შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (თავი 5)


1-08-2024, 20:45
ავტორი lillianna
ნანახია 1 768

თუ ნამდვილად გიყვარს, გეშინია კიდეც, გეშინია უბრალოდ ლამაზ სიზმარში არ აღმოჩნდე და ერთ დღესაც არ გამოგეღვიძოს. გული და გონება სხვადასხვას მეუბნება, „ იცოდე გეტკინება“ „ იცოდე გეტკინება“ „ იცოდე გეტკინება“ ამბობს გონება, მაგრამ იმ წამსვე გული პასუხობს „ ამად ღირს“ „ამად ღირს დამიჯერე“ ...
სააბაზანოს კართან ვიღაც დიდი ხანია აბრახუნებს, ალბათ თავის რიგს რახანია ელოდება
-დროა გავიდეთ ამბობს ლექსო და ხელს ხელზე მკიდებს , კარის სახელურს წევს და ვხედავ ადამიანების გაბრაზებულ სახეებს რომელიც მასზე საერთოდ არ მოქმედებს, და გარეთ გავდივართ ხელჩაკიდებულნი.
................
სასტუმროს ნომერში ლექსო და ლუკა ერთად აღმოჩნდნენ , ლუკას მოსვლისთანავე ჩაეძინა მაგრამ არა ლექსოს,არც გამოუცვლია, ისე დაწვა საწოლზე, რომ ფეხები ძირს ჰქონდა იატაკზე, ხელები თავქვეშ ამოიდო, მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ყველაფერზე ფიქრობდა და ამ ყველაფერში ყველაფერი ანიტა იყო.
მზის პირველი სხივები ოთახში რომ შემოვიდა ლექსო ისევ იმ პოზაში იწვა
-შენ რა გაათენე? საწოლზე წამოჯდა ლუკა, რომელსაც ნახევრად ისევ ეძინა
-როგორ უნდა მიხვდე გოგო შეგიყვარდა თუ არა? ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივებისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე ჰკითხა ლექსომ მეგობარს
-ჰა? ვერ მიუხვდა ლუკა- პირველად ხომ არ გიყვარს მე რომ მეკითხები, ბალიში შეისწორა და თვითონ ზურგით მიეყრდნო.. -ალბათ ის ვისაც გულისხმობ უნდა წარმოიდგინო სხვა კაცთან ერთად და მიხვდები
ნათქვამმა ლექსო დაფიქრა თუმცა არგუმენტი მაინც მოძებნა
-კაცი ბუნებით ეგოისტია ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში არ ესიამოვნება
-ესიამოვნებასა და გულისტკენას შორის დიდი სხვაობაა, თუ უბრალოდ თავმოყვარეობა შეელახება მაშინ არ უყვარს საკმარისად მაგრამ თუ ეს ფაქტი გულთან ისე ახლოს მივა რომ ტკენას შეძლებს, მაშინ გამოდის რომ უყვარს.
ამ სიტყვებზე დიდხანს დიხანს ფიქრობდა ლექსო.
ლუკას უკვე ჩაეცვა სასაუზმოდ ემზადებოდა , მეგობარი ისევ იმ პოზაში რომ დახვდა გადაწყვიტა ესაუბრა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა
-მისმინე...შენზე ნაკლებად არც მე მიყვარს ლილია..ნაცნობი სახელის სხენებამ ლექსო აიძულა სხეულის პოზა შეეცვალა
-არ გინდა!
-არა მოიცადე, შენ არ გინდა! სამი წელი გავიდა, ლილია წავიდა, შენ აქ დაბრუნდი, უნდა გაიაზრო რომ ყველა თავის არჩევანს აკეთებს ცხოვრებაში, რომ ყვარებოდი...რომ ყვარებოდი საკმარისად წამოვიდოდა
ლექსო ფეხზე წამოდგა,
-გიკრძალავ !
-ვერაფერს ამიკრძალავ, მე არ ვამბობ რომ არ უყვარდი, უყვარდი მაგრამ ეგ იყო მისი და შენი ბავშვობა, ადამიანები იზრდებიან! გრძნობებიც იცვლება! შეხედულებებიც! მან თავისი ახლანდელი ცხოვრება აირჩია, მესმის განა არ მესმის შენი, ერთ უბანში გავიზარდეთ, მეტიც ერთ სართულზე, რამდენი წელი გავიდა, თამაშიც ერთად დავიწყეთ, მგონი ფეხიც ერთად ავიდგით, ნუ გგონნია რომ შენზე ნაკლებად ვაფასებ, ისიც ვიცი , რომ ერთმანეთისთვის პირველები იყავით ყველანაირად, ის შენთვის და შენ მისთვის, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი ამბებიც სრულდება ხოლმე, ყოველშემთხვევაში მისთვის ასეა , უბრალოდ შენ არ ასრულებ, იმედია ამ პროცესში იმას არ დაკარგავ რაც არანაკლებ ძვირფასი და მოსაფრთხილებელია
ნამიოკს მიუხვდა ალექსანდრე თუმცა აღარაფერი თქვა, ლუკას ნათქვამის შემდეგ კი წარმოიდგინა ანიტა სხვასთან ერთად, დიდხანს ფიქრობდა ამაზე, გული შეეკუმშა, გაიხსენა ის სცენა საპირფარეშოში და შემდეგ წარმოიდგინა სხვა მის ადგილას...არა ეს არ გავდა მხოლოდ უსიამოვნო განცდას ეს უფრო ტკივილის მაგვარი გრძნობა იყო. რა სისულელეა გაიფიქრა -არანაირი სხვა არ იარსებებს!​
ლექსო წამოდგა ,შხაპი უნდა მიეღო და ტანსაცმელი გამოეცვალა, გეგმები ჰქონდა, გეგმები , რომელშიც მთავარი ადგილი ანიტას ეჭირა.
სააბაზანოდან გამოსულმა მობილურს დაუწყო ძებნა, ძლივს გაიხსენა სად შეიძლებოდა ყოფილიყო, ბოლოს საწოლის ქვემოთ იპოვა, შეტყობინებები მოძებნა და რაღაცის წერა დაიწყო
„ერთ საათში შენს სახლთან ვიქნები, გავისეირნოთ“
ისე დაამთავრა საუზმე პასუხი არ მიუღია, მხოლოდ ამ წამს დაიწრიპინა ტელეფონმა
„დღეს არ მცალია, სხვა გეგმები მაქვს, ადრე შევპირდი ერთ ადამიანს დღევანდელ დღეზე და ვერ გადავაგდებ „
თვალებს არ უჯერებდა ვინ ადამიანი უნდა ყოფილიყო მასზე მნიშვნელოვანი ცხოვრების ამ მონაკვეთში? ლუკას ნათქვამი გაიხსენა , არა! ამას არ ელოდა, არ ელოდა ეჭვს რომელიც გაუჩნდა და გონებიდან ვერ მოიშორა .
ერთადერთი რაც მოიფიქრა ნენესთან საუბარი იყო , სასწრაფოდ მოძებნა ტელეფონში მისი ნომერი
-თუ გავითვალისწინებთ გუშინ რა დროს დავიშალეთ, ძალიან ადრე ხომ არ მირეკავ?
-მისმინე რაღაც უნდა გკითხო...ერთადერთი აზრი რაც თავში უტრიალდება -დღეს ანიტა ვის ხვდება?
-ჰა?
-იცი თუ არა!
-ვიცი..
-ვის ? დარწმუნებული არ იყო პასუხის მოსმენა უნდოდა თუ არა
-ახლობელს, მისმინე ლექსო მეტს ვერაფერს გეტყვი ეს სხვისი პირადი ცხოვრებაა და არ მაქვს უფლება ყველაფრის თქმის
-კარგი ერთ რაღაცას გთხოვ და ჩათვალე ეს იქნება ყველაზე და ყველაფერზე დიდი თხოვნა რაც კი ოდესმე ვინმეს უთხოვია.....ცოტა ხანს სიჩუმემ დაისადგურა - მისამართი უნდა გამიგო სად იქნება ანიტა
ნენე დუმდა თუმცა გულის სიღრმეში ისე უხაროდა , მიუხედავად ანიტას რეაქციისა უკვე იცოდა რომ რა თქმა უნდა ეტყოდა, აბსოლიტურად დარწმუნებული იყო თავის გადაყვეტილებაში
-ჩემი პოტენციური სასიძო რომ არ იყო ამას არ გავაკეთებდი ხომ ხვდები, თან ეცინება თან ცდილობს სერიოზული იყოს - მოგწერ ცოტახანში..
ასე მთავრდება მათი დიალოგი, ლექსო სასტუმროს შენობიდან გამოდის როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მოსდის „ აღმაშენებლის #22, 2 საათზე“
................
ლექსოსთვის ახალია ეს ქალაქი მთელი თავისი თავისებურებებით, მაშინ როდესაც მისი მეგობრები ქალაქის დასათვალიერებლად წავიდნენ ერთად, თავად მათ გამოეყო , გადაწყვიტა მიჰყვეს დინებას, მოვლენები თავად უკარნახებს როგორ მოიქცეს. ქალაქი რაღაცით ჰგავს ანიტას, პატარა და მყუდროა, რა კუთხეშიც არ უნდა გაიხედო მის სილამაზეს ყველგან ხედავ, პირველად არის მაგრამ ისეთი შეგრძნება აქვს თითოს მთელი ცხოვრება აქ გაატარა, ქუჩებში მიაბიჯებს და ისეთი განცდა აქვს რომ აქ უკვე გაუვლია, მეტიც გზა თავად კარგახობს სად უნდა წავიდეს.
ერთი წამით ჩერდება , უკვე ადგილზეა, შენობის ქვემოთ წარწერას კითხულობს „ აღმაშენებლის ქ.#22 , მაჯის საათზე იხედება ორს დიდი ხანია გადაცდა , ბევრი არ უფრია შესულიყო თუ არა, ძველ ხის კარს ხელი მოჰკიდა და მისკენ გამოსწია.. აი უკვე კაფის შუაგულში დგას, ინტერიერი ვინტაჟურია, შესვლისთანავე იგრძნობა ყავის სურნელი თუ ჩაის, თუ ორივესი ერთად, ვერ არჩევს, თუმცა ის ზუსტად იცის ვის ეძებს , ზუსტად იცის ვისი სურნელი არ შეეშლება არავისში, და აი ხედავს კიდევ წითელ კაბაში თეთრი კოპლებით, გაშლილი მხრებზე ჩამოყრილი ყავისფერი არა უფრო შოკოლადისფერი თმით, მისგან მოშორებით ზურგით ზის, სანამ ლექსო მიუახლოვდება ხედავს როგორ ეხვევა ვიღაც უცხო ბიჭი ანიტას და საშინელი ჟრუალტელი უვლის მთელს სხეულში, ისეთი წვიმის შემეგ რომ გაგაკანკალებს, ხედავს ანიტას უცნობი ადამიანის მხრებში მოქცეულს, და ცხოვრებაში მეორედ აწვება ასეთი უკონტროლო სიბრაზე
-ზუსტად ერთ წუთს გაძლევ იმისთვის, რომ ხელები მოაშორო! ხმა ისეთი ცივი აქვს ანიტაც ძლივს არჩევს ვის შეიძლება ეკუთვნოდეს
-ლექსო? შენ აქ რას...როგორ , როგორ მოხვდი აქ? დაბნეული დგება სკამიდან და ცდილობს ლექსოს გამომეტყველებაში ამოიკითხოს რა მიზნით მოვიდა
-ჰეი შენ ძმაო ნორმალური ხარ? სკამიდან ასევე წამოიწია ანიტას თანმხლები ახალგაზრდა ბიჭი
-თუ კიდევ დაგინახავ მის სიახლოვეს.... ანიტა მიხვდა რომ ლექსო დათოს მიმართულებით დაიძრა და შუაში ჩადგა
-დათო ჩემი ძმაა, ექოსავით ჩაესმა მისი სიტყვები უკვე დათოს მიმართულებით წასულ ლექსოს და აიძულა შუა გზაში გაყინულიყო - ჩემი ნახევარძმა, თითქმის დაიჩურჩულა ანიტამ
-ანიტა აღარ მეტყვი ვინ არის ეს ბიჭი? და რა უნდა შენგან ! ორივეს ერთად უახლოვდება დათო, ამჯერად ლექსო კიდევ ერთხელ დგამს მისკენ ნაბიჯს თუმცა სულ სხვა განძრახვით, სახე უკვე სრულიად დამშვიდებული აქვს მეტიც ღიმილნარევი
-ალექსანდრე დადიანი, აწვდის ხელს რომელიც ჯერჯერობით ჰაერში რჩება უპასუხოდ -ბოდიში მაქვს მოსახდელი , არ ვიცოდი თუ ანიტას ძმა ჰყავდა .ამბობს და ამ მომეტში ანიტას უყურებს , რომელიც იმდენად დაბნეულია არ იცის ორი კაცის საუბარში უნდა ჩაერიოს თუ არა
-გასაგებია ახლა ვხვდები, ჩემს დაზე იეჭვიანეთ, საკუთარ სკამს უბრუნდება დათო თან იცინის
-შეიძლება ასეც ითქვას . უთხრა ლექსომ და მის გვერდით სკამში ჩაეშვა - არ დაჯდები? ამჯერად ანიტას შეხედა , რომელსაც ვერ დაეჯერებინა , რომ ლექსომ მასზე იეჭვიანა, ეჭვიანობენ მასზე ვინც ძვირფასია , ეჭვიანობენ მასზე ვინც თავისთვის უნდათ მხოლოდ ,გაიფიქრა და ახლა მოახერხა დაჯდომა
ცოტახანს ყველა დუმს
-აბა აღარ მეტყვით რა ხდება? ისევ დათო ამბობს პირველ წინადადებას, არ ვიცოდი ჩემს დას თუ შეყვარებული ჰყავდა ,ამბობს და ისევ ანიტას და ლექსოს აკვირდება
-ჩვენ შეყვარებულები არ ვართ... ამბობს ანიტა და მაგიდაზე დადებულ წვენით სავსე ჭიქას იღებს
-ჯერჯერობით! საუბარში ლექსო ერთვება , ანიტას ხელიდან ჭიქას ართმევს თავად სვამს და გოგონას ეჩურჩულება - გემრიელია..
-მოკლედ.. განაგრძობს ლექსო - ანიტა ჩემთვის ძალიან ძვირფასია ,ისევ გოგონასკენ იხედება მთელი სახით იღიმის, იღიმის ძალიან თბილად, და ანიტასაც სითბო ეღვრება გულში -მას არასდროს არაფერს ვავნებ . ასრულებს წინადადებას
ვერ ხვდება დათო რატომ დატოვა ამ ბიჭმა მასზე ასეთი კარგი შთაბეჭდილება , მაგრამ შინაგანად რაღაც ეუბნება, რომ ნამდვილად შეიძლება მისი ნდობა, უკვირს თუმცა მზად არის დაიჯეროს მისი თითოეული სიტყვა, არც ის უნდა ასე აშკარად გამოამჟღავნოს კეთილგანწყობა თუმცა, თან ანიტაზე ფიქრობს, რომლის თვალებიც იმაზე მეტს ამბობს ვიდრე გამომეტყველება -ნამდვილად უყვარს ! ამ ორს ერთმანეთი უყვარს.. ამბობს გულში და ძალიან გულმოდგინედ უსმენს ლექსოს საუბარს , რომელიც პერიოდულად ანიტას თვალს არ აშორებს და ამ მზერაში ყველაფერია, და ყველაფერი ანიტაა.
......
კაფის შენობიდან გამოსული ანიტა ძმას ემშვიდობება, მასთან ერთად ლექსოც ,რომლის ხელიც ისევ დათოსკენაა გაწვდილი, და გრძნობს როგორი ძლიერ უჭერს ხელს ის, დამშვიდობების მომენტში ახერხებს ლექსოს ყურში უთხრას
-თუ გულს ატკენ....თუმცა აზრს ვეღარ ასრულებს რადგან, არ უნდა ანიტამ მოისმინოს
-მშვიდად იყავი, ეუბნება ლექსო და მხარზე ხელს ადებს ...
დათოს წასვლის შემდეგ ისევ ის გაუბედავი , მორცხვი გოგონა რჩება ლექსოს წინ, რომელსაც უნდა საუბრის დაწყება , მაგრამ ვერ გადაუწყვეტია როგორ
-ახლა რა იქნება? ამბობს ბოლოს
-ახლა ერთმანეთს უკეთესად გავიცნობთ, მანამდე კი ქალაქს დამათვალიერებინებ. ეუბნება ლექსო და მის ხელს ხელში იმწყვდევს , რაღაც ძალით მისკენ ექაჩება , ისე რომ ანიტას თხელი კაბა რბილი სიოსგან იშლება და ქანაობს, აი უკვე ლექსოს იმ ნაცნობი სუნამოს სუნს გრძნობს, რომელიც ასე ძალიან მოსწონს და რომელიც უკვე მის სურნელად იქცა, კანში გაიარა და მთლიანად მოიცვა, ჰგონია მასაც ეს სურნელი დაჰყვება და თავს საოცრად მშვიდად გრძნობს, რადგან ხვდება ლექსოს ნაწილია...საყვარელი კაცის ნაწილი...ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან
-მომენატრე..ეჩურჩულება ბიჭი და გულში იკრავს,ძლიერ მკლავებს სუსტ სხეულზე ჰხვევს და თავს ანიტას თმებში, შემდეგ კისერში მალავს , ცდილობს ჰაერის ნაცვლად მხოლოდ ანიტა შეისრუტოს ,მხოლოდ ანიტათი დათვრეს, მხოლოდ ანიტა იყოს ის ვისაც არასდროს გაუშვებს ხელს, გაღვიძებისას ანიტა დაინახოს და დაძინების წინ ანიტას აკოცოს, ამ პატარა სიფრიფანა გოგომ მთლიანად მოიცვაა მისი მთელი არსება და ყველაფერი ის გახადა, ყველაფერი ანიტაა...ყველა კითხვაზე პასუხი ანიტაა
თავის მხრივ ანიტას, რომელსაც არასდროს უჭირდა საუბარი, დაავიწყდა ყველა სიტყვა, რომელიც უნდა ეთქვა, დაავიწყდა ყველა გარემოება, რომელიც უნდა შეეხსენებინა, მხოლოდ განცდები დარჩა და ეს განცდები იმაზე ძლიერი იყო ვიდრე რომელიმე პასუხი, იმაზე მეტს ამბობდა ვიდრე რომელიმე სიტყვა, იმაზე მეტად ბედნიერად გრძნობდა თავს ვიდრე ოდესმე, სინამდვილეში პირველივე ნახვისას შეუყვარდა უბრალოდ მაშინ იმ პირველი თვალებში შეხედვის დროს ვერ დაარქვა სახელი ამ განცდას თუმცა ახლა .... ახლა ხვდება, ახლა გრძნობს ერთი ნახვით შეყვარების მნიშვნელობას..
ერთადერთი რასაც ახლა არ , ვერ აკეთებს ეს არის უთხრას ლექსოს როგორ უყვარს, უთხრას როგორ ეცოტავება ჰერი მის გარეშე, უთხრას რომ იხრჩობა როცა ის არ უყურებს, როცა არ ელაპარაკება, უთხრას რომ ყველაზე დიდი სიგიჟეა ანიტას ცხოვრებაში მისი გამოჩენა, უთხრას რომ არაფრის ეშინია, ყველაფრისთვის მზად არის, თუნდაც... თუნდაც ისე არ იყოს როგორც ოცნებობს, თუნდაც ისე არ მოხდეს როგორც ისურვებს, ათასი თუნდაც კიდევ.... მზად არის ყველფრისთვის , ფიქრობს რომ ყველაფერი ღირს ახლა ლექსოს მკლავებში ყოფნად, ყველაფერი ღირს მისი ხმის მოსმენად..
სისხლი უდუღდება ლექსოს როცა ხედავს ანიტას წითლად შეფარკლულ ლოყებს მისი შეხების დროს, მისი კოცნის დროს ან თუნდაც კომპლიმენტის დროს, ის სიმორცხვისგან გამოწვეული თავის დახვრაც უყვარს ამ წითელ ლოყებს რომ მოსდევს, გიჟდება როგორ შეიძლება აქამდე არ განეცადა მსგავსი, რამ , მსგავსი სიამოვნება. ხვდება, რომ ანიტა ენდობა და ეს არის ის რისთვისაც ბოლომდე იბრძოლებს, რაც მთებს გადაადგმევინებს და არ დაუშვებს ეს ნდობა რამემ შეარყიოს. სამი წლის შემდეგ პირველად გრძნობს თავს ბედნიერად, პირველად გრძნობს იმ სიამოვნების განცდას რასაც ეგონა რომ ვეღარასდროს ვერცერთი ქალი ვერ გაუღვივებდა, მაგრამ დგას ანიტასთან ერთად ჩახუტებული და ბოლომდე სურს ეს პატარა გოგონა, ყველაფერი სურს მისი, სულიც და სხეულიც, ხვდება როგორ ეგოისტურად ჟღერს მისი ეს ფიქრები, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია. წლები წაიშალა, მოზარდობაში დაბრუნდა და ისევ ის ბიჭი თინეიჯერი ბიჭი გახდა ყველაზე მეტად სიყვარულის რომ სწამდა, ყველაფერს რომ სიყვარულის სახელით აკეთებდა და ამართლებდა.
-თუ ასე ვიდგებით დაღამებამდე ვერაფრის ნახვას ვერ მოვასწრებთ.. ჯერ კიდევ ჩახუტებული ჰყავდა ლექსოს
-ვინც ყველაზე ძალიან მინდა, რომ დავინახო იმას უკვე ვხედავ.. ეუბნება ლექსო და მკლავებს აშორებს, თუმცა ამჯერად ხელში ანიტას ხელი უჭირავს და მის თითებს შორის თავისას ათამაშებს - მოდი ჩემს მანქანამდე ფეხით მივიდეთ და...მაგრამ , უცებ ჩერდება- ახლა გამახსენდა რომ შენს ძმასთან ერთად დავლიე რამდეიმე ჭიქა ასე, რომ საჭესთან ვერ დავჯდები
-მე დავჯდები... ამბობს ანიტა და ლექსოს მანქანისკენ ექაჩება
-ოხ პატარა გოგოს მართვის მოწმობაც აქვს?
-არც ისე პატარას. გამოაჯავრა ანიტამაც- თანაც უმაღლესი ქულებით სხვათაშორის - მე რასაც მოვინდომებ ყველაფერი გამომდის. ისევ ეშმაკურად ათამაშებს ქვედა ტუჩს და კიდევ უფრო მატულობს მიზიდულობის ძალა ამ ორს შორის
-სულ ყველაფერი? ეუბნება ლექსო და უცბად ატრიალებს მისკენ , ისე რომ ანიტას კაბის ბოლო უკვე მის შორტს ეხება და ცოტა უფრო ქვემოთაც შიშველ ფეხს
-სულ... ეჩურჩულება გოგონაც, რომელიც ადრინდელივით არ ცდილობს გაექცეს ლექსოს მხრიდან წამოსულ ენერგიას
-თუ ასეა....მხრებზე ჩამოყრილ თმას ორივე ხელით უწევს ბიჭი და ამჯერად შიშველ მხრებზე ცხელ ტუჩებს ახებს - ნება მომეცი ეგ მე შევაფასო, ეუბნება და გრძნობს რა ემართება გოგონას სხეულს, როგორ იმალება ის რამდენიმე წუთის წინანდელი თავდაჯერებულობა და როგორ ანაცვლებს სიმორცხვე , როგორ უთრთის სხეული , და როგორ ვერ იმორჩილებს ემოციებს
ლექსოც ეშვება მის წვალებას და ხელში გასაღებს უდებს
-ვნახოთ ერთი როგორი მძღოლი ხარ ... ეუბნება და საჭის გვერდით ადგილს იკავებს
ლექსოს სავარძელში ჯდება ანიტა და ისევ იმ სურნელს გრძნობს რომელიც ასე უყვარს, სკამის საზურგეს მის ზომაზე აყენებს და გასაღებს ატრიალებს, რამდენიმე წუთში მანქანა ადგილს სწყდება
უყურებს ლექსო როგორ მართავს მარიტა საჭეს და ამჯერად ვერ ავლებს პარალელს იმ მორცხვ გოგონასთან წეხან წინ რომ ედგა და მის შეხებაზე კრთებოდა, ახლა ხედავს ქალს , რომელსაც არ აშინებს სიჩქარე, პირიქით ისე ეთამაშება როგორც ზღვაში შესული სერფერი ტალღებს, ქარი თმას უწეწავს და პერიოდულად ცალი ხელით ისწორებს , არ ავიწყდება რომ გვერდით კაცი უზის , რომელიც უყვარს. უფრო და უფრო უმატებს სიჩქარეს , წინ მიმავალ მანქანების კოლონაში ისე ძვრება ნაკლებად ესმის საქარე მინებიდან როგორ ეჩხუბებიან მძღოლები
-მგონი ახლახანს მოძრაობის წესი დაარღვიე- ეუბნება ლექსო და ცდილობს როგორმე კონცენტრირება სიჩქარის შენელებაზე გააკეთებინოს
-უი რომელი? ეცინება გოგონას გულუბრყვილო კითხვაზე, ღმერთო როგორი ალალია ეს გოგო, ფიქრობს და კიდევ უფრო მეტად ევსება გული სითბოთი
-რომელი და ორმაგი ღერძულას გადაკვეთა და სხვაშაშორის 200 ლარი ამომგლიჯე საფულედან.. ეცინება თუმცა როცა ამჩნევს ანიტას დასერიოზულებულ გამომეტყველებას ამბობს- ვხუმრობ , ანიტას ცალ ხელს ხელში იქცევს და პერიოდულად უსვამს ცერა თითს მის ნაზ კანს
იმდენი იარეს, იმდენი რამ ნახეს, იმდენი იცინეს, ვერ წარმოედგინათ ერთ დღეს ამდენი რამის დატევა როგორ შეეძლო, ერთ დღეს ამდენი სხვადასხვა ემოციიის ჩუქება როგორ შეეძლო, ბაგრატის ტაძრის ეზოში მინდორზე გვერდი გვერდ ისხდნენ ანიტას ნენეს მესიჯი რომ მოუვიდა
„პალატში გელოდებით“
ნენეა შეუბრუნდა ლექსოს, კაფეში გველოდებიან, წავიდეთ?
წავიდეთ წამოდგა ბიჭი და ანიტას ხელი გაუწოდა წამოდგომაში რომ დახმარებოდა.
-ცოლად რომ მოგიყვან ჯვარს აქ დავიწერთ! უთხრა გოგონას და ხელი გადახვია. ისე იმოქმედა ანიტაზე მოსმენილმა, ხომ ისწავლა ცხოვრებისგან გაკვეთილი საკუთარი წარმოდგენებით არაფერი აეგო, ოცნების კოშკები არ აეშენებინა მაგრამ ახლა...სწორედ ახლა ლექსოს ნათქვამის შემდეგ წარმოიდგინა მისი თავი საკურთხევლის წინ ლექსოსთან ერთად, მაინც წარმოიდგინა ,ფიქრები საკუთარი გონებიდან ვერ განდევნა მაინც მივიდა წარმოდგენებით ოცნებასთან ...ოცნებასთან ასე ახლოს
კაფეში რომ შევიდნენ ყველა ერთად დახვდათ , ერთ მაგიდასთან შემომსხდრები, პირველი ნენემ მოავლო ცნობისმოყვარე მზერა წყვილს..
-სად ხარ აქამდე ! მაგიდიდან წამოდგა ლუკაც
- რაიყო მოგენატრე? როგორც ყოველთვის ერთმანეთს აჯავრებდნენ
-ხო მთელი დღე წუხანდელ ღამეზე ვფიქრობდი.. არც მეგობარი ჩამორჩა
-მესმის, ჩემთან გატარებული ღამის დავიწყება რთულია, თქვა ლექსომ და მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა, რატომ შეეფაკლა სახე წითლად ისევ ანიტას?
-რაღაც მნიშვნელოვანს ვამბობდი... განაგრძო ლუკამ და სამეგობროს გადახედა, დატო და ცოტნე ცნობისმოყვარე თვალებით შეჰყურებდნენ ლუკას და როცა რამდენიმე წამიანი პაუზა ისევ ჩამოვარდა ვეღარ მოითმინეს
-ამოღერღე ძმობას გაფიცებ
ლუკა ნენესკენ წავიდა , მისი ხელი ხელში დაიჭირა და ამ დროს ნენეს და ანიტას თვალები ერთმანეთს შეხვდა
-მე და ნენე.... მე და ნენე ერთად ვართ... რამდენჯერმე პაუზა გააკეთა - ნენე სიგიჟემდე შემიყვარდა, უფრო ახლოს მივიდა გოგონასთან და თავზე აკოცა
გაოცებული იდგა ანიტა, ვერ დაეჯერებინა როდის გამოეპარა ეს ყველაფერი,თუმცა უბედნიერი იყო როცა ნენეს თვალზე სიხარულის ცრემლი დაინახა
ლექსო პირველი იყო ვინც მეგობარს გადაეხვია და ვინც მთელი გულით გაახარა მოსმენილმა, ლუკა ის ადამიანი იყო ვინც ცნობიერი ცხოვრების დაწყების დღიდან ახსოვდა, ძმა არასდროს ჰყოლია თუმცა ჰყავდა ლუკა რომელიც ისე უყვარდა როგორც ღვიძლი ძმა ეყვარებოდა.
მაშინ--- რადგან ასეთი მნიშვნელოვანი დღეა დაიწყო ლექსომ საუბარი
-მეც მინდა რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ
დათო და ცოტნე უკვე მიმხვდარიყვნენ რა შეიძლებოდა ეთქვა ლექსოს
-აუ ჩვენც უნდა შეგვყვარებოდა ვინმე
-რა ხდება , ნენემ ლუკას მკლავებიდან თავი ამოჰყო და ანიტას შეხედა
-მე და ანიტა...ლექსო ანიტას ამოუდგა გვერდით, ხელი მოხვია და მისკენ მიიზიდა
-მე და ანიტა ერთად ვართ...ხელი ისევ ანიტას ხელში აათამაშა
ლუკას ჩაეღიმა, მაგრამ ეს ღიმილი არ გამოხატავდა იმ სიხარულის განცდას რაც გულში ჰქონდა, უფრო მეტი იყო . გაუხარდა რომ სწორი მიმართულება მისცა მეგობარს, თანაც ..თანაც კარგად ხვდებოდა ლექსოს დამოკიდებულებას..პირველივე დღიდან იცოდა...ანიტა? ანიტა საოცრად მოსწონდა , ამ გოგოში იმხელა სიმშვიდის განცდა იყო, იმდენი სიცოცხლე იმდენი სიხალისე, იცოდა მხოლოდ ბედნიერება შეიძლებოდა მოეტანა მის ენერგეტიკას.....და ნენე ? ნენე ისეთი ბედნიერი იყო გრძნობდა შეეძლო ცასაც ხელით მიწვდებოდა რომ მოენდომებინა , გაიქცა და მეგობარს ჩაეხუტა
ლექსომ სულ რამდენიმე წამით გახედა ანიტას სანამ დაჯდებოდა
-ვსო დღეიდან ჩემს იქეთ გზა არ გაქვს! უთხრა და მის გვერდით ფუმფულა სკამს ხელი გადაუსვა ანიშნა მომიჯექიო
ეს გზა კი ყველაზე ბედნიერი იყო ანიტასთვის, არც აპირებდა სხვა გზით სიარულს, მხოლოდ იმ ერთ გზას აირჩევდა სადან ლექსო ეგულებოდა, სადაც ეცოდინებოდა რომ ამ გზის დასაწყისშიც და დასასრულშიც ლექსო დახვდებოდა...ყოველშემთხვევაში ახლა ასე ფიქრობდა!



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

რა საინტერესო ისტორიაა, ისე ჩამითრია ლექსოს გმირი მომწონს ძალიან. უკვე გაგრძელებას ველოდები. წარმაყებებს გისურვებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent