შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ღმერთმა იცის...( თავი4)


5-08-2024, 22:40
ავტორი La dolce vita
ნანახია 2 067

მეგობრებო, როგორც უკვე გითხარუთ შესაძლოა თავი წაშლილიყო, რადგან ტექნიკური ხარვეზების გამო რაღაცებ აირია, არ გაატაროთ ეს თავი, რადგან ის რაც დილით დავდე იმას დავუმატე კიდევ გაგრძელება, რომ მოცულობით ცოტა დიდი ყოფილიყო, კიდევ თავები არეულად დევს შეცდომით მეორეზე წერია არადა მესამე უნდა ყოგილუყო ამ თავში. მოკლედ ვისაც ჯერ არ წაუკითხავს შეგიძლიათ საცდელი თავუ პირველ თავად ჩათვალოთ და ასს მიყვეთთან მიმდევრულად. გამიხარდება,თუ აზრსაც დააფიქსირებთ.

თავი4



– შეშინებული ხარ და მაგის ბრალია, არაფერია მალე ყველაფერი დაგავიწყდება.


მთელი ღამე ღია, ცის ქვეშ გაატარეს გოგონა, შეშინებული თვალებით გაჰყურებდა ტყეს. საკმაოდ დიდხანს იყო დამწყვდეული ბანდიტებთან და ამის გამო ძალიან იყო დასტრესილი. მართალია ეშინოდა, მაგრამ დადეშქელიანის გვერდით თავს მშვიდად გრძნობდა, ეს იმიტომ არ იყო გამოწვეული, რომ მან იხსნა, ის ავაზაკებისგან. შინაგანად მშვიდად გრძნობდა თავს ამ ცივი ბიჭის გვერდით. ძალიან დაღლილი იყო და ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდა სახლში, რომ მშობლები ენახა და თავის თბილ კერას დაბრუნებოდა.

– დაიძინე!- უთხრა ბიჭმა, როდესაც შეამჩნია, რომ არ ეძინა.
– ვერ ვიძინებ…- ამოიოხრა.
– შენ უნდა დაიძინო, რომ ხვალისთვის ძალები მოიკრიბო, გრძელი გზა, გვაქვს გასავლელი.- მშვიდი მაგრამ სერიოზული ხმით მიუგო. გოგონამ დაუჯერა და თვალები დახუჭა.
– ნუ გეშინია, მე აქ ვარ და არაფერი მოხდება.- დაამშვიდა გოგონა. მალევე ძილს მიეცა. ბიჭი მას ყარაულობდა მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და ვერც იძინებდა, რადგან ნატკენი ადგილები აწუხებდა თავი და ჭრილობები საშინლად ტკიოდა. თან მომხდარზე ფიქრობდა რა უნდა ექნა ახლა, გოგონა მასთან იყო, მაგრამ არავინ იცის თავს კიდევ, როდის დაესხმევიან იქნებ სადმე არიან ჩასაფრებულები. ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიხინოს, რომ გოგონა დაიცვას.


***


დილით მხარზე ჩამოწოლილმა სიმძიმემ გააღვიძა, თვალები გაახილა გვერდით გაიხედა და ნახა, რომ გოგონას მის მხარზე ჩამოედო თავი. არ უნდოდა მისი დაფრთხობა ამიტომ მოცდა არჩია.
სადღაც 20 წუთში გოგონა შეიშმუნა და ზანტად გაახილა თვალები, ზემოთ აიხედა და ბიჭის მზერას გადააწყდა, როდესაც გააცნობიერა, რომ მასთან ასე ახლოს იყო სწრაფად მოშორდა.
– მაპატიე, მე…
– არაუშავს..- უცვლელი ხმით მიუგო და ფეხზე წამოდგა. - კარგი, ახლა უნდა წავიდეთ.- მიუგო და წინ წავიდა.

შუა გულ ტყეში იყვნენ და ბოლო ჯერ არ უჩანდა. მოულოდნელად მოშორებით ბუჩქებიდან შრიალი მოესმა გოგონას და მაშინვე ბიჭს აეკრა.
– რა მოხდა?- იკითხა გაოცებულმა.
– მეშინია…- აღმოხვდა მას.
– რისი?
– შენ ვერ გაიგონე ბუჩქებიდან ხმაური?- კი არ საუბრობდა ჩურჩულებდა.
– რა ხმა ემმა?ეს ტყე არის და ათასი ცხოველი დარბის. კურდღელი იქნებოდა.- დაამშიდა, გოგონა, მაგრამ თავადაც გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, უბრალოდ მისი შეშინება არ უნდოდა.
– გვერდიდან არ მომშორდე!- გააფრთიხლა წინ წავიდა და ტერიტორია მოათვალიერა თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო და არც არაფერი იყო საგანგაშო, მაგრამ როდესაც მალე სროლები ატყდა აქ მიხვდა, რომ ის ხალხი ყველგან ჩასაფრებული იყო.
– ხომ ვამბობდი არა, რომ რაღაც ხდებოდა.- შეშფოთებულმა წამოიძახა გოგონამ.
– ჩშ!- თითი ტუჩთან მიუტანა გასაჩუმებლად.- ახლა ამის დრო არ არის, უნდა გავაღწიოთ აქედან.
– როგორ? მათ იარაღი აქვთ შენ კი ჩანთა ჩამოგართვეს.- ბიჭმა ცალყბად ჩაიცინა.
– ასეთი სულელი კი არ ვარ, რომ ჩემი ნივთები მაგათ ჩავუგდო ხელში.
– რას გულისხმობ?- დაბნევით მიუგო.
– გამომყევი.- უთხრა და ერთ ადგილას მიიყვანა უფროსწორად ერთ დიდ ხესთან მივიდნენ. ბიჭი დაიხარა და ხელით მოაცილა მიწა ორმოს იქიდან კი რამდენიმე იარაღი ამოიღო.- ხედავ?
– ვერ ვიჯერებ, ეს ყველაფერი შენ წინასწარ გათვალე?- შოკირებული იყო ნანახით.
– ზუსტად! სანამ იქ მივიდოდი ჩანთიდან ზაპასად, რაც მქონდა ყველაფერი აქ დავმალე ჩანთაში მხოლოდ წვრილმანი რაღაცები დავტოვე. -ხელში აიღო იარაღი და გადატენა.
– შეიძლება,მეც დაგეხმარო.- წამოიძახა გოგომ.
– რა? არა. შენ რა იცი იარაღის ხმარება?
– მამაჩემმა, მასწავლა თავდაცვის მიზნით.
– დარწმუნებილი ხარ, სწავლა ერთია და როდესაც იარაღი გიჭირავს და ვიღაცას ესვრი და კლავ სხვას. შეძლებ ამას?!- გოგონა გაჩუმდა.- დამიჯერე ეს მარტივი არ არის, როდესაც ვინმეს კლავ გინდაც დამნაშავე იყოს, მერე სინდისი გაწუხებს
– არაუშავს, მინდა, რომ დაგეხმარო.- ბიჭმა ამოიოხრა და თოფი გაუწოდა.
– მე გაგაფრთხილე.- დასძინა ბიჭმა.
შემდეგ ტყეში დაიწყეს სიარული ჯერჯერობით სიჩუმე იყო და არავინ ჩანდა. ეს ორი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგენენ და ისე მიდიოდნენ.
ცოტახანში, ისევ გაისმა სროლის ხმა და იქვე დაიმალნენ.
– აქ მოდი!- ანიშნა ბიჭმა და ხეებს ამოეფარნენ,შემდეგ მიწაზე დაწვა და დაიმალა. ცოტახნში შუა ტყეში ტყვიების ქარ-ცეცხლი დატრიალდა. დადეშქელიანი უხმაუროდ იშორება მათ თავიდან და გოგონაც მას ეხმარებოდა, თუმცა ძალიან გაუჭირდა ამ ამპულაში ყოფნა, ნამდვილად არ ყოფილა იოლი ვინმეს დაჭრა, თუმცა არ ნებდებოდა. უფროსწორად არ უნდოდა, მაქსიმესთვის ენახებინა,რომ მართალი იყო. მალე ყველაფერი ჩაჩუმდა.და მაქსიმე ფეხზე წამოდგა.
– მემგონი, მორჩა.- ამოიგმინდა მან.- წავედით.- სხეულიდან მტვერი და ბალახები მოიშორა და გზა, განაგრძო.
– კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს?
– იქამდე სანამ სამშვიდობოს არ გავალთ, იმ კაცს ბევრი ავაზაკები ჰყავს, ამიტომ მათი ჩამოცილება, ცოტა რთული იქნება, მაგრამ ჩემთან ვერაფერს გახდებიან.
– შენთან?
– ხო,ჩემთან.
– შენ ერთი ხარ და ისინი კი ასობით არიან, ჭიამჭველებივით დაგვევხვევიან გარს.- წამოიძახა.
– გგონია,მაგ უტვინოების მეშენია, ეგეთები იცი რამდენი მყავს ნაცემი და იმ ქვეყნად გასტუმრებული?
– რაა? რამდენი კაცი გყავს მოკლული?- შეცბა.
– რა ვიცი, რა დაითვლის..- ჩაილაპარაკა და გოგონას გახედა.- რა იყო რატომ გაქვს ასეთი სახე?
– შენც,შენც… მკვლელი ხარ იმათსავით.- წამოიკივლა მოულოდნელად.
– მე მკვლელი არ ვარ, ჩემი საქმეა ავაზაკების და ტერორისტების დევნა და მათი დაჭერა.
_ ვინ ხარ?!
_ ამას ახლა არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, შენთვის მთავარია, მიგიყვანო მშობლებთან ცოცხალი და უვნებელი.- გაღიზიანებულმა უპასუხა.- მაგრამ თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი, რომ მე მკვლელი არ ვარ მე თავდაცვის ძალებში ვმუშაობ.- ახლა კი წამოდი, გარჩევის დრო არ არის. -გოგონა ადგილიდან არ იძვროდა.
– არ წამოვალ! მე შენ არ გენდობი.- აქ უკვე აშკარად გაღიზიანდა და არ მოეწონა გოგონას გამოხდომები. შემობრუნდა და მრისხანედ შეანათა მუქი ყავისფერი თვალები და მხრებში ჩაავლო.
– რა თქვი?!
– რაც გაიგე..არ გენდობი
– ესეიგი, არ მენდობი არა, შეგიძლია ამიხსნა რატომ? რამე დაგიშავე?- გოგონამ თავი გააქნია.
– მაშ, რა ჯანდაბა გინდა რა პრეტეზიები გაქვს, ჩემი პროფესია შენ არანაირად არ გეხება, მე ვასრულებ ჩემ საქმეს და ნება მომეცი შევასრულო, მაგრამ თუ არ მენდობი გზა ხსნილია, როგორც გინდა ისე დაბრუნდი სახლში.- მიახალა გაბრაზებულმა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას. გაბრაზებული იყო, ეს როგორ უთხრეს არ ქონდა გოგოს ამის საბაბი, რომ მასში უნდობლობა გამოეწვია ბიჭს. ყველანაირად ცდილობდა მის დახმარებას და ამან კიდევ რა უთხრა. მისი საქმე ყველაფერი იყო მისთვის, მაგრამ როცა საქმე მის ღირსებას ეხება, იქ ყველაფერი აზრს კარგავს, ამაყი იყო და არავის პატიობდა არაფერს. სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯის, შემდეგ გოგონას განწირული ყვირილის ხმა შემოესმა. იმ წამსვე შემობრუნდა და უკან გაიქცა, იქ მისულს დაინახა,რომ გოგონა დაეჭირათ.
– ახლავე გაუშვი!- ავად გამოსცრა და იარაღი დაუმიზნა.
– არ გავუშვებ, ეს გოგო ბოსს უნდა გადავცე.- წამოიძახა და იარაღი მიადო შუბლზე, გოგონას ბიჭმა თვალით რაღაც ანიშნა გოგონას და ისიც იმ წამსვე დაიხარა ბიჭმა კი კაცს იარაღი ესროლა. გოგონას ხელი დაავლო და სწრაფად გაიქცნენ, თუმცა მოულოდნელად ზურგიდან იარაღი გაისროლეს რისგამოც ბიჭი მხარში დაიჭრა.- სიმწრისგან სახე დაეჭიმა და აელეწა. იქვე ჩამოჯდნენ და გოგონა შეშინებული და თვალცრემლიანი უყურებდა.
– ძალიან გტკივა? მაჩვენე?- მიუგო გოგომ.
– არ მინდა, შენი დახმარება ჩემითაც მივხედავ თავს.- წამოიძახა ბიჭმა.
–ნუ ჯიუტობ და მაჩვენე ჭრილობა. - უთხრა და მკლავი გამოაწევინა. თავის პატარა თითებით შეეხო მის დაკუთულ მკლავებს და ჭრილობას დახედა.
_ ჭრილობა,ღრმა არ არის.- მაისურს პატარაზე ჩამოახია და შეუხვია. მის შეხებაზე ბიჭი, შეკრთა თუმცა არ შეიმჩნია.
– მაპატიე..- აღმოხვდა გოგონას.- ასე არ უნდა მელაპარაკა, მაგრამ შენც უნდა გამიგო, ძლიერი სტრესი მაქვს მიღებული და ისე ვარ შეშინებული ყველაფერში საფრთხეს ვხედავ.
– ჩემთან მიმართებაში ეგ ეჭვი არ უნდა გაგჩენოდა, მესმის შენთვის უცხო ვარ, მაგრამ მე რომ შენთვის რაიმეს დაშავება მინდოდეს, დამიჯერე ამას აქამდე ვიზამდი.-წყრომით მიუგო.,- ჩემი ვალია შინ უვნებლად დაგაბრუნო. გოგონა, დანაღვლიანდა, და თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები მოიშორა.
– გტკივა?...- შეწუხებული სახით კითხა
– არაფერია, მალე გამივლის…
_ არა, ჩემი ბრალია, მე რომ სულელურად არ მოვქცეულიყავი ახლა შენც არ დაიჭრებოდი.- დაღონებულმა ამოთქვა და ამოაყოლა ყველა ის განცდა და ტკივილი რასაც განიცდიდიდა. ბიჭი მხოლოდ უსმენდა.
– იცი, არ მინდა იმ ცხოვრებით ვიცხოვრო სადაც სულ იმის შიში უნდა გქონდეს, რომ ვინმე თავს არ დაგესხას და არ იცი როდის რა მოგივა. მიყვარს მამაჩემი პატივს ვცემ, მაგრამ მე ასე ცხოვრება არ შემიძლია მინდა ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო უდარდელად, ღამით მშვიდად ვიძინებდე და არაფრის შიში არ მქონდეს განა ბევრს ვითხოვ..- სლუკუნებდა გოგონა, იმ მომენტში მაქსიმეს გოგონა შეეცოდა, თურმე როგორ უმძიმდა და უჭირდა ეს ყოველივე ამ პატარა ციდა გოგომ, რამდენი რამ გადაიტანა სიკვდილსაც კი ჩახედა თვალებში. მას კიდევ როგორი წარმოდგენა ჰქონდა გოგონაზე. - შეძლებული ოჯახიდან ვარ არაფერი მაკლია, მაგრამ არც ეს მჭირდება, მამაჩემისგან ფული ჩემთვის უპირატესი არ არის.- .გული რომ მოიჯერა
ტირილით თვალზე ცრემლები შოიმშრალა და ბიჭს მიუბრუნდა.
– მაპატიე, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე..
– საპატიებელი არაფერი გჭირს.- ჩუმი ხმით მიუგო.
უსმენდა და ხვდებოდა, თუ როგორ უჭირდა ესმოდა მისი და გულწრფელად ეცოდებოდა გოგონა. მის გაყინულ გულში პატარაზე მაინც შეაღწია, იმ ემოციამ თანაგრძნობა, რომ ერქვა.
მოსაღამოვდა უკვე და ტყეში სიცივე ჩამოწვა. ქარი ამოვარდნილიყო და ხეებს ზუზუნი გაჰქონდათ. ორივე ჩუმად ისხდნენ და გაჰყურებდნენ ცას სადაც აქა იქ მოჩანდა ვარსკვლავები და მთვარე ანათებდა ჩაბნელებულ ტყეს.
– თუ აქედან ცოცხლებმა გავა…- სიტყვა აღარ დაამთავრებინა და გააწყვეტინა.
– თუ არა აუცილებლად გავაღწევთ აქედან თანაც ძალიან მალე..
– მაგრამ რომ ვერ გავაღწიოთ და იმ კაცის ავაზაკებმა რამე დაგვიშაონ…- ამის გაფიქრებაზე ტანში უსიამოვნოდ დაუარა.
– კარგად დაიმახსოვრე რასაც ახლა გეტყვი მაქსიმე დადეშქენიანი ვარ და ადამიანი, რომელმაც არა ერთი ურთულესი ოპერაცია წარმატებით განახორციელა.
– ხო, მაგრამ მაშინ მარტო არ იყავი გუნდთან ერთად იყავი ახლა მარტო ხარ.
– როგორც არ უნდა იყოს, ამისთვის სიცოცხლის დათმობაც, რომ მომიხდეს ჩემს საქმეს ბოლომდე მივიყვან და ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს.
_ მპირდები.- ბიჭმა ამოიოხრა და მიუგო.
– გპირდები.
– ნახე ციცინათელები!- წამოიძახა და ფეხზე წამოხტა სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ, თუ დამწუხრებული იყო ახლა პატარა ბავშვივით უბრწყინავდა სახე ციცინათელების დანახვისას მათ გაჰყურებდა და იღიმოდა. მისმა ასეთმა გარდასახვამ ბიჭი გააოგნა რას იფიქრებდა, თუ გოგონას ასეთი წვრილმანები ახარებდა და თანც ციცინათელები. შეუმჩნევლად ჩაეღიმა კიდეც. როდესაც თამაშით გული იჯერა ისევ თავის ადგილს მიუბრუნდა.
– გაფრინდნენ?- იკითხა ბიჭმა.
– ჰო..
– პირველად ვხედავ ადამიანს, ვისაც ასეთი რაღაცები აბედნიერებს.
– ჰო, ციცინათელები ბავშვობიდან მიყვარს, ბავშვობაში სოფელში ჩავდიოდი ხოლმე ბებია- ბაბუასთან და მინდვრებიდან გამოდიოდნენ ხოლმე.

არაფერი აღარ უკითხავს მეტი, უკვე ძალიან გვიანიც იყო და დაღლილობისგან გოგონას მშვიდად ჩაეძინა, ამდენი ხნის შემდეგ ძლივს მშვიდად დაიძინა. შიგა და შიგ გამოეღვიძებოდა და ბიჭს ამოწმებდა, როგორ იყო. შუბლზე უნდოდა შეუმჩნევლად ხელის მიდება და სიცხის გაზომვა, მაგრამ როგორც კი ხელით შეეხო გოგონას ხელი აუცურდა და ბიჭს დაეცა ამ უკანასკვნელმა თვალები ჭყიტა და გოგონას ყელში წვდა და ქვემოთ მოიქცია.
– მაქსიმე…! გამიშვი რა გჭირს მე ვარ..- ამოიტირა გოგონამ, როგორც კი გოგონას შეშინებული სახე დაინახა იმწამსვე შეუშვა ხელი და მოშორდა.
– მაპატიე…
– რა დაგემართა? ასე რამ აგაღელვა?!
– მიჩვეული ვარ ასეთ რეჟიმს გამუმდმებით მობილიზირებული უნდა ვიყო ამიტომაც მქონდა ასეთი რეაქცია, მე საგუშაგოზე უნდა ვიყო სულ და ვაკონტროლო ყველაფერი, რომ თავს არავინ დაგვესხას, როდესაც სხეულზე შეხება ვიგრძენი, ვიფიქრე თავს ხომ არ დაგვესხნენ- თქო.- ნახევრად სიმართლე უთხრა.
– გასაგებია.
– შენ რას აკეთებდი?
– მაპატიე, მე უბრალოდ იმის გაგება მინდოდა, რამე გაწუხებდა თუ არა.- ამოთქვა და ჯერ კიდევ შეშინებული თვალებით გახედა.
ძალიან შეაშინა, ბიჭი ისეთი გააფთრებული და აგრესიული იყო, ცოტაც და ეგონა დაახრჩობა. ამის გამო ცოტა აღარ ენდობოდა მას. მიუხედავად იმისა, რომ მის დასაცავად იყო არაფრით იყო დაზღვეული, არ ენდობოდა ბოლომდე ჯერ კიდევ არ იცის რას წარმოადგენს ეს ადამიანი ან რატომ თქვა უამრავი ადამიანი მყავს დახოცილიყო. ხმა აღარ გაუცია, მისგან მოშორებით დაჯდა და ცდილობდა დამშვიდებულიყო. მაქსიმე მიხვდა, რომ ძალიან შეაშინა.
_ ჩემი გეშინია?!- გულწრფელად იკითხა, რადგან გოგონას თვალებში შიში ამოიკითხა.
– არა.- უნიჭოდ იცრუა.
– ტყუი.. შენს თვალებში იკითხება ყველაფერი.
– ხოდა თუ იცი რაღას მეკითხები მაშინ.
_ მისმინე, მე…
– ძალიან გთხოვ აღარ გვინდა ამაზე, მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მალე გავაღწიო ამ დაწყვევლილ ადგილიდან და ყველაფერი დავივიწყო, როგორც ცუდი სისზმარი.- გაღიზიანებულმა მიახალა და მისგან მოშორებით დაჯდა.
– კარგი.- მიუგო და თავის ადგილს მიუბრუნდა.


მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ვერ ისვენებდა მომხდარის გამო, მისი ნათქვამის ერთი სიტყვაც კი არ სჯეროდა კი შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მისი თვალები მისი გამხეცებული თვალები აშინებდა, აშკარად ვერ იყო რიგზე ყველაფერი ამ ადამიანის შესახებ არაფერი იცოდა გარდა მისი სახელისა.
არც მაქსიმე იყო კარგ დღეში თავზე კონტროლი დაკარგა და ლამის გოგო შემოაკვდა კიდევ კარგი, დროულად მოეგო გონს, თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა, გოგოს, რომ რაიმე მოსვლოდა, მერე რას იზამდა, როგორ დაბრუნდებოდა უკან ან რა პასუხს გასცემდა მათ რა უნდა ეთქვა :იცით შემთხვევით თქვენი ქალიშვილი შემომაკვდა- თქო ან ვინ აპატიებდა ამას.

_ ჯანდაბა, ისევ ძველი ტრავმები!- გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა.



****



დილით ადრე გაეღვიძა ნერვებისგან ისედაც ვერ ისვენებდა მომხდარის გამო, რომ არა ეს ძველი იარები, რომელიც მის სულში სამუდამოდ ჩაილექა, ახლა გოგოს ასე ხომ არ შეაშინებდა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა რადგან ასე გამოიმუშავა თავდაცვის ინსტიქტი. წარბებშეჭმუხნული წამოდგა და ჯერ კიდევ არ ამოსულიყო მზე, გოგონას მშვიდად ეძინა. ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა. ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლებოდა ამდენი დღეებია მშიერ მწყურვლაე დადიან ძალების მოკრება სჭირდებოდათ.
ახლო მახლო შეათვალიერა ხეები და ბუჩქები იქმებ რაიმე ეპოვა, რაც დაანაყრებდათ ეგზოტიკურ ტყეში ნამდვილად არ იმყოფებოდნენ რომ ხეებზე ბაბანი, მანგო ან ქოქოსი ეპოვნა, ცარიელი ტყე იყო გამხმარი ბალახებით და ცარიელი ხეებით. ათვალიერებდა, როდესაც მოცვი იპოვა ხეზე გახარებული მივარდა და მის მოკრეფას შეუდგა. მოკრეფილები უბეში ჩაიყარა და უკან დაბრუნდა გოგონა ახლად გაღვიძებული იყო და შეშინებული აფახუნებდა თვალებს.

– სად იყავი?!- ნაწყენმა მიუგო.
– რა იყო?
_ მეგონა, მიმატოვე და წახვედი.- ამოთქვა.
– ძალიანაც, რომ მინდოდეს ამის უფლება არა მაქვს.- სერიოზული გამომეტყველებით მიუგო.- მოცვი ვიპოვე,აქვე ახლოს და ვფიქრობ ეს ცოტას დაგვანაყრებს ჭამე და მერე უნდა წავიდეთ დღეს შეუჩერებლად უნდა ვიაროთ, რომ გავიდეთ აქედან.
– ანუ?
– ანუ ის, რომ რაც შენ გინდა ის ძალიან მალე მოხდება,მალე დაივიწყებ ყველაფერს, როგორც ცუდ სიზმარს მათ შორის მეც როგორც გამოვჩნდი ისე გავქრები შენი ცხოვრებიდან.- მიუგო.
გოგონას თითქოს გული დაწყდა ამის გაგებისას.
მოცვი მიირთვეს და შემდეგ გზა განაგრძეს ხმა აღარცეეთს ამოუღიათ დადეშქელიანი წინ მიდიოდა ის კი უკან მისდევდა დასჯილი ბავშვივით გაბუსხული რატომღაც მოწყენილი იყო არადა წესით უნდა ახარებდეს ის ფაქტი,რომ მალე სახლში იქნებოდა. ან იქნებ დამნაშავედ გრძნობდა თავს ღამით უხეშად რომ ესაუბრა, მაგარამ აბა რა უნდა ექნა ბიჭმა ლამის დაახრჩო. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იდგა მის წინ რას წარმოადგენდა მხოლოდ ის იცის, რომ მის გადასარჩენლად გამოგზავნეს.
უკვე საკმაოდ დიდი მანძილი ჰქონდათ გავლილი, როდესაც მაქსიმემ ხმა ამოიღო.
– მემგონი, მალე გავალთ უკვე აქედან.- წანოიძახა ბიჭმა, მაგრამ ხმა, რომ არავინ გასცა უკან მოიხედა და ვერავინ ნახა.
– ემმა, სად ხარ?- ყვიროდა, მაგრამ ხმას არავინ სცემდა.
– ემმა..!- ყვიროდა და ყველგან დაეძებდა.
_ მაქსიმე!- დაუყვირა გოგომ
– სად ხარ?
_ აქ.
– სად აქ? ემმა.
– აქ უკან მოიხედე.- ბიჭმა მოიხედა და ცოტა აკლდა, ახარხარებამდე.რანაირად ჩავარდა ამ პატარა ორმოში თან ასე სასაცილო პოზაში.
– მანდ რას აკეთებ ამოდი?
– რა ჭკვიანი ხარ, შენი აზრით ამოსვლა, რომ შემძლებოდა აქ ვიჯდებოდი.- დაიბღვირა.
– ხო,მაგრამ ამ პატარა ორმოში, როგორ ჩავარდი ან როგორ ვერ შეამჩნიე?
– ფეხი გადამიბრუნდა და ჩავარდი.- ბიჭმა ხელი გაუწოდა და გოგონაც მის მაჯას ჩაეჭიდა მთელი ძალით ამოქაჩა გოგნა და ისე მოხდა, რომ გოგონა მის გულმკერდს მიასკდა ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან,რომ ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ, როდესაც გოგონას თავისი ყორანივით მუქ ყავისფერთვალებით დააჩერდა იმ წამსვე მოშორდა.
– მაპატიე…- ჩაილუღლუღა და მისგან მოშორებით დადგა.
– კარგი, წავედით ძალიან მალე გავალთ აქედან.- მიუგო და წინ წავიდა
გოგონა, გაბუსხული მიჰყვებოდა უკან რატომღაც მისმა სიახლოვემ არია.
მალე გასასვლელიც იპოვეს და ამათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,
როგორც იქნა გავიდნენ ამ უკაცრიელი ტყიდან და რომელიღაც სოფელში ამოყვეს თავი. პატარა სოფელი იყო.

– ნახე იქ მემგონი პატარა სასადილო უნდა იყოს.- წამოიძახა გოგონამ
– კარგი, წავიდეთ ვნახოთ.- მიუგო და სასადილოში მივიდნენ საჭმლის სუნზე ორივეს თაბრუ დაეხვა, რა ხანია საჭმელი არ უჭამიათ. ახლა კი შიმშილის გრძნობამ ორმაგად სძლია. იქვე მაგიდასთან ჩამოჯდნენ და მალე მათთან საყვარელი პუტკუნა ქალი მივიდა.
– აბა, გისმენთ რას მიირთმევთ გვრიტებო?- თბილი ღიმილით მიესალმა ქალი.

– მე მომიტანეთ, პიურე კატლეტთან ერთად კიდევ ჩქმერული ,ხაჭაპური, წვენი, ხინკალი და …
– გაგიჟდი?!
– რა იყო?
– რა ამბავია, ამდენის მჭამელი ხარ?- გაოგნებულმა მიუგო.
– ძალიან მშივა.- გაიბუსხა.
– რა დაჯდება ეს ყველაფერი?- იკითხა ბიჭმა.
– სულ რაღაც 90 ლარი.- ბიჭმა ამოიხრა და პატარა ჯიბიდან ფული ამოიღო რეალურად თან ამდენი არ ქონდა წამოღებული დანარჩენი ზურგჩანთაში ჰქონდა შენახული.
– იცით, ამდენი არ მაქვს წამოღებული მე ქეშად მხოლოდ 30 ლარი მაქვს.
– არ იდარდო, საყვარელო დღეს ჩვენი ქორწინების წლისთავია და ყველას უფასოდ ვუმასპინძლდებით.- გაუღიმა ქალმა და ქმარს დაუქნია ხელი.
– არა, რას ამბობთ ყველაფერს უფასოდ ვერ შევჭამთ.
_ უვარი არ მიიღება.
ქალი წავიდა და ყველაფერი მიუტანა,რაც შეუკვეთეს.
– მადლობა.- გადაუხადეს და ჭამა დაიწყეს მაქსიმე დიდად არ იკლავდა ჭამით თავს, მაგრამ გოგონა კაი მჭამელი კაცივით შეექცეოდა.
– შვილო, შენს შეყვარებულს სახე აქვს დასვრილი.- უთხრა ქალმა და გოგონას წვენი გადასცდა.
– დეიდა, ის ჩემი შეყვარებული არ არის..- უხერხულად შეიშმუშნა.
– აბა, ერთად რატომ ხართ?- გაკვირვებულმა იკითხა.
– გრძელი ამბავია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის არავინ ვართ უბრალოდ რაღაც დროით ერთად მოგვიწია ყოფნა.
– კარგი რა რას მალავთ ძალიან უხდებით ერთმანეთს.
– სიმართლეს ვამბობ..ჩვენ.
– კარგი, ძვირფასო რატომ მალავ ხომ ხედავ არა ყველაფერს მიხვდნენ ისედაც, დიახ, ჩვენ ერთად ვართ, ოღონდ ამის შესახებ არავინ იცის ჩვენ ორის გარდა და ახლა გამოვიპარეთ.- გოგონა პირ დაღებული უყურებდა.
_ გაიპარეთ? რატომ?
–გოგოს არ მატანდნენ და მეც ავდექი ხელი მოვკიდე და წანოვიყვანე.- ამას ისე სერუოზულად ამბობდა, რომ ვინც არ იცის დაიჯერებდა მის ნათქვამს.
– გილოცავთ შვილო.- უთხრა ღიმილით და წავიდა.
–გაგიჟდი, რამ გათქმევინა ეს რატომ მოატყუე?- გაბრაზებულმა უთხრა.
_ აბა, რა მექნა არ გვეშვებოდა და ახლა თავს დაგვანებებს.- მობეზრებით წამოიძახა და ჩანგალი მაგიდაზე დადო.- თუ მორჩი ჭამას შეგვიძლია უკვე წავიდეთ.
– მოვრჩი.- თქვა ჯერ კიდევ გაბრაზებყლმა და ფეხზე წამოდგა.
– სად მიდიხართ?- ისევ მათკენ წამოვიდა ქალი. რატომღაც ეს ორი ამოიჩემა და თავს არ ანებებდა.
– ჩვენი წასვლის დროა, დეიდა.- მიუგო გოგომ.- მადლობა ყველაფრისთვის.- მადლობა გადაუხადა.
უკვე გასვლას აპირებდნენ, როდესაც მოულოდნელად თავს დაესხნენ მათ.
– აი, სად ყოფილხართ.- დაისისნა კაცმა და გოგონა დაიჭირა.
– ხელი გაუშვი!- დაუყვირა და ჩხუბი დაიწყო.
– კიდევ ერთ ნაბიჯს, თუ გადადგამ გოგონას სამუდამოდ დაემშვიდობები.
– არ გაბედო, გესმის, მისი თმიდან ერთი ღერი თმაც, რომ ჩამოუვარდეს ისე ამოგაგლეჯ გულს მკერდიდან აზრზეც ვერ მოხვალ.- თვალები გაუმუქდა მრისხანებისგან და კისერზე ძარღვები დაეჭიმა..კაცს სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი, როგორ შეიძლებოდა ადამიანს გული ამოაგლიჯო ცარიელი ხელებით ეს ხომ აბსურდი იყო, მაგრამ მან არ იცოდა ვინ იყო დადეშქელიანი და რას წარმოადგენდა.
დანა კისერზე მიუტანა და პატარაზე გაკაწრა კიდეც. სიმწრისგან ამოიტირა გოგონამ და ეს უკვე ბოლო წვეთი იყო მისთვის, საბოლოოდ დაკარგა თავზე კონტროლი ჯერ მის გაკავებას ვინც ცდილობნენ ისინი ჩამოიშორა გზიდან და წამის მესამედში მის წინ გაჩნდა მტკივნეულად ჩაავლო ხელი და გაანთავისუფლა გოგონა,შემდეგ მრისხანედ შეანათა მუქი ყავისფერი თვალები.
– ხომ გაგაფრთხილე!- დაუყვირა და მტკივნეულად მოუგრიხა მკლავები.
– ცეცხლს ეთამაშებით თქვენც და თქვენი ბოსიც! - სანამ მაქსიმე კაცს ეჩხუბებოდა, ერთ- ერთი მათგანი მიუახლოვდა მათ.
– მაქსიმე, ფრთხილად!- წამოიძახა და სანამ ეს მობრუნდა იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა ვიღაცამ უკნიდან გათიშა, რის შედეგადაც უგონოდ დაეცა გოგონა კი წაიყვანეს.
როდესაც გონს მოვიდა მაშინვე გოგონა მოიკითხა.
– სად არის?- იკითხა და ფეხზე წამოდგა.
– წაიყვანეს…- აღმოხვდა ქალს.
– ჯანდაბა, იმ გაიძვერებს ძალა არ ეყოთ ჩემთან საბრძოლვლეად და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი გათიშა. - მოჭმუხნული თვალებით წამოიძახა. - ხომ არავის დაუნახავს სად წავიდნენ?
– კი, შვილო ჩემი ქმარი მათ მანქანით უკან აედევნა და ალბათ მიაგნებს.
– მართლა?
_ კი. დაისვენე შენ ცოტახანი, სანამ გოჩა მოვა და მერე დაილაპარაკეთ.- უთხრა ქალმა და ოთახიდან გავიდა.

რა მოასვენებდა, კიდევ ერთხელ ააცალეს გოგო ხელიდან, მაგრამ აუცილებლად იპოვიდა და აი მერე ვერცერთი გადაურჩებოდა მის რისხვას.
ერთ საათში გოჩაც დაბრუნდა და მაშინვე ბიჭთან მივიდა. საკმაოდ შეწუხებული სახით მიუახლოვდა.
– მოხვედით? რამე ხომ არ გაარკვიეთ?- მიაყარა კითხვები.
– არ ვიცი, ის ხალხი ვინ არიან ან გოგოსგან რა უნდათ, მაგრამ როგორც გავარკვიე გოგონა ბორდელში მიიყვანეს.
– რაა?!- წამოიძახა.
_ დიახ, როგორც მითხრეს მაგ ადგილას ლამაზი გოგონები მიჰყავთ და მდიდარ შეიხებზე ყიდიან.
– ეშმაკმა დასწყევლოს.არ ვაცოცხლებ იმ ნაძირლებს, თუ მას რამეს დაუშავებენ. ხომ არ იცით რა ადგილას არის?
– კი, აქედან სადღაც ერთის სავალი გზაა, შემდეგ დიდი ორსართულიანი შენობა გამოჩნდება და ეგ არის.
– გასაგებია.- მიუგო და ფეხზე წამოდგა.- უნდა ვიჩქარო, თორემ ვინ იცის რას დამართებენ. შეგიძლიათ მანქანა მათხოვოთ?
– რა თქმა უნდა, აი გამომართვი.- მანქანის გასაღები გაუწოდა. - სწრაფად დატოვა იქაურობა და მოსაძებნად წავიდა. როგორც ჩანს დღეს მარტო ემას კი არა, ყველა გოგოს გადაარჩენდა იმ ტირანებისგან.
იქვე მაღაზია შენიშნა მანქანა გააჩერა და შიგნით შევიდა რაც საჭირო იყო ყველაფერი იყიდა, შემდეგ გასახდელში გავიდა გამოიცვალა და წავიდა. თვალები ეშმაკურად უელავდა გონებაში ყვრლაფერს აწყობდა, თუ როგორ შეაღწევდა იმ ადგილას.
მალე გამოჩნდა დიდი ორსართულიანი უცნაური შენობა თავზე მოიხვია ბენდემა სათვალეები მოირგო იარაღი საქამრეში შეინახა და შენობის კართან მივიდა.

– hello! - მიმართა შეცლილი ხმით კაცს.
– hai.- მიესალმა- how can i help you?(რით შემიძლია დაგეხმაროთ?)

– you know, I,am one of the wealthy sheikhs of dubai.- ( იცით მე დუბაის ერთ-ერთი შეძლებული შეიხი ვარ.)- სუფთა ინგლისურად ლაპარაკობდა, რა თქმა უნდა, ისაუბრებდა მან ხომ წლები შეერთებულ შტატებში გაატარა. - ჩემთვის აქაურ ლამაზ გოგოონას ვეძებ და ეს ადგილი მომასწავლეს.
– დიახ, სწორ ადგილზე მოხვედით ჩვენთან ყველანაირი სტილის გოგონებია, რომლებიც გინდათ აარჩიეთ.
– მე შენ გაჩვენებ ყველანაირს დამაცადე.- ჩაილაპარაკა თავისთვის. როდესაც კაცი უკან მიბრუნდა მაქსიმე ჩუმად მიეპარა და კისერი მოუმტვრია. შემდეგ კი, შენობაში შევიდა.

– გისმენთ?- მივიდა მასთან საშვალო ასაკის ქალი,თან სიგარეტს აბოლებდა.
– გოგონას შესარჩევად ვარ მოსული.- მიუგო
_აა,თქვენ ხართ ის შეიხი ვისაც ბოსი ელოდებოდა?- გაკვირვებით იკითხა ქალმა.
– დიახ, მე ვარ.
– ცოტა უცნაურად გამოიყურებით?
– მე სხვა შეიხებს არ ვგავარ ასე მიყვარს სიარული, გთხოვთ გოგონა მოიყვანეთ ბევრი დრო არ მაქვს.
– კარგი, აქ დაიცადეთ ახლავე მოვიყვანთ.
ბიჭი,იქვე ჩამოჯდა, უფროსწორად წამოწვა.

გოგონა მობუზული იდგა და ცახცახებდა, ეს სად ამოყო, თავი რა ადგილი იყო, კარგი რომ არაფერი ხდებოდა ამასკი, ხვდებოდა. ოთახში მისი ასაკის გოგონა, შემოვიდა და სპეციალური არაბული საცეკვავო არაბული კაბა მისცა, რომელიც კაბაც კი არ იყო, მხოლოდ ბიუსგაუტერი და გამჭირვალე აბრეშუმის ჩახსნილი კაბა იყო.
– გამომართვი და ჩაიცვი.- მიუგო გოგონამ.
– ეს რა არის.- ზიზღით დახედა ქსოვილს.- ამას მე არ ჩავიცმევ.- წამოიძახა და საწოლზე ჩამოჯდა.
– უნდა ჩაიცვა, რადგან სხვა გზა, არ გაქვს, შენს წასაყვანად არაბი შეიხი მოვიდა და მას თავი უნდა მოაწონო.
– რაა?! ნამდვილად არ ვაპირებ მის მოსაწონებლად ეს სამოსი ჩავიცვა და მითუმეტეს მას გავყვე.- ხელები გადააჯვარედინა.
– მოგიწევს ქვემოთ არის უკვე და გელოდება,მიდი ნუ ალოდინებ.
– თავი დამანებე.- გაჯიუტდა გოგონა, თუ ასეთი მნიშვნელოვანია შენ გაყევი მე თავი დამანებეთ, არსად წასვლას არ ვაპირებ მალე ისედაც გავაღწევ აქედან.- იმედიამად წარმოთქვა.
_ ემმა,ნუ მაიძულებ უფროსს დავუძახო.- გააფრთხილა- მიდი ჩაიცვი.
სხვა რა გზა ჰქონდა სულ ბუზღუნით ჩაიცვა,შემდეგ ყველანი დარბაზში გავიდნენ და წრეზე შეიკრიბნენნ.
გოგონა მოშიშვლებულ სხეულს ხელებით იფარავდა და თან ტიროდა.
მუსიკა ჩაირთო და ყველამ ცეკვა დაიწყო, მაგრამ გოგონა, არ ინძრეოდა.
– რას დამდგარხარ! მიდი იცეკვე.- შეუღრინა კაცმა, რომელმაც ხარბათ აათვალიერა გოგონას სხეული.
– თავი დამანებე!- წამოიძახა გოგონამ და ბიჭმა მაშინვე იცნო მისი ხმა.
კაცმა ხელი ჩაავლო და გოგონას ჩხუბი დაუწყო.
– ახლავე გადი და იცეკვე, თორემ არ ვიცი რას გიზამ!- შეანჯღრია. გოგონას სხვა გზა აღარ ჰქონდა გარდა იმისა, რომ უნდა გასულუყო და გამომწვევად ეცეკვა იმ არაბის წინ წარმოდგენა არ ჰქონდა,როგორ უნდა ეცეკვა დანარჩენებს უყურებდა და იმეორებდა მისი გრძელი მუქი წაბლისფერი თმა წელზე ჰქონდა ჩამოშვებული ტიროდა და თან მუცლის ცეკვას ცეკვავდა, რთული იყო თვალი არ გაპარვოდა გოგონას სხეულზე ისე მოქნილად და სექსუალურად ცეკვავდა მისი მოშიშვლებული სხეული ჩამოთლილი და გამოყვანილი წელი და სავსე მკერდი. მოკლედ, რომ ვთქვათ იდეალური სხეული ჰქონდა გოგონას, სახეზე ვუალი ეკეთა და მხოლოდ მისი ლამაზად მოხატული თაფლისფერი თვალები მოუჩანდა. ბიჭს ძალიან შეეცოდა და გააჩერა.
– კარგი საკმარისია, ამდენი დრო არ მაქვს მომეწონა, როგორც იცეკვა ახლა ოთახში აიყვანეთ და გაამზადეთ ამაღამ მასთან ღამე უნდა გავატარო.- წამოიძახა. გოგონას ხელი დაავლო მცველმა ოთახში აიყვანა და ჩაკეტა.

– აბა, როგორ მოგეწონათ გოგონა?- იკითხა ქალმა.
_ შეუდარებელია, მინდა რაც შეიძლება მალე დავეუფლო, მის ლამაზ სხეულს.- აღტაცებით საუბრობდა. ვერავინ იეჭვებდა, რომ მათ წინ არაბი შეიხი არ იდგა.
– ჯერ ფული გადაგვიხადეთ.
_ ოო,რას ბრძანებთ, ჩვენთან ასე არ არის მიღებული, ფულს მხოლოდ მაშინ გადაგიხდით, თუ ეს გოგონა დააკამყოფილებს ყველა ჩემს სურვილს.- დასძინა ბიჭმა.
– კარგი, კარგი წამოდით მიგიყვანთ, ცოტა ველურია ეს გოგო, მაგრამ ძალიან ლამაზია.
– პერფექტო, მიყვარს ველური გოგოები.- ხელები გაახვასხასა ერთმანეთზე.
– ძალიან კარგი, წამობრძანდით.
_ არა,მარტო მინდა მისვლა, თუ შეიძლება.
– როგორც გინდათ მეორე სართულზე ხელ მარჯვნივ არის მაგის ოთახი - აუხსნა ქალმა დადეშქელიანმა სწრაფად აირბინა კიბეები გოგონას ოთახის კარები გამოაღო და შიგნით შევიდა, გოგონამ როგორც კი დაინახა გიჟივით ეცა დანას, რომელიც ხილთან იდო.
– არ მომეკარო, თორემ არ დავფიქრდები ისე მოგკლავ.- ბიჭი მშვიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა.
_ არ გესმის, რა გითხარი!- გააფრთრებით იცავდა თავს და სულ აღარ ახსოვდა, რა ფორმაშიც იდგა ბიჭის წინ. - გაგულისებულმა აღმართა ხელი ზევით და ის იყო უნდა ჩაერტყა, რომ ბიჭმა ხელი გაუკავა ,მეორე ხელით კი სახიდან სათვალეები მოიხსნა გამომწვევი და მტკიცე მზერით გახედა, საკმარისი იყო, მისთვის ბიჭის თვალებში ჩახედვა, იმ წამსვე მიხვდა ვინც იდგა მის წინ სახიდან მოსახვევი მოხსნა და როდესაც დარწმუნდა, რომ ნამდვიალად ის იყო.
დანა ხელიდან გაუვარდა და არც დაფიქრებულა ისე მოეხვია. მოულოდნელობისგან მაქსიმე ადგილზე მიეყინა ვერაფერი მოიმოქედა ვერ გაბედა მისთვის მოეხვია ხელები და დაემშვიდდბინა.
– მეგონა, უკვე აღარაფერი მიშველიდა…- სლუკუნებდა გოგონა. - მადლობა ღმერთს არაფერი მოგივიდა და კარგად ხარ და მადლობა, რომ მიპოვე.- ამოთქვა.
– მე ხომ გითხარი არა, სანამ პირში სული მიდგას ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს ჩემთან ვერაფერს გახდებიან.- თავზე ნაზად გადაუსვა ხელი.- გოგონამ თავი ზევით აწია და ბიჭის მზერას გადააწყდა. რომელიც თითქოს იმ წუთას სულ სხვა თვალებით უყურებდა.
იმ წუთას თითქოს ყველაფერი გაქრა და მხოლოდ ეს ორნი იყვენენ მთელს სამყაროში, უცნაური იყო გოგონას თან აშინებდა ეს პიროვნება და თან მისი სიახლოვე ამშვიდებდა. აღარც ის ახსოვდა, რომ უცხო მამაკაცის წინ ნახევრად შიშველი იდგა. ღრმად სუნთავდა და გული გამალებით უცემდა.
– მაპატიე…- უთხრა და მისგან მოშორებით დადგა.
– არაუშავს, ახლა აქედან უნდა გავიდეთ, მაგრამ მანამდე უნდა ვიცოდე ერთი რამ.
– გისმენ?
_ იმისათვის, რომ გავერთიანდეთ უნდა ვიცოდე მენდობი თუ არა?
_ გენდობი …
_ მენდე მე დამიჯერე ერთად ბევრ რამეს შევძლებთ ახლა კი მოწესრიგდი მიდი და წავიდეთ.
გოგონამ კარადა გამოაღო და იქიდან შორტები და ტოპი ამოიღო.
– აქ უნდა იდგე?
– რა იყო?
– უნდა გამოვიცვალო და აქ ხომ არ იქნები.
– აა,ხო კაი მივბრუნდები და გამოიცვალე.
– იცოდე აქეთ არ გამოიხედო.
– საკმარისად ვნახე უკვე შენი სხეული.- წაკბინა გოგონა.
– მაქსიმე!
– კარგი,ხო.



№1  offline წევრი Someon1_

ძალიან კარგიაა, მართლაც რომ ძალიან ჩამითრიაა❤️

 


№2  offline წევრი La dolce vita

გავაგრძელოო?! რაღაც არ არის აქტიურობა.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

რა თქმა უნდა გააგრძელოთ♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ნანა
რა თქმა უნდა გააგრძელოთ♥️♥️♥️

❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent