შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიყვარულო სამქალკუთხედი


29-07-2024, 03:34
ავტორი Meka
ნანახია 440

ყველაფერი 25 იანვარს დაიწყო… 2023 წელს
დილით ადრიანად გავიღვიძე, უნივერსიტეტი მქონდა მოსავლელი, ტელეფონი ავიღე და მხვდება მესიჯი, რომელმაც გამყინა, მოწერილი იყო გამთენიისას…
- ადელა - ქლოი, როგორ ხარ, გახსოვარ ?

ცხადია მახსოვდა, ძალიან მომწონდა სკოლის პერიოდში ეს გოგო, ის ხომ ჩემი ბავშვობის ულამაზესი გატაცება იყო, რა დამავიწყებდა მას… თუმცა ვაღიარებ არ ველოდი მისგან მესიჯს და დაკონტაქტებას. ცუდად არც დაგვისრულებია ურთიერთობა, უბრალოდ არ ველოდი…
მაშინვე ვუპასუხე, მეც მოვიკითხე და მოკლე მიმოხილვით დავინტერესდით ერთმანეთის ამბებით.
- ადელა - როგორ გაზრდილხარ და დამშვენებულხარ..
- ქლოი - ასევე, თუმცა შენ სულ ლამაზი იყავი..
მინდოდა ნახვა მაგრამ ასე პირდაპირ ვერ ვაჯახებდი, მიუხედავად იმისა რომ ადელას ვიცნობდი, რთულია გაციებული ურთიერთობის უცებ განვითარება.
მუდმივად გვქონდა მიმოწერა, იუმორში ერთ ატრაქციონზე ვისხედით და ამას ორივე აღვნიშნავდით, მიყვარს ამყოლი ხალხი, რომლებთანაც არ მომერიდება არაადექვატურობა… ადელასთან ზუსტად ასე ვგრძნობდი თავს, რაღაცნაირად ფრთებს ვშლიდი მეგონა მასთან..
მე მეტწილად სპონტანურობა და გიჟური თავგადასავლები მახასიათებს, არ მიყვარს მონოტონურობა და წყნარ ზღვაში ტივტივი, ძალიან მინდოდა ადელას ცხადში ნახვა და მიმოწერას გაცდენა, ამიტომ რაფაელოს მიზეზი მოვიფიქრე, რომელიც ხუმრობის ჩარჩოენში ჩავსვი და სანახავი მიზეზი გამოვჩხრიკე, სახლი ვიცოდი რადგან სკოლის პერიოდში ერთხელ თუ ორჯერ ვყავდი მასთან დაპატიჟებული, ამიტომ ქექვა და გაკითხვა არ დამჭირვებია.
მივუახლოვდი მის სახლს და ვურეკავ:
- ადელა - დიახ
- ქლოი - შენს სახლთან ვარ და იქნებ გამომხედო, დიდ დროს არ წაგართმევ, წეღან მართლა კიარ მიხუმრია რაფაელოზე, სანტავიკით შევაკეთე და ისე მოგართვი სახლთან, გამომართვი და მეც უნდა გავიქცე..
- ადელა - რა გიჟი ხარ, კარგი მოიცა სულ ფქვილსა და კრემში ვარ და გამოვალ ახლავე..
ჩამონარნარდა მის პრინცესულობა, ტანსაცმელი მართლა ფქვილით ჰქონდა მოზუზნული, მაგრამ ისე უხდებოდა, პირველად ვნახე ამდენი წლის შემდეგ და რა თქმა უნდა გულიანად ჩავეხუტეთ ერთმანეთს, და აქ დაიწყო დაუსრულებელი ისტორიის სათავეც, გული ისე ამიჩქარდა, ისე გამალებით გაგიჟებით ამიცახცახდა, მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, და წამოვედი კიარა გამოვფრინდი, გზად უფრთოდ ვფრინავდი, ჩემს გარშემო მეგონა ტრიალებდა მსოფლიო, და უცებ მომდის მესიჯი, რომელმაც აი ისე დამაჟრიალა, ისე ამაკანკალა,
- ადელა - ჩემი გულივითაა შეკეთებული ეს რაფაელოც სანტავიკით.. ისე შენი გულისცემა იმხელაზე იგრძნობოდა რომ ლამის გამლახე.. საინტერესოა რატომ, შენ ხომ სთრეითი ხარ))
- ქლოი - ხოო? არაუშავს მეც კარგად ვარ გალახული, კიმაგრამ ამსისქე დუტში ეგ რანაირად იგრძენი))
- ადელა - მცემა ლამის და რას არ ვიგრძნობდი

მიმოწერა ჩვეულებრივ გრძელდებოდა, იმედებს არ ვამყარებდი, ადელას შეყვარებული ჰყავდა, მიყვებოდა მათ ამბებს, დაუსწრებლად უკვე კეთილგანწყობილი ვიყავი მისი შეყვარებულის მიმართ, ცუდად არასდროს მოიხსენიებდა, მაგრამ იყო უდიდესი მაგრამ, მე ვხვდებოდი რომ გრძნობები მებადებოდა ისეთი ადამიანის მიმართ რომელსაც შეყვარებული ჰყავდა, და მის გზას სხვას უკავშირებდა, ყველამხრივ არასწორი გამოვდიოდი, როგორც საკუთარ თავთან ისე ადელასთან. ამაზე ფიქრი მტანჯავდა, ადელა სულ ცდილობდა ჩემთან კონტაქტს და ურთიერთობას, მე კიდევ უარს ვერ ვამბობდი, მე ხომ პირველად ვგრძნობდი ჩემს გრძნობებზე საპასუხო ემოციებს, ადელას თვალებში სევდა იგრძნობოდა სულ, თითქოს მეტირებოდა, და ამას ხმამაღლაც მეუბნებოდა, რომ არ უნდოდა დავსრულებულიყავი მის ცხოვრებაში, მაგრამ მან არ იცოდა მე რომ ასმაგად არ მსურდა მისი დასრულება..
გადიოდა დღეები, ყველა დღე წინაზე ასმაგად რთული გადასალახი ხდებოდა, ყველა დღე მძიმდებოდა, და ამძიმებდა ის ფაქტი რომ მას შეყვარებული ჰყავდა, მე ვიცოდი რომ ჩემს მერე მას სხვა მოეფერებოდა და ეს მაგიჟებდა, ვგრძნობდი როგორ მეწყებოდა ეჭვიანობა, რომელიც თავიდან თითქოს არ მქონია, მაგრამ დრო და დრო მიმძაფრდებოდა, აგრესიული ვხდებოდი, ვიაზრებდი რომ ამ თამაშში მესამე და შეჭრილი პიროვნება მე ვიყავი და არა სხვა… ვიაზრებდი რომ ეს თამაში წაგებული მქონდა, აზრი არ ჰქონდა არაფრის ცდას, ეს თამაში თავიდანვე განწირული იყო, და ამის გაანალიზება ჭკუიდან მშლიდა, ვხვდებოდი როგორ ვთმობდი ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს და როგორ ვაბარებდი სხვას… ჰო, მე ის შემიყვარდა, 2 თვეზე მეტი ვერ გასტანა ასეთმა ურთიერთობამ, მაგრამ ამ ორ თვეში მოხდა ისეთი ძვრები ქლოიში, რომ დაშორებიდან და უკონტაქტობიდან დღემდე თითქმის 2 წელი სრულდება, თუმცა ქლოიმ ადელას შემდგომ ვეღარავინ მიიკარა ახლოს, ვერავინ მიუშვა მის სიახლოვეს, გახდა ცივი როგორც ყინული და შეუვალი კედელი რომელსაც ვერავინ ძრავდა… ქლოი შეიცვალა, უფრო მეტად თავდაჯერებული გახდა, დაიწყო ვარჯიში, მოგზაურობდა იმაზე მეტს ვიდრე მანამდე, გახდა უფრო აქტიური, და ეს ყველაფერი მოხდა ადელას ჯინაზე, რომ მის წასვლას ქლოიში “ქლოი” არ ჩამკვდარიყო, ის საკუთარ თავთან ბრძოლობდა ყოველ წამს, რომ დაევიწყებინა, მან იცოდა რომ არ იმსახურებდა ასეთ მოქცევას არავისგან და განსაკუთრებით ადელასგან, ქლოიმ მართლა ყველაფერი ჩადო რაც კი მას მაშინ შეეძლო რომ ჩაედო ურთიერთობაში, ქლოი მაგ პერიოდში ფინანსურად ძალიან გაჭედილი იყო, მაგ დროს წამოვიდა სამსახურიდან, მაგ დროს უწევდა ბინის შეცვლა, მაგ დროს დაემთხვა ყველანაირი ფინანსური კრიზისი, მაგრამ ადელასთვის ყვავილებს მაინც ახერხებდა, აგროვებდა თითო ლარს რომ ყვავილები მიერთმია ან რამე ტკბილეული რაც ადელას უყვარდა, დაპატიჟებითაც უჭირდა მაგ პერიოდში ადელას დაპატიჟება და როგორც შეეძლო ისე ცდილობდა მის გახარებას, იცოდა რომელ საღეჭ რეზინს ღეჭავდა, ეს იყო საზამთროს არომატით, იცოდა რომელ სიროკს მიირთმევდა ადელა, იცოდა რომ ცხელ შოკოლადში მარშმელოუ ძალიან უყვარდა, ასევე ქინდერ სიურპრიზი, ლაფშა რომელსაც ადელა ცხარეს მიირთმევდა ქლოი კი ტკბილ-ცხარეს, ნაყინი მათი საერთო სისუსტე იყო, იცოდა რომ ბულიონი მისი საყვარელი სუპი იყო, იცოდა რომელ სიგარეტს ეწეოდა მაგრამ არასოდეს სიგარეტი არ უყიდია ადელასთვის, პირიქით ძალიან სურდა რომ თავი დაენებებინა.
ქლოი გულწრფელად მხარს უჭერდა ადელას ყველანაირ ჩანაფიქრს, და სჯეროდა მისი განხორციელების, ადელასაც უყვარდა, მასაც შეუყვარდა იმ მოკლე დროში ქლოი, თუმცა არჩევანის დადგომისას მან სხვა აირჩია, მან მომავალი ქლოის აღარ დაუკავშირა, მასთან გაწყვიტა ყველანაირი ურთიერთობა და სხვა ურთიერთობის შენება გააგრძელა… მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ადელა კვლავ სხვა ურთიერთობას ამყარებს, ალბათ კარგადაც არის, ყოველშემთხვევაში ქლოის იმედი აქვს რომ ბედნიერი ახლა მაინც არის, ოღონდ გულით და გულწრფელად ბედნიერი. ძალიან უხდება მანქანა რომელსაც მართავს ადელა, იდეალურად აპარკინგებს, ქლოის არ გამოჰპარვია მისი პარკინგის დეტალებიც კი.. 2 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ქლოი ისევ ადელაზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს, დიდად არაფერია შეცვლილი, ბრაზიც აღარ აქვს ადელას მიმართ, მხოლოდ მონატრება და სიყვარული, ქლოიმ იცოდა რომ ძალიან გაუჭირდებოდა ადელას მსგავსი პიროვნების პოვნა, მისნაირი მხოლოდ ის იყო, რამდენი ადამიანიც გაუცნია ყველას მას ადარებდა, ყველაში მის თვისებებს ეძებდა, ყველას ღიმილს მის ღიმილს ადრიდა და ვერავინ იპოვა ადელას მსგავსი.. ქლოის ადელა მთელი გულით შეუყვარდა, მთელი სულით და გულით შეუყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი არასწორ დროს და არასწორ განზომილებაში ხდებოდა, რასაც ამბის გაგრძელება არ ეწერა.
7 წლით უკან…
სკოლაში ქლოი ბევრს იცნობდა, საკმაოდ გაქექილი იყო, ყველასთან მეგობრული და კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დასვენებებზე და ბუფეტში თვალი ჰქონდა მოკრული ერთ გოგოზე, ძალიან ლამაზი გოგო იყო და მუდმივად ქლოის უყურებდა მაცდური მზერით, ქლოი ბავშვი იყო ფაქტობრივად მის ფონზე, ის გოგონა აბიტურიენტი იყო, ქლოი მეცხრე კლასში. ერთ-ერთ დასვენებაზე შესვლის ზარი დაირეკა და ქლოიც კლასს დაუბრუნდა, ეს გოგონა კლასში დახვდა ისევ იგივე მაცდური მზერით, არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის, თუმცა ქლოი ძალიან დაიბნა, მანიაკი ხოარ არისო ესეც კი გაიელვა, დაჟინებულ მზერას და სკოლაში დევნას ნამდვილად არ ელოდა, მერე კი ფიქრობდა ალბათ მეჩვენება და ვაზვიადებო, საღამოსთვის ფეისბუქზე მოსდის მეგობრობის რექუესთი და მესიჯი ადელა ქეთელაურისგან, ქლოიმ დასტალკა სანამ დაამატებდა, მაშინვე მიხვდა ვინც იყო და დაამატა, ბოლო-ბოლო სკოლელი იყო და იგნორს ვერც გაუკეთებდა.. ადელამ კლასელების სელფები ჩაუყარა ქლოის წარწერით: - შენი საყვარელი კლასელების ფოტოები..
ნელ-ნელა ააწყვეს დიალოგი, ცოტა გაუშინაურდნენ ერთმანეთს, სკოლაში მზერით აღარ შემოიფარგლებოდნენ და ერთმანეთს უკვე ესალმებოდნენ და მოიკითხავდნენ, ადელამ ერთხელ სახლშიც დაპატიჟა, სადაც თავისი დაქალი ემი გააცნო ქლოის, ემიც ძალიან ლამაზი რიჟა მწვანეთვალება გამხდარი გოგო იყო, თუმცა ადელა მაინც ჩრდილავდა ყველას მის გარშემო.. ამ პერიოდში ადელა მუდმივად ცდილობდა ქლოის გამოტეხვას ლეზბოსელი იყო თუარა რომ დაედგინა, ქლოი გაოგნებული იყო, არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს, მხოლოდ საკუთარ თავთან ჰქონდა აღიარებული ეს ფაქტი, მაგრამ არ ეგონა გარედან თუ ემჩნეოდა რომ ეს კითხვა ასე პირდაპირ დაუსვეს, შეშინებულმა მაშინვე უარყო და ყველანაირი გაგონილი თუ გაუგონარი ამბავი შეთხზა რაც კი ბიჭს უკავშირდებოდა, შემდგომ გაწყდა ქლოისა და ადელას ურთიერთობა წლების მანძილზე, და მხოლოდ 7 წლის შემდეგ გადაწყვიტა ადელამ ქლოის დაკავშირებოდა და კიდევ ეცადა ბედი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდა როგორც პირველ ცდაზე…

ამასობაში კი მოხდა ისე, რომ ადელას და ქლოის შორის გაჩნდა ისეთი ნაპერწკალი, რომელსაც არცერთი ელოდა ერთმანეთისგან, გაჩნდა გრძნობა რომელსაც ვერ ერეოდნენ, ალბათ ასეც იყო საჭირო, ალბათ მარტივად არც უნდა მომხდარიყო არაფერი, თუმცა განა რა მოხდა რომ? არც არაფერი, მხოლოდ გრძნობა რომელსაც წლები ვერაფერს აკლებს ქლოისთვის, დროსთან ერთად იზრდება მხოლოდ მონატრება და გრძნობა, ქლოის იმედი აქვს თითქოს ადელას დაბრუნების, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, ამ ფაქტსაც იაზრებს, თუმცა ვერ იყვარებს და იკარებს სხვას, არასოდეს შეეძლო ქლოის გრძნობის გარეშე სითბოს გაცემა, თუ არ უყვარს არც შეეხება, ეს მისი დაუწერელი კანონია, რომელსაც ვერაფერს უხერხებს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent