შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეჩვიდმეტე


2-08-2024, 20:41
ნანახია 247

მეორე დილით არცთუ სუფთა ჰაერზე გასეირნება გადავწყვიტე ისე, როგორც ამას ახალი წლის ყოველ დილას ვაკეთებდი ხოლმე. სკოლის თეთრი შენობა სევდიანად მიცქერდა. არც დეკორაციებით იყო მორთული და არც ნაძვის ხე ამშვენებდა მის ფართო დერეფანს. საახალწლო, თბილი, სასიამოვნო განწყობა მის კედლებში სულ არ იყო გამჯდარი. პირიქით, მათში ქლორისა და ადამიანის კანის სუნი იყო დაგუბებული, ხოლო დახშული კარი მას გამოთავისუფლების და სადღესასწაულო განწყობითა და გამონაბოლქვით სავსე ჰაერის შიგ შეშვების ნებართვას არ აძლევდა.
სკოლას რომ ჩავუარე, ჩვეულმა უემოციობამ მომიცვა. წამსვე შევამჩნიე მის კარზე გაკრული, ჭუჭყისაგან გაშავებული პლა- კატი; უფრო სწორად, ორი, ერთმანეთზე გადაბმული თაბახის ფურცელი.
„თოთხმეტ იანვარს, 13:00 საათზე, გეპატიჟებით სსიპ N°161-ე საჯარო სკოლის დირექციის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე, სადაც ამავე სკოლის მოსწავლეები თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში შემოგთავაზებენ სხვადასხვა ნომერს. მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე: 577355510.“
ტვინი აძაგძაგდა, აგუგუნდა და აღმუვლდა, აკივლდა და ყურები დამიხშო, თვალები დამიბნელა. იანვრის ქარს შეუ- წყვეტლად მოჰქონდა რახარუხა სიტყვები.
-იფიქრე!..
-ვერ ხვდები?!
-იფიქრე!
-იფიქრეე!!!
და მორჩა. გუგუნი შეწყდა, ქარიც ჩადგა, ყოველივე თავის ადგილს დაუბრუნდა.
თვალები მოვიფშვნიტე.
გზას გავუდექი.
სიჩქარეს ვუმატე.
თუმცა არც კი დავფიქრებულვარ, საით მივრბოდი.
-უნდა ვაიძულო! აუცილებლად!- ჩავილაპარაკე და კუთხის საცხობთან შევუხვიე გემრიელი ფუნთუშის საყიდლად.

***

თბილი ფუნთუშის მირთმევისთანავე ვეცი ტელეფონს:
-ალიო!
-დილამშვიდობისა, მერი.
-როგორ ხარ?
-არ ვიცი. ჩემი მაღვიძარას ფუნქციის შეთვისება იკისრე?
-კი.
-რატომ?
-თავში მაგარმა იდეამ წამომარტყა.
-რა მოხდა?
-მოკლედ... შენ ხომ ფორტეპიანოზე ორი წელიწადია არ დაგიკრავს...
-მერე?
-იქნებ... იქნებ ერთად გვეცადა-მეთქი...
-ცუდი სიზმარი დაგესიზმრა?
-არა, არაუშავდა.
-მაშინ, შეიშალე.
-არც ეგ.
-ეჭვი მეპარება.
-გთხოვ...
-მერი, არ შემიძლია! შენი თქმის გარეშეც გავაკეთებდი ამას, რომ შემძლებოდა!
-იქნებ შეგიძლია და არ იცი?
-გთხოვ, ზედმეტად ნუ ხარჯავ სიტყვებს. ფუნთუშა მიირთვი და გათიშე.
-მე...
თავში აღარაფერი მომივიდა. მაგრამ ბოლოს:
-მადლობის გადახდა მინდოდა გუშინდლისათვის.
აღარაფერი უპასუხია.
-მადლობის გადახდაზე უარს არავინ ამბობს.
-შენ არ გესმის... მე ვერ ვხედავ!
-მაშინ ხედავდი, გულის კანკალით რომ გადმომიყვანე გად-
მოსასვლელზე ან გულისწასვლის სცენა რომ გაითამაშე? ჰა?!-გავღიზიანდი.
-რა შუაშია საერთოდ!- გამწარებულმა დაიყვირა. მართალიც იყო, მართლაც არანაირიკავშირი არ ჰქონდა ამორ რამეს ერთმანეთთან.
-ბოდიში.- წაილუღლუღა,- ტვინის ბრალია.
-ვცადოთ, რა...
-რისთვის?
-ისე, ტყუილუბრალოდ, სიამოვნებისათვის. თანაც, არ მგო- ნია, ყველაფერი მივიწყებული გქონდეს.
-ეგრე ფიქრობ?
-რა ვიცი, ალბათ, ჰო.
-როიალი სახლში მაქვს.
-და მისამართი?
-მე მოგაკითხავ.
-რომელ საათზე?
-სამზე.
-კარგი.
-იცოდე, თუ საშინელება დავატრიალეთ, ჩემი ბრალი არ იქნება.
-როგორ არა.
-მერი, ვეღარ დაგელაპარაკები, ამტკივდა...
-კარგი...
-დროებით,-სწრაფად თქვა და გათიშა.
ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა ბოლო ფრაზის შინაარსი. თუმცა დაყოლიება მაინც შევძელი. აი რა იყო ახლა მთავარი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent