მდინარეში ნაპოვნი სიყვარული (თავი 4)
გოგო უცებ გაემზადა და კორპუსიდან გავიდა. მაშინვე შეამჩნია ამირანის მანქანა და იმ მხარეს წავიდა. ბიჭმაც შეამჩნია და მისასალმებლად გადმოვიდა. –კიდევ ერთხელ ბოდიში, რომ გაგაღვიძე. –არაუშავს, ისედაც უნდა ავმდგარიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი გვაქვს, მერე ისანში უნდა გავიდე, რომ არ დავაგვიანო. –მე წაგიყვან, თან ვისაუბროთ. –არა, არ შეგაწუხებ. –რა შეწუხებაა, თან დანაშაულსაც გამოვისყიდი. –კარგი მაშინ. –ასე მალე რომ გიწევს დაბრუნება ცუდია. –ჰო. ცოტახნით კიდევ ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ დედაჩემს დახმარება სჭირდება, მარტო ვერ გაუმკლავდება ყველაფერს. –ცუდად ხომ არაა? –არა, არა. იცი, ჩემი ნათესავები ნორვეგიიდან ჩამოდიან სტუმრად და დედას დახმარება სჭირდება. სახლი უნდა მოაწესრიგოს, ოთახები გაამზადოს, საჭმელი, ყველაფერი. ჩემს გარეშე გაუჭირდება. სტუმრებს თბილისში დავხვდები და შემდეგ ერთად წავალთ კახეთში. –გასაგებია. მოკლედ შორიდან შემოვლა არ მინდა, პირდაპირ გეტყვი ყველაფერს. იცი, მაშინაც კახეთში და ბანკეტზეც, აჩიკოს ქცევები ძალიან ცუდად ჩამრჩა გონებაში და ტვინიდან ვეღარ ამოვიგდე. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, რაღაცეების გარკვევა გადავწყვიტე. ძალიან კარგად ვიცი, რომ არანაირი უფლება არ მქონდა მასთან დაკავშირებთ , მაგრამ მართლა სულ ამაზე მეფიქრებოდა. –მერე რა გაარკვიე? იმედია შენს პასუხისმგებლობებს არ გადააჭარბე. –არა, არაფერი მსგავსი. უბრალოდ მე და მას ერთი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. მისი დახმარებით გავარკვიე დეტალები და გადავწყვიტე შენთვისაც მეთქვა. რაც მეტი გავიგე მის პირადზე და ხასიათებზე, მით უფრო დავრწმუნდი, რომ შენთან არაფერი საერთო არ აქვს, გარდა იმ სულელური ახირებისა. –ამირან, მადლობა, რომ ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანე, მაგრამ მისი ხასიათების უკეთ ცოდნა არაფერს შეცვლის. მან უბრალოდ ამიკვიატა და გაუვლის. იმედია.. –იმაში რომ აგიკვიატა მართალი ხარ სესილი, მაგრამ არ გაუვლის დამიჯერე. აჩიკო ახლა გეჩვენება ასეთი. უფრო სწორედ ასე აჩვენებს თავს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გრძელი კლანჭები აქვს. რომელსაც მაშინვე გამოაჩენს, როგორც შეეწინააღმდეგები. –ალბათ მართალი ხარ, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო? რამდენჯერმე ზედიზედ აწკარუნდა სესილის ტელეფონი და გოგოც ჯიუტად უთიშავდა. –რატომ არ პასუხობ? –ახლა არი არ აქვს, ნერვები უნდა ამიშალოს. –და ასე გაცხარებით რატომ გირეკავს? –იმიტომ, რომ გაბრაზებულია. გავაბრაზე, რადგან დამშვიდობების გარეშე წამოვედი. ცეკვავდა, ერთობოდა, მე გაბრაზებული ვიყავი და მისი ნერვები არ მქონდა. თანაც, რომ მეთქვა თან გამომყვებოდა, რაც არ მინდოდა. –აჩიკომ გაგაბრაზა? –ჰო, მაგრამ იქითაა განაწყენებული. წამეჩხუბა ბანკეტზე და ნერვები დამაწყვიტა. ახლაც იმიტომ მირეკავს, რომ მეწუწუნოს და დამტუქსოს. –ეგ მაშინ მოხდა აივნიდან რომ დავბრუნდით და შენ ცოტახანში ისევ გარეთ გახვედი არა? მერე ისიც თან გამოგყვა და გაბრაზებული შემოვიდა. –ჰო მაშინ. –სესილი ჩემს გამო გეჩხუბა? –რა? არა შენ რა შუაში ხარ. –ვერ მომატყუებ, მართალს ვამბობ. რა იდიოტია. –ახლა მე რა უნდა ვქნა? ვუპასუხო და მაპატიოს ცოდვანი ჩემნი, თუ დავაცადო კლანჭების გამოჩენა? –მეორე ვარიანტი უკეთესია, ასე უფრო მარტივად მოიშორებ, თან გვეცოდინება სადამდე შეუძლია შეტოპვა. ეგეც რომ არა, შენ ქალაქში არ იქნები და საფრთხე არ დაგემუქრება. –მართალია. –ძებნას დაგიწყებს. შენს გოგოებს უთხარი, იმას გადასცენ, რომ გასული ხარ, მაგრამ არ იციან სად. ასე ჯობია, თორემ ისევ ჩამოგაკითხავს შენებთან. –ჰო ეგ არ მინდა. მადლობა ამირან მართლა დამეხმარე. –არაფერი გამიკეთებია ისეთი. სესილი იცი, მე შემეძლო, რომ ეს ყველაფერი შენი ჩარევის გარეშე მომეგვარებინა და აჩიკო საერთოდ გამექრო, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე შენთვის ამ ყველაფრის თქმა. –სწორედ მოიქეცი ამირან. მადლობა, რომ გამითვალისწინე. –მე ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი, რომ არ გედარდა. შენც იცი, რომ მე ვიღაცის გაქილიკების ფასად შენთან ქულების დაწერა არ მჭირდება. ეს იცოდე კარგი? და არ ინერვიულო, მოვაგვარებთ. –არ ვიცი ჩემი მადლიერება როგორ გამოვხატო. –არ გამოხატო სესილი, მე ეგ არ მჭირდება. კარგი დრო გაატარე კახეთში და ყველაფრის მიუხედავად თუ აჩიკო რამეს მოიმოქმედებს დამირეკე. მე შენი დახმარება მინდა სესილი. –კარგი, რადგან მადლობის თქმას მიშლი, გადავალ. წუთი წუთზე მოვა ავტობუსი. ნახვამდის ამირან. –მშვიდობიანი მგზავრობა სესილი. გოგო მთელი გზა მომხდარზე ფიქრობდა. მართლა ძალიან მადლიერი იყო ამირანის ყველაფერი რომ გააგებინა. რამდენიმე საათში ჩავიდა სოფელში და მშობლები მოიკითხა. დღე ნახევარი ჰქონდათ ყველაფრის მოსასწრებლად. ცოტა დაისვენა სესილიმ, ისადილა და შემდეგ დედასთან ერთად შეუდგა სახლის ძირფესვიანად დალაგებას. მეორე დღით ოთახები მოამზადეს სტუმრებისთვის და ცივი კერძები. სამშაბათს პირველივე რეისს გაჰყვა და სახლში შეიარა. სტუმრები გვიან ღამე ჩამოვიდოდნენ და მანამდე დასვენება და გოგონების ნახვა უნდოდა. პატარა კაფეში დასხდნენ მეგობრები და ერთმანეთი მოიკითხეს. სესილიმ პირდაპირ ვერ კითხა აჩიკოზე, მაგრამ ანანო თვითონვე მივიდა ამ საკითხამდე. –აჩიკო გიჟივით გეძებდა სესილი, მაგრამ შენ როგორც გვითხარი ისე მოვიქეცით. ახლაც არ ვეტყვით ჩამოსული რომ იყავი, მაგრამ რა ხდება? –ვიკამათეთ გოგოებო და ჩემზეა გაბრაზებული. ამიტომ მეძებს. თქვენ ხომ იცით არა, რომ მე მასთან არაფერი მაკავშირებს. დროა უკვე რამე მოვიმოქმედო. აღარ მინდა აჩიკოსთან საუბარი და არც მისი ნახვა. –როგორც შენ იტყვი სესილი. გოგონებმა კიდევ ბევრი ისაუბრეს და შემდეგ სესილი აეროპორტში წავიდა ნათესავების დასახვედრად. ცოტა ქალაქში გაისეირნეს მონატრებულმა ემიგრანტებმა, შემდეგ კი კახეთისკენ გაუდგნენ გზას. მთელი ღამე ენთო შუქი სიდამონიძეების ოჯახში. მეორე დღითაც კარგად მოულხინეს მონატრებულმა ნათესავებმა. ერთი კვირა ძალიან კარგად გაატარა სესილიმ. ბევრ ადგილას იყვნენ ყველანი ერთდ. თელავში იყვნენ, სიღნაღში, ყვარელში, მართლა კარგი დრო ატარეს. ერთი კვირის თავზე გააცილეს სტუმრები და ნორვეგიაში მიპატიჟება დაიმსახურეს. ამ კვირის მანძილზე რამდენჯერმე დარეკა აჩიკომ, მაგრამ ბოლო დროს ზარები შეწყდა. სესილი ქალაქში წავიდა. მეგობრებთან ერთად დროის გატარება უნდოდა და აჩიკოს ხელის შეშლის უფლებას არ მისცემდა. თანაც აჩიკოს კლანჭები ცოტათი მაინც უნდა გამოეჩინა. გოგოს ცხადია ერჩია ყველაფერი უპრობლემოდ მოგვარებულიყო, მაგრამ მიხვდა, რომ ეს არ გამოვიდოდა. უპირობოდ მიენდო ამირანს, რაც სხვებთან არ ახასიათებდა. თითქოს შინაგანად გრძნობდა სესილი, რომ ამ ბიჭის ნდობა შეიძლებოდა. სამი დღე სრულ იდილიაში გაატარა. გოგონებთან ერთად სეირნობდა, ყავას სვამდა, საუბრობდა. შემდეგ აჩიკოც გამოჩნდა მის კართან. სესილი მარტო იყო და კარის გაღება ვერ გაბედა. ბიჭი ძალიან გაღიზიანებული ჩანდა და ასეც ვერ გარისკავდა. მეორე დღეს კაფეში გადააწყდნენ ერთმანეთს და სესილი ვეღარ გაიქცეოდა. –სად იყავი სესილი? ბანკეტის მერე გირეკავ და არსად ჩანხარ. გოგონებმა მითხრეს, რომ არ იცოდნენ შენი ადგილმდებარეობა, მაგრამ ვიცი, რომ ტყუილი თქვეს. აბა გისმენ, სად გამექეცი და რატომ. –მე არსად არ გავქცეულვარ აჩიკო, მითუმეტეს შენგან. რაც შეეხებათ გოგონებს, მათ იცოდნენ, რომ ქალაქიდან გასული ვიყავი. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს ხან სად ვიყავი და ხან სად. ასე რომ, მათ ეს ვერ ეცოდინებოდათ. –და თუ არ გამექეცი, ზარებს რატომ არ პასუხობდი? –ძალიან მარტივი მიზეზით აჩიკო, არ მინდოდა. შენ ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას, რადგან ვთვლი, რომ დამნაშავე არ ვარ. –კი, გაბრაზებული ვარ. სამი წელი ვცილობდი შენი ყურადღების მიქცევას, შენთან დაახლოებას და მიუხედავად ამისა, შენ ზედაც არ მიყურებ. ეს ძალიან მაბრაზებს. ჩვენ ხომ ვმეგობრობდით არა? რატომ არ გინდა ჩემთან დაახლოება გამაგებინე. –აჩიკო, მე და შენ ვმეგობრობდით, მართალი ხარ, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს შორის უფრო მეტს, მე არასდროს მნდომებია შენთან ასეთი ურთიერთობა. შენ ნამდვილად ვერ დამადანაშაულებ იმაში, რომ მე იმედებს გაძლევდი ან გიყენებდი. ჩვენ ვმეგობრობდით იმიტომ, რომ საერთო სამეგობრო წერ გვყავდა. სულ ესაა. –ნუ მეუბნები ასეთ რაღაცეებს. შენ მშვენივრად იცი, რომ მე მომწონხარ და ამის მიუხედავად ასე მამცირებ. გგონია ამას მოვითმენ? იმედებს არ მაძლევდი, მაგრამ არც უარი გითქვამს. საერთოდ არაფერს იმჩნევდი. –შენ მე არ მოგწონვარ აჩიკო, უბრალოდ მიზნად გექცა ჩემთან ურთიერთობის დაწყება და სავარაუდო ამას მიაღწევ თუ არა მიხვდები, რომ არ მოგწონვარ. ამომიჩემე და ამას ვერ ხვდები. მე შენ არ გამცირებ, დამცირება ის იქნებოდა, რომ შენთვის უარი მეთქვა, შეურაცხყოფა მომეყენებინა და შემერცხვინე. ცუმად იმიტომ ვიყავი, რომ მეგონა მიხვდებოდი ყველაფერს. –მაგ შენი ლამაზი საუბრით ვერ მომთაფლავ სესილი. –არც ვცდილობ. ახლა ყველაფერი შეიცვალა აჩიკო. შენ შენს გზაზე წახვალ, მე ჩემს გზაზე. –რა შეიცვალა მაინც? აქამდე არაფერს ამბობდი და ახლა ალაპარაკდი? –შენ უნივერსიტეტი დაამთავრე და შესაბამისად ჩვენ ისე ხშირად ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს. როცა შევხვდებით, ერთმანეთს მოვიკითხავთ და ამით დამთავრდება. მეტი არაფერი არ იქნება ჩვენს შორის. სულ ამის თქმა მინდოდა. –მე ასე არ გავჩერდები იცოდე. არ ვიცი შენთვის რა შეიცვალა და რა არა, მაგრამ მოვიკითხავთ ერთმანეთს ჩემთვის დამაკმაყოფილებელი არაა და ყვლაფერს გავაკეთებ, რომ ხელში ჩაგიგდო. –ხედავ აჩიკო? შენ ჩემზე ისე ლაპარაკობ, გეგონება უსულო ნივთი ვიყო. ამ ბრძოლას გამარჯვებული არ ეყოლება, რადგან არც იარსებებს. მე და შენ არაფერი გვაკავშირებს და დროა ეს გაიაზრო. ძალიან გთხოვ, პატივი სცე ჩემს გადაწყვეტილებას და მოიქცე ისე, როგორც ეს ნორმალურ ადამიანს შეეფერება. თავს ნუ დაიმცირებ აჩიკო, არ გიღირს. –ანუ ესაა შენი ბოლო სიტყვა? –კი აჩიკო, ესაა. –მაშინ ჩემს ბოლო სიტყვებს მოუსმინე სესილი. მე ვიბრძოლებ და გავიმარჯვებ. ჯილდო კი შენ იქნები. –აჩიკო! –დროებით სესილი. კიდევ შევხვდებით. ამ საუბარმა ერთი მხრივ დაამშვიდა გოგონა, მაგრამ თან გააღიზიანა კიდეც. მთელი დღე თავში აჩიკოს სიტყვები უტრიალებდა და თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი სიტყვას შეასრულებდა. მხოლოდ ის ვერ გაეგო, რა შეიძლება მოემოქმედებინა გაბრაზებულ აჩიკოს. გოგონებმა ერთხმად ურჩიეს ბიჭისგან თავი შორს დაიჭირეო. შემდეგ ნანუკამ წამოაყენა იდეა, ამირანს დაურეკე და მოუყევიო. სესილიც ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ერიდებოდა ბიჭის ამ საქმეში ჩარევა. საღამომდე ორჭოფობდა დაერეკა თუ არა, ბოლოს დარეკვა გადაწყვიტა. –ამირან გამარჯობა, სესილი ვარ. –საღამო მშვიდობისა სესილი. რა კარგია, რომ დარეკე. მე ვერ დაგირეკე, ოჯახთან ერთად ხარ და არ მინდოდა შენი შეწუხება. –სამშაბათს დავბრუნდი თბილისში. ბევრი ვიფიქრე დამერეკა თუ არა შენთვის, ბოლოს მოვიფიქრე. –კარგად მოიქეცი. აჩიკო გამოჩნდა? რამე ხომ არ დაგიშავა? –ამიტომ გირეკავ ზუსტად. გუშინ იყო ჩემთან მოსული, მაგრამ კარი არ გავუღე. მარტო ვიყავი, ისიც ძალიან გაღიზიანებული ჩანდა და ვერ გავრისკე. დღეს შემთხვევით გადავაწყდი კაფეში და ვისაუბრეთ. –რა გითხრა? –მაქსიმალურად ცივილურად ვეცადე ყველაფრის ახსნას, მაგრამ აზრი არ აქვს მართალი იყავი. ძალიან გაღიზიანებულია და ასე უცებ არ გაჩერდება. ისე საუბრობს გეგონება ნივთი ვიყო. გამომიცხადა ვიბრძოლებ და ჯილდო შენ იქნებიო. –ფუ ეგ იდიოტი! –მართლა არ შეგაწუხებდი ამირან, მაგრამ არ ვიცი ახლა რა უნდა ვქნა. მისი ბრძოლა რას ნიშნავს არ ვიცი. მისი არ მეშინია, მაგრამ მიყრუება არ გამოვა. –არ მაწუხებ სესილი. მე გითხარი, რომ დაგეხმარებოდი და ასეც იქნება. ძალიან გამიხარდა, რომ დამირეკე და მომიყევი მომხდარი. ეცადე გარეთ მარტომ არ იარო კარგი? მითუმეტეს საღამოს. ხვალ ვაპირებ ჩამოსვლას და აუცილებლად გნახავ, რამეს მოვიფიქრებთ, არ იდარდო. –მადლობა ამირან. კარგი მაშინ ხვალ შემეხმიანე. –სესილი არანაირი მადლობა. მშვიდი საღამო. –შენც. მართლა მშვიდი საღამო გაატარა გოგომ. ამირანთან საუბარმა დაამშვიდა და განწყობაც გამოუკეთა. პარასკევს დაურეკა ამირანმა და მახლობელ პარკში შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ ძალიან ცხელოდა და ჩახუთულში ჯდომას ეს არჩიეს. –გამარჯობა სესილი. –გამარჯობა. –კარგად დაისვენე? –კახეთს თუ გულისხმობ, კი, კარგი იყო. შენ როგორ ხარ? –კარგად. ვმუშაობ ჯერჯერობით. –მადლობა დრო, რომ გამონახე. –სესილი გეკრძალება ჩემთან სიტყვების: მადლობა, ბოდიში და შეწუხებას გამოყენება. კიდევ ხომ არ მოვიდა აჩიკო შენთან? –არა, მაგრამ რას აპირებს წარმოდგენა არ მაქვს. რას უნდა ველოდო მისგან. –ეგ მართლა საინტერესოა. არ მგონია რამე ძალიან სერიოზულს გეგმავდეს, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო. –ზოგადად სპონტანურობა სჩვევია. თუ მისთვის ბრძოლა ჩემს სახლში მოვარდნას და დაშინებას გულისხმობს საქმე არც ისე ცუდად მქონია. –ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ მისი კლანჭები ზომას სესილი. იქნებ თავს დაგესხას ან რ ვიცი რამე დაგიშავოს. –და როგორ უნდა გავიგოთ რას აპირებს? სახლში ვერ ჩავიკეტები აჩიკოს შიშით. –სახლში ვერ ჩაიკეტები, მაგრამ სიფრთხილ უნდა გამოვიჩინოთ. –ფიქრობ, რომ მისი უნდა მეშინოდეს? –გეშინოდეს? ძალიან ცუდი ნათქვამია სესილი. ზოგადად თუ მსხვერპლს ეშინია, თავდამსხმელი უფრო თამამი ხდება. ასე რომ არა, მისი არ უნდა გეშინოდეს. –რა შეიძლება გავაკეთოთ? –ჯობია რაღაც დროით სიფრთხილე გამოვიჩინოთ. როგორც გუშინ გითხარი, მარტო ნუ ივლი გვიან, ან თუ მოვა კარი არ გაუღო. ვნახოთ გააკეთებს თუ არა რამეს და მერე გადავწყვიტოთ საბოლოოდ. –და რა უნდა გადავწყვიტოთ მისი ქმედების მიხედვით? –თუ არაფერს გააკეთებს ან უბრალოდ სუსტი მცდელობა ექნება, როგორიცაა მაგალითად შენს კარზე ბრახუნი, შეგვიძლია ვაცადოთ როდის მობეზრდება და უბრალოდ ფრთხილად ვიყოთ. თუ რამე ისეთს გააკეთებს, რაც შენ საფრთხეს შეგიქმნის ან შეურაცხყოფას მოგაყენებს, გავანეიტრალებთ. –და მაგას როგორ ვიზამთ? –ეგ უკვე მე ვიცი. თუ აღმოჩნდება, რომ მისნაირებთან ცივილური მოქცევა არ ჭრის, შემდეგ ისე მოვექცევი, როგორც შეეფერება. –ახლა ცოტა მაშინებ იცი? ამირან შენ ხომ გესმის, რომ ამ შემთხვევაში შენი სამხედრო გამოცდილება პრივილეგია არ არის, არა? მე არ მინდა, რომ ჩემს გამო რამე პრობლემა შეგექმნას ანდაც შენს უფლებებს გადააჭარბო. –მსგავს არაფერს ვაპირებ სესილი, დამშვიდდი. მასთან ჩემი სამხედრო პრივილეგიები არაფერში მჭირდება. უბრალოდ თავისთვის გასაგებ ენაზე ავუხსნი, რომ გაქრეს შენი ცხოვრებიდან, თანაც სამუდამოდ. –მართლა არ ვიცი რა ვთქვა. –სესილი აკრძალული სიტყვები არ უნდა გამოიყენო. –არ ვიყენებ, მაგრამ ყავაზე მაინც დაგპატიჟებ რა? –დამპატიჟე, არ ვარ წინააღმდეგი. –დღესვე ბრუნდები? –არა, დრეს დავრჩები, ჩემს მეგობრებს ვნახავ და ხვალ წავალ. –მოიცა აბა საქმეები მაქვსო? ამირან ჩემს გამო ჩამოხვედი? –არა, მართლა მაქვს საქმეები. –არ ვიცი სიმართლეს მეუბნები თუ არა, მაგრამ გიჯერებ. –ჩემს მეგობარს დაბადების დღე აქვს, ამიტომ ჩამოვედი. დღეს რომ არ მივიდე, ჩათვალე ბოლოჯერ მხედავ, მომკლავს. –კარგია. –რა, ბოლოჯერ რომ მნახავ? –არა ამირან, დაბადების დღეზე რომ მიდიხარ. –ა.. ჰო, კარგია. –რას ჩუქნი? –აუ... სესილი რა კარგი გოგო ხარ, რომ გამახსენე. აქედან პირდაპირ იქ ვაპირებდი წასვლას, უეჭველი დამავიწყდებოდა. –ხოდა სანამ წახვალ უყიდე. –ჰო აუცილებლად. რა ვაჩუქო? –თუ შენნაირი გემოვნება აქვს ხანჯალი ან დანა, ან კარგი კონიაკი აჩუქე. –კარგი აზრია. კონიაკი უყვარს და ვაჩუქებ. მადლობა სესილი. –არაფრის, რის მადლობა. –წამოდი სახლში მიგიყვან და მერე წავალ. –იყოს წავალ ფეხით. –ამ სიცხეში ცოდო ხარ, უცებ მიგიყვან, არ მეჩქარება. სესილი სანამ მანქანიდან გადავიდოდა ბიჭმა გაუაზრებლად შესთავაზა გაყოლა. –სესილი, არ გინდა წამოხვიდე? –სად? კონიაკის საყიდლად? გამოგყვებოდი, მაგრამ მაგ საკითხში ვერ ვერკვევი. ხო გახსოვს პირველად შენ დამათვრე. ამირანი მიხვდა, რომ გოგო სწორედ ვერ გაუგებდა და გადაიფიქრა მეგობრის დაბადების დღეზე მისი დაპატიჟება. არადა შინაგანად უნდოდა სესილის წაყვანა და მასთან დროის გატარება. –ხო, მართალი ხარ. ნახვამდის სესილი. –ნახვამდის. არ გეწყინოს რა, მართლა არ მეზარება, მაგრამ.. –არა, არ მეწყინება. იცოდე რამე თუ მოხდა დამირეკე. –კარგი. ნახვამდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.