შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვიანი სიყვარული


3-08-2024, 16:59
ავტორი Storyss
ნანახია 895

-ქეთა ხმა ამოიღე ვინ არის?
-ვინ არის?ვისაც...მთელი ცხოვრება ველოდებოდი.
ალბათ ფიქრობთ ვინ არის ის ადამიანი,რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდებოდი.
საგონებელში რომ არ ჩაგაგდოთ ჩემს ისტორიას თავიდან მოგიყვებით.
სასწავლო წელი მიილია და უკვე მივუკაკუნე აბიტურიენტების პერიოდსაც. მომდევნო სასწავლო წელი ვიცოდი რომ ემოციებით დატვირთული იქნებოდა,ამიტომ გადავწყვიტე რომ ზაფხულში ბევრ ახალ მეგობარს გავიცნობდი და მათთან ერთად ბევრ კარგ მოგონებებსაც დაავაგფოვებდი.
ზაფხულში როგორ ყოველთვის სოფელში ბებია- ბაბუასთან უნდა წავსულიყავი. ივნისის შუა რიცხვებში გავეშურე სოფლისკენ. ჩასვლისთანავე გადავწყვიტე ჩემს ძველ მეგობრებს და ნათესავებს შევხვედროდი ამიტომ მთელი დღე დავგეგმე და ბებია- ბაბუაც გავაფრთხილე.
და ეს იყო დღე როცა ყველაფერი დაიწყო.
პირველი ჩემი დეიდაშვილები შემხვდნენ და გადავწყვიტეთ მათთან სახლში წავსულიყავით
და მოგვიანებით,მეგობრებიც გვენახა,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.შესვლისთანავე საპირფარეშოშუ მომინდა.
ამიტომ ვიკითხე საპირფარეშო რომელ მხარეს.იყო და გავეშურე. როდესაც კარის სახელური ჩამოვწიე უცებ ირაკლიმ დამიძახა თუმცა კი უკვე ძაან გვიანო იყო კარები უკვე გაღებული მქონდა და შიგნით პირსახოცი შემოხვეული ჩემზე რამოდენიმე წლით უფროსი ბიჭი დავინახე,რამოდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით ალბათ ცოტაც და გავიცნობდი მაგრამ ჩემი უფროსი დეიდაშვილი გიორგი შემოვიდა და თვალებზე ხელაფარებული გამათრია მისაღებში.
დაახლოებით 10 წუთი ვიჯექი მისაღებში მოთმინების ფიალა მევსებოდა, არვიცი რატომ.მაგრამ.ერთი სული მქონდა გამოსულიყო. გიორგი დამცინოდა და იძახდა ხო კაი ბიჭია, ხო არ მოგეწონაო.(ვფიქრობდი ბიჭები დაგვცინიან ამდენი ხანი ემზადებიანო არადა პირიქით ყოფილა????)
10 წუთის შემდეგ საბოლოოდ გამოვიდა და მისი გაცნობის შესაძლებლობაც მომეცა. როგორც ჩანს გიორგის გარდა არავინ იცოდა რომ ის სახლში იყო. სააბაზანოდან გამოსულს ყველას მოგვესალმა.
- ბავშვებო გაიცანით ეს ჩემი კურსელია ლევანი. ლექციაზე ერთად ვზივართ. ლევან ესენი ჩემი და- ძმა ეკა და მათე არიან, აი ქეთა კი უკვე გაიცანი.
ყველა უხერხულად ვიყავით მე კიდე საპირფარეშოში მინდოდა ამიტომ ბოდიში მოვიხადე და გამოვედი. შემდეგ კი ლევანს მივტრიალდი და ვუთხარი რომ შემდეგში კარები ჩაეკეტა.
ლევანის ჩაეღიმა
ერთ საათში დავიშალეთ,სახლისკენ მიმავალ გზაზე უცნაური გრძნობა მქონდა. ზოგადად არასდროს არ გამჭირვებია საერთო ენის გამონახვა ადამიანთან თუმცა ლევანი სხვანაირი იყო.
საღამოს ისევ შევიკრიბეთ თუმცა ამჯერად უკვე მეგობრებთან ერთად.
სასიამოვნო საღამო გამოვიდა.
სახლში წასვლისას გიორგიმ აიტეხა სახლში მიგაცილებო და ლევანიც გამოყვა, თუმცა გიორგის ბებიამ დაურეკა და სახლში გატრიალება მოუწია, ამიტომ ლევანის სთხოვა რომ მიეცილებინა.
ორივე უხერხულად ვიყავით არც მე ვიწყებდი საუბარს და არც ის.
-ქეთა ხომ?
-კი
-რამდენი წლის ხარ?
-არც ისე პატარა,შენ?
-არც ისე დიდი????
ცდილობდნენ უხერხულობა გაექროთ.
-ქეთა სიყვარულზე რას ფიქრობ?
როგორც ყველა გოგო მეც დავიბენი და სულელურად დავიწყე ლაპარაკი
-არვიცი არასდროს გამომიცდია,სერიოზულად არ ვფიქრობ ჯერ და არც არავინ მომწონს(აბა ხომ არ ვეტყოდი რომ ერთი ნახვით მომეწონა)
-არაუშავს ბოლოს მაინც ყველა გამოცდის
-აი უკვე სახლთან მოვედით.
არ ვიცი მაგრამ დამშვიდობებისას ჩახუტება მომინდა მაგრამ შევიკავე,ხელი დამიქნია და დამემშვიდობა არ მოგატყუებთ და ცოტა ავწითლდი.



№1  offline წევრი Storyss

პირველი თავი არის ეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent