მდინარეში ნაპოვნი სიყვარული (თავი 5)
სესილი ახალი ასული იყო სახლში, ქეთიმ რომ დაურეკა და მაღაზიებში გაყოლა სთხოვა. გოგო ისევ დაბლა ჩავიდა და იქ დაელოდა მეგობარს. –აბა რის ყიდვა გინდა ქალბატონო ქეთი? –დღეს ნიკას დაბადების დღეა და საჩუქარი უნდა მაყიდინო. –ნიკა? –გოგო რა გჭირს ხო გაგაცანი? მე და ჩემი ძმის ბავშვობის მეგობარია, ერთად გავიზარდეთ. –ა გამახსენდა. კაი წავიდეთ და რას ჩუქნი? –რა გჭირს სესილი შენ? იმიტომ დაგირეკე, რომ დამეხმარო. –ხო, ხო. არაფერია დაივიწყე. –აი ეს მოეწონება, მშვენიერი საათია. –ხო ეგ აიღე. რომელ საათზე მიდიხარ, არ დააგვიანო. –არა ჯერ ადრეა, სადღაც ორი საათი კიდევ მაქვს, ცოტა მეტი. –კარგია. –აუ სესილი შენც წამოდი რა? გაერთობი. თუ გგონია, რომ ვერ ვამჩნევ შენს ცუდად ყოფნას, ძალიან ცდები. –სად მიგყავარ ქეთი, იმ ადამიანს არ ვიცნობ და არ წამოვალ. –ხომ იცნობ არა? რატომ ართულებ? ბევრი ადამიანი იქნება, ბარს ქირაობს ერთი დღით. გავერთობით, ვიცეკვებთ, გულს გადააყოლებ შენც. –არ მინდა ქეთი დაუპატიჟებლად წამოსვლა. თანაც ხომ მიცნობ არა? როდი იყო ასეთ ადგილებში დავდიოდი. –ამ ერთხელ არაუშავს, თან გჭირდება. გავერთობით ცოტას, გიო წაგვიყვანს და მოგვიყვანს, გთხოვ რა. –კარგი ხო. წავიდეთ მაშინ, შენ რას გაგაგებინებ. –კარგი, დავიშალოთ და ორ საათში შენს კორპუსთან შევხვდეთ. მართლა ერიდებოდა სესილის დაუპატიჟებლად მისვლა, მაგრამ მეორე მხრივ გულის გადაყოლება უნდოდა. არ ეშინოდა აჩიკოს ქმედებების გამო, მაგრამ მაინც ძალიან დაძაბული იყო. ძნელი ამოსაცნობი იყო ბიჭის ქცევები. ვაი და რამე ისეთი გაეკეთებინა. მალე მოემზადა სესილი და ქეთის ზარს დაელოდა. ღია ცისფერი მთლიანი კაბა ჩაიცვა, მუხლს ოდნავ აცდენილი. გოგომ მალე დაურეკა და დაბლა ჩავიდა. –სესილი რა ლამაზი ხარ. –მადლობა ქეთი, შენც. –გამარჯობა. –გამარჯობა გიო, როგორ ხარ? –ვარ რა. –მერიდება თქვენს მეგობართან, მაგრამ ქეთის ვერ გადავათქმევინე. –არაფერია მოსარიდებელი დამიჯერე, ნიკას გაუხარდება. ბარი რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის იქირავა იუბილარმა სესილის ქუჩიდან არც ისე შორს იყო. შიგნით უკვე იყვნენ ნიკას მეგობრები და თავად იუბილარიც. გოგოს შესვლისთანავე დაუარა ვიბრაციამ ტანში და ყურსაც დრო დასჭირდა შესაგუებლად. –ნიკუშ გილოცავ იუბილეს. –მადლობა ქეთი. –სესილი ხო გახსოვს? ძალით წამოვიყვანე, ერიდებოდა. –გამარჯობა, გილოცავ დაბადების დღეს. –მადლობა. ძალიან გამიხარდა, რომ მოხვედი. კარგათ გაერთეთ. მუსიკისგან მოშორებით დასხდნენ გოგონები. ქეთიმ რამდენიმე ადამიანი გააცნო, ზოგიც შორიდან დაანახა. –აბა რა დავლიოთ? –მე წყალი უნდა დავლიო, შენი არ ვიცი. –რა წყალი სესილი, რამე მსუბუქი დავლიოთ. –არა, არანაირი სასმელი ქეთი. –წავალ კოქტეილებს ვეტყვი. გოგომ ბარი მოათვალიერა. არც ისე ბევრი ხალხი იყო. ჯგუფ–ჯგუფად ისხდნენ ან იდგნენ. ბევრი წუწუნის შემდეგ მაინც დალია ერთი ჭიქა და ქეთიც შეეშვა. სასიამოვნო მუსიკა იყო, თუმცა ვისთვის როგორ. –ტყუილად წამოხვედი სესილი? ცოტა გაერთე რა? –ხო დავლიე ქეთი, ამჯერად რას მოითხოვ? –ნუ ჩამოგტირის სახე. აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. –არ ჩამომტირის, უბრალოდ დაძაბული ვარ. –აქ იმისთვის ხარ, რომ მოეშვა. წამო ვიცეკვოთ, ნახე რა კარგი მუსიკაა. –არ მინდა ცეკვა, ხო იცი არ მიყვარს. –გინდა, როგორ არ გინდა. ცოტა ხნით ქეთისთან ერთად ცეკვავდა, შემდეგ დრო იხელთა და მაგიდასთან დაბრუნება გადაწყვიტა. იმ მხარეს ბევრი ხალხი იდგა და დროებით სასმელების ბართან მისვლა გადაწყვიტა. უკვე მაგიდასთან ბრუნდებოდა მაღალი სხეული რომ დაეჯახა და კინაღამ დავარდა. –მაპატიეთ. სესილი? ხო კარგად ხარ? –ამირან, რა დამთხვევაა. კი, კი. –აქ როგორ აღმოჩნდი? –ქეთის გამოვყევი, უფრო სწორად ძალით წამომიყვანა. –გასაგებია. გამიხარდა შენი ნახვა. –ხო მეც. –მარტო ხარ? –ქეთი სადღაც იქით ცეკვავს, შეიძლება ითქვას, რომ მარტო ვარ. –ჰო ნიკა და ბიჭებიც მანდ არიან. მე ვერ ვსვამ და შორიდან ვადევნებ თვალს, რამე არ გააფუჭონ. –ქეთი დღეს დათრობას გეგმავს. მე და გიომ უნდა მივხედოთ. იმედია ის მაინცაა ფხიზელი. –გიო? –ქეთის ძმა. აი იქაა.. და მთვრალია უკვე. –აა... ასე გვიან ტაქსს გააჩერებთ? –იმედია. წავალ მე ქეთისთან. –კარგი. ქეთიც და გიოც კარგად ერთობოდნენ. –როდის მოასწარით ასე დალევა? ორი წუთი გავიხედე და. –მე არ ვარ მთვრალი, მაგრამ ეს ვაჟბატონი გაძღა. არადა ათჯერ დამპირდა არ დავლევო. –კარგი. მაგიდასთან დავჯდები, თქვენ გაერთეთ. –აუ წამო რა ერთად ვიცეკვოთ, სულ დასაჯდომად გარბიხარ. –კარგი ხო, ოღონდ მეტი აღარ დალიო. –ძაან მთვრალი ვარ? –არა ქეთი, მაგრამ ცუდად არ გახდე. –კარგი, მაშინ ვიცეკვოთ. რამდენიმე საათის მანძილზე ხან ისხდნენ და ხანაც ცეკვავდნენ. ქეთი უშრეტი ენერგიის წყარო იყო. სესილი ძალიან დაიღალა და თავიც ასტკივდა. ცოტა ხნით მაგიდასთან იჯდა, შემდეგ გარეთ გასვლა გადაწყვიტა და ქეთი გააფრთხილა. ბარის წინ დასეირნობდა და დროის გაყვანას ცდილობდა. ერთი ორი ადამიანი თუ იქნებოდა გამოსული გარეთ. ზოგი მოსაწევად, ზოგი გასაგრილებლად. ხის სკამზე ჩამოჯდა და ხელებს ჩამოაყრდნო თავი. –სესილი.. ცუდად ხარ? –არა, დავიღალე ცოტა. –კარგი. მარტო გამოხვედი? –ჰო, ისინი ცეკვავენ. ქეთი ვერაფრით დავსვი. –ალბათ არ გიყვარს ასეთი ადგილები. –ასეა. შეუჩვეველი ვარ. შენ გიყვარს? –სიტუაციას გააჩნია, ცოტა მომბეზრდა. –ჰო მეც. არადა ქეთიმ გულს გადააყოლებო. –ნერვიულობ? –ჰო, ასეც შეიძლება ითქვას. დაძაბული ვარ და ცუდის მოლოდინი მაქვს. –სესილი ნუ განიცდი ასე. ყველაფერი მოგვარდება. აჩიკო ვერაფერს დაგიშავებს. –დაშავება არა, მაგრამ რამე ისეთი რომ გააკეთოს? –მაგალითად? –არ ვიცი.. ვერ ვფიქრობ. –ცუდი არაფერი მოხდება, კარგი? –იმედია. –სესილი, მოდი გავჩერდეთ კარგი? –რა? ვერ მივხვდი. –მე არ მინდა, რომ ასე ინერვიულო ამ ყველაფერზე. ნუ დაველოდებით მის მოქმედებას, ასე სულ დაძაბული იქნები. –და სხვა გზა არსებობს? –არსებობს. მოდი ცოტა ხნით შენებთან წადი კახეთში ან გოგონებთან ერთად დასასვენებლად. –ეგ რას შეცვლის? სამუდამოდ ხომ ვერ დავემალები? დღეს თუ არა ხვალ იმოქმედებს. –არა სესილი, რომ დაბრუნდები აჩიკო შენს ცხოვრებაში აღარ იარსებებს. –ამირან, გესმის რას მეუბნები? არა, არსად არ წავალ. –ასე ჯობია, დამიჯერე. ყველაფერი უცებ დალაგდება და შენც მოეშვები. –არავითარ შემთხვევაში ამირან. –კი მაგრამ, რატომ? –არ მინდა ეს ძალადობა და ქუჩური გარჩევები რა? ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც მოსახდენია. –სესილი, ვინ გგონივარ? არავითარი ძალადობა და გარჩევები. უბრალოდ ავუხსნი, რომ შეგეშვას, მეტი არაფერი. მის სიკვდილამდე ცემას ან გადასახლებას არ ვაპირებ. –არა, ძალიან გთხოვ, ასე არ გვინდა რა? შემდეგ მთელი ცხოვრება განცდა მექნება, რომ დავაშავე, ვიღაცას ვატკინე. ფიქრი შემჭამს, რომ ვიჩქარეთ და ცუდად მოვიქეცით. ეს უფრო დამტანჯავს ამირან. –კარგი, დამშვიდდი. მართალი ხარ, მაგრამ ასე არ ინერვიულო კარგი? ვერაფერს გააფუჭებს. –ანუ არანაირი გარჩევები და ძალადობა ხო? –არა, არანაირი. და არანაირი ნერვიულობა, შევთანხმდით? –შევთანხმდით. მოვიცადოთ ცოტა ხანს. იქნებ შემეშვას. –კარგი. მე უბრალოდ მინდა, რომ რაც შეიძლება მალე მოგაშორო თავიდან ის პრობლემა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს სურვილებზე წინ შენი განცდები დგას. რადგან ასე გინდა, მოვიცადოთ. –მადლობა ამირან. –სესილი! –კარგი ხო, უკან მიმაქვს ჩემი მადლობა. –წამოდი, სახლში წაგიყვან. დაღლილი ხარ და დაისვენე. –არა, ქეთის აქ ვერ დავტოვებ, გიოც მთვრალია. –კარგი, როგორც გინდა. მაშინ შიგნით შევიდეთ. შიგნით სიტუაცია უფრო დამძიმებულიყო. –ჩემი ეჭვი გამართლდა. ახლა ქეთი მთვრალია და გიო უფრო მთვრალი. –ე, სესილი სად იყავი? გეძებდი. იცი რა მაგარი მუსიკები იყო? –ხო გაგაფრთხილე გარეთ გავდივარ–თქო? შენ დამპირდი, რომ მეტს აღარ დალევდი ქეთი. –ცოტა დავლიე, მართლა. ეე, ამირანიც აქ ყოფილა, გამარჯობა. –გამარჯობა ქეთი, როგორ ხარ? –ძაან კარგად, ოღონდ ცოტა მთვრალი ვარ. –გიო გაიცანი ეს ამირანია. –სასიამოვნოა, გიო. –ამირანი. ამ დროს ტაქსს ვერ გააჩერებთ სესილი, თან ყველას დასჭირდება ახლა. –აუ რა ვქნათ სეს? –ჩემთან წავიდეთ ქეთი, ახლოსაა. მე და შენ ერთად დავწვეთ, გიოს იატაკზე გავუშლი ან დივანზე. –კაი. მე კი ვივლი, მაგრამ ეს არ ვიცი. –მეც არ ვარ ეგეთი მთვრალი დაიკო. წავედით? –ხო წავიდეთ უკვე. კარგად ამირან. –მე წაგიყვანთ მანქანით. –არ შეწუხდე, მართლა არაა შორს. –მაგას რა მნიშვნელობა აქვს სესილი? ამ შუაღამისას მარტო სად გაგიშვათ? გიოც მთვრალია. –არ მინდა შენი შეწუხება ამირან. –სესილი ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ შენ ღამე გარეთ არ ივლი? წავიდეთ. –კარგი. გზა ხმის ამოუღებლად გაიარეს. გოგომ მეგობრები შეაფხიზლა და მანქანიდან გადავიდნენ. –მად.. –ნახვამდის სესილი. –ნახვამდის ამირან. ამირანი მეორე დღეს სამსახურში დაბრუნდა. ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ბიჭს რაღაც არ ასვენებდა. სესილიზე ეფიქრებოდა, გოგო კი დაამშვიდა, მაგრამ თვითონ სულ ამ თემის გარშემო ფიქრობდა. იმ იდიოტს რამე რომ დაეშავებინა სესილისთვის ან ეწყენინებინა, ამირანი აქედან ვერაფერს გააწყობდა. ვერც ურეკავდა გოგოს, ზედმეტად რმ არ შეეწუხებინა. ჯერ თავად ვერ გაეგო წესიერად ამ ყველაფრის მიზეზი და გოგოს მითუმეტეს ვერაფერს აუხსნიდა. მიზეზს ხვდებოდა, იცოდა, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გაეაზრებინა თავისი გრძნობები. სულ მასზე ფიქრობდა, დარდობდა, აინტერესებდა რას აკეთებდა. ერთი სიტყვით კი, მოსწონდა. კვირის განმავლობაში ერთხელ მოიკითხა გოგო, ისიც ესემესის საშუალებით. არადა მისი ხმის გაგონებაც უნდოდა. თითქოს ღმერთმა გაიგონა ბიჭის ფიქრები და დახმარებამაც არ დააყოვნა. თავდაცვის სამინისტროში მცირედი ცვლილებების გამო, ამირანს ტრენინგების გავლა მოუწევდა. ბიჭს ერთი კვირის გატარება მოუწევდა დედაქალაქში და ეს კარგი იყო. ნაადრევად ადგა და გაემგზავრა ქალაქში. შემდეგ შუადღემდე გამოიძინა და ალბათ კიდევ გააგრძელებდა ანრის რომ არ დაერეკა. ანრი ჯაფარიძე ამირანის ბავშვობის მეგობარი იყო. სწორედ ერთ–ერთი სამეგობროს წევრის შვილი. –შენ სულ დაგვივიწყე ამირან. გადაიხვეწე იმ შენს საზღვარზე და მეგობრები აღარ გინდა. –თბილისში დღეს ჩამოვედი და გნახავ ანრი. –მადლობა ბატონო ამირან. ჩემთან ვიკრიბებით ბიჭები და გამობრძანდი. –კარგი, წამოვალ. ამირანის გარდა ყველა თბილისში ცხოვრობდა და სულ ერთად იყვნენ. ბიჭიც მთელ შვებულებას ბავშვობის მეგობრებთან ატარებდა ხოლმე. ძირითადად ანრის სახლში იკრიბებოდნენ, რადგან მარტო ცხოვრობდა. მშობლები კახეთში იყვნენ და იშვიათად თუ ჩამოვიდოდნენ. ახლაც ყველანი დივანზე ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. ამირანი კორპუსთან რომ მივიდა, მერეღა გაანალიზა, რომ სესილიც აქვე ცხოვრობდა. თითქმის მოპირდაპირე კორპუსში. –აი ბატონმა ამირანმაც გვიკადრა. –კარგი რა ანრი, როდის დამვიწყებიხართ? –კარგი ჰო. მოდი დაჯექი. როგორ ხარ? –რავი კარგად. მალე ავიღებ შვებულებას და თავიდან ვეღარ მომიშორებთ. –ძალიან კარგი ხოდა. მთაში წავიდეთ თუ ზღვაზე? –რა გვინდა ზღვაზე, ამირანი ისედაც იწვება თავის კახეთში სიცხით, ცოტა გავანიავოთ. –აუ მართალია რეზი, მთაში წავიდეთ. სულ ორი კვირა მაქვს თავისუფალი და ნუ ამომხრუკავთ. –ანუ მთა გადაწყდა. მე მაწყობს. –შენ რა არ გაწყობს ანრი, მთაც გიყვარს და ზღვაც. გრაფიკიც თავისუფალი გაქვს. –გამხდარიყავი შენც ჩემსავით მენეჯერი და იქნებოდი კარგად. –მე ახლაც კარგად ვარ. –ჰო უბრალოდ ცოტა დაგცხა არა? ისე რო ჩააწყო და ლარსისკენ გაგიშვან? ცოტა შეიცვლი გარემოს. –რეზი! ხო იცი ამ თემაზე არ ვხუმრობთ. –ვინ ხუმრობს მერე, სულ გაგვიშავდი. გოგო ვერ შემოგხედავს. –აბა, გაგიჟდება საწყალი მამამისი უშვილძიროდ თუ დარჩა. –ანრი, გეყოთ უკვე. –კარგი ხო, ნუ გვიბღვერ. ისე გურამი ძიას გოგო რომ აქ ცხოვრობს იცოდი? მოპირდაპირე კორპუსში. –სესილი? კი ვიცოდი. უფრო სწორედ დღეს გავიაზრე , რომ ასე ახლოს ცხოვრობთ ერთმანეთთან. –ხო, მაღაზიაში ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს ან ეზოში. კარგი გოგოა. –კი, კარგი გოგოა სესილი. –ამირან? –რა იყო ანრი? –რა ტონი იყო ეს? –რა? –რა შეყვარებული კაცივით ოხრავ. –ნუ ბოდავ რაღაცეებს. –მოიცა, მოიცა. მოგწონს ბიჭო? –ვინ? –ვინ და არიანა გრანდე. სესილი! გამოიშტერა ეხლა თავი. –საიდან მოიტანე რო მომწონს? –მოგწონს ამირან. –ნუ სულელობ. –ანრი, მომესწრო ბიჭი. მოგწონს ხო? –რეზი, გაჩუმდი! –კაი რეზი დაანებე თავი. მოსწონს, მაგრამ არ აღიარებს. მაინც ვერაფერს გამოგვაპარებ იცოდე. –შემეშვით რა! –მოიცა, იმ გოგოს შეყვარებული არ ყავს? –საიდან მოიტანე ანრი? არა არ ყავს. –აბა ის ბიჭი ვინ იყო? –ვინ ბიჭი? –აბა არ მომწონსო? ხო გამოგიჭირეთ! –რეზი! არ მეცინება, მართლა იყო ვინმე? ერთდ იყვნენ? –არა, მე და ანრი ეზოში ვისხედით და ვიღაც ბიჭი მოვიდა, შემთხვევით სესილის ხო არ იცნობთო, მერე კიდე გვკითხა ხო არ იცით სახლშია თუ არაო. –რა უთხარით? –არ ვიცით სად არის–თქო და მერე იმ კორპუსში შევიდა. –ჩემზე ოდნავ დაბალი, ქერა ბიჭი იყო? –საიდან იცი? –როდის მოხდა? –გუშინ საღამოს. ათი იქებოდა. –ჯანდაბა! ახლავე მოვალ. ამირანი აივანზე გავიდა და გოგოს დაურეკა. –ამირან? გამარჯობა. –სესილი, აჩიკო იყო მოსული? –საიდან იცი? კი იყო. –მაგას მერე გეტყვი, რა გითხრა, გაუღე კარი? –არ მინდოდა, მაგრამ შემთხვევით გავაღე. –მერე? რამე ხო არ დაგიშავა? –არა, არაფერი. –ეზოში ჩამოდი და იქ ვილაპარაკოთ რა? –აქ ხარ? –კი, ორ წუთში დაბლა ვიქნები. –რა ხდება ამირან? –არაფერი ისეთი, მალე ამოვალ და მერე ვილაპარაკოთ. –ახლა სად მიდიხარ? –სესილი უნდა ვნახო, მალე მოვალ. ეზოში პირველი გოგო ჩამოვიდა და ამირანს დაუცადა. მოპირდაპირე კორპუსიდან გამოსული რომ დაინახა, ძალიან გაუკვირდა. –ამირან აქ ცხოვრობ? –არა, ჩემი მეგობარი ცხოვრობს აქ. შენც იცნობ ანრი. –უი ხო. –მომიყევი რა მოხდა. –უკვე გვიანი იყო რომ მოვიდა. ღამე ჭუჭრუტანას გარედან ვაფარებ ხოლმე და ისე ვკეტავ კარს. ვერც გავიფიქრე, რომ აჩიკო იქნებოდა და გავიხედე. დაკეტვა მინდოდა, მაგრამ არ დამაცადა. –რა გითხრა? რამე ხო არ დაგიშავა? –ნასვამი იყო და რაღაცეებს ბოდიალობდა. ისევ იგივე, ვიბრძოლებო, პრიზიო, მოკლედ რა. ვერაფრით რომ ვერ დაამთავრა ეს ტექსტები ვუყვირე, მერე თვითონაც აყვირდა. ჭიქები დამიმტვრია, მერე დავემუქრე მეზობლებს დავუძახებ ან პატრულს გამოვიძახებ და დაგიჭერენ–თქო. ნუ მოკლედ მუქარების მერე ნება იბოძა და წავიდა. –შეგეშინდა ხო? რა ნაძირალაა. იცის მარტო რომ ხარ და იმიტომ ბედავს ამდენს. მეტს აღარ მოვიცდით სესილი, უკვე საკმარისი ველოდეთ. გუშინდელის შემდეგ აღარ შეგაწუხებს სინდისის ქენჯნა. –არა, ძალიან არ შემშინებია. არადა როგორ მეგონა, რომ ამ აურზაურის და აყალმაყალის გარეშე გამოვძვრებოდით. –რატო არ დამირეკე? –დღეს ვაპირებდი დარეკვას და მოყოლას, მაგრამ შენ დამასწარი. გუშინ კიდე რა აზრი ჰქონდა. –როგორ არ ჰქონდა. ცოტას დაგაწყნარებდი მაინც, ალბათ შეგეშინდა. –არ შემშინებია ამირან, არაუშავს. ახლა რა უნდა ვქნათ? –მართლა? მგონია რომ მატყუებ. –კი ამირან გატყუებ! მართალი ხარ, შემეშინდა. კინაღამ გული გამისკდა სახლში მთვრალი აჩიკო რომ შემომივარდა. მერე იმხელა ხმაზე ღრიალებდა მგონი მადლობელი უნდა ვიყო, რომ მხოლოდ ჭიქებით შემოიფარგლა და მეც ზედ არ მიმაყოლა. კი, მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე იმის შიშით, კიდევ არ მოსულიყო. დილით ძლივს ჩაძინებულსაც აჩიკო დამესიზმრა. ახლა კმაყოფილი ხარ? ამის მოსმენა გინდოდა? –სესილი, მაპატიე არ მინდოდა შენი გაღიზიანება. –ხედავ რას ვაკეთებ? ეს ბრაზი სულ შენზე დავცალე. მაპატიე რა, არ მინდოდა. –არაუშავს. ახლა ყველაფერს ისე მივხედავ, როგორც საჭიროა. შენ ამაზე მეტი აღარ იფიქრო. –ამირან.. –არა სესილი. მეტს აღარ დავიცდით. ჩვენ უვე ვაცადეთ და ახლა დროა გაქრეს. ნუ გეშინია მის მოკვლას და დაჭრას არ ვაპირებ, უბრალოდ გაქრება, კარგი? ძალიან გთხოვ ამაზე მეტს ნუღარ იდარდებ. –ამირან... კარგი, მართალი ხარ. სხვა გზა მართლა აღარაა. არადა მართლა მინდოდა ყველაფრის მშვიდად დასრულება. –ახლაც მშვიდად დასრულდება. მენდე კარგი? არაფერს ცუდს არ გავაკეთებ. –კარგი. –ისე ამ სახელოებიან მაისურში არ გცხელა? –არა. –არადა თხელს არ გავს. ბიჭმა მაისურს მაჯასთან მოკიდა ხელი და სესილიმ უცებ წამოიკივლა. –რა მოხდა? –არაფერი. –აბა რატო დაიყვირე? –უბრალოდ. –ხელზე გჭირს რამე? –ა.არაა.. –სესილი სახელო აიწიე. –არა არაფერი არ მჭირს, მართლა. –სესილი! გოგომ სახელო აიწია და სილურჯეები გამოუჩნდა. –არაფერი ხო? აბა ეს რა არის? –ეს.. კარში არ ვუშვებდი და ამ დროს მოხდა. –კიდევ რას მალავ? –მეტს არაფერს, მართლა. –გასაგებია. მე უნდა წავიდე. –ამირან, არაფერი დაუშავო რა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.