შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (თავი 4)


31-07-2024, 13:32
ავტორი lillianna
ნანახია 1 476

-გააჩერე უნდა ჩამოვიდე
-დარწმუნებული ხარ ? მეკითხება და თვალებში მიყურებს
-კი, რაც შეიძლება მტკიცედ ვეუბნები
მართლაც აჩერებს უახლოეს ტროტუართან და მეც ჩამოვდივარ, წვიმამ უფრო უმატა , ტროტუარზე ვდგევარ და ვფიქრობ რას ვეტყვი როდესაც თავადაც გადმოვა მანქანიდან ჩემს დასაბრუნებლად თუმცა ვხედავ როგორ ირთვება უკანა საქარე შუშებზე სინათლეები და მანქანა ადგილს სწყდება
დამტოვა…
…..
მომდევნო ხუთი დღე სახლში, უფრო სწორად საწოლში გავატარე მაღალი სიცხით, დღეს მეექვსე დღე გათენდა , მაგრამ სხეული ისე მაქვს გეგონება ხუთი ტონა ტვირთი მარტომ მეთრიოს. ცხვირი ხელსახოცის ხშირი გამოყენებისგან სრულიად წითელი და კან გადაქერცლილი მაქვს, სახე გამოფიტული და გამომშრალი. მთელი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში არცერთხელ არ გამოსულა კონტაქტზე ლექსო, რთული მისახვედრი არ არის რომ ნენესგან ჩემი ამბავი იცის, მით უმეტეს ნენე მის ძალიან ახლო მეგობრებს დაუახლოვდა . პერიოდულად ვახვევ გონებაში განვლილ დღეებს, მაგრამ ბოლომდე ვერ ამიხსნია მისი ეს საქციელი, გასაგებია რომ მეც დამნაშავე ვარ, ვაღიარებ ჩემს წინ პასუხისმგებლობას თუმცა, ხომ შეეძლო..... ვჩერდები…
ზოგადად მე ძალიან მჯერა სურვილების, ვფიქრობ ადამიანს თუ რაიმეს სურვილი აქვს ის ამას მაინც გააკეთებს, მიუხედავად ყველაფრის, მიუხედავად კომპლექსების, მიუხედავად წინააღმდეგობის, მიუხედავად თავმოყვარეობის, თუ უნდა გააკეთებს, …თუ უნდა...კიდევ ერთხელ ვიმეორებ…
ოთახის კარი იღება და მამიდას ჩემთვის დიდი ღრმა თეფშით ბულიონი შემოაქვს
-ეგრე ნუ მიყურებ, ვიცი რომ წვნიანები არ გიყვარს მაგრამ აუცილებელია! უნდა ჭამო, ხომ ხედავ ხუთი დღე გავიდა და ისევ სიცხე გაქვს! თუ არ გინდა დღეს ისევ ექიმთან წაგიყვანო ეს შეჭამე.
თეფშს ლანგრით საწოლზე მიდებს და იქვე საწოლის კუთხეში ჯდება, აპირებს დარწმუნდეს მართლა შევჭამ თუ არა, მეც რა თქმა უნდა არ მინდა მისი წყენინება და სუპს ბოლომდე ვჭამ
-პურიც კარგად მიაყოლე. ჩამესმის მამიდას ხმა
მეცინება თუმცა ზუსტად ვასრულებ მითითებებს
-მალე სამსახურში უნდა წავიდე, საღამომდე ვერ მოვალ, წვნიანს მაცივარში დავტოვებ, გაათბე და შუადღითაც მიირთვი, იცოდე შევამოწმებ !
-კარგი , არ ინერვიულო მშვიდად წადი, კარგად ვიქნები, ვეუბნები და მადლიერების ნიშნად ვეხუტები
ნენე ცდებოდა, ყველა ასე ვთქვათ, მარტოხელა ადამიანი არ არის ერთნაირად უჟმური, მამიდას არასდროს ჰყოლია ცხოვრებაში პარტნიორი, ვერც იმას გეტყვით დაზუსტებით ჰყვარებია თუ არა როდესმე, მაგრამ ერთი რაღაც ნამდვილად შემიძლია დაზუსტებით ვთქვა , საოცრად თბილი და სამართლიანია, ეს ორი თვისება კი სრულიად საკმარისია ჩემთვის საიმისოდ რომ გიჟივით შემიყვარდეს.
-დღეს ნენე უნდა მოვიდეს ჩემი ბავშვობის მეგობარი, ხომ შეიძლება?
-ანიტა ეს შენი სახლიცაა, ვინც გინდა ის მოვიდეს, ახლა მოდი კარი დაკეტე ათასი გიჟი დადის, კარადიდან ჩანთას იღებს და გასასვლელად ემზადება
-დროებით მამიდა, ვეუბნები და კარს ვხურავ.
ცოტახნით სამუშაო მაგიდასთან ვჯდები და ლექტორთან გადასაგზავნ ქვიზის პრეზენტაციას ვაწყობ , დრო ისე გადის ვერ ვიგებ, დაახლოებით ორი საათის შემდეგ კმაყოფილი ვარ საკუთარი ნაშრომით და ლეპტოპსაც ვხურავ .
-ლიფტში შემოვდივარ, 2წუთში ვიქნები. მწერს ნენე
საწოლს ვასწორებ და მისაღებში გავდივარ, კარზე კაკუნიც ისმის , კარის გაღება და ნენეს შემოვარდნა ერთია
-მისმინე არ გაბრაზდე, სხვა გზა უბრალოდ არ დამიტოვა
-რა? ვერ გამიგია რას მეუბნება
-შეიძლება?ის ხმა რომლის გაგონებასაც ახლა ალბათ 100 დან იმ 1 პროცენტითაც კი არ ველოდი, კარში თავი შემოჰყო ლექსომ , ეს რომ მცოდნოდა მინიმუმ პიჟამოებში გამოწყობილი და თმა აჩეჩილი არ დავხვდებოდი, ნენეს ვუყურებ და ვიცი ჩემს თვალებში ზუსტად კითხულობს სათქმელს
-ბოდიში . მეჩურჩულება
-ჩემი ბრალია ! მე დავაძალე . ამბობს ლექსო ნენეს დასაცავად , სამივენი კარის შესასვლელთან ვდვავართ
-არ შემოგვიშვებ? რამდენიმე ნაბიჯს წინ დგამს და უკვე ჩემს წინ არის
-კი როგორ არა, ვამბობ და კედელს ვეკრობი, რომ სტუმრებს შემოსასვლელი გზა გავუნთავისუფლო, კარს ვხურავ, რამდენიმე წამი ცივ რკიმას ზურგით ვეყრდნობი რომ ამოვისუნთქო
-წინ მიდით. ვამბობ სუსტი ხმით და ხელით ვაჩვენებ მისაღებისკენ
ვხედავ როგორ ათვალიერებს ლექსო ოთახს
-დასხედით ფეხზე ხომ არ იდგებით . ვეუბნები და რბილ სავარძლებზე მივუთითებ
-გავიგე ცუდად იყავი, ახლა როგორ ხარ? მეკითება და თან ჩემს ესე ვთქვათ „სახლურ“ ჩაცმულობას თვალს არ აშორებს, ამას მეც ვამჩნევ და უხერხულობის შეგრძნება უფრო მატულობს,ვგრძნობ მის მწველ თვალებს ჩემს სხეულზე რომელიც სადღაც წელსა და ჭიპს შორის ჩერდება და ახლაღა ვიაზრებ რომ ზედმეტად მოკლე ტოპი მაცვია
-ახლავე მოვალ..ოთახიდან გასული საძინებელში შევრბივარ, რომ გამოვიცვალო, მოკლე შორტს და მაისურს ვიცვამ , სანამ მისაღებში დავბრუნდები ღრმად სუნთქვას ვიწყებ რომ მახსენდება ის თვალები და მზერა რომელსაც რამდენიმე წამის წინ წავაწყდი
-მე... … მოდი ყავას მე გაგიკეთებთ, ამბობს ნენე და სამზარეულოში გადის
რამდენიმე წამი ისევ ის დაძაბული უხერხულობა ჩვენს შორის, ზუსტად ლექსოს პირდაპირ ვზივარ, ორივე ხელი მუხლებზე მიდევს და ველოდები როდის დაიწყებს საუბარს
-მინდოდა ბოდიში მომეხადა . ძალიან მშვიდი ტონით საუბრობს - იმ საღამოს შემდეგ, მოკლედ მე რომ არ წავსულიყავი, აქ ცოტა ხანს შეჩერდა სათქმელს თავი ვერ მოუყარა -ცუდად არ გახდებოდი, ამბობს და თავს ოდნავ ძირს ხრის
-არა ჩემი ბრალია. არ მინდა თავს დამნაშავედ გრძნობდეს ჩემს გამო მითუმეტეს
ლექსო ფეხზე წამოდგა და დივანზე სადაც მე ვიჯექი გვერდით მომიჯდა, ზუსტად ჩემს სიახლოვეს, ისე რომ ჩვენი სხეულები უკვე ერთმანეთს ეხება , ხელები ერთმანეთში გადავაჯვარედინე , ბავშვობიდან ჩვევა მაქვს, ცალ ფეხს ყოველთვის ისტერიულად ვაქანავებ, ამ წამს უფრო მეტადაც
-აღმოჩნდა რომ მზად არ ვარ ახალი ურთიერთობისთვის . აგრძელებს საუბარს, თითქოს ის ნაცნობი ემოცია განვიცადე , დანის ჩარტყმის ემოცია , რატომ მეწვის ასე ძალიან რაღაც გულთან ახლოს?
-ჩემი ის წასვლაც მაშინ! იმ ძველი ურთიერთობის...ისევ პაუზას აკეთებს - მაქედან გამომდინარეა
ასრულებს აზრს და მე მიყურებს , მე რომელიც თავს ძლივს ვიკავებ რომ ცრემლი არ გადმომვარდეს , ისევ იგივე კითხვა მაქვს , რატომ მეწვის ასე ძალიან რაღაც გულთან ახლოს?ოღონდ ამოისუნთქე ანიტა , ოღონდ ამოსუნთქვა შეძელი , მიმეორებს ჩემი მეორე მე, გთხოვ ამოისუნთქე და გადაყლაპე ეგ ბურთი რიომელიც კისერში გაქვს..გხოვ
-აქ იმიტომ მოვედი, რომ არ იფიქრო რამეში შენ შეცდი, არ იფიქრო რომ რომ შენ ხარ დამნაშავე.. ხელს ფეხზე მადებს , ფეხზე რომელსაც ისევ გაუჩერებლად ვაქანავებ , ეს შეხება ცეცხლზე ნავთს მისხამს და ამჯერად ვერ ვაკავებ ცრემლს, რომელმაც ვიგრძენი როგორ დამისველა ლოყა, ისევ იგივე აზრი მიტრიალებს , რატომ მეწვის რაღაც გულთან ასე ახლოს? წვას უფრო და უფრო მეტად ვგრძნობ და მინდა ვიტირო ხმამაღლა, მახსენდება ბავშვობაში როგორ გადამესხა ხელზე ცხელი წყალი, ვხედავ დედაჩემის სასოწარკვეთილ სახეს , როგორ ავყავარ ხელში და როგორ მიხუტებს გულთან, მისი კანის სუნს შევიგრძნობ და ეს მამშვიდებს, ისევ ის სუნი, ნეტავ ეხლა ჩამეხუტებოდეს ხომ გადამარჩენდა, იქნებ აღარ ამწვოდა ასე ძალიან რაღაც...რაღაც გულთან ახლოს
-არ მინდა შენ ის ადამიანი იყო, ვისაც რაიმეს დავუმალავ. აგრძელებს საუბარს, მაგრამ მე უკვე აღარაფერი მესმის, არც ის მინდა მოვაჩვენო, რომ კარგად ვარ, არც ცუდად ყოფნა მინდა დავანახო, არაფერი მინდა გარდა იმისა ავდგე და საკუთარ ოთახში საწოლზე დავწვე, დავემხო ვიტირო , ღმერთი ნეტავ ეს წვა დამთავრდებოდეს , ვერ …ვერ ვსუნთქავ, როდის როდის მოვასწარი ამ ბიჭის გულთან ასე ახლოს მოშვება, რატომ მეწვის ასე ძალიან რაღაც , რატომ მეწვის გული? ნეტავ არავინ გამცემს ხმას? რატომ მეწვის რაღაც გულთან. გულზე ხელს ვიდებ, ვიდებ კიარა ვიჭერ … ამოვისუნთქე …
-მესმის, მადლობა რომ გულწრფელი ხარ
არ ვიცი საიდან ვახერხებ ამ ყველაფრის თქმას, მხოლოდ ახლა ვიაზრებ , რომ ხელი ისევ ჩემს ფეხზე უდევს, ოდნავ ვწევ სხეულს და დივნის კუთხეში ვინაცვლებ, მისი ხელი მშორდება, ვუყურებ, ვხედავ რომ მის სახეზეც არის მწუხარება , ოღონდ ვერ ვხვდები ამ მწუხარების მიზეზი მე ვარ თუ ის ურთიერთობა რაზეც რამდენიმე წუთის წინ საუბრობდა .
-ყავა მოვიტანე.. ის ხმა მესმის რომელმაც უნდა გადამარჩინოს!
ალბათ ყველაფერს მიხვდა როდესაც შემოგვხედა, თვალით მეუბნება -ისუნთქე !
-მე უნდა წავიდე, წამოდგა ლექსო, - სხვა დროს აუცილებლად დავლევ, ახლა მაგვიანდება , წამოდგომის პროცესში ისევ შემომხედა - კარგად ანიტა, მეუბნება და გასასვლელისკენ მიდის, ნენეც უკან მიჰყვება, მესმის კარის გაღების და გადაკეტვის ხმა. თან მეხსნება დაძაბულობა კუნთებში თან არა
-მისმინე , ხომ იცი რომ ეს დასასრული არ არის, თქვენ... თქვენ ისევ გაქვთ შანსი. ოთახში შემოსული ჩემს მუხლებთან ჯდება ნენე
-აღარანაირი არაფერი, ძალიან მტკიცე ხმა აღმომხდა ! -რატომ მეწვის ასე ძალიან გულთან რაღაც ნენე? ვუყურებ და თვალში უზარმაზარ ცრემლს ვგრძნობ რომელიც საცააა უნდა ჩამოვარდეს.
-გაივლის … ხომ იცი, ორივე ხელზე მკოცნის -გთხოვ არ გინდა.. მეუბნება
ძალას ვიკრებ რომ წამოვდგე და ოთახში შევდივარ, ნენეს ისევ იმ პოზაში დამჯდარს ვტოვებ. ​​​​

...........
ის საღამო არც ალექსანდრესთვის ყოფილა მარტივი, მთელი თავისი გაცნობიერებული ცხოვრება , დაეფიცება, გული არავისთვის უტკენია მიზანმიმართულად, ცრემლს რომელიც ანიტას თვალებზე შენიშნა, იმ ერთ ცრემლს ვერ პატიობდა საკუთარ თავს, უფრო მეტი დაფიქრება მართებდა, უფრო მეტი მოეთხოვებოდა ვიდრე მას, ყოველშემთხვევაში ახლა ასე ფიქრობდა. გოგონებთან ურთიერთობაში გამოცდილება არ აკლდა, მაგრამ არა ისეთ ურთიერთობებში სადაც ყველაფერს გრძნობით აკეთებ და არა ინსტიქტით, გრძნობას რაც შეეხება , ახლა მის გულში რომ გენახათ, როგორი ქალიშხალი იყო, როგორ გამალებით უცებდა გული, როგორ გამალებით უყვარდა, გაურბოდა ამ გრძნობას, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ისევ ისეთი სიმძფრით განიცდიდა, სიყვარულს, სიყვარულს, ლილიას მიმართ, ქალის რომელიც არათუ მის სიახლოვეს, არამედ იმავე ქვეყანაშიც კი აღარ იმყოფებოდა.
და მაინც ამ წამს ფიქრობდა გოგონაზე, რომლის სახელსაც ყოველთვის დამარცვლით წარმოსთქვამდა და ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, გოგონას , რომელთან ყოფნის დროსაც ის მტანჯველი გრძნობა რომელსაც სხვა ქალის მიმართ განიცდიდა დროებით ავიწყდებოდა. ტყუილი არ უთქვამს ანიტასთვის, ყოველთვის როდესაც ურთიერთობას იწყებდა წინასწარ იცოდა ეს ურთიერთობა ერთდღიანი იყო თუ მასში ემოციების მთელ ნაკრებს აერთიანებდა, ანიტასთვის პირველივე წამიდან არ შეუხედავს ისე , როგორც .... ისე როგორც .. ბიჭი უყურებს ქალს, რომელსაც უნდა დაეუფლოს... არა , ეს ნამდვილად არ იყო ის შემთხვევა, მოეწონა მისი თმიდან წამოსული სურნელი, თავს უფლებას მისცემდა, რომ მის თმას ხელითაც შეხებოდა და უფრო უკეთაც შეეგრძნო , მხოლოდ მასზე, რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მხოლოდ მას რომ შესძლებოდა გადაეწყვიტა, ჩაეხუტებოდა, ჩაეხუტებოდა მანამ სანამ ამას ანიტაც
მოისურვებდა, სანამ მისი მკვდარი უემოციო სხეული ახალი სიცოცხლით არ აივსებოდა და იქნებოდა ასე დიდხანს ...პირველად იგრძნო ლილიას წასვლის შემდეგ გულის გავლით რაღაც , რაღაც წვა, გულთან ასე ძალიან ახლოს...
ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი განცდა შიშის შემდეგ დანაკარგია, კარგავ რაღაცას ან ვიღაცას, და მასან ერთად იკარგება შენი საკუთარი ნაწილი, რომელსაც დანაკარგთან ერთად გლოვობ, ახლა რასაც დავწერ ალბათ ბევრ თქვენგანს არაერთხელ წაგიკითხავთ , მაგრამ ვინც ამას წერს , წერს გამოცდილებით, იმ გამოცდილებით, რომელიც სხვამ უკვე გამოსცადა
ცხოვრების უმთავრესი ამოცაანაა დაცემულმა წამოდგომა შეძლო და უკვე წამომდგარმა ყველაფერი გამოცდილებად აქციო, როგორც ამბობენ თუ არ დაეცი ვერ გაიგებ როგორია დაიბადო თავიდან ერთ სიცოცხლეში.

.....
თბილისს თანდათან უფრო და უფრო დაეტყო შემოდგომა, ტყუილად არ ამბობენ, რომ შემოდგომა უფრო მეტად სულის სეზონია ვიდრე სხეულის, ამ სეზონზე რაღაცნაირად ყველაფერი უფრო მეტად რომანტიულია და სევდიანი.
გამოცდების ქარცეცხლში განვლო მომდევნო ერთმა თვემ, როგორც იქნა პირველმა შუალედურმა გამოცდებმა წარმატებით ჩაირა, ამან კი ნამდვილად მომცა უდიდესი კმაყოფილების შეგრძნება, და ამასთან ერთად დრო , დრო ბავშვობაში დასაბრუნებლად. გამოცდების შემდეგ უნივერსიტეტში შესვენებაა და შემიძლია საკუთარ ქალაქს დავუბრუნდე, საკუთარ ოჯახს, მეგობრებს. ნენეც ჩემთან ერთად მოდის რა თქმა უნდა, თან მალე დაბადებისდღე აქვს და აბა სხვაგან სად აღნიშნავს თუ არა მშობლიურ ქალაქში. დაბადებისდღეზე მახსენდება , რომ საჩუქარი აქ უნდა ავურჩიო, თბილისი უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევს უამრავ სასურველს შორის არჩევანი გააკეთო. დღის დასასრულს ასეც მოვიქეცი, მოლში გავიარე და ნენესთვის ლამაზი სამკაულების კომპლექტი ავარჩიე, ისეთი, რომ მოეწონება.
მომდევნო საღამოს უკვე ქუთაისში ჩემს სახლში, ჩემს ოთახში ვიყავი მოკალათებული, ნივთები ისევ ისეა, როგორც დავტოვე, როგორც სჩანს დედაჩემმა სპეციალურად არ გადააადგილა, ჩემი სიახლოვე უფრო კარგად რომ ეგრძნო, ასე ვფიქრობ, ერთი საღამო არ მეყო რომ მშობლებს კარგად მოვფერებოდი, თუმცა ასე ერთად დიდი ხნის შემდეგ პირველად ვიყავით ბედნიერები. ყველანაირი სასუსნავი დამხვდა სახლში რაც მიყვარდა, ეს დედაჩემის ხელწერას გავს, საგულდაგულოდ მოემზადა.
არსად ისე კარგად არ მძინავს როგორც საკუთარ საწოლში, მეორე დილის 12 საათზე გავიღვიძე, თვალი გავახილე თუ არა გამახსენდა , რომ დავაგვიანე, დავაგვიანე ნენესთვის დაბადების დღის მილოცვა, ჩვენ ყოველთვის პირველები ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღეს. ჯანდაბა ასეთი რთული რატომ არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა , სასწრაფოდ მობლური ავიღე და მისი თბილი ხმის გაგონებამ წამში გამაბედნიერა
-აპატიებ შენს მეგობარს რომ დაეძინა?
-ჩემს მეგობარს ყველაფერს ვაპატიებ, მპასუხობს და მის მიმართ ჩემი პატივისცემა უფრო და უფრო იზრდება
-ყველაზე ბედნიერი მინდა იყო ხომ იცი, ჩემს თავს რასაც ვუსურვებ იგივეს თუ მეტს არა შენც გისურვებ
- კარგი ახლა არ ამატირო ამ დღეს, ხომ იცი საღამოს ჩვენს ბარში მივდივართ გაემზადე და პირდაპირ იქ მოდი
-მოიცადე, დახმარება ხომ არ გჭირდება რამეში? მცალია შემიძლია გამოგიარო
-არა გოგო, ახლა სალონში მივდივარ, მერე მკერავთან ხო იცი ამ დღისთვის განსაკუთრებულად ლამაზი მინდა ვიყო. ამბობს და ისეთი ბედნიერია , ვერ ვიჯერებ, ყოველთვის პატარა ბავშვივით უხარია ეს დღე
-მიყვარხარ
ვუთიშავ და საწოლს ვუბრუნდები, შუადღემდე დრო მაქვს, საწოლთან ახლოს ფანჯარას ხელით ვხურავ, ფარდას ბოლომდე ვწევ და საბანს თავზე ვიფარებ.

.....
საღამოს 6 საათისთვის უკვე ბარში ვარ ჩვენს საერთო მეგობრებთან ერთად, ყველანი ნენეს ველოდებით, ძველი დრო გამახსენდა, სკოლიდან წამოსულები გვიან ღამემდე რომ ერთად ვერთობოდით, დიდი სამეგობრო წრე ვართ 6 ბიჭი 7 გოგო. ბავშვობიდან ასეა, დაიწყო ბაღით გაგრძელდა სკოლით და გრძელდება ახლაც , ზოგი ბათუმში წავიდა ზოგიც თბილისში წავედით , მაგრამ მნიშვნელოვან მომენტებში ერთად ვართ.
ჩვენს შორის ყველაზე ლამაზი ნენა, დღესაც ასეა, თვალს ვერ ვწყვეტ , ანიმაციიდან გადმოსულ პრინცესას გავს, გრძელი ქერა თმა, წვრილი წელი ,რომელსაც ულამაზესი კაბა უმშვენებს და თხელი წვრილი ფეხები. პირველად რომ შევხედე ბაღის პირველ დღეს ზუსტად ასეთი ფუშფუშა კაბა ეცვა, ყველა ტიროდა მეც მათ შორის,მაგრამ არა ნენე, თავი ისე ეჭირა თითქოს ის ადგილი მისთვის სრულიად ნაცნობი იყო, პირველად ნენე მივიდა სათამაშოებთან და ყველაფერი ხალიჩაზე გადმოალაგა, ამით მაგალითი მოგვცა ჩვენ...დანარჩენებს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით..
ასეთია ნენე, ყოველთვის იცის გამოსავალი როგორ მოძებნოს!
-იმედია ძალიან არ დააგვიანებენ, ფანჯარასთან დგას ისეთი გამომეტყველება აქვს თითქოს ვიღაცას ელოდება, მასთან მივდივარ რომ გავიგო რაზე ღელავს
-ვინმეს ელოდები?
-კი, თბილისიდან მეგობრებს , მეუბნება და დაგრძელებულ ფრჩხილებს კბილებში ათამაშებს
-ვინ დაპატიჟე?
ცოტას ყოყმანობს შემდეგ მეუბნება
-დათო, ლუკა, ცოტნე, ლექსო... მოკლედ ეგ სასტავი
ლექსო? ჩემს გონებაში ვხარშავ ამ სახელს , ბოლოსდაბოლოს მას აქვს უფლება ის დაპატიჟოს ვინც უნდა დღეს ხომ მისი დღეა, თანაც მეგობრობს, მე რა შუაში ვარ, ჩემს გამო რატომ უნდა.... ფიქრს მაწყვეტინებს ნენეს ხმა
-გეწყინა?
-არა რა თქმა უნდა , შენ ხომ მეგობრობ
მეტს ვერაფერს ვამბობ იმიტომ, რომ ზუსტად ჩვენი ბარის ვიტრინის წინ ჩერდება ჩემთვის კარგად ნაცნობი მანქანა ნომრით „324“ , სანამ გავარჩევ ზუსტად რამდენი ადამიანი ზის ავტომობილში ნენე გარეთ გარბის მე კი უკან ვიხევ და მაგიდასთან ვბრუნდები
-რა ხდება , ნენე სად არის? მეკითხხება თორნიკე
-გარეთ სტუმრებთან..ვპასუხობ თუმცა ფიქრებით სხვაგან ვარ
-ვინ სტუმრები? მეკითხება ლელა და ამ დროს ყველა ჩემს პასუხს ელოდება
-სტუმრებს თბილისიდან...ძალიან ხმადაბლა ვამბობ , თუმცა დასრულებულიც არ მაქვს ნენე რომ აგრძელებს წარგენას
-მეგობრებო ყურადღებაა! ხელში მინის ჭიქა და დანა უჭირავს, დანას ჭიქას უკაკუნებს და ხალხის ყურადღებასაც იქცევს
-მინდა გაგაცნოთ ჩემი... ჩემი და ანიტას მეგობრები... დატო, ლექსო, ლუკა და ცოტნე
მივხვდი მაგიდა წამოიშალა ყველა ერთმანეთში აირია, ყველამ ერთმანეთს ხელი ჩამოართვა, მე ვზივარ ისე რომ თავსაც არ ვწევ , მხოლოდ ჩემს წინ დადებულ ჩანგალს ვათამაშებ ხელით, ზუსტად არ მახსოვს რამდენ ხანს გასტანა ამ მისალმების ცერემონიამ, წუთის შემდეგ როცა თავს ვწერ ვხედავ უკვე ყველანი სხედან, მაგიდის თავში რა თქმა უნდა ნენე, და ჩემს წინ...ჩემს წინ ლექსო არ ვიცი როგორ აღმოჩნდა , წამით ჩვენი თვალები ისევ ერთმანეთში ირევა , ვფიქრობ რა დიდი სიამოვნებით გავუქანებდი ამ ჩანგალს , მაგრამ მეორე წუთას ფიქრი მეცვლება, ბოლოსდაბოლოს რა დამიშავა? პასუხი ძალიან მარტივია ..არაფერი...
სიტუაცია, რომ გახურდა ყველას სმა დაიწყო, მეც მათ შორის -ცოტა უცნაურია შენგან მაგიდის თავიდან მეცურჩულება ნენე, მე მის გვერდით ვზივარ
-რაღაცეები ყოველთვის პირველად ხდება ცხოვრებაში . ვპასუხობ და ჩემს წინ დადებულ ჭიქას ვცლი
ოდნავი წვის შეგრძნება მაქვს ყელში, თუმცა იმ წვას მაშინ, რომ ვიგრძენი გულთან ახლოს, ნამდვილად ჯობია. თანაც კარგ ხასიათზე მაყენებს
ვცეკვავ ....ვცეკვავ ბევრს ... სანამ არ დავიღლები...სანამ ფეხები დამემორჩილება,ვცეკვავ ნენესთან, ლიკასთან, თორნიკესთან, ლექსოს მეგობრებთან, პრინციპში ლექსოს გარდა ყველა ცეკვავს...
არ მახსოვს რამდენ ხანს ვცეკვავდი მაგრამ მახსოვს როგორ აღარ მეყო ჰაერი, ცოტა ხნით ჰაერი უნდა ჩავისუნთქო ვეუბნებნები ნენეს რომლის მკლავზეც თავს ვასვენებ
-გამოგყვე?
-არა ჩემით.. ვშორდები და გასასვლელი კარისკენ მივიწევ რომელიც ახლა უფრო შორს მეჩვენება რატომღაც , მანძილი ჩემიდან კარამდე აღარ პატარავდება, აი როგორც იქნა ცივი ჰაერის შემოფეთებას ვგრძნობ სახეზე და ახლა ვხვდები შვებით ამოვისუნთქეს მნიშვნელობას ყველაზე კარგად .
კიბეზე ვზივარ და ცივ ნიავს საშუალებას ვაძლევ ალკოჰოლის ზემოქმედებიდან ცოტათი მაინც გამომიყვანოს
-კარგად ხარ? ისევ ის ნაცნობი ხმა მესმის მაგრამ ამჯერად აღარ მანერვიულებს
-კი, არ მეტყობა? კიბის ბოლოში ვიწევი საშუალებას ვაძლევ გამოიაროს
-გეტყობა , რომ ალკოჰოლს მიჩვეული არ ხარ. მეუბნება და კოლოფიდან სიგარეტის ღერს იღებს, შარვლის ტოტებს ისწორებს და ჩემს გვერდით ჯდება კიბეზე, სიგარეტის ღერს უკიდებს და ვგრძნობ კვამლის სუნს ჩემს წინ .
ვდუმთ...ნაცნობი სიტუაცია, ჩვენ უმეტესად ვდუმთ.
-შეყვარებული რატომ არ წამოიყვანეთ? ბოლოს მე ვარღვევ დუმილს
-თ? მისი პირველი რეაქცია ეს არის, სიგარეტის ღერს ორ თითს შორის ათავსებს -შეყვარებული არ მყავს.
ისევ სიჩუმეა, ქუჩაში მხოლოდ რამდენიმე მანქანა მიდის მოდის
ვდგები...გულის რევის შეგრძნება მაქვს, მინდა საააბაზანო მოვძებნო, კი სააბაზანოში მინდა ნამდვილად, ცალი ხელით კიიბის ზედაპირს ვეყრდნობი და ცალი ხელით სხეულს ვაყენებ
-დაგეხმარები! მეუბნება და ვგრძნობ როგორ შემაშველა ხელი რომ არ დავცემულიყავი
წამით მისმა სუნამოს სუნმა ჩემამდე მოაღწია , გავიფიქრე რა ბედნიერიათქო ადამიანი ვისაც შეუძლია მისი სუნამოს სურნელი ყოველ დღე იგრძნოს
-ჩემს მიმართ სულ ...სულ არაფერს ან გრძნობ? ისეთი თვალები მაქვს ჩემს თავს ზემოდან რომ ვხედავდე ალბათ ძალიან შემეცოდება ..სიტყვებს შორის პაუზებს ვაკეთებ , ორივე ხელით მის გულ მკერდს ვეხები რომ თავი შევიმაგრო
პირდაპირ თვალებში მიყურებს და ტუჩებს შორის ღიმილი დასთამაშებს ან მეჩვენება , არ ვიცი, დარმუნებული არ ვარ, რომ მიღიმის
-რასაც შენს მიმართ ვგრძნობ სახელს ვერ ვარქმევ.....მეუბნება , მაგრამ არ ცდილობს ხელიდან გამიშვას პირიქით უფრო ძლეირად მიჭერს, ალბათ ჰგონია , რომ ისეთი მთვალი ვარ, რომ გამიშვას დავეცემი -ეს არაფერს არ გავს ...ამბობს და თვალებში უფრო დაჟინებით მიყურებს
-შენ იცი პასუხი შენივე კითხვაზე ? კითხვას მიბრუნებს
მიჭირს გააზრება მაგრამ მგონი მეკითხება მე რას ვგრძნობ
-ჩემთვის ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვპასუხობ და თავს ვინთავისუფლებ, ბარის კარს ვაღებ თუმცა რაღაც ძალა მას ისევ კეტავს
-ანუ? ცალი ხელით კარი უჭირავს ცალი ხელით ჩემი მაჯა
-ანუ მე შემიძლია ყველაფერს დავაქვა სახელი. ვამბობ და შემიძლია ვთქვა რომ სასმელი საერთოდ ვეღარ ზემოქმედებს ჩემზე
-შენ უბრალოდ ძალიან პატარა ხარ, მეუბნება და კარს ხელს აშორებს...ჩემს მაჯასაც...
-მე ვფიქრობ რომ ასაკი ვერ განსაზღვრავს ადამიანის გონებას. ჩემთვის უფრო პატაარაა ადამიანი რომელსაც არ შეუძლია სახელი დაარქვას კონკრეტულ ფაქტებს ..ვამბობ და საუბრის გაგრძელების სურვილიც მეკარგება, ღია კარიდან რამდენიმე ადამიანი გამოდის სიცილ კისკისთ, მე კი შიგნით შევდივარ და საპირფარეშოს ვეძებ . აი ისიც დერეფნის ბოლოს მოვუყვები ეს არია ..კარს ვაღებ
ვგრძნობ ფეხის ნაბიჯებს ჩემს უკან, საპირფარეშოს კარის დაკეტვა მინდა ,მაგრამ ხელს რაღაც მიშლის, უფრო სწორად ვიღაცის ფეხი, კარი იღება და ლექსო შემოდის, მე უკან ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს ის კარგს კეტავს და ჩვენს შორის მანძილს უფრო ამცირებს
-შეიძლება მოვლენებს სახელს ვერ ვარქმევ მაგრამ ზუსტად ვიცი რა მინდა ამ წამს... მეუბნება და ვგძნობ სიცივეს ზურგზე, კედელზე ვარ მიკრული ზურგით და წასასვლელიც აღარ დამრჩა
მის სახეს ჩემს სახესთან ძალიან ახლოს ვგრძნობს , მესმის მისი პირიდან წამოსული ხმაურიანი სუნთქვა რომელიც ჩემსას უერთდება, ცოტაც და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხება, არ ვიცი რამდენად ვარ მზად ამისთვის მაგრამ ვიცი რომ ვერაფერს ვიზამ, ძალა აღარ შემწევს საამისოდ, მგონი არც სურვილი მაქვს გაქცევის
რამდენიმე წამის შემდეგ ხელებს აქეთ იქეთ კედელს აბჯენს და მე შუაში ვყევარ მომწყვდეული, მისი ტუჩი ჩემსას ეხება და მგონია რომ ერთიანად დამარტყა რამდენიმე ვოლტმა, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ჩააღწია და ძირს დამანარცხა, მთელი სხეული მეუბნება შეიგრძენი ეს წამებიო,მაგრამ მე მრცხვენია მრცხვენია მისი
არ ვიცი რამდენხანს გრძელდება ჩვენი კოცნა დრო გაჩერდა, გაიყინა, არ ვიცი რა ხდება ირგვლივ ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ შემიძლია ვიგრძნო მისი გახშირებული სუნთქვა და ცალი ხელი რომელსაც ამჯერად ლოყაზე მკიდებს
თავს თავზე მადებს და მეჩურჩულება
-რომ არ მეკოცნა მოვკვდებოდი....ხელით ლოყაზე ჩამოვარდნილ თმას მიწევს და კიდევ ერთხელ ეხება მისი ტუჩები ჩემსას , ამჯერად ცალი ხელი წელზე აქვს მოხვეული და არ ვიცი რა ძალამ მიბიძგა მეც ჩემი ხელები მის თმაში ამეხლართა.

პ.ს გავითვალისწინე რჩევა მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით , თუ შეაფასებთ ისტორიას გამიხარდება მით უფრო წინ საინტერესო ამბები მოდის … თორემ მგონია არავინ კითხულობს
მადლობა



№1 სტუმარი Lilikuu

ძალიან კარგია, მომწონს მოცემულებაც რომ გაზარდე, მოვლენებიც კარგად მიდის ბევრი წარმატება შენ, ველოდები ახალს❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

უფრო საინტერესო გახდა.უფრო დაიძაბა.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

დღითი დღე საინტერესო გახდა, ემოციებმა და დაძაბულობამ იმატა. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.....

 


№4  offline წევრი Daldoni Daldoni

,როგორია დაიბადო თავიდან ერთ სიცოცხლეში'' საინტერესოა რამდენჯერ იბადება ადამიანი.. ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე ისტორიაა. ვფიქრობ წინ ანიტას და ლექსოს მძაფრი ემოციებით სავსე თავგადასავალი გველის..

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიკა

საინტერესო ისტორიაა გელოდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent