყო, ჩვენს შორის ხანგრძლივი თამაში დაიწყო. დრო კი, დრო სწორედ ის იყო, რაც ახლა უამრავი მქონდა. მივხვდი, რომ არსად მეჩქარებოდა, იქნებ სულაც პირიქით.

სამოთხის მინდვრები 3

_ათას ხუთასი გვაკლია, შენი და არ მოგვცემს? მისი ძმიშვილის მომავლისთვის გვჭირდება ბოლო-ბოლო გასართობად ხომ არა?_ მთელი ბავშვობა მძულდა ის პერიოდი, როცა გადასახადის დრო ახლოვდებოდა და ჩემი მშობლები ჩვენთვის კოლოსალური თანხის მოძიებას თავდაუზოგავად ცდილობდნენ. დედა ხშირად ამბობდა, რომ თავად ყველა შესაძლებლობა ამოწურეს და ოდნავადაც კი ვერ მიუახლოვდნენ სტაბილურ ცხოვრებას. და ახლა მთელ იმედს ჩემზე ამყარებდნენ, რადგან მეღა ვიყავი მათი მშვიდი სიბერის გარანტი. სადღაც გაურკვეველი მომავალი ვიყავი და არა რეალური აწმყო. და წინასწარვე მაშინებდა იმ ვერგამართლებული იმედის სიმძიმე, რომელსაც აქიდანვე მკიდებდნენ მხრებზე "მზრუნველი" მშობლები.
_ მომაწოდე ტელეფონი!_ დაღლილი ხმით სთხოვდა მამაჩემი დედაჩემს და გაცრეცილ ყელმოჩაჩულ, თითთან "უმნიშვნელოდ" თვალწასულ წინდას ისწორებდა ფეხზე.
_ იქნებ საჯარო სკოლაში გადმოვიდე დედა?_ ვაპარებდი იმის იმედით, რომ ერთ დღესაც ამ რუტინად ქცეული, შეძლებული ნათესავებისთვის ფული სესხების ხვეწნა_ მუდარით დაიღლებოდნენ და დამთანხმდებოდნენ. მაგრამ მათ რკინის მოთმინება ჰქონდათ.
_ გაჩუმდი და წადი იმეცადინე!_ არც კი მიყურებდა, ისე მპასუხობდა დედა და მოლოდინით და იმედით სავსე თვალებით უსმენდა მამაჩემის მორიგ თავისდამცირებას, ჩემივე ბედნიერი და წარმატებული მომავლის სახელით რომ აწარმოებდა მამა, წლების წინ სარფიანად პატრონსჩაბარებულ, მამიდაჩემთან. ალბათ ოდესღაც მასაც სწორედ ამ სიტყვებით ამშვიდებდნენ, რომ შეძლებული ოჯახის პატრონს მომავალი გარანტირებული ექნებოდა. და სადღაც იმ კეთილდღეობის ნამცეცებს თავადაც მოელოდნენ, რასაც მამიდაჩემის ქმრის ქედმაღალი ოჯახი გამოიმეტებდა მათთვის

მეცხრე კლასში პირველად ვიგრძენი მღელვარება საპირისპირო სქესის მიმართ. ბავშვურად, სუფთა და წრფელი აღტაცებით მიცემდა გული, როცა ის გოგო წინ ჩამივლიდა და გაშლილი წაბლისფერი თმის მარწყვის სურნელს დამიტოვებდა. შენელებულ კადრში ვხედავდი ხოლმე როგორ იცინოდა თავი მეგობრებთან მჯდომი, როგორ იხვევდა თითზე თმას, როგორ ისვამდა ვარდისფერ მარწყვის ტუჩსაცხს, როგორ თამაშობდა ჩოგბურთს. უბრალოდ ვიდექი და შორიდან ვუყურებდი და აზრადაც კი არასდროს გამივლია მისკენ თუნდაც ნაბიჯის მეასედი გადამედგა, სანამ ერთ დღეს მოულოდნელად თავად არ გამიღიმა. გაოცებულმა მიმოვიხედე, ვერ დავიჯერე, რომ ის ღიმილი მართლა მე მეკუთვნოდა. მეორე დღეს მომესალმა და დაბნეულმა პასუხიც ვერ დავუბრუნე.

ერთ დღესაც სკოლის ეზოში დავალების წერის დროს დამადგა თავს.
_ გამარჯობა რატი!_ ავხედე და ვერც მივხვდი მზემ მომჭრა თვალი, თუ მისმა ღიმილმა.
_ შეიძლება დავჯდე? _პასუხს არც დალოდებია ისე მომიჯდა გვერდით.
_ რას წერ?_ მკითხა და ანცი ღიმილით გახედა გვერდით მაგიდაზე მსხდარ თავის დაქალებს და ჩემს მჩაგვრელებს. მივხვდი, კვლავ მასხრად მიგდებდნენ, მაგრამ არ მწყენია ისე მსიამოვნებდა მისი სიახლოვე.
_ შეგიძლია დამეხმარო?_ ისე შემომხედა, რომ ჯერაც უცნობმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. თავი ისე დავუქნიე, ჯერ ისიც კი არ ვიცოდი დახმარებას რაში მთხოვდა. იმ დღის შემდგ მე ვასრულებდი მის დავალებებს ყველა საგანში და რაც არ უნდა
უცნაური იყოს, ეს მსიამოვნებდა. თავს მნიშვნელოვან და საჭირო პიროვნებად ვგრძნობდი. სანაცვლოდ ხომ მასთან საუბრის და მისი ჩემ გვერდით ნახვის ბედნიერება მქონდა. ასე წამიდან წამზე იზრდებოდა ჩემი სიყვარული მის მიმართ და თქვენ წარმოიდგინეთ, რა მასშტაბებს მიაღწევდა ის სამ წელიწადში. ის მზე იყო და სამყარო მის გარშემო ბრუნავდა. თუმცა გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ეს სამოთხე ერთ დღესაც ისევე უეცრად დასრულდებოდა, როგორც დაიწყო და წარმოდგენაც არ მსურდა იმ დღის, როცა ეს მოხდებოდა. თუმცა გარდაუვალი რაცაა იმასთან ბრძოლას აზრი არ აქვს.
და სწორედ იმ ბოლო დღეს სპორტდარბაზში, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით, მე მივედი იმ იმედით, რომ სასწაულები ხდება. ყველაზე წმინდა და სუფთა რაც მქონდა სულში მინდოდა მითვის ძღვენად მიმერთმია, მაგრამ.... არავის სჭირდებოდა არაფერი არც წმინდა და არც სუფთა.
დარბაზის შუაგულში, სწორედ იქ, სადაც ცენტრია მონიშნული, ჩემი სამყაროს ათვლის წერტილი, ჩემი სამოთხე ჩემსავე ჯოჯოხეთს შერწყმოდა. ვიდექი და ხელში ერთი უეკლო, ლამაზი ვარდი მეკავა და ვგრძნობდი, როგორ მესობოდა ათასი ეკალი სხეულში. გონება დამებინდა. უხმოდ გამოვბრუნდი და მერე ის გავაკეთე, რაც არასოდეს მინანია.
რა არის სკოლა? რა ადგილი უჭირავს იქ გატარებულ წლებს ადამიანის ცხოვრებაში? ბავშვობის აკვანი? სილაღე? პირველი წარმატება? პირველი აღიარება? პირველი სიყვარული? სკოლა სამოთხის მინდვრებია ადამიანის ცხოვრებაში. ამოუცნობისკენ სავალი გზები. ბედნიერების, მეგობრობის, ნდობის, ზოგჯერ ტკივილის, მაგრამ მაინც ძიების და განახლების ადგილი. ჩემთვის? ჩემთვის დამცირების, იმედგაცრუების, ტკივილის, ცრემლების, შიშის, ტერორის, უსუსურობის, არასრულფასოვნების ჭაობი და უცეცხლო ჯოჯოხეთი იყო. ხოდა ვის გაუგია ჯოჯოხეთი უცეცხლოდ?!
ღიმილით ვისროლე ანთებული ასანთის ღერი გულის ფორმად დასხმული საწვავისკენ და შენობა დავტოვე. დიდხანს იწვოდა სამოთხის მინდორი, რომელმაც მე სამოთხის ნაცვლად ჯოჯოხეთამდე მიმიყვანა.

გამალებით ვხატავდი. მთელ ემოციას, ვნებას და სურვილს მის ჩემით გაოცებულ თვალებში ვაქსოვდი. თუმცა რატომღაც გაოცების ნაცვლად შიშით მიყურებდნენ. ვშლიდი და თავიდან ვიწყებდი და ყოველ ჯერზე შიში და ტკივილი მიყურებდა ნახატიდან. გაცოფებულმა და დაღლილმა მაგიდას ხელი გადავუსვი და ყველაფერი სახელოსნოს იატაკზე გადმოვყარე. ღმუილით ჩავიკეცე ნახატის ფეხებთან. ვგრძნობდი დამტოვა თავშეკავებამ. დამტოვა უინტერესო და ცარიელმა თავისუფლებამ. და ის სტაბილურობა, რასაც ელიზასთან ვიღებდი ამ პატარა გოგომ თვალიდახამხამებაში გამინადგურა. უცნაური იყო, რომ ვნების და სურვილის გადა სიბრაზეს, სიძულვილს და ტკივილს ვგრძნობდი, სწორედ იმ მივიწყებული ემოციის სიმბიოზს, რასაც მაშინ სკოლის სპორტდარბაზის კარებთან.
თითქოს მსურდა შური აქ და მასზე მეძია. ნახატს ავხედე და ახლაღა გავაცნობიერე, რომ თუთას თვალების ნაცვლად მის თვალებს ვხატავდი. სახე ზიზღით დამეღრიჯა. ტილოს ხელი დავავლე და ნახატს გადავაფარე.
_შეუძლებელია! არ მოგცემ უფლებას კვლავ იქ დამაბრუნო!_ მუქარანარევი ხმით ჩავილაპარაკე და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ახლა მაინც მე ვყოფილიყავი გამარჯვებული. ახლა მაინც მიმეღო ის, რაც მე მეკუთვნოდა. რა ჩემი ბრალი იყო, თუ წლების წინ ჩანაცრული ხანძარი ისე აბრიალდა ჩემში, თითქოს ვიღაცამ საწვავი გადამასხა და ასანთსაც სინანულის გარეშე გაუკიდა.

_ მოხვედი?_ გაუკვირდა ელიზას, როცა სახლის კარი გავაღე. _ დღეს აღარ გელოდი!
სიხარულის დამალვა არც უფიქრია. წელზე მომეხვია.
_ მომენატრე!_ მითხრა ჩურჩულით. მის სხეულს დავხედე. იქნებ ცოტა ხნით მაინც მოეგვარა ჩემთვის შვება? მის ტუჩებს გახელებული დავწვდი. იქვე ჰოლის კედელთან მდგარ მომცრო კარადაზე ავაკარი მისი აკანკალებული სხეული და იქვე დავეუფლე, სწორედ მაშინ, როცა ტკივილისგან და სიამოვნებისგან დაიკვნესა, აბაზანიდან თუთა გამოვიდა. დაორთქლილ კანზე თეთრი პირსახოცი მოეხვია, თმაც პირსახოცში გახვეული ჩალმასავით ჰქონდა აკეცილი. კანზე ცხელი ოხშივარი ასდიოდა. გრძელი ფეხები უბზინავდა.
ჯერ გაოცებით გამოგვხედა, მერე შეკრთა, პირზე ხელი აიფარა და გაოგნებულმა პირდაპირ თვალებში შემომხედა. ელიზამ ვერც კი დაინახა, თვალდახუჭული ნეტარებდა. უკან გადახრილს ჩახეული კაბიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ის რამდენიმე უკანასკნელი წამი, მისი სიმორცხვისგან დახორკლილი კანის დანახვა სრულებით საკმარისი იყო კულმინაციამდეც და დასასრულამდეც, წამით დავხუჭე თვალები და როცა გავახილე თუთა აღარ იყო. ელიზას შეხვდე და კმაყოფილება ეფინა თვალდახუჭულ სახეზე. მოვშორდი. ქამარი შევიკარი და სახლი ისევე უსიტყვოდ დავტოვე, როგორც მივედი. გასვლისას ისევ ელიზას გავხედე. ისევ ისე ფეხებგაშლილი იჯდა კარადაზე და მძიმედ სუნთქავდა.
გამეღიმა. დღეს ვერცერთი ჩვენგანი მშვიდად დაძინებას ვერ მოახერხებდა.

სამოთხის მინდვრები 4

იმ დღის შედეგ რაღაც დამემართა. ეს მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, როცა სახელოსნოში მივედი და ნახატს გადაფარებული ნაჭერი მოვაშორე. აი, ის კვლავ ჩემს წინ იდგა მუხლებზე. ოდნავ შეხსნილი ტუჩებით, შემკრთალი თვალებით და დავიწყებული წარსულიდან ერთი მოგონების გამოწვევას ჯიუტად ლამობდა. ხელი ისე ავწიე, თითქოს მართლა შემეძლო მას შევხებოდი. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. ვიგრძენი ახლა გაგიჟებამდე მსურდა და იმ წამს სახლში რომ ვყოფილიყავი, მცოდნოდა რომ მას გვერდით ოთახში მშვიდად ეძინა, თავის შეკავებას უბრალოდ ვერ მოვახერხებდი. რა იყო ეს? მხოლოდ ვნება? მხოლოდ მისი სხეულის სურვილი? მიკვირდა რატომ აქამდე არავის მიმართ არ განმიცდია მსგავსი მძაფრი ემოცია?! თუმცა არა, ვტყუი, იყო ერთხელ, როცა პირველად და უკანასკნელად, დამამარცხა ამ დაუძლეველმა სურვილმა. მაგრამ ახლა რა შეიცვალა? რატომ ის? ვიდექი ნახატის წინ და თავში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებდა. ნახატის ნაცვლად ვხედავდი როგორ მიუყვებოდნენ წყლის წვეთები მის ოხშივარავარდნილ მკლავს თითებისკენ და როგორ წვეთავდნენ იატაკზე. ვხედავდი მის შიშველ ტერფებს, მარგალიტისფრად შეღებილ ფრჩხილებს. უმაკიაჟო, სპილოსძვლისფერ სახეს, თითქოს გამჭვირვალეს და ყელზე აღელვებისგან მფეთქავ არტერიას და ვხვდებოდი ახლა თუთა ჩემს სხეულში ფეთქავდა.

_ ეს შენ გააკეთე არა?_სახლისკენ მიმავალს ერთ ყრუ შესახვევში წინ გადამიდგა.
_ რა გავაკეთე?_ ვკითხე უემოციოდ.
_ ცეცხლი შენ გააჩინე! დაგინახე, რომ გვიყურებდი! რაო ხომ არ იტირე კიდეც? მოგეწონა რაც დაინახე? _ დამცინავად გამიღიმა. ჩემი არ ეშინოდა. ისევ არაფრად მაგდებდა, თუმცა კი სიმართლე იცოდა. აქამდე მეგონა, რომ მიყვარდა, რომ რაც ჩავიდინე მისი სიყვარულით ჩავიდინე, ახლა კი ვიგრძენი მძულდა. მინდოდა სტკენოდა, მინდოდა ეტირა. პატიება ეთხოვნა. მინდოდა ჩემი დამცირების გამო სამუდამოდ დამახსოვრებოდა ჩემგან მიყენებული ტკივილი. გარშემო მიმოვიხედე, არავინ იყო, უკვე ბნელოდა.
_შემომხედე რატი,_ყურთან მიჩურჩულა ვნებიანი ხმით,_ მართლა გეგონა, რომ მე ოდესმე თუნდაც თითის დაკარების უფლებას მოგცემდი? შენნაირებს ისღა დარჩენიათ სხვებს შორიდან უყურონ, ნერწყვი ყლაპონ და დორბლი მოიწმინდონ! გაიგონე პატარა რატი? მითხარი შენი თავი არ წარმოიდგინე მის ადგილას?
თვალები უელავდა, ისე მიყურებდა როგორც მსხვერპლს მტაცებელი ნადირი. გამიკვირდა მანამდე რატომ ვხედავდი მის თვალებს მსოფლიოში ყველაზე წმინდა და ლამაზ თვალებად?! უცებ ისე რომ ვერც კი გავიაზრე, რას ვაკეთებდი ხელი ვკარი და კედელს ზურგით მივანარცხე. ეტკინა მაგრამ მაინც გაიცინა. თვალები ავად მოწკურა.
_ სულ ეს ხარ პატარა რატი?_ჩაისისინა გველივით და ტუჩი ავხორცად მოილოკა. არადა პატარა გოგო იყო, სულ რამდენიმე დღის წინ რომ დაასრულა სკოლა. ჯერ ისევ ვარდისფერი მოკლე კაბა ეცვა და თავზე სასაცილო ბავშვური თმისსამაგრი ეკეთა. მაშინ გავიფიქრე, იქნებ ესეც ხაფანგი იყო?
გონება გადამეკეტა, იმის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობდი, რომ ის ჩემი უნდა ყოფილიყო. ისედაც ზომაზე მოკლე კაბა ნელა აიწია მაღლა, ბავშვურ საცვალს ჩამოსდო ცერა თითები, თითქოს მცდიდა. თითქოს დარწმუნებული იყო, რომ მე ეს არ შემეძლო, რომ ვერ გავბედავდი. თუმცა ის შეცდა, თან იმაზე მეტად შეცდა, ვიდრე ამის ატანა და გაძლება თავად შეეძლო.
მსიამოვნებდა მისთვის ტკივილის მიყენება, მისი კვნესა კი, რომელიც სულაც არ იყო სიამოვნების შედეგი, ჭკუიდან მშლიდა. მთელი ჩემი ბრაზი, სიძულვილი და ტკივილი ავიღე და მის სხეულში გადავიტანე, კისერზე მხარზე, ლოყაზე ღრმა ნაკბილარები ეტყობოდა, მაჯებზე სილურჯეები. როცა აბრეშუმივით თმაში ხელი გავუშვი მუხლებზე დაჩოქილს და ზემოდან დავხედე, მასთან ერთად საკუთარი თავიც შემზიზღდა.
სახლში მისული სარკის წინ ვიდექი და საკუთარ ანარეკლს დიდხანს ვუყურებდი, მაგრამ სარკიდან გულუბრყვილო სუსტი და ჩაგრული ფრიადოსნის ნაცვლად რაღაც ახალი არსება არ მაცილებდა თვალს. არა ხანძრის ღამეს, არამედ სწორედ იმ ჩიხში დაიბადა ის მონსტრი ჩემში. მონსტრი, რომელმაც ძალადობით გამოწვეული ძალაუფლება იგემა და ახლა პირსისხლიანი ილოკავდა ტუჩებს, ისე როგორც მგელმა რომელმაც პირველად გაუგო გემო ადამიანის სისხლს.

ჩემი ტრანსფორმაცია თანდათან ჩემს სხეულზეც აისახა. მაშინაც კი როცა ცემას და ათასგვარ ძალადობას სიტყვის უთქმელად ვიტანდი, არასდროს მიფიქრია, რომ თავის დასაცავად რაიმე საბრძოლო ხელოვნებაზე მევლო, რადგან არ მეგონა, რომ თუნდაც ამ გზით თავის დაცვას შევძლებდი. ახლა კი სწორედ ჩემი შინაგანი მონსტრი მიბიძგებდა საკუთარი თავის სრულყოფისკენ, რადგან რამდენადაც მე მძულდა მისი ძლიერება და ძალაუფლება, მასაც ეზიზღებოდა ჩემი სისუსტე და უღონობა და ასე ერთმანეთის სიძულვილში გართულებმა ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ საერთოც გვქონდა რაღაც, სულ მცირედი, მაგრამ მაინც საერთო. ეს ქალის მიმართ გაუნელებელი სურვილი და ამავდროულად დაუძლეველი ზიზღი იყო.
პირველ რიგში დედაჩემის გაძლება აღარ შემეძლო, ამიტომ ცხრამეტი წლისამ, როგორც კი პირველი სამუშაო ვიპოვნე ბენზინგასამართ სადგურზე, სახლი დავტოვე და იმავე სადგურზე გადავედი საცხოვრებლად. სწავლა, სპორტდარბაზი და მუშაობა. რომ არა ჩემი ახლად შეძენილი მეგობარი, ინსომნია ალბათ ამ ყველაფერს თავს უბრალოდ ვერ გავართმევდი და მაინც ეს არ იყო ცხოვრება, ეს მხოლოდ არსებობა იყო.
იმას კი, ჩემს შიგნით ჩაბუდებულს, თავი სამყაროს ცენტრად მიაჩნდა და იმ ცხოვრებისთვის, რომელსაც ეძიებდა არაფრად უღირდა ჩემი ღირსების ფეხქვეშ გათელვა.
პირველად ღამის ორ საათზე შემომთავაზა ვიღაც დედისტოლა ქალმა გასართობად წაყოლა, სწორედ მაშინ როცა ავზის გასავსებად შემთხვევით ჩემს სადგურზე გაჩერდა.
_ უარი არც გაბედო!_ შემომიძახა სხეულს მიღმა საფარში მიყუჟულმა მონსტრმა და მეც მის ნებას დავყევი და ვფიქრობ ის ქალი არასდროს აღარ გარისკავდა იმ ღამის შემდეგ უცხო ლამაზი ბიჭისთვის საკუთარი სახლის კარის გაღებას. მგონი აღარ არის საჭირო იმაზე გიამბოთ, როგორ და სად გავიცანი ელიზა. თუმცა მე წლებთან ერთად კარგად გავიაზრე, რაც უფრო უნაკლო და რომანტიკული იმიჯი მექნებოდა ნიღბად აფარებული, მით უფრო მალე მივაღწევდი იმ ნანატრ სტაბილურობას.
მერე კი, ელიზასთან თანაცხოვრების მეორე წლისთავზე კიდევ ერთი უცნაურობა აღმოვაჩინე. ჩემს საძულველ მონსტრს ჩემში მშვიდად ეძინა და წლების შემდეგ პირველად მაშინ გაიზმორა, როცა მე იმ წყეული სურათის ხატვა დავიწყე. გაიზმორა და აეროპორტში მისი უმანკო თვალების ხილვისას საბოლოოდ გამოიღვიძა.
ხოლო იმ ღამეს, როცა თუთას მკლავზე ჩამოცოცებულ წყლის წვეთს ვუყურებდით, თან ელიზას კვნესა ჩემი სხეულის ბიძგს რიტმულად ერთვოდა, მონსტრი ჩემი ჩრდილიდან საბოლოოდ გამოვიდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მე ეს არ მსურდა.

კიბეები სტვენით ავიარე და კარზე ზარი გაბმით დავრეკე. საკეტის ხმა საამოდ ჩამესმა, საათს დავხედე, ოთხს აკლდა ათი წუთი. ელიზას მოსვლამდე კიდევ ოთხი საათი იყო.

სამოთხის მინდვრები 5

ქუჩას სწრაფი ნაბიჯით მივუყვებოდი. მოსასხამის ქუდი თავზე მქონდა წამოფარებული. ციოდა, წვიმა ცრიდა. ჩემი ყურადღება რამდენიმე გოგონამ მიიპყრო, როცა ხმაურიანი კლუბიდან გარეთ გამოვიდნენ და წვიმიანი ამინდი ისე შეიცხადეს, როგორც ქვეყნის აღსასრული. წივილ-კივილით გაცვივდნენ "მამიკოების" ნაყიდი მანქანებისკენ. კაცმა არ იცის რისი გაკეთება უწევდათ, რომ ეს პაწაწუნა ფერადი ბერენდული ჩანთები ეყიდათ, ლოგოები უფრო დიდი რომ ჰქონდათ, ვიდრე ზომა. არ იყო მათში არაფერი წმინდა და თაყვანსაცემი. ვიდექი, ვუყურებდი და მათი აშკარა, გამომწვევი სექსუალურობის მიუხედავად, მიმართ ლტოლვას ვერ ვგრძნობდი.
არადა რა განსხვავება იყო ჩემსა და მათ შორის? ამის გაცნობიერებისას, საკუთარი თავი უარესად შემზიზღდა. ისე ვუყურებდი მათ, როგორც საკუთარ ანარეკლს სარკეში. მაშინ ვიფიქრე, რომ თუ ერთგულების ობიექტი არ მყავდა, უბრალოდ საკუთარი თავის ერთგული მაინც უნდა ვყოფილიყავი. მქონოდა გარკვეული წესები, რასაც მივყვებოდი და ასე იმ მორალურ განადგურებას, რომლისკენაც სინათლის სისწრაფით მივქროდი, ოდნავ მაინც შევუშლიდი ხელს.
იმ დღის შემდეგ საკუთარი თავისთვის აღარ მიღალატია. ელიზას კი ეს ცვლილება სიყვარული ეგონა.

ელიზას ჰქონდა წვდომა იმ საზოგადოებასთან, სადაც ჩემი ნახატები რეალურად ფასობდა. რომ არა მისი კონტაქტები, ალბათ მე დიდ ხანს მომიწევდა ამ სფეროში ბრძოლა საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, მაგრამ მას სინამდვილეში ჩემი წარმატება ჩემზე მეტად სჭირდებოდა. ახალგაზრდა სექსუალური კაცი, წარმატებული დამწყები მხატვარი. თავად კი მისი პატრონი და მფარველი. არც თუ ცუდი სვლა იყო მისი ძლიერი ქალის იმიჯისთვის. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მე ვსარგებლობდი იმ პრივილეგიებით, რაც ჩვენს ერთად ყოფნას მოჰქონდა. თუმცა კარგად ვიაზრებდი, რომ არა მე, ვიღაც სხვა იქნებოდა ჩემს ადგილზე და ელიზაც კარგად აცნობიერებდა ამ უცნაურ ფაქტს, რომ არა ის , უბრალოდ სხვას მოვნახავდი. ამიტომ პატივს ვცემდით ერთმანეთის პირად სივრცეს და ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ვანიჭებდით თავისუფლებას. ეს მანამ, სანამ ელიზას, როგორც ყველა ქალს სჩვევია, სიყვარულის ავადმყოფობა არ შეეყარა.

მცირე ლოდინის შემდეგ თუთამ კარი გააღო. ჩემ დანახვაზე ოდნავ შეცბა. თავი ხელში უცებ აიყვანა, მომესალმა და მისაღებისკენ გატრიალდა. უკან მივყევი.
_ როგორ ხარ თუთა?_ ვკითხე, როცა მივხვდი საუბრის დაწყებას არ აპირებდა.
_ კარგად, არა მიშავს!
ლოყებზე ვარდისფერმა გადაჰკრა. ალბათ მასაც ის მოგონება გაახსენდა, რაც მე.
_აბა, როგორ მოგწონს ჩვენთან?_ ვკითხე და ზედმიწევნით შევუდექი მისი სხეულის შესწავლას. სწორედ ისე, როგორც ნატურის მხატვრებმა იციან ხოლმე. იმ დეტალების დამახსოვრებას ვცდილობდი ჩემდაუნებურად , რის დახატვასაც ვაპირებდი. უხერხულად შეიშმუშნა.
_ ასე რატომ მიყურებ?_სითამამე სცადა, ვითომ თავის დაცვა შემიძლიაო, მაგრამ დაბნეული მზერა და აწითლებული ღაწვები ისევ მის ნაცვლად საუბრობდნენ.
_ ასე როგორ?_გამეცინა და ფეხზე ავდექი.
_ ყავას შენც დალევ, თუ?_ვკითხე უდარდელად და სამზარეულოს მივაშურე.
_ არა, არ მინდა!_ მომაძახა ხმადაბლა.
ცოტა ხანში უკან ორი ფინჯნით ხელში დავბრუნდი და ერთი მას დავუდგი წინ. გაოცებით ამომხედა.
_ სანამ უარს იტყვი, ჯერ გასინჯე!_ მივუჩოჩე ახლოს. არაფერი უპასუხია, ფინჯანს დახედა.
_ხომ გითხარი, რომ არ მინდა!_ ჩაილაპარაკა მშვიდად, მაგრამ მის ხმაში მაინც გაიჟღერეს სიბრაზის ნოტებმა. მხრები ავიჩეჩე, ფინჯანი ავიღე და იქვე ელიზას ნალოლიავებ ფიკუსს მივუსხი ძირში.
_ რატომ მოიქეცი მასე? _ მკითხა ნაწყენმა. არაფერი მითქვამს. ჩემი ყავა ავიღე და აივანზე გავედი. ვიცოდი მცირედ სინდისის ქენჯნაზეც უკან გამომყვებოდა და ასეც მოხდა.
_ მგონი გაწყენინე, არა?
_ არა უშავს!_ ვუპასუხე უკან მოუბრუნებლად.
_ არ მინდოდა, უხეშად რომ მეთქვა!_ ოდნავ გამეღიმა.
_ შეიძლება დაგხატო?_ ისე უცებ მივახალე გააზრებაც ვერ მოასწრო.
_ რაა?
_ დაგხატო! მინდა, რომ დაგხატო!
_ არ ვიცი, არ მგონია, რომ... რომ ეს კარგი აზრია!_ აივნიდან უკან ოთახში შებრუნება დააპირა. გზა გადავუღობე,
_ შენი დახატვა მინდა!_უკან დაიხია. ისევ სიწითლე შეეპარა ლოყებზე, თვალი ამარიდა.
_ ჩემს სიახლოვეს თავს უხერხულად გრძნობ?_ ვნებიანი და სექსუალური ბევრი ქალი მინახავს, ისეთიც ცდუნებას რომ ვერ გაუძლებდა კაცი. მაგრამ თუთაში რაღაც სულ სხვა რამ მიზიდავდა. იყო მასში რაღაც უმანკო და ამავდროულად ზღვარდაგასული ვნება. ვნება, რომელსაც ჯერ ისევ ეძინა. და ნეტავ ვის მიანიჭებდა ნირვანას მისი გამოფხიზლება?! იმის წარმოდგენა, რომ ეს სათუთი არსება ჩემს მკლავებში გაიღვიძებდა, აი სწორედ ეს მშლიდა ჭკუიდან, როცა მას ვხედავდი. კაცი ყოველთვის გრძნობს, როცა ის პირველია. და ეს პირველობა აგიჟებს. ეს პირველობა ჭკუას აკარგვინებს. რაც არ უნდა ამტკიცოს კაცმა, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არ დაუჯეროთ. ამ პირველობისთვის სასურველ ქალთან, ის ეშმაკსაც მისცემს სულს. ხოდა მეც მზად ვიყავი მის გამო სული გამეყიდა.
_ რას გულისხმობ?_ არც ისე მიუხვედრელი იყო, როგორადაც თავს მაჩვენებდა.
_ მინდა, რომ ჩემს სახელოსნოში მოხვიდე!_ ნელა მივუახლოვდი. ხელის გულით ლოყაზე მივეფერე. თვალები დახუჭა._ მინდა შენი სახე დავხატო, ეს ლამაზი თვალები. ეს ცხვირი.
თითი ჯერ დახუჭულ თვალებზე გადავუსვი, შემდეგ სწორ პატარა ცხვირზე. მის ტუჩებს დავაკვირდი, თითქოს ნაწყენი, უცნაურად ღია ვარდისფერი მსუყე ტუჩები ჰქონდა.
_ ეს ტუჩები!_ თითით ახლა ტუჩებზე მოვეფერე. თვალები გაახილა და უცნაური გაოცებით ამომხედა. თითქოს გაუცნობიერებლად ჩემს შემდეგ სვლას ელოდა. ნელა დავიხარე და ტუჩის კუთხეში ვაკოცე. ხელი მკრა და დისტანცირდა. გამეცინა.
_ თავხედი ხარ!_ მითხრა ბრაზით.
_ და შენ ძალიან მოგწონს ეს თავხედობა! _ თვალი ჩავუკარი და სახლში შევბრუნდი. ისე ჩამიქროლა გაბრაზებულმა, ზედაც არ შემოუხედავს. ოთახში შევარდა და კარი მიიჯახუნა.
_ რა გეწყინა, ის რომ გაკოცე, თუ რომ არა?_ მივაძახე დამცინავად. ხმა არ გაუცია, მაგრამ ვიცოდი, რომ გაიგონა. დივანზე დავჯექი და ცოლს დაველოდე. მის უნახავად წასვლა არ მსურდა. ტუჩებზე ფრთხილმა შეხებამ გამომაღვიძა, ჯერ ისევ მძინარე გონებამ რეალობა სასურველად მიიღო და გაუაზრებლად იფიქრა, რომ თუთას რბილ ტუჩებს ვეხებოდი. ხელები მოვხვიე და სწრაფი მოძრაობით ქვეშ მოვიქციე. მან შეჰკივლა და მხიარულად გაიცინა, მივხვდი შემეშალა, ელიზა იყო. ბედნიერად მომღიმარს ზემოდან დავხედე.
_ მომენატრე რატი! _ გამიღიმა ვნებიანად. თითები მაისურში შემიცურა და თრთოლვით დაუყვა კუნთებს შარვლის სათავისკენ. ხელით ქამარი შემიხსნა. სხეულით ჩემკენ მოიზიდა._ მინდა, რომ ამაღამ აქ დარჩე!

თუთას ოთახის კარს გავხედე. ელიზა მაშინვე მიხვდა ჩემს ფიქრს.
_ ღამის პირველია უკვე, კარგა ხანია სძინავს!_ ოდნავ წამოიწია და ცხელი ტუჩები ყელზე მომაკრო_ მინდიხარ რატი!

თვალი რომ გავახილე, კარგად გათენებული იყო, საძინებელი მოვათვალიერე, ელიზა ოთახში არ იყო. როგორც ყოველთვის ადრე გაიღვიძა. ამ ქალს "დილის ძილი", ასეთი ცნება არ ესმოდა. არასდროს იღლებოდა, არასდროს ნებივრობდა საწოლში და ესეც კიდევ ერთი სასიამოვნო დეტალი იყო მისდა სასარგებლოდ.
_ რატიი?_ შემოხსნა კარი, _ ყავას დალევ? მე მივდივარ მალე და თუ ადგები, შენც გაგიმზადებ!
თავი დავუქნიე. შარვალი ამოვიცვი და სააბაზანოსკენ გავემართე. კარი ჩვეულად დაუკაკუნებელად შევაღე და დილის ხალათში გამოწყობილ თუთას გადავაწყდი. ხელში კბილის ჩოთქით და აქაფებული პირით. სანამ გააპროტესტებდა, კარი დავხურე და ზურგით მივეყუდე. გაოგნებული მომაჩერდა. და თავისდა უნებურად მზერა ნახევრად შიშველი სხეულისკენ გაექცა.
_ დაასრულე?_ ვკითხე ორაზროვნად. ისევ გაოცებით და გაბრაზებით შემომხედა.
_ დაასრულე? _ხელით ვანიშნე, რომ კბილებს იხეხავდა. სწრაფად მიბრუნდა ონკანისკენ. დაიხარა და პირი დაიბანა.
_ გადი აქიდან!_ მიბრძანა გაცოფებულმა, როცა პირი მოიწმინდა.
_ რატომ?_ ვკითხე მიამიტად.
_ გამატარე!_ ახლა თავად სურდა გაქცევა.
_ მითხარი, რომ მოხვალ ჩემს სტუდიაში და გაგატარებ!
_მაგარი შანტაჟისტი ხარ! კარგი მოვალ!_მითხრა სერიოზულად. ღიმილით გავიწიე გვერდით.
_ მიბრძანდი!_ ვანიშნე კარისკენ. კარი გააღო და გასვლისას ენა გამომიყო ბავშვივით.
_ არსადაც არ მოვალ!_ მომაძახა ჩურჩულით. ზუსტად მაშინ, როცა ეგონა სამშვიდობოს იყო , წელზე ხელი მოვხვიე და უკან შემოვითრიე სააბაზანოში. ხმადაბალი კივილის ჩასახშობად პირზე ავაფარე ხელი
_ დამცინი არა?_ ჩურჩულით ვკითხე კედელზე აკრულს. _ მე კიდევ მწარე სამაგიეროს გადახდა ვიცი!
უსიამოვნების მოლოდინში აფართხალებულს ხალათი მხრებზე გადასძვრა. დავიხარე და მხარზე ჩავასე კბილები. ეტკინა და შეჰკივლა.
_ გამიშვი იდიოტო!_ ცრემლებით აევსო თვალები
_ როცა რამეს დამპირდები, პირობა უნდა შეასრულო კიდეც! _ მოვილოკე ტუჩი._ თორემ საკმაოდ გემრიელი ხარ!
ხელები მკერდზე მომაჭირა, რომ გამეორება აღარ მეცადა. ხელი გავუშვი და ისიც მაშინვე გასხლტა სააბაზანოდან. როცა სამზარეულოში შევედი, თუთა და ელიზა მაგიდასთან ისხდნენ და მხიარულად ჭორაობდნენ.
_ სად ხარ აქამდე? გაცივდა ყავა. მოიცა ახალს მოვხარშავ!_ ფეხზე ადგომა დააპირა ელიზამ.
_ არ გინდა, თავად მივხედავ!_ გავუღიმე და შევბრუნდი ქურა ჩავრთე. თუთა იგნორს ისეთი მხიარული სახით მიკეთებდა, თითქოს სულაც არ ვარსებობდი.
თუმცა ჩემთვის ეს იგნორი ბევრად მეტის მთქმელი იყო, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ასე თუთა საკუთარი მღელვარების დაფარვას ცდილობდა.
_დღეს რას აპირებ გოგონი? რა ვქნა, რომ ვერაფრით მოვიცალე? ძალიან მერიდება შენი, მაგრამ გპირდები კვირის ბოლოს სულ შენი ვიქნები! _ ელიზა გულწრფელად სწუხდა, რომ მონატრებული ნათლულისთვის არ ეცალა.
_ შენ რას იტყვი საყვარელო? არ წამოხვალ ჩვენთან ერთად ამ შაბათ-კვირას?
_ არა მგონია, ერთი ნახატი მაქვს დასამთავრებელი, მაგრამ "ნატურშიცა" ვერ დავითანხმე!_ გადაკრულად ვანიშნე თუთას პირობაზე. არც ამჯერად მოუქცევია ყურადღება, ყავას ისე სვამდა, თითქოს იმის იქით სხვა არაფერი არსებობდა სამყაროში.
_ ვინაა ასეთი ჩემს ბიჭს რომ უარს უბედავს?_ გაიხუმრა ელიზამ._ მითხარი და გაკოჭილს მოგართმევ! შენ არ იცი, რა კარგია ის თავის საქმეში!_შემაქო ნათლულთან.
_ამ თვის ბოლოს მის გამოფენასაც ნახავ! თუ წასვლას არ გადაიფიქრებ, რა თქმა უნდა!
_ საქმე ისე მიდის, რომ ვფიქრობ არათუ დავრჩე, დროზე ადრეც კი მომიწიოს წასვლამ!_ ღიმილით უპასუხა თუთამ. თუმცა ეს პასუხი ჩემთვის იყო განკუთვნილი და არა ელიზასთვის
_ კარგი, მაგაზეც ვისაუბროთ მერე და დღეს რას აპირებ?_ ისევ მისი დღის გეგმებით დაინტერესდა ელიზა
_ გიორგის ნახვას ვაპირებ, გახსოვს გიორგი ახვლედიანი? _უპასუხა თუთამ და ისეთი ნიშნისმოგებით გაუღიმა ყავის ჭიქას, თითქოს ის წინააღმდეგი იყო მათი შეხვედრის.
_ ახვლედიანი?_ ჩაფიქრდა ელიზა._ ოო, მახსოვს! ეგ ბიჭი უშენოდ ვერ ძლებდა!
რაო, ხომ არ მოგენატრა?
_ ვნახავ და მაგასაც გავარკვევ!_ მხიარულად უპასუხა თუთამ. _ შეგიძლია გამიყოლო?
სთხოვა და თანხმობის შემდეგ საძინებლისკენ გაიქცა.
_ საოცარი ვინმეა არა, საყვარელო?_ ბედნიერი ღიმილით გააყოლა ელიზამ თვალი საამაყო ნათლულს. მე კი ჩემი ჭიქის კედლებზე შერჩენილ ყავის ნალექს დავყურებდი ინტერესით და მასშიც კი ჩემს წინ მუხლებზე მდგარ ქალს ვხედავდი. ქალს, რომელიც ერთდროულად ჩემი საძულველი წასულიც იყო და სასურველი მომავალიც და მე ორივე მათგანის დაგემოვნება მსურდა, ისე, როგორც ადამს სამოთხის აკრძალული ხის ნაყოფის.
სამოთხის მინდვრები 6

შენობა ცეცხლში იწვოდა, ბოლოში ყვითლად შეფერილი მძიმე ნარინჯისფერი ალი იმდენად ჰგავდა რეალურს, რომ მოგონებებს ცხადლივ მიცოცხლებდა და მის სიმხურვალეს მაშინდელივით საკუთარ კანზე ვგრძნობდი. ის იდგა ნახატის წინ და თვალმოუშორებლად მიყურებდა. რამდენი წელი იყო გასული ჩვენი ბოლო შეხვედრიდან?! ის კი მაინც იმ პატარა გოგონას ჰგავდა. მოკლე ვარდისფერი კაბით და ლამაზი თმით. იდგა როგორც იმ დღეს. იდგა და დუმდა, ისე როგორც მაშინ. ისევ ისეთი ლამაზი, მაგრამ მაინც რაღაც მნიშვნელოვანი შეცვლილიყო მასში. მისი თვალები თითქოს ჩამქრალიყვნენ. აღარც გამომწვევი მზერა, აღარც მაცდუნებელი ღიმილი. იდგა და ისე მიყურებდა, როგორც არარაობას და ამ მზერაში საკუთარი თავიც სძაგდა ჩემთან ერთად. ინსტიქტურად მივუახლოვდი.
_ გამარჯობა!_ მივესალმე, რაც შემეძლო მშვიდი ხმით.
სულ ოდნავშესამჩნევად გაეღიმა. უფრო სწორედ ღიმილის ლანდმა გადაურბინა ერთ დროს ჩემთვის ყველაზე სასურველ ტუჩებზე.
_როგორ ხარ?_ ვკითხე და ვიგრძენი, როგორ მტოვებდა თავდაჯერება. არ ვიცი რანაირად ახერხებდა, რომ მისი სიახლოვე ახლაც კი მიმღვრევდა სიმშვიდეს. თუმცა ეს ღელვა უწინდელს საერთოდ არ ჰგავდა.
_ გამარჯობა რატი!_სწორედ მაშინ მიპასუხა, როცა იმედი გადამეწურა. მისი ხმა... ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. არა თავს ვიტყუებდი, რომ ძველებურად აღარ მაღელვებდა.
_ ვხედავ წარსული თავს არც შენ განებებს?_ თავის აქნევით მხარს უკან ჩემს ნახატზე მანიშნა.
_ალბათ შენც გესმის, რომ არც ისე ადვილია წარსულის დავიწყება!_ მინდოდა ემოცია არ დამტყობოდა.
_ რა თქმა უნდა! ეჭვიც არ მეპარება!_ ოდნავ შებრუნდა და სურათს ახედა._ ზოგჯერ სიზმარში ახლაც კი ვგრძნობ იმ მხურვალებას!
ვუსმენდი და არ ვიცოდი, მას რისი მოსმენა სურდა ჩემგან. ან საერთოდ აქ რატომ იყო.
_ განცდილი გრძნობების ბრალია, რომ ნახატი ასე ექსპრესიული გამოდის._ ვუპასუხე ლამის ჩურჩულით. მობრუნდა და თვალებში შემომხედა. რაღაცას ეძებდა ჩემი თვალების ფსკერზე, ისე აფათურებდა მზერას, ისე დაეძებდა გამოუხატავ გრძნობებს, როგორც მშიერი დაეძებს მოწყალების ჭიქაში ხურდას და როცა ვერ იპოვნა, რასაც ეძებდა მთელი ირონია ღიმილში ჩააქსოვა.
_ ნაგვის ურნები დახატე რატი! განცდილი გრძნობები იმდენად რეალისტურ ნახატს დაგახატვინებს, რომ საკუთარი სულის სიმყრალეს საკუთარივე ნახატიდან იგრძნობ! _ ზურგი მაქცია და დარბაზი დატოვა. კიდევ ერთხელ შემძულდა ისიც და ჩემი თავიც.

_ თუთააა!_ სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა ოთახიდან ელიზა._ ბოდიში საყვარელო, დამირეკეს და მართლა სასწრაფოა! ვწუხვარ, მაგრამ როგორც ვხედავ ესენი კვირის ბოლომდე არ ამომასუნთქებენ. რატი გაგიყვანს სადაც ეტყვი! ხომ ასეა ძვირფასო?_ მოვიდა და მოურიდებლად, ისე როგორც სჩვეოდა ხოლმე, ტუჩებში მაკოცა. ტუჩი მოიკვნიტა თუთამ, ალბათ უხერხულობისგან და თვალი აგვარიდა.
_ იმედია საღამოს შევხვდებით ბავშვებო!_მოგვაძახა ელიზამ და სახლის კარი გაიხურა.
მესიჯის ხმაზე მობილური ავიღე. მისთვის არაფერი მითქვამს. მინდოდა პირველს გადმოედგა ნაბიჯი. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ სიჩუმე აუტანელი გახდა. როგორც ველოდი, დიდხანს ვერ გაძლო.
_ რატომ აქ არ ცხოვრობ?_ მკითხა ასე შესავლის გარეშე.
_ასე უფრო კომფორტულია!_ ავიჩეჩე მხრები.
_ მაგრამ ლიზას ენატრები ხოლმე! ეს თვითონ მითხრა._ მე არ მიყურებდა. დაინტერესებული ათვალიერებდა კარადის თაროზე რომელიღაცა პატარა ქანდაკებას.
_ვენატრები?_ გამეღიმა მე.
_ ხო! რატომ გიკვირს?_რატომღაც ხმაში სიბრაზე შეეპარა.
_ მაგას მონატრება არ ჰქვია ჩემო პატარა!_ გაცოფებულმა გამომხედა.
_ პატარა? _"ჩემო" ისე დააიგნორა, ეჭვიც კი შემეპარა მართლა ვთქვი, თუ გავიფიქრე._ და რამდენი წლით ხარ ჩემზე დიდი?
_ მართალი ხარ!_ თავი დავუქნიე ღიმილით. ვერ მიხვდა.
_ რაში ვარ მართალი?
_ ასაკით შენ უფრო შეგფერები ალბათ, ვიდრე მას! მაგრამ არის ერთი მაგრამ.._მძაფრი ინტერესით მიყურებდა._ მე შენნაირი პატარა გოგონები არ მიზიდავენ!
_ვაა!_ ირონიამ გადაურბინა ტუჩებზე. ამ ერთი პატარა მიმიკითაც კი სუნთქვა შემიკრა, საოცრად ჰგავდა მას.
_ ეს მაგის დასტურია ალბათ!_ნელა და გამომწვევად ჩამოიწია მხრიდან მაისური. რძისფერ კანზე ლურჯად ემჩნეოდა კბენის კვალი.
_ ისე, რას იტყვის ნათლიაჩემი ნეტავ, ეს რომ ნახოს?_ თავის ჭკუით მაშანტაჟებდა._ ალბათ გაუხარდება!
_ სინჯე! მეც მაინტერესებს, რას იტყვის!_ თვალი ჩავუკარი და ავდექი._ წამოდი მონატრებული თაყვანისმცემელი გელოდება!
აშკარად დავინახე ჩემმა დაცინვამ როგორ გააბრაზა, თუმცა ამჯერადაც თავის შეკავება მარტივად მოახერხა. ადგა, პაწაწუნა ჩანთას ხელი დაავლო, უკან გამომეკიდა, გამასწრო, მაგრამ ლიფტს არ დალოდებია ჩემთან ერთად. პირდაპირ კიბეები ჩაირბინა.
_ მშიშარა!_ მივაძახე დაცინვით. ბრაზით ამომხედა კიბეების ქვედა ბაქნიდან.

_ აი აქ გააჩერე!_ კარი გააღო და გადავიდა. წამით რაღაცას ფიქრობდა. მერე შეუმჩნევლად გადააქნია თავი, თითქოს საკუთარ თავს რაღაც აუკრძალა და კარი დახურა.
_ მადლობა რატი!_ მითხრა და კაფეში შეაბიჯა. ვიცოდი, რომ მის გონებაში ჩემზე ფიქრი ბევრად მეტი იყო იმაზე, ვიდრე ის ვიღაც გიორგი ახვლედიანი.

მანქანა დავქოქე და სახელოსნოში წავედი. ლამის საღამომდე ვხატავდი. ყველა დეტალი, რასაც ჩემი მეხსიერება ინახავდა ტილოზე გადამქონდა. და ასე თანდათან ხორცს ისხამდა ჩემი ცოდვილი ფანტაზია. რაც უფრო მეტად ემსგავსებოდა ნახატი თუთას, მით უფრო მეტად მსურდა ის. მის სიახლოვეს ვგრძნობდი. მის სურნელს. მის გემოს და ბოლოს უბრალოდ ტანჯვად მექცა მასზე ფიქრი.
გარეთ უკვე ბნელოდა ელიზამ რომ დამირეკა. შეშფოთებული ხმა ჰქონდა.

_ რატი, გთხოვ წადი და ის სულელი ბავშვი სახლში წამოიყვანე! მაპატიე, რომ სამუშაოს მოგწყვიტე, ვიცი არ გიყვარს, მაგრამ დამირეკა და აშკარად არ იყო კარგად! მე ქალაქში არ ვარ, ალბათ დღეს ჩემი დაბრუნებაც არ გამოვა! გთხოვ ძვირფასო, ჩემი ხათრით იზრუნე მასზე!_ უცნაურად მესიამოვნა ეს სიტუაცია. ახლა რაც მჭირდებოდა სწორედ თუთას ნახვა იყო.

ელიზას მოწერილ მისამართზე მივედი. როგორც ვვარაუდობდი, ერთ_ერთი ღამის ბარი იყო. იქაურობა მოვათვალიერე. იმ ხალხმრავლობაში თვალიც ვერ მოვკარი თუთას. მობილურზე დავურეკე და დაახლოებით ათი ზარის შემდეგ მიპასუხა.

_ სად ხარ, ვერ გხედავ!_ ვკითხე და თვალით ისევ ძებნა დავუწყე. ფეხარეული გამოეყო ბრბოს. მოკლე ვერცხლისფერი კაბით, აწეწილი გრძელი თმით და აწითლებული ლოყებით მოაბიჯებდა ჩემკენ და ისე მიღიმოდა, თითქოს ჩემი დანახვა ახარებდა. მოვიდა და ჩემ წინ გაჩერდა. კაბა შეისწორა თავის ჭკუით. თმა მოიწესრიგა. თითქოს პატარა ბავშვი იყო და მე კი მისი მასწავლებელი, რომელმაც დანაშაულზე წავასწარი.
_ ბევრი დალიე?_ ვკითხე ღიმილით. თავი დამიქნია.
_ წამოდი, სახლში წაგიყვან!
_ მე რომ ცეკვა მინდოდა!_ სინანულით გახედა მოციმციმე დარბაზს.
_ სახლში იცეკვე!_ მივუახლოვდი და წელზე ხელი მოვხვიე. მოცეკვავე ხალხს თვალი ზანტად მოსწყვიტა და შემომხედა.
_ მეცეკვე რატი!_ ხელები კისერზე მომხვია და სხეული მელოდიას ააყოლა.
_ სადაა შენი შეყვარებული?_ გამეცინა ჩემთან სიახლოვის ამ აშკარა სურვილზე.
_ ცოტა იყო და გათავდა!_ ხუმრობა სცადა. გულში ჩავიკარი, მისი სხეული ჭკუიდან მშლიდა. ყელიდან თმა გადავუწიე და ტუჩები ცხელ კანზე მივაკარი. ვგრძნობდი, რომ მის გარდა არაფერი მაღელვებდა იმ წამს. მის თვალებშიც აშკარად ვხედავდი სასურველ პასუხს, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, რომ ეს უმეტესწილად მისი სიმთვრალის ბრალი იყო. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია ჩემთვის.
ცოტა ხანს მოლოდინით მიყურებდა, შემდეგ თავი მხარზე დამადო და თვალები დახუჭა.
_ მეძინება რატი!_ მითხრა ჩურჩულით. და მისმა ცხელმა სუნთქვამ სხეულში ჟრუანტელად დამიარა. ვიგრძენი, რომ უბრალოდ მსურდა ის კარგად ყოფილიყო. და ეს სურვილი ჩემს სურვილს სჯაბნიდა. საკუთარ თავზე გამეცინა.
_წავიდეთ სახლში!_ ხელში ავიყვანე პატარა უწონო ბავშვივით და ბარი დავტოვე.

საწოლში რომ ვაწვენდი, მისი დალურჯებული მხარი მომხვდა თვალში. და წლების შემდეგ პირველად ვიგრძენი საკუთარი თავის მიმართ დაუოკებელი ზიზღი. მინდოდა ის ტკივილი კოცნით შემეცვალა. დავიხარე და სილურჯეზე ვაკოცე. მერე კიდევ და კიდევ. ვკოცნიდი გახელებით და ხარბად და მაინც არ მყოფნიდა და რაც უფრო მეტად ვგრძნობდი მის სხეულს მით უფრო ძლიერდებოდა ჩემში ჩაბუდებული მხეცი.
_ ის შენია!_ სიამოვნებისგან ხარხარებდა ჩემს შიგნით და აკანკალებული თითებით სწავლობდა მის სხეულს მოღეღილი კაბის ქვეშ.
_ მასაც უნდიხარ, მოეწონება! მიდი!_ მახელებდა ისედაც არეულს. სამხრეები გადავუწიე და მისმა პატარა, ლამაზმა მკერდმა ნებისყოფის უკანასკნელი გრამიც გამომაცალა სხეულიდან. და სწორედ მაშინ, როცა ტუჩებით რძისფერ კანზე დავეწაფე, ამოიოხრა და გვერდი იცვალა.
ის მე საერთოდ ვერ მგრძნობდა. მისი სხეული ინსტიქტის დონეზეც კი არ რეაგირებდა ჩემს შეხებაზე. გავიყინე. ნელა მოვშორდი. საკუთარი თავი ვაიძულე მისი შიშველი მკერდისთვის თვალი ამერიდებინა. არა, მე ასე არ მსურდა. მინდოდა მისი საპასუხო სურვილიც მეგრძნო, თუნდაც ერთხელ სიამოვნებისგან დაეკვნესა და საკმარისი იქნებოდა, რომ მასზე უარი არასდროს მეთქვა. მე ის მწყუროდა, მაგრამ არა ასე. თუნდაც ძალადობა ყოფილიყო ჩემი საქციელი, მისგანაც რომ მეგრძნო საპასუხო რაღაც რეაქცია, ალბათ ვერ შევჩერდებოდი. ვაიძულებდი დამნებებოდა. ვაიძულებდი ....
მაგრამ არა ასე! მისი უგონობა და ურეაქციო სხეული საერთოდ არ იყო ჯილდო ჩემთვის, ის მხოლოდ მხეცის პატივმოყვარეობას კვებავდა. ყოველ შემთხვევაში,
მაშინ მეგონა ეს იყო მიზეზი, რამაც მასზე უარი საკუთარი ნებით მათქმევინა.
_ ხვდები არა, რომ ასეთი ხელსაყრელი დრო აღარ დაგიდგება?_ მკითხა ქირქილით მხეცმა როცა მისი ოთახის კარი გამოვიხურე. საკუთარი თავის მიმართ ზიზღი ტკივილად მივლიდა სხეულში და მისი გაუნელებელი და დაუცხრომელი სურვილი კი ისევ მისკენ მექაჩებოდა. მანქანის გასაღები ავიღე და სახლიც დავტოვე.
_ გაიქეცი რატი, გაიქეცი! ვნახოთ რამდენ ხანს დამემალები!_ ჩამესმოდა დამცინავი ხარხარი და რატომღაც სწორედ იქით მივაქროლებდი მანქანას, სადაც პირველად ვიპოვე საკუთარ თავში ის საზარელი არსება.
ჩემს უკან კი ცეცხლი ეკიდა სამოთხის მინდვრებს და ცეცხლში ბრიალებდა მთელი ჩემი სიმშვიდის ნიღაბს ამოფარებული ბინძური სამყაროც.

სამოთხის მინდვრები 7

ბავშვობასთან დაკავშირებულ ადგილებს, სადაც ოდესღაც მნიშვნელოვანი პოვნების სიხარული და დანაკარგების სიმძიმე განიცადე, მეხსიერებაში უზომოდ დიდი ადგილი უკავიათ. მით უფრო, თუ ამ ადგილებში იმ ემოციების განცდაც მოახერხე შურისძიების პირველი სიტკბოება, პირველი სიყვარული, პირველი ვნება, თავმოყვარეობის ფეხქვეშ გათელვა რომ ჰქვიათ. ჩაგებეჭდებიან ეს ადგილები გონებაში და თუნდაც ასი წელი გავიდეს, ყოველთვის, როცა იქ მოხვდები, ყველა განცდას, ტკივილის და სინანულის თავიდან განგიახლებენ.
ვიდექი და იმ ძველ შენობას ვხედავდი, რომლის კვალიც კი აღარ იყო დარჩენილი. სკოლის სრულებით ახალი შენობა დამცინავად მიყურებდა. თითქოს მეკითხებოდა:
_ რაო ეძებდი რამეს? თუ ვინმეს? იქნება შენს თავს?_და მიუხედავად ამ კარდინალური ცვლილებისა, ეს ადგილი სულს მაინც ძველებურად მიხუთავდა. იმაზე
ვფიქრობდი:
რა იქნებოდა სკოლის ის წლები, ცხოვრების საძირკველს რომ ეძახიან, აქ, ამ ჯოჯოხეთში არ გამეტარებინა?! რა მოხდებოდა მაშინ, თუ ჩემი მშობლები ჩემს თხოვნას თუ ვედრებას ყურად იღებდნენ და იმ თერთმეტწლიანი იძულებითი პატიმრობიდან მიხსნიდნენ?! ვინ ვიქნებოდი მაშინ, თუ ის ბავშვის სხეულში გამოხვეული დემონები ჩემს არსებობას ვერ შეამჩნევდნენ, ჩემ ნაცვლად სხვა მსხვერპლს დაუნგრევდნენ ბავშვობას და ჩემშიც არ გააღვიძებდნენ მათ მსგავს ურჩხულს. რატომ და რის გამო აეწყო ყველაფერი ასე და ამგვარად არ ვიცოდი, მაგრამ წარსული არც ამის ცოდნით შეიცვლებოდა. უკან ემოციურად მკვდარი გამოვბრუნდი. მანქანაში ჩავჯექი და აღარ ვიცოდი გეზი საით ამეღო. სახლში სამოთხის აკრძალული ხილი მელოდა, ამ ქვეყნად ყველაზე ტკბილი და სასურველი ცოდვა. სახელოსნოში კი ჯოჯოხეთის დემონი მყავდა ტილოში გამომწყვდეული, რომელიც განუწყვეტლივ მიხმობდა და მიბიძგებდა, რომ კიდევ ერთხელ აებრიალებინა ცეცხლი, ისედაც უკვე გადახრუკულ და გადამწვარ სამოთხის მინდვრებზე. ისიც კი არ ვიცოდი, აქამდე საერთოდ რატომ ვუწევდი საკუთარ სურვილებს წინააღმდეგობას. მე თავად არ მქონდა საკუთარ კითხვებზე პასუხები და არც ის ვიცოდი, სად მეძებნა ისინი.
ვიჯექი და უბრალოდ ველოდი. ველოდი რაიმე ნიშანს, რაც გადაწყვეტილების მიღებას მაიძულებდა.

_ ლაჩარო!_ ფეთქავდა ჩემ შიგნით ჩემი მხეცი_ ლაჩარო! ლაჩარო!
_ ჰმ, რა დიდი გმირობაა, თუ ლომი კრავს შეჭამს!_ჩავილაპარაკე ირონიულად.
_შენ მაინც, როდის აქედან გებრალება კრავი?!_ ავად სისინებდა მხეცი.
_ საქმეც მაგაშია ძმობილო!_ გამეღიმა მე_ საქმეც მაგაშია!

მობილურის ხმამ გამომაფხიზლა. ისევ ელიზა იყო.
_ რატი, ისე უძილობა გაქვს?_ გაუკვირდა მალევე რომ ვუპასუხე.
_როგორ არის თუთა?_ შუაღამე კარგად ხნის გადასული იყო. _ ახლაღა მოვიცალე, მაპატიე!
ვუსმენდი ცოლის ხმას და მიკვირდა, რომ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. სრულებით ვერაფერს! ეს ქალი უცხო იყო ჩემთვის. არც მძულდა, არც მიყვარდა. არც განვიცდიდი და არც მებრალებოდა, არც ჰქონდა რაიმე ჩემი შესაბრალისი. საკუთარ თავს იმ ერთ_ერთ პატარა ძვირფას და ყოვლად უფუნქციო ქანდაკებად ვგრძნობდი, სახლში რომ ედგა ელიზას, მხოლოდ და მხოლოდ ინტერიერის დეკორისთვის, თუმცა არც მათი არქონით შეიცვლებოდა რაიმე დიდად იმ სახლში.
_ არ ვიცი, სახლში არ ვარ!_ ვუპასუხე უემოციოდ.
_ რას ამბობ რატი? მარტო დატოვე ბავშვი?_ "ბავშვი?! " ჩემზე სულ რაღაც ექვსი-შვიდი წლით პატარა ქალს ბავშვი არ ერქვა. ის ქალი იყო, ვნებიანი, სასურველი და მოსთვის ძალიან სახიფათო ქალი.
_ გთხოვ დაბრუნდი და იზრუნე მასზე!_ ისეთი ხმით მთხოვა, როგორც მაშინ მთხოვდა რამეს, როცა უცილობლად თანხმობას ელოდა ჩემგან. მობილური გავთიშე და თვალები დავხუჭე. წამით დასვენება მსურდა .
უცნაური ხატება წარმომიდგა თვალწინ. წითელი ვაშლებით დახუნძლული ხე იდგა შუა მინდორში. ხასხასა მწვანედ ბიბინებდა ველი. საოცარი გამჭვირვალე სილუეტები რიალობდნენ ცაში და მზის სხივებს წყალზე არეკლილი ცისარტყელის ფერებში ამსხვრევდნენ. ნანატრ სიმშვიდეს ვგრძნობდი. სამუდამოდ იმ ადგილას ვინატრე დარჩენა.
_ აი თურმე რას ვეძებდი ამდენ ხანს!_ ხმამაღლა გახმიანდა ჩემი ფიქრი.
აქ არ იყო ტკივილი, არც სევდა, არც არანაირი მძაფრი ემოცია. რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ის ადგილი მე მეკუთვნოდა.

_ რატი!_ მომესმა ნაცნობი ხმა. უკან მივიხედე და ხის ძირში სრულებით შიშველი ელიზა დავინახე. გამაოცა მისმა იქ ყოფნამ. ხელი ჩემკენ გამოიწოდა და დავინახე, ხელის გულზე ერთადერთი წითელი ვაშლი ედო. გაკვირვებულმა ხეს ავხედე და უნაყოფო გამხდარიყო.

_ძალიან მგავს არა? _სევდიანად მკითხა ელიზამ. ისევ ინტერესით დავაკვირდი. მის სიშიშვლეში სრულებით არ იყო ვნება.
_ გასინჯე რატი! _ მთხოვა სწორედ იმ ტონით, როგორც ცოტახნის წინ. ჩემდა გასაოცრად მორჩილად მივედი და აკრძალული ხილი პირდაპირ მისი ხელიდან დავაგემოვნე. ეს საოცრება იყო.

მანქანა დავქოქე და სახლში დავბრუნდი. მძაფრი დინება ნაპირისკენ მიმაქანებდა.
მხოლოდ ორი ვარიანტი იყო. ან დინება ახალ ნაპირზე გამორიყავდა და ახალ სიცოცხლეს ახალი ფურცლიდან დავიწყებდი, ანდაც კლდეებს შემანარცხებდა და ყველაფერი ამით დასრულდებოდა.

სახლში რომ დავბრუნდი, უკვე თენდებოდა. და როგორც განთიადს სჩვევია, ყველა დემონს დროებით უკან, საკუთარ ჯურღმულებში მიერეკბოდა.
_ დილა მშვიდობისა რატი!_ სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა თუთა. მოკლე სპილოსძვლისფერ საღამურში._ არ გელოდი!

მივედი და მის წინ დავჯექი. თვალებში შევხედე. თვალი აღარ აურიდებია.
_ ყავას დალევ? _ ვკითხე მშვიდად. თავი დამიქნია. ავდექი და ზურგიდან მოვუარე. რძისფერი კანი კიდევ უფრო გამჭვირვალე მოუჩანდა დილის რიჟრაჟში. და მხარზე ჩემ მიერ დასმული დაღი კიდევ უფრო მუქი და მკვეთრი იყო. სწორედ მაშინ მივხვდი, რა აკლდა ჩემს ნახატს. სწორედ ეს ლაქა სჭირდებოდა სისრულისთვის.

_ რაღაც მინდა განახო თუთა! სახელოსნოში მოდი!_ ვუთხარი და ფინჯანი მხარს უკნიდან დავუდგი წინ. მისკენ დახრილს ისევ ამეხლართა სულის ძლივს მოპოვებული სიმშვიდე. ნატკენი მხრის უკნიდან ამომხედა. ისეთი თხელი კანი ჰქონდა ტუჩებზე, ისეთი ფაქიზი, თითქოს არასდროს არავინ შეხებოდა.
_ მეშინია იმის, რასაც შენს მიმართ განვიცდი რატი!_ იმდენად მოულოდნელად მითხრა, შევკრთი და მზერა მისი ტუჩებიდან მისი თვალებისკენ გამექცა.
_ ჯობდა აქ არ დავბრუნებულიყავი და არც ეს პატარა სახიფათო თამაში მეთამაშა შენთან! _ ხელისგული ლოყაზე მომადო. ნაზად მომეფერა._ ელიზა ზედმეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ასე უგულოდ გადავუარო, მაგრამ...._ გაჩუმდა და ხელი ჩემი ლოყიდან ყელზე გაუბედავად გააცოცა.

_მაგრამ ვიცი მთელი ცხოვრება ვინანებ, თუ ამას არ გავაკეთებ ახლა!_ სკამიდან ოდნავ წამოიწია და ტუჩებში მაკოცა. ხელები მოვხვიე და მასში ჩავიძირე. ჯობდა ეს არ ექნა! მაგრამ უკვე გვიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გაქცევას არ ცდილობდა, მკლავებში მოვიმწყვდიე. სკამიდან ავიყვანე და მაგიდაზე დავსვი. მოკლე აბრეშუმის საღამურმა მორჩილი სრიალით დატოვა მისი მოქნილი რბილი სხეული. ისეთი გახელებით და ვნებით მხოლოდ ერთხელ ვკოცნიდი სასურველს. მაგრამ მაშინ ვნებას ბრაზი და შურისძიება მართავდა. ახლა კი მხოლოდ უგონო სურვილი, იყო და მეტი არაფერი.

წინააღმდეგობას არ მიწევდა, ვგრძნობდი სიამოვნებდა ჩემი ალერსი. ოდნავ, ძლივსგასაგონად კვნესოდა, როცა ყელს და მკერდს ვუკოცნიდი. შიშველი სხეულით ჩემზე აკრული ცახცახებდა, საკუთარ ხელებს დაეყრდნო და უკან გადაიხარა, თითქოს საკუთარ თავს მთავაზობდა. მუხლით ფეხები გავუშალე და ჩემკენ მოვწიე, ხელი ქამრისკენ წავიღე და შევიხსენი. ქამრის ცივი ბალთა შიშველ ბარძაყზე შეეხო და გააჟრჟოლა. თვალები გაახილა, თითქოს ბურანიდან გამოფხიზლდა. ხელი მკრა და მომიშორა.

_ არა! არ შემიძლია! _ თავი უარის ნიშნად გააქნია. მაგრამ მისი სიშიშვლე მეტი იყო ჩემში, ვიდრე მისი უარი. ისევ მისკენ გავიწიე. მაგიდიდან ჩამოხტა, იატაკზე მიგდებულ საღამურს ხელი დაავლო და ხელში მოჭმუჭნული ისე აიფარა, თითქოს გადაულახავი ზღუდე აღმართა.

_ვიცოდი, რომ აქ არ უნდა ჩამოვსულიყავი! ვიცოდი არ ღირდა შენთან ისევ შეხვედრა!_ ჩაილაპარაკა გაუგებრად და ზურგი მაქცია. არ გავყოლილვარ. ისედაც მივხვდი ეს მისი უკანასკნელი წინააღმდეგობა იყო. წამის წინანდელი მისი სხეულის ფეთქვა მკარნახობდა, რომ ის თავად მოვიდოდა ჩემთან. თავისი ფეხით დაბრუნდებოდა და ნებით მომცემდა იმ უფლებას, რისი წართმევაც ძალით შემეძლო იმ წამს. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. თავი მოვიწესრიგე და გაციებული ყავა სულის მოსათქმელად მოვსვი. სულ მალე, იმ ფანტაზიას თუ სიზმარს ავიხდენდი, რაც ასე მტანჯავდა უკვე რამდენიმე წელი.


სამოთხის მინდვრები 8
( დასასრული)

მესამე ღამე იყო სახელოსნოში ვათევდი. ელიზას ზარსაც კი არ ვპასუხობდი გააფთრებული ვებრძოდი საკუთარ დემონს და ნახატის დასრულებას ვცდილობდი. არარსებული ცეცხლის სიმხურვალეს საკუთარ სისხლში ვგრძნობდი. კარზე გაუბედავმა კაკუნმა ძლივს მომწყვიტა ნახატს. უკვე დასრულებულს უკანასკნელ შტრიხებს ვუსწორებდი. უკმაყოფილოდ მივაფარე ტილო და კარის გასახსნელად შევტრიალდი. როგორც წესი, ბევრი არავინ მოდიოდა ხოლმე სახელოსნოში. დიდად არავის უყვარდა საღებავების სუნში და ფერების ქაოსში მოხვედრა. რატომღაც არავინ იაზრებს, რომ ყოველი მშვენიერი ნახატი სწორედ ამგვარი ქაოსის პირმშოა. რომ ამ ქაოსის გარეშე, რომელიც მხატვარს როგორც სტუდიაში, ასევე გულში და სულში აქვს, დასვრილი თითების, ტკივილიანი განცდების გარეშე არ იქმნება შედევრები. რატომღაც ისეა სამყარო აწყობილი, რომ ბედნიერი ადამიანები ხელოვნებას არ და ვერ ქმნიან. ალბათ თუ ძვლებამდე არ განიცადე, თუ შინაგანად არ აგიფეთქა სისხლი, თუ შენგან ტკივილით არ იშვა, ისე განცდებით და გრძნობებით ვერ გაიჟღინთება წარმოსახვითი იდეა. ტკივილის გარეშე ხორცს ვერ შეისხამს, ვერ გაცოცხლდება, ვერავის ააღელვებს. ეს არ ეხება მხოლოდ მხატვრობას, ზუსტად ასეა მუსიკის სამყაროში, მწერლობაში და ყოველ მაღალ ხელოვნებაში, სადაც ავტორი საკუთარი სულიერების ნამცეცებს თესავს.....
კარი უკმაყოფილო სახით გავაღე, თან საღებავიანი თითები მხარზე გადაკიდულ ტილოზე შევიწმინდე.
კარი გავაღე და გავშრი. თუთა იდგა. ისეთი სახით, თითქოს იმწამსვე უკან გაბრუნება და გაქცევა სურდა, მაგრამ თან ინტერესი იზიდავდა.
_ მოხვედი?_ სრულებით სისულელე ვკითხე. თავი დამიქნია. ხელით ვანიშნე, შემოდიმეთქი! ყოყმანით შემოაბიჯა. კარი გადავკეტე და გასაღები ჯიბეში ჩავიდე უჩუმრად. ვაითუ გაქცევა მოსურვილებოდა.

_ რამეს დალევ? _ ვკითხე და კუთხეში მდგარი პატარა მაცივრისკენ მივანიშნე. ისევ უხმოდ დამიქნია თავი. ბროწეულის წვენი დავუსხი სამიდან ერთ_ერთ ჭიქაში. ტუჩებთან ნელა მიიტანა, უგემურად მოსვა.
_ მჟავეა!_ გამიცინა და ლოყაზე პატარა საყვარელი ჩაღრმავება გაუჩნდა._ აბა რა უნდა მანახო?
ჭიქა მაგიდაზე დადგა და ოთახი ინტერესით მოათვალიერა.
_ რა ლამაზია აქაურობა!_ გაოცებით გავხედე. არავის არასდროს შეუმჩნევია ამ ქაოსში სილამაზე. არადა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, სწორედ ასეთ ქაოსში ვხედავდი მე ერთგვარ უსაზღვრო ესთეტიკას. ზედაპირზე გამოტანილი ეს ხელშესახები არეულობა მართლაც რომ არეულ სულს მიმშვიდებდა.
ტილოგადაფარებულმა ნახატმა დააინტერესა. მიუახლოვდა და მის წინ გაჩერდა.
_ ეს რატოა დამალული?_ მკითხა ანცი ღიმილით. _ საიდუმლოა?!
იმ დილის შემდეგ ძალიან ბევრს ვფიქრობდი მასზე. მისი სტუმრობისთვის შინაგანად ვემზადებოდი, მაგრამ ახლა ვხვდებოდი, რომ ამ მომზადებას აზრი არ ჰქონდა. მიუხედავად ყველა მცდელობისა, მის წინ თავს როგორღაც დაუცველად ვგრძნობდი. თვალსა და ხელს შუა მეკარგებოდა ჩვეული მოთმინება და თავდაჯერება.
_ შეიძლება ვნახო?_ მკითხა თამამად. ახლა მე დავუქნიე თავი უსიტყვოდ. მივიდა და ფეხის წვერებზე მდგარმა ფრთხილად მოხადა ტილოს ნაჭერი. შეცბა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ისე დააკვირდა სურათს. საკუთარი თავის ამოცნობა არ გასჭირვებია. მაგრამ მისი გაოგნება ბევრად მეტი იყო მოსალოდნელზე. ნაჭერი ხელიდან გაუვარდა და წაბორძიკდა. ვერ მივხვდი რა სჭირდა. წელზე ხელი მოვხვიე და შევამაგრე. ნახატიდან მისი ორეული გვიყურებდა. მორჩილად მუხლებზე მდგარი, ხელებდაშვებული , მაღლა აპყრობილი მშიერი მზერით და უკიდეგანო ვნებით სავსე თვალებით. შიშველი მკერდით და რძისფერი ხორცის ელვარებით, მხარზე დადაღული სილურჯით, მისი ოდნავ შეხსნილი ტუჩებიდან თითქოს ჩუმი ოხვრაც კი ისმოდა.
ვიგრძენი, კვლავ როგორ დამიარა სხეულში მისმა სურვილმა. თითები მის უღონოდ დაშვებულ მკლავებს ჩამოვაყოლე.

_ ეს... მე ვარ?_ მკითხა ჩურჩულით.
_ ჰო!_ ყურიდან თმა გადავუწიე და მხარზე ვაკოცე.
_ ეს..._ კიდევ რაღაცის თქმა სურდა. მხარი მიქცია. შემობრუნდა და თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა.
_ რას ეძებ თუთა?_ ვკითხე ღიმილით._ რის პასუხებს ეძებ?
_ არ გახსოვარ?_ მხოლოდ ეს მკითხა და ისევ ნახატს მიუბრუნდა.
_ მახსოვხარ? _ ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა.
_ თუ არ გახსოვარ, აბა ეს რატომ დახატე? ზუსტად ასეთი რატომ დახატე? რას მეთამაშები რატი?_ აღელვებულ ხმაზე ეტყობოდა, რომ ატირებას ბევრიც აღარ უკლდა.
_ არაფერი მესმის!_ უკან დავიხიე და პატარა დივანზე ჩამოვჯექი. ვხვდებოდი, რაღაც იყო, რაზეც მე წარმოდგენაც არ მქონდა.
_ ეს ქალი ჩემი სიზმრებიდანაა თუთა! უბრალოდ ჩემი წარმოსახვაა! ვერ ვხვდები, რას მეკითხები?!_ ვუპასუხე ცივად. ვერ ვიფიქრებდი ამ ნახატის ნახვა ასეთ განვითარებას თუ მოგვიტანდა. რატომღაც მეგონა, მის გრძნობებზე საჩემოდ ვითამაშებდი. მაგრამ საპირისპირო შედეგი კი გამოიღო.
_არა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!_ თქვა უცებ, მოვიდა და გვერდით დამიჯდა.
_ შენ არ გახსოვარ! მაგრამ მე არ დამვიწყებიხარ! შენ გგონია ახლა შევხვდით პირველად არა?_ უცნაურად ჩაეცინა. მგონი უფრო სიბრაზის სიცილი იყო, ვიდრე სიხარულის.
_ რას მეუბნები, არ მესმის!_ აღარაფერი არ მაინტერესებდა. მინდოდა უბრალოდ წასულიყო და მარტო დავეტოვებინე._ სახლში დაბრუნდი თუთა!
ადგომა ვცადე, მაგრამ მკლავში ჩამჭიდა ხელი და დაჯდომა მაიძულა.
_ სახლში დავბრუნდე? რომელ სახლში, ვისთან? აქ მხოლოდ შენს გამო ვარ მე!

_სად აქ ? სახელოსნოში, თუ საქართველოში?_უგერგილოდ ვცადე გახუმრება და მკლავზე მოხვეული მისი თითები ფრთხილად მოვიხსენი. ისე შემომხედა, მივხვდი, რომ უარესად გავაბრაზე.

_ რა გინდა თუთა ჩემგან?! სულელი გგონივარ? რა თამაშს თამაშობ? მე გულწრფელი მაინც ვარ! მინდიხარ! მსურხარ! ფეხებზე რა მოყვება ამ სურვილს! არც ელიზა მადარდებს, არც ვინმეს აზრი! მაგრამ შენ? რატომ მოხვედი აქ? რა მიზანი გაქვს? თან კარგი, უცოდველი გოგოს როლს თამაშობ! თან ცოლიან კაცს უჟუჟუნებ მაგ ლამაზ თვალებს! _ თვალები ცრემლებით აევსო.
_ ჰოო, აი ეგ კი არ გვინდა, კარგი?! თუ მზად ხარ იმისთვის, რაც ვატყობ ორივეს გვინდა, აქ ვარ! თუ არადა წადი სახლში და ჩამომეხსენი! მე არ ვაპირებ რამე გაიძულო. ამის იმედი ნუ გექნება!_ ირონიულად გამეცინა და ხელი უხეშად გავაშვებინე. ავდექი. მაცივრიდან ყინული გამოვიღე და დაბალ მსხვილ ჭიქაში ჩავყარე გულმოსულმა. შემდეგ სასმელით შევავსე. თუთა უკვე ნერვებს მიშლიდა თავისი გამოცანებით და ბავშვური ჭირვეულობით.
თუთა ბავშვი არ იყო! ეს თამაში კი ორივეს მოგვწონდა და დარწმუნებული ვიყავი, კარგად იცოდა, რასაც ველოდი მისგან. მძულს ორპირი ადამიანები. თან რომ სახის შენარჩუნებას ცდილობენ, და თან ვერც სასურველს ეხსნებიან. თუთას რომ არ ნდომოდა ეს, მშვენივრად შეძლებდა ჩემგან თავის არიდებას და ბინძურ თამაშში არ ამყვებოდა, თამაშში, რომელიც მხოლოდ ორისთვის იყო სასიამოვნო. აი მესამეს ადგილი კი იქ საერთოდ არ იყო.

_ ჩვენ შორის ეს უკვე იყო!_ მისმა სიტყვებმა გამაშეშა. სასმელი გადამცდა. ხველა ამივარდა
_ რა?_ მოვტრიალდი ნელა.
_ ეს!_ თითი სურათისკენ გაიშვირა.
_ რას გულისხმობ?_ ვკითხე და ჭიქას თითები მოვუჭირე.
_ სამი წლის უკან, ახალ წელს დავბრუნდი! ელიზას სიურპრიზს ვუკეთებდი. არ მითქვამს, რომ ჩამოსვლას ვაპირებდი! _ ხელები კალთაში ჩაიწყო. ნერვიულობდა. სიტყვებს არჩევდა. _ სახლში ჩუმად შემოვედი. გამიკვირდა სიჩუმე და სიბნელე რომ შემეფეთა დღესასწაულის და სტუმრების ნაცვლად. გვიან მივხვდი ელზა, როგორც ყოველთვის, არ იყო სახლში.
ჩემს საძინებელში შევიტანე ჩემოდანი. რომ მოულოდნელად შენ ... ხელები მომხვიე და საწოლისკენ წამიყვანე. ძალიან ნასვამი იყავი! ალბათ ელზა გეგონე! არ მისმენდი. პირველად მკოცნიდა ვიღაც, პირველად მეხებოდა. მე კი ეს ... თავიდან ძალით მეფერებოდი, მერე კი უბრალოდ ეს მომეწონა. იქამდე მხოლოდ სურათი მქონდა შენი ნანახი. სულ მიკვირდა, რატომ მოიყვანე ცოლად ნათლიაჩემი! ან ის რატომ დაქორწინდა შენზე!
იმ ღამეს მე პირველად.... და დილით მივხვდი, რომ საშინელება ჩავიდინე. ისევე ჩუმად დავბრუნდი უკან, როგორც ჩამოვედი. არავის არაფერი გაუგია. საკუთარ შეცდომას გავექეცი, მაგრამ საკუთარ თავს ვერა! შენ პირველი და ერთადერთი კაცი ხარ ჩემთვის! ჩემი შეცდომა, დანაშაული და სირცხვილი! მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რასაც მე ვგრძნობ! დავიღალე რატი! უბრალოდ დავიღალე!_ ხელები სახეზე აიფარა და ატირდა. ვიდექი გაშეშებული და იმ ღამის გახსენებას უშედეგოდ ვცდილობდი. თავში კი მხოლოდ ცალკეული მონაკვეთები მიელავდა. ის რაც მე არ მახსოვდა, სამაგიეროდ ჩემს ქვეცნობიერს არ ავიწყდებოდა. ახლაც არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი, რაც მან მითხრა, სინამდვილე იყო.
რატომღაც მეგონა თუთა მასთან მსგავსების გამო მესიზმრებოდა. მეგონა ის იყო ყველაფრის თავი და ბოლო. მაგრამ სიმართლემ სულ სხვანაირად დამანახა ყველაფერი. ისევ ნახატს გავხედე. და იმის წარმოდგენამ, რაც მან თქვა, კვლავ ჟრუანტელად დამიარა სხეულში. სასმელი ერთ ყლუპად დავლიე. მივედი და გვერდით მივუჯექი. სახე ავაწევინე და ტუჩებში ვაკოცე. სცადა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ იმდენად სუსტად, რომ უფრო თანხმობას გავდა, ვიდრე უარს. თავი უკან გადავაწევინე და თვალებში ჩავხედე.

_მართლა გინდა? _ ვკითხე და მის გადაწყვეტილებას მივენდე. ვხედავდი სურვილს ებრძოდა. მე კი მეტის მოთმენა არც მსურდა და არც შემეძლო. ისევ იწვოდა გარშემო ყველაფერი. სამოთხის მინდვრებიდან ცეცხლი ჩემს სახელოსნოს მოსდებოდა. იწვოდა ჩემი ნახატი და ვიწვოდი მეც. მაგრამ ტკივილის ნაცვლად განახლებას ვგრძნობდი. მხოლოდ იმ წამს გავიაზრე, რომ ეს ცეცხლი არა დასასრული, არა სიკვდილი, არამედ სიცოცხლის თავიდან ჩასახვა და ხელმეორედ დაბადება იყო.
_ გამახსენე!_ ვუთხარი და ნახატს გავხედე_ შენი თავი გამახსენე თუთა!
მე არა, მაგრამ მას ყველაფერი დეტალებში ახსოვდა. ალბათ ამ წლების მანძილზე ათასჯერ ატრიალებდა საკუთარ გონებაში განცდილს. ალბათ ყოველი ღამე ჯოჯოხეთი იყო მისთვის. მასაც ყოველ ღამ სწვავდა ჩემი სურვილი, და იქნება იმაზე მეტადაც, ვიდრე მე მისი. ხელები მომხვია და ლავიწის ძვალზე დამაკრო ცხელი ტუჩები. ყველაზე ძლიერი ის ვნებაა, რომელსაც დიდხანს ინახავ გულში და სხეულში. რომელიც გგონია არასდროს აგიხდება. და უცებ, როცა ყველაფერი შესაძლებელი ხდება, შენ გიჟდები, თავს კარგავ და საოცრების, წარმოსახვისა და რეალობის საზღვარს სრულებით სცდები. ესაა ასტრალი, ესაა ნირვანა, ესაა ნამდვილი სამოთხე!
მთელი ჩემი ემოცია დაიტია იმ ღამეს მისმა სუსტმა სხეულმა, წლების წინანდელი ტრავმები, ბრაზი, ტკივილი, აუხდენელი სურვილები, განცდილი შურისძიება, სინაზე, პატიება, სიმთვრალე....
ეს დაუჯერებელი ექსტაზი იყო. იმ წამამდე არასდროს განცდილი, სრულად ვერასდროს შეგრძნობილი სიამოვნება. თავიდან ძალიან ჰგავდა ნებაყოფლობით ძალადობს, სანამ არ დავიღალე, სანამ მთელმა ჩემმა ენერგიამ, ანუ მე თავად, მის სხეულში არ მოიყარა თავი და სანამ მას ჩემი ნებითვე არ მივანდე ჩემზე დომინანტობა. მხოლოდ ამის შემდეგ გავიაზრე, რას ნიშნავს იმ სხეულის ალერსი, რომლის სულსაც ეხები. ის პატარა ძველი დივანი იმ ღამეს მეფის ვრცელ სარეცელსაც იტევდა, გლეხის ხის ნარსაც, ნოტიო მიწის სიგრილესაც და ოკეანის მღელვარე ტალღებსაც. ცხოვრებაში პირველად დამეუფლა გამეორების, გასამების, გაოთხების მძაფრი სურვილი. მივხვდი, აწი მხოლოდ ეს დივანი არ მეყოფოდა. მასთან ერთად მსურდა განმეცადა ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ცხოვრება მთავაზობდა. ჩემი ინერტულობა და ინდიფერენტულობა ისე აორთქლდა ჩემი სხეულიდან, როგორც მცხუნვარე უდაბნოში ერთი მუჭა წყალი.
ჯერ ისევ ჩემი სხეულის ქვეშ მოქცეულს ვუთხარი:
_ ვეღარ გაგიშვებ თუთა! ვფიქრობ, რაც ამის შემდეგ მოხდება, ძალიან გატკენთ გულს შენც და ელიზასაც!_უსიამოდ გაფართხალდა .
_ არ გაბედო! მისთვის თქმა არ გაბედო რატი!_ გამეღიმა მის სისულელეზე. აწი მე ვერაფერი დამაკავებდა ელიზასთან. დღეიდან სამყარო იმას მომცემდა, რასაც მოვისურვებდი. არასდროს მიგრძვნია საკუთარი თავი ამდენად ყოვლისშემძლედ და ძლიერად.
_ შენ ახლა ჩემი ხარ პატარა თუთა!_ ვუთხარი ჩურჩულით და კიდევ ერთხელ დავაჯერე თავი მის რეალურობაში...

პირველად მეძინა ასე მშვიდად და უსიზმროდ. ასეა, თურმე სიზმარახდენილ ადამიანს უძილობა აღარ აწუხებს. როცა თვალი გავახილე უკვე კარგად გათენებული იყო. მაშინვე ვიგრძენი საოცარი დანაკლისი. თუთა ჩემს გაღვიძებამდე გაპარულიყო და ჩემი ნახატიც თან წაეყოლებინა.
თუმცა მთავარი სიურპრიზი სახლში მელოდა.

ფანჯარასთან მჯდარი მოწყენილი ელიზა რომ დავინახე, მივხვდი, რაღაც ვერ იყო რიგზე. უგემურად სვამდა ყავას და გაწვიმებულ ქუჩას გაჰყურებდა უაზროდ.

_ რა ხდება?_ ვკითხე ინტერესით.
_ თუთა წავიდა! თქვა, რომ ინგლისი მოენატრა, ბარგი ჩაალაგა და წავიდა! ალბათ უკვე თვითმფრინავში იქნება!_ მიპასუხა მან. მაშინვე ვიეჭვე, რომ ეს სპონტანური გადაწყვეტილება არ იყო. იმ ალქაჯს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. აჰა, ესეც რეალური მგელი ცხვრის ტყავში! სიამოვნებით გამეცინა. საკუთარ თავში ზედმეტად იყო დარწმუნებული, და ძალიან კარგად იცოდა, მის წასვლას რაც მოყვებოდა.
_ მგონი ყურადღება დავაკელი ბავშვს!_ ჩაილაპარაკა ელიზამ.
_ ბავშვს?_ გადავიხარხარე მე. უკვე სასაცილო ხდებოდა ეს ყველაფერი. გაოცებით ამომხედა ჩემმა გულუბრყვილო ცოლმა.
_ეგ ბავშვი გუშინ ღამ შენს ქმარს უამებდა წარსულის ტკივილებს ძვირფასო!_ შოკოლადისფერ იატაკზე გაგორდა თეთრი ფინჯანი,
_აი რა პლიუსი აქვს მუქ იატაკს ხედავ? ყავის ლაქები არ ემჩნევა!_ გადავაქნიე თავი და ბარგის ჩასალაგებლად შევტრიალდი.
ჩემში კვამლი ასდიოდა დაფერფლილ სამოთხის მინდვრებს, ადგილ-ადგილღა ხრჩოლავდა მხეცის ნაშთები. იმ ხანძარს მხოლოდ ჩემში არსებული მხეცი ვერ გადაურჩა. წლების შემდეგ პირველად ბედნიერს გამეღიმა.
_ ცხოვრება მშვენიერია ელიზა!_ დავემშვიდობე ცოლს. ბეჭედი, რომელის ტარებითაც წლები ვუხდიდი მას ხარკს ჩემი სიმყუდროვისთვის, დაუნანებლად მოვიხსენი და მაგიდაზე დავტოვე.

ახლა თავისუფალი ვიყავი. დრო იყო არსებობა დამეწყო და სკოლის ხანძრის შემდეგ ერთ ადგილზე გაყინული ცხოვრება გამეგრძელებინა....

გაწყობთ ასეთი დასასრული?!

დასასრული....


Cuervo blanco



№1 სტუმარი Ana-maria

გაუმარჯოს თავისუფლებას ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგი იყო მომეწონა ძალიან.????❤️

გაგრძელებაც მოუხდებოდა მომავალში????❤️.

 


№3 სტუმარი სტუმარი ხათუნა

კარგი სიუჟეტია კარგად მოთხრობილი .
მომწონს რატი თავისი გაბედულებით - სკოლის დაწვა, სასურველ ქალთან მიახლებისთვის იმ ქალს გადააბიჯა, რომელიც კომფორტის და სიმშვიდეს ჩუქნიდა. მომეწონა,რომ ელიზას სათამაშოდ არ დარჩა და როგორც იქნა მძიმე წარსულისგან და ელიზას წინაშე ვალდებულებისგან თავი დაიხსნა.
კარგი იყო. მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent