შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ტარო (სრულად)


5-08-2024, 01:15
ავტორი ელი
ნანახია 19 823

და დედამიწა ბრუნავს...
ფრთხილად, აუჩქარებლად ვატრიალებ და უამრავ სულ ციცქნა წერტილებს ღიმილით ვაკვირდები.
ეს თქვენ ხართ
ადამიანები.
ისევ ვატრიალებ დედამიწას და ეს რა არის?!
ერთი პატარა წერტილი საუცხოოდ აკიაფებულიყო.
მოდი ვნახოთ სად ვართ და ვისთან. ვისი ცხოვრება დგება თავდაყირა?


უღიმღამოდ აკინძული სამკაულებიანი მოხუცი ჩემ წინ, სავარძელში მოკალათებული, ვარდისფერ პომადიან გაცრეცილ ტუჩებს ჩუმად აცმაცუნებს და ტაროს კარტს მარცხენა ხელზე წამოცმულ 4 ბეჭედს სამჯერ უკაკუნებს და მაგიდაზე იწყებს გაშლას.
-აბა ვნახოთ...- ამოთქვამს და ცალი ხელით თავზე წაკრულ ჭრელ თავშალს ისწორებს - აჰამმ...
მზად ვარ იმ მომენტში ჩემ გვერდით მჯდომ თამარს მთელი დასტა პირში ჩავტენო.
მისი ქარაფშუტობის ბრალია ამ წამს, სწორედ ამ სკამზე რომ ვზივარ და ქალბატონი სანდრა კარტს მიშლის მომავალზე.
იმ წამს უნდა დამეტეხა ის ორი თითი ყელზე ხვეწნით რომ იკიდებდა დილაადრიან ჩემ საწოლთან.
იდეაში გამოვყევი, თუმცა რატომღაც „სამკითახო“ სკამზე -ჯერ შენ -ის თხოვნით აღმოვჩნდი.
არასდროს მჯეროდა ამ ყველაფრის,თუმცა თამარს ზედმეტადაც კი. აკვიატებული ჰქონდა ჯადო მაქვსო და ქალბატონ სანდრასთანაც დიდი რეკომენდაციებით და მთელი გამოძიებებით მოვიდა.
ხო და ასე.

-ნინე - ბოლის გამოშვებას საკუთარი სახელის გაგონებამ მომწყვიტა და მზერა „იდუმალ“ ქალბატონს მივაპყრე. ნადვილად მან წარმოთქვა ჩემი სახელი. გაოცებულმა მაშინვე თამარას გავხედე,რომელიც გულზე ხელს იდებდა და „მე მოვკვდეს“ მუნჯად თქმით მიმტკიცებდა, რომ მას არ გაუმხელია ჩემი სახელი.
- ნინე გქვია, თუმცა დედას უნდოდა გვანცა დაერქმია შენთვის- რამდნიმე კარტს ისევ იღებს დაასტიდან და წითელ ლაქიან ფრჩხილებს მაგიდაზე მონოტონურად აკაკუნებს.
მართლაც ასეა.
ნუთუ დამთხვევაა?!
საიდან შეძლება იცოდეს?!

დედამ რამდენიმე წლის წინ გამიმხილა, როცა გაიგო ჩემი ზიზღი ამ სახელის მიმართ, თუ როგორ გამიმართლა,რომ სახელი დედამდე ბიძიამ დამარქვა დიდი ბებიის საპატივცემულოდ.
მაშინ პირველად ვიგრძენი სიყვარული ბიძის მიმართ და იმ დიდი ბებიის, რომელსაც ჩემ გადამრჩენელად მივიჩნევ სიცოცხლის ბოლომდე და ასევე მადლიერი ვარ, რომ იმ დროში, როგორც ყოველ მეორეს ჟუჟუნა, მაყვალა ან თუნდაც თინა არ ერქვა.

საზურგეს კომფორტულად მივეყრდენი და ცოტათი დაინტრიგებულმა ახლა უკვე ნამდვილად დავიწყე ქალბატონი სანდრას მოსმენა.
-ო... ჩემო ნინე, გამოჩნდება უახლოს მომავალში ბიჭი, რომელიც საერთოდ თავდაყირა დააყენებს შენ ცხოვრებას
-გამოჩენილია ქალბატონო სანდრა უკვე- აი ასე. ეგეც შენი სახელგანთქმული სანდრა, ვერ გამოვიჭირე?! ნიშნის მოგებით გადავხედე დაქალს
- ეგ ორი წელი ჩემო ნინე, არაა შენი ბედის - მზერა თამარაზე დამრჩა მიყინული- ეგ ბიჭი, „მ“ ასოზე, არაა შენი ბედი. მეტიც, გულის სიღრმეში შენც ხვდები რომ ისე არ გიყვარს, როგორც გგონია. ასე არაა?
- გეშლებათ რაღაც ქალბატონო სანდრა- ღიმილით ვცდილობ მოვთოკო ჩემი სახის ჩამოშლა.
ქალბატონიც მბაძავს, თუმცა ჩემ ღიმილთან შედარებით, მისი უფრო ფართეა და გამარჯვებულის.
-არაფერიც არ მეშლება, ქარაფშუტა გოგო. აგერ ნახავ, 2 კვირა მაქსიმუმ, გამოჩნდება ბიჭი, რომლის სახელიც „უ“ -თი იწყება და ისე ამოგიტრიალებს ცხოვრებას, ო... ღმერთო, ძალიან მხურვალე დღეებიი გელოდება - იცინის და უკვე ვხედავ მის წინა კბილებზე გადასმულ ვარდისფერ პომადას. - შავგვრემანი ბიჭია, ცოტა უხეში, მოვა, როგორც ტორნადო და შენც შიგნით შეგითრევს.
-ქალბატონო სანდრა, თითქმის დანიშნული ვარ და ნამდვილად არ მომწონს ეს ყველაფერი რა, ძალიან დიდი მადლობა, ნახვამდის- ფეხზე ვდგები, სკამის საზურგეზე გადაკიდებულ ჩანთას ხელს ვავლებ და ოთახს ვტოვებ.
-უკან რომ მობრუნდები, აი მერე გაგცემ პასუხს, ქარაფშუტა- სიცილით მაწევს სიტყვებს.


დახვეულ კიბეზე ვეშვები და ვცდილობ ფეხი არაფერს წამოვდო და კისრისტეხვით არ დავეშვა ძირს.
არა და როგორი მოხიბლული ვიყავი ამ იტალიური ეზოთი, თუმცა რა გინდა.
-ნინე !- უკნიდან მესმის თამარას ქოშინი.
-ნინე შენ და ჭირი- ისე ვუყვირი არც კი ვბრუნდები მისკენ.
- კარგი რა გჭირს, მოიცადე- მხარზე ხელს მადებს და წელში მოხრილი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს- ღმერთო, რას დარბიხარ ასე
-შენ გოგო ნორმალური ხარ? თუმცა შენი რა ბრალია. არ ვიცოდი სად მოგყვებოდი? რაები მითხრა იმ ქალმა ღმერთო...
-კარგი ხო, რა მოხდა ვაიმე, არსად დაგეკარგოს ეგ შენი მათე
-ახლა გახდა ჩემი მათე? რა იყო სანდრას სიტყვების მერე აღარაა შენი საყვარელი სიძე?
-გოგო, ნუ უშხიკინებ ახლა, რას ავარდი კარგი რა...
-თუ არ გინდა აქვე დაგტოვო, ჩაჯექი წამში მანქანაში.- კარს ვაღებ და საჭესთან ვჯდები.
თამარაც უმალ იკავებს ჩემ გვერდით, შეშინებული ადგილს და მანქანას მაშინვე ვძრავ.
ხვდება, აშკარად საშინლად რომ მომიშალა, იმ შეშლილი ქალის სიტყვებმა ნერვები და ხმას არ იღებს.

***
იმ ამბებიდან ორი კვირა ისე გავიდა, აღარც ქალბატონი სანდრა და აღარც მისი სიტყვები აღარ გამხსენებია.
სამსახურიდან სახლში დავბრუნდი და მაშინვე მოწესრიგება დავიწყე. ჩემი თანამშრომლის დაბადების დღეზე მივდიოდი, რომლესაც მთელი 3 თვე გეგმავდა.
უკვე მაკიაჟს ვიკეთებდი კარზე ზარის ხმა რომ შემომესმა.მათე იქნებოდა ვიცოდი.მანქანით არ მინდოდა წასვლა, ვაპირებდი მთელი საღამო შემერგო.
კარი გავაღე და არც შევმცდარვარ.
-როგორი ლამაზი ხარ - წელზე მის ხელებს ვგრძნობ, კისერში კი მის ცხელ სუნთქვას
-მადლობაა- ხმაურით ვკოცნი ლოყაზე და კარს ვხურავ.- სულ ცოტაც და მზად ვარ და წავიდეთ კაი? უკვე დავაგვიანე ისედაც გაგიჟდება ანა.
-სულ რომ არ მიგიყვანო და მოგიტაცო არ გინდა?-სავარძელში ჯდება და მზერას არ მაშორებს
-ისედაც სულ შენი ვარ სულელო- მაკიაჟს სულ მალე ვასრულებ და გასასვლელად ვემზადები.- წავიდეთ მათე
ჩემ ნათქვამზე ფეხზე დგება და თეთრ პერანგს ისწორებს.
ყველაზე მეტად თეთრი ფერი უხდება მის ზღვისფერ თვალებს.
პატარაობიდან ვიცოდი, რომ მას, ვინც შემიყვარდებოდა ზღვისფერი თვალები ექნებოდა.
უკვე ორი წელია,რაც მე და მათე ერთად ვართ. არასდროს არავინ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში მისგარდა და არავინ მიცნობდა მასზე უკეთ.
ყოველთვის ყველაფერი იცოდა, ყოველი ფიქრის გაელვებაც კი ჩემ თავში და ეს ჭკუიდან მშლიდა.
მანქანაში ვსხდებით და ბარისკენ მივდივართ.
-ხო იცი რომ შენც დაპატიჟებული ხარ? - უკვე ბარის წინ ვიყავით გაჩერებულები.
-ვიცი, მაგრამ მინდა რომ ახლა იმ ბარში ის ნინე შევიდეს, რომელიც სამსახურშია და ისე გაატაროს დრო როგორც თავად უნდა. ძალიან გადამეღალე სამსახურში და მინდა რომ ბოლომდე თავისუფლად განიტვირთო. დალიე, გაილეწე, იცეკვე, იმღერე და რომ მიხვდები სახლში წასვლის დროა, უბრალოდ ზარი გამომიშვი და მაშინვე აქ გავჩნდები კარგი?- თავის ხელში მოქცეულ ჩემ მტევანს კოცნის
-ძალიან მიყვარხარ-თითებს ძლიერად ვუჭერ- თუმცა რა, შენთან ვერ ვერთობი თავისუფლად?
-კარგად ხვდები რასაც ვამბობ. გადადი ახლა, იუბილარი კარში გელოდება- ფანჯრიდან ვიხედები და ბარის შესავლელში ატუზულ ანას ვხედავ, რომელიც გამალებით მიქნევს ხელს.
-წავედი- მისკენ ვიხრები და მოწყვეტით ვკოცნი ტუჩებზე-მიყვარხარ
-მეც


მანქანიდან გადასული, ანასკენ მივრბივარ და ვეხვევი.
-ქარაფშუტა ქალო, გილოცავ დაბადების დღეს !
-ნინე, ძალიან მიხარია რომ აქ ხარ, სულ ძალიან
ბარში შევდივართ და მაშინვე მიგუბდება სმენა და მხედველობა მებინდება.
მაგიდასთან მისულს უამრავი ნაცნობი თუ უცნობი სახე მხვდება.

საღამო იმაზე კარგად წარიმართა ვიდრე მოველოდი.
რამდენიმე საათში უკვე საცეკვაო მოედანზე ვიყავი,სასიამოვნოდ გაბრუებული და მუსიკას მთელ სხეულს ვაყოლებდი.
უამრავი ხალხი ირეოდა.
დახუჭულ თვალებს ვახელ და ნაცნობ სახეებს ვერსად ვპოულობ.
მაგიდისკენ ვიწყებ სვლას და ვცდილობ უამრავ მოცეკვავე სხეულში გზა გავიკვალო.
-უკაცრავად- მხარზე ვეხები მაღალ სხეულს და ვცდილობ მის წინ „გავძვრე“
მხოლოდ მაშინ ვწევ თავს ზემოთ, როცა ვაანალოზებ რომ სხეული არც კი ტოკდება.
ორი წყვდიადის სფეროს პირდაპირ უსწორდება ჩემი თვალები და წამიერად ტანში მცრის.
ოდნავ შეკრული წარბები და მოკუმული ტუჩები, სახის ყველა ნაკვთს სიცივეს აკივლებს.
არეულ თმაზე შეხებას ვგრძნობ და შემდეგ უკვე მოშიშვლებულ ღაწვს. ისე მიწევს თმას ყურსუკან, ვერც კი ვიაზრებ.
ისე მაკვირდება თითქოს, რენდგენზე მატარებს და ეს ყველაფერი იმდენად შენელებულ კადრში ხდება, თუმცა კი წამის მეასედში, მგონია ყველა გამოხედვა, შეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი გულის ცემის დიაპაზონში მოასწრო.
ცეცხლი მეკიდება,როდესაც ჩემკენ იხრება და ლოყაზე მაკორობს ტუჩებს, რომლებიც დამღასავით დააჩნდა იმ ჩემს მოშიშვლებულ ღაწვს და ისე ქრება უცნობი წამში, თვალის გაყოლებასაც ვერ ვასწრებ.
-რა ჯანდაბა იყო- ვბუტბუტებ გონს მოსული და ვცდილობ ჩემი მუდამ გაყინული ხელებით მისი მწველი კოცნის კვალი დავიამო.
მაგიდასთან მისული, სასმლის ჭიქას ბოლომდე ვცლი და მომენტალურად ვხვდები, რომ არც თუ ისე კარგი იდეა იყო, სხეულს მთლიანად ედება ალები.
ისე რომ ვერც კი ვიაზრებდი, წამოსვლამდე ვეძებდი უცნობ პიროვნებასა და ნაცნობ სხეულს, თუმცა კი აღარსად ჩანდა.
მათეს შეტყობინების შემდეგ გოგონებს ვემშვიოდბები და ბარს ვტოვებ.
-მომენტრე - გრილ ჰაერთან ერთად ვგრძნობ მათეს ცივ სურნელსა და მის ხელებს წელზე- ახლა უკვე ჩემი ხარ -კისერში კოცნას მიტოვებს და სასმლისგან გაბრუებულს მანქანისკენ მიძღვება.

-დარჩები დღეს ჩემთან? - უკვე ღვედს ვიხსნიდი

-რომც გამაგდო, არსად წავალ.


როგორც კი სახლის კარს ვხურავ ჩემი კაბის ელვა იხსნება, მოშიშვლებულ ზურგს კი მისი ტუჩები მითბობს
-სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ- კოცნებს შორის მესმის მისი სიტყვები
მისკენ ვბრუნდები,საუცხოოდ გამოკვეთილ ღაწვის კონტურს თითს ვაყოლებ და ტუჩებთან შეჩერებულ ჩემ თითებს, საკუთარი ბაგეებით ვანაცვლებ.

გამთენიისას მათეს მკერდზე მეღვიძება.
მიყვარს, როდესაც მძინარეს ვუყურებ, მაშინ ყველაზე თბილია ჩემთვის, გაბუსხული ტუჩებითა და ერთმანეთში ახლართული ხორბლისფერი წამწამებით.
მკერდზე ფრთხილად ვკოცნი და საწოლიდან ვდგები.

აივანის სკამზე ფეხმორთმით ვზივარ და ვეწევი.
ცას უკვე შერეოდა სინათლე.
რომელიღაცა ხეზე აშკარად ბუდე ჰქონდათ ჩიტებს, რომლებიც ისე მელოდიურად ჭიკჭიკდებდნენ გამთენიისას, წამით გავიწყებდნენ რომ ხმაურიან, კვამლში გახვეულ, ბლოკისა და ცემენტის ქალაქში იყავი და არა სადღაც, ტყეში სიმწვანესა და სიმშვიდეში.

***

თბილისში საშინელი სიცხეები იყო.
არც ღამით იგრძნობოდა არსაიდან გრილი სიო.
დედამიწას და კონკრეტულად თბილისის ასფალტებს ოხშივარი ასდიოდათ,დღითა თუ ღამით.
ვერაფრით ვიძინებდი, მილიონჯერ გადადებულ წიგნს ვკითხულობდი გამთენიამდე.
ჩემი ფარდების მიღმა, უკვე ვარდისფერდებოდა ცა.
დღე-ღამის ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად მიყვარდა ყოველთვის.
მუდამ ვფიქრობდი, რომ ყოველი ახალი განთიადი ახალი საწყისია.

საწოლიდან ვდგები და აივანზე განთიადის „წესის ასაგებად“ გავდივარ.
საყვარელ სავარძელში მოწყვეტით ვეშვები და სიგარეტის კოლოფს ვიღებ
-კარგი რა ნინე, კარგი რა... - კოლოფში აღარცერთი ღერი აღარ შემომრჩენოდა.
ზანტად ვდგები და უზარმაზარ მაისურზე შორტებს ვიცვამ. ნაჩქარევად ვიცვამ ფეხსაცმელს და სახლიდან გავდივარ.

ქალბატონ ზინაიდას ჩაუქრობელ სანთელს ვუნთებ გულში, თავისი 5 კვადრატიანი „ჰიპერმარკეწი“ 2 კვირის წინ 24 საათიანი რომ გახადა.
მთვლემარე ტასიკო მხვდება ციცქნა სკამზე.
-ტასიიი- ფრთხილად ვცდილობ შევაღვიძო, თუმცა ისეთი დაფეთებული ხტება სკამიდან, აშკარად არ გამომდის
-ნინე, კიდევ კარგი შენ ხარ- ბოტოტა თითებს გულზე იდებ და მილულული თვალებით მიღიმის.
-გინდა გავჩერდები ცოტახნით და დაიძინე- არც ვიცი თავში აზრად როგორ მომდის, მაგრამ ვაბრეხვებ.
-10 წუთი?- ისე მარტივად მთანხმდება ტასიკო, აშკარაა ძალიან უჭირს.
-მიდი მიდი, შენ ბედად, აქ გავაჩერე ამ საღამოს მანქანა- გასაღებს ხელში ვაწვდი - ჩაჯექი და დაიძინე ცოტახნით.მაგრამ მანამდე სიგარეტი გამიტარე რა
-ნინე, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ რა ! - სიგარეტის კოლოფს ხელში მაჩეჩებს.
-ზინაიდა არ დაგვადგეს,თორემ დამაპუტავს ამ ანგელოზის ფრთებს - მასთან ერთად ვტოვებ „დარბაზს“ და იქვე ვუკიდებ ერთ ღერს.

უკვე დილის შვიდი საათია, ტასიკო ისე მშვიდად თვლემს ჩემ სავარძელზე გაწოლილი აგერ უკვე 2 საათია, რომ შემეცოდა გასაღვიძებლად.
რამდენიმე მომხმარებელი ისე გავისტუმრე, როგორც გამოცდილმა მოლარე-კონსულტანტმა და საჩუქრად რამდენიმე შოკოლადიც მივიღე.
სალაროსთან დადებულ ჩუპა-ჩუფსის ქილაზე მონაცვლეობით ვამაგრებდი ფერების მიხედვით კამფეტებს იმ 5 კვადრატში, საოცარი სურნელი რომ დატრიალდა.
წელში გასწორებულს უცნობი სხეული დამხვდა ასვეტილი.
მეცნობოდა,მაგრამ ბოლომდე ვერ ვიხსენებდი საიდან.
-დილამშვიდობის - ჯერ კიდევ ფიქრებში მყოფმა ამოვთქვი, იმის იმედად რომ ხმით მაინც ვიცნობდი.
-დილამშვიდობის - მისი ღიმილით თუ ვიმსჯელებთ ან მიცნო და ან უარესი, გამფაქტა.
-ტასიკო სადაა? - ნუთუ ტასიკოს იცნობს და აქედან მეცნობა, მაგრამ რანაირად - ალო...- ხელს სახესთან მიფრიალებს და მეც მაშინვე ვფხიზლდები.
-ზინაიდას ვინმე ხარ?
-ზინაიდა?- უკვე დაუმალავად იცინის, შემდეგ კი სალაროს ისე ეყრდნობა, ჩემთან უფრო ახლოს ჩნდება , მე კი პირიქით, უკან ვიხევ - არავინ
-მაშინ ტასიკოს ძინავს - თავით მანქანისკენ ვანიშნებ.
-არ ჩაგიშვებთ, არ ინერვიულო - მაცივრის კარს აღებს და რამდენიმე ენერგეტიკულს იღებს, სალაროსთან ჯარისკაცებივით მილაგებს, ალბათ ფიქრობს, თვლა არ აერიოსო
-კიდევ რაიმე? - ოსტატურად ვასკანერებ პროდუქტს
-პარლამენტი აქვა ბლუ -დახლიდან ზანტად ვიღებ სიგარეტს და ისე ვუტარებ, ზედაც აღარ ვუყურებ. - შენი სახელი? - პარკში თავად აწყობს ყველაფერს
-მოლარე- ეცინება. მე კი ნერვები უარესად მაწყდება, რომ ვერაფრით გავიხსენე საიდან მეცნობა.
-გამო მოვწიოთ, მოლარევ - კარს აღებს და მიცდის.
-ტასიკო უნდა გავაღვიძო თან -ჩემთვის ვბუტბუტებ და ის- ისაა კარში პირველი უნდა გავიდე, ჩემ წინ რომ გარბის უცნობი და მისი აქამდე დაჭერილი კარი მხარში მხვდება.
-ჯანდაბა - იქვე კიბის საფეხურზე ვჯდები და სიგარეტს ვუკიდებ

უცნობი ისე მიდის ჩემ მანქანასთან, ვითომც არაფერი.
საქარე მინაზე მსუბუქად აკაკუნებს წელში მოხრილი, თითს.
ვხედავ როგორ იშმუშნება ტასიკო და უცნობის დანახვისას როგორ სწორდება სავარძელზე.
-გაიღვიძე ძილისგუდა, გაგიძარცვეს ობიექტი- კარს თავად უღებს და გადმოსვლაშიც ეხმარება
-კარგი რა ! რამდენჯერ უნდა შემაშინო ასე- აბურდულ თმას ხელით ისწორებს და ჩემკენ მოდის - ნინე, ძალიან დიდი მადლობა რა, მაგრამ რატო არ გამაღვიძე, რამდენიხანი მძინებია
-მოდი, გადაიბარე ობიქეტი და ავალ მეც, სანამ ზინაიდა მოვა, შენ კიდე დაისვენე ნორმალურად რა - ლოყებზე ვჩქმეტ უცებ და მანქანას ვკეტავ.
-კარგად მოლარევ - გვერდით მდგომ მანქანში ჯდება უცნობი და ისე ტოვებს ქუჩას, უკან აღარც ბრუნდება.


სახლში ასულმა ძილი ვეღარ შევიბრუნე.
იმ უცნობზე ვფიქრობდი ასე რომ მეცნობოდა.
რატომღაც თავში ქალბატონი სანდრას სიტყვები ამომიტივტივდა და დამეფიცება მისი სიცილიც ჩამესმა ყურებში.
-ნუ სულელობ ნინე- არასასურველი ფიქრების გასაქრობად თავი ისე ძლიერად შევარხიე, წამიერად თავბრუც დამეხვა.



აივანზე ვიჯექი, უკვე სამსახურისთვის გამზადებული და ყავას ვსვავდი, ჩემი ტელეფონზე შეტყობინება რომ შემოვიდა უცხო ნომრიდან.
„ უშაქრო თუ ერთი კოვზი შაქრით?“
მე-4 სართულზე მყოფმა, რატომ გადავიხედე ქვემოთ, ვერ გეტყვით, მაგრამ აშკარა იყო, ვიღაც ნათლად მხედავდა.
მოპირდაპირე კორპუსში ჯერ ისევ არ ენთო არსად სინათლე.
რამდენჯერმე კიდევ გადავიკითხე ტექსტი, ნომერსაც დავაკვირდი, თუმცა არ მეცნო.
რამდენიმე წუთს, ისევ ვიჯექი აივანზე გაშეშებული, მანამ სანამ მათემ არ დამირეკა
-დილამშვიდობისა, გღვიძავს, ლამაზუნია? - თავად აშკარად ახლახანს გაეღვიძა.
-დილამშვიდობის, მღვიძავს კი - მაშინვე მომეხსნა მთელი დაძაბულობა.
-ძალიან კარგი, დღეს შესვენებაზე გამოგივლი და რამე გემრიელობა ვჭამოთ ერთად კარგი?
-კარგი, დაგელოდები
-ნინე
-ჰოუ
-მიყვარხარ ძალიან - მეღიმება
-მეც, მეც...

***

ანასთან ერთად დოკუმენტებს ვაწესრიგებდი, ისე მოსულა შევსენების დრო, ვერც კი გავიაზრე
-გამარჯობა, გოგონებო- კარის ჩარჩოს მათე იყო მხრით მიყრდნობილი და მიღიმოდა.
-მათე, როგორ ხარ?
-კარგად ანა, შენ რას შვრები, ხომ არ მიბრაზებ ნინეს?~
-ნუ სულელობ მათე- დოკუმენტებს ერთად ვაგროვებ და ჩანთას ვიღებ - ანნ, გავალ საჭმელად და თუ რამე დამირეკე კარგი?
-არის ბოსს


-აბა- მხარზე ხელს მხვევს და თმაზე მკოცნის- ბურგერი, პიცა თუ სალათი?
-ისე მშია, ყველაფერს შევჭამ
-ჩიტის წონა მაინც არ იყო ნინე- მიცინის და კარს ჩვეულებისამებრ მიღებს.


ორივე ხელით ჩაფრენილი ვიყავი უზარმაზარ ბურგერს და ვცდილობდი ისე ჩამეკბიჩა, რომ მთელი სახე არ მომეთხვარა, მათე კი დაუფარავად დამცინოდა.
-სად წავიდეთ დასასვენებლად მოიფიქრე?
-ჯერ ჩემებთან მინდა ჩასვლა რა - მოთხუპნულ ტუჩებს ხელსახოცით ვიწიმენდ.
-ჩავიდეთ, კიბატონო. თუ გინდა, ბიჭები აპირებენ მერე წასვლას ზღვაზე და ჩვენც წავიდეთ, შენი ქაჯიც წამოათრიე
-რად უნდა მაგას ჩემი წამოთრევა, აქეთ მე არ დამტოვოს.
-მაგას ვინმე უნდა გავაცნო, თორე არ შეილება ესე.
-ვის მოვუწერო სიკვდილის განაჩენზე ხელი, თორე კი
-კიდე ფიქრობს რომ ჯადო აქვს?
-მათე, ნუ ხვიხვინებ - ჩაბჟირებულს ხელზე ვუპწკინე.დაბარებულივით დარეკა თამარამაც.
-ჰო
-მშია, ნინე !
-მე რა გიქნა მერე,ამხელა ქალს ხელით გაჭამო?
-აუ მიდი გთხოვ ამო, ჩემთან და რამე გამოვიძახოთ - აშაკარად „სპიკერზე“ ვყავდი ისე ჩამკიოდა.
-ქალბატონო, უკვე მივირთმევ მე და სხვათაშორის, შენსავით სახლიდან არ ვმუშაობ, დაასრულე რედაქტირება მაინც?
-ერთი ნინაკა არ მეყოფოდა, ახლა შენ მეუფროსე კიდე- ისე დამიკიდა გაბუტულმა ყურმილი, სიტყვის თქმაც არ დამაცადა.
-არა, მართლა უნდა ვუპოვოთ ვინმე- ბოლოს დავნებდი. - წავალ, ხელებს გადავიბან და გავიდეთ, კაი?

სველ ხელებს ვიშრობდი და თან აკვიატებულ მელოდიას ვღიღინებდი, სარკეში, ჩემ უკან უკვე ნაცნობი სხეული რომ დავლანდე.
ისევ ისე, შავებში გამოწყობილი, ისეთივე ეშმაკური ღიმილით მიყურებდა.
-ჯანდაბა, შემაშინე - ჩემი ფიქრები ისე გავახმოვანე, ვერც კი გავიაზრე.
-ნინე, ნინე - ჩემი მუდამ აბურდული თმა, ნახევარ ნაბიჯში მდგომმა, ყურს უკან დაუკითხავად გადამიწია, მოშიშვლებულ ღაწვზე, ცერა თითი გადამატარა და წამის მეასედში თვალის დახამხამების მომენტში, კოცნა დამიტოვა. ისევ ისე ამეწვა, ლოყა, როგორც მაშინ. გონს მოსულს არც ახლა დამხვდა შენი არსებობის ნიშან-წყალი.

-ის იყო... - ვუჩურჩულებ და ცივ ხელებს სახეზე ვიდებ - როგორ ვერ ვიცანი...
ხელსაბანს დაყრდნობილი სარკეში საკუთარ ანარეკლს ვაშტერდები.
სულელურად გონებაში მკითხავთან ვიზიტიდან ანას დაბადების დღემდე დროს ვითვლი და ელდანაცემი გაშლილ თითებზე გადათვლილ 15 დღეს ვაშტერდები.
„აგერ ნახავ, 2 კვირა მაქსიმუმ, გამოჩნდება ბიჭი, რომლის სახელიც „უ“ -თი იწყება და ისე ამოგიტრიალებს ცხოვრებას“ - მისი სიტყვები ისევ თავში მიტრიალებს
-სისულელეა, რაებზე ფიქრობ ამხელა გოგო- სახეზე ცივ წყალს ვისხამ და დარბაზში გავდივარ.
-მეგონა, აღარ დაბრუნდებოდი - ღიმილით მხვდება მათე.
აქამდე უცნობი გრძნობა მეუფლება.
რაღაც ტყუილის, ღალატის მაგვარი და ვგრძნობ ყელში როგორ მეჩხირება უზარმაზარი ბურთი.
-ნინე- ფეხზე დგება და ხელებს მხვევს- მოხდა რამე? - ოდნავ მშორდება და ჩემ სახეს ხელებში იქცევს- სულ თეთრი ხარ
-არა, არაფერი... - ძლივს ვახერხებ გაღიმებას და ხელებზე ვკოცნი- წავიდეთ ?
-წავიდეთ კი - ეჭვით მთანხმდება და ჩემ ჩანთას სავარძლიდან იღებს.

გასვლისას, შეუმჩნევლად ვათვალიერებ არემარეს, თუმცა როგორც ყოველთვის ვერსად ვხედავ მას.

***
თბილისში აგვისტოს შუა რიცხვები იყო უკვე და კიდევ უფრო საშინლად ცხელოდა.
გამთენიისას გადავწყვიტეთ დავძრულიყავით ჩემებისკენ, შვებულების პირველივე დღეს.
ნაცნობ სოფლეში, ნაცნობ გზებსა და კარ-მიდამოებში, ის ბავშვობის სურნელი ტრიალებდა, რომელიც ასე მიყვარდა.
წყაროსთან, კვლავ ამაგრებდნენ კაკლის ძირში, სოფლის უხუცესები საკმს.
-ვანო პაპა, ბესო პაპა - ჩამოწეული ფანჯრიდან ნახევარი ტანით გადასული მთელი ძალით ვუქნევდი ხელს
-გენაცვალოს პაპა ქალაუ, როგორა ხარ - ხელჯოხს დაყრდნობით წამოდგა სკამიდან ვანო პაპა
-კარგად, კარგად, გინახულებთ აუცილებლად - ერთხელ კიდევ დავუქნიე ხელი და მანქანაში დავბრუნდი
-ჩემი თხა ნინე - დამცინოდა მათე
-არაფერი შეგეშალოს, ჩემ მიწაზე ხარ - ნიშნისმოგებით ავუწკიპე წარბი.


საყვარელ ჭიშკართან გავაჩერეთ მანქანა.
დედამ და მამამ არც იცოდნენ რომ ჩავდიოდი.
თუმცა, ეზოში მორბენალ ბორას არ გამორჩენია, ჩემი მიახლოვებაც კი.
ის იყო ჭიშკარი შევაღე, უზარმაზარი არსება ზედ რომ შემომაფრინდა
-ბორა, მოგენატრე ხო? - მთელი ძალით ვხვევდი ხელებს, ერთი შეხედვით საშიშ ბორას, რომელსაც ჩემთან შეეძლო ეკნავლა კიდეც.
-ო... ვინ ჩამოსულანო ! - კარში გამოჩნდა მამა.
ჩემი ნომერ პირველი მამაკაცი, ჩემი ეტალონი და უდიდესი იმედი
-მამი - ისე გავრბივარ მისკენ, თითქოს 25 კი არა, 5 წლის ვიყო.
-მამას, სიყრმის შვილო, მამას გულო - მთელი ძალით მხვევს ხელებს და მთელ სახეს მიკოცნის.
-მომენატრე ღიპუცა- ჭაღარა თმას შუბლზე ვუსწორებ და თითისწვერებზე მდგომი იქვე ვკოცნი.
-გამარჯობა- უკნიდან მესმის მათეს ხმა.
-მათე, როგორ ხარ შვილო- ახლა მას ხვევს ხელს.

მახსოვს, მათი პირველი შეხვედრა.
სანამ არ მოვუყვანე, მანამდე არ დაიჯერა ჩემი სიტყვები „ მიყვარს „- მეთქი.
მაგრამ მას შემდეგ, სადაც მე, იქ ყავდა მათეც.
თითქოს უფრო მშვიდადაც იყო, რომ იცოდა მარტო არ ვიყავი.
-ეს ვინ, მოსულანო? - წინსაფრით გამოვიდა დედა.
-მაინც გიგრძნო ხო გულმა? - ფურნის სიმხურვალისგან აწითლებულ ლოყებს ვუკოცნი.
-ისეთ ხაჭაპურებს ვაცხობ დე... მიგრძნო, აბა არ მიგრძნო? როგორ ხარ მათე?
-კარგად ნინო, შენ როგორ ხარ
-ახლა, ისე გამახარეთ, ყველაზე კარგად ვარ დედი - გულზე კოცნის მათეს და ცდილობს ფქვილიანი ხელებით არ შეეხოს.

***
სამზარეულოში ვიყავი დედასთან ერთად და უკვე შეზარხოშებულ ჩვენ ბიჭებს ხინკალს ვუბრაწავდით.
-არაფერს აპირებთ ჯერ დე?- ჩუმად აპარებდა ჩემკენ მზერას
-დედა, ნუ იცი ასე რა...- კარგად შებრაწულ ხინკალი გადავაბრუნე
-ნინე, ორი წელია უკვე ერთად ხართ შვილო, მისვლა- მოსვლა გაქვთ, მამაშენი უკვე სიძედ აცნობს აქ ხალხს მათეს თავს
-ხომ იცი რომ აი ეგ ხალხის აზრი არ მაინტერესებს დედი. მისვლა-მოსვლა კიდე იმიტომ გვაქვს, რომ თქვენ გაფასებთ და მინდა რომ ყველაფრის საქმის კურში იყოთ. მშვენივრად ვართ ასეც და დრო რო იქნება კი დავუჯდები ცოლადაც - დაბრაწული ხინკლები თეფშზე დავალაგე და ბიჭებთან გავედი.
-ეს ვინ ყოფილა აქო ! - კარის შემონგრევა და ღრიალი ერთი იყო.ვინ იქნებოდა თუ არა ჩემი გადარეული, ცოტა დაცურებული, ცოტა ბრიყვი, ცოტა ავადმყოფი და კიდევ ბევრი ცოტ-ცოტა ნაკლულებითა და გადაჭარბებით გაჟღენთილი ბიძაშვილი - გურო. ორ მეტრიანი ბიჭი წამში ისე მწევს ჰაერში, სადაცაა ჭერს თავს მივარტყავ. ჩემ ბედად მოვასწარი თეფშის მაგიდაზე დადება.
-ჩემი თხა კიკინა ნინელი ! - მთელ სახეს მიკოცნიდა, სასმლის სუნად აქოთებული
-ნინელიმ დაგცეს ბნედა შენ !- ჩავცხე მკერზე ხელი.
-უხ, როგორ მომნატრებია შენი წყევლა-კრულვა რომ იცოდე - მაინც ვერ გამიძლო გულმა და ძლიერად მოვეხვიე - აი ასე, ახლა უკვე ბეკეკა ხარ.
-ნეტა კაცად იქცეოდე ამხელა დევი
-შენ დაქალებას მომასწრო ! - ხელი გადამხვიე და მაგიდისკენ წამაპორწიალა- მათე, ძამი, როგორ ხარ?
-კარგად გურო, შენ როგორ ხარ?
-რავიცი რამიშავრს, ჩემი სადარდებელი კი მაქვს შენზე გადაბარებული და კი ვსუნთქავ ორივე ფილტვით - მათეს გვერდით დაიკავა ადგილი და მეც გვერდით მიმისვა.
-არა, სადარდებელი რა გჭირთ ერთი ჩემი?
-ნინელი, შენ არ იცი, რა რთულია, როდესაც ყველამ არ იცის რა თხა ხარ რეალურად, მაგ შენი ოქროსფერი ჩალების გადამკიდე
-ჯერ ეს ერთი ჩემ თმებს შეეშვი და მერე მეორეც, შენ არ იყავი სად და როგორ უნდა ამომერტყა რომ მასწავლიდი?
- მოგერიდოს მაინც, მათესთან რომ მოაღე პირი, ჯერ ბოლომდე გასაღდი ჩემო თხაკიკინა - ისევ ჩვეულებისამებრ ამიბურდა თმები.

მთელ სუფრას სიცილის ტალღამ გადაურა, მე კი უარესად მომეშალა ნერვები.


გვიანობამდე სვავდნენ, მამა უკვე მემილიონედ იხსენებდა თვალცრემლიანი, როგორ წავექეცი წყაროსთან, ქვიან გზებზე და როგორ ვტიროდით ერთად.
სულ ასე იცოდა.
ხომ იცით, ადამიანმა რაიმე შეცდომის ან დანაშაულის გახსენება, რომ იციან სიმთვრალეში. იმის რაც ვერ გამოასწორეს და ყოველი საღი გონების დაკარგვისას რომ უტივტივდებათ, სწორედ ასეთი მოგონება იყო ჩემი დაცემის, მამასთვის.
მამასთვის, რომელსაც ჭაღარა ისე უსირცხვილოდ შერეოდა თმასა თუ წვერში, როგორც ზამთარს თოვლი მთებზე.
მახსოვს, მაშინ ალბათ 5 წლამდე ვიქნებოდი, ყოველ ღამით ვტიროდი, არ მინდა დედიკო და მამიკო რომ დაბერდნენ მეთქი.
დედისერთას, ყოველთვის სხვანაირი მიჯაჭვულობა მქონდა მშობლებთან.
მამა იხსენებს ხოლმე, ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობდი ნორმალურად, სანამ სახლში არ მოვიდოდი საწოლზე იჯექი და ისე მელოდებოდი ხოლმე, რომ გკითხავდი რატომ არ დაწექიო, მპასუხობიდი ჩამეძინებოდა და ვერ დაგელოდებოდიო.
მაინც მამიკოს გოგო უფრო ვიყავი ყოველთვის.
არა და ყოველთვის უნდოდა პირველი ბიჭი ჰყოლოდა.
ფრაგმენტებად მახსოვს, მაშინ 7-8 წლის ვიქნებოდი, დედა ფეხმძიმედ იყო.
და ან ძმა უნდა მყოლოდა, მაგრამ 2 თვის ფეხმძიმეს მუცელი მოეშალა და ასე დავრჩი დედისერთად.
***

უკვე გვიანი იყო რომ დაიშალნენ.
მათეს საწოლს ვუმზადებდი. ღია ფანჯრებიდან ჭრიჭინების გაბმული სიმღერა ისმოდა, სადღაც შორიდან კი ბაყაყებიც ბანს აძლევდნენ.
- ჩემი ლამაზი გოგოც აქ ყოფილაო - კარის ჩარჩოს იყო მხრით მიყუდებული.
-როგორ დაგათრო მამაჩემმა, არ გრცხვენია? - მის გაბადრულ და ამღვრეულ თვალებზე სიცილს ვერ ვიკავდებდი.
-სხვათაშორის, მე დახმარების გარეშე ამოვედი - ნიშნის მოგებით მიწევს საჩვენებელ თითს
-ყოჩაღ ! აი მესმის კაცი
-ნინე - საწოლზე ჩამომიჯდა
-ჰოუ
-შემომხედე- მკლავზე შემომაჭდო თითები მის წინ მდგომს და მეც მზერა გავუსწორე - სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ !
-სულელო - შუბლიდან ჩალისფერი თმა გადავუწიე და იქვე ვაკოცე - მეც ძალიან მიყვარხარ
-მხოლოდ შენი ერთი სიტყვა და ხვალვე გაგიკეთებ ამ ლამაზ თითებზე ბეჭედს - იმ ცარიელ თითს აკოცა.
-კარგი რა...
-მაგრამ შენ გელოდები ხო იცი, ჩემზე რო იყოს, აქამდე უკვე შვილიც უნდა გვყავდეს
-სად გვეჩქარება მათე? - საწოლზე მის გვერდით ვჯდები მეც - ასეც ხომ კარგად ვართ, ყველაფერი გვაქვს რაც გვინდა. განა ასეთი აუცილებელია გვერქვას ცოლი და ქმარი?

-ნინე - თითქოს თვალები უფრო მეტად აემღვრა - მე მინდა რომ ერთად ვიცხოვროთ, ყველა დაღამებასა და გათენებას ერთად შევხვდეთ.
-ესეც იქნება, მაგრამ ჯერ არა მათე.
-რა გვიშლის ხელს? რას ელოდები ნინე, არ მესმის
-მზად უნდა ვიყო მათე, რატომ არ გესმის? არაა ასე მარტივი ოჯახის შექმნა, მხოლოდ სახელი კი არაა? არ ვარ ჯერ მზად დედობისთვის და ოჯახს რომ შევქმნით, ყველა მხოლოდ ამ ერთ მომენტზე იქნება მომართული. მე კი ჯერ არ მინდა მათე. ის წლები, რაც სხვებმა გართობაში და თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებაში გალიეს, მე უმეგობროდ, მზიანმიმართულად და ორიენტირებულად მხოლოდ ვსწავლობდი, რომ მქონოდა გრანტი, შემძლებოდა ყველაფერი ჩემით, მთელი წლები სახლის, სწავლისა და სამსახურის მეტი არაფერი ყოფილა, შენც ხომ კარგად იცი?
-ვიცი - თავი დამნაშავესავით ჩახარა.
-უბრალოდ მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო. ვერ ვიქნები ისეთი დედა, რომელიც ბავშვს მშობლებს დაუტოვებს და თავად ალთასა თუ ბალთას ივლის, ხომ მიცნობ არა...
-ვიცი, მაპატიე პატარავ რა - საფეთქელთან მომაკრო ტუჩები
-არაფერია საპატიებელი, უბრალოდ მინდა გესმოდეს.
-მესმის, ვსიო, ამაზე არასდროს აღარ ვისაუბრებთ.
-მიყვარხარ მათე
-მეც მიყვარხარ



***
დილით ეზოდან შემოსული ხმაური მაღვიძებს.
ნაცნობი ხმები არც თუ ისე შორიდან ისმის.
-აი ვანო პაპა, ესაა ჩემი სასიძო მათე - აშკარად მამაჩემია
-გამარჯობა, სასიამოვნოა
-გაიხარე გენაცვალე, სულ ბედნიერი იყავი ჩვენ გოგოსთან ერთად
სწრაფად ვხტები საწოლოდან და ფანჯრიდან ვიხდები
-მამა ! - მაშინვე სამივე ზემოთ იყურება.
-დილამშვიდობისა მამი
-ხომ ვილაპარაკეთ
-კარგი ჰო, ბოი ფრენდი, შეყვარებულიო, სატრფოო, რავიცი ვანო ესენი ასე ეძახიან თავიანთ თავს, ჩემთვის კი შვილია უკვე და ჰა - ხელი ამიქნია და აღარც ამოუხედავს ჩემთვის.

სწრაფად გავემზადე მეც და ქვემოთ ჩავედი.

სამი დღე გავატარეთ ჩემებთან, სამი საღამო სმასა და მოლხენაში.
წამოსვლისას ძლივს ჩავაგდე გონში მათე.
ისეთ ნაბახუსევზე იყო, მანქანამდე ძლივს მოიტანა დამძიმებული თავი.
-რო დავრჩეთ დღესაც ნინე? - ბორჯომის ბოთლი მოიყუდა
-სუსი არ გავიგო - მანქანა დავძარი და ჩემებს ჰაეროვანი კოცნებით დავემშვიდობე.
ვაჟბატონს კი მთელი გზა ეძინა.
უკვე თბილისში შემოვდიოდით,აშკარად იგრძნო თამარამაც.
-ჰო თამარა
-Სად ხართ აბაა
-ახლა შემოვდივართ თბილისში, რა ხდება?
-კაი შენ სახლთან გელოდები

მართლაც ეზოში მიცდიდა, ტასიკოსთან ერთად.ისხდენენ მაღაზიის წინ და მზესუმზირას აკნატუნებდნენ.
-გოგონებო როგორ ხართ? - ახალგაღვიძებული იყო მათე
- ოჰ, კარგად დაუმუშავებიხარ სასიმამროს გენაცვალე- მთელი ხმით გადაიხარხარა თამარამ.
- შენ რა ხმა გაქვს ბიჭო... საფეთქლებზე მიიჭირა ხელი მათემ.
-ამოხვალ ჩემთან თუ გახვალ სახლში? - მანქანას მივეყრდენი და სიგარეტს გავუკიდე, მთელი სოფელში ყოფნის პერიოდი არ მქონდა მოწეული.
- აუ არა ნინე, გავალ რა, მოვწესრიგდები და დავიძინებ - შუბლზე მაკოცა და მანქანაში ჩაჯდა - ჭკვიანად გოგონებო


ზუსტად ერთ წუთში აწრიპინდა ჩემი ტელეფონი.
ისევ უცხო ნომერი იყო
„თბილისს აკლდა ერთი ცალი ნინე“
ირგვლივ მიმოვიხედე და ვერც ნაცნობი-უცნობი შევნიშნე სადმე და ვერც სხვა ვინნმე, იქვე მდგარი.
-წამოდი ავიდეთ თამარა, დაღლილი ვარ ძალიან რა - დაღლაზე მეტად გაურკვევლობა მაწუხებდა, თუმცა კი ამის თქმა და ბომბის აფეთქება ერთი იქნებოდა თამარსთვის.


იმ ღამით ჩემთან დარჩა ეს უკანასკნელი და მომიყვა მთელი თბილისის 3 დღის ჭორები.
ისე რამე როგორ მოხდებოდა, თამარას რომ არ გაეგო და საკუთარი ინტერპრეტაციით არ გაევრცო შემდეგ ეს მომხდარი.
გვიანობამდე აივანზე ვისხედით და ჩემ საფირმო ცივ ყავას ვსვავდით.
-აი ხვალაც და წავედით ზღვაზე - ცივ ხელებს კისერზე იდებდა
-მთელი წლის ნაგროვები დაღლა უნდა მოვიშრო თამარა იქ და იცოდე არ გავიგო, ცუდად გახდომამდე ამოსკდომა, თორემ შენ თავს გეფიცები არ მოგივლი
-ჩემ თავს თავად მივხედავ გენაცვალე, თანაც წელს უეჭველი შოკოლადის ბიჭი უნდა ავაგდო, ისეთი საცურაო კოსტუმები ვიყიდე გუშინ...
-ოღონდ შენ ვინმე გაიჩინე და მეტი არაფერი არ მინდა
-აი რომ გავიჩენ და მოგაკლდება თამარა, მერე მინატრებ
-კარგი ნუ იბუსხები, ხომ იცი რომ ერთადერთი მყავხარ
-ვიცი - გაებადრა სახე - აუ ნინე, რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე რა
-რა დააშავე მითხარი
-სანდრასთან ვიყავი
-კარგი რა, მაგ ქალთან რამ მიგიყვანა იმის მერე, რაც მე მელაპარაკა
-აუ ნინე, გეფიცები ისეთი რაღაცები მითხრა გამოვშტერდი - ყავის ჭიქა გვერდით გადადო ემოციებით დატვირთულმა
-რაო აბა,როდის გამოჩნდება შენი პრინციო
-უფ... ჩემი არ ვიცი, მაგრამ შენზე მითხრა - ხელები სახეზე აიფარა
-რაო ერთი, შვილსაც ხო არ ველოდები - სადღაც გულის კუნჭულში თითქოს დამაინტერესა კიდეც
-რაო და კი გამოჩენილა ჩემი შავტუხა ბიჭიო, აერია უკვე გრძნობებიო, გაახსენე ჩემი სიტყვებიო. შენ თავს გეფიცები, მე მოვკვდე ნინუ, თუ მეთქვა რამე შენზე, ან გამეხსენებინე
-მერე რა, ადამიანი ქუჩაში რომ შემხვდება, მანამდე თუ მყავს სადმე ნანახი მეც მახსოვს
-ო... კარგი რა ნინე
-არ უნდა მააგს კარგი რა, თამარა ! ვსიო, აღარ ახსენო ეგ შენი მკითხავი სანდრა ჩემთან. სიგარეტი აღარ მაქვს, ჩავალ ტაისკოსთან და ამოვალ ახლავე.

ჩვენი ლიფტი, როგორც ყოველთვის სართულებს შორის აღმოჩნდა გაჭედილი, რას დადის ეს ხალხი ამდენს არ ვიცი...
სადარბაზოდან გასულს მსხვილი წვიმის წვეთები მეცემოდა.
სირბილით წავედი მაღაზიისკენ, ის იყო უნდა შემეღო კარი გვერდიდან ნაცნობი ხმა რომ მომესმა
-გამარჯობა მოლარევ - მაღაზიის გვერდით იდგა და ეწეოდა
-გამარჯობა
- ტასიკო გასულია ორი წუთით და მოვა, მოდი შემოეფარე - ოდნავ შეწეულ ადგილას იდგა და მეც მის გვერდით ავიტუზე - ხომ არ მოწევ? - სიგარეტის კოლოფს მიწვდის. მე ჯერ მას ვუყურებ, შემდეგ კი მართლაც ვიღებ ერთ ღერს და სანამ მე სანთებელას მოვნახავ თავად მიკიდებს.
ცეცხლის ალები დასთამაშებს წამიერად სახეზე.
გიშერივით შავი თვალები.
მოკლედ გადაპარსული თმაზე კაპიუშონი წამოეხურა.
მარცხენა წარბი ორ ადგილას ჰქონდა გატეხილი.
წვერი, როგორც ყველა შეხვედრისას გადაპარსული.
კვლავ შავები ეცვა.
და ასანთი ჩაქვრა.

არაფერს ვამბობდით, არც მე და არც ის.
წვიმა კი უფრო და უფრო უმატებდა, სადღაც შორს,ძლიერადაც გაიელვა.
-წვიმაში იცი ყველაზე კარგი რა არის? - მოულოდნელად ბრუნდება ჩემკენ. მე კი იმისთვის რომ მზერა გავუსწორო თავს ზემოთ ვწევ - მანქანით სეირნობა.
-აივანზე ჯდომა უფრო მიყვარს ასეთ ამინდებში
-გავისეირნოთ თუ აივანზე დავსხდეთ? - ისე მეკითხება თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით
ქოთქოთით მოდის ტასიკო, სანამ რამის თქმას ვასწრებ
-ნინე... ბოდიში გალოდინე რა - მაღაზიაში შედის და მეც თან მივყვები - დედაჩემმა ამიკლო, წნევა მაქვს გინდა თუ არაო და...
-ეგ არაფერი, ხომ კარგადაა ტას?
-კი, კი დავალევინე წამლები და დავამშვიდე. სიგარეტი ხო?
-კი... ხვალ თუ არ იმუშავებ ამოგვიარე, თამარაც ჩემთან დარჩა და ცივი ყავა დავლიოთ - სიგარეტს ვიღებ და მაღაზიიდან გამოვდივარ
-ვეცდები ნინე
გამოსული ჩუმად ვაპარებ მზერას იმ ადგილისკენ, სადაც თავს ვაფარებდით, თუმცა კი იქ აღარ იყო.
გვერდიდან ფარების სინათლემ მომჭრა თვალი.
შავი ფერის ავტომობილი ციმციმით მანიშნებდა რაღაცას.
მინის მიღმა მკრთალად დავინახე მისი ოდნავ ღიმილიანი სახე და მივუახლობდი
-ჩაჯექი - ჩაწეული მინიდან უკვე ნათლად ვხედავიდი
-მადლობა, აქვე ვცხოვრობ - ხელით ვანიშნე გზის გადაღმა ჩემი კორპუსისკე
-აბა გავისეირნოთო?
-მე ეს არ მითქვამს
-მოდი ჩაჯექი, ნინე- უეცრად ისე განათდა ცა და დაიქუხა, შეშინებული უკვე კისრის ტეხვით ჩავჯექი.
თმა საკმაოდ დამსველებოდა, ისევე როგორც მაისური.
თითქოს მიმიხვდა ფიქრებსო. მინას აუწია და გათბობა ჩართო
-უკან ჰუდი უნდა იდოს და გადაიცვი - მე არც მიყურებდა.
უკანა სავარძლიდან გადმოვიღე ჩემდა გასაკვირად ნაცრისფერი ჰუდი და სველ მაისურზე პირდაპირ გადავიცვი.
-რას იტყვი, გაქვს ნახევარი საათი სასეირნოდ?
-მელოდებიან - სიგარეტის კოლოფის თამაში დავიწყე ხელში ნერვიულად.
მთელ მანქანაში მისი სურნელი იდგა, ის რომელსაც ყოველი მოახლოვებისას მიტოვებდა.
-კარგი, სხვა დროს გავისეირნოთ -მანქანას მკვეთრად აბრუნებს და ჩემ ეზოში შედის. ზემოთ ვიყურები და აივანზე გადმოყუდებულ თამარას ვლანდავ.
-მადლობა - მანქანიდან ისე გადმოვდივარ მისკენ აღარც ვიყურები და სირბილით შევდივარ სადარბაზოში.
-სად ხარ ამდენ ხანს გოგო- კარშივე მხვდება - ან ეს რა გაცვია? - მხოლოდ ახლაღა ვიყურები ზედ, მისი უზარმაზარი ნაცრისფერი ჰუდი მეცვა.
-ტაისიკომ მათხოვა, დავსველდი სულ - ფეხსაცმელს ვიხდი და მაშინვე აივნისკენ გავრბივარ, თამარაც უკან მომდევს.
-და ვინ მოგაბრძანა ასე შორიდან ?
-შენ რა დაკითხვას მიწყობ? - სავარძელში ვჯდები და სიგარეტის კოლოფს ვხსნი.
-მესიჯი მოგივიდა - ჩემ ტელეფონს წარბაწეული მიწვდის და თავადაც იღებს ერთ ღერს.
„გელოდები გარეთ „
„1 გასეირნება წვიმაში და ჰუდია შენი ვალი „
ის იყო უცნობი შეტყობინებების ავტორი.
-ოლაა- სახესთან მიფრიალებს ხელებს თამარა - რა ჯანდაბა ხდება ამიხსნი? ~
-გთხოვ, ახლა არ მაქვს ამის ნერვი და თან არაფერი ხდება - ჰუდსაც კი მისი სურნელი ასდის.
რა ჯანდაბა გჭირს ნინე !
-რა ქვია - ლოყაზე სიმწრით ირტყავს გაშლილ ხელს თამარა
-არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, შემეშვი რა - ხელს ვუქნევ
-ნინე, ახლა სწრაფად მომიყევი ყველაფერი
ისე შემომიჩნდა და იქამდე სანამ ყველაფერი არ მოვუყევი.
ყოველ წამს ხან ლოყაზე და ხანაც ტუჩებზე ირტყავდა თითებს
-ახლავე დაურეკე ტასიკოს, სახელი კითხე თორე შეიძლება აქვე მოვკვდე
-რა მნიშვნელობა აქვს სახელს?
-გოგო გამოშტერდი შენ? მაცადე ახლა- ტელეფონს იღებს და რეკავს - ტასიი, აუ რაღაც უნდა გკითხო და უცებ მიპასუხე რა, ნინეკოს რო ახლა მანდ ბიჭი შეხვდა რა ქვია? არა გოგო, რას ამბობ, საერთოდ ნაცნობი აღმოგვაჩნდა და... ა... - დაჭყეტილი თვალებით მიყურებს - ოკ, ოქრო ხარ, არ უთხრა რო გკითხე ოღონდ- ძალით იცინის და ნაჩქარევად კიდებს ყურმილს.
-აი ახლა... აი ახლა აქვე მოვკვდები - ხელით ინიავებს სახესთან
-ნუ სულელობ თამარა რა
-მე ვსულელობ? იცი რა ქვია? უ ჩ ა !- კივის ის და ეჭვი მაქვს მთელ კორპუსსაც ესმის - რა გითხრა სანდრამ გახსოვს ? უ-ზე იქნება ბიჭის სახელიო, ღმერთო შენი სახელის ჭირიმე.
გული გადამიქანდა.
ამდენი დამთხვევა
ამდენი კვეთა...
კი, მაგრამ ნუთუ შესაძლებელია ასეთი რამ?
ტელეფონმა დაიწრპინა
„ მეძახდით ? „
ტელეფონი პირდაპირ თამარასკენ მივაბრუნე
-მიწა დამეყაროს მე - ტუჩებზე იტკიცა ხელი - მაგრამ ნინე, ყველაფერი დაემთხვა
-თამარა, მისმინე. მე მიყვარს მათე და არ მინდა ამის იქეთ იმ მკითხაობაზე რამის ხსენება.
-კარგი, მაგრამ ცოტა მეშინია - სკამზე მოიბუზა
-ვსიო თქო, უჩა თუ ურა არ აქვს მნიშვნელობა გესმის? არც მიწერას ვაპირებ და არც შეხვედრას.


***
იმ ღამით ვერაფრით დავიძინე.
მთელი დღე სახლში გავატარე, ტასიკოსაც მივწერე რომ გავდიოდი,ახლა ნამდვილად არ მინდოდა მისი კითხვები.
საღამოს ყველა ჩემთან იყო, საბოლოოდ ვაწყობდით გეგმებს, როგორ გავიდოდით და როდის.
ბიჭები ცივ ლუდს სვავდნენ, გოგონები ცივ ყავას.
აივანზე ვისხედით მე, თამარა ნინაკო და ქეთა, მათეს მეგობრების შეყვარებულები და ვეწეოდით.
მოპირდაპირე კორპუსის აივანზე, ზუსტად ჩემ გასწვრივ იდგა აივანზე.
ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა.
თეთრი მაისურით იდგა, იდაყვებ დაყრდნობილი და ეწეოდა. პირდაპირ მე მიყურებდა.
-ნინე ! - შიგნიდან მეძახდა ვიღაც და მეც ისე სწრაფად წამოვხტი სკამიდან, თავბრუ დამეხვა.

***
იმ ღამით ვერაფრით ვერ დავიძინე.
მათე ჩემთან დარჩა და მშვიდადაც ეძინა.
ბევრი ვიწრიალე საწოლში. საათი დილის 4ის 12 წუთს აჩვენებდა.
უცებ ამოვიცვი შორტი, კარადაში მიმალულ ჰუდს ხელი დავავლე და სახლიდან ჩუმად გამოვედი.
კიბეებით ჩავდიოდი და თან ტექსტს ვკრეფდი.
„შეგიძლია ეზოში ჩამოხვიდე?“
სადარბაზოდან არც გავსულვარ, იქვე გავჩერდი.
რამდენიმე წუთში კი მანქანაც გაჩერდა შორიახლოს და შემდეგ ნაბიჯების ხმა გავიგე.
-ბოდიში, ასე გვიან რომ მოგწერე, ამის დაბრუნება მინდოდა - სადარბაზოს, მხოლოდ მოშორებით მდგარი ლამპიონის თბილი, ყვითელი სინათლე ანათებდა.
-ასე საჩქარო იყო? - ჩემ წინ, ძალიან ახლოს ჩერდება.
-გავდივარ დილით და დიდხანს არ ვიქნები - მე ჯერ კიდევ მისკენ მაქვს ჰუდიანი ხელი გაწვდენილი.
მხოლოდ იღიმის, ხელს მიწვდის თუმცა არა ზედის გამოსართმელად, ჩემი სახისკენ მოაქვს, მე კი მანამ ვაჩერებ სანამ კვლავ შემეხება.
-სახლში ჩემი საქმრო მელოდება, უჩა - მის მაჯაზე მაქვს თითები ჩაჭიდული. მას კი ფართე ღიმილი ეფინება სახეზე
-მეგონა საქმროდ ხელის თხოვნის შემდეგ იწოდებოდნენ, აი შენ კი ბეჭედი არ გიკეთია - წამითაც არ იშორებდა ღიმილს.
-გთხოვ, აღარ მომწერო და აღარც ეს უცებ გადაკვეთები მინდა - ჰუდს ვაჩეჩებ
-ამით ღალატობ? რამეს აშავებ? აი ახლა, აქ რომ ვგავართ
-მე თვითონ არ მომწონს ეს ყველაფერი და არ მიმაჩნია სწორად
-იცი როდის დააშავებ? - კიდევ ერთ ნაბიჯს დგავს ჩემკენ - თვალს არ მაშორებს ისე მიწევს თმას ყურს უკან და კვლავ მეხება ყვრიმალზე - აი ახლა, მაგ ვარდისფერ ტუჩებზე რომ გაკოცო
-არ გაბედო - უკან ვიხევ მე
-მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის სურვილით თავად დაიწვები - ცერა თითს ტუჩებზე იტარებს.
-კარგად - უცებ ვბრუნებდი და სირბილით ავდივარ კიბეებზე.
მხოლოდ მაშინ ვიწყებ სუნთქვას, როდესაც სახლის კარს ზურგს უკან ვიხურავ და მთელი სხეულით ვეკვრი.
რა ჯანდაბა გჭირს ნინე, რა ჯანდაბას აკეთებს.
ასე რამ გაგასულელა.
რამ დაგაშტერა
-ნინე ?! - საძინებლიდან მესმის მათეს ძახილი.
სწრაფად ვიხდი ფეხსაცმელს და საძინებელში შევდივარ
-ყველაფერი რიგზეა? სად იყავი? - მის გვერდით მიწვენს და ხელებს მხრებზე მხვევს.
-ვერ ვიძინებდი, ცოტა ხნით ეზოში ვიყავი ჩასული.
-მოდი ახლა როგორც გიყვარს თმაზე მოგეფერები და დავიძინოთ კარგი?
-კარგი


***
დილით ყველა ჩემს ეზოში შევიკრიბეთ, მხოლოდ თამარა გვყავდა კენტად, ყველა წყვილებში ვიყავით ორ მანქანაში გადანაწილებულები. ნინაკოსთან და ბექასთან ისხდნენ ქეთა და გიორგიც, ქალბატონი კენტი კი ჩვენთან მოსკუპდა.
საბარგულში ჩემოდნებს დებდა მათე, უკნიდან კი ნახევარი ტანით სავარძლებშორის გადმოსული იყო თამარა.
მათეც ჯდება და მანქანას ძრავს
ყველა მინას წევს ტუტუცი თამარა და სახელსახელოდ დაკავშირებული მობილურიდან უმაღლეს ხმაზე რთავს მოულოდნელად მუსიკას.
-მოგეკიდოს ცეცხლი- გადმოწოლილს პირდაპირ თმებში წავავლე ხელი და ძლიერად მოვქაჩე, თუმცა კი მაინც ერთ ადგილას იყო მიშტერებული.
ტასიკოსთან ერთად მაღაზიის წინ, მანქნაზე იყო მიყრდნობილი უჩა.
პირდაპირ გადააწყდა ჩვენი მზერა ერთმანეთს, მანამ სანამ ეზო დავტოვეთ.
მთელი მარცხენა მხარი ჩამილურჯა თამარამ.
-ის იყო ? - ყურში მეჩურჩულება
-რა ხდება თამარა? აღარ გინდა გორში გაგიჩერო მანქანა?
-ქალური კითვა იყო, მაინცდამაინც გაგიჟღერო ხმამაღლა?
-ნეტავ რამე გეშველებოდეს... - გააქნია თავი და კვლავ გზისკენ გადაიტანა მზერა.


მთელი გზა სხვადასხვა სიმღერებს რთავდა თამარა, ერთს მეორე ენაცვლებოდა, ისე რომ დასრულებასაც არ აცდიდა.

შუადღე უკვე გადასული იყო ,როდესაც ჩავედით.
უკვე მესამე სეზონია, რაც ყოველ ზაფხულს გიორგის სახლს ვსტუმრობთ..
სწრაფადვე ვბინავდებით საძინებელებში და მაშინვე საჭმელად გავდივართ.
ფიქრებს ვერ ვიშორებდი უჩაზე.
გამუდმებით სანდრას სიტყვები და მისი სიცილი ჩამესმოდა ყურებში.
***
დილით ადრე გამეღვიძა.
ჩემ გვერდით ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა მათეს.
ჩალისფერი თმა ქაოტურად ეყარა შუბლზე და უფარავდა მკვეთრ შუბლის კონტურს.
ფრთხილად ვეყრდნობი იდაყვს და მისგან სულ სანტიმეტრებით დაშორებული, უფრო დეტალურად ვიწყებ მემილიონედ თითოეული ნაკვთის შესწავლას.

იმ დღეს უნივერსიტეტი დავამთავრეთ და დიპლომი ავიღეთ.
მანტიებსა და მის შიგნით ლამაზ კაბებში გამოწყობილი მე და თამარა უნივერსიტეტის ეზოს ვტოვებდით და დათქმული ლოკაციისკენ მივისწრაფოდით ჩვენი დიპლომიანობის აღსანიშნავად.
უეცრად მივბრუნდი უკან, მინდოდა ბოლოჯერ, როგორც სტუდენტს შემეხედა ჩემი 4 წლისთვის, მანამ, სანამ ჭიშკარს გავცდებოდი და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდოდი.
4 წელი, უამრავი ახალი ადამიანი, მოგონება...
თვალები ამემღვრა, გული მომეკუმშა.
თითქოს მთელმა ამ წლებმა წამში ჩამიქროლეს თვალწინ და მაშინ, როდესაც ღრმად უნდა ამომესუნთქა შემოვბრუნდი და მთელი სხეულით შეგეჯახე.
თხელი, თეთრი,ტილოს პერანგი და ღია ფერის ჯინსები გეცვა.
თმა როგორც ყოველთვის აჩეჩილი გქონდა და მთელი სახით იღიმოდი.
მაშინ, იმ შეჯახებით ამომიტრიალე მთელი ცხოვრება და ახალი ცხოვრების პირველივე ნაბიჯზე შემეჯახე.
მთელი საღამო ჩემი თვალთახედვის არეალში იყავი და ხან შორიდან და ხანაც ახლოდან მიღიმოდი.
შუაღამე უკვე გადასული იყო, თავისუფლებიდან რუსთაველამდე ფეხით რომ ამოვუყვებოდით გზას.
მე ნაბიჯი მერეოდა, შენ კი სიტყვები ღიმილებს შორის.
მაშინ პირველად წამოვკარი ფეხი, ვითომ და სწორად დაგებულ ფილებს და შენც უმალ შემაშველე ხელი. სწორედ იმ წამს მივხვდი რომ შემიყვარდი და მიყვარდი ყოველდღე.
ყოველ ჩემ ფეხის წამოკვრაზე და შენ ყოველ დაჭერაზე, უფროდაუფრო.

მაშინ ზუბალაშვილებზე, უზენაესი სასამართლოს წინ, სულ ციცქნა სახლი მქონდა ნაქირავები.
ჩვენ ოპერის წინ ვისხედით, ასეთი ცარიელი თბილისი ჯერ არ მენახა.
თითქოს ყველას მარტო დავეტოვებინეთ, მანქანებიც კი ალაგ-ალაგ ჩაივლიდნენ ხოლმე.
გზის გადაღმა, ჩემი სახლის ასახვევი იყო. ჭავჭავაძის ქვაფენილი, ანძის ხედებით.
5 წუთი მინდოდა სახლამდე, მაგრამ 5 საუკუნე შენთან.
მაშინ პირველად გავათენეთ ღამე ერთად, საუბარში და არა გაცნობაში.
მხოლოდ მაშინ გაგიშვი, როდესაც თბილისი ახმაურდა, მე ქვაფენილს ავუყევი შენ კი ხმაურიან ქალაქს შეერიე.

და მერე?!
მერე ყოველ საღამოს მომაკითხავდი ხოლმე ჭავჭავაძის დასაწყისში და კედელს მიყრდნობილი მელოდებოდი. მე კი ქვაფენილს, ისე დავუყვებოდი,ვერცერთის უსწორმასწორობასა თუ შრეებს ვერ ვგრძნობდი.
და შენ მხვდებოდი ყოველ დღე სულ ციცნქა თაიგულებით და ლოყაზე თბილი კოცნით.

არასდროს, არავინ ყოფილა შენამდე.
ყველა ჩემი პირველი შენ მოგიძღვენი და ისე მოვედი ამ წუთამდე, ჩვენი არცერთი წამი არ მინანია.
შენთან... რამდენი სითბოა შენთან...
სულ მეღიღინებოდა ხოლმე შენთან.
მათე,პირველივე წამიდან ჩემი სულის სარკე...
ამ დროის მანძილზე არ ყოფილა ღამე,რომელიც მისი ძილინებისას გარეშე გათენებულა.
და არ ყოფილა დღე, როდესაც ერთმანეთის არ ვყოფილვართ.
ალბათ სულელურად მოგეჩვენებათ თუ გეტყვით რომ ხანდახან მეშინოდა კიდეც, იმდენად ჰარმონიული იყო „ჩვენ“,იმდენად უშეცდომო, მეგონა რაღაც ისე არ იყო. ხანდახან, როდესაც გვერდიდან ვუყურებ, წამიერად ვერ ვიაზრებ რეალობას. ვერც საკუთარ მეობას ვცნობ და ვერც მას.
ჩვენი პლუსები და მინუსები, პესიმიზმი და ოპტიმიზმი ისე აბალანსებდა ერთმანეთს, რომ საუცხოო ჰარმონიას ქმნიდა.
პირველად რომ ვიკამათეთ, მგონი ერთად ყოფნის მეორე წელში ვიყავით.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით თეთრი და შავი არაგვი, უამრავი სხვაობით თუმცა კი ერთად მიმდინარენი.
***
ოდნავ იშმუშნები და გეღიმება.
ისევ გამომიჭირე.
-დილამშვიდობისა - ჩურჩულებ ძილისგან დაბოხებული ხმით.
-დილამშვიდობისა - იმ სანტიმეტრებსაც ვფარავ და თვალებს გიკოცნი.
-სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ - თვალებს ახელ და ტუჩებს ცხვირზე მაკრობ.
ხელებს წელზე მიცურებ და მთელ სხეულზე ისე მიკრავ, სადაცაა შენ სითბოში ჩავიკარგები.
შენ ყოველთვის იმაზე მეტად გიყვარდი, ვიდრე მე.
თუმცა კი უსაზღვროა ჩემი სიყვარული შენ მიმართ, მაგრამ შენი იმის იქეთამდე.
-დღეს არსად წავიდეთ, მთელი დღე ასე ვიყოთ, რას იტყვი? - მხარზე მკოცნი და კოცნებს შორის მეჩურჩულები.
-დავრჩეთ, თუ ასე გინდა - თმაში თითებს გიცურებ და შენც როგორც ყოველთვის თვალები გეხუჭება.
-ახლა ჩავალ, უცებ ყავას მოვამზადებ და ამოგიტან კარგი? - თანხმობის ნიშნად თავს გიქნევ და დგები.

გიყურებ როგორ დგები, როგორ იცვამ მაისურს და ისედაც აჩეჩილ თმას, თავის შერხევით უარესად როგორ იჩეჩავ
-ახლავე დავბრუნდები - გასვლამდე კოცნას მიტოვებ ლავიწზე, შენზე მოშტერებულს და საძინებდლიდან ჩუმად გადიხარ.
სახლში ისეთი სიჩუმეა,აშკარაა მხოლოდ ჩვენ გვღვიძავს.
დაბარებულივით, სიჩუმეს ჩემი ტელეფონის ხმა აკრთობს.
„ შენი აივანი, კვლავ მარტოსული იყო, ამ განთიადს“
და იმ მდორე დინებას, წამში ერევა ტალღები.
ფილტვები ისე მებერება ჰაერით, მგონია ძვლებს ჩამიმტვრევს და გასკდება.
უცხო გრძნობა,იმ ნაკოცნი ღაწვიდან ედება მთელ სხეულს...
ტელეფონს უცებ ვბლოკავ და გვერდით ვდებ.
შეგრძენებს, უგულებელვყოფ და ფიქრებს ვთიშავ.
საწოლში ვსწორედბი და მზერას ჭერს ვაპყრობ.
ჭერში, ზუსტად საწოლის თავზე, ერთი პატარა ყვითელი წერტილი.
პირველად რომ ჩამოვედით, მაშინ შევნიშნე.
მაშინ, თითქოს გულის ფორმას ჰგავდა და მათესაც დიდი გაოცებით დავანახე.
ახლა, ის წერტილი უფრო გადიდებულიყო და აღარც გულის ფორმა ჰქონდა.
მალევე იღება კარი და ყავის ფინჯნებით ხელში შემოდის მათე.
-ჩვენი ამინდია გარეთ - ერთ ფინჯანს მაწვდის თავად კი ფარდებს წევს და შემდგომ ფანჯარას აღებს.
საძინებელში წამში იჭრება წვიმის სურნელი.
და ჩუმი ხმაურიც სუფვდება ირგვლივ.
ღიმილით მოდის საწოლისკენ და კვლავ ჩემ გვერდით იკავებს ადგილს.
მხრით, მის მკერდს ვეყრდნობი.
სიგარეტს მაწვდის და თავად მიკიდებს.
-დაგვხოცავს გიორგი, ოთახში რომ ვეწევით - სიცილით ვიქცევ სიგარეტის ღერს თითებში.
-ჩუ, თუ არ ვეტყვით ვერც გაიგებს- ისიც უკიდებს და კვლავ მხარზე მკოცნის.

ჩუმად ვისხედით.
არასდროს მესმოდა წყვილების, რომლებსაც სასაუბრო არ ელეოდათ, საათობით შეეძლოთ შეტყობინებებით ბაასი.
მე სიჩუმე მერჩვინა მის გვერდით.
და ვფიქრობ, ნამდვილ,შენ ადამიანს, ფიქრებითაც კი შეუძლია შენი ყველა სიტყვის გაგება.
ასეთი იყო მათე.
ნელ-ნელა, ხმაური შეერია სახლს.
იღვიძებდნენ და იწყებოდა ჩვენი ქაოსიც.

მთელი დღე სახლში გავატარეთ ყველამ.
კენტად დარჩენილი თამარა, თმას იბრდღვნიდა, ვინ იცის დღეს უნდა შევხვედროდი ჩემ შოკოლადის ბიჭსო.
მე კი გულიანად მეცინობადა მის ჯუჯღუნზე.
***
მეორე დღეს ისეთი მზიანი ამინდი იყო, ვერსად შეძლებიდი დამალვოდი მზის ოქროსფერებს.
ჩვენც დილიდან სანაპიროზე გავედით.
სამყაროში ყველაზე მეტად წყლის მეშინია.
გინახავთ კადრები შტორმის? ან უეცრად რაკურსი წყლის ქვეშ რომ ინაცვლებს. მგონია რომ ფილტვები წყლით მევსება და სადაცაა ხმელეთზე, მყოფი ოკეანეში დავიხრჩობი.
სწორედ ამიტომ, მე ვამაგრებდი სანაპიროს, დანარჩენები კი ძალიან შორს, მხოლოდ წერტილებად მოჩანდნენ წყალში.
შეზლონგზე მწოლიარე, კვლავ იმ უამრავჯერ გადადებულ წიგნს ვკითხულობდი.
მძიმე სუნთქვითა და ხვნეშით, აშკარად თამარა მოდიოდა ჩემკენ
-იცი შენმა ძვირფასმა მათემ რა ქნა? - მთელ წყლის წვეთებს ზედ მასხავს
-რა ქნა ? - სათვალეს ვიხსნი და სახეზე ერთიანად აწითლებულ თამარას ვუყურებ.
-მაყურყმულავა
-რა ქნა? - მის საოცარ ლექსიკონზე სიცილის ვერ ვიკავებ
-ლამის დავიხრჩე იცი? ქვა, ლოდი და მოზვერი ეგ - გვერდით მიჯდება და თმას მუჭებით იწურავს.
-დავტუქსავ გპირდები
-იცინე შენ ხო და შენ დაქალს რო ასე ამწარებს არ შეგაწუხოს.

მის ბუტიაობაზე უარესად მეცინება...
-ნინე ! - შორიდან მესმის გიორგის ძახილი, თავს ვაბრუნებდა და ვხედავ უამრავ ხალხში როგორ ამაყად მოათამაშებს უზარმაზარ ფლამინგოს გასაბერ კამერას.
მოახლოვებული უფრო უჩქარებს ფეხს და თან მოიყოლებს დანარჩენებს.
-ნინე ნახე რა გიყიდე - სანაპიროზე მუხლებზე ეცემა და ფლამინგოს ძირს დებს.
-სანამ აფეთქდა გაასწარი - აფრთხილებს გადაბჟირებული ნინაკო
-ნინე, ნახე ეგრე ჩაჯდები და არ ჩაიძირები - მაინც ჯიუტად მიხსნიდა როგორ უნდა მოვთავდებულიყავი ფლამინგოში.
-ქეთათო !- მთელი ხმით ვღრიალებ - ახლა შენ იმბეცილს უთხარი თუ არ უნდა ეს ფლამინგო ვაჭამო, მომშორდეს.
-რა გაბრაზებს ნინე, შენთვის უნდა, იცი სადამდე სდია კამერების ბაბუს? - მხარს უბავს ბექაც
-ვსო, ვსო, მათე მოდის და მიგაწვენთ ერთმანეთზე - ქეთათო აშინებს ბიჭებს.
ცივი წყლის ბოთლებს გვირიგებს ღიმილ შეპარული მათე და ჩემ შეზლონგზე ჯდება
-რა მაიმუნობაა ახლა ეს გიორგი? - ვხვდები როგორ იჭერს სიცილს.
-ჩემ რძალს მოვუტანე, რომ წყალში ჩვენთან ერთად იჭყუმპალაოს - ფლამინგოს თავზე ხელს უსვამს და გაბუტული მიყურებს.
- მართლა გგონია რო მაგაში ჩავჯდები?
-აუ, ქეთათოს თავს გეფიცები მე თუ არ ჩავჯდე რა
-ხო და აი, შენ რომ ჩაჯდები მერე დავფიქრდები - სათვალეს ვისწორებ და წყალს ვსვავ
-აი ახლა მიყურე - უზარმაზარ ფლამინგოს იღლიაში იჩრის და ნაპირისკენ მიდის.
-აი ახლა გავიხევი სიცილით - სულს ძლივს ითქვამდა თამარა
-გთხოვ, სანამ შიგნით გაიჭედა და სამაშველო დაგვჭირდა, მუხლამდე მაინც შემოდი- მევედრებოდა გვერდიდან ბექა
-ჯანდაბა თქვენ თავს- შეზლონგიდან ვდგები - გიორგი, დამელოდე - მისკენ მივდივარ და დანარჩენიბიც უკან მომყვებიან.

ისე ჩამსვევს ძალით ფლამინგოში, ჩემი წივილ-კივილი მთელ სანაპიროს ესმოდა
-კისერზე მოეჭიდე ნინე, არ გადმოგაგდოს-სიცილს ვერ წყვეტდა ბექა

ამ სიცილსა და ვაი- ვაგლახში, თბილ წყალში ნებივრობა ისე გამიტკბა, მზის ჩასვლის ყურებაც კი ფლამინდგოდან მოვინდობე.
კამერას გვერდიდან მათე ეყრდობოდა ხელებით და ჩემთან ერთად ტიტვტივებდა წყალზე
-ასეთი მზის ჩასვლა პირველად გვაქვს - ჩურჩულებს ის.

***
-ბედის ირონია იცი რა არის?! ისე ვტოვებ ბათუმს, ერთი ბიჭი ვერ ავაგდე ამათ ხელში - ბოლი ასდიოდა უკანა სავარძელზე თამარას
-სამაგიეროდ შენ იქეცი შოკოლადის გოგოდ და ახლა თბილისში ააგდე კარგი ბიჭი - მისკენ ვბრუნდები და ახალ აღმაფრთოვანებელ იდეას ვუნერგავ
-დიახაც, კარგი იდეაა - კმაყოფილი ეყრდნობა საზურგეს.


მათემ დაგვტოვა და თავადაც სახლში წავიდა.
არაფერი მირჩევნია ჩემ სახლსა და მარტობაას.
როგორც კი ჩანთებს ვყრი, მაშინვე მთელ სახლში ფანჯრებს ვაღებ და ვანიავებ.
უცებ ვივლებ წყალს და ტრადიციულად, აივანზე, ჩემ სავარძელში ვკალათდები.
ისე ბინდდება, წიგნის კითხვაში, ვერც კი ვამჩნევ.
მხოლოდ მაშინ ვუბრუნდები რეალობას, ჩემი ტელეფონი რომ იწყებს მღერას.
ეკრანზე კი ჩემი, ძალიან, ძალიან ძველი მეგობრის სახელის დანახვა მაოცებს.
-Გეგა და თანაც ამილახვარი ? - გაოცებით ვაჟღერებ მის სახელს
-Ნინეკოო- როგორც ყოველთვის ახლაც საყვარელი კნინობითი ფორმით მომმართავს.
Გეგა ამილახვარი პირველად რომ შემოიჭრა ჩემ ცხოვრებაში 7 წლის ვიყავი, ის 8-ის.
Ზაფხულში ჩამოვიდა სტუმრად ჩვენთან, პირდაპირ “ამერიკებიდან”. Დედა და მარი,გეგას დედა, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მეგობრობდნენ და დღემდე ასე ასეც აგრძელებენ.
Მახსოვს, როგორ მიუბრუნდა დედამისს და ჩემზე ინგლისურად უთხრა, როგორი ცხვარივით თმები აქვსო, ეგონა ვერ გავიგებდი, მაგრამ ჩემი ფანქრების პენალი რომ გავარტყი ცხვირში, ნათელი არა,მაგრამ სისხლი კი მოეფინა მთელ არემარეს.
Პირველივე დღეს გავუტეხე ცხვირი და გავხდით იმ დროისთვის მოსისხლე მტრები.
1 თვე გაჩერდნენ მაშინ ჩვენთან და იმ ერთი თვის მანძილზე სულს ვუმწარებდით ერთმანეთს.
Მომდევნო ზაფხულს, ჩამოსულ გეგას ჩხუბი მოუვიდა გურამთან, ჩვენი ასაკისთვის ყველაზე საშიშ ბიჭთან, რომელმაც დროშობანას თამაშიშას ცხვარი დამიძახა.
Მაშინ გეგას გატეხილ ცხვირს მეორედ შეუცვალეს ფორმა. Გურამი ტანით ბევრად დიდი იყო გეგაზე და არც გაჭირვებია მისთვის ქეჩოში ხელის წავლება და გაკავება. Მეორედ რომ დაარტყა, მე ბეჭებზე შევაფრინდი გოლიათს, ერთიანად ვებღაუჭებოდი და სახეში ვურტაყვდი მთელი ძალით.
Ცხვირპირ დასისხლიანებული გეგა და თმა აბურდული, ხელებ დაკაწრული მე, მივჩანჩალებდით სახლში.
Ჭიშკართან შეჩერდა, მისკენ შემაბრუნდა და აბურდული თმა, თავისი ხელით დამილაგა.ტანსაცმლიდან “ბირკებიც” მომაშორა, შუბლზე მაკოცა და ხელი გადამხვია.
Მაშინ მე გეგას ნინეკო გავხდი, ის კი ჩემი გეგუ.
Ჩვენ შორის უდიდესი მანძილი იყო და დროის სხვაობა.
Ერთმანეთს ჰაერში გამოკიდებულ ამბებს ვუყოვებდით ხოლმე, ჩემი საღამოდან მის საღამომდე და პირიქით.
Ვერავინ ეცილებოდა ჩვენ ურთიერთობას და მის ოქროს შუალედს, სიჭარბისა თუ სიმცირის ზღვარზე.
Ხან ვიკარგებოდით და ხანაც ყოველ წამს ვკონტაქტობდით.
Მაგრამ გეგა იყო ყველაფერი.
Ადამიანი, რომელსაც იმ ყველა ფიქრსა თუ გრძნობას ვუზიარებდი, რომელსაც საკუთარ თავსაც კი ვუმალავდი ხოლმე.
Ხშირად ეჭვიანობდა დასაწყისში თამარა, თუმცა ერთ ზაფხულს, ჩემოსული გეგა რომ გავაცანი, თავად მიხვდა რომ აფსოლიტურად სხვა გალაქტიკა იყო ჩემთვის და დამშვიდდა.
-Გეგა, ახლა შენთან ძალიან ძალიან ადრეა და დავიჯერო ასე მოგენატრე?
-Ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე და მჭირდები - მისი ხმა მაშინვე მეუცნაურა.
-Რა ხდება გეგუ?
-Ერთ კვირაში შენთან ვარ, მხოლოდ შენ მიშველი - მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც გეგას შეეფერებოდა.
-Გელოდები - ვუთხარი და ყურმილი გამითიშა კიდეც.


Სამსახურში დაბრუნებულს დაგროვებული საქმეები ერთიანად მომაწვა. Საკადრო გაუგებრობები, კომპანიებთან გასაახლებელი კონტრაქტები. Ისე ჩავეფლე ყელამდე ქაოსში გათენებასა და დაღამებას ვეღარ ვარჩევდი.
Კვირა სრულდებოდა მათე რომ ვნახე ბათუმის შედეგ პირველად, არანაკლებ ქაოსში იყო ისიც.
Სამსახურიდან გამოსულს გარეთ დამხვდა მანქანაზე მიყრდნობილი
-Რა ძაან ბანალურ ფორმაში მხვდები ? - ძლივს მივლასლასდი.
-Შენ ხომ არ მოხვიდოდი - მთელ სხეულზე მიკრავს, მისი მონატრება ერთიანად მივლის სხეულში.
-Ჩემთან ხომ დარჩები?
-Დავრჩები - შუბლზე მკოცნის და მანქანის კარს მიღებს.


Ჩემ ზურგზე დაატარებდა თითის წვერებს.
Ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ გადაწეული ფარდიდან მოთვალთვალე მთვარე ანათებდა.
Სიჩუმეში ისმოდა მისი გამალებული გულის ცემა…
-Პრაღაში უნდა წავიდე ნინე
Იმდენჯერ გადავდეთ, იმდენჯერ ავიცილეთ თავიდან…
Ვიცოდი რომ ერთხელაც, ვეღარ შევძლებდით თავის არიდებას და მოგვიწევდა ის უერთმანეთო 1 წელი.
-Ვეღარ გავუშვებ მამაჩემს, ყველაფერი თავდაყირაა იქეთ, ხომ იცი. Ამდენი წელი შეალია მამაჩემმა, ამ კომპანიის შექმნას და ახლა როდესაც ვჭირდები კვლავ უარს ვერ ვეტყვი და ამით ყველაფერს ვერ დავაკარგინებ.
-Მესმის - მესმოდა რომ?! Ალბათ იმ მომენტში რეალურად ყველაზე ეგოისტი ვიყავი,მაგრამ ვიცოდი, რომ ის ყველაფერი რაც ჩვენ გვქონდა აუცილებლად შეიცვლებოდა.
Მანძილი.
Შეიძლება მეგობრობაში, და-ძმობაში არაფერი არიოს, მაგრამ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენ გვქონდა ვიცოდი, რომ ყველაფერს ამოატრიალებდა.
1 წელი, 1 - 365 დღე
Მე არ შემეძლო.
Მე ვერ გავუმკლავდებოდი და ეს ნამდვილად ვიცოდი.
Არც სიყვარული გამინელდებოდა და არც გული ამიცრუვდებოდა, მაგრამ გადავეჩვეოდი, გავუცხოვდებოდით და ეს სრულიად ბუნებრივი იქნებოდა.
***
Მეორე დღეს, გამთენიისას გავაცილეთ პრაღაში ბავშვებმა.
Მთელი სხეული ერთიანად მქონდა დაბუჟებული.
Მონატრების ნოტები კანში გამჯდომოდა.
Ვიცოდი, რომ იმ დღეს, იმ ესკალატორზე მდგომს გავაყოლე ჩემი 3 წელი, მასთან ერთად. Რომ დაბრუნება იმაზე რთული იქნებოდა, ვიდრე ფიქრობდა.


Სამსახურიდან ვბრუნდებოდი იმ საღამოს.
Ერთიანად დაშილი და ფიქრმორეული.
Ეზოში, ხის სკამზე შორიდანვე მიღიმოდნენ ნაცნობი თვალები.
Სირბილით დავფარე ჩვენ შორის მანძილი და ფეხზე წამომდგარს მთელი ძალით მოვხვიე ხელები მხრებზე.
-Როგორ ძალიან მჭირდებოდი ახლა, შენ ხომ ვერ წარმოიდგენ - უფრო ძლიერად ვუჭერდი ხელებს, თითქოს თავს ვარწმუნებდი რომ ნამდვილად აქ იყო.
-Ნინეკო, ჩემო გადარეულო, თხა კიკინა ნინეკო - აბურდულ თმაზე მისვავდა ცალ ხელს და მეორეთი გულში მიკრავდა.

Მთელი ღამე გავათიეთ…
Ისე დავიცალე, თითქოს და მთელი ცხოვრების ნაგროვები ტვირთი ჩამოვიხსენი მხრებიდან.
Ის კი იჯდა, მიღიმოდა და მთელი გულისყურით მისმენდა.
Აი ეს იყო გეგა ამილახვარი.
Განთიადს ერთად შევხვდით აივანზე.
Მე აქვას ვეწეოდი, ის კი ნაითს.
Ყველა გაჩუმებისას სადღაც იკარგებოდა და მერე მიბრუნდებოდა.
-Ყველაფერი რიგზეა? - მხოლოდ ერთხელ ვკითხე, როდესაც მზე ამოდიოდა. Ჩემკენ გადმოიხარა, ხელი კისერზე მომხვია და შუბლზე მაკოცა.
Არ იყო.
Ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო ისე…
Ვგრძნობი შიშის თბილი ტალღა ფეხის ტერფებიდან როგორ მედებოდა.
Მაინც ვერეოდი თავს და ფიქრებს საშუალებას არ ვაძლევდი მომრეოდნენ.
Მთელი კვირა ვერ ვიმყოფინე, რომ მისი მონატრება გამომელია ჩემში.
Ყოველ საღამოს სახლში ღიმილით მხვდებოდა და ისევ და ისევ მასაუბრებდა ყველაფერზე.

Იმ საღამოსაც ჩვეულებისამებრ ღიღინით მივდიოდი სახლში.
Მაღაზიის წინ ჩამომჯდარ ტასიკოს რომ შევეფეთე.
-Ტასიი, როგორ ხარ?
-Ნინე, კარგად შენ? - რაღაც ვერ იყო ჩვეულად კარგ გუნებაზე.
-Დედა ხომ კარგადაა? Რაღაც ვერ ხარ ხასიათზე - მაღაზიაში სალაროსთან მდგომი ტასიკოს შემცვლელი რომ დავინახე, თითქოს უფრო მეუცნაურა
-Კი, შენ გელოდებოდი. Არ ვმუშაობ დღეს მე
-Ტასი, რა ხდება ?
Ჩაბნელებულ ქუჩაში, ლამპიონის თბილ ნათებაზეც შეინიშნებოდა სახეზე როგორ დაეკარგა ფერი ტასიკოს.
-Უჩას დავურეკავ და მოვა კაი?
Ვერაფერს ვერ მივხვდი.
Უარესად ავირიე.
Საიდან გაახსენდა ტასიკოს უჩა და მითუმეტეს ჩემთან მიმართებაში.
Იმ დღის შემდეგ არც კი მინახავს, არც არსად მომიკრავს თვალი.
Სანამ მე ფიქრებს ვალაგებდი, ჩემი სადარბაზოდან გამოვიდა ის.
Ოდნავ მხრებში მოხრილი მოდიოდა.
Მოსვლამდე რამდენჯერმე გადაისვა გადაპარსულ თმებზე ხელი.
Მეგონა, სადღაც წამიერად, გაბრუნდებოდა კიდეც.
Მზერა მხოლოდ მაშინ გამისწორა, ჩვენ შორის ერთი ნაბიჯი რომ დატოვა.
-Რა ხდება?
-Ტასიკო, მადლობა - ჩემ უკან მდგომს გახედა.
Წარბები შეკრული ჰქონდა, თვალები კი საშინლად გადაღლილი
-Წავიდეთ? - ისე მიბრუნდა ჩემი ეზოსკენ პასუხს არც კი დალოდებია.
-Რაღაც ხდება ხო? - მის ნაბიჯებს ავედევნე, მხოლოდ გამომხედა. Მთელი სხეული ამიკანკალდა ჩემ აივანს რომ ახედა. Ხელი მაჯაში ჩავავლე და წინ გადავუდექი - რა ხდება, მითხარი - უარესად ჩამუქებოდა უძირო თვალები.
-Ავიდეთ
-Სად უნდა ავიდეთ, ჩემ სახლში რა გინდა შენ- ჩემკენ ვცდილობდი მის შემობრუნებას
-Ნინე, აქ არ გინდა, ავიდეთ და აგიხსნი ყველაფერს- სადარბაზოში შევიდა. Მე ადგილიდან ვერ ვიძვროდი.
Კარგად ვიცოდი რომ სახლში ახლა გეგა უნდა ყოფილიყო.
Იმას კი ვერ ვხვდებოდი უჩას რა უნდოდა იქ.
Გული ამოვარდნას მქონდა.
Აივნისკენ ავიხედე,სახლში სინათლეც კი არ ენთო.
Სადარბაზოდან უჩა მიყურებდა.
Არეულით თვალებით და ვერ გამოცნობილი ემოციებით გაჟღენთილი.
Არ მახსოვს, როგორ ავრბოდი კიბეებზე. Შორიდან მესმოდა ჩემი სახელის ძახილი.
Კართან, სუნთქვა მიჭირდა უკვე. Ჩამოწეულმა სახელურმა რომ შეაღოო კარი, გულისცემა ყელში მომებჯინა.
მხარზე შეხება ვიგრძენი და ვიცოდი რომ ის იყო.
Მისაღებში, კედლის ძირში სველი მაისურით იჯდა გეგა.
Თავს რიტმულად ამოძრავდებდა თვალებდახუჭული.
Პატარა მაგიდაზე მიმოფანტული იყო, რამდენიმე შპრიცი, რეზინი, წებოვანი ლენტები და უმრავი სიკვდილის ელემენტები.
Კარშივე შევბარბაცდი.
Უკან მდგომს რომ არ დავეჭირე ალბათ დავეცემოდი კიდეც.
-Კარგადაა, მივუსწარი - ყურთან მიჩურჩულა.
“Მივუსწარი” ექოდ მეორდებოდა ჩემ ყურებში.
Მისკენ მივბრუნდი, თვალებში არ მიყურებდა.
Მე კი მინდოდა ეთქვა, ის რეალობა წარმოეთქვა და გაეჟღერებინა, რომელიც ჩემთავს ხდებოდა.
Წამიერად თითქოს თვალწინ გამირბინა ყველა კადრმა, ყველა საოცრად მხიარულმა გეგამ, ყველა მისმა სიცილმა, სიცანცარემ და ბოლოს მისი ხმა “მხოლოდ შენ მიშველი” “მჭირდები “
-Ნინე,შემომხედე - მხრებში ჩაფრენილი მანჯღრევდა უჩა.
Აზრზე მოსულმა დაბინდული მზერა გავუსწორე.
Მისი ხელები სწრაფად მოვიშორე და იმ კუთხისკენ წავედი ჩემი გეგუ, რომ იყო ჩაკეცილი.
Მუხლებზე დავეშვი.
Ჯერ კიდევ არ იყო აქ.
Მზერა ჯანდაბაში მოესროლა, როგორც საღი აზრი.
Იმ წამს პირველად უსაშველოდ მაწყენინა ამილახვარმა.
Იმ წამს, წამიერად ის დღე დავწყევლე გულში, როცა გავიცანი.
Სახეზე ღიმილი ჰქონდა გადაკრული, მაგრამ ის არა, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა.
Ყბაში ჩავავლე ხელი და ჩემკენ შემოვაბრუნე.
Თითქოს მისი თვალები დაცურავდნენ, ვერც კი მისწორდებოდნენ.
Მთელი ძალით ვუჭერდი იმ ორ თითს ყბაზე, გონზე რომ ყოფილიყო ღრიალამდეც მივიდოდა ალბათ.
Ხელები მიკანკალებდა.
Ნელა შევუშვი თითები და მანაც გააზრებულად თუ გაუაზრებლად მზერა გამისწორა.
მთელ ოთახში ექოდ გაისმა ჩემი გაშლილი ხელის მის ღაწვთან შელაწუნების ხმა.
-Ნინეკო - ბგერა ბგერა ამოთქვა ჩემი სახელი
Ვიგრძენი როგორ დამისველდა ღაწვები.
Პირველად ეკუთნოდა ჩემი ცრემლები მას.
Პირველად მაწყენინა ცხოვრებაში, თანაც ძალიან.
Გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე. Უჩა ისევ კარში იდგა, როგორც დავტოვე.
Საძინებელში შევიჯახუნე კარი და ზურგით ავეკარი.
Ჯერ მხრები ამიცახცახდა.საფეთქლებზე მაწვებოდა ტკივილი.
Ვერ ვსუნთქავდი.
Ყურებში გაბმული წუილი ჩამესმოდა.
Ბარბაცით მივედი კარადამდე და ერთი ხელის მოსმით გადმოვყარე მისი ტანსაცმელი. Ერთ-ერთ მაისურს ხელი დავავლე. Გაჭირვებით ამოვისუნთქე და კარი გამოვაღე.
Უჩა მაგიდიდან იმ საძაგლობებს კრეფდა.
Ვიგრძენი როგორ მომაწვა ყელში ზიზღის გრძნობა.
Კუთხეში მჯდომ გეგასთან მივედი.
-Ნინეკო - ისევ ჩემ სახეელს იმეორებდა. Მის სველ მაისურს ბოლოებში მოვკიდე ხელი და გავხადე, დაცვარულ შუბლზე გადავუსვი. Ისევ არეული თვალებით მიყურებდა, მე კი ვერ ვუსწორებდი მზერას. Მშრალი მაისური, როგორც პატარა ბავშვს ისე გადავაცვი და ფეხზე წამოვდექი.
-Ადექი - მის წინ ვიდექი - გეგა, ადექი მეთქი !
Ქვემოდან მიყურებდა ერთხანს, მერე ხელებს გაჭირვებით დაეყრდნო და წამოდგა. Თავი ვერ შეიმაგრა, კედელს მიეყრდნო რომ არ დაცემულიყო.
-Ნინეკო მაპატიე
Ვერ ვაპატიებდი.
Იმ გეგას ალბათ ვერასდროს ვაპატიებდი, რომელიც ჩემ წინ იდგა.
-Წამოდი, დაწექი ცოტახნით - უჩამ შეამაგრა და დივანზევე ჩამოსვა.
Ადგილზე ვიყავი გაქვავებული და ვერც კი ვმოძრაობდი.
-Წამოდი ცოტახნით ჰაერზე - მხრებზე დავინახე, ვერ ვიგრძენი,მისი მოხვეული ხელი.

Აივანზე ვისხედით.
Საოცრად ბლენი იყო ის ღამე.
Ცაზე არც მთვარე ჩანდა და არც არცერთი ვარსკვლავი.
Ცა იყო იმაზე მუქი, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ჩემი ფიქრები კიდევ უფრო…
-Უკეთ ხარ? - მისკენ შევბრუნდი. Არცერთი ემოცია არ ეტყობოდა სახეზე.
-Აქ როგორ აღმოჩნდი
-Აქვს ამან მნიშვნელობა?
-Ჩემ სახლში რა გინდოდა
-Ნინე, ამაზე მერე ვისაუბროთ რომ დამშვიდდები- მზერა ამარიდა
-Შემომხედე- ხელებში მოვიქციე მისი სახე - თვალებში შემომხედე - შენც გაიკეთე? Შენც მასსავით იჩხირავ? - თვალები უარესად აემღვრა - მანახე - მკლავები გავაშლევნე და ვენებზე დავუწყე ძებნა, იმის კვალს, რამაც ერთ დღეში წამართვა ცხოვრება.
-Ნინე, დამშვიდდი- ჩემი ხელების მოშორებას ცდილობდა.
-Შენ მიეცი? - არ ვეშვებოდი მე.
Ოღონდ არ ეთქვა, ოღონდ არ დამთანხმებოდა.
-Ნინე, საკმარისია - ხელები გამიკავა, მთელი ძალით ვცდილობდი მისგან გათავისუფებას, მისი შეხეებების მოშორებას, უშედეგოდ.
-Ვერ… - ხმა გამიტყდა - ვერ ვიაზრებ რა ხდება საერთოდ, როგორ ვერ შევამჩნიე, უჩა, როგორ ვერ შევნიშნე აქამდე
-Დამშვიდდი, ყველაფერს მოვაგვარებთ, გესმის? - ჩემ სახეს ახლა ის იქცევს ხელებში- შემომხედე, შენ გვერდით ვარ - ცერა თითები მწმენდს ცრემლებს - აქ ვარ, შენთან ვარ.


Მთელი ღამე გავათენეთ აივანზე
Არ ვიცოდი რა უნდა მექნა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, როგორ უნდა მეშველა მისთვის და შემდეგ საკუთარი თავისთვის.
Გვერდით მომიჯდა უჩა, ყავის ფინჯნით
-მადლობა - ხელიდან ავართვი და გაყინული თითები შემოვხვიე ფინჯანს.
Ჩემ გვერდით დაეშვა სკამზე.
Ხვდებოდა რომ არ ღირდა არაფრის თქმა, რომ ახლა უბრალოდ ფიქრი და ყველაფრის გააზრება მჭირდებოდა.
Მემილიონედ რეკავდა მაგიდაზე დადებული ჩემი ტელეფონი და ზედ მათეს ფოტოც მოჩანდა.
-Უპასუხე, ინერვიულებს - არ მოველოდი მისგან და არც ჩემი თავისგან რომ იმ წამს, არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა მათეს ნერვიულობას - ისევ გავუთიშე.
-Როგორ უნდა მოვიქცე? - მუხლებს ჩემოვადე თავი
-Არაფერი არ იქნება მარტივი, ეს უნდა იცოდე
-Რომ ვერ შევძლო?
-Აუცილებლად შეძლებ
-7 წლიდან ერთად ვართ, დღემდე ერთად მოვედით. Მეგონა ვიცნობი- თმაზე ვიგრძენი მისი ხელების შეხება
-Არ თქვა, იცნობ მას და სწორედ იმიტომაა აქ, შენ რომ იცნობ მხოლოდ და გენდობა
-Როგორ არაფერი მითხრა, ან მე როგორ ვერ შევნიშნე
-Ჭრილობა არაა მაშინვე რომ შეამჩნიო, არც დალურჯება. Ნელ-ნელა ისე ითავისებ ამ საწამლავს, შენი მთელი პიროვნება მის გემოზე ერგება. Რა უნდა შეამჩნიო ადამიანს რომ თავს კარგად გრძნობს? Რომ იცინის? Როცა ადამიანი შენთვის ძვირფასია და მისი კარგად და ბედნიერად ყოფნა გინდა, მხოლოდ ამას ხედავ
-Მე მაინც უნდა დამენახა, უნდა მეგრძნო
-Ეს არ წაგადგება, დამიჯერე- ისევ მეფერებოდა თმაზე.
Აივნის კარის ხმაზე ავწიე თავი.
Გეგა იდგა კარში, თავ ჩახრილი და შერცხვენილი.
Სწორედ შერცხვენილი.
Ფეხზე წამოდგა უჩა, მის უკან მდგომისკე მიბრუნდა და საკუთარ ფილტვებზე ვიგრძენი კიდეც მისი მძიმე ამოსუნთქვა
-Დაგირეკავ საღამოს – არაფერი მითქვამს ისე დატოვა ჩემი ბინა.
Მაგიდაზე დადებული ჩემი ტელეფონი კვლავ განუწყვეტლივ რეკდა.
Აივნის კარში იდგა ისევ გახევებული გეგა.
Მე კი ვუყურებდი სანამ მოპირდაპირე კორპუსის მოპირდაპირე ბინაში სინათლე არ აინთო.
***
Სამსახურიდან წამოვედი.
Პირველად მიყვირა მათემ, როდესაც როგორც იქნა ტელეფონს ვუპასუხე.
Ვიცოდი დიდხანს აღარ დამირეკავდა, იმდენად ვაწყენინე და ალბათ სწორედ ეს მჭირდებოდა.
Თამარას ვუთხარი ჩემებთან მივდიარ რამდენიმე ხნით თქო.
Მშობლებს თამარასთან წასვლა მოვუმიზეზე.
Სახლში ყველაფერი ავზიდე, რაც კი შეიძლებოდა და კარი გადავრაზე.
Იმ დღეს, ცხოვრებაში ყველაზე საშინელ დღეებს მივეცი საწყისი.
Პირველი ორი დღე მსუბუქი იყო.
Ძირითადად ბოდიშებს მიხდიდი გეგა.
Მესამე დღეს, ღამით მისმა ბოდვამ გამომაღვიძა.
Სულ სველი იყო.
-Გეგა, გამოფხიზლდი - მის შეღვიძებას ვცდილობდი. Სხეულიდან სველ მაისურს ვხდი და მშრალს ვაცმევ.
-Ვერ გავძლებ, ხვდები რას აკეთებ საერთოდ ? - უეცრად მომიბრუნდა გამოფხიზლებული
-Ვხვდები - თვალებში აღარ ვუყურებდი.
-Ყველაფერი მტკივა ნინეკო - ჩემი მოფერება სცადა, იმ ხელებით ცხოვრებას რომ იწამლავდა.

Ოთახის კარი გამოვიხურე და აივანზე გამოვედი.
Ჯერ ისევ არ ურიჟრაჟია.
Ცაზე სიბნელე უფრო მეტია ვიდრე საწყისის გაელვებანი.
Ფეხებაკეცილი ვზივარ სავარძელში.
Მთელი არსებით გაბრუებული.
Ვეღარც სიგარეტის კვამლს ვგრძნობ და ვერც აივანზე შემოცვენილი წვიმის წვეთებს.
Ინთება სინათლე მოპირდაპირე კორპუსის მოპირდაპირე ბინაში და აივანზე ვხედავ მას.
Თითქოს იცოდა იქ რომ ვიყავი, პირველივე წამს გამისწორა მზერა.
Ტელეფონს ყურთან იდებს და ჩემიც იწყებს რეკვას.
-Მოვიდე? - არაფერი მითქვამს, ან ვერაფერი.
Იმ წამს ისეთი მარტოსული ვიყავი, როგორც არასდროს.
Ვერც ვიაზრებდი რას ვაკეთებდი.
Რაში ვებმებოდი და რა ომი მელოდა.
Როდემდე შევზლებდი მოტყუებას,როდემდე შევძლებდი ბრძოლას იმასთან, რაც ასეთი უცხო იყო ჩემთვის, უცნობ მტერთან.
-Ნინე, აქ ხარ? - მერეღა ავხედე მას. Ყურმილი გავუთიშე და სახლში შევედი.
***
Ყოველ დღე უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა.
Ყოველ ღამით მისი საძინებლის კართან ვიჯექი და მის ხვეწნას ვისმენდი.
Მესმოდა როგორ მეხვეწებოდა.
Როგორ მემუდარებოდა რომ წამალი მიმეცა.
Რომ მთელი სხეული ეწვოდა.
Რომ ყველაფერი ტკიოდა.
Რომ კვდებოდა.
Ვიჯექი მისი კარის ძირში და მთელი ძალით ვიჭერდი ორივე ხელს პირზე, რომ ჩემი ხმა ჩამეხშო, ისევე ჩემში.

Ძალით ვაჭმევი საჭმელს,ჩემი ხელით ვუცვლიდი ტანსაცმელს.
Მთელი თვალები ჩაცვენილი ჰქონდა.
Მთელი სხეულით გამუდმებით ცახცახებდა.
Ვუყურებდი როგორ ცდილობდა ზეწარზე ხელებჩაჭიდებულს ტკივილები გარეთ გამოეშვა.
Ნინეკო გევედრები, ნინეკო მიშველე.


***
Მეხუთე დღეს, მისი თითები ვიგრძენი კისერზე, მთელი შემორჩენილი ძალებით რომ მიჭერდა
-Მომეცი ნინე, გესმის?! Მომეცი - თვალებში ეშმაკები დასთამაშებდნენ და არეულ გონებას უარესად ურევდნენ.
Უკვე ვხროტინებდი აზრზე რომ მოვიდა.
Ხელები მომაშორა და სახეში დაიწყო ცემა
-Რას ვაკეთებ, რას ვაკეთებ - ხმით ტიროდა.
Გეგა ამილახვარი, ჩემი იმედი, ჩემი იდეალი ხმით ტიროდა და სახეში ხელებს იშენდა, შეშლილივით.
-Ნუ, გეგუ, შემომხედე - საწოლზე ჩამოვსვი და მეც გვერდით მივუჯექი - გევედრები, გააჩერე ხელები, გეგა - ხელებს ძლივს ვუკავებდი. Მზერას არაფრით მისწორებდა.
-Გაქვს ნინეკო? - არ მიყურებდა.
Ოთახიდან გამოვედი და კარი გადავკეტე.
Ვეღარ ვსუნთქავდი.
Აივანის კარი გამოვგლიჯე, მოაჯირზე დაყრდნობილმა ძლივს ამოვისუნთქე.
Ეზოში იდგა ის და პირდაპირ მე მიყურებდა.
Არ მახსოვს როგორ გამოვედი სახლიდან.
Როგორ ჩავირბინე კიბეები.
Მახსოვს მთელი სხეულით როგორ შევასკდი მას.
Ვიგრძენი როგორ შემომხვია ხელები და ღრმად ამოვისუნთქე.
***
Მანქანაში ვისხედით.
Არაფერს მეუბნებოდა.
Კვლავ იცოდა რა მჭირდებოდა.
Იცოდა იმ სიჩუმის და სიმშვიდის ფასი, რომელსაც მგვრიდა.
***
13 დღეს საშინლად იყო გეგა.
Ერთიანად მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები და პირიდან დორბლი.
Სახეზე ლურჯი ფერი გადაჰფენოდა.
Დილიდან მთელ საძინებელს ანგრევდა.
Საშინელებებს მეძახდა.
Თავის მოკვლით რომ დამემუქრა, მაშინ ავდექი მისი კარიდან.
Სახლში შემორჩენილი შპრიცი ავიღე და წყლით ავავსე.
Მისი ოთახის კარი შევგლიჯე.
Სახე წაშლილი ჯერ მე მომაჩერდა შემდეგ ჩემ ხელში მოქცეულ ნაცნობ შპრიცს.
-Ეს გინდა? - ხელში შევათამაშე
-Ნინეკო, გევედრები
-Მოგცემ, მართლა მოგცემ ოღონდ- ჩემ წინ უკვე მუხლებზე იდგა - მოდი ჯერ მე გავსინჯავ- ერთიანად აიშალა.
- Არ გაბედო, გადააგდე არ გაბედო - ღრიალებდა - ნინაკო, გევედრები არ გაბედო - რამდენიჯერმე შევკარი მუშტი და გამუქებულ ვენას დავუმინზნე შპრიცი
Ფეხებზე შემომეხვია მისი ხელები.
-Შენ სიცოცხლეს გეფიცები გეგა, შენ თუ ისევ გაბედავ, მეც შენ წინ გავიკეთებ და თან გამოგყვები გესმის?
Კომოდზე დავდე და მეც იატაკზე დავჯექი.
Მთელი ძალით მხვევდა ხელებს ზურგზე, მძიმედ სუნთქვავდა.
Საწოლამდე მივიტანე მისი სხეული და გვედრდით მივუწექი მეც.
Გადაპარსულ თავზე ვეფერებოდი.
-Არ იცი გეგა, რამდენს ნიშნავ ჩემთვის. Როგორ ძალიან მიყვარხარ, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ გესმის? Შენ თუ იზავ გეგა, თან გამოგყვები შენ სიცოცხლეს გეფიცები.არასდროს ყოფილხარ მეგობარი, ის ძმა იყავი, რომელიც არასდროს მყოლია, ის ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და მჭირდება. Მეგონა შენც ასე გიყვარდი, მეგონა ხვდებოდი რომ მხოლოდ შენ თავს კი არ ინადგურებდი, მეც თან მიყოლებდი. Უშენოდი მე როგორ წარმოგიდგენივარ გეგა? Ნუთუ არ დაფიქრებულხარ.-ვხვდებოდი რომ მისმენდა, ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემასაც - ნეტავ ვიცოდე, რამ გაიძულა ეს საშინელება რომ აიღე ხელში საერთოდ, ასეთი რა გტკიოდა? Ასეთი რა იყო რომ ვერ მოერიე?
-Მაპატიე ნინეკო - ხელებზე მკოცნიდა.

Დილით გამეღვიძა მარტოს.
Არსად ჩანდა გეგა.
Ღიად დარჩენილი საძინებლის კარიდან, ჩემი შიშები ნიავთან ერთად იჭრებოდნენ შიგნით.
Არ მინდოდა, როგორ არ მინდოდა ოთახიდან გასვლა…
Ფეხს ვერ ვდგავდი იატაკზე…
Სული არ მყვებოდა საწოლიდან.
Მკერდში საშინელი წვა ვიგრძენი.
Ყურებში შიშის კივილი ჩამესმოდა.
Კედლებს ვეყრდნობოდი კარამდე რომ მოვსულიყავი.
Შენ იმ კარის ძირშივე იყავი.
Იყავი, ან არ იყავი.
Ვენაში ჯერ კიდევ გქონდა შპრიცი ჩარჩენილი.
Არ მახსოვს არაფერი.
Არცერტი წამი არ მახსოვს იქამდე სანამ კარში შემოვარდნილი უჩა არ დავინახე.
Შენთან მოვიყვანე
Შველას ვთხოვდი.
Ჩემ მუხლებზე თავ დადებულს, პირიდან დუჟს გწმენდდი.
Მთელ სხეულზე გეჯაჯგურებოდი.
Მთელი ხმით გევედრებოდი.
Სანამ მე მეძინა შენ რას აკეთებდი გეგა?
Სანამ მე მეძინა შენ როგორ მკლავდი?
Მთელ ჩემ ბავშვობას როგორ ანადგურებდი?
Როგორ მტოვებდი იმ რეალობასთან რომ აღარ მყავდი?

Მთელი ძალით ვხვედი ხელებს შენ ჯერ კიდევ თბილ სხეულს.
Გულში გიკრავდი როგორც წინა ღამით, სანამ გამეპარებოდი.
Ჩამეძინა,მე სულელს ჩამეძინა…
Რა ვიცოდი იმ საკიდზე მთელი ეს დრო ,შენ ქურთუკში კიდევ გქონდა შემორჩენილი გულის ჯიბეში შენი სიკვდილი?
***
-Როგორ ვერ დაინახე ! როგორ ვერ დაინახე რას აკეთებდა - დედაშენი შენ სასახლეს იყო გადამხობილი - უნდა დაგენახა, უნდა გეშველა შენ ხომ მისი ნინეკო იყავი
Დედაჩემის ხელებს ვგრძნობდი ჩემ ზურგზე როგორ კანკალებდნენ.
Უნდა მეშველა, მე უნდა მეშველა შენთვის.
Იმ ხელებით, შენ ბოლო სამოსს რომ გაცმევდი, იმ ხელებით უნდა დამეჭირე.
Იმ ხელებით მიწას ვერ დაგაყრიდი გულზე.
Იმ ხელებით შენზე მგლოვიარეს შავები არ უნდა ჩამეცვა.
Იმ ხელებით უკანასკნელ ერთად გავლილ გზაზე შენი გაღიმებული ფოტო გულში არ უნდა ჩამეკრა.

***
Მერე…
Მერე თან წამიყოლე.
Იმ სახლში დამტოვე მარტო, სადაც აქამდე საყვარელი მარტობაა, შემაძულე.
Დივანზე ვიჯექი და ჩვენ ვიდეოებს ვუყურებდი.
“- ნინეკო, ნინეკო, ჩემო თხაკიკინა ნინეკო, რომ ჩამოვა შენი გეგუ, გული უნდა გაგიხეთქოს, ძვლები უნდა ჩაგილეწოს, თმები უნდა დაგაწიწკნოს, მიყვარხარ გულში ! “

Მთელ სახლში შენი ღიღინი ისმოდა და მე გელოდი,რომ რომელიმე ოთახიდან გამოხვიდოდი და დამცინებდი…
-Ნინე- თამარა ჭიქით წყალს მაწვდის- დალიე გთხოვ
-13 დღე თამარა, 13 დღე შევძელი, ვაკავებდი. Ვუყურებდი როგორ ტკიოდა, როგორ ტიროდა. Აი ამ კარში, ვიჯექი ყოველ ღამე და მის ღმუილს ვისმენდი.
-Ნინე, გევედრები - ცრემლებს მწმენდდა მე და თავად ვერ იჭერდა ზღურბლზე.

***
-Უნდა გეთქვა, ჩამოვიდოდი- კამერიდან ისევ მტუქსავდა მათე
-Მე ვერ შვძელი, შენ რას იზამდი
-Შენთან უნდა ვყოფილიყავი, ჩემი ზარები კი არ უნდა დაგეტოვებინა უპასუხოდ.
-Ხომ გაიგე მერე, რატომ არ იდექი ჩემ გვერდით?
-Ნინე, რას მეუბნები ხვდები?
-Მე საერთოდ არ უნდა გეუბნებოდე იმას რასაც გეუბნები.ჩემი მთელი ბავშვობა დავმარხე და შენ ჩემ ვერდით არ იყავი მათე
-Ნინე…
-Არაფრის მოსმენა არ მინდა და საერთოდ არც შენი ხმის გაგონება. Უნდა მიმხვდარიყავი, როგორ მჭირდებოდი ის დღეები აქ ! - ტელეფონს ვთიშავ და აივანზე გავიდვარ,ძლივს ვიმორჩილებ თითებს და სანთებელას ვანთებ.

Როგორი დიდი სიამოვნებით გადავეშვებოდი ახლა ამ აივნიდან.
Როგორ შევეგებებოდი სახეში დაჯახებულ ჰაერის ცივ ნაკადს.
-Ხომ იცი რომ მათე - სიტყვა არც კი გავაგრძელებინე
-Არ დაიცვა თამარა,ახლა არ გაბედო მისი დაცვა. Კი არ უნდა დაერეკა, აქ უნდა გაჩენილიყო და ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო. Ძმასავით უყვარდა გეგას, მან კი რა გააკეთა
-Ნინე
-Არა თქო თამარა,არ მინდა მასზე საუბარი გესმის? Თუ ისევ აპირებ რამის თქმას შეგიძლია წახვიდე შენც- მაშინ ვერ მივხვდი რგოორ ვატკინე.

***
Ყოველ ღამით კივილით მეღვიძებოდა.
Ყოველ ღამით გეძახდი.
Ყოველ ღამით მისხლტებოდა შენზე ჩაბღაუჭებული თითები და შენც ქარაფს ვარდებოდი.

Შენ საწოლში ვიწექი.
Ჯერ კიდევ ჰქონდა შენი სურნელი შემორჩენილი ბალიშს და მეც ხარბად ვისრუტავდი შენ მონატრებას.
Გარედან ჩუმი ხმები შემოდიოდა.
Არც ადგომის თავი მქონდა და არც გარეთ გასვლის.
Ცოტახანში კარის ხმა მომესმა და ერთიანად შემოიჭრა უკვე მისი სურნელი ოთახში.
Ვიცოდი რომ ის იყო, ჩუმი ნაბიჯებით მოდიოდა ჩემკენ.
Საწოლის კიდეზე მისი ჩამოჯდომაც ვიგრძენი და შემდეგ ჩემ თმაში მისი ახლართული თითები.
-Ჩემთან ერთად გასეირნების ვალი უნდა დამიბრუნო - უარესად ჰქონდა ხმა დაბოხებული
-Რამდენი მაქვს ამ ცხოვრების ვალი, ამდენი რამ რომ წამართვა?
-Შენ მხოლოდ ჩემი ვალი გაქვს
Მისკენ ვბრუნდები, ოდნავ მიღიმის და ახლა უკვე შუბლიდან მიწევს თმას.
-Ამ საწოლში ჩამეძინა იმ ღამით
-Მოდი ჩემთან - თითქოს გული გაიხსნაო ისე გაშალა ხელები.
Უჰაერობით ტანჯულმა, მთელი სხეული ერთიანად წამოვწიე და მის გულში ჩავიმალე.
Ფრთხილად მეფერებოდა ზურგზე.
Ისე ახლოს ვიყავი მასთან, თითქოს მისი გულის ყველა ფეთქვა ზედ მკერდზე მეხებოდა.
-Აქ ვარ, შენთან ვარ, დამშვიდდი- მეჩურჩულებოდა ის

Იმ ღამის არ მახსოვს როგორ ჩამეძინა.
Გაღვიძებულს იქ აღარ დამხვედრია უჩა.
Საძინებლიდან გასულს აივნიდან მომესმა საუბარი.
Თამარა და უჩა ისხდნენ ჩემ აივანზე.
-Ძალიან მეშინია- თამარას ხმაში ცრემლების გემო აშკარად ირეოდა.
-Არ ჩამოვა მისი შეყვარებული?
-Არ ვიცი, არც ის ვიცი ნინეს უნდა თუ არა - ცრემლებს მაჯებით იწმენდდა.
-Ახლა აქ უნდა იყოს, მის გვერდით
-Მათეს ძალიან უყვარს ნინე
-Აქ უნდა იყოს და შენც ძალიან კარგად იცი - ფეხზე დგება და კარისკენ ბრუნდება. Მაშინვე მამჩნევს მეც
-Შენთვის არავის უთხოვია აქ ყოფნა
Თითქოს არც კი შეიმჩნია ჩემი სიტყვები.
Ჩემკენ წამოსულმა, თმა ყურზე გადამიწია და როგორც ჩვეოდა ლოყაზე მაკოცა
-Ცოტახნით უნდა გავიდე, მერე გამოგივლი და სადმე გავისეირნოთ კარგი?
Მიმავალს მეც უკან მივყვები.
Კარის გამოღებამდე, კიდევ ერთხელ ბრუნდება ჩემკენ, მიღიმის და კარს აღებს.
Კარს მიღრმა მათე იდგა.
Რომელსაც ჩემი შემჩნევის მაგივრად უჩასთვის გაეშეშებინა მზერა.
-Ნახვამდის - ისე გადის კარიდან, არც კი ესალმება მას.
Რამდენიმე წამი მჭირდება ყველაფრის გასააზრებლად და აღსაქმელად.
-Აქ რას აკეთებ? - კარს ვეჭიდები თავის შესამაგრებლად.
-Ნინე
-Ორი კვირით დააგვიანე- ოდნავ გავიწიე და შემოვატარე.მომეხვია, პირველივე ნაბიჯზე, მაგრამ მისი ხელები აღარ მეჩვენა ისეთი თბილი, როგორიც ადრე.

Იქნებ წყენის ბრალი იყო.
Იქნებ განშორების
Იქნებ სხვა ხელების ბრალიც იყო.
***
Მათე დარჩა.
Ყოველდღე ჩემ გვერდით იყო, თუმცა ის სიმშვიდე აღარ მქონდა მის მკლავებში.
Აღარც მის მკერდზე შემეძლო დაძინება.
Მისგან გასაქცევად ჩემებთან მივდიოდი. Ის კი მეორე დღესვე უკან მომყვებოდა.

Დედის კალთაში მედო თავი, ის კი თმაზე მეფერებოდა.
-Ნინე, დე… მათეს არ უთხარი აქ რომ წამოხვედი?
-Არა
-Რამე გაწყენინა დე? Ასე რატომ ექცევი?
-Დედა არ მინდა ახლა ამაზე საუბარი.
-Ხომ იცი როგორ ძალიან უყვარხარ, ისეთმა შეშინებულმა დამირეკა
-Არაუშავრს.
-Იქნებ გაყვე დე პრაღაში, გარემოს გამოიცვლი, ცხოვრებას დაუბრუნდები. Ვნერვიულობ დე, იმ სახლიდან არც კი გამოდიხარ სადაც
-Დედა- ცრემლებს ზღურბლზე გაჭირვებით ვიჭერდი - არ მინდა არსად წასვლა და ის სახლი ჩემია.
-Შენ გგონია მე არ მიჭირს დედა გეგას ამბავი? Თვალებიდან არ ამომდის მისი სახე და იცი შენ, საკუთარ შვილად რომ მიმაჩნდა გეგა, მაგრამ შენ ხარ ჩემი შვილი, შენ გატარე 9 თვე მუცლით და ვერ დავუშვებ ერთ შვილს მეორე შევწირო


Მეორე დღეს დილით ჩამოვიდა მათე, რომელსაც უდიდესი წყენა ედგა თვალებში.

Იმ ღამით, ჩემ გვერდით მძინარეს ვუყურებდი…
Სადღაც გაპარულიყო მისი შეხებების სიყვარული.
Ისე როგორც ყოველ გამთენიას ციდან სიბნელე იპარებოდა, მაგრამ მისგან განსხვავებით აღარ ბრუნდება.
Ჩემი მოპირდაპირე აივანი უკვე რამდენიმე კვირა იყო მარტო, ღამით აღარ ენთო იმ სახლში სინათლე.
Გარიჟრაჟზე სიგარეტი საყიდლად მივაკითხე ტაისკოს.
-Ნინე- ისე მიკრავდა გულში, მთელი გაყინული სხეული გამითბა.
-Უჩა არ გინახავს? - უნებართვოდ დაცდნენ ჩემ ტუჩებს სიტყვები
-Ნატალისთან იქნება- მზერას არ მისწორებდა ტასიკო
-Ნატალი?
-Ძალიან ადრე იყვნენ ერთად, მერე დიდხანს აღარ - თითქოს ტასიკო მის დაცვას ცდილობდა.
Სადღაც გულში გაჩენილი კვანძის წყვეტა ვიგრძენი.
Სახლში ვეღარ ავედი,ეზოში იმ სკამზე ვიჯექი ჩამოსვლისას რომ დამხვდა გეგა.
Ვიჯექი და ველოდები, ვიცოდი რომ მოვიდოდა.
Მესამე ღერს ვეწეოდი.
Ცაში წუხანდელი ღამის კვალიც კი აღარ შეინიშნებოდა.
Საიდანღაც ჩიტების ჭიკჭიკიც კი ისმოდა.
Ვიგრძენი უკნიდან როგორ მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა
-Ტასიკომ მოგწერა ხო? - მისკენ არც გამიხედავს
-Ყველაფერი კარგად გაქვს?
-Არ ვიცი, კარგად მაქვს? - მხოლოდ მაშინღა მივაბრუნე თავი მისკენ
-Რამე ხომ არ…- სიტყვა გაუწყდა
-Მათეს ვუყვარვარ
-Შენ? Გიყვარს მათე? - სწორედ ის კითხვა დამისვა, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე არ მასვენებდა. - ახლა, შენ საწოლში რომ სძინავს, ის ბიჭი ისე გიყვარს რომ შენ მთელ ცხოვრებას მიუძღვნი?
-Რისი მოსმენა გინდა ჩემგან უჩა?
-Მე არაფრის მოსმენა არ მინდა და არც შენგან მჭირდება პასუხები. Ყველაფერს ჩემით ვხვდები. Მე ის მაინტერესებს რატომ ზიხარ ახლა აქ, ჩემთან? - ამ კითხვაზეც მშვენივრად იცოდა პასუხი, იჯდა და მშვიდად მიღიმოდა.
-Ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ
-Რა გინდა რომ იგრძნო ნინე? - ხელი კვლავ ჩემი სახისკენ წაიღო, ლოყაზე ნაზად მიმეფერა. Მთელ ტანში გამაჟრჟოლა. Თავადაც იგრძნო - მთავარია ის იგრძნო, რაც შენ გინდა და გჭირდება, ვისთანაც შენ გინდა ნინე- სახე ჩემკენ ჰქონდა დახრილი. ვიცოდი , ოდმავ გვერდით რომ გავწეულიყავი, ერთი სიტყვაც რომ ამოეთქვა ჩემ ტუჩებს შეატოვებდა სუნთქვას - ადი სახლში ნინე - ჩვენ შორის მანძილი წამში გაზარდა.

Გონს მოსულს იქ უკვე აღარ დამხვდა, ისე გამქრალიყო, როგორც მთვარე ციდან.
Ჩემი აივნისკენ გავიხედე.
Მათე იდგა.
Მის სახეს ვერ ვარჩევდი, მაგრამ ეტყობოდა რომ ბევრი რამ დაენახა.
Აღარც სირცხვილის განცდა შემეძლო და აღარც იმ ყველაფრის,რასაც ჩემგან იმსახურებდა მათე.
Მათე, ჩემი სამი წელი და ჩემი ყველა მოგონება.
Მათე, სიყვარულის პირველი აღქმა.
Კარშივე დამხვდა…
Თითქოს ექოდ ისმოდა მისი მძიმე სუნთქვა მთელ კოლიდორში.
Თავჩახრილი, მხრებში მოხრილი იდგა ჩემ წინ.
Ალბათ ხვდებოდა.
Ალბათ იმასაც გრძნობა ჩემ სხეულს სითბო რომ შემოეძარცვა და გასათბობად მისი ხელები აღარ მყოფნიდნენ.
Ჩემ ყველა ფიქრს დაიჭერდა, ყველა წამიერ გაფიქრებას.
-Ისევ ის ბიჭი იყო ხო?
-Ის ბიჭი იყო, რომელიც ჩემ გვერდით იყო იმ დღეებში - გვერდი ავუარე და საძინებელში შევედი.

Რამდენიმე ხანში ფრთხილად შემოხსნა საძინებლის კარი.
Ვიგრძენი როგორ ჩამოჯდა საწოლზე და ზურგზე დამიწყო ფერება.
-Წავიდეთ ნინე, გამომყევი და ცოტახნით მოვშორდეთ აქაორობას
Მის ხმაში პირველად იგრძნობოდა თითქოსდა შიშის ნოტები. Ვხვდებოდი, როგორ ეძებდა გამოსავალს მთელი ეს პერიოდი. Როგორ ცდილობდა იმ უფსკრულიდან ამოვეთრიე, რომელშიც თავით გადავეშვი.
-Შენ ოღონდ მითხარი და ყველაფერს გავაკეთებ გესმის? - შეკავებული ცრემლები თვალებს მიწვავდა- მისმენ ნინე?
-Არ მინდა არსად წასვლა, უბრალოდ დრო მჭირდება
-Ნინე, რამდენი დრო გავიდა უკვე, შენ თავს უნდა დაუბრუნდე, გესმის ბედნიერებავ?
-Შენ არ გესმის მათე- წამოვდექი და მზერა გავუსწორე, დავინახე უარესად როგორ ჩაუქვრა თვალები წამიში - შენ აქ არ იყავი, შენ არ გინახავს და გადაგიტანია ის ყველაფერი, რაც მე გადავიტანე. Როგორ გგონია დრო ამ ყველაფერს განკურნავს?
-Პატარავ, მომეცი ნება რომ დაგეხმარო, რომ განგკურნო - თითებით მომიმშრალა ცრემლები. Მის ხელს ჩავეჭიდე
-Ამას როგორ განკურნავ მათე? Ამ გაუცხოვებას, ამ გადაჩვევას როგორ განკურნავ? - დაიშალა, ჩემ წინ მილიონ ნაწილად დაიშალა…
Ოთახიდან ისე გავიდა სიტყვა აღარ უთქვამს ჩემთვის.
***
Თბილისი ზამთრის სიცივეებმა შემუსრა.
Უსიცოცხლოდ მფეთქავ ქალაქს,ყინვა მოსდებოდა.
Იმ დეკემბერს არცერთი ფიფქი არ ჩამოვარდნილა ციდან.
-Დილამშვიდობისა - წელზე შემოხვეული მისი ხელები ვიგრძენი, აივანზე გათოშილმა
-დილამშვიდობის
-Ისევ თოვლს ელოდები? - ჩემს აბურდულ თმაში ჩამალა სახე.
-Ხო, მაგრამ ალბათ არც გათოვდება -ნაცრისფერი მოწმენდილი ცა იყო თბილისის თავზე.
-Მამაშენს ველაპარაკე ცოტახნის წინ, უთოვია თქვენკე, ხომ არ წავიდეთ?
-Მართლა?
-Ხო, დღესაც თუ არ გადაიღო უეჭველად მუხლამდე მიაღწევსო
-Დღეს შუადღეს გასაუბრებაზე უნდა მივიდე, დღეს ვერ წავალთ
-Იქვე დაგვხვდები და წავიდეთ. Მიდი რაა, ხომ ვიცი რომ ძალიან გინდა? - თითებით შემიღუტუნა.

Მზერა უნებლიედ გამექცა მოპირდაპირე აივანზე.
Უცხო სხეული, სავარძელში იჯდა, ფინჯნით ხელში.
Მე არასდროს მინახავს იმ აივანზე ვინმე სხვა, მის გარდა.
Წაბლისფერი თმები აწეული ჰქონდა ზემოთ, ტანზე კი ის ნარისფერი ჰუდი ეცვა, მაშინ მე რომ გამათბო და გამაბრუა.
Ღია კარში გამოვიდა ისიც, თხელი მაისურით და სახეზე ღიმილით. Რაღაცას ესაუბრებოდა გოგონას.
Უღიმოდა ფართედ, იმ ღიმილით, რომელიც მე არასდროს მინახავს.
Იდაყვებით დაეყრდნო აივნის მოაჯირს და მზერა გამისწორა.
Იმ წამს ამეწვა მთელი ზურგი,მათეს შეხებისას.
Თვალი ავარიდე.
-Ნინე, მისმენ რას გეუბნები?
-Გისმენ, წავიდეთ ხო - თავი აღარც ამიწევია ისე შევყევი სახლში.


***
Ზამთრის სიცივეებს სითბო შემოპარვოდათ.
Გაყინულ ქუჩებს მზის სხივები ალღობდნენ.
Რა უშველის გულს,რომელსაც სითბო გამოლევია.
Ვინ გაათბობს მის ძვლებს, მიწას რომ ამოფარებიან.
Მზეებს სხივები თითქოს ჩემ გაყინულ გონებაშიც მოეფინა, გაყინული მოგონებები ლღვებოდნენ და იღვენთებოდნენ გულისპირში.
Ხშირად მსმენია, მშობელი არ უნდა მოეწროს შვილის სიკვდილსო.
Მათზე რა ვთქვათ,ძმა რომ თვალწინ უკვდებათ. Მისთვის ნაფერები ხელებით მიწას რომ აყრიან.
Მეცინება, ადრეც მითქვამს გეგა ხან იყო და ხან არა თქო, ხან ძალიან ჭარბად და ხანაც მცირედ მეთქი.
Ეს თვეები, რაც შენ აღარ ხარ, რამდენჯერ გაგვიტარებია უერთმანეთოდ, რამდენჯერ წელიწადი შესრულებია ჩვენ უერთმანეთობას, მაგრამ მაშინ სადღაც იყავი. Შენ არსებობსას გული გრძნობდა და ახლა?! Სად გეძებო, როცა ვიცი რომ აღარ მოხვალ.
Აღარ მიყვარს განთიადი.
Აღარაფერი დაიწყება ახალი და არაფერი შეიცვლება.
Განა არ ვიცი?! Ვიცი, მაგრამ რა ვუყო ფიქრებს, რომლებიც მუდამ შენკენ მოილტვიან და სადღაც, ზემოთ ან თუნდაც იმ მიწის ქვეშ, რომელსაც ყოველდღე ვტკეპნი შენ დაგეძებენ.
Ნეტავ ისევ იყო და თუნდაც სამუდამოდ გაგიშვებდი, სამუდამოდ გავქრებოდი შენგან, მაგრამ ვიცოდე, რომ სადღაც ხარ !
Ხანდახან, ეგოისტურად და საზიზღრად, მიხარია გესმის?! Მიხარია რომ ყოველთვის გვქონდა ერთმანეთის მონატრება, რომ ყოველთვის იყავი შორს.ვერ გავუძლებდი, უშენობის პირველივე დღეს წამოვიდოდი შენ საძებნელად.
Ახლა? Ახლა ამდენი თვის შემდეგ, ვცდილობ რომ ეს ჩემი სიტყვები, ისე დაგაწიო საღამოდან საღამომდე, ან გათენებიდან გათენებამდე, როგორც ადრე. Თავი დავარწმუნო, რომ გესმის და ჩემ გვერდით ხარ.
Ვცდილობ მხოლოდ შენი ღიმილები გავიხსენო და გონებიდან ამოვიდგო ის წყეული დღე.
Მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი,დედას მამიდაშვილი რომ გარდაიცვალა.
Ჩემი საყვარელი გოგიტა. Ყველაზე მაღალი, თოვლის გოგიტა. Ყველაზე მკვეთრად ჩემ მოგონებებში, თეთრებში გამოწყობილი თოვლის გოგიტი იყო, სულ სულ თეთრებში. Ჩახუტების მაგივრად, ჰაერში რომ ამწევდა და ქვემოდან მიცინოდა, მასზე უფრო მაღალს.
Მახსოვს, იმ ღამით დედა როგორ ტიროდა.
Მაშინ ვერ ვიგებდი, მინდოდა ჩემი გოგიტის ნახვა, სანამ სულ გაქრებოდა.
Დედა კი ჯიუტად უმეორებდა ბებიას, რომ არ უნდოდა ჩემი წაყვანა, არ უნდოდა მენახა ასეთი, უსულო, უფერო, სულ სხვანაირი გოგიტი.
Მითხრა, მინდა ისეთი დაგამახსოვრდეს, როგორიც ბოლოს ნახეო.
Ახლა მესმის დე.
Გეგუ, ახლა შენ ყველა გახსენებაზე, მხოლოდ შენი უსულო სხეული მიდგება თვალწინ. Ღიმილებს ვერ ვიხსენებ.არ ამომდის ასეთი გეგა თვალებიდან.
Ნეტა შემძლებოდა გონებაში, იმ სკამზე მჯდომი დამმახსოვრებოდი, მხოლოდ.

***
-Ხომ კარგად იქნები? - ჩემი სახე ხელებში აქვს მოქცეული მათეს
-Ნუ ნერვიულობ, კარგად ვიქნები - მეღიმება და მის ხელებს ჩემებს ვადებ, მე ისევ ვერ ვთბები.
-Გპირდები, ისე მალე დავბრუნდები, რომ ვერც კი მოასწრებ ჩემ მონატრებას - სახეს ნაჩქარევად მიკოცნის - გავიქეცი, მიყვარხარ ! - ესკალატორზე ადის.

Ზურგზე თამარას ხელებს ვგრძნობ.
-Მე შენთან ვარ - ყურში მეჩურჩულება და უფრო ძლიერად მეხვევა
-Ვიცი, სულ ვიცი - მეც ვხვევ ხელებს და აეროპორტიდან ასე გამოვდვიართ.
Მანქანაში მძღოლის ადგილს ვიკავებ და ველოდები, როდის მოთავსდება თამარაც.
-Საით წავიდეთ?
-Ამ დროს? - საათს ვუყურებ, რომელიც დილის 5-ს აჩვენებს
-Არ გვინდა სახლში რა, დღეს ხომ ისვენებ. Სადმე გავიდეთ გავისეირნოთ
-Მაშინ წავიდეთ სადმე და გავისეირნოთ - მანქანას ვძრავ და თამარაც მინებს ბოლომდე უწევს.
-Ჩართე მუსიკა თუ გინდა - მახსენდება, მანქანა, რომ ვიყიდე,პირველივე საათში მიისაკუთრა თამარამ ჩემი “მუსიკალური მენიუ”, სულ ჯუჯღუნებდა, რა ვქნა მე არ შემიძლია მგზავრობა მუსიკის გარეშეო. Ახლაც, რამდენჯერ წაცდენია ხელი, აუდიო სისტემისკენ და მერე უცებ დენდარტყმულივით, დაუნებებია თავის.
-Არაა, არ მინდა
-Მიდი, ჩართე თქო - მეცინება
-Ნამდვილად? - მოჭუტული მიყურებს
-Ახლა გადავიფიქრებ, თან რა იყო, გგონია არც ტელეფონს ვიყენებ და არც ტელევიზორს? - მეცინება წინაპრების მიერ დადამღულ თემაზე.
Გამახსენდა, მისაღებში, ჩემს სარკეზე, გეგას დღეებისას, როგორ ჰქონდათ მატერიები ჩამოფარებული.
Არ შეიძლება მიცვალებული სარკემ აირეკლოსო.
-Კარგი ჩავრთავ - მის ხმას მოვყავარ გონს.

***
Ჩემ ეზოში, საქანელებზე ვისხედით მე და თამარა და ჩემ საყვარელ თოლიას, ვანილის ნაყინს ვჭამდით.
Ტკივლიანად ჭრიჭინებდნენ საქანელას დაჟანგებული ჯაჭვები, რომლებიც არცერთ წამს არ მაძლევდნენ ფიქრის საშუალებას.
Დილის 6 საათი იყო უკვე.
Ცარიელ ეზოში ვისხედით და უკვე დათენებულ ცას ვიყავით გამოკიდულნი.
-Რაღაცას გკითხავ ნინუ
-Რაო თამარა?
-Ბედნიერი ხარ მათესთან?- ერთიანად მომერყა ჩემი შესისხლხორცებული ნიღაბი.
Ვიგრძენი, როგორ დავიფშხვენი, საქანელაზე მოქანავე ბროლის ქანდაკებასავით და მიმოვიფანტე ჯერ კიდევ ზამთრით გაყინულ მიწაზე.
Თამარამ ყოველთვის იცოდა რა უნდა ეთქვა,რომ ერთიანად მოვმწყდარიყავი.
Თვალი აეხილა ან პირიქით, დავებრმავებინე.
Ადრეც მითქვამს თქვენთვის, რომ მეშინოდა.
Იმის გაცნობიერებისა და აღიარების რომ მათე- ადამიანია, რომელიც სულ სხვანაირად ახლოა ჩემთვის.
სიმშვიდე, აუღელვებელი ზღვა.
Მაგრამ ბედნეირი?!
Ხანდახან, ვფიქრობ ხოლმე, სად გადავმალე ის ნინე, მუდამ ხალხმრავლობა, ქაოსი და წანწალი რომ უყვარდა.
Ჩემი საჭურჭლის რომელ კუნჭულში მიიმალა,ის გოგონა, რომელიც ასე ელოდა გაზრდას,რომ ყველა ის ბავშვობის გიჟური ოცნება აეხდინა, რომელსაც ის პაწაწინა ვერ წვდებოდა.
Ნინე, რომელსაც უნდოდა ბევრი, ძალიან ბევრი თავგადასავალი და უამრავი ხალხი.
Და რა დარჩა ნინესგან?!
Დაღვინებული ნინე, სტაბილური ნინე, ძალიერი, დამოუკიდებელი, სერიოზული და ალბათ მოწყენილი ნინე.
Ჰო, მე ვამბობდი, რომ ურთიეთობებმა და ადამიანებმა არ უნდა შეგცვალოს, უნდა იყო ის, ვინც გინდა და როგორიც გინდა.
Მაგრამ ამ წლების მანძილზე, იმდენადა შემოიჭრა მათე ჩემში, თითქოს ვენებშიც კი მისი სისხლი დამიდიოდა, უეცრად გავხდი მისი იდეალური მეორე მე.
Ვიყავი ბედნიერი? Ვიყავი, თუმცა არა იმ ბედნიერებით, რომელიც მე მინდოდა. Უფრო საზოგადო ბედნიერებით.
Არ ვიცი, ალბათ ვერც ვხსნი, თავში უამრავი განცდა ერთად ტრიალებს და ეს საქანელაც, რომელიც გამაყრუებლად ჭრიალებს, ჩემ ფიქრებს ახშობს და თითქოს სუნთქვასაც.
-Ძველი ნინე მომენატრა - თამარას ჩურჩული მესმის.
Არაფერი მითქვამს, ისევ მსუბუქად ვურტყავდი მიწას ფეხებს და უფროდაუფრო მინდოდა გამოვკიდებოდი გაღვიძებულ ცას !

***

Ახალ სამსახურსა და თანამშრომლებს, იმაზე მალე შევეწყვე ვიდრე წარმომედგინა.
Გადაქანცულ დღეებს იქ ნაპოვნი ანას სულიერი ახლობელი ვატო მიფერადებდა.
Საოცრად მხიარული და ცოტა, როგორც მე ვეძახდი ნაღრძობი ჭკუის.
Ისე გვიანობამდე შემოვრჩით ობიექტს, უკვე მთელი სხეული მძიმე ტვირთად მიმაჩნდა.
Ახალი ობიექტის გახსნა გვქონდა და ყველანაირ მომწოდებელს ერთად ვიღებდით და ამ აუარებელ პროდუქციას დახლებზე ვანთავსებდით.
Ვატო ჩვენი კატეგორის მენეჯერის პოზიციაზე იყო, მე საოპერაციო.
-Ახლა ნინუშ, რამე თუ არ დავლიეთ, ისე არ გამოვა - ობიექტი დაცვაზე ამყავს და მისკენ ვბრუნდები
-Ერთი ჭიქაც რომ დავლიო, მაშინვე გავითიშები - ჩანთას მხარზე ვიკიდებ და მანქანისკენ ვიძვრი
-Აპ, აპ… არ გამოვა- წინ მეღობება ხელებგაშლილი.
-Ვატო, მშია, მწყურია და საწოლი მინდა, თან ჩემი მეგობარი მელოდება - თავის დახსნას ვცდილობ მისგან
-Არა, მიდი დაურეკე შენ მეგობარს და მივდივართ ბარში, ვსო ! გასაჩივრებას არ ექვემდებარება - ხელებიდან ისე მაცლის მანქანის გასაღებს,გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
Საბოლოოდ ვნებდები და მისივე მითითებით ჯერ თამარას ვწერ, შემდეგ კი პარკინგზე ვტოვებ ჩემ ჩიხოახოა ფიატს.
***
-Ახლა შევიდეთ, კარგადაც ვჭამოთ და ბევრი დავლიოთ, თორემ ამ ღამეს ვერ გადავიტან - ხელს მხვევს და წინ მიბიძგებს.
Მთელი არსებით მაგონებდა თამარას გიჟურ ხასიათებს და იმაზე ფიქრში მეცინებოდა ეს ორი ერთმანეთს რომ შეხვდებოდა.
“Მოტეხილ” კუთხეში ავიღეთ მაგიდა და უმალ დავცალეთ პირველი შოთი
-Ჩვენ გაგავიმარჯოს !- შეძახილით
-Თამარა ! - შემოსასვლელში შეფარულად დაბნეულ თამარას მოვკარი თვალი. Ისე გამოპრანჭულიყო ჩემი გოგო, აშკარად სანდრას ნათქვამი თარიღებიდან “ბედთან შეხვედრის” ერთ-ერთს დაუმთხვიე. - რა ლამაზი ხარ ! - მოსულს მოვეხვიე
-Გამარჯობა - ჩემ გვერდით გაკრეჭილი ვატო შემომრჩა - ვატო - ისე უწვდის თამარს ხელს, თავი ყველაზე ზედმეტი მგონია
-Თამარა - იღიმის და წამში შტერდება- კი არა და თამარი
-Ჩემი თამარა, თორე ისე თამარი - ვიცინი მე და მოსულს ჭიქას ვახვედრებ
-Აბა, ახლა ისევ ჩვენ გაგვიმარჯოს, უკვე სამს - ჭიქას ვუჭახუნებ და მწველ სითხეს ერთიადნად ვუშვებ შიგნით.

Საუბარში გართულ, შემთვრალ მეგობრებს გვერდიდან ვუყურებ და მეცინება,თანაც ინტერესი მკლავს, ნუთუ სადღაც, მართლაც მოხდა სანდრას სიტყვებთან თანხვედრა.
Მათეს სახელით ნათდება ჩემი მობილური და გარეთ გამოვდივარ საპასუხოდ
-Ჰოუ - ზუსტად ვიცი რომ პირველივე ბგერაზე მიხვდებოდა ჩემ სიმთვრალეს
-Ოუჩ, რა კარგ განწყობაზეა ჩემი გოგო?
-Მე, ვატო და თამარა ვართ, მათე და მგონი გვეშველა - ვიცინი და თან უკან ვიყურები, რომელიმე ხომ არ გამომყოლია.
-Კაი… რას იძახი. Ოხ რა დროს არ ვარ მანდ
-Ო, ისეთი ამბები იქნება… ზუსტად ერთნაირები არიან ოღონდ
-Ან დაგვღუპავს ან აგვაშენებს, მიდი წადი, გაიქეცი და რომ მიხვალ სახლში მომწერე კარგი?
-Კარგიიი
-Ნინე
-Ჰოუ
-Მიყვარხარ

Უკან შესულს, ჩვენ მაგიდასთან მდგომი მესამე დამხვდა, ჩემგან ზურგით მდგომი.
Ჩემი ადგილი ისე დავიკავე, იმ მესამესთვის არც კი შემიხედავს.
Მაგიდაზე ჩემ წილ კიდევ ერთ ჭიქას დავხედე და მაშინვე მოვიქციე თითებში
-Დავლიოთ - მზერა გავუსწორე გვერდით მსხდომთ
Იქ იყო.
Ჩვენ მაგიდასთან იდგა და ისე ფართედ იღიმოდა, როგორც არასდროს.
-Უჩა?
-Ნინე - იღიმის და ჩემკენ იხრება.
Სხეული მიქვავდება მისი შეხების მოლოდინში, სუნთქვა მეკვრის, მისი სურნელის შეგრძნებისას.
Კი არ გადამკოცნა, ლოყაზე მაკოცა, როგორც იცოდა ხოლმე
-Იცნობთ ერთმანეთს?
-Ვიცნობთ - ისე ამბობს მზერას არ მაშორებს.
-Ხო არ ღადაობ, მერე აქამდე როგორ ვერ გამაცანი ბიჭო - მხარზე ურტყავს უჩას, რომელიც ისევ არ მწყვეტს თვალებს და არც სახიდან იშორებს იმ ფართე ღიმილს.
-Მე თამარა ვარ, ვერ გავიცანით ერთმანეთი - სიტუაციას მუხტავს ჩემი გოგო
-Ხო, ნორმალურად ვერ გავიცანით - მისკენ აბრუნებს სახეს და ვხვდები, როგორ იცლება ჩემი ფილტვები დაგროვებული ჰაერისგან.
-Მარტო ხარ? Რატო არ მითხარი აქ თუ აპირებდი მოსვლას - ხელს ხვევს ვატო
-Მარტო ვარ- თითქოს ჩემთვის უფრო ამბობს, ვიდრე ვატოსთვის, ქვემოდან მიყურებს, თითქოს ჩემ რეაქციას ელოდა. - მეგონა დღეს გვიანობამდე მუშაობდი და აღარ დაგირეკე.
-Ვიმუშავეთ, მე და ნინე ერთად ვმუშაობთ
-Ვა, კარგია ძალიან. Ნინე, ხომ არ გინდა მოსაწევად გავიდეთ? - მკლავზე თამარას ჩქმეტა მაკრთობს და ინსტიქტურად ფეხზე ვდგები.


Მოცეკვავე ხალხის სხეულებს შორის მიიკვლევს გზას. Ჩემ წინ მიმავალი, ისე ხლართავს ჩემ თითებში საკუთარს, მხოლოდ შეგრძნებას ვასწრებ.
Მის ნაბიჯებს მივყვები და იმ არეულ, ათასნაირ სურნელში მაინც მკვეთრად მიღიტინებს მხოლოდ მისი.
Რა ჯანდაბას აკეთებ ნინე…
Ერთიანად მილღვება მისგან გაალებული სხეული, როცა ჰაერის გრილი ნაკადები მეჯახება.
Ბარის გარეთ მიმოფანტულ ნასვამ ხალხს ვცდებით და ლამპიონის ძირში ჩერდება ჩემიანად.
Ვიყავით მე,უჩა, თბილი,მარტოხელა ლამპიონი და ღამე.
Გულისცემა ყელში მებჯინებოდა.
Სიგარეტის კოლოფს მიწვდის და მეც ერთ ღერს ვაცურებ.
Მუჭებით დაფარული სანთებელა ჩემ სახესთან ახლოს მოაქვს, როგორც თავისი სხეული და თითებს ატარებს ქვას.
Წამით, ალის ფონზე, თითქოს დრო ჩერდება, როცა მზერას მისწორებს. Მხოლოდ წამით და მერე ქვრება.
Არცერთი ვიღებდით ხმას.
Სიგარეტის ღერი და ჩვენი ერთად დგომის მთავარი მიზეზიც, ნელნელა იფერფლებოდა და ილეოდა.
-Არაფერს მეტყვი? - ბოლო ნაპასს მოაყოლა მის სულ ოდნავ ჩახრეწილი ხმა.
Რა სასაცილო სიტყვა არა? - ჩახრეწილი.
Ნეტავ მართლა ჰქონდა ჩახრეწილი თუ ფიქრები მიკიოდნენ ასე, მხოლოდ იმიტომ რომ მისი ხმა, მე თავად მიკაწრავდა შიგნით რაღაცას.
Იყო ან არ იყო…
-Დიდიხანია არ გამოჩენილხარ აივანზე - წამში ისე გავყიდე ჩემი თავი, მის მოლოდინში, მხოლოდ წარმოთქმის შემდეგ გავიაზრე.
Და მასაც ეღიმება
-Მე კი, მაინც ხშირად გხედავდი, თუმცა განთიადისას აღარ
-Განთიადი აღარ მიყვარს
-Რატომ ნინე?
-Აღარ მჯერა რომ ახლის დასაწყისია - ჩამქრალ ღერს ვისვრი.
-Ახალს განთიადი ვერ დაიწყებს, თუ შენ არ გათენდები თავად. Შენ გინდა ეს ნინე? - ჩემკენ იწევა,ისევ ეღიმება და ახლა უკვე ვარჩევ მის სასმლისგან ამღვრეულ თვალებს, სითბოჩამდგარებს.
Არც ის ვიცი, იმ თბილი ნათების ბრალი იყო თუ მართლაც იყო უჩას მუქ თვალებში ის სითბო შეპარული ოქროსფერები.
-Მინდა
Იმ წამს ბევრი რამ მინდოდა.
Ჩემ წინ მდგომით დაწყებული.
Მისი ჩემკენ წამოღებული ხელის შეხება
Ხუთივე თითის ჩემ სახესა და თმაზე
Მისი ტუჩები ჩემზე
Ჩემკენ იხრება, თმას მიწევს ისევ ყურს უკან. Ცერა თითს ყვრიმალს ჩამოატარებს. Მე სუნთქვა მიწყდება, თითქოს მეშინია ჩემი აჩქარებული გულისცემით არ დავაფრთხო მისი მომდევნო შეხებები.
Იღიმის !
Თითებს ყბის ძვალს აუყოლებს, მე კი ჩემ სახეს, მის თითებს.
Კიდევ უფრო მიახლოვდება.
Ტუჩებზე ვგრძნობ მის სუნთქვას და
Ტუჩებს…
Მის ღიმილსაც ვგრძნობ ჩემ ტუჩებზე
ჩემზე შეტოვებულ სითბოს…
-Სახლში აღარ დაგელოდოს არავინ - სახეს მაშორებს, მზერას არა.
Ბარში ისე ვბრუნდებით, ერთმანეთისთვის სიტყვა აღარ გვითქვამს.
Მაგიდასთან სახე გაბადრული თამარა და წარბებაზიდული ვატო გველოდებიან.
-Მეგონა გაიპარეთ -გვერდით მიჯდება უჩა.
-Ჯერჯერობით არა - მის ღიმილს ვგრძნობ, ვერ ვხედავ. Მარცხენა ხელს თამარას ჩქმეტა მიბუჟებს და მის მოშორებას ვცდილობ.
-Ხო და დავლიოთ კიდევ - სამელს ასხავს და ჭიქას ჰაერში მომართავს.
-Განთიადს გაუმარჯოს - გვერდიდან მესმის მისი სიტყვები, ჭიქას თითებში ვიქცევ და შეჭახუნების შემდეგ ერთიანად ვცლი.
Ისედაც გავარვარებულ სხეულს, სასმელი უარესად მიხურებს და მგონია უკვე დავიღვენთები ცხელ ლავად.

Მე ნელნელა, უფროდაუფრო ვეცემოდი თრობის ალებს.
Იდაყვზე ჩამოყრდნობილი გვერდიდან ვუყურებდი მომღიმარს.
Ისეთს, რომელიც აქამდე არ მენახა.
Ხანდახან ღიმილით დაუფარავად მომაპყრობდა ხოლმე მზერას და გამომიჭერდა მასზე მიშტერებულს.
Სამყაროს ალიაქოთი იმ პატარა სივრცეში ისე გაიცრიცა და ჩაჩუმდა, რომ მხოლოდ ჩემი გულისცემის ხმა მესმოდა, რომელიც თითქოსდა მთელ დარბაზს მოდებოდა.
-Წავიდეთ სახლში? - თამარა და ვატო რაღაცაზე იცინოდნენ ხმამაღლა, უჩას სუნთქვა რომ ვიგრძენი სახესთან . საპასუხოდ თავი დავუქნიე და ფეხზე წამომდგარს, თან მივყევი.
-Ვატო - მომცინართ ვერ შევემჩნიეთ
-Წავიდეთ? - ჩანთის ძებნას იწყებს თამარაც
-Ვატო გაგაცილებს თამარა, მე ნინეს გავიყვან - პასუხს არც ელოდება, წელზე ოდნავ მახებს ხელს და მისკენ მიბიძგებს.
-Მომწერე კარგი, რომ მიხვალ - ღიმილით ვკოცნი ლოყაზე თამარს - ვატო, იცოდე მიაცილე
-Არის ბოსს - ლოყაზე მკოცნის და მეც უჩასკენ ვბრუნდები.

***
Ჩვენს ეზოში ჯერ კიდევ მანქანაში ვისხედით.
Უცნაურად მიჩუმებული იყო ქალაქი, რომელშიც სიცოცხლე დუღს.
Ეზოს, ერთადერთი ლამპიომი ანათებდა.
Ისიც დრო გამოშვებით გაბმულად ციმციმებდა, წამით ჩაქვრებოდა და შემდეგ ისევ აინთებოდა. Თითქოს გარეთ მიყუჟულ სხეულებს საიდუმლო შეხებებისთვის აძლევდა წამს.
-Ის საღამო მახსოვს, შენ აივანზე ის სავარძელი პირველად რომ დააბრძანე - სავარძელზე მოკალათებული იწყებს უეცრად საუბარს, მე არ მიყურებს, საქარე მინიდან ჩემ აივანს აყურებს.
-Თითქმის წელიწადნახევრის წინ იყო - მე მას ვუყურებ.
-Ჰო, ზაფხული იყო, მას შემდეგ ყოველ გამთენიას იქ იჯექი ხოლმე, შენი ფინჯნით და სიგარეტით - თვალებს ორი თითით ისრესს.
-Მე რატომ არ შემიმჩნევიხარ?
-Მაშინ ბედნიერი იყავი ხოლმე და არ გეცალა მეზობლების თვალიერებისთვის.
-Მე ჩემ მეზობლებს ვიცნობ
-Მაშინ რა? - ჩემკენ ბრუნდება
-Ყოველთვის გამოცანებით და შეყვეტილი წინადადებებით მესაუბრები - კარის საკეტს წავეპოტინე. Ის ჩემკენ იხრება და მუხლებზე მადებს ხელ
-Იქნებ მინდა რომ შენ დაასრულო
-Რა დავასრულო?
-Არ წახვიდე დღეს სახლში ნინე
-Რატომ
-Განახებ, როგორ ჩანს ჩემი აივნიდან ერთი ცალი ნინეს აივანი


***
Მე ისევ ვითვლი საფეხურებს,ზუსტი თანხვედრით.
Ვჩერდები სართულის იმ მხარეს, როგორც მჩვევია.
Ჩემი კარი ხისფერია, მისი შავი.
Ჩემ სახლში სინათლე კარიდან მარცხივ ინთება, მასთან მარჯვნიდან.
Ჩემი კარი ზურგს უკან, ურდულით იკეთება, მისი გასაღებით.
Ჩემი კარი ხისაა და მასზე მიყრდნობის ზურგი არ მეყინება, მისი კარი რკინისაა და ზურგით ვგრძნობ ცივ მეტალს.
Მერე მის ხელებს ჩემ მენჯებზე და კოცნას გულისპირზე.
Ხელებს ამღვრეული ვხვევ კისერზე და ჩემკენ ვექაჩები.
Ისეთი ძლიერი სურვილი მიპყრობს მისი ტუჩების შეხების,თითქოს და სიცოცხლის ბოლო წამებს ვებღაუჭები.
-Ნინე - შორიდან მესმის მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი, თვალების გახელა არ მინდა. Შუბლზე ვგრძნობ მის ტუჩებს - არ გინდა ნინე…
Კარს მაშორებს და სხეულზე ერთიანად მიკრავს.
Ჩამოყრილ კულულებს სახეიდან მიწევს, მე ისევ ჯიუტად არ ვახელ თვალებს.
Რას გავურბივარ?
Ჩემი აშლილი ვნებების ობიექტს
Ჩემ წინ სხვა მამაკაცის დანახვას, რომლის კოცნასაც წამის წინ ვაპირებდი
Თუ, მის თვალებში საკუთარი უსირცხვილო ანარეკლს?
Ალბათ ყოველივეს.
Თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო, თავს ზემოთ მაწევინებს და თვალებს მიკოცნის.
-Ყველაფერი კარგადაა - ჩემ ყურთან ჩურჩულებს.

***
Თბილისს განთიადი ედგა.
Მე ისევ სავარძელში ვიჯექი, პლედ მოხევული და ვეწეოდი.
Მზერას ისევ მოპირდაპირე აივანს ვაპყრობდი, თუმცა მეორე მხრიდან, მეორე აივანს.
Გვერდით მეჯდა ისიც, თხელი მაისურის ამარა და ვგრძნობდი როგორ მიყურებდა.


***
-Ასე ვერ გავაგრძელებ - მისაღებში აქეთ-იქეთ დავდიოდი, ადგილს ვერ ვპოულობდი - ასეთ მოქცევას არ იმსახურებს ჩემგან მათე გესმის? Უბრალოდ არ ვიცი, არ ვიცი ეს როგორ ვუთხრა
-Დამშვიდდი გესმის? Არაფერი დაგიშავებია - დივანზე იმაზე მშვიდად იჯდა თამარა, ვიდრე ოდესმე
-Რა არ დამიშავებია? Მაკოცა, გესმის? Და მერე, მთელი ღამე მის სახლში გავათენე,ისე მინდოდა რომ შემხებოდა,ისევ ეკოცნა - დივანზე მოწყვეტით ვეშვები და თავს ხელებში ვრგავ- თამარა, თავად რომ არ გავეჩერებინე, მე ვაკოცებდი გესმის?
-Ნინე, მოგწონს შენ ეგ უჩა
-Რანაირად თამარა, მათესთან ვარ გესმის? Რომ ვღალატობ ხვდები?
-Არ ხარ შენ ბოლომდე ბედნიერი მათესთან
-Რატომ ამბობ ამას ? - მუხლები მიკანკალებს
-Ვერაფერს ამჩნევ? Ნუთუ ვერ ხვდები როგორ შეიცვალე მასთან? Საერთოდ სხვანაირ გახდი, მასთან ერთად სახლში ყოფნის გარდა აღარაფერი გაინტერესებს. Სადმე წახვალ და ისიც სადაც მათეს უნდა. Ერთ ადგილზე ხარ. Ერთი ნაბიჯი გიკლია მეოჯახე გოგოს როლი რომ მოირგო და მერე შვილები გააჩენი. Ეს არასდროს არ ყოფილა შენი მიზანი და არც ეს ყოველდღიურობა ყოფილა შენი ნინე.
-Მათესთან თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თამარა
-Მერე, ეგ სიმშვიდე შენ გინდა ნინე? - ვერაფერი ვთქვი, თითქოს დავმუნჯდი,სიტყვები სადღაც დაიფანტა გონებაში. - შენც კარგად იცი, როგორ მიყვარს მათე, როგორც პიროვნება და არა, როგორც შენი შეყვარებული, მაგრამ ნინე, მათეს გვერდით არასდროს გქონია ისეთი თვალები, როგორც წუხელ.
-Ფიქრობ რომ არ მიყვარს?
-Გიყვარს, როგორ არ გიყვარს ნინუ- ჩემკენ ჩოჩდება და ხელებს მხრებზე მხვევს - უბრალოდ ისე არა, როგორც ის ადამიანები, რომელთანაც ცხოვრების გატარება უნდათ. Უბრალოდ კარგად დაფიქრდი ნინე, რაც არ უნდა ბანალურად გამომივიდეს, ერთხელ ცხოვრობ და მთვარია რომ შენ იყო, იმ ერთ სიცოცხლესა და ცხოვრებაში ბედნიერი.


***
-Ნინე, მშვიდობაა - ხმაზეც ეტყობოდა რომ გავაღვიძე
-Მათე
-Გისმენ, პატარავ
-Როდის ჩემოხვალ?
-Კვირის ბოლოსთვის ავიღებ ბილეთს და ჩემოვალ
-Მალე ჩამოდი გთხოვ
-Ნინე, მოხდა რამე?
-Უბრალოდ დალაპარაკება მინდა, რაღაცაზე
-Კარგი, დამშვიდდი და მალე ჩემოვალ
-კარგი
***

Საღამოს სამსახურიდან ვბრუნდებოდი.
Საოცრად დაღლილი და ერთიანად მოშვებული ვიყავი.
Მანქანიდან ძლივს გადმოვიტანე სხეული.
Სადარბაზოში შესულს უჩა დამხვდა.
-Აქ რას აკეთებ?
-Სახლში ისევ გელოდებიან - ჯიბეებში ჰქონდა ხელები ჩაწყობილი. Მეგონა მომეხვეოდა.
-Არ სცალია თამარას
-Იცი ვისაც ვგულიხმობ -მთელი სხეული ამიცახცახდა.
Აღაფერი მითქვამს, ისე ავუყევი კიბეებს.
Კარი ღია დამხვდა.
Შიგნით კი ნაცნობი სურნელი.
Მისაღებში, დივანზე იჯდა, თავი უკან გადაეწია და თვალები დაეხუჭა.
Მისი მძიმე სუნთქვა ფილტვებზე მაწვებოდა.

-Მათე - ზანტად გაახილა თვალები და გამომხედა
-Გამარჯობა, ნინე - გამიღიმა.
Ნივთები იქვე მივაწყვე და მისაღებში შევედი.
-Არ მეგონა - ძლივს ვინარჩუნებ წონასწორობას მის წინ მდგომი.
-Ჩამოჯექი ნინე, ყველაფერი კარგადაა- მტევანზე მკიდებს ხელს და მის გვერდით მსვავს.
-Ასე უცებ არ გელოდი
-Ვიცი, მომიყევი ნინ,რისი თქმა გინდოდა?
Გაგიგიათ ფრაზა “ცივი წყალი გადამესხა” ? ხომ, სწორედ ასე დამემართა იმ წამს.
Მთელი სხეული გამეყინა.
Მზერას მისწორებს და იმ წამს, ხო, ალბათ პირველად ვიგრძენი ასეთი დიდი სიბრულული საკუთარი თავის მიმართ.
Მათეს თვალებში თბილი სიყვითლეები აღარ იყო.
Რამდენიმე ხანს ხმის ამოუღებლად მიყურებდა.
Ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს, ჩემი ფეხების ბაკუნი არღვევს.
-Მათე, მე…- არ შემიძლია მისი ყურება, ასეთი მათეს ნახვა
Მუხლებზე ჯერ მის ხელს, შემდეგ კი პატარა შინდისფერ გახსნილ ყუთს ვხედავ, რომელშიც ბეჭედია მოთავსებული.
Ვერაფერს ვამბობ, ან რა უნდა ვთქვა.
Საერთოდ ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო.
Მისი მძიმე სუნთქვა მესმის.
-Დიდიხანია თან დავატარებ, ველოდებოდი რომ ერთ დღეს,შენ თვალებში დავინახავდი უდიდეს თანხმობას, რომ გამხდარიყავი ჩემი მეუღლე, მაგრამ თავს ვიტყუებდი - მუხლებს იდაყვებით ეყრდნობა- ვიცოდი - ეცინება- მართლა ვიცოდი, რომ ერთ დღეს მიხვდებოდი რომ უნდა წასულიყავი, ვიცოდი რომ არასდროს იყავი ჩემ გვერდით ბოლომდე ბედნიერი, მაგრამ არ შემეძლო ამ სიმართლესთან შეგუება,ალბათ - მძიმედ ამოთქვა ფილტვებში ჩარჩენილი ჰაერი - მეგონა, რომ ძალიან ბანალურად,ორივეს გვეყოფოდა ჩემი სიყვარული. Ან იქნებ იმასაც ვფიქრობდი რომ სიყვარულთან ერთად, ამ დროის მანძილზე შევეჩვეოდით ერმნათეთს. Განა რაღაც მხრივ სიყვარული შეჩვევაც არაა?! Მაგრამ დიდიხანია ვხედავ, ისევ ისე აღარ გსიამოვნებს ჩემი შეხება, კოცნა და ზოგჯერ ჩემი სიახლოვეც კი- მაგიდაზე დადებული ჭიქიდან წყალს სვავს და ცდილობს დაბზარული ხმა გაიმთელოს.
“Ნეტავ მიწა გამისკდებოდეს”, რა იქნებოდა ყველა მსგავსი გამონათქვამი მართლაც რომ გვიხდებოდეს და გვშველიდეს არა ?
Ალბათ აღარ მომიწევდა იმ ტკივლის მოსმენა, რომელსაც ჩემთვის ასე ძვირფას ადამიანს ვაყენებდი.
-Პირველივე დღიდან ვიგრძენი, ველოდებოდი. Მაგრამ მეგონა რომ მაინც ვერ შეძლებდი, ან არ წახვიდოდი. Ბევრჯერ მითქვამს შენთვის ნინე, შენი გაცნობის წამიდან მხოლოდ ის მამოძრავდებდა რომ შემეძლო და ყველაზე ბედნიერ ქალად მექციე, უბრალოდ მინდოდა რომ შენ ყოფილიყავი ბედნიერი. Ისიც მითქვამს შენთვის, რომ თუ ოდესმე მიხვდებოდი რომ მე აღარ… -სიტყვა უწყდება, აჩეჩილ თმებში თითებს იცურებს და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა- გეყვარებოდი,გაგიშვებდი. Ხო და გიშვებ ნინე - გამომხედა, მე უკვე მისველებდა ცხელი ცრემლები ღაწვებს და დაბინდულად ვხედავდი მის ჩაწითლებულ სფეროებს - გიშვებ იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ, იმიტომ რომ მინდა ბედნიერი იყო, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩემ გვერდით არ იქნები. Აი ასე, სრულიად ვთელავ ჩემ თავმოყვარეობას და ამ ყველაფერს გეუბნები, მაგრამ ნინე, ახლა საბოლოოდ დაფიქრდი, თუ ბეჭედს გაიკეთებ, აფსოლიტურად ყველაფერს დავივიწყდებ რაც იმ ბიჭს ეხება, აფსოლიტურად ყველაფერს და მთელ ჩემ ცხოვრებას ასმაგად მოგიძღვნი შენ, მაგრამ თუ შენ უბრალოდ მაგ ბეჭედს გვერდით გადადებ, ისე გავქრები, ვერასდროს ვეღარ მნახავ და იცოდე რომ შენც ვერ დაბრუნდები ჩემთან, მიუხედავად იმისა რომ ვიცი, არასდროს გამინელდება შენ მიმართ ჩემი გრძნოებები.

Ხმას ვერ ვიღებდი.
Რა სულელი ვარ არა?
Რას ვუკეთებ საკუთარ თავს. Ხო, საკუთარ თავს მისი დაკარგვით.
Მაგრამ, მე მის თითოეულ სიტყვას და საქციელს, ყოველთვის ვაფასებდი და ვხედავდი,მაგრამ ჩემი გრძნობები არ იყო ისეთი როგორიც მას ჭირდებოდა, მომეთხოვებოდა.
Ადრეც მითქვამს, მათეს ყოველთვის უფრო მეტად ვუყვარდი.
Ვერ ვამჩნევ, ჩემ წინ, ისე მხვდება მუხლებზე მდგომი.
Ბეჭდის ყუთს ხურავს.
Გვერდით, დივანზე დებს და მზერას მასწორებინებს, იღიმის.
Ცერა თითებით ცრემლებს მწმენდს და შუბლზე მკოცნის
-Უბრალოდ, ბედნიერი იყავი და არასდროს დაივიწყო შენი თავი - მერე დგება და გასასვლელისკენ მიდის.
Იმ კარში მხრებში მხრილი მათე არა, 3 წლის წინ თეთრ პერანგსა და ჯინსებში გამოწყობილი, თმააბურდული მომღიმარე მათე გადის და თან მიიყოლებს ჩემი ცხოვრების ყველაზე თბილ 3 წელს, ჩვენ ყველა დღეს და ყველა ნათქვამ “მიყვარხარ”-ს.

***
-Გევედრები, მიშველე

Აზრზე მაშინ მოვდივარ თამარა რომ ამტვრევს ჩემი სახლის კარს, სახეწაშლილი.
-Ნინე, შემომხედე- ჩემ სახეს ხელებში იქცევს - კარგად ხარ, ნინე გესმის?
-Მორჩა თამარა, მათე მორჩა



Თამარას გულზე მედო თავი, ის კი მშვიდად მეფერებოდა თმაზე. Ძილი არაფრით მეკარებოდა, თითქოს ისიც კი დავაფრთხე და გავაგდე ჩემი ცხოვრებიდან.
-Შენი აზრით, სწორად მოვიქეცი? - ის კითხვა დავსვი, რომლის პასუხიც ყველაზე მეტად მაშინებდა და სულს მიღრღნიდა
-Არც მათე იმსახურებდა სიყვარულის გარეშე რომ ყოფილიყავი მის გვერდით და არც შენ უსიყვარულოდ ნინე
-Მაგრამ ასე ძალიან რატომ მტკივა გული და რატომ მეშინია რომ შეცდომა დავუშვი?
-Ნინე,შენ ყოველთვის გეშინოდა იმისაც კი რომ ადამიანის მოწონება მისდამი სიყვარულში არ აგრეოდა. Მაგრამ მათე რომ გამოჩნდა, პირველივე წამს იფიქრე რომ ეს სიყვარული იყო და ამაში დღითიდღე უფრო არწმუნებდი საკუთარ თავს. Დარწმუნებული ვარ რომ მართლაც გიყვარდა და კვლავაც გიყვარს, მაგრამ არ ვიცი,ან ისე არ გიყვარს როგორც საჭიროა ან უბრალოდ ურთიერთობა სხვა კონტექსტში უნდა გქონდოდათ, ვერაფერს გეტყვი ნინუ. Იცი შენ რომ ძალიან მიყვარხარ და რაც არ უნდა მოხდეს, შეგეშალოს ან დააშავო, შენ გვერდით ვარ, მაგრამ დამიჯერე მათესთვისაც კი ასე აჯობებს, შენ ცხოვრებაში კი არა, ჩემ გარშემოც კი ერთ-ერთი საუკეთესო და უშეცდომო ადამიანია და იმსახურებს რომ მთელი გულით უყვარდეთ.

***
“Ადამიანის ფასს მაშინ იგებ,როდესაც კარგავ”-ო
Ჩემ ცხოვრებას მათე, მეორე დღის განთიადისასვე დააკლდა.
Ალბათ, მათე, როგორც ჩემ ცხოვრებაში არსებული სიმშვიდე და სტაბილურობა.
Მათე, როგორც დიდი ფარი, მთელი სამყაროს უფერულობისა და უჰაერობისაგან.
Მათე, როგორც დიდი იმედი
Უბრალოდ მათე.
Სულელი ვარ არა?!
Არ მინდოდა ჩემი ცხოვრებიდან მისი სულ წასვლა.
Მაგრამ როგორი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი, რომ მისთვის მეთხოვა ჩემ ცხოვრებაში დარჩენა სხვა ურთიერთობით.
Იმ ღამით, ის გახდა ჩემთვის ადამიანის იდეალი, რომელმაც ყოველგვარი ზიზღის, სიძულვილისა და ყოველივე იმის გარეშე რასაც ნამდვილად ვიმსახურებდი, უბრალოდ გამიშვა.
Მთელი ღამე ხელში ვათამაშებდი იმ ნიშნობის ბეჭედს, ჩემი ვერ წარმოთქმული უარის სამუდამო სახსოვრად რომ შემატოვა.

***
Გაზაფხული ბოლო დღეებს ითვლიდა თბილისში.
Ალაგ-ალაგ უკვე გამოეღოთ ჩვენს ქალაქში ბაღებსა თუ სკვერებში ახალ ყლორტებს თავები და ემზადებოდნენ მწველი, მცხუნვარე მზეებისათვის.
Სამსახურის რუტინაში გადაშვებული ვიყავი მე.
Ვცდილობდი ყოველდღე ისე გადავღლილიყავი, ფიქრის თავიც რომ აღარ მქონოდა.
Თამარა, გვერდიდან არ მშორდებოდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არც ვატო, რომელიც მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში ცდილობდა,რაც შეიძლება მეტჯერ გავეცინებინე და გუნებაზე მოვეყვანე.
Მაგრამ არ ჩანდა უჩა.
Თითქოს ხვდებოდა რომ დრო მჭირდებოდა, თითქოს ამ დროის მანძილზე ყველა მისი გამოჩენდა წინსაწარ გათვლილი და გააზრებული იყო, მაშინ ვერ ვხვდებოდი ახლა, როცა მარტო დავრჩი და შავ ღამეებს თეთრად ვათევ, მისი აივნის ყურებაში მივხვდი.
Არცერთხელ უხსენებია მისი სახელი ვატოს.
Არა და როგორ მტაცებელივით ჩასაფრებული ველოდი თუნდაც ერთხელ მისი სახელის გაჟღერებას.
Არც მისი აივნიდან ბჟუტავდა თბილი, ყვითელი სინათლე და არც ქუჩებს ეტყობოდა ის.
Მისი შეტყობინება გამახსენდა, ბათუმიდან დაბრუნებულს რომ მომწერა
“ თბილისს აკლდა ერთი ცალი ნინე”
Ახლა უჩა აკლდა თბილისს თუ არა - ნინეს.
Მაგრამ, არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა მასთან შეხვედრისას.
Რა?!
Რომ სახლში აღარავინ მელოდა?!
Თუ ის რომ არ ვიცოდი რა იქნებოდა მერე?!

***
Თამარა და ვატო იყვნენ ჩემთან, რომლებიც უკვე ვეღარ მალავდნენ სიმპათიებს ერთმანეთის მიმართ.
Შეპირებულ მჭადებს ვუცხობდი.
Სიცხეებშეპარულ თბილისს ჩემი სამზარეულო კიდევ უფრო აცხუნებდა.
Ფანქრით მქონდა თმა აწული და თხელ სარაფანში, ვგრძნობდი როგორ დამცვროდა სხეული.
-Ზაფხულში ვის რა გეგმები გვაქვს? - თავზე მადგება ვატო და თეფშიდან მჭადების პირველ “პარტიას” მპარავს - ძალიან გემრიელია
-Მე პირადად არაფერი - მას ბაძავს თამარაც და აივნის კარს ფართედ აღებს.
-Ზაფხულში არ ვიცი, მაგრამ ხვალ ჩემებთან უნდა ჩავიდე - მჭადებს ტაფაზე ვსვავ და ქურას ვუწევ. Აივანზე მოსაწევად მშვიდად რომ შევძლო გასვლა.
Ჩემ სავარძელში ვთავსდები და სიგარეტს ვუკიდებ
-Ჯერ კიდევ არ გითქვამს შენებისთვის? - აივნის მოაჯირს ზურგით ეყრდნობა თამარა.
-Ასე ვერ ვეტყოდი ტელეფონით, ხომ იცი როგორ უყვართ მათე
-Მშობლებს ის უყვართ ვინც მათ შვილებს აბედნიერებს - სავარძელში ეშვება ვატო
-Აქ რთული სიტუაციაა ცოტა, სიძედ მიიჩნევდნენ მათეს ნინეს მშობლები
-Თამრა, გეყოს
-Ასე არ იყო?
-Შენც ხშირად მოიხსენიებდი ასე და საერთოდ რაებს მალაპარაკებ? - გაბრაზებული საფერფლეში ვსრისავ სიგარეტის ღერს და ფეხზე ვდგები.
-Უჩა !- მოულოდნელად მაკრთობს ჯერ ვატოს ხმა, შემდეგ კი წარმოთქმული სახელი. Მოაჯირისკენ ზურგით მდგომი ერთიანად ვბრუნდები უკან და მას ვხედავ, აივანზე მდგარს - გადმო, გადმო
Იდგა და ეცინებოდა.
Მერე შევიდა.
Მე ისევ იქ ვიდექი და მზერას ვერ ვაშორებდი იმ დაცარიელებულ აივანს.

Კარზე ზარის ხმა და დამწვრის სუნი ერთიანად იფანტება სივრცეში
-Დამეწვა - უცებ შევრბივარ სახლში და ჩემ დამწვარ მჭადებს სწრაფად ვიღებ ტაფიდან. Იმდენსაც ვახერხებ რომ თითს ვიწვავ
-Ჯანდაბა ნინე, ჯანდბაა- ვბრაზობ და ნატკენ თითს ტუჩებსშორის ვიქცევ.
-Მაჩვენე აბა - ჩემ უკან დგას, სხეულს მიწვავს მისი სიახლოვე- მხარზე მადებს ხელს და ერთ ადგილზე გაშეშებულს მისკენ მაბრუნებს. Მე ორი წლის ბავშვივით ისევ პირში მიდევს დამწვარი ცერა თითი და მასაც ეცინება.
-Გამარჯობა - დამწვარ თითს ზურგსუკან ვმალავ და მონატრებულს,მზერას ვავლებ.
-Მაჩვენე თითი - ჩემ ხელს იწვდის და მოკუმულ მუჭს მაშლევინებს, სულს მიბერავს, მერე კი ფრთხილად მკოცნის - დამელოდე - სახტად მტოვებს, ისე თითქოს არც კი ყოფილა ქრება და წუთის შემდეგ კბილის პასტით ხელში მიბრუნდება.
Სახლში იკრიფებიან ვატო და თამარაც
Ის კბილის პასტას მისმევს დამწვარ თითზე.
-Უცებ გაგიგრილებს - ღიმილით დამყურებს ზემოდან და კვლავ სულს მიბერავს.
-Წადი ჩამოჯექი შენ და მე მივხედავ ამას - სამზარეულოდან ძალით მაგდებს თამარა და მეც გაბრუებული გავდივარ.

-Ესენი რაღაც საეჭვოდ ციმციმებენ თუ ? - თავით მიმანიშნებს თამარა და ვატოსკენ.
-Ხო, ვფიქრობ რაღაც ხდება
-Შენთან რა ხდება ნინე
-Არაფერი
-Საერთოდ? - მიღიმის
-Უჩა, რა გინდა რომ გიპასუხო?
-Ხვალ რა გეგმები გაქვს? - ისე აიგნორებს ჩემ კითხვას, თითქოს არც გაუგონია.
-Ჩემებთან უნდა ჩავიდე
-Გინდა წაგიყვანო?
-Არა - ისე ხმამაღლა ვპასუხობ იმის გააზრების შემდეგ, ჩემებს რა რეაქცია ექნებოდათ, ამ ყველაფერზე რომ სამზარეულოდან თამარა და ვატოც გამოცვივდნენ.

Გვიანი იყო დაშლა რომ გადავწყვიტეთ.
Თამარას და ვატოს ვაცილებდი და მეგონა უჩასაც, რომელიც რატომღაც ზღურბლს მიღმა, ჩემ გვერდით დარჩენილიყო.
-Დაგირეკავ მერე - ვატოს შეუთვალა და სახლის კარი მიხურა.
-Შენ არ მიდიხარ?
-Გინდა რომ წავიდე? - ხელებს წელზე მხვევს და მისკენ მიზიდავს. Მთელ სხეულზე მაყრის ბუსუსები.
-Სად იყავი?
-Აქ - ლოყაზე მკოცნის
-Არ იყავი უჩა - მკერდზე ხელს ვაჭერ და მის გაწევას ვცდილობ
-გავისეირნოთ , ვალი დამიბრუნე არ გინდა? - ჯიუტად, უფრო ძლიერად მხვევს ხელებს.
-Არ მაქვს შენი ვალი და არც გასეირნება მინდა
-Ნინე, რატომ ჯიუტობ?
-Ვერაფერს ხვდები?არასდროს ვსაუბრობთ ნორმაურად, არაფერი არ ვიცი შენზე, როცა გინდა გამოჩნდები და მერე იქამდე გადაიკარგები სანამ თავად გინდა. Მოხვალ, დამაშტერებ და მიდიხარ- ერთიანად ვშორდები მის სხეულს და მისაღებში შევდივარ
-Და რა გინდოდა ნინე? - კარის ჩარჩოს ეყრდნობა - გინდოდა მოვსულიყავი, როცა ურთიერთობაში სხვათან იყავი? Ისედაც ვერ დავიმორჩილე საკუთარი სურვილები რამოდენიმეჯერ, პატარა ბიჭივით მოვიქეცი შენ კი სხვისი გერქვა
-Არავისი არ მქმია არასდროს და არც მერქმევა.საკუთრება არ ვარ და სხვათაშორის მე და მათე დავშორდით
Ჩემ გვერდით ჯდება, აბურდულ თმაზე ხელს მისვავს და შემდეგ მისკენ მიზიდავს
-Ვიცი, ყველაფერი ვიცი ნინე, მაგრამ მე მათე არ ვარ, ეს თავიდანვე მინდა რომ იცოდე
-Ვინმემ შეგადარა მათეს?
-Ნინე, ისეთ ურთიერთობას ნუ მომთხოვ როგორიც მასთან გქონდა, გესმის?
-Არ მესმის და ვფიქრობ რომ მე და შენ ამ ეტაპზე საერთოდ არ გვაქვს ურთიერთობა და გთხოვ წახვიდე - ძლივს ვინარჩუნებდი ხმას რომ არ გამბზარვოდა და მის წინაშე არ დავფშვნილიყავი.
-Გინდა რომ ავდგე და წავიდე? Ნამდვილად გინდა ნინე?
-Იცი რა მინდა? Მინდა რო იცოდე, მე მათეს იმიტომ არ დავშორებივარ რომ შენთან მქონდა რაიმე, იმიტომ დავშორდი რომ მივხვდი,ისე ძლიერად არ მიყვარდა როგორც იმსახურებდა.
Უბრალოდ წავიდა,ისე რომ სიტყვაც არ უთქვამს.
Მე ისევ ავირიე და ალბათ უფრო მეტადაც კი.
Ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, რომელიც სანდრას სიტყვების მსგავსად 1 ადამიანის გამოჩენით ამოყირავდა.

***
-Რას ქვია დაშორდით?
-Იმას რაც გესმის დედა
-Კი, მაგრამ ნორმაურად თქვი შვილო, ამდენი ხნის შემდეგ, ასეთი ურთიერთობის შემდეგ განა რა მოხდა რომ ვერ მოგვარდით და ასე დაშორდით?
-Არაფერი მომხდარა დედა, უბრალოდ მივხვდი რომ ვერ გავაგრძელებდი ამ ურთიერთობას
-Მე ეგ ბიჭი ჩემ შვილად მივიღე ნინე და არ მესმის შენი სიტყვები. Იმ მათეზე მელაპარაკები ახლა, რომელსაც მე ვიცნობ? Იმიტომ რომ მასთან ურთიერთობის ვერ გაგრძელების ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. Გადაყოლილი იყო შენზე ეგ ბიჭი.
-Დედა საკმარისია, გეუბნები რომ ასე იყო საჭირო და მოხდა ასე. Თავადაც კარგად ვიცი მათე როგორი ბიჭია
-Შენ არაფერს იტყვი ? - სავარძელში, აქამდე ჩუმად მჯდომ მამას მიუბრუნდა.
-Მე რა უნდა ვთქვა? Ჩემთვის მთავარია რომ ჩემი ერთადერთი შვილი იყოს ბედნიერი. Მე მათეც მისით მივიღე და შევიყვარე რომ ჩემი შვილი ასე უყვარდა, მაგრამ ურთიერთობაში ვერ ჩავერევი. Არც კითხვას დავსვავ ისეთს,მათეს რომ არ შეშვენის და არ შევურაწყოფ მას. Უბრალოდ შვილო, დარმწუნებული ხარ შენ გადაწყვეტილებაში?
Შემრცხვა,იმ წამს ყველაზე მეტად შემრცხვა მამაჩემის.
Მშობლების, რომლებიც ჩემდაუნებურად თითქოსდა უკვე გათხოვილად წარმომიდგენდნენ და ახლა, სადღაც ზურგზე იარლიყი მქონდა მიბმული “გაშორებულის”.
Ისევ ჩემი თავის გამო ვინანე იმ ურთიერთობის საფუძვლის ჩასხმა,რომელიც ჩემ მშობლებსა და მათეს ჰქონდათ.


Მთელი ღამე ვერ მოვისვენე. Საწოლში ვწრიალებდი და ღია ფანჯრებიდან შემომავალ გრილ სიოს კვლავ თვალებდაჭყეტილი ვეგებებოდი.
Უკვე თენდებოდა გვერდითა ოთახში რომ შევედი, რომელიც აგერ უკვე ორი წელია “მათეს ოთახი”-ს სტატუსს ირგებდა.
Დედას როგორც ყოველთვის ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდა.
Საწოლზე ჩამოვჯექი.
Ის ღამე გამახსენდა, ქორწინებაზე რომ მელაპარაკებოდა, გონდაკარგული.
Უნებლიედ მეღიმება.
Რამდენჯერ შემოვპარულვარ გამთენიისას რო მისთვის უჩუმრად მეკოცნა და ცოტახნით ჩავკარგულიყავი იმ მკლავებში, რომელიც სამყაროს მერჩივნა- ერთ დროს.
Კარადის კარი ოდნავ გამოღებული მხვდება.
Ის ზაფხული მახსენდება,რამდენიმე ხელი ტანსაცმელი რომ დატოვა.
Რა იცის რა ხდებას გამართლებით.
Ფეხზე ვდგები, კარადას ვაღებ და მის ლამაზად დაწყობილი რამოდენიმე ხელ სამოსს ვხედავ.
Საკიდზე ჯერ კიდევ კიდია, ჩემი ნაჩუქარი კუბოკრული ნაჭრის პერანგი.
Ფრთხილად ვხსნი და ისე, თითქოს არ მინდა რომ ვინმემ გამომიჭიროს, სახესთან მიმაქვს და მის ჯერ კიდევ შემორჩენილ სურნელს ვგრძნობ მატერიაზე.
Პერნაგს ხელებს ვუყრი და მთელი სიმჭიდროვით ვიკრავ სხეულზე.
Საწოლზე მოკუნტული ვწვები და ისევ ვიხსენებ იმ დღეებს, რომლებიც ასე მრავლად იყო სითბოში ჩამალული.
Მენატრებოდა, ისე ძალიან მენატრებოდა,სულს მტკენდა ამ გრძნობით მოხეთქილი ცრემლები დარაბებზე.
***
Დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს.
Ჯერ კიდევ ვერ გამეხილა თვალები.
Ხელების ცეცებით ვცდილობ ამღერებული მობილურის პოვნას.
Ხელებში მოქცეულს ზანტად ვუსვამ თითებს და სახის ნახევარზე ვიდებ
-Გისმენ
-Გეძინა? - იმ წამს აღარ, უჩა იყო.
-Ა… არა, უფრო სწორად აღარ - საწოლზე ვჯდები და აჩეჩილ თმას სახიდან ვიწევ.
Მისი სიცილი მესმის
-Გამოდი აბა ჭიშკართან
-Სახლში არ ვარ… მოიცა, რა ჭიშკართან სად ხარ? - სწრაფად ვდგები და ფარდას ვწევ, ნახევარი სხეულით ისე ვეკიდები ღია ფანჯრიდან, რომ სულაც არ მახსენდება ჩემი საღამურისამარა სხეული.
-Გხედავ - ის ისევ ღიმილით საუბრობს, თუმცა მე ვერ ვხედავდი.
-Რას აკეთებ აქ, გაგიჟდი?
-Რატომ საუბრობ პატარა გოგოსავით, რომელიც მშობლებს შეყვარებულს უმალავს?
-Არავისაც არაფერს არ ვუმალავ და მერეც, მე შეყვარებულს არ ვმალავ, იმიტომ რომ არ მყავს და მაშასადამე არ ხარ
-Უშუალოდ ჩემზე რატომ აღიქვი? Მე უბრალოდ შედარება გავაკეთე
-Უჩა !
-Კარგი, კარგი.გელოდები და ჩამოდი
Ყურმილს ისე კიდებს,თითქოს არც არაფერიო, მე კი დაშტერებული კვლავ ფანჯარაში ვდგავარ და ყველაფრის გააზრებას ვიწყებ.
-Ჯანდაბა ! ჯანდაბა და ჯანდაბა !- გონს მოსული სწრაფად ვიწყებ რაიმეს მოძებნას, ჩაცმული კი ჩუმად ვიპარები საძინებლიდან იმის ცდაში, რომ მშობლებს გავეპარები.
Სამზარეულოდან გამოდიოდა დედას და მამას საუბრის ხმა, აშკარად დილის რუტინისამებრ ისხდნენ გვრიტები და ყავას მიირთმევდნენ.
Სამზარეულოს ფანჯარასთან გავლისას, როგორც ბავშვობაში, ახლაც ვიცუცქები და ასე გავდივარ “სახიფათო ზონას”.
Ჭიშკრის ურდულს ფრთხილად ვწევ და სხეულს გარეთ ვუბიძგებ.
Ის ისევ ისე, როგორც ყოვეთვის, საკუთარი სიმშვიდით დგას, მანქანის ღია კარში.
Ჯერ აქეთ-იქეთ ვიხედები, მთელ ქუჩას უმოძრაოს რომ ვიგულებ, მხოლოდ მაშინ ვდგავ მისკენ ნაბიჯს.
-Გაგიჟდი? Აქ რა გინდა - ჩემკენ იწევა და ისე მიკოცნის მარჯვენა ლოყას, ვითომც არაფერიო.
-Დავაშავე რამე და ვერ ვხვდები?
-Უჩა, შიგნით ჩემი მშობლები არიან
-Კაიი, ვიცი
-Ხო და რომ იცი, აი ამ წამს, აქ რა გინდა?
-Მეგონა ისე გაგიხარდებოდა ჩემი დანახვა, სახლშიც კი შემიპატიჟებდი
-Გავგიჟდები- ცალ ხელს დაცვარულ შუბლზე ვისვამ და თვალებს იმის იმედით ვაჭერ ერთმანეთს რომ გახელისას, იქ აღარ დამხვდება.
-Კარგი, ვხუმრობ. Უბრალოდ ნახვა მინდოდა, ახლა წავალ. Არ მეგონა ასე თუ არ გესიამოვნებოდა ჩემი ნახვა- თითქოს ხმაში წყენისა და გაჯავრების ნოტები შერეოდა, სულ სულ მცირედით.
Არ მინდოდა, იმ წამს მისი იქ ყოფნა არ მინდოდა, რადგან ზურგს უკან, ჭიშკრის მიღმა ჩემი მშობლები იყვნენ, მე კი არ ვიყავი მზად მათთან უჩაზე სალაპარაკოდ.
Არ ვიცი, იქნებ უბრალოდ არც მინდოდა რომ როგორც მათე, ისიც ასე უცებ გამეცნო ჩემებისთვის, მერე ისევ სიყვარულით მიეღოთ ის და ბოლოს კვლავ მე ამერია ყველაფერი.
Მაგრამ ჩვენ არც კი ვიყავით ერთად.
Მაგრამ ის სურნელი, ასე ახლოს რომ მიღიტინებდა, მონატრებას და სურვილს ერთად რომ მიღძრავდა.
Ნუთუ შეიძლება იყოს წამი, როდესაც მისი დანახვა არ მენდომება?
Მანქანიდან მოულოდნელად თამარა და ვატო რომ გადმოვიდნენ, აზრზე მაშინ მოვედი. Უჩას მანქანის დაბურული მინების მიღმა ვერც კი შევნიშნე ისინი.
-Ნორმალურები ხართ? - თამარას ვხვევ ხელებს შემდეგ კი ვატოს ვკოცნი.
-Ვითომ არ უხარია ჩვენი დანახვა- თამარას ხვევს ვატო ხელს.
-Აი ასე, ნამდვილად არა
-Კაი წავედით, რა - მანქანის კარი გამოხსნა უჩამ
-Შენ ნორმალური ხარ? Ამხელა გზაზე ჩამოვედით შენთან - თამარამ მომქაჩა მხარზე
-Შეეშვი - ისე ჩაჯდა მანქანაში აღარც შემოუხედავს ჩემთვის.
Ვიდექი და ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი.
Ნუთუ არ ვიცოდი, რომ არასწორი იყო ჩემი სიტყვებიც და ქმედებაც.
-Ძაან არასწორად იქცევი ნინე - წყენით იყო გაჟღენთილი თამარას ხმა, რომელიც ის იყო გვერდს ამივლიდა.
-Რა გავაკეთო მითხარი- მხარში ჩავავლე ხელი- გუშინ ვუთხარი რომ მე და მათე დავშორდით და ახლა
-Ჩვენ აქ როგორც შენი მეგობრები ისე ჩამოვედით, შენ კი უკან გვიშვებ
-Თამარა, გთხოვ
-Არაუშავრს, არაფერია. Რომ იცოდე ჩემი იდეა იყო, უჩა კი ამბობდა რომ გაბრაზდებოდი.
-Მოიცადეთ, ორი წამით რა- ის იყო შუა ქუჩაში ავტირდებოდი.
-Ნინე, არაფერია- ხელი მომხვია ვატომ- მესმის შენი, ცოტა სულელურად მოგვივიდა, არ ინერვიულო რა - თავზე ვგრძნობ მის კოცნას.
Ჭიშკრის ხმაზე, უკან ვბრუნდები, სადაც მამა იდგა
-Გამარჯობა
-Გამარჯობა - ხელი შემიშვა ვატომ და მამასკენ წავიდა - ვატო, ნინეს კოლეგა და მეგობარი
-Სასიამოვნოა, ჩემი ნინეს მეგობრების გაცნობა, თამარა როგორ ხარ ?- ვატოს უკან მდგარ თამარას გახედა მამამ.
-Კარგად ზურა ძია, თქვენ როგორ ხართ?
-Კარგად, კარგად
Გვერდი რომ ამიარა და მისი სურნელი ვიგრძენი, მხოლოდ ის გავარჩიე როგორ ჰქონდა მამასთვის ხელი ჩამორთმეული.
-Აქ რატომ დგახართ, შემოდით სახლში
-Არა, ბატონო ზურა, უბრალოდ გზად შემოვიარეთ - ბოლო სიტყვები ისე წარმოთქვა ჩემთვის მზერა არ მოუწყვეტია.
-Არ გვინდა ახლა არც ბატონო და არც მსგავსი სიტუაციების შექმნა. Წამოდით, დღეს ან საერთოდ ვერ წახვალთ აქედან და ან გვიან - ჭიშკრის კარი ფართედ შეაღო მამამ, ისე როგორც თავისი გულის, ჩემ ყველა მეგობართან თუ საყვარელ ადამიანთან.


Იმ დღეს, ჩემ ოჯახში, მამაჩემის პირისპირ მჯდომი სულ სხვა უჩა იყო.
Უჩა, რომელსაც არც კი ვცნობდი.
Უამარავ თემაზე მოასუბრე.
Დისკუსიებში თავით გადაშვებული.
Ზრდილი.
Გალანტური და რაც მთავარი ამავდროულად, საოცრად უშუალო უჩა.
Დილისა თუ შუადღის საუბრებსა და ამქვეყნიური ჭირ-ვარამის განხილვებს, საღამოს ეზოში, ხეივნის ქვეშ გაშლილი სუფრა შეენაცვლა.
Ვატოს თამარა მივუსვი გვერდით, თავად კი დედას დახმარებლად გვავედი.
-Კარგი ბიჭები არიან ორივე - ისე მითხრა, ცომის ზელვისთვის თავი არც მიუნებებია.
-Ვატო არის უსაზღროდ მასხარა, თავის იკავებს ახლა თორე - ხინკლის გულს ამოვურიე და წინსაფარი ავიფარე.
-Უჩაა საკმაოდ დინჯი, მაგრამ ეშმაკები დაუხტის თვალებში- წინადადება რომ დაასრულა გამომხედა, თითქოს ჩემ რეაქციას ელოდა.
-Ჰო, რავიცი. Იმდენად მხიარული არაა, როგორც ვატო - დაფას ფქვილი მოვაყარე.
-Ღირდა?
-Რა დე?
-Მათეს დაკარგვად ეს ბიჭი
Სახტად დავრჩი.
Მეგონა, რომ ამბობდნენ დედები ყველაფერს ხვდებიანო, მთლად ასე პირდაპირაც არ იგულისხმებოდა.
-Არაფერ შუაშია დედა ის, ყველაფერ მომხდართან - ცომის გუნდა ავართვი ხელებიდან და გაბრტყელება დავიწყე
-Ძალიან დიდი იმედი მაქვს - კარისკენ მიბრუნებულმა ოდნავ რომ წამოიკივლა მხოლოდ მაშინ გავიხედე. Კარში უჩა იდგა, გაღიმებული სახით.
-Შეგაშინეთ?
-Არაფერია, არ გელოდი უბრალოდ
-Მაპატიეთ, ნინეს ვეძებდი, წყალი მინდოდა და
Დედამ უსიტყვოდ აუვსო ჭიქა წლით და მიაწოდა.
-Ნინე, შენ რა თავად უნდა გააკეთო ხინკალი? - წყალი მოსვა
-Არ ეკადრება? - დედა დაუფარავად ავლენდა უჩას მიმართ არაკეთილგანწყობას და ეს ყველაფერი მისი მხრიდან ჩემთვის გამაოგნებელი იყო.
-Პირიქით, მოდით თქვენ გაბრძანდით, დაისვენეთ და მე მივეხმარები ნინეს - ჭიქა ნიჟარაში ჩადო ღიმილით და ხელებიც იქვე გადაიბანა.
-Არაა შვილო საჭირო, ჩვენ ოჯახში სტუმარები და მითუმეტეს კაცები ასე არ გვედებიან სამზარეულოში ფეხებში.
-Დედა- აქამდე გაოგნებისაგან დამუნჯებულმა ხმა ამოვიღე - იცი რა,მგონი შენ მარტოც მშვენივრად იზავ, სხვა თუ არაფერი ამ ოჯახში, სტუმართმოყვარეობა დიდია და თანაც შენ ნამდვილი ოჯახის ქალბატონი ხარ- წინსაფარი მოვიხსენი, ახლა მე გადავიბანე ხელები და სამზარეულოდან გამოვედი. Ნაბიჯების ხმით მივხვდი რომ ისიც უკან მომყვებოდა.
Სახლის უკანა ეზოში, ხეხილის ბაღებში გავედი.
Ბლის ხეზე ჩამოკიდებულ ჩემ ჰამაკში ჩავჯექი.
Ჩემ წინ იდგა.
Უბრალოდ იღიმოდა და არაფერს ამბობდა.
-Როგორც წესი, ასეთი არაა
-Უბრალოდ, მათე უყვარს ძალიან და მის გარდა შენ გვერდით ვერავის წარმოიდგენს - ჩემ გვერდით ჯდება. Მაცხენა ხელით სახეზე ჩამოვარდნილ კულულს ყურს უკან მიწევს და კვლავ თავის ჰიპნოზს მიკეთებს.
Მერე თმისსამაგრს მხსნის და თმას ათავისუფლებს.
-Ბოდიში რა, უბრალოდ ასე არ იქცევა ხოლმე- სახეს ვერ ვწევდი სირცხვილისგან.
Ყველას თვალში ისე ეწყობოდა, თითქოს უჩას ბრალი იყო, რომ მათესთან ამდენხნიანი ურთიერთობა გავანადგურე.
Თითქოს იმის გამო, რომ რეალურად მე არ ვიყავი ჩემ გრძნობებში გარკვეული, ის ისჯება.
-Შენ არ იდარდო მაგაზე კარგი? Პირიქით რომ მოქცეულიყო ის უფრო გამიკვირდებოდა - ჩემ თმას წაეთამაშა.
-Უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი დალაგდეს და ასე დამძიმებული აღარ ვიყო - სახეზე ხელებს ვიფარე და ფილტვებიდან ვცდილობ ის დამძიმება ამოვთქა, ასე მძიმედ რომ მაწვებოდა.
-Უნდა მორჩე სინანულს, დარდს, ამ ფიქრებს და რისთვისაც აქამდე მოხვედი, ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი უნდა იყო
-Მაპატიე კარგი, დილით ასე ცუდად რომ მოგექეცი. Ზუსტად ამ ყველაფრის შემეშინდა.
-Მეც უნდა დაფიქრებულიყავი სანამ ასე მოგადგებოდი
-Მშიშარა ვარ, იცი როგორი მშიშარა ვარ?! Ნაბიჯების მეშინია. Არ მინდა რომ შემეშალოს და ყველა ნაბიჯს სულ სულის კანკალით ვდგავ. Შეცდომების მეშინია და სინანულის
-Შენ რა,არ იცი ის ბანალური ფრაზა?! “Შეცდომებზე ვსწავლობთ” ?
-Უჩა !
-კარგი , ჰო - იცინის და თავზე მკოცნის.
-დედამ შეიძლება გამოიხედოს და იცოდე, წყევლა არ იცოდა, მაგრამ ახლა ეგეც რომ დაიწყოს არ გამიკვირდება
-Არა და როგორ მარტივად შემიძლია იცი, თავი რომ შევაყვარო
-Როგორ? - აციმციმებულ თვალებში ვაჩერდები
-Ძალიან, ძალიან მარტივად და ძალიან ძლიერად - კიდევ ერთხელ მკოცნის.
-Ნინე ! - სამზარეულოს ფანჯრიდან მესმის კიდეც დედაჩემის ძახილი.
-Მეც მომკლავს და შენც ზედ მოგაყოლებს, ახლა ნამდვილად იფიქრებს რომ ერთად ვართ- ჰამაკიდან ვდგები და აჩეჩილ თმას მხრებს უკან ვიყრი.
Ისიც ჩემსავით დგება, მაბრუნებს და თმას თავისი ხელით მიკრავს.
-Უჩა კაი რაა
-Ჩუ, მიდი მიეხმარე დედას ხინკლის მოხვევაში და თუ შველა დაგჭირდა დამიძახე- ჩემზე წინ წავიდა და ეზოში გაშლილ მაგისად დაუბრუნდა.


Დედა ხმას არ იღებდა.
Შიგადაშიგ მხოლოდ თუ ამოიხრავდა ხოლმე და თავს დანანების ნიშნად გაიქნევდა ხოლმე.
Მეც არ მინდოდა მასთან კამათი და ჯიუტად არ ვძრავდი სიტყვას.
Მას ვგავდი.
Ვიცოდი რომ ელოდა, მხოლოდ ერთი სიტყვა რომ წარმომეთქვა და კარგად “დავებომბე”.

Ოხშივარი ადიოდა ჩემ ხელში მოქცეულ ხინკლებს და სუფრას სადაც ჩემი ხალხი იჯდა.
-Ესეც ჩვენი ხინკალი - შემთვრალიყო ჩემი მამიკო - მამას გულის გოგო - მის მუხლებზე მისვამს, ხელებ გათავისუფლებულს და კულელებს მიწელავს - ჯერ პატარები ხართ, ახალგაზრდები. Აი ეს ჩემი ღვინო, ახლა რომ კარგად გვაშარაფებს და ტკბილ მოგონებას გვიტოვებს, უკვე წლების დაღვინებულია და ჩვენც საამოდ გვათრობს, დაღვინების ბრალია და წლების. Ხო და, აი თქვენც რომ დაღვინდებით და შექმნით ოჯახებს, მამები რომ გახდებით ბიჭებო, ახლა ქალბატონებზე არ მაქვს საუბარი და თქვენს გრძნობებზე. Აი რომ გახდებით ბიჭებო თქვენ მამები, რომ გაიგებთ შვილის სიტკბოებას,მაშინ მიხვდებით რომ ცხოვრება ამად ღირდა- ლოყაზე მჩხვლეტარე კოცნას მიტოვებს მისი ულვაშები - ერთადერთი მყავს ჩემი ნინე, ასე ინება უფალმა. Ბევრი კაცისთვის ხომ იცით, მაინც ბიჭის მამობა რომაა საოცნებო. Აი ამ ქალბატონის სუნთქვას გეფიცებით, ერთი წამით არ გამიფიქრებია ეგ. Განა არ მინდოდა ვაჟიც, მაგრამ ნინე, აი ის ციცქნა ნინე, ამხელა ქალამდე რომ მოვიდა, მთელი სამყარო იყო ყოველთვის ჩემთვის და ასეც იქნება. ბიჭებო , მთავარია იმის ღირსები იყოთ ცხოვრებაში რომ დაგიძახონ “მამი” ამაზე ტკბილი, არაფერი მეგულება.ჩემი ნინე, პატარა იყო, აი წყაროს გზა რომ ამოიარეთ, იქ წამექცა ქვიან გზაზე და გეფიცებით, იმხელა კაცი, მეც მასსავით ვტიროდი, სანამ სახლამდე არ მოვიყვანე. Მამა როცა ხარ, ყველაფერი იცვლება შენში, საერთოდ ყველაფერი - ახლა შუბლზე მკოცნის.
-Აი უჩას ყავს პატარა და,რამდენისაა ახლა კეკე? - უჩას უყურებს ვატო
-5 - იდაყვებით ეყრდნობა გაღიმებული უჩა მაგიდას
-კეკე, აი რავიცი. Ალი-კვალი უჩა არის. Კი ვერავინ ფიქრობს შვილი კი არა, და რომაა. Ზურა ძია, მე ეგეთი და-ძმობა კი არა, მამაშვილობა არ მინახია
-Არ ვიცოდი და თუ გყავდა - ჩემი ფიქრები თამარამ გაახმოვანა
-Ჰო, გაგაცნობთ მერე აუცილებლად
-Ყოჩაღ, უჩა. Აი შენ კი უნდა იცოდე მაშინ დაახლოებით რაზეც ახლა ვსაუბრობდი.
-Კარგადაც ვიცი ზურა, მამის გარდაცვალების მერე გვეყოლა კეკე
Არ ვიცი რაზე უფრო ჩამწყდა გული, იმაზე რომ კეკეს მამა არც კი ყავდა ნანახი, თუ იმაზე რომ უჩას უწევდა ყოფილიყო ის მამა, რომელიც კეკეს არასდროს ეყოლებოდა.
-Მართლა ყოჩაღ შვილო შენ,კარგი ბიჭი ხარ ძალიან - მხარზე დაადო მამამ ხელი
-Მადლობა - მზერა უსასრულობაში ჰქონდა ნატყორცნი, ან ხედავდა ჩემ ცრემლებით გაჯღენთილ მზერას.


Გვიანი იყო, რომ ავიშალეთ.
Მეორე სართულზე ავდიოდით, ბავშვები უნდა დამებინავებინა, ქვემოდან დედამ რომ დამიძახა
-Ხო დედა - მოაჯირს გადავეყუდე, დანარჩენებიც ჩემთან ერთად იდგნენ
-Ბიჭებს მათეს ოთახში გაუშალე საწოლი- გამარჯვებულის ღიმილით ამომხედა
-Მივხედავ დედა როგორმე, მადლობა.
-Რას იტყვი, აი აგერ ტერასაზე რომ დავიძინოთ უჩა? Ნახე რა კარგი დივანია - ხელი გადახვია წარბშეკრულ უჩას ვატომ ნაძალადევი ღიმილით.
-Დედაშენმა ჩემი მტერი ამოიღოს თვლაში - სახტად დარჩენილს დამექაჩა თამარა და ჩემიანად შეაღო კარი. Ბიჭები დივანზევე ჩამოსხდნენ ტერასაზე.
-Აი ამიტომ არ მინდოდა თამარა, აი ამიტომ - საძინებლის კარს ვხსნი და ხმაურითი ვიხურავ უკან.
-Კაი, არაუშავრს რა- საწოლზე ჯდება
-Სირცხვილია თამარა, წეღანაც როგორ კბენდა იცი სამზარეულოში? Დავიწვი სირცხვილით, თანაც ჩვენშორის არაფერი გესმის? - კარადის კარს ვაღებ და თეთრეულს ვიღებ
-Კაი ახლა, მეც დედაშენი ხომ არ გგონივარ? Რას მატყუებ
-Რას გატყუებ? Რა ხდება ჩვენ შორის გაფიცებ
-Ვერ ხედავ როგორ გიყურებს? Კაი შენ როგორ უყურებ მაგას ვერ დაინახავ მარა
-Მზერა ერთია და ურთიერთობა მეორე
-Მიენდე დინებას და ქალბატონ სანდრას
-Თამარა
-Კარგიიი- ხელებს დანებების ნიშნად აღმართავს და ფეხზე წამომდგარი კარს მიღებს ოთახიდან გასასვლელად.
“Მათეს” ოთახს გვერდს ვუვლი და მეორე საძინებლის კარს ვაღებ
-Ხომ არ გინდა შენ და ვატოს ცალკე გაგიშალოთ?
-Რა სისულელეა, მე შენთან ვიძინებ, აგერ დაიძინონ ვაჟბატონებმა.
Ერთ საწოლს მე ვაკრავ თეთრეულს, მეორეს ის.
-Მართლა, რომ დაგანახა როგორ გიყურებს - ბალიშს იფარებს სახეზე
-Გთხოვ, უარესად ნუ მრევ - საწოლს ვასწორებ და მოლაქლაქესაც ვეხმარები, მალე დასრულებაში.



Უკვე ზეცა ღიავდებოდა და ღიად დარჩენილი ფანჯრებიდანაც შემოდიოდა განთიადის მაუწყებელი მამლების ყივილი.
Არ მახსოვს თამარასგან გაბრუებულს როდის ჩამეძინა, მთელი ღამე ვატოზე მესაუბრებოდა დაუღალავად.
Სკამზე მიფენილი ჟაკეტი მოვიხურე მხრებზე და ტერასაზე ფეხაკრეფით გავიპარე.
Დივანზე მჯდომი უჩა დამხვდა სიგარეტით ხელში.
Მზერა ჩემი ტერასიდან გადაშლილ პეიზაჟებზე შეეტოვებინა.
Გვერდით მივუჯექი ფრთხილად, არ მინდოდა ფიქრებიდან მომეწყვიტა.
-Განთიადის ვარკვლავი ხარ - ისე წარმოთქვამს დაბოხებული ხმით, ჩემკენ არც კი იყურება
-Დილამშვიდობის
-Დილამშვიდობის, გინდა? - ჩემკენ ბრუნდება და სიგარეტის კოლოფს მაწვდის. Მზერას ეზოს ვავლებ.
-Ჯერ არ ღვიძავთ,არ გამოსულან გარეთ- ფიქრებს მიხვდება. Მეც ერთ ღერს ვიღებ და თავად მიკიდებს.
-Დიდიხანია აქ ხარ?
-Მთელი ღამე - მკლავს დივნის საზურგეზე შლის, ჩემ ზურგს უკან
-Გეგის ეძინა ხოლმე სულ აქ, საძინებელში ვერ შემყავდა - ისევ მოგონებები მიტევს.
-Მამაჩემი იყო ნარკომანი, კაიფში გაიპარა. Ამიტომ ვიცოდი მაშინ ამდენი
-Მე კი რა სისულელები გითხარი
-Გავიგე რომ იყიდა, იმ დღეს ამიტომ ავედი შენთან
-Მაპატიე რა, ის სისულელები რაც გითხარი და რაებიც გავაკეთე
-Სრულიად ლოგიკური იყო ყველაფერი.
-Ჯერ კიდევ თავს ვაჯერებ,რომ სადღაც აქ არის, ცოტა შორს- თვალის უპეებიდან ცრემლებს ვიშორებ.
Ის ჩემ უკან გაშლილ საკუთარ მკავს მხრებზე მხვევს და მეც მკერდზე ვადებ თავს.
-Თბილისში რომ ჩავალთ კეკეს გაგაცნობ - სიჩუმეში მისი სულ სხვანაირად გამთბარი ტემბრი ლივლივებს
-Ნაყინი უყვარს? - ოდნავ ვწევ თავს და ვაჩერდები
-Უფრო მანდარინები და კიტრის მწნილი - იცინის ის და წამიერად დახუჭული თვალების მიღმა, ალბათ კეკეს რომელიმე მოგონებას ახვევს.
-Მეც ძალიან მიყვარს, აუ იცი როგორ ძალიან?!
-Ვიცი, ვიცი - იცინის ის და თავზე მკოცნის.


Ქვემოთ კარის გაღების ხმა ისმის, ჩამწვარ სიგარეტის ღერს თითებიდან მაცლის და საფერფლეში სრისავს.


***
Იმ დღისით, საღამოს, თბილისში დავბრუნდით.
Ყოველ ჯერზე მარტოდ დატოვებულ ჩემ სახლში შენ სურნელს ვგრძნობ და გელოდები რომ იმ კედლის ძირში, შენ რომ უსულოდ გიპოვე, გაღიმებული, ჩაცუცქული დამხვდები და ისევ დამიძახებ “ნინეკოს”.
Მე კი მზერას ამჯერადაც სიცარიელეს ვუსწორებ და შენ არ ხარ !
Სამსახურში საქმეები იმატებდა,თბილისში კი ტემპერატურა.
Ვეღარც ჩემი მანქანის გაგრილების სისტემა მშველოდა. Უჰაერობა ჩამდგარიყო თბილისის ქუჩებში.
Შუქნიშანზე ვიდექი,ჩემ სივრცეში ეტტა დარდებს ღვრიდა.
Იცით ალბათ არა? Მისი დარდი “i'd rather go blind”
Სულის კედლებს ეხებოდა ყოველთვის მისი თითოეული სიტყვა.
Გადასასვლელზე უეცრად მომჭრა თვალი ნაცნობმა სიფერადეებმა.
Ის იყო.
Ქალბატონი სანდრა თავისი ბეჭდებითა და თავშლებით, ბოშური წითელი კაბით და თავისი პომპეზურობით.
Არ ვიცი როგორ ან რანაირად, ზუსტად ჩემი ავტომობილის წინ ჩერდება და საქარე მინების მიღმა ღიმილიანი, არა ! გამარჯვებულის სახით მიყურებს.
Ვშტერდები.
Ფანჯარასთან ისე მოდის, მზერას ვერ ვწყვეტ, ის კი მინას თავისი ოთხივე თითზე წამოცმული ბეჭდებით უკაკუნებს.
Ინსტიქტურად ვწევ ფანჯარას.
-Რაო ჩემმა შავტუხა ბიჭმა, აგირია თავგზა?
-Უკაცრავად?!
-Ნინე,ნინე- მარაოს სახესთან მსუბუქად არხევს და ოდნავ იხრება, თითქოს რაღაც საიდუმლო უნდა გამანდოს - მოიშორე მაგ თავიდან უაზრო ფიქრები, სხეულს კი მიეცი ღელვის ნება, ის ისაა - ხითხითებს და ისე შორდება ჩემ მანქანას უკვე ანთებულ მწვანე ფერს სულაც არ აქცევს ყურადღებას და მშვიდი ნაბიჯებით აგრძელებს მეორე მხარეს გადასვლას.


***
Ორი კვირა ისე გავიდა უჩა აღარ გამოჩენილა აღარც ჩემ და აღარც მის აივანზე.
Თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
Ტასიკო კვლავ ზინაიდას “ბიზნესს აყვავებდა”
Ვატო თამარას აყვავებდა,თამარა კი ვატოს ათრობდა.
Იმ დროის მანძილზე მე ფიქრები შემოვიკრიბე აბჯრად და მაშინ როცა ზეცა ღიავდებოდა, ბოლო ამოსუნთქვასავით შემორჩენილ ბნელს ვატანდი წერილებად.
Იმ ღამეს მეძინა.
Უკვე შუაღამე გადასული იყო ტელეფონზე რეკვა რომ ატყდა.
Ჩემი ერთ-ერთი ფილიალის მოლარე რეკავდა
- გისმენ მარიამ - მე ჯერ ისევ თვლაებს ვიფშვნეტდი
- ნინე, ბოდიში რა…- ხაზე ეტყობოდა რომ ტიროდა.
-რა ხდება მარიამ - საწოლზე ვჯდები
- ნინე, გაძარცვა ცადეს, მოდი რა
- მარიამ, ნორმალურად მითახარი რა ხდება, გთხოვ- ფეხზე ვდგები და ჩაცმას ვიწყებ.
-გთხოვ მოდი, მგონი არ სუნთქავს.

Არ მახსოვს, როგორ მოვახერხე ჩაცმა, სახლიდან გასვლა და საერთოდ როგორ აღმოვჩნდი ფილიალში.
Სალაროს წინ ახალგაზრდა ბიჭი, ჯერ კიდევ უგონოდ მყოფი ესვენა. Თვალებდასიებული მარიამი იატაჯზე, პირზე ხელებაფარებული, გულამომჯდარი ტიროდა, ქეთი სალაროს სკამზე იყო მისვენებული.
Მაშინვე პულსი გავუსინჯე მძარცველს. Იქვე ძირს მიგდებული იარაღიც იმ წამს შევნიშნე.
Ფეხი მივკარი და უფრო შორს გავაცურე.
-Ქეთი, მომიყევი რა მოხდა, მარიამ წყალი მომიტანე
-Სალაროსთან ვიყავი, მერე შემოვიდა, ყვირილი დაიწყო, მარიამი გასული იყო, სიგნალიზაციის ღილაკას დავაჭირე, მერე მარიამი მოვიდა და თავში ცეცხლმაქრი ჩაარტყა, ნინე მკვდარია? - არეულად საუბრობდა ქეთი.
-Ცოცხალია, დამშვიდდით ორივე, რომელიმემ პატრული და სასწრაფო გამოიძახეთ. Ჟაკეტის ჯიბეში ტელეფონი მოვნახე და ვატოს დავურეკე.
-Ჰო ნინე
-Ვატო, ობიექტზე შემოიჭრდნენ
-Რა? Ვინ, სად?
Ბიჭის ჯიბეებს ვქექავ და საფულეს ვპოულობ, პირადობის მოწმობას ვაკვირდები
-Კიტა ბურდული
-Ნამდვილად ეგ სახელი და გვარია?
-Პირადობას ვუყურებ ვატო, მოდი რა პატრულს და სასწრაფოს ვიძახებ
-Არა - აშკარად ყვირის
-Რა? - ჩემ წინ ჩამუხლული ქეთი ის ისაა მიესალმა ოპერატორს - გათიშე
-Მისმინე, დამელოდე, მოვალ, შეათრიეთ სადმე რა - ისე მიკიდებს ყურმილს ჩემ პასუხს არც ელოდება.
Ქეთის ტელეფონი ჯერ კიდევ ყურთან აქვს, უნებართვოდ ვართმევ ხელებიდან
-Დიახ, უკაცრავად, ეზოში იყო ჩოჩქოლი და დაიშალნენ, მადლობა და უკაცრავად- სასწრაფოდ ვთიშავ და ფილტვებიდან ჰაერს გამოვიტუმბავ.
-Დამშვიდდით ორივე და მომეხმარეთ, ვატო სანამ მოვა, შიგნით უნდა შევიყვანოთ. - უზარმაზარ სხეულს, მკლავებში ჩაფრენით მივათრევთ მე და ქეთი და სამზარეულოში იატაკზეღა ვუშვებთ ხელს. Გარეთ გამოსული, კარს გასაღებით ვკეტავ.
-Მისმინეთ, დამშვიდდით ორივე, არაფერია სანერვიულო, გავარკვევ კარგით ყველაფერს - ათრთოლებულ გოგონებს ხელს ვხვევ და ორივეს ვკოცნი - მიდი გადით ცოტახნით გარეთ და დამშვიდდით.
Გოგონები როგორც კი გადიან, სალაროს ქვეშ შევარდნილ იარაღს ვიღებ და პარკებში ხელების კანკალით ვახვევ.
Მკვეთრი დამუხრუჭების ხმა იქცევს ჩემ ყურადღებას.
Კარში ვატო და უჩა ერთად შემოდიან.
-Ნინე - ვატო მთელი ძალით მიკრავს გულში
-Კარგად ვარ, დამშვიდდი
Ორივე სახეზე სრულადაა წაშლილი.
-Იცნობთ ხო? - მაშინვე ვხვდები სიტუაციის არსს
-Სადაა? - მზერას არ მისწორებს უჩა. Თითქოს დაბარებულივით ისმის კარზე ბრახუნის ხმა და უამრავი უშვერი სიტყვა.
-Გასაღები მომეცი ნინე - ვატო მუდარით სავსე თვალებით მიყურებს.
-Ბატონო?!
-Ნინე - სულ სხვანაირი იყო მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელიც
-Სულ ფეხზე ვინაა თქვენთვის, შემოიჭრა, გოგოები ნახეთ რა დღეში არიან? Აი ამ - სალაროზე დადებულ იარაღს პარკს დაუფარავად ვაცლი და ხელში ვათამაშებ- ამ იარაღით ემუქრებოდა ქეთის და ახლა რა გინდათ გასაღები მოგცეთ და გამოგაშვებინოთ?
Უჩა ისე მართმევს ხელიდან იარაღს, როგორც საშიშ ტერორისტს, მაჯაში მოჭერილი მისი თითები ძვლებს მტკენს.
-Გასაღები - მეწყინა მისი სიუხეშე - ნინე დროზე ! - შიშისგან ხელები ინსტიქტურად ავიფარე ყურებზე, მის ღრიალზე.
-Რა ჯანდაბა გჭირს - ხელს კრავს ვატო და ჩემკენ იწევს. Მე ხელით ვაჩერებ
-Არ მომეკაროთ არცერთი- ცრემლები ჯებირებიდან მეპარებიან, მე მას ვუყურებ, ის კი თავის ჩაშავებულ თვალებს, ბოლო სიტყვის ბოლო ბგერებში შეპარული ცრემლებისას მისწორებს - გასაღებს სახეში ვესვრი და გარეთ გამოვდივარ. Კართანვე ვჩერდები და ვცდილობ როგორმე სუნთქვა აღვიდგინო.
-Ნინე, კარგად ხარ? - ქეთი მოდის ჩემთან, სახეზე ფერი დაბრუნებოდა.
-Კარგად ვარ, კარგად არ იდარდოთ- ნაძალადევად ვუღიმი და ბარდიუმზე ვჯდები.

Ის განთიადი სხვა იყო.
Ფიქრები კი არ მიდიოდნენ, ერთიანად მესხმოდნენ თავს.
Გაბმულ ზუზუნად ჩამესმოდა ყველაფერი.
Მხარზე შეხება ვიგრძენი, ვატო იყო.
Მის უკან უჩას ვხედავ, რომელსაც აწ უკვე ცნობილი კიტასთვის კისერში წაევლო ხელი და მანქანისკენ მიათრევდა.
-Სახლში წადი და გამოვალთ კარგი, უნდა ვისაუბროთ
-Მიბრუნდი და აი იმ გოგოებს მოუხადე ბოდიში, მე კი შემეშვით - ფეხზე ვდგები და გვერდით გავდივარ, მეორე სმენასთან დასარეკად და ადრე მოსვლის სათხოვნელად.
Უკან მიბრუნებული ვხედავ როგორ ესაუბრება ვატო გოგონებს.
Ის კი მანქანის ღია კარში დგას, სახურავზე ხელებ დაყრდნობილს სახე არ უჩანს.
-Გოგონებო, გზაში არიან უკვე ანა და ბექა, აქვე დაელოდეთ და წადით მერე, შემოვივლი მოგვიანებით და ვისაუბროთ კარგით?
-Კარგი ნინე, მადლობა - ორივე სათითაოდ მეხვევა.
Ზურგსუკან მესმის ვატოს ძახილი, მე მანქანში ვჯდები და უკანმოუხედავად მივდივარ.

Ავირიე
Შემეშინდა
Მეწყინა
Მეტკინა
Თავში აურზაურია და სადღაც შორიდან გონება მიკივის “ვინაა?!” “რას წარმოადგენს?!”

Მისაღებში დივანზე ვიჯექი და სიგარეტს ვეწეოდი.
Კარზე ზარის ხმა იყო.
Საათის ისრები უკვე დილის 09:07-ს უჩვენებდა.
Ვერც კი გამეგო ისე გასულა დრო.
Კარს იქით უჩაა.
Თავის თეთრ კედებს ისე დასჩერებოდა, თვალსაც არ ახამხამებდა.
Მე სხეულს უთქმელად ვწევ ვერდით.
Ის შემოდის.

Მე დივანზე ვზივარ.
Ის ჩემ საზარეულოში ყავას იმზადებს.
Მერე ჩემ წინ პატარა მაგიდაზე ჯდება და ქაფქაფა ყავას სვავს.
-Მისმინე - საათივით გაწელილი დროის შემდეგ იღებს ის ხმას.
-Დამამცირე !
-Მომისმინე
-Შენი გოშიასავით ბრძანებები მომეცი
-Ნინე, მომისმინე - ის ინარჩუნებდა ტემბრს, მე ვერა
-Დამნაშავე ისე გამაშვებინე თითქოს მხოლოდ ხულიგანი ბავშვი იყო, რომელმაც მეზობლის ფანჯარას ბურთი გაარტყა
-Ნინე
-Შენ მე ვინმეში ხო არ გეშლები?- ვკიოდი
-Ორი წუთი გაჩერდი ეს დედა მ….ული !- მთელ კისერზე დაჭერილი ხმისგან ძარღვები ებერება
-Თითის დატკაცუნება დაგაკლდა. Იცი რა? Გაქრი - მზერას მისწორებს - ჯანდაბაში წადი და საერთოდ აღარ გამოჩნდე ჩემ ცხოვრებაში და მეორედ - სახესთან ვუქნევ საჩვენებელ თითს- არ გაბედო და ეგრე არ მომექცე, არ გაბედო და არ მიღრიალო. Არ ვაპირებ შენ ჭკუაზე გავიარო, სახელიც ვიცი იმ ბიჭის და გვარიც, დღესვე დავწერ საჩივარს- ჩემ მონოლოგზე თვალებს რამდენიმე წამით ხუჭავს, ვხედავ როგორ ასდის კვამლი.
-Მე დავსჯი - იწყებს დალაგებული ხმით, მე სიმწრისგან ვფხუკუნებ. Თვალებს ახელს და მზერას მისწორებს - მე ვპატრონობ, ქუჩიდან მყავს წამოყვანილი და მე ვზრდი ჩათვალე, ჩემი პასუხისმგებლობაა ეგ ბიჭი ნინე
-Შენ რა, ნათლია ხარ?
-Ნინე, ამ ყველაფრს ახლა საერთოდ არ უნდა გიყვებოდე და მოიშორე ეგ ცინიზმი ორი წუთი და მომისმინე რა
-Შენ მომისმინე? Საერთოდ დაფიქრდი რა მდგომარეობაში ჩამაგდე?
-Ნინე, აზვიადებ ძაან, შენ თავს გეფიცები- მუხლებს ედაყვებით ეყრდნობა
-Საერთოდ ვინ ხარ უჩა?
-Არ გინდა მაგის ცოდნა ნინე- იატაკს აჩერდება, რამდენიმე წამს მგონია რომ არც კი სუნთქავს
-Იქნებ მინდა?
-Ნინე
-Რა ნინე უჩა, რა ნინე - ცრემლების გემოს ვგრძნობ - საერთოდ ხვდები რომ თითქმის ერთი წელია შენ უჩა ხარ და მე ნინე და მეტი არაფერი?! Საერთოდ რომ არ გიცნობ და არაფერი არ ვიცი შენზე ხვდები? Საერთოდ დაფიქრებულხარ? Გეკითხები დაფიქრებულხარ?! Თუ საერთოდ არც კი გადარდებს ეს ყველაფერი და მათშორის არც მე
-Იქნებ ძალიანაც რომ მადარდებ ამიტომ არ გაცნობ თავს?
-Კარგი რა, უჩა კარგი. Ისიც მითხარი გიფრთხილდებიო, გიცავო და აი აქვე გავწვები სიცილით - ლოყებიდან ცრემლებს ვიწმენდ მე
Მთელი სხეულით იწევა წინ, ჩემკენ.
-Ნუ ტირი რა
-Ძალიან დავიღალე უჩა, საერთოდ ვერ ვხვდები ვერაფერს
Ჩემ სახეს ხელებში იქცევს და ცერებით ცრემლებს მწმენდს.
-Ყველაფერი გაივლის და დალაგდება, ყველა კითხვასაც თავისდროზე პასუხი გაეცემა ნინე - ცრემლების მორიგ ნაკადას ტუჩებს ახვედრებს - კარგად იქნები, გპირდები - ტუჩებზე მკოცნის. Მერე ფეხზე დგება, მე კი უმისოდ დარჩენილს სიცივე მასკდება.
-Არ წახვიდე- კარში ვაწევ სიტყვებს. Არ ბრუნდება, მხოლოდ ადგილზე დგება - არაფერს გკითხავ, უბრალოდ იყავი - ფეხზე ვდგები, ჩვენ შორის მანძილს წამებში ვფარავ და ზურგიდან ვხვევ ხელებს.
-Უფსკრულში გადაგიყოლებ ნინე - თითქოს სიტყვები ძლივს ამოთქვაო
-Გადმოგყვები

Ჩემ სხეულს ისე შემოეძარცვა სამოსი, როგორც შემოდგომისას ხეებს ერთი დაბერვით ოქროსფერები.
Ისე დაატარებდა თითებს ჩემ სხეულზე, როგორც პიანისტი როიალის კლავიშებზე- მოზომილად, სინაზითა და სინატიფით.
Მისი სველი კოცნების ნაკვალები წამის მეასედში ორთქლდებოდა ჩემი გავარვარებული სხეულიდან.
Იმ წამს, ალბათ თავი დედოფალიც მეგონა, სამყაროში ყველაზე სასურველი ქალი, თითქოს სხეული ამიყვავდა.
Ისე რომ არც გიყურებდი, მხოლოდ შენი მზერა მედგა თვალწინ, შენი სიშავეები.
Ჩემ მკერდზე მოსვენებულს, მოკლედ გადაკრეჭილ თმაზე გეფერებოდი.
წინ გადმოყრილ ჩემ კულულებში გქონდა სახე ჩამალული.

Სიჩუმე
Და მხოლოდ ჩუმი გულისცემის ხმა
Ალბათ ესაა ჩვენი, ჩემი და შენი საუკეთესო მელოდია.





***
-ანუ ერთად ხართ? - სიხარულისგან კიოდა და ხტოდა თამარა
- გოგო გაჩერდი, რა გაკივლებს - დივანზე ჩემი ყავის ჭიქით ვჯდები.
- რა გავჩერდე ღადაობ? - ჩემ გვერდით ეშვება და საწრუპს ათამაშებს თითებში- ოხ დიდებულო სანდრა ! შენ ყოფილხარ პიროვნება
- გაჩერდი მეთქი გოგო- მეცინება მის აჟიტირებულობაზე.
- ვატო გამოშტერდება, იმედია ვაჟბატონმა ჩემზე ადრე არ გააგებინა ხო?
- რა ვიცი მე თამარა რას ჭორაობენ ისინი - მეცინება და ყავას ვსვავ
- არაა, უჩა არ ეტყოდა, ადექი ახლა, სანდრასთან მივდივართ, ვარდები უნდა მივართვა
- მოისვენე ქალო ! ვარდები არა, ვირის ტვინი უფრო გაუხარდება მაგას და ყვავის ფეხი
- არა, უმადური რო ხარ, არ გითხრა ქალმა და არ აგიხდა?
-იცოდე გაგაგდებ ახლა
- კარგი ხო, მარა იცოდე აუცილებლად წავალთ სანდრასთან - თითს გამაფრთხილებლად მიქნევს და მეც სიცილით ვურკავ თავს.

***
Მე არ დამისვამს კითხვები.
Ყოველი საღამო და განთიადი მყოფნიდან.
Მისი შეპარული სიცილი და ამ სიცილის დროს დაპატარავებული მისი სიშავეები.

Იმ დილით მარტოს გამეღვიძა.
Საწოლზე მიფენილ მის მაისურს ვირგებ სხეულზე და საძინებლიდან გავდივარ.
Სამზარეულოდან არც მეტი და არც ნაკლები ბიბი კინგის ხმა მიხმობს.
Ვხვდებოდი ნელ-ნელა როგორ მიზიარებდა ნებით თუ უნებლიეს მის ცხოვრებას.
Როგორ დაუფარავად მჩუქნიდან მოულოდნელ ჩახუტებებს, ღიმილებს, სიცილებსა. Ყავას 2 - 3-ზე. Მარწყვის ჯემიან ტოსტებსა და ახლა უკვე მის სიმღერებს.
Სამზარეულში იდგა, ტან ზემოთ შიშველი.
Ტოსტებს ამზადებდა და შიგადაშიგ მარწყვის ჯემს იპარავდა კოვზებით.
Მე კარს მიყრდნობილი, დაშტერებული, გაღიმებული ვუყურებდი.
Ისე მომინდა მისი ჩახუტება, ჩვენ შორის მანძილი ერთწამში დავფარა და ზუსტად ხერხემალზე მივაკარი ტუჩები.
-Დილამშვიდობის - ოდნავ ვაშორებ ტუჩებს და წარმოვთქვამ. Ჩემ შემოხვეულ ხელებს წინიდან თავისით იჭერს და უფრო ძლიერად მიკრავს სხეულზე.
-Მე კი ვიფიქრე, სანამ გეძინა მოვასწრებდი ჩემი ტოსტების შეჭმას
-Როგორი რომანტიკოსი ხარ - მხარზე ვკოცნი


Აივანზე ვისხედით.
Გარეთ კოკისპირულად წვიმდა.
Ის კი ისევ ისე, მაისურის გარეშე იყო, მე კი მის მუხლებზე მჯდომი, მოყუჟული ვემალებოდა წვიმის წვეთებს.
-Რამდენი ტატუ გაქვს რა არის - მეცინება მე და ხელში მის მტევანს ვიქცევ.
-Არ მოგწონს? - ღიმილით მაკროს მოშიშვლებულ მხარზე ტუჩებს.
-Არ მომწონსაც არაა, უბრალოდ ბევრია, ამდენი რად გინდოდა - თითს ვატარებ მის კონტურებს.
-Ბეეეევრია - მიცინის და გაშლილ თმას უკან მიკრავს.
-Აღარ მოგწონს ჩემი გაშლილი თმა?- თითქოს მწყინს
-Მომწონს, მაგრამ უფრო მეტად აი ამ კისერში მინდა გაკოცო- ღიმილს არ იშორებს, ისე მაკრობს ტუჩებს.


***
-Გამოუშვი კოშკში დატყვევებული ჩემი ძმაკაცი და ჩამოდით ქვემოთ, გელოდებით ! - ტელეფონში ჩამყვირის ვატო და მითიშავს.


Მანქანაში ვსხდებით და ვატო მომენტალურად ჩემკენ ბრუნდება
-Გოგო, რა არის სულ რომ ამახიე ეს ბიჭი და აურიე თავგზა ჰა?! - მე და თამარა უკანა სავარცხელზე ვხითხითებდით
-Კაი, დამშვიდდი რა გჭირს ბიჭო - ეცინება უჩასაც და აჩეჩილ თმას უარესად უჩეჩს.
-Რას გამოიკეტეთ ამ სახლში ბიჭო, გამოდით გავიაროთ-გამოვიაროთ. Ღამე არის მაგეებისთვის ღამე
-Გეყო ეხა ვატო - სავარძლის საზურგეზე ჩემ შემოხვეულ ხელს შეუმჩნელად ვაყოლებ მფეთქავ არტერიას. Მოულოდნელად მეხება მისი თითები,რომლებიც ჩემებს მის კანს აშორებს.

Ავირიე.


***
Იმ საღამოს მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით, უფრო კონკრეტულად კი ერთი წინადადებით შემოიფარგლა
“Ცოტახნით ქალაქიდან გავდივარ”

“Ცოტახანი” ორ კვირას გაგრძელდა.
Ვატოსთვის არც არაფერი მიკითხავს და არც თავად ძრავდა სიტყვას. Იმ ორ კვირას მათთან ერთად დამატარებდა როგორც მეთვალყურე.
Თბილისს უარესად ასდიოდა ბუღი.
Ქალაქს სადაც ცხოვრება დუღდა, თუ ეს მხოლოდ ნიუ იორკზეა ნათქვამი?!
Ერთი ცალი მე კი უამრავ ფიქრთან ერთად სამსახურის ასევე უამრავ საბუთებში თავჩარგული ვმუშაობდი.
Წუთები აკლდა ჩემი სამუშაო საათების დასრულებას, თუმცა გარეთ ჯერ კიდევ შუადღის ტოლფასი მცხუნვარე მზე იყო.
Წუთში სამოცჯერ ვაკაკუნებდი ფეხს და ბოლო წუთებს ვითვლიდი.
Ჯიუტად ველოდებოდი საათის შესრულებას, ალბათ იმედი მქონდა რომ გადავიფიქრებდი იმას, რაც გადაწყვეტილი მქონდა.
57;58;59;60
Ფეხზე ვდგები და ჩანთას ხელს ვავლდებ.
-Ხვალმადე - ნაჩქარევად ვემშვიდობები ყველას და გამოვდივარ.

Მხოლოდ მაშინ მოვდივარ აზრზე ნაცნობი იტალიური ეზოს კედლებზე საუცხოოდ ჯერ კიდევ გაშლილი დილის ვარდები რომ მხვდება.
Ღრმად ვუშვებ ფილტვებიდან ჰაერს და გადმოვდივარ.
Დახვეულ კიბეებს მივუყვები და მეც თითქოს ყველა ფიქრი ერთმანეთში მერევა.
-Მობრძანდი ნინე - დასაკაკუნებლად მომუშტული ხელი ჰაერში მიშეშდება.
Ქალბატონი სანდრა ჩვეულ ფორმაში მხვდება.
Ყველა ფერით შემოსილი და უამრავი უდიდესი სამკაულით.
-Გამარჯობა - სკამზე ვჯდები ზუსტად მის წინ.
-Გახსოვს 1 წლის წინ რომ გითხარი მოხვალთქო ?
-Მახსოვს
Რამდენიმე სიტყვას ჩურჩულით წარმოთქვამს, კვლავ სამჯერ უკაკუნებს ბეჭდიან თითებს დასტას და გაშლას იწყებს.
“Რა სისულელეს აკეთებ, ნინე !” კიოდა ჩემი გონება.
-Ვწუხვარ შენი მეგობრის გამო - წამიერად მძიმდება ოთახში ჰაერი - მაშინ არ გითხარი, ვერ მიიღებდი ამ ყველაფერს - თითქოს თანაგრძნობა იგრძნობოდა მის ხმაში. Ჩემი სხეული კი ბროლივით იფშვნებოდა.
-Როგორ ფიქრობთ, შემეძლო რამის შეცვლა?
-Ადამიანი ვერასდროს მოახდენს სიკვდილ-სიცოცხლის ხაზის გაწყვეტას, ვერც თავგზის აბნევას. Ყველა შემთხვევითობაც კი ყველაზე დიდი სიზუსტეა ეს იცოდე
-Სულ ვფიქრობ რომ რაღაც შემეძლო - ხმა მებზარებოდა
-Არაფერი არ შეგეძლო ნინე - მაგიდაზე დადებულ ჩემ მტევანს თავის თითებს ატარებს - ძლიერი უნდა იყო, ბევრი ქაოსი იქნება შენ ცხოვრებაში და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. Ყველაფერს უნდა გაუმკლავდე შენი ბედნიერებისთვის.
-Ვერ ვხვდები
-Შავტუხა ისაა ვინც შენი ბედისწერის ადამიანია.მაგრამ არ იქნება მარტივი - კიდევ დებს მაგიდაზე რამდენიმე კარტს და ვხედავ წამიერად როგორ უკრთება სახე - უბრალოდ ნინე, ისწავლე მოსმენა, მანამ სანამ დასკვნებს გამოიტან და სანამ ადამიანებს დაკარგავ და იცოდე, წარსულიდან ადამიანები არ ბრუნდებიან და არც შენ უნდა ეცადო დაბრუნებას. Ეს იწამე ისე როგორც გწამს რომ გუშინდელი დღე, ხვალ ისევ არ გათენდება.
-მაბნევთ
-Აი ამას დააკვირდი, აი ეს შენ ხარ, აი ეს კი ადამიანი, რომელიც შენთან წარსულიდან ცდილობს მოსვლას, მაგრამ მის მოსვლას თან მოყვება ბნელი, ბრძოლები და ტკივილი- მიმითითებს ერთ- ერთ არკანზე- აი აქ კი ნახე, ეს შენი მომავლის ადამიანია, ხედავ? Მასაც აქვს სიბნელე და ტკივილები მაგრამ ბოლოს სიმშვიდე მოყვება. Უბრალოდ დინებას მიყევი და გახსოვდეს, ყველაფერში საჭიროა დათმობა


***
-Გამო რა, გთხოვ - აივანზე ვიჯექი და ვეწეოდი.
-Ახლოს ვართ და ამოვალთ ახლავე
-Თამარა, გთხოვ მარტო შენ რა
-Გასაგებია,5 წუთში მანდ ვარ


Ზუსტად 5 წუთში ჩემ კარს მისი მუჭები ეხეთქება.
-Ხო კარგად ხარ? - გულამოვარდნილი მხვევს ხელებს.
-Არ ვიცი - მთელი ძალით ვხვევ ხელებს მეც.


Საწოლზე ვწევართ, მე მის გულზე მიდევს თავი, ის კი ჩემ აბურდულ თმას უარესად ბურდავს.
Ჩემი სანდრასთან ვიზიტის შესახებ ნაამბობისგან ჩაფიქრებული ერთხანს ხმას არ იღებს.
-Არაფერს მეტყვი? - ისევ მე ვიწყებ
-Მიყევი დინებას ნინე და უბრალოდ იყავი ბედნიერი რა
-Იმ დღეს, მანქანაში, კისერსზე შევეხე და ხელი გამაშვებინა
-Ალბათ არ უყვარს ხალხში გრძნობების გამოხატვა
-Არ ვიცი თამარა, იქნებ უბრალოდ ამ სახლში და ამ ოთახის ურთიერთობა გვაქვს?
-Ნუ სულელობ გთხოვ რა
-Არ ვიცი რა ვიფიქრო მართლა, ისევ არ ვსაუბრობთ მასზე, მე კი მგონი მიყვარს
-Დიდიხანია გიყვარს შენ
-Კარგი რა, ნუ მიმატებ
-Ნინე, მოიშორე ეგ შიშები და ფიქრები გთხოვ რა
-Არაა მარტივი თამარა. Ისიც მეყოფა მასთან ყოფნისას ჩემი სახელიც კი რომ მავიწყდება.ორი კვირაა არ გამოჩენილა, არც კი დაურეკავს
-Ვატომ მითხრა გერმანიაშია ჩასული საქმეზეო
-Აი ხედავ - თავს ვწევ - აი ესეც კი არ ვიცოდი, მე კი მეგონა რომ უბრალოდ ქალაქიდან იყო გასული
-Რო დაბრუნება თხოვე ახსნა
-Აზრი? Გგონია მეტყვის?
-Რატომ არ გეტყვის
-Არ ვიცი, ვერ ვხვდები, არ უნდა რომ რაღაცები ვიცოდე და ამით ზრუნავს ჩემზე
-Ვატოს დაველაპარაკები
-Არ უთხრა არაფერი გთხოვ რა, მე თვითონ დაველაპარაკები ვატოს.
-Კარგი- თავზე მკოცნის და ჩემ ფერებას განაგრძნობს.


***
Თბილისს აგვისტოს ბოლო კვირა ედგა.
Მე კი ჯერ ისევ სამსახურს ვერ ვწყდებოდი.
Არ მინდოდა არსად წასვლა.
Ვინ იცის, იქნებ იმიტომ რომ არ მინდოდა მისი დაბრუნბა გამომრჩენოდა, არ მინდოდა მისი ნახვის ერთი წამიც კი დამეკარგა.

Პარასკევი საღამო იყო, სამსახურიდან გადაღლილი გამოვდიოდი, პარკინგზე ჩემ მანქანასთან მდგომი ნაცნობი სხეული რომ შევნიშნე.
Კიტა იყო ბურდული.
Ატუზული და მხრებში მოხრილი.
Ქვეშიდან მიყურებდა და ნაპასებს ღრმად არტყავდა.
Ნერვიულად ამოძრავებდა მარჯვენა ხელში გიშრის კრიალოსანს.
Არც მივსალმებივარ.
Ჩემი მანქანის “კაპოტზე” უხმოდ ჩამოვჯექი და მეც მის მსგავსად სიგარეტს მოვუკიდე.
Ვხედავდი როგორ მიყურებდა ფარულად, გვერდიდან, თუმცა კი სიტყვას არ ძრავდა.
Თითქოს მის მანერებში, მომენტებში უჩასას ვიჭერდი.
Ისე ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ყველაფერი მას ამოაყოლაო.
-Ბოდიშის მოსახდელად ვარ - შორიდან მიწვდა ჩემ სმენას მისი ძლივს წარმოთქმული სიტყვები, ეტყობოდა როგორ უჭირდა მხოლოდ ის ერთი სიტყვაც კი.
-Უჩამ გაიძულა?- არც შემიხედავს მისთვის.
-Არა - გაოცემულბა შემომხედა - არც კი იცის აქ რომ ვარ - თავი ჩახარა, მხოლოდ მაშინ შევხედე - ბოდიში რა, სისულელე გავაკეთე
-Უჩა და ვატო რომ არა, აუცილებლად გისოსებს მიღმა იქნებოდი, ეს ხომ იცი
-Ვიცი
-Ხო და სანამ კიდევ ერთხელ გააკეთებ მსგავს სისულელს კიტა, მანამდე დაფიქრდი მათზე,ყოველთვის ვერ დაგიხსნიან და აი იმ იარაღის თამაშს გირჩევნია ცხოვრებას მიხედო - სიგარეტს ვაქრობ და ისე ვჯდები მანქნაში ზედაც აღარ ვუყურებ.

Ნანობდა, გულწრფელად ნანობდა და რცხვენოდა კიდეც. Ეტყობოდა რომ დიდი თავმოყვარეობის გრძნობა ჰქონდა და არც სიამაყე აკლდა, თუმცა მაინც მოვიდა ბოდიშის მოსახდელად.
***
Ერთკვირიანი შვებულა ავიღე სექტემბრის პირველ კვირას და ჩემებთან წავედი.
Სახლში მის მოლოდინში უკვე აღარ შემეძლო ყოფნა.
Ყური მუდამ კარისთვის მქონდა დაგდებული, მზერა კი მოპირდაპირე აივანს ვერ წყდებოდა.
Ხო და მეც ავდექი და გამოვექეცი მოლოდინს.

Ვითომ დასასვენებლად ჩასულს დედა დამეწაფა.
6 დღის განმავლობაში ხან კომპოტები ვაკეთეთ, ხანაც კონსერვები და ხანაც მწნილები.
Საქმე იმდენი გამომიჩინა ქალბატონმა, აღარც ფიქრისთვის მქონდა დრო და აღარც დარდისთვის.
Შიგადაშიგ ცდილობდა რაიმე წამოეცდინა ჩემ პირადზე, უფრო კონკრეტულად კი უჩაზე. Მე კი როგორც შემეძლო, თავს ვარიდებდი მის ყველა შემოტევას.
Უკვე შაბათი საღამო იყო, კვირას კი თბილისში ვბრუნდებოდი.
Ჭანჭურის მურაბას ვაკეთებდით და თან დედა თონეში აკრავად ლავაშებს.
Თამარა მირეკავდა
-Ჰო, გული - თავწაკრული წინსაფარზე ვიმშრალებ ხელებს
-Რას შვრები ნინე
-Მურაბას ვაკეთებთ
-Ოჰ, დღეს რისიღაა- უკვე დამცინოდა
-Დღეს ჭანჭურის, ვხურავ სეზონს
-Ვითომ დაისვენე ხო?
-Უფრო კარგია, ფიქრსაც ვეღარ ვასწრებ
-Ხვალ ხო ჩამოდიხარ?
-Ჩამოვდივარ, აბა როგორ, ისე მომენატრე - გულზე შემომეყარა მისი მონატრება.
-Მეც მომენატრე რა…
-Კაი მიდი წავედი თორე დედაჩემი ჩვენი საგვარეულო ხის ჩამჩით მიბღვერს - ცეცხლზე შემოდგმულ უზარმაზარ ქვაბს ურევდა დედა და თან მიბღვერდა.
-Კაი, გაკოცე და მიყვარხარ იცოდე - ისე მითიშავს პასუხის გაცემასაც ვერ ვასწრებ.

Უკნიდან ვხვევ ხელებს ჩემ ფუმფულა დედუს და კისერში ვკოცნი
-Უცხოს ისეთი ავი ეგონები დე, ახლოს ვერ მოგეკარება - ჩემ მკლავებში მოთაფლულს უცებ ვეუბნები და ვშორდები.
-Ოხ ნინე - მაინც ეპარება ღიმილები ლოყებზე.

Უკვე ბინდდებოდა, მე უკვე ქილებში გადამქონდა ბურაბა, ჭიშკარს მანქანა რომ მოადგა.
Მამა ვანო პაპასთან იყო გადასული.
Დედას გამომცხვარი პური სამზარეულოში შეჰქონდა.
Წინ მე გავეგებე.
Ხმაურით შემოიღო ჭიშკარი.
Ყვითელ კაბაში გამოწყობილი 5-6 წლის გოგონა რომ გამოჩნდა და მის უკან ნაცნობი, სანატრელი პიროვნება.
Მათ უკან კი მამა.
-Შემოდით შვილო შემოდით - სახლისკენ მოუღძვოდა მამა სტუმრებს - ნინე - მხოლოდ მაშინღა შევენიშნე ეზოს შუაგულში გახევებული - ნახე მამი, როგორ სტუმრები მოგიყვანე .
Ფილტვებს მოეხეთქნენ შენგან მონაბერი მონატრების ქარიშხლები.
Იმ წამს, მთელი დროის მონატრება ერთად დამატყდა თავს.
Როგორ მომნატრებია შენი სურნელი, ეზოს ბოლოდანაც კი რომ მიღიტინებდა.
Შენი თვალები, ჭინკებმორბენალნი.
Შენი ღიმილი.
Შენკე მომავალს მთელი სხეულით ისე გასკდები, თითქოს მასში გავლა არა, შესახლება მინდა.
Ურცხვად გხვევ ხელებს და გულზე გადებ ყურს, რომ შენის ფეთქვა გავიგონო.
Ვგრძნობ, რიდით როგორ მხვევ მხრებზე ხელს, როგორ მაკრობ თავშლიან თავზე ტუჩებს და როგორ ღრმად ისუნთქავ ალბათ ჩემ სურნელს.
-Ძლივს არ გაგიბრწყინდა თვალები მამი? - ეშმაკურად მიღიმის მამა.
Მის სხეულს გაჭირვებით ვშორდები.
Პატარა სხეული ისე უცებ მანაცვლებს და ეხვევა უჩას ფეხებს, თვლას არ მაშორებს.
-Რა იყო კეკე - იხრება მისკენ უჩა და შავ ხვეულებს მხრებს უკან უყრის.
-Ო…- წარბშეკრული დახრილს კისერზე ხვევს ხელებს და შავი თვალებით დაღვრემილი მიყურებს - ამიყვანე რა
-Კეკე, გასწორდი ახლა, რა გჭირს? - ოდნავ იშორებს გაბუტულს სხეულიდან.
-Ეჭვიანობს ალბათ, ასე იცოდა ნინემაც, როცა სხვას მოვეფერებოდი - მკალვს მხვევს ატუზულს და მკოცნის.
Პატარა ქალბატონი,ისევ არ მაშორებდა თვლას.
-Შევიდეთ სახლში - შიგნით მიგვიძღვის მამა.
Უჩას ოთხ თითზე ისე ძლიერად აქვს თავისი თითები შემოხვეული, ეჭვიც არ შემეპარება რომ ვერც ვერავინ გააშვებინებს.
Სახლის კარში დედა გვეგებება.
Ჯერ მე მიყურებს, შემდეგ კი უჩას, ბოლოს პატარა ქალბატონს ავლებს მზერას.
-Ეს როგორი სტუმარი გვყოლიაო? - მისკენ იხრება დედა- შეიძლება გაკოცო? - ქალბატონს სახეზე ღიმილი ეპარება და მსუბუქად უქნევს თავს - როგორ ლამაზი ხარო - ლოყებს მსუბუქად უკოცნის დედა და გულში იკრავს მის მოციცქნულ სხეულს.

Სახლში შევდივართ, მისაღებ ოთახში ვსხდებით.
-Როგორ ხარ უჩა, შვილო?- დედა ისე თბილად კითხულობს უჩას, წამიერად ორივე ერთმანეთს ვუყურებ გაოცებულები.
-Მადლობა კარგად, დღეს დავბრუნდით საქართველოში მე და კეკე, ცოტა გადაღლილები, მაგრამ კარგად ვართ.
-Მაშინ ქალბატონს ნამდვილად ეშიება, ხომ ასეა? - უჩას მუხლებთან ატუზული, ჯერ ძმას უყურებს თანხმობის მოლოდინში, შემდეგ კი დედას. Ღიმილით რომ დაუქნია უჩამ თავი, მხოლოდ მაშინ უპასუხა - დიახ-ო.
-Წამოდი მაშინ სამზარეულოში გავიდეთ და მომეხმარე კარგი? - დედასკენ ისე მირბის მომღიმარი გაოცებას ვერ ვმალავ.
-Წავალ მე უცებ ღვინოს გადმოვიღებ, ხომ დარჩებით დღეს? - უკვე ფეხზე მდგომი უბრუნდება მამა უჩას.
-Დავრჩებით, ნინე თუ არ იქნება წინააღმდეგი - დამუნჯებულ, ენაჩავარდნილს მიყურებს მიყურებს.
-Წავალ წავალ - თითქოს მიმიხვდა მამა, ჩემ დასტურს აღარც ელოდება ისე გადის ოთახიდან.


Მასთან მარტოდ დარჩენილს, მონატრებასთან ერტად წყენა მერევე და ვიმღვრევი.
Დივანზე ზის, იდაყვებით მხრებს ეყრდნობა და ისე მიყურებს მზერას არ მარიდებს.
-Ძალიან ნაწყენი ხარ?
-Არ უნდა ვიყო?
-Უნდა იყო
-Ხო და ძალიან ნაწყენი ვარ და კიდევ იმის იქეთამდე.
-Მოდი ჩემთან ნინუ- მის გვერდით დივანზე მიმანიშნებს.
-Არა
-Ნინე, გთხოვ - ერთხანს ვუყურებ, მერე კი როგორც მორჩილი, ისე დავყვები მის ნებას და გვერდით ვუჯდები სავარძლიდან.
-Ძალიან მომენატრე იცი? - ზურგს უკან ხელს მხვევს და ზედ მიკრავს
-Არ ვიცი
-Მე კი ვიცი, რომ შენც ძალიან მოგნატრებივარ - თავზე შემორჩენილ თავშალს მხსნის და ჩემს აბურდულ თმას თავისუფლებას ჩუქნის, ისევე როგორც ჩემ სუნთქვას.
-Საშინელი ბიჭი ხარ უჩა - თმაზე მის ფერებას ვეღარ ვუძლებ და ახლა მე ვახებ სახეზე თითებს.ნელა დავაყოლებ მის კონტურებს, ვამოწმებ რაიმე ხომ არ შეცვლილიყო, მანამ სანამ არ იყო. Მომღიმარ ღაწვებზე ჩარღმავებებზე ვაჩერებ თითს და მოგვიანებით კოცნას ვუტოვებ ზედ
-Ასე აღარსდროს მოიქცე გთხოვ, ასე არ დამტოვო ხოლმე
-Მაპატიე, სხვა დროს აღარ იქნება გპირდები - შუბლზე მკოცნის და უფრო ძლიერად მიკრავს გულზე.

-Უჩა ! - გარედან ისმის კეკეს ძახილი, რომელიც მალევე შემობანცალდება ოთახში საპურით ხელდამშვენებული.
-Ბებომ უნდა გამომატანოს მურაბები - მაგიდაზე დებს საპურეს და ჩვენკენ მორბის, ჩემსა და უჩას შორის დგება და ამზრეზით მიყურებს.
-Კეკე, ეს ნინეა სულ რომ მეკითხებოდი - დის სიეშმაკეს აშკარად ხვდება. Ქალბატონი თმას ტუტუცურად იწევს სახიდან და მიყურებს.
-Ვიცი
-Რანაირად იქცევი?
-Არ მოვეწონე მგონი
-Უჩა ჩემია - თითს გამაფრთხილებლად მიქნევს, მე კი სახეზე ფერი მეკარგება.
-Კეკე - სიმკაცრე ერევა უჩას ხმაში,ქალბატონს კი პირიქით, თავისი დიდგულობა უქრება.
-Ბოდიში- ჩურჩულებს და უფრო პატარავდება.
Თმას ყურზე ვუწევ, ჩემ შეხებას ჩუმად აკვირდება.
-Წიწილები გიყვარს კეკე? - წამში ბრუნდება ჩემკენ მთელი სხეულით
-Გყავს? - თვალები უფართოვდება
-Მყავს- ნიშნისმოგებით ვპასუხობ მეც
-Აუუ - უჩასკენ ბრუნდბეა და ცალფეხზე ცქმუტვას იწყებს
-Წესიერად თუ მოიქცევი გაჩვენებს ნინე
-Გაჩვენო გინდა? - პასუხად მხოლოდ თავს მიქნევს და უცებ მებღაუჭება თითებზე.

Საწიწილეში ფრთხილად შემყავს ქალბატონი, მთელი გზა არ მომშორებია მისი ციცქნა თითები.
Ერთად მიყუჟულ წიწილებს ტელეფონით ვანათებ და ქალბატონის გაოცებით წამოძაღილიც გაისმის.
-Რა პატარები არიან ! - ერთ-ერთ წიწილას ხელში ვიქცევ და მისკენ ვიწვდი
-Მოეფერე, მიდი- გაშლილ ხელისგულებში ვუსვავ ჯერ კიდევ რამოდენიმე დიღის გამოჩეკილ წიწილას.
-Რა პატარაა - საჩვენებლ თითს სიფრთხილიდ უსვავს.
-Ხვალ დილით გავიღვიძოთ და ერთად ვაჭამოთ გინდა?
-Მინდა ! - წიწილას თავზე კოცნის და ახლა უკვე თავად სვავს დანარჩენებთან



Შუაღამით კარზე ჩუმმა კაკუნმა გამომაღვიძა.
Დერეფნიდან მბჟუტავი სინათლე დაეცა საწოლს.
Ოთახი მისი სურნელით ივსება.
Ჩემ გვერდით საწოლზე ეშვება და წამში მიმწყვდევს მის მკლავებში.
-Გაგაღვიძე ხო? - ცხვირზე მაკრობს ტუჩებს
-Ჰო - თვალებს ვისრეს და მის მკერდზე კომფორტულად ვეწყობი.
-Შენზე მეჭორავებოდა კეკე
-Რაო, ისევ არ მოვწონვარ ხო?
-Ცოტა იყავი ნინეს უჩა-ცო



Დილით ნაბიჯების ხმა მაღვიძებს.
Ფეხაკრეფით ცდილობდა კეკე შემოპარვას.
-Რომ მითხარი წიწილებს ვაჭამოთო - უცებ იმართლებს თავს, ინსტიქტურად გვერდით ვიყურები და სიცარიელე მხვდება.
-Მოდი, ჩავიცვამ უცებ და წავიდეთ. Როგორ ადრე ამდგარხარ შენ
-Უჩასაც ძინავს
-Გავეპაროთ მაშინ
-Გავეპაროთ - მიღიმის და საწოლზე ჩამომჯდარი ფეხების თამაშს იწყებს.


Ეზოში ჰამაკში ვისხედით, წიწილების დაპურების შემდგომ.
-Იცი რა - ცალ ხელს ლოყისქვეშ იდებს და მზერას მისწორებს.მეც მისკენ ვბრუნდები - შენიც იყოს უჩა და ჩემიც კარგი?
-Კარგი - მეცინება და ლოყაზე ვკოცნი.

***
Მერე?!
Მერე იყო უჩა
Მერე იყო ყველა განთიადი
Ყველა ზეცის გაღიავება
Და უგონოდ შეყვარებული მე.
Ბევრი კეკე და ბევრი სიცილები ჩემს სახლში.
Მივყვებოდი დინებას და ყოველი დღე უფროდაუფრო თბილი იყო.
Ერთმენის ყოველდღიურობით გაჟღენთილი ჩვენ, მაგრამ უზარმაზარი ფარი მის მიღმა.
Ფარი,რომელსაც ვერ ვარღვევდი.
Რომელსაც მაშინაც კი არ უშვებდა, ჩემ მკერდზე მშვიდად რომ ეძინა.
Ხანდახან ისე ძლიერად მაწვებოდა ფილტვებზე ჩვენ შორის ეს დიდი უფსკრული, რომელზეც მთელი სხეულით ვიყავი გადებული,ოღონდ კი მივწვდენოდი მის სულს, მაგრამ მაინც, ბოლო წამს როდესაც მეორე კიდეზე ხელებს თითქოს საიმედოდ მოვიკიდებდი,სწორედ მაშინ მეშვებოდა და ვვარდებოდი იმ უფსკრულში.



Შუაღამე იყო.
თბილისს ოქროსფერი შემოდგომა მოსავდა.
Ისე უხდებოდა გრძელ ქუჩებს ოქროსფრად თოვა, როგორც არასდროს.
Განთიადს, სანამ მეეზოვეები აფუსფუდებოდნენ გორებად ეყარა ხრაშუნა ოქროსფერები.
Სურვილი მიპყრობდა, როგორც პატარას ახლაც მეხრაშუნა მათში.

Კარზე კაკუნმა გამომაღვიძა.
Ზღურბლს მიღმა უჩა იყო, მძინარე კეკეთი ხელში.
Არასდროს მინახავს ასეთი.
Შეშლილი
Შერყეული
Შეშინებული
Მკლავებში ისე გადმომილოცა მისი თავი, მზერა არ მოუშორებია ჩემთვის.
-Რამდენიმე დღით უნდა წავიდე ნინე - მხოლოდ ეს მითხრა, შუბლზე ტუჩები მომაკრო და როგორც მოვიდა, ისე წავიდა, არსაიდან-არსად.



Მისი წასვლის შემდგომ მითხრა ვატომ, დედა გარდაეცვალაო.
Ვუყურებდი ჩემ საწოლში მძინარე კეკეს ყოველ ღამით და ვერ ვხვდებოდი რა მეპასუხა ყოველი გაღვიძებისას კითხვაზე თუ სად იყო უჩა.
Ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა გაემეტებინა ცხოვრებას ეს პატარა არსება, ჯერ უმამობისთვის, ახლა კი უდედობისთვის.
Ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა უჩასთვის, როდესაც დაბრუნდებოდა. Როგორ უნდა მენუგეშებინა, ან უნდა მენუგეშებინა კი?!
1 კვირაში დაბრუნდა.
Კიდევ უფრო დარდიანი.
Მხრებში მოხრილი და გადაღლილი.
Უთქმელად მიწვა ჩემიანად დივანზე და ჩემ გულზე მწოლი, ერთიანად აცახცახდა.
Პირველად ვნახე უჩა ასეთი.
Უსუსური, გატეხილი.
Მთელი ღამე არ მომიხუჭავს თვალი.
Მის სუნთქვას ვდარაჯობდი.
Არც არაფერი მითქვამს.

Არ ვიცი, სამყაროში რა უნდა იყოს იმაზე მძიმე, რთული და მტკივნეული, როდესაც გიწევს, ისეთ პატარას, რომელსაც ჯერ არც კი ესმის სიცოცხლისა თუ სიკვდილის არსი, აუხსნა რომ დედა აღარ ყავს. Რომ ამ სამყაროში ძმის გარდა არავინ დარჩა.
Ჩემი საძინებლიდან კეკეს ტირილი ისმოდა, რომელიც დედას ითხოვდა. Იმ დედას, რომელიც ვეღარ მოვიდოდა.

Რამდენიმე კვირა, ყოველღამით ეღვიძებოდა და დედას ეძახდა.
Გული მიკვდებოდა მისი ყურებისას და ვხედავდი როგორ ტკიოდა უჩასაც.

Ხან ის იყო ჩემთან, ხანამც მე მასთან.
Სამსახურში ძირითადად ვერც დავდიოდი და სახლიდან ვმუშაობდი. Იმ მომენტში ვგრძნობდი რომ, რომ არა მე და უჩაც, კეკეს გვერდით უნდა ვყოფილიყავი.
Არ ვიცი ვეხმარებოდი თუ არა რამეში, მაგრამ მასთან ყოფნისას ვხვდებოდი რომ სწორ ადგილას ვიყავი.

Მერე ხელახლა დაიწყო.
Თვეში რამოდენიმეჯერ ქრებოდა, 1 ან 2 დღით.
Ხან მე მიტოვებდა მძინარე კეკეს, ხანაც მე მტოვებდა მასთან.
Ავირიე.
Ის დარდები შემომეყარა გულზე და მარწუხებს ისე ძლიერად იჭერდა, სუნთქვაც მიჭირდა.

Იმ დღესაც წასული იყო.
Ვატო და თამარა იყვნენ ჩემთან.
Კეკეს ეძინა.
-Აღარ შემიძლია ვატო - თითქოს ელოდაო.
-Მესმის ნინე
-Პასუხები მჭირდება გესმის? Ვხვდები რომ შენც კარგად იცი ყველაფერი და მინდა რომ მითხრა
-Არაა ნინე, ეგ ყველაფერი ჩემი სათქმელი.
-ვატო , მგონი ამ დროის მანძილზე ჩვენც მეგობრები გვქვია უკვე ხო?
-Მეგობრებზე მეტიც ნინე
-Ხო და ვალდებულიხარ მითხრა, რა ჯანდაბა ხდება. Სად მიდის ასე ყოველკვირა, ისე რომ ტელეფონსაც კი თიშავს.
-Ნინე, გთხოვ რა, დაგელაპარაკება თავად
-Არ დამელაპარაკება ვატო.შენც კარგად იცი. Რა ჯანდაბა ხდება მითხარი, რატომ აქვს იმის შიში რომ ერთხელაც აღარ მოვა, რომ ვიღაც მოვა და მეტყვის რომ აღარაა, მითხარი ვატო
-Ვერ ხვდები რამდენს ნიშნავ მისთვის?
-Ვერა ვატო, იმიტომ რომ ასე მტოვებს ყოველთვის
-Კეკეს მარტო შენ განდობს ნინე
-Ძიძის როლში?
-Ნუ ამბობ ასე
-Რას ნუ ვამბობ ვატო, დაფიქრდი აბა
-Იმისთვის მიდის რომ მორჩეს ყველაფერს და მერე აღარ წავიდეს ნინე !- ფეხზე დგება და ნერვიულად იწყებს ოთახში სიარულს.
-Ვერ ვხვდები
-Არ შემიძლია რა, გამიგე. Ვერაფერს გეტყვი მე

Სახლიდან ისე გამოვრბივარ სიტყვას აღარ ვამბობ.
Მანქნაში ვჯდები და მივდივარ.
Არ მახსოვს, რამდენხანს დავდიოდი უაზროდ,ფიქრებისთვის თავის მოყრას ვცდილობდი.
Ვცდილობდი ისე გამეგო მისთვის, ისე მეპოვა მისი გამართლება რომ ჩემი თავმოყვარეობა არ გამეთელა ფეხქვეშ.
Ჩემი ტელეფონი არ წყვეტდა რეკვას.
Სავარძელზე მიგდებულს ვწვდები და ეკარანზე იმ სახელს ვკითხულობ, რომლის დანახავს კი არა გაგონებასაც არ ველოდი.
Ეკრანზე ნათლად იკითხებოდა “მათე”
Ვერ ვუპასუხე.
Შემდეგ გამომიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება
“ უნდა ვისაუბროთ, გამოდი ჩემთან”

Მივედი, მისი კორპუსის ეზოში მანქანა რომ გავაჩერე, მერე დავფიქრდი საერთოდ რას ვაკეთებდი.

Განუწყვეტლივ შემოდიოდა თამარას და ვატოს ზარები,რომლებსაც უპასუხოდ ვტოვებდი.
Მანქანიდან გადმოსულმა მობილურიც შიგნით დავტოვე და ნაცნობ სადარბაზოს მივადექი.
Სანამ კარი გამიღო სული მომეწურა.
Ისევ ისეთი მათე იდგა ჩემ წინ.
Ისევ ისეთი მშვიდი და სტაბილურობით გაჟღენთილი იყო
-Შემოდი ნინე - კარს ფართოდ მიღებს და შიგნით მატარებს. Მისაღებში ვჯდები, მახსენდება როგორ შევარჩიეთ ავეჯი ერთად, როგორ ვარჩევდით რა როგორ განგველაგებინა.
-Როგორ ხარ? - ჩემ გვერდით ჯდება ყავის ფინჯნებით ხელში - ხომ ისევ ისეთს სვამ?
-Კი- ვცდილობ არც კი შევეხო, ისე ავართვა ჩემი ფინჯანი - არ ველოდი შენ ზარს და მითუმეტეს ნახვას
-Ხო, ვიცი - ოდნავ იღიმის - არც მე ვგეგმავდი მაგრამ…
-Ყველაფერი რიგზეა?
-არა- ფინჯანს მაგიდაზე დგავს
-Რა ხდება?
-Იმ ბიჭთან, უჩასთან კიდევ გაქვს ურთიერთობა?
-Არ ვაპირებ უჩაზე შენთან ლაპარაკს მათე
-Ნინე, მომისმინე რა
-Გისმენ
-Კარგად იცნობ მაგ ბიჭს?
-Ისე ვიცნობ, როგორც საჭიროა, რატომ მეკითხები
-Იცი რა ცხოვრებით ცხოვრობს ანუ?
-Მათე, ვერ ვხვდები რა გინდა, რისთვის გინდოდა ჩემი ნახვა?
-Იმისთვის ნინე, რომ გითხრა ეგ შენი უჩა, ბიჭი რომლის გამოც უარი მითხარი ცოლობაზე არის ქურდი და ცხოვრება საერთოდ არ გააჩნია
-Რაებს ამბობ საერთდო ხვდები?
-Იცი მამამისი ვინ იყო? Იცი საერთოდ ვისი შვილია? Თუმცა არ იცი. Იმას მაინც მიხვდებოდი რომ არც მისი შვილი იცხოვრებდა სხვა ცხოვრებით- ყავას მშვიდად სვავს და მიყურებს მე, წაშლილსა და დაფშვნილს - იმიტომ გეუბნები ამ ყველაფერს რომ ვიცი, არ ხან ნინე შენ მაგ ცხოვრებისთვის მზად
-Შენ ეს ყველაფერი საიდან იცი? Ან რატომ გგონია ასე ძალიან რომ სიმართლეა? - ვხვდებოდი ყელში ბურთი როგორ მეზრდებოდა და სასულეს მთლად მიკეტავდა ნელ-ნელა
-Ნუთუ არ დაინტერესებულხარ სად დადიოდა ნინე, სად ქრებოდა კვირებით, ან ასე ხშირად რატომ ტოვებდა ქვეყანას?!- თითქოს ისევ ისე, როგორც ადრე, ჩემ გონებაში იჯდა და იქედან ყველა ქაოსი სააქაოზე ამოჰქონდა. Მთელი სხეული ამიცახცახდა- უბრალოდ მინდა იცოდე რომ მაგ ყველაფრიდან ვერ ამოვა ნინე და ვერც შენ მოგგვრის სიმშვიდესა და დალაგებულ ცხოვრებას, ოჯახს ვერ მოგცემს გესმის?! Ვერ იქნება ქმარი და ვერ იქნება შვილების მამა. Ნებისმიერ წამს დაიჭერენ და ბევრჯერაც დაუჭერიათ. Არ იცი შენ ეგ ცხოვრება ნინე, მაგრამ იცოდე, ერთიანად გშთანთქავს. Მე გითხარი, რომ არასდროს აღარ მექნებოდა შენთან შეხება და დაგპირიდი რომ აღარც გნახავდი, მაგრამ ვერ მოგცემს უფლებას რომ თავი დაიღუპო.

Არ ვიცი როგორ ვპოულობ ჩემ თავში ძალას, როგორ ვდგები ფეხზე და ვტოვებ სახლს.
Მანქანაში ვჯდებ.
Ჟაკეტის ელვას სხეულიდან ვიგლეჯ.
Ვიხრჩობი
Ვერ ვსუნთქავ.
Მთელი ძალით ვეჭიდები საჩეს და ჩაკლულ ხმასა და შეკავებულ ცრემლებს გასაქანს ვაძლევ.
Ნუთუ სიმართლეა?
Ნუთუ ეს ყველაფერი სინამდვილეა
Ნუთუ ამ ყველაფრისთვის გამიმეტა.
Ამდენხანს დამიმალა

Უკვე თენდებოდა, ჩემი კორპუსის ეზოში რომ ვიყავი.
Მანქნაში ვიჯექი და საკუთარ სახლში ასვლას ვერ ვბედავდი.
Თამარა ისევ არ წყვეტდა რეკვას.
Საჭეს ვეყრდნობოდი შუბლით, მანქანის კარი რომ გაიღო და ჩაჯდა.
Ვიცოდი რომ ის იყო, ზუსტად ვიცოდი.
Მესმოდა მისი მძიმე სუნთქვა
-Სად იყავი ნინე
-Შენ სად იყავი უჩა - თავს ვწევ და მზერას ვუსწორებ, ერთიანად ეშლება სახე ჩემ თვალებს რომ ხედავს,ალბათ იმედგაცრულება და წყენა ჩამდგარს.
-Ხომ გითხარი ნინე საქ- ჩემი არანორმალური სიცილი აწყვეტინებს სიტყვას - ნინე
-Გაჩერდი, ნუღარ მატყუებ მაინც რა
-Რას ქვია გატყუებ
-Შენ მართლა ნათლია ყოფილხარ, მე თურმე სად ვბანაობ , არა უჩა? Ნეტავ რას ფიქრობდი ჩემზე, როგორი სულელი ვარ , ალბათ ხომ? Როგორ ყოველგვარი კითხვების გარეშე გელოდი კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე და ასე უსასრულოდ. Თანაც, არც არაფერს გეკითხებოდი. Მოდიოდი, ჩემთან ერთობოდი და მერე მიდიოდი
-Ვინ გითხრა და რა - მომენტალურად შეიცვალა მისი ხმა და მზერა
-Ის მითხრეს, რაც შენ უნდა გეთქვა და თანაც დიდი ხნის წინ და მან უჩა, ვისაც ეგ არ უნდა ეთქვა
-Ვინ გითხრა და რა ნინე - ღრიალებდა უკვე
-Გადაეთრიე ჩემი მანქანიდან და საერთოდ წაეთრიე უჩა !
-Არსად არ ვაპირებ წასვლას სანამ არ მიპასუხებ
-Ერთხელ, ერთხელ მაინც გიპასუხია შენ ? მე რა უფლებით მთხოვ პასუხებს? - მანქანის კარს ვაღებ და გადმოვივარ. Კიბეებზე ავრბოდი, მისი ძახილი უკნიდან მესმოდა.
Სახლის კარს ვგლეჯ და თამარას და ვატოს მზერას ვაწყდები.
Ცრემლებს მუჭებით ვიწმენდ.
-Მიფრთხილდებოდი ხო ვატო?!
Კარის მიჯახუნების ხმა ერთიანად მაკრთობს.
-Ნინე !
-Გაეთრიე აქედან და წაიყვანე შენი ძმაკაციც- კარისკენ მივუთითებ
-Ვინ გითხრა
-Არაა ეგ შენი საქმე, გაეთრიე და მიხედე შენ შავ საქმეებს გესმის? - ერთიანად ტყდება. Ვატოს სახე ეშლება, გაოცებული თამარა სახეზე ხელებს იფარებს
Ჩემკენ მოდის და შეხებას ცდილობს
-Არ შემეხო უჩა, არ შემეხო - უკან ვიხევი
-Ნინე, მომისმინე
-Არ მინდა, როცა გელოდებოდი რომ გესაუბრა, მაშინ არაფერს ამბობდი, ახლა უკვე ყველაფერი ვიცი და არაფრის მოსმენა აღარაა საჭირო. Უბრალოდ წადით ორივე
-Ფეხს არ მოვიცვლი - ღრიალებს ის და გახდილ ქურთუკს ძირს ისვრის
Საძინებლის კარში კეკეს ვლანდავ, უჩას ზურგსუკან
-Ნინე - ვერ ეცნო უჩა და ჩემკენ მორბის ტირილით. Ვიმუხლები მისი მკლავების დასახვედრად
-Ყველაფერი რიგზეა პატარავ, ყველაფერი კარგადაა- მთელი ძალით მხვევს თავის პატარა ხელებს- გამაბრაზა უჩამ უბრალოდ გესმის? - მის სახეს ხელებში ვიქცევ და ლოყებზე ჩამოცვენილ ცრემლებს ვწმენდ.
-Კეკე, შეგაშინე? - ჩემ წინ იმუხლება უჩა - მოდი ჩემთან პრინცესა - მის ათრთოლებულ სხეულს თავის ხელებში ილოცავს.
-Წადით - ვჩურჩულებ და ფეხზე ვდგები
-Კეკე, ვატო სახლში წაგიყვანს და მოვალ კარგი?
-Არა, არ წავალ, ნინე ტირის - ჩემკენ იწვდის ხელებს
-Აღარ ვტირი პაწაწუნი, მიდი წადი და ხვალ გნახავ კარგი?
-Კეკე წამოდი წავიდეთ - ხელში იყვანს ვატო და კარისკენ მიდის
-Წადი უჩა
-Უნდა ვილაპარაკოთ
-Არ მინდა ლაპარაკი, თამარა გთხოვ უთხარი წავიდეს- მისკენ ვბრუნდები.
-Უჩა გთხოვ
-Წადი ორი წუთით ვატოსთან გთხოვ
-Უჩა
-Თამარა, გთხოვ

Მასთან მარტო დარჩენილი საძინებელში შევიდვარ და კარს ვკეტავ.
-ნინე , გამიღე კარი - ხელისგულებს ურტყავდა კარს.
-Წადი
-Ნინე, ორი წუთით გამიღე კარი - მესმის როგორ ეშვება იატაკზე - უნდა მომისმინო
-Აქამდე უნდა გეთქვა უჩა, სხვისგან არ უნდა გამეგო. Უნდა გეთქვა


Მძიმე სუნთქვასა სახლში ნაბიჯებისა და შემდგომ თამარას ხმა შეერია.
-Ვატო გელოდება ქვემოთ, წადი
Მერე მისი ნაბიჯები, შეჩერება, ალბათ სადღაც ოთახის შუაში და კარის ხმა.

Საკეტს ვატრიალებ და თამარს სხეულს ვასკდები მთელი ძალით.
-Ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო ისე - თითებში მოქცეული ფინჯნიდან შეგრილებულ ყავას ვსვავ.
-Ვინ გითხრა ნინე
-Მათემ - ვხედავ როგორ ეფინება სახეზე გაკვირვების ფერები - მომწერა, უნდა გნახვო და მასთან მისვლა მთხოვა. Ხო და მერე მითხრა, იცი თუ არა ვისთან გაქვს ურთიერთობაო, ვერც ოჯახი და ვერც ვერაფერი გექნება მასთანო, რო იკარგებოდა ხოლმე რა გეგონაო. Ხან ციხეში იყო, ხანაც საქმეებზეო.
-Საიდან გაიგო მაგან
-Რა მნიშვნელობა აქვს თამარა მაგას?! Ფაქტია რომ სიმართლეა.
-Იქნებ მაინც მოგესმინა ნინე, იქნებ აეხსნა, იქნებ ქონდა მიზეზი
-Რა უნდა ამიხსნას, არც კი უარყო.
-Იქნებ შეიცვალოს?
-Ერთიწელია თითქმის ურთიერთობა გვაქვს და არც კი უთქვამს თამარა, მიმალავდა გესმის?! Ასე დგებოდა და მიდოდა ყველაფრის ახსნის გარეშე და ისიც არ ვიცოდი დაბრუნდებოდა თუ არა.ბევრჯერ შეეძლო ეთქვა, მიცნობ შენ მე და მხოლოდ ამის გამო, ცხოვრების სტილის, სტატუსისა და ჩადენილის გამო ასე უთქმელად არ დავასრულებდი. Მაგრამ უნდა ეთქვა. Მერე რა იქნებოდა? Ასე უნდა გაგრძელებულიყო ყველაფერი? Ციხის გისოსებს მიღმა ის და მე აქ, მარტო მის მოლოდინში. Სულელი ვარ, ასე როგორ შემიყვარდა, ასე უთქმელად, აუხსნელად მიყვარდა
-Გიყვარს ნინე
-Როგორ ხედავ ჩვენი ურთიერთობის განვითარებას თამარა, იმ ყველაფრის მერე რაც გითხარი
-Ნინე, შენ თუ ოჯახი, ქმარი და შვილები გინდოდა, ჯერ კიდევ ტუმბოს უჯრაში გიდევს მათეს ბეჭედი.უჩა რომ ეგ ტიპი არ იყო თავიდანვე უნდა მიმხვდარიყავი.
-Რა ტიპი? Რომ მასთან ურთიერთობა სამუდამოდ იმ ეტაპზე შეყინვას გულისხმობდა, რაც ახლა გვაქვს? Მე მათესთან და იმ კონკრეტულ მომენტში არ მინდოდა ეს ყველაფერი, არც ახლა მინდა, ამ წამს, მაგრამ თამარა, იმ ბიჭზე ვსაუბრობთ, ვისთან ერთადაც ასე,უყველაფროდ წარმომედგინა ყველაფერი.
-Მაშინ უნდა მოუსმინო, უნდა გაუგო
-Რა მოვისმინო თამარა, რა
-Ის ნინე, რომ მას ეს ცხოვრება ჯერ კიდევ შენამდე ჰქონდა, ასე თუ იმსჯელებ ბრტყელ-ბრყელი აზრებით, მაშინ შენც გქონდა ურთიერთობა სხვა ბიჭთან, რომელსაც მთელი შენი სანათესაო სიძედ იცნობდა და ხელიც კი გთხოვა, შენთვის ხომაა ეს ყველაფერი მანამდე არსებული. Იქნებ მისცე საშუალება უჩასაც, რომ მანამდე არსებულში გადაიტანოს ის თავისი ცხოვრება.
-Ამის სურვილი რომ ჰქონოდა, აქამდე იზავდა თამარა და ვიღაცას არ მოუწევდა ჩემთვის წამოეძახა.
-Ნინე, საუკეთესო ადამიანი ხარ, გამგები, მოაზროვნე, ობიექტური, მაშინ როდესაც სხვას ეხება საქმე, მაგრამ როგორც კი შენზეა საუბარი ყველაფერი რადიკალურადაა.უჩას რომ არ ჰქონოდა სათქმელი, ადგებოდა და წავიდოდა იმავე წამს.




***
Ოქროსფერებს ისე შეერია თეთრი სუდარა, ვერც მე გავიგე და ალბათ, ვერც ობლად შემორჩენილმა ფოთლებმა, ჩემ ეზოში ჭადრის ხეზე.
Სიცივეების მიზეზად მე აივანს ვარიდებდი თავს
Ცა კი გათენებას და ცდილობდა მთელი ძალით ჩაეხშო განთიადის ალები თავის მარწუხებში, მანამ ,სანამ ძალა ჰყოფნიდა.
Ზამთრის სუსხმა ჩემი ბინაც ჩააჩუმა.
Ბინა, რომელშიც აღარც სითბო შემორჩენილიყო და აღარც სიყვარული.
Ერთი ცალი მე და მხოლოდ ჩემი ფიქრები, რომლებსაც სახლში დაბუდებული სიცივეც კი ვერ აშინებდათ.
Თბილისს უკვე ყინვის ოხშივარი ასდიოდა, სახლებიდან, ქუჩებიდან მოზუზუნე ადამიანების.
Ისე, როგორც არასდროს ახლა მჭირდები გეგი.
Შენი ჩახუტებითა და თბილი თითებით, ჩემი არაული ფიქრები და გრძნობები რომ დამილაგო.
Ამ სახლის კედლები რომ გაათბო და გამოაზაფხულო.
Ჩემი განთიადი რომ იყო.

Ერთადერთი, რასაც არაფერი ეშველება სიკვდილია.
Მკვდარს, ვერც აპატიებ, ვერც გაუბრაზდები და ვერც შეიყვარებ.
Ყველა დანარჩენში გამოსავალია.
Სანამ ცოცხალი ხარ და ცოცხალია ის, მანამ შეგიძლია ყველაფრის შეცვლა.
Მაგრამ რატომ გვიჭირს ადამიანებს ამ ყველაფრის საკუთარ თავთან აღქმა. Საკუთარ ბრძოლაში ამ პრინციპით მოგება?!
Ნუთუ ამდენად შეიძლება იყო ბრმა, შენი თავისთვის.
Იქამდე ჩაიგუბო პირში წყალი, სანამ არ ამოიხრჩობი.
Იქამდე დახვიდე ფსკერზე, სანამ საერთოდ შეუმჩნეველი ვეღარ გახდები.
Როგორ შეგვიძლია დაბზარულ სულის კედლებს ამდენი გავაძლებინოთ და მაინც, ნაპრალებიდან გამოსულს უკან შევუძახოთ იმედს, ძახილს, ნაბიჯს- პატიებას.

Უკვე ბინდდებოდა, კორპუსის ეზოში მანქანა კარკინგზე რომ გავაჩერე.
Გულამოვარდნილი ტასიკო რომ ამესვეტა წინ
-Ტასი, ყველაფერი რიგზეა? - ლეპტოპის ჩანთას მხარზე ვიკიდებ და მანქანას ვკეტავ
-Ნინე - მთელი ძალით იჭერს ხელს გულზე და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს - უჩა
-Რა ჭირს, ტასი - მაჯაზე ვავლებ შეშინებული ხელებს- ტასი, მითხარი რა ჭირს
Იმ წამს ყველაზე ცუდმა გამიელვა გონებაში.
Იმ წამს თითქოს გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.
Სუნთქვა მეკვრის
-დაიჭირეს
Თითქოს ურო დამეცაო, თავზარი კი არა.
-Უჩა დაიჭირეს ნინე - თითქოს ჩემი სიჩუმით გაკვირვებული ხელახლა ცდილობს ჩემ შეგონებას.
-Კეკე სადაა?
-Უჩას მეგობრებმა მოაკითხეს
-Სახლიდან წაიყვანეს? Კეკეც სახლში იყო?
-Კი, მთელი ეზო დაბლა იყო ნინე, მთელ ეზოს ესმოდა კეკეს ტირილი


Შუაღამემდე თავი როგორ მივიტანე არ ვიცი.
Ფიქრები დამტრიალებდნენ და არ მეშვებოდნენ.
Სადღაც, გისოსებს მიღმა იყავი შენ და ვინ იცის რაში გდებდნენ ბრალს.
Ყურმილის მეორე მხრიდან ვატოს ხმა რომ გავიგე, მერე გავიაზრე რას ვაკეთებდი
-Ნინე, გესმის?
-Სადაა?
-Იზოლატორში, არ ინერვიულო რა, გთხოვ
-Კეკე?
-Ჩემთანაა სახლში, დედაჩემთან, გამოძვრება. Არ ინერვიულო კარგი?
Აღარაფერი მითქვამს.


Თბილისის ისევ აზუზუნდა იმ ღამით
Უჩა თაბაგარის დაკავების ამბავი მოედო მთელ უბნებსა და ქუჩებს.
Არ ვიცოდი ამდენი თუ იცნობდა მას, მაგრამ აშკარა იყო რომ ზუზუნი არა და არ ცხრებოდა.
Საინფორმაციოში ჟურნალისტი გამარჯვებულის სახითა და მტკიცე ხმით გადმოცემდა
“Დაკავებულია კანონიერი ქურდის მამუკა თაბაგარის ვაჟი, უჩა თაბაგარი, რომელიც წარსულში უკვე რამოდენიმეჯერაა ნასამართლევი, თანხების მითვისების, იარაღის უკანონოდ ტარებისა და სხვა კიდევ რამდენიმე მუხლით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ”
Შენ ფოტოს ვხედავ, ყველაზე ცივი რაც კი რამ გქონია, ის აურჩევიათ,
Ალბათ შენი სასტიკი პორტრეტის შესაქმნელად.
Არა და, რამდენი ღიმილი მინახავს შენ სახეზე, შენი შავი უთბილესი თვალები.
Აი ახლა, ჩემ ალბომს ჩავრთავ და ნახე, რამდენი მომღიმარი შენ ხარ.
Თვალებ დახუჭულს მეღიმება, ფიქრებში შემოჭრილ არასასიამოვნო ინფორმაციის წყაროს ვთიშავ.

Კეკესთან ვერ მივედი.
Მიუხედავად იმისა რომ თავად, სულ მე მელოდა და სულ ჩემ თავს ითხოვდა, ვერ მივედი.
Შემეშინდა, მის თვალებში შიშის დანახვის შემეშინდა და ალბათ, შენით გამოწვეული იმედგაცრუების.
Იმ კითხვის შემეშინდა, რომლესაც ვიცი აუცილებლად დამისვავდა, მე კი პასუხი არ და ვერ მქონდა.
2 თვე გავიდა მას შემდეგ.
Კალენდარზე აშკარად 31 დეკემბერი დამდგარიყო.
Საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებული, ჩანთებს ვალაგებდი საბარგულში, ჩემებთან წასვლას და მათთან შეხვედრას ვაპირებდი.
Შენი სურნელი რომ ვიგრძენი ჩემი მხრების გასწვრივ.
Ისე მინდოდა მობრუნებულს მართლაც, უკან დამხვედროდი.
Ისე ძლიერად ჩაგიკრავდი გულში, იქამდე არ შეგიშვებდი ხელებს სანამ ყველა კუნთი და უჯრედიც კი არ მეტკინებოდა.
Ქუთუთოებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს, საბარგულს ვხურავ და ვბრუნდები.
Შენ ხარ
Შენ ხარ
Შენ ხარ
Ჩემ უკან დგახარ
Და პირდაპირ მე მიყურებ.
Ხელები მექავება
Გული მიჩქარდება
Ფილტვები მეკუმშება
Მხოლოდ ერთი, შენი ჩახუტება მინდა რომ ვიგრძნო, ნამდვილი ხარ, რომ კვლავ არ მელანდები. Რომ ეს გული შენი მონატრებით აღვსილი,დავამშვიდო.
Ნელა გეპარება სახეზე ღიმილი.
Თვალს არ მარიდებ
Მერე ისევ ისე.
Უნებართვოდ
Ისევ ისე აწეწილ თმას მაშორებ სახიდან და ყბის კუთხეში მკოცნი.
Ვგრძნობ როგორ ისრუტავ ჩემ სურნელს.
Ნუთუ ჩემი სუნიც მოგენატრა, როგორც მე.
Ჩემ თმაში აბურდულ თითებს, უფრო მეტად ხლართავ და მთელი სხეულით, წამის მეასედში შენ სხეულში მმალავ.

Მუჭებს ვკრავ და ვგრძნობ,როგორ მეჭრება ხელის გულებზე კანი.
Ის თითები მინდა შევაკავო, შენ ჩასახუტებლად რომ იღწვიან.
Შენ უფრო და უფრო ძლიერად მიკრავ, მე თითის ბალიშები მისველდება, ისევე როგორ თვალის უპეები.
-Გამომყვები? - გამოგყვებოდი, ყველგან აბსოლიტურად. Სამყაროს ნებისმიერ კიდეს, მაგრამ არაფერი გითხარი - ნინე - ხელებს მიშვებ და ჩემ სახეს საკუთარ ხელისგულებზე აყრდნობ - მხოლოდ მე და შენ, მხოლოდ ამ წლის უკანასკნელი ღამე და მერე- წამით ჩერდება, სუნთქვა სახეზე მაფრქვევს- მერე თუ გინდა საერთოდ წავალ.
-Აღარ მინდა ეს სიჩუმე უჩა. Მერე სხვისი მოძახებული სიმართლე და ისევ, შენი ხელახლა წასვლა
-Ყველაფერს გეტყვი, ყველაფერს აგიხსნი - ცერა თითებით ლოყებს მიმშრალებს.



***
Კარის სახელურს ოდნავ ვწვე, მესმის ხმა, ბუდიდან როგორ ვარდება საკეტის “ენა” ოდნავ იხსნება კარი და მუქი, სისხლის, მტვირის, სიბინძურისა და სიკვდილის ფერები იჭრებიან გარეთ, მზის სინათლეზე.
Ჩემ წინ, ბუხართან იჯდა უჩა თაბაგარი, სიჩუმესა და ამავდროულად საოცარ ქაოსში.
Სახეზე ცეცხლის ალები დასთამაშებდა.
Თვალებში ტკივილი.
Მძიმე სუნთქვას, უფრო მძიმე სიტყვებს აყოლებდა.
-Უბრალოდ მაშინ, სხვა გზა არ მქონდა, ისე ამომავლეს იმ ყველაფერში, ვერც კი გავიაზრე. Ისე ღრმად შემატოპინეს, უკან მოხედვაც კი არ შემეძლო, მაგრამ მორჩა ნინე, ყველაფერი უკან დავტოვე გესმის?! Ყველაფერს წერტილი დავუსვი. Ამიტომ ვიყავი წასული, ამიტომ მოვხვდი ციხეში და ახლა, სწორედ ამიტომ გიყვები ამ ყველაფერს.
Მოსმენილით გაოგნებული, სიტყვის თქმას ვერ ვბედავდი.
Ვერ ვიჯერებდი იმ ყველაფერს, რასაც მიამბობდა.
Ვერ ვიჯერებდი იმ სამყაროს არსებობას, რომლის ნაწილიც ის იყო.
-Ნინე - შორიდან, ჩურჩულით წარმოთქმილი ჩემი სახელი მესმის. Ცრემლმორეულ მზერაში ერთიანად აირია მისი სილუეტი ალებში.
-Ყველაფერი გავაკეთე შენთვის და კეკესთვის, ყველაფერი მხოლოდ თქვენთვის.

Უეცრად, ცა ნათდება.
Მიჩუმებულ გარემოს ასაფეთქებლების ხმა ახმაურებს.
Ახალი წელია !
Და იქნებ ახალის საწყისიც.
-Გილოცავ ახალ წელს ნინე, მიყვარხარ - პირველად ნათქვამი მისი მიყვარხარ.


***
Ფიქრები
Დაქროდნენ, დაქროდნენ, დაქროდნენ
Თაბაგარს დივანზე მიძინებოდა.
Ცალ ხელში კი ჩემი მტევანი ჰქონდა მოქცეული.
Იქვე მიფენილ პლედს ვაფარებ, ფრთხილ კოცნას ვუტოვებ საფეთქელთან და მოვდივარ.

***
გიფიქრიათ?!
Რომელი უფრო მძიმეა, როდესაც გტოვებენ თუ ტოვებ ?!
იმ ღამით, გასული წლის უკანასკნელ ღამეს და ახალი წლის პირველ განთიადს დავტოვე და წამოვედი.
იმ კოცნას საფეთქელთან რომ შევატოვე ჩემი ყველა ფიქრი დავამგზავრე თაბაგარზე.
იმ კარს მიღმა შენ, ჩემი ყველა გრძნობა და მთელი გული დაგიტოვე. წამოვედი მხოლოდ საჭურჭლე, უგრძნობი,უგულო, უფერო და მაინც ცოცხალი.
Ნეტა შენ თუ გიჭირდა ასე ყველა მიტკალი მიწა ჩემგან რომ მიდიოდი ხოლმე.
Ნეტავ გაღვიძებულს შენც თუ იმ უდიდეს სიცარიელეს იგრძნობ, რომელსაც მე შენი ყველა წასვლის შემდგომ.

ვერ გაპატიე?!
არ ვიცი, ალბათ იმ ჩახუტებით და იმ კოცნით ჩემმა მთელმა სხეულმა და თითოეულმა უჯრედმა გაპატია, ყველა არ ნათქვამი სიტყვა, ყველა საიდუმლო და ყველა წასვლა, მაგრამ ის სამყარო, რომლის ნაწილიც ჯერ ისევ ხარ, რომლის მარწუხებიც ისე გიჭერენ რომ სუნთქვაც კი გიჭირს, მე ძვლებს დამამტვრევენ და მასშივე მშთანთქავენ.
Საკუთარი თავის გამო არა.
Სიკვდილის არც არასდროს შემშინებია.
Მე იმ სიცოცხლის მეშინია,რომელშიც მუდამ შენი აღარ ყოფნის მოლოდინში უნდა დამიდგეს განთიადები.
Წავალ, რომ ჩემმა გულმა, შენი გულისგან შორს მყოფმა, ალები დაიამოს.
Წავალ, რომ ჩემი თვალები, მიეცნენ სამუდამოდ შენ ძებნას და ვერ ხილვას.
Რომ ამ სხეულმა შენი სითბო ცივ ნიავებს გაატანოს.
და ვინ ვარ მე?!
Სუსტი ქალი, უთავმოყვარეო ქალი, ქაოსის მოყვარული ქალი, რომელიც თავისი ქაოსის მიუხედავად შენსას გაურბის.
Მაგრამ განა გრძნობებმა და მით უფრო სიყვარულმა იცის რამე მცნება გარდა ერთისა?!
Ერთისა რომ სამყაროს ეპიცენტრი ერთი ადამიანი ხდება,
Ერთ გულ, ერთ სულ.
Მე ის გოგონა ვიყავი, რომელიც მდორე ტბებიდან ბობოქარ ზღვებში გადახტა.
Მხოლოდ შენ გამო, მხოლოდ შენთვის
და მე მაინც მივდივარ.
Მე სულელი ქალი,მე უთავმოყვარეო ქალი, მე შეყვარებული ქალი.
***
Ზეცას წუხანდელი ღამის აღარც სიბნელე და აღარც ათასფრად მოწამლული ჰაერი აღარ შემორჩენოდა.
Ტაქსიდან გადმოსული, იქვე გაჩერებულ ჩემ მანქანაში ვჯდები და პირდაპირ სოფლისკენ ვიღებ გეზს.

უსაშველოდ გაიწელა ფიქრებსა და სინანულში გზა.
თბილი ცრემლები თითქოს ცდილობდნენ ჩემი უკვე უშენობით გაციებული სხეული გაეთბოთ.
Ნეტავ უჩემობა უკვე თუ იგრძენი?!
Ზამთრის სიცივეებს თუ დააბრალებ უჩემობით მონაბერებს?!


***
Სახლი
Რატომ აღარ მგვრიდა ის კარ-მიდამო იმ სიმშვიდეს ახლა, ასე ძლიერ რომ მჭირდებოდა?!
Ნუთუ ვერაფერი ვეღარ გაათბობს ჩემ გაყინულ სულსა თუ გულს.
კარში კამფეტებით მეგებება მამა
- ასე ტკბილად დამიბერდი ჩემო თვალის ჩინო ! - ხელებს მხვევს და გულში მიკრავს.
- გილოცავ მამი - ვეხვევი და ვცდილობ მისი სითბო სხეულს შევაგრძნობინო.
-წამოდი მამი, წამოდი. Სულ გაყინულხარ ჩემო ნამცეცა - აბურდული თმიდან თოვლის ფანტელებს მფერთხავს და სახლისკენ მიბიძგებს.
-დე, გილოცავ - გოზინაყით და თაფლით სავსე კოვზით მეგებება დედა - ასე ტკბილად დამიბერდი დე
***
Ბუხრიდან ცეცხლის ალები მთელ ოთახს დაცემოდა და საახალწლო წარმოდგენას მართავდნენ.
ღამის სიჩუმეში ალების ჩურჩულიც მჭექარედ ისმოდა.
გაბმულად ბზუოდა ჩემი ტელეფონიც.
თამარა, ვატო და შენ. არ ცხრებოდით და ასე გაბმულად ცდილობდით დაკავშირებას.
Საათი უკვე ღამის 3ის 17 წუთს უჩვენებდა.
Პლედმოხვეული დევანზე ვიყავი მიწოლილი და ისევ შენ დაგეძებდი ფიქრებსა და მოგოგნებებში.
თუ ასე უნდა ვყოფილიყავი რატომ გტოვებდი არა?!
- ნინე - ზურგსუკან დედას ჩუმი ხმა მომესმა - კარგად ხარ დედი?- ჩემ ფეხებთან დივანზე ჯდება და ჩამოშლილ თმას სახიდან მაშორებს. თითქოს რასაც ეძებდა ის იპოვაო, ჩემი ცრემლიანი თვალების ხილვისას.
-ცუდად ვარ ძალიან დე- ოთხ ამოთქმულ სიტყვას ოთხჯერ მეტი ცრემლი ამოვაყოლე.
-ყველაფერი გაგივლის, ყველაფერი მორჩება გესმის? - თბილი ხელებით სახეზე მეფერება და ცრემლებს ისე მპარავს, თითქოს არ უნდა რომ მათი არსებობაც კი ვიგრძნო.
-დავტოვე და წამოვედი, მაშინ როდესაც მითხრა რომ ვუყვარვარ დე
-სწორად მოიქეცი
-რატომ დედა, მითხარი რატომ მოვიქეცი სწორად, იმიტომ რომ მას სხვა ცხოვრება აქვს? თუ იმიტომ რომ მე ვარ ისეთი სუსტი რომ მის გამო, ამ ცხოვრებას ვერ გავუძლებდი?
-ნინე, სულ სხვა ხალხია, სულ სხვა მენტალობა აქვთ შვილო. ისეთი რამეები შეუძლიათ შენ რომ შეიძლება არც დაგესიზმროს. Მასთან ერთად რა მომავალი გექნებოდა მითხარი აბა?
-მის გარეშე რა უნდა მქოდეს დე, მე იმის უფრო მეშინია
-სისულელეს ამბობ, მათეც გიყვარდა,მაგრამ დღეს სხვას მიტირი.
-მათე, მათე- მწარედ მეცინება ისევ მათეს შეხსენებაზე - ნუთუ საერთოდ ვერ დაინახე უჩა, ოდნავ მაინც ვერ შენიშნე რაიმე კარგი მასში?
-იცოდი რომ ეს ცხოვრება ჰქონდა საერთოდ ნინე?! არ იცოდი. იმიტომ მოთქვამ ასე რომ შენც ტელევიზორით გაიგე არა რომ დაიჭირეს და როგორც წარადგინეს.
- შენმა საყვარელმა მათემ მითხრა მანამდე დედა.
- ისევ კარგი რომ უნდოდა შენთვის ალბათ ხვდები ხომ, როდემდე უნდა მოეტყუებინე იმ ბიჭს?
-არ მატყუებდა, არცერთხელ არ მოვუტყუებივარ დედა, უბრალოდ არ უთქვამს.
-განა ერთიდაიგივე არაა? თავმოყვარეობას ნუ დაკარგავ ნინე, სწორად მოიქეცი რომ წამოხვედი და ყველაფერი დაასრულე. Მამაშენთან სიტყვა არ დაგცდეს იცოდე, ძლივს გავაკავე იმ ღამეს რომ არ ჩამოსულიყო თბილისში და სული არ ამოეღო იმ ბიჭისთვის- ფეხზე დგება და ოთახიდან ისე გადის აღარც მაცდის სიტყვის თქმას.

Ქაოსი.
ფიქრები
და ყველაფერში შენ.
Ბუხარში ცეცხლი ისე მინელდა და მთელი ოთახი სიბნელეს მოეცვა, რომ ვერც შევნიშნე. Საათი უკვე 6-ს უჩვენებდა, ზამთრის ცა კი არ აპირებდა გათენებას.
Ჩემმა მობილურმა როგორც ცაში გავარდნილმა ელვამ ისე გაანათა ღამისფერი ოთახი.
“გთხოვ, მხოლოდ ის მითხარი რომ კარგად ხარ”
თამარა იყო.
“დავტოვე და წამოვედი,როგორ ვიქნები კარგად “
“Ძალიან ცუდადაა, ასეთი არ მინახავს”
“არ შემიძლია, ახლა ამ ყველაფერთან შერკინება არ შემიძლია”


ტელეფონის ხმა მაღვიძებს და საპასუხოდ საერთოდ ვთიშავ.
გადაწეულ ფარდებს მიღმა, სითეთრის გარდა არაფერი მოჩანდა.ისევ გადაუღებლად ბარდნიდა ციდან.
Ქვემოდან ნელ-ნელა შემოიჭრა ხმაური, ჩემ ოთახში.
ტანსაცმლიანად მძინარი, მხოლოდ ფეხზეღა ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ.
Მისაღებიდან რამდენიმე ხმაში ისმის საუბარი. კარის სახელურს იმ მოგონებებით გაბრუებული ვწევ, შენ და კეკე რომ გვესტუმრეთ.
Ჩემგან ზურგით მდგომს დედა ღიმილით ესაუბრება.
Მამაც გაშლილ სუფრაზე ღვინით სავსე ჭურჭელს დგავს.
ვერავინ ამჩნევს ჩემ იქ ყოფნას,რამდენიმე ხანს, ბოლოს დედამ შემნიშნა და ჩემკენ ზურგი მყოფით შემობრუნდა.
Მათე
ისე როგორც ადრე, ჩემი სახლის მისაღებში იდგა ბედობას, ჩემ ოჯახთან ერთად, ტრადიციულად.
Მთელ სახეზე ისე მომაწვა სიბრაზე, თითქოს სადაც იყო ავფეთქდებოდი.
-ნინე? - გაკვირვება ესახება სახეზე
-არ მითქვამს რომ ჩამოვიდა წუხელ? - ყველასთვის აშკარა ხდება დედას ზრახვები.
-რას აკეთებ დედა?- იოგების ჩაწყდომამდე ვცდილობ დავიჭირო ჩემი კივილი.
-ნინე, არ ვიცოდი.მართლა არ ვიცოდი აქ თუ იყავი - ჩემკენ დგავს მათე რამოდენიმე ნაბიჯს, მე კი უკან.
-როგორ იქცევი? Ჩემთან ჩამოვიდა ბავშვი და შენ რაც გინდა ის იფიქრე.
Სახლიდან გამოვდივარ და კარს მთელი ძალით ვიჯახუნებ, მაინც წვდება სმენას მამას ხმამაღალი ტონი დედას მიმართ.

Შუაგულ ეზოში ვდგავარ და ცივ ფანტელებს სახეს ვუშვერ, რომ ბრაზი გამინელონ.
ფანტელებს შენი სურნელი მოაქვთ ჩემთან.
Ნეტავ შემეძლოს, ახლა ამ წამს მხოლოდ ერთხელ შემოგხედო და თუნდაც ბოლო იყოს, მხოლოდ ამ ერთ წამს.
Შეხება მაკრთობს.
თვალებს ვახელ.
Ჩემ წინ დგახარ, ნეტავ რომ შეგეხო, გაქრები?
თითქოს ფიქრებს მიხვდებიო, თვალის უპეებიდან ფანტელებს მიღმა დამალულ ცრემლებს მწმენდ.
აქ ხარ…
- ნინე ! - შენ არ მეძახდი.
ის თბილი თვალები, მე რომ მიყურებდნენ წამში ეხვევიან სიბნელის სუდარაში.
Ჩემ უკან დგას წარსული, შენ კი წინ.
თითებს ისე ცივად მაშორებ სახიდან, რომ სულიც კი მეყინება.
Მზერასაც კი აღარ მისწორებ.
Ნაბიჯს უკან დგავ, მე კი შენკენ.
Სანამ შებრუნდები ვასწრებ და შენ თითებს ვიჭერ
-არ …- სიტყვა მიწყდება, ჩემ თითებს იშორებ.
ისე მიდიხარ უკან აღარც იყურები.
Მუხლებით ვეხები გაყინულსა და დათოვლილ მიწას და სულის კივლის ვიხშობ.
- ნინე - მხრებზე მხვევს ხელებს მათე და ჩემ წამოყენებას ცდილობს- ადექი, ფეხზე ადექი ნინე
Მესმის როგორ ტოვებ იქაორობას და როგორ მიდიხარ შორს.
Მერე არაფერი.
იმასაც კი ვერ ვიაზრებ როგორ ვჩნდები ჩემ ოთახში.
-თუ გიყვარს, ადექი და წადი გესმის?! - გონს მათეს ხმას მოვყავარ - ასე ძალიან თუ გიყვარს ნუ გაუშვებ, ყველაფერს მოერევი და გადაიტან.ყველას აზრი დაიკიდე ფეხებზე და წადი გასმის?! უკან რომ მოიხედავ ის არ გაიხადო სანანებელი რომ არაფერი გააკეთე.თუ უყვარხარ ისიც ყველაფერს გააკეთებს შენთვის - ყურებდი, ვუსმენი და ვერ ვხვდებოდი,როგორ შეეძლო ჩემთვის ეს სიტყვები ეთქვა.
***
თოვას შემოღამებოდა.
-რას ქვია მიდიხარ?! Სად მიდიხარ ნინე, ხმა გამეცი - გაუაზრებლად ვყრიდი ჩანთაში ნივთებს - აქ როგორ მოვიდა, რა ნამუსით მოვიდა საერთოდ ის არაკაცი და შენ რას აკეთებ, მას მისდევ?
-დედა, შემეშვი გეხვეწები
-რას ქვია შეგეშვა, რა სისულელეს აკეთებ იაზრებ საერთოდ?- მკალვში მალვებს ხელს და მისკენ მაბრუნებს.
-ჩემი ცხოვრებაა გესმის?! Მე მინდა და მივდივარ და ხო, მასთან მივდივარ !
-ციხის კედლებს ვერ მოშორდები ნინე იცოდე, იმ ბიჭის გვერდით
-უმისოდაც ციხეში ვიქნები დედა
-სულელი ხარ, სულელი შვილო !
ჩანთის ელვას ნაჩქარევად ვკრავ, მხარზე ვკიდებ და ქვემოთ ჩავდივარ.
-ნინე, მოვკვდები და არსად არ გაგიშვებ - ყვირილით მომყვებოდა დედა უკან
-დედა, მივდივარ და მორჩა
კიბის ბოლოში იდგა ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი მათეც
-უთხარი მათე, უთხარი შვილო, რა სისულელეს აკეთებს- მხრებში ჩააფრინდა მდუმარე მათეს.
ეზო რომ გადავჭერი მხოლოდ მაშინ წამომეწია აქამდე ჩუმად მყოფი მამის სიტყვები.
-მე ბევრჯერ მითქვამს, მთავარია გიყვარდეს და ვხედავდე რომ უყვარხარ, სხვას ჩემთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა,არც წარმომავლობას, არც ეროვნებას,არც ქონებას და არც გვარიშვილობას,ისე მივიღებდი საკუთარ შვილად, მაგრამ ვერ მივიღებ მას, ვინც ვიცი რომ ყველა ფერს წაგართმევს და მცირე ბედნიერების გარდა, ისიც საწყისში, ვერაფერს ვერ მოქცემს. ახლა თუ წახვალ, არ გეტყვი რომ ჩემი შვილი აღარ იქნები, რომ მამა აღარ გეყოლება, მაგრამ იცოდე, არ მივიღებ მე იმ ბიჭს, რომელიც ჩემ ოჯახში იყო მოსული, სიტყვა დამიტოვა რომ შენზე არ მედარდა და ამხელა კაცი, მომატყუა. იმ ბიჭს მე არც შვილად მივიღებ და მის გვერდით არც საკუთარ გოგონას.ეს იცოდე ნინე. ახლა წადი, მე რამდენიც არ უნდა დაგიშალო, შენ მაინც შენსას იზავ. ასე გაგზარდე და ამას ვიმკი, მაგრამ იცოდე, მასთან ერთად ჩემ სახლში ფეხი არ შემოადგა და როდესაც იმ ყველაფერს ვეღარ გაუძლებ,რაც მის გვერდით გელის, იცოდე რომ შეგიძლია სახლში დაბრუნდე.

გამეტებით ასკდებოდნენ საქარე მინას თოვლის ფანტელები.
-თამარა !- როგორც იქნა აიღო ყურმილი
-ნინე
-მოვდივარ გესმის?! გზაში ვარ და მოვდივარ თამარა, არ ვიცი რა ჯანდაბას ვაკეთებ, მაგრამ საერთოდ არაფერზე არ ვფიქრობ, რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს.
-ნინე
-მიყვარს და არ შემიძლია მის გარეშე თამარა
-ნინე, მიდის
ისე ძლიერად ვამუხრუჭებ, რამდენიმე წამს ავტომობილი მოყინულ გზაზე თავისით მისრიალებდა.
ყურებში მხოლოდ ერთი სიტყვა ჩამკიოდა “მიდის”

***
გულისცემა ყელში ისე მაწვებოდა აღარც სუნთქვა შემეძლო და აღარც ხმის ამოღება.
უამრავი ხალხი ირეოდა აეროპორტში.
Მთელი ძალით მივრბოდი და მივიკვლევდი მასთან მისაღწევ გზას.
ოღონდ არ წახვიდე, ოღონდ არ გაფრინდე და მოვალ, მხოლოდ დამელოდე და ისე ძლიერად შემოგხვევ ხელებს რომ ჩვენ გარდა მთელი სამყარო გაქრეს ყველა შავი ფერი და ყველა ბნელი ადამიანიც კი.
გულის წვავს ვგრძნობ და ნაბიჯსაც ვეღარ ვდგავ.
ხელით ვისრეს იმ საგულის ადგილს შენით რომაა და ვცდილობ ის ალები დავიამო.
-სად ხარ - ირგვლივ ვიხედები და ვცდილობ გიპოვო იმ ათასში შენ ერთადერთი
-ნინეკო - ასე სიყვარულით გაჟღენთილი ჩემი სახელი პირველად მომესმა.
ესკალატორზე იდგა პატარა კეკე ძმასთან ერთად.
დავინახე როგორ მოქაჩა უჩას მკლავზე,რომ ჩემკენ შემოებრუნებინა.
-გამატარეთ, გთხოვთ გამატარეთ- სხეულებს შორის ბარბაცით მივიკვლევ გზას და ესკალატორზე ავრბივარ.
შენ უკვე ჩემკენ შემობრუნებული მხვდები.
მხოლოდ რამდენიმე საფეხური და შენთან ვარ, მოგიწსარი.
- გააჩერეთ ესკალატორი !- უკნიდან მესმის ვიღაცის ძახილი.
მე იმ რამდენიმე საფეხურსაც ამოვდივარ და შენ წინ ვჩერდები.
ვგრძნობ როგორ მისველდება თვალის უპეები.
-ხომ გითხარი უჩი, მოვა ნინეკო მეთქი ! - ისე მეხვევა წელზე ციცქნა გოგო, რომ სმყაროს მწყვეტს მისი სითბო.
-მოვედი კეკე და არ გაგიშვებ არსად- ძლიერად ვეხვევი და შუბლზე ტუჩებს ვაკრობ.
წელში ვსწორდები და მზერას გისწორებ.
იმხელა წყენა გქონდა თვალებში,ლამის დავიკარგე.
თურმე არც შენ დაგიბრალებია ზამთრის მონაბერებისთვის უჩემობის სუსხები.
-არ წახვიდე - ისე ჩუმად ვამბობ,არც კი ვიცი გესმის თუ არა. ჩემი თითები შენ დამუშტულსა და დამალულ თითებს პოულობენ და მათში იხლართებიან - არ წახვიდე -სახეს შენს გულში ვიმალავ.
შენ არაფერს ამბობდი, არც კი მეხებოდი გარდა იმ თითებისა.
ქვასავით უძრავად იყავი და მეგონა არც კი სუნთქავდი,გულიც კი არ გიცემდა.
-ხმა ამოიღე გესმის?! -მომუშტულ ცალ ხელს მკერდში გირტყავ რომ გაყინული დაგიბზარო - მოვედი, აქ ვარ და არ მოგცემ ნებას დამტოვო.
მხოლოდ მაშინღა გისწორებ კვლავ მზერას.
ვამჩნევ როგორ დაგტყობია მთელ კისერზე იისფრად ძარღვები, როგორ წითლებში დაგიცურავდნენ, გიშრისფერები.
-ახლა თუ არ წავალ - ყველა სიტყვას სვენებით ამოთქვამდი და არც კი მიყურებდი - ახლა თუ არ გაგიშვებ ჩემგან - მზერას მისწორებ და ისევ ცდილობ სუნთქვის დამშვიდებას - მერე ვეღარ შევძლებ, როცა შენ გენდომება ეს
-არ მენდომება გესმის?! - შენ სახეს საკუთარ ხელებში ვიქცევ - არ მენდომება
ერთხანს უთქმელად მიყურებ,ისე რომ თვალსაც კი არ ახამხამებ.
ჩემკენ იხრები, შეხებამდე გულის ცემებს ვითვლი, წამებს კი არა
უკვე მეწვოდა შენი კოცნით დადაღული ღაწვი, შეხებამდე
-იმ თავისუფლებას დაკარგავ, რომლისკენაც ასე მიიღწვოდი
-შენზე ფიქრებსა,სინანულსა და მონატრებაში ვერც ვერადროს ვიქნები თავისუფალი
-არ წახვიდე თაბაგარო - გასუსული ბრბოდან თამარას ყვირილი წვდება ჩემ ყურთასმენას.
მასაც ეღიმება, კისერზე მხვევს მკლავს და შუბლზე იმ სანატრე კოცნას მიტოვებს, ასე რომ ველოდი.

***


თავმოყვარეობა
დღესდღეობით ალბათ ადამიანებში ყველაზე მეტად თავმოყვარეობასა თუ უთავმოყვარეობას არჩევენ.
განიხილავენ, უწონებენ ან მიწასთან ასწორებენ.
და მე?!
აი ამ წამს, ყურებში გაბმულად ჩამესმის ყველა სალანძღავი სიტყვა, რაც კი დაიხარჯება ჩემ მიმართ.
ვინ ვარ არა?!
უ თ ა ვ მ ო ყ ვ ა რ ე ო -ქალი !
სულელი ქალი !
რამდენი იარლიყი მომეკვრება მხოლოდ იმის გამო რომ თაბაგარი ავირჩიე, რომ გავეკიდე, რომ ვეხვეწე დარჩენილიყო.
მაგრამ ჯანდაბა !
წყალსაც წაუღია თავმაყოვრეობა,როდესაც იმ ერთადერთ ადამიანს ეხება საკითხი, შენ ცხოვრებაში არსებობა -არ არსებობაზე !
ეშმაკსაც დაულახვრავს ის ყველა, რომელიც მხოლოდ წყნარი, კანონიერი ცხოვრებისთვის მკერდში, გამალებით მფეთქავ გულს ამოიგლეჯს !
შიშსა და სიკვდილის სუნში ვიყო მასთან ერთად მირჩევნია, უმისოდ ლეშად ყოფნას.
რამდენს ვლაპარაკობ, რამდენს გიმტკიცებთ, მაგრამ განა აქვს აზრი?!
თუ ცხოვრებაში შენი არჩევით, ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებ დაე იყოს ასე. მანამ ვიყო ცოცხალი და ბედნიერი შენთან,სანამ შემეძლება.

***
-მეშინოდა რომ არ მოხვიდოდი და სულ წავიდოდით - თმაზე ვეფერებოდი ჩემ გვერდით მწოლ ციცქნა სხეულს
-არ გაგიშვებდი კეკ, უშენოდ რა მეშველებოდა მერე? -პატარა ყურს უკან ვუმალავ კულულს.
ჩემ ხელს საკუთარში იქცევს და ლოყაზე იდებს
-სულ ჩვენთან იყავი კარგი? შენი უფრო იყოს უჩა, ოღონდ აღარ წახვიდე - სიბნელეშიც კი ჩანს ცრმელებში მოცურავე მისი დიდი სფეროები.
სული ჩავაყოლე იმ შეკავებულ სუნთქვას.
-გახსოვდეს, რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის შენთან ვიქნები გესმის? არასდროს, კეკე, არასდროს არ დაგტოვებ - პატარა თითებს სათითაოდ ვუკოცნი.
-რომ დავიძინო, არ გამეპარები ხო? - ტუჩებს სატირლად ბრიცავს და მზერას მისწორებს
-ყოველთვის, როცა გაიღვიძებ მე შენთან ვიქნები - შუბლზე ვკოცნი და მკერდზე ძლიერად ვიკრავ მის ერთციდა სხეულს.
-მიყვარხარ ნინეკო
-მეც ძალიან მიყვარხარ კეკუ

ჩუმად ვიწმენდდი ცრემლებს და მის მშვიდ სუნთქვას ვდარაჯობდი.

***

- დაიძინა? - აივანზე მხვდები შენ
-დაიძინა - შენ გვერდით, სავარძელში ვჯდები.
შენ მშვიდად ეწევი და უკვე ღამისფერებისგან გაღიავებულ ცას არ აშორებ მზერას, მე კი შენ.
- არ იქნება მარტივი - არც ვიცი რამდენხნიან სიჩუმეს არღვევ და მზერას მისწორებ.
-შეიძლება ამ წამს, ჯერ ისევ ვერ ვაანალიზებ და აღვიქვამ ყველაფერს, მაგრამ მჯერა რომ შევძლებ
-არ მინდა რომ შეგცვალო, რომ შენში ის ფერები ჩავაქრო ასე რომ კაშკაშებს
-სანამ შენ გვერდით ვარ, ყველა ფერი ისევ ჩემში იქნება
რაღაცნაირად გეცინება.
-ნინე- ჩემკენ იხრები სხეულით და ჩემ ხელებს საკუთარში იქცევ - იმხელა სიბინძურეა ჩემ გარშემო, ისეთი სიბნელე
-შენ გარშემოა, შენში ხომ არაა ეს სიბნელე - ხელის გულზე გკოცნი
-ნაწილი ვარ ნინე, ამ ყველაფარის. გულს რომ მირევას და მახრჩობს.
-ნუთუ არაა გამოსავალი ? - მოწოლილ ცრემლებს გასაქანს არ ვაძლევ
-თითქმის შეუძლებელია - მზერას მარიდებ, მე კი შენ სახეს ხელებში ვიქცევ
-მე იქ ვიქნები სადაც შენ
-პატარა ბიჭივით დამავიწყდა ვინ ვიყავი, ისე ძლიერად მინდოდა შენთან, მეგონა როგორც სამსახურიდან, ყველაზე დაბალი პოზიციიდან უბრალო კადრი, ისე წამოვიდოდი და მორჩებოდა ყველაფერი, მაგრამ… მაგრამ იმაზე რთულია ეს ყველაფერი ვიდრე შეყვარებულმა მე, წარმოვიდგინე. არ დაგპირდები რომ ყველაფერი მორჩება, რომ განთიადის შემდეგ სუფთა, პატიოსანი და უდანაშაულო ვიქნები შენ წინ, ეს მინდა იცოდე გესმის? - ხელის მტევნებს მიკოცნი - არ შემეძლება შენთვის ყოველთვის იმის თქმა სად ვიქნები და როდის მოვალ, შეიძლება დაგპირდე რომ მოვალ და ამ დროს,რკინის გისოსებიც კი მაკავებდნენ,მაგრამ იცოდე, სადაც არ უნდა წავიდე როგორც ყოველ განთიადს მზე უბრუნდება ცას, ისე დავბრუნდები შენთან, ჩემ ნავსაყუდელთან.
- მთავარია რომ დამიბრუნდე ყოველჯერზე -ანცად მეპრებიან ცრემლები ღაწვებზე.
-თუ მიხვდები, თუ იგრძნობ რომ - სიტყვებს ტუჩებზე თითებით გიმაგრებ.
-შენ იქით გზა არ მაქვს, ასე მითხრა საბედისწერო ტარომ
-ტარომ?
-უფრო კონკრეტულად ქალბატონმა სანდრამ
-ვერაფერს ვხვდები
-ოდესმე მოგიყვები - თითებით შენ კონტურებს ვხატავ

***
-გეძინა? - ვერც ვიაზრებ ისე ვპასუხობ მობილურის გაბმულ ზარს, ხმაზე ძლივს ვცნობ თამარას
-ჰო - თვალებს ოდნავ ვახელ, ჩემ გვერდით ჯერ ისევ მშვიდად ძინავს უჩას.ფრთხილად ვდგები საწოლიდან და საძინებელს ვტოვებ-ყველაფერი რიგზეა?
-მისმინე - ხმაზევე ეტყობოდა რომ ყველაფერი პირიქით იყო - არ ინერვიულო კარგი?
- რა ხდება თამარა
-რაღაც სულელრი სტატია გამოაქვეყნა რაღაცა სულელურმა გვერდმა რა
- რა სტატია ?
-აუ ნინე, არ ინერვიულო გეხვეწები ოღონდ რა
მომენტალურად ვთიშავ ყურმილს და სოციალურ ქსელებს ვამოწმებ, ზუსტად 6 წამში მხვდება სტატიაც სათაურით
“ყველასათვის ცნობილი კანონიერი ქურდი, უჩა თაბაგარი თავის რჩეულს აჩენს.ვინაა ნინე ასათიანი და რა მოხდა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში” ვიდეო და ფოტო მასალა იხილეთ ვრცლად სტატიაში.
ხალხი.
ერთი დილაც კი არ მაჩუქეს,თუმცა ამ სამყაროში ვინ რას გაჩუქებს.
ისე გადამთელეს დილიდან, იმხელა სიძულვილითა და უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები, ვერც კი ვხვდებოდი საერთოდ ასეთი რა დავაშავე.
“ქურდის ბო*ი”
“ზვეზდოჭკები ექნება ამასაც”
“უთავმოყვარეო ქალი”
“ნეტა ამის მშობლები რას უყურებენ”


დედა
ნეტავ თუ ნახავდი ამ სისაძაგლეს.
ნეტავ შენ არ შეგხებოდნენ
ნეტავ შენ არავინ გატკინოს
მაპატიე
მაპატიე რომ ჩემი სიყვარულის გამო შენ გტკენ



-ყველაფერი რიგზეა- მხარზე მის ტუჩებს ვგრძნობ
სანამ რაიმეს ვიტყვი, განათებულ ეკრაზე ასწრებს ჩვენი ფოტოს დანახვას და ისე მართმევს ხელიდან მობილურს აზრზე მოსვლას ვერ ვასწრებ. უცებ ვიმშრალებ ცრემლებს და მისკენ ვბრუნდები
- ყველაფერი რიგზეა, არაფერია გესმის?
-როგორ არაფერია ნინე? ჩემთვის თუ არა, შენთვის ბევრი რამეა ეს სისულელე
-ხალხს ვერ მოვერევით უჩა
-ყველაფერს მოვერევი შენი სიმშვიდისთვის - ხელს წელზე მიცურებ და შენ სხეულში მიმალავ
-ძალიან მიყვარხარ - პირველად გეუბნები ამ სიტყვებს
ვგრძნობ როგორ ჩქარდება შენი გულის ფეთქვა, ზედ ჩემ გულზე ვგრძნობ.

***
მთელი დღე არ წყდებოდა ზარები და შეტყობინებები.
ყველა “კეთილის მოსურვე” შემეხმიანა, ყველამ მომიკითხა.
მხოლოდ ერთ ზარს ვუპასუხე.
იმ ზარს, რომელიც ყველაზე მეტად მაშინებდა.
მამა
მხოლოდ ავიღე ყურმილი, ბგერა ვერ ამოვთქვი.
-კარგად ხარ?
-კარგად ვარ - მამა ვერ დავუძახე, საყვარელი სიტყვა ბგერებში ჩაიკარგა და ოთხი ასო ერთად ვერ მოვკინძე.
-სახლში ხარ თუ
-კეკესთან ერთად ვარ - მივხვდი რომ არ შეეძლო კითხვა - დედამ ნახა?
ცოტახანს მხოლოდ მისი მძიმე სუნთქვა მესმოდა.
-ნახა - ხელით დავიჭირე ჩემი ხმები
-მაპატიე მამა
-თუ რაიმე დაგჭირდება, მამა გყავს გახსოვდეს- ისე მითიშავს სიტყვის ამოთქმას ვერ ვასწრებ.


***
ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც ვრცელდებოდა ახალ-ახალი სტატიები, იშვიათად პაპარაცული ფოტოები.
ერთ-ერთ სტატიაში კეკესაც კი რომ გადაწვდნენ, არ მენახა ჯერ ასეთი უჩა.
თაბაგარი კედლებს აზანზარებდა ისე ღრიალებდა.
“გაიგეთ ვინ არის ! “ ვიღაცას აძლევდა ტელეფონით მითითებეს.

ნელ-ნელა მივეჩვიე.
ჩვენ აივნებს შორის ხიდი გავაბით.
ან მე ვიყავი მასთან
ან ისე ჩემთან.
კეკე, მუდამ ჩემთან.
გვერდიდან ვეღარ ვიშორებდი.
სახლიდან ვმუშაობდი და ვცდილობდი ხშირად არ გავსულიყავი გარეთ.
მაინც მიჭირდა გამოშვერილი თითებისა და დაჭერილი მზერების არიდება.
მხოლოდ მის გვერდით ვიყავი კლდესავით, შემეძლო ნებისმიერი გადამეთელა.

ყოველ საღამოს თამარასთან ვიცლებოდი ერთიანად და ყველა განთიადს დაცლილი ვიწყებდი.
- შენი აზრით,სწორად მოვიქეცი? - მის მუხლებზე მედო თავი.
სახლში მხოლოდ ჩვენ და გვერდით საძინებელში მშვიდად მძინერე კეკე ვიყავით.
- შენ უნდა გრძნობდე ამას ნინე- თმაზე მეფერებოდა
-როგორც ქალი ქალს,ისე მითხარი
-მე მითქვამს, რაც არ უნდა შეგეშალოს, შენ გვერდით ვიქნები თქო. ახლა ამიტომ არ ვარ შენ გვერდით. სიყვარულისთვის იბრძვი,სხვა ვერასდროს დაინხავას იმ სურათს რასაც შენ ხედავ,სხვა ვერასდროს იგრძნობს შენ გრძნობებს, შენ ადგილას თავს ვერ დააყენებს, შენი თვალებით ვერ შეხედავს.სხვას ყოველთვის თავისი ხედვა ექნება, ყოველთვის მოგიწოდებს მისთვის შესაფერისისა თუ მოსაწონისაკენ. გრძნობების გარეშე შესაძლოა ნამდვილად სწორი გზაც დაგანახოს, მაგრამ ნინე, ყველაფერი შენი გადასაწყვეტია გესმის? სხვის კარგსაც შენი ცუდი არჩიე და საკუთარ თავთან იყავი მართალი.
-იმ საღამოს, მათეს სიტყვების შემდეგ წამოვედი. მან მითხრა რომ წამოვსულიყავი, რომ თუ მიყვარდა ყველაფერს შევძლებდი
-საოცარი ადამიანია მათე და ამის გამო ერთი ასად დასაფასებელია.მაგრამ არასროს მისცე არავის უფლება რომ უჩა მას შეადარონ.
-ნახე მათესაც რომ გადაწვდნენ ხო?
-ვნახე ხო
-მოიცა როგორ ეწერა?! “ამ ბიჭის შემდეგ კრიმინალთან რა უნდოდა”
-ტუნგები
გულიანად მეცინება მასზე
-ასეთ სიტყვებს საიდან იგონებ ხოლმე?
-შენ არ იცი თორე- შუბლზე მკოცნის.

***
ზამთრის სიცივეები რომ მიილია, გაყინული მიწები დაიბზარა სითბოს და მზეების შესაგრძნობად და თითქოს თან ჩაიყოლა თბილისის ჭორებიც.

8 მარტს აღვნიშნავდით მე და კეკე და მარწყვის ტორტს ვამზადებდით.
-ერთი მარწყვიც შემაჭამე რა ნინეკო - სკამზე მდგომი მხარზე მადებს თავს და მარწყვით სავსე თასს პატარა თითებით ეპარება
-ტორტს ვეღარ შეჭამ გოგო
-როგორ ვერ შევჭამ -წარბებს მითამაშებს და ყველაზე დიდ მარწყვს არჩევს და იტაცებს.
-ბოლო იყო, თორე ტორტზე დაგიქვითავ
-ვსო, ვსო - ხელებს დანებების ნიშნად ჰაერში წევს - აბა მითხარი, დავაწყო მარწყვები?
-მაცადე, ჯერ კრემი - მის ქარაფშუტობაზე სიცილს ვერ ვიკავებდი.

კეკე
ჩემი სიმშვიდეა.
ყველაზე ნაზი არსება და ყველაზე თბილი.
თაბაგარის არ ყოფნას, მხოლოდ მისი ხელები რომ მიამებენ და მისი მშვიდი ფშვინვა.
- ძალიან მაინტერესებს რას გვაჩუქებს უჩაჩო - მარწყვებში ურევდა თითებს
-მე მგონია რომ ისეთი უჟმურია სულ არ ახსოვს 8 მარტი
-ოფ, გეგონოს - უცებ მებუტება
-ვეჭვიანობ იცოდე
-აუცილებლად ახსოვს - თავს აკანტურებს და ზარის ხმაზე სკამიდან წამში ხტება - აი ნახავ, უჩაა! - ყვირილით გარბის კარის გასაღებად.
ბისკვიტს ვკრემავდი, კოლიდორიდან თამარას და ვატოს ხმები რომ შემომესმა.
- ქალბატონო ნინე, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, თუმცა ყველა დღე ხომ მხოლოდ თქვენია - თაიგულს მიწვდის ვატო.
-მეც მაქვს ნინეკო - პატარა თაიგულს ხელში ათამაშებს ქალბატონი -მე მეგონა უჩა იყო რაა - ყვავილებს წინასწარ მომზადებულ ლარნაკში დებს და იდაყვებზე დაყრდნობილი დაცქერის.
-მოიცა, ჩემი მოსვლა არ გაგიხარდა ქალბატონო? - მასთან იმუხლება ვატო
- გამიხარდა, მაგრამ უჩა მინდოდა მოსულიყო რაა
-კეკე, ხომ ვიცოდით რომ ვერ მოვიდოდა - მაგიდას ვეყრდნობი და მოწყენილ სახეზე ვეფერები.
- ვიცი, ვიცი
- წამოდი, მარწყვები დააწყე - მთელ სახეზე ღიმილი ეფინება და კუნტრუშით მომყვება სამზარეულოსკე
-მარწყვი მაჭამეთ რა- უკან გვეკიდება ვატო
-ერთი შენ ერთი თალალას - თითო მარწყს უნაწილებს კეკე და თასს მთელი ძალით უჭერს ხელებს - მეტი არ შეიძლება იცოდე- წარბებს უქაჩავს ვატოს.
-ალი-კვალი ძმა

მისაღებში ვისხედით, საღამო ხანს დიდიხნის გადაბიჯებული იყო.
გაფაციცებით, მაინც კარზე ზარის მოლოდინში იყო კეკო.
ისე ვნატრობდი მოსულიყავი მხოლოდ მის გამო.

-ყველაზე გემრიელი ტორტია, აი საერთოდ - კეკეს მზერა დაიჭირა თამარამ.
-უჩას უყვარს მარწყვის ტორტი, ხომ შეუნახე ნინეკო?
-შევუნახე ჩემო სიყვარული,თანაც უზარმაზარი ნაჭერი
-რომ მოვა შეჭამს

12 ხდებოდა თამარა და ვატო რომ გავაცილეთ.
კარის დახურვამდე ლიფტისკენ ეჭირა თვალი.
-კეკ, დავიძინოთ კარგი? - კარი დავკეტე და საძინებლისკენ ვუბიძგე
-მოვა, მართლა მოვა, ვიცი - ცრემლებში დაცურავდნენ უზარმაზარი გიშრისფერები
-დავიძინოთ და გაგვაღვიძებს - საძინებლელში შევატარე.

ზანტად იხდიდა სპეციალურად შერჩეულ ფუშფუშა კაბას.
ცდილობდა არ ეხმაურა, კაკუნი რომ არ გამორჩენოდა.
საღამურების ჩაცმაში მივეხმარე, საწოლში შეწვა და როგორც უჩამ იცოდა, ისე ამოიდო ცალი ხელი ბალიშის ქვეშ.
-რომ გავიზრდები, უჩას უფროსი გამოვალ რომ სახლში სულ მალე გამოვუშვა ხოლმე
ჩემკენ მოვიზიდე მისი ციცქნა სხეული და მკერდზე ავიკარი.
-უკვე აღარაა 8 მარტი?
საათი 23:57-ს უჩვენებდა.
-სამი წუთი ისევ 8 მარტია

სიტყვა რომ დავასრულე, სწორედ იმ წამს გაისმა კარზე კაკუნი
-მოვიდა ! - საწოლიდან წამოფრინდა და კარისკენ გავარდა - ნინეკო, მოასწრო, ჩქარა გააღე კარი.
მის ნაბიჯებს გავეკედი.
ისე გადავატრიალე საკეტი და სახელურს დავეკიდე, არც კი გამიხედავს ჭუჭრუტანაში.
გამოხსნილ კარს მიღმა უზარმაზარი თაიგულებით, გადაღლილი თვალებითა და ყველაზე წრფელი ღიმილით იდექი შენ
-მოხვედი ! - ზედ შეაფრინდა კეკე
-მოვედი - ხელში აიყვანა და მთელი სახე დაუკოცნა - თან როგორი თაიგული მოგიტანე ჩემო ქალბატონო.
-მე და ნინეკომ მარწყვის ტორტი გაგიკეთეთ უჩიი - კისერზე მთელი ძალით ხვევდა პატარა ხელებს.
სახლში შემოსულს შენ თაიგულები შემომაკრიბე ზურგზე, კეკემ ციცქნა ხელები.
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი უჩი, ვიცოდი.

სამზარეულოში ვისხედით,პატარა ხელებზე ჰქონდა სახე ჩამოდებული და ლუკმებს უთვლიდა უჩას.
-ხომ ყველაზე გემრიელია უჩი?
-ყველაზე გემრიელი მარწყვის ტორტია კი, ჩემო ქალბატონო
-სულ შეჭამე, სულ შენია - მისკენ აჩოჩებს ტორტს და სახე განაბული შეცქერის.



***
ბედნიერება წვრილმანებშიაო, გაცვეთილი ფრაზაა არა?!
თუმცა როგორ ზუსტი და ცხოვრებისეულია.
ჩემთვის ამ საღამოს იმ დარჩენილ 3 წუთში მისი მოსვლა იყო ყველაზე დიდი ბედნიერება.
იმ სამმა წუთმა, რომელმაც მე მისი მონატრებული სურნელი დამიბრუნდა,კეკეს კი თავისი იდეალი და ღიმილი მოჰგვარა სახეზე, სულ დამავიწყდა იმაზე ფიქრები თუ სად იყო, რას აკეთებდა ან როგორ იყო.
რამდენი ვინმე მეტყოდა, როგორ შეგიძლია მის გვერდით მშვიდად ძილი, მაშინ როდესაც არ იცი სად იყო და რა ჩაიდინაო, არა?!
ვუყურებ, როგორ ფრთხილად შემოდის საძინებელში, როგორც ჩანს კეკეს უკვე ჩაძინებოდა.
გადაღლილი სხეულით ჩემკენ მოდის და საწოლზე ჯდება.
რომ იცოდე, როგორ მიყვარს შენი თითოეული ნაკვთი,შენი ყველა ამოსუნვა…
მაისურს იხდის და მუხლებს იდაყვებით ეყრდონა.
ვიწევი და ზურგიდან ვეხვევი, ისე ძლიერად მინდა მოგიჭირო ხელები რომ ვერსად წასვლა ვეღარ შეძლო, რომ მხოლოდ თუნდაც ამ სახლში გავატაროთ მთელი ცხოვრება ჩვენ სამმა და მეტი არაფერი მქონდეს.
ისეთი ტკივლიანი იყო შენი ღრმა ამოსუნთქვა, ფილტვებში ალბათ ჰაერის ნატამალიც კი აღარ დაიტოვე.
-ყველაფერი კარგადაა,ჩემთან დაბრუნდი - კისერზე ვაკრობ ტუჩებს და მის სურნელს შევიგრძნობ.
-ასე აღარ მინდა, არ მინდა შენი და კეკეს ცრემლიანი თვალების ყურება - ისეთი დაბზარული ხმა ჰქონდა,მეგონა ხელს თუ შევუშვებდი სულ დაიფშვნებოდა
-მოდი ჩემთან - გეცლები და შენც საწოლზე წვები, შენს მხარს, როგორც ყოველთვის ჩემ სასთუმლად ვიქცევ და მარჯვენათი გულზე გეფერები.
ჭერს მიჩერებული, ვინ იცის რამდენ რამეზე ფიქრობდი. იმ მძიმე სუნთქვებს რა ტკივლის აყოლებდი.
-ძალიან მიყვარხარ - ისე მოულოდნელად ჩურჩულებ, გული რამოდენიმე დარტყმას ტოვებს.

***

თბილისს ზაფხული ისე მოადგა, თითქოს თვეები მხოლოდ ჩვენ განშორებებში გაიწელა.
კეკე თამარას და ვატოს ჰყავდათ წაყვანილი, სახლში მარტო ვიყავი.
სამსახურის დოკუმენტაციას ვაწესრიგებდი, ფიქრები შენკენ რომ გამომექცდნენ.
მთელი კვირაა შენი ხმაც არ გამიგონია.
გონს რომ მოვედი, ლეპტოტის მონიტორზე სტატიებს ვკითხულობდი “კანონიერი ქურდების” შესახებ.
ეკრძალებათ ნებისმიერი სახის კომუნიკცია და კავშირი კანონდამცველებთან.
“ტრადიციულად კანონიერ ქურდად ითვლება ადამიანი, რომელიც ნასამართლევია და წარმოადგენს დანაშაულებრივ სფეროში გარკვეულ ავტორიტეტს, რომლის მიმართ შემდგომში ხორციელდება სპეციალური პროცესი, რის შემდეგაც იგი „მონათლულია“ კანონიერ ქურდად “
“კანონიერი ქურდები ერთიან ჯგუფს არ წარმოადგენენ,მათ შორის მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა მმართველობისთვის”
“ქალთან მუდმივი ურთიერთობისა და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის აკრძალვა, კვლავ ძალაშია”

ერთიანად ამიტანა კანკალმა ბოლო წინადადების წაკითხვის დროს.
გაუჩერებლად ვწერდი სიტყვებს გუგლის საძიებო ველში და თითოეულ წინადადებასა და სათაურს ვკითხულობდ, იმ სამყაროსა და მის წესებზე, რომლის ნაწილიც უჩა თაბაგარი იყო.
რამდენიმე სტატია ქართველ კანონიერ ქურდებსა და მათ მეუღლეებზეც შემხვდა.
თითქოს გული დამიმშვიდდა მეუღლედ მოხსენიებული ქალბატონების შესახებ კითხვისას,მხოლოდ იმიტომ რომ შემეძლებოდა შენ გვერდით მუდმივად ვყოფილიყავი.

ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
ეკრანზე შენი სახელის დაანხვისას,ლეპტოპს ინსტიქტურად ვხურავ.
- ჩამოხვედი?
-ჩამოვედი-ზუსტად ვიცი გეღიმება - რამდენიმე სამოსი ჩადე ჩანთაში და ჩამოდი - ყურმილს ისე მიკიდებს სიტყვის თქმას არ მაცლის.

ნაჩქარევად ვიცვამ.
როგორც პატარა გოგო, მომღიმარი და გაბრუებული წინ და უკან დავდივარ ოთახებში და ჩანთაში ვაწყობ ნივთებს.
ლიფტი როგორც ყოველთვის, ახლაც სადღაც იყო გაჭედილი და მეც კიბეებით ჩავრბივარ.
როგორც დასაწყისში, ახლაც, ზუსტად ჩვენ კორპუსებს შორის იდექი და მელოდებოდი მომღიმარი.
სადარბაზოდან გამოვარდნილი, თავს ძლივს ვიკავებ რომ ინერციით არ შეგეჯახო
-სად მივდივართ? - ჩანთას ხელიდან მართმევ და ისე ძლიერად მეხუტები, ვერც კი ვსუნთქავ.
-გიტაცებ - თვალის უპეებს მიკოცნი და ჩანთას უკანა სავარძელზე დებ
-კეკე?
-ვატოსთან და თამარასთან იქნება, უკვე დავდეთ საკმაოდ სარფიანი შეთანხმება - ხელით მიბიძგებ მანქანისკენ და კარს ჯელტმენურად მიღებ.
-სად მივდივართ მითხარი რაა- იმ წამს ალბათ თავი 17 წლის გოგონა მეგონა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი.
ჩემ ხელს, შენსაში იქცევ და მანქანს ისე ძრავ, არც შენ გშორდება ღიმილი და ლოყაზე ერთი ცალი ჩაღრმავება.
-ტასიკოო - ჩაწეული მინიდან ეძახის ზინაიდას დატყვევებულ ტასიკოს და ხელ უწევს.


გვერდიდან გიყურებდი და ვერც კი გცნობდი, ბოლოს ასეთი ლაღი და ბედნიერი როდის გნახე ვერ ვიხსენებდი. თვალები გიბრყინავდა, ტუჩებს ერთმანეთს არც კი ახებდი იმდენად ფართე ღიმილი გქონდა სახეზე გადაფენილი.
კეკეს უჩი მეჯდა გვერდით.
დაბალ ხმაზე ჰქონდა ისევ ბიბი კინგის მუსიკა ჩართული და მომენტებში ყვებოდა.
ჩემ მტევანს შენი ცერით ეფერებოდი და ზედ კოცნებს მიტოვებდი.
ჩაწეული მინებიდან უკვე საღამოს სიგრილე იჭრებოდა შიგნით და სიცოცხლის სურნელს უბერავდა.
იმ წამს, არაფერი და არავინ არსებობდა ჩვენ ორის გარდა.
ერთხელ მაინც არ გქონიათ ის ფიქრი, შენ წამს, აი იმ წამს სხვა წერტილში იყო თუ არა სიცოცხლე.
რა სულელურია არა?!
მახსოვს ძალიან დიდხანს ვფიქრობდი.
მაშინ ჯერ ისევ პატარა ვიყავი.
ალბათ თავი ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშის გმირი მეგონა, სადაც მოქმედება მხოლოდ იმ წერტილში მიმდინარეობდა,სადაც ვიყავი. დანარჩენი ყველაფერი კი დაპაუზებილი იყო.
შემდეგ ფიქრებით იქამდე მივედი რომ თუ ჩემი რეალობა იყო მოქმედი, მაშინ ყველა ადამიანს თავისი რეალობა ჰქონდა და საერთო ჯამში მაინც მთელი სამყარო ცოცხალი და მოქმედი იყო.
ამ წამს, ისევ ასე მგონია. რომ სამყარო ჩვენი მოქმედების არელის მიღმა გათიშული, დაპაუზებილია და იმგზის, ნიავის, მზის ჩასვლისა და ჩვენი მიმავალი ავტომობილის გარდა არაფერი იყო.
მყოფნიდი.
აი ასე, მთელ სამყაროში ჩემი სამყოფი იყავი.


-მოვედით
სიმწვანეში ჩაფლულ არემარეს მზის ბაცი სინათლეები მათრობლად დასცემოდათ.
ხავსმოკიდებულ ფერდზე მხოლოდ ერთი ცალი კოტეჯი იდგა ამაყად.
მინის ვიტრაჟებზე ჩამავალი მზის სხივები ისე არეკლილიყო, წამით ვიფიქრე რომ ეს ციცქნა სახლი კაშკაშებდა.
-მობრძანდი შენ სახლში - გზას მითმობს და ეზოში მატარებს.
-როგორ თუ ჩემი?
-აი ასე, შენი- წელზე მხვევს ხელს და თავის სხეულზე მიკრას -მხოლოდ შენი სახლია, სადაც ყველა განთიადი შენი იქნება და ყველა მზის ჩასვლა - უკან მაბრუნებს და ვხედავ როგორი ლამაზი პეიზაჟებით ესვენება მთის ძირებში ოქროსფერი მზე.
წამით სუნთქვა შევწყვიტე ჩემ წინ გადაშლილი პეიზაჟებით მოხიბლულმა.

***
მის მკერდზე მედო თავი და გულისცემებს ვუთვლიდი.
ღია ვიტრაჟიდან სავსე მთვარე კიაფობდა ცაზე.
ჩემ თმაში შენი თითები დათარეშობდნენ.
-მინდა რომ ეს წუთები არასოდეს დასრულდეს
-უამრავი ასეთი წუთი და საათი იქნება
-ნეტავ არასდროს აღარ მოგვიწიოს განშორება
მთელი სხეული გეჭიმება.
სახეს მაწევინებ და ცრემლმორეულ თვალებს მზერას უსწორებ
-ყველაფერს გამოვასწორებ, ყველაფერს ვიზავ ამისთვის.


ის კოტეჯი იქცა ადგილად სადაც მთელმა სამყარომ არსებობა დაივიწყა, კი არ შეწყვიტა.
2 დღე გავატარეთ იქ.
ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი 2 დღე.
იმ დღეებში ისეთი უჩა გავიცანი, რომლესაც მანამდე არ შევხვედროდი.

***
-ნინეკოო - სადარბაზოდან სახეგაბრწყინებული გამორბოდა ჩემი გოგონა
ისე მასკდება სხეულზე, ჩამუხლული ძლივს ვიკავებ თავს რომ მისიანად არ დავეცე. მთელ სახეს ისე მიკოცნის ხელებს არც კი მიშვებს.
-როგორ მომენატრე ჩემო პრინცესა- პატარა კისერში ვუტოვებ კოცნებს და შეღიტინებებისგან აკისკისებულს შევყურებ.
-უჩი მოდი შენც- პატარა თითებს იწვდენს უჩასკენ და მასაც ჩემთან ერთად აწვდენს ხელებს.
მაშინ არ ვიცოდი, იმ ჩვენ საკუთარ მომენტებსაც ვიღაც რარაც ჭორებს რომ აკემსავდა.
***

სექტმებერმა რომ მოაბიჯა, ოქროსფერთა თოვამდე სული ძლივს მიმქონდა.
ჩემი სეზონი იწყებოდა.
-15 სექტემბერს აქ უნდა იყო, ხომ იცი? - ჩემი ხელით ვულაგებდი ტანსაცმელს
-აქ ვიქნები-ტუჩებს მიკოცნი -ერთად მივიყვანთ პირველად კეკეს სკოლაში.
-იცოდე აუცილებლად უნდა მოასწორო
იმ განთიადს კარამდე მიგაცილე.
ისევ სახლი უშენოდ, მე და კეკე.

***
15ში გამთენიისას მოხვედი.
გაღვიძებულ კეკეს თავის საწოლში რომ დახვდი, ცამდე ბედნიერება აჩუქე.
-ვატო და თამარა სად არიან ნინეკო - ნერვიუალდ დააბატებდა სახლში ანცი ქალბატანო.
მის ყველა ქცევაზე გვეცინებოდა.
-მოვლენ, პირდაპირ სკოლაში, ნუ ნერვიულობ


ისეთი ლამაზი იყო ჩემი კეკე, როგორც დედბს ეგოისტურად ყველაში გამორჩეულად მელამაზებოდა.
სითი სინაზით დანარნარებდა, მინდოდა მთელი ცხოვრბეა ფარად გადავფარებოდი რომ ნიავსაც კი არ დაებერა მისთვის ზედმეტად.
ყოველ წამს გამოიხედებოდა და გვამოწმებდა, რომ იქ ვიყავით, კოცნას გამოგვიგზავნიდა და ისევ ახალ მეგობრებს დატრიალებდა.
-ძალიან უყვარხარ - კეკეს მზერებს იჭერს
-მეც ძალიან მიყვარს - შენ თითებს ვპოულობ და ჩემებს ვხლართავ.

***
-კეკე, წავედით და ხვალ ისევ მოხვალ -სკოლიდან წამოსვლა აღარ უნდოდა პატარა ქალბატონს.
-ვატატოსთან და თამარასთან ერთად წავალ რა…
-ხომ წამოხვალთ ჩვენთან? - კეკეს ჩანთას ვართმევ და მანქანაში ვდებ
-ხო აბაა, საღამოს რამე მოვიფიქროთ, ქალბატონის პირველკლასელობა ხომ უნდა აღვნიშნოთ?! - ხელში იტაცებს ნარნარა სხეულს ვატო - წამობრძანდით ქალბატონო
-ჭკვიანად იარეთ, თამარა მიმიხედე ბავშვებს - მანქანის კარს მიღებს უჩა სიცილით
მათზე ადრე ჩვენ წამოვედით.
-ტელეფონი ვუყიდოთ, უცებ გავიაროთ რა - უცებ დაგეგმა კეკესთვის საჩუქარი.
-როგორ გაუხარდებაა ! - იდეით აღტაცებული ტაშს ვუკრავ და მანქნაში ვეღარ ვჩერდები.
პეკინზე ვიყავით, საკმაოდ ჩქარა მივდიოდით, ვჩქარობდით.
-ყველა შუქნიშანი ახლა აინთება რა ! - უჩასკენ ვბრუნდები.
მთელი სხეულით დაძაბული და წარბშეკრული მხვდება.
-ყველაფერი რიგზეა?
-ღვედი გაიკეთე ნინე- ისე მეუბნება, ჩემკენ არც კი იყურება
-უჩა რა ხდება? -ნერვიულად ვიკეთებ ღვედს
-არაფერია, ყველაფერი კარგადა
ჩვენ წინ წითელი ანთია.
სიჩქარეს კი არ უკლებს უჩა.
სიგნალს ხელს აჭერს და არ უშვებს.იმდენად სწრაფად ხდება ყველაფერი, ვერაფრის გააზრებას ვერ ვასწრებ.
-უჩა
წამის მეასედში ისე მეფარება ზედ, ვერც კი ვიაზრებ.ძლიერ ბიძგს ვგრძნობ ჩემი მხრიდან და მერე არაფერი მახსოვს.
***
თავის ტკივილი მაღვიძებს.
თვალს მჭრის სითეთრე და სმენას მიხშობს გაბმული ბზუილი და წრიპინები.
ნელ-ნელა მეწმინდება ხედვა.
- აქ ვარ, შენთან ვარ - მისი ხმა მესმის
-რა მოხდა - მზერას გიწორებ წაშლილსა და დაშლილს
-ყველაფერი მორჩა, კარგად ხარ - ჩემ ხელს შენსაში იქცევ და კოცნებს მიტოვებ- მაპატიე
მხოლოდ მაშინ არმიდგა ბოლო კადრები და ხმაური ყურებში.
კარის შემოგლეჯვის ხმა ისმის
დედა
-მოშორდი ჩემ შვილს ! - გამეტებით სცემ ხელებს - შენი ბრალია, ყველაფერი შენი ბრალია !
-დედა - თვალის უპეები მისველდება - თითქოს ეს ერთი სიტყვა გაბრუნებს რეალობაში,მთრთოლვარე ხლეებში იქცევ ჩემ სახეს და თითებით მეფერები
-რომ დამეკარგე - ჩურჩულებს და მისი ცრემლები მაწვიმს.

როგორ შემიშინებიხარ, როგორ მიტკენია.
როგორ მომნატრებიხარ დედი, ჩემო დედი…
მუდამ მომღიმარ სახეზე როგორ დარდები დამიტანია,ნეტავ ტუ მაპატიებ ოდესმე ჩემი ბედნიერებისთვის შენ ტკივილებს.
როგორი ცუდი შვილი ვყოფილვარ.
მზერა მიშეშდება კარში მდგომ მამაზე.
ყველაზე რთული ყოფილა მშობლის თვლაებში დანახული შენით გამოწვეული ტკივლი.
იმედგაცრუება.
ვხედავ უთქმელად როგორ ტოვებს პალატას თაბაგარი.
-დედა წამოდი სახლში, ჩემთან წამოდი გეხვეწები - ხელებს მიკოცნიდა დედა
-კარგად ვარ დე, არაფერი მტკივა გესმის? შემთხვევითობა იყო - სახეზე ვაფერებ ჩემ ხელებს
-ისევ თავს ისულელებ შვილო?
-იქ იქნება სადაც თავად უნდა, არაა ბავშვი - პირველად იღებ ხმას, საწოლთან ახლოს დგახარ, მაგრამ არც კი მეხები.
-ნუ აგულიანებ, ვერ ხედავ რა დღეშია?
-დედა, რატომ არ გესმის რომ ბედნიერი ვარ? მასთან ვარ ვისთან ყოფნაც მინდა
-რით ხარ ბედნიერი ნინე? საყვარლად რომ უზიხარ სახლში? იმ ანგელოზზე ცუდად რა უნდა ვთქვა, დედობას რომ უწევ? ეს იყო შენი ოცნებები ნინე? თუ ოჯახობანა გინდოდა შეგეძლო ახლა შენი შვილიც კი გყოლოდა
-არ გააგრძელო დედა, გთხოვ არ გააგრძელო
-აღარაფერს გეტყვი, საერთოდ არაფერს. ნეტავ მოვკვდე და მოვრჩე
-საკმარისია ნინო !
პალატაში კეკე ისე შემორბის, როგორც დილის მზის სხივები.
-ნინეკო - ცრემლები გზადაგზა წყდებოდა თვალებიდან.
-აქ ვარ ჩემო ნამცეცა, კარგად ვარ -ჩემ საწოლზე მუხლებით დგება და ხელებს კისერზე მხვევს. კარში გახევებულ უჩას ვხედავ, რომელსაც კეკე ვერ შეეკავებინა.
-ძალიან გტკივა ნინეკო? - პატარა თითებით ნატკენ ადგილებზე მეფერებოდა
-საერთოდ აღარ მტკივა, შენ რომ მეფერები - მის თითებს ვკოცნი
-კეკე, წამოდი დატოვე - საწოლთან ახლოს არ მოდის, ისე ეძახის კეკეს.
-უჩი, ნინეკოსთან მინდა
-მოდი და საღამოს სახლში წამოვა ნინე და მერე მიგიყვან
ცრემლიან ტუჩებს მაკრობს ლოყაზე და საწოლიდან გაჭირვებით ჩადის.
მოულოდნელად დედაჩემს ხვევს წელზე ხელებს.
-ნინო ბებო, არ წამართვა ნინეკო გეხვეწები.

მეგონა მოვკვდებოდი.
სახტად დარჩენილი დედას,გული უვარდება და ისე ხვევს ხელებს მასზე მიკრულ მომტირალ სხეულს, როგორც თავის ნაწილს.
-არსად წავიყავნთ კეკეს, ნუ გეშინია პატარა ქალბატონო - თმაზე ეფერება მამა და მის დამშვიდებას ცდილობს.
-კეკე, მოდი ჩემთან - ხელში იყვანს მის ათრთოლებულ სხეულს - გარეთ ვიქნებით, ცოტახანში საბუთებს მოაწესრიგებენ და გამოწერენ, მხოლოდ მსუბუქი ტვინის შერყევა და დაბეჟილობებია,საშიში არაფერია. წამლებსა და დანიშნულებებს ექიმი გადმოგცემთ.ვატო წაგიყვანთ ნინესთან სახლში.
-მადლობა - მზერას არც უსწორებს მამა.

***
უკვე გვიანი იყო.
თამარა და ვატოც წავიდნენ.
დედა სამზარეულოში წვნიანს მიმზადებდა.
მამა მისაღებში იჯდა.
საწოლში ვიწექი, თავი საშინლად მტკიოდა.
ფრთხილად წამოვდექი და მისაღებში გავედი.
-უნდა იწვე, არ შეიძლება ბევრი სიარული - მამას გვერდით ჩამოვჯექი დივანზე
-არ მინდა მარტო ყოფნა
არაფერს მეუბნება, ტელევიზორს მისჩერებოდა.
-მა
-ჰო
-გთხოვ, ჩაგეხუტები რა
ერთხანს უთქმელად მიყურებდა, მერე თავად მომხვია ხელები და ისე ჩამიკრა გულში, მთელი მონატრება რომ მოეკლა ჩემთვის.
-ძალიან მიყვარხარ მამიკო
-მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო თვალისჩინო
-მაპატიე, ძალიან გთხოვ მაპატიე რა…
-არაფერია, შენ არ იდარდო,შენ მხოლოდ კარგად იყავი.
არ მახსოვს რამდენხანს ვიყავი მასთან ჩახუტებული.
კარზე ზარის ხმამ შემაკრთო.
საათი უკვე პირველს უჩვენებდა.
-მე გავაღებ - კარისკენ მიმავალ მამას მეც თან მივყვები.
ზღურბლის მიღმა უჩა და საღამურებში გამოწყობილი, თვალებ დაწითლებული კეკე დგას.დედას ხელებს ვგრძნობ მხრებზე.
-არ მინდოდა ამ დროს მოსვლა, უბრალოდ არაფრით არ დაიძინა, სულ ნინესთან რჩება ხოლმე და მოკლედ, წინააღმდეგი თუ არ იქნებით, აქ რომ დაიძინოს და დილით ადრე წავიყვან
კარში მორცხვად იყო ატუზული ჩემი გოგო.
-შემოდით - განზე გადგა მამა და ორივე სახლში შემოატარა.
-უბრალოდ დავტოვებ და წავალ - კეკეს ჩანთას საკიდზე კიდებს - როგორ გრძნობ თავს?
-კარგად ვარ, არაფერი მაწუხებს -ჯერ ისევ მრისხანება ტრიალებს მის თვალებში. მხრებზე დაღლილობა შემოჰფენოდა.
-ნინეკო, შენ საწოლში დავიძინო ხო? - თვალებს ისრესს ნახევრად მძინარე ნამცეცა
-წამოდი, მე წაგიყვან ბებო და დავწვეთ კარგი? - ისე მიყვება დედას უჩას აღარც ემშვიდობება
-ვერაფრით დავამშვიდე, არც კი წვებოდა, იჯდა და მხოლოდ შენ სახელს იმეორებდა
-ვერც მე დავიძინე მის გარეშე
-სალაპარაკო მაქვს, ჯობს დავსხდეთ - მისაღებისკე ანიშნებს მამა


-შემთხვევითობა იყო?
მზერა ჩემზე ეყინება უჩას.
ვგრძნობ როგორ უჭირს.
- არა - თვალს მარიდებს
სუნთქვა მეკვრის, იმის გააზრებით რომ ავარია შემთხვევითი არ იყო.
რომ მომხდარში ერთადერთი შემთხვევითობაჩვენთან ერთად კეკეს არ ყოფნა იყო.
-ვფიქრობ ჯობია, ცოტახნით ქვეყნიდან გახვიდეთ
-ამაზე მინდოდა მეც დალაპარაკება,ჯერ ნინესთან და შემდგომ თქვენთან. ნინე როგორც გადაწყვეტს ისე იქნება, თუ სურვილი ექნება წამოვა, თუ არა და აქაც ვიზრუნებ რომ უსაფრთხოდ იყოს
-უკვე ყველამ იცის, რომ შენთვის ჩემი ქალიშვილი ძვირფასია, ამიტომ ვფიქრობ რომ შენთან უფრო უსაფრთხოდ იქნება და მიუწვდომელი, ვიდრე დარაჯად დაყენებულ ბიჭებთან.მოაგვარეთ საქმეები და რაც შეიძლება მალე წადით.
-რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმ მანქანაში კეკეც უნდა მჯდარიყო-გულისფეთქვას კისერში ვგრძნობდი.
-ნინე, გთხოვ დამშვიდდი - ჩემკენ მოდის, მაგრამ შეხებას ვერ ბედავს
-თუ წავალთ, შევძლებთ მის დაცვას?
-ყველგან მოგწვდებიან თუ მოინდომებენ - ფანჯარას ხსნის მამა და წლების მანძილზე პირველად უკიდებს სიგარეტს.
-იქ უფრო შევძლებ თქვენ დაცვას
-მაშინ წავიდეთ, წავიდეთ უჩა,ხვალვე წავიდეთ - ხელს ვკიდებ, ისიც მკერდზე მიკრავს და თავზე მკოცნის.
-ახლა წავალ, ხვალ დილით მოვალ და ვისაუბროთ კიდევ დეტალებზე - კიდევ ერთხელ მკოცნის და კარისკენ იძვრის.

***

ჩემ საწოლში მშვიდად ეძინა კეკეს.
ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა სამყაროში უწევდა გაზრდა.
ჯერ ვერ შეიგრძნობდა იმ შიშს, მე რომ უკვე მთელი გონებით მოვეცვი.
-გპირდები, არავის მივცემ უფლებას რომ რამე დაგუშავოს - ჩამოშლილ კულულებს სახიდან ვუწევ და ვარდისფერ ლოყებს ვუკოცნი.


***
ორ დღეში მოაგვარა უჩამ საბუთების ამბავი.
იმ განთიადს ჩემი მშობლებს, თამარასა და ვატოს სახლშივე გამოვემშვიოდბეთ და რაც შეგვეძლო ხმაურის გარეშე დავტოვეთ საქართველო.

მეშინოდა.
იმდენად მეშინოდა სხუელის ცაცხაცს ვერ ვიშორებდი, თუმცა ვინ ჩივის, სული მიცახცახებდა.
მეგონა ყოველ წუთსა და წამს,ვიღაც გამოჩნდებოდა და რაიმეს დაგვიშავებდა.
ჩემი თავისგამო არა, უჩას მკლავებში მშვიდად მიძინებული პატარა სხეულის გამო მეშინოდა.
გონებიდან ვერ ვიგდებდი იმ ფაქტს რომ იმ დღეს, მანქანაში ისიც უნდა ყოფილიყო და შეიძლებოდა რომ რაიმე დაშავებოდა.


საფრანგეთში ჩავფრინდით.
უჩას ნათლიის ოჯახმა მიგვიღო.
როგორც შემდომ გავიგე, საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე გახლდათ ბეშქენ გიგანი.
მაშინებდა მისი თითოეული წარმოთქმული ბგერა, გამოხედვა და მოძრაობა.
ფიქრები ამეკვიატა,ნუთი ასეთი იქნებოდა მომავალში თაბაგარიც, მუდამ მოღრუბლული და გაბრაზებული.
მისი მეუღლე ეკა კი პირიქით, საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო.
გოგონა და ვაჟი ჰყავდათ.
დემეტრე უკვე კოლეჯში სწავლობდა, მარტა კი კეკეს ასაკის იყოს.
-ბეშქენთან ვერავინ გაგეკარებათ გესმის? აქ ყველაზე უსაფრთხოდ ვართ - ჩვენ შორის მძინერე კეკე იწვა.
-იცი ვინ იყო?
-ამაზე არ იფიქრო და არ ინერვიულო
-დიდხანს უნდა ვიყოთ აქ?
-არ ვიცი, როგორც კი ყველაფერი დალაგდება დავბრუნდებით სახლში და გპირდები რომ ძალიან ბევრ, ღიმილებს გაჩუქებ აი ამ სახეზე - თბილი თითებით მეფერება.


***
უზარმაზარ მდიდრულ სახლში,მცხოვრებებზე 3-ჯერ მეტი ფორმიანი დაცვის თანამშრომლები ტრიალებდნენ.
უზარმაზარ გალავანს თითქოს ბეშქენის გარეშე ჩიტიც კი ვერ უფრენდა.
წუთთა წყობით წესები მეფობდა სახლში.
არავინ გადიოდა ისე რომ ოჯახის მთავარს არ სცოდნოდა და ისიც მხოლოდ დაცვის თანმხლებით.
სული მეხუთებოდა.
ისე მიჭირდა იმ კედლებში გამომწყვდეულს ყოფნა, ალბათ მხოლოდ ჩემზე რომ დასრულდებოდეს, სიკვდილსაც დავუხვდებოდი.
ყოველდღე ,უფროდაუფრო ვეცნობოდი რა სტატუსის მქონდე იყო უჩა თაბაგარი.
მზის ამოსვლის თანავე მიდიოდა ბეშქენთან ერთად და საღამოს გვიან ბრუნდებოდა,წარბშეხრილი და მხრებზე ბრაზმოკიდებული.
ყოველდღე, ვხვდებოდი როგორ ვშორდებოდით ერთმანეთს, შენ კი როგორ უახლოვდებოდი იმ ცხოვრებას, რომლისაც ასე მეშინოდა.
- ნუ ნერვიულობ - ცრემლმორეული გაყოლებ მზერას. მე და კეკეს გვკოცნი და გიგანთან ერთად ტრადიციულად მიდიხარ საუზმის შემდეგ. ეკას თითებს ვგრძნობ ჩემ მტევანზე.
-როგორ ახერხებ?
-სკოლიდან მიყვარდა - ალბათ მთელი მოგონებები თვალწინ გადაეშალა, ისეთი თბილი ღიმილი ესახება სახეზე - ისე ძლიერად, რომ მის გარეშე 1 წამით არ წარმომედგინა სიცოცხლე. ის მუდამ ასეთი იყო, პატარაობიდან, მთელ თბილისში მისი სიტყვის ქვეშ გადიოდა ყველანაირი შეკამათება, სამაღთლიანობა და უსამართლობა.მახსოვს, მაშინ ძალიან გვიჭირდა ყველას. ბეშქენს და მამუკას, უჩას მამას, ერთი მეგობარი ჰყავდათ, კარგად მახსოვს, პაატა. ყოველთვის ერთად იყვნენ, სულ… პაატას მაშინ ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი. მაშინ მე დემეტრეზე ვიყავი პირველ თვეებში ფეხმძიმე, უჩა უკვე ბაღის ასაკის იყო. პაატას ოჯახს ძალიან უჭირდა, განსაკუთრებით,მათ სახლში არც არასდროს იყო ზედმეტი სითბო ან საკვები და არც ბედნიერი დღეები. მაგრამ მის გარეშე არაფერი წყდებოდა, იმ დროში რა ვიცოდით, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ იმ დროის რობინ ჰუდი იყო. ყველა შეძლებულს ართმევდა ფულსა თუ ძვირფას ნივთებს და სხვა გაჭირვებულ ოჯახებს ურიგებდა. რამდენჯერ უტირია ჩემთან ლილიანას, სახლში მხოლოდ პურსა და მაწონზე ვართო, როცა უამრავი ფული გადის მის ხელშიო. უკვე ჰყავდათ მას და ლილიანას ვაჟი, 1 წლის იყო, როგორ მახსოვს.- ცისფერი თვალები ცრემლებით ევსება - ქორწილში დაპატიჟეს პაატა. ისე საუცხოოდ ცეკვავდა, თვალი მომცა და მაყურებინაო, ხომ გაგიგია? შავგვრემანი, მაღალი, სუსტი აღნაგობის იყო,შეჭრილი შუბლითა და ულვაშით.ახლაც თვალწინ მიდგას მისი სახე, ამდენი წლის შემდეგ. იმ ქორწილში წავიდა,უარი ვერ უთხრა. ვერც იმაზე უთხრა უარი,როდესაც საბედისწერო ცეკვა სთხოვეს. პირდაპირ გულში გაუყარეს დანა ცეკვისას, ადგილზევე დაიღუპა.მერე გაირკვა რომ მთლიანად ქორწილი იყო დაგეგმლი, მის მოსაკლავად გადაიხადეს და დაჭერითაც კი სხვა დააჭერინეს, ლილიანა ისე დააშინეს, ბავშვი დატოვა და თავად რუსეთში გაიქცა. დიდხანს ვეძებდით მერე იმ ბავშვს, სად გააშვილეს როგორ გააშვილეს და სულ რამდენიმე წლის წინ იპოვე უჩამ, ჩვენი კიტა. თავშესაფარში გაზრდილი და შემდგომ უკვე ქუჩაში მცხოვრები.
-კიტა? - გაოცებას ვერ ვმალავ
-იცნობ?
-ვიცნობ - უჩას სიტყვები გამახსენდა, ქუჩიდან მყავს აყვანილიო ჩემ წინ რომ იცავდა.
-იმდენხანს ვერ ვიპოვეთ, იმდენი რამ დავაკელით…
-დაიჭირეს მაშინ პაატას მკვლელი?
-დაიჭირეს, 25 წელიც მიუსაჯეს, მაგრამ მერე დავარდა ხმები, რომ მკვლელი სულ სხვა იყო და დანაშაული სულ სხვამ აიღო თავის თავზე.
-ლილიანა?
-ლილიანას ძალიან უყვარდა პაატა, მაგრა, სუსტი იყო
-ეკა,შენ როგორ შეძელი?
-რა? რომ მის გვერდით ვყოფილიყავი ვინც მიყვარს?
-ხომ იცი, რომ მხოლოდ ეს არაა, ლილიანასაც ხომ უყვარდა, ხომ დედა იყო
-ჩემ ქმარს, თავისი ხელით კაცი არ მოუკლავს, მის ხელებზე სისხლი არაა და აი ესაა ჩემთვის ყველაზე მთავარი. ადამიანი შეძლება იყო ისეთი ორგანიზაციის, რელიგიის, პარტიის წევრი, რომელიც უფრო მეტ დანაშაულს ჩადის ვიდრე იმ ოჯახის წევრი, რომლისაც ბეშქენია.
-ხანდახან ძალიან მეშინია
-შიში ყოველთვის გექნება,მაგრამ არასდროს უნდა ანახო შენ მამაკაცს ეს. ცხოვრება სულ ერთი წამიაო, ტყუილი კი არაა? შეიძლება ხვალ ვიღაც, უბრალო ადამიანი გავიდეს ქუჩაში და უცებ მანქანა დაეჯახოს და მორჩეს, შეიძლება დღეს დავიძინო და ხვალ ვეღარ გავიღვიძო. შენზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. უჩა ჩემ თვალწინაა გაზრდილი, თავად ვუყურებდი, როგორ ზრუნავდა სიმსივნით დაავადებულ დედაზე, როგორ უვლიდა კეკეს, ამ ბიჭში მოროტების 1 მარცვალიც კი არასდროს შემინიშნავს,არც ეს სტატუსი თუ ცხოვრება აურჩევია მას. შენ უნდა იდგე მის გვერდით მედგრად და არ მისცე უფლება იმ ზღვრის გადალახვის, რომელსაც ოჯახი, სიმშვიდე და სინათლე ჰქვია. არ უნდა გადაუშვა იმ ბნელში,რომელშიც მუდმივად მიიხმობენ და მიიზიდავენ.
***
-ისე მომენატრე, შენი მაისურით ვიძინებ სულ - ვუყურებდი ცრემლიან თამარას და გული მეკუმშებოდა
-მეც ძალიან მომენატრე ჩემო გულო, სულ სულ ძალიან
-ამდენი ხანი უერთმანეთოდ არასდროს ვყოფილვართ
-ჰო, არასდროს სტუდენტობის შემდეგ
-ჯერ არაფერია ახალი? არ ჩამოხვალთ?
-არ ვიცი თამარა, ხანდახან მგონია რომ ვერასდროს ვეღარ დავბრუნდებით
-ნუ იძახი ამას რაა, კრიმინალივით საუბრობ
მეცინება, მუჭებით იწმენდდა ცრემლებს.
-რომ ჩამოვალ სახლში აღარ გაგიშვებ და ვატოსაც კი არ დავუთმობ შენ თავს, იგულაოს ვაჟბატონმა და მერე სულ ჩემი ხარ !
-შენ ჩამოდი და ცოლადაც კი შენ გამოგყვები
-ვიმახსოვრებ, არ გავატან შენ თავს არავის !

***
კეკეს და მარტას შევხედე, ორივეს ისე ტკბილად ეძინა, საბანი შევუსწორე ორივეს და საძინებლის კარი ფრთხილად გამოვიხურე.

კიბეებზე ამოდიოდა.
ნელი, დინჯი ნაბიჯებით.
ფიქრებით ისე შორს დაქროდა, ვერ კი შევემჩნიე.
მოდიოდა და მოჰქონდა ჩემი გული, თავის საკუთარზე ზემოდან რომ ამოვაკემსე უხილავი ძაფებით.
მოდიოდა და მოჰქონდა ჩემი მთელი ცხოვრების სურვილი, ძალა და ბრძოლა !
მიყვარხარ, ისე ძლიერად მიყვარ, მგონია ხანდახან მხოლოდ ამ სიყვარულის ჩემში ვერ დატევამ შემიძლია მომკლას.
ისე ძლიერად მიყვარხარ რომ ყველაფერი შენად მიღირს.
ბოლო საფეხურზე მყოფი, თავს ზემოთ წევს და ჩემ დანახვაზე ეღიმება.
- რატომ არ გძინავს? - ხელებს ისე შლის, მგონია საკუთარ სხეულში უნდა გამატაროს.
მისკენ მივდივარ და მთელი ძალით ვხვევ მკლავებ ქვეშ ხელებს.
-შენგარეშე მე როდის ვიძინებ -საფეთქელთან მკოცნის.
-მხოლოდ აი ეს, შენი ხელები მჭირდება ხოლმე, ყველაფერი რომ დამავიწყოს - უფრო ძლიერად მხვევს ხელებს - შენი სურნელი,რომ იცოდე როგორ მიყვარს. აი აქ- გულზე იდევს ხელს - გულის ჯიბეში ჩაგისვამდი და ყველგან თან გატარებდი
ქვემოდან ვუყურებ ჩემზე მაღალს.
-ჩამისვი და მატარე ყველგან მერე
-მოდი, ჩამიჯექი და ყველგან გატარებ რომ ვერასდროს ვეღარ ვიგრძნო შენი მონატრება -ტუჩებს მიკოცნის და იატაკს მაშორებს.
-რას აკეთებ? - სიცილის შეკავებს ვცდილობ. ფეხებს წელზე მახვევინებს და სვლას იწყებს.
-უნდა დაგაძინო
-ვინმემ არ დაგვინახოს -ცალხელს ტუჩებზე ვიფარებ
-ჩუუ - საძინებლის კარს აღებს და ჩუმადვე იხურავს ზურგს უკან - ისე მომენატრე… -ვნება აშლილ თვალებს მისწორებს - შენი თითოეული წერტილის დაკოცნა, შენი შეგრძნება - ჩემიანად ეფლობა საწოლში.

შემოდგომით მიყვავებდა სხეულზე მის ნაკოცნ ადგილებს. მისით მონაბერი თბილი სუნთქვები მზესავით ედებოდნენ და აყვავებდნენ ყველა ყვავილს,სულიდან სხეულამდე.
მიყვარხარ !

-როგორი სახლი გინდა რო გვქონდეს? - ჩემ მკერდზე ედო თავი, სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი არეული სუნთქვა არღვევდა
-ძალიან ძალიან ნათელი- ჩემ ოცნებებს ვუშლი
-კიდევ?
-დიდი არ მინდა, პატარა სახლი მინდა, რომ ყველა კუნჭულში ვგრძნობდეთ ერთმანეთს და არსად იყოს სიცარიელე
-ხანდახან, როცა ძალიან ვირევი, თვალებს ვხუჭავ ხოლმე და ის დღე მახსენდება, დილით გაღვიძებულს სამზარეულოში რომ წაგაწყდი, ჩემი მაისური გეცვა, ყურსასმენებში არ ვიცი რას უსმენდი, ყიყლიყოებს წვავდი და საოცრად ცეკვავდი, შენი კულულები აბურდულად გეყარნენ და ცეკვისას ჰაეორვნად, პროჟინებივით დახტოდნენ შენ მხრებზე. იმ წამს მივხვდი, რომ ჩემი სიმშვიდე იყავი, ჩემი ნავსაყუდელი. მინდოდა რომ ყველა დილა შენი ჩუმად ყურებით დაწყებულიყო,შენ ხარ ის ერთადერთი რაც მინდა რომ არასდროს დასრულდეს ჩემ ცხოვრებაში.
-მუდამ ჩემთან იყავი -ტირილი მეპარება ბგერებში - მუდამ დამიბრუნდი, სადაც არ უნდა იყო.მხოლოდ დამიბრუნდი და ვინც გინდა ის იყავი, მხოლოდ ჩემთან იყავი.
-ყოველთვის ვიპოვი გზას შენთან მოსასვლელად -ჩემ თითებს შენსაში ხლართავ და ხელისგულზე კოცნას მიტოვებ.

***
ჩემი დაბადების დღე იყო.
ზამთარს შემოედგა პირველი ნაბიჯები.
ეკასთან ერთად გოგონები მყავდა გაყვანილი.
საღამოს ეკას დაჟინებული თხოვნით, მცირე ვახშამს ვმართავდით.
ჯერ კიდევ ახალი გადასული იყო შუადღე სახლში რომ დავბრუნდით.
უჩვეულოდ დაგვხვდნენ უჩა და გიგანი სახლში.
- ყველაფერი რიგზეა? - მის წინ ვდგები და არეულ მზერას ჩემკენ ვაპყრობინებ
-ყველაფერი რგიზეა - არ იყო, ხმაზეც კი გეტყობოდა.
-უჩა
-არ იდარდო, მოემზადე საღამოსთვის- ლოყაზე მკოცნის და ტერასაზე გადის.

შიშებმა დამიარა.
სული ამიწრიალა.
ისე უღიმღამოდ მოვემზადე, ფეხები საძინებელში მრჩებოდა.
რამდენიმე ოჯახის მეგობარს მოეყარა თავი მისაღებში.
-ჩვენი იუბილარიც გამოჩნდა - მაგიდის თავში იდგა ბეშქენ გიგანი
მის გვერდით, ჩემგან ზურგით იდგა ის.
ნახევარი სხეულით მობრუნებულს, მზერა დაუთბა.
ჩემკენ წამოვიდა.
წელზე მხვევს ხელს და ტუჩებს მფეთქავ არტერიაზე მაკრობს.
-ჩემ გარეშე არავის გაესაუბრო, არ მომშორდე გვერდიდან - ყურთან ახლოს, კოცნებს შორის მიჩურჩულა.
მაგიდისკენ ისე მივყავარ, საკუთარი სხეულიდან არ მიშორებს.
სკამს მიწევს და მის გვერდით მსვავს.
- ძალიან ლამაზი ხარ, ნინე - ჩემ წინ ზის ულამაზესი ეკა.
ნერვიულობდა,საყვარელ ბეჭედს თითზე ვერ იჩერებდა.
რაღაც ხდება, რაღაც ისე არაა.
-Joyeux anniversaire Nine - ღვინით სავსე ბოკალს ჰაერში მომართავს ჩემ წინ მჯდომი უცხო მამაკაცი და ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს წარმოთქვამს.
დაბეული უჩას ვუყურებ.
-დაბადების დღე მოგილოცა - ისე მეუბნება თვალს არც კი აშორებს.
-merci- რამდენიმე ნასწავლი სიტყვიდან ერთ-ერთს ვხარჯავ.
ისეთი არასასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა, მისმა ხმამ, ერთიანად გამაჟრჟოლა.
-Tu as choisi une très belle femme, je pensais qu'ils exagéraient (ნამდვილად ლამაზი ქალი შეგირჩევია, მეგონა აჭარბებდნენ) - უკვე აშაკარად უჩას ესაუბრებოდა, მთელი სხეულით დაიძაბა, მივხვდი რაღაც ისეთი უთხრა, რაც ძალიან არ ესიამოვნა
-Si une mèche de cheveux tombe (თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს )
-უჩა ! - ბეშქენი ერთვება საუბარში, მკაცრი ტონით.

რამდენიმე სტუმარი კიდევ შემოგვიერთდა.
ის უცნობი მამაკაცი ყველასთან განაგრძობდა საუბარს, თიმცა ვერაფერ ვიგებდი.
გიგანიც და უჩაც დაძაბულები ისხდნენ.
ვხედავდი პერიოდულად ბეშქენი როგორ გამოხედავდა ხოლმე, თითქოს მის სიმშვიდეს ამოწმებდა.
მუხლებზე ხელებდაწყობილი ვცდილობდი ჩემი ფეხების კაკუნი დამემშვიდებინა.
ვიგრძენი, როგორო შეეხო ჩემ მუხლისთავებს მისი ხელები, როგორ მიმეფერა
-აქ ვარ, დამშვიდდი - ჩუმად მიჩურჩულა.

უკვე გვიანი იყო სტუმრებმა დაშლა რომ დაიწყეს, ბოლო ის უსიამოვნო მამაკაცი წავიდა
გასვლამდე ჩემკენ შემობრუნდა.
ისე მოულოდნელად წამოიღო ჩემკენ ხელი და ჩემი მტევანი საკუთარში მოიქცია, ვერაფერი გავაკეთე.
ჩემ მტევანს ეამბორა.
გვერდიდან დავინახე როგორ გაიწია უჩამ,
მკლავზე შემოვხვიე სწრაფადვე ხელები და ჩემკენ მოვქაჩე
-je ne touche pas les femmes ( ქალებს არ ვეხები) - უჩას ეუბნებოდა.
ისე დატოვა სახლი უკან რამდენიმე კოლონა მანქანა მიჰყვა.
ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო.
რამდენიმე საათი იყვნენ თაბაგარი და გიგანი კაბინტეში.
მზერას ვერ ვწყვტდი იმ უზარმაზარ კარს.
რაღაც ხდებოდა, რაღაც ისე არ იყო.
-ნუ ნერვიულობ, ყველაფერს მოაგვარებენ- მხრებზე ვიგრძენი ეკას ხელები.
-ვინ იყო ის კაცი?
-პიერ არტო, საფრანგეთში ერთ-ერთი დიდი ოჯახის მთავარია
-უჩასთან რაიმე აკავშირებს?

კაბინეტიდან საშინელი ხმა ისმის,შეშინებული ადგილზე ვხტები.
წამში გამოდის იქედან უჩაც.
არეული, სახე წაშლილი.
მასთან მივდივარ
-ყველაფერი კარგადაა?
-უნდა ვისაუბროთ - ხელს მკიდებს და საძინებლისკენ მივყავარ.

-უნდა წავიდე - საწოლზე ვზივარ, ის ჩემ წინაა ჩამუხლული
-შორს?
-შორს.
-დიდი ხნით? -თვალის უპეები მისველდება.
მზერას ვერ მისწორებს ის.
-არ ვიცი
-უჩა შემომხედე- მის სახეს ხელებში ვიქცევ - რა ხდება, მითხარი
-კიტა გახსოვს?
-მახოსვს
-რუსეთის ციხეშია - თავს მუხლებზე მადებს.
-კი, მაგრამ რატომ, რა დააშავა?
-ყურადღება მოვადუნე და ხელიდან წამივიდა, იმ სულელს გადიდკაცება მოუნდა, იმ ჭამობში ჩავარდნა საიდანაც მე ასე ვცდილობ ამოსვლას
-ვერაფერს ვიზავთ?
-ამიტომ უნდა წავიდე
-სად, რუსეთში?
-ციხეში უნდა შევიდე ნინე
ვერ ამოვისუნთქე.
-რას ნიშნავს ეს? -მთელი სხეულით ვცახცახებდი
-მომიკლავენ ციხეში თუ არ შევალ,კიტას მომიკლავენ ნინე, იმ ნაბიჭვარმა მიაგნო, ვიღაცას შეუგზავნის უეჭველი, უნდა დავასწრო გესმის? - გიშრისფერებს სისხლისფერი შეროდათ.
-მერე შენ?
-ნინე, იმ ბაშვის სიცოცხლე ჩემ კისერზეა- სახიდან ცრემლებს მწმენდს.
-შენც რომ დაგიშაონ რამე მე და კეკეს რას გვიშვრები?
-ვერ გაბედავენ, ბეშექნის გამო ვერ გაბედავენ.
-არ შემიძლია, ვერ გაგიშვებ - მის ხელებს ვიშორებ და ფეხზე ვვარდები - არ შემიძლია - წინ და უკან დავდიოდი საძინებელში.
ის იატაკზე იჯდა, ხელებში თავჩარგული.
მის წინ მუხლებზე ვეშვები
-რომ არ დამიბრუნდე?
-შემომხედე უჩა !
-რომ არ დამიბრუნდე?
-აქ იქნებით, უსაფრთხოდ
-ასე მარტივად? შემომხედე და ისე მითხარი ! -სახეს ვაწევინებ -ასე მარტივად შეგიძლია უშენოდ დამტოვო?
-უნდა გამიგო ნინე, მოკლავენ კიტას გესმის? ჩემ გამო მოკლავენ, მე რომ აქ დამაბან ამ ჭაობში რომ ჩამტოვონ იმ ბავშვს მომიკლავენ ამისთვის, რომელსაც არაფერი დაუშავებია, უდედმამოდ გაზრდილს, სულით მკვდარს ფიზიკურადაც მომიკლავენ, ამ ხელებით, აი ამ ხელებით წამოვათრიე ქუჩიდან და კაცად დავაყენე. ამ ხელებით გაკეთებულის გამო მისთვის აკვიატებად ვიქეცი, ისეთ აკვიატებად რომ ჩემ გზას გამოყოლა მოინდობა, ჩემთვის მობაძვა გაუჩნდა მიზნად, ყველაფერი ჩემ გამო ,გესმის და ახლა მომიკლავენ, იმ სულელ ბიჭს მომიკლავენ მე თუ არ წავალ. გგონია მარტივია? გგონია არ მიჭირს შენი და კეკეს დატოვება იმ ფიქრით რომ შეიძლება ვეღარ გნახოთ? ტვინი მიდუღს უკვე, დავიღალე, ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი. მამაჩემის გამო მე რომ ვიხდი ვალებს ცხოვრებით, დავიღალე !
-წადი, წადი და იცოდე დამიბრუნდი გესმის? დამიბრუნდი თორემ არასდროს გაპატიებ -ხელებს გხვევ და ვცდილობ შენი სითბო ჩემ სხეულში ჩავიმალო.
ნეტავ ეს ხელები შენზე შემეზარდოს რომ არსად გაგიშვა, რომ თუნდაც მეც თან წამიყოლებდე.
***
მძინარე კეკეს კოცნი.
მის სურნელს თითქოს სამუდამოდ იმახსოვრებ. უყურებ, თითქოს გინდა ყველა თვალის დახუჭვაზე ნათლად შეძლო მისი ყველა ნაკვთის დანახვა.

-მიყვარხარ - ხლეებს მხვევ და ტუჩებს მიკოცნი
-დამიბრუნდი - არ მინდა რომ ხელი გაგიშვა.

იმ განთიადს, ღამის სიბნელეებს გაყევი მეგზურად.

***

დღეები ისე დაიწელა,დარდებად გადამექცა საათები.
არ ვიცოდი ცოცხალი იყავი თუ მკვდარი.
შენგან არაფერი ისმოდა.
ბეშქენი მაიმედება რომ ცოცხლი იყავი, მეუბნებოდა რომ დაბრუნდებოდი, რომ უნდა დაგლოდებოდი.
სად ხარ, სად…


ახალი წელი მოდიოდა.
უკვე მეორე თვე სრულდებოდა შენი წასვლიდან.
-უნდა წავიდე - გიგანი თავის მაგიდასთან იჯდა
-საქართველოში დავბრუნდებით მე და კეკე
-დარწმუნებული ხარ?
-აქ ვერ გავჩერდები, გავგიჟდები
-კარგი, ვიზრუნებ რომ უსაფრთხოდ იყოთ,მაგრამ თუ რაიმე, იცოდე პირველს მე დამირეკე გესმის?
-გასაგებია.


25 დეკემბერს ჩამოვფრინდით საქართველოში.
ვატო და თამარა დაგვხვდნენ აეროპორტში.
-როგორ მომენატრე, როგორ მაკლდი - ხელებს მხვევდა ჩემი გოგო და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
-ყველაფერი კარგად იქნება - ვატო მეხვეოდა
-რაიმე იცი? კარგადაა?
-კიტა ჩამოვიდა წუხელ, წამოდი სახლში ვისაუბროთ - ჩემ ჩემოდნებს მართმევს.
კეკეს ვკიდებ ხელს და აეროპორტს ვტოვებთ.


სახლი, ჩემი სახლი.
ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც მახსოვდა და დავტოვე.
გადაღლილ კეკეს მაშინვე ეძინება, ჩაძინებულს პლედს ვაფარებ და კარს ვუხურავ.
მისაღებში ვატოსთან და თამარასთან ერთად მხვდება კიტა ბურდული.
ჩემ დანახვაზე ფეხზე დგება.
გადაარჩინა.
ჩვენ შორის მანძილს წამში ვფარავ და ძლიერად ვიკრავ გულში.
ერთხანს უძრავად მდგომი, ხელებს რიდით მხვევს.
მესმის როგორ უხშირდება სუნთქვა, მხრები უთამაშდება.
-მაპატიე, ნინე მაპატიე რა
ოდნავ ვშორდები.
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება
-ჩემ გამოა იქ, საკუტარ თავზე აიღო ნინე, ყველაფერი. ჩემი ბრალია -ტიროდა.
სული გამეყინა.
ვატოს ხელი რომ არ შეეშვეებინა, გრძნობდი როგორ მიმდიოდა ფეხებიდან ძალა
-ცოცხალია?
მხოლოდ თავი დამიქნია.
***
ზამთრის სიცივებსა და ყინვებს დაუდგათ ჟამი გაზაფხულისა.
გაცოცხლების, გამოღვიძების ზარებს რეკდნენ ახალ თავწამოყოფილი წვანე ყლორტები.
შენ ისევ არ ჩანდი.
შენ ისევ არ იყავი.
კეკესთან ერთად სახლში მივდიოდი, დედასთან და მამასთან.
კეკეს მოწყენები დაჩემდა, ისე ენატრები, ვეღარც მაწყვითა და ვეღარც კოცნებით ვშველი მის მონატრებეს.
ნაცნობ ჭიშკართან ვაჩერებ მანქანას.

ჩვენ ეზოში უკვე თავმომწონედ ამოსულიყო მწვანეები.
დედს ყვავილებსაც გამოეღოთ უკვე ახალი ფოთლები.
კარში მამა გამოდის.
ჩემი მამიკო, ჩემი იმედი.
ნაბიჯს უჩქარებს და თითქმის მორბის ჩემკენ
როგორ მაკლდა ეს მკლავები და შენი სითბო მამი.
-როგორ მომენატრე მა
სახეზე რამდენი ნაოჭი გაგჩენია მამი, რამდენი პატარა გზები.
შენი სურნელი, მხოლოდ შენი.
-ჩემო თვალის ჩინო, ჩემო ერთადერთო
-ნინე! - ბაღიდან გამოდის დედა
-დე !- მისკენ, როგორც პატარა გოგო ისე მივრბივარ ტირილითა და სიცილით
შენი ჩახტება, ახალ სიცოცხლეს მჩუქნის.
-როგორ გნატრობდი, როგორ სულ გელოდი დედი -მთელ სახეს მიკოცნის მომტირალი.
-ძალიან მიყვარხარ დედი.

***
-კეკე, ბებო კიდევ შეჭამე ცოტა რა - უჩვეულოდ მოწყენას ამჩნევდა დედა ჩემ ციცქნას.
-არ მინდა ნინო ბებო
-წადი ნამცეცა თუ გინდა ეზოში გაისერინე - ჩემკენ ვექაჩები მის პატარა სხეულს.
-წამოდი ბები, პატარა წიწილები მყავს და ერტად ვაჭამოთ, ხომ გიყვარს შენ წიწილები? -დედას გამოწვდილ ხელს თავისას კიდებს და მიყვება.

-არის ახალი რამე?
-არაფერი, საერთოდ არაფერი მამა
-ნუ ნერვიულობ, აუცილებლად დაბრუნდება
-რამდენი თვე გავიდა უკვე, ასე არ შემიძლია, რაღაც უნდა გავაკეთო
-რად გულისხმობ? - მის გვერდით ვჯდები
-რაღაცები გავარკვიე, მხოლოდ ოჯახის წევრს შეუძლია მისი მონახულება
-მერე? კეკე გინდა რომ შეუშვა?
-არა მამა - მის ხელებს საკუთარში ვიქცევ
-კეკე თქვენთან უნდა დავტოვო, მე უნდა ჩავიდე იქ
-რას იძახი ნინე ? მარტო აპირებ რუსეთში წასვლას?
-არა, მამა მისმინე, გთხოვ ნუ ნერვიულობ, მე და ვატო წავალთ. გამიგე გთხოვ, თუ რ ვნახავ გავგიჯდები, უნდა დავრწმუნდე რომ კარგადაარომ ცოცხალია.

***
ორ დღეში წამოვედი სოფლიდან.
მომტირალი კეკე დავტოვე დედასთან, იმ პირობით რომ მალე დავბრუნდები, რომ მის უჩისაც მალე მოვუყვანდი, რომელთანაც უამრავი კოცნები დამამგზავრა.
***
-ბატონო ბეშქენ, როგორ ხართ?
-ნინე, კარგად, თქვენ ხომ კარგად ხართ მანდ?
-კარგად ვართ მადლობა -სიგარეტის ღერს ვუკიდებ და სავარძელში ვჯდები -დახმარება მჭირდება
-გისმენ
-ადვოკატი მჭირდება,რუსეთში მივდივარ
-ყველაფერი გასაგებია, აეროპორტშივე დაგხვდებიან და შესაბამის დოკუმენტაციასაც დაგახვედრებენ.
-ხელმოწერა უნდა გავაყალბოთ, თავად არ იზავს
-მივხედავ ყველაფერს.

***
თვითმფრინავი რუსეთის აეროპორტში რომ დაეშვა, თითქოს ერთი ნაბიჯით შენთან სიახლოვე ვიგრძენი.
ბარგი ავიღეთ და მაშინვე გიგანის ხალხს შევხვდით.
-სასტუმროში ხომ?
-დოკუმენტაცია თან გაქვთ?
-დიახ, ინებეთ
-პირდაპირ ციხეში წავიდეთ- ჩემ ხელში შენი ნახვის ერთადერთი საშუალებაა.
“თუ მუჰამედი არ მივა მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთან”

“მთელი ცხოვრება ციხე-ციხე გაგიხდება სავალი და მერე გაგახსენდება ჩემი სიტყვები.”
ამ ცივ, ცოდვითა და სიკვდილებით გაჟღენთილ კედლებს მიღმა ხარ.
ეს კედლები გაკავებენ, რომ შენ ნავსაყუდელს ვერ მოხვიდე.
რომ ვერ დამიბრუნდე
ვერ დამიბრუნო სიცოცხლე, თავისუფალი სუნთქვა.

ციხის უზარმაზარ ჭიშკარს უშიშრად, აბჯარასხმული ვკვეთ, ვიცი რომ იქ, სადღაც შენ ხარ და შენი ხილვისკენ მოვილტვი.
დოკუმენტებს ვაწვდი, ვხედავ შენი სახელისა და გვარის დანახვისას მზერა როგორ ეცვლებათ.
რკინის გისოსების წინ ვდგავარ.
“არ შემეძლება შენთვის ყოველთვის იმის თქმა სად ვიქნები და როდის მოვალ,შეიძლება დაგპირდე რომ მოვალ და ამ დროს რკინის გისოსებიც კი მაკავებდნენ,მაგრამ იცოდე, სადაც არ უნდა წავიდე,როგორც ყოველ განთიადს მზე უბრუნდება ცას, ისე დავბრუნდები შენთან, ჩემ ნავსაყუდელში”
-ამის იქეთ მე აღარ შემომიშვებენ ნინე - შენზე მოგონებებიდან ვატოს შეხებას გამოვყავარ.
მხოლოდ თავს ვუქნევ.
ციხის თანამშრომელი მიმიძღვება, იმ რკინის გისოსებს მიღმა, შენ რომ გაკავებდნენ.

თითქოს გულის ფეთქვის თანხვედრად კაკუნობდნენ ჩემ წინ მიმავალის ყველა ნაბიჯი ცივ, ცოდვით გართხმულ იატაკზე.
მიდოდა,უფროდაუფრო სიბნელისკენ.
სიკვდილით გაჟღენთილ კოლიდორებში.

თავით მიმანიშნებს კარს მიღმა.
თავად მიღებს.
ცარიელი, უფანჯრო ოთახი იყო.
მხოლოდ ერთი მაგიდითა და ორი სკამით.
ნაბიჯს ვერ ვდგავ.
ისე მიჭირს იმ კედლებში, სუნთქვასაც კი ვერ ამოვთქვამ.
თითქოს ყოველ წამს კელდები იწევდნენ და სივრცე პატარავდებოდა, თითქოს შიგნით მახრჩობდნენ.
ნეტავ შენ როგორ ძლებ აქ.
ოთახის შუაგულში პატარა, დაჟანგული მაგიდა და ორი სკამი დგას.
ვერ ვბედავ, რომ იმ მაგიდას როგორც მსჯავრდებულის მნახველი ისე მივუჯდე.
სმენა მეხშობა, თითქოს იმ ყველა წყვილის ჩურჩული ჩამესმის ყურებში მონატრებიდან მონატრებამდე ერთმანთს რომ ამ მაგიდასთან მსხდომნი ხვდებოდნენ.
ვინ იცის, რამდენი წელი იყო მათთვის ეს ოთახი სახლად ქცეული.
ვინ იცის, რამდენი ცრემლია ამ ცივ ფილებს შემშრალი.
კუთხეში მიყუჟული, გელოდები.
გულის ფეთქვებს ვითვლი შენ მოსვლამდე.
ნეტავ გაგიხარდები?!
რომ არ მელი, ვიცი.
კოლიდორში ისმის ნაბიჯების ხმა.
“კედლისკენ” - მესმის რუსულად მჭექარე ხმა.
კარის ურდული ხმაურით იწევა და გხედავ.
მხრებში მოხრილი, დარდიანი, სახემოქუფრული ხარ.
მზერას არ აშორებ იმ ცოდვის ფილებს.
ამომხედე.
ამომხედე რომ დამინახო.
ჩამოშვებულ ხელებზე ბორკილები გადევს.
ნაბიჯს დგავ შიგნით.
მე სული მეყინება.
შენი მონატრება ერთიანად მაწვება და ველი, როდის გამისკდება გული.
ჩემო !
ჩემო ერთადერთო !
ჩემო მონატრებავ !
ნაბიჯს ვდგავ შენკენ, ჩვენ შორის მანძილი წამში რომ გავაქრო.
სწორედ მაშინ წევ თავს და პირდაპირ შენ თვალებს ვაწყდები.
ვხედავ წამიერად როგორ გესახება ბედნიერება. გიშრისფერებს როგორ ერევათ სითხეები.
ბორკილებდადებულ ხელებს ზემოთ წევ.
გახევებული, წამში შენკენ ვძრავ მკვდარ სხეულს და გეხვევი !
სიცოცხლე
შენი ჩახუტება იყო იმ წამს ჩემთვის.
ვგრძნობ, როგორ მეხვევა შენი ბორკილებიანი ხელები ზურგზე, ვგრძნობ შენ თითებს, როგორ შეპარვიათ ფრთხილი რხევები.
მთელი ძალით გიჭერდი ხელებს, რომ შემძლებოდა შენ სხეულს შევეზრდებოდი, ოღონდ სამუდამოდ შემძლებოდა შენი ჩემთან დატოვება.
ნეტავ ეს ბორკილები ხელებზე რომ გადევს, მეც შენთან მაკავებდნენ...
ოდნავ მშორდები და ზემოდან დამყურებ.
ვეღარ ვმალავ ჩემ ცრემლიან თვალებს, შენ რომ ციხის ფორმას გინამავდნენ.
-აქ რა გინდა ნინე - შენ ხმაში მონატრების ნოტები არა, მთელი მელოდიები იყო.

-უნდა მენახე - შენ სახეს საკუთარ ხელებში ვიქცევ და ყველა წერტილს ვეფერები თითებით. - უნდა მოვსულიყავი...
-ისე მომენატრა შენი სურნელი, შენი შეხება - ზურგიდან მაშორებს მის ხელებს და ისიც სახეზე მეფერება, ცერა თითებით შემორჩენილ ცრემლებს მწმენდს.
ჩემ წინ დგახარ, მე კი შენი მონატრება ისევ მთელ სხეულს მიწვავს, ჩამისვი თუნდაც ამ გაცრეცილი, უფერო ფორმის გულისჯიბეში რომ შენთან შევძლო დარჩენა, თუნდაც შენთან ერთად მეც პატიმარი მერქვას, იქამდე მომისაჯონ,სადამდეც უშენოდ უნდა ვიყო.
-კარგად ხარ?
-ახლა, ამ წამს ყველაზე კარგად ვარ - თვალის უპეებზე შემორჩენილ სისველეებს კოცნებით მიშრობს.
სკამისკენ მიდის და ზედ მსვავს, ისიც ჩემ წინ ჯდება.
-აქ როგორ? როგორ ჩამოხვედი? -ჯერ ხელის გულებს, შემდეგ თითებს მიკოცნის სათითაოდ.
-არ შემეძლო, ერთი დღეც აღარ შემეძლო შენი ნახვის გარეშე
-კი,მაგრამ
-ნინე თაბაგარი გავხდი
-ანუ? მოიცა, რა გააკეთე ნინე?
-ბეშქენს ვთხოვე დახმარება საბუთებში - ვცდილობ შედარებით მსუბუქად ავხსნა, მეშინია არავინ გვისმენდეს, მზერა კარისკენ გამირბის.
-ნინე, შემომხედე- სახეს მისკენ მაწევინებს - რა გააკეთე ნინე
-ნუ ბრაზდები, ის გავაკეთე რაც საჭირო იყო
-რა ნინე, რომ ასე დაგრქმეოდა ცოლი?
-თუნდაც !
-ვერაფერს ხვდები ნინე- სახეს ხელებში იმალავს.
-სხვაგავარად ვერ გნახავდი, თუ არ გინდა რომ შენი ცოლი მერქვას, ამ კედლებს მიღმა ვერც ვერავინ გაიგებს ამას, მაგრამ ჩემთვის მთავარი ისაა რომ გნახე გესმის? რომ ამ წამს შენ წინ ვარ და ის ფიქრები აღარ მტანჯავს, ყოველ წამს რაც მთელი ეს თვეები არ მასვენებდა, ახლა ვიცი რომ ცოცხალი მაინც ხარ.
-ნინე- მზერას ვარიდებ- ნინე, შემომხედე- ხელისგულებს აყრდნობს ჩემ სახეს - ასე არ მინდოდა, ასე არ იმსახურებდი.
-იმას ვიმსახურებდი,რომ დანაშაული შენ თავზე აიღე და მე ეს კიტასგან გავიგე? იმას ვიმსახურებ რომ არ ვიცი, რამდენი ხანი ვერ დაბრუნდები, რომ მე და კეკე მარტო დაგვტოვე?
-ასე იყო საჭირო ნინე, უნდა გამიგო
-შენც უნდა გამიგო უჩა, აქედან რომ გავალ, იმ მოწმობას საერთოდ დავწვავ და მორჩება, მაგრამ ახლა უნდა მენახე და გთხოვ, ისედაც მცირე დროს ჩემ საყვედურში ნუ გახარჯავ
-მაპატიე, მაპატიე - მთელი ტანით იწევა და სახესა და ტუჩებს მიკოცნის - სულელი ვარ
-მართლა კარგად ხარ?
-კარგად ვარ, არ ინერვიულოთ - ჩემ კულულებში თითებს ხლართავს
-ვატო მელოდება გარეთ, ის არ შემოუშვეს - მის თითებს ვეფერები
-როგორ მომენატრეთ ყველა - ხმა ებზარება.
-როდის გამოგიშვებენ? -ის კითხვა გავაჟღერე სულს რომ მიღრღნიდა, სუნთქვას რომ მიწამლავდა.
- 1 წელში - ისე ამბობს ძლივს ვიგებ.
გულისფეთქვა კისერში მაწვება.
კიდევ 12 თვე.
12 უსასრულო, 12 გადაბმული თვე და 365 დღე.
ალბათ ხვდება, როგორ დავიფშვენი და საკუთარი შეხებებით ჩემ გამთელებას ცდილობს.
-მალე გავა გესმის, მალე დავბრუნდები და მორჩება, მერე სულ შენთან ვიქნები, არსად აღარ წავალ.
-გჯერა შენ ამის?
ერთხანს ჩუმდება, ვხედავ როგორ უგორდება თვალიდან ცრემლი.
- მჯერა -არ ჯეროდა, ვიცი რომ არ ჯეროდა.
-კეკეს ენატრები ძალიან
თვალებს ისე ძლიერად აჭერს ერთმანეთს, მგონია აღარც გაახელს.
-უთხარი რომ მალე მოვალ კარგი და რომ არ გაგაბრაზოს.
-არ მაბრაზებს,უბრალოდ სულ გელოდება, ყველგან თვალებით დაგეძებს.
შენი ღრმა, მძიმე სუნთქვა, ფილტვებს მტკენს.
ჯერ ისევ მცირედითაც არ მქონდა შენი მონატრება მოკლული, რკინის კარზე მჭექარედ რომ მოაბრახუნეს.
-მისმინე, დღესვე დაბრუნდი საქართველოში და აღარ ჩამოხვიდე კარგი? - მუჭებში მოექცია ჩემი ხელები
-1 წელი უჩა?- მასთან ერთად ფეხზე ვდგები. ჩემკენ მოდის და სახეზე მეფერება.
რომ შემეძლოს ამ ბორკილებს ხელებით დაგგლეჯდი.
-მოვახერხებ და დაგირეკავ ხშირად, აქ აღარ ჩამოხვიდე ნინე- სახით მისკენ მიზიდავს და ტუჩებზე განშორების კოცნას მატოვებს.

ვხედავ როგორ მიდიხარ, მე კი მზად მყოფი შენთან ერთად თუნდაც ჯოჯოხეთში თავით გადმოვეშვა, ვერ მოგვყვები, შენ ნაბიჯებს ვერ ვედევნები რომ არ გაგიშვა, რომ ჩემ თავს უშენობა არ დავაბედო.
იმ პირველივე გადადგმულ ნაბიჯში მენატრები, უსაშველოდ და უკიდეგანოდ.




მესმის როგორ ხმაურიანად იხურება ჩემ ზურგს უკან ციხის უზარმაზარი კარი.
მანქანაზე მიყრდნობილ თავჩაქინდრულ ვატოს უკვე ბუნდოვნად ვხედავ.
იმ ზღურბლს მიღმა პირველივე ნაბიჯი მტკივა.
გულის არეში საშინელი წვის შეგრძენება მაწუხებს, ნუთუ უშენობით გაჟღენთილი ჰაერია?!
ისე უსაშველოდ მტკივა, ვგრძნობ როგორ მერთმევა ფეხებში ძალა და მუხლებზე ვეცები.
-ნინე -შორიდან მესმის ვატოს ხმა.
გული მიჯდება.
საკუთარი კივილის ხმა ჩამესმის ყურებში.
სახეს ცხელი ცრემლები მიდაღავს.
-ნინე- ვატოს ხელებს ვგრძნობ მხრებზე -ნინე, წამოდექი გთხოვ.


***
უშენობით გაჟღენთილ ჩვენი სამშობლოს მიწას ვადგავ ფეხს.
მანძილი შენამდე დიდია.
მაგრამ ვაი რომ შენიდან ჩემამდეც.
ზაფხულის განთიადი ედგა თბილისს,თუმცა კი უკვე რამდენი ხანია, ჩემთვის ყველა განთიადი განვლილი დღეთა გამოძახილია.
უშენოდ ვეღარც ზაფხულის ფერებს აღვიქვამ და რომ მოვა, ჩემი ოქროსფერები და უშენოდ მათაც დაეკარგებათ ჩემთვის ასე ძვირფასი ფერები.
კურპუსის ეზოში მხვდება ჩემი მაშველი რგოლი - თამარა.
ორივეს ძლიერად გვეხვევა ვატო და გვტოვებს, ზუსტად ესმის ალბათ ჩემი.


საწოლში, მის მუხლებზე მიდევს თავი და შენ რომ ასე ძლიერ გიყვარს, იმ ხვეულებს მიაფერებს თითებს.
თვალის დახუჭვა არ მინდა.
არ მინდა შენი სახე, იმ ცივ კედლებში წარმომიჩინდეს.
არ მინდა ხელებზე ის ბორკილები მახსოვდეს და შენი ცრემლიანი თვალები.
მგონია თუ დავიძინებ, წამით მაინც თუ დავხუჭავ თვალს,უიმედობის ზღვაში გადავეშვები.
მაგრამ რა ვუყო ამ გულს, ასე ძლიერ რომ ტკივა უშენობა და ამ თვალებს, რომლებიც ყველგან დაგეძებენ, მიუხედავად იმისა რომ იციან, ვერ გიპოვიან.
-იტირე ნინე - მიხვდება ჩემ ფიქრებს და ცრემლებიც თითქოს მის ნებართვას ელოდნენო, საფეთქლებს წამში მისველებენ.
-ასეთი წარმოგედგინა თალალა, ჩემი ცხოვრება?
ჩემკენ იხრება, ცრემლებს მწმენდს და თვალებს მიკოცნის.
-ყველაზე დიდი ბედნიერება მაშინ მოდის, როდესაც ყველა ომს მოიგებ. ომის დღეებ გამოვლილის, თითოეული დღის კი არა,საათის სულ სხვანაირი ფასი და გემო რომ გეცოდინება და გამარჯვების შემდეგ სწორედ, ბედნიერებით, სითბოთი და ღიმილებით რომ გაჟღინთავ თითოელ წამს. მე ვიცი, რომ შენ ვერაფერი და ვერავინ ვერ მოგერევა, არა ძალითა და ღონით, არამედ გრძნობით, სიყვარულით, შენი ბრძოლისუნარიანობით და უდიდესი იმედის ვარსკვლავით. იმ მცირე ბედნიერი მომენტების შემდეგ, რაც მოასწარით, თაბაგარი იმხელა გრძნობით გიყვარს რომ ყველა დღე მისით არსებობ, მის დაზე ზრუნავ და სად იყავი ნინე, საიდან დამიბრუნდი ამ განთიადს და ვისთვის იყავი იქ?! ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ნუთუ ასე ძლიერად შევძლებ შევიყვარო ოდესმე ვატო? შენ შენი ბედნიერება და ცხოვრება კი არ შეიზღუდე ან შეცვალე, უჩას გვერდით, მისი სიყვარულით იმდენად გაიზარდე რომ ჩემთვის, ყველაზე ძლიერი ქალი ხარ და იცოდე, არავის გააბედინო რაიმე ისეთის თქმა, რისი მოსმენაც არ გესიამოვნება და რაც მთავარია, არ გეკუთნის.
-მეშინია, ძალიან მეშინია თამარა - მისკენ ვბრუნდები და წელზე ვხვევ ხელებს - რომ ვერ შევძლო, უმისობას რომ ვერ გავუძლო, რომ ვერ ვიყო კეკესთვის ისეთი, როგორიც მას ჭირდება? მთელი ოჯახი, მე როგორ ჩავუნაცვლო, ჩემი ტკივლი მისგან რომ ვერ დავმალო?
-კეკე მხოლოდ შენთან იქნება ყველაზე ბედნიერი და კარგად. ეს უნდა იცოდე. არაა მასთან ყველაფარის დამალვა საჭირო. ისე აზროვნებს, იმდენ რამეს ხვდება, ვერც კი წარმოიდგენ. ვფიქრობ რომ არ პერიოდს მხოლოდ ერთმანეთი თუ გადაგატანინებთ.
-უჩას ღიმილი აქვს
-ჰო, ვუთხარი და ისეთი ბედნიერი იყო, ძალიან მოწონს, როდესაც ამსგავსებენ
-იმდენ რამეზე ვფიქრობ თამარა, კეკე, დედა, მამა, ჩემი სამსახური. როგორ უნდა მოვუყარო თავი ყველაფერს. ავდექი და შევატოვე კეკე ჩემებს, ყველაფრის მიუხედავად. ამ ყველაფრის ნაწილს ისე ვხდი არც კი ვეკითხები.
-შენი აზრით მამაშენს ან ნინოს, რამე რომ არ უნდოდეთ გააკეთებინებ? ყველაფერს ხედავენ ნინე,იციან რომ უჩას გარდა შენ ბედნიერი არავისთან იქნები. მათი ერთადერთი შვილი ხარ, ზურგს ვერასდროს გაქცევდნენ ხომ იცი.
-იმდენი რამ ხდება, ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც მომენტებს ვტოვებ
-ყველაფერი უნდა დააბალანსო, ძველ რუტინას დაუბრუნდე და ღიმილები გაიჩინო სახეზე.
-ახლა იცი რა მახსენდება? ბოლოს სანდრასთან მივედი უშენოდ. მე და უჩას მაშინ თან გქვონდა ურთიერთობა და თან არა, სანდრამ მითხრა ეს ყველაფერი. ამ ბრძოლების შესახებ, მათეს დაბრუნებაც. ღმერთო, ახლა რომ ვფიქრობ მართლაც, იმდენი რამ მითხრა და ყველაფერი ახდა.
-სულ ტყუილად უყურებდი ამ ქალს არასერიოზულად, ხომ გეუბნებოდი.
-დავრწმუნდი მეც ამაში. თამარა...
-ჰოუ
-ხომ ჩემ გვერდით იქნები?
-ყოველთვის !

***

-ვერ მომიყვანე ხომ? - ჯერ ისევ ჩემ კისერზე ჰქონდა ხელები შემოხვეული
-მაპატიე კეკე - ძლიერად ვუჭერ ხელებს
-შენ ხომ მაინც მოხვედი, შენც ხომ არ დამტოვე - შიშველ მხრებზე ვგრძნობ მის ცრემლებს.
-მე ხომ დაგპირდი, რომ ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებოდი

***

საღამოს ჩემ საყვარელ ჰამაკში ვიჯექი.
ჩემ მიწა-წყალს საღამოს გრილი სიო მიედ-მოედებოდა და მზისგან გავარვარებულს ნეტარად ეფინებოდა.
იმ საღამოს მოგონებები მეშლება კადრებად შენთან ერთად რომ ვიყავი აქ, როგორ მეფერებოდი თმაზე და როგორ მამშვიდებდი.
-მა - თავზე მედგა ჩემი მა
მეღიმება, მის თვალებში ჩემზე დარდები, როგორ აშკარად იკითხება.
გვერდით მიჯდება და სხეულზე მიხუტებს.
-ყველაფერი კარგად იქნება მამი
-ხელი მოვაწერე მა, უჩას ხელმოწერის გაყალბებით, მაგრამ ოფიციალურად მაინც ხელი მოვაწერე - ჩემ საიდუმლოს ვუმხელ,არც კი ვიცი რა რეაქცია უნდა ჰქონდეს, ალბათ მისი ეს მძიმე სუნთქვა და უსიტყვობაც ერთგვარი პასუხი იყო.
-ადრეც გითხარი, რამდენიც არ უნდა დაგიშალო, მაინც შენსას იზავ თქო. შენ თუ თვლი რომ ასე იყო საჭირო აქ დამთვარდება საუბარი ამაზე. გითხარი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ვხედავ შენი უდიდესი ნაწილი რომაა ის ბიჭი. იმასაც ვხედავ როგორ ცდილობს ამ ჭაობიდან ამოვიდეს. ჩემთვის მამი, მთავარია რომ შენ იყო ბედნიერი. მე და დედაშენს შენ გარდა ამ ქვეყნად არავინ და არაფერი გაგვაჩნია.ვერ მოგიკვეთ მხოლოდ იმიტომ რომ შენ ცხოვრებას ამ ბიჭის გვერდით ხედავ. არ მინდოდა, რომელ მამას ენდომება ერთადერთქი ქალიშვილი ქაოსური, არეული ცხოვრებისთვის. სიყვარულს ბევრი რომ შეუძლია შვილო, ბევრიც არ შეუძლია. არც მეგონა რომ ამ ყველაფერს შეძლებდი, არ მეგონა რომ იმ ციცქნა გოგოს, ამხელა იმედი გახდებოდი. მაგრამ თურმე შევმცდარვარ, გიყურებ და ვიაზრებ თაბაგართან ურთიერთობამ როგორ შეგცვალა და როგორ მთლად კარგის მხრივ. ყველაფერი გაივლის, მე და დედაშენს თუ შიმშილთან, სიცივესთან, შვილის სიკვდილთან და უიმედობასთან ბრძოლა მოგვიწია, შენ ამ ყველაფერთან გიწევს ბრძოლა, შენი საყვარელი ადამიანის გამო.იმ გაყალბებულ ქორწინების მოწმობასაც,ყველაზე ნამდვილად მივიჩნევ, თუ შენ მეტყვი ასე. მხოლოდ შენ იყავი ბედნიერი მამი და იბრძოლე ამისთვის.
ვუსმენდი და გული საგულედან მივარდებოდა.
ნეტავ მე როგორი მშობელი ვიქნებოდი?
ნუთუ შევძლებდი ჩემ პირნციპებსა და აზრებს, მისის გამო გადავხტომოდი.
ალბათ გავიგებ ოდესმე, მაგრამ მანამდე, რაც უკვე ვიცი, საუკეთესო მამის შვილი ვიყავი. მამის, რომელიც ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფრისთვის მზად იყო.
არც ვინმეს ჩურჩულები და წამოძახილები აინტერესებდა და არც სოფლის თავში შეკრებილი “ბირჟის”. მხოლოდ ის უნდოდა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი და იცი მა?! მხოლოდ შენთვის ვიქნები ბედნიერი !

***
მერე?!
“მერე ყველაფერი ნელდება,
მერე ყველაფერი ძნელდება”

მერე შემოდგომა დადგა თაბაგარო, ისევ უშენოდ.
გათენებიდან გათენებამდე შენ მოლოდინში.

ცხოვრება შენ გარეშე თითქოს არც კი მიედინებოდა.
ვუყურებდი ჟამთა სვლას.
როგორ შეიცვალა ხასხასა ფერები ნელ-ნელა ოქროსფერებით და ვერც კი ვხვდებოდი, როგორ გავიყინე უშენობით შექმნილ ვაკუუმში.
ჰო, დრო სწრაფად კი არა, საერთოდ არ გადიოდა ჩემთვის.
ჩვენი დაშორების შემდეგ თითქოს გაირინდა სამყარო და ჩემმა არსებამ -არსებობა შეწყვიტა.

კეკე
უკანასკნელი იმედი.
მხოლოდ მის გამო ვინარჩუნებდი,ჯერ ისევ ემოციებსა თუ ადამიანურ სახეს.
ყოველდღე, მხოლოდ მის გამო ვდგებოდი იმ საწოლიდან, გამუდმებით შენ რომ გეძებდნენ ხელებით.

თბილისს მივვიწყებოდით მეც და შენც.
მაგრამ მე - შენ არცერთი წამით.
აი ამ თავში, ყოველ წამს ფიქრად დადიხარ.
თვალებს კი ლიბრაგადაკრულს, მხოლოდ შენი კადრები ესხება.
მიყვარხარ !
ყოველ განთიადს და გელი...

***
-ნინეკო, გაიღვიძე ! - ციცქნა თითებით მიღიტინებდა.
-ცოტახნით,სულ ცოტახნით კიდევ - მკლავებში ვიმწყვდევ მის სხეულს, თვალებს ჯიუტად არ ვახელ.
-ნინეკო, დაგავიწყდა სკოლა ! - პატარა ხელებს ლოყებზე მაწყობს და ცხვირზე მიხახუნებს საკუთარ “კნოპკას”
-სკოლა? დღეს არ გვინდა - მის კისერში ვმალავ სახეს
-ნინეკო ! გვინდა, გვინდა !

***
- ყველაზე ლამაზო გოგო ხარ, მთელ სამყაროში - ვუყურებ სკოლის ფორმაში გამოწყობილ, ჩემ მოციმციმე გოგონას და გულს რაღაც უცხო გრძნობა შემომეფინა, ჯერ კიდევ უცნობი ჩემთვის, თითქოს სიამაყის,თუმცა არა ჩვეულებრივი, აქამდე განცდილი. არა, რაღაც მხრივ, მისით ვიყავი ამაყი, რომ მისი ყოველდღიურობის ნაწილი ვიყავი, რომ ყოველ ღამეს ჩემ გვერდით ეძინა, რომ მე მიწევდა მასზე ზრუნვა.
დღითიდღე ისე მიყვარდება მისი არსებობა ჩემ ცხოვრებაში, ღამით ჩემ მკერდზე მოხუტებულს რომ ვუყურებ ვფიქრობ, ნუთუ შესაძლებელია რომ მასზე მეტად შემიყვარდეს სხვა, თუნდაც ჩემი შვილი.
სიგიჟეა არა?!


-ნინეკო, სამსახურიდან შენ გამომივლი? - სარკეში ვიჭერ უკან მჯდომის მზერას/
- მე გამოგივლი, მერე გავიაროთ, პროდუქტები ვიყიდოთ და საღამოს ფილმს ვუყუროთ
-კიი !


***
-სულ მგონია, როდესაც გავიღვიძებ უჩი სახლში დამხვდება -დივანზე ვიყავით წამოწოლილები და ფილმს ვუყურებდით, უეცრად რომ მითხრა.
-მეც სულ ველი
-ხომ დაბრუნდება? -ცრემლიან თვალებს მაპყრობს.
-აუცილებლად დაბრუნდება, ხომ იცი რომ ძალიან ენატრები და უშენოდ არ შეუძლია
-ვიცი,მაგრამ ხანდახან ისე ვბრაზდები რომ არა და არ მოდის
-ჯერ პატარა ხარ კეკ, ახლა ყველაფერს ვერ აგიხსნი, რომც აგიხსნა ყველაფერს ვერ მიხვდები, მაგრამ ერთი რამ იცოდე, უჩას ახლა ყველაზე მეტად უნდა შენ გვერდით ყოფნა, მაგრამ რაღაცების გამო არ შეუძლია და ჩვენ უნდა გავიგოთ ეს, ხო ჩემო პატარავ?
-იქ ხომ არ წასულა სადაც დედა?- მასზე ნაფერები ხელები გამიშეშდა.
-არა კეკე - მთელი ძალით ვიკრავ გულში- ის უბრალოდ სხვა ქვეყანაშია სადაც ტელეფონი არ იჭერს და ვერ გვირეკავს, ვერ ვიგებთ მის ხმას, მაგრამ დამპირდა რომ მალე დაგვირეკავს,აი ნახავ.


მძინარე კეკეს ხელში ვიყვან და საძინებლისკენ მიმყავს.
საათის ისრები შუა ღამის მაუწყებელს დიდიხნის დაშორებულნი იყვნენ.
განთიადი შემოაბიჯებს სადაცაა.
შემოდგომისეულად უკვე გაწელილა ღამეები.
და ალბათ, მხოლოდ შენ იცი, მათი უსასრულობის ტკივილები.
ღამე, ყოველი ფიქრისა და დარდების ამშლელი, განთიადამდე მონაბერებს, თან რომ ატანს შენამდე ყველა მოგონებას.
ახლა, ამ სავარძლიდან ისევ ვუყურებ შენ აივანს, თუმცა არც შენ ხარ და არც ის სინათლე, ასე მოუთმენლად რომ ველოდი.
ნეტავ ის ხიდები ჩვენ აივნებს შორის, როდისღა ჩაწყდა?!
იცი? ვერც კი ვბედავ უშენოდ შენ სახლში შესვლას.
ჩემი გასაღებების ასხმაზე, ისევ კიდია შენის ერთი ცალი. დამცინებდი ალბათ, მაგრამ თითებით ვეფერები ხოლმე, ისე როგორც მე ვერ მოვდივარ შენთან, ვერ ვარგებ ამ გასაღებს თავის ბუდეს და ვერ ვდგავ ფეხს იქ, სადაც ყველაფერი შენია-უშენოდ.
მოვასწრებ შენზე ფიქრებს მანამ, სანამ ღამე მომისმენს. ცა ხომ მაინც საერთო გვაქვს, ნეტავ ახლა, ამ წამს შენიდანაც თუ მოჩანს ეს სავსე მთვარე და ვარსკვლავები.

შენ გვერდით მეგონა ამ ცასაც კი მივწვდებოდი.
***
მერე?!
მერე ისევ ყველაფერი გრძელდება.
მერე ისევ გადის დღეები
მერე ისევ ღამდება და დგება განთიადები.
მერე მე ისევ უშენოდ ვარ.
ლაპარაკი დავიწყე შენთან, გეუბნები სიტყვებს, რომლებიც შენთან ვერასდროს მოაღწევენ.
გწერ წერილებს, რომლებსაც ვერასდროს გამოვგზავნი და ვერც წაიკითხავ.
გეძებ ისევ და ვიცი ვერ გიპოვი.
გელოდები, შენ კი არ მოდიხარ.

ზამთრის არდადეგები ჰქონდა კეკეს.
ჩემებთან იყო წასული, დიდი თოვლის მოლოდინში.
მე კი უფრო ცარიელი, სახლში.

ვატოსთან და თამარასთან ერთად ვიყავი გასული იმ საღამოს.
კაფეში ვისხედით, ქიაჩელზე.
-ნინე? - გვერდიდან ნაცნობი ტემბრი მომესმა, მიბრუნებულს კი მათე დამხვდა.
-მათე - ფეხზე ვდგები ინსტიქტურად, გულში ისე მიკრავს, როგორც დიდი ხნის მონატრებულ ახლობელ ადამიანს.
-მათუჩიი - თამარა ფრინდება ადგილიდან - როგორ მომენატრე
-გადარეულო, მეც ძალიან.
-ვატოს კი იცნობ, თუმცა ახალი სტატუსი აქვს, გინდ დაიჯერე და გინდ არა, თამარას შეყვარებული
-კაიი, ხო არ ღადაობ. გილოცავ ძმაო და თან ვწუხვარ- ხელს ართმევს ვატოს, რომელსაც მის ნათქვამზე ეცინება.
-ჩამოჯექი - ჩემ წინ, თავისუფალი ადგილისკენ მივუთითებ და ისიც ჯდება.
-მარტო ხართ? -მზერას არ მაშორებს, ვხვდები უჩას რომ კითხულობს.
-ჰო, უჩა არაა საქართველოში - თვალს არ ვწყვეტ ისე ვეუბნები.
-შენ რას შვრები ის თქვი, ვსო დაბრუნდი თუ ისევ დროებით? -თამარა მუხტავს სიტუაციას და თან ფეხს მირტყავს მაგიდის ქვეშ.
-ჰო, მგონი დავბრუნდი, არ ვიცი. ასე წამოვედი და ვნახოთ რა.შენებთან მინდა ჩასვლა, ხომ არ აპირებ ამ დღებში წასვლას?
-არა, კეკეა ჩემებთან და არდადეგების ბოლომდე არ ვაპირებ ჩასვლას, სკოლის დაწყებამდე უნდა წამოვიყვანო
-კეკე?
-უჩას და
-შენთან არის?
-კი, ჩემთან არის
ვხედავ როგორ იბნება.
ისევ ისე გიცნობ, როგორც ჩანს. არ შეცვლილხარ.
-კარგია, კარგი.ჩავუვლი მოკლედ შენებს. წავალ ახლა, ბიჭებს უნდა გავუარო, თუ რამე დაგჭირდეთ აქ ვარ -დგება, ყველას ერთად გვემშვიოდბება.
ვხედავ როგორ გადის ჩემი წარსული კაფიდან.
არცერთი წამით არ მინანია მაშინ, ჩემი გადაწყვეტილება.
ვუყურებდი და ვაცნობიერებდი რომ მასში არაფერი, საერთოდ არაფერი აღარ მაღელვებდა, არაფერი შემომრჩენოდა ძველი გრძნობებისგან.
არაფრით გავდა უჩას.
თუმცა იმ ღამით, მაინც ამეშალა მოგონებები მათეზე, ჩვენ 3 წელზე და პატარა ნინეზე.
მთელი ღამე არ მძინებია.
აივანზე ვიჯექი და ისევ გიყვებოდი განვლილ დღეს.
უკვე თენდებოდა ჩემი ტელეფონის ხმა რომ შემომესმა.
-გისმენთ
-უჩას აკლია ერთი ცალი ნინე- შენ იყავი.
ჩემმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა.
შენი ალბათ გამალებით ცემდა.
-ნინესაც აკლია ერთი ცალი უჩა
-სიგიჟემდე მომენატრე
-მეც, მეც -ცრემლებს მაჯებით ვიწმენდ და მზერას შენ აივანს ვაპყრობ, წარმოვიდგენ რომ იქ დგახარ და ისე მესაუბრები.
-კარგად ხართ? კეკე როგორაა
-კარგად ვართ, არ ინერვიულო,კეკე ჩემებთანაა არდადეგებზე.შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ, არ იდარდო,ვიცი დიდი ხნის წინ შეგპირდი დაგირეკავ თქო, მაგრამ აქამდე ვერ შევძელი.
-გელოდებოდით მე და კეკე, ყოველ დღე.
-ვიცი, ვიცი ნინე
-მალე უნდა გამითიშო?
-ვერ იძინებდი არა? გინდა ერთად დავიძინოთ?
-მინდა- საძინებლისკენ მივდივარ და საწოლში ვწვები.
-იქამდე არ გაგითიშავ სანამ არ ჩაგეძინება-რამდენი სათქმელი სიტყვა მაქვს და მაინც, ერთს ვერ ვძრავ -რომ იცოდე, როგორ მინდა ახლა შენ გვერდით ვიყო, შენ გულზე მედოს თავი და ყველა ფეთქვას გითვლიდე
მესმის შენი სუნთქვა.
სიტყვას ვერ ვძრავ, ხმას გადაყლაპული ცრემლები მიხშობენ.
-დაიჯერებ რომ გითხრა მესიზმრები ხოლმე თქო? თითქმის ყოველ ღამით, მაგრამ გამოღვიძება უშენოდ, ისეთი საშინელია, ხანდახან არ მინდა რომ დამესიზმრო ხოლმე.
-როგორ ვნატრობდი სულ რომ დამსიზმრებოდი იცი?
-არ გინდა, მერე მონატრება უფრო მძაფრდება
-კიდევ რამდენი დარჩა თაბაგარო, მონატრების სიკვდილამდე?
-მაშინ, აქ ჩამოსული რომ დაგინახე,აზრზე ვერ მოვედი და ვიცი გაწყენინე. მინდა იცოდე რომ მხოლოდ იმიტომ გავბრაზი რომ არ მინდოდა ასე მომხდარიყო ეს ყველაფერი. მინდა ისე მეთხოვა ხელი, როგორც შენ წარმოგედგინა, მინდოდა იმ საბუთზე ხელი ყველას თანდასწრებით მოგვეწერა. ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია,ისევ მე გაგხადე იძულებული
-ჩუ... არ თქვა
-მეგონა ყველაფერს გავუმკლავდებოდი ისე, რომ შენამდე არ მოვუშვებდი, მაგრამ შევცდი
-უბრალოდ მინდა რომ დაბრუნდე, სხვა არაფერი მაინტერესებს
-მხოლოდ ჩემ გოგონებთან მინდა, თუნდაც მხოლოდ ჩვენი ხის სახლი იყოს მთელი სამყარო
-ნუთუ არაფერი შეიძლება, ბეშქენს არაფერი შეუძლია?
-ხომ იცი, რომ გზა რომ არსებობდეს, ყველაფერს ვიზავდი
-ვიცი, ვიცი
-ბინა რომ იყიდე, ზუსტად იმ საღამოს დავბრუნდი საქართველოში. მთელი კვირა, აივანზე ვიჯექი და გიყურებდი.ისეთი ბედნიერი იყავი, ისეთი თავისუფალი. 1 კვირაში წასულს ფიქრად მექეცი. სულ მაინტერესებდა ისევ აივანზე იყავი თუ არა, საერთოდ რას აკეთებდი.1 წლის შემდეგ ჩამოვედი ისევ. შენ ისევ განთიადს ხვდებოდი აივანზე, ზამთარი იყო. იმ დილით გათოვდა და ვხედავდი როგორ დახტოდი სიხარულით აივანზე.რამდენჯერ ჩაგძინებია და მეც შენთან ერთად ვმჯდარვარ შენ გავიძებამდე. მაშინ, ტასიკოსთან ვიცოდი რომ შენ იქნებოდი. ისე გაუჩინარდი აივნიდან, უკან გამოგყევი.მხოლოდ იმ საღამოს გავიგე მათეზე.მაგრამ მაინც ვერ ამოგიგდე ფიქრებიდან,ყველგან თან დამყვებოდი.ყველგან შენ მხვდებოდი და იმ თავისუფლებით მიზიდავდი, მე რომ არ გამაჩნდა. მივდიოდი, ვქრებოდი და ვცდილობდი რომ დამევიწყებინე, მეგონა შენც შეგეცვლებოდა გრძნობები, გადამაგორებიდი,მაგრამ ვერ გამოვიდა, როგორ ბანალურადც არ უნდა ჟღერდეს,საკუთარი თავისგან ვერ დაგიცავი.
-მე კი გეტყვი რომ მიხარია, რომ ვერ დამიცავი და ჩემ ცხოვრებაში ხარ
-მაშინ, ერთადერთი ის ვერ დავინახე, თუ რამდენად ძლიერი ხარ
-რამე მომიყევი უჩი
ერთხანს ისევ მისი მძიმე სუნთქვა ისმის. მე კვლავ მაჯებით ვიწმენდ ცრემლებს.
-ერთადერთი ადამიანი, რომლის მიმართაც არანაირი გრძნობა არ გამაჩნდა მამაჩემი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედა მუდმივად მინერგავდა მის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას,ამასთან ვუყურებდი, როგორ უყვარდა დედას,მაინც ვერ შევიყვარე. ალბათ მისი ცხოვრების წესის გამო. მთელი ბავშვობა სხვადასხვა ქვეყნებსა და სახლებში გავატარე.წამალზე რომ შეჯდა, პირველმა მე გავიგე.მაშინ ახალი დაწყებული იყო ჩემი ჩათრევის სქემა ამ ჭაობში, ახლა რომ ვფიქრობ შეიძლება ამაზეც ნერვიულობდა და ყველაზე მარტივი გზა იპოვა, რეალობისგან გასაქცევად. თავიდან ნორმა ჰქონდა, ისევ ინარჩუნებდა საღგონებას, მაგრამ ერთ საღამოს, საძმომ ჩემი ასაკის ბიჭთან ანგარიშწორებისთვის გაგზავნა დამიპირა, ჩემ ყურამდე არ მოსულა, ბეშქენმა მითხრა. თავად წავიდა, არ მოუკლავს, მაგრამ ხეიბრად დარჩა, ჩემი ასაკის ბიჭი. მაშინ პირველად დავინახე მისი სიყვარული ჩემ მიმართ და პირველადვე აღვიქვი, რამდენ რამეზე შეეძლო წასვლა. ავირიეთ უარესად,მაშინვე წამოვედი საფრანგეთიდან და მანდ ჩამოვედი, სწორედ მაშინ ვიყიდე ეგ ბინაც. რაღაც დონეზე ვხვდებოდი რომ ჩემ გამო გააკეთა, თუმცა ვერც ვამართლებდი ამ დრომდე,ვერცერთი წამით, ისე გარდაიცვალა მხოლოდ დაკრძავლის დღეს ვნახე, მისი ცივი სხეული, დედა 2 თვის ფეხმძიმე დამხვდა. მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ ნინე, შენი და კეკეს გამო, არც კი ვიცი რაზე ვარ წამსვლელი და მაგიჟებს ის ფიქრი, რომ შეიძლება მეც მისსავით მოვიქცე.
-იმ ფრნაგის შვილზეა საუბარი? მაშინ ბეშქენთან რომ იყო
-კი
-ბევრი რამ დამინახია შენში, მაგრამ არა ის ადამიანი, რომელიც სხვის სიცოცხლეს ხელყოფს
-როცა გემუქრებიან ნინე
-ვერავინ ვერაფერს დაგვიშავებს, მთავარია რომ დაბრუნდე
-მალე დავბრუნდები გპირდები

***
გადაწეული ფარდებიდან მზის სხივები დამცემოდნენ მთელ სახეზე.
ისე ჩამძინებოდა შენთან საუბარში, ვერც კი შემემჩნია. თუმცა კი ამ დროის მანძილზე პირველად მეძინა ასე მშვიდად.

ნაცრისფერი ამინდი ედგა თბილისს.
აივანზე ჩემ სავარძელში ვიჯექი და ფინჯან ყავას სვავდი.
ყინავდა, ისე რომ მართლაც ძვლდებში ატანდა.
გვერდით მედო მობილური და კვლავ შენი ზარის მოლოდინში მშვიდ სუნთქვებს ვდარაჯობდი, რომ არ გამომრჩენოდა პირველივე წამი.
25 დეკემბერია, ზუსტად ერთი წელი, რაც მე და კეკე საქართველოში უშენოდ დავბრუნდით. 1 წელი
წლებს შორის ყველაზე მინიმალური, მაგრამ წელიწადის მაქსიმალური 365 დღე.
გაზაფხულს, სიცოცხლის საწყისს 1 წელი გავა შენი ბოლოს ნახვიდანაც კი.

ნეტავ როგორი იქნება ამდენი ხნის შემდეგ შენი ხელები ჩემ სხეულზე.
ხანდახან, როდესაც ვფიქრობ,ჩვენს კვლავ შეხვედრაზე, მგონია რომ შენ მკლავებში დავიფშვნები, უშენოდ გამომშრალ, დაჩირებულ სხეულს შენი ერთი შეხება შთანთქავს.
მაგრამ თუნდაც მოვკვდებოდე, მხოლოდ დაბრუნდი...



მთელი დღე მის მოლოდინში ისე გავიდა, საწოლიდან არც კი ავმდგარვარ.
საღამოს ძალის ძალად ავდექი.
დღეს კორპორატიული საღამო გვქონდა, სამსახურში.
იმის გამო რომ მხოლოდ თანამშრომლები უნდა ვყოფილიყავით, ვატოს თავი ჩამაბარა თამარამ და მეც დამიყოლია რომ ამ მიზეზით აუცილებლად წავსულიყავი.
მზადება უკვე დასრულებული მქონდა, მე კი მხოლოდ იმ ერთ ზარს ველოდებოდი.
მხოლოდ ტექსტური შეტყობინება იყო, რომელიც მატყობინებდა რომ ადგილზე იყო, ბატონო ვატო და მელოდა.

- როგორი ლამაზი ხარ ნინე - მანქანის კარს მიღებს და თავს მიკრავს.
-ვატო, ძალიან დიდხანს არ გავჩერდეთ გთხოვ- ღვედს ვიკრავ და თან მზერას ვაპარებ მისკენ
-დღეს მე და შენ, ისე უნდა დავლიოთ რომ თამარამ მოგვაკითხოს სახლში წამოსაღებად.
-არაა, არ მინდა რა
-რამდენი ხანია აღარსად ვყოფილვართ, ცოტა უნდა გავერთოთ.


უამრავი ხალხი ირეოდა “თეატრი”-ს ულამაზეს დარბაზში.
სცენაზე “კაბარე”-ს ასრულებდნენ გოგონები.
ღვინის ბოკლებითა და ვისკის ჭიქებით დადიოდნენ დარბაზში ლამაზად გამოწყობილი მამაკაცები და ქალბატონები,ისე თითქოს იმ კარს მიღმა დაეტოვებინათ ყველანაირი პორბლემა და აქ ყველანი ლაღები იყვნენ. მე რატომ არ შემეძლო იგივე?!

როგორც იქნა, ჩემთვის ვიდექი მაგიდასთან და ჭიქა ღვინოს ვსვავდი.
იმდენად გადავჩვეულვარ ხალხმრავლობას, უკვე მაწვებოდა მხრებზე დაღლა.
სცენას ახალი მოცეკვავეები იკავებდნენ. ჩემი მაგიდის კუთხიდან მთელი დარბაზი ჩანდა.
შემთვრალი, გათამამებული,მოკეკლუცე ქალბატონები.
მე და შენ ასეთ ადგილას არსად ვყოფილვართ.
თვალებს ცრემლები რომ ერევათ, გაშეშებულ მზერას დარბაზს ვავლებ, რომ არ გამომეპარონ, არ გამიყიდონ გულის დარდები.
ხელით ვეყრდნობი მაგიდას, რომ არ დავეცე. ღვინის ბოკალს,ზედაპირს ვაყრდნობ, თითებს ვერ ვაშორებ.
ვგრძნობ როგორ მიჯდება გული ყელში.
ფეხის ტერფებიდან როგორ მედებიან ჭიანჭველები და როგორ მიბუჟებენ, თითოეულ წერტილს.
არ მახსოვს, სხეულს როგორ ვიმორჩილებ, როგორ ვკვეთ მთელ დარბაზს
სულ ორი ნაბიჯი მაკლია რომ მოვიდე.
რომ სუნთქვა აღვიდგინო.
გავცოცხლდე
ჩემკენ შემოგაბრუნო და...
ბრუნდები.
ღრმა ამოსუნთქვა.
ვგრძნობ წამში როგორ მცვივა თვალებიდან ცრემლები,პირდაპირ ლოყებზე, მოწყვეტით ხტომით.
არ ხარ
ის თვალები არაა, მე რომ მეკუთვნიან.
არც ღიმილი
არც სუნთქვა
სურნელი
შენ არ ხარ
-ხომ არ დაგეხმაროთ? - მის მოსაბრუნებლად ჰაერში შემორჩენილ ჩემ მტევანს საკუთარში იქცევს, შენ რომ არ ხარ ის
სიტყვას ვერ ვამბობ, მხოლოდ თავს ვუქნევ უარის ნიშნად და ჩემ ხელს მისი თითებიდან ვაცურებ.
-კარგად ხართ?
-ნინე - მხარზე ვატოს შეხებას ვგრძნობ - რამე პრობლემაა?
-მგონი ცუდად გრძნობს თავს
როგორ შემეშალე სხვაში, როგორ მიგამსგავსე
-კარგად ვარ - გაყინულ მზერას ვაშორებ და ვატოსკენ ვბრუნდები - წავიდეთ


არეულ ნაბიჯებს არეული ფიქრები მოყვება.
ფურშეტიდან ღვინით სავსე ჭიქას ვიღებ და ცარიელს ვაბრუნებ.
გამომშრალ ყელს ვერ მიამებს, შენი სახელი რომ უნდა წარმოეთქვათ.
ისევ ვცდილობ
ისევ უშედეგოდ
-მიამსგავსე ხო?
ღვინოსთან ერთად ჩემი ცრემლების მლაშე გემო დამყვება
-მოდი ჩემთან-ხელებს მხვევს და გულში მიკრავს - ყველაფერი გაივლის, ყველაფერი მომრჩება - მეჩურჩულება და თავზე მკოცნის.


მოსაწევად გარეთ გასულს, სიცივე ერთიანად მირტყავს და იმის მაგივრად რომ მომაფხიზლოს, თრობის ალები სხეულს ედება.
იქვე, კუთხეში ხის სკამზე ვჯდები და სიგარეტს ვუკიდებ.
-ნინე, გაიყინებიი - ბგერას საშინლად აგრძელებს, ჩემთვის უკვე ნაცნობი პიროვნება - გუკა გეგეჭკორი.
-მადლობა ყურადღებისთვის,გუკა - არც კი ვიხედები მისკენ
უკითხავად ჯდება ჩემ გვერდით.
-სანთებელას მათხოვებ? -ვაწვდი, ის კი ცდილობს თითებზე შემეხოს.
ერთიანად მივლის ტანში უსიამოვნო გრძნობა.
თითებით ვსრისავ ჩამწვარ ღერს და ფეხზე ვდგები.
მაჯაზე მის ხელს ვგრძნობ
-ორი წუთით ჩამოჯექი რა, ვისაუბროთ - უხეშად ვგლეჯ ჩემ ხელს მისი თითებიდან და კარში შევდივარ.
-ნინე, მოიცადე ორი წუთით რაა- ენას პირში ძლივს ატრიალებდა, უკან მომყვებოდა.
უკვე დარბაზზსა და ფოიეს შორის ვიყავი ადგილზე რომ გავქვავდი.
ზედმეტად ხმამაღალი იყო მისი ტონი, მუსიკისა და ხმაურის დაფარვის მიზნით
-ისევ იმ შენ ქურდს უნახავ თავს?
მეგონა ჩემი სხეულისგან განცალკევებით, თითოეული თმის ღერი ცალკე კანკალებდა.
ვცდილობ ღრმად ვისუნთქო
გარშემო ხალხის მზერასა და გაოცების წამოძახილებს ვიჭერ.
გეგეჭკორმა მთავარი მითქმა-მოთქმის საკითხი გააჟღერა.
უკან მიბრუნებულს, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, “გასწორებულში” მომღიმარი გუკა გეგეჭკორი შემრჩა, ჩემგან ორ ნაბიჯში.
გონს მაშინ მოვდივარ, მარჯვენა ხელისგულის წვას რომ ვგრძნობ.
-შე ნაბოზარო -ჩემკენ იწვდენს ხელს და საპასუხოდ მეორედაც ვულაწუნებ უკვე “შეხურებულ” ხელს და ვხედავ როგორ ხეთქს მისი ტუჩიდან ბლანტი, წითელი სითხე
ჩოჩქოლი ატყდა მთელ დარბაზში
-შენ მო*****ავ - ღაწვზე მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ, და სახეზე უცაბებად შემორჩენილ სიმწრის ცრემლებს. ჩემი სხეული უკან რომ დაქაჩს,ზურგიდან ვიცანი ვატო, დაცემულს ზემოდან რომ მოქცეოდა და სახეში გამეტებით ურტყავდა. გეგეჭკორის დაწყებულ სიტყვებს აქეთ უბრუნდებდა და ზემოდან კიდევ ამატებდა.
სახტად დარჩენილი ხალხი, მიკარებას ვერ ბედავდა.
გონს მოსული ვვარდები.
-შეეშვი ვატო, დაანებე თავი -მკლავებს ვეჭიდებოდი და უკან ვქაჩავდი, უშეველებელ სხეულს - ვატო გთხოვ
თითქოს ერთიანად მოეგნენ გონს დანარჩენები, წამში ჩამაფრინდნენ ჯერ მე, შემდეგ კი ვატოს გამოგლიჯეს ცოცხალ-მკვდარი გეგეჭკორის თავი.
-კარგად ხარ- მხრებში მავლებს ხელს, მათვალიერებს და მერე ისევ გუკასკენ ბრუნდება, რომლისთვისაც იღლიებქვეშ ამოედოთ ხელები და ძლივს ამაგრებდნენ ფეხზე - შენ, სადაც გნახავ იქ დაგტოვებ, საკადრისად მოგთხოვენ შენ სიტყვებზეც და აწეულ ხელზეც შე



ფეხით მივდიოდით ბელიაშვილზე.
მთვრალები, ნაბიჯებაერულები და ნაჩხუბრები.
მე ღაწვი მეწვოდა, ვატოს გადაქექილი მარჯვენა.
-მაგრად შემოგიცხია ხო იცი - ოთხად იკეცებოდა სიცილისგან
-შენ საიდან გაჩნდი იქ - ცივ ხელისზურგს ნატკენ ადგილას ვიდებდი.
-იმ ბიჭმა დამიძახა, ბექამ შენი ძმაკაცი ჩხუბობს გამოდიო
- ბიჭი, ვერ ვიტანდი ვერასდროს იმ გეგეჭკორს
ხელს მხვევს და როგორც იცის ხოლმე,თავზე მკოცნის.
-მიეხედება მაგას, შენ არ იდარდო
-შეეშვი რა, კარგად მიიღო დღეს
-უნდა გამერისკა რა, არ უნდა დამეტოვებინა მანქანა
-გამოვიძახო ტაქსი? განიავდი?
-გავიყინე კიდეც


***
-შეგაგულიანებთ და გეტყვით “წარმომიდგენია თქვენ თუ ასე ხართ, ის რა დღეშია”-ყავის ფინჯნებით გვიახლოვდება თამარა და თან დაგვცინის.
-მე არ მინახავს, მაგრამ მითხრეს ნინეს ისეთი გაურტყია გადახსნია თავ-ყბა.ჩემ მისვლამდე უკვე დასისხლიანებული ყავდა - მტევანს ავარჯიშებდა დივანზე მიწოლილი ვატო
-რატო არ ვიყავი რა
-შენც რომ ყოფილიყავი ჩემო სიცოცხლე, მე მარტო გამოსაგლეჯები მეყოლებოდით, ისეთ დღეში ჩააგდებდით იმ ბეჩავს - მკერდზე იხუტებს თამარას.
-გახსოვს მეორე კურსზე, საბა კალანდაძე რო ვცემეთ? - თვალწინ მეშლება მოგონებები, როგორ შეაფრინდა ზურგზე, კალათბურთელ კალანდაძეს თამარა და იდაყვით როგორ სცემდა თავში
-ნოკაუტი მაინც შენი იყო, ისეთი უთავაზე უხერხულში, ტიპი ჩაიკეცა- ვატოსკენ მიბრუნებული მთელი ემოციებით უხსნიდა თამარა ჩემი ამორტყმის ცენას- ისე დავაშინეთ, ტიპი სადაც დაგვინახავდა უკან ბრუნდებოდა და გვეცლებოდა.
სამივე ვიცინოდით სადღაც ჯანდაბაში ჩემმა ტელეფონმა რომ დაიწყო რეკვა.
ალბათ ბოლო წამებშიღა მივაგენი

ისე ვუპასუხე ზედ არც დამიხედია
-ნინე, როგორ ხარ ? - მათე იყო
-კარგად, შენ მათე? -თამარს “ვინ არის მზერას” ვუპასუხე
-მე კარგად, რა მოხდა წუხელ, გეგეჭკორთან დამირეკეს. ამოვალ სახლში ხარ?
-არაფერია ისეთი მოგვარდა უკვე. სახლში ვარ, თამარა და ვატო არიან ჩემთან
-კაი მერე ამოგივლი საღამოს
-კარგი
დივანზე ვეშვები და ტელეფონსაც გვერდით ვიდებ
-რა გამონათებები აქვს მაგ მათეს
-ვატო, რა მოხდა? - თამარა ქაჩავს მკლავზე
-ამოსვლას აპირებს?
-ხო, საღამოს ამოვა. რამე პრობლემაა?- ყავას ვსვავ და მზერას ვუსწორებ
- არ მომწონს ეგ ამბავი ნინე, მივა უჩას ყურამდეც მაგის ამოსვლის ამბები
-ვატო, არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ცოტა დაუკვირდი რას ამბობ- ფეხზე ვდგები და მოსაწევად გავდივარ
მალევე მომყვება ისიც
-ცუდად არ გეუბნები ნინე. პროსტა მოაბავენ მაგას კუდებს ვიცი, რა
-არ მაინტერესებს ვინ რას მოაბავს ვატო, ჩემი ძალიან ბევრი წელია მათე და ურთიერთობას ვერავინ დამიშლის.

***
საღამოს 11 იყო უკვე, კარზე კაკუნის ხმა რომ გავიგე. კეკეს ვესაუბრებოდი, განცხრომით მიყვებოდა, როგორ გაატარა მთელი დღე და რამხელა თოვლი მოვიდა სოფელში.
კარს მიღმა მათე იყო.
პარკებით და ყვავილებით ხელდამშვენებული.
-შემოდი
ისე ვატარებ სახლში, დაბნეულობა მთელ სახეზე მქონდა გადაკრული.
-რაღაცები წამოვიყოლე, მარტო ხარ და ტრადიციულად ცარიელი გექნება მაცივარი-სამზარეულოს მაგიდაზე აწყობს პარკებს - ეს ყვავილები კიდევ შენ
ისე ვართმევ ხელიდან არაფერს ვამბობ.
ბოლომდე მაინც არ მომხვდა გულზე სასიამოვნოდ.
ალბათ იმიტომ რომ შენ არასდროს გიჩუქებია ჩემთვის ყვავილები.
-ჭამე. თუ მოვამზადო რამე? - პარკებიდან უკვე მაცივარში აწყობდა პროდუქტებს
-არ მშია მე
-ანუ არ გიჭამია, კაი მოდი უცებ სალათს გავაკეთებ და ვჭამოთ ერთად

ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა.
ან რისი მიღწევა უნდოდა.
ალბათ გულის სიღრმეში, არ მინდოდა რაიმე სხვა მეფიქრა იმ მათესგან, რომელსაც მე ვიცნობდი და რომელიც ასეთი ძვირფასი იყო ჩემთვის.
აივანზე ვიჯექი და ვეწეოდი.
ჯიბეში ჩემი ტელეფონი ამღერდა.
ვიცოდი რომ შენ იყავი, დარწმუნებული ვიყავით
-ალო
-როგორ ხარ ნინე- შენ იყავი
-ნინე, მზადაა შემოო- აივნის კარში გამოეყო თავი მათეს
-აჰა, ანუ კარგად
-მოვალ ორი წუთით - უხეშად ვპასუხობ მათეს, თითქოს მე არ გამეღოს მისთვის კარი
-რა უნდა ნინე მანდ
-უკვე მოგახსენეს?
-აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა?
-აქვს, იმიტომ რომ მაშინ,როდესაც მთელი წელი შენგან არაფერი მესმოდა, მაშინ როდესაც როგორც იქნა შენი ხმა გავიგე და მას შემდეგ ყოველდღე ველოდები როდის დარეკავ, შენ სწორედ მაშინ რეკავ,როდესაც გითხრეს რომ მათეა ჩემთან
-ნინე
-სიტყვა არ თქვა უჩა,არ მაფიქრებინო რომ ჩემში ეჭვი გეპარება, იმ ყველაფრის შემდეგ რაც გამოვიარეთ
-შენში არასდროს ნინე, შენში არა
-მაშინ მორჩა, შევჭამ და თუ შეძლებ ცოტა გვიან დამირეკე, მარტო ვიქნები და ვისაუბროთ
-ნინე
-გისმენ
-მიყვარხარ

***
მაგიდასთან ვისხედით ჩუმად.
ვერც კი შევნიშნე როდის დაასრულა ჭამა და მე მომჩერებოდა.
-არ ვიცოდი თუ საუბრობდი, ასე არ გამოვხტებოდი-მხოლოდ მის სიტყვებზეღა მოვდივარ აზრზე
-არაფერია პირიქით, უხეშად მომივიდა შენთან
-გავიგე რომ რუსეთშია
-ჰო
-კარგად ხარ შენ? როგორ უმკლავდები
-არ ვიცი -მზერას ვუსწორებ -შენთან რანაირად უნდა ვამბობდე ამას არ ვიცი, მაგრამ იმდენად მიყვარს რომ ყველაფერს ვუმკლავდები - ვატყობ როგორ ეცვლება მზერაში რაღაც
-იღბლიანი კაცია - ღვინით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიაქვს და უეცრად ჩერდება - შენ? ხარ ბედნიერი? მოასწარი?
-ალბათ ხვდები, რომ ამ კონკრეტულ მომენტში ბედნიერი ვერ ვიქნები, თუმცა მასთან კი - მაგიდას იდაყვებით ვეყრდნობი- ბედნიერი ვარ მათე და ვერ ვხსნი შენ დღევანდელ ვიზიტს
-ხომ მითხარი, რომ არ გინდოდა სულ ჩემი დაკარგვა
-სამაგიეროდ შენ ის მითხარი, რომ ჩემი ცხოვრებიდან სულ ქრებოდი და რომც მომენდომებინა უკან ვერ დავბრუნდებოდი
-ნინე ერთია და რა ვქნა თუ კი მეორეს ძებნა უშედეგოა - სკამის საზურგეს ეყრდნობა და არეულ მზერას ძლივს მისწორებს
-არ გინდა მათე, ყველაფერს ნუ გააფუჭებ
-მართალია, ყველაფერი ჩემი გაფუჭებულია- თმებს თითებით იჩეჩავს და სახეს ხელისგულს აყრდნობს - ვერ ამოვიგდე ფიქრები შენზე, ვერც ჩემ თავს ვერ ვაპატიე, მაშინ მე რომ გიბიძგე მასთან დაბრუნებაზე. ვერც იმას ვერ ვპატიობ ახლა აქ, შენ მარტო რომ ხარ და მაინც ციხეში გამოკეტილი უჩა თაბაგარი რომ გიყვარს.
-მაშინ შემიყვარდა სხვა, როდესაც ჯერ კიდევ შენთან ვიყავი. ცოლობაზე უარი გითხარი, შენთან დაშორების შემდეგ მასთან ვარ და როგორ ფიქრობ, შენ ვინხარ, როდესაც ჯერ კიდევ ასეთ მეს მომტირი?
-ნინე, ნინე , ჩემო ნინე
-შენი აღარ მათე
-აი ახლა, მე და შენ 1 შვილი მაინც უნდა გვყავდეს, ჩემსავით ქერა, ან შენსავით შავტუხა.ფეხზეც უნდა დადიოდეს
-არ გინდა მათე
-მინდა, როგორ არ მინდა
-ჯობია აღარ მოხვიდე ჩემთან - სკამიდან ვდგები, მაგიდიდან თეფშებს ვიღებ და ნიჟარაში ვაწყობ - წელზე ვგრძნობ მის დაძარღვულ ხელებს - მათე -ვცდილობ ხმა დავიჭირო
-დამიბრუნდი ნინე- უფრო ძლიერად მხვევს ხელებს.
ძალით ვაშვებინებ, იმდენად ძალით რომ თითები მტკივა.
მისკენ ვბრუნდები.
იმედგაცრუება, ეს იქნებოდა ის,რასაც მათე ჩემ თვალებში წაიკითხავდა.მათე, რომელიც ჩემ ფიქრებსაც კი იცნობდა.
-მაკუნა გახსოვს? -მშორდება, სკამზე ჯდება და ჭიქას სულმოუთქმელად ცლის.
მაკუნა
მათეს ერთ-ერთი თანამშრომელი იყო.
ყველა ამჩნევდა, როგორ იყო მაკუნა შეყვარებული ზემოთ ნახსენებზე.
ერთი პერიოდი,მახსოვს როგორ ვეჭვიანობდი ხოლმე, ყოველთვის ცდილობდა რაც შეეძლო ახლოს ყოფილიყო მათესთან არც მე მერიდებოდა და არც ხალხის მითქმა მოთქმას, თუმცა ცუდი, არასდროს გამიგია მასზე.
-მახსოვს
-პრაღაში მომყვება კვირის ბოლოს
-არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა
-იმედი მაქვს,რომ შენგან განსხვავებით, მე მეყოფა მისი სიყვარული
-მხოლოდ მისი სიყვარულით ბედნიერი ვერ იქნები და ძალიან დატანჯავ, თუ შეიყვარებ მოკიდე ხელი და წაიყვანე
-ასე მარტივია? ახლახანს გთხოვდი დამბრუნებოდი
-თუმცა შენ მიუხედავად ამისა, ის მაინც უკვე მიგყავდა
-ჰო, ისე მინდოდა წავსულიყავი არ შეგხვედროდი, მიყუჩებული მოგონებები და გრძნობები რომ არ გამღვიძებოდა, მაგრამ ამის დედაც, როგორც კი დაგინახე
-წადი მათე - კარადას ვშორდები
-მაგდებ?
-როგორც გინდა ისე ჩათვალე
ფეხზე დგება, ჩემკენ მოდის
-ადრეც გითხარი და ახლაც გეტყვი, ბედნიერი იყავი - ხელებს მხვევს- მშვიდობით ნინე

მე ისევ ისე ვიდექი.
ჩემი კარი კი იმ საღამოს ბოლოჯერ გაიხურა მათემ.

***

გუკა გეგეჭკორი სამსახურიდან გაუშვიათ.
ჭორების ახალი ფენა მთელ ოფისს მოდებია.
ყველა ნაბიჯზე მესმოდა, როგორ ჩურჩულებდნენ ჩემ ზურგსუკან.

31 დეკემბერი იყო
ახალი წლის ღამე.
რამდენი ახალი წელი გამოვიარეთ უკვე ერთად არა?!
31-ში თამარამ მითხრა რომ მათე და მაკუნა ერთად გაფრინდნენ პრაღაში
მე და ვატო სამსახურიდან მივდიოდით მასთან
-როდემდე აპიებთ ასე სიარულს? - ფანჯარას ვწევ და სიგარეტს ვუკიდებ
-უჩას გარეშე ხელს ვერ ვთხოვ
-შენი მეჯვარე მაინც ვერ იქნება, თამარას მეჯვარე მე ვარ ფაქტიურად აკვნიდან
-ვიცი, ვიცი. იმდენჯერ ჩამინამიოკა
-ხომ არ გილაპარაკია?
-წინა კვირას დამირეკა, მაისში უწევს წესით
-გული ცუდს მიგრძნობს ვატო, რაღაცა ისე არაა- შიშით ვუზიარებ ბოლო დღეების შინაგან შფოთვებს
-რამე რო იყოს ხო იცი მეტყვის
-იცოდე არ დამიმალო არაფერი


***
-ნათიი, როგორ მომენატრე -ხელებს ვხვევ თამარას დედას.
-მერე ასე უნდა დაიკარგო ნინეკო?
-რავიცი, ნათი იმდენი რამ ხდება, თორემ შენი ტირამისუს გარეშე ხომ იცი,ისე არ გავჩერდებოდი -ფუმფულა ლოყებს ვუკოცნი.
წამში იკარგება სამზარეულოში და იქედან მართლაც რომ ტირამისუთი ბრუნდება.
-მე რატომ არ მიკეთებ ხოლმე ნათი ? - ხელებიდან აართვა თეფში ნაწყენმა ვატომ.
-შენ ტკბილი მე არ გყოფნი?
-შეეშვი თამუნა ბიჭს - სპეციალურად აბრაზებს ნათია
-დედა, კარგი რაა. მეტი არ უნდა ახლა ამოიჩემებს - ვატოს უყურებს, რომელსაც უკვე გადასვლია სახიდან ფერები - არ დაიხრჩო ამოუშვი.
- ანუ შენებთან შეხვდებით ახალ წელს ნინე?
-კიი, კეკე მყავს იქ გაშვებული და ერთი სული აქვს ჩავიდე, მილიონჯერ დამირეკა დღეს
-ძალიან საყვარელი ბავშვია, გამაგიჟა ისეთი საუბარი აქვს
-ხო, არ უჭირს. ძმისგან გამოყვა ნათი, რომ გაგაცნობთ მიხვდები - თითქმის უკვე შეეჭამა მთელი ნაჭერი ვატოს და კიდევ დამატებას ითხოვდა.

უკვე ცხრა ხდებოდა ჩემებისკენ რომ დავიძარით.
-ვატო, ფრთხილად ატარე გთხოვ რა - თბილისს როგორც კი გავცდით, უფრო და უფრო ამიფრიალდა გული. საშინლად ბარდნიდა ციდან
-ისევ ნინე? - უკან ბრუნდება თამარა
-ჰო... - მზერას საქარე მინას ვაპყრობ, გარეთ საერთოდ არაფერი ჩანდა

***
- ნინეკო ! - მამას კალთაში იჯდა ქალბატონი და ტელეფონში ტიკ-ტოკის ტრენდებს სქროლავდა
წამში ხტება და სხეულზე მაფრინდება
-ჩემო სიყვარულო, ჩემო მონატრებავ - გულში ვიკრავდი მის ციცქნა სხეულს. როგორ მომნატრებია მისი სუნიც კი
-ჩვენც აქ ვართ !- ნამცხვრებითა და “ხლაპუშკებით” ხელდამშვენებულები შემოდიან სახლში ჩემებიც

12ის ნახევარზე უკვე სუფრასთან ვისხედით.
გასულ წელს აცილებდნენ ბატონები.
-უგემრიელესი ბაჟეა ნინ - ხელებით იტენიდა ლუკმებს თამარა.
-ნინეკო, თოვლის ბაბუ აქ მიპოვის? - თავიკენ მქაჩავდა ჩემ გვერდით მჯდომი კეკე.
- აბა რას იზავს ჩემო ბედნიერებავ - კურნოსა ცხივრზე ვაკრავ ტუჩებს
-უჩი?
-უჩი ყველგან გვიპოვის, როცა დათბება და ჩამოვა- შუბლიდან ვუწევ ჩამოშლილ თმას,ჩემ ხელს თავისაში იქცევს და თითებზე მიწყებს ფერებას.

3 ! 2 ! 1 !
-გილოცავთ !

ბუხართან შემოკრებილები, ყველანი ერთად ვუყურებდით როგორ ხსნიდა ციცქნა გოგონა სანტას მოტანილ საჩუქრებს. თითოეულზე უფრო და უფრო დიდ ემოციებსა და სიხარულს რომ ასხივებდა.
ვუყურებდი და მხოლოდ მისით ვიყავი ბედნიერი.
ნუთუ მართლაც, მხოლოდ შენი ჩემ გვერდით ყოფნაა საჭირო ბედნიერებისთვის.
ხელში დამალული მობილური ისევ დუმს შენ მოლოდინში.

- იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც დღეს ჩვენ გვერდით ყოფნა ყველაფერზე მეტად უნდა და ვერ არის -სუფრის თავში მდგომი ვატო ჭიქას ჰაერში აღმართავს- ჩემ ძმას, ჩემ იმედსა და ძალას, უჩა თაბაგარს გაუმარჯოს და მასთან ერთად თქვენ ჩემო გოგონებო,ნინე, კეკე დაგლოცავთ, ამ წელს მხოლოდ ბედნიერება მოეტანოს თქვენთვის -ვხედავ მის თვალებში აკიაფებული ანარეკლებს.
-მიყვარხარ - მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვანიშნებ და ისიც სასმელს ბოლო წვეთამდე ცლის.


-რამე ხომ არაა დე ახალი? - ხელებზე მეფერება დედა
-მაისს ველოდებით, მეტი არაფერი დე
-ხომ კარგადაა?
-ასე მეუბნება

***
კარზე კაკუნმა გამომაღვიძა
ჩემ გულზე მშვიდად ეძინა კეკეს.
ფრთხილად ვაწვენ გვერდით და ფეხზე ვდგები. კარს უხმაუროდ ვაღებ.
ახდა.
სახეწაშლილი ვატო იდგა კარში.
ოღონდ შენ არ
შენზე არ ამხდომოდა ჩემი შფოთვები.
მხოლოდ შენ არ

-უნდა წავიდეთ - მთლიანად ცახცახებდა
-ცოცხალია?


მძინარე კეკეს ჩემ მუხლებზე უდევს თავი.
საჭესთან ჯერ კიდევ თრობის ქვეშ მყოფი ვატო მართავს, თამარა ყოველ ორ წუთში მამოწმებს.

უკვე გათენებული იყო,მანქანა რკინიგზის საავადმყოფოს ეზოში რომ გააჩერა.
-კეკეს ასე ვერ დავტოვებ - ჯერ ისევ მშვიდად ეძინა ჩემ მკლავებში.
არ ვიცი, კეკეს ვიმიზეზებდი ალბათ, არ მინდოდა შემოვსულიყავი და იქ შენ მენახე, რომ რაიმე ისეთი ეთქვათ,რასაც ვერ გადავიტანდი.
-მე დავრჩები, ადით თქვენ - ღვედს იხსნის თამარა.
ფრთხილად ვაწევინებ თავს და მანქანიდან გადავდივარ.
ცივი ჰაერი ერთიანად მასკდება სახეზე, თვალებს ისე მიწვავს, ცრემლები უნებლიედ მცივავ.
-ყველაფერი კარგად იქნება გესმის, აქ ვართ - მთელი ძალით მხვევს თამარა ხელებს.


ფოიეში უამრავი ხალხი ირეოდა.
ერთ ჯგუფად მოეყარათ სოლიდურად გამოწყობილ მამაკაცებსაც თავი.
-ნინე - ჩემთვის ნაცნობი პიროვნება რომ გამოეყო სწორედ იმ ჯგუფს, მაშინ მივხვდი რომ ყველაფერი ისე არ იყო.
ბეშქენ გიგანი იდგა ჩემ წინ.
-ყველაფერი კარგადაა, არ იდარდო. მცირე დაზიანებაა, თუმცა საჩვენოდ გამოვიყენეთ - მხარზე მადებს ხელს, ალბათ სანუგეშოდ.
-შეიძლება ნახვა?
-ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა, ველოდებით
-ხომ დამპირდით, ხომ დამპირდით რომ არაფერი მოუვიდოდა, რომ არავინ დააკარებდა ხელს
-ნინე, ხმა აკონტროლე
-ხმა? იცით საერთოდ რა გამოვიარეთ მე და კეკემ? თქვენ, თქვენ დამპირდით რომ ვერავინ ვერაფერს დაუშავებდა, მაგრამ სად ვართ ახლა?
-მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
-დიდიხანია გაიგეთ და დაიმშვიდეთ თავი?
-ნინე, ჯობია დამშვიდდე
-მე უბრალოდ თქვენი იმედი მქონდა



მოსაცდელში დრო იმაზე მეტად გაიწელა ვიდრე უშენობა მთელი ამ დროის მანძილზე.
როგორ ახლოს ხარ ჩემთან და მაინც გვაკავებენ ერთმანეთის შორი-შორს.
მხოლოდ ერთი წამით მანახონ ნეტავ შენი თავი რომ დავრწმუნდე, კარგად ხარ.

-ნინე - სახიდან ხელებს ვიშორებ, ჩემ გვერდით იჯდა ბეშქენი
-წეღანდელისთვის ბოდიში,ზედმეტი მომივიდა
-მართალი იყავი, მე გარწმუნებდი რომ არაფერი მოუვიდოდა, მაგრამ მინდა რომ ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედო, აქ გადმოყვანეს და დარჩენილ ვადას აქ მოიხდის, შეძლებ რომ ინახულო ხოლმე
-თავად უნდოდა ეს?
-იქ უსაფრთხოდ აღარ იყო.

-უჩა თაბაგართან ვინ ხართ?
ფეხზე ისე სწრაფად ვვარდები, წონასწორობის შეკავება მიჭის.
-მე ვარ - მედდისკენ მივდივარ არეული ნაბიჯებით
-სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ შეგიძლიათ ინახულოთ პაციენტი.
-მოვიდა გონს?
-ჯერ არა

***

შენი პალატისკენ ხალათსა და პირბადეში გახვეული მოვდივარ.
ვგრძნობ როგორ მევსება ფილტვები ჰაერით, როგორ მინელდება გულისცემა, როდესაც მედდა კართან ჩერდება.
-დიდიხნით ნუ გაჩერდებით - ღიმილით მიკრავს თავს და კარს მიღებს.

საწოლამდე ნაბიჯები არ მახსოვს, მხოლოდ შენი გადაღლილი,დარდიანი სახე.
პირველად მაშინ ვნახე შენ სხეულზე ღია ფერი, საავადმყოფოს ხალათი რომ გეცვა.
ოდნავ მოზრდილი გქონდა წვერი, თმა ისევ ისე, მხოლოდ მჩხვეტარები.
შეკრული წარბები, როგორც ჩვენი პირველად შეხვედრისას.
გულზე გეხები, რომ დავრწმუნდე მკერდში ჩემი გული ისევ გიცემს.
შენ თითებს ვეძებ და მოულოდნელად სული მეყინება, ისე როგორც ის ცივი მეტალი, რომელიც მაჯაზე გქონდა.
შენ საწოლს იყავი მიბმული ბორკილით.
თითები გადასერილი გქონდა.
ფრთხილი შეხებებით მიგეფერე სათითაოდ ყველაზე.
-აქ ვარ, შენთან ვარ - ყურთან გეჩურჩულებოდი.
თითის ბალიშებით ფრთხილად გეხები სახეზე, უკანასკნელი ნახვის შემდეგ შენ ნაკვთებს ვიხსენებ.
-აქ ვართ ყველა და გელოდბით.
-მალე გაიღვიძე კარგი
-მალე ყველაფერი მორჩება და დამიბრუნდები, მერე აღარსად გაგიშვებ, წამით არ მოგშორდები გესმის?
შუბლზე გაკრობ ტუჩებს და ცრემლებით გისველებ სახეს.
-უშენოდ არაფერი მინდა, შენთან ერთად კი ყველაფერი, დაუბრუნდი თაბაგარო, შენ ნავსაყუდელს სანამ შტორმი ამოვარდება და გაძნელდება გზის პოვნა.
შენ მკერზე მედო თავი და ვითვლიდი გულისცემებს. თითებს სათითაოდ გიკოცნიდი.


ბედნიერება, რომელსაც ყოველთვის ვეძებდი.
ნუთუ შევძლებ ვიყო ისეთი ბედნიერი რომ ფილტვებს არ მაწვებოდეს შიშები.
ნუთუ ოდესმე შევძლებ ისეთი თავისუფალი ვიყო, რომ არ მეშინოდეს ტყვეობის.
იქამდე გავშალო ფრთები სადამდეც ვერც კი შევძლებ, არ მეშინოდეს მათი დატეხვის.
ნუთუ ოდესმე შევძლებ რომ ყველა გაღვიძება იყოს ღიმილიანი შენ გვერდით და ყველა დაძინება უშფოთველი.

არ ვიცი, არ ვიცი რა იქნება,ან საერთოდ იქნება რაიმე თუ არა. არ ვიცი ოდესმე შევძლებთ თუ არა რომ გვქონდეს სახლი სადაც ვიქნებით ჩვენ და არა მხოლოდ მე.
არც ის ვიცი მექნება თუ არა ის ცხოვრება, სადაც ოჯახი მეყოლება, ვიქნები მეუღლე, სიგიჟემდე შეყვარებული ქალი, დედა.

ქაოსი -გრძნობების, შფოთვების, ფიქრების.

ერთ ცალ ნინეს ჭირდებოდა მხოლოდ უჩა თაბაგარი, რომლის წარსულიც არ აინტერესებდა, მხოლოდ სცოდნოდა, რომ მომავალი იქნებოდა ნათელი.

მომავალ - ბევრი 365 დღე და ბევრი მშვიდი ღამე.
ზოგჯერ ადამიანებს რა ცოტა ყოფნით არა ბედნიერებისთვის, მაგრამ ხშირად ეს ცოტაც კი, რომელიც შეიძლება სხვისთვის არაფერი იყო, როგორ მიუღწეველია.


ჩემ კალთაში იჯდა პატარა კეკე და ქაოსურად მოძრავ ხალხს აკვირდებოდა.
ვერც გაეგო ალბათ რა ხდებოდა მის თავს.
ნეტავ შემეძლოს, რომ შენ ყველა დარდი, ყველა ტკივილი აგარიდო და ის უდარდელი ბავშვობა შეგიქმნა, რომელიც ასე ძალიან შენია.

ვუყურებ მის გიშრისფერებს, ძმისგან რომ გამოყოლია, როგორ ცრემლებში დაუცურავდნენ. დაბრეცილი ტუჩები, წამი წამზე ალბათ ტირილს დაიწყებდნენ.

ჩემზე ჩაჭიდულ იმ პატარა თითებს, მგონია ვერავინ გაგაშვებინებს.
არც მე გაგიშვებ, იცოდე !

ქალის განწირულმა კივილმა მოიცვა მთელი ფოიე.
სული დამეწვა.
მუხლებზე დაცემული, ექიმის ხელებს ეჭიდებოდა და თხოვდა, რომ წამის წინ წარმოთქმული სიტყვები უკან წაეღო,ეთქვა რომ მწარედ მოატყუა.
-შვილო ! - ალბათ ყველა მოგონება, წყველა წამი ამოაყოლა იმ ერთადერთ სანატრელ სიტყვას, რომელიც უსაზღვრო ტკივილად ქცეულიყო იმ წამს.

მუხლებზე დაცემული ხელებს სცემდა იატაკზე, ალბათ რომ შეძლებოდა ხორცებსაც კი დაიგლეჯდა ძვლებიდან.

რაც შემეძლო ძლიერად ვუჭერდი ხელებს კეკეს, ვცდილობდი ჩემ სხეულში ჩამემალა და გადამეკარგა.
პატარა ხელები თვალებზე აეფარებინა, მე კი ვგრძნობდი როგორ უთამაშებდა, მხრები.

-თაბაგრი მოვიდა გონს !

თითქოს იმ წამს ვიღაცის დასასრულს, შენ ახალი საწყისი გქონდა.
-შევიყვან და არის,თაბაგარის - პოლიციის თანამშრომელს მუდარით სავსე მზერა მივაპყრე.


პალატის კარი ფრთხილად შევაღე,ჩემ უკან მოდიოდა პატარა ნაბიჯებით, ეშინოდა, ალბათ სხვააირი უჩის ნახვის.
საწოლამდე ისე მომყვა ჩემი ზურგის გარდა არაფერი დაუნახავს.

-მოდი - ხელს ვკიდებ და წინ ვიყენებ
თვალებს მხოლოდ მაშინ ახელს, ჩემი ხმა რომ ესმის.ვხედავ როგორ ეცვლება სახე და ის მოქუფრულები, როგორ იკარგებიან.
-კეკუ - ცდილობს წამოიწიოს
-იყავი, აი აქ შემოვჯდეთ- მის სხეულს ვიტაცებ და საწოლზე ვსვავ.
ერთხანს უსიტყვოდ უყურებს. შემეშინდა, ნუთუ გაუცხოვდა მისთვის უჩი. ტუჩი რომ დაბრიცა და ლოყებზე ცრემლები კანტიკუნტად ჩამოეკიდა, ერთანად აღმოხდა ტირილი და ძმის სხეულს ზემოდა გადაეფარა, პატარა ხელებს სიფრთხილი ხვევდა, არ უნდოდა რამე ეტკინა მისი უჩისთვის.
-ჩემო ერთადერთო, ჩემო პრინცესავ - თავისუფალი ერთი ცალი ხელით ეფერებოდა, ვხედავდი მის ცრემლიან თვალებს.
-უჩი, გტკივა ძალიან? - ცრემლიანი მზერა მიაპყრო.
-არ მტკივა ჩემო გულო, ახლა როცა ჩემთან ხართ ორივე, არაფერი მტკივა.
-უჩი, სახლში წამოხვალ?
ჯერ მე შემომხედა, ვხვდებოდი როგორ ძალიან უჭირდა
-ჯერ ვერა, ჩემო პატარავ, მაგრამ მალე მოვალ სახლში და მერე სულ შენთან ვიქნები გპირდები?
-მალე როდისაა უჩი, იცი რამდენი დღეა გელოდები?
-მაპატიე კარგი, მაპატიე - სახეს უკოციდან და ლოყებიდან ცრემლებს პარავდა.


***
-როგორ გრძნობ თავს? - მისი ხელი მქონდა ჩემსაში მოქცეული და ვეფერებოდი.
-მე კარგად ვარ, შენ? ძალიან განერვიულე ხომ ? - ჩემ კულულებს ეთამეშებოდა.
-მთავარია რომ ახლა აქ ხარ, ახლოს და კარგად ხარ
-მალე მორჩება ყველაფერი, მაგრამ დამპირდი რომ ციხეში არ მოხვალ ნინე
-ასე ახლოს იყო და არ მოვიდე? არ გნახო მაინც?
-არ მინდა რომ ჩემ გამო ციხეებში დადიოდე გესმის? სულ რამდენიმე თვე და მორჩება ყველაფერი
-მართლა მორჩება? მართლა ყველაფერი დამთავრდება უჩა?
ცრემლები მოერია თვალებში. მისი ღრმა ამოსუნთქვა სახეზე მომეფინა.

***
“ცნობილი კანონიერი ქურდი, უჩა თაბაგარი საქართველოში, კერძოდ გლდანის საპატიმროში იქნა დღეს გადაყვანილი, როგორც მედიისთვის ცნობილია, იგი რუსეთის ციხეში იხდიდა სასჯელს, თუმცა მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რის შედეგადაც მიიღო ფიზიკური დაზიანება, გადმოყვანილ იქნა საქართველოში, კერძოდ, საქართველოს რკინიგზის სავადმყოფოში, ხოლო დღეს, იგი უკვე გადაიყავნეს ციხეში.როგორც ჩემთვის ცნობილია, უჩა თაბაგარს, ჯერ კიდევ დარჩა პატიმრობის 5 თვე”

“ახლა კადრში ვხედავთ ჩვენთვის უკვე ცნობილ ქალბატონს, ნინე თაბაგარს. დიახ, დიახ თაბაგარს, როგორც წყაროდან ვიგებთ, რუსეთის ციხეში ყოფნისას მოაწერა წყვილმა ხელი”

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, უჩა თაბაგარის უმცროსი და, კეკე თაბაგარი, მთელი ამ დროის მანძილზე იმყოფებოდა ნინე თაბაგართან და სწორედ ის ზრუნავდა უმცროს თაბაგარზე”

“იყო თუ არა კანონიერი, უჩა თაბაგარის საქართველოში გადმოყვანა, თუ აქაც მისმა სტატუსმა იქონია გავლენა, ამეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას არ ავრცელებს”


თბილისს ახალი წელი, იმ წელს, ისე უცებ დაავიწყდა, როგორც არასდროს.
მთავარი განხილვის საგანი კი ჩვენ ვიყავით, უფრო მეტად კი უჩა.

ვხედავდი, როგორ გვაყოლებდნენ თვალს ქუჩაში, როგორ იშვერდნენ ჩვენკენ თითებს და გული მწყდებოდა, რომ ამ ყველაფერს კეკეც ამჩნევდა.


იმ დილით სკოლაში ვტოვებდი, ვხვდებოდი რომ არ უნდოდა დარჩენა.
საკლასო ოთახშიც კი მთხოვა აყოლა.
მის მერხთან ვიყავი ჩამუხლული.
-ყველაფერი კარგადაა კეკე?
მხოლოდ თავი დამიქნია და ირგვლივ ბავშვებს მოავლო თვალი.
შუბლზე ვაკოცე და გამოვბრუნდი, სამსახურში მაგვიანდებოდა.

-ეს არის მისი ცოლი, იქნებ მოვითხოვოთ რომ ეს ბავშვი გადაიყვანონ ჩვენი სკოლიდან, ჩვენ შვილებთან ერთად როგორ უნდა იყოს - საკლასო ოთახიდან გამოსულს დერეფანში შეკრებილი რამდენიმე მშობლის არც თუ ისე ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები წამომეწია.
-რამის თქმა გინდათ? - მათკენ ვბრუნდები, ვგრძნობ ბრაზი როგორ მაწვება სახეზე
აშკარად არ ელოდნენ, რომ სიტყვის თქმას გავბედავდი, ერთმანეთს გადახედეს და ხმის ამოღება ვერცერთმა ვერ გაბედა
-არც ჩემი თანდასწრებით და მითუმეტს კეკესთან არ გავიგო მეორედ რომ მსგავსი რამ ისაუბროთ. მე არ ვარ დედა, მაგრამ ვხვდები რა უნდა იალაპარაკოს დედამ შვილთან და რა არა. 7წლის ბავშვმა იმდენი არ უნდა იცოდეს, რომ თავის კლასელს დასცინოს და თითი მიუშვიროს, ქურდის და ხარო, ხომ უნდა დაატანოთ ტვინს ძალა რომ მსგავსი თემები შვილებთან მაინც არ იჭორაოთ. ვინმეს რამე პრობლემა თუ გაქვთ, ჩემი დანახვის ან იმის რომ კეკე ამ სკოლაში სწავლობს, იცოდეთ კეკე ამ სკოლიდან არსად გადავა და თუ პრობლემა გაქვთ და გეშინიათ 7 წლის ბავშვის, თქვენი შვილები გადაიყავნეთ აქედან, დირექტორს კი აუცილებლად გავესაუბრები ამ საკითხზე თავად, თქვენ არ შეწუხდეთ


როგორც კი მანქანაში ჩავჯექი, ერთიანად მომაწვა ყველა ემოცია და ცრემლად ვიქეცი.

***
-ყველაზე მაგარი ხარ ნინე, როგორ ეჩხუბე იმ ქალებს - მეორე დღეს გამომიტყდა რომ შესწრებია ჩემ ჩხუბს.
-ვინმე რამეს თუ გეტყვის, ისეთს რაც არ მოგეწონება მაშინვე მითხარი გესმის?
კისერზე მხვევს ხელებს და მკოცნის.

***
ვატომ და თამარამ გამოგვიარეს იმ საღამოს.
კეკე თავის გაკეთებულ ყიყლიყოებს აჭმევდა.
-დღეს ვიყავი, კარგადაა, რაღაცები შევუტანე კიდეც -შემომაპარა ვატომ
-არ მოხვიდეო გამაფრთხილა მე
-ჰო მითხრა
-ხელისმოწერის ამბავი საიდან გასკდა? - ყავის ფინჯნებით შემოვიდა თამარა
-წარმოდგენა არ მაქვს
-ამ ხალხს ოღონდ საჭორაო მიეცი რა

***
უჩას გადმოყვანიდან ზუსტად ორ კვირაში სამსახურიდან გამოსულს გუკა გეგეჭკორი დამხვდა მანქანასათან.
უსამოვნოდ გამცრა ტანში.
პირში ზიზღის გემო ვიგრძენი.
-გამარჯობა ნინე
სიტყვაც არ მითქვამს
-ბოდიშის მოსახდელად მოვედი, ძალიან ზედმეტი მომივიდა
-ბოდიში? - გაოცებას ვერ ვმალავდი
-ხო, ძალიან შემეშალა და ბოდიში რა
-კაცი მაინც ყოფილიყავი და რომ გამიბედე შენი სიტყვა შეგენახა, გეგეჭკორო - მანქანაში ვჯდები და ისე ვტოვებ ადგილს მისკენ აღარც ვიყურები.

***
გული
ალბათ შენ უფრო ახლოს ყოფნას გრძნობდა.
ვერ გხედავდი, მაგრამ გგრძნობდი რომ ჩემთან უფრო ახლოს იყავი.
მაგრამ მონატრება რატომ არ ნელდებოდა?!
უფრო რატომ მთხოვდა სხეული რომ შენთან მოვსულიყავი.
შენი შეხებები მოგონებებად შემოენახა ჩემ ყველა უჯრედს.
დაიჯერებ?! ხანდახან თითქოს გგრძნობდი კიდეც, როდესაც შენზე ვფიქრობდი.
შენ თითებს ვგრძნობდი ჩემ ღაწვებზე, შენ ტუჩებს ჩემ არტერიაზე და შენ სუნთქვას ვგრძნობდი ჩემ ტუჩებზე.

დღიდან დღემდე ველოდებოდით შენ ზარს გასუსულები.
შენ სუნთქვასაც კი ვდარაჯობდი, რომ არ გამომრჩენოდა, რომ მცოდნოდა კარგად იყავი.

როგორც არავის არასდროს, ისე გვინდოდა გაზაფხული.
სიცოცხლის საწყისი
სითბო
მე და კეკეს.
“ვარდის ფურცლობის ნიშანი არის და
დრო ახალი პაემანისა”

იმ მაისს ვიცოდი, რომ ვარდსაც არ დავუთმობდი დედოფლობას.

***

13 მაისი
მთელი ამ დროის მანძილზე პირველად გავბედე შენ სახლში შესვლა.
გასაღები ბუდეში მოვათავსე და გადავატრიალე.
თითქოს მიტოვებული გამომახმაურა წყენით, ისეთი ხმა ჰქონდა კარს.
მთელ სახლში შენი სურნელი იყო.
ნეტავ აქამდე მცოდნოდა, რამდენჯერ მოვიდოდი და შენით ვისუნთქებდი.
კარადას ვაღებ, თეთრ პერანგსა და შარვალს ვიღებ, იქვე გიუთოვებ და საკიდზე ვკიდებ.
ის ღამე მახსენდება, პირველად რომ დავრჩი შენთან.
მთელი ღამე შენ ყურებაში რომ გავათენე, სუნთქვა რომ ვერ დავირეგულირე და გულისცემა.

აივნის კარს ვხსნი და ჩემ აივანს ვუსწორებ მზერას
“-არ წახვიდე დღეს სახლში ნინე
-რატომ?
-განახებ როგორ ჩანს ჩემი აივნიდან ერთი ცალი ნინეს აივანი”

***
სახლში დილიდან ხალხმრავლობა იყო
დედა კერძებს ამზადებდა
მამა ღვინოს ასხავდა
თამარა სუფრას შლიდან
ვატო წინ და უკან დადიოდა

ეზოში სახეგაბადრული კიტა რამდენიმე ბიჭთან ერთად იდგა და იცდიდა იმ წამამდე ასე სანატრელი რომ იყო ჩვენთვის, ყველასთვის.

კეკე ოთახიდან ოთახში დარბოდა, ყველა სარკეში იყურებოდა და კაბასა თუ თმას ისწორებდა.
ერთი სული ჰქონდა სანამ ხელებს მთელი ძალით შემოგხვევდა.

ვერაფერს ვაკეთებდი.
იმ უშენობის ვაკუუმში ვერც ჰაერს ვეღარ ვსუნთქვადი.
წამები, რომლებიც დროსა და სივრცეში გაყინულიყო.
და თუ მკითხავდა ვინმე, რომელი პერიოდი იყო უერთმანეთობის ყველაზე რთული, ვეტყოდი რომ ეს წუთები, შენი მოლოდინის წუთები იყო ყველაზე რთული.

ყველასგან გამოქცეული აივანზე ვიჯექი.
ჩვენი შესხვედრის წამის მოლოდინში.
ქვემოდან ხმაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
ისე ვასკდები აივნის მოაჯირს, ხერხემლამდე ვგრძნობ ცივ მეტალს.

შენ
ღიმილიანი
თეთრ პერანგში გამოწყობილი
იდექი ეზოში და კიტას ეხვეოდი.
არც კი ვსუნთქავდი იმ წამს.
თვალსაც კი არ ვახამხამებდი, რომ არცერთი მომენტი არ გამომპარვოდა.
მაშინვე ამოიხედე და მზერა გამისწორე.
იმ წამს რომ არა ის ცივი მოაჯირი, ალაბთ თავით გადმოვეშვებოდი, იმ მიწისკენ შენ რომ იდექი.
დაიჯერებ?! შენ სურნელსაც კი ვგრძნობდი იმ წამს.

არ მახსოვს როგორ მივედი კარამდე.
რამდენხანს გელოდი.
არც არავის ხმა მესმოდა და ვერც ვერავის ვხედავდი.
მხოლოდ შენი ნაბიჯები გავიგე და მხოლოდ მათ ვითვლიდი წყობით.
მე კარის ჩარჩოზე ვიდექი.
შენ კიბის ბოლო საფეხურზე.
მიღიმოდი
ისე როგორც არასდროს
გაუცნობიერებლად ვტიროდი.
შენი ჩახუტების სურვილი მახრჩობდა და მაინც ვერ ვდგავდი შენკენ ნაბიჯს.
თითქოს მეშინოდა რომ თუ შეგეხებოდი, გაქრებოდი, როგორც ყოველი განთიადისას ზმანება.
-მოდი - ხელებს შლი და შენკენ მომიწოდებ, ჩემო !
სულამდე შემეხო შენი ხელები და ჩახუტება.
ვსუნთქავ
შენით ვსუნთქვავ.
ყურებში ჩამესმის საკუთარი ტირილის ხმა და ვერც კი ვცნობ.
ჩემო ბედნიერებავ
ისე ძლიერ გხვევ ხელებს, რომ ვერსად წასვლა ვეღარ შეძლო.
შენ სურნელს ვისრუტავ რომ გულის დარდები დავიამო
ჩემო ერთადერთო
თითებით მიგაფერებ სახეზე, რომ ისევ ჩემად მოგიწოდო.
ჩემო სიცოცხლევ
მკერდზე გადებ თავს რომ შენის ფეთქვა მოვისმინო
ჩემო ტკივილო
ცრემლებს ცერებით მპარავ და თვალის უპეებს მიკოცნი

მე ვერასდროს ვიქნებოდი სხვისი, ისე როგორც შენი !


***
ყველას ჩემიანად ეხვევი, წამით არ მაშორებ თითებს.
ყოველ წამს, კოცნებს მიტოვებ და თვალს არ მწყვეტ.
თუ ეს სიზმარია, არასდროს გამაღვიძოთ !
თუ ეს რეალობაა, მოვკვდე როცა დასრულდეს !

მთელი საღამო გვერდიდან არ მშორდებოდი.

გვიანი იყო, აივანზე ვიდექი მე და შენ.
ერთი სიტყვაც კი არ გვქონდა ერთმანეთისთვის ნათქვამი.
ხმას ვერ ვიღებდით.
იდექი, ეწეოდი და ზემოდან მიყურებდი.
-ყველაფრისთვის მადლობა ნინე
-მიყავრხარ

***
ჩემ მონატრებულ სხეულს შენი შეხებები ათბობდნენ.
სხეულს მიყვავებდნენ შენი შერჩენილი სუნთქვები.
-მიყვარხარ - წამში ათასჯერ მეჩურჩულებოდი სუნთქვებს შორის.
სული კიაფობდა შენი შეგრძნებებით

მიყვარდი
ყველაზე და ყველაფერზე მეტად

ამ წამისთვის ხელმეორედ გამოვივლიდი ყველა წამს.

ის განთიადი სულ სხვანაირი იყო.
ისე მეშინოდა გაღვიძება და თვლების გახელა.
რომ არ ყოფილიყავი ალბათ მოვკვდებოდი.
-დილამშვიდობის - ცხვირზე ვგრძნობ შენ კოცნას, სუნთქვას ვაყოლებ ჩემ შიშებს და თვალებს ვახელ, როგორ მომნატრებია გაღვიძებისას პირველი შენი დანახვა და შენი ღიმილი.
ხელებს გხვევ და შენ მკერს ვესვენები, ჩემი გული რომ ცემს.


შენ აივანზე ვისხედით და ვუყურებდით ჩემსას.
ჯერ კიდევ გამომქვრალი იყო ყველა სახლში სინათლე და ქუჩებშიც მხოლოდ ალაგ-ალაგ მეეზოვეები ფუსფუსებდნენ.

სადღაც ხეზე, ჩიტებსაც გაებათ ბაასი.
შენ მკერდს მოხუტებული საოცარ ჰარმონიაში ვიყავი.
-იქნები ჩემი სამუდამო ნავსაყუდელი? -იმ განთიადს ისე შეერწყა შენი წარმოთქმული სიტყვები, როგორც საოცარი მელოდია.
ზურგით ვგრძნობ, როგორ გამალებით ცემს შენი გული.
შენ მტევანს თითებში ვიქცევ და ხელისგულზე გკოცნი
- ყოველთვის
თითებს სათითაოდ მიკოცნი და არსაიდან მიკეთებ არა თითზე განთიადის.
***
-ღადაობთ ხო?! -მეორე დღის აღნიშვნის წყურვილს დილიდან მოეყვანა ვატო ჩვენთან
-რა ლამაზია და რა უცხო ფერია - უკვე 10 წუთი იყო გასული თამარა ჩემ არათითზე ბეჭედეს აკვირდებოდა.
-დღეს ახალი მიზეზი გვქონია აღსანიშნი - კეკეთი ხელში შემოდის მამა მისაღებში და თან ღვინით სავსე ჭურჭელი შემოაქვს.

ცრემლიანი თვალებით იყო სამზარეულოს კარს ასვეტილი დედა.
მაგრამ ვხედავდი რომ ეს ცრემლები, არ იყო მწუხარებისა და დარდების.

-უჩის ცოლი უნდა იყო ნინე? - მუხლებზე მისკუპდება პატარა ქალბატონი და თან კაბის ბოლოებს ისწორებს, დამორცხვილი.
-ხომ დამპირდი ბევრი შენი იყოს ცოტა ჩემიო უჩიო
-ხო, დაგპირდი - ლოყებს ხელებში იქცევს და ქვემოდან მიყურებს - მერე პატარა ბავშვსაც ხომ მოიყვანთ?
ყველას ერთიანად უვლის სიცილის ტალღა ოთახში
-როგორ ზუსტად იცი რა უნდა თქვა ხოლმე პრინცესა- ჩემი მუხლებიდან იტაცებს კიტა ონავარს და ჰაერში აფრენს - ხშირად უთხარი ხოლმე ეგ, ყოველ დილას და საღამოს კარგი?
მოკისკისე უქნევს თავს და კისერზე ხვევს ხელებს.
-რას ფიქრობ შენ? -ყურში ისე უეცრად მიჩურჩულებს, მოულოდნელად ვკივი და მასაც გულიანად ეცინება.

***
მაისი იყო ჩვენი თვე
სიცხეების მატებასთან ერთად იმატებდა შეკითხვები ქორწილთან, ჩვენ გეგმებთან დაკავშირებით.
ყველა მხრიდან გაისმოდა “როდის?”

ივნისის ბოლოს კეკე ჩემებთან გავუშვით დასავენებლად.
თამარა და ვატო დასავენებლად საბერძნეთში იყვნენ წასულები.
თბილისს ერთი ცალი ნინე და თაბაგარი შემოვრჩით.

ყველა ღამე და ყველა განთიადი.
შენ
უამრავი შენ
შენი ღიმილი
ჩახუტებები
კოცნები
ხელები
სუნთქვა

ღმერთო ჩემო... რამდენი ხარ და მაინც როგორ არ მყოფნი.როგორ წამითაც კი არ შემიძლია მოგწყდე.

რაც დრო გადიოდა, უფროდაუფრო მეპარებოდა ფეხაკრეფით მომავალი შიშები.
მეშინოდა რომ ისევ რაიმე მოხდებოდა, რომ ვიღაც ისევ წამართმევდა შენ თავს.
-უჩა - მის მკერდზე მედო თავი, ის კი თმაზე ფრთხილად მეფერებოდა, ჩემი შიშველი მკერდით ყველა მისი გულის ფეთქვა ჩემსას ეხეთქებოდა.
-რაო -ჩემ ბეჭდიან ხელს იღებს და იდაყვიდან თითებამდე კოცნებს მიტოვებს.
-ხანდახან მეშინია
-რისი ნინეკო
-რომ ისევ დაგკარგავ
-ნურაფრის შეგეშინდება, ჩემ ნავსაყუდელს, ყოველთვის დავუბრუნდები
-არ მორჩენილა არა?
-სამუდამოდ არასოდეს მორჩება ნინე


***
ივლისს სიცხეები ემატებოდა.
უჩა ბეშექნთან ერთად საფრანგეთში ბიზნესებს, სახლიდან მართავდა.
ისევ ჩვენ ვიყავით მხოლოდ.

სამსახურიდან გამოსულმა, უკვე მილიონჯერ წამოდგენილ სცენარს საბოლოო დამტკიცებისკენ მოვუწოდე და აფთიაქში შევედი.

მთელი გზა გარიდნული ვიყავი ფიქრებში.
მეშინოდა
არ ვიცოდი რა უნდა მექნა
რა უნდა მეღონა.
მეშინოდა რომ არ იქნებოდა ბედნიერი.
ან რომ მე ვერ შევძლებდი.
რომ მდომოდა და მერე იმედი გამცრუებოდა.

პარკინგზე ვაყენებ მანქანას, პაკეტს ჩანთაში ვიჩურთავ სახლში ავდივარ. ნაბიჯებს ერთი-ორად ვაფრინდები და სახლის კარს ვგლეჯ.
-ნინუ, მოხვედი? - მისაღებიდან მესმოსდა მისი ხმა.
-მოვედი კი, მოვალ ახლავე.

უკვე ათი წუთი იყო გასული, საპირფარეშოში, ნიჟარას დაყრდნობილი დავყურებდი მკვეთ ორ წითელ ხაზს და არ ვიცოდი რას ვგრძნობდი.

-ნინე - კარზე ფრთხილი კაკუნია -კარგად ხარ?
ონაკანს ნაჩქარევად ვუშვებ და სახეზე ცივ წყალს ვისხავ.
ტესტს შარვლის ჯიბეში ვმალავ და კარს ვაღებ.
-კარგად ხარ ? - ხლებს მხვევს და თვალებში მაჩერდება.
-გცალია? -უნდა ვუთხრა, უნდა ვუთხრა და ვნახო მისი რეაქვია, უნდა დავინახო მის თვალებში სიხარული.

მატყობს როგორ ვნერვიულობ.
-მოდი დაჯექი და ვისაუბროთ კარგი? -მისაღებში შევყავარ.
ჩემთან ერთად ჯდება დივანზე, ხელს არ მიშვებს.
-ნინე, რამე მოხდა?
-შენ ყველანაირ რეაქციას მივიღებ, მაგრამ გთხოვ, გული არ მატკინო - ჯიბიდან ტესტს ვიღებ და ხელზე ვუდებ.

ვუყურებ როგორ ეყინება ადგილს.
თვალსაც არ ახამხამებს.
ერთიანად მიცახცახებს სხეული, ხელებს ინსტიქტურად ჩემ ჯერ არ არსებულ მუცელს ვაპარებ.
მზერას მისწორებს, გიშრისფერებს ცრემლები შერევიათ.
-ნუთუ წამით მაინც იფიქრე რომ არ გამიხარდებოდა? -მაინც იყო წყენა მის ხმაში.
-არ ვიცი, იმდენად შეშინებული ვარ, ღმერთო არ ვიცი - ფეხზე ვდგები და ნერვიულად ვიწყებ სიარულს - მეც კი არ ვიცი,რას ვგრძნობ. ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, ისე სწრაფად ვითარდები. შვილი, გესმის? -მუცელზე ვივლებ ხელებს- ჩვენი შვილი,ალბათ ჯერ მხოლოდ მილიმეტრია, მაგრამ წარმოგიდგენია, რომ დედა უნდა გავხდე? -ვტიროდი და უფრო და უფრო ვუჭერდი ხელებს მუცელს.

ფეხზე დგება.
ჩემ სახეს მის ხელებში იქცევს და სახეს მიკოცნის.
-სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ ნინე, ამ წამს. მადლობა შენ ამისთვის და იცოდე საუკეთესო დედა იქნები, ჩვენი შვილის დედა - ვხედავ როგორ უთრთის მარჯვენა და როგორ მეფერება მუცელზე.
-მართლა გიხარია? არ ფიქრობ რომ ძალიან მალეა?- ცრემლებს მუჭებით ვიწმედ
-ნინე, შემომხედე - ჩემი შვილების დედას მხოლოდ შენ წარმომიდგენიხარ, მხოლოდ შენთან ვაპირებ ჩემი ცხოვრების გატარებას, რა მნიშვნელობა აქვს ეს ახლა მოხდებოდა თუ 1 წელში? ნუთუ იმდენი არ გამოვიარეთ რომ დავრმუნებულიყავით ერთმანეთში?
-მიყვარხარ უჩა
-მე კი შენ მიყვარხარ ჩემო განთიადო


***
შუაღამეს ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა, ჯერ ისევ არ გვქონდა არავისთვის ნათქვამი ჩემი ფეხმძიმობის შესახებ.
-ხო ვატო - საწოლიდან ვიწევი და ეკრანს ვაჩერდები.
გული მეწურება კადრში, ვუყურებდი, სანაპიროზე თამარასკენ მიმავალ ვატოს, მოულოდნელად იმუხლება, თამარაც მისკენ ბრუნდება და მერე კივის.
რამდენჯერმე დავახამხამე თვალები.
მეგონა მეჩვენებოდა.
-ღადაობ ბიჭო? - უჩას ღრიალს მოვყავარ გონს.
-რა გააკეთა - გაოგნებული ვერაფერს ვხვდებოდი.
-კიო ნინე შენმა დაქალმა - შორიდან ყვიროდა და ტელეფონისკენ მორბოდა - გილოცავ, დაქალი გაგისაღე !
-შე არასწორო ბიჭო, უჩვენოდ როგორ ქენი - კამერაში ჩაკიოდა უჩა
-თამარა - ისე ვეძახდი, როგორც განგმირული.
ისევ ტიროდა, იმ წამს მინდოდა კამერაში გავმძვრალიყავი და ჩემისთვის ხელები მომეხვია.
-ნინე- ბეჭდიან ხელს კამერაში მაჩვენებს.
-აქ ჩამოსულები არ დაგინახოთ არცერთი -უცებ ვებუტები და ტელეფონს უჩას ვაწვდი
-დაო, მარტო შენ დაგირეკე და დაგასწარი, რატო მებუტები?
-ზუსტად მაგიტო გეტყვი მე შენ ყველაზე ბოლოს- სამაგიეროდ ვაინტრიგებ ორივეს.
-რას? - მესმის თამარას კივილი.
-ყველას რომ ვეტყვი მერე გეტყვით თქვენ -ჩუმად ვიწმნედ ბედნიერების ცრემლებს, ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან.
მესმის ჩუმად როგორ ხითხითებს უჩა.
-მიყვარხართ ორივე, მალე გელოდებით.

-ნინე - წელზე მხვევს ხელებს და მხარე მკოცნის-ასე ძალიან რატომ გეწყინა?
-მინდოდა რომ ვყოფილიყავი იმ წამს თამარას გვერდით
-ამიტომ იბუტები ჩემო ლამაზო? კარგი რა, არ მითხრა რომ უკვე დაგეწყო ფეხმძიმეების რაღაცები
-არაფერიც არ დამეწყო უჩა,უბრალოდ ჩემი დაქალია ვა.

***
ვნერვიულობდი
ძალიან ვნერვიულობდი და ხანდახან მიხაროდა რომ ამ ყველაფერს უჩა ფეხმძიმობას მიაწერდა.
2 დღეში თამარა და ვატო უნდა დაბრუნებულიყვნენ.
მე იმ დღეს ქალბატონ სანდრას ვეწვიე.
შევედი თუ არა, თავისი სავარძლიდან წამოდგა და გადამეხვია
-ყოჩაღ ნინე, ისე მიხარია შენი ნახვა და თან ასე - მის წინ ვჯდები და დამხმარესაც მაშინვე შემოაქვს ჩემთვის ფორთოხლის წვენი -კოფეინი შენთვის ახლა არ შეიძლება.
სხვა რა უნდა წარმომედგინა, რა თქმა უნდა იცოდა.
-ყოველ ნახვაზე, უფროდაუფრო მაოცებთ ქალბატონო სანდრა
-მომიყევი, როგორ ხარ აბა?
-დავიჯერო არ იცით?
-შენგან მოსმენილი უფრო კარგია- მიღიმის და ყავას სვავს.
-მეშინია, ვხვდები რომ ყოველდღიურად უფრო მეტად მეპარება შიშები
-ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ გამოიარე, უამრავ რამეს გაუმკლავდი და ახლა უკვე დედობისთვის ემზადები
-ისეთი ბედნიერი ვარ, მგონია რომ რაღაც ძალიან ცუდი უნდა მოხდეს
-ფსიქოლოგიური მომენტია, შენ თავს არ აცლი ნინე ბედნიერებას.იმ ყველაფრის შემდეგ გგონია რომ ეს შენი არაბუნებრივი მდგომარეობაა და კვლავ ცუდის მოლოდინში ხარ. მოდი ასე გეტყვი - ჩემ მტევანს საკუთარში იქცევს, კვლავ ყველა თითზე სხვადასხვანაირი ბეჭდები აქვს ასხმული, როგორც პირველი შეხვედრისას-სწორ ადამიანთან ხარ და ძალიან ბედნეირი დედა იქნები, დაიწყე ყველა წუთით ტკბობა და ძველ ტკივილებს ნუ მისცემ ნებას რომ ბრძოლაში გამარჯვებულს, შენი დამსახურებული ბედნიერება დაგაკარგინოს
-მეშინია რომ უჩას რამე მოუვა
-გინდა გავშალოთ ტარო?
ძველ დასტას იღებს, ჩეხავს, სამჯერ უკაკუნებს მუშტს, ჩუმად ჩურჩულებს სიტყვებს და გაშლას იწყებს, ვხედავ რამდენიმე წუთში გაშლილი არკანები, როგორ გვრის ცრემლებს,ქვემოდან მიყურებს და ვგრძნობ მის წუხილს.
ინსტიქტურად ვიხვევ მუცელზე ხელებს.
-არ შეგეშინდეს, ნინეკო- ღრმად სუნთქვას - შენც და შენი შვილიც კარგად იქნებით,მაგრამ გულს მწუხარება შემოგეყრება, გახსოვს, ადრე მოხვედი და მკითხე შენი მეგობრის გადარჩენა თუ შეგეძლო, მაშინ გითხარი რომ ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ხაზს ვერ შეცვლის, რაც უწერია ადამიანს ის მოხდება,ამაში ჩარევას ვერასდროს შეძლებ. უნდა იცოდე ეს მომავლისთვისაც, შენ არასდროს არაფერში ყოფილხარ დამნაშავე და არც იმაში იქნები რაც მოხდება. ცხოვრება ასეთია,არა მარტო შენთვის, გახსოვდეს.
-ვინ?
-ნინე, არ შემიძლია ამის თქმა -ხელზე მეფრება
-დავკარგავ ხომ? - ხმას არ მცემს.

***
აეროპორტში ვიყავით თამარას და ვატოს დასახვედრად.
მოდიოდა, ჯერ ბეჭდიანი ხელი და შემდეგ თამარა
-ნახე, ნინე ნახე ! - მთელ აეროპორტს ესმოდა მისი კივილი
-გადარეული ხარ ! - ვეხვევი მთელი ძალით და ვუკოცნი ლოყებს.


***
ქორწილი აგვისტოს პირველივე კვირაში ჩავნიშნეთ.
მანამდე საიდუმლოდ ვინახავდი ჩემი ფეხმძიმობის ამბავს.
ყველა ქაოსში იყო
2 კვირაში ვის რა უნდა მოესწრო, მხოლოდ ამას გაიძახოდნენ.
მე ყველაფერი შერჩეული მქონდა. დაქირავებულ დიზაინერს ზუსტად ვუთხარი რა მინდოდა და სურლად ვიყავი მინდობილი.
თამარა კაბას ვერ არჩევდა, ბედნიერება იყო რომ ფერი მე თავად შევურჩიე, ატმისფერი, როგორც მისი ლოყები დამორცხვებისას.


მე და კეკე სახლში ვიყავით, საუზმეს ვუმზადებდი წინ რომ ამესვეტა
-ნინეკო
-ჰოუ
-ბავშვი გყავს მუცელში?
უეცრად გავშრი, მუცელი თითქმის არ მეტყობოდა.
-რატომ მეკითხები კეკე?
-ღიპუცა გაქვს პატარა - ხელით მომისინჯა მუცელი
-კეკე- მასთან ვიცუცქები - ჩვენი საიდუმლო იყოს კარგი?
-მართლა? -პირზე იფარებს ხელებს -არავის არ ვეტყვი ნინეკო, არავის
-პატარა ბაია მყავს ხო მუცელში, მალე მამიდა გახდები
-ვაიმე-დედასავით იტკიცა ლოყაზე ხელი, მისი ჩვევები ჰქონდა გადაღებული -გავგიჟდები ნინეკო
მეცინობდა მის ქცევებზე.

***
ქორწილის წინა ღამეს, თამარამ და კეკემ უჩა თავის სახლში გაუშვეს, პატარძალს თავისუფლების ბოლო ღამე უნდა მოვუწყოთო.
სახლი ისეთი მორთული დამახვედრეს, სიცილს ვერ ვიკავებდი, ალაგ-ალაგ უჩას ფოტოები მიემაგრებინათ ჰეილიუმის ბუშტებზე
-უჩამ რომ ნახოს დაგხოცავთ

ჩემ საწოლში ვიწექით სამივე, ერთ მხარეს თამარა მეწვა, მეორე მხარეს კეკე, რომელსაც უამრავი სიმღერისა და ცეკვის შემდეგ უკვე ტკბილად ეძინა.
-ნინე- თამარას ჩუმი ხმა მესმის.
-რაო გული
-ახლა ყველაზე ბედნიერი ხარ შენ და სწორედ ისეთს ვხედავ შენ ცხოვრებას, როგორიც ყოველთვის წარმომედგინა შენთვის.
-იმდენად ბედნიერი ვარ, ხანდახან მეშინია ხოლმე
-ყველაფერი კარგად იქნება ნინე, ყველაფერი შესანიშნავად იქნება -სევდა ვიგრძენი მის ხმაში.
-თალალა, მოხდა რამე? - მისკენ ვბრუნდები და ცრემლიან თვალებს ვუსწორებ მზერას.
-მითხოვდები, მეტი რა უნდა ხდებოდეს- მუჭებით იწმენდს ცრემლებს.
-ვერ მოვითმენ-ტუჩს ვიჭამ
-რა ხდება?
-არ იკივლო იცოდე-მხოლოდ თავს მიქნევს, ყურები დაცქვეტილი აქვს - 7 კვირის ფეხმძიმე ვარ

ერთიანად, ისე წითლდება სახეზე, სიბნელეშიც კი ნათლად ვხედავ
ჯდება და პირზე მთელი ძალით იფარებს ხელებს, მოულოდნელად ტირილი უვარდება.
-თალალა - მეც მეტირება და ხელებს მთელი ძალით ვხვევ
-ამაზე მეტად არაფერი გამიხარდებოდა იცოდე- ხელებს მიშვებს და მუცელზე საღამურს მიწევს- აქ ხარ ჩემო ერთადერთო?-ფრთხილად მეფერება მუცელზე- ნინე, დედა გახდები. ხვდები რამხელა ბედნიერებაა ეს?
-შენც მალე გახდები დედა ჩემო გულო- მის ხელს ჩემსას ვადებ და თითებით ვეფერები.


***

გიფიქრიათ?!
იმ ბოლო წამს, რომელი მოგონება იქნება მეგზური შენი სხეულიდან განშორებისას.
მე ვიცი.
იმ ბოლო წამს, უჩა თაბაგარი წარმომიდგება, მისაღებ ოთახში, სმოკონგში გამოწყობილი, მოქუფრულ წარბები ჩემი დანახვისას როგორც მოსემ წითელი ზღვა, ორად რომ გაყო, თავისი შავი ზღვაც ისე გაყო.
წვიმების მერე, მზე რომ გამოანათებს ღრუბლებში, მისი მცხუნვარება და კაშკაში კანსაც რო აგიწვავს, ღიმილი ჰქონდა სახეზე.
მახსოვს, როგორ დაიდო მარჯვენა ხელი მკერდზე.
არასდროს ყოფილა მისი გიშრისფერები, უფრო მეტად მოკაშკაშე.
ვხედავდი, როგორ ჩემსავით ითვლიდა ჩვენშორის დარჩენილ ნაბიჯებს.
თვალებს არც კი ახამხამებდა.
სუნთქავდა მძიმედ და მოზომილად.
არასდროს ყოფილა მისი შეხება ისეთი ნაზი, როგორც იმ წამს, თეთრ კაბაში გამოწყობილს მტევანი რომ ამართვა.

მიყვარხარ.
უსაზღრო და უკიდეგანოა ჩემი გრძნობები შენდამი.

***
მზის სხივები, დაცემოდნენ სვეტიცხოვლის ტაძრის სარკმელს.
იმ წამს უფლის წინაშე გეფიცებოდი ჩემ ერთგულებასა და სიყვარულს.
იმ წამს მე ვხდებოდი შენი სამუდამო ნავსაყუდელი.
ნეტავ დედი, შენც თუ გრძნობდი, იმ ჩემ ბედნიერებას მუცლად ყოფნისას.

ვგრძნობდი შენ მზერს, მთელი ცერემონიალის მანძილზე, თვალს არ მაშორებდი.

სულის სიმშვიდე, ეს იყო რასაც იმ წუთებს ვგრძნობდი.

***
-საოცრად ამაყი ვარ რომ შენი მეუღლე მქვია- რეტორნის შესასვლელში ყურში მიჩურჩულა.
***
უამრავ სტუმარს მოეყარა თავი იმ საღამოს.
ირეოდნენ ახლო და შორეული ნათესავები.
ხნიერები, ახალგაზრდები, ბავშვები.

მოქუფრული ხასიათების უჩა, მეფე-დედოფლის მაგისადთან იჯდა და მიყურებდა შორიდან, როგორ ვცეკვავდით და ვერთობოდით, ბოლომდე ვერ დაეთმო ძველი ხასიათები.

კეკე მინი სადედოფლო კაბითა და თაიგულით ჯერ ისევ მაგიდებს შორის დარბოდა და ყველას ეუბნებოდა რომ მისი უჩის ცოლი ვიყავი.

სუფრის თავში, თამადა სასმის მომართული უკვე ჩვენს ბებია-ბაბუებს იხსენებდა და დამსწრეთ სასმისის ბოლომდე შესმისკენ მოუწოდებდა.
თამარა მეჯვარის როლში შეჭრილი არა, გადაჭრილი მთელ ქორწილს აკონტროლებდა და მისთვის უცნობ თამადას, მუქარებს უგაზვნიდა, მუსიკის შეწყვეტისთვის.
ვატო უჩას გვერდით იჯდა, რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.
დედას გვერდით ვიჯექი და თვალებით მორბენალ კეკეს ვეძებდი
-დე, კეკე მოვძებნოთ და რომ წახვალთ წაიყვანეთ თქვენ თან რა -მზერა გამეყინა შემოსასვლელ კარზე,სადაც მარი იდგა, გეგას დედა, ჩემი გეგას დედა.
ფრთხილად ვდგები სკამიდან და კარისკენ მივდივარ.
ხელებს შორიდანვე ვშლი და მის სხეულს გულში ვიკრავ
-შენ არ იცი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის შენი აქ ყოფნა მარი
-ჩემო ერთადერთო, ჩემო გოგონა - მეხვეოდა და კოცნებს მიტოვებდა - გეგას მაგივრად ვარ დედი, ხომ ვიცი რომ აქ იქნებოდა, შენ გვედით.

ვინ იცოდა, გულში დარდად ჩაღვრილი რომ მქონდა უშენობა გეგა?!
იმ ღიმილს მიღმა ვინ ხვდებოდა, რომ ისევ ისე მტკიოდი, რომ არ გამინელდი, რომ არ დამავიწყდი.
ალბათ, მხოლოდ შენ.

ჩემ ქორწილში მე და გეგას დაისი ერთად უნდა გვეცეკვა. არცერთმა არ ვიცოდით, ცეკვა, მაგრამ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ჩემი ქორწილისთვის ვისწავლიდით.
ჩემ ქორწილში გეგა, მეჯვარე ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო, მერე რა თუ დედოფლის მეჯვარე აუცილებლად გოგო უნდა ყოფილიყო?!

ჩემ ქორწილში გეგას ჩემთვის თავად უნდა გადაეღო ფოტოები და ჩემი ბედნიერებები დაეჭირა.

ჩემ ქორწილში გეგუ ძალიან ბევრს უნდა ჩახუტებოდა თავის თხაკიკინა ნინეკოს, რომ როგორც თავისუფალ ქალს გამომშვიდობებოდა.

დე, ახლა შენ რომ ჩემ მუცელში ხარ და შეიძლება არც კი გესმის, შენი ნათლიაც უნდა ყოფილიყო გეგუ, სუპერ ბიძა. უნდოდა რომ გოგონა ყოფილიყავი, რომ ყველა ბიჭი ეცემა ვინც შენ მოგეკარებოდა. გეგუ ნათლიას, შენთვის ყველაფერი საუკეთესო უნდოდა დედი.

ჩემ ქორწილში, შენ უნდა ყოფილიყავი გეგა, შენ უნდა ყოფილიყავი იმ წამს და არ უნდა გამეხსენებინე.

***
-გოგონებო! დადექით ნინე თაიგულს ისვრის ! - მომღერლებს აართვა თამარამ მიკროფონი, მე ვიღაც სცენისკენ მექაჩებოდა.
-ნინე, გამოიხედე და საითაც ვიდგები იქეთ ისროლე იცოდე - თითს ქნევით მაფრთხილებს თალალა და სცენიდან კეკესთან ერთად ჩადის
-კეკე, გამოდი მანდედან შენთვის ადრეა- ფეხზე დგება უჩა
-რას იძახი, უნდა დავიჭიროთ - კისერზე ისვავს კიტა, პრინცესას და გოგონების რიგში დგება

-აბა მზად ხართ? - უკან ვბრუნდები, თამარას თვალს ვუკრავ - 1 ! 2 ! 3 ! -ხელს ჰაერში ვმართავ, თუმცა თაიგულს არ ვისვრი
-ნინე, ისროლე ! - ვატოს ყვირლი მესმის
-1 ! 2 ! 3 !
მე თაიგულს ვისვრი,თუმცა მის მაგივრად იატაკზე თამარა ეცემა.
-რანაირად ისროლე ნინე !- ჯერ ისევ იატაკზე მომჯდარი მტუქსავს და მის დასახმარებლად მისულ აკისკისებულ ვატოს თავისკენ ქაჩავს
-არ ინერვიულო შენ, მაინც მალე მოგიყვან ცოლად - ამშვიდებს და გულზე იკრავს მის სხეულს.

თაიგულს, არც კი ვიცი ვინ იჭერს, უჩას მხრიდან იყო თუ ჩემი ისიც კი არ ვიცოდი.
თუმცა თაიგულს ვინღა ჩიოდა.

-იცოდე, სახეზე არ შემაზილო და არ გამასასაცილო- ღიმილით მაფრთხილებდა უზარმაზარ დანას ჩაფრენილი თაბაგარი
-მაშინ შენ შენთვის შეჭამე, მე ჩემთვის - პირველ ლუკმას პირში ვიქანებ და დარბაზიდანაც ტყდება სიცილი.


***
-კარგით, მეგობრებო, ნათესავებო და უფრო შორეულო ნათესავებო- სცენაზე ადგილს ვიკავებ, უჩას ხელებს ვგრძნობ წელზე - ეს ამბავი ალბათ უფრო ჩემი ოჯახისთვის მაქვს, მაგრამ მინდოდა რომ დღეს გამეზიარებინა და ნუ, თქვენც მომსწრენი ხართ. მოკლედ, მინდოდა მეთქვა რომ - მიკროფონს ვიშორებ და უჩასკენ ვბრუნდები - აუ, მრცხვენია შენ თქვი რა - სიცილით აქნევს თავს და მიკროფონთან მოაქვს სახე
-მოკლედ გვინდა გითხრათ, რომ ნინეს ოცნების სახლი აქვს და ყველას შეგიძლიათ გვესტუმროთ, რა თქმა უნდა ხვალვე არ - მიკროფონი დამივარდებოდა, რომ არა უჩა
-რას ამბობ?
-ხო, შენი ოცენების სახლი გვაქვს- ხელებს მხვევს და ტუჩებს მაკრობს.
გონს მოსული ისევ მიკროფონს ვეჭიდები
-მე სხვა რამე უნდა მეთქვა -ბედნიერების ცრემლებს ვიწმენდდი და თვალებით ჩემებს ვეძებდი- დე, მა, ვატო მოიხედე აქეთ! -ისიც დენდარტყმულივით ჩემკენ ბრუნდება - პატარას ველოდებით
-ვაიმე - დედაჩემის წამოკივლება ფარავს მთელ დარბაზს
არასდროს დამავიწყდება მამას ცრემლიანი თვალები
ვატოს “ვახ ჩემი”
კეკეს წარბების თამაში “ მე უკვე ვიცოდის” გამომეტყველებით.


***

-გავიპაროთ? - ხმაში შერეოდნენ თრობის ალები
მზერას ვუსწორებ მის ანთებულ თვალებს.
საპასუხოდ მხოლოდ თავს ვუქნევ და მშვიდად მივყვები მის ნაბიჯებს.

-საჭესთან დედოფალო,თორემ თქვენი მეუღლე ძალზედ მთვრალია - საჭის მხარეს მიღებს კარს და ჩემი უზარმაზარი კაბის ბოლოებს ეტანება
-საით მივდივართ ჩემო მეუღლევ? - მანქანას ვძრავ და მისკენ ვბრუნდები
-შენი ოცნების სახლში - მიღიმის, ჩემკენ იხრება და ტუჩებს მიკოცნის.

***
ადრე მითქვამს, მათეს ჩემი ფიქრებისაც კი ისე ესმოდა, ხანდახან მეშინოდა მეთქი.
მაგრამ თაბაგარი ჩემ ოცნებებსაც ხედავდა.
ყველა მიზეზს ჩემი ღიმილის და ყველა ბედნიერებას.
ჩემი ხასიათის თითოეულ წერტილს.

ვუყურებდი სახლს და მეგონა რომ ყველაფერი ჩემი გაკეთებული, გათვლილი და ნაკარნახევი იყო.
ყველა კუთხე, ყველა დეტალი ჩემ ოცნებებში დახატული სახლის იყო.



***
დილა ჩვენ სახლში, სიზმარს ჰგავდა.
გაღვიძებულს გადაწეული ფარდებიდან მზის სხივები მეცემოდნენ.
თვალს ვავლებ ოთახს და მეღიმება, დღის შუქზე ყველაფერი კიდევ უფრო ლამაზი ყოფილა.
შენ ისევ მშვიდად გეძინა, მხარზე ფრთხილად გიტოვებ კოცნას.
ჩემოდნიდან თხელ სარაფს ვირგებ ტანზე და ოთახიდან თითსწვერებზე გავდივარ.

ჩვენ ახალ სამზარეულოში მხოლოდ ყავა და შაქარი იყო.
ფინჯანში, როგორც შენ გიყვარდა 3/2-ზე ყავა გაგიკეთე და ტკბილად მძინარე ყავის არომატით შეგაღვიძე.
რა მექნა, თუ კი ავადმყოფურად, ძილისთვისაც კი არ მემეტებოდა შენი თავი
-უჩა, გაიღვიძე რა- მხარზე ბევრ კოცნებს გიტოვებ და ცხვირზე თითებს გიჭერ - უჩაა
ვხედავ როგორ ეცინა ჩუმად, თვალებს კი ჯიუტად არ ახელდა.
-ვხედავ რომ იღიმი
უეცრად მავლებს ხელს და გულზე მიწვენს
-ცოტახნით, აი ასე იყავი ჩემთან და ხმა არ ამოიღო
-ადექი უჩა, ჩვენი პირველი დილაა ცოლ-ქმრობის და თანაც ახალ სახლში
-ჩუ- ტუჩებზე თითს მადებს და მაჩუმებს
-მაინც შემიძლია ლაპარაკი
მის ტუჩებს ისე უეცრად ვგრძნობ ჩემსაზე, ვხვდები ნამდვილად გამართლებული ხერხი მოსინჯა ჩემ გასაჩუმებლად.

***

ყოველთვის მეშინოდა ოჯახის შექმნის.
ისე ძლიერ მეშინოდა ჯერ ცოლობის, შემდგომ კი დედობის, ხანდახან ვფიქრობდი,რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ნამდვილად არ იყო.
რომ ეს ძალიან ბევრი იყო ჩემთვის.

მაგრამ როგორც ამბობენ, როცა გიყვარს, ყველაფერი სხვაგვარადაა.
მიუხედავად იმისა, რომ მე და უჩა,ფაქტიურად 1 წელი ვცხოვრობდით ერთად, ქორწინების თანაცხოვრება, მაინც სულ სხვა იყო.
ყოველი დილა სხვანაირი იყო და ყოველი საღამოც.
ძილი
დაიჯერებთ, რომ გითხრათ, ძილითაც კი სულ სხვანაირად მეძინა მეთქი?!
მაგრამ ასე იყო. არასდროს ყოფილა ასეთი ტკბილი ღამის მოსვლა.

ჩვენ ვიყავით ოჯახი, ბევრი, ძალიან ბევრი ბედნიერი და ფერადი დღით, ჩემი ოცნების სახლში.
უამრავი ყვავილი მოვაშენეთ ჩვენ ეზოში მე და კეკემ.
მამას ძალიან ბევრი ბარწყვი დავარგვევინეთ.

სახლს ყველა იმ შტრიხს ვმატებდით, რომელიც მანამდე ჩემ ოცნებაში არ წარმომედგინა.

გავაბით ჰამაკი, სადაც ყოველ საღამოს კეკესთან ერთად ვარსკვალებს ვუყურებდი, ჩაიძინებულებს კი უჩა საძინებლისკენ გვიტაცებდა.

ყოველი კვირის დასასრულს ვიკრიბებოდით ჩვენთან და ვიქენდს, ბედნიერად ვხვდებოდით.

ისე გადავეშვი თავით ბედნიერების ზღვაში, სამყაროს ცუდი, სულ მთლად დამვიწყებოდა.

ხანდახან, როდესაც მარტო ვრჩებოდი, ისევ ის შიშები შემომიტევდა ხოლმე, მაგრამ როგორც კი შენ შეგეხებოდი დე, უკვე მკაფიოდ რომ გაგებერა ჩემთვი ღიპუცა, მაშინვე ვმშვიდდებოდი.

მე-4 თვეში ვიყავი.
ტანსაცმელს უკვე ვეღარ ვიტევდი.
თბილისს ნოემბრის სუსხი მოსავდა.
ჩვენ ეზოში შემოდგომა საუცხოოდ ლამაზი იყო.
არცერთ ფოთოლს არ ვიღებდი ჩამოცვენილს.
დილაობით სახლს მათი ხრაშა-ხრუშის მელოდიაზე ვტოვებდი.

***
ვაპირებდი სქესი ბოლომდე არ გამეგო.
მაგრამ იმ დღეს სულ სხვანაირად ვიყავი.
გაღვიძებული ოფლში ვცურავდი.
გეგა ვნახე სიზმარში, მუცელზე მეფერებოდა.
იმ დღესვე წავედი არაგეგმიურ კონსულტაციაზე.

-ვეღარ მოითმინეთ ხო?
ჩემ გვერდით იყო თაბაგარი და ჩემი მარცხენა ხელებში ჰქონდა მოქცეული.
-დედიკო და მამიკო გილოცავთ, სულ ყველაზე ჯანმრთელ ბიჭს ელოდებით

მხოლოდ მაშინ მივხვდი ჩემი სიზმრის აზრსა და არსს.
ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გეგა უნდა ყოფილიყო, გეგა თაბაგარი.

***

-ამ ზამთარში რამ გადაგაწყვეტინა თამარა ქორწილი? - მკერავთან ზომებს ვიღებდით, კაბებისთვის მე და მისი მეჯვარე ნიტა
-რა მნიშვნელობა აქვს სეზონს? -სავარძელში უცნაურად მოწყენილი იჯდა.
-თამარა- მის გვერდით ვჯდები -მოხდა რამე?
თვალები უცრემლიანდება, ერთხანს თვალდაუხამხამებლად მიყურებს, ალბათ ცდილობს ცრემლები დაიჭიროს, მერე უცებ მიღიმის
-ვნერვიულობ მაინც რა იყო?
-გადამრევ !

***

საქორწილო კაბის ბოლო მოსინჯვაზე ვიყავით
-კიდევ დაიკელი თამარა? -მკერავი ქინძისთავებს უმაგრებდა
სახე კიდევ უფრო მოეღუშა წამიერად, პირდაპირ სარკეში გამისწორა მზერა -სუხიშვილების დიეტა გავაკეთე
-ნუ იავადმყოფებ თავს გთხოვ რა, რა დიეტა შენ გინდოდა -ვუბრაზდები და მზერას ვავლებ მის მართლაც საგრძნობლად გამხდარ სხეულს
***

-ვატო როდის ნახე ბოლოს? - ნუდლსებს ვჭამდით სამზარეულოში,უეცრად რომ გამიელვა, თუ რამდენი ხანია ვატო არ მყავდა ნანახი
-2 კვირის წინ, იმდენად ნერვიულობს ქორწილის ამბებზე, რომ ვურეკავ არც კი მპასუხობს, მოხდა რამე ნინე?
-უჩა, რაღაც არაა რიგზე. ამდენი ხანი ვატო რომ არ მოვა ჯერ ის წარმოგიდგენია? თამარა მეუცნაურება, გახდა. იმ დღეს ლამის ჩემ წინ იტირა, რომ ვკითხე რამე ხომ არ მოხდა თქო.
-რამე რომ იყოს იტყოდნენ ნინე.ტყუილად ნუ დაიწყებ ნერვიულობს კარგი? არ შიძლება შენთვის, ხომ იცი - მუცელზე მეფერება და შუბლზე მკოცნის.

***

მე ვერ მოვიშორე ფიქრები.
სული ამიფორიაქდა.
სანდრას სიტყვები თავში მიტირალებდნენ და მოვლენებს ერთმანეთთან ავადმყოფურად ვაკავშირებდი.
მეორე დღეს უჩა საფრანგეთში გაფრინდა და მარტო დარჩენი კიდევ უფრო დავიზაფრე.

ვერ ვიძინებდი, გამუდმებით ვწერდი და როგორც კი პასუხს მიგვიანებდა, პანიკაში ვვარდებოდი.

მარტო ვერ ვრჩებოდი, კეკეს საძინებელში გავდიოდი ყოველ ღამით და მძინარეს, ჩუმად ვუწვებოდი.

-დამშვიდდი დე, ფეხმძიმობისას უფრო მეტად მგრძნობიარეებით ვართ ქალები - ყურმილს მიღმა დედას სიტყვები ცდილობდნენ ჩემ დამშვიდებას.
-დედა, არაა რაღაც რიგზე, ვგრძნობ
-ნინე,არ შეიძლება ნერვიულობა და გთხოვ დამშვიდდი.გინდა ჩამოვიდე?
-არა, არა დე. კეკე და მე ვართ, კიტაც თითქმის ყოველდღე მოდის.
-მიყვარხარ გულში დე

***

იმ ღამეს შაშინლად წვიმდა, მაგრამ წვიმის გამო არ დამმახსოვრებია.
არც ჩემი უძილოდ გამავალი ღამის გამო.
არც კარზე გვიანი კაკუნის.
არც რამდენიმე კვირის უნახავი ვატოს დანახვის.
გაღებულ კარში, მუხლებზე დავარდნილს, ხელიც რომ ვერ შევაშველე, იმ წამებიდან დამახსოვრა.
-ვატო, ვატო რა გჭირს - მის წინ ვეშვები და ვცდილობ ხელები შევაშველო
ტიროდა, უხმოდ, სულის კივილამდე
-შემომხედე, რა ხდება ვატო
-ვერ ვუშველე ნინე
გავქვავდი.
მხოლოდ ის წამები არ მახსოვს, იმდენი ფიქრი მომაწყდა, არაფერი მახსოვს.
-ვერ ვუშველე ნინე, რა გავაკეთო
-სად არის, ვატო თამარა სად არის - ვანჯღრევდი მის სხეულს და ვთხოვდი ეთქვა რომ ის სახლში მშვიდად იყო და ეძინა, ეთქვა რომ უჩაც უკვე თვითმფრინავით თბილისს აეროპორტში ეშვებოდა.


მისაღებში, დივანზე ვისხედით, ჭიქა წყლით, მის უგონო სხეულს ვასულიერებდი.
სულს ვაღვიძებდი.
-საბერძნეთში,მაშინ პირველად გახდა ცუდად და საავადმყოფოში აღმოვჩნდით- თითოეული სიტყვის თითოეული ბგერა,ვხედავდი როგორ უჭირდა და ტკიოდა - მალევე გვითხრეს დიაგნოზი, სარკომა - მახსოვს ყურები როგორ ამეწვა,როგორ მესმოდა გაბმული წუილი და სადღაც შორიდან საკუთარი კივილი მიახლოვდებოდა- დამაფიცა, ყველაფერი დამაფიცა რომ არავის ვეტყოდი, საკუთარი სიცოცხლე დამაფიცა, რომ ხელს შევუწყობდი, მისი დასრულებისკენ, რომ ქორწილამდე არავის არაფერს ვეტყოდი და მხოლოდ შემდეგ დამთანხმდებოდა ოპერაციაზე. სარკომა ტვინის ისეთ ნაწილებში აღმოაჩნდა, ხანდახან მეტყველება უჭირდა, საშიელი თავის ტკივილები და კრუნჩხვები დაეწყო.ყოველ დღე ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს იღებდა. ვერაფერს ვეღარ ჭამდა, მაგრამ მაინც ჯიუტად არ მომყვებოდა, რამდენჯერ ძალით ვცადე წაყვანა, მაგრამ აზრი? ვეღარც გნახულობდით ნინე, ვერ ვმალავდი, ვერ გიყურებდი შენ და ვერ გეტყოდი, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. არ ვიცი რა უნდა ვქნა რა ჯანადაბა უნდა გავაკეთო ნინე, მარტო ვარ
-სად არის ვატო,სადაა
-სავადმყოფოში, შეტევა ჰქონდა, მეგონა აღარ იყო ნინე, მეგონა მორჩა ყველაფერი.გონს მოსულს ვთხოვე ოპერაციაზე თანხმობა, ისევ უარი მითხრა, ვიჩხუბეთ და გამომაგდო.

შიში
ფეხის ტერფებიდან,ვგრძნობდი როგორ მოიწევდნენ თმის ღერისკენ.
ფილტვები, თითქოს სულ დამპატარავებოდნენ, ვერ ვსუნთქვადი.
გული, თითქოს არც ცემდა.

შენი დაკარგვის, ყველაზე მეტად მეშინოდა.
ჩემი ერთი ცალის.
ჩემი სიფერადის.

გულის არეში ტკივილი.
მივხვდი შენ რომ მტკიოდი.


-ნახვის საათები არაა, ვერ შეგიშვებთ ვერანაირად - მიმღებში მორიგე ექთანი მთელი ძალით მაკავებდა.
-იქ ჩემი ერთადერთი მეგობარია, 2 დღეში მისი ქორწილია, ჩემი შვილის ნათლია უნდა იყოს გესმით?! უნდა ვნახო, აუცილებლად უნდა ვნახო
-მაპატიეთ, მართლა არ შემიძლია
-რატომ არ გესმით, უნდა ვნახო, რომ დავარწმუნო ოპერაცია გაიკეთოს, გთხოვთ

***
-ნინე, ასე გვიან რატომ გღვიძავს?
-უჩა
-ნინე, რა გჭირს?
-უჩა, ჩამოდი გთხოვ, თამრა ძალიან ცუდადაა გთხოვ, ახლავე ჩამოდი- საავადმყფოს კოლიდორში, კედლის ძირში ვიჯექი, სამყაროში ყველაზე მარტოსული და მხოლოდ შენი შეგრძნება მაძლებინებდა დე.

***
არ მახსოვს, როგორ მოვიძიე მობილურში მისი ნომერი, მხოლოდ მისის ხმის გაგონებისას მივხვდი რას ვაკეთებდი.
-ნინე, ყველაფერი რიგზეა? - ყურმილს მიღმა მათე იყო
-შენი დახმარება მჭირდება

15 წუთში პალატის კართან მიმაცილა ექთანმა.

უზარმაზარ, თეთრ საწოლში იწვა ის.
სახე ფანჯრისკენ მიებრუნებინა,მთვარის შუქზე, უპეებზე შემორჩენილი ცრემლები უკაშკაშებდნენ.
-თალალა
ნელა ახელს თვალებს,მისკენ ვიხრები და კოცნებით ვპარავ ცრემლებს.
-ნინეკო, კარგად ვარ,არ ინერვიულო, უბრალოდ გადავიღალე თან არ მიჭამია და- ისევ მთელი ძალებით ცდილობდა ჩემ მოტყუებას
-ნუღარ მატყუებ თამარა - ჩემთვის, ძლივს ანთებული თვალები წამში ჩაუქვრა, ყველა ღიმილს მიღმა დამალალული ტკივლები ერთად წარმოჩინდა მის სახეზე -როგორ დამიმალე, როგორ არ მითხარი, როგორ მიიყვანე თავი აქამდე
-რა მეთქვა? რომ ვკვდები მეთქი, რომ მეც გტოვებ თქო? გეგამ რაც დაგაკლო, მე უნდა დაგიმატო მეთქი? მეთქვა და მეყურებინა შენთვის? არა, მერჩივნა ყველაფერი ისე მომხდარიყო რომ არ მენახა შენი ტკივილი.
-რაებს იძახი თამარა, რა სიკვდილი? ახლავე დათანხმდები ოპერაციაზე და გაიკეთებ გესმის?
-არა, არ გავიკეთებ- სახეს მარიდებს და მზერას ქუჩის ლამპიონებს აპყრობს
-ნუ სულელობ, დედაშენზე არ ფიქრობ? ვატო? იცი როგორი მოვიდა ჩემთან, მუხლებზე დავარდნილი მხოლოდ იმას იმეორებდა რომ ვერ გიშველა, მე რას მიშვრები, მე სად ჯანდაბაში მისვრი, შეეხე- მის ხელს მუცელზე ვიდებ - მას რას ეუბნები? რომ ნებდები, ასე ყველაზე ძლიერად გაცნობილი თამარა ნებდება? შენი ნათლული უნდა იყოს, მე რომ დედა ვიქნები მისთვის, შენ მეორე დედა უნდა ყავდე და შენ შგიძლია დანებდე?
-არ გესმის ნინე
-რა არ მესმის, მითხარი რა? ის რომ ახლა ვატო გარეთ დგას და ვერც კი შემოდის აქ?
-თავიდანვე გვიანი იყო ნინე, არაფერი აღარ შეიძლება


სიკვდილი
შენ თუ ფიზიკურად უნდა მომკვდარიყავი, იმ წამს მე სულიერად მოვკვდი.
იმ წამს პირველად დამაწტყა ჩემმა ბიჭმა, თითქოს მაგრძნობინა რომ ჩემთან იყო, მაგრამ დე, მე სად ვიყავი ის არ ვიცოდი.
არ ვიცოდი სიზმარი იყო ეს თუ რეალობა.
-მეგონა უფრო მალე მოხდებოდა ეს, მეგონა ქორწილს ვერ მოვუსწრებდი, არ დავაქვრივებდი, მაგრამ ამდენხანს გავძელი
ვერც კი ვიაზრებდი რას მესაუბრებოდა, კარს მიღმა ატუზულ ვატოს ვგრძნობდი, ჩემ მუცელში მოუსვენრად მყოფ ჩემ შვილს და მაინც იმ წამს მკვდარი ვიყავი.

იმ საღამოს წამოვიყვანეთ სახლში.
მარტო ერთ ცალს დედას ერთი შვილი მივუყვანეთ სახლში სასტიკი სიმართლით.
ალბათ არასდროს არ ამოვა ჩემი ყურებიდან ნათიას გოდება.
ჯერ კიდევ მეუღლის მგლოვიარედ შავშვი შემოსული, ძაძებს ზედ იგლეჯდა.

ვატო
მუდამ მხირაული შენ სადღაც გამქრალიყავი და თვალებში იმხელა დარდები გქონდათ, ვერც კი აღვწერ.

საწოში, სუსტად მყოფს, ჩემი ხელი ჰქონდა თავისაში მოქცეული, მძიმედ სუნთქვადა. ვხედავდი როგორ უჭირდა თვალების გახელა.
მაგაყუჩებლებით გაჟღენთილი იყო მისი ორგამიზმი.

-ვატო სადაა ნინე - სუსტად ახელდი თვლაებს.
-გარეთაა
-მოვიდეს უთხარი რა



მის საწოლთან იჯდა, მხრებზე ტკივილ მოსხმული.
მთელი სამყაროს ტკივლის ნუთუ ჩვენ უნდა დავხვდეთ, ნუთუ ჩვენ უნდა ვიგერძნოთ და გადავიტანთ კი?!
კარის ჩარჩოს მიყრდნობილი ვუყურებდი.
ვხედავდი როგორ ეფერებოდა, როგორ უთამაშებდა მხრები.
-სად მტოვებ?
-სიცოცხლეში გტოვებ ვატატო
-გგონია მე შენ გარეშე შევძლებ სიცოცხლეს?
-უნდა შეძლო,მაგრამ მანამდე ერთი რამ მინდა- ვხედავ როგორ მიაქვს ტუჩებთან ვატოს თითები და როგორ კოცნის - ქორწილი გააუქმე, თუნდაც იქამდე გავძლო
-რას მეუბნები,თამრა, რას მეუბნები ხვდები?
-არ მინდა გესმის? ცოლად მომიყვანო და დაგაქვრივო, მთელი ცხოვრება წინ გაქვს
ვხედავ როგორ ცახცახებს მისი მხრები, როგორ დგება ფეხზე, ხელებს თავზე იწყობს,ვგრზნობ როგორ უჭირს სუნთქვა.
გული მეკუმშება.
-მგონი ძალიან ბევრი გამაყუჩებელი გაგიკეთეს, ჯობია დაიძინო
მობრუნებული კარში მდგომს მხედავს, ვეარ ასწრებს ცრემლების დამალვას.
ხელებს მთელი ძალით ვხვევ
-ახლა არ გაუნაწყენდე, გთხოვ- არ ვიცი როგორ წარმოვთქვამ სიტყვებს, არ რანაირად ვპოულობ ჩემ არეულ გონებაში ამ აზრებს.

***
ეძინა
მის გვერდით ვიწექი და ვუყურებდი, როგორ მშვიდად სუნთქავდა.
როგორ შემიძლია გაგიშვა.
შევეგუო უშენოდ ცხოვრებას, მხოლოდ მოგონებში მყავდე და ვერც კი გეხებოდე.
როგორ შემიძლია, ახლა ასე უმოქმედოდ ვიყო, ვერ ვიბრძოდე შენი სიცოცხლისთვის და ვცდილობდე რომ “სანამ” წუთები, საათები გავატარო შენთან.
ნუთუ ასეა სამყარო მოწყობილი.
როდესაც ბედნიერი ხარ, აუცილებლად სხვა რამ უნდა გეტკინოს?!
როდესაც იპოვი ადამიანს, მეორე უნდა დაკარგო?
ყველაზე სანატრელი წამების მოლოდინში, ყველაზე საძულველი უნდა იგემო?!
შუბლზე რაც გაწერიაო, ასეთი რამ, ვინ დამაწერა შუბლზე, ვინ მარგუნა რომ ყველა ძვირფასი, გულის ადამიანი უნდა დავკარგო.
მერე?!
როგორ უნდა ვიყო ბედნიერი?!
როგორ უნდა მქონდეს გული სიხარულით სავსე?!

მახსოვს, რამდენხანს ოცნებობდა, თავის ქორწილზე, როგორ ყველა დეტალი განსაზღვრული და მილიონჯერ გადაწყვეტილი ჰქონდა, როგორ უნდოდა უზარმაზარი თეთრი კაბა მოერგო და ჰყოლოდა ყველა შვილი.

ახლა?! ახლა მეშინია რომ თვალს თუ მოვხუჭავ აღარ იქნება, რომ ჩამეძინება და ისიც გეგასავით გამეპარება, რომ მასაც ისე ვიპოვი.
მასაც ვერ ვშველი, როგორც შენ ვერ გიშველე გეგა, ისიც უნდა მეტკინოს როგორც შენ მომკალი.

მე?! ცოცხალი როგორღა უნდა მერქვას.

ნაბიჯების ხმაზე ვცნობ.
ფრთხილად ვდგები რომ თამარა არ გავაღვიძო.
კარში თავჩახრილი დგახარ, ვხედავ როგორ გრძნობ ჩემ ტკივილის და შენც როგორ გტკივა.როგორ გიჭირს საძინებლის ზღურბლეზე გადმობიჯება.

მთელი ძალით ვიფარებ პირზე ხელებს რომ ჩემი სულის კივილი არ ამოვუშვა.
ხელებს ძლიერად მხვევს და სხეულზე მიკრავს, ოთხიდან ჩემიანად გადის.
-უჩა, მიშველე
ვხედავ მის ცრემლიან თვალებს.
ვიცოდი, რომ ვერ მიშველიდა.
ვერც ჩემ საუკეთესო ნაწილს გადაარჩენდა და ვერც მე ამ ტკივილისგან.


ხანდახან ვფიქრობდი, რა იქნებოდა თუ ადამიანს ეცოდინებოდა მისი დასასრულის დღე. იცხოვრებდა ის ყველა მომენტით თუ იმდენად გაქრებოდა მომავლის იმედი, რომ უიმედობაში გადაეშვებოდა.
მაგრამ ახლა, როცა ვიცი რომ უნდა წავიდეს, არ ვიცი რას ვგრძნობ, არ ვიცი რა უნდა ვქნა, კარგია თუ ცუდი ისიც არ ვიცი. მაგრამ რანაირად უნდა იყოს არა კარგი?

არ შემიძლია, არ შემიძლია გესმის?! შენი გაშვება არ შემიძლია !
***

შენთან ერთად გათენებები და დაღამებები არასდროს ამოიშლება ჩემი გონებიდან, სამუდამოდ აქ იქნება, ყველა შენი გაღიმება, შენი სიტყვები ყოველთვის სანატრელ მელოდიად ჩამესმევა ყურებში, იმ განთიადამდე.

-მეშინია - ჩემ მუცელს ეფერებოდა
ხმას ვერ ვიღებდი, ცრემლები მახრჩობდა, უკვე ძალიან სუსტად იყო.
-არ მინდა სიკვდილი ნინე, აქ მინდა ვიყო, თქვენთან. რატომ არ შემიძლია დავრჩე? ღმერთთან რომ მივალ ვეტყვი, ვეტყვი რომ ძალიან მატკინა, რომ არ მომცა დრო ბედნიერებისთვის, რომ მხრებზე შენი ცოდვით მივალ მასთან, შენი დატოვების, შენი ტკივილების ცოდვით. ღმერთს ვეტყვი, რომ ძალიან მტკიოდა,ყველაფერი ძალიან მტკიოდა ნინე, მაგრამ მე მაინც ამ ტკივილის დასრულებას, სიცოცხლეს ვამჯობინებდი. ღმერთს ვეტყვი ნინე, რომ აღარ გატკინოს

***

ტკივილი

ადამიანი ტკივილსაც რომ ვერ იგრძნობ, მაშინ ხარ მკვდარი.
იმ განთიადს მე ვერაფერს ვგრძნობდი.
ვეღარც ტკივილს და ვეღარც მარტოობას.
ვეღარც უშენობას.
ჩემი სხეული, ფიქრები, გული სულ მოეყინა ზამთრის სიცივეებს.

მხოლოდ იმ ერთ წამს ვიგრძენი, შენი ჯერ ისევ თბილი სხეული რომ ჩავიკარი გულში.

***

დაკრძალვის დღეს ატელიედან მე შენი სადედოფლო კაბით მოვდიოდი შენკენ.
ჩემი ხელით მოგარგე სხეულზე.
შენი თეთრი კაბა თალალა, შენი სადედოფლო ჩემო გულო, ჩემო ნაწილო.
შორიდან მესმოდა ნათიას სულის შემძვრელი კივილი.
სასახლის კიდეებზე, ჩაგიკეცე შენი კაბა.

თმაში შენ რომ თაიგული გინდოდა, ის კესანები ჩაგაბნიე, ჩემო ერთადერთო.

შენმა ვატომ, შენმა მარტოდ დარჩენილმა ვატომ, თითზე ის ნიშნობის ბეჭედი მოგარგო, ასე ძალიან რომ გიხაროდა, მთელი თითები დაგიკოცნა, შენთვის უჩვეულოდ რომ გაგყინვოდა.

დედოფალო, სასახლში იყავი შენი თეთრი კაბითა და კესანებით,მაგრამ არა იმ სასახლეში, სადაც შენ უნდა ყოფილიყავი.

იმ წამამდე მეგონა ვერაფერს ვგრძნობდი, შენ განსასვენებლად გაჭრილი მიწის გვერდით სანამ არ დაგასვენეს.

-ამ გაყინულ მიწაში როგორ დაგტოვო, ჩემო მცივანავ-სახიდან თოვლის ფანტელებს ჩემი ცრემლებით გიდნობ -აქ როგორ დაგტოვო, ვისთან დაგტოვო. ასეთი რა დავაშავე, რომ შენც დაგკარგე, ასეთი რა შემეშალა - გაყინულ ლოყებს გიკოცნიდი, მაგრამ ის სურნელიც კი აღარ გქონდა ჩემო - ღმერთს უთხარი რომ არ ვაპატიებ -ყურში გეჩურჩულები. ვცდილობ გაყინული შენი სხეული გავათბო, ჩემი სითბო გაგინაწილო.
ნეტავ სამართალი სად არსებობს.
ნეტავ რატომ დაიმსახურე შენ მიწად ქცევა,მაშინ როდესაც ვარსკვავად უნდა კიაფობდე ცამდე ბედნიერებით.

***
მერე?
მერე ისევ დღეები გრძელდება და ღამეები კიდევ უფრო იზრდება.
ფიქრები გაგიჟებენ.
ის რეალობა გშლის სადაც იცი რომ აღარაა.
იცი რომ აღარ მოვა, რომ ვეღარ დაინახავ, ვეღარ იგრძნობ.
იმის გააზრება რომ შენ ცოცხალი ხარ და ის მკვდარი.
გარდაცვალება.
ზოგიერთი ფიქრობს რომ სიკვდილი, ეს ოდენ პატივია, რადგან უფალთან მიდიხარ და ტოვებ ამქვეყნიერებას. სიტყვა “სიკვდილსაც” თავმომწონედ შეგისწორებენ “გარდაცვალებით”, მაგრამ მანამ სანამ მე ცოცხალი ვარ და ვიცი რომ ის აღარაა, როგორ ვუწოდო გარდაცვალება.
როგორ გავიარო ის ნაბიჯები, რომელსაც მასთან ერთად გავდიოდი. მივიდე იმ ადგილებში სადაც ერთად ვიყავით და შევეჩეხო იმ რეალობას რომ შენ აღარ ხარ.

ერთი წამის გამო, მხოლოდ ერთი წამის გამო ქრები არსებობიდან.
ვსო, მორჩი, აღარ ხარ.
როგორ უნდა შეეგუო იმ რეალობას რომ აღარაა, საერთოდ არსად.

მოგენტროს
ელოდო
ეძახო
ინატრო
და მაინც
ის აღარ მოვა.
ამ გრძნობას ვერსად გაექცევი, მით უფრო რეალობას.

***

აღარც გათენება იყო და აღარც დაღამება.
დროს უკვე აღარ ჰქონდა აზრი და აღარც აღქმა.
ფიქრები არ მტოვებდნენ, მე კი შენ ვერ გელეოდი.

-ნინე, ადექი - საძინებელში არც ვიცი მერამდენედ შემოდის თაბაგარი, ერთიდაიგივე სიტყვებით
ჩემ გვერდით ჯდება საწოლზე,მხრებზე მოკიდებული სევდით.
-უჩა, გთხოვ
-ნინე, მერამდენე დღეა ასე ხარ, ადექი და გამოდი ოთახიდან
-არ გესმის? არ მინდა. არ მინდა !
-ნინე, გთხოვ,ნუ აკეთებ ამას
გვერდს ვიცვლი, ზურგს ვაქცევ და საბანში მთელ სახეს ვიმალავ.
რატომ არ ესმის რომ არ შემიძლია.

***
ორმოცი
ციფრი გახსენდებათ პირველი თუ ადამიანის გარდაცვალებიდან განვლილი დღეები?
ჰო, მე მეორე.
ამბობენ სული, 40 დღის განმავლობაში ჯერ ისევ აქაა, მხოლოდ მეორმოცე დღეს მიდისო.
მე რატომ ვერ ვგრძნობდი მის გვერდით ყოფნას მთელი ეს პერიოდი?
არც სიზმრებში მოსულხარ ჩემთან.
მხოლოდ ფიქრები, მოზუზუნე ფიქრები.

უკვე მეშვიდე მთვეში მყოფს, სიარული კი არა სუნთქვაც მიჭირდა.
აქამდე ვერ მოვედი შენთან, თავს ძალა ვერ დავატანე რომ აქ მენახე.
ახლა კი
მოახლოვებულს შორდან მიღიმი.
მეგონა, ამ ქვისთვის გვერდიდან რომ შემომევლო შეგეხებოდი კიდეც. იღიმოდი, ისე როგორც იცოდი, ლოყაზე შენი ნაჩვრეტებიც კი ისეთი ნამდვილი იყო.
სუნთქვა შემეკრა, თავი ვერ შევიმაგრე.
ისე როგორც შენ გამოწვდილ ხელს, შენ საფლავის ქვას ვეყრდნობი,ბოლომდე, ყველა იმედიანად.

-კარგად ხარ? - ხელებს მხვევს თაბაგარი. მის მიმართ ჩემი ფერადი გრძნობებიც ნუთუ თან წაიყოლე თამარა?!
მისკენ მიბრუნებული ვხედავ კაცს, რომელიც მთელი ამ დღეების მანძილზე დაუღალავად ცდილობდა, რომ თავი მცირედით მაინც მეგრძნო უკეთ. კაცს, რომელიც მარტო ზრუნავდა უმცროს დაზე, ცოლზე და ჯერ არ დაბადებულ შვილზე. რომელიც ჩემი ყვირილის მიუხედავად ყოველ დილით წევდა ფარდებს საძინებელში.
ყოველ ღამით მელოდებოდა, როდის დავიმშვიდებდი სუნთქვებს ჩახშული ტირილის შემდეგ და მხოლოდ ამის მერე მხვევდა ხელებს, რომ უსიტყოვდ მეგრძნო მისი ყოფნა.
ვუყურებდი თაბაგარის ჩამქრალ თვალებს და ვხვდებოდი, რამდენად აღარ ვიყავი მისი ერთი ცალი ნინე.
რამდენად ვტკენდი.

თითებს მივაფერებ წამოზრდილ წვერზე და დაუფირქებლად ვხვევ ხელებს, უამრავი ფიქრის შემდეგ.
-მიყვარხარ - არც კი ვიცი გულში ვამბობ ამ სიტყვებს თუ ისე ჩუმად წარმოვთქვამ რომ ვერც კი გაიგოს, მაგრამ მისი მოხვეული ხელები და ჩვენ შორის ჩემი გაბერილი მუცელი მაგრძნობინებს რომ გაიგო.
***

იმ საღამოს ამ დროის შემდეგ პირველად იყო ვატო ჩვენთან.

ჰო, ვატო
მაგრა არა ის ვატო რომელსაც ვიცნობდი.
სულ სხვა იყო.
იდენად სხვა რომ წამით მზერა მეყინობა იმაზე ფიქრით, ნამდვილად ის იყო თუ არა.
-წასვლას ვაპირებ ცოტახნით - სასხვათაშორისოდ გააჟღერა დარდით მიჩუმებულ სამზარეულოში.
-ვატატო სად მიდიხარ ? - სამზარეულოს კარსი იდგა კეკე
-მოდი ჩემთან - მუხლებზე ისვავს მასთან მირბენილ კეკეს, ვხედავ როგორ ხვევს ხელებს კეკეს და მის მიღმა კიდევ სხვას.
“ვატატო” თამარა ეძახდა ხოლმე ასე, როცა რაიმე უნდოდა რომ ეთხოვა მისთვის.
-სად აპირებ წასვლას? - იდაყვებით ეყრდნობა მაგიდას უჩა
-არ აქვს მნიშვნელობა, მინდა რომ საერთოდ ყველაფერს მოვწყდე ცოტახნით.
-და არც მეუბნები სად იქნები?
-არა უჩა, ცოტა ხნით მარტო ყოფნისთვის ასეა საჭირო.
-მითხარი და არ ჩამოვალ თუ ამიტომ არ მეუბნები
-გასაგებად ვერ ვთქვი? - ისე უწევს მომენტალურად ხმას, ვხედავ როგორ ხტება მის მუხლებზე შეშინებული კეკე, არც თავად რჩება შეუმჩნეველი - მაპატიე კეკე - თავზე კოცნის, მუხლებიდან ისვავს და ისე გადის სამზარეულოდან სიტყვის თქმას ვერ ვასწრებ.
-ვატო !- ყვირილით მიყვება უკან თაბაგარი.

***
-ძალიან ენატრება თამარა ხო? - ჭურჭლის გამშრალებაში მეხმარებოდა აქამდე ჩუმად მყოფი კეკუ
-ჰო, ძალიან ენატრება
-მეც ძალიან მენატრება,მაგრამ ვიცი რომ ახლა დედიკოსთან ერთადაა და არ ვნერვიულობ
-ჰო, ახლა შენი დედიკო მიხედავს თამარას და ახლა შენ დიდიკოს გააგიჯებს ხოლმე

ნეტავ, მართლა რა ხდება იქ.

“ახლა შენ მიხედე ჩემ გოგოს შალვა ! ისე ბრაზობდი მე რომ მისით ვხარობდი რომ წამართვი არა?!” -გამახსენდა როგორ დაატირა ნათიამ.

“გეგა, შვილო ჩემ ნიკას მიმიხედე იქ, აქ მე მივხედავ დედაშენს, მე ხომ ვიცი რა დღეები ელის, რა უნდა გამოაროს”

ნეტავ იქ, საერთოდ რაიმე თუ არსებობს.
ნეტავ მართლა თუ შევხვდებით ერთმანეთს.


საბედისწერო ტარო IV



-ბროწეულები მოგიტანე ! - მკერდზე აკრული ხელებით უაზრმაზარი, სიმწიფისგან დამსკადრი ბროწეულები მოაქვს და ხის ძირში მჯდომს, ამობურცული მუცლის ქვეშ მიწყობს.
-რამდენია! როგორ მიყვარს -ყველაზე დიდს ვიღებ და ხელით ვხეჩავ, ვგრძნობ როგორ მეშხეფება წვეთები სახეზე- ვაიმე, სულ გავიწუწე-მზერას ვუსწორებ ჩემ წინ ჩამუხლულ თალალას.
სუნთქვა მიჩერდება, მომღიმარს ვუყურებ,მახსენდება მისი დაკრძალვა, იმის გააზრებას ვიწყებ, რომ აღარ არის.
ვუყურებ
ვიცი, რომ აღარაა,მაგრამ ჩემ წინ არის და მიღიმის
-ნინე, სულ დაგესვარა კაბა, შეხედე- მუხლებში ჩაყრილ ბროწეულს დაყურებს.
ხეზე მიყრდნობილი, გაჭირვებით ვიწევი წინ, ჩემი უზარმაზარი მუცლის გამო, ვერც კი ვხედავ ბროწუეულებს.
ვსწორდები.
ჩემი თეთრი კაბა, უბეში მთლიანად მწიფე ბროწეულისფერი გამხდარიყო. ფეხებზე სისველესა და სითბოს ვგრძნობდი.
ხელებს ვეყრდნობი და ვცდილობ სხეული დავძრა.
ხელისგულები მისველდება.
სხეული მიცახცახებს.
მთლიანად წითელი იყო ჩემი ხელები, ბალახი ჩემ გარშემო.
-რა ხდება, რა ხდება
თამარას ტირილი მაკრთობს, ვუყურებ როგორ ჩამოსდის ღაწვებზე წითელი ცრემლები.
-ნინე... -შორიდან ჩამესმის მისი ხმა, მე კი მხედველობა მებინდება
-არა ! არა ! მიშველე - მუცელზე ვივლებ ხელებს - არ დამტოვო, გევედრები არ დამტოვო


-გაიღვიძე პატარავ, გაიღვიძე
ნელ-ნელა უფრო ნათლად აღვიქვამ შეხებებს, ხმა უფრო ახლოდან მესმის, სველ ქუთუთოებს გაჭირვებით ვაშორებ ერთმანეთს.
-ნინე, მორჩა გესმის?! სიზმარი იყო, მხოლოდ სიზმარი - თაბაგარს მკლავებში ვყავარ მოქცეული და ცრემლებს სახიდან მიშრობს.
უხეშად ვკრავ მკერდზე ხელებს და ზეწარს ვიშორებ სხეულიდან
-რას აკეთებ ნინე
ჩემ კრემისფერ საღამურს დავყურებ, იმის მოლოდინში რომ სიზმარი რეალობაში გადმომყვებოდა.
ღრმა ამოსუნთქვით, ვფანტავ კოშმრის მარწუხებს.
-ნინე - მთელი სხეული მიკანკალებს, მუცელს ძლიერად ვხვევ ხელებს
-დამესიზმრა-ხმა მიწყდება,გადაყლაპული ცრემლების გემოს ვგრძნობ
ხელებს მხვევს და ისევ მის სხეულზე მიკრავს უთქმელად
-კარგადაა, ისიც და შენც კარგად ხართ, აქ ვარ. არაფერი გემუქრებათ გესმის?!


***
არ მახსოვს როდის ჩამეძინა, გაღვიძებულს თებერვლის მზე შემეგება.
გაჭირვებით წამოვდექი საწოლიდან.
სარკეში ვუყურებდი ჩემ თავს.
“-ფეხმძიმედ რომ იქნები, იცი რა უნდა გავაკეთო?! აი ბავშვის ოთახისთვის, ყოველ თვეს უნდა გადაგიღო ფოტოები პროფილში და მერე ბოლო როგორი იქნება იცი? ხელში რომ გეკავება. სადღაც ვნახე, ისეთი მაგარი იყო და ეს ფოტოები მერე კედელზე ჩამოვკიდოთ დიდად !
-იქნებ ჯერ შენ იყო, რა მაინცდამაინც მე უნდა გამიკეთო?
-კარგი რა ნინე? ჯერ შენ გახდები დედა, აი ნახავ ! ღმერთო, რა ლამაზი იქნები ფეხმძიმე
-თამარა, მექნება დიიიიდი მუცელი და კიდევ ბევრი + კილოგრამი
-ყველაზე ლამაზი ფეხმძიმე იქნები აი ნახავ ! “

ხალათს ვიცვამ და საძინებლიდან ნელი ნაბიჯებით გავდივარ.
-სულ 1 თვეც დედი და მერე გამოიჩეკო უნდა - ცალ ხელს კიბის სახელურს ვხვევ, მეორეთი კი შენ გეფერები.

-გაიღვიძე? - აშკარად ჩემი ნაბიჯების ხმა ესმის სამზარეულოში მყოფს
-ჰო, დილამშვიდობის - კარში ატუზულს წინ ვუდგები
-დილამშვიდობის -ტუჩებზე მატოვებს კოცნას და გვერდით იწევა - ჩაი?
-აჰამ... - სკამზე ვჯდები და ვუყურებ, როგორ მიმზადებს ჩაის - წუხელ ძალიან შეგაშინე?
ვხედავ როგორ ჩერდება რამდენიმე ხანს, შემდეგ ჩემკენ ბრუნდება ჩაის ფინჯნით ხელში
-ვერ გაღვიძებდი, გინდა ვისაუბროთ ამაზე?
-არა, ახლა არა

***

-ნინე ! მოვედით - მისაღებში დივანზე ვიჯექი და ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი დედას ხმა რომ შემომესმა.
ლეპტოპს გვერდით ვდებ და ფეხზე წამოდგომას ვცდილობ
-იმდენი ხილი მოგიტანეთ ღიპუცა - კეკე ჩემკენ მორბის და ხელს მიწვდის დასახმარებლად
-მადლობა ჩემო ერთადერთო -მის თითებს ვეჭიდები და წელში ვსწორდები,
სამზარეულოში მასთან ერთად შევდივარ.

ჩანთებით დახუნძლული უჩა ლოყაზე მაკრობს ტუჩებს და დახლზე აწყობს ყველაფერს.
-ნახე დედი, რა მოგიტანეთ - ერთ-ერთი ჩანთიდან ბრწოწეულებს იღებს დედა
-არა, არა - ვერც ვიაზრებ ისე ვიხევ უკან - გაწიე ! -საკუთარი კივილის ხმა მაკრთობს - მოაშორე, გადააგდე !
-ნინე - ჩემკენ მოდის უჩა, ვხედავ როგორ მოაქვს ხელები ჩემკენ, მისი შეხება მაკრთობს
-მოაშორე უჩა ბროწეულები - მუცელში ტკივილს ვგრძნობ
-დამშვიდდი, გადავყრი ახლავე- სკამზე მსვავს და ჩემ წინ იმუხლება
ფეხებზე სისველეს ვგრძნობ.
-არა, არა - სარაფანს დავუყურებ, ბროწეულის ფერებს ვეძებ - დედა,სისხლდენა მაქვს, დედა მიშველე

ვკარგავ
იმ ერთადდერთს ვკარგავ
სიკვდილის ერთადერთ საშველს, ახალ სიცოცხლეს ვკარგავ.
მასაც ვკარგავ
მასაც მართმევენ

-არაფერია, ნინე არაფერია - დედას ხელებს ვგრძნობ სახეზე

***
ყოველდღიურად უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა შიშები.
ყოველ ღამით, მესმოდა სუროსავით როგორ ედებოდა მთელ საძინებელს საშინელი ფიქრები და შიშები.
მეშინოდა დაძინების, რომ ვნახავდი ისევ სიზმარს და ბოლოს მართლაც გადმომყვებოდა რეალობაში.
მეშინოდა გაღვიძების, სისველის შეგრძნებისა და წითელი ფერის.

-ნინეკო, გძინავს? - კეკეს ჩუმი ხმა მომესმა. გვერდი ვიცვალე და კარში მდგომი მისი პატარა სხეული დავლანდე
-მოდი კეკე, მღვიძავს.
ჩემკენ მორბის და საწოლზე ცოცდება, ჯერ ისევ საღამურები ეცვა.
-დღესაც მოწყენილი ხარ?
მერამდენე დღეა, არც კი მოვფერებივარ.
არც ერთად გვითამაშია
გვისაუბრია
და არც ვარსკვლავები დაგვითვლია, ჩვენ ჰამაკში.
რამდენი ყურადღება დავაკელი, რამდენი ჩახუტება და სითბო.
-ცოტა, მაგრამ მითხარი რა გინდა რომ გავაკეთოთ? -მის ხელს საკუთარში ვიქცევ და ჩემკენ ვქაჩავ, მთელ სხეულზე ვიკრავ და მონატრებულ მის სურნელს შევიგრძნობ.
-ვიცი რომ ცუდად ხარ, არაფერი არ მინდა. უბრალოდ შენთან ვიქნები კარგი, რომ არაფრის შეგეშინდეს -ლოყაზე მაფერებს მის თითებს.
-იცი რომ ჩემი საოცრება ხარ?
-შენ ჩემი ! -სახეს ჩემკენ წევს და ცხვირს მიხახუნებს
-ახლა მართლა ძალიან მოწყენილი ვარ და ცოტა მეშინია, მაპატიე რომ ისე აღარ გეფერები და გეთამაშები, როგორც ადრე კარგი? იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ და მალე კარგად ვიქნები და- ტუჩებზე მაფარებს ხელს და სიტყვას მაწყვეტინებს
-ნინეკო, მე აქ ვარ და ვიცი რომ ძალიან გიყვარვარ. სულ ყველაზე ძალიან -
ვუყურებდი მის შავ თვალებს, უძიროსა და უკიდეგანოს და ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი პატარა და ამხელა ფიქრებითა და სიყვარულით.

***
“ორი კვირის წინ დამესიზმრა. ბროწეულები მომიტნა, ისეთი ლამაზი იყო,ისეთი ბედნეირი.
დამესიზმრა რომ პატარას ვკარგავდი, სულ სისხლიანი ვიყავი, იჯდა ჩემ გვერდით და ტიროდა.
ყოველ ღამით მეშინია, მინდა რომ დამესიზმროს, მაგრამ ისე მეშინია,რომ იგივე ვნახო.
მგონია რომ დავკარგავ ბავშვს, ყოველ დღე უფრო და უფრო.
ფიქრებს ვერ ვიშორებ.
მგონია რომ ხელში ვერ ავიყვან.
მგონია რომ მასსაც დავკარგავ.
აღარ ვიცი მერამდენედ გწერ.
ვიცი რომ კვლავ არ მიპასუხებს.
იმდენი ხანია შენი ხმაც კი არ გამიგია.
მომენატრე.
მჭირდები და მინდა რომ აქ მყავდე.
მიყვარხარ
გთხოვ, დაბრუნდი”
***
ნაბიჯებს ვითვლი მძიმე სუნთქვებს შორის.
ხის კარის წინ ვჩერდები.
ამ დროის მანძილზე პირველად ვარგებ საკეტს გასაღებს.
შენი დაკარგვის შემდეგ არ ვყოფილვარ აქ.
არ შემეძლო, უბრალოდ არ შემეძლო.
შეღებულ კარს მიღმა შემეგებნენ მოგონებები.

“ღმერთო, კაცი გიწევს შიგნით? რამსიმძიმეა !”
გვერდი ამიარა ორმა გოგონამ, თავისზე დიდსა და მძიმე დივანს რომ ეზიდებოდნენ კიბით.

საკუთარ ანარეკლს ვუსწორებ მზერას.
“აიი აქ, უმაგრესი ფოტოები გამოვა ხოლმე !”

სამზარეულოს ჭერზე, ჯერ ისევ იყო მწვანე ლაქები
“ოხ, დედაშენის ტყემალი, ამ შემწვარ კარტოფილს დააკვდება.”
მერე იყო შხეფები ჭერზე, მწვანე და მჟავე შენ”

ყველა კუთხე გაჟღენთილი იყო შენით, ისე მოუშორებლად როგორც ის ლაქა ჭერზე.

საწოლზე ვიწექი, როგორც მაშინ, ჩემი ქორწილის წინა ღამეს.
როგორ გაგიხარდა, როგორ ძლივს იკავებდი კივილს, ჩემი ფეხმძიმობის ამბავი რომ გაგიმხილე.

შენ ყოველთვის იძინებდი ფანჯრის მხარეს.
მაგრამ გაღვიძებისას, მუდამ ჩემ ნახევარზე იყავი, ჩემში ახლართული.
“ რა ვქნა ნინე? მარტო ძილს ვარ მიჩვეული. საწოლს მე არავინ მითბობს”

სადღაც ჩემი მობილური კიოდა.
-ხო უჩა
-სად ხარ ნინე?
-ჩემთან ვარ სახლში
თითქოს ღაწვზევე ვიგრძენი მისი მძიმე ამოსუნთქვა.
-კარგად ვარ, მოხვალ?
-მოვალ

***
- ძველი დრო მომენატრა- აივანზე ვისხედით და მის ჩაბნელებულს ვუყურებდით.
-რა მოგენატრა ძველი დროიდან?
-ჩვენი დასაწყისი, გახსოვს ადრე რომ გითხარი, სხვა დროს მოგიყვები თქო
-მახსოვს, როგორ არ მახსოვს
-თამარამ წამიყავანა ერთ ქალბატონთან, სანდრასთნ - მეღიმება, როცა მისი სახე გამახსენდა, როგორ ჰქონდა ორი ხელით ყელი ხვეწნით ჩამოწელილი - ვითომ გავყევი და ბოლოს ჩემზე ამკითხავა. ხო და იქ მითხრა სანდრამ, შავტუხა ბიჭი გამოჩნდება შენ ცხოვრებაში, 2 კვირის განმავლობაშიო და მისი სახელი დაიწყება “უ”-თი-ო
-მეღადავები ხო?
-ნწუ - მეცინება, ჩემი რეაქცია რომ გამახსენდა, მაშინ სადრას სიტყვებზე - ხო და მოკლედ მაშინ გამოვლანძღე ეს ქალი და თამარა. მერე ზუსტად ორი კვირის შემდეგ იყო ის საღამო ბარში რომ შევხვდით- გაოგნებული მიყურებდა- თამარას კითხე- უცებ მიქრება სახიდან ღიმილი, ხმა მიწყდება, მზერა მებინდება- მაშინ წვიმაში რომ შევხვდით, ტელეფონი სახლში დამრჩა და თამარა მელოდებოდა აქ, გახსოვს? ხო და შენ რომ მომწერე, მას წაუკითხავს.ვინ არისო, გაგიჟდა და სახელი რომ არ ვიცოდი შენი დაურეკა ტასიკოს, როგორ მომენატრა ტასიკო. მაშინ თამარამ იკივლა შენი სახელი, რომ მომწერე მეძახდითო? გაგიჟდა, დამთხვევა როგორაა, ეგ არისო. ხო და ასე აღმოჩნდი საბედისწერო ტაროსა და ქალბატონი სანდრას ნაწინასწარმეტყველი უჩა, შავტუხა და ქაოსიანი
-კიდევ რა მოგენატრა წარსულიდან?
-ქაოსი- რამდენიმეხნიანი დუმილის შემდეგ ვუპასუხე- იმ ყველაფერს ალბათ სხვა ხიბლი ჰქონდა. შენ სახლში სინათლეს და აივანზე შენ რომ გელოდებოდი ხოლმე.
-დავიგივანებ ხოლმე ახლაც და დამელოდე
-ო... არა ის სხვა იყო.იცი, მაინც იცვლება ყველაფერი,როდესაც წყვილი ოჯახი ხდება. თითქოს, გაოცება, მოლოდინი, ცუღლუტობა, სიანცე ქრება.არა, კი არ ქრება, იმდენად იჟღინთები იმით რომ ყველა წამი ერთმანეთისაა, რომ ვეღარც ამჩნევ.
-რაიმეს ნანობ ნინე? - გარინდული მზერა მოპირდაპირე აივანს მისმა შიშშეპარულმა ხმამ მომაწყვეტინა
-არცერთი წამით
-იქნებ ფიქრობ რომ ვიჩქარეთ, იქნებ რამე ისე არაა როგორც შენ გინდოდა
-უჩა - მისკენ ვიწევი, სახეს ხელებში ვიქცევ და თითებით ვეფერები - ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იცი რომელი იყო ჩემი? გახსოვს ის დილა? კიტაზე გაბრაზებული რომ გეჩხუბე, მიმავალს დარჩენა რომ გთხოვე. სწორედ ის იყო ჩემი პირველი სწორი გადაწყვეტილება და ახლაც ყველაზე ბედნიერი ვარ შენით. იმაზე მეტად გამაბედნიერი ვიდრე წარმოვიდგენდი.ჩემთვის, კეკესთვის და ჩვენი შვილისთვის საერთოდ სხვა გახდი, ხანდახან გიყურებ და ვერ გცნობ, ის უჩა რომ ხარ,რომელიც არსაიდან გამოჩნდებოდა, თმას შემისწორებდა, ლოყაზე მაკოცებდა და მერე უცებ ისევ ისე ქრებოდა, მე კი მტოვებდა ამღვრეულს.
ხანდახან ვფიქრობდი, რომ ჩვენი ურთიერთობა აი ამ სახლს არ გაცდებოდა. მეგონა მხოლოდ აქ ვიყავით ჩვენ და ამის იქეთ უბრალოდ ნინე და უჩა. ვერ წარმოვიდგენდი რომ გვექნობდა სახლი, ჩვენი სახლი, სადაც ყველა გათენება თუ დაღამება ერთი გვექნებოდა. რომ სახლში უნდა დაგლოდებოდი და არა აი ამ აივანზე, იმის შიშით რომ შენ აივანზე შუქი არ აინთებოდა, ან ვინმე სხვა არ დამენახა.
-ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სხვების მსგავსი წყვილი. არც დასაწყისი გვქონია ყველასნაირი და ვიცი, რომ დასასრულიც ჩვენი საკუთარი გვექნება. მე არ მიტკენია ისე, როგორც სხვები ტკენენ საყვარელ ქალბატონებს, მე სულ სხვანაირად გატკინე, გატირე და განერვიულე.არც შენ ყოფილხარ სხვებივით, ისეთი რამეების გადატანა მოგიწია, ისეთი გამოცდების ჩაბარება. მე დღემდე შენთვის არც ვალენტინობა მომილოცია და არც რვა მარტი. გგონია არ ვფიქრობ ამაზე? ჩვენ პაემანი არ გვქონია. არც შენ გამო მიჩხუბია ვინმესთან, არც ძვირფასი საჩუქრები გამიკეთებია. ერთიანად დაგატეხე ყველაფერი თავს. იცი, ძალიან მეშინოდა რომ ჩაგგკარგავდი ჩემში და გაგაუფერულებდი, ჩემი ცხოვრების გამო,მაგრამ ნინე - ჩემ ხელებს საკუთარში იქცევს - იმდენად ძლიერი აღმოჩნდი, მართლა არ მეგონა. ახლა ვხვდები რომ შენი მოფრთხილება კი არა, გაბედნიერება და გაძლიერებაა ჩემი ვალი.
-არასოდეს, არასოდეს დამტოვო გესმის?
-უშენოდ ვერ ვიცოცხლებ -მის თბილ ტუჩებს ვგრნობ საკუთარზე და მლაშე გამოს მათ შორის.


***
უკვე მეცხრე თვეში ვიყავი.
მოძრაობა კიდევ უფრო მეტად მიჭირდა.
აღარც შენ ისვენებდი ჩემ მუცელში დე.
ისე გელოდებოდი, წუთებს ვითვლიდი, როდის დამიმშვიდებდი ბობოქარ ფიქრებს, შეშინებულ გულსა და გაფანტავდი ჩემ შიშებს.

სამზარეულოში ვიყავი კარზე ზარის ხმა რომ შემომესმა.
ძლივსძლივობით მივბანჩალდი კარამდე.
კეკე და დედა უკანა ეზოში, გაზაფხულის პირველ ნარგავებს რგავდნენ.

გამოღებულ კარს მიღმა უცნობი, სოლიდურად ჩაცმული რამდენიმე მამაკაცი იდგა.
ფეხის ტერფებიდან დამიარა უცნაურმა შეგრძნებამ.
შიშმა მთელ სხეულზე ბუსუსებად დამაყარა.
-გისმენთ
-თაბაგართან ვართ - მაჯაზე პერანგის მკლავებს ისწორებდა და თვალს არ მაშორებდა ერთ-ერთი მათგანი.
-უჩა ახლა სახლში არაა, რომ სცოდნოდა მოხვიდოდით, აუცილებლად დაგხვდებოდათ - კარის სახელურს მჭიდროდ შემოვაჭდე თითები,აცახცახებული სხეულის დასამალად.
-ნინე თაბაგარი ხომ?-მთელი ყურადღება უკვე ჩემკენ გადმოეტანა უცნობს.
-დიახ- უზარმაზარი ჰუდის ქვეშ დამალულ ჩემ მუცელს,თითები გადავუსვი, მკვეთრი დარყმებით მაგრძნობინებდა, რომ ჩემთან იყო.
-როდის ელოდებით?
-ყოველდღე-გულისცემა იყო დე, თუ შენ, ყელში მებჯინებოდა.
-მარტო შეიძლება მერე თქვენი დარჩენა? შეიძლება - ხელი ჩემკენ რომ გამოიწვდინა,ინსტიქტურად უკან დავიხიე,მუცელს ორივე ხელით გადავეფარე
-არა !
-მაპატიე - ხელები ზემოთ აღმართა და ქამარში ჩაჩურთული სიცივეც გამოუჩნდა.
დაინახა ჩემი მზერა, მაშინვე ჩამოუშვა ხელები და პიჯაკი ერთი ღილით შეიკრა
-საკმაოდ დიდი გზა გამოვიარე, იქნებ მიმასპინძლოთ, თაბაგარის მოსვლამდე?
-მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მაგას, რასაც პიჯაკის ქვეშ მალავთ გარეთ დატოვებთ თქვენ თანმხლებთან ერთად, სახლში ბავშვია
ზორბა თანმხლებები ოდნავ შეირხნენ.
ჩაიცინა უცნობმა.
-ნამდვილად ის ნინე ხარ, რუსეთის ციხეში რომ ჩააკითხა თაბაგარს-ქამრიდან იარაღს იღებს, ერთ-ერთს აწვდის,.პიჯაკის კიდეებს განზე წევს ჩემ დასანახად, რომ არაფერი აღარ აქვს.
გვერდით ვიწევი და სახლში ვატარებ.
მისაღები ოთახისკენ მიმავალს, ნელი ნაბიჯებით მივყვები უკან.
დივანთან მისული თავით მანიშნებს შეიძლება თუ არა დაჯდომა და მეც თანხმობის ნიშანს ვაძლევ.
-დავურეკავ უჩას, რომ მალე მოვიდეს- სამზარეულოში დატოვებული ტელეფონისკენ მივდივარ.
მისი თვალთახედვის არედან გამქრალი, სუნთქვის დამშვიდებას ვცდილობ.
საზმარეულოს დახლს ხელებით ვეყრდნობი და ღრმად ვიწყებ სუნთქვას.
-შეიძლება ყავა? - უკნიდან მესმის მისი ხმა, მე კი შიში მაკრთობს - მგონი შეგაშინე- გვერდს მივლის და იქვე სკამზე ჯდება
ყავას ვასხავ და ფინჯანს წინ ვუდგავ
-მადლობა
-ნინეკო - კეკეს ძახილი და ნაბიჯების ხმა მესმის, მალევე ვხედავ მის მომღიმარ სახეს, რომელიც უცნობის დანახვისას წამში იღრუბლება
-გამარჯობა- ღიმილით ესალმება უცნობი.
კეკეს უკან დედას ვლანდავ.
შიში მთლიანად მმოსავს.
-უი, სტუმარი გვყავს?
-დადუ ამილახვარი -ფეხზე იმართება და დედას ხელს ართმევს. სუნთქვას ვწყვეტ, სანამ არ ვხედავ როგორ ანთავისუფლებს საკუთარი ხელებიდან დედაჩემის ხელს.
-დედა, შეგიძლია კეკე საძინებელში აიყვანო, გამოიცვალოს და სამეცადინო აქვს- არ მინდოდა რომ კეკე მის გვერდით ყოფილიყო.
-რა თქმა უნდა დე, ზემოთ ვიქნებით - თითქოს ჩემ ღელვას ამჩნევს დედა- წავიდეთ ბე- ხელს კიდებს და ისე გადიან სამზარეულოდან ჩემ აღელვებულ სუნთქვასაც თან მიიყოლებენ.
ის ყავას სვავს.
დადუ ამილახვარი.
იჯდა ჩემ სამზარეულოში დიდი სიმშვიდითა და მუქი აურებით.
მიირთმევდა ყავას და გაყურებდა ფანჯრიდან ჩემი ბაღის ხედებს.
-როგორ შეძელი? -არ მიყურებდა
-ვერ მივხვდი
-კარგად იცოდი მისი სტატუსი,ცხოვრება, ელოდებოდი ციხეში მყოფს, გახდი მისი ცოლი და უჩენ შვილს-ჭიქა ლამბაქზე ფრთხილად დააბრუნა და მზერა გამისწორა
-უბრალოდ ადამიანი უნდა დაინახო, შინაგანად და არა მისი სტატუსებითა თუ იარლიყებით.მასთან თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნო-არც კი მესმოდა რატომ ვსაუბრობდი მასთან ასე გულწრფელად.
ალბათ მინდოდა დამენახებინა რომ უჩა კარგი იყო, რომ მისი ცხოვრება არ იყო არჩევანი.
-უსაფრთხოდ? - ოდნავ ეღიმება - შემომხედე, მე აქ ვარ. შენ სახლში ვზივარ და ყავას მივირთმევ, როგორ ფიქრობ უსაფრთხოდ ხარ?
-პირველ რიგში, ვიცი რომ უჩა ისეთს არაფერს დაგიშავებდა შენ, რომ ჩემთვის დაშავების მიზეზი გქონდეს და მეორე, არც ისეთი ნაძირალა მგონიხარ, ფეხმძიმე ქალზე ხელი რომ აწიო,თუნდაც იარაღი
უკვე ხმით ეცინება.
-ჰო, ნამდვილად ის ხარ ვინც თაბაგარს შეშვენის, მაგრამ უფრო მეტიც ალბათ.ვწუხვარ თქვენ ქორწილს რომ ვერ დავესწარი
-დაპატიჟებული იყავით? - პირში სიმშრალის გასაქრობად ნაჩქარევად ვავსებ წყლით ჭიქას და მის პასუხამდე სულმოუთქმელად ვცლი.
-გაგიკვირდება და კი- ცარიელ ყავის ფინჯანს იღებს და ჩემკენ მოდის, ჩემ უკან ნიჟარაში ისე დებს, თვალს არ მაშორებს, მე კი უარესად მცრის.

კარის ხმას მოვყავარ გონს.
ნაბიჯებზე ვცნობ
ის არის.
პირდაპირ სამზარეულოში შემოდის და ვხედავ როგორ ერთიანად ეშვება მისი დაძაბული ნაკვთები.
-ამილახვარ- სუნთქვებს აყოლებს წარმოთქმულ გვარს, დაჭიმული სხეულით უახლოვდება და ხელს მტკიცედ ართმევს -რატომ არ გამაგებინე ჩამოსვლას თუ აპირებდი- მზერას ჩემკენ აპარებს და მაშინვე მიხვდება,შიშებს.
ჩემკენ მოდის, წელზე მავლებს ხელს და შუბლზე მკოცნის.
-ყველაფერი კარგადაა, ძველი მეგობარია - ყურთან მეჩურჩულება.
-შენმა მეუღლემ ბიჭები და ჩემი მეგობარიც კი გარეთ დამატოვებინა, ისე არ გადმომაბიჯებინა ზღურბლს მიღმა - მის სიტყვებზე ეღიმება, კიდევ ერთხელ მკოცნის და ზურგით მყოფისკე ბრუნდება
-მე ისიც მიკვირს რომ გადმოგაბიჯებინა -ქურთუკს იხდის და მაგიდასთან ჯდება - რა ხდება დადუ, აქ რამ მოგიყვანა
ვხედავ როგორ გადმოაქვს მზერა ამ უკანასკნელს ჩემკენ
-ნინესთან არაფერია დასამალი, შეგიძლია თავისუფლად ისაუბრო-წამში უხვდება თაბაგარი ფიქრებს.
-კიტა- მხოლოდ ერთ სახელს აჟღერებს დადუ ამილახვარი და მთელ ოთახშიც დაძაბულობა ისადგურებს.
-ჯანდაბა, ისევ რამე შარში გაეხვა?
-”ვოლკი”ს გოგოსთან აქვს ურთიერთობა,შარში გახვევა კი ჯობდა
-შენ მერე მაგ თემასთან რა?
-მე არაფერი უჩა, პირადად. მაგრამ “ვოლკმა” მე მთხოვა შუამავლად მოსვლა, იცის რომ კიტას შენ პატრონობ და ხელს შენ გამო არ ახლებს, მაგრამ ხომ იცი რომ არ გამოვა ეგ საკითხი.
-და მერე რა თუ ურთიერთობა აქვთ? -ისე ვეჭრები საუბარში, ორივე გაოგნებული მიყურებს- მხოლოდ იმიტომ ვერ იქნებიან ერთად რომ ვერ შეარჩიეს ვინ ვისი მხრიდან იყო?
-ნინე, არაა ესე მარტივად საკითხი- მაგიდას იდაყვებით ეყრდნობა უჩა
-რა არის მარტივი, რომ აუკრძალო იმ გოგოსთან ურთიერთობა?
-იმ გოგოს მამა, კიტას მამის მკვლელია - ამილახვარი ერთიანად მაზიარებს დაფარულ, აკრძალულ მხარეს და სულს მიფორიაქებს.
მე ვშრები.
თვალის ჯებირებზე მომდევნო ბედის მუხთლობის ცრემლები მასკდება.
მძიმე ამოსუნთქვას თან ვაყოლებ გულისტკივილს.
-კიტამ იცის? - მხოლოდ ორ სიტყვას ვუყრი თავს.
ვხედავ როგორ მარიდებს მზერას თაბაგარი.
მხოლოდ დადუ მიყურებს.
არ იცოდა.
არ იცოდა რომ უყვარდა იმ კაცის შვილი, რომელმაც მამა მოუკლა. ის კაცი ვის გამოც თავშესაფარში გაიზარდა და ოჯახი დააკარგინა.
ბედის უკუღმართობა.
სასაცილოა არა?!
“ვოლკი” იყო ის კაცი, რომელმაც სპეციალურად გამართულ ქორწილში მოკლა ადამიანი და ამ მკვლელობისთვის სხვას ააღებინა პასუხისმგებლობა.
შემეცოდა.ჰო, ეს იყო პირველი გრძნობა,რაც კიტას მიმართ გამიჩნდა.
ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრებაში სიყვარულის დრო რომ დაუდგა.
არაფრისგან პიროვნების შექმნა რომ დაიწყო.
საბოლოოდ რომ გადაწყვიტა ჭამობიდან ამოსვლა,შურისძიების ყივილი რომ ჩაიკლა, სწორედ მაშინ ისევ იქ, იმ ქორწილის დღეს, მამამისის ხელის გაშლის მომენტამდე მიიყვანა ცხოვრებამ.
ნეტავ, შეუძლია უყვარდეს,მისით იცხოვორს, ვინც იმ ადამიანის შვილია ვინც სიყვარულის წამამდე ცხოვრება წაართვა?!
ნეტავ შეძლებდა კიტა, რომ კვლავ ყვარებოდა?!
-თუ არ ეტყვით? რატომ არ შეიძლება რომ წარსულის გარეშე იყვნენ ერთად
-ვისთან ნინე, საკუთარი მამის მკვლელის სახლიში შევიდეს, ისე რომ არაფერი იცოდეს?
-უკან ვეღარ დავაბრუნებთ უჩა, ისევ იმ სიბნელეში დაბრუნდება, ისევ შურისძიების სურვილით აივსება
-ნინე, დამიჯერე. ახლა რომ დავუმალოთ ერთ დღეს აუცილებლად გაიგებს და შემდეგ უფრო მძიმე იქნება მისთვის - თავი ჩაეხარა დადუ ამილახვარს.
***

“დღე-დღეზე ველოდები პატარას,ისევ არ ვიცი სად ხარ ან როგორ.
მინდა იცოდე რომ ყველა დღე გელოდები, გათენებიდან დაღამებამდე. ვიცი რომ გჭირდება ეს ყველაფერი, ვიცი რო ძალიან გენატრება, ამ მონატრებას მეც ვერაფერს ვშველი. მაგრამ არ მინდა რომ მარტო იყო, არ მინდა რომ შენც მხოლოდ ფიქრად მყავდე და ვერ გხედავდე, ვერ გეხებოდე,შენი მონატრებაც სუნთქვას მიმძიმებდეს.
დაბრუნდი, გთხოვ დაბრუნდი და თუნდაც სულ სხვა იყავი. უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ უკეთ ხარ, რომ გხედავდე.
ძალიან მენატრები, ალბათ ეგოისტურად, მაგრამ მგონია, რომ შენ თუ ჩემთან იქნები მის სიახლოვესაც ვიგრძნობ.
ძალიან მეშინია, ყველაფერის მეშინია გესმის?!
დამესიზმრე
მეძახდი
და მე ვერ გპოულობდი
მხოლოდ ერთხელ მაინც მოდი, ერთხელ
ნეტავ თუ ნახულობ მაინც ჩემ წერილებს.
შენამდე მაინც თუ აღწევს.
გელოდები
მიყვარხარ ! “

***
-რას აპირებ კიტასთან? - მის მკერდეზე მედო თავი. მესმოდა როგორ სწრაფად უცემდა გული, ფიქრებით ვიცოდი, სადღაც შორს დაფრენდა.
მძიმე ამოსუნთქვა ამოაყოლა ჩემ კითხვას.
-არ ვიცი, უნდა დაველაპარაკო, ვერ ავუკრძალავ სიყვარულს. მაგრამ სიმართლესაც ვერ დავუმალავ.
-რაიმე რომ ჩაიდინოს
-კიტა არაა მკვლელი, ვერ მოკლავს ადამიანს
-შენ რას იზავდი მის ადგილას?
-ახლა იმდენად ძლიერ მიყვარხარ, ვიცი რომ შენ აგირჩევდი და არცერთი წამით არ შევწყვეტდი შენ სიყვარულს, მაგრამ მე არ გამომივლია ის ყველაფერი რაც მან.მხოლოდ მოსმენილით და არ გამოცდილით ვერ გეტყვი, მაგრამ ნინე ფიქრი მაინც დამღრღნიდა შურისძიების.

***
საშინლად წვიმდა.
ზეცაში დიადი ომი გაეჩაღებინათ.
მჭექარედ ქუხდა და იბზარებოდა საღამოს ცა.
“მუცელო მაძღარო, ბეჭებო მაგარო”
ბავშვობის მოგონებებიდან შემორჩენილ ფრაზას გაუაზრებლად ვბუტბუტებიდი შიშების გასაქრობად.
კეკე ჩემებთან მყავდა შაბათ-კვირით გაშვებული, თავად კი უჩას დაბრუნებას ველოდი.

მეგონა ცამ საბოლოოდ გააღო პირი ისე ძლიერ დაიქუხა.
კარზე გაბმულად რეკავდა ვიღაც ზარს.
მჭიდროდ მოხვეულ ხალათს ხელები შემოვაჭდე და გასაღებად გავემართე.
ისევ გასაღები დარჩა ალბათ თქო, ვიფიქრე.
კარს მიღმა დადუ ამილახვარი დამხვდა.

-ხომ არ შეგაშინე? -წვიმის წვეთებს იფერთხდა ქურთუკიდან
-უბრალოდ არ გელოდი, მშვიდობაა? -გვერდით ვიწევი და შიგნით ვატარებ.
-ისეთი არაფერი,უბრალოდ უჩამ მთხოვა მოსვლა- ქურთუკს საკიდზე კიდებს, ქამარში ჩაჩურთულ იარაღს კი იქვე, სარკის წინ დებს - არ ინერვიულო კარგი?
-რა ხდება?
-კიტა გაიყვანა ქვეყნიდან
-სად წავიდნენ, ან რა მოხდა, უთხრა ყველაფერი?
-სანამ უჩამ უთხრა, იმ ნაბიჭვარმა- უცებ ჩერდება -კაი ბოდიში, მოკლედ იმ “ვოლკმა” უთხრა,სახლში მიუცილებია ეკატერინა და რომ დაიანახა ისევ
-ღმერთო, კიტა...
-არ ინერვიულო, კარგადაა.უბრალოდ აქ ვერ გავაჩერებდით.

***
“მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან”
უკვე მერამდენედ იმეორებდა ყურმილს მიღმა უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი ხმა.

ვერ ნათქვამი სიტყვები ყელში ჩამრჩენოდა, საშველად კი წყლის დასალევად ქვემოთ ჩავედი.

სიბნელეს წამში ვფანტავ და შიშიგან ვკრთები.
უკვე გამქრალ სიბნელეში იჯდა ამილახვარი.
იჯდა ფიზიკურად და არა სულიერად ალბათ.
-ცუდად ხომ არ გრძნობ თავს? - რამდენიმე წამის შემდეგ შეემჩნია ჩემი შესვლა.
-წყალი მინდოდა უბრალოდ, შენ კარგად ხარ? - ონკანს ვხსნი და ჭიქას წყლით ვასებ.
-იცი?! ჩვენი ცხოვრების ადამიანების შეყვარება მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ. ან შეუყვარდებათ და მერე ეს სიყვარული ისე ქრება, როგორც ჩვენ ცხოვრებაში სინათლე.
-თავიდან, როდესაც გავიგე, შემეშინდა. ძალიან შემეშინდა და გავიქეცი. მე ალბათ იმის უფრო შემეშინდა რომ ეს ყველაფერი სხვისგან გავიგე,რომ უჩა ამ ყველაფერს მიმალავდა.
-მაგრამ შენ დაბრუნდი
-ძალიან მიჭირდა, მოვიდოდა მერე გაქრებოდა და არც ვიცოდი როდის დაბრუნდებოდა, ხან კვირებით და ხანაც თვეებით მიდიოდა. მაშინ, როდესაც მეგონა ქალაქიდან იყო გასული, ის ქვეყნის მიღმა იყო. ყველა ღამე მახსოვს მის მოლოდინში,არ ყოფილა მარტივი, მართლა ძალიან მიჭირდა. ეს უსაშველო მოლოდინი ყველაფრის გაგების შემდეგ შიშმა შეცვალა, მეშინოდა რომ აღარ მოვიდოდა, რომ რაიმე დაემართებოდა, მაგრამ მისი სტატუსის, ცხოვრების წესის ან იმ სიბნელის გამო რომელშიც ჩაითრიეს, არ იყო ჩემთვის დაბრკოლება.
-ვნახულობდი სტატიებს და რეპორტაჟებს, სადაც შენც გაშუქებდნენ,ნუთუ ეს არ იყო რთული?
-ისინი არ იცნობდნენ იმ უჩას, რომელსაც მე. მახსოვს, მაშინ არ მქონდა მასთან ურთიერთობა რომ დაიჭირეს აქ. საკუთარი სახლიდან აიყვანეს, კეკეს თანდასწრებით და რეპორტაჟში მისი ყველაზე ცივი ფოტო ჰქონდათ ჩასმული. მაშინ ყველაზე მეტად იმაზე გავბრაზდი რომ ისე წარმოაჩენდნენ მას, როგორც ცივსისხლიან დამნაშავეს, მხოლოდ ფოტოთიც კი. მის ავტოპორტრეტს, როგორც შეეძლოთ კი არა, იმის იქეთამდე. ყველაგან ჟურნალისტები იყვნენ, კეკეზეც კი არ შეიკავეს თავი. ვგრძნობდი ყველა გამოყოლებულ მზერას, ყველა ჩურჩული მესმოდა, მაგრამ მე ვიცოდი ვინ იყო უჩა თაბაგარი, მათ არა.
-რთულია მისი სიყვარული?
-მე ვფიქრობ რომ რთული არა, უფრო მეტად ძლიერია. ვგრძნობ რომ მისთვის სხვანაირად ძლიერი უნდა ვიყო, რომ უნდა გრძნობდეს ჩემ გვერდით დგომას ყველა მომენტში. ხანდახან რომ ვფიქრობ, ალბათ შემიძლია სისხლში ამოვლებული ხელებიც კი ჩემი კალთით შევუმშრალო.
-ძალიან მიხარია რომ თაბაგარს შენ ყავხარ გვერდით- მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ღიმილი გადაეფინა მოქუფრულ სახეზე დადუს.
-ასე ძლიერ თუ გიყვარს, რატომ არ იბრძვი მისთვის? - ქვემოდან ამომხედა, ღამის სიჩუმეში მჭექარედ გაისმა მისი ღრმა ამოსუნთქვა და მიმოიფანტა მისი ტკივილი,მოგონებებით მოსილი.
-ჩემი სიყვარულის ობიექტი ფაიფურივით მოსაფრთხილებელი იყო და მე ვერ მოვუფრთხილდი -ფეხზე დგება, მხრებში ისეთი ტკივილით სწორდება, თითქოს ჭრიალი გაუდის ძვლებს. ყავის აპარატს თითს აჭერს და ალბათ დიდიხნის წინ გამზადებულ ფინჯანში იწყებს ჩამოსხმას.
სამზარეულოში, მოგონებების არომატს, ყავის მომნუსხველი ნოტები ერევა და კიდევ უფრო ამძაფრებს ბაასის ხასიათს.
-შენ ფიქრობ ასე რომ ვერ მოუფრთხილდი? - მაგიდასთან გაჭირვებით ვჯდები და ხალათის ბალთას უდნავ ვიშვებ, რომელიც მუცელზე მძიმედ მეკვროდა.
-შენგან განსხვავებით, პირველი წამიდან იცოდა ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი. პირდაპირ, მარჯვენა ნაბიჯით შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში. არც ამ ყველაფრისთვის უარის თქმა უთხოვია და არც მე შევპირებივარ.თავიდანვე იცოდა რომ ამ ჭაობიდან ჩემი ამოსვლა შეუძლებელი იყო. ვუყვარდი, ვიცი რომ ძალიან ვუყვარდი და ცდილობდა, რომ მედგრად ყოფილიყო ჩემ გვერდით, მაგრამ რაც დრო გადიოდა ვხვდებოდი,არ ჰქონდა თავისუფალი სუნთქვა. ვამჩნევდი როგორ უთამაშებდა მაგიდის ქვეშ მუხლის თავები. ბოკალზე შემოწყობილი მისი თითები როგორ ცახცახებდნენ, როგორ თრთოდნენ მისი ტუჩები, როცა რაღაცაზე ვბრაზობდი. ჩემი ეშინოდა,მიუხედავად იმისა რომ მასთან არასდროს მივსულვარ იარაღით,არცერთ მის ჩახუტებას არ დართვია მეტალის სიცივე, მაგრამ მაინც ვხედავდი მის დამფრთხალ თვალებს.
-არ გიკითხავს მისთვის, მისგან არ მოგისმენია პასუხი? -მივიწყებულ, თითქმის შეგრილებულ ყავის ფინჯანს თითებს შორის იქცევს და ტერასის კარს ოდნავ აღებს, კოლოფიდან სიგარეტის ერთ ღერს იღებს და უკიდებს. იმ წამს ისტორიით მონუსხულს,ისე მინდება ჩემ თითებში მოქცეული ერთი ღერი, როგორც უდაბნოში მყოფს წყლის ერთი წვეთი.
-თავად ვიყავი მიზეზი, რა პასუხიღა მჭირდებოდა?! ადამიანის მიმართ სიყვარულს შეპარული შიში, რა უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს გაგრძელება? ჩემი აზრით,ერთ-ერთი მათგანის გაქრობა.
-მას რომელი გაუქრა დადუ?
-არცერთი, სანამ რომელიმე გაუქრებოდა, მანამდე გავქრი თავად.სიყვარული რომ გამქრალიყო მისი თვალებიდან, ვერ შევეგუებოდი
-და რა ქენი?
-თავისუფალი სუნთქვა ვაჩუქე
-გაუშვი?
-გავუშვი
-მაგრამ თუ უყვარდი?
-ჩემი ეშინოდა
-მაგრამ
-არანაირ მაგრამ ნინე, შენ იმის გეშინია რომ უჩას რაიმე არ დაემართოს, მას კი იმის ეშინოდა რომ რაიმეს დავუშავებდი- ჩამწვარს ღერს საფერფლეში სრისავს, კარს კეტავს და წინ მიჯდება - ამიტომ ხარ ზუსტად ის, ვინც უნდა იყო და იმ ადამიანის გვერდით ვინც იცის შენი ფასი.
-უნდოდა წასვლა?
-არ დარჩენილა
-მაგრამ ხომ ისევ გიყვარს
-მიყვარს- ღიმილით მიქნევს თავს
-მაშინ ასწავლე როგორ უყვარდე და როგორ არ ეშინოდეს შენი- მის ხელს, საკუთარს ვახებ და თითებით ვეფერები.
-მართლა საშიში ვარ ნინე, როგორ ვუთხრა რომ არ ეშინოდეს- ჩემ ხელს მიჩერებოდა.
-კიტას ადგილას რას იზავდი შენ დადუ? - ხედავ მრავალჯერ ნაფიქრი და წარმოდგენილი რომ ვკითხე.
-მოვკიდებდი ხელს და მასთან ერთად ისე გადავიკარგებოდი, რომ არასდროს არავის ვეპოვეთ.
-საკუთარი მამის მკვლელის ქალიშვილს?
-ქალს,რომელიც მეყვარებოდა
-შურისძიება?
-საყვარელი ქალის ჩუქებით გადავჯაბნიდი
-მაშინ მოძებნე და წაიყვნე შორს დადუ
-დღეს მე უკვე ცოლი მყავს- ღიმილს სულ სხვანაირი სევდა ემატება.
-მაგრამ თუ კი ის გიყვარს?
-რომ მიყვარს ამიტომ, რომ მასთან დასაბრუნებელი გზა აღარ მქონდეს-თაფლისფერ სფეროებს სითხეები აკაშკაშებენ.
-რას ამბობ დადუ, გიყვარს ის, მაგრამ სხვას ჰქვია შენი ცოლი?
-ჩემი ცოლი ჰქვია ქალს, რომელსაც ვაფასებს და პატივს ვცემ
-მაგრამ სიყვარული?
-სიყვარულით მხოლოდ ერთხელ უყვართ ნინე, მხოლოდ ერთხელ და მე, ჩემი სიყვარულით მას სიმშვიდე ვაჩუქე.
-მაგრამ ღირს სიმშვიდე სიყვარულის მხვერპლით?
-ყველას არ შეუძლია ჩვენი სიბნელს არც განათება და არც ზიარება- ფეხზე დგება, ფინჯანს ნიჟარაში დებს და გასავლელისკენ მიდის
-დადუ- ჩემკენ ბრუნდება - ყველას არც შენნაირად შეუძლია უყვარდეს.
მხოლოდ ეღიმება.

მოსმენილისგან, ფიქრები მომსხმოდნენ მხრებზე.
უკვე განთიადი ედგა ზეცას.
ჩემი მობილური სამზარეულოს დახლზე ბზუოდა.

-უჩა! -მისი ხმა არა, სუნთქვის გაგონება მყოფნიდა.
-მაპატიე, ისე უცებ მოხდა ყველაფერი ვერც გაგაფრთხილე- გადაღლილი ხმა და მძიმე სუნთქვა მესმოდა.
-არაფერია, კარგად ხართ? კიტა როგორაა?
-არ ვიცი ნინე, ყველაფერი აირია.ერთადერთი ისაა რომ მაქაორობას მოვასწარი და გამოვარიდე
-ხომ მაგრამ სულ მანდ ხომ არ იქნება, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უჩა
-ასეც იქნება, მაგრამ ჯერ უნდა დამშვიდდეს და აზრზე მოვიდეს
-დიდხანს დარჩები?
-არ ვიცი ნინე, ცოტა მოვიდეს გონს და წამოვალ მე
-ფრთხილად იყავი კარგი?
-მიყვარხარ ნინე


***

შავ თვალებს უძირობას და სიშმაგეს აბრალებენ
ცისფერ თვალებს სინაზეს და სიმშვიდეს
მწვანე თვალებს სიცოცხლეს და სიკაშკაშეს
ნაცრისფერებს სიცივეს
თაფლისფერ თვალებს ჩემთვის სევდა ჩამდგაროდა.
უდიდესი სევდა და მოგონებები.


სახლში მარტო ვიყავი, მხოლოდ მე და ჩვენი სიყვარულით გაჟღენთილი კედლები.
განუწყვეტლივ ვფიქრობდი წინა ღამეზე, დადუს მონაყოლზე, მის სიყვარულზე.
ვიღაც გაამტყუნებდა რომ სხვა შეირთო ცოლად, ვიღაც იმაზე რომ საყვარელი ქალი ასე მარტივად გაუშვა, მაგრამ მე ვერცერთ მათგანში.

ვფიქრობდი, როგორ უნდა შეძლო და საყვარელი ადამიანი გაუშვა, მისცე საშვალება რომ იყოს შენგან შორს, გახდეს სხვისი და იმ შვილების დედა,რომელთა მამაც შენ ვერ იქნები.

ვფიქრობდი, როგორ შეეძლო იმ გოგონას, რომ დაეტოვებინა. რომ ამილახვრის მოშვებულ თითებს, თავისუფლებისკენ რომ უშვებდნენ, საკუთარნი არ მოუჭირა, არ გადააჭდო. როგორ დაუთმო სხვას, როგორ შეძლო თუნდაც ფიქრთან შეგუება, რომ ამილახვრის შვილების დედა ის არ იქნებოდა. რომ მისი საყვარელი მამაკაცის სარეცელს, სხვა ქალი გაათბობდა.

ვიჯექი და ვფიქრობდი, რა იქნებოდა მაშინ, მე რომ თაბაგარს არ დავბრუნებოდი.
ვინ ვიქნებოდი მე, ან კი სად.

ფიქრებიდან უცხო შეგრძნებამ და ტკივილმა გამომიყვანა.
ტერფებიდან დავლილ შიშს, სისველის შეგრძნებამ ჩაუქრო ალები.
მთელი სხეულით ვცახცახებდი.
-ღრმად ისუნთქე ნინე, ღრმად ისუნთქე- გაუაზრებლად მცვიოდა ცრემლები.
მაგიდაზე შემორჩენილ ტელეფონს გავხედე. ფეხზე წამოდგომას, კიდევ უფრო მოჰყვა ტკივილები.
მარტო.
იმ წამს ვიყავი მარტო და არც კი ვიცოდი, რა მეღონა.
სხეულს დივნიდან იატაკზე ვაცურებ და ტელეფონამდე, როგორც პატარა, ხოხვით ვჩოჩდები.
კონტაქტებში აგონიაში მყოფი ისე ვირჩევ მაშველ რგოლს, რომ ვერაფერს ვიაზრებ.
“მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან”
შეშინებული ვაკვირდები ეკრანს და გული რამდენიმე დარტყმას ჩემ ტკივილებს უწყობს.
“თალალა”
ისე გიხმობდი ჩემო როგორც უწინ.
გულამოვარდნილი ვტირი და დაბინდული მხედველობით ძლივს ვწერ სასურვლს სახელს.

-გისმენ ნინე - ყურმილს მიღმა გაწონასწორებული, მოზომილი ტებრი ჟღერდა.
სუნთქვაგადაყლაპულმა ხმა ძლივს ამოვატანე
-მალე მოდი გთხოვ - მუჭებით ვიწმენდდი ცრემლებს
-ნინე, კარგად ხარ?
-მგონი დამეწყო, სწრაფად მოდი გთხოვ, მარტო ვარ

მომუშტული ხელებით ვიკავებდი ტკივილებს.
ვგრძნობდი როგორ მეჭრებოდნენ ფრჩხილები ხელისგულებში.
ვცდილობდი ღრმად მესუნთქა.
ველოდებოდი რომ მოვიდოდა და მიშველიდა.
ველოდებოდი რომ წამი წამზე მოვიდოდა.
იქვე მიგდებულ ტელეფონს ვეპოტინები
-წ....ბი დავღვარე, მშობიარობა მეწყება და შენ არ ხარ გესმის? ახლა მარტო ვარ,მარტო ვარ და მინდა აქ იყო გესმის?- მთელი სხეული მეჭიმება ტკივილისგან- აქ მჭირდები, ჩემ გვერდით მჭირდები. პირველი მას ვურეკავდი, როგორც ყოველთვის. მაგრამ ის ვერ მოვა, შენ მაინც მოდი, ჩემ გვერდით იყავი- ჩაწერას ვწყვეტ და ადრესატს ვუგზავნი, ისევ ჰაერში გამოკიდებულ ახლა უკვე ჩემ ხმას.

-ნინე - ჩემი სახელის ძახილით შემოდის ამილახვარი სახლში.
-აქ ვარ დადუ -მუხლებზე ეცემა ჩემ წინ სახეგათეთრებული.
-კარგი,ჯანდაბა რა ვქნათ, უნდა წავიდეთ ხო?
-ჰო დადუ, ჰო... ძალიან მტკივა

მახსოვს, როგორ ეჭირა მთელი გზა ჩემი ხელი.
ტკივილებისგან გაბრუებულს ყოველწამს მაფხიზლებდა
“სულ ცოტაც ნინე, სულ ცოტაც”


-უჩას დაურეკე დადუ, გთხოვ მოვიდეს - სამშობიარო ბლოკში შეყვანამდე დავაწიე სიტყვები.

უდიდესი ტკივილის შემდეგ, ბედნიერების ასტრალი იყო ჩვენი პირველი შეხება.
შენ ჯერ კიდევ ვარდსფერი ფერი გედებოდა, მე თეთრი.
შენ ბოლო ხმაზე, მთელი ფილტვებით ტიროდი.
მე ცრემლებს ვღვრიდი ღიმილებით.
ჩემ მკერდზე როგორც ჰორიზონტზე მზე, ისე მოესვენე, შენი ციცქნა სხეულით.
ჩემ გულზე ვიგრძენი შენის ფეთქვა.
მხოლოდ თითის ბალიშები მიგაფერე პატარა გუნდას, შენი შეხების შემეშინდა დე.

დე
გჯერა?
მე შენი “დე” ვარ
შენ ჩემი შვილი
მე დედა ვარ, შენი საკუთარი და შენ ჩემი საკუთარი შვილი.

-იცოცხლე გეგის წილი ცხოვრებითაც, ჩემო პატარა გეგი.
***
ტკივილებისგან დაცლილ სხეულს თითქოს სული ხელახლა დაჰფენოდა.
-გამარჯობა ყოჩაღო ქალბატონო - სმენას ამილახვრის ხმა მიწვდა.
მძიმედ ვაშორებ ქუთუთოებს ერთმანეთს.
სავარძელში იჯდა ამილახვარი, გვერდით კი ფერადფერადი ყვავილების თაიგული ებრძანა.
-დადუ - გამშრალი ტუჩები ყველა ბგერას მძიმედ წარმოთქვამდნენ.
-ყველაზე მაგარი ბიჭის დედა ხარ ნინე- ფეხზე დგება და საწოლის კიდეზე ჯდება- ისეთი ფუმფულაა და იმდენი ნაკეცები აქვს -დადუ ამილახვარს სახე უბრწყინავდა, იმხელა ემოციებით მიყვებოდა ჩემი შვილის შესახებ.
-წესიერად ვერც კი ვნახე
-შემოიყვანენ ახლა, შენ გაღვიძებას ელოდებოდნენ. ნინე, იმხელა ლოყები აქვს და ისეთი პატარა თითები
ვუსმენდი და ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი.
-უჩა თვითმფრინავშია, სადაცაა დაეშვებიან კიდეც ალბათ
-დადუ- მის ხელს საკუთარში ვიქცევ- მადლობა რომ ჩემ გვერდით იყავი და მარტო არ დამტოვე
-მართლა კრიმინალი კი არ ვარ ნინე - ღიმილით მიქნევს თავს და ჩემ მტევანს ახლა ის ატარებს თითებს- ბედნიერ დედობას გისურვებ ნინე, ყოველთვის შენ გვერდით მიგულე

-დედიკო- პალატის კარი იღება და ექთანი შემოდის შენთან ერთად დე- მზად ხარ შენი ბიჭი ნახო?
მის ნაბიჯებს ვითვლი სანამ ჩემამდე მოვა.
ფრთხილად მიგორებს შენ თავს მკლავებში.
დე
ისეთი ციცქნა იყავი.
დავყურებდი შენ მინაბულ თვალებს, ყველაზე ლამაზი ფერის, სიცოცხლისფერ შენ ლამაზ ტუჩებს, საყვარლად რომ აცმაცუნებდი.
პატარა, ბოტოტა თითები, ერთმანეთში რომ გადაგეხლართა და ჰაერში არწევდი.
დე
სიცოცხლის
დაბადების
სუნთქვის
გულისცემის
ბედნიერების
ჯერ კიდევ სამოთხის სურნელი გქონდა.

ჩემ გვერდით პატარა საწოლში ჩემი ნაწილი იწვა და მშვიდად ეძინა.
მისკენ გადაბრუნებულს, ცალი ხელი თავქვეშ მქონდა ამოდებული და თვალის მოუშორებლად ვუყრებდი მის თითოეულ შერხევას.

ვუყურებდი რომ მისი გულისპირი ჰარმონიულად ადი-ჩადიოდა.
შენ სუნთქვას ვდარაჯობდი დე.

ნაბიჯების ხმა.
შენ იყავი.
ჩუმი, ძლივს მოზომილი ნაბიჯებით მოდიოდი.
-ნინე- ჩუმად დაგცდა ტუჩებიდან ჩემი სახელი.
შენკენ ვბრუნდები.
მცირე სინათლეშიც კი შენ კაშკაშებდი.
ვხედავდი როგორ თრთოდი სხეულით.
თვალებით როგორ ეძებდი მას.
ფრთხილად ვიწევი.
ბალიშს ვეყრდნობი.
ჩვენი შვილი უნდა გაგაცნო
ჩვენი, როგორც იტყვიან ხოლმე “სიყვარულის ნაყოფი”
მაგრამ არა, იმ საწოლში ჩვენი ყველა გრძნობა იყო, არა მარტო სიყვარული.
იმ საწოლში ჩემი და შენი არა, ჩვენი ერთობა იწვა, ჩვენი შვილი.
ჩვენი ცხოვრების, სიცოცხლის მიზეზი.


საწოლის კიდეზე იჯდა იმ განთიადს უჩა თაბაგარი.
მე ჩვენი შვილი მყავდა მკერდზე აკრული და ვაჭმევდი.
მამის მსგავს შუბლზე, პაწაწაწინა თმას ვუსწორებდი.
სასაცილოდ დახტოდნენ მისი ლოყები.
აფახუნებდა სულ ციცქნა წამწამებს.
იჯდა თაბაგარი, სახეგაბადრული და ცრემლმორეული.

-მადლობა ამ ბედნიერებისთვის ნინე- ჩემ წინ მდგომი შუბლზე მაკრობს ტუჩებს
-ვერც კი ვიაზრებ რომ მკლავებში ჩვენი შვილი მიწევს
-შენ წარმოგიდგენია მე როგორ ვარ?
-მინდა რომ გეგი დავარქვათ უჩა
-გეგი თაბაგარი - ღიმილით წარმოთქვამს და შუბლზე ფრთხილი კოცნით მის სუნთქვას უზიარებს ჩვენ შვილს

***
-მე დედა გავხდი თალალა, როგორც შენ მეუბნებოდი ხოლმე, ბიჭის დედა გავხდი.ახლა მკალვებში მიწევს ჩემი შვილი, გეგი თაბაგრი.
ჯერ ვიმაგრებ მის თავს მკლავებში, მერე რომ გაიზრდება, მისი რწევით მკლავები რომ დამეღლება, შენ სად იქნები რომ შემაშველო?!
ამ დილით ისე გამისწორა მზერა,გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა.
ვიცი რომ შემთხვევით, ვიცი განა არ ვიცი, მაგრამ თალალა, ისეთი საოცარი იყო.
ისე მინდა მჯეროდეს, რომ ახლა ჩემი სიტყვები გესმის.
შეგეძლოს ხედავდე ჩემ შვილს, იმ შვილს მეორე დედად შენ რომ უნდა ჰყოლოდი.
იმ შვილს, ვისი საუკეთესო მეგობარიც შენი შვილი უნდა ყოფილიყო.
ისე რომ უნდა გაგვეზარდა, როგორც ჩვენ, ერთმანეთის გარეშე რომ არ და ვერ შეგვეძლო.
სად ხარ თალალა
სად ხარ ახლა
ღმერთს ხომ უთხარი თალალა, ხომ უთხარი რომ ეკმარა ჩემთვის ტკივილები, ხო უთხარი რომ არ ვაპატიებ უშენობის არცერთ წამს, ხომ უთხარი რომ არ ვაპატიებ.

მზერა კარზე მიმეყინა.
გული დამეწვა.
შავში,დარდებ მოსილი.
ჩემთვის ძვირფასის, უცხო სხეული იდგა.
მხრებში მოხრილი.
თავჩახრილი.
დარდიანი.
ფიქრიანი.
მოზრდილი წვერით.
შემომხედე
შემომხედე რომ იქ ისევ შენ დაგინახო.
იმ ცისფერ თვალებში, შენი სიკეთე დავინახო.
შემომხედე
გაპატიებ ყველა უშენობის დღეს
ყველა უპასუხო ზარს
წერილს
წუთს
საათს
დღეს
ღამეს
თვეებს
შემომხედე
რომ შენ ხარ

შენი მხრები ჯერ ზემოთ, მერე ქვემოთ იწევიან. ჩახრილ თავს წევ, მზერას მისწორებ, შენ ხარ !
ნაბიჯს დგავ და ჩემკენ მოდიხარ.
ლოყებზე ცრემლები ჩამოგკიდებოდნენ.
მოვასწარი დანახვა სანამ წვერში ჩაიმალებოდნენ.
შენ ხარ !
მორჩილის სამოსი გმოსავდა სხეულს.
იყავი ჩემი, მაგრამ არა ის.
მშვიდი გქონდა მზერა, დარდებ დამალული, მაგრამ ვერ გამქრალი.
-ვატო...-ჩურჩულით დამცდა სახელი, რომელიც ამდენიხანია შენთვის არ დამიძახია
-იცი- საწოლზე ჯდება, გეგის ღიმილით უყურებს. ჩუმად, ისე რომ ვერც კი გავიგე, მისი ფერებისას რაღაცას ჩურჩულებდა, მერე ღიმილით მიაკრო ტუჩები მის ხელს და ისევ მე გამისწორა მზერა - ესმის შენი, გხედავს შენც და შენ ანგელოზსაც.
ვუყურებდი, მზერას ვერ ვწყვეტდი.
შეკავებული სუნთქვა ბოლო წამებს ითვლიდა.
-ვატო - მისი სახელი ამოვიტირე-გაწვდენილ ხელს, მისი შემაგება და სახუთარ სხეულს ჩამახუტა - ისე მჭირდებოდი, ისე გელოდი
-ვიცი ნინე, ყველა შენ წერილს ვკითხულობდი
-რატომ არ მოდიოდი, რატომ არ მწერდი
-დრო მჭირდებოდა ნინე
-ისე გელოდი, იმდენხანს

***
-ნინეკო დამაჭერინე გეხვეწები რა ! - გვერდით მეჯდა სასაცილოდ მცქმუტავი კეკეტო.
ფრთხილად ვუწვენ მეშაგრებულ პატარა მკლავებში გეგის.
-აი ასე, აი ასე გეკავოს ჩემო პრინცესავ-ვუყურებდი განცვიფრებულს.
-მე შენი მამიდა ვარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ- ყურთან ეჩურჩულებოდა ვარსკვლავივით მოკაშკაშე კეკე.

-არა, მაინც არ მესმის როგორ არ დაგვირეკე მაშინვე- ჯერ ისევ ბრაზობდა დედაჩემი
-დედა, კარგი რა, შენ გააჩენდი ჩემ მაგივრად თუ რა?
-შენ გვერდით უნდა ვყოფილიყავი
-მაგაზე არ იდარდოთ რა, მეც კი ვერ ვიყავი ნინესთან - მხარზე ხვევს უჩა ხელს და შუბლზე კოცნის
-სულ შენ გგავს, ნინესი არაფერი ცხია - ვითომ ჩუმად ეჩურჩულება დედაჩემი, მოსმენილით ამაყ თაბაგარს.
-მადლობა, მესმის
-მამი, ეგრეა წესი, ბიჭები მამებს ემსგავსებიან, მაგრამ სიყვარულით დედა უფრო უყვართ
-ჰო, გავდეს მამას და მე ვუყვარდე უფრო
***
გეგის ტირილმა გამომაღვიძა
-იწექი, ბედნიერებავ მე მივხედავ - მესმის როგორ დგება საწოლიდან - რაო მამი, რატო ტირი?
გვერდით ვბრუნდები.
გახსოვთ?! გითხარით სიცოცხლის წამს ის მომენტი დამიდგება თვალწინ, თაბაგარმა პირველად რომ მნახა თეთრ კაბაში თქო. ახლა ვხვდები რომ ყოველ წამს, ეს სურათი არ ამომივა თვალებიდან.
თუ როგორ ჰყავდა გულზე მიხუტებული ჩვენი შვილი, როგორ ფრთხილად არწევდა და დადიოდა საძინებელში
“ჩუ მამი,ჩუ” - ყველაზე ტკბილი, სიყვარულით გაჟღენთილი ხმით რომ ეჩურჩულებოდა.

***
სახლში მხოლოდ მე და გეგი ვიყავით.
სამზარეულოში სადილს ვამზადებდი, ის კი მშვიდად იჯდა თავის სარწეველაში და თავზე ჩამოკიდებულ, სათამაშოებს აკვირდებოდა.
თბილისს უკვე ედგა გაზაფხულის ამინდები.
-ნეტა ვინ მოვიდაო დე-ხელებს ვიმშრალებ და სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ კარისკენ.

სიმშვიდის სურნელი ჰქონდა ვატოს.
უდიდესი სიმშვიდისა და სიყვარულის, რომელმაც ღრმა რწმენამდე მიიყვანა.

ჩემი შვილი ეკავა მკლავებში და ეთამაშებოდა.
ვუყურებდი, თვალს ვერ ვწყვეტდი მის გვერდით მჯდომი.

-არ დაბრუნდები ვატო? -გულს რომ მიღრღნიდა, ის კითხვა დავსვი.
-ვახტანგი, ახლა ვახტანგი ვარ ნინე- იმედი სადღაც გამიქრა, ძველი ვატოს დაბრუნების - კარგად ვარ, ისევ ის ვარ ვინც ვიყავი
-სულ აპირებ დარჩენას იქ?
ფეხზე დგება, მძინარე გეგის სარწეველაში აწვენს და ჩემ გვერდით ჯდება.
-ჩემი საყვარელი ქალი აღარ მყავს, ამ ქვეყნად არაფერი აღარ გამაჩნია მოგონებების გარდა და მისი სულის სიმშვიდისთვის ზრუნვისა - მაჯაზე წამოცმულ ფსალმუნებს თითის წვერებით დაყვება სათითაოდ.
-მერე? მერე აპირებ ბერად აღიკვეცო?
-არ ვიცი ნინე, შესაძლოა - ისეთი მშვიდი იყო, ისეთი მოზომილი ჰქონდა თითოეული წარმოთქმული ბგერა.
უცხო იყო ჩემთვის ის ვატო, რომელიც წინ მეჯდა.
ისეთი დინჯი, როგორიც არასდროს ყოფილა.
მოქუფრული, თითქოს მუდამ შემოდგომის ამინდებში გადაჩეხილი.
-თამარას ეს არ უნდოდა - ხმა გამბზარვოდა.
-თამარას არც გარდაცვალება უნდოდა ნინე, ჯერ
-მას უნდოდა რომ ცხოვრება გაგეგრძელებინა, გამხდარიყავი მამა და შეგძლებოდა გყოლოდა ოჯახი
-მართლა ფიქრობ რომ ოდესმე შევძლებ ვინმე შევიყვარო?
-შენ დაპირდი ვატო
-ვახტანგი- მოულოდნელად უწევს ხმას და ფეხზე იმართება.
გეგის ტირილი მოყვება მის ბოლო ბგერას.
მზერა მიმყინვოდა მასზე.
რამდენიმე წამს, ვერ ვიაზრებდი ვერაფერს, მხოლოდ შემდეგ მოვეგე გონს და სარწეველაში მომტირალი ჩემი შვილი ამოვიყვანე.
-ის აღარ ხარ ვინც იყავი, რამდენიც გინდა ილოცე თამარასთვის, მაგრამ ის არ ხარ ვინც იყავი, თამარას ვატატო- მკლავებში ვარწევ გეგის და ისიც ნელ-ნელა მშვიდდება.

გეგი საძინებელში ამყავს და თავად დაბლა ვბრუნდები. ჯერ ისევ ფეხზე იდგა შავში მოსილი სხეული, მესმოდა მისი მძიმე სუნთქვა.

-არ შემიძლია - რამდენიმეხნიანი სიჩუმის შემდეგ ისევ ის იწყებს - ვერ დავუბრუნდები ცხოვრებას, სადაც ვიცი რომ ის აღარაა, ერთადერთ სიმშვიდეს ახლა მონასტერი მგვრის, მხოლოდ ის მაკავებს რომ უპატიებელ ცოდვაში არ ჩავდგა ფეხი, რაც მილიონჯერ გონებაში ჩავიდინე, რეალობაში არ გავაკეთო,ბოლომდე არ ვუღალატო მას. არ შემიძლია, მივიდე სახლში სადაც ჯერ ისევ მისი ხმა მემსმის, მის სურნელს ვგრძნობ.გიყურო შენ და ვხედავდე იმ ტკივილის, რომელსაც შენი თვალები მიზიარებენ, გიყურო მარტო დარჩენლს.
-რწმენა დავკარგე, ისე დამებზარა როგორც ბროლის ვაზა დანარცხებისას, მილიონ ნაწილად. ვერ დავიჯერებ რომ გარდაცვალება პატივია, რომ სადღაც რაღაც მხრივ სამართალია, ვინ მოკვდება და ვინ დარჩება. ვერ დავიჯერებ რომ იმსახურებდა სიკვდილს, ვერც თამარაზე და ვერც გეგიზე გესმის?! ვერ დავიჯერებ რომ იმდენად კარგები იყვნენ უფალს თავისთან უნდოდნენ, თავისთვის. ვერც იმას რომ გარდაიცვალნენ და ახლა უკეთეს ადგილას არიან,ჩემთვის სიკვდილია და არა გარდაცვალება, როცა ვიცი რომ აღარ არიან. ბოლოს მითხრა, რომ ღმერთს ეტყოდა რომ ძალიან ნაწყენი იყო, რომ ერჩივნა ის ტკივილები აეტანა და ცოცხალი ყოფილიყო ვიდრე, ამ ყველაფრიგან ასე განთვისუფლებულიყო, მითხრა რომ არ უნდოდა სიკვდილი, რომ ეშინოდა. მითხრა რომ ეტყოდა რომ არასდროს აპატიებდა და მეც არასდროს ვაპატიებ, მისი სიცოცხლის წართმევას, იმას რომ აი ამ ხელებით მკვდარს ჩავაცვი საქორწინო კაბა გესმის?! ამ ხელებით ვატო, აი ამ გასახმობი ხელებით, მისი ქორწილის დღეს რომ მიწას მივაბარე, ისევ ამ ხელებით რომ მივაყარე მიწა. იმ სიცივესა და ყინვაში რომ დავტოვე. ვერასდროს, ვერავის ვაპატიებ მის გაციებულ სხეულს, მისი ოცნებების ოცნებებად დარჩენას, ვერ ვაპატიებ ვატო-მაჯებით ვიწმენდ ცრემლებს და მზერას ვუსწორებ აქამდე ჩუმად მყოფს.
-არ შეიძება უფალზე ბრაზობდე ნინე
-მხოლოდ ეს გაქვს სათქმელი?
-ნინე
-მადლობა მოსვლისთვის ვახტანგ, შეგიძლია წახვიდეთ. ახლა არა,მაგრამ ალბათ შემდგომი დამშვიდობებისას დალოცვას გთხოვთ - ფეხზე ვდგები და ისე ვტოვებ მისაღებში, მისკენ აღარც ვიხედები.
მესმის მისი ნაბიჯების ხმა.
მთელი ძალით ვიჭერდი თითებით ჩემ კივილსა და ტირილს.
მანამ სანამ არ გავიგე, როგორ გაიხურა კარი, ცრემლებსაც კი არ მივეცი უფლება, რომ ჯებირებს გადმოსულიყვნენ.


ღმერთი.
ღმერთი სიყვარულია.
სიყვარული ჩემთვისთვის ძვირფასი ადამიანები.
ჩემთვის ძვირფასი კი აღარ მყავს, მაშინ აღარ მაქვს სიყვარული
თუ სიყვარული აღარ მექნება, მაშინ როგორ მეყოლება გულში ღმერთი.


იმედი მაქვს, ოდესმე ისევ გიპოვი, დავიბრუნებ შენ რწმენას...

***

თბილისს ზაფხული ედგა.
გეგი უკვე 4 თვის მყავდა.
მეგონა, რომ ყოველ დღე იზრდებოდა და იცვლებოდა.
უკვე თამამად მისწორებდა მზერას.
მეძებდა, როდესაც სხვის მკლავებში იყო.
მფერებოდა აბურდულ თმაზე, როგორც მამამისი.
ყოველ დღე,სულ უფრო ემსგავსებოდა უჩას, მასსავით უპატარავდებოდა თვალები სიცილისას და გაბრაზებულიც მის მსგავდად კრავდა კოპებს, როდესაც ჭამას დავუგვიანებდი.


და მე ვიქეცი დიასახლისად, ოჯახის ქალად.
მუდამ მოსვრილი სამოსით, აბურდული თმითა და გეგით ხელში.
აღარ მინდებოდა არც სადმე წასვლა და აღარც ისეთი სტუმრობა, სადაც გაპრანჭვა მჭირდებოდა.
მშობიარობის შემდგომ დარჩენილი ზედმეტი კილოგრამები, ყოველ სარკეში ჩახედვისას მახსენებდნენ თავს.

-საერთოდ აღარ ვარ ლამაზი და სასურველი
-ნუ სულელობ ქალბატონო - ზურგიდან მეხვევა და თავს ჩემ კისერში რგავს-ჩემთვის ყველაზე ლამაზი, დამაშტერებელი და სასურველი ქალი ხარ და ყოველდღე კიდევ უფრო მეტად მაგიჟებ
- პლუს 15 კილოგრამით ხო?
-ნინე, რა გჭირს? - მცილდება და მისკენ მაბრუნებს.
-დავიღალე, ყველაფრისგან დავიღალე უჩა. ყველაფერი მომბეზრდა, ეს ოთხი კედელი, ეს რუტინა, ჩემი ვალდებულებები და საერთოდ ყველაფერი
ჩემ სახეს ხელებში იქცევს და მზერას მასწორებინებს.
ვეღარ ვმალავ ცრემლიან თვალებს.
-მომისმინე, მოდი ჩემთან -საწოლზე ჯდება და მეც მის მუხლებზე მისვამს- გინდა წავიდეთ ცოტახნით? სადმე მხოლოდ მე და შენ. დავისვენოთ, ცოტახნით ყველაფერი დავივიწყოთ, გავერთოთ
-გეგი როგორ დავტოვო უჩა, ან ასეთი მსუქანა სად უნდა წამოვიდე დასასვენებლად, კარგი რა
-ნინე, შემომხედე, უკვე ძალიან სულელობ
-კარგია ყოველდღე სადაც გინდა იქ რო მიდიხარ და როცა გინდა მოდიხარ? კეკეს ცალკე ყურადღება ჭირდება, გეგის ცალკე.ხვდები საერთოდ მთელი დღე რამდენი რამის გაკეთება მიწევს?
მზერაგაყინული მიყურებდა.
-გასაგებია,მოდი მე ახლა გავალ. შენ დაისვენე და დაიძინე- ხელით მიბიძგებს რო ავდგე და შემდგომ ისისც დგება, მძინერე გეგი საწოლიდან ამოყავს და მკერდზე იკრავს.
-რას აკეთებ?
-ქვედა საძინებელში დავიძინებთ, ვფიქრობ მარტო ყოფნა გჭირდება
-ღამით უნდა ვაჭამო
-ფორმულას გავუკეთებ - რამდენიმე პამპერსსა და ხელსახოცს იღებს და უთქმელად მტოვებს ჩვენ საძინებელში მე.
მზერა ჯერ ისევ რამდენიმე წუთის წინ გახურუკ კარზე მქონდა მიყინული.
ვიწყებდი იმის გააზრებას, თუ რა სიტყვები დავხარჯე, რა წამოვაძახე.

მკერდზე მუხლისთავებმიბჯენილი, ემბრიონის ფორმაში ვიწექი ჩვენ ცარიელ საწოლში.
სახლსა და უფრო კონკრეტულად, ჩვენ ოთახში გამეფებულ სიჩუმეს ჩემი სინანულით აღსავსე სუნთქვა ერწყმოდა.

დამძიმებული იყო ჰაერი, ისე როგორც ზაფხულში წვიმამდე მძემდ დაფენილი სიცხეები.

იმ ღამით მე ვწვიმდი.
სიმშვიდე, რომლის არ ქონდასაც ვდარდობდი.
მარტოობა, რომელიც ჩემ სიმშვიდეს ვამსგავდებდი.
იმ ღამესვე მივხვდი, ჩემი ქაოსი, რუტინა იმდენად გამჯდომოდა გონებასა თუ სხეულში, რომ ის სიმშვიდეც აღარ მგვრიდა სიმშვიდეს.

მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე.
თვეების წინ, ჩემი კომოდის უჯრის კუთხეში, გადამამულ სიგარეტის კოლოფს შეფუთვა შემოვაცალე.

იმ განთიადს ძველი ნინე იჯდა სახლის ტერასაზე.
სავარძელში მჯდომს, ფეხები ძველებურად შემოეკეცა და ამ დროის მანძილზე პირველად ახშობდა, მის ფილტვებს სიგარეტის კვამლით.

ვიჯექი და ვფიქრობდი.
ბევრ რამეს ვნანობდი.
ბევრს მივტიროდი.
ბევრს ვემადლიერებოდი და ბევრსაც ვგმობდი.

იმ განთიადს, ვარდისფერ ცას, ახალი არავინ და არაფერი მოუტანია.


-ბაშვებს ცოტახნით ჩემ ბინაში წავიყვან, შენ კი შეძლებ დაისვენო და დრო შენ თავს დაუთმო - გეგის ნივთებს ჩანთაში ალაგებდა, მე არც კი მიყურებდა.
-შემომხედე ერთი წუთით, რას ქვია ბავშვებს წაიყვან
-ვცდილობ რუტინიდან ამოგაგდო და დასვენების საშუალება მოგცე, ეს არ გინდოდა?
-უჩა შემომხედე - ჩემკენ ვაბრუნდება, მზერა გაყინულს-სისულელე ვთქვი,უბრალოდ ემოციები ვერ მოვთოკე, ხომ იცი რომ ორივეს ვერ მიხედავ
-ნინე- მხრებზე მხვევს ხელებს- ბავშვებს მივხედავ და თუ დახმარება დამჭირდა დამეხმარებიან კიდეც, შენ კი უბრალოდ დაისვენე. მოიფიქრე რამე, გადი საყიდლებზე, სალონში არ ვიცი, რასაც აქამდე აკეთებდი ხოლმე
-ისე ვერაფრს ვეღარ გავაკეთებ როგორც ვაკეთებდი, ამას ვერ ხვდები?
-კი, მაგრამ რატომ?
-იმიტომ რომ ახლა არავინ მყავს !

- ვერ ვხვდები ნინე რა გინდა რომ გავაკეთო, ერთ საღამოს მოდიხარ, მეუბნები რომ დაიღალე, რომ ვერც კი ვიაზრებ რამდენი რამის კეთება გიწევს, რომ მე ეს არ მადარდებს და ჩემ გემოზე დავდვირად. გთავაზობ რომ წავიდეთ სადმე და არ გინდა. ვცდილობ შეგიქმნა გარემო რომ დაისვენო და დრო შენ თავს დაუთმო და აქაც მე მადანაშაულებ რომ არავინ გყავს. ნინე, უბრალოდ მითხარი, მე რატომ ვარ დამნაშავე თუ არავინ გყავს?ესეც ჩემი ბრალი როგორაა

გულის არეში,რაღაც ისე მწიწკნიდა, სიტყვის თქმა არ შემეძლო, ვერ ამოვთქვამდი ბგერას.
მან ალბათ ეს დუმილი, ყველაზე მტკივნეულ პასუხად ჩათვალა.
მე კი ამ დუმილმა სრული მარტობაა მომგვარა.

***
-შენ გარდა არავინ მყავდა რომ დამერეკა- ტერასაზე ვისხედით, სიგარეტს ვეწეოდით და მის მიერ მოტანილ ღვინოს ვსვავდით-ძალიან ავირიე, ის ნინე არ ვარ, რომელზეც ასე აღფრთოვანებით საუბრობდი, რომ თაბაგარის შესამშვენი იყო. ახლა ერთი სუსტი, დედობისგან დასტრესილი და დაბნეული ნინე ვარ, რომელსაც საკუთარი შვილისგანაც კი მოუნდა დასვენება.
-ნინე, ძალიან ბევრი რამის გამოვლა მოგიწია, ვიცი შენ მეგობარზეც. არის პერიოდები, როდესაც ყველანი სუსტები ვარ, როდესაც ვამბობთ ისეთ რამეებს რისი თქმაც არ გვსურს, უბრალოდ სიტყვებს ვერ ვარჩევთ სწორად, იმის გამოსახატად,რაც გვინდა. ეს არ ნიშნავს რომ ცუდი დედა ან მეუღლე ხარ.
-რომ გენახა მისი თვალები,იმხელა იმედგაცრუება დავინახე, ღმერთო ჩემო, როგორ შემეძლო ასე მოვქცეულიყავი
-შემომხედე - სახეს მისკენ მაბრუნებინებს-ყველაფერი კარგადაა გესმის?! უჩას ესმის შენი, იმ სიტყვების მიღმაც გაიგონა რისი თქმა გსურდა და რა გჭირდებოდა, თავს ნუ იდანაშაულებ
-არავინ მყავს, მათ გარდა მართლა არავინ მყავს და ასე მარტობაა არ მინდა
-შემოუშვი ახალი ადამიანები შენ ცხოვრებაში, რატომ არ ცდილობ ამას? ხომ იცი რომ ის აღარ დაბრუნდება,შენ კი წინ კიდევ უამრვი წელი გაქვს ნინე, სულ ასე ვერ იქნები. ვერც უჩა გეყოფა შენი ყველა ფიქრის, ბრაზის, დარდისა თუ სიხარულის გასაზიარებლად და არც მე ვარ კარგი მოსაუბრე მაინცდამაინც
-მართლა ერთადერთი ხარ ვისთანაც შემეძლო დარეკვა და თხოვნა რომ მოსულიყო

ჩემ გვერდით მშვიდად სვამდა დადუ ამილახვარი ღვინოს და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა.
ვისხედით ჩუმად,მაგრამ ერთმანეთს და ალბათ, უფრო მე, მარტოობის განცდას ვუკლავდით.

***
ცარიელ სახლში გაღვიძება ყველაზე რთული იყო.
დილიდანვე გადაწყვეტილი მქონდა რომ გავემზადებოდი და წავიდოდი მათთან, აღარ მინდოდა არცერთი დღე ასე.
სამზარეულოში ყავას ვსვავდი, უჩას ზარი რომ შემოვიდა მობილურზე
-ხომ არ გაგაღვიძეთ?-წყენის, ან გაბრაზების სულ მცირე ტონიც კი არ შეინიშნებოდა მის ხმაში
-არა, მღვიძავს. ყავას ვსვავ
-ძალიან კარგი, გუშინ დადუს ვესაუბრე და მითხრა რომ გნახა, ამიტომ აღარ დაგირეკეთ გვიან. ახლა კი გირეკავთ რომ გითხრათ კარგად ვართ და არ ინერვიულო
-უჩა, გამოვალ ცოტახანში მე, ასე არ შემიძლია, სისულელეები ვისაუბრე.
-არსად არ გამოხვალ. დადუ მოდის შენკენ და მოიფიქრეთ რამე, სადმე გადი და ცოტა გაერთეთ კარგი?
-უჩა არ მინდა ასე, წამოიყვანე ბავშვები და მოდი
-გეგი,რა ქენი მამი
-კარგადაა? რამე ხომ არ მოუვიდა?
-არა, არაა- მისი სიცილის ხმა მომწვდა- ჩაისვარა უბრალოდ. კარგი ნინე, წავედით ახლა და საღამოს დაგირეკავთ, გვიყვარხარ.
ისე უეცრად მითიშავს ზარს, სიტყვის თქმასაც კი არ მაცლის.
ვიჯექი და ვფიქრობდი,როგორი დედა ვიყავი მე,ვიჯექი სახლში ჩემ შვილის გარეშე.

კეკეზე როგორ ვთქვი საერთოდ რაიმე, კეკეზე რომელსაც აღარც დედა ჰყავდა და აღარც მამა. ჩემ პირველ შვილზე,მე ხომ სწორედ მან მასწავლა, როგორია ციცქნა ხელების სითბო,მისი ალერსი.თვალები, რომლებმაც სამყარო სულ სხვა ფერებით დამანახა.

იმ მომენტში საკუთარი თავი და ჩემი დედობა, ყველაზე მეტად მეზიზღებოდა.
ყელში ვგრძნობდი გადაყლაპული ცრემლების გემოს დადუ ამილახვარი რომ დამადგა საკუთარ სამზარეულოში.
-რას შვრები აბა?
-ასეთი მოცლილი როდის მერე ხარ დადუ?- თვალის უპეებს მაჯებით მივშრალებ.
-ჰა, ჰა ჰა...რომ იცოდე, ჩემი მეუღლე უკვე ბრაზობს, რომ მასთან უფრო ნაკლებ დროს ვატარებ ვიდრე შენთან- წამში უსერიოზულდება სახის ყველა ნაკვთი.მხოლოდ ახლაღა შემემჩნია,რომ მისთვის ტრადიციული,კლასიკური სამოსის მაგივრად სრულია ჩვეულებრივ ფორმაში იყო.
-უჩამ გთხოვა მოსვლა?
-შენი აზრით გოშიას ვგავარ?-ჩემ უკვე გაციებულს ყავის ფინჯანს ხელს ავლებს და მორჩენილ სითხეს დაუფიქრებლად სვავს- კიდევ ერთი პლუსი ჩემგან, უშაქრო ყავა
-გავემზადები და უჩასთან გამიყვანე ბინაში კარგი? - ცარილ ფინჯანს ნიჟარაში ვდებ და მისკენ ვბრუნდები
-დღეს პატარა ტური მაქვს დაგეგმილი, ეგ კი შეიძლება გვიანი საღამოს თავისუფალ საათებში ჩავსვათ - ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს აცურებს -მოვწიოთ?
ტერასამდე მის ნაბიჯებს მივყვები.

-დადუ, შვილი არ გყავს ხო? -ჩემი ბაღებიდან მზერა მასზე გადამაქვს.
-არა - მოკლედ მპასუხობს, არც კი მიყურებს.
-შენთვის რომ იგივე ეთქვა, შენი შვილის დედას, რას იზავდი?
-ნინე-მთელი სხეულით ბრუნდება ჩემკენ- ძალიან, ძალიან ჩაიხვიე და ძალიან ამძიმებ ამ საკითხს. ახალგაზრდა გოგო ხარ, მერე რა თუ გადაიღალე, მშობიარობის შემდგომ დეპრესია თუ გაქვს, თუ ვერ გაუძელი იმ ყოველდღიურობას. ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდი დედა ხარ გესმის? მე ალბათ არასდროს მეყოლება შვილი, მაგრამ თუ მეყოლებოდა ძალიან ხშირად დაგიტოვებდი შენ რომ ჩემ მეუღლესთან ერთად განტვირთვა შემძლებოდა.აი ასე მარტივად, ხედავ?
-პირველად ჩემ კარში რომ დაგინახე, მეგონა თავზეხელაღებული განგსტერი იყავი, რომელიც ჩემ კარშივე მომკლავდა
-მართლა ასე იფიქირე?
- 4 დაცვით დამადექი სრულიად მოულოდნელად დადუ
-ერთ საიდუმლოს გეტყვი, მოიწიე- ერთმანეთისკენ ვიწევით, წარბებს კრავს- ვინმეს რომ მოუყვე ამ დადუზე, სიცილითაც კი მოკვდება - სახეზე კმაყოფილების ღიმილგადაკრული მშორდება.

***

-აღარ მეტყვი სად მივდივართ ? - უკვე საათზე მეტი იყო მისი მანქანით მივდიოდით დაუსრულებელ გზაზე
-თითქმის მოვედით-სათვალეს ისწორებს და სიმწვანეში შერეულ გზას, ჩაწეული მინებით ეგებება,ვხედავ როგორ ივსებს ფილტვებს ნიავს მოყოლილი სურნელებით.
ტყის სიღრმეში, სიმწვანეში ჩაფლულ ბილიკს მივუყვებოდით.
ის ჩემგან ერთი ნაბიჯით წინ, მე მისგან ერთი ნაბიჯით უკან.

ნელ-ნელა ხეხლის ბაღები და ბზის ხეები მეგებებოდნენ გზად, ბილიკი ფართოვდებოდა.

მთებს შორის, ტყის შუაგულსა და მზის გულზე პატარა, საუკუნეების წინ აგებული ტაძარი იდგა. ოდნავ შემაღლებულ ადგილზე, კელიები იყო გაფენილი.

სიმწვანის სურნელს შორიდან, მცირე ნოტებით ერეოდა საკმევლის ნოტები.
შორიდან წვდებოდა, ლოცვის ამონარიდები, ჩემ სმენას.
სადღაც ნაკადულიც მოედინებოდა.

სამოთხე
ჰო, თუ არსებობს, ალბათ სწორედ ასეთი იქნება სამოთხე.
-წამოდი ნინე - რეალობას დადუს მხარზე მოხვულმა ხელმა და მისმა ხმამ დამაბრუნა.
ტაძრის უკან მიმიძღვებოდა.
ოდნავ შორს, მინდვრები იშლებოდა, ალგა-ალაგ ხეებით.
მაღალ ბალახში შავსამოსმოსილნი,თითქოს მელოდიურად, სინქრონში იქნევდნენ მხრებს, მხოლოდ მიახლოვებისას შევნიშნე თიბვის პროცესში იყვნენ.
ზოგიერი უკვე გამომშრალ ბალახს ზვინად დგავდა, ზოგიც ბალახს გვერდს უცვლიდა კარგად გამოსაშრობად.
-ღმერთის მადლით, არ გაგვიწვიმდა, არ გავიფუჭდა სათივე - ხმა მეცნო.
ნაბიჯი უფრო შემინელდა.
ის იყო.
ხის ტარს ეყრდნობოდა, ჩემგან ზურგით იდგა.
გული აღარ ცემდა.
ფიქრები შემომეძარცვა.
-ვახტანგ - ჩემ გვერდით მყოფმა, შენი სახელი ისე გააჟღერა, ვერ მოვასწარი ამოსუნთქვა.
შენ მოტრიალდი.
შრომით დაღარულ სახეზე, ხელი მოიჩრდილე და ისე გამოიხედე.
-დადუ- შენ ჩაიჩურჩულე, მე ჩვენ შორის მანძილდაფარულს, მაინც მომწვდა სმენას.
შენ ნაბიჯს ჩემკენ, მე ზურგი შევაგებე.
მოვბრუნდი და წამოვედი სწრაფი ნაბიჯით.
მესმოდა ჩემი სახელის ძახილი.
არ მოვბრუნდი.



-ისევ არ მპატიობ?- ხელისგულებით ვიწმენდ თვალის უპეებში სისველეებს.
მესმის მისი ნაბიჯების ხმა ბალახებს შორის.
გვერდით მიჯდება ხის სკამზე და ჩემთან ერთად უსწორებს მზერას სიმწვანეებს.
-ნინე-მისკენ ისევ ვერ ვიხედები - ვგრძნობ როგორ მეხება მტევანზე.
მხოლოდ მის შავით დაფარულს და ჩემ შიშველ მუხლისთავებს ხედავ.
სხეულს ცახცახი ეპარებოდა.
ვერ ვპატიობდი?!
ალბათ საკუთარ თავს უფრო, ვიდრე მას.
ალბათ,სადღაც გულის კუნჭულში მისი მოპოვებული სიმშვიდეც კი მშურდა.
ვცოდი, მე მას ვერასდროს შევწვდებოდი.
ალბათ, ისიც მშორდა რომ მე რწმენა დავკარგე, მან კი აიმაღლა.
-მე რომ მოვედი, აქ მხოლოდ ერთი კელია იდგა და მხოლოდ ორი მორჩილი იყო.ჩემი ხელითაა ის კელიები აშენებული. ბაღებიც გავაშენეთ. ახლა თივების სეზონია - ისე მშვიდად ბაასობდა, თითქოს საკუთარ თავს, ძილის წინ უამბობდა თუ როგორ ნაყოფიერად დაჰყო დღე და როგორი მადლიერი იყო, გვერდიდან ოდნავ მივაბრუნდე მისკენ მზერა - მთავარია არ გაგვიწვიმდეს და მოვასწროთ თივის შენახვაც, ორი დღის წინ ბაგაში, 3 ბატკანი გვეყოლა. წილილებსაც ველოდებით. მალე ხილ-ბოსტანიც დამწიფდება და ზამთრისთვის მარაგებიც გვექნება, თორემ თოვლი რომ მოვა, ეს გზა სულ ჩაიკეტება და მარტოდ დავრჩებით. აი იქ - თითს იშვერს და მეც მზერას ვაყოლებ - ორი ძირი ბროწეული მაქვს დარგული, ჯერ რამდენიმე სეზონს არ მოისხავს, მაგრამ როცა მსხმოიარე იქნება, სულ შენ მოგიტან იმ ბროწეულებს- ვუყურებდი მის მშვიდ სახეს, სულ სხვანაირად მშვიდ ხმას და წვერში შემალულ ღიმილს.
იმ წამს მხოლოდ ერთი განცდა იყო ჩემში- სიმშვიდე, მისით გამოწვეული. მისგან შთაბერილი.
-ძალიან მომენატრე ნინუ - მხოლოდ მაშინ გავუსწორე მზერა.
მომენატრა, ისე ძლიერ მომენატრა, მხოლოდ მისი თვალებიც კი, მეგონა ფილტვებში ჩარჩენილ ჰაერს ვეღარც ამოვატნდი სულს.
-მეც ძალიან მომენატრე- საკუთარ ხმას ვერც კი ვცნობ.
ვერც ჩემ ხელებს ვიმორჩილებ, ისე ეხვევიან მის მკლავებს.

***
-ჩემი ხელითაა ამოღებული და დაწურული, გეგის და კეკეს აჭამე - ხელში მაჩეჩებს თაფლის ქილას, სულ სხვანაირად მომღიმარი
-ამდენს როგორ შეჭამენ - ხელში ვიმაგრებ ქილას.
-მე არ მატან? -გვერდით მიდგება დადუ
-შენ შვილი რომ გეყოლება მერე გაგატან
-წავედით, წავედით - ქილას მართმევს და მანქანისკენ მიდის დადუ
-იცოდე, სულ გელოდები რომ მოხვალ, არ მომანატრო თავი კარგი? - მთელი ძალით ვუჭერ ხელებს. ვცდილობ მისი სურნელი დიდხანს გავიყოლო და სითბო.
-ჩამოვალ, ჩამოვალ - შუბლზე მკოცნის და ხელებს მიშვებს.

***

-როგორ იცოდი რომ სწორედ ეს მჭირდებოდა? - ცა უკვე მუქ ფერებს მოეცვა.
ღამე იპარებოდა, ფერად.
ჩამოწეული მინები გრილ ნიავებს მაფენდნენ სხეულზე.
მიოდა გზა, სიმშვიდიდან ქაოსისკენ.
-მიხარია, თუ სწორად გამოვიცანი
-დადუ -ჩემკენ ბრუნდება - მიხარია რომ გაგიცანი, ძალიან მიხარია
მხოლოდ ეღიმება, წამით მზერას მისწორებს
-იცოდე, არ ავტირდები- თითს გამაფრთხილებლად მიქნევს - წვიდეთ ახლა სახლში.

-მასზე მომიყევი რა - რამდენიმე ხნიან სიჩუმეს ვარღვევ
-ვისზე?
-შენ მეუღლეზე
-თინი, თინი ჰქვია-მის თითოეულ ბგერაში იგრძნობოდა უდიდესი პატივისცემა- მე თუ ყველას ვაშინებდი, თინი ისაა ვისაც ყველა აშინებდა. ბევრი რამ გამოიარა და ისე გაიზარდა, რომ ხანდახან მგონია, 9-ჯერ აქვს ნაცხოვრები. ძალიან დიდხანს ვიცნობდი, მერე აღარ. დავიკარგეთ ჩამოვშორდით და ერთმანეთი სწორედ მაშინ ვიპოვეთ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ხო და ასე, დავქორწინდით, ვიცოდით ორივემ რაზე მივდიოდით. რომ არცერთს არ უნდა გვქონოდა თბილი სარეცელისა და ოჯახური იდილიის მოლოდინი.ალბათ ამიტომ ვგრძნობთ ერთად თავს კარგად.
-ასე გრძნობების გარეშე დადუ?
-ისე არ გვიყვარს ერთმანეთი, როგორც შენ და უჩას, თორე მიყვარს ადამიანი, როგორ არა, ვცდილობ ყოველთვის გავახარო და ვასიამოვნო, მაგრამ...
-მაგრამ?
ერთხანს მიყურებს, მძიმედ უშვებს ფილტვებიდან ჰაერს
-ჩვენ ქორწინებაში რეალურნი მხოლოდ ჩვენი სახლის ზღურბლის მიღმა ვართ, სადაც მაქვს მე ჩემი საძინებელი და თინის თავისი.
-მაგრამ, მას რა ჰქონდა ამ ყველაფრის მიზეზად? ხომ შეიძლება შეუყვარდეს, უნდოდეს გახდეს დედა
-თუ ეს მოუნდება, თუ შეუყვარდება იცის რომ გავუშვებ
-დადუ
-ჰო
-თუ შენი ცხოვრებიდან ყველა ძვირფას ადამიანს, თავისი ბედნიერებისთვის გაუშვებ. შენ რატომ არ თვლის თავს ღირსად რომ შენც იყო ბედნიერი?
-ღირსადო, სწორი ნათქვამი იყო, ღირსი უნდა იყო ბედნიერების ნინე, მე კი ძალიან შორს ვარ
-სულაც არ ვფიქრობ ასე.მგონია საკუთარ თავს ყველაზე მკაცრად შენ გაკიცხავ და უბრალოდ არ აძლევს ხალხს საშუალებას შენთან ყოფნის. არ უშვებ იმას რომ ადამიანი შენთან შეიძლება იყოს ბედნიერი და არა ვინმე სხვასთან
-ნინე,მე საკუთარი თავის მხოლოდ იმ მხარეს განახებ შენ, რომელიც მინდა
-ეს ყველა ასეა დადუ, მაგრამ ხომ არ დაგიმალავს ვინ და რა იყავი?
-აი ამ ხელებზე- საჭეს აშორებს წამირეად ხელებს- სისხლია, რომელიც მე ვერავინ შემიშრო და თავად შემისისხლხორცდა
-ვერასდროს ვერავინ დამარწმუნებს შენ სიცუდეში დადუ, როდესაც ვხედავ შენ სახეს, შენთვის ძვირფასზე საუბრისას და ეს სისხლი, რომელიც ხელებზე გაქვს,მოიკვეთე ორივე ხელი თუნდაც და დაიწყე სუნთქვა დადუ

***

მანქანას ჩვენ სახლთან აჩერებს.
მთელი სახლი განათებული იყო.
მანქანიდან როგორ გადმოვედი, როგორ შევაღე ჭიშკარი არ მახსოვს.
ჰამაკში ჩემი სიცოცხლის 3 მიზეზი ისხდა.
მკერდზე ცალ მხარეს გეგი ჰყავდა მიკრული, მეორე მხარეს კი კეკე იყო მიხუტებული.
რაღაცაზე საუბრობდნენ დაბალი ხმით.
სული მომეწურა სანამ მივუახლოვდი.
შორიდან მიღიმოდი.
თვალს არ მწვეტდი.
მიყვარდი
ალბათ იმ წამს ყველაზე მეტად მიყვარდი.
შენ და ჩვენი ორი.
-ნინეკო ! - ჰამაკიდან ხტება ჩემი პრინცესა და ჩემკენ გამორბის.
მუხლებზე მდგომი ველოდები ჩვენი შეხების წამს.
ეს შენი სითბო, სურნელი, სიყვარული...
-ცამდე მომენატრე ნინეკო - სახეს ვუკოცნი და უფრო ძლიერად ვიკრავ მის სხეულს გულში.
ჩემ წინ იდგა, მკალვებში ჩვენი შვილი ყავდა და ისევ, გადაუღებლად მიღიმოდა.
-დე, დედას გულო - გულზე ვიკრავ შენ თავს, ჩემ მკერდზე ფეთქს შენი გული.
წელზე მხვევს თაბაგარი ხელებს და კისერში მაკრობს ტუჩებს
-მიყვარხარ - ვეჩურჩულები.

***
-ჩუ... ფრთხილად - სანთლებს ვუკიდებ და კეკეს კარს ვუღებ, ხელში გეგი მიკავია.
ფრთხილდ შევდივართ ჩაბნელებულ ოთახში
-რა ლამაზი დღეა ! რა ნათელი მზეა !
ვხედავ როგორ ეღიმება ჯერ ისევ თვალგაუხელ თაბაგარს
ტორტით ხელში დგას მის წინ გაცისკროვნებული კეკე
ჩემ ხელში დაბურთებული გეგი არაფრით აღარ ისვენებს, ხელებსა და ფეხებს ერთიანად იქნევს
საწოლზე წამომჯდარი ხელებიდან მართმევს ჩვენ შვილს, მეც მათ წინ ვიმუხლები
-ჩააქრე უჩიიი, სურვილი ჩაიფიქრე ოღონდ
ღიმილით აქრობს ისიც სანთლებს
-გილოცავთ !

***
შემდოგომის თბილ ამიმდებს, ტერასაზე ვმართავთ ვახშამს.
გამოპრანჭული ჩემი ბიჭები ბაღში უკვე იღებდნენ სტუმრებს, ქალბატონი კეკე კი მე მეხმარებოდა.

-ვატატო ! - ის იყო სუფრის გაწყობას მოვრჩი კეკეს ძახილი რომ გავიგე, პატარა ბავშვივით გავვარდი წინა ეზოში, სადაც ჩვენი ვატატო იყო.
-როგორ გამახარე- მთელი ძალით ვხვევ ხელებს
-ხომ დაგპირდი რომ მოვიდოდი- აჩეჩილ თმას მისწორებს და შუბლზე მკოცნის.

უკვე სუფრასთან ვიყავით შემოკრებილები.
უჩას რამდენიმე მეგობარი და ჩემ მშობლები იყვნენ.
-დადუ არ ჩამოსულა? - ჩემ მუხულებზე მჯდომ მოუსვენარ გეგის პერანგის მკლვებს ვუკეცავ, საზამთროს წვეთები იდაყვებამდე რომ ჩასვლოდა.
-გათიშული აქვს ტელეფონი- ხელსახოცით წმენდს მოთხუპნულ პირს და მაინც ახალ ლუკმას უწვდის
-შეიბერება უჩა, ნუღარ აჭმევ რა

-საით ხართ? - სახლიდან ნაცნობი ხმა შემომესმა
-ამილახვარი გვეახლა? - ფეხზე დგება იუბილარი
ტერასაზე დადუ ამილახვარი გამოდის, ღიმილიანისახითა და სამსლით ხელში. მის ვეებერთელა მხრებს უკან კი ამოფარებული სიფრიფანა სხეული, მორიდებით რომ ავლებდა თვალს გარემოს.
-მოდი თინი, მოდი - მხარზე ხვევს გოგონას ხელს და წინ უბიძგებს- გაიცანით მეგობრებო, ჩემი მეუღლე თინი
ღიმილით გვავლებს მზერას გოგონა.


გეგი მყავდა საძინებელში აყვანილი, დაგვიანებული ძილის გამო უკვე ჯუჯღუნს იყო მოყოლილი.
საძინებელში მისი რწევით დავიდოდი და იმ მელოდიას, ყველას რომ პირველი გახსენდებათ ბავშვის დაძინებისას “ნანა ა ა ა...” ჩუმად ვუღიღინებდი,
საძინებლის კარი დადუმ რომ შემოხსნა თინისთან ერთად და ფეხაკრეფით შემოიპარა.
კარგად მოესწრო უკვე შეზარხოშება.
-ხომ არ გავიდეთ? -თინის ჩურჩული გავიგე
ხელით ვანიშნე არა მეთქი. გეგისაც უკვე მიელულა თვალები და რამდენიმე წუთში საწოლზე ფრთხილადაც მივაწვინე.
-აივანზე გავიდეთ- კარს ვხსნი და წყვილსაც ვატარებ.
-ერთმანეთი ისე ვერ გაგაცანით როგორც მინდოდა და ამიტომ დაგიმარტოხელეთ - სავარძელში გადაწოლილი სიგარეტის კოლოფს იღებს და უკიდებს- შენი მეუღლე ამდენს როდის მერე სვავს ნინეკო?
-იმედი აქვს რომ მეორე სართულზე მარტივად ამოვა- ერთ ღერს ვართმევ და ვუკიდებ - ძალიან მიხარია რომ მოხვედი თინი და როგორც იქნა გაგიცანი - მზერას მორიდებით მჯდომს ვაპყრობ და ვუღიმი.
-მეც ძალიან ბევრი მსმენია შენზე და ძალიან გამიხარდა რომ აქ ვარ
-ხო და აწი, ჩემ გარეშეც შეგიძლია ხოლმე მოსვლა, როცა აქ არ ვიქნები - ფეხზე დგება და აივნიდან სტუმრებს გადაყურებს ამილახვარი - ჩავალე მე, არ დამიჩაგრონ უჩა და მერე ბოლოს მოვსხდეთ კარგად, მანამდე შეგიძლიათ თამამად გამჭოროთ - ღიმილით გვემშვიდოდბება და საძინებელში ფეახკრეფით შედის.

-ძალიან კარგი ადამიანი გყავს გვერდით თინი - კარზე შერჩენილი მზერა ჩემზე გადმოაქვს.
-ჰო, დადუ ნამდვილად კარგი ადამიანია, მიუხედავად იმისა რომ ეს თავადაც არ ჯერა
-თინი, შეიძლება რაღაც გკითხო?
-გისმენ
-რატომ ხარ მასთან?
ერთხანს მზერა გაშტერებული მიყურებდა, მანამ სანამ თვალები არ გამოუშრა და არ აუცრემლდა, ან უბრალოდ მოერია ცრემლები
მზერა ამარიდა
თავი ჩახარა
დავინახე როგორ მძიმედ ჩაიზნიქა მისი გულისპირი
-მამაჩემს დადუს მეგობრის დიდი ვალი ჰქონდა,ვერ გადაიხადა.მაშინ უთხრეს რაც ყველაზე ძვირფასი შეგიძლია შემოგვთავაზო იმით გადაგვიხადეო. მას კი მხოლოდ მე, დედაჩემი და ჩემი უვარგისი ძმა ვყავდით. არც მოძრავი და უძრავი ქონება გააჩნდა ასე მეგონა,მანამ სანამ თავად არ გავხდი მისი მოძრავი ქონება, რომელიც ვალის გადასახელად გამოიყენა. დადუს დიდი ხნის წინ ვიცნობდი. მისი შეყვარებული მარიამი და მე ვმეგობრობდით სკოლის პერიოდში. შემდეგ, როდესაც გაიგო რომ მამაჩემსაც ერია ხელი იმ წრეში, რომელსაც დადუ ეკუთნოდა უბრალოდ გაქრა და გაწყვიტა ყველანაირი კონტაქტი ჩემთან. მაშინ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით. დიდიხანს უყვარდა დადუ. ჰო... ალბათ ახლა ფიქრობ როგორ შევძელი მეგობრის ყოფილთან ოჯახის შექმნა,მაგრამ იმ მომენტში, როდესაც თეთრი კაბის ზომებს მიღებდნენ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. უნდა გავყოლოდი ვიგინდარა, მილიონჯერ გამოჭერილს ქალების ცემასა და გაუპატიურებაში,ან ეს უნდა მექნა. დადუმ შემომთავაზა, მაშინ როდესაც კაბის ბოლო სინჯი მქონდა, მოვიდა და ეს შემომთავაზა. მან ყველაზე უკეთ იცოდა ვინ იყო ნიკა და რა მელოდა მის გვერდით.
დადუს გარეშე ვერაფერს ვიზავდი, თუ ამას არ გავაკეთებდი ალბათ ლაჩარი მამაჩემი საკუთარი ხელითაც კი მომკლავდა და მომიღებდა ბოლოს, რასაც ხმამაღლაც კი მპირდებოდა. ჰო და გავყევი დადუს, ახლა რომ ვფიქრობ არ ვიცი, მე უფრო მჭირდებოდა მაშინ დადუ თუ მას მე, მაგრამ ფაქტია, უკვე ორი წელია ცოლ-ქმარი გვქვია.
-როგორია თინი დადუ?
-არასდროს, თითი ზედმეტად არ დაუკარებია ჩემთვის. არც კი აუწევია ხმისთვის, მის გამო არ მიტირია და არ მწყენია არაფერი მისგან. დადუ თუ შეგპირდა ესე იგი ასე იქნება, თუ დადუ პატივს გცემს და უყვარ-სიტყვა უწყდება, დამფრთხალ მზერას მავლებს-უყვარხარ როგორც პიროვნება, ყოველთვის შენ გვერდით იქნება და მიუხედავად იმ ცხოვრებისა, რაც მას აქვს,არასდროს გაგრძნობინებს შიშს.

თვალებში პატარა ჭინკები დახტოდნენ, დადუზე საუბრისას, ტუჩის კუთხეები ღიმილს აპარებდნენ სახეს.
ბგერები, როგორც ღრუბლები, სიმსუბუქით იჭრებოდნენ სივრცეში.
-გიყვარს?
-რატომ მეკითხები?
-ალბათ არ გინახავს საკუთარი თავი მასზე საუბრისას
-ამას არ აქვს მნიშვნელობა
-რას თინი,რომ საკუთარი ქმარი გიყვარს?
-ქმარი,რომელსაც დღემდე სხვა უყვარს და მე მხოლოდ მისი ბორკილები ვარ
-შეგიძლია ეს შეცვალო თინი - მის ხელს საკუთარში ვიქცევ და ფრთხილად ვატარებ თითებს
-არაა ასე მარტივი, როდესაც წლების მანძილზე უყურებ, როგორია ის შეყვარებული. როგორ ძლიერ უყვარს სხვა და შენ მიმართ ეს ერთი ნაპერწკალიც კი არასდროს გამოუჩენია.
-ნინე ! -ეზოდან ჩემ სახელს იძახდენენ. გადავყურებ ჩემ შემთვრალ მეუღლეს და მის გვერდით ატუზულ ვატოს - ჩამო ორი წუთით რა
-ჩადი, დავრჩები მე გეგისთან - ღიმილით მიშვებს თინი და მეც ფეხაკრეფით ჩავდივარ.
-რა ხდება თაბაგარო? - ხელს მხვევს და სხეულზე მიკრავს, ჩემიანად ბარბაცებდა ღიმილიანი თაბაგარი.
-შენი სადღეგრძელოა - დადუ მომართავს ჭიქას - იმ ქალბატონს გაუმარჯოს, შენ რო აზრზე მოგიყვანა, სიყვარული გასწავლა და მამობა. ნინეკო, შენ გაგიმარჯოს ყველაზე ძლიერს, უშიშარსა და მებრძოლს, ყველაზე მაგარ ადამიანსა და დედას, ჩემ გულში ხარ იცოდე -გვერდიდან მიღიმის და ჭიქას სულმოუთქმელად ცლის.
-მე არ ვსვავ და ჩემი სიყვარული კი იცი შენ მიმართ - ჩემკენ იხრება და თავზე მკოცნის ვატო.
-ვუსმენთ მეუღლეს - ტაშს კრავს ამილახვარი
ქვემოდან ავყურებ ჩემზე მაღალს. თვალები ისე უბჭყვინავდნენ, როგორც გიშრები.
-მიხარია რომ სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ცალი ნინე და მასაც ჩემი მეუღლე ჰქვია.მადლობა ყველა დღისთვის, შენი სიძლიერისთვის და იცოდე, რომ ყველაფერს, აფსოლიტურად ყველაფერს შევძლებ მხოლოდ შენთვის და არასდროს დაგავიწყებ ჩვენ საწყისს, ჩვენს ავინებზე გაბმულ ხიდებსა და განთიადებს. სადაც არ უნდა ვიყო, მე მოვალ შენთან, როგორც ჩემ სამუდამო ნავსაყუდელში
თვალს ვერ ვწყვეტდი, ვერც შემემჩნია როდის მომერია ცრემლები.
-მიყავარხარ - ყურთან ვუჩურცულე თითისწვერებზე მდგომმა.
***
საძინებლის კარს ფრთხილად ვხსნი.
საწოლზე გეგის გვერდით იყო წამოწოლილი თინი და ფრთხილად ეფერებოდა.
თითქოს მის ყველა შეხებას სიყვარულისა და სევდის არომატი დაყვებოდა.
გვიან შეენიშნა ჩემი იქ ყოფნა.
-ძალიან გიხდება იცი ბავშვი?
-ძალიან ლამაზი ბავშვია, აჯუჯღუნდა ცოტა და მივუწექი- იდაყვს დაყრდნობით წამოიწია.
მეც მეორე მხრიდავ ვწები საწოლზე
-ადრე, ვინმეს რომ ეთქვა ამ ასაკში გათხოვილი ვიქნებოდი ან შვილი მეყოლებოდა, შეიძლება არასდროს აღარ გამეცა ხმა.იმდენად სხვანაირად წარმომედგინა ჩემი მომავალი, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ მის ციცქნა სხეულს,სურნელს რომ შევიგრძნობ, ვხვები დედობაზე უკეთესი არაფერი არსებობს.
-მე ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი- მოგონებებში წასულს სახეზე ღიმილი გადაჰკრავს
-ხო და უნდა გყავდეს ბევრი შვილი თინი
-სულ მინდოდა გოგონა მყოლოდა, წარმომედგინა როგორ გავუკეთებდი პირველ სასაცილო კიკინას თავზე, პალმასავით რომ ედგმებოდა და მოკლედ კაბებში გამოწყობილს, ბაფთებიან წინდებს ჩავაცვამდი.მიუხედავად იმისა რომ ამბობენ, გოგონებს მამები უფრო უყვართო, მაინც სულ გოგო მინდოდა, ალბათ ისიც კი რომ ჩემზე მეტად მამა ჰყვარებოდა.
-გოგოს სიყვარული მაინც განვიცადე, კეკესთან ერთად. ისეთი პატარა იყო ჩემ ცხოვრებაში რომ შემოიჭრა, სკოლაშიც კი მე მივიყვანე. სულ ვამბობ, გოგოს და ზოგადად პირველი შვილის სიყვარული კეკეზე გამოვცადე. მაგრამ ჩემი დაქალი თამარა სულ მეუბნებოდა ხოლმე, რომ პირველი აუცილებლად ბიჭი მეყოლებოდა
-რაო მერე გაგიჟდებოდა ხო
-თამარა ვატოს საცოლე იყო, ფეხმძიმე ვიყავი რომ გარდაიცვალა-პირველად იყო ეს ფაქტი რომ ხმამაღლა გავაჟღერე, რომ ვაღიარე რომ აღარ ხარ, რომ დამტოვე-თავისი ქორწილის დღეს დავკრძალეთ.
-მაპატიე, ნინე არ ვიცოდი, ვწუხვარ
-არაფერია, ვეჩვევი.
-ვატო ამის შემდეგ...
-ჰო, გარდაცვალების შემდეგ გაქრა, არ გვეკონტაქტებოდა. გეგიზე რომ ვიმშობიარე მხოლოდ მაშინ ვნახე და გავიგე. გავბრაზდი იცი?! ეგოისტურად გავბრაზდი, იმაზე რომ მასში სიმშვიდე დავინახე, რომლისგანაც მე ძალიან შორს ვიყავი. რომ ის რწმენამ გააძლიერა მე კი საერთოდ დავკარგე.იმაზეც გავბრაზდი რომ ყოველ ხელის გაწვდენაზე აღარ მეყოლებოდა, მაგრამ მერე მივხვდი. დადუ დამეხმარა ამაში, მასთან წამიყვანა და მანახა ცხოვრება, რომელიც მას ამ რეალობაში ცხოვრებას აგრძელებინებდა.
-ტკივილს ყველა სხვადასხვანაირად ვიღებთ და ვეგუებით.მან ყველაზე სწორი გზა იპოვა ჩემი აზრით. ვერ წარმომიდგენია, როგორია ასეთი ახლო ადამიანის დაკვარგა, მაგრამ ის რომ დღეს იმ ხალხის გვერდითაა ვისთანაც უამრავი მოგონება აკავშირებს, დიდი ძალისხმევისა და სიყვარული შედეგია ჩემი აზრით.
-მართალი ხარ, ასეა. ხშირად მოდი ხოლმე კარგი? ასე დადუს გარდა დიდიხანია არავისთან მისაუბრია
-მოვალ ხოლმე თუ ბატონს მიწილადებ ხოლმე
-გაგატან ხოლმე თუ გინდა
-სულ წავიყვან

***
იმ საღამოს ყველაფერი აირია.
თინი და დადუ იყვნენ ჩვენთან.
უჩა და კეკე ყავას გვიკეთებდნენ.
თინი გეგის ფერებით იყო გართული.
მე და დადუ კი ფილმს ვარჩევდით საყურებდლად.
იმდენად ხშირი გახდა ჩვენი შეკრება, ხანდახან თავს ისე კარგად ვგრძობდი, არა მარტო, მაგრამ მერე მახსენდებოდი და ჩემ თავზე ვბრაზობდი.
-როგორ უხდება თინის ბავშვი არა? - ჩემ გვერდით მჯდომ დადუს ვუჩურჩულე, რომელსაც მზერა სწორედ ამ სურათზე შეეჩერებინა უკვე რამდენიმე წუთია.
ცერად გამომხედა და გამიღიმა.
არაფერი უთქვამს.
-ბედნიერების დროა დადუ - ისევ ვუჩურჩულე, სამი სიტყვა, რომელიც ვიღაც ბედის მწერელს, ისე ხმამაღლა გაეგონა, როგორც არ უნდა გაეგო და ყველაფერი წამში ამოატრიალა.
დადუს ტელეფონზე ზარი.
მისი ფერდაკარგული სახე.
თინის მთრთოლვარე მხრები.
მისაღებში შემოსული კეკე და თაბაგარი.
ჰაერი მძიმე, როგორც დიდიხნის წინ.
გულის არეში წვა, ალბათ უკვე გამოცდილებით.
ხელებში ჩაერგო ამილახვარს სახე.
მისი მძიმე სუნთქვის ხმა მთელ ოთახს წვდებოდა.
გახევებული უჩა.
-რა მოდა დადუ - ხროტინით წარმოთქმული ჩემი სიტყვები.
არასდროს დამავიწყდება ამილახვრის სისხლიანი თვალები, პირველად მე რომ ამომხედა, მერე უჩას.
-კიტა უჩა, კიტა
მახსოვს, როგორ განგმირულად ღმუოდა მუხლებზე დავარდნილი თაბაგარი.
როგორ იჭერდა გულზე ხელს.
“მე ვპატრონობ, ქუჩიდან მყავს აყვანილი და მე ვზრდი ჩათვალე,ჩემი პასუხისმგებლობაა ეგ ბიჭი ნინე”

გამახსენდა, როგორ დამხვდა იმ პარასკევ საღამოს ჩემ მანქანაზე მიყრდნობილი, ბოდიშის მოსახდელად.

როგორ მევლებოდა თავს, როდესაც უჩა ციხეში იყო.
მახსოვს, მისი გათავისუფლების დღეს, აივანზე მდგომი მე და მერე კიტას ჩახუტება, მთელი ძალით რომ ხვევდა თაბაგარს ხელებს.
კიტა
სამყაროში ყველაზე დაჩაგრული კიტა.
უდიდესი ტკივლის მიუხედავად ადამიანად დარჩენილი კიტა.
შეყვარებული კიტა, რომელსაც სიყვარული არ დასცალდა.
კიტა, რომელიც ჩვენს შვილს სულმოუთქმელად ელოდა და ვერც კი ნახა.

და მე
ნუთუ არ გითხრა ღმერთო, თამარამ რომ უნდა გეკმარა ჩემთვის. რომ მეტჯერ აღარ უნდა მტკენოდა.
როგორ მჯეროდეს ისევ, რომ სადღაც რაღაც არსებობს.


ძირს დავარდნილს გხვევ ხელებს და ვცდილობ დაგიჭირო რომ იმ სიბნელეში არ გადაეშვა, რომელისკენაც ასე გიხმობენ.
ვცდილობ შენი გულის ძგერა ხელით დავიჭირო რომ არ გაჩერდეს, რომ არ გაგიჟდეს.
რომ ისუნთქო.
რომ მზერა გამისწორო.
რომ გითხრა შენთან ვარ.

თითქოს არ იჯერებდა, გაუჩერებლად რეკდა კიტას ნომერზე, თითქოს იმედი ჰქონდა რომ უპასუხებდა.
-მისი ხელი ურევია ხო? იმ ნაბიჭვარმა გააკეთა ხო? ხომ წავიყვანე, ჩემი ხელით ხომ წავათრიე
-ჩამოსულა უჩა, აქ ჩამოსულა და

იმ საღამოს,როდესაც კიტა საქართველოში ჩამოვიდა,როდესაც თურმე ჩვენთან მოსასვლელად გეგისთვის საჩუქარი აერჩია და ბარნოვზე მანქანაში ჯდებოდა, ბოლო წუთს ჩემთვის ნაყიდი თაიგულით ხელში, სამი გასროლიდან 1 სასიკვდილო აღმოჩნდა მის გულზე.
თურმე ჰგონებია,რომ ის ყვავილები მის ქალიშვილთან მიჰქონდა, “ვოლკს”.
თურმე ჰგონებია რომ კიტა მის სახლში მიოდა.
თურმე რამდენიმე წუთს უწვალია კიტას.
თურმე თვალები ზეცას შერჩენოდა.
თეთრ პერანგზე კი წითელი ლაქები.
ქუჩას ხმაური.
ასფალტს ჩემი თაიგული.
“ვოლკს” კიდევ ერთი ადამიანის სისხლი.
მის ქალიშვილს საყვარელი ადამიანის სიკვდილი.
უჩა თაბაგარს შვილობილი, არ ნაყოლი ძმა და მისი პასუხისმგებლობა მოუკლეს.
დადუს მეგობარი.
ჩემ შვილს ბიძა.
მე შერჩენილი გული.
იმ ღამეს პირელად ვნახე უჩა თაბაგარის ხელში იარაღი.
იმ ღამეს მე კარში არ ჩავმდგარვარ, დავხურე ის კარი, რომლითაც წავიდა და ვიცოდი სადაც.
იმ ღამეს ვიცოდი რომ თუ დაბრუნდებოდა სისხლიანი ხელებით, მე ჩემით შევუმშრალებდი.
იმ ღამეს მე მკვლელობის მონაწილე გავხდებოდი, მკვლელობისთვის.
იმ ღამეს მთელი გულით მსურდა შურისძიება.
სისხლის აღებას მიკიოდა საკუთარ ვენებში მჩქეფარე.


-სადაა ნინე, მითხარი რო არ წასულა - ყურმილს მიღმა ვატო იყო.
-წავიდა
-უნდა შევაჩეროთ ნინე, არ უნდა მივცეთ ნება მოკლას

***
-ჩემ წინ იდგა. არ მადარდებდა ჩემზე მოშვერილი იარაღები. ბოლო წამს, მხოლოდ იმ წამს, როდესაც სასხლეტისთვის თითი უნდა გამომეკრა, გეგის ტირილის ხმა ჩამესმა თითქოს ყურებში. ვერ შეველი, გესმის? ვერ შევძელი. შევარჩინე კიტას სისხლი ნინე, ვერ ჩავაძაღლე - ჩემ მუხლებზე ედო თავი.მთელი სხეულით თრთოდა.
***
მერე
თითქოს უკვე დაზეპირებულ გზას მივუყვებოდით.
წვიმდა.
თბილისში კოკისპირულად წვიმდა.
გზებზე ნიაღვრებად მოდიოდა თავმოკლული წვიმის წვეთები.
აწვიმდა, სუდარაში გამოწყობილ კიტას გულზე.
მხრით მიჰქონდა მისი სასახლე თაბაგარს, მხრებში მოხრილსა და ნაბიჯდაბზარულს.
მამის გვერდით დაასვენეს, იმავე მკვლელის მიერ მოკლული შვილის სხეული.

-ერთი წლით უფროსი იყო მამამის,როდესაც იმ ეშმაკმა მოკლა, ახლა შვილიც - გვერდით ვიღაც ტირილს, მწარე სიტყვებს აყოლებდა.
-დედა მაინც როგორ არ მოვიდა, ის ავხორცი ქალი

უდედმამოდ, უნათესაოდ იყო კიტა.
მხოლოდ უფროსი ძმა ედგა გვერდით, მიწის მიმყრელი უჩა თაბაგარი.
არც დამტირებელი იყო მისი ვინმე.
არც მგლოვიარე, არც ქვრივი და არც ობოლი მისით.
ხმა
როდესაც შენი სასახლე მიწას მიწვდა, ალბათ არასდროს ამოვა ჩემი ყურებიდან.

ერთადერთი რასაც არ ეშველება სიკვდილია.
რამდენჯერ ვუმეორებ ამ ფრაზას ჩემ თავს.
რამდენჯერ დავიტირე საყვარელი ადამიანები და მაინც, ყოველთვის ვეძებდი საშველსა და ნუგეშს.

მერე ყველაფერი აირია.
უფრო მეტად კი უჩა.
აიმღვრა.
თითქოს მკლავი მოჰკვეთესო.
აღარ ვსაუბრობდით.
ჩვენ შორის თითქოს რკინის ფარდა დაეშვა.
მე ერთ მხარეს დავჩი, ის მეორე.
შეხებები აღარ მოსწონდა.
მსუბუქად მარიდებდა თავს.
საუბრისას, როდესაც ვუამბობდი როგორ გამიღიმა გეგიმ, როგორ მოწიწკნა თმა კეკეს, მიყურებდა, მეგონა მისმენდა კიდეც, მაგრამ იქ არ იყო.მერე დგებოდა და გადიოდა.
ის საწოლის კიდეს დაუახლოვდა, ჩემი ჩახუტების ნაცვლად.

-უჩა, შემომხედე- ცალ ხელში გეგი მეკავა, მეორეთი უკვე კარში მდგომს ვაკავებდი-სად მიდიხარ უჩა, დამელაპარაკე გესმის? ყოველ დღე სად მიდიხარ?
პირველად იყო შენი თვალები ასეთი ცივი.
ხელს ისე მაშვებინებს, არაფერს მეუბნება
-უჩა ! -მიმავალს ვეძახდი -უჩა !- გეგი მიტირდება მკლავებში და მასთან ერთად მეც.

***
-დრო ჭირდება ნინე, უბრალოდ აცადე
-რა ვაცალო დადუ რა, სახლში გამთენიისას მოდის და მერე ისევ მიდის, რამდენი ხანია სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის
-უჭირს ნინე
-ორჯერ გამოვცადე დადუ, ორჯერვე მისი დახმარებით დავიხსენი სული და ვიცი რომ ახლა ვჭირდები, ის კი არ მიშვებს.
-მარტო ყოფნა ჭირდება
-ბოლომდე არ დაიწვას ცხოვრებაში დასაბრუნებელი ხიდები დადუ, ვიცი რომ რაღაც ისეთს ჩაიდენს, გული მიგრძნობს

***
თბილისს ზამთარი ედგა.
ისეთივე სიცივე იყო ჩვენ სახლში, როგორც ზამთარს გარეთ ჩვეოდა.
კეკე ჩემებთან იყო წასული,არდადეგებს ჩვეულად იქ ატარებდა.
სახლში მხოლოდ მე და გეგი ვიყვავით.
შუაღამით მისმა ტირილმა გამაღვიძა.
-დე, რატომ ტირი დე-გულზე ავიკარი მისი სხეული და მთელი გულმკერდი ამეწვა.
სიცხისგან იწვოდა.
პირველად ჰქონდა სიცხე.
პირველად შემეშინდა.
პირველად არ ვიცოდი რა უნდა მექნა.
საწოლის მეორე მხარე კვლავ ცარიელი იყო.
-დე, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი კარგადაა გესმის - მკლავზე ვიწვენ და რწევას ვუწყებ- ჩუ დე, ჩუ
“აბონენტი,რომელსაც თქვენ უკავშირდებით მიუწვდომელია, სცადეთ მოგვიანებით”
აღარ მახსოვს მერამდენედ იყო ის “მოგვიანებით”
საათი დილის 4-ის წუთებს უჩვენებდა.

-ჰო ნინე - მესამზე ზარზე მპასუხობს თინი
-გეგის აქვს მაღალი სიცხე, სასწრაფოს ვიძახებ, გთხოვ მოდი -სულ ძლივს ვითქვამდი.
-ახლავე გამოვალ, არ ინერვიულო


მემილიონედ მამეორებინებდა სასწრაფო სიმპტომებსა და მისამართს
-გთხოვთ უბრალოდ სწრაფად გამოგზავნეთ ეკიპაჟი

იმ მომენტში ყველაზე უსუსური ვიყავი დე.
ვერაფერს ვაკეთებდი.ისე შემეშინდა, ყველაფერი ამომივარდა თავიდან. მხოლოდ შენ სხეულს ვიკარავდი გულში და მომტირალს დამშვიდებას გთხოვდი.

ეზოს მოციმციმე სინათლეები რომ მოედო, მე უკვე კარში ვიდექი
საწოლის კუთხეში ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ სინჯავდა მორიგე ექიმი ჩემ შვილს.
ტუჩებზე აკრული ოთხი თითით ჩემ ღმულს ვიხშობდი.
ისევ უშედეგოდ ვცდილობდით თაბაგართან დაკავშირებას.
-ნინე - საძინელის კარში თინის დანახვა, ხსნა იყო ჩემთვის. ფეხზე წამოვარდნილი მთელი ძალით ვეხეთქები სხეულზე, როგორც პატარა შეშინებული ბავშვი - დამშვიდდი კარგი, უბრალოდ სიცხე აქვს და გადაუვლის - სახიდან ცრემლებს მწმენდდა და ჩემ დამშვიდებას ცდილობდა.
კარში დადუ ამილახვარი იდგა.
შეშინებული და გაბრაზებული.
თვალებით მეკითებოდა თაბაგარის ამბავს. მხოლოდ თავი გავუქნიე, გეგის გახედა და გაბრუნდა.

-უნდა გადავიყვანოთ, სავარაუდოდ ვირუსი აქვს და ასე აჯობებს.
სასწრაფოს მანქანაში ვისხედით და შენ ცრემლიან თვლაებს ვერ ვაშორებდი მზერას დე.

პალატის უზარმაზარ საწოლში ერთი ციდა შენ იწექი.
გული მეკუმშებოდა.
სული მიკიოდა.
გადაღლილ თვალებს ლულავდი, სიცხისგან ძილი გერეოდა.

-დამშვიდდი, დილით სახლში წავალთ, წამლებსაც დაუნიშნავენ და ჩვენ პირველ ვირუსსაც გადავაგორებთ- ზურგზე მეფერებოდა გვერდით მდგომი თინი.
-სადაა თინი, მე და ჩვენი შვილი აქ ვართ და ის სადაა

რამდენიმე საათში ტემპერატურამ სრულად დაუწია გეგის.
უკვე მშვიდად ეძინა და პედიატრიც რჩევებს დამშვიდებულს მაძლევდა.
დილით გამოგვწერეს.
სახლში მისულს მეგონა შინ მაინც დამხვდებოდა, მაგრამ არა.
გეგისთვის ფაფას ვამზადებდი, სარწეველაში მთელი ღამის უძინას, კვლავ მშვიდად ეძინა.
თინი ყავას ამზადებდა, კარის ხმა რომ გაისმა.
სამზარეულოში ჯერ დადუ, შემდეგ კი თაბაგარი შემოვიდა.
-ზემოთ ავალთ ჩვენ - სარწეველას ხელს კიდებს თინი და დადუსთან ერთად გადის.
ვგრძნობ, როგორ მაწვება სახეზე ბრაზი და წყენა ერთიანად.
კედელს მიყრდნობილი ზუსტად ჩემ წინ დგას.
თვალისდაუხამხამებლად მიყურებს.
მთელი სხეული მიცახცახებს.
ხელებით ზედაპირს ვეყრდნობი, იქვე რომ არ ჩავიკეცო.
ხმას არ იღებს, მეგონა მომიბოდიშებდა, მეგონა მეტყოდა რომ მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ის ჩუმად იდგა.
-სად ჯანდაბაში იყავი უჩა-მეგონა ხელებით ვიჭერდი იოგებს- მე იცი ალბათ სადაც ხო?
მეგონა არც კი სუნთქავდა.
არაფერს აბობდნენ მისი თვალები
-სად ჯანდაბაში იყავი, როცა ჩვენი შვილი საავადმყოფოში იყო თაბაგარო !
-არ აპირებ ხმის ამოღებას? მითხარი რომ გქონდა მიზეზი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა რომ შევძლო გაპატიო წუხანდელი ღამე, რომ მარტო ვიყავი და ლამის მოვკვდი შიშისგან- წარბიც არ შეუხრია, მე გულის არეში დამღადადებული ვხაოდი - ხმა ამოიღე თაბაგარო - წყლის ჭიქას ისე გაუზრებლად ვხვევ თითებს, აზრზე მხოლოდ ლეწვის ხმას მოვყავარ.თაბაგარის ფეხებთან ეყარა ნამსხვევრევები.
თვალები მეწვის.
სუნთქვას ვერ ამოვთქვამ.
იმ ნაბიჯებს, შენკენ რომ მოვყავდი, სიკვდილი მერჩია.
ვუყურებ შენ სისხლიან, არულ თვალებს, უგზოუკლოდ რომ დაცურავდნენ.
მაშინ პირველად გამიცრუე იმედი.
მერამდენე სიკვიდლი იყო ჩემი არ მახსოვს, მაგრამ უკვე გამოცდილი სიკვდილით მომკალი.
ნუგეში სად გიპოვია თაბაგარო, ჩემთან მოსვლის ნაცვლად.
ექოდ გაისმა სამზარეულოში და ჩემ დაბზარულ სულში ის აწული ჩემი ხელი.
შენ ღაწვზე სიცოცხლის ერთადერთ ნიშნად სიწითლე დაგმჩნეოდა.
მე იმ ხელისგულის წვა,შენ რომ ზედ კოცნა დაგეჩემებინა.
-გაეთრიე, ამ სახლიდან გაეთრიე თაბაგარო ! - გამეტებით ვურტყავდი ხელებს, ვერც კი შემემჩნია რომ ვყვიროდი- გაეთრიე, სანამ ამ სახლში ჩვენი შვილია, გაეთრიე !
უცხო ხელები მაკავებ, მაშორებენ მის სხეულს.
ამილახვრის ღრიალი ისმოდა გარედან.
კედლის ძირში ვიჯექი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემ თავს, რომელი კოშმარი იყო რეალობაში გადოსული.
ყურებში გაბმულად მისი ყველა პირობა, ყველა ფიცი გაბმულად ჩამესმოდა.
შენ იყავი ჩემი ერთადერთი იმედი, ძალა და საყრდენი და შენ ახლა არ ვიცი სად ხარ !


-რას აკეთებ ნინე
უჯრებიდან გეგის ნივთებს უწესრიგოდ ვყრიდი ჩემოდანში
-ნინე, შემომხედე რა - ჩემ გაკავებას ცდილობდა ამილახვარი
-დადუ, შემეშვი
-ნინე, სისულელეს აკეთებ. შეეშვი ამ ჩემოდნებს,დაილაპარკეთ ნორმალურად რა
-ვის დაველაპარაკო დადუ, კაიფიშია. ვის გინდა რომ ველაპარაკო?საერთოდ სახლში ასეთი როგორ მოიყვანე?
-კარში შევხვდით. ნინე ამას არ აქვს მნიშვნელობა.აზრზე უნდა მოვიყვანოთ რა
-ორჯერ ჩამაკვდა დადუ ამ ხელებში ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები გესმის? თაბაგარი იყო, წამალში გაპარული ჩემი ადამიანის შველას რომ ვევედრებოდი,გეგის შველას რომ ვთხოვდი. კარგად ხვდება ამით რა გამიკეთა, რა ტკივილები ამიშალა და გინდა რომ დავრჩე? მე კი მგონია მას თავად უნდა ჩემი წასვლა.
-ჩათვალე შვილი მოუკლეს ნინე ! როგორც შვილზე ისე ზრუნავდა, ყოველ საღამოს ურეკავდა და მის ხმას სანამ არ გაიგონებდა ისე ვერ შემოდიოდა სახლში, იცი შენ ეგ? შვილის სიკვდილს გამიცდის ახლა შენი ქმარი.ასე არ გიცნობ ნინე, ასეთი არ ხარ.იცი რომ მხოლოდ შენ შეგიძლია მისი გადარჩენა. ვიცი რომ ხელს გკრავს, არ გიშვებს ახლოს, მაგრამ ნინე, მხოლოდ შენ შეგიძლია ეს. არაფერი ამაზე ნაკლები შენ არ გაგიკეთებია იმ იდიოტისთვის და გთხოვ, ახლაც გადაარჩინე ნინე.
-მაშინ მხოლოდ საკუთარი თავი მებადა დადუ, ახლა დედა ვარ.
-ნინე, გთხოვ არ გააკეთო ეგ. მე შევანჯღევ, მოვიყვან გონს,მაგრამ დაბრუნებაში შენ გარდა ვერავინ დაეხმარება.


მერე?
არ ვიცი რა იქნებოდა
თუ არ დავრჩებოდი იმ ღამით, ჩალაგებულ ჩემოდნებს ჩუმად, დაცარიელებულს კარადაში თუ არ დავაბრუნებდი.
მაგრამ იმ ღამით, როდესაც მე დავრჩი,უჩა თაბაგარი უფრო შორს წავიდა.
აღარ მინახავს მისი თვალები აღარც ახლოდან.
აღარც მისი სუნთქვის ხმა გამიგია.
მოდიოდა და მიდიოდა
ზოგჯერ არც კი მოდიოდა.
-როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას?
იმ დილით სამზარეულოში იჯდა და ყავას სვავდა.ბავშვები თინის ყავდა წაყვანილი დილიდან.
მხოლოდ ამომხედა, სიტყვა არ დაუძრავს.
-კიტა აღარაა უჩა, ვეღარც ცხოვრება ექნება და ვეღარც მომავალი.შენ აქ ხარ, ქმარი, ძმა და მამა ხარ და ისე ნუ იზავ რო ბავშვებს ხელი მოვკიდო და შენგან წავიყვანო. ცოცხლად ნუ დაიმარხავ თავს
-ჰო ნინე, კიტა მოკვდა, მოკვდა ! - ფეხზე წამოვარდნილი ხელში მოხვედრილ ნივთებს ჰაერში მიმოფანტავდა და მთელი ხმით ღრიალებდა.
შეშინებული ზურგით ვეკროდი კედელს.
-მორჩა! აღარაა და აღარაფერი ექნება !
-შენ? შენ გგონია ხარ უჩა?
-ლეში ვარ
-ჩემი შვილის მამა ხარ- მისკენ ვდგავ ნაბიჯს, ფრთდხილად ვიქცევ მის სახეს ჩემ ხელებში, თავს ზემოთ ვაწევინებ - ჩემი მეუღლე ხარ თაბაგარო-თვალს ვერ მისწორებდა- შემომხედე, რამდენი რამ გამოვიარეთ, რამდენს გავუძელით. ნუ დაანგრევ ამ ყველაფერს... მოქცევაა თაბაგარო, ზღვაში შტორმი, სანამ დროა დაუბრუნდი ნავსაყუდელს, თორემ დაღლილსა და დაქანცულს,ტალღები სულს მოუკლავენ და შიგნით შეითრევენ, მოკლავენ შენ ნავსაყუდელს და მერე როგორღა დაუბრუნდები თაბაგარო...
თითის ბალიშები მისველდება.
თვალებდახრილს მესმის როგორ უხშირდება სუნთქა.
-აქ ვარ, ყველაფერს მოვერევით -მისკენ ვიხრები, ხელებს კისერზე ვხვევ. ნიკაპით ვეყრდნობი თავზე, რომელიც ჩემ გულისპირში ჩაურგავს.
მისი ცხელი სუნთქვა გულმკერდზე მედეობდა.
-მიყვარხარ, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ
მის ტუჩებს ვგრძნობდი ჩემ მკერდზე,გულისპირს მიკოცნიდა ცრემლიანი ტუჩებით.
წარსულში გადაფრენას ჰგავდა ჩემი ატაცება.
ყველა საფეხურს,ხელებს უფრო ძლიერად მხვევდა.
ყველა ნაბიჯს, გულის გამალებით ფეთქვა დაფენოდა მელოდიად.
წარსულს ჰგავდა შენი გაშმაგებული შავი თვალები.
შენი გახშირებული სუნთქვა.
ჩემი დაშანთული სხეული.
შენი სიმძიმე ჩემ სხეულზე.
შენი ყველა შეხება მომავლის იყო.
მონატებით გაჟღენთილი.
იმ მომენტის არა, თითქოს სხვა მონატრება იყო.
მაშინ ვერ ხვდებოდი.
მაშინ ცაში ატაცებულს, მხოლოდ შენი სუნთქვა მესმოდა, აღარც საკუთარი თავის და აღარც სამყაროსი.

ფხიზლად ძილს მიჩვეული, ვგრძნობდი შენ ფერებას.
შენ ფრთხილ კოცნებს.
როგორც მაშინ, ჩვენ პირველ წამს, ისევ როგორ მისწორებდი თმას ყურსუკან.
უკვე ბინდდებოდა რომ გამომეღვიძა.
მკლავზე დაყრდნობილი ჩემ გვერდით იწვა და მიყურებდა.
მინდოდა მქონოდა განცდა, რომ წარსულს დავუბრუნდით, კლავ ისეთებივე გავხდით, როგორიც ვიყავით.
მაგრამ არა, თითქოს ყველაფერი ისევ ისე იყო.
-დიდხანს მეძინა?
-ძალიან - ჩემკენ იხრება და საფეთქელთან მკოცნის - გშია?
-მშია - ფეხზე დგება დგება და მაისურს იცვამს ტანზე
-ბავშვები სად არიან?
-თინისთან
-შევჭამოთ და გავუაროთ წამოვიყვანოთ კარგი?
-კარგი

***
-არ გადაიფიქრე? მეგონა ერთად რომ მოხვედით, გადაიფიქრე და - აივნიდან შემომესმა დადუს ხმა, ადგილზევე გავშეშდი
-არ გადამიფიქრებია არაფერი
-უჩა, ხვდები რას აკეთებ?იცი ჩალაგებული ჩემოდნები რომ ამოვალაგებინე? ამოიღე ხმა ბიჭო, ვაფშე გამოს...ი? რაებს აკეთებ
-დადუ, ნუღარ მიმატებ
-ამოხვედი ბიჭო, მაგ ყველაფრიდან ამოხვედი და ისევ ჩაბრუნებას აპირებ?
-გამთენიისას მივდივარ, სანამ ჩამოვალ მიხედე რა
-როგორ შეხვდა
-არ მითქვამს
-რა არ გითქვამს ბიჭო, სახე უბრწყინავს გოგოს და შენ რას კეთებ?
ფილტვებს შერჩენილი ჰაერი,სასულეში გაჭედილი,ვეღარ ამომქონდა.
კისერში წაჭერილი სიტყვები მგუდავდნენ და მსპობდნენ. სიტყვები შენით წარმოთქმული და მზაკვრული გეგმა, ჩემი ცამდე აყვანისა და შემდგომ დანარცხების.
სიცოცხლეს საღამოს ნიავით მონაბერი ფარდა მაგრძნობინებდა მხოლოდ. სადღაც ვიღაც ჩემ სახელსაც გაიძახოდა, ჩემი სხეული კი გაქვავებული ერთ ადგილს დაჩემებოდა და არც კი იძვროდა.
მხოლოდ მაშინ დამიბრუნდა გრძნობა ჩემ წინ მისი სხეული რომ დავლანდე.
-ნინე - ოთხ ბგერაში ჩატეული უამრავი გრძნობა და მე მაინც მხოლოდ გეგმის ჩავარდნის წუხილს ვგრძნობდი. შეხება სცადა, კისერში ხრჩობა უფრო გამიმძაფრდა,მაგრამ ნაბიჯსაც ვერ ვდგავ უკან.- ნინე
-არ შემეხო
-დავილაპარაკოთ კარგი? -ისევ ჩემკენ დგავს ნაბიჯს
-არ მომეკარო ! - საკუთარი კივილი მაკრთობს, თითქოს ის ჩარჩენილი, ვერ ამოშვებული ჰაერი და შეკავებული სუნთქვა ერთად ამოიფრქვა.-ჯანდაბაში წასულხარ თაბაგარო ! ახლოს აღარ მომეკარო
-ნინე, დამშვიდდი გთხოვ- ხელის შეშველებას ცდილობს დადუ.
არ მჯერა
არ მინდა რომ დავიჯერო
მიდის, მიდის და სად ან რატომ
ჩემგან მიდის.
სახლიდან მიდის
ჭაობში მიდის...
ყურებში გაბმულ ბზუილს თან ერთვის ჩემი კივილი.
-სახლში წავიდეთ ნინე - მკლავზე ვგრძნობ მის თითებს.
-სახლში? - ცრემლები ხტიან თვალის უპეებიდან - რომელ სახლში უჩა?
-ნინე
-განქორწინების საბუთებს ელექტრონულად გადმოგიგზავნი - შენ თვალებში თითქოს ის სიკაშკაშე ბროლივით იმსკვრევა და მერე ძალიან ბევრ ნამსხვრევებად დაშლილი ცრემლად იქცევა.
საკუთარ ხელს ვიგლეჯ მისი თითებიდან, უკან ვბრუნდები.
“გთხოვ არ დაეცე, გთხოვ ახლა არ ატირდე”
თინის საძინებლის კარს ზურგს უკან რომ ვიხურავ, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ როგორ მიკანკალებს სახის ძვლებიც კი.
-ნინე, რა ხდება? - გეგით ხელში მიახლოვდება თინი.
ჩემ შვილს გაღვიძებოდა, ნეტა გრძნობ დედი რომ გვტოვებენ?
-ნინეკო ტირი?- საწოლიდან ხტება კეკე და ჩემ წინ მდგომი ხელზე მექაჩება.
-არაფერია სიყვარულო, შენმა სულელმა ძმამ მაწყენინა- ცრემლებს მაჯებით ვიწმენ და მის წინ ვიმუხლები- ხო იცი როგორი უჟმურია.
-წავიდეს ნინეკო, თუ სულ უნდა გატიროს ვუთხრათ და წავიდეს თავის სახლში - თმებს მისწორებს თავისი პატარა ხელებით და შუბლზე მკოცნის - აღარ დაველაპარაკები საერთოდ.
მიდის კეკ, მართლა მიდის, მაგრამ თავისი სურვილით.
შენ რომ იცოდე...
-გინდათ დღეს თინისთან და დადუსთან დავრჩეთ?
-კიი, დავრჩეთ. უჩა არა ოღონდ ხო?
თინის ვუყურებ, მიმხვდარიყო აშკარად, რაღაც ისე რომ არ იყო.
-ჩემ საწოლში დავიძინოთ ყველამ? - აჯუჯღუნებულ გეგის ჰაერში აფრენს და ისიც მაშინვე კისკისს იწყებს - კეკუ, სამზარეულოში დამრჩა გეგის საწოვარა შეგიძლია მოიტანო?
-მოვუტან მამიდას ბიჭს, აბა რას ვიზავ - კარის სახელურს ქაჩავს და წამში უჩინარდება.
-რა ხდება ნინე
-მიდის - საწოლზე ვჯდები. გეგის ვართმევ და გულში ვიკრავ, სავარელი მამაკაცის ალი-კვალს.
-რას ქვია მიდის ნინ
-საფრანგეთში მიდის, ისევ იმ ჭამობში მიდის თინ, არც კი აპირებდა თქმას. ლაპარაკი მოვისმინე, გამთენიისას მიდის და მტოვებს გეგსმის? ვითომ არაფერი ისე მიდის უკან იმ სიბნელეში.
-იქნებ საქმე აქვს ნინე
-თინი, რაც დავქორწინდით არ წასულა არსად და ახლა გადაწყვიტა. საერთოდ აღარ დაბრუნდეს, არ მინდა. განქორწინების საბუთებსაც კი იქ გავუგზავნი.
-რას ამბობ, ახლა განერვიულებული ხარ და დამშვიდდები.
-თინი, შემპირდა გესმის?

***
საძინებელში შეკეტილს მესმოდა როგორ არიგებდა კეკეს, რომ არ გავებრაზებინე, ჭკვიანად მოქცეულიყო და დამხარებოდა გეგის მოვლაში.
“მამი”
მესმოდა როგორ ეფერებოდა გეგის ამ ერთი სიტყვით.
პირზე თითებს მთელი ძალით ვიჭერდი, რომ სულის კივილი არ ამომეთქვა.
ჩემ სხეულს სულს ვატოვებინებდი, ოღონდ ის სახელური არ ჩამომეწია და მისკენ არ გავქცეულიყავი, არ მეთხოვა რომ დარჩენილიყო, არ შევმუდარებოდი რომ არ დავეტოვებინე.
-ნინე არ გამოვა - თინის სიტყვები გავიგე.
მისი სუჩუმე.
და მერე კარის ხმა.
წავიდა.
მაინც წავიდა და დამტოვა.
ისე, როგორც ჯერ არასდროს მისით მარტო დამტოვა.


ცად გამოკიდებულს მთელი ღამით მოგტიროდი. წამში ათასჯერ გთხოვდი, რომ შემოგეხსნა კარი და დაბრუნებულიყავი.
მთელი ღამით არ ეძინა გეგისაც და გაბმულად ტიროდა.
ალბათ ისიც უკვე გრძნობდა შენ სიშორეს.
დავდიოდი ოთახში, კედლიდან კედლამდე. კუთხიდან კუთხემდე გულზე აკრული მისი სხეულით და ერთად ვტიროდით.
***
მეორე დღესვე ჩავალაგე რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და მშობლებთან წავედი.
ბავშვები დედასთან იყვნენ. ტერასაზე იმ დივანზე ვიჯექი, პირველად ჩამოსულმა უჩამ ღამე რომ გაათია, ერთად კი განთიადს შევხვდით.
“განთიადის ვარსკვლავი ხარ” იმ განთიადს შენმა სიტყვებმა მართლაც ვარსკვავივით ამაკაშკაშა.

-კაცები ხანდახან იმაზე სუსტები ვართ ვიდრე ქალები - ვერც კი შემემჩნია, ისე მომჯდომოდა მამა გვერდით.
-ძალიან ნაწყენი ვარ მა...
-ვიცი, ვხედავ, მაგრამ იმასაც რომ ძალიან გიყვარს და შეძლებ აპატიო
-ვუთხარი რომ განქორწინების საბუთებს გავუგზავნიდი
-ჩემო ბუტია გოგო - მკლავს მხვევს და ზედ მიხუტებს- ახლა გაბრაზებული და ნაწყნი ხარ როგორც გითხარი. ცოლ-ქმარს ზოგადად ისეთ რამეებზე შეუძლიათ განაწყენება, გაბრაზება და პატიებაც კი, გვერდიდან მაყურებელმა, შეიძლება ვერც კი გაიგოს, მაგრამ შენ-მეორე ნახევარს, სულ სხვაგვარად გიადვილდება ან გიჭირს ყველაფერი. ვერავინ გაიგებს ცოლ-ქმარს შორის რა ხდება და ურთიერთობაა. ასე რომ მამი, მე ვიცი რო მაინც გადაგივლის ეს წყენა და აპატიებ. თქვენ ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებთ. შენ როცა გიჭირდა, გინდოდა რომ ყველა შენ გვერდით ვყოფილიყავით, ის კი როგორც ჩანს პირიქითა. ადამიანს ტკივილთან და დანარკარგთან შეგუების სხვადასხვა გზები აქვს. გაიხსენე ვატო,ვახტანგი,წარმოგიდგენია მისი ტკივილი, თამარა მისთვის სულ სხვანაირად ახლო იყო, მისი ადამიანი.ხომ ბრაზობდი მასზეც, რომ წავიდა, სხვა ცხოვრება დაიწყო და გეგონა რომ სულ გაბრაზებული და ნაწყენი იქნებოდი, მაგრამ
-მამა, უჩაც ხომ სულ სხვანაირად ახლა ჩემთვის, მისთვის უფრო როგორ არ გამიჭირდება პატიება?
-მაინც როგორი პატარა ხარ ჩემო გოგო. დედა ხარ, მაგრამ მაინც ისევ ისე, გადმოტრიალებული ტუჩით მიზიხარ გაბუტული და გაბრაზებული გვერდით.
-ჩემი ბრალია მა? მე არ ვაძლევდი სივრცეს?
-შენი ბრალი არაფერი მამი, უბრალოდ დრო მიეცი, ხომ იცი რომ დაბრუნდება.

***
გვიანი იყო ამილახვრის ზარი რომ შემოვიდა ჩემ მობილურზე.მიძინებულ გეგას პლედი შევუსწორე და საძინებლიდან ფრთხილად გამოვედი.
-ხო დადუ
-ნინე, სად ხარ?
-ჩემებთან წამოვედით რამდენიმე დღით, ისე ვიყავი ვერ გაგაფრთხილეთ, სულ ამომივარდა თავიდან.
-1 საათია დაგეძებ ყველგან - სიტყვებს შორის მძიმე სუნთქვას ამოთქვამდა.
-ყველაფერი რიგზეა?
-ნახვა მინდოდა უბრალოდ, რო კარგად ხართ, ჩავიდა ისიც
-არ მაინტერსებს დადუ-სიტყვას ვაწყვეტინებ-რომ ჩამოვალთ გამოგივლით, თან დახმარება დამჭირდება რაღაცაში.
-კარგი, დამირეკე თუ რამე კარგი?
-კარგი, მადლობა დადუ

საძიენებელში ფრთხილად შევდივარ და კვლავ გვერდით ვუწვები ნამცეცას.
პირველი იყო ის ღამე, როდესაც სახლში, რომელშიც თავად გავიზარდე ჩემ შვილთან ერთად მეძინა.
ბოტოტა, ფენა-ფენა ნაკეცებიანი ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და მშვიდად სუნთქავდა. წარბები მამისავით შეკრული.
სანამ შემოვედი მოეხერხებინა და პლედი კვლავ გადაეხადა, მამამისივით არ იცოდა მოსვენება.

ორი კვირა გავჩერდით ჩემებთან.
დედა ბავშვებთან მეხმარებოდა, თავად კი დრო მქონდა დამესვენა, მეფიქრა და ყველაფერი გადამეხარშა.
თუმცა იმის მაგივრად რომ “გაგრილებულ გულზე” ბრაზი გამნელებოდა არა, პირიქით,უფრო მეტად ვბრაზობდი და არ მესმოდა მისი.
რამდენჯერმე დამირეკა, არ მიპასუხია. არ მინდოდა მისი ხმის გაგონება რადგან ვიცოდი,ამ დღეების მანძილზე დალექილი ფიქრები ისევ თავიდან აიშლებოდნენ.


გელოდი, მიუხედავად ყველაფრისა მეგონა მაინც დაბრუნდებოდი.
რომ ჩამოხვიდოდი, ჩაგვკიდები ხელს და წაგვიყვანდი სახლში.
გეგის პირველი ნაბიჯები გამოტოვე იცი, პირველად გაიმაგრა მუხლი და შენ იქ არ იყავი თაბაგარო, მე კი სულელი-სულ გელი.

ბავშვებს მანქნაში ვსვავდი, თბილისს ვუბრუნდებოდი მართლაც ერთი ცალი ნინე.
ჯერ ისევ ზამთრის სიცივეებს ჩემნაირად ნაცრისფერი ამინდები მოსავდა.

“მე დავხატავ ბალახს შენ ფუნჯი მომიტანეე
რა ფერია ბალახიიი, რა ფერი და მწვანეეე
მწვაანე მწვაანე, რა ფერი და მწვანეე”
მთელი გზა ვმღეროდით და ვართობდით,ქარსითში დაბმულ გეგის.

-როგორ მომენატრა ჩვენი სახლი ნინეკოოო- ზურგჩანთას იკიდებს კეკე და ეზოში ტრიალს იწყებს.
-ქარაფშუტა დამეხმარე რაა- გეგის ვიყვან და რამდენიმე ჩანთას ვიღებ ხელში- გთხოვ გეგის პატარა ჩანთა წამოიღე
დიდი ქალივით, ცალმხარზე იკიდებს და გვერდით მიდგება
-მადლობა ჩემო ერთადერთო.

შეღებულ კარს მიღმა იყო სიცარიელე.
ამდენი ხნით ჩვენი სახლი არ დაგვიტოვებია.
სიჩუმე
სიცივე
უშენობა
ყველა კედელს მოდებოდა და გაჰკიოდა.
სინათლეებს ვანთებ და შიგნით შევდივართ.
გათბობის ჩასართვად წასულმა გავიაზრე რომ არც კი ვიცოდი საიდან უნდა ჩამერთო.
დამოუკიდებლობას მიჩვეული, ამ იდეით გარზდილი, შენთან იმდენად მოჯაჭვული ვიყავი, იმხელა იმედი იყავი ჩემი და ძალა,რომ ყველაფერი გადამავიწყდა. შენ გვერდით ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი, მხოლოდ სამზარეულოს საქმეებით, არაფერი ისეთი რაც ჩემ ძალებს აღემატებოდა.
საკუჭნაოს კართან ჩავიკეცე და ამ დროის მანძილზე ნაგროვები ყველა გრძნობა ერთიანად იღვრება ჩემგან.
როგორ მივჩვეულვარ მის ზრუნვას, რამდენი რამ შემიცვლია ჩემში.
როგორ უსუსურად ვგრძნობდი იმ წამს საკუთარ თავს.
-დადუ, გათბობას ვერ ვრთავ,გთხოვ მოდი რა

***
-აი ასე, სახლშიც დათბა -უჩვეულად სევდიანად ღიმილიანი იყო იმ დღეს ამილახვარი.
-მადლობა-ყავის ფინჯანს სამზარეულოს მაგიდაზე ვუდებ და მეც მის წინ ვჯდები.
-ბავშვებმა დაიძინეს?
-ვაჟბატონს ძინავს, კეკე რაღაც მულტფილმს უყურებს საძიენებლში.
-შენ როგორ ხარ ნინე?
-რავიცი, იმდენიც კი ვერ შევძელი სახლში გათბობა ჩამერთო ხომ ხედავ -საკუთარ თავზე მეცინებოდა.
-ისე შემეშინდა ტირილით რომ დამირეკე
-გირეკავს ხოლმე?
-რამდენიმე დღეში ერთხელ
-კარგადაა?
-კარგად ყოფნას გააჩნიე ნინე
-არ მითხრა დადუ, რომ ამართლებ მის საქციელს
-არ ვამართლებ,მაგრამ იცი დიდიხნის მეგობარია და ვერ მოვიგლეჯ
-ვიცი, ვიცი-ყავის ფინჯანს თითებს ვატარებ - არ გვკითხულობს? - ხმა დამებზარა
-მე კი არ ვენატრები ნინე
-თუ ვენატრებით რა ჯანდაბას აკეთებს იქ დადუ
-არც მე მესმის ბოლომდე, არ ვიცი. თითქოს ცდილობს თავი დაისაჯოს
-და მეც მასთან ერთად არა?
-ხომ იცი რომ მალე დაბრუნდება, დიდხანს ვერ გაძლებს
-მთავარია მე არ გავძლო მის გარეშე და არ მივეჩვიო
-ნინე- ჩემკენ იხრება და თმას მიჩეჩავს- ხო იცი რომ სისულელეს ამბობ
-აი ასე არ უნდა მყვარებოდა
-სიყვარული ვის რას ეკითხება ნინეკო- ღიმილიანმა სულ სხვაგან, შორს გაიტყორცნა მზერა
-ძალიან ლამაზია ხო?
-ჰოო
-გიყვარს?
-არ ვიცი- ღიმილით ხრის თავს - ნინე, ისეთი ლამაზი იყო იმ დღეს გეგი რომ ეკავა ხელში და უმღეროდა. თვალებიდან არ ამომდის ეგ მომენტი, მაგრამ...
-რა მაგრამ დადუ,ერთმანეთს თვალებში შესციცინებთ, ვერ ამჩნევ?
-ახლა ის გავაუბედურო ნინე?
-ამ კაცებს ტვინი და თვალები საპირისპირო ადგილებში გაქვთ მგონი. ვერ ხედავ რომ შენთან კარგადაა და ბედნიერია? მართლა ვერ ხედავ დადუ? იცი რომ შვილებზე ოცნებობს?პირველად რომ გავიცანი, იმავე დღეს გამიმხილა. რატომ არ გინდა რომ ელაპარაკო, რომ გაიგო მისი აზრი, როგორ გრძნობს თავს შენთან და უნდა თუ არა საერთოდ.
-მე ჯერ კიდევ ის მიყვარს
-თუ მოიჭერი ყველა გზა მასთან მისავლელი, მაშინ ბედნიერიც იყავი მის გარეშე
-თინიმ იცის როგორ ძლიერ მიყვარდა სულ
-თინიმ ბევრი რამ იცის დადუ და ბევრს ხვდება,ბევრსაც ხედავს და სწორედ ამიტომ არ გადმოდგავს არასდროს პირველ ნაბიჯს ეს იცოდე. საოცარი გოგოა თინი და ვიცი, სწორედ ისაა ვინც გაგაბედნეირებს.
-რა ხართ ეს ქალები...
-ისინი, ვისაც მარტო არ შეუძლიათ
-წასვლა მიწევს-წამში დაუსევდიანდა ხმა
-დიდიხნით?
-არ ვიცი, რამდენიმე კვირა ალბათ, უთხარი თინის და მოვა ხოლმე, თან მოგეხმარება ბავშვებთან და მარტო აღარც ის იქნება.
-აბა რას ვიზავ,აღარც გავუშვებ სახლში.დადუ, მასთან მიდიხარ?
-მასაც ვნახავ
-დარწმუნდი რომ კარგადაა და სისულელეს აღარ აკეთებს კარგი?
-ძალიან მიყვარხარ და გაფასებ, იცოდე- კისერზე მხვევს ხელს და შუბლზე მკოცნის- არასდროს არ ხარ მარტო იცოდე და ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ
-ნუ მატირებ ახლა- საფეთქელთან ვაკრობ ტუჩებს- არ მეგონა ასე ძალიან თუ შემიყვარდებოდი, შე ჯმუხო, ვითომ საშიშო კაცო
ხმით იცინის, იმ წამს ყველაზე გულწრფელი იყო დადუ ამილახვარი.სიცილისგან დაპატარავებული თვალებითა და ბაგე გახსნილი.

***
3 კვირა
უშენობის სამი კვირა და არცერთი წამით გაგონილი შენი ხმა.
სახლში მხოლოდ ერთით ნაკლებნი ვიყავით, თუმცა კი თითქოს აღარავინ იყო.
გელოდებოდი.
ყოველ წამს გელოდებოდი.
შემოსულიყავი იმ კარში და თუნდაც ყველა განვლილ დღეს, უთავმოყვარეო ქალივით გადავყლაპავდი.
გაზაფხული შემოვიდა თბილისში.
ნელნელა სიცოცხლე ბრუნდებოდა, მაგრამ შენ არა...

უკვე ღიად დატოვებულ ტერასის კარიდან მობერავდა სიო გაზაფხულის სურნელებს.
საუზმეს ვამზადებდი.
თინი ბავშვებს ამზადებდა.
მთელი კვირა გასულიყო, რაც ამილახვარი წავიდა და თინიც ჩემთან გადმოსახლდა.
მიასაღებში ჩართული ტელევიზორიდან საინფორმაციო სიახლეებს გადმოცემდა.
ღიღინს მაშინ მოვრჩი ნაცნობი სახელი რომ გავიგე
“ვოლკი”
არეული ნაბიჯებით, სულში შემძვრალი შიშით, გავედი მისაღებში.
“როგორც ცნობილი ხდება, კანონიერი ქურდის ე.წ. “ვოლკის” ერთადერთი ქალიშვილი, ეკატერინა ზვიადაური, გარდაცვლილი იპოვეს სახლში, როგორც საგამომძიებლო ჯგუფი ადასტურებს, ეს იყო სუიციდი, თუ რა გახდა ამის მიზეზი კი უფრო ვრცლად, დღის მთავარ გამოშვებაში”

ყურებში წუილი.
გულის ცემა ყელში მებჯინებოდა.
მეტკინა.
შემეცდოდა.
მე ხომ ვიცოდი რა იყო მიზეზი, მე ხომ ვიცოდი რომ საკუთარმა მამამ მოუკლა საყვარელი მამაკაცი.
“გაიგო” დამალული სიმართლე როგორც ჩანს მაინც მიწვდა მას.
ჯერ ისევ მივჩერებოდი ეკრანზე მის ღიმილიან ფოტოს.
ულამაზეს ეკატერინას,რომელის სიცოცხლეც მამის ცოდვებმა იმსხვერპლა.
იმ წამს, ყველაზე უკეთ მივხვდი ვატოს სიტყვებს.
“მხოლოდ ის მაკავებს რომ უპატიებელ ცოდვაში არ ჩავდგა ფეხი, რაც მილიონჯერ გონებაში ჩავიდინე, რეალობაში არ გავაკეთო,ბოლომდე არ ვუღალატო მას.”

თბილისს მაშინვე მოედო მითქმა-მოთქმა.
ერთხანს შეკავებული ჭორები, წამოიშალნენ.
ყველა ღიად საუბრობდა რომ კიტას გამო მოიკლა ეკატერინამ თავი, საყვარელი მამაკაცის სიკვდილს ვერ შეეგუა. მაგრამ ვერავინ ბევდავდა იმის გაჟღერებას, რომ კიტას მკვლელი მამამისი იყო და სწორედ ამას ვერ შეეგუა გოგონა.

საღამო ხანი იყო უკვე.
ისე მომინდა ვატოს ხმის გაგონება ვეღარ მოვითმინე.მინდოდა გამეგო რომ კარგად იყო და არაფერი უჭირდა.
ვიცოდი ჯერ თოვლი რომ არ დამდნარა მათთან და ვერც ბარად ჩამოდიოდა.
მთელი ზამთარი არ მენახა,თოვლში გამოკეტილი.
-ნინე...- სიყვარული და სიმშვიდე იყო იმ ოთხ ბგერაში.
-როგორ ხარ?
-როგორ ძალიან მომენატრეთ ყველანი, თქვენ როგორ ხართ ჩემო ნაპერწკალა?
-ძალიან მენატრები, ძალიან
-ხომ დაგპირდი, გზა როგორც კი გაიხსნება, მაშინვე ჩამოვალ
-ვიცი, მაგრამ ისე მომინდა ახლა შენი ხმის გაგება
-ყველაფერი რიგზეა ნინ, რაიმე ხომ არ გიჭირს.
-ისევ დაუბრუნდა იმ ცხოვრებას ვახტანგ, საფრანგეთშია, თითქმის თვე სრულდება.
-რისიც მეშინოდა ის გააკეთა მაინც- მისი მძიმე სუნთქვა მესმოსდა- მალე ჩამოვა, ხომ იცი, არ იდარდო და თუ მაინც საჭირო გახდა, როგორც ძველ დროს, წავიდეთ მე და შენ და ჩამოვიყვანოთ
-როგორც ძველ დროს?
-ჰო, იმდენს ვფიქრობ ხოლმე ღამით, ყველა დღე მახსოვს საერთოდ. ჩვენი გაცნობის პირველი წამიდან. გეგეჭკორი რომ გავლახეთ გახსოვს?
-მახსოვს, მახსოვს- ტირილს ღიმილი შემერია. მოგონებები ამეშლა.
ნეტავ ძველ დროს, როდესაც ტკივლი არ გვაერთიანებდა. იმ ძველ დროს მოგონებები ზღვად რომ ეკუთნოდა, იმ ძველ დროს ისევ ცოცხალი რომ იყო.
-ხშირად მესიზმრება ხოლმე, მშვიდი და ლაღი.როცა ძალიან მენატრება ხოლმე და დაძინებამდე ფიქრად ჩამყვება.
-აღარ მესიზმრება, ისე მინდა ხოლმე რომ ვნახო. ათასჯერ გადავლილი ვიდეოებიდან, ფოტოებიდან გადმოვიდეს და ხელები მომხვიოს. ცოტას ვფიქრობ რომ არ მესიზმრება მე?
-ჩემო სულელო, სიზმარი ხომ იცი რომ უცნაური რამაა. რომ ჩამოვალ, წავიდეთ მასთან ხომ?
-ჰო, იქნებ მის დაბადების დღეს მოვახერხოთ.
-ბზები ვახარე, რომ მასთან წავიღოთ.
-ვახტანგ
-ვატო დამიძახე ნინეკო, არ გავბრაზდები
-იცოდე, არასდროს გაბედო რომ დამტოვო გესმის? მართლა ვეღარ გავუძლებ. ვერ გადავიტან
-არასდროს რომ გითხრა მოგატყუებ, ხომ იცი რომ ვნატრობ კიდეც,მაგრამ იცოდე, სადამდეც მიწერია იქამდე ვიქნები შენ გვერდით.
-მშვიდობიანი ღამე ვატო
-მშვიდობიანი ღამე ნინეკო

***
მერე განთიადებს დავუწყე კვლავ დარაჯობა.
ვიჯექი აივანზე ვუყურებდი ხოლმე, როგორ დგებოდა ეს გარდამავალი დღე-ღამის პერიოდი.
ფიქრები მეძალებოდნენ.
მახსენდებოდა ჩვენი ყველა შეხვედრა.
შენი ყველა გაღიმება.
მონატრების მარწუხები მახრჩობდნენ.
რუტინად ქცეულ დღეებს მხოლოდ ტემპერატურა ეცვლებოდათ.
დავდიდოდი ცალი მე.

იმ დღეს კეკეს სკოლაში მშობელთა კრება იყო.
დიდიხნის შემდეგ პირველად გავდიოდი სახლიდან.
თითქოს იმდენად მივჩეოდი კედლებს, აღარც მინდოდა მისი დათმობა.
გეგი თინისთან მყავდა დატოვებული.
სკოლის მახლობლად ვაპარკიბგებდი მანქანას, ჩემი კლასელი რომ შემხვდა
-ნინე? -პატარა გოგონასთან ერთად იდგა ჩემ წინ დაქალებული მარიამი
-მარიამ,როგორ ხარ? ეს ლამაზი გოგონა ვინააო? - ჯერ მარიამს ვეხვევი, შემდეგ კი იმ ციცქნა, მორცხვი გოგონას წინ ვიმუხლები
-კატო - თავად მიმხელს სახელს და დედის ფეხს ამოფარებული ჩუმად მიღიმის.
-რამდენი წელია არ მინახიხარ
-ჰო, ძალიან ბევრი. მაგრამ ისევ ისეთი ლამაზი ხარ მარიამ
-კარგი რა, მე კი მგონია ძალიან დავბერდი
-მარიამ, მეც და შენც ძალიან ბევრი გვიკლია ჯერ დაბერემადე. სად იყავი, რომ ვერსად ვერ გადავიკევთეთ?
-დედაჩემთან გადავედი უნივერსიტეტის მერე საბერძნეთში და სულ ორი თვეა დავბრუნდით
-ძალიან კარგია, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა.
-მეც. წეღან კი შემხვდა მათე, მაგრამ არ მეგონა შენც თუ მოხვიდოდი. აქ დაგყავთ ბავშვი?
-მათე? - გაოცებას ვერ ვმალავდი. თითქოს მინდოდა შეშლოდა.
-ხო, ცოტა ცივად კი შემხვდა სიმართლე რომ გითხრა
-მარიამ, მე და მათე დიდიხანია დავშორდით.-ნერვიულად შემოვხვიე ჩანთას თითები.ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თავისთვის კაკუნობდა.
-მაგრამ ვიცოდი რომ გათხოვდი
-ხო, გავთხოვდი 1 წლის შვილიც მყავს, მაგრამ სხვას გავყევი
-ღმერთო რა სირცხვილია- გულწრფელი იყო მისი წამოწითლებაც კი სახეზე, როგორც ბავშვობაში.
-რას ამბობ, არ იცოდი. რა მოხდა მერე. მარიამ ახლა უნდა გავიქცე, ჩემი მეუღლის დის კრებაზე ვარ და ძალიან ვაგვიანებ, როცა შეძლებ იქნებ შევხმიანედეთ და შევხვდეთ
-კი, კი. სოცალურ ქსელში მოგწერ სადმე და შევხვდეთ აუცილებლად
-ბოდიში და ნახვამდის, გამიხარდი ძალიან
კაკუნით შევრბივარ სკოლის ეზოში და გულამოვარდნილი მხოლოდ იმის ფიქრში ვარ რომ არ შემხვდეს.

ნერვებს მიშლიდა ისე მომენტი რომ მათე, სწორედ იმ დროს ჩნდებოდა, როდესაც უჩასთან რაღაც ხდებოდა, არ იყო ჩემ გვერდით.
თავი საკლასო ოთახში მშვიდობით შესული რომ დავიგულე, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე.

გამოსვლით კი ყველაზე ამაყი გამოვედი.ყველა პედაგოგი ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი გოგონათი.მისი სიბეჯითითა და ნიჭიერებით.
-ნინეკო, რაო რა გითხრეს? - კიბეებზე ჩავდიოდით.ქალბატონს მთელი ძალით ჩაეჭიდა ჩემთვის ხელი და ჩემ ნაბიჯებს ხტუნვა ხტუნვით მოყვებოდა.
-რაო და ძალიან კარგი გოგოა კეკეო,ყოჩაღიო და ნინე სულ ძალიან გაახარაო
-ანუ 9 წლის რომ გავხდები 1 თვეში, კარგ საჩუქარს მივიღებ ხომ?
-დიახ, დიახ. მე ხომ პირობა მოგეცი
-საუკეთესო ხარ ნინეკო- ხელებს მხვევს და ადგილზე მაკავებს.

იმ მომენტში მართლაც ყველაზე ამაყი ვიყავი მისით,ყველაზე ბედნიერი რომ ჩემი გოგო იყო. რომ სკოლა სოწრედ ერთად დავიწყეთ და ყოველთვის მაამაყებს იმ პირველი დღიდან.
სკოლის გასასვლელში ვეჩეხები ნაცნობ თვალებს.
მათე.
ჩემო ბევრო წელო.
“მათე სიძე” თამარას ხმა ჩამესმოდა ყურებში.
ჩვენი პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ რაც თალალა აღარ გვყავდა.
რაც მარტო ვიყავი, უმისოდ.
დავინახე, როგორ გაუჭირდა ჩემთვის თვალის გასწორება.
როგორ ნერვიულად ჩაილაგა ხელები შარვლის ჯიბეებში.
ჩემ წინ იდექი და მე სწორედ შენკენ მოვდიოდი.
-ნინე - რამდენიმე ნაბიჯი გვქონდა დარჩენილი რომ შემეგება
-მათე - მის წინ ვჩერდები.ერთხანს ჩუმად მიყურებს, მერე იმ რამდენიმედან ერთ ნაბიჯს ფარავს და ხელებს მხვევს
-ხომ იცი რომ არ შემეძლო- ყურთან მეჩურჩულება
-ვიცი, ნეტავ მეც შემძლებოდა რომ არ ვყოფილიყავი -მისი სხეული მშორდება და ისევ ერთი ნაბიჯით უკან იხევს - როგორ ხარ?
-კარგად ნინე, კარგად. ჩემი მამიდაშვილი ხო გახსოვს, იკაკო ბიჭი. მას მოვაკითხე დღეს სკოლაში
-იკაკოც აქ დადის? როგორ ერთხელ ვერ შევხვდი?
-ისეა გაზრდილი, მე ძლივს ვიცანი შენ რას იცნობდი, ეს ქალბატონი კეკეა ხო?
-მე მახსოვხარ, ბებიასთან იყავი ერთხელ ჩამოსული- ნიშნის მოგებით უთხრა ქალბატონმა
-დიახ, დიახ შეხედე როგორ ვახსოვარ თურმე
-შენთან რა ხდება მათე?
-მე... -სახეზე ღიმილი ეფინება ერთიანად- დღე-დღეზე მამა ვხდები
-როგორ მიხარია მათე -მართლაც გულწრფელად მიხაროდა მისი ამბავი. ყოველთვის უნდოდა მამა გამხდარიყო და ჰყოლოდა 10 შვილი, როგორც დედისერთას.
-ჰო, აი ასე. შენ კი ვიცი რომ პატარა ვაჟკაცი გყავს
-კი, გეგი. 1 წლისაა უკვე
-გეგი?- გაოცება ვერ დამალა- ძალიან კარგია. ისე ხომ კარგად ხარ
-კარგად ვარ კი მათე და ძალიან გამიხარდა შენი ნახვა და შენი ამბებიც.ახლა უნდა გავიქცე, ჩემი ბიჭი დატოვებული მყავს და ვიცი გასკდება ტირილით სანამ მივალთ მე და პატარა მამიდა, ხო კეკე?
-დიახ, ჩემ გარეშე ვერ ძლებს
-კარგი, შეხვედრამდე ნინე და მეც მართლა გამიხარდა შენი ნახვა.


-ნინეკო, ეს ის მათეა შენ რომ უყვარდი - სავარძელში ღვედს ვურკავდი კითხვით რომ გამაოგნა
-რატომ მეკითხები?
-ვატო და დადუ ესე არ გიღიმიან ხოლმე
-კეკე, ნუ ამბობ სისულელეებს. ადრე ვუყვარდი ხო, ჩემი შეყვარებული იყო სანამ შენი ხისთავიანი ძმა გამოჩნდებოდა.
-ჩემი ძმა ჯობია- ხელები გადაიჯვარედინა
-რით მაინც ქალბატონო?-მეცინებოდა მის ქარაფშუტობაზე
-ყველაფრით სულ-მოკლე, კონკრეტული პასუხი მომიგო და თავი გვერდით გამიბრუნდა
-მაგიტო გამოვყევი მერე შენ ძმას ცოლად-ნაწნავზე მოვქაჩე და აჯუჯღუნებულს კარი სწრაფად მივუხურე.

სახლთან უჩვეულოდ ბევრი მანქანა დამხვდა.
შიშმა და სიხარულმა ერთიანად დამიარა. წამიერად ისიც ვიფიქრე რომ დაბრუნდა. ისიც რომ დადუმ ისევ მთელი ამალა ფორმიანი ბიჭები ჩამოიყოლა და ჩამოვიდა.
ჟივილ-ხივილით შეხსნა კარი კეკემ და სახლში შეირბინა.
მის ნაბიჯებს მივყვებოდი და ვცდილობდი გამომეცნო რა ხდებოდა.
-ნინე -თინის ხმა არ მომეწონა. მისაღებში გასულს რამდენიმე ფორმიანი ნამდვილად დამხვდა.
-გამარჯობა ქალბატონო ნინე - სავარძლიდან ზურგით მჯდომი ჭაღარა თმიანი მამაკაცი წამოდგა. მაშინვე ვიცანი ვინც იყო, თვალებით ჯერ თინის ხელში მყოფი გეგი მოძებნე, შემდეგ კიბის ძირში მდგომი კეკე, რომელიც მაშინვე ჩემკენ გამოიქცა და ფეხებზე შემომეხვია - აშკარად მიცანით ხომ? რა სასიამოვნოა.
-რა გნებავთ ჩემ სახლში?-ვცდილობდი ხმა დამემორჩილებინა.
-ჩემი ქალიშვილის სისხლი
-მგონი შეგეშალათ, ეგ საკუთარ სახლში უნდა მოძებნოთ- იმ წამს ვინანე ჩემი სიტყვები, თვალები რომ აერია მრისხანებისგან ჩემ წინ მდგომს.
-ჩემი შვილი, შენი ქმრის ლეკვის გამო მოკვდა-დაიღრიალა, დავინახე როგორ აიფარა ყურებზე ხელი კეკემ.
-თინი, შეგიძლია ბავშვები საძინებელში აიყვანო?
-არავინა რსად არ წავა
-ჩემ სახლში, ჩემ შვილებზე გადაწყვეტილებას თქვენ ვერ მიიღებთ, თუ საუბარი ან ღრიალი გინდათ მე მოგისმენთ, მაგრამ ბავშვები ახლა ზემოთ ავლენ - თავადაც არ ვიცოდი, როგორ წარმოვთქვამდი თითოეულ სიტყვას
-ნინე- ცრემლებში დაუცურავდა თინის თვალები.
თვალით ვანიშნე წადით მეთქი და ჩემზე მოწებებული კეკეც ჩამოვიშორე სხეულიდან.
ვუყურებდი როგორ ადიოდნენ კიბეზე,როგორ მიაყოლებდნენ ფორმიანი ბიჭები თვალს.
-გისმენთ, რა საქმე გაქვთ ქალთან და მცირეწლოვან ბავშვებთან, თაბაგარი რომ არაა ჩემზე უკეთაც იცით.
-ჩემმა შვილმა მაგ შენი თაბაგარი ლეკვის გამო მოიკლა თავი -თითს გამაფრთხილებლად მიქნევდა, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში მდგომი, რომლის ყველა გამოხედვაც სიკვდილსა და სიბოროტეს გამოჰკიოდა.
-თავადაც ხომ იცით რომ ასე არაა
-როგორ ბედავ- შემაკრთო მისმა ღრიალმა.
-ეკატერინა იმ სიმართლეს ვერ შეეგუა, რომ თქვენ წაართვით კიტას თავი
-ის ლაწირაკი, ის ბიჭი
-ის ბიჭი, იმ დღეს ჩემთან და ჩემი შვილის სანახავად მოიდოდა.ის ყვავილებიც ჩემთან მოჰქონდა, ჩემი საყვარელი ნარცისები- შორიდან მესმოდა საკუთარი ყვირილი
-მაინც მოვიდოდა, თუ იმ საღამოს არა
-და რომ მოსულიყო რა? თუ იცოდა სიმართლე, მაგრამ იმდენად უყვარდა თქვენი შვილი რომ მისთვის შეეძლო წარსულზე უარი ეთქვა. იმ კაცის შვილი ჰყვარებოდა, ვინც მამა მოუკლა და ვის გამოც თავშესაფარში გაიზარდა
-რომ ჩემ ერთადერთ შვილზე ეძია შური და გაემწარებინა არა?
-თქვენ ბიჭი მოკალით, რომლისთვისაც შურისძიება არ არსებობდა. რომელსაც უბრალოდ უნდოდა რომ ჰყოლოდა ოჯახი და ყოფილიყო ბედნიერი. თქვენ კი როგორც უკანასკნელმა მოკალით, მაშინ როდესაც ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო და ისევ აქ დგახართ თავისუფლად, როგორც მამამისის მკვლელობის შემდეგ.
-შენ არ გეშინია რომ შენც მოგკლა?აქვე რო დაგატოვებინო სული და გავამწარო შენი ახვარი ქმარი?
-ჩემმა ქმარმა დამიზნებული იარაღი დაუშვა და დაგტოვათ ცოცხალი, თქვენ თუ ასეთი კაცი ხართ, მე ვერც თქვენ იარაღს და ვერც თქვენ გორილებს ვერ გავუმკლავდები.გერჩივნათ, საკუთარი შვილისთვის მოგეარათ და მის ბედნიერებაზე გეფიქრათ
-შე პატარა ბო*ო - როგორ დაფარა ჩვენ შორის მანძილი არ მახსოვს. მხოლოდ ვიგრძენი როგორ ამეწვა სახე, როგორ ვერ შევინარჩუნე წონასწორობა, დავეცი. მერე მუცელში ვგრძნობდი ტკივილს და მესმოდა უშვერი სიტყვები.

-უთხარი რომ უნდა მოვეკალი, იმ ღამეს უნდა მოვეკალი.
***
თინის ხმას მოვყავარ გონს
-ნინე, ნინე გთხოვ გონს მოდი რა
გაჭირვებით ვახელ თვალებს. ყველაფერი დამბუჟებოდა ტკივილისგან
-ღმერთო, ისე შემეშინდა, სასწრაფო გზაშია და მოვა გესმის? -მუშტებით იწმენდა ცრემლებს. ხმას ვერ ვიღებდი ტკივლისგან, ვერც კი ვირხეოდი.
ბუნდოვნად მახსოვს როგორ გადამიყვანეს ჯერ სასწრაფოს მანქნაში, შემდეგ კი სავაადმყოფოში.
მახსოვს, კოლიდორში თინი, რომელსაც ცალხელში გეგი ეკავა,მეორეს კი მომტირალ კეკეს ხვევდა.

გონს აპარატების წრიპინსა და ჩუმ საუბარს მოვყავარ.
-შენი ბრალია, იქ უნდა ყოფილიყავი და არ მოხდებოდა ეს ყველაფერი -თინის ხმა იყო,მაგრამ ვერ ვხვდებოდი ვის ესაუბრებოდა.
-თინი დამშვიდდი რა - დადუს ხმა მეცნო.
ვგრძნობდი ვიღაც როგორ მეხებოდა ხელის მტევანზე.
მის თითებს ვცნობდი, შეხებებს.
ის იყო.
ის იყო და იქ იყო
ჩემ გვერდით.
თვალების გახელას ვცდილობ. მკვეთრი სინათლე თვალს მჭრის და უარესად მიჭირს ქუთუთოების დაშორება.
-ნინე - შენ ხარ.
ნელა ვახელ თვლაებს და გხედავ.
სევდიან, გატეხლის...
-ნინე- თინის ხელები მეხვევა- კარგად ხარ? რაიმე გტკივა?
-კარგად ვარ თინი,ნუ ტირი რა
-ისე შემეშინდა- შუბლზე მკოცნის და ღაპაღუპით ჩამომავალ ცრემლებს მაჯებით იწმენდს.
-ნინე, ყველაგნ ეძებენ გესმის, როგორც კი იპოვიან ჩემი ხელით მოვკლავ- დადუ იხრება საწოლისკენ და ხელეზე მკოცნის.
მხოლოდ ის იყო ჩუმად.
ვგრძნობდი როგორ დაჟინებით მიყურებდა, არ ვაბრუნებდი თავს მისკენ. არ მინდა წამში დავფშვნილიყავი მისი მონატრებისგან.
-ბავშვები?
-დედაჩემთან არიან არ ინერვიულო - თავზე მკოცნის დადუ.
ვგრძნობ კვლავ როგორ მეფერება ცერა თითით.
-ამდენხანს ვიყავი უგონოდ რომ ჩამოსვლა მოასწარით?
-ორი დღე იყავი უგონოდ ნინ, სერიოზული არაფერია, მაგრამ დაბეჟილობები გქონდა და შინაგანისისხლდენის საშიშროება იყო,მაგრამ ყველაფერი კარგადაა- თვალს ავლებდა პალატაში მყოფებს, თითქოს მათგან ელოდა რაიმე დასტურს.
-სახლში მინდა-ერთი სული მქონდა გავცლოდი, მისგან შორს მეგრძნო თავი.მისი შეხებები გამექრო ჩემი სხეულიდან.
-წავალთ- მხოლოდ იმ ერთი სიტყვის გამო შევხედე. უჩვეულოდ დარდიანი თვალები ჰქონდა. ტკივილითა და სევდით გაჟღენთილი. სულ ჩაწითლებული და ჩამქვრალი.
-შეგიძლია უკან დაბრუნდე. ხომ ხედავ რომ კარგად ვარ
-სახლში ვილაპარაკოთ ნინე
-მომდევნო დღეს საით გაქვს ფრენა?
-ნინე
-ნინე, ნინე... საკმარისად იკოტრიალე ჭაობში?
საწოლს შორდება, ვხვდები უჭირს თავის დამორჩილება, მაგრამ მაინც არ ვაჩერებ ენას.
-თინისთვის, კეკესთვის ან გეგისთვის რომ დაეშავებინა რამე დაფიქრდი? ჩემი ხელით მოგკლავდი შენ სიცოცხლეს გეფიცები.რომ იქ არ იქნებოდი და ვერ დაიცვადი. ჩემი ხელით მოგკლავდი.
დავინახე როგორ ძალიან ვატკინე.
როგორ ჩამოვშალე ნამსხვრევებად.
ისე გავიდა პალატიდან სიტყვა არ უთქვამს.
-არაფერი თქვა დადუ, თორემ სულ დაგკარგავ იცოდე- სიტყვის სათქმელად მომზადებულს ბგერა არ წარმოვათქმევინე.

საავადმყოფოდან გამოწერილს ეზოში დამხვდა, მანქანის საჭესთან იყო და მიყურებდა მისკენ მიმავალს
-ნინე, გთხოვ რა - შეემჩნია ჩემი შენელებული ნაბიჯები დადუს.
უხმოდ ჩავსხედით მანქანაში.
ვხედავდი როგორ მიყურებდა სარკიდან პერიოდულად ხმას არ იღებდა.
სახლამდე სიჩუმის თანამგზავრობით მივედით.
-ჩვენ აღარ შემოვალთ, ბავსვებსაც ჩვენთან წავიყვანთ და ხვალ დილით დაგიბრუნებთ კარგით? - მანქანიდან გადმოსულს მომეხვია დადუ.
-თინი მადლობა - ჯერ კიდევ სახეზე ეწრა განვლილი დღეების ნერვიულობა.

სახლში უხმოდ შევედით, მაშინვე საძინებლისკე წავედი და ტანსაცმლიანივე შევწექი საბნის ქვეშ.
შენი ნაბიჯებიც უკან მომყვებოდა.
საწოლის მეორე კიდეს შენ მძიმედ დაჯექი და სუნთქებს ამოთქვამდი ტკივილებით.
მთელ საძინებელს ისე მოედო შენი სურნელი, თითქოს სულაც არ გამქრალა, არსად იყავი წასული.
ჩუმად ჩამომეპარნენ ცრემლები და ცხვირზე მეკიდებოდნენ საბანში დამალულს.
საწოლი ჩემ გვერდით ჩაიზნიქა.
შენი სუნთქვა ღიად დარჩენილ მხარზე მეფინებოდა.
მთელ ტანზე ბუსუსები მაყრიდნენ.
-მაპატიე- მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვი.
მე კი არ ვიცოდი გაპატიე თუ არა უშენობის დღეები.
-ვერასდროს ვაპატიებ თავს რაც მოხდა, უკანასკნელივით მოვიქეცი დაგტოვე და არაფერზე დავფიქრდი. გავიგებ თუ აღარ გენდომება-ხმა ჩაეხლიჩა ბოლო სიტყვაზე.მე სუნთქვა შემეკრა- წავალ თუ გენდომება, მაგრამ იმას ვეღარ შევცვლი რაც ჩემ გამო დაგემართა და რაც გადაიტანე. არ გიმსახურებ, ვიცი. არც შენ და არც შენ სიყვარულს. ლაჩარივით ავდექი და გავიქეცი, ტკივლის ვერ გავუმკლავდი და შენ შეგატოვე ყველაფერი. მაპატიე თუ შეძლებ ის რაც გავაკეთე და რასაც გავაკეთებ
მთელი სხეული ამიცახცახდა.
მაჯებით ვიმშრალებ ცრემლებს და მისკენ ვბრუნდები.
-რას გულისხმობ
მსუბუქად მიღიმის სევდამორეული, თითებით მიმშრალებს სახეზე შემორჩენილ სისველეებს და ცერა თითით მეფერება
-როგორ ძალიან მომენატრე ნინუ
-უჩა, რის გაკეთებას აპირებ-მის ხელს საკუთარს ვადებ, ჩვენი პირველი შეხება ამდენი ხნის შემდეგ.
-რაც საჭიროა -ჩემკენ იწევა და შუბლით მეყრდნობა- ისე მომენატრა შენი სურნელი, შენი შეხება...
-უჩა- ვგრძნობდი, რაღაც ისე არ იყო
-ყველაფერი კარგად იქნება გესმის? კარგად იქნებით, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ
-შენ თაბაგარო?-გადაყლაპული ცრემლები სუნთქვას მიკავებდნენ
ცხვირზე მკოცნის, მერე ოდნავ მშორდება და თვალებს მიკოცნის, ლოყებს...
-უჩა- სახეზე ვეხები- რას აპირებ
-არ მოგვეშვება ნინე-მზერას მისწორებს
-არ გინდა უჩა, წავიდე. სადაც გინდა იქ წავიდეთ გესმის? თუ გინდა აქ საერთოდ აღარ დავბრუნდეთ- მთელი ძალით ვხვევდი ხელებს,არ მინდოდა წასულიყო.
-ვერ შევარჩენ ნინე
-გევედრები, გთხოვ არ გინდა. უშენოდ ვერ შევძლებ გესმის? არ მინდა. ნუ დამტოვებ.
-აქ ვარ, დამშვუდდი, ისუნთქე გესმის? ნინე, მშვიდად ბედნიერებავ - წამოწეულ, ჩემს სხეულში გულში იკრავდა. სუნთქვას ვერ ვიმშვიდებდი.
-არ წახვიდე- მთელი ძალით ვუჭერდი დაკრუნჩხულ ხელებს.
-აქ ვარ დამშვიდდი, აქ ვარ

გაღვიძებულს ჩემ გვერდით სიცარიელე რომ დამხვდა,შიშმა ერთიანად დამავლო ხელი.
საწოლიდან წამომხტარს არაფრის ტკივილი არ მაწუხებდა.
კიბეებზე ჩავრბოდი და მხოლოდ მას ვეძებდი.
არსად ჩანდა.
არსად იყო.
ნუთუ წავიდა.
ნუთუ ეს გააკეთა.
შიშისგან დაკრუნჩხულს კეკეს კისკისი მომესმა.
მცირედით, ღიად დარჩენილი კარიდან ისმოდა კისკისი.
კარს ვვარდები და ფართედ ვხსნი. ტერასაზე, ჰამაკში სხედან სამივე და გულიანად კისკისებდნენ.
სუნთქვა დამშვიდებული წავედი მათკენ.
-რა დღეში ხართ თქვენ? მიმიწიეთ აბა- კეკესგვერდით ვჯდები და ხელებს ვხვევ -რაზე იცინოდით?
-უჩამ მითხრა რომ წაიქეცი, შენ კი სულ მე მიბრაზდები დაბლა იყურეო
მივუხვდი უჩას კეთილ ტყუილს.
-ხო, დამცინე, დამცინე - შევუღიტინე და პატარა ქალბატონიც უფრო ხმამაღლა აკისკისდა
ყველანი ერთად ვიცინოდით.
იმ წამს თითქოს არაფერი მადარდებდა. არაფერი მახსოვდა და მესმოდა გარდა იმ სიცილისა და ბედნიერი სახეებისა.
ნეტავ თუ შევზლებდით, რომ ეს ყველაფერი ცხოვრების ბოლომდე გაგვეწელა და გადაგვეტყორცნა.თუნდაც მხოლოდ ამ ერთ წამს შეყინვოდა მთელი ჩვენი ცხოვრება.

იმ ღამით დადუ მოვიდა გვიან.
მისმა ზარმა გამაღვიძა, კარი გამიღეო.

უჩას ეძინა, ჩუმად გამოვიპარე ოთახიდან.

სახლში არც შემოსულა.
ეზოშივე ჩამოჯდა ანერვიულებული სკამზე.
-დადუ რა ხდება?
ნერვიულად უკიდებს სიგარეტს და მეც მიწვდის.
რამდენიმე ნაპასი უსასრულობის ყურებით დაარტყა და მხოლოდ მერე გამისწორა მზერა.
-ახლა, ამ წამს ჩემ საწოლში სძინავს თინის-ვერ ვხვდებოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა, უნდა გამხარებოდა რომ საბოლოოდ გამოუტყდნენ გრძნობებში ერთმანეთს, თუ უნდა მედარდა იმიტომ რომ ამილახვარი ახლა ჩემ წინ იჯდა- ამ დღეებმა თითქოს ყველაფერზე დამაფიქრა ნინე. ამომიტრიალა ყველაფერი თავში. იმ ღამით თინის ზარმა,შველას რომ მთხოვდა.მისმა ჩახუტება, ტირილით დაწითლებული ცხვირი ჩემ კისერში რომ ჩარგო. არ ვიცი, ჯანდაბა... უბრალოდ მინდოდა რომ მეკოცნა და შემეგრძნო ის მთლიანად. ჩემ მკლავებში ყოფილიყო. რომ დამყვა, ნინე... ნეტავ დაერტყა, ხელი ეკრა ნინე...
-აქ რას აკეთებ დადუ, აქ რატო ხარ?
-ხვდები რა გავაკეთე?
-შენ ხვდები რომ გიყვარს?
-ჯანდაბა ნინე, არ ვიცი გესმის? არ ვიცი მიყვარს თუ არა ისე როგორც მას ჭირდება. არ ვიცი ეყოფა თუ არა ეს გრძნობა.
-სულელი ხარ დადუ
-სულელი მარტივი ნათქვამია
-იცხოვრე დადუ, დროს ნუ გაატანა ვიღაცის ლანდს, ვისაც აღარ დაიბრუნებ და ნუ უგულებელყოფ იმ გრძნობას რაც გაქვს თინის მიმართ. თუ კვლავ შეგიყვარდა დანაშაული არაა, მთელი სამი წელი მე ფაქტიურად, სხვისი საცოლე ვიყავი, როდესაც უჩა გავიცანი. მე ჯერ კიდევ მასთან ვიყავი, როდესაც მივხვდი როგორ მიყვარდებოდა უჩა. ადამიანებს, ხანდახან მიჩვევა, კომფორტის ზონა გვერევა სიყვარულში,მაგრამ როცა მართლა შეგიყვარდება, ის წამი უნდა დაიჭირო. თინი გიყვარს დადუ, ყველა წამს გეტყობა. ყველა მისთვის ნათქვამ სიტყვაში, ყველა მოზომილ შეხებაშიც კი, ამ მოზომვებით.მიეცი თავს უფლება რომ ბედნიერი იყო
-სიყვარული რომ არ იყოს ნინეკო?
-სიყვარული უკვე არის დადუ, როდესაც ამ ყველაფერზე, მასზე ასე დარდობ. ახლა ადექი, დაბრუნდი სახლში და შენ საძინებელში, სანამ გაეღვიძა და იფიქრა რომ რაიმეს ნანობ.
ფეხზე დგება, რამდენიმე წამით თვალებს ხუჭავს და ღიმილით აბრუნებს თავს ჩემკენ.
-მადლობა ნინეკო

***
-რა კარგად იმაგრებს უკვე ნაბიჯებს- ქალაქგარეთ ვიყავიტ გასულები სავახშმოდ.
ულამაზესი პატარა რესტორანი აღმოვაჩინეთ, ფაქიურად, ტყეში გაშლილი სივრცით
-ხო,უკვე მარტოც დაბაჯბაჯებს- ვუყურებდი როგორ დასეირნობდა კეკესთან ერთად ჩემი შვილი და როგორ ყველაფრისკენ იშვერდა მომღიმარი თითებს.-თქვენ რას შვრებით აბა, მომიყევი. მთელი თვეა ვერ დაგიმარტოხელე რომ ნორმალურად მომიყვე- თინისკენ ვბრუნდები და თან თვალს ვავლებ გვერდით მდგომ დადუსა და უჩას.
-ძალიან ბედნიერი ვარ ნინე, ხანდახან არც კი მჯერა ხოლმე-სახე უბრწყინდება,როგორც კი საუბარს იწყებს - სულ სხვანაირად მზრუნველი გახდა, თითქოს სიტყვებსაც კი უფიქრდება. ხანდახან ვფიქრობ რომ ამით იძაბება, მაგრამ მერე ისე მაბრუნებს, ყველაფერი მავიწყდება მის გარდა.
-ხშირადაც რომ აღარ მიდის ხოლმე?
-ჰო... რომ წავიდეს, რომ მეცოდინება სად მიდის და რატომ, ხანდახან მგონია რომ ისე მშვიდად ვეღარ ვიქნები და ვერ დაველოდები სახლში.
-ჰო, ეგ ყველაზე რთული მომენტია, მაგრამ ჩენ ვერაფერს შევცვლით თინი. -მომღიმარ უჩას გავხედე, რომლის ტელეფონზეც უკვე რამდენიმე დღეა, გვიან ღამით არ წყდება ზარები.
-რამეზე ნერვიულობ ნინე?
-ზედმეტად დიდხანს არის სიწყნარე, ასე არაა ხოლმე.მეშინია რომ საზიზღარი კაცი გამოჩნდება და უჩა რაიმეს ჩაიდენს, რაღაც აუცილებლად მოხდება ცუდი
-ნუ, გესმის? ეს ფიქრები ნუ გაქვს - გვერდიდან მეხვევა და მხარზე მკოცნის
-ძალიან მიყვარხარ თინი - თავზე ვკოცნი და მზერა ისევ კეკესა და გეგისკენ გადამაქვს - ორი დღეა “მა” -ს გაიძახის და დედა ვერ დავაცდევინე
-იმ რამესვე დაურეკა დადუს, გაგიჟებული იყო სიხარულისგან და ვბჟირდები ჩვენ “კანონიერი ქურდების” ცოლები და ესენი ერთმანეთს როგორ ეჭორავებიან, ვინმემ რომ მოისმინოს- უკვე ხმით ეცინებოდა თინის.

უკვე გვიანი იყო თბილისში რომ დავბრუნდით.
გეგის რესტორანშივე ჩაეძინა დაქანძულს, კეკე კი მომენტებში “ყვინთავდა”
ჯერ კეკეს მხარეს გამოვხსენი კარი
-კეკე, მოდი გადმოდი დავწვეთ, ერთადერთო- ღვედი შევუხსენი და ჩემკენ მოვიზიდე
-დე, გეგიმ დაიძინა? -სული გამეყინა. წამში დამებინდა ხედვა. უჩას გავხედე ამღვრეული თვალებით.
არც ერთხელ, მიუხედავად იმისა რომ 5 წლის არ იყო ჯერ, ჩემთან რომ რჩებოდა ხოლმე, არც ერთხელ არ დაუძახია დედა. შემინიშნავს მისი დაჭერილი სიტყვა, მაგრამ არასდროს მიკითხავს ამაზე მისთვის.
თითქოს გული დამისერეს.
ვინ იცის, იქნებ როგორ ჭირდებოდა დაეძახა ვინმესთვის დედა, იქნებ უნდოდა ვყოფილიყავი ეს მე, მაგრამ ვერ გაბედა. ნუთუ ამას იკავებდა, ამას ყლაპავდა მთელი ეს წლები.
როგორ არ დავფიქრებულვარ, როგორ არ მისაუბრია მასთან ამაზე.
როგორ გამომრჩა
არ დავუფიქრდი.
“დე” სულ ასე მივმართავდი ხოლმე გეგის.
ვინ იცის რამდენჯერ ვატკინე გული, გაუაზრებლად.


მთელი ღამე ვერ დავიძინე.
მთელი ღამე ვფიქრობდი, თავიდან ვერ ვიგდებდი იმ ორ ბგერას.
მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა.

დილით სამზარეულოში შესვლისას უჩას დაბალ ხმაზე საუბრი მომესმა და ნაბიჯი მიმიყინა გაგონილმა სიტყვებმა
-კეკუჩი, გინდა რომ ნინეს დედა დაუძახო?
-უჩი, მინდა ხოლმე, სულ ენაზე ვიკბენ ხოლმე დ რომ წამომცდება, მაგრამ მერე ნინეკოს ხომ თავისი შვილი ყავს, დედასაც რომ ეწყინოს რომ მე ნინეკოს დავუძახო დედა?
-ნინეკოს არ ეწყინება, იცი რას ამბობს ხოლმე ნინეკო სულ? კეკე ჩემი პირველი შვილიაო
-მართლა? -ხმაზე ეტყობოდა ტიროდა.
-ხო, მართლა და იცი დედასაც არ ეწყინება ნინეკოს თუ ასე დაუძახებ, შენ თუ გინდა და ნინეკოსაც გაუხარდება
-შენც არ გაბრაზდები უჩი?
-არ გავბრაზდები, მე შენ რაზე გიბრაზდები?
-საჭმელს რომ არ ვჭამ
-ეს გასაბრაზებელია
-უჩი, ნინეკო მე სულ მეფერება, მაბანავებს ხოლმე, მასწავლის როგორ შევწვა კვერცხი და ყიყლიყოები, თმებს მვარცხნის, სანამ დავიძინებ მოდის და მკოცნის ხოლმე. თუ ჩამეძინა საბანს მაფარებს ხოლმე იცი? იმიტომ რომ მახსოვს რომ ჩამეძინება მაშინ არ მაფარია ხოლმე. სკოლაში ჩემ კრებებზე დადის და მერე სულ მეუბნება რომ ჩემით ამაყობს, მეც ნინეკოს გამო მინდა რომ სულ ათიანები მივიღო ხოლმე. მინდა რომ გავიზრდები ნინეკოსნაირი ვიყო. უჩი დედებს უყვართ ასე, თუ მე ნინეკო მყავს, მაშინ ხო ნინეკოა ჩემი დედიკო
-ჰო, ნინეკო შენი მეორე დედიკო- ხმა გაბზარვოდა კეკეს უჩის.
კედელს მიკრდნობილი ძლივს ვიკავებდი თავს. მომუშტულ ხელს ვიკბენდტი ტირილი რომ არ ამომეთქვა.
იმ წამს ყველაზე მეტად ვიგრძენი კეკეს დედობა.
იმ წამს ყველაზე ნათლად მივხვდი,რომ ჩემი პირველი შვილი იყო.
არცერთი აღარ იღებდა ხმას.
ცრემლები შევიმშრალე და ვეცადე გამეღიმა.
-დილამშვიდობის
ჯერ ისევ ცრემლიანი თვალები ჰქონდა ჩემ გოგონას.
-დილამშვიდობის ნინეკო
-ნინეკო, მე და კეკეს გვინდა რაღაც გკითხოთ
-აბა, გისმენთ- იდაყვებით ვეყრდნობი სამზარეულოს დახლს.
-უჩიმ მითხრა გუშინ რაც დაგიძახე -პატარა სახე ნერვიულობისგან მოღუშვოდა
-მერე? -მისკენ მივიწიე და აწეწილ ნაწნავებზე ხელი გადავუსვი
-უჩი, აი ხომ ხედავ?
-ვხედავ, ვხედავ - ეცინება თაბაგარს-მიდი კითხე
ცრემლიანი თვალებით ამომხედა.
რომ იცოდე როგორ მიყვარხარ !
-ნინეკო-ღრმად ამოისუნთქა, ვხვდებოდი როგორ უჭირდა სათქმელი, როგორ იწვალებდა თითებს.
უცებ ჩამოვშორდი, მაცივრის კარი გამოვაღე და კვერცხი გამოვიღე
-დე, ყიყლიყოები გავაკეთოთ? -მისკენ მივბრუნდი.
არასდროს დამავიყდება მისი სახე, მისი თვალები.
როგორ აუთამაშდა მხრები.
წამში ჩამოხტა სკამიდან და წელზე შემომხვია ხელები.
ფართედ იღიმოდა თაბაგარი.
-კეკე- კვერცხის შეფუთვა მაგიდაზე დავდე და მისკენ დავიხარე - შენ ჩემი პირველი შვილი ხარ, ჩემი გოგონა, რომელიც უზომოდ, უსაზღვროდ მიყავრს. გინდა საიდუმლო გითხრა? მეც სულ მინდოდა ხელმე შენთვის დე დამეძახე,იმიტომ რომ სულ ჩემი შვილი იყავი, მაგრამ რომ არ გწყენოდა, ამიტომ არ გეძახდი ასე. მაგრამ თუ ეს შენც გინდა, იცოდე მეც მინდა და მეც ასე მოგმართავ ხოლმე კარგი?
-კარგიი- კისერზე მხვევს ხელებს. მისი გამალებული გულისცემა მესმის -ხანდახან ნინეკო და ხანდახან დე კაი?
-ხო აბა, მეც ვერ გავძლებ ისე კეკუციც რომ არ დაგიძახო.
იმ დღესვე, აფსოლიტურად ყველას გააგებინა, რომ მე მეორე “დე” ვიყავი.

***
-არ გინდა გეგი ბაღში მივიყვანოთ და შენთვის დრო გქონდეს? - ფილმს ვუყურებდით,ატირებულ გეგის რო შევხედე და უკან დაბრუნებულს მკითხა თაბაგარმა.
-ჯერ 2 წლისაც არაა, გაუჭირდება ძალიან, მომდევნო წელს მივიყვან- მკერდზე ვეხუტები და ხელებს ვუჭერ.
-შენი საქმე რომ დაიწყო? რასაც სახლიდან შეძლებ თუნდაც
-უჩა - ოდნავ წამოვიწე, რომ შემეხედა - რა ხდება ?
-არაფერი, უბრალოდ მინდა რომ იმ ქაოსურ ცხოვრებას დაუბრუნდე, რაც ყოველთვის გიყვარდა და შენი იყო.
-თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ და თანაც მყავს გვერდით ადამიანები, რომლებიც მუდამ მიქმნიან დღეს. მართალია შენ ხარჯზე ვცხოვრობ, მაგრამ
-ნინე, ამას არ ვგულისხმობ- თმას მისწორებს- უბრალოდ მინდა რომ არაფერი ინანო ცხოვრებაში გესმის?
-გეგი რომ წამოიზრდება, აუცილებლად ვიპოვი კვლავ ჩემ ადგილს და დავიწყებ მუშაობს, მაგრამ ახლა ჯერ დრო არაა და სიმართლე რომ გითხრა ამას არც განვიცდი დიდად.
-გასაგებია, თემა დახურულია, მანამ სანამ თქვენ არ გახსნით ქალბატონო - ხელებს დანებების ნიშნად წევს და კისერში მკოცნის.

***
-შეგიძლია სადმე შემხვდე?-ყურმილს მიღმა თინი აშკარად უჩვეულოდ ანერვიულებული იყო.
-კარგად ხარ თინი?-ტელევიზორის წინ მსხდომთ მზერა მოვავლე და შეუმჩნევლად გამოვიპარე
-არ ვიცი ნინე, გთხოვ კაფეში სადმე შევხვდეთ
-ჩავიცვამ და გამოვალ, ქიაჩელზე შევხვდეთ- ყურმილს მისი დასტურის შემდეგ ვკიდებ და მისაღებში ვბრუნდები.
-უჩა, სადმე ხომ არ ხარ გასასვლელი?
-არა, მშვიდობაა?
-ცოტახნით გავალ თინისთან და მოვალ კარგი?
-კარგი



ქიაჩელზე, კაფის შესვლელთან ნერვიულად მოსიარულე თინი იდგა და თვალებით დამეძებდა.
ჩემ დანახვაზე მხრები ჩამოუშვა.
-ნინე, მადლობა - ხელებს მხვევს და ვგრძნობ როგორ უთრთის სხეული.
კუთხეში, განაპირად მდგომ მაგიდასთან ვხდებით.
ვხედავ როგორ უჭირს საუბრის დაწყება,როგორ უშრება პირი და იმ წამს მოტანილ წყლის ჭიქას როგორ იქცევს ნუგშად.
-თინი- მტევანზე ვეხები -რა ხდება?
-დაბრუნდა-მხოლოდ ერთი სიტყვა.
ვერ გავიაზრე თავიდან ვის დაბრუნებაზე საუბრობდა, ან ასე ძალიან რატომ აშინებდა ვინმეს აბრუნება,თვალები რომ აემღვრა, საქორწინო ბეჭედეს თითები რომ გადაატარა, შემდეგ მივხვდი.
-შეგხვდა?
-არა, ღმერთო... კიდევ კარგი არა - ისევ წყალს სვავს და ცრემლიან თვალებს მაპყრობს- წავა ნინე, თუ დადუსთან მოინდომებს დაბრუნებას, დამტოვებს.
-დადუს უყვარხარ თინი
-ისიც უყვარს ნინე, არ გაქრობია მისდამი სიყვარული. ვიცი რომ წავა, მას აირჩევს- სახეზე ცრემლები უბრჭყვინავს - არ დავფიქრებულვარ, არ მეგონა თუ დაბრუნებოდა, მე სულელს ამაზე არასდროს მიფიქრია.
-დადუმ იცის?
-არ ვიცი, ალბათ არა. რომ იცოდეს უკვე წავიდოდა მასთან-თითქოს სხეული უპატარავდება, მხრებში მოხრილს.
-ასე უბრალოდ ვერ და არ დაგტოვებს გესმის? ცოლ-ქმარი ხართ შენ და დადუ და ის გოგო უბრალოდ წარსულია
-როგორ მინდა ამის მჯეროდეს
-ხო და დაიჯერე თინი
-არ ვიცი, უნდა ვუთხრა თუ არა. რომ გაიგოს ვიცოდი და არ ვუთხარი, შეიძლება გაბრაზდეს, მაგრამ როგორ ვუბიძგო თავად რომ მასთან წავიდეს.
-კარგი, დღეს მოითმინე. ავღნიშნოთ დადუს დაბადების დღე და შემდეგ უთხარი კარგი?
-ნინე- ხმა უწყდება, მზერა მაგიდის ქვეშ გადააქვს - ფეხმძიმედ ვარ
-თინი- მისკენ ვიხრები და სახიდან ცრემლებს ვწმენდ-ეს ხომ შენი ოცნება იყო, შესანიშნავი ამბავია, ჩემო ლამაზო
-მინდოდა დღეს მეთქვა, ორი დღის წინ გავიგე, მაგრამ არ ვიცი ახლა რა ვქნა. არ მინდა ვუთხრა და ამით დავაკავო ჩემთან თუ კი წასვლა ენდომება. არ შემიძლია ვაიძულო ჩემთან ყოფნა გესმის?
-მესმის, შენი მესმის თინი და შენ გვერდით ვარ გესმის? არსად წავა დადუ და როდესაც შვილის ამბავს გაიგებს, ვიცი უსაღვროდ ბედნიერი იქნება.
მის გვერდით ვინაცვლებ და ხელებს მთელი ძალით ვხვევ- არა ინერვიულო, ახლა მითუმეტეს არ შეიძლება შენთვის,დანარჩენი ყველაფერი დალაგდება და მოგვარდება, ყველაფერი კარგად იქნება და ყველაზე ბედნიერი დედაც იქნები, ჩემო სიყვარულო. მე შენ გვერდით ვარ, რაც არ უნდა მოხდეს.

***
ამილახვრის დაბადების დღეს მთელი დიდებული სტატუსის მქონდე საზოგადოება ესწრებოდა.
პირქუშად მსხდომი მამაკაცები და მათი თავმომწონე მეუღლეები.
ნეტავი ვინმეს, გარეშე თვალითაც ასეთი ვჩანდი მეც?
სუფრასთან ვისხედით უკვე.
კერძები ლამაზად გაეშალათ უშველებელ მაგიდაზე და საღამოს ნიავი მობერავდა ტერასიდან.
მოუსვენრად იყო თინი და მეც.
წამდაუწუმ ნერვიულად ვურეკავდი დედას, ბაშვებს მოსაკითხად.
თვალს ვალვებდი ირგვლივ მსხდომთ და ვიყავი რაღაცის, ან ვიღაცის მოლოდინში.
-ყველაფერი რიგზეა? - ყურთან მიჩურჩულა თაბაგარმა. აშკარად არ გამორჩენია ჩემი ხასიათი- რა გჭირთ შენ და თინის დღეს?
-არაფერი, რა უნდა გვჭირდეს? - ვცდილობ არაფერი შევიტყო.
-ნინე, მატყუებ? -ზემოდან დამყურებს ოდნავი ღიმილით.ვგრძნობ როგორ მიჭერს მუხლისთავზე ხელს - ისეთი რა ხდება რომ მატყუებ ნინე
-უჩა-მის ხელს საკუთარს ვადებ- ჩემი და შენი საქმე არაა ის, რაც ხდება. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.
-არ იცის ჯერ, არც მე მითქვამს - მისკენ ისე სწრაფად ვაბრუნებ თავს, ვგრძნობ როგორ მეჭიმება კისერი-შენი აზრით ვერ მივხვდებოდი რაზე ნერვიულობთ, თუ ვერ გავიგებდი მარიკუნას ჩამოსვლის ამბავს?
-უჩა, მასთან წავა?
მხოლოდ მზერა გამისწორა, ღრმად ამოისუნთქა და დადუს გახედა, რომელსაც თინისთვის მოეხვია მკლავი და თავზე კოცნიდა.

ამილახვარს დიდი სტატუსი და ისტორია ჰქონდა. მისი ეშინოდა ყველას, არავინ იყო ვისაც შეეძლო ეთქვა რომ დადუსთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. არავის შეეძლო მასთან ყოფილიყო უშუალო.
მაგრამ ამილახვრას, სახელგანთქმულს, საშიშსა და მკაცრს, შეეძლო ნებისმიერ სიტუაციაშიც კი ყოფილიყო ყველაზე თბილი და მოსიყვარულო. მისთვის არც გარემოცვას ჰქონდა მნიშვნელობა და არც ადგილს.
ვერც ვერავინ გაკიცხავდა და ვერც ხელს შეუშლიდა.

-მოსაწევად გავალ კარგი? - მაგიდიდან ვდგები და თინისკენ მივდივარ. ვხვდებოდი, იმ წამს თუ არ გავიყვანდი შესაძლებელი იყო იქვე დაფშვნილიყო ნერვიულობისგან - თავადო ამილახვარო-მხარზე ვადებ ხელს და ისიც ჩემკენ აბრუნებს თავს ღიმილით- ცოტახნით თქვენს უმშვენიერეს მეუღლეს მოგტაცებთ.
-მხოლოდ თქვენ განდობთ მის თავს ჩემო ძვირფასო- თინის ქორწინების ბეჭდიან ხელზე ეამბორება და სკამს უწევს წამოსადგომად.

პირველივე ნაბიჯზე ჩემ მკლავს ებღაუჭება თინი.ვხედავ როგორ უჭირს ნაბიჯების გადმოდგმა, როგორ გახშირებოდა სუნთქვა.
მე ვეწეოდი, ის მოაჯირს დაყრდნობილი სუნთქვის დარეგულირებას ცდილბდა.
-დამშვიდდი, თინი რა - მკლავზე ვეფერები
-მინდა რომ სახლში გამვიკეტო და არ გამოვიდე არასდროს- ცრემლენ თვალებს ხელებით ინიავებს და ჩემკენ ბრუნდება -როგორ ვერ ვიტან ამ მასკარადებს.

ნიავი აფრიალებდა ტერასის კარზე დაშვებულ თხელ რძისფერს ფარდებს. მზერა შემეყინა, იმ ფარდის მიღმა ორ სილუეტზე, რომელთაგან ერთერთი დადუ იყო.
მის წინ შავგვრემანი, ჩემთვის თითქოს უცხო, მაგრამ მაინც ცნობილი გოგონა იდგა, წელში გამართული და მომღიმარი. დავინახე როგორ მოხვია ხელები მხრებზე დადუს.
გვერდით მიბრუნებულს, თინის ცრემლები შემეგებნენ. მიყურებდა ამღვრეული თვლაებით და შველას მთხოვდა.
ცრემლებს ვუმშრალებდი, ხმა ჩაკლულად მომტირალს.
აცახცახებულ მის სხეულს ხელებს ვხვევდი რომ დამშვიდებული, ადგილს დაბრუნებოდა.
ვთხოვდი ესუნთქა.
ვთხოვდი არ დაცემულიყო.
ნაბიჯების ხმაზე მივბრუნდი უკან.
თაბაგარი მოდიოდა ჩვენკენ.
ერთხანს ჩუმად უყურებდა თინის. მისკენ გადადგა ნაბიჯი, სახეზე მიეფერა. პიჯაკის ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ფრთხილად შეუმშრალა ცრემლები.შუბლზე აკოცა, თმა შეუსწორა და გაუღიმა.
-ახლა, დამშვიდდი. აი ასე- მხრებზე დაალაგა ხელები - გაიღმე, წამობრძანდით შიგნით და შენი მეუღლის გვერდით შენი ადგილი დაიკავე.
თითქოს დაჰიპნოზებული ისე დაყვა თაბაგარის სიტყვებს დაპატარავებული თინი.
ხელკავისთვის ხელები მოგვიზიდა და გვერდით ამოგვიყენა ორივე.
იმ ფარდის მიღმა, ნაბიჯის გადადგმამდე, ერთხელ ისევ გახედა თინის, გაუღიმა და მანაც საპასუხოდ ღიმილით უპასუხა.

სუფრასთან იდგა ის ორი სილუეტი.
ღიმილით ესაუბრებოდა გოგონა დადუს, რომელსაც სახეზე ყველა განცდა ერთად ჰქონდა აშლილი. პირდაპირ მათკენ მივდიოდით
-უკაცრავად - ღიმილით დაუქნია თავი თაბაგარმა - მარიკუნა, გაიცანი ჩემი მეუღლე ნინე-ჩემკენ გამოწვდილ ხელს საკუთარს ვახვედრებ ნაძალადევი ღიმილითა და გოგონას სილამაზით მონუსხული- ეს კი თინი, თავად ხომ არ წარუდგენ დადუ?
ამილახვარი თინის მიჩერებოდა.
აშკარად შეენიშნა მისი ჩაწითლებული თვალები.
თითქოს გახევებულიყო.
-თინი - ისე უკითხავად ეხვევა მარიამი თინის, თითქოს არაფერი - როგორ გამიხარდა შენი ნახვა.
ვერ ვხვდებოდი, ამდენად კეთილი და ჩვეულებრივი იყო, თუ უბრალოდ უნდოდა დაენახებინა რომ მისთვის არაფერს ნიშნავადა.
-ხო, დიდიხანია არ შევხვედრილვართ - ვხედავდი როგორ უჭირდა გაღიმება, როგორ ეწვოდა ის ადგილები ჩახუტებით რომ დაუფარა გოგონამ.
ამილახვარმა მზერა რომ გამისწორა, მივხვდი როგორი ქაოსი იყო მასში.
ასე არ მოიქცე დადუ, ასე არ გააკეთო
მხოლოდ თავი გავუქნია. თითქოს მიხვდაო. თინის ხელი საკუთარში მოიქცა და ზედ აკოცა.
დავინახე როგორ გახევდა მარიამი.
როგორი ნაძალადევი გაუხდა ახლა უკვე მას, ის ფართე ღიმილი.
-ნინე, თქვენკენ არის ხომ ადგილი მარიამი რომ დაჯდეს?
-კი, არის დადუ. დავსხდეთ ხომ მარიამ, სტუმრებთან უხერხულია - ღიმილით მივუთითე მაგიდის მეორე მხარიკენ.
ვხედავდი დადუს ვერ დაჭერილ მზერას, ჩემგან ხელმარჯვნივ.
თინის ლარივით დაჭიმულ სხეულს.
ველოდებოდი სადამდე მოზომავდა თავს, როდემდე შეიკავებდა ნერყვად გადაყლაპულ ცრემლებს.
-აბა მარიკუნა, რას მივაწეროთ შენი უეცარი დაბრუნება? - წინ წამოწეული უჩა, ჩემ გვერდით მჯდომს მიუბრუნდა, რომელიც ჯერ ისევ არ აშორებდა ჩვენ წინ მჯდომ წყვილს თვალს.
-დაბრუნებისთვის მიზეზი არასდროს მჭირდებოდა უჩა- საზურგეს მძიმედ მიეყრდნო.
-მაინცდამაინც დღეს?
-დღეს ხომ დადუს დაბადების დღეა?!
-ისევე როგორც ბოლო 4 წელია, ყოველ ამ დღეს
-თაბაგარო, ისევ კბილებით იცავ? ჩემგან რა დასაცვია?
-კბილებით ვიცავ იმას, რაც ნაშენებია მარიკუნა, უშენოდ და ბედნიერად და ახლა, შენი ადგილი აი ამ სუფრასთან არაა.
-კარგად ვიცი ჩემი ადგილი სადაა თაბაგარო.
-არ გინდა მარიკუნა, გქონდა შენ დრო და წასვლა არჩიე. ახლა ნუღარ არევ ყველაფერს, ხომ იცი რომ ყოველთვის გვერდში გედექი და შენ მხარეს ვიყავი. ისიც ხომ გახსოვს რომ იმ თვითმფინავში მე ჩაგსვი. ახლა აღარ მარიკუნა, ახლა არ მოგცემ უფლებას რომ ისევ ყველაფერი გაანადგურო და იცი რატომ? ისევ პირველივე შანს გამოიყენებ წასასვლელად, ხომ ნახე რომ ვერ გაძელი. ხომ ნახე რომ არ იყო ის ცხოვრება შენთვის -თვალს არ აშორებდა დაბალ ხმაზე მოსაუბრე უჩას ამილახვარი.
აღარაფერი უთქვამს მარიკუნას.მუხლებზე დადებულ კლაჩს თითები შემოაჭდო და ტერასაზე, ფარდის მიღმა გაუჩინარდა.
ვხედავდი, მოაჯირს მიყრდნობილი როგორ მშვიდად ეწეოდა და მზერას გვავლებდა გარედან.
ნეტავ რა უტრილაბედა თავში.
რა მიზანი და ფიქრი ჰქონდა.

სტუმრები რომ მიმოიშალნენ.
ჩვენც წასვლა გადავწყვიტეთ.
რესტორნის კიბეზე, მარტოდ იდგა მარიკუნა, აშკარად სასმლის მარწუხებს ემოსათ.
-გაგიყვანო მარიკუნა? - მის გვერდით შეჩერდა თაბაგარი, კიბის თავში დადუ და თინი იყვნენ და ჩვენკენ ჩამოდიოდნენ.
-როგორც ძველ დროს თაბაგარო?
-ძველი დროის მსგავსად აღარფერი აღარაა მარიკუნა.
უხმოდ ვმგზავრობდით.
გონებით დადუსთან და თინისთან ვიყავი.
ნეტავ რა უთხრა.
ნეტავ რა ხდებოდა.
მანქანა რომ შეჩერდა მხოლოდ მაშინ მოვაბრუნე თავის. უკანა სავარძელზე მჯდომს უკვე გამოეღო კარი გადასასვლელად
-მარიკუნა, დაფიქრდი რაზეც ვისაუბრეთ - მზერა სარკეში გაუსწორა თაბაგარს და სიტყვის უთქმელად გადავიდა.
- როგორ ფიქრობ, დადუსთან დაბრუნებას ეცდება?
-არ ვიცი ნინე, მარიკუნას და დადუს დიდი წარსული აქვთ და დიდი გრძნობაც იყო.ორივე ზრდასრულია და თავად გაუმკლავდებიან, მაგრამ ძველ ჭრილობებს მარილი რომ დააყარა მის დაბრუნებებს ამილახვრის სხეულზე, ფაქტია.

***

მერე თინი დასევდიანდა
ყველა დღე უფრო მეტად ნაღვლიანი ხდებოდა.
-ჯერ ისევ არ გითქვამს?
-რა ვუთხრა ნინე, ან როდის? დილით გადის და გვიან ბრუნდება. ალბათ მასთანაა

იმ ღამეს გავიგე, როგორ დაურეკა დადუმ და მერე თაბაგარი სახლიდან გავიდა.
მერე დღეს დილით დაბრუნდა.
-ურთიერთობა აქვს მასთან? -ყავის ფინჯანი დავუდგი საწოლის ტუმბოზე.
-არეულია ძალიან
-გონს მოიყვანე უჩა, თორემ ძალიან ინანებს იცოდე

***
მერე ისე მოხდა ამილახვარი და მარიკუნა ერთ დღეს გაფრინდნენ.
თინის ვერ ვაწყნარებდი.
ხელებში მაკვდებოდა.
დაბარებული “საქმეზე მივდივარ” აშკარად არ იყო ის საქმე, რომელიც ადრე.
იმ დღეს ყველაზე მეტად გამიცრუა იმედი დადუმ.
მაინც ვეძებდი გამართლებას, ვიხსენებდი როგორ ნერვიულობდა რომ ეს სიტყვარული ის არ იყო, რაც ეგონა.
ვიხსენებდი ჩვენ პირველ საუბარს მარიკუნაზე.
მაგრამ მაინც ვერ არ მესმოდა მისი.
შეიძლება ქალური სოლიდარობის საკითხიც იყო,შეიძლება დედობრივი მხარდაჭერის და კიდევ რაიმე.
მაგრამ ხელში კინჯად მქონდა გაჩხერილი სიმართლე, რომელიც ამილახვრამდე ვერ მივიდა.

ერთ საღამოს გვიან დამირეკა.
არ ვპასუხობდი. ბრაზი თვლაებზე რომ მომაწვდა და ის კვლავ არ წყვეტდა რეკვას, ვუპასუხე.
-რა გინდა? -აშკარად არ ელოდა ჩემ ხმამაღალ ტონს.
-ნინე - ხმაში ეტყობოდა სულის წიოკი.
-დადუ, ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე და გირჩევნია ახლავე გათიშო, თორემ ვერ მოვზომავ ვერც სიტყვებს და ვერც ტონს იცოდე.
-ზარებე არ მპასუხობს
-სპიკერზე ჩართე ბარემ შენ მარიკუნასთან და ისე ესაუბრე არა?
მხოლოდ მძიმე სუნთქვა მესმოდა მისი.
-ძალიან გამიცრუე იმედი და აფსოლიტურად ყველა სიტყვა მანანე შენი საქციელით, რაც თინისთან შენზე მითვქვამს. იმ სიტყვებსაც ვნანონ შენ რომ გაგულიანებდი რომ გეღიარებინა მისი სიყვარული. მეგონა მართლა გიყვარდა და შენ რა გააკეთე. დატოვე ისე, რომ არც კი აუხსენი. არც არავის ჭირდებოდა შენგან რამის ახსნა. როგორც კი გაიგო რომ ჩამოვიდა, იცოდა წახვიდოდი და იცი, ისევ მე ვარწმუნებდი რომ ამას არ იზავდი. ახლა ყურმილი გამითიშე დადუ და აღარ დამირეკო, ჩვენი მეგობრობა დღეს შემდეგ მორჩა.
-ნინე, არ ქნა გეხვეწები
-არ შემიძლია დადუ, მე თინის უფრო მეტად ვჭირდები და როცა ინანებ, იცოდე რომ მე ვიქნები ის, ვინც მასთან არ მიგიშვებს.
ყურმილს ისე ვკიდებ მას აღარ ველოდები.
ამოთქმული ბრაზი, ფილტვებს ჰაერით მავსებინებს და თითქოს გაწმენდილი, მსვიდად ვსუნთქვავ.

***

ისე ჩაიმალა სახლში თინი, როგორც იმ საღამოს ნატრობდა.
თითქმის ყოველდღე მივდიოდი.
საშინელი ტოქსიკოზის დროს მის გვერდით ვიყავი.
ყოველწუთს მისი შუბლი მეკავა და წნევას ვუზომავდი.
ერთ ციცნქა სხეულს მალევე დაეტყო მუცელი.
მხოლოდ მე ვიცოდი. მხოლოდ მე ვნახულობდი.
ბავშვებს ხან თან ვატარებდი, ხანაც თაბაგართან ვტოვებდი,რომლისგანაც უდიდეს საიდუბლოს ვმალავდი.

იმ დღეს, გეგის ჩაბჟირებამდე უტირია, მოულოდნელად რომ დაგვადგა თინისთან.
გაღებულ კარში გახევებული მე, ვერ ვმალავდი უკან მდგომ თინის, ის კი თავის მუცელს.
მზერა აერია.
ჯერ მე გამომხედა იმედგაცრუებულმა, ისე ამიარა გვერდი, სიტყვა არ უთქვამს.
თინის წინ გაჩერდა. უყურებდა მის გაბერილ მუცელს და ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა.
-როგორ დაუმალეთ და მერე მე როგორ დამიმალეთ? -ქუხა თაბაგარი.
-ხმას დაუწიე უჩა -კარი ხმაურიანად მივხურე- რა უნდა ეთქვა? სანამ მიმატოვებ იცოდეო? თუ ფეხმძიმედ ვარ და არ მიმატოვოვო?
-ნინე, ხვდები საერთოდ რა სიტუაციაა?
-უჩა, მე ვთხოვე ნინეს რომ არ ეთქვა- მუცელზე შემოწეყო ხელები თინის- მას ნუ გაუბრაზდები, მე დავაფიცე
-თინი, რა ჯანდაბას აკეთებთ ხვდებით?
-უჩა, ხომ იცი რომ მასთანაა?
-თინი
-ვიცი, გესმის? რამდენი თვეა წასულია, რამდენი თვეა მის გვერდითაა. მართლა ისეთი გგონივარ რომ ჩემი ფეხმძიმობით ვეცდებოდი მის დაჭერას? მერე რა იქნებოდა თუ დარჩებოდა, ჩვენი საწოლიდან ამდგარი მის საწოლში წავიდოდა. ხომ იცი ეს უჩა. შემომხედე, ხომ იცი
-აზრზე მოვიდოდა თინი
-არა უჩა, მაინც მასთან ენდომებოდა წასვლა
-არ აპირებ თქმას?
-განქორწინებას რომ მთხოვს, მხოლოდ შემდეგ ვეტყვი.
***
არაფერი უთქვამს თაბაგარს დადუსთვის.
აღარც ხშირად კონტაქტოდბნენ.
ვხვდებოდი უჩა არიდებდა თავს, ალბათ უჭირდა მისთვის სიმართლის დამალვა.

მერე სულ სხვანაირად დაძაბული იყო თაბაგარი.
მესმოდა გვიან ღამით როგორ ეღვიძებოდა.
ვხედავდი სევიდანად როგორ უყურებდა ბავსვებს. თითქოს რაღაცას ელოდა.
რაღაცის შიში ჰქონდა.
-უჩა- მის აჩქარებულ გულს ხელი დავადე, ისევ კოშმარს გაეღვიძებინა- ყველაფერი რიგზეა?
თითები დამიკოცნა,ცხელ სუნთქვას კოცნებად მიტოვებდა.
-ყველაფერი კარგად იქნება გპირფები.

ალბათ არ იცოდა, რომ ისეთი რამ დამპირდა რასაც ვერ შესარულებდა.
ან უნდოდა რომ მისი პირობით უბრალოდ დავმშვიდებულიყავი.

იმ შემოდგომით, როდესაც თინი უკვე მეცრე თვეში იყო.
დადუს წავლიდან 8 თვე იწურებოდა.
კეკე მე-5 კლასში შედიოდა.
გაგი ბაღში შეგვყავდა.
თაბაგარი ზამთრის სუსხებს წინასწარ მოეცვა.

ბავშვები დედასთან მყავდა დატოვებული, თინის მშობიარობა ახლოვდებოდა და ახლა მასთან უფრო მეტი დროის გატარება მწირდებოდა.
იმ დღესაც პატარა ქალბატონისთვის საჭირო ნივთების საყიდლად ვთხოვე თაბაგარს გაყვანა.
სავაჭრო ცენტრიდან გამოსული მონუსხული ვუზიარებდი, როგორი საყვარელი რაღაცები ვუყიდეთ, როგორ ფუშფუშა კაბებს ვუყიდიდი უფრო დიდიც რომ გაიზრდებოდა.
მერე ხელებიდან ყველაფერი მიცვივდება.
ხალხის კივილი ჩამესმის ყურებში.
ჩაგან ორი ნაბიჯით წინ მდგომი თაბაგარი ჩემკენ აბრუნებს თავს.

ვხედავ მის არეულ თვალებს. მისკენ ნაბიჯს ვდგავ, თუმცა ვერ ვასწრებ ისე ეცემა მუხლებზე.
-უჩა
ჩემ გაშლილ ხელს ფარავადა შენ მკერდზე სისხლის ლაქა.
-არ გაბედო, არ გაბედო- მკერდზე ვიცუტებდი მის სხეულს.
საღაც ვიღაც სასრაფოს დახმარებას თხოვდა.
ვიღაც მსროლელის გაქცევის მხარეს მიუთითებდა.
ვიღაცას ამოეცნო კიდეც კანონიერი ქურიდაო.
შუა ქუჩასი შენზე დამხობილი გთხოვდი რომ არ დაგეტოვებინე.
იმ შემოდგომას, იმ შემოდგომის დღეს.

არ მახსოვს არაფერი.
არც ის როგორ გამომგლიჯეს შენი თავი, მკლავებიდან.
როგორ გადაგვიყვანეს.
როგორ მივედით საავადმყოფოში და როდის ამოგაფარეს ჩემ თვალთახედვის არეაულს.
ხელებზე მთელი ძალით ვიჭერდი თითებს,რომ ტკივლის რეალობაში დავეტოვებინე, რომ არ შევშლილიყავი.
ალბატ ხორცებსაც დავიგლეჯდი,იმ სკამზე მარტო მჯდომს, ლიფტის კარში თინი რომ არ შემენიშნა.
ჩემ წინ გაჭირვებით ჩამუხლული სახეზე მისვავმდა ხელებს.
-ნინე, შემომხედე ნინე -მაშინ არ ვიცოდი თურმე სახიდან უჩას სისხლს მაშორებდა- ნინე, შემომხედე
სისხლითვე იყო მოსვრილი ჩემი ხელები.
მხოლოდ მაშინ შევნიშნე.
-მიშველე თინი
მთელი ძალით მხვევდა ხელებს. ჩემ მხარებს აწვიმდა მისი ცრემლები.
-თინი, რომ ვერ
-ჩუ, ყველაფერი კარგად იქნება

***
რამდენიმე საათს გაგრძელდა ოპერაცია.
ლეშად ქცეული, მიყინული ვიჯექი იმ რკინის სკამზე.
მთელ თბილისს მოდებია ამბავი.
ვიღაცას ჩემთვის ფოტოც გადაუღია.
ვიღაცას უთქვამს მისნაირები უნდა კვდებოდნენო.
ვიღაცას უთქვამს საწყალი გოგო, რა ცხოვრება გამოიარაო.
თბილის ედებოდა ჩემი ტკივილი ჭორად.
გაბმულად რეკდა ჩემი ტელეფონიც.

მე სუნთქვებს ვითვლიდი.
გონებაში მემილიონედ გთხოვდი რომ გაგეძლო, ჩვენთვის გვებრძოლა, ჩვენ გამო.
არ ვიცოდი უშენოდ როგორ მივსულიყავი სახლში.
გევედრებოდი, რომ დამბრუნებოდი.

წყლის მოსატანად იყო თინი გასული.
ისევ იმ ადგილას ვიჯექი და მზერა იმ ერთადერთ კარზე მქონდა მიპყრობილი, ჩემი ცხოვრების განაჩენი რომ უნდა გამოეტანათ.
-ნინე - ჩემ წინ ამდენი თვის შემდეგ დადუ ამილახვარი იდგა.
ჩემ წინ როგორც თინი, ისე ჩამუხლულიყო და ჩემი სისხლიანი ხელები საკუთარში მოექცია
-ნინე, კარგად იქნება
-საიდან იცი?
-ყველა მიზეზი აქვს კარგად ყოფნის
-შენც ყველა მიზეზი გქოდა არ წასვლის, მაგრამ წახვედი
დავინახე როგორ ეტკინა.
კოლიდორში მძიმე ნაბიჯები თინის ეკუთნოდა.
მოდიოდა მძიმე ნიჯებით,უჭირდა სიარული და მოჰქონდა მუცელზე შემოწყობილი წყლის ბოთლები.
თავჩახრილი დარდიანი მოდიოდა და ვერ დაენახა მასზე მიშტერებული ამილახვარი.
3 ნაბიჯი და ჩემ გვერდით უნდა დამჯდარიყო.
3 ნაბიჯი და თავი აწია.
მერე გაშეშდა.
ჟაკეტის კიდეებს ისე წაეპოტინა, თითქოს იმედი ჰქონდა იმ ვეებერთელა მუცელს დაუფარავდა.
გავიგე ამილახვრის ძვლების ჟღრიალი, ფეხზე რომ წამოიმართა.
ყველა ძვალს ტკივილი გაუდიოდა.
-გამარჯობა დადუ
ხმას ვერ იღებდა.
ხან თინის და ხანაც მის მუცელს უყურებდა.
-ახლა ამაზე სალაპარაკოდ არც დრო და არც ადგილი არაა- სკამზე პირველი თავად ეშვება და წყალს მიწვდის - შეფუთვიდან ხელსახოცს იღებს და ხელებს თავად მიწმენდს
დადუ ისევ ისე, ფეხზე იდგა.
ალბათ ცდილობდა ყველაფერი გაეაზრებინა.

ის კარი რომ გაიხსნა, განაჩენის, ფეხზე წამოვარდი.
იმედი ნაპერწკლებს გაღვივებას ვთხოვდი
-გადავრჩით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა- ოთხი სიტყვა.

***
პირველად ჯერ კიდევ უგონოდ მყოფი ვნახე.
უკვე მეორედ მიწევდა მისი უღონო სხეულის ნახვა.
თითებს გიკოცნიდი სათითაოდ ჩემო და მადლობას გიხდიდი რომ არ დამტოვე, რომ იბრძოლე.
თბილისს ხელახლა გადაუარა ტალღამ.
მე შენი საწოლის გვერდით ვიჯექი და ვითვლიდი წამებს, როდის დააგხელდი თვალებს.
მიმღებში ხმაური რომ ატყდა, ყრუდ მოწვდა ჩემ სმენას.
დადუს ღმული ისმოდა. ხმა მეცნო.
გარეთ გასულს, თინის დაკრუნჩხული სხეული დამხვდა.
უკვე წ....ბი ჰქონდა დაღვრილი.
დადუს სახე აღარ ჰქონდა შენარჩუნებული. მისი სხეული მკალვებში მოექცია და დახმარებას ითხოვდა.

სამშობიარო ბლოკში ჩემი გამოფხიზლებული სხეული შევაყოლე.
თინის თითები მქონდა ჩემსაში გადახლანჯული.

არასდროს, არასდროს დამავიწყდება ის პირველი ამოტირება.
პირველად დანახული ციცქნა სხეული.
ჩემი ხელით დავაწვინე დედის მკერდზე, პატარა ფერია.
მეც მათთან ერთად ვტიროდი.
მახარობლად გამოსულს, კედლის ძირში მჯდომი ამილახვარი დამხვდა.
-გილოცავ, ულამაზესი გოგონას მამა გახდი - თითქოს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა.
თითქოს ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს.
იმ სიტყვებით ერთდროულად ყველაზე დიდი ბედიერება და უფრო დიდი ტკივილი მივაყენე ამილახვარს. ნამუსი ავუწიოკე.
ფეხქვეშ გავუთელე სიყვარული და კაცობა.
შემაკრთო მისმა ტირილმა.
მთელი სხეულით კანკალებდა.
-წამოდი, მკერდზე უნდა დაგაწვინონ შენი გოგონა, რომ შენგან ყველაფერი კარგი გაუნაწილო -ხელი გავუწოდე
-ჩემგან კარგი რა უნდა მივცე ნინე
-უმინიტეტი - ხელი დავუქაჩე- წამოდი დადუ
ერთხანს ქვემოდან მიყურებდა. ჩემ ხელს თავისი ჩაჭიდა და წამოდგა, ისე გადამეხვია გააზრება ვერ მოვასწარი.

სკამზე მჯდომი პერანგის ღილებს იხსნიდა და თვალს არ აშორებდა ჩემ ხელშიგ გატრუნულო მოცუცქნულ სხეულს.
ჩემი ხელით დავაწვინე მკერდზე.
ისე ეშინოდა შეხების, რომ რაიმე არ ეტკინა მისთვის, სუნთქვაც კი შეწყვიტა.
მისი ხელები პატარას შემოვახვიე და ჩამოვშორდი.
მამის სუნთქვას მთელი სხეულით დაყვებოდა ფერია.
გატრუნული, პატარა ხელებს მამის მკერდზე დაატარებდა.

***
-გამარჯობა საყვარელო - გაჭირვებით ახელდა თვალებს.
დაღლილი ჰქონდა სახე
მის გვერდით მჯდომი, მისკენ ვიხრები და სახეს ვუკოცნი.
-ისევ შეგაშინე ხომ?
-მთავარია რომ დამიბრუნდი- ტუჩებს ვეტანები.
***
-გაიცანი ბიძია, ფერია მართა - პალატაში ბავსვით ხელში შევდივარ, გაცისკროვნებული სახით მყოფს მკლავებში ვუწვენ პატარა სხეულს
-გამარჯობა პატარა ქალბატონო- მოცუცქნულ ხვირზე პირველ კოცნას უტოვებს.


***
უჩას გამოწერას აღვნიშნავდით, ჩვენთან ვიყავით სახლში შემოკრებილები.
პატარა მართა ხელიდან ხელში გადაგვყავდა.
-დადუ მოვა- თინის ამოხედა პირველი.
მხოლოდ გაუღიმა.
გეგი პატარა სხეულს თითებზე ეთამაშებოდა.
-დე, ნახე რა პაწაწუნაა? -შუბლზე ჩამოწყრილ თმას ვუსწორებდი ჩემ ბიჭს.
-დე, მეც პატა ვიკავი? -მამის ვეებერთელა თვალებს უფრო ტყიტავს გაოგნებული
-ხო დე, ესეთი პატარა იყავი შენც- შუბლზე ვკოცნი და ფერია მკლავებში ვარწევ.

კარზე ზარის ხმას კეკეს ჟივილი მოჰყვა.
-დადუ - სიხარულს ვერ მალავადა კეკუჩი.
მისაღებში აწურული შემოვიდა ამილახვარი.
ჯერ მეუღლეს და შემდეგ ჩემ მკალვებში, თავის შვილს მოავლო მზერა.
-ყავას მოვამზადებ, კეკე დამეხმარები? - ჯერ ისევ უჭირდა მის გვერდით ყოფნა თინოს.

-უკეთ ხარ ? -ჩემ გვერდით დივანზე იჯდა და ამილახვარი და მზერას ვერ წყვეტდა მართას.
-უკეთ ვარ, შენ ?- მუხლებზე ისვავს თაბაგარი გეგის.
-არ ვიცი
-როდის მიდიხარ უკან? -სკარად აკვირვებს ჩემი კითხვა
-ნინე- სკარად მიბრაზდება უჩა
-რა ვიკითხე ისეთი?
-რომ მცოდნოდა
-ზუსტად მაგიტომ არ იცოდი დადუ
-უნდა მცოდნოდა ნინე
-და მხოლოდ ამის გამო დარჩენილიყავი?
-ყველაფერს შეცვლიდა
-ახლა ფიქრობ ასე დადუ, წასვლა რომ არ გდომოდა, თინიც საკმარისი მიზეზი იყო რომ დარჩენილიყავი, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით როგორ მოიქეცი.
-ნინე,არ გესმის
-რა უნდა მესმოდეს დადუ? მე გითხარი ჩემი სათქმელი და თუ თინის არ ენდომება, მისი სახლის ზღურბლას ვერ გადააბიჯებ ეს იცოდე. მამობის უფლებას არავინ შეგიზღუდავს და არც აპირებდა შენგან შვილის დამალვას თინი.
-სიმართლე თქვი, რომ არა ბავშვი, ახლა უკვე უკან დაბრუნებული ხომ იქნებოდი კვლავ მასთან?
ვერაფერი მითხრა, თვალიც ვერ გამისწორა.
-მანდ მორჩა ყველაფერი დადუ-ფეხზე ვდგები და სამზარეულოში გავდივარ. კარის ჩარჩოს მიყრდნობილი, ცრემლიანი თინი მხვდება.

***
ხანდახან ვიწერდი უჩას სევდიან მზერას მართათი ხელში რომ მხედავდა ხოლმე. ჩაკითხულს არაფერს მპასუხობდა, ღიმილით მკოცნიდა ხოლმე შუბლზე და მერე სადღაც ქრებოდა.
ვერ ვხვდებოდი რა ჭირდა.
თინის ვკითხე ერთხელ,თუ შეუმჩნევია მასაც. მთლიანად აიშალა. ალბათ გეგის პატარაობა ახსენდებაო, მაგრამ ვიცოდი ასე რომ არ იყო.

ისევ გრძელდებოდა ღამით თაბაგარი ტელეფონზე ზარები.
არც იმას მეუბნებოდა ვინ ცადა მისი მოკვლა.
იმ მომენტში თითქოს ერთმანეთთან ყველაზე ახლოს ვიყავით,თუმცა კი მაინც იყო რაღაც ბარიერი, რომლის შესახებაც მან იცოდა-მე არა.

ახალ წელს ჩვენთან ვხვდებოდით.
დილიდან მზადებაში ვიყავით.
დედა და მამაც ჩამოსულები იყვნენ.
-რას აპირებ დადუსთან? - როგორც იქნა დავიმარტოხელე.
იმ დღის შემდეგ აღარ წასულა დადუ. მარიკუნასთანაც დაესრულებინება ყველაფერი. თუმცა კი ბინა სხვაგან დაედო.
-ახლა მართას გამო უნდა დაბრუნება ნინე, რას უნდა ვაპირებდე?
-ხომ იცი რომ მასთან დაასრულა ყველაფერი?
-როდემდე? სანამ ეს მამობის ციებ-ცხელება არ გადაუვლის და ისევ მასთან არ გაიქცევა ჩემგან?
-იქნებ დალაპარაკებოდი?
-არ მინდა ნინე, ვიცი რომ 5 წუთშივე დავივიწყებ ყველაფერს და არ მინდა
-გახსოვს უჩა რომ წავიდა? შენ იყავი ვინც მეუბნებოდა რომ შევრიგებოდი, რომ დაბრუნდებოდა, რომ ეს ყველაფერი ჭირდებოდა
-უჩას სხვისგამო და მიუტოვებიხარ ნინე
-ხომ იცი რომ პირველივე წუთიდან შენ მხარეს ვიყავი, მაგრამ ბავშვზე დაფიქრდი თინი, ხომ იცი რომ მამა ჭირდება. ისიც ხომ იცი რომ მარტოს გაგიჭირდება
-ორი წელი, ორი წელი მის გვერდით ისე გავატარე საკუთარს გრძნობებს ვმალავდი და ახლა როცა ეს ყველაფერი ვეღარ დაიმალება, არ შემიძლია ვიყო მის გვერდით და არა მასთან

***
-რა ჯანდაბას აკეთებს მითხარი -ვალენტინობის დღე იყო ამილახვარი სამზარეულოში რომ დამატყდა თავს და მაგიდაზე საქაღალდეში ჩალაბული ფურცლები მიმომიფანტა
ყველაზე მსხვიი ფონტით, თეთრზე შავად ეწერა სამუდამო განშორება.
-არ ვიცოდი, არ უთქვამს - დაბნეული ფურცლებს დავყურებ
-რით ვერ მოინელა, რით ვერ გააცია ბრაზი - ღრიალებდა და თავში ხელებს იშენდა ამილახვარი
-ხმას დაუწიე- არ დავაკელი ყვირილი -შენი ბრალია, რას ელოდი? რომ ისევ ხელებგაშლილი დაგხვდებოდა? ხომ აქვს აზრი ვის გამო მიატოვე? ისევ მას გაეკიდე ვისი იარებიც თინიმ მოგიშუშა დადუ, ისევ მას !
-შემეშალა ნინე, შემეშალა გესმის?
-ეგეთები არ ეშლებათ დადუ. ეგ შეცდომა არაა
-რა გავაკეთო მითხარი, რა გავაკეთო
-თუ მართლა მხოლოდ მართას გამო არ გინდა დაბრუნება, თუ მის მიმართ გრძნობები გაქვს, ახლა მაინც თუ გიყვარს, უნდა დააჯერო. ეს კი დამიჯერე მარტივი არ იქნება. ყველა შენი მოქმედება გიშლის ამაში ხელს.
-შენ გჯერა ნინე ჩემი? -თითქოს იმედი ნაპერწკალს ჩემში ეძებდა.
-მე მოსმენილი მაქვს შენი სიყვარული მარიკუნას მიმართ და თინის მიმართაც ვხედავდი ამ ყველაფერს, მაგრამ მე როგორც მეგონა ისე არ აღმოჩნდა დადუ. შენ ყოველთვის მტყუანი იქნები თინისთან იცი რატომ?! მაშინ, შენ დაბადების დღეზე გეგმავდა თინი რომ ეთქვა ფეხმძიმობის შესახებ. იმ დილით გაიგო მარიკუნას დაბრუნების ამბავი და იცოდა რომ მას გაყვებოდი.მხოლოდ იმიტომ არ გითხრა რომ ბავშვი არ ყოფილიყო შენი დარჩენის მიზეზი. ვერ აიტანდა რომ მასთან უსიყვარულოდ ყოფილიყავი. მთელი ცხრა თვე, მე ვიყავი მის გვერდით. უმძიმესი ფეხმძიმობა ჰქონდა, ღამეებს ვუთევდი და ყოველ ღამე შენ სახელს ბოდავდა, ყველა კოშმარსა და ტკბილ სიზმარში შენ გთხოვდა დაბრუნებას, მაგრამ არცერთი წამით, არცერთი სიტყვა შენზე ცუდად არ უთქვამს.თინი არ იმსახურებდა რაც გაუკეთე დადუ
-სულელი ვიყავი, სულელი

***
თინი იდგა ჩემი სახლის ზღურბლზე. ყველაზე პატარა და უსუსური, ჩემ ხელებში მოუსვენრად მყოფ მართაზე მეტადაც კი.
-დარწმუნებული ხარ თინი?
-დროა მე მივცე მას თავისუფალი სუნთქვა - ღიმილით გაბრუნდა.
იმ დღეს განქორწინების საკითხს ხურავდნენ.


სახლში უჩვეულოდ ადრე დაბრუნდა უჩა, თინი კი პირიქით იგვიანებდა.
-შეგიძლია ბავშვები გამოიყვანო? თინი აქამდე უნდა დაბრუნებულიყო
-თინი დღეს არ დაბრუნდება- ღიმილით მომიახლოვდა და ხელებიდან ამართვა მოჯუჯღუნე მართა - მამიკომ დედიკო მოიტაცა და სანამ არ აპატიებს,მანამდე არ გამოუშვებს - კისერში კოცნიდა და ჰაერში ათამაშებდა ფერას.
-უჩა, რას ამბობ?
-აბა რა გეგონათ, მართლა დათანხმდებოდა ამილახვარი განქორწინებაზე?
-სულ გაგიჟდა ხო?
-გაგიჯდა აბა რა ქნა, ხო ბიძი? - ხითხითებდა მის მკლავებში მართა.

***
მეორე დილით დარეკა დადუმ
-სად ხართ, თინი კარგადაა?
-კარგადაა, კარგად არ ინერვიულო შენ
-ამხელა კაცი რამ გაგასულელა?
-ნინე, დავაჯერე
-ყოჩაღ, აბა შენ იცი. მეორედ მე აღარ დავაჯერებინებ იცოდე.
-შენ როდის უნდა მაპატიო?
-ჯანდაბაში წასულხარ ამილახვარო
-მიყვარხარ ძალიან
-საშიში უფრო კაი ტიპი იყავი - ღიმილით ვუთიშავ ყურმილს და პატარას ფაფის მომდევნო კოვზს ვუწვდი.
***

ჩვენი ქორწინების იუბილე იყო.
ჩვენი 21 რიცხვი.

მანქნაშივე ამიხვია თვალები თაბაგარმა.
-სად მივდივართ არ მეტყვი?
-ნწუ
-უჩა, კარგი რა... ხომ იცი ვერ მოვითმენ
-ნწუ -ეცინებოდა.

***
-ფრთხილად, კიდევ ერთი საფეხურია - მის მკლავებს მივყვებოდი.
-ახლა ფრთხილად მოგხსნი სახვევს და სანამ არ გეტყვი თვალები არ გაახილო კარგი?
ღიმილით ვუქნევ თავს.
ნელა მხსნის სახვევს.
ქუთუთოებს მთელი ძალით ვაჭერ ერთმანეთს,რომ მოუთმენლად არ გამეხილოს თვალები.
ვგრძნობ მის ხელებს ჩემ წელზე.
ჩემ კისერში რგავს კისერს. ცხელი სუნთქვა მედება ლავიწებზე.
როგორ მიყვარდი თაბაგარო, ყოველ წამს !
-გაახილე თვალები...
ფრთხილად ვახელ.
ჩემ აივანზე ვგავარ.
შენი აივნისკენ სახით.
ყვითელი, უამრავი პაწაწინა ნათურა ხიდებს ფენდა ჩემი აივნიდან შენამდე.
ჩვენი უხილავი ხიდები, ხილული გაგეხდა.
ისეთი ლამაზი იყო.
შენ სახლში ის სინათლე ენთო მუდამ მოლოდინში რომ ვიყავი.
-უჩა... - მისკენ ვბრუნდები და ხელებს მთელი ძალით ვხვევ- ყველაზე მეტად მიყვარხარ !
-მობრძანდით სავახშმოდ ჩვენი საყვარელი ხედებით - აივანზე გაშლილი მაგიდისკენ მიმითითებს.

ვისხედით აივანზე
ვიხსენებდით ჩვენ ყველა შეხვედრას, ჩვენ დასაწყისს.
ვუყურებდი თვალებში და ვხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრების მამაკაცი მეჯდა წინ.
ადამიანი, რომლემაც ყველაფერი გადამატანინა.
ადამიანი, რომელმაც ცხოვრება სულ სხვანაირად დამანახა.
ადამიანი, რომელმაც მასწავლა,რომ ყველა სიტუაციაში უნდა გჯეროდეს საყვარელი ადამიანის.
უნდა გწამდეს შენი გრძნობების.
არავის აზრს არ მიაქციო ყურადღება და არასდროს თქვა უარი შენ ბედნიერებაზე.
თუ გიყვარს, თუ უყვარხარ არ აქვს მნიშვნელობა რა ცხოვრება გამოიარეთ უერთმანეთოდ.
რომ სიყვარული, შენი ადამიანის პოვნა, არის ის რაც ყველაფერს გადაგალახინებს.
ყველა სიკვდილის მერე ფეხზე დაგაყენებს.
იმედი, რომელსაც ვერასდროს დაკარგავ და რწმენა იმისა ,რომ განთიადს მოსდევს ახალი შანსი, იყო ცოცხალი.
ვუყურებდი და მახსენდებოდა სანდრას სიტყვები, ჩემი საბედისწერო ტაროს ნაამბობი.
ის დახვეული კიბეები მომნუსხევლად რომ მიმიზიდავდნენ ჩემი მომავლის გასაგებად.
განთიადს ჩემ აივანზე შევხვდით.
ყველასგან გამორჩეულსა და მრავალფერს.

მაშინ არ ვიცოდი, ის რომ ჩვენი უკანასკნელი განთიადი იქნებოდა დიდიხნის მანძილზე.

ცამდე ბედნიერი ვახშამს ვამზადებდი.
გეგი და კეკე მისაღებში დარბოდნენ და კისკისებდნენ.
უჩას მოსვლას ველოდებოდი.
დადუ და თინიც გზაში იყვნენ ვიცოდი.

ზარი.
ღიმილით გაღებული კარი და კარში მამა ვახტანგი.
მის უკან თინი და დადუ იდგნენ მართათი ხელში.
ღიმილი სახეზე მიმეყინა.
უჩას დავუწყე ძებნა.
არსად ჩანდა.
-სად არის
-ნინე, შევიდეთ- მხრებზე მომხვია ხელი მამა ვახტანგმა
-სად არის - სუნთქვა მეკვროდა.


“ცნობილი ხდება რომ კანონიერი ქურდი, უჩა თაბაგარი დააკავეს ამავე სტატუსის მქონდე პირის “ვოლკის” მკვლელობისთვის.
როგორც ამ დროისთვის ცნობილია, სწორედ ის იყო თაბაგარის მკველობის დამკვეთი, ასევე როგორც ირკვევა სწორედ მის სახელს უკავშირდება კიტა ბურდულის განზრაც მკვლელობა. იყო თუ არა ეს თაბაგარის მხირდან შურისძიება”

თბილისში ქუხდა.
იატაკზე დამხობილი მოგტიროდი.
ვუყურებდი როგორ ჩაბარდი სამართალდამცავებს, ბორკილებ დადებულს როგორ გსვავდნენ საპატრულო მანქანაში.
“დანაშაულის ადგილას თაბაგარი თავად ჩაბარდა”

“მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით”
შენ მსჯავრდებულის სკამზე იჯექი.
თვალს არ მაშორებდი, პირველივე რიგში მჯდომს.
-არ მოვალ შენთან - სანამ გაიყვანდნენ ბოლო სიტყვა მივაძახე, ბოლო პირობა, რომელსაც ვერ შევასრულებდი.

ყველანი ჩემთან იყვნენ.
არცერთი იღებდა ხმას.
კეკეს ამშვიდებდა დედა. გეგი ვერაფერს ხვდებოდა.
ვიჯექი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემ თავს.

6 თვე.
6 თვე არ ვიყავი შენთან მოსული.
6 თვე არც მინახავხარ და არც ხმა გამიგია შენი.
ყოველ ღამით ჩემ გვერდით დაგეძებდი, მაგრამ ჩვენ სარეცელს, თითქოს მარტო ერთი ცალი ნინე ჩავეყლაპე.

“ციხე-ციხე გაგიხდება სავალი” ისევ დედას სიტყვები მახსენებდნენ თავს.

ნუთუ არ შეგეძლო გეცხოვრა ჩვენთან, ყოფილიყავი ბედნიერი.
ნუთუ შურისძიება სიყვარულზე დიდი გრძნობაა.

მამა ვახტანგთან დავდიოდი ხშირად. ის იმდენად ვეღარ ახერხებდა მოსვლას.
მე ჩემი მეუღლის სისხლიანი ხელებისთვის ვთხოვდი შველას.
-წინა კვირას ვინახულე - ტაძრის ეზოში ვისხედით, წინ გეგი და კეკე თამაშობდნენ- შენზე მეკითხება და ბავშვებზე სულ.
-წაიყვანს მომდევნო ვიზიტისას დადუ
-შენ ნინე?
-შეეძლო უბრალოდ ჩემთან ყოფილიყო.
-ნინე
-მე არ მადარდებს ადამიანი რომ მოკლა.ადამიანი რომელშიც ყველაზე ნაკლებად იყო ადამიანობა,მაგრამ იმას ვერ ვპატიობ რომ უჩვენობის ფასად გააკეთა ეს ყველაფერი.

უშენობის 1 წელი იყო.
ჩვენი ქორწინების მომდევნო იუბილე.
ჩემ აივანზე ვიჯექი, ის შენი გაბმული ნათურები- ჩვენი ხიდები მენთო შენი ჩამქრალი აივნის გასწვრივ.
შენ არ იყავი.
-გისმენთ- ჩემი ტელეფონი არ წყვეტდა რეკვას.
-გილოცავ ჩვენ დღეს- შენ იყავი. ერთი წლის შემდეგ შენი ხმა.
მიყვარდი.
კიდევ უფრო მეტად.
თუნდაც ყველაზე უთავმოყვარეო ქალს.
ყურმილი უსიტყვოდ დაგიკიდე.

***
-დედიკო მამამ მითხრა რომ დადუ მომიტნას ახალ ველოდიპედს - შენგან დაბრუნებული ჩვენი შვილი აღტაცებასა და სიხარულს ვერ მალავდა.
-კარგია დე- შენ ასლს გულში მთელი ძალით ვიკრავ, შენი მოანტრების მაშველად.
***

-დე, შენ არ წამოხვალ? - კეკე როგორც ყოველი წასვლისას კვალვ მეკითხებოდა.
მხოლოდ თავის ქნევით ვეუბნები უარს და ვაცილებ.

***
-ყველამ დავიფიცეთ რომ არ გეტყოდით, მაგრამ ასე აღარ შეიძლება ნინე- სამზარეულოში ვისხედით მე, დადუ და თინი
-ასე ვეღარ გიყურებთ ვერც შენ და ვერც მას. შეიძლება ჩვენმა ნათქვამმა, არაფერი შეცვალოს, მაგრამ ვფიქრობ რომ უნდა იცოდე- მზერას ვერ მისწორებდა ამილახვარი
-ნინე, გთხოვ მოგვისმინე ბოლომდე და გევედრები არ გაბრაზდე-თინი ხელზე მეფერებოდა.
ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.
-მაშინ, იმ დღეს, როდესაც “ვოლკი” სახლში დაგხვდა, როდესაც საავადმყოფოში მიგიყვანეთ, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც გითხარით .
სხეული დამეჭიმა,ძველი მოგონებები და განცდები ამეშალა.
-ფეხმძიმედ იყავი ნინე - ხმა გატეხვოდა თინის.
მე სული დამებზარა.
გული მომიკვდა.
თვალწინ დამიდგა თაბაგარი, ის ყველა სევდიანი მზერა, მისი ფრთხილი შეხებები, მისი დამალული ტკივილები თვალებში.
-იმ ღამეს მუცელი მოგეშალა ,2 თვის ფეხმძიმე იყავი.ექიმებმა ნაყოფის შენარჩუნება ვერ შეძლეს და გვითხრეს რომ მცირე იყო იმის შანში რომ კვლავ შეგძლებოდა დედად გახდომა.
ვიღაც სხეულს შიგნიდან მიკაწრავდა.
-მაშინ უჩამ დაგვაფიცა რო ამის შესახებ არაფერს გეტყოდით. იცოდა რომ ამას ვერ გადაიტანდი, ვერ გაუძლებდი. იფიქრა,აჯობებდა თუ არ გეცოდინებოდა ეს ყველაფერი, ამიტომ გიყურებდა ხოლმე ასე სევდიანად,რომ მეკითხებოდი- სიტყვებს სვენებ-სვენებით წარმოთქვამდა თინი.
-ეს ვერ შერჩინა იმ ნაბიჭვარს,ეს ვერ გადაყლაპა. საკუთარი შვილის სიცოცხლე არ აპატია ნინე, ამან ვერ გადაჯაბნა თქვენთან ყოფნა. ძალიან უჭირდა, შვილმკვდარი მამა იყო. ამას ვერ შეარჩენდა ნინე

***


დიდხანს, ღამით ჩამესმოდა ხოლმე ჩვილის ტირილი.
სიზმარში თეთრ კაბაში გამოსწყობილს ხელში მეკავა უსახო,პატარა ჩვილი.
გოგონა იყო.
სიმზარში ფუშფუშა კაბაში გამოწყობილს ვხედავდი.

დამჩემდა განცდა, რომ მუცელში რაღაცას ვგრძნობდი, თითქოს ჩემში რაღაც მოძრაობდა.
მეგონა ჭკუიდან ვიშლებოდი.

მერე გაგება დავიწყე თაბაგარის.
მერე თითქოს გამართლებაც მოვუძებნე.
მერე თითქოს მიხაროდა კიდეც რომ ჩემი შვილის მკვლელი აღარ სუნთქვადა.
მერე ვიჯექი და ვტიროდი, ღმერთს პატიებას ვთხოვდი რომ ადამიანის სიკვდილი მიხაროდა.

***
“მთელი ცხოვრება ციხე-ციხე გაგიხდება სავალი და მერე გაგახსენდება ჩემი სიტყვები.”
ამ ცივ, ცოდვითა და სიკვდილებით გაჟღენთილ კედლებს მიღმა ხარ.
ეს კედლები გაკავებენ, რომ შენ ნავსაყუდელს ვერ მოხვიდე.
რომ ვერ დამიბრუნდე
ვერ დამიბრუნო სიცოცხლე, თავისუფალი სუნთქვა.
ისევ სმენა მეხშობა, თითქოს იმ ყველა წყვილის ჩურჩული ჩამესმის ყურებში მონატრებიდან მონატრებამდე ერთმანთს რომ ამ მაგიდასთან მსხდომნი ხვდებოდნენ.
ვინ იცის, რამდენი წელი იყო მათთვის ეს ოთახი სახლად ქცეული.
ვინ იცის, რამდენი ცრემლია ამ ცივ ფილებს შემშრალი.
კუთხეში მიყუჟული, გელოდები.
გულის ფეთქვებს ვითვლი შენ მოსვლამდე.
ნეტავ გაგიხარდები?!
რომ არ მელი, ვიცი.
კოლიდორში ისმის ნაბიჯების ხმა.

ჩემ წინ ცრემლიანი შენი თვალებია.
შენი ჭაღარა შერეული ეკლები თავზე.
დაღარული შუბლი.
შენი მონატრება სულის კედლებს მაწყდება, ჩემო...
და თუნდაც იყოს მოლოდინის ასი წელი
მე ასივეს დაგიცდი.
სისხლში ამოსვრილ ხელებს დაგიკოცნი, თუნდაც ცოცხალდ დამწვან.
დაგიცდი.
სანამ არ მოხვალ კვლავ შენს ნავსაყუდელს.
ყველა შტორმს გავუძლებ.
თავს არ დავუხრი მოვარდნილ ტალღებს.
დაგელოდები.
ყველა გათენებიდან გათენებამდე.
ყველა განთიადს შენთან გამოვატან ჩემ სიყვარულს.
დაგელოდები
თუნდაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე იყოს მოლოდინი.
შენი ერთი ცალი ნინე, თავის ერთ ცალ თაბაგარს.

მოგონებებს შემოვიხვევ ყოველ ზამთრის სიცივეს ჩვენი შეხებებისას.
ჩვენი განვლილი დღეებით გავიღვიძებ და დავიძინებ.
მე ყოველთვის დაგიტოვებ საწოლის მეორე მხარეს.
და რომ მოხვალ ჩემთან, მე ისევ მოგხვევ ხელებს და გეტყვი
რომ ცხოვრება შენთან, იყო შესანიშნავი რამ.

მე გიცდი
ველოდები შენ დაბრუნებას
თუნდაც ცეცხლი წამიკიდონ
ყველა ცხოვრებაში, ყველა სიცოცხლეში ჩვენ გზას ავირჩებდი
თაბაგარო !



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

დიდი სიამოვნებით წავიკითხე♥️♥️♥️

 


№2  offline მოდერი ელი

სტუმარი ნანა
დიდი სიამოვნებით წავიკითხე♥️♥️♥️

როგორ მიხარია heart_eyes

 


№3  offline წევრი penguin

იმდენი რაღაცის თქმა მინდა(კარგის რა თქმა უნდა)მაგრამ ისეთ ემოციებში ვარ,სიტყვებს ვერ ვუყრი თავს????ერთს გეტყვით რომ ვგიჟდები თქვენზე და თქვენს ისტორიებზე❤️

 


№4  offline მოდერი ელი

penguin
იმდენი რაღაცის თქმა მინდა(კარგის რა თქმა უნდა)მაგრამ ისეთ ემოციებში ვარ,სიტყვებს ვერ ვუყრი თავს????ერთს გეტყვით რომ ვგიჟდები თქვენზე და თქვენს ისტორიებზე❤️

ძალიან, ძალიან ძლიერად გხვევთ ხელებს ! უღრმესი მადლობა heart_eyes

 


№5 სტუმარი ქეით

როგორ დაიტანჯა ამ გოგომ თავი

 


№6 სტუმარი Gvanca gvalia

პირველ რიგში გეტყვი რომ ძალიან ვისიამოვნე ისტორიით.თავიდან სათაურმა მიიქცია ყურადღება მერე გამართულმა და ლამაზად დაკავებულმა ამბავმა რომელიც რეალობასთან ახლოს დგას.თალალას წასვლამ ძალიან იმოქმედა სული ამეწვა და ვატოს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი თუმცა გააზრებული და ბევრჯერ ნაფიქრი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ისეთი რომელიც საბოლოოდ მის გულის სწორთან მიიყვანდა ადრე თუ გვიან...დადუ ამილახვარი და თინი მეგონა კომენტარში დავწერდი რომ ერთი ისტორია მათ დაუწერეთქო მაგრამ ისე ლამაზად მოყევი მათი ამბავიც.....მადლობა ამ ემოციებისთვის და ლამაზად მოყოლილი ისტორიისთვის.....გელოდებით კიდევ ახალი და ლამაზი ამბებით

 


№7  offline მოდერი ელი

Gvanca gvalia
პირველ რიგში გეტყვი რომ ძალიან ვისიამოვნე ისტორიით.თავიდან სათაურმა მიიქცია ყურადღება მერე გამართულმა და ლამაზად დაკავებულმა ამბავმა რომელიც რეალობასთან ახლოს დგას.თალალას წასვლამ ძალიან იმოქმედა სული ამეწვა და ვატოს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი თუმცა გააზრებული და ბევრჯერ ნაფიქრი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ისეთი რომელიც საბოლოოდ მის გულის სწორთან მიიყვანდა ადრე თუ გვიან...დადუ ამილახვარი და თინი მეგონა კომენტარში დავწერდი რომ ერთი ისტორია მათ დაუწერეთქო მაგრამ ისე ლამაზად მოყევი მათი ამბავიც.....მადლობა ამ ემოციებისთვის და ლამაზად მოყოლილი ისტორიისთვის.....გელოდებით კიდევ ახალი და ლამაზი ამბებით


გვანცა, უღრმესი მადლობა ამ შეფასებისთვის heart_eyes

 


№8  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰაააა. ძალიან ძალიან საინტერესო და მაგარი ისტორია იყო .იმდენი მძაფრი ემოცია ახლდა თან ისტორიას.იმდენნაირი იყო..არნახული და იშვიათი სიძლიერე_ გრძნობის ,ქალის ,ცხოვრების წესის და მთავარი- არჩევანი_რომელიც ყველაფერს ცვლის და ნენესთვის ყველაფრად ღირდა.სამყარო,რომელიც ჭაობში გითრევს და რომ არა სიXლიერე და გრძნობის სიძლიერე გახრჩობს. ისეთი კარგი იყო. ძალიან მომეწონა და ისტორიის ბოლომდე მეც ნენესავით აფორიაქებული უფრო ცუდს ველოდი.თუმცა კარგი დასასრუ;ი ძალიან სსასიამოვნო იყო....

 


№9  offline მოდერი ელი

Daldoni Daldoni
უჰაააა. ძალიან ძალიან საინტერესო და მაგარი ისტორია იყო .იმდენი მძაფრი ემოცია ახლდა თან ისტორიას.იმდენნაირი იყო..არნახული და იშვიათი სიძლიერე_ გრძნობის ,ქალის ,ცხოვრების წესის და მთავარი- არჩევანი_რომელიც ყველაფერს ცვლის და ნენესთვის ყველაფრად ღირდა.სამყარო,რომელიც ჭაობში გითრევს და რომ არა სიXლიერე და გრძნობის სიძლიერე გახრჩობს. ისეთი კარგი იყო. ძალიან მომეწონა და ისტორიის ბოლომდე მეც ნენესავით აფორიაქებული უფრო ცუდს ველოდი.თუმცა კარგი დასასრუ;ი ძალიან სსასიამოვნო იყო....



მადლობა, მადლობა და მადლობაა heart_eyes heart_eyes

 


№10 სტუმარი Ana-maria

პირველ რიგში ისტორია იყო საინტერესო,კარგად დაწერილი და კარგად რომ იკითხებოდა ისეთი.
რაც შეეხება შინაარს იყო მძიმე,სევდიანი.ბევრიც ვიტირე.
რაც შეეხება პერსონაჟებს:
ნინეს შეეძლო მშვიდი ცხოვრება აერჩია და დარჩენილიყო მათესთან,მაგრამ მან ტკივილით და შიშით სავსე ცხოვრება აირჩია. იმდენად დიდი იყო უჩას სიყვარული მის მიმართ,რომ გულის ხმას გაყვა. გული მეტკინა გეგიზე,მაგრამ თამარა ძალიან შემეცოდა. ვატოც ძალიან დაიტანჯა.
რაც შეეხება ნინეს და უჩას.მართალია მათ შორის უზარმაზარი სიყვარული იყო,მაგრამ იმ სამყაროს რომელსაც უჩა ეკუთვნოდა,მკაცრი კანონები აქვს. ალბათ იმ გოგონებისთვის,ვისაც უჩასნაირი ბიჭები მოსწონთ, ეს ისტორია ჭკუის სასწავლად უნდა გამოადგეთ.ნინე თითქმის ყოველთვის მარტო იყო პრობლემებთან. უჩას "სამსახურს"დიდი დრო მიქონდა. საბოლოოდ კი მთლად ციხეში აღმოჩნდა.
დუდას გმირი მომეწონა,მაგრამ თინასთან ძალიან შეეშალა.
წარმატებები ავტორს და დაველოდები მის ახალ კარგ ისტორიებს.

 


№11 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგი და სწორად გადმოცემული ემოციებია ისტორიაში. შეუდარებელი მეგობრობა, უპირობო სიყვარული და ერთგულება მთავარი ღირსებაა ამ ისტორიის. ბევრი ემოცია გამოიწვია ჩემში,პროტესტის გრძნობაც კი ნინეს მიმართ უჩას დამოკიდებულებამ ისტორიის ბოლოსკენ, ბევრი ვიტირი თამარას დაკარგვის გამო, ვატოს გადაწგვეტილების გამო, ერთეულების ხვედრია ასეთი სიძლიერე. არაფერს ვიტყვი ნინეს სიძლიერეზე და უპირობო სიყვარულზე კეკეს და უჩას მიმართ ♥️♥️♥️ 7ძალიან მომეწონა ელი და დაველოდები შენს ახალ ისტორიას ♥️♥️♥️

 


№12  offline მოდერი ელი

Ana-maria
პირველ რიგში ისტორია იყო საინტერესო,კარგად დაწერილი და კარგად რომ იკითხებოდა ისეთი.
რაც შეეხება შინაარს იყო მძიმე,სევდიანი.ბევრიც ვიტირე.
რაც შეეხება პერსონაჟებს:
ნინეს შეეძლო მშვიდი ცხოვრება აერჩია და დარჩენილიყო მათესთან,მაგრამ მან ტკივილით და შიშით სავსე ცხოვრება აირჩია. იმდენად დიდი იყო უჩას სიყვარული მის მიმართ,რომ გულის ხმას გაყვა. გული მეტკინა გეგიზე,მაგრამ თამარა ძალიან შემეცოდა. ვატოც ძალიან დაიტანჯა.
რაც შეეხება ნინეს და უჩას.მართალია მათ შორის უზარმაზარი სიყვარული იყო,მაგრამ იმ სამყაროს რომელსაც უჩა ეკუთვნოდა,მკაცრი კანონები აქვს. ალბათ იმ გოგონებისთვის,ვისაც უჩასნაირი ბიჭები მოსწონთ, ეს ისტორია ჭკუის სასწავლად უნდა გამოადგეთ.ნინე თითქმის ყოველთვის მარტო იყო პრობლემებთან. უჩას "სამსახურს"დიდი დრო მიქონდა. საბოლოოდ კი მთლად ციხეში აღმოჩნდა.
დუდას გმირი მომეწონა,მაგრამ თინასთან ძალიან შეეშალა.
წარმატებები ავტორს და დაველოდები მის ახალ კარგ ისტორიებს.


ძალიან დიდი მადლობა ასეთი ვრცელი და დეტალური მიმოხილვისთვის heart_eyes

სტუმარი მანანა
ძალიან კარგი და სწორად გადმოცემული ემოციებია ისტორიაში. შეუდარებელი მეგობრობა, უპირობო სიყვარული და ერთგულება მთავარი ღირსებაა ამ ისტორიის. ბევრი ემოცია გამოიწვია ჩემში,პროტესტის გრძნობაც კი ნინეს მიმართ უჩას დამოკიდებულებამ ისტორიის ბოლოსკენ, ბევრი ვიტირი თამარას დაკარგვის გამო, ვატოს გადაწგვეტილების გამო, ერთეულების ხვედრია ასეთი სიძლიერე. არაფერს ვიტყვი ნინეს სიძლიერეზე და უპირობო სიყვარულზე კეკეს და უჩას მიმართ ♥️♥️♥️ 7ძალიან მომეწონა ელი და დაველოდები შენს ახალ ისტორიას ♥️♥️♥️


ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, დიდხანს არ გალოდინებთ heart_eyes

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინი

სიტყვები არ მყოფნის, ბევრი, ბევრი ცრემლი ვღვარე ❤️❤️

 


№14  offline წევრი likuu_s

დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს საიტზე, თითქოს ბოლო პერიოდში რაც დავიწყე, ვერაფერმა წაიღო ბოლომდე ამ ისტორიის გარდა ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. ჯერ ხომ სათაურმა მიმიზიდა :დ მერე ჯერ კომენტარები წავიკითხე, ისეთი იყო დასასრული შემომეკითხა, ვიცოდი როგორც სრულდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მქონდა წაკითხვის სურვილი. ყველანაირად ძალიან კარგი და ემოციებით დატვირთული იყო, ამასთან ძალიან სევდიანი. ძალიან შემეცოდა ნინე, რომ მისთვის საყვარელი ადამიანები დაკარგა, ძალიან მძიმეა ეს ამბავი. იმდენად ემოციებით გაჯერებული იყო, რომ რაღაც მომენტში, აი თამარას ცუდად ყოფნიდან მოყოლებული, ცრემლები რომ წამომივიდა, ფაქტობრივად ბოლომდე არ შემშრობია. ძალიან შემეცოდა ნინე ამ ურთიერთობისთვის, თუმცა მისი და უჩად სიყვარული ყველაფრის იმედი იყო, ძალიან ძლიერი გრძნობა ჰქონდათ და ალბათ ღირდა ამისთვის ყველაფერი. უჩაზე ორი სიტყვით ვიტყვი, კარგი ადამიანია. დუდამ იმედები გამიცრუა, თინანო ძალიან კარგია, ვატატოც ძალიან შემეცოდა, არ იმსახურებდა თამარას დაკარგვას. გული დამწყდა ბევრ რამეზე, მაგრამ ასე უნდა ყოფილიყო ალბათ. დასასრული ლოგიკურიც კი იყო უჩასთვის, თუმცა მთლად ყველაფერი არ დამთავრებულა, ბოლოს მაინც იქნებიან ერთად. ძალიან მომეწონა, დავიცალე ემოციებისგან. გამიხარდა რომ აღმოვაჩინე და თავიდან ბოლომდე წავიკითხე❤️


წარმატებები! <333

 


№15 სტუმარი სტუმარი ნატალია

საოცარი ისტორია იყო, საოცრად ლამაზი პერსონაჟებით.
კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები მათ ამბავს.
ძალიან კარგად წერ და მინდა კიდევ ბევრი ასეთი ამბავი გვაჩუქო.
ბოლომდე ველოდი რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, იმიტომ მიბდოდა მათი ისტორია ქორწილით დამესრულებია ????
სად ველოდოთ 10 წლის გასვლას.

 


№16  offline მოდერი ელი

likuu_s
დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს საიტზე, თითქოს ბოლო პერიოდში რაც დავიწყე, ვერაფერმა წაიღო ბოლომდე ამ ისტორიის გარდა ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. ჯერ ხომ სათაურმა მიმიზიდა :დ მერე ჯერ კომენტარები წავიკითხე, ისეთი იყო დასასრული შემომეკითხა, ვიცოდი როგორც სრულდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მქონდა წაკითხვის სურვილი. ყველანაირად ძალიან კარგი და ემოციებით დატვირთული იყო, ამასთან ძალიან სევდიანი. ძალიან შემეცოდა ნინე, რომ მისთვის საყვარელი ადამიანები დაკარგა, ძალიან მძიმეა ეს ამბავი. იმდენად ემოციებით გაჯერებული იყო, რომ რაღაც მომენტში, აი თამარას ცუდად ყოფნიდან მოყოლებული, ცრემლები რომ წამომივიდა, ფაქტობრივად ბოლომდე არ შემშრობია. ძალიან შემეცოდა ნინე ამ ურთიერთობისთვის, თუმცა მისი და უჩად სიყვარული ყველაფრის იმედი იყო, ძალიან ძლიერი გრძნობა ჰქონდათ და ალბათ ღირდა ამისთვის ყველაფერი. უჩაზე ორი სიტყვით ვიტყვი, კარგი ადამიანია. დუდამ იმედები გამიცრუა, თინანო ძალიან კარგია, ვატატოც ძალიან შემეცოდა, არ იმსახურებდა თამარას დაკარგვას. გული დამწყდა ბევრ რამეზე, მაგრამ ასე უნდა ყოფილიყო ალბათ. დასასრული ლოგიკურიც კი იყო უჩასთვის, თუმცა მთლად ყველაფერი არ დამთავრებულა, ბოლოს მაინც იქნებიან ერთად. ძალიან მომეწონა, დავიცალე ემოციებისგან. გამიხარდა რომ აღმოვაჩინე და თავიდან ბოლომდე წავიკითხე❤️


წარმატებები! <333



მადლობა ასეთი დეტალური მიმოხილვისთვის heart_eyes

სტუმარი ნატალია
საოცარი ისტორია იყო, საოცრად ლამაზი პერსონაჟებით.
კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები მათ ამბავს.
ძალიან კარგად წერ და მინდა კიდევ ბევრი ასეთი ამბავი გვაჩუქო.
ბოლომდე ველოდი რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, იმიტომ მიბდოდა მათი ისტორია ქორწილით დამესრულებია ????
სად ველოდოთ 10 წლის გასვლას.


ნატალია, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან ემოციურია, წარმატებები შენ ❤️❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო საოცარი განსხვავებული სევდიანი ემოციებითტ კივილებით სავსე ორი დღეა ნელნელა ვკითხულობ არ მინდოდა მალე დამთავრებულიყო ისეთი სიყვარული და მეგობრობა ქონდათ ამ ადამიანებს ე5თმანეყის თანადგომა მიხარია ადამიანობა რომ შეინარჩუნეს ამდენი საშინელებების შემდეგ...ნენე ისეთი ძლიერი პიროვნება გახდა რომელსაც უჩა იმსახურებდა და იყო მისი ნავსაყუდელი...გეგე თამარა ვატო კიტა ძალიან შემეცოდა ამათი დანგრეული ცხოვრება არ ველოდი ასეთ დასასრულს მაგრამ კიდევ კარგი ცოცხალი მაინც გადარჩა მადლობა დიდი ამ ნაწარმოებისთვის ძალიან ნიჭიერი ბრძანდებით თითოეული სიტყვა გათვლილი გაქვთ დიდი მადლობა ველოდები ახალ ნაწარმოებს წარმატებები ♥️❤️❤️❤️

მე მგონი რაც არუნდა სევდიანი იყოს უამრავჯერ წავიკითხავ ისე მომეწონა♥️❤️❤️????????????

 


№19  offline მოდერი ელი

სტუმარი ნესტანი
უამრავჯერ


ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის

 


№20 სტუმარი ასათიანი ნი

ნინეკო. ???? იშვიათი გოგოა, იშვიათი ხასიათით და სიყვარულის ნიჭით. ერთგული, კეთილი, მზრუნველი, სათნო და საიმედო ადამიანი. ???? შენ როგორ წერ, ზუსტად ისეთი ხასიათის წყვილია უჩა და ნინე. ყველას შეეშალა ტაროში რაღაც რაღაცებიი მაგრამ ნინეკოს არა. ნინე არის ძლიერი ქალი პერსონაჟი. ნინესნაირი უნდა იყოს ყველა ქალი. !! ამაყი და შეუპოვარი. მართალია, ნინესაც, ტკივა, განიცდის, დეპრესია აქვს, მაგრამ მაინც ფეხზე დგება და არ ეპუება სირთულეს. მიყვარხარ ელ... მიყვარს შენი ისტორიები და მინდა წარმატებები გისურვო ცხოვრებაში. ???????? საუკეთესო ხარ !! ????????

 


№21  offline მოდერი ელი

ასათიანი ნი
ნინეკო. ???? იშვიათი გოგოა, იშვიათი ხასიათით და სიყვარულის ნიჭით. ერთგული, კეთილი, მზრუნველი, სათნო და საიმედო ადამიანი. ???? შენ როგორ წერ, ზუსტად ისეთი ხასიათის წყვილია უჩა და ნინე. ყველას შეეშალა ტაროში რაღაც რაღაცებიი მაგრამ ნინეკოს არა. ნინე არის ძლიერი ქალი პერსონაჟი. ნინესნაირი უნდა იყოს ყველა ქალი. !! ამაყი და შეუპოვარი. მართალია, ნინესაც, ტკივა, განიცდის, დეპრესია აქვს, მაგრამ მაინც ფეხზე დგება და არ ეპუება სირთულეს. მიყვარხარ ელ... მიყვარს შენი ისტორიები და მინდა წარმატებები გისურვო ცხოვრებაში.
???????? საუკეთესო ხარ !! ????????


ვაიჰჰჰჰ გამისკდება გულიიი
მადლობა შენ
და იცოდე რომ მეც ძალიან მიყვარხარ თუნდაც მხოლოდ აი ამ ერთი კომენტარით დ ჩემი ერთი დანახვით !

 


№22  offline წევრი მე♥უცნაურე

არც კი ვთვლი,რამდენჯერ გამეჩხირა ყელში დიდი ბურთი,რამდენჯერ ვიტირე, რამდენჯერ მიხაროდა...
უბრალოდ,დიდი მადლობა ამ ყველა ემოციისთვის.
როცა ასეთი სიყვარული იბუდებს წყვილში, არაფრის გეშინია და ყველა ბრძოლა ღირს იმ ერთ დაჭერილ წამად ერთად ყოფნის სისავსე რომ ჰქვია.

 


№23 სტუმარი სტუმარი ელენე

უდიდესი ისტორია უდიდესი ტკივილით,ბედნიერებით,სიყვარულით სავსე არ ვიცი სიტყვები არ მკმარა ამ წამს დასრულებს,მორჩენილს ძალიან მტკივა არ მიხარია არ ვარ ბედნიერი მხოლოდ მომენტებში ვიყავი ცამდე როცა საშვალებას გვაძლევდი ამოგვესუნთქა და გვეფიქრა ყველაფერი კორჩა და დამთავრდა,მაგრამ ამოსუნთქვის საშვალებას არ გვაძლევდი იდეალური ხარ მწერალო.ძალიან იმოქმედა რეალურად თითოეული პერსონაჟის მესმოდა ვიგებდი თითქოს მე ვიყავი.იმდენად კარგად გადმოეცი მკითხველს ყოველი ემოცია და დარდი,სიხარული და ბედნიერება.სიმართლეს ვიტყვი დასასრულით არ ვარ კმაყოფილი ეგოისტურად მინდოდა მხოლოდ ნინეს და უჩას ბედნიერება მხოლოდ მათი,მთელი სამი დღე გავატარე კითხვაში სვენებ სვენებით სხვაგავარად ძალიან ძნელი იყო,ნინეს გამო გეგას გამო თალალას გამო ვატოს გამო მათეს გამოც კიტას გამო ეკატერინეს გამოც და უჩას გამოც საერთოდ ყველას გამო ჯერ კიდევ ვწუხვარ მეტს იმსახურებდა ყველა პერსონაჟი და მიკვირს როგორ შეძელი ამდენად რომ გაიმტე არ იყო რთული?,ჩვენი პერსონაჟები და ჩვენი შექმნილები რომ არიან ჩვენთვითონვე ვგრძნობთ ყოველივე მათ თავს გადამხდარს,მაგრამ ვგრძნობ ეს დასასრული არაა უბრალოდ უსამართლობა იქნება ეს დასასრული ქონდეს ასეთ ჩემთვის პირადად უძალიანესად კარგ ნაწარმოებს ძალიან ბევრჯერ მომგვრა ცრემლები სიმართლე ვთქვა თავს ვიკავებდი მაგრამ არ გამომდიოდა საშვალებას არ მაძლევდა იმდენად მტკენდა გიჟობაა არა?რამ გადამრია,მაგრამ სიმართლეც სწორედ ისაა შენმა ისტორიამ რომ ჩამაგდო ამ დღეში.იდეალურად წერ და საოცარი წერის სტილი გაქვს ავტორო არ ვიცი ალბათ მართლაც ამისთვის ხარ შენი საქმეა და სრულებით დარწმუნებული ვარ შენთვისაა წერა.
:))))))))))))))))<3<3<3<3

 


№24 სტუმარი ლია ლია

მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: ყოჩაღ! ❤️

 


№25  offline წევრი nw nw nw

პირველი თავი რომ ატვირთეთ მას შემდეგ ველოდებოდი დასრულებას რომ კითხვა დამეწყო. ვიცოდი ემოციებით სავსე იქნებოდა და მინდოდა ერთიანად წამეკითხა არ მინდოდა ნაწილ-ნაწილ კითხვაში გამბნეოდა ამ ნაწარმოებით სიამოვნება. თქვენი ნაწარმოები "შემოჭრა სულში" მქონდა წაკითხული და ვიცოდი ესეც არ იქნებოდა ნაკლები, ნამდვილად არ შევმცდარვარ. კითხვის პროცესში უმეტესად ვტიროდი, ისეთი გრძნობით და ემოციებით არის აღწერილი ყველა მძიმე მომენტრი რომ ჩემი შეხორცებული იარებიც გამიხსნა და გამახსენა. ვფიქრობ იმსახურებს ეს ნაწარმოებიც და ზოგადად თქვენი ნებისმიერი ნაწერი გამოქვეყნებას წიგნის სახით. მხოლოდ 4love-ს მკითხველს არუნდა ჰქონდეს მისი კითხვის სიამოვნება. სასწაული
გოგო ხარ მართლა ბედნიერი ვარ რომ მქონდა პატივი ასეთი კარგი ნაწერი წამეკითხა. დარწმუნებული ვარ ბევრჯერ მოვუბრუნდები და წავიკითხავ ისევ. წარმატებები და გააგრძელე არასდროს შეწყვიტო წერა ????

 


№26 სტუმარი სტუმარი მაკა

"Senca parole"ესე კაი ხანია არაფერი მომწონებია მადლობა ამ ემოციებისთვის ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№27 სტუმარი სტუმარი Ana Mamuladze

მართლა იმდენი რაღაცის თქმა მინდაა…სიტყვებს თავს ვერ ვუყრიი,არადა ხშირად არც ვწერ კომენტარებს,იმდენი კარგი რამ წამიკითხიაა,ზღვა ემოცია მიმიღიაა მაგრამ,ვერასდროს ვერ ვწერ კომენტარებს.რა ვთქვა არ ვიცი უკარგესი იყოოო!!იმდენი ვიტირე მათთან ერთად,იმდენი ვიცინე,ამ ისტორიას გაგრძელება ჭირდებაა!!??(იმდენი ვიტირეეე თქვენ ვერ წამოიდგენთ!!!!)ძაან კარგად წერ იმდენად სულში შემიძვრა მათი ტკივილიი????იდეალურად წერ,არასდროს არ შეწყვიტო წერა,არასდროსს!!!

 


№28 სტუმარი სტუმარი ნინო

მადლობა ასეთი გამართული და საინტერესო ისტორიისთვის❤️ დაველოდე დასასრულს და ისე წავიკითხე. ემოციების ზღვა. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. უკემონტაროდ....

 


№29  offline მოდერი ელი

ძალიან დიდი მადლობა ამ ვრცელი, დეტალური და გულიდან წამოსული სიტყვებისთვი

 


№30 სტუმარი ოლიკო

საუკეთესოა, მათ შორის რაც დაგიწერია. ყველა წაკითხული მაქვს, რაც გიდევს აქ და მოთხრობიდან მოთხრობამდე საოცრად იზრდები და ვითარდები, რაც ძალიან მიხარია. არასდროს შეწყვიტო წერა, საუკეთესოდ მოგაქვს ჩვენამდე შენი ჩანაფიქრი????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent