ოცნებებთან ასე ახლოს (თავი2)
თავი 2 აუდიტორიის წინ დასასვენებელ სივრცეში, ერთ ერთ სარწეველა სკამში მოკალათებული ნენეს ვწერ, რომ ველოდები და ვუხსნი როგორ უნდა მომაგნოს -არვიცოდი შაქრით სვამდი ყავას თუ შაქრის გარეშე ამიტომ შაქარი ცაკლე წამოგიღე ,მესმის ისევ ის ხმა, რომელიც ასე ძალიან მაბნევს, მუცელში პეპლებს არა, მაგრამ რაღაც ძალიან დიდ დაჭიმულობას ვგრძნობ, გული მიჩქარდება და თითქოს ჰაერიც მეცოტავება , მსგავსი შეგრძნებების შესახებ სხვას რომ ეთქვა ჩემთვის აუცილებლად გამეცინებოდა -არა სხვანაირად არ იფიქრო , ხელში ორი ჭიქა და რამდენიმე შაქრის პაკეტი უჭირავს და მელოდება ჭიქას როდის გამოვართმევ -სხვანაირად როგორ? ვეკითხები და ჭიქას და შაქრის პაკეტებს ვართმევ -თითქოს ვცდილობდე ....კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ დაუძახეს -ლექსო ბიჭო აღარ მოდიხარ? ჩვენგან რამდენიმე მეტრში ოთხი ბიჭი ერთად მდგარი ჩვენი მიმართულებით იყურება -კარგი მოკლედ უნდა წავიდე.. ჩემსკენ ტრიალდება და ისევ მიღიმის -კარგი. მეც ვუღიმი - და მადლობა ყავისთვის სანამ წავა ისევ მიყურებს და მეკითხევა -და ყავა შაქრით თუ უშაქროდ? -ერთი შაქრით, ვეუბნები და თბილ ჭიქას ხელებს ვხვევ , ყავას მართლა სასიამოვნო სურნელი აქვს -დავიმახსოვრებ.. მხოლოდ ამას ამბობს, ისევ ისეთი ხავერდოვანი ბარიტონით და ვხედავ როგორ უჩინარდება მისი შავი სილუეტი რამდენიმე ადამიანს შორის და ბოლოს თვალთახედვის არედანაც ქრება სკამს ვუბრუნდები და ვგრძნობ როგორი დაბუჟებული მაქვს მთელი სხეული, ყავას ვწრუპავ და ფიქრებს ვერ ვიშორებ, ლექსო ალექსანდრე დადიანი, ვიმეორებ გონებაში, მახსენდება ჩემი წარმოსახვითი ცხოვრება რომელშიც ჩემს მომავალ შვილს ალექსანდრე დავარქვი, -არა რაღაც აბსურდია ვამბობ ხმამაღლა და თავს ვაქნევ რომ ფიქრები გავფანტო. ზოგადად შეიძლება ითქვამს რომ მორცხვი ვარ ბავშვობიდან, მით უფრო თუ საქმე ბიჭს ეხება, სიყვარულის შესახებ რა შემიძლია ვთქვა, სკოლის პერიოდში მიყვარდა ან მეგონა რომ მიყვარდა ბიჭი რომელსაც ანდრეა ერქვა , მიყვარდა? არ ვიცი.. აალბათ ამას მაშინ მივხვდები როცა იმაზე მეტად მძაფრად შევიგრძნობ ვინმეს მიმართ ემოციებს ვიდრე მაშინ განვიცდიდი, ჩემი პირველი და ბოლო გამოცდილებაც ეს არის ამ დრომდე, პირველი კოცნაც მას უკავშირდება, მახსოვს როგორ მძიმედ გავიარე ის პერიოდი, მითუმეტეს მაშინ, გარდატეხის ასაკში როდესაც ისედაც ამდენი ცვლილება ხდება შენში და როცა ემოციური ფონიც მეტად გამძაფრებულია. წარმომედგინა მასთან ერთად როგორ გავატარებდი უნივერსისტეტის წლებს, როგორ წავიდოდით პირველად დასასველებლად მარტო, ჩვენ ორნი ,ზღვაზე, შემდეგ მთაში. თუმცა ზოგჯერ რაც რეალური გვგონია ყველაზე დიდ აბსურდად იქცევა და ვრჩებით გაურკვევლობაში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით. შემდეგ იყო სრული სიბნელე, მახსოვს რა ვიგრძენი მიტოვებისას ,თითქოს დანით გისერავენ მთელს სხეულს და შენ არ შეგიძლია შეეწინააღმდეგო ამ პროცესს, უბრალოდ უნდა მოითმინო სანამ არ დასრულდება, სანამ საბოლოოდ არ გამოიგლოვებ საკუთარ არშემდგარ წარმოდგენებს . არ ვიცი ეს ყველაფერი ახლა რატომ მახსენდება,ალბათ დიდი ხანია დიალოგი არ მქონია ბიჭთან რომელიც გამახსენებდა ამ მივიწყებულ ემოციებს, თუმცა არა, ახლა ამის დრო არ არის თანაც, თანაც მაშინაც ასე დამემართა რაღაც წარმოვიდგინე რაც არ იყო რეალური და შემდეგ რაც მოხდა მოკლედ უკვე გითხარით. არა ! არ უნდა მივანიჭო ფაქტებს იმაზე მეტი მნიშვნელობა ვიდრე სინამდვილეშია. ხელი დავავლე ჩემს ჩანთას და ნენესკენ წავედი. სახლში მისვლამდე ყველაფერი მოვუყევი რაც დღის განმავლობაში მოხდა -შენ რა საინტერესო პირველი დღე გქონდა , მითხრა თან მხრიალურმა თანაც ოდნავ იმედგაცრუებულმა - აბა ჩემი ჯგუფი უნდა ნახო როგორი მოსაწყენია, ლექტორი ხომ ცალკე ,ლამის დავიძინე -რა მითხარი რა ერქვაო? ლექსო ?ლექსო დადიანი? ის საუბრობს მე თავს ვუქნევ -რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ეს სახელი და გვარი უკვე გაგონილი მაქვს სადღაც? -იმიტომ რომ გავრცელებული სახელი და გვარია, ვიცინი თუმცა შინაგანად იგივეს განვიცდი სახლში მისულს მომიწია მამიდაჩემისთვის უნივერსიტეტის პირველი დღის შესახებ ემოციების გაზიაება. სხეული უკვე იმდენად დამძიმებული მქონდა მექანიკურად ვამოძრავებდი, სააბაზანოში შხაპის მიღებამ ოდნავ გამომაფხიზლა , საწოლზე ჩამოვჯექი და თმა პირსახოცით შევიხვიე უცაბედად ერთმა აზრმა გამიელვა , ხომ შეიძლება უბრალოდ მოვძებნო სოციალურ ქსელებში? არა განა დიდად მაინტერესებს, დიალოგში ვიყავი ჩემს საკუთარ მესთან, უბრალოდ ხომ უნდა ვიცოდე რაიმე ისევ რომ მომიწიოს ურთიერთობა, ლეპტოპი გავხსენი და facebook ის საძიებო ველში ლათინური შრიფტით მოვძებნე ლექსო დადიანი, აი ისიც ,პროფილი რა თქმა უნდა ღია აქვს, რატომღაც ეგრეც ვიეჭვე, დიდი ვერაფერი ინფორმაცია, ფოტოებში ან მარტოა ან მეგობრებთან ერთად, ანუ სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ვერ ვიმსჯელებ მიღებული ინფორმაციით, ტუჩის კუთხეში ჩამეცინა საკუთარ საქციელზე, ხომ კიდევ გავიგეთ რომ უყვარს ფეხბურთი, იქ საიდანღაც მიკარნახა ჩემმა მეორე მემ , ახლა უკვე ხმამაღლა დავიწყე სიცილი და მამიდაჩემს რომ არ გაეგო პირზე ხელი ავიფარე. კარგი კარგი... დროა სხვა ყველაფერს შევეშვა და დღევანდელი პრეზენტაცია გადავიკითხო, ბოლოს და ბოლოს უმალესი ქულებით ჩავირიცხე და ასეც უნდა გაგრძენდეს, ახალი მიზანი სახელმწიფო სტიპენტიის მოპოვებაა, გეგმა დავუსახე საკუთარ თავს და ლექტორის გამოგზავნილი დღევანდელი პრეზენტაცია გავხსენი. .............. მომდევნო ერთმა კვირამ ჩვეულებრივი ყოველდრიურობით ჩაიარა, ნენემ უამრავი მეგობარი შეიძინა, მე ვერცერთი, ეს მოსალოდნელიც იყო, ლექციები ძალიან საინტერესოდ წარიმართა მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ნამდვილად მასიამოვნა, მეც დიდი მონდომებით ვამუშავებდი მასალებს ,ჯერჯერობით არ გამჭირვებია ათვისება , ამ პერიოდის განმავლობაში არცერთხელ არ მინახავს ლექსო, ვიფიქრე იქნებ მხოლოდ ერთ საგანზე ვართ ერთად ესეც ხომ შეიძლება, ორშაბათს ალბათ ვნახავ საკუთარ თავთან კიდევ არ ვამჟავნებ სურვილს მისი ნახვის . ორშაბათ დილას რატომღაც ჩვეულებრივზე ადრე გავიღვიძე და სააბაზანაშო შევვარდი თმა რომ დამეხვია, როგორც ნენე მეუბნება ძალიან მიხდება, ნენეზე მეტად ვინ უნდა ერკვეოდეს სტილში, ზუსტად ნახევარი საათი დამჭირდა სანამ თმა ბოლომდე დავიხვიე, ახლა ტანსაცმლის დრო დადგა, კარგი უნდა ვნახოთ რაიმე კაბა , გარდერობი მთლიანად გადმოვყარე ისეთი არეულობაა მამიდაჩემი ნამდვილად არ დადგება კარგ ხასიათზე. კარგი ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე ერთადერთი ქვედაბოლო რომელიც მქონდა და შესაბამისი პერანგიც შევურჩიე. სანამ ჩანთას ავიღებდი საკუთარი თავი კიდევ ერთხელ დავათვალიერე სარკეში და ჩემი თავი ძალიან ხელოვნური მეჩვენა , დახვეული თმა სავარცხელით სასწრაფოდ დავიშალე , ტანსაცმელსაც გამოვიცვლიდი მაგრამ საათს რომ გავხედე უკვე ძალიან ვაგვიანებდი, ლეპტოპს ხელი დავავლე და სასწრაფოდ გავვარდი ავტობუსის გაჩერებაზე. ისევ ნაცნობი აუდიტორიის კართან ვდგავარ და ამჯერად უფრო გამალებით მიცემს გული ვიდრე პირველ დღეს, დამეფიცება რომ საკუთარი გულისცემის ხმაც მესმის, კარგი! მოვიკრიბე გამბედაობა და კარი შევაღე -თქვენ წინა ლექციაზეც დააგვიანეთ გოგონა -უკვე ზურგით ვიდექი თუმცა რთული მისახვედრი არ იყო, რომ მე მომმართავდა ლექტორი, აი ახლა გამახსენდა ნენეს ნათქვამი სიტყვები და გულში დავეთანხმე - მისკენ შევბრუნდი ძალიან მშვიდი ხმით მოვიბოდიშე და ისევ ადგილის ძებნა დავიწყე, ამჯერად უფრო გამოცდილი ვიყავი და დიდი დრო არ დამჭირდა ოთახი ბოლომდე დამეთვალიერებინა. -არა არ არის, ნამდვილად არ არის აქ. ამას ის დადებითი მხარე აქვს რომ უფრო კარგად გავიგებ ახსნილ მასალას, თანაც უფრო მშვიდად ვიქნები, ღრმად ამოვისუნთქე და ჩანთიდან კონსპექტები ამოვიღე. ცხრილი შემეცვალა ლექტორის მოწერილი შეტყობინება, რომ ვნახე ნენეს ვახარე, -ამის შემდეგ შუალედი მაქვს ორსაათიანი და შემდეგ ისევ ლექცია, შეგვიძლია ყავა დავლიოთ -კარგი მშვენიერია კაფეტერიაში გელოდები. ჩემი ნივთები ავკრიბე და პირველი სართულისკენ წავედი, კაფეში იმაზე მეტი ხალხი იყო ვიდრე სხვა ნებისმიერ დღეს, დავინახე როგორ მიწევდა შორიდან ხელს ნენე -აქეეეეთ ! -მისკენ გავემართე მაგრამ შუა გზაში გავშეშდი, კი ნამდვილი გაშეშება დამემართა, ძირითადად სტრესისგან ემართებათ ხოლმე ადამიანებს ეს მდგომარეობა, ეგრეთ წოდებული გაყინვა ,მაგრამ ჩემში ბიოლოგიურად ალბათ სხვანაირად ჩადეს. გამეცინა აი ისიც ზურგით ზის მაგრამ ვცნობ. ლექსო დადიანი ზუსტად ნენეს მაგიდის უკან, ნენეს პირი ღია დარჩა როცა ჩავუარე და კაფის დახლთან დავდექი -ერთი ყავა თუ შეიძლება სამწუთიანი ლოდინის შემდეგ ყავა ავიღე, რამდენიმე პაკეტი შაქარი ყუთიდან ამოვაძვრინე და ნაცნობი ადამიანის მაგიდისკენ წავედი ლექსო იმდენად იყო მეგობართან საუბარში გართული არ შეუმჩნევია ჩემი მიახლოვება. -არ ვიცოდი შაქრით გიყვარდა თუ არა და ამიტომ შაქარი ცალკე წამოგიღე ჩემს ხმაზე გაკვირვებული ტრიალდება უკან და პარალელურად ვხედავ ნენეს გაღიმებულ სახეს -აჰ ანი...ტა ისევ დამარცვლით წარმოსთქვამს ჩემს სახელს, სკამიდან დგება და მალე ჩემს წინ ჩნდება. -ანუ რა გამოდის, ბარი ბარში ვართ? მეუბნება და ემჩნევა როგორ არ ელოდა ამ ყველაფერს, პრინციპში მეც არ ველოდი ჩემი თავისგან და რა მიკვირს - თუ დროზე არ გამომართმევ ხელები დამეწვება . ვეუბნები თუმცა არ ვაჭარბებ მართლა მეწვის -ბოდიში ახლავე , ჭიქას ხელიდან მაცლის თუმცა წამის რაღაც მეასედში მისი კანი ჩემსას მაინც ეხება და ისევ ის ნაცნობი ჟრუანტელი მივლის , საკუთარი თავის მართვა მიჭირს , მეტიც ვერ ვცნობ . ერთმანეთს ვუყურებთ აი ასე არცერთი არ ვსაუბრობთ უბრალოდ ვუყურებთ ჩახველების ხმა გვესმის -ისა და ლექსო , არ გაგვაცნობ შენს მეგობარს? ეკითხება მის გარემოცვაში მყოფი შავგრემანი ბიჭი ლექსო ხელით მანიშნებს აქეთ მოიწიეო თავისუფალი სკამისკენ , თუმცა მე ადგილიდან არ ვინძრევი, ალბათ ეს დაძაბულობა მასაც არ გამოეპარა, თავისი ჭიქა მაგიდაზე დადო და მოულოდნელად ვიგრძენი მისი ხელი ჩემს წელზე ოდნავ რომ მიბიძგებდა წინ მოვსულიყავი, უფრო ახლოს მასთან -ეს ანიტაა , ანიტა ბრეგვაძე , ამჯერად დამარცვლის გარეშე წარმოსთქვა ჩემი სახელი, თუმცა გვარიც რომ ახსოვს ჰმ. ჩამეღიმა -სასიამოვნოა ანიტა. ყველა ერთად მომესალმა რაზეც ორივეს გაგვეცინა -უკაცრავად მე არ გამაცნობ არავის? ნაცნობი მხიარული ხმა მომიახლოვდა ვაპირებდი ისედაც მასთან მისვლას თუმცა დამასწრო -კარგით მე გაგეცნობით თავად , მე ნენე ვარ ანიტას მეგობარი , შემოგვიერთდა ნენე , ლექსოს მეგობრები ყველანი ერთად წამოიშალნენ მისთვის ადგილი რომ გაენთავისუფლებინათ , თუმცა ნენემ არც აცია არც აცხელა პირდაპირ ლექსოს მიმართა -შენ ალბათ ლექსო ხომ? ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი მოვისმინე თქვენზე ამის თქმის შემდეგ ნამდვილად ვინატრე გაქრობა, ჯადოსნური ჯოხი რომ მქონოდა ან ნენეს გავაქრობდი ან ჩემ თავს, უფრო ჩემს თავს , რადგან ლექსოს თვალებს წავაწყდი თითქოს რაღაცაში გამომიჭირესო ამ მზერით -მართლა ? ესეეგი ანი...ტა . ისევ დამარცვლით საუბრობდა ჩემზე? კიდევ ერთხელ გადმომხედა სანამ ნენე რამეს კიდევ იტყოდა დავასწარი, -ბოდიში მე უნდა წავიდე უკვე მეორე ლექციაზე შევდივარ, მინდოდა მადლობა გადამეხადა ყავისთვის პრინციპში შეიძლება ითქვას არც დავლოდებივარ პასუხს ისე გამოვიქეცი, არც არავის დავემშვიდობე, ალბათ არასწორი წარმოდგენა შევუქმენი ყველას. მაგრამ ნამდვილად არ შემეძლო იმ უხერხულობის ნაწილი კიდევ რამდენიმე წამი მაინც ვყოფილიყავი. ნენეც დავტოვე. ოხ ნენე ოხ, კიბეზე ასვლისას ჩემს საქციელს კიდევ ერთხელ გადავხედე , არა ნუთუ ეს მე ვარ? ასეთი აქტიური? რა მემართება? აკლიმატიზაციას გავდივარ მგონი ოდნავ უცნაურად. ჩანთიდან ბლოკნოტი ამოვიღე აუდიტორიის ნომერი რომ წამეკითხა , ჯერ კიდევ ვერ დავიმახსოვრე ყველა. ამჯერად ფილოსოფიის ლექციაზე მოვედი, ოდნავ ადრე, ოთახი ჯერ თავისუფალია, წინ ჯდომა დიდად არ მიყვარს ამიტომ შუაში დავიკავე ადგილი და ემოციებისგან გაბრუებულმა თავი მაგიდაზე დადებულ ჩანთაში ჩავრგე -უკაცრავად ეს ადგილი თავისუფალია? ჩვენს ცხოვრებაში სულ ასე უნდა ვცვლიდეთ როლებს? რა თქმა უნდა ისევ ის ხრინწიანი ბარიტონი ოდნავ მკაცრი ტონით თავი არ ამიწევია ისე ვუთხარი -მგონი ჩემგან განსახვავებით დიდხანს არ უფრიქრია დამჯდარიყო თუ არა , ვიგრძენი როგორ დაეშვა მძიმე სხეული სკამზე -უცნაურია არა? რასაც არ ელოდები ის ხდება უფრო ხშირად ვიდრე ის რასაც ელოდები. ყურთან ძალიან ახლოს გავიგე მისი ხმა რამაც მაიძულა თავი ჩანთიდან ამეღო, აჩეჩილი თმები ხელით შევისწორე, თითოს ახლა გამოვიღვიძეო თვალის გახელაც გამიჭირდა მით უფრო მას შენდეგ რაც ნენემ თქვა თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო -ძალიან მხიარული მეგობარი გყავს , გაგიმართლა . -კი გამიმართლა, ბავშვობის მეგობრები ვართ, რაც შეიძლება მოკლედ ვპასუხობ თუმცა მეც ბევრი რამე მაინტერესებს მასზე -თბილისში ცხოვრობ? აგრძელებს კითხვების დასმას, ვხედავ როგორ ათამაშებს ხელში ტელეფონს -ახლა კი , ისე ქუთაისიდან ვარ, შენ? როგორც იქნა კითხვას ვუბრუნებ - მე აქ დავიბადე და გავიზარდე , წერეთელზე , ქუთაისში არ ვარ ნამყოფი, ვინ იცის თუ დავახლოვდებით შეიძლება წამიყვანო კიდეც . იცინის ისე რომ წამით ლექტორის მზერასაც იმსახურებს -დავახლოვდებით? ვუმეორებ. ხომ შეიძლება ვიმეგობროთ კი , მოკლედ ვუჭრი -ვიმეგობროთ? ეს მაგარი იცით გოგონებმა , ისევ იღიმის, ხელით ტელეფონის წვალებას არ ეშვება თუმცა რამდენიმე წამი მაგიდაზე დებს და მე მიყურებს პირდაპირ თვალებში - ერთი რაღაც დაიმახსოვრე ანი....ტა , როცა ბიჭი გოგოს პირველივე წამიდან როგორც ქალს ისე უყურებს მასთან მეგობრობა არ გამოდის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.