შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვიანი სიყვარული (თავი 2)


6-08-2024, 13:52
ავტორი Storyss
ნანახია 708

ვეღარ ვიძინებ,მოსვენება დამეკარგა რაც მის შავ თვალებს ჩავხედე,როცა დავინახე მისი დიდი მხრები,ხელები,და…და გავიგე მისი სასიამოვნო ხმა.ეხლა მეფიქრება ვაი თუ შეყვარებული ჰყავდეს,მერე რა ვქნა?!არა არა თუ არ მოვეწონე? ჩემი სახელი ახსოვს?ან მე თუ ვახსოვარ?გიორგის ხომ არ ვუთხრა?
ნომრებიც კი არ გაგვიცვლია ღმერთო ჩემო!
ოჰჰ ძვირფასო ლევან ეს რა საფიქრებელში ჩამაგდე.
ახლა სულ ხვალინდელი დღის იმედით უნდა ვიცხოვრო?მაგრამ არასდროს რომ არ გადმოდგას ნაბიჯი,მერე რა ვქნა უცებ გაირბენს ეს არდადეგებიც.
ქეთა ძალიან დაბნეული იყო ფიქრებს თავს ვერ უყრიდა მაგრამ ლევანიც ასე იყო?
სახლისკენ მიმავალს ქეთაზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი როგორ უცნაურად გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, ვფიქრობდი მის მწვანე თვალებზე, მის გრძელ თმებზე, მის სურნელზე რომელიც ქვიშიან სანაპიროს მახსენებდა.
ზოგადად ადამიანებით,.მითუმეტეს გოგოთი ასე არ ვინტერესებდი მაგრამ ქეთი… ის სხვანაირი არ გავს სხვა გოგონებს, რომლებსაც მხოლოდ მათი გარეგნობა ადარდებთ. არვიცი როგორ მაგრამ ამ გოგომ ჩემში ისეთი ინტერესი გამოიწვია რაც დიდი ხანია არც ერთ ადამიანს არ გამოუწვევია.
ორივე ერთმანეთზე ფიქრობდა მთელი ღამე და ვერც ერთი ვერ ხვდებოდა და თუ რა იყო ის უცნაური გრძნობა რაც ორივეს ეუფლებოდა ერთმანეთის ნახვისას.
ივნისის თვე მიილია და ეკას დაბადებისდღეც ახლოვდებოდა. ეკას დაბადების ღე ყველა სამზადიში იყო ჩართული ეკა სტუმრების სიას წერდა ქეთასთან ერთად.
ყველა დიდ სამზადისში იყო დრო რაც უფრო ცოტა რჩებოდა ეკას პანიკა მით უფრო უტევდა. ყველაფერზე ნერვიულობდა და უნდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო.
-ქეთა პირველ რიგში ჩემი შეყვარებული დავპატიჟოთ აუცილებლად უნდა გაგაცნოთ და თავის დას წამოიყვანს შენი ტოლია.
-ეკა და აქაური ბავშვები არ დავპატიჟოთ?
-კი რათქმაუნდა
ჩამოწერეს სტუმრების სია და სამზადისის საქმეები გაინაწილეს.
ეკა და გიორგის საკვების უზრუნველყოფა შეხვდათ მათე მწვადისთვის ნახშირის საყიდლად წავიდა.
ქეთას და ლევანის კი მორთვა ევალებოდათ.
ქეთა მალევე მიხვდა, რომ ეკამ სპეციალურად დააწყვილა ლევანთან. მათ კი საკმაოდ დიდი დროის გატარება მოუწიათ ერთად.თუმცა ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და მასთან ერთად იცინოდა
უხერხულობისგან ორივე ჩუმად იყო და არც ერთი არ ლაპარაკობდა. ბოლოს დუმილი ისევ ლევანმა დაარღვია.
- ქეთა, მგონი ამ ნათურებს არასწორად ვამაგრებთ.
ქეთას გაუკვირდა არადა, მის მხარეს ნათურები ახლართული არ იყო, მაგრამ როდესაც ლევანს გახედა სიცილი ვეღარ შეიკავა და ლამის კიბიდან გადმოვარდა,ლევანი მთლიანად ნათურებში იყო ახლართული და თავი და ბოლო ვერ გაეგო.
ქეთას სიცილის გაგონებისას მან რაღაც უცნაური იგრძნო, მისი ღიმილი.... ის უყურებდა თუ როგორ იცინოდა ქეთა.. იდგა და არაფერს აკეთბდა.
თუმცა ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და მასთან ლევანის დასახმარებლად წასული, მასაც იგივე ბედი ეწია, ახლა კი.ორივრ იდეგნენ ნათურებში გახლართული ( საახალწლო ბატი ელფებივით). ამის შემხედვარე ორივეს სიცილი აუტყდათ.
სული რომ მოითქვეს ქეთა მიუტრიალდა და უთხრა:
- მგონი აჯობებს შენ გაგანათოთ და მთელი დაბადების დღის განმავლობაში ძეგლივით დაგაყენოთ
-ნუღა დამცინი მოდი და დამეხმარე, თორე ნათურების მაგივრად მე გავანათებ.
კიბიდან ჩამოვხტი და მის დასახმარებლად გავეშურე ( რო არ მოგატყუოთ იმ წუთას თავი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცესა მეგონა, რომელიც თავისი პრინცის გადასარჩენად მიდიოდა????????)
სიცილის ხმაზე ეკა შემოვიდა, მისი სახის დანახვაზე კი უარესი სიცილი აგვივარდა. ეკას ფერი აღარ ედო და გადავავლე ჩემ კაბას ხელო მასთან გავეშურეოგნებული გვიყურებდა ვერ ხვდებოდა, რა გვაჩუმებდა ( ეხლა რო ვფიქრობ მართლა რა გვაცინებდა მთელი ორი საათი მოვამდომეთ ნათურებისგან თავის დახსნას????)სახლის მორთვა როგორც იქნა დავამთავრეთ და ბუშტების გაბერვა დავიწყებთ.
ბუშტების გაბერვაში ისევ ლევანი მეხმარებოდა
მე ვბედავდი ის კი კრავდა.
საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზი გამოგვივიდა. ორივე დაღლილები გავეშურეთ სახლისკენ. მეორე დღეს კი უკვე ეკას დაბადების დღე იყო. ეკამ გამზადება დილიდანვე დაიწყო.
დაბადებისღისთვის ლამაზი თეთრი კაბა მქონდა გადადებული. აი მაკიაჟზე კი უკვე ეკას დახმარება მჭირდებოდა
დავავლე ჩემ კაბას ხელო მასთან გავეშურე,
როგორც მოველოდი ის ისევ ემზადებოდა და ცდილობდა ყველაფერი იდეალურად ჰქონოდა, თუმცა ჩემთვის დრო მაინც გამონახა და მსუბუქი მაკიაჟი გამიკეთა.
მოსაღამოვდა ნელნელა სტუმრებიც იკრიბებოდნენ,ძალიან მაინტერესებდა ეკას შეყვარებული და როგორც იქნა მოვიდა ეს ჩვენში დარჩეს და ეკა უკეთეს ბიჭს იმსახურებს,მის შეყვარებულს თავის დაც თან ახლდა. მიუხედავად იმისა რომ ერთი ასაკის ვიყავით, ისეთი გრძნობა მქონდა რომ დიდად არ მოვეწონე,.ამიტომ არც მე მომიკლავს თავი მასთან დაახლოებით.(სწერვა)
რამოდენიმე წუთში გიორგიმაც და ლევანიმაც შემოაბიჯეს კარში.
ლევანის დანახვისას არვიცი რა დამემართა, თუმცა ხმას ვერ ვიღებდი ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული და ველოდებოდი როდის მოვიდოდა ჩემთან.ველოდებოდი როდის მეტყოდა, რომ კარგად გამოვიყურებოდი.
როდის მკითხავდა შეიძლებოდა თუ არა ჩემთან ცეკვა.....
- ქეთა გაჩერდი, რეებს ფიქრობ
ჩუმად ვეუბნებოდი ჩემ თავს.
მოგვიახლოვდნენ ორივე და ღმერთო მისი სურნელი.......
მაშინ მოვედი გონს როდესაც ეკამ გიორგის თავის შეყვარებული ირაკლი გააცნო და მისი და თათია ( მაღლა ხსენებული ეგრედწოდებული სწერვა). გიორგისთან ერთად ლევანიმაც გაიცნო ისინი.
რამოდენიმე წუთის შემდეგ, ვიგრძენი ლევანი როგორ მომიახლოვდა თუმცა უეცრად თათია წინ დაუდგა( მართლა რა სწერვა გოგოა ყველა ბიჭს ეტენობოდა ეგრედწოდებული ფიქ მი იყო) და მასთან ერთად ცეკვა სთხოვა.აი ამ წამიდან კი იწყება ის რაც არ უნდა დაწყებულიყო, ის რასაც არ უნდა მივხვედრილიყავი......



№1  offline წევრი Someon1_

ააააააა ძალიანნ კარგიააა, ველოდები ახალსს ზედმეტად ჩამითრიაააა❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent