შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (თავი 3)


29-07-2024, 21:38
ავტორი lillianna
ნანახია 1 408

ვუჭრი
-ვიმეგობროთ? ეს მაგარი იცით გოგონებმა , ისევ იღიმის, ხელით ტელეფონის წვალებას არ ეშვება თუმცა რამდენიმე წამი მაგიდაზე დებს და მე მიყურებს პირდაპირ თვალებში - ერთი რაღაც დაიმახსოვრე ანი....ტა , როცა ბიჭი გოგოს პირველივე წამიდან როგორც ქალს ისე უყურებს მასთან მეგობრობა არ გამოდის , გაიგე?
არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ასეთ დროს ამიტომ უბრალოდ ძირს, მერხს დავუწყე ყურება- ხო ალბათ ეგრეა, ძალიან დაბალ ტონალობაში წარმოვთქვი
სიტუაციას იმან უშველა რომ ლექციაც დამთავრდა ლექსოს აქ იმდენი ადამიანი იცნობდა ვერც გავიგე როგორ გაუჩინარდა ხალხის დიდ ნაკადთან ერთად .
ერთი დღისთვის იმაზე მეტი რამ მოხდა ვიდრე დილით ვიფიქრებდი, როცა ვემზადებოდი ასე გულმოდგინედ
სახლში შესულმა დავინახე მამიდას უკვე მაგიდა გაშლილი ჰქონდა სავახშმოდ
-ანიტა გამოიცვალე და მოდი სანამ თბილია საჭმელი
მესმის მისი ხმა, მე კიდე ვერც შიმშილს ვგრძნობ ვერც წყურვილს, ამ წამს რაც მინდა საწოლზე დავეშვა და დილამდე არ გავიღვიძო, ასეც ვიქცევი ხალათს ვიცმევ და მოწყვეტით ვეცემი საწოლზე, ტუმბოზე დადებულ მობილურს ხელით ვწვდები, რომ მაღვიძარა დავაყენო, სენსორს თითს ვუსვამ და ეკრანზე შეტყობინება გამოდის ვიღამ მამატებს, შემდეგ გვერდს ვხსნი რომ ვნახო, და დიდი ლათინური შრიფტით დაწერილ ლექსო დადიანს ვუყურებ, საჩვენებელ თითი მითამაშებს სანამ დავეთანხმები, ბოლოს ხელს ვაჭერ თანხმობის ღილაკს და ტელეფონს ვაქრობ ..
მრცხვენია არ ვიცი რატომ მაგრამ მრცხვენია, ბალიშს თავზე ვიფარებ და თვალებს მაგრად ვხუჭავ , რაღაცამ დაიწრიპინა მივხვდი მესიჯი მომივიდა, ალბათ ნენეა , ბალიშიდან ხელს ვწევ და მობილური შემომაქვს , ეკრანზე ისევ დიდი შრიფტით იხატება ლექსო დადიანი
-„ ანი...ტა გძინავს? „
-„არა“ მეტს არაფერს ვწერ
-„ დღევანდელ აურზაურში დამავიწყდა მეთქვა ყავა ტკბილი მიყვარს, დაიმახსოვრე ბევრჯერ მოგიწევს გამიმასპინძლდე „
ვკითხულობ და სახეზე ღიმილს ვერ ვიშორებ , ჩემსავით ფიქრობს გავიფქრე
-„დავიმახსოვრებ“
-„ტკბილი ძილი ანი....ტა , შეხვედრამდე „
პასუხს აღარ ვუბრუნებ მგონი საკმარისია რაც ვისაუბრე ისედაც , თვალს ვხუჭავ ფიქრის უნარიც აღარ შემწევს და მალევე მეძინება.
მომდევ6ნო დღეს უნივერსიტეტში მიმავალს ავტობუსმა გამასწრო , გადავწტყვიტე შემდეგ გაჩერებამდე ფეხით გამევლო, რატომღაც დღეს განსაკუთრებით ვგრძნობდი შემოდგომას ქალაქში, ჩემს წინ დაყრილ ფოთლებს ფეხით ვათამაშებდი, გარდამავალი პერიოდები ყოველთვის რთულად გადამაქვს თუმცა მიყვარს სითბოდან სიცივეზე გადასვლის პროცესი, დღეს ზუსტად ფოთლებისფერი თხელი ზედა მაცვია ხელზე მკლავებით და ზურგის გარეშე, ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა როცა ჩემი თავი მომწონს. ტელეფონზე ნენეს ვესაურები რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მელოდება - როგორც იქნა ტერასაზე ადგილი დამხვდა და შენც შეგინახე , კმაყოფილია
ვინც იცის ზუსტად იმ ადგილას რა ხდება ხოლმე ის ალბათ გაიაზრებს ამ სიხარულის განცდას
მეც მალე ვუერთდები , დღეს ამინდიც მშვენიერია თბილი ჰაერი უბერავს
-აბა დღეს როგორ განწყობაზე ხარ? მეკითხება ნენე
-მშვენიერზე, სიახლეებთან შეგუების პროცესი კარგად მიდის , ადვილად ვეჩვევი, მაისურზე მოცმული თხელი პიჯაკი მოვიხსენი და სკამის საზურგეზე გადავდე
-სიახლეებზე გამახსენდა ხედავ იქ ვინ არის? ჩვენგან მარცხნივ გამახედა ნენემ და მართლაც ის იყო ვინც გავიფიქრე, როგორც ყოველთვის მეგობრების არმიასთან ერთად, ნენემ შორიდან დაუქნია ხელი, ლექსომაც თავი დაუკრა, თუ დაკვიკრა ორივეს ვერ გავარჩიე
-დამავიწყდა შენთვის რაღაც მეთქვა რაღაცეები გავარკვიე, 25 წლისაა მესამე კურსზეა, აკადემიური ჰქონდა აღებული, რადგან უცხოეთში იყო, თურმე იქ მუშაობდა, შეყვარებულს ახლახანს დაშორდა და დედისერთაა, დაასრულა და წვენი მოსვა
ისე სწრაფად ჩამოარაკრაკა გაააზრებისთვის დრო დამჭირდა
-შეყვარებული ?
-ხო შეყვარებული როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მთავარ ფაქტზე რატომ არ ამახვილებ ყურადღებას ? დაშორდა, თუმცა? ცოტა ხანს პაუზას აკეთებს და ისევ ლექსოსკენ იხედება - შეიძლება დიდხანს არ დარჩეს მარტო იმდენი გოგო ახვევია .მეც ერთ მომენტში თვალი გამექცა თუმცა ზუსტად ამ დროს მომესალმა ფილოსოფიის ლექციის ჯგუფიდან გოგონა, რომელსაც შედარებით დავუახლოვდი და ყურადღება მასზე გადავიტანე
-კარგი მე უნდა წავიდე მეძახიან ჯგუფელები, შენ არ მოიწყინო კარგი? მეუბნება ნენე და სწრაფად ალაგებს ნივთებს - გავიქეცი
-მიდი დროებით, ვეუბნები და ჩანთიდან საფულეს ვიღებ , ნახევარი საათი ისევ მაქვს და ჯობია ყავა დავლიო თან მშვენიერი ხედით მაქვს ადგილი, შემიძლია რაიმე წავიკითხო კიდეც
დახლთან ვდგები და ველოდები როდის მომაქცევს გამყიდველი ყურადღებას, როგორც იქნა ამთავრებს ტელეფონზე საუბარს და მეუბნება
-გისმენთ
-ორი ყავა, ერთი ერთი შაქრით ერთიც ორი ...ზურგის უკან ყურის კუთხეში მესმის ლექსოს ხმა, სილუეტი თანდათან ადგილს იცვლის და ჩემს გვერდით ჩერდება, მკლავებს დახლზე ალაგებს , მე მიყურებს
-ბოლოს და ბოლოს დროა ერთად დავლიოთ, ველოდებოდი როდის დარჩებოდი მარტო - ლექსო გამარჯობა, ზუსტად შუაში გაგვიარა უცნობმა გოგონამ , ცოტა ხანს შეჩერდა პასუხს დაელოდა , მე უკან დავიხიე ერთი ნაბიჯით, სალამის მიღების შემდეგ მალევე წავიდა
-როგორც ვხედავ ბევრი მსურველია კომპანია გაგიწიოს , შევეცადე ხმაში სერიოზულობა არ გამერია
-ბევრიდან მხოლოდ ერთი მინდა როგორც წესი. ის პირიქით სერიოზულად მპასუხობს - დაბრუნდი შენს ადგილას, მე მოვიტან და მოვალ
აღარ ვეპასუხები ადგილზე ვბრუნდები და ოდნავ შორიდან ვაკვირდები
ბევრიდან მხოლოდ ერთში ნეტავ ვის გულისხმობს ? შენს თავზე არ იფიქრო სულელო! საიდანღაც ისევ ჩემი მეორე მე ჩამძახის .
ყავას ვსვამ და ვგრძნობ ლექსოს მზერას , რომელსაც არაფერი უთქვამს ყავის მოტანიდან ამ წამამდე
-ქარია და მგონი ეგ პიჯაკი უნდა მოიხურო გაცივდები , თვალით სკამზე გადადებულ პიჯაკზე მანიშნებს
-სულაც არ მცივა ,ხელში ყავის ფინჯანი მაქვს მოქცეული
-ლამაზი ხარ... სახე მიშეშდება და მგონია ფინჯანი, რომელზეც ხელები მოხვეული მაქვს უნდა გამივარდეს, ყავას რომელიც პირში მაქვს დაგუბებული ხმაურიანად ვყლაპავ და ჭიქას მაგიდაზე ვდებ , ლექსო ისევ მიყურებს , თითქოს ცდილობს შემისწავლოს
-მე ასე არ მგონია. მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ
-რა არ გგონია, არ იცი რომ ლამაზი ხარ? თუ აქამდე არავის უთქვამს ისეთს ვისგანაც დაიჯერებდი მე გეუბნები რომ შენზე მშვენიერი იშვიათად მინახავს ვინმე ... საუბარში გამოცდილია ,იცის ხვდება თავი კარგად. როგორ გაგრძნობინოს მაგრამ მე ერთადერთი რასაც ახლა ვგრძნობ უხერხულობის განცდაა
თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს, მართლა ასე ფიქრობს თუ ყველა გოგოს ამას ეუბნება ვისთან დაახლოებასაც ცდილობს
-მართლა ასე ვფიქრობ, ხმამაღლა წარმოსთქვამს და ეჭვი მეპარება ჩემი ფიქრები, ხმამაღლა ხომ არ გავახმოვანე
-ახლახანს ხომ გაიფიქრე ყველას ამას ხომ არ ეუბნებაო, გეუბნები რომ არა
-ლექციაზე დავაგვიანე , უკონტექსტოდ მხოლოდ ეს მოვიფიქრე მეთქვა
-არაუშავს უკვე ჩვევაში გადაგივიდა , გაეცინა
-მე..მოკლედ უნდა წავიდე, ვეუბნები და სხეულს აქეთ იქეთ ვამოძრავებ , ჩანთას ვეძებ რომელიც არ მახსოვს სად დავდე
-გაქცევაც რომ ჩვევაში გადაგივიდა მაგას რა ვუყოთ? მეუბნება და ჩემს ჩანთას მაწვდის
-არ გავრბივარ , არ მინდა უპასუხისმგებლოდ მოვიქცე დღეს ამ ერთი ლექციის გამო ამხელა გზაზე მოვედი, ვეუბნები და ჩანთას ვართმევ
-იწვიმებს, დაგელოდები და მე გაგიყვან სახლში მანქანით
-არა ჩემით წავალ უკვე ფეხზე წამომდგარი ვეუბნები
-მთავარ გასასვლელთან დაგელოდები, თითქოს არც გაუგონიაო ჩემი ნათქვამი
შენობიდან გამოვედი თუმცა ვერსად მოვკარი თვალი, ძალიან კარგი ასე მირჩევნია ,ვფიქრობ და
წვიმაში გავდივარ , დღეს მთელი ღამე იწვიმებს ასე გამოაცხადეს, ამიტომ ლოდინს აზრი არ აქვს დასველება მაინც მიწევს, სწრაფად ჩავდივარ კიბეებს და ზებრა გადასასვლელზე ვჩერდები, ტროტუარიდან ოდნავ გადაწეული ვუყურებ ჩემი ნომერი ავტობუსი მოდის თუ არა, მოულოდნელად ჩემს წინ მანქანა ჩერდება , ჩამოწეული ფანჯრიდან ნაცნობი სილუეტი მიყურებს
-ჩაჯექი
-არ შეწუხდე ლექსო უკან მოდის ჩემი ავტობუსი
-ჩაჯექი! მანქანები მომადგა შუქნიშანზე ვდგავარ ანიტა! ამჯერად არ დამარცვლა ჩემი სახელი ანუ საქმე სერიოზულადაა, აღარაფერი ვთქვი სწრაფად გავაღე კარი და მის გვერდით დავჯექი
-მეორედ ასე აღარ მოიქცე! რომ გეუბნები დაჯექი ესეეგი უნდა დაჯდე , სიბრაზე გაერია ხმაში
-უკაცრავად? მეც არ დავაკელი -რამე ვალდებულება მაქვს?
-ალბათ გაქვს, აღარ მინდა კამათის გაგრძეელება ამბობს და საჭეს ორივე ხელს მაგრად უჭერს
თუმცა მე არ დამისრულებია თემა, ცხოვრებაში არავის უსაუბრია ჩემთან მაღალ ტონალობაში ეს იმდენად უჩვეულოა თავს დამცირებულად ვგრძნობ
-გააჩერე
-რა? ჩემსკენ იხედება
-გააჩერე უნდა ჩამოვიდე
-დარწმუნებული ხარ ? მეკითხება და თვალებში მიყურებს
-კი, რაც შეიძლება მტკიცედ ვეუბნები
მართლაც აჩერებს უახლოეს ტროტუართან და მეც ჩამოვდივარ, წვიმამ უფრო უმატა , ტროტუარზე ვდგევარ და ვფიქრობ რას ვეტყვი როდესაც თავადაც გადმოვა მანქანიდან ჩემს დასაბრუნებლად თუმცა ვხედავ როგორ ირთვება უკანა საქარე შუშებზე სინათლეები და მანქანა ადგილს სწყდება
დამტოვა.



№1 სტუმარი ნია

საინტერესო ისტორიაა მომწონს მისი გმირები. ველი გაგრძელებას. ცოტა გაზარდეთ მოცულობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent