ზოგჯერ წინ გვყავს(18) დასასრული
18 თავი. ესეც ფინალური თავი, აქ სრულდება ეს ამბავიც, ძალიან დიდი მადლობა, რომ ბოლომდე მომყვებოდით, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე გამართულია, მაინც ერთგულად იყავით ჩემ გვერდით. წაიკითხეთ და გამიზიარეთ შთაბეჭდილებები. – რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, რომ გამოგგყვები? – ვიცი, რადგან მეტი აღარსად აღარ გაგიშვებ. - გამომყვები? – დიახ, ბატონო, დანიელ თანახმა ვარ ვიყო თქვენი ცოლი სიცოცხლის ბოლო წუთამდე.- მომიგო მან და მომეხვია. – მიყვარხარ.. – მეც.- ჩამჩურჩულა ყურში. ***” ეს იყო ძალიან ლამაზი და ბედნიერებით აღსავსე დღე, არ ვიცი რა დავარქვა, ამას ძალიან ბედნიერი ვიყავი და ეს მაშინებდა, მაგრამ არ მინდოდა ამაზე ფიქრი, აღარ ვაქცევდი ამას ყურადღებას, მხოლოდ დღევანდელობით ვცხოვრობდი დიახ,ასე გადავწყვიტე ცხოვრების დინებას მივყვებოდი და მშვიდად ველოდები მოვლენების განვითარებას არ ვიცი რა მომემლის მომავალში ან თუნდაც არავინ იცის მეორე წუთას რა იქნება, განსაცდელები კი ადამიანის განუყოფელი ნაწილია და ცხოვრების მანძილზე თან გვდევს, როგორ ფიქრობთ როგორ განვითარდა ჩვენი ცხოვრება ალბათ ყველას აინტერესებს ხელის თხოვნის, შემდეგ რა მოხდა დაუვიწყარი დღე გავატარეთ, მაგრამ მალევე მოვბრუნდით უკან რადგან დევიდი ცუდად გახდა. – რა მოხდა, რა მოუვიდა?!- აცრემლებული თვალებით მივვარდი ბავშვთან. – არ ვიცი, ქალბატონო კარგად იყო მშვიდად ეძინა, მაგრამ ბოლო ერთი საათია გაუჩერებლად ტირის და მაღალი სიცხეები აქვს. – ექიმმა, ხომ თქვა, რომ ღრძილების ბრალია, მიეცი ანთების წამალი?- ვკითხე და ბავშვი ხელში ავიყვანე. – დიახ,მაგრამ მაინც წუხს. ვფიქრობ ღრძილების ბრალი არ უნდა იყოს. – კარგი, დროს ნუღარ დავკარგავთ ახლავე წავიდეთ უახლოეს საავადმყოფოში. იმედია იქნება რამე.ბავშვის ნივემთები მოვაგროეთ და სასწრაფოდ ქალაქში გავედით. –ნუ ღელავ, გთხოვ ჩვენი პატარა კარგად იქნება.- მამშვიდებდა დანიელი. როგორც იქნა მივაგენით რაღაც საავადმყოფოს და შიგნით შევვარდით. – დაგვეხმარეთ!- წამოვიძახე. – რა მოხდა?- ექთანი მოგვიახლოვდა. _ არ ვიცი, სიცხე აქვს მაღალი და ვერაფრით ვუგდებთ.- ჩამწყდარი ხმით მივუგე. _ კარგი, წამობრძნდით პალატაში მე კი ექიმს დავუძახებ.- თქვა და ექიმის დასაძახებლად გაიქცა. – აბა რა ხდება, რა ჭირს პატარას?- პალატაში სასიამოვნო გარეგნობის ექიმი შემოვიდა. – წინაზეც მისცა სიცხემ მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ღრძილების ბრალიაო, მაგრამ ახლა ისევ განმეორდა და წამალიც ვერ შველის. – გასაგებია, მოდით ვნახოთ რა სჭირს პატარა კაცს.- ექიმმა, ყველგან გასინჯა. _ რა ხდება, ექიმო? – მის ფილტვებს მოვუსმინე ღრძილებიც შევუმოწმე კი ღრძილებიც აწვალებს, მაგრამ ვფიქრობ, აქ უფრო სერიოზულ რამესთან გვაქვს შეხება. ახლა ამას ვერ გავიგებთ აქ არავინ არის, ამიტომ ახლა დამამშვიდებელს გავუკეთებთ და ხვალ დილით პედიატრიც მოვა და იმასაც გავასნიჯოთ და იმის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ.- გვითხრა და ექთანს დაუძახა. მალევე ჩაეძინა, დევიდს მე ადგილს ვერ ვპოულობდი, დანიელი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, ვგრძნობდი, რომ ისიც ძალიან ღელავდა უბრალოდ არ უნდოდა, ჩემი კიდევ უფრო განერვიულება. მიუხედავად ამისა ის მე მამშვიდებდა. – დანიელ, ხომ კარგად იქნება?- ვსლუკუნებ. – კარგი, დეა რა გჭირს ჯერ ძალიან პატარაა და რა თქმა უნდა ხან მუცელი ეტკინება ხან ღძილები და ხანაც რა ჯერ მიზეზიც არ იცი და უკვე რა დღეში ხარ. – მეშინია, არ მინდა რამე მოუვიდეს. – უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე.- მიმიხუტა და თავზე მეფერებოდა. – ყოველთვის ასე რატომ ხდება? _ რა? _ რატომ არის, რომ როცა გგონია აი ყველაფერი დასრულდა და ბედნიერი იქნები ისევ ახალი პრობლემა იჩენს თავს. – უფალი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგვივ ლენს რის გადალახვასაც ვერ შევძლებთ დეა. – ხო, მაგრამ არ შეიძლება ბედნიერები ვიყოთ… – შეგიძლია, ოღოდ ამისთვის ბრძოლა საჭირო. ყველაფერი კარგად იქნება.- ჩამჩურჩულა ყურში. არ ვიცი, დრო როგორ გავიდა და როგორ დაგვათენდა თავს მთელი ღამე გვერდიდან არ მოვშორებივარ. დილით ბავშვთა ექიმი შემოვიდა და ისევ გასინჯეს. – ყველაფერი რიგზეა?- იკითხა დანიელმა. – რა ხნის არის პატარა? _ ხუთი თვის არის ექიმო, რა ხდება? – გასაგებია.- გაეღიმა. – დამშვიდდით საგანგაშო არაფერია, ღრძილებიც აწუხებს და თან გაციებულიც არის ანუ ბრონხები აწუხებს დ ამიტომ აირია ყველაფერი. _ იმკურნალებს და კარგად გახდება. _ მადლობა,ღმერთს… - ერთიანად მომეშვა ტვირთი. – როგორც ჩანს პირველია არა? – დიახ. – ბუნებრივია, რომ ღელავთ, მაგრამ უნდა მიეჩვიოთ პატარებში ასეთი რამ ხშირია. – გვეგონა, რაიმე სერიოზილი სჭირდა. – გასაგებია. საავადმყოფოდან ორ დღეში გამოგვწერეს და წამლებიც დაგვინიშნეს, მართალი გითხრათ ამდენი სიარულით დავიღალე დრო იყო ჩემს ფესვებს დავრუნებოდი. ძალიან მომენატრნენ ყველა, მაგრამ თან მაშინებდა მათთან შეხვედრა. როგორც კი დევიდი გამოკეთდა უკან დავბრუნდით. თბილისის საეთაშორისო აეროპოტის გასაავლელთან ვიდექით და გული გამალებით მიცემდა, თურმე, როგორ მომნატრებია აქაურობა გამახსენდა ეს ადგილი დანიელი, რომ მოვიდა და მთხოვდა დავრჩენილიყავი. ტაქსი გავაჩერეთ და შინ წავედით. – სად წავიდეთ პირველად? ჩემთან თუ შენთან. _ დანიელ… – კარგი, ბოდიში. სდარბაზოს კიბეებს ავუყევით და მალე ჩემი ბინის წინ ვიდექი. ვერ ვბედავდი კარზე ზარის დარეკვას ბოლოს დანიელმა დარეკა და კარები ერეკლემ გააღო.- აცრემლებული თვალებით ვიდექი გახევებული. – ამას აქ რა უნდა?!- გაბრაზებულმა წამოიძახა. – ძმაო… – ძმას, ნუ მეძახი.- წარბებშეყრილმა მომიგო. _ კარგი, ერეკლე ასე მკაცრადაც ნუ განსჯი ცოდოა.- ჩემი დაცვა სცადა დანიელმა. – დანიელ, შენ რა დაგემართა აბა არ ვაპატიებო. – უბრალოდ მივხვდი, რომ ისიც საკმარისად დაიტანჯა. – მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, ბავშვის კალათა, რომელშიც დევიდი ტიტინებდა. – ეს… ჩემი დის შვილია? – ჰო..- ავტირდი. – აი, მითხარი, რა გიყო. – მაპატიე… თავიდან ცოტა გამიბრაზდა, მაგრამ მერე ყველას გული მოულბა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ყველაფერი ვუამბე მათ რა როგორ იყო და რა თქმა უნდა, შოკში ჩავარდნენ. – ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ეს ქორწინება და ყველაფერი, დადგმული იყო?- გაოცებულმა მკითხა ერეკლემ. – კი, ყველაფერი დადგმული იყო, რომელიც სულ რაღაც ორ დღეში მოვიფიქრე. –კი, მაგრამ რატომ არაფერი გვითხარი? – იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემს გამო კიდევ ვინმე დაშავებულიყო, მერჩივნა მე მომსვლოდა რამე ან თქვენგან შორს ვყოფილიყავი, მაგრამ გული მშვიდად მექნებოდა, როდესაც მეცოდინებოდა, რომ კარგად ხართ. – კარგი, და როცა ყველაფერი დამთავრდა რატომ არ დაბრუნდი?- მკითხა დედამ. – ასე იყო საჭირო, ისევ ჩემი თავისთვის, რადგან ძალიან ვიყავი არეული და დრო მჭირდებოდა ყვეკაფრის გარკვევაში, სანამ გავერკვიე და დავკაგდი კიდდბაც მომძბნა ჩემმა სიყვარულმა.- თვალცრემლოანმს გამეღიმა.- საერთოდ არ ველოდი მას იქ და როდესაც თავზე დამადგა მეგონა ვგიჟდებოდი. – გეგონა, რომ ასე მარტივად გაგიშვებდი. – დანიელ, ისე შენიც მიკვირს რა .- გაუკვირდა ერეკლეს. – რატომ? _ რაღა რატომ, მთელი ერთი წელი ტვინს ბურღავდი ყველას გვაფრთხილებდი, რომ მისი სახელი არ გვეხსენებია შენთვის, მაგრამ როგორც კი, იპოვე ყველაფერი სადღაც გაქრა. – რას ვიზამთ, ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ და ვამტკიცოდ ცხოვრების დინება მაინც თავის გზით წაგვიყვანს დამიჯერე იმიტომ, რომ ასე სურდა უფალს. – კარგი, ქორწილს როდის გეგმავთ? – მარტო, ქორწილს არა ძმაო ნათლობასაც.- გაეცინა. _ ვერ მივხვდი? _ რას ვერ მიხვდი, მამა გიორგის დავპირდი რომ ბავშვს მოვანათლინებდი ახლა ორმაგად გავახარებ რადგან ჯვარსაც ის დაგვწერს. იქაც გავიაროთ შევატყობინოთ, რომ დავბრუნდი. – კარგი, დღეს დაისვენეთ და ხვალ გავიდეთ. _ ხო, მართალი ხარ. წავალ დავხედავ თუ გაიღვიძა.- ვთქვი და საძინებელში გავედი იქიდან კი ბავშვთან ერთად დავბრუნდი. – ძიას კაცმა, გაიღვიძა. – ხო, რომ შევედი უკვე ეღვიძა და თავისთვის ტიტინებდა. ჩემმა ძმამ ბავშვი გამომართვა და თამაში დაუწყო. – ისე ვის გავს? მემგონი დანიელს უფრო ჰგავს ვიდრე შენ. _ მამამისის ასლია.- გამეცინა. – ჰო. კიდევ ცოტახანი იყო დანიელი, ჩვენთან შემდეგ კი წავიდა. _ ახლა, რა ვქნა, ჩემ გვერდით, რომ არ იქნები, როგორ გავძლო.- ამოიოხრა. – ცოტაც გაუძელით ბატონო დანიელ.- გავუცინე. - ბავშვს ლოყები დაუკოცნა და შემდეგ მეც ნაზად მაკოცა და წავიდა. ბავში დავაძინე და მეც გვერდით მივუწექი, როგორ შეიცვალა ყველაფერი ახლა ისევ ჩემებთან ვარ ჩემს ოთახში აქაურობა, როგორ მომენატრებია. ტელეფონი განათდა და ეკრანზე დანიელის ნიმერი გამოჩნდა. ,, გძინავს?,, ,, არა, არ მძინავს, ჯერ ახლა დავწექი, შენ რატომ არ გძინავს?,, ,, უშენოდ ვერ ვიძინებ მინდა, რომ სულ ჩემ გვერდით იყო.,,:( ,, ცოტაც გაუძელი:)),, ,, რა გაცინებს, გოგო?,, ,, არაფერი,, :))) ,, დამაცადე, ცოლად მოგიყვანო და მერე ნახე როგორ დაგსჯი.,, ,, მემუქრები?:)),, ,, არა, გაფრთხილებ,რომ იცოდე წინასწარ.,, ,, იცოდე, გადავიფიქრებ?:)),, ,, ჩემგან თავს ვეღარ დააღწევ.,, ,, კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ შენთან ერთად ვარ და დაგეძინება.,,- მართლაც ცოტახანში მისი ხმაც გაწყდა, როგორც ჩანს ჩემმა იდეამ გაჭრა მეც მალევე დამეძინა. ***** ტაძარში მივედით და მამა გიორგი მოვინახულე, როდესაც დამინახა მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. – დეა, შვილო დაბრუნდი?- თბილი ღიმილით მომიახლოვდა.- და თანაც მარტო არ ხარ.- დანიელზე მიმანიშნა. – ვხედავ, შეძელი სწორი გზის, პოვნა შვილო.- მიუგო დანიელს. – დიახ, მამაო , თქვენი რჩევა გავითვალისწინე. – ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა.- გაეცინა. – როგორ? – როგორ და ვგრძნობდი ამას შენ ერთს ამბობდი ამით გინდოდა, თავის მოტყუება და სხვებისიც, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდა მე ვინ ვარ მე სულიერი მოძღვარი ვარ და შესაბამისად ადამიანის შინაგან სამყაროს კარგად ვიცნობ. და კიდევ იმიტომ, რომ შენ არ მიეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას ვისაც სიძულვილი შეუძლიათ. – და შენც შვილო, ხედავ შეძელი შენს გრძნობებში გარკვევა.- მომიგო _ დიახ. – მიხარია. – მამაო, თქვენთან საქმე გვაქვს? – გისმენთ? – გვინდა, რომ ჯვარი შენ დაგვწერო და კიდევ ბავშვი მონათლო. – რა?? ბავშვი? – დიახ, ჩვენი შვილი.- მივუგე და ბავშვი კალათიდან ამოვიყვანე. – ეს პატარა თქვენი შვილია?- გაოცება ვერ დამალა მამაომ. – დიახ, მამაო აქედან რომ წავედი მალევე შევიტყვე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. _ რა სიურპრიზია, რა თქმა უნდა, ჯვარსაც დაგწერთ და ბავშვსაც მოგინათლავთ. როდის გეგმავთ, მითხარით რომ მზადება დავიწყო. – ორ კვირაში.- მიუგო დანიელმა – კარგი, შვილო მაშინ ორ კვირაში გელოდებით. ***** ისე მალე გავიდა ეს ორი კვირა, რომ ვერც გავიგეთ ისე მოახლოვდა ქორწილის დღეც თეთრი ლამაზად მოქარგული საპატარძლო კაბა მეცვა, სახეზე ნაზი მაკიაჟით. საკურთხეველთან მამაჩემმა მიმაცილა და ჩემი ხელი დანიელს გადასცა. – მემგონი, იმის თქმა აღარ არის საჭირო, რომ ჩემს შვილს გაუფრთხილდე.- მშვიდად მიუგო და გავიდა. საკურთხევლის წინ ვიდექით და მამაო ლოცვებს აღავლენსა ეს ისეთი ემოციური, პროცესი იყო, რომ თვალები ცრემლებით ამევსო, გულში უფალს მადლობას ვწირავდი ამ ბედნიერებისთვის, შევასრულეთ ყველა პროცესი და ფიციც დავდეთ. ჯვრის წერის შემდეგ ბავშვი მოვნათლეთ. მამაომ გვაკურთხა და გზა, დაგვილოცა ჯვრისწერის შემდეგ ხელიც მოვაწერეთ. ქორწილი არ გადაგვიხდია უბრალოდ ჯვარი ჯვარი დავიწერეთ და ხელი მოვაწერეთ. დედას ვთხოვე დევიდი სახლში წაეყვანა ,რადგან დაიღალა. ჩვენ კი, გასართობად წავედით, რა თქმა უნდა, სხვას რას წარმოიდგენდით იმ წყვილისგან, რომელიც დრიფტის მოყვარულია. გაგიგიათ ნეფე-პატარძალი ქორწილის, შემდეგ სადრიფტაოდ მიდოდნენ რაღაც არამგონია ასეთ სიგიჟეებს, მხოლოდ ჩვენგან გაიგებთ. საპატარძლო კაბით საჭეს მივუჯექი და დანელი გვერდით მომიჯდა იქ მე ვიდრიფტავე და ყველა შოკში იყო სანახაობით, შემდეგ ასეთი შოუ დავდგით შუვაში ვიდექით და დანიელმა ჰაერში დამატრიალა ჩვენს გარშემო კი bmw მანქანა ტრიალებდა საოცრებაიყო კარგი, დრო ვატარეთ ერთმანეთს შევეჯიბრეთ რბოლაში. – ერთი წლის წინ არ მომეცა თქვენი გაცნობის შანსი, ლამაზო იქნებ ახლა მაინც გამეცნოთ?- თვალი ჩამიკრა. – დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე დაგაგვიანდათ ბატონო.- გამეცინა. – როგორ თუ დამაგვიანდა?- შეიცხადა. – დიახ, დიახ მე უკვე გათხოვილი ვარ. _ ძალიან გიყვართ თქვენი მეუღლე? – დიახ. – ანუ შანსი არ მაქვს? _ ნწ.. – სამწუხაროა..- დანაღვლიანდა და ამაზე სიცილი ამიტყდა და ისიც ამყვა სიცილში. – გიჟი ხარ..-მივუგე სიცილით. – არაფერიც არ დამაგვინდა, ქალბატინო თქვენ უკვე ჩემი შვილის დედა ხართ და ჩემი ხართ სამუდამოდ, რადგან დღეს უფლის წინაშე ერთმანეთს შევფივეთ, რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით.-მითხა და თავისკენ მიმიზდა. – ჰოო. – დიახ,უკან დასახევი გზა, აღარ გაქვთ და არსად აღარ გაგიშვებ მეტი. – არსად წავალ, გპირდები სულ, რომ ცა ჩამოიქცეს და სამყარომ ზურგი მაქციოს ამის გამო მე შენთან დავრჩები, იცი რატომ? – რატომ? – იმიტომ, რომ შენ ხარ ჩემი პირველი და უკანასკვნელი სიყვარული, რომელიც გულის გავლით სულამდე მიყვარს ჩემი ამოსუნქვა ხარ ჩემი, ტკივილი და სიხარული ხარ. - ვეუბნებოდი ამ სიტყვებს და შევატყვე როგორ გაენაბა სახე ამის მოსმენისას. – შენ კი, ჩემი სიცოცხლე და მთელი სამყარო ხარ ჩემი გიჟი დრიფტის დედოფალი ხარ. - მითხრა და ძლიერ მიმიკრა გულში. – ხან და ხან მაშინებს ეს უზომო ბედნიერება..- დავიჩურჩულე. – რატომ? – არ ვიცი, მაგრამ ცუდად მაქვს დაცდილი.. – ნუ გეშენია, ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ არსაიდან დანიელის ყოფილი აისვეტა ჩვენს წინ იარაღით. – სარა აქ რას აკეთებ?! – რაიყო, არ მოელოდი ხომ ჩემს გამოჩენას არა? გეგონა მშვიდად დაქორწინდებოდი?!- შეშლილივით იქცეოდა. დანიელმა ხელი მომკიდა და უკან გამწია, თავად კი წინ გადამიდგა. –დანიელ…- წამოვიძახე. – ნუ გეშენია, ყველაფერი კარგად იქნება. – სარამ იარაღი გადატენა და დანიელს დაუმიზნა. – სარა, დააგდე იარაღი!- დაუყვირა. – არა, დღეს ყველაფერი დასრულდება, დანიელ თუ ჩემი არ იქნები არც სხვისი იქნები. -დავინახე როგორ მიიტანა თითი სასხლეტთან ვერ დავუშვებდი დანიელს, რამე მოსვლოდა, რადგან ამას ვერ გადავიტანდი. არ დავფიქრებულვარ ისე წამოვიძახე და გააფრთრებული გადავუდექი წინ მისკენ მიმართული ტყვია, მე მომხვდა ვიგრძენი როგორ მწვავედ შემოიჭრა ჩემს სხეულში და გულთან ახლოს გაიარა. წამიერად გამეყინა სხეული ხელი იმ ადგილზე მივიტანე და აცრემლებულმა დავხედე სიხლიან ხელს შემდეგ კი უღონოდ ჩავესვენე დანიელს მკლავებში. – დეაა, ეს რა გააკეთე რაა!- განწირული ყვიროდა. – და..ნი…ელ.- ძლივსღა ვსაუბრობდი. – ნუ ლაპარაკობ დეა,- ხელში ამიტაცა და სასწრაფოდ მანქანისკენ გამაქანა. – და..ნი..ელ. მინდა იცოდე, რომ მუდამ მეყვარები ეს იცოდე და ბავშვს მიხედე. – არა, შენ არსად წახვალ, არ მოქცემ უფლებას ჩემგან წახვიდე. – მაპატიე…- ესღა ამოვთქვი და გავითიშე. **** ცხოვრება კოშმარად მექცა. ჩვენი ქორწინება კი უბედურებად გადაიქცა, იმ დღის, შემდეგ თითქმის სამი თვე გავიდა და მას კი ისევ სძინავს და არ იღვიძებს დღეები დღეებს მისდევდა თვეები თვეებს და ასე უსასრულოდ გრძელდებოდა, მე კი კაცად აღარ ვვარგოდი ფიტულად ვიქეცი აღაც თავს ვუვლიდი. მის სასთუმალთან ვატარებდი მთელ დღეებს.ხან ისე გავიდოდა დრო საჭმელსაც კი არ ვჭამდი გული მტკივოდა, ვერ ვეგუებოდი ამას. ახლაც ჩაწითლებული თვალებით დავყურებდიბმის გაფითრებულ სახეს. – შენ უნდა იცოცხლო, დეა, ხომ დამპირდი, ხომ დამპირდი, რომ არ მიმატოვებდი მაშ რატომ არ ასრულებ შენს დანაპირებს რატომ? ხმამაღლა ვუყვიროდი. ყველა ძალიან განიცდიდა ამ ამბავს უკვე ყველას იმედი ეწურებოდა, მაგრამ მე ჯიუტად არ ვშორდებოდი, მის სხეულს ის დამპირდა, რომ არ მიმატოვებდა ამიტომ მას უნდა ებრძოლა უნდა ებრძოლა ჩვენი სიყვარულისთვის ჩვენი შვილისთვის. – დანიელ,შვილო გთხოვ ასე ნუ იტანჯავ თავს, მეც ძალიან მტკივა, გული ბოლობოლო.ჩემი შვილია, მაგრამ გთხოვ, უარესად ნუღარ მიკლავ გულს. შენც რაიმე არ დაგემართოს, თავს გაუფრთხილდი. – არ შემიძლია, ის ჩემი სიცოცხლეა მისით ვვარსებობ, მას რომ რამე დაემართოს ჩემს სიცოცხლესაც თან გაიყოლებს. იქამდე არ მოვშორდები სანამ გონს არ მოვა, მე მჯერა ის არ მიმატოვებს. – კარგი,მაგრამ გთხოვ ბავშვზეც იფიქრე ასე, თუ გააგრძელებ მალე ბავშვი დედასაც დაკარრგავს და მამასაც და ეს გინდა?!-მითხრა დანიელის მამამ. – არ დაობლდება. - მტკიცედ მივუგე და ისევ მასთან მივედი. – გესმის დეა, რას ამბობენ შენზე ისინი ფიქრობენ, რომ შენ ვერ გაიღვიძებ, გთხოვ გონს მოდი და გაახილე თვალები, შეასრულე შენი დანაპირები რატომ მტანჯავ ასე?- ავტირდი დიახ, ავტირდი დღე არ გავიდოდა, რომ არ მეტირა ცრემლებით. მეტი აღარ შემეძლო. მისი ხელი მქონდა მოქცეული ჩემსაში თვალები მქონდა დახუჭული და თავი მის ფეხებთან მედო, როდესაც ვიგრძენი როგორ აამოძარავა ხელი დაფეთებულუ წამოვყავი თავი და მას დავხედე აშკარად ხელს ამოძრავებდა თვალებს ვერ ვუჯერებდი ცოტახნის შემდეგ თვალები გაახილა და მე გამომხედა. – და…ნი..ელ…- ჩურჩულით მომიგო. – დეა, შენ გაიღვიძე… ვერ ვიჯერებ.- აცრემლებულმა წამოვიძახე. სევდიანი მზერით მიმზერდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მოულოდნელად ისეც ცუდად გახდა აპარატმი საშინლად აწკრიალდა და მანაც მძიმედ დაიწყო სუნთქვა. –ექიმო! დავუყვირე. _ რა მოხდა?- შემოვარდა პალატაში – გთხოვთ რამე იღონეთ, ეს წუთია გონს მოვიდა, მაგრამ ისევ რაღაც დაემართა გთხოვთ გადაარჩინეთ. _ გარეთ, მოიცადეთ.-მითხრა და მეც გარეღ გავედი ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს დავინახე, როგორ ჩართეს ელექტრო შოკი და რამდენჯერმე დაარტყეს. გული მიკვდებოდა ვერ ვუყურებდი ამას. – მიდი, დეა შენ კარგად უნდა იყო გესმის.- გულში ვიმეორებდი. ცოტახანში ექიმო გამოვიდა ოთახიდან. – ექიმო, როგორ არის? გთხოვთ მითხარით რომ კარგადაა? – სასწაულია, მისი გადარჩენის შანსები თითქმის აღარ იყო, რადგან ტყვიამ გულის არეში გაიარა, მაგრამ სასწაულად გადარჩა, ეტყობა, ძალიან ძლიერი გოგონაა. – ანუ? – ყველაფერმა, ჩაიარა კარგად არის ნუღელავთ უბრალოდ რომ გაიღვიძა, ცუდად გახდა, ეს ნორმალურია, ახლა დამამშვიდებელი გავუკეთე და 15 წუთში უკვე პალატაში გადავიყვანთ სადაც შეგიძლიათ ნახოთ. – მადლობა ღმერთს, მადლობა ექიმო..- ექიმი ღიმილით დამემშვიდობა და წავიდა. ყველას გავაგებინე ახალი ამბავი. მალევე გადაიყვანეს და მეც მასთან შევედი მოუთმენლად ველოდი მის გაღვიძებას. – დანიელ… – გაიღვიძე, ჩემო სიცოცხლევ..- მის მისუსტებულ სახეზე ნაზად ვაკოცე. – დიდხანს მეძინა? –სამი თვე. – მაპატიე…- ამოიტირა.- მაპატიე, რომ განერვიულე. – არაუშავს, მთავარია ახლა ჩემთან ხარ. იცი, როგორ შემეშინდა მეგონა, ვეღარ გნახავდი, მაგრამ მჯეროდა რომ გაიღვიძებდი. – ხომ დაგპირდი, რომ არ მიგატოვებდი.- სუსტად გამიღიმა. –მიყვარხარ. – მე უფრო, მიყვარხარ. ***** არ არსებობს ადამიანის ცხოვრება განსაცდელების გარეშე. ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ, სანამ აქამდე მოვიდოდით ბევრი ტკივილი იყო იმედ გაცრუებაც უნდობლობაც, უსუსურობა, უძლურებაც ხანდა ხან არ გვესმოდა, რატომ ხდებოდა ეს ჩვენ თავს, უფალს ვუბრაზდებოდით იმის გამო, რომ ასე გვტანჯავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მასთან ვბრუნდებოდით ალბათ ასე იყო საჭირო ასე უნდა მომხდარიყო, და ეს ყველაფერი უნდა გაგვევლო ორი წელი გავიდა, ჩვენი ქორწინებბიდან. დანიელი ისეთი კარგი, მეუღლე და მამა გამოდგა, რომ არ ვიცი, ძალიან მზრუნველი და თბილი ადამიანია, ამ ორი წლის მანძილზე ერთხელაც არ გვიჩხუბია, მახსენდება მისი სიტყვები, რომ მითხრა მე უფლისგან ვარ მოგზავნილიო, ასეც არის იცით, პირველივე დღიდან შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. სიყვარული ხომ დაუკითხავად მოდის ჩვენს ცხოვრებაში ისე რომ არც გეკითხება გინდა ეს შენ თუ არა. ჩვენი პატარაც უკვე მესამე წელშია, რა მალე გადის დრო ახლა კი ვდგავართ ტაძრის წინ მან არ იცის, მაგრამ მისთვის სიურპრიზი მაქვს. – დანიელ. _ ჰო. - გამომხედა ღიმილით. – რაღაც მინდა გითხრა… – გისმენ ჩემო, სიხარულო? – მალე მამა გახდები.- ერთი ამოსუნთქვით მივაყარე სიტყვები და მის რეაქციას დავაკვირდი თავიდან დაიბნა, შემდეგ კი, გაღიმებული სახით შემომხედა. – რა? მართლა? – ჰო, მალე ისევ მამა გახდები.- აცრემლებული თვალებით მივუგე. მან ხელში ამიყვანა და დამამბზრილა. –ანუ ისევ მამა ვხდები? – ჰო… – ხომ იცი, როგორია სიყვარული? – როგორი?- მითხრა მან. – სიყვარული თავად არს ღმერთი… – და თუ სიყვარული შენთან არს… – შენთან არის ღმერთიც… ეს იყო ჩვენი სიყვარულის ისტორია, რომელმაც გაიმარჯვა ბოროტებაზე, სიყვარული მართავს სამყაროს, ამით ჩვენი ისტორია, მთავრდება, მინდოდა თქვენც გაგეგოთ ეს ამბავი და სხვებისთვისაც დამენახებინა ამით გადმოვევი ყველა განცდა რაც გამოვიარეთ მინდა გითხრათ, რომ რა სირთულეების წინაშეც არ უნდა იყოთ იმედი და რწმენა არასდროს დაკარგოთ და იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.