ზოგჯერ წინ გვყავს(17)
17 თავი – არც მე მოველოდი ამას, მაგრამ ყველაფერი სხვა გავარად წავიდა. ჩვენ, რაც არ უნდა გვინდოდეს, ყველაფერი მაინც თავის გზით წავა, რადგან ყველაფერი უფლის ხელშია.- მომიგო. – ჰო... – ხო.- ხელი ჩამკიდა და მისკენ მიმიზიდა სახიდან თმები გადამიწია და თვალებში ჩამხედა. ისევ იგივე მზერით, როგორც ადრე დამიწყო თვალებში ყურება, თითქოს ცდილობდა უფრო ღრმად შემოჭრილიყო ჩემს სულში. ყველაზე მეტად რა მიყვარს იცით, მისი ალერსიანი და უზომოდ თბილი მზერა, რომელიც სიყვარულს აფრქვევს ახლა ზუსტად ასეთი თვალებით მიმზერდა. არაფერი უთქვამს უბრალოდ შუბლზე მაკოცა და გულში მიმიკრა. თვალები დავხუჭე და მის გულზე მივეკარი. ვუსმენდი მის გულის ცემას, რომელსაც ბაგა- ბუგი გაუდიოდა. მისი არომატი ეს ცალკე მაბრუებდა. მჭიდროდ ვყავდი გულში ჩაკრული და არ მიშვებდა. – დეა..! – უმ.. – მიყვარხარ!- ჩამჩურჩულა ყურთან და ყურის ბიბილოსთან მაკოცა მის შეხებისას დამბურძგლა. – მეც ..- ამოვთქვი სუსუტი ხმით.- გთხოვ სულ ჩემ გვერდით იყავი. – მე არსად არ ვაპირებ წასვლას, თუ შენ არ გამაგდეგ. – არ გამაგდებ.- გაეცინა. – დეა ..! _ ჰო.. – მემგონი, ბავშვის არსებობა სულ დაგვავიწყდა ჩვენ.- გაეცინა. – ვაიმე, ბავშვი სულ დამავიწყდა.- მას მოვცილდი და ბავშვისკენ წავედი. ეს ბავშვი გადამრევს ასე მშვიდად როგორ არის?- გამეცინა. – არ უნდა, რომ დედიკოს და მამიკოს ხელი შეუშალოს. – ხო. კარგი სახლში წავიდეთ უკვე გვიანია.- ვუთხარი და სალში წავედით. _ აქ ცხოვრობ?- მკითხა და სახლი დაათვალიერა. – ხო. წავალ ბავშვს დავაძინებ და მოვალ.- ოთახში ავიყვანე გამოვუცვალე და დავაძინე. – დაიძინა?- მკითხა როდესაც ოთახში შევედი. – ხო, ტბილად დაეძინა.- გავუღიმე და სამზარეულოში გავედი ისიც უკან გამომყვა, უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს მის გვერდით . – რას მიირთმევ?- ვკითხე. _ რასაც შენ შეჭამ იმას. – კარგი, მაშინ პასტას გავაკეთებ.- ვუთხარი და მომზადება დავიწყე. მთელი ეს დრო თვალს არ მაშორებდა და მაკვირდებოდა. მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ასე აეწყო ყველაფერი თავი სიზმარში მეგონა. ფიქრებში ისე გავერთე ვერც კი შევნიშნე წყალი ისე ადუღდა ეს ადუღებული წყალი სადცაა გადმოვიდოდა, რომ დანიელი სწრაფად მომიახლოვდა და გაზქურა გამორთო. – ფრთხილად!- წამოიძახა და გვერდით გამომიყვანა.- კარგად ხარ, ხომ არ დაიწვი?- აღელვებულმა მომიგო. – კარგად ვარ.- დაბნეულმა ამოვთქვი. – რა მოგივიდა, სად დაფრინავდი დეა, კინაღამ ხელი დაიწვი?!- წარბაწევით მომიგო. – არვიცი, უბრალოდ ჩავფიქრდი... – მემგონი, ვხვდები რატომაც ხარ ასე.- ეშმაკურად ამითამაშა წარბები.- მე აგაფორიაქე არა? – ჰო... – შემოვიჭერი და ავურიე ყველაფერი ისევ. _ არა, უბრალოდ ცოტა დაბნეული ვარ. მგონია, რომ სიზმარში ვარ და... აუჩ მეტკინა .- წამოვიძახე, როდესაც მან მხარზე მიფჩვნიტა. – კარგი, მომიტევეთ ქალბატონო, აქ იყავი მე მოვამზადებ ვახშამს. – შენ? _ ხო რა იყო, შენ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება ქალბატონო. –კარგი. მჯერა შენი.- დანიელმა პასტა გაამზადა შემდეგ სუფრა გააწყო და სუფრასფან მიმიპატიჟა. - აბა,ერთი გავსინჯო, რა გააკეთე.- როდესაც გავსინჯე ძალიან მომეწონა. – აბა, როგორ მოგწონს? – ყოჩაღ, ძალიან გემრიელია. ბატონო დანიელ.. – მადლობა გეთაყვა.- გაეცინა. – მასხარა ხარ რა.- გამეცინა მეც. ყველაფერს, რომ მოვრჩით სამზარეულო მივალაგეთ და მისაღებში გავედით დივანზე დავსხედით. მან თავისკენ მიმიზიდა და მომეხვია. – ახლა რა იქნება? – რა უნდა იყოს? როგორც კი აქედან ჩავალთ მაშინვე ჯვარს დავიწერთ და ხელს მოვაწერთ. ერთი წუთითაც კი აღარ მინდა შენგან შორს ყოფნა. –ჰო..- ავხედე მას. – ხო, ქალბატონო. _ მოდი, რამეს ვუყუროთ არ გინდა? – კარგი და რას? – მოვიფიქრებ რაიმეს. ბოლოს არჩევანი ნიკოლას სპარკსის დღიურზე შევაჩერეთ. ძალიან კარგი, ფილმი იყო არაფრით არ ჩამოუვარდებოდა წიგნს. ბოლო მომენტზე ვიყავით უკვე, როდესაც ავღნავლდი დანიელი კი გაოცებული სახით მიყურებდა. – რა გატირებს გოგო?- გაეცინა. – რა საყვარლად მორჩა, ბოლოს ორივე ერთად დარჩა.- ვსლუკუნებდი. – მერე ამის გამო ტირი? _ ჰო..- ამოვიკნავლე. -ნეტა ჩვენი დასასრული როგორი იქნება? _ როგორი გინდა, რომ იყოს? – მინდა, რომ სულ ერთად ვიყოთ სიკვდილის შემდეგაც კი. – ხოდა ვიქნებით.- ცერა თითით ცრემლები მომწმინდა და გულში ჩამიკრა.- აუცილებლად ვიქნებით ჩემი ხომ გჯერა? –საკუთარ თავზე მეტადაც კი.- მივუგე მე. იგი ჩემკენ გადმოიხარა და ჩემს ბაგეებს ეამბორა ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა. მისი შეხება, უბრალოდ მაგიჟებდა ერთიანად მბურძგლიდა ტანში. – დანიელ..!- მოულოდნელად გავაჩერე. – ხო. – ხომ არ დაგავიწყდა, დაქორწინებულები, რომ არ ვართ?- წამოვროშე მოულოდნელად მან კი თავი ამოწია და გაოგნებულმა გამომხედა. – რაა?. – ხო რა იყო, ჩვენ ხომ ჯერ ცოლ- ქმარი არ ვართ? – სერიოზულად დეა, ანუ მაშინ, როდესაც ერთად გავატარეთ ღამე მაშინ ასეთი პრეტენზია არ გქონია? – მაშინ სხვა გზა, არ მქონდა. – კარგი, ერთი რას მელაპარაკები, კარგად იყავი განაბული. – რა დამპალი ხარ.- დავეჯღანე. – ჩვენ ისედაც ცოლ-ქმარი ვართ. – როგორ? _ რაღა, როგორ აგერ შვილი გვყავს და მშობლები ვართ უკვე, არაფორმალურად უკვე ოჯახი ვართ, აქედან როგორც კი ჩავალთ მელევე ვიქორწინებთ და მაშინ თავს ვეღარ დაიძვრენ იცოდე.- მომიგო და გულში ჩამიკრა. _ მაპატიე... – კარგი, რა დეა ეს სიტყვა აღარ მიხსენო, თორემ ვიჩხუბებთ მე და შენ. – კარგი, მაპ..- უცბად გავჩერდი. ოთახში ავედით დასაძინებლად ერთ საწოლში ვიწექით ჩახუტებულები. ღამის ორ საათზე ბავშვს გაეღვიძა. ვიფიქრე მასთან მივალ- თქო, მაგრამ დანიელმა უკან დამაბრუნა. – იყავი მე მივალ.- მითხრა და ბავშვი საწოლიდან ამოიყვანა. ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო მამა- შვილი გულში ჰყავდა ჩაკრული და აძინებდა მათ შემყურე მეღიმება. რა საშინელი ადამიანი ვარ, როგორ დავუმალე მას ბავშვის ამბავი. როგორ სიყვარულით სავსე თვალებით უცქერს. ისევ საწოლში დააბრუნა და ჩემკენ წამოვიდა. – რა მოხდა? - მკითხა გაოცებულმა. – მაპატიე... – დეა, ისევ... – მაპატიე, მაპატიე, რომ დაგიმალე ბავშვის არსებობა. – ძალიან გთხოვ აღარ იტირო, მე ყველაფერი დიდიხანია გაპატიე, უკვე დაივიწყე წარსული კარგი, ნუღარ ფიქრობ ამაზე. არაუშავს ახლა ხომ ვნახე და მომავალში კიდევ გვეყოლება შვილები და მის დაბადებას დავესწრები. აღარ იტირო, ხომ იცი ვერ ვიტან ქალი, რომ ტირის. – რატომ ხარ ასეთი? – ასეთი, როგორი? – ასეთი კარგი, რით დავიმსახურე შენი თავი. _ არ ვიცი.- გაეცინა მას და გულში ჩამიკრა. – სახლში დაბრუნების მეშინია...- წამოვიძახე. – რატომ?- გაუკვირდა – ჩემების რეაქციის მეშინია იმ დღეს ერეკლეს დავურეკე და გული მომეწურა ისე მელაპარაკა.- ჩამწყდარი ხმით ამოვთქვი. – აბა, რა იქნებოდა, დეა ისე წახვედი არავინ გააფრთხილე კარგი მე ჯანდაბას, მაგრამ მათზე რატომ არ იფიქრე იცი რა გამოიარეს..- მშვიდი ხმით მომიგო მან. – საშინელი ადამიანი ვარ, ყველა დავივიწყე.- ისევ ამიცრემლიანდა თვალები. – საშინელი არ ხარ უბრალოდ არ დაფიქრდი რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას.- გამიღიმა და თვალებიდან ცრემლები მომწმინდა.- ნუ დარდობ ამაზე, როდესაც გნახავენ მაშინვე გადაუვლით წყენა და ბრაზი. ცოტას გაგიბრაზდებიან მერე კი შეგირიგდებიან თან დევიდს, რომ ნახავენ გაგიჟდებიან.- გაეცინა. – ხო... – ჰო, ასე რომ ნუღარ, ფიქრობ ამაზე და მოდი ჩემთან.- მითხრა და თავისკენ მიმიზიდა. გულში ჩამიკრა საოცრად მამშვიდებდა მისი სიახლოვე, როდრსაც მისი გულისცემა მელოდიასავით ჩამესმოდა ყურში. მაოცებდა მისი ეს დიდსულოვნება და გულისხმიერება. _ დანიელ...- ამოვილაპარაკე მის გულზე. – ჰო. – მადლობა, რომ ჩემთან ხარ და მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ. სხვა ალბათ შემიძულებდა, მაგრამ..შენ, შენ არ შემიძულე. – მე სხვა არ ვარ დეა, ვიყავი გაბრაზებული მინდოდა შენი გულიდან ამოგლეჯვა და დავიწყება,თუმცა ყველაფერი ამაო იყო. რაც შეეხება შენ პატიებას, მე ასეთი ადამიანი არ ვარ. მამა გიორგიმ იცი რა მითხრა წამოსვლის წინ. – რა?- ვკითხე ინტერესით. – ის, რომ სიტვაციას ერთი შეხედვით ნუ შეაფასებო გახსოვდეს, რომ რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებაო... – და როგორ ფიქრობ შეიცვალა?- ღიმილით ვკითხე. – გაინტერესებს შეიცავალა, თუ არა ?- მაცდურად გადმომხედა და ვნებიანად დაეწაფა ჩემს ბაგეებს. ზედმეტი არაფერი გაუკეთებია ამის შემდეგ ტკბილად ვაგვეძინა. საოცარია ეს სამყარო და უფლის სასწაულები, დაიჯერეთ რომ არსებობს უფლის სასწაულები, მისი სასწაულები,რომ ახდეს ამისთვის რწმენა, მოთმინება და იმედია საჭირო უფლის. გულის სიღრმეში, ყოველთვის მქონდა იმედი და მწამდა, რომ ჩვენ ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს და ერთად ვიქნებოდით ასეც მოხდა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმით რომ კვლავ მომეცვა იმის ბედნიერება ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვყოფილიყავი. **** საღამო იყო მე და დეა კუნძულის ქუჩებში ვსეირნობდი ბავშვი დამხმარეს დავუტოვეთ, დამხმარე საიდან გაჩნდა აქ? ბატონ რობერტს შევუთანხმდი , რომ ჩვენთან დხმარე ქალი გამოეშვა, რადგან დღეს დეასთვის სიურპრიზს ვაწყობდი. ახლა მან არ იცის, თუ რას ვუზმადებ მას ვთხოვე გარეთ გაგვესეირნა და ისიც დამთანხმდა. ღამის კუნძულზე ვსეირნობდით, შემდეგ სანაპიროზე კონცერტი იყო გამართული ესეც რა თქმა უნდაზ გეგმის ნაწილი იყო. ჩემი ბიჭები ჩამოვიყვანე და კონცერტი მოვაწყვე. სცენის წინ დავაყენე და შემდეგ სცენაზე ავედი და ხელში გიტარა მოვიმარჯვე. სიმღერა დავიწყე შევნიშნე, თვალები როგორ აუწყლიანდა გაღიმებული მიყურებდა, როდესაც სიმღერა დავასრულე სცენიდან ჩამოვხტი დეას ხელი ჩავკიდე და იახტისკენ წავიყვანე. გაოცებული თვალებით მიყურებდა. – რა ხდება დანიელ?- მკითხა გაკვირვებულმა. – ნახავ, ჩემო სიყვარულო.- გავუღიმე და შემდეგ მის წინ მუხლი მოვიდრიკე ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოვიღე და მას მივმართე. – დეა, გახდები ჩემი ცოლი და იქნები ჭირსა თუ ლხინში იქამდე სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. ვიცი ცოტა უცნაურად აეწყო ყველაფერი, მაგრამ ახლა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ისიც ვიცი, რომ მაინც გამომყვები ცოლად, მაგრამ მაინც გეკითხები? – რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, რომ გამოგგყვები? – ვიცი, რადგან მეტი აღარსად აღარ გაგიშვებ. - გამომყვები? – დიახ, ბატონო, დანიელ თანახა ვარ ვიყო თქვენი ცოლი სიცოცხლის ბოლო წუთამდე.- მომიგო მან და მომეხვია. – მიყვარხარ.. – მეც.- ჩამჩურჩულა ყურში. ....... ესეც ახალი თავი დასკვნითი თავს, ხვალ შემოგთავაზებთ. წაიკითხეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.