შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ბიჭის ისტორია (სრულად)


9-08-2024, 23:14
ნანახია 4 525

I თავი
-ნელი, სად ხარ?-მკითხა ჩემმა ძმამ და მეც შევეშვი ქურთუკის სწორებას.
-ვემზადები სამსახურში წასასვლელად რა იყო?-ვკითხე და როგორც იქნა ჩავიცვი ჩემი დუტის ქურთუკი და აპლიკაციაში შევედი ტაქსის გამოსახახებლად.
-მისმინე, ისევ გზას აკეთებენ მანდ, ამიტომ მოკლეზე რომ წამოხვიდე მაშინდელივით? ტაქსი ვერ მოვა ფიზიკურად მანდ და ვერც ვერანაირი მანქანა.
-რაა?! მოიცა რა? ამ შუა ზამთარში მოუნდათ გზის დაგება? სულ გაგიჟდით ხო თქვენ!-ვიყვირე და აკანკალებული ხელით გავუკიდე სიგარეტს.
-კარგი, კარგი დაწყნარდი.. მე რა შუაში ვარ, დილას მითხრეს დღეს ვიწყებთ გზის დაგებას და ამიტომ ,,ტრანსპორტით" სადმე წასვლა თუ გინდათ, ჯობია მოკლეზე წახვიდეთო.-დამამშვიდა ჩემმა ძმამ.-ჯობია ახლავე წახვიდე, თორემ მოგკლავს ლელა. (უფროსი)
-ჯანდაბა და დოზანა მაგათ!-გულიანად მივაწყევლე თანამშრომლები და ჩემი მტარვალი უფროსი პირველ რიგში, რომ ასე მიყრუებულ ადგილას დამნიშნა.
-დროზე, დროზე. ლილე სადაა?
-სასწავლებელშია, შუალედურები დაეწყო. კარგი წავალ ახლა მეც ტაქსის გამოვიძახებ მაგ ,,მოკლე" გზას რომ გავივლი.-ვუპასუხე მე და დავიმანჭე.
-კარგი, კარგი.-გაიცინა თაზომ.
(ჩემმა ძმამ)-დაგხვდები თუ გინდა.
-ჰო, ვნახოთ წავედი ახლა, მტარვალი მიხმობს!-თვალები ავატრიალე და უკვე ჩამწვარი ღერი საფერფლეში დაუდევრად ჩავასრისე.
სახლიდან გამოვედი და ბურტყუნით დავიწყე სუარული. თოვდა და საშინელი ყინვა იყო, ცხელი ყავა მჭირდებოდა სასწრაფოდ. ამ დროს ჩემმა ძმამ დამირეკა ისევ.
-რა ხდება?
-სად ხარ აბა, გამოხვედი?-მკითხა და მეც ამოვიოხრე.
-კი, სხვა გზა სად მაქვს რო. კარგი წავედი ახლა, ყინავს და ფეხი ამიცურდება.-ხვნეშით ამოვილაპარაკე და სიგარეტს გავუკიდე.
სასაფლაოს ბილიკზე გავედი, სწორედ ეგ იყო ,,მოკლე გზა" და სწორედ მაგიტო მეშინოდა და სასტიკად წინააღმდეგი ვიყავი მაგ გზაზე წამოსვლის, ამხელა 45 წლის ქალს ჯერ კიდევ მქონდა ეგეთი რაღაცეების შიში. მაგრამ როცა მტარვალი უფროსი გყავდა, რომელსაც გულზე დიდად არ ეხატებოდი, პატარა შეცდომაზეც კი დაუფიქრებლად მოგისვრიდან სამსახურიდან! ამიტომ, მეც მოთმინებით ვიტანდი ამ ყველაფერს, მეორე კურსელი შვილი მყავდა და ნაქირავებში ვცხოვრობდით, შესაბამისად ძალიან გვიჭირდა და ნამდვილად არ მაწყობდა უმუშევრად დარჩენა.
ასე, უბრალოდ მივდიოდი ბილიკზე ღრმა ფიქრებში ჩაძირული, თან უკვე მესამე ღერს ვეწეოდი და ტელეფონის დახმარებით გზას ვიკვლევდი, რომ გზა არ ამრეოდა და სხვაგან სადმე არ გადამეხვია.
-მე... სიგარეტი შეიძლე.... ბა.-გავიგონე გვერდიდან ვიღაცის აშკარად ტირილნარევი ხმა და გვარიანად შევხტი ჩაფიქრებული.
-კი, კი როგორ არ შეიძლება. გამომართვი.-დაბნეულმა გავუწოდე ოციოდე ბიჭს ერთი ღერი და მოწევა გავაგრძელე.-საწყალი, რა ახალგზრდა ყოფილა... ღმერთმა გაანათლოს.- საფლავისკენ მივტრიალდი, სადაც ქვიდან ახალგაზრდა აშკარად ულამაზესი გოგონა მიმზერდა.
-გაიხარეთ...-ამოილაპარაკა ბიჭმა ისე, რომ ტირილი არ შეუწყვიტავს. გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, ამდენი წლების მანძილზე რამდენი ტიპის მამაკაცს არ შევხვედრივარ, თუმცა ამ ბიჭის ცრემლიანი თვალები და გულსაკლავი ტირილი, თვალებიდან არ ამომივიდოდა ალბათ კარგა ხნის განმავლობაში.
-ვინ იყო შენი შვილო?-ვკითხე და მხარზე ხელი შევახე თანაგრძნობის ნიშნად.
-ჩემი ცოლი იყო.-მიპასუხა ბიჭმა და ცრემლები ისევ წამოუვიდა.-სულ რაღაც ორი თვეა, რაც მიწას მივაბარე და ჩემი გულიც და სულიც თან წაიღო..-ხმამაღლა დაიწყო ტირილი ბიჭმა.-ჯერ დედა დავკარგე, ახლა ცოლი და ჩემი ჯერ არდაბადებული შვილი ერთდროულად... რატომ მსჯის ღმერთი, რატომ არ მივყავარ მათთან არ მესმის.-ბიჭმა თავში ხელები ჩარგო და ისე გააგრძელა ტირილი.
გახევებული ვიდექი, ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან, ბარდნას იწყებდა და შემეშინდა ამ თხელი ტანსაცმლის ამარა არ გაიყინოს-მეთქი. როგორც იქნა ხმა ამოვიღე.
-შვილო, წამოდი თოვას იწყებს უკვე, შეგცივდება..-ვუთხარი და ოდნავ შევახე მხარზე ხელი.
-არა, არ მინდა დასაკარგი მაინც არაფერი მაქვს და თუ მოვკვდები მთლად უკეთესი, მათ მაინც შევხვდები.-მიპასუხა და კიდევ ერთი ღერი სიგარეტი მთხოვა.
-საფლავის ქვის გაწმენდა მინდა, მაგრამ არ ვიცი როგორ... ეს მაინც გავუკეთო ჩემს ცოლს.
-ერთი წამით შვილო.-ჩანთა გავხსენი და ,,ჩვარი", და ბოთლით წყალი მივაწოდე.-დაგჭირდება.
-უღრმესი მადლობა.-აცრემლებული ბიჭი მომეხვია და საფლავის ქვის გაწმენდა დაიწყო. გული მეტკინა, ისე სიფრთხილით და სინაზით წმენდდა საფლავის ქვას, რომ ადამიანს ეგონება უკანასკნელად ეფერება და მისი სახის ნაკვთებს იმახსოვრებსო. იქნებ მართლაც ესე იყო? რა ხდებოდა ამ პატარა ოციოდე წლის ბიჭის თავში და გულში... ვინ იცის?!

-ნინი ბავშვთა სახლიდან იყო..-დაიწყო საუბარი ბიჭმა და სუნთქვა შევიკარი.-მეც ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი იქამდე სანამ დედაჩემი მიშვილებდა. ბავშვობიდანვე გვიყვარდა ერთმანეთი, ერთმანეთის დარდიც და სიხარულიც ჩვენ ვიყავით, არცერთი დღე არ გვახსოვს უერთმანეთოდ გატარებული..-ბიჭს ხმა ჩაუწყდა და იქვე მდგარი წყლის ბოთლი მივაწოდე.
-შემდეგ მე დედაჩემმა ამიყვანა, მარტოხელა შეძლებული ქალი იყო და მაშინ 14 წლის ვიყავი, მახსოვს პირველ დღეს მთელი ღამის განმავლობაში, განა იმიტომ, რომ დედასთან ყოფნა არ მინდოდა, იმიტომ ვტიროდი, რომ ნინი მენატრებოდა და მივხვდი ჩემს გარეშე მოიწყენდა და იტირებდა...-აცრემლებულმა ჩამოუსვა ბიჭმა საფლავის ქვას ხელის ზურგი.-მის ცრემლებს ვერასოდეს ვიტანდი.-შემდეგ მეორე დღეს დედამ დამისვა და ნამტირალევი ჩანხარ, იქნებ არ გინდა აქ ყოფნა, არ მოგერიდოს მითხარი და თუ გინდა დაგაბრუნებო. მეც გავანდე ჩემი გულის ტკივილი, და თავი ვერ შევიკავე, მაინც ამევსო თვალები ცრემლებით.-მწარედ გაიღიმა წარსულის გახსენებაზე.-დამამშვიდა, მითხრა ლუკა შვილო, მესმის შენი გულის ტკივილის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნინი შენთან წამოვიყვანოო. მართალია, არ მისცეს ნინის აყვანის უფლება, მაგრამ იმის უფლება მოგვცეს, რომ ყოველ პარასკევ დღეს მის სანახავად მივსულიყავით ხოლმე ბავშვთა სახლში. ყოველ პარასკევ დღეს მივდიოდით ნინის სანახავად მე და დედა, შემდეგ კი 18 წლისები რომ გავხდით, ნინი ჩვენთან წამოვიყვანეთ და ერთად დავიწყეთ მოსალოდნელი ეროვნულებისთვის მზადება. პარალელურად დედას ვეხმარებოდით, პატარა კაფე ქონდა და სამივე იმ კაფეს ვამუშავებდით, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდით.-ამოიოხრა ბიჭმა.
-მერე ლუკა?-ვკითხე და სიგარეტს გავუკიდე დადარდიანებულმა.
-შემდეგ, ორივე ერთი და იმავე უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ, მე ბიზნესზე ნინი კი ფსიქოლოგიაზე..-ამოიხვნეშა ბიჭმა და წამოსული ცრემლები მოიწმინდა.-გადავწტვიტეთ პირველი კურსი დაგვეხურა და შემდეგ ფული აგვეგროვებინა, რომ ჯვარი დაგვეწერა. ასეც მოვიქეცით... ფინალურ გამოცდებს მოვრჩით თუ არა, გერგეტის სამებაში წავედით და ჯვარი იქ დავიწერეთ, მართალია სხვისი ნათხოვი ტანსაცმელი გვეცვა მერე რა?! მთავარია, ერთმანეთი გვყავდა, ერთმანეთი გვავსებდა...-შემდეგ...-ბიჭმა ტირილი გააგრძელა და დავინახე, თუ როგორ დაკარგა გონება.
-შვილო... შვილო ლუკა გონს მოდი გთხოვ!-შეშინებულმა რამდენჯერმე შევაჯანჯღარე, თუმცა რეაქცია არ ქონდა. სასწრაფოში დარეკილი მქონდა და წუთი-წუთზე მოვიდოდა. წყლით დავისველე ხელები და სახეზე ფრთხილად ჩამოვუსვი. გონზე მოვიდა.
-გავაგრძელებ, გავაგრძელებ.
-არა, არა უკეთესად გახდი ჯერ და მერე მომიყევი...-ვუთხარი შეფიქრიანებულმა და გამოჩენილ სასწრაფოს ხელი დავუქნიე.
-თქვენ გამოიძახეთ სასწრაფო?-მკითხა შუა ხნის სანდომიანმა ექიმმა.
-დიახ.
***
-ბიჭს დაბალი წნევა ჰქონდა, ამიტომ დაკარგა გონება.-თქვა ექიმმა.-კარგად უნდა იკვებოს, მე გამოვუწერე წამლები და ყოველი ჭამის მერე აუცილებლად უნდა მიიღოს, თუ არ უნდა, რომ საავადმყოფოში მოხვდეს.-ექიმმა წამლების სია მომცა და ოთახიდან გავიდა.
-იწექი, იწექი, ახლავე მოვალ მე.-იქვე ახლომდებარე აფთიაქში ჩავირბინე და წამლები ვიყიდე.
სახლში რომ ავბრუნდი, ლუკა პირსახოცშემოხვეული რაღაცას გამალებით ეძებდა.
-რას ეძებ?
-უკაცრავად... მე ჩემს ტანსაცმელს ვეძებ.. ვერ ვნახე და.-უხერხულად აიწურა ლუკა.
-წეღან რომ გეძინა გავრეცხე, და გასაშრობად გავკიდე, ალბათ გაშრებოდა კიდეც.-გავუღიმე მე.-ჩათვალე დედაშენი ვარ, ჩემთან ნურაფრის შეგრცხვება.-დავინახე, თუ როგორ აევსო მადლიერების ცრემლებით თვალები ლუკას და კიდევ ერთხელ გამეღიმა.

II თავი
-ლუკა, აი წამლები გიყიდე, კარადაში შევინახავ და ცოტა ხანში ვისაუზმოთ კარგი?-თბილად ვკითხე და გავუღიმე.
-კარგით... თქვენი სახელი არ ვიცი.-უხერხულად აიწურა ლუკა.
-ნელი მქვია შვილო, როგორც გინდა ისე მომმართე.-თბილად გავუღიმე და თვალებით ვანიშნე ჩემგან ნურაფრის მოგერიდება-თქო.
-ახლა ქათმის ბულიონს გაგიკეთებ და მერე ყავა და წამლები მიაყოლე ცოტა ხანში, ექიმმა თქვა კარგად უნდა იკვებოსო.
-მე.. ჯერ არ დამისრულებია მოყოლა.-თვალები ცრემლით აევსო ბიჭს.-ვიღაცასთან რომ არ მოვყვე, გავგიჟდები ალბათ, ვერ გავუძლებ...
-ჯერ ჭამე გთხოვ... მოყოლას მერეც მოასწრებ, თან მოყოლის დროს შეიძლება ისევ ცუდად გახდე.-გავუღიმე მე.
-კარგით, როგორც გინდათ.-სუსტად გამიღიმა ლუკამ.-გავალ ჩავიცვამ, ალბათ გაშრებოდა ტანსაცმელი უკვე.
მე თავი დავუქნიე და ბულიონის კეთება დავიწყე. ერთად ვისაუზმეთ, და სამზარეულოს ალაგებას რომ ვაპირებდი, ტელეფონის ზარიც გაისმა.
-გისმენ ლელა.-ვკითხე უფროსს და იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი.
-ნელი, დღეს კი დამეთხოვე, მაგრამ სასწრაფო საქმე გამოგვიჩნდა, ამიტომ ახლავე უნდა მოხვიდე.-კატეგორიული ხმა ჰქონდა ქალს.
-კი, მაგრამ რატომ?-ვკითხე გაოცებულმა და მხრები ავიჩეჩე.
-რომ მოხვალ კითხვები მერე დასვი, ახლა არაა მაგის დრო, ნახევარ საათში აქ უნდა იყო, სისტემას რაღაც პრობლემა შეექმნა მგონი და შენც მჭირდები, ყველაფერი უნდა აღვადგინოთ.-მითხრა ლელამ და თვალები ავატრიალე. საშინლად მძულდა ეს ქალიც და სამსახურიც!
-კარგი, რა გაეწყობა. ნახევარ საათში მანდ ვიქნები.-ამოვიოხრე და დასალაგებელ სახლს ხვნეშით გადავხედე.-რომ მოვალ მექნება კი დალაგების თავი?!
-ნელი თქვენ არ ინერვიულოთ მე მივხედავ აქაურობას.-თბილად გამიღიმა ლუკამ და იქაურობის ლაგება დაიწყო.
-ვაიმე შვილო რას ამბობ შენ შეგაწუხებ ამაზე?!-სასწრაფოდ ვიაუარე მე.-შეეშვი, არაფერი არ გინდა, ყველაფერს მე მივხედავ შენ სუსტადაც ხარ, ცუდად არ გახდე უფრო.
-ნუ გეშინიათ, არაფერი მომივა, თან ცოტა გულს მაინც გადავაყოლებ, მერე გვირილებსაც ვიყიდი, ჩემს ცოლს ძალიან უყვარდა, მათსავით სუფთა და სპეტაკი იყო.-სევდიანმა ღიმილმა გაუპო ბაგე და რომ არ ატირებულიყო, თავი ჩახარა.
მე მივედი და თანაგრძნობით დავადე მხარზე ხელი.
-ლუკა... 29 წლის ვიყავი უეცრად რომ დავქვრივდი, ქმარი ხელიდან გამომეცალა, ისე რომ ვერც კი გავიგე, თავიდან იცი მეც რა ცუდად ვიყავი? შენზე უარესად ვიყავი, არც ვჭამდი არც ვსვამდი, მარტო ვტიროდი, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და რაღაც უნდა შემეცვალა, ჩემს ცხოვრებაში. სამი წლის შვილი უდედოდ მყავდა დატოვებული მანამდე, დედაჩემი და ჩემი ძმა იყვნენ მისთვის დედაც, მამაც და ყველფერიც... შემდეგ როგორც გითხარი მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, ამიტომ როგორღაც საკუთარ თავში როგორღაც ძალა ვიპოვე და ერთი რამ მიზნად დავისახე, რომ ჩემი შვილი კარგად მყოლოდა, არაფერი გაჭირვებოდა და რაც მთავარია, უმამობა არ ეგრძნო, და ახლაც იგივე მიზანი მაქვს.-თვალები ცრემლებით ამევსო და მუჭით მოვიწმინდე, რომ ლუკას არ დაენახა.
-მე... ცოლი და შვილი ერთ დღეს დავკარგე, არც კი ვიცი რისთვის უნდა ვიცოცხლო... თქვენ შვილი მაინც გყავთ, და მე არავინ მყავს ისეთი, ვინც მიზნად დამასახინებს ცხოვრების, ან სიცოცხლის გაგრძელებას.
-შენ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვს ლუკა, არ უნდა დანებდე და საკუთარ თავზე აუცილებლად უნდა გაიმარჯვო. მართალია საშინელი რამ გადაიტანე, და მტერს არ ვუსურვებ იგივე გადაიტანოს, რაც შენ გადაიტანე, მაგრამ ნინის მოეწონებოდა ასეთს, რომ დაგინახავდა? ყველანაირად უმიზნოს და ცხოვრების აზრ დაკარგულს.-თვალებში შევხედე, ლუკა ტიროდა.
-არა, ნინი მებრძოლი ადამიანი იყო ჩემგან განსხვავებით, ასეთ რამეს არ დაუშვებდა არასოდეს ცოცხალი რომ ყოფილიყო.-ამოიხვნეშა ლუკამ.
-მე მივდივარ ლუკა, და შენ იფიქრე, საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ მოგცემს რჩევას.-ოდნავ გავუღიმე და აპლიკაციაში შევედი, რადგან ტაქსი გამომეძახებინა.
***
ბიბლიოთეკიდან საშინლად დაღლილი გამოვედი, სისტემა მართლაც მოშლილიყო და შესაბამისად, მთელი ხარჯთაღრიცხვის ხელით წერა მოგვიწია. პროდუქტები ვიყიდე, და ამჯერად, ,,მარშრუტით“ გადავიწყვიტე სახლში დაბრუნება.
-აქ გამიჩერეთ.-ვუთხარი მძღოლს და სასაფლაოს მხარეს ჩამოვედი.
სირბილით გავიარე იქაურობა, რადგან უკვე საკმაოდ ყინავდა და ამ თოვლში გაჩერება შეუძლებელი იყო. ტელეფონმა დამირეკა, ლილე იყო.
-გისმენ დე.-გამეღიმა ლილეს ხმის გაგონებაზე.
-როგორ ხარ დედი რა ქენი ჩააბარე?
-კი და 30დან 30 ავიღე დე. ძალიან გახარებული ვარ.-გამიცინა ლილემ.
-ჩემი ყოჩაღი... ხომ გეუბნებოდი, რომ უმაღლეს ქულას აიღებ-თქო. რა ქენი მოხვედი უკვე?
-დე, დღეს რომ თამთასთან დავრჩე შეიძლება? ერთად ვიმეცადინებთ, თან ერთად წავალთ მეორე შუალედურზე.-შემომაპარა ლილემ და გამეცინა.
-თუ გინდა დარჩი რა ვიცი, უბრალოდ თბილად გეცვას ყინავს უკვე, და არ შეგცივდეთ.
-კარგი, დე მადლობა და გკოცნი.-მიაყარა ლილემ.-კარგი ახლა უნდა ვიმეცადინო, თავზე საყრელად მაქვს კონსპქტები.
-კარგი დე, ძალიან არ გადაიღალო ოღონდ.-გამეცინა მის სიჩქარეზე და სწრაფად გავაგრძელე გზა, რომ კიდევ უფრო არ დამღამებოდა.
ნინის საფლავთან რომ მივედი, იქვე თეთრი რაღაც დავინახე, გვირილები იდო, გამეღიმა, ლუკამ მაინც აასრულა თავისი პირობა და გვირილები ეყიდა წარწერით. ,,ჩემს ანგელოზს... მიყვარხარ სადაც ხარ“.

III თავი

სახლში რომ მივედი, მთელი სახლი დაწკრიალებული დამხვდა.
-უი, შვილო როგორ შეგაწუხე.. მაპატიე რა!-უხერხულად ავიწურე ლუკასთან.
-არა, არა რას ამბობთ აბა მთელი დღე რა უნდა მეკეთებინა?! თან გულიც გადავაყოლე ცოტა, თან რაღაც-რაღაცეებზეც დავფიქრდი.-გამიღიმა ლუკამ.
-კარგია, თუ დაფიქრდი.-აღარ ჩავძიებივარ მე, არ მინდოდა მისთვის ხელი შემეშალა.-საშინლად დავიღალე.
-ყავა გინდათ? ახლავე მოვადუღებ.-გამიღიმა ლუკამ და ყავის მადუღარა ჩართო.
-ძალიან დაიღალე ჰო?-ვკითხე თბილად და სიგარეტს გავუკიდე.-გინდა?
-არა, არ მინდა მადლობა… არ მინდა თქმა, უზრდელობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ…
-ძალიან ბევრს ვეწევი ვიცი.-მწარედ ჩამეღიმა მე.-იცი სულ რაღაც თორმეტი წელია, რაც ვეწევი, მანამდე სიგარეტი არც კი ვიცოდი რა იყო სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ ჯერ იყო და ქმრის გარდაცვალებამ რა დღეში ჩამაგდო მოგიყევი კიდეც, ხოლო სამი წლის შემდეგ დედას გულმა ვეღარ გაუძლო ჩემი ამ დღეში ყურებას და ხელიდან ისე გამომეცალა, ვერაფერი გავიგე… ამის შემდეგ ნელ-ნელა მოწევა დავიწყე, მამშვიდებდა, ჯერ იყო და დღეში ერთ ღერს ვეწეოდი, მერე კი მოვუმატე, მოვუმატე და დღეში ერთ კოლოფს ისე ვეწევი, რომ ვერც ვიგებ ხოლმე.-აცრემლებულმა ჩავაჭყლიტე თითქმის უკვე ჩამწვარი ღერი და შეფიქრიანებულ ლუკას გავხედე.
-ნელი, თქვენმა დღევანდელმა ლაპარაკმა ძალიან დამაფიქრა, ფიქრისთვის საკმაოდ დიდი დროც მქონდა, და უკვე ვაანალიზებ, რომ ასეთი მიზანდაკარგული და დანენებებული პირველ რიგში ჩემს ცოლს არ მოვეწონებოდი.-ჩაიღიმა ლუკამ.-ნინი ძალიან მებრძოლი და მიზანდასახული ადამიანი იყო თავისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე რამდენი რამ გადაიტანა ან გადაგვიტანია ერთად იცით?! მარა როგორ გითხრათ, ყოველთვის იბრძოდა და თავის მიზანს აუცილებლად აღწევდა რაც არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ მე დღეს ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ სახლში დავბრუნდე დედასთან, და მოვეშვა ამ თვითგანადგურებას… როგორ თვითგვემაშიც არ უნდა ვიყო, ნინი მაინც ვერ გამიცოცხლდება.-თვალები ცრემლებით აევსო ბიჭს.-მაგრამ სამაგიეროდ იმ ქვეყანაში მაინც აღარ იშფოთებს მისი სული და მინდა მშვიდად განისვენოს.
-კარგი აზრია შვილო, ნამდვილად კარგი აზრია, შენ თუ ცხოვრების არსი და ხალისი დაგიბრუნდება, დედაშენიც გაიხარებს და ნინიც მშვიდად იქნება იმ ქვეყანაში სადაც არის.-გავუღიმე მე და ჩავეხუტე.-პირველ რიგში რას აპირებ?
-პირველ რიგში მინდა უნივერსიტეტში აღვიდგინო თავი… ახლა წესით მესამე კურზე უნდა ვიყო, მაგრამ სავარაუდოდ მეორე კურსზე დამსვამენ. მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, მთავარია ვისწავლო და ცოდნა მქონდეს და რომელ კურსზე დამსვამენ ეგ ჩემთვის მეორე ხარისხოვანია.
-ძალიან კარგი შვილო აუცილებლად ისწავლე.-გამეღიმა ლუკას სიტყვებზე.
-მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ სიტყვებისთვის, რადგან თქვენ რომ არ დაგეფიქრებინეთ, დარწმუნებული ვარ, ჭაობში აღმოვჩნდებოდი აუცილებლად.-თავი გააქნია ბიჭმა და ჩამეხუტა.-მადლობა ყველაფრისთვის.
-ისეთი, არაფერი გამიკეთებია მადლობის თქმად რომ ღირდეს, თუმცა მაინც არაფრის.-ორივეს გაგვეცინა ჩემს სიტყვებზე.
-ისე, კარგი ფსიქოლოგი იქნებოდით.-ეჭვნეულად გამომხედა ლუკამ და კინაღამ ყავა გადამცდა.
-რაღა დროს ჩემი ფსიქოლოგობაა შვილო დავბერდი ქალი ბიბლიოთეკაში.-მხრები ავიჩეჩე მე.
-არასოდესაა გვიანი რამე ახალი წამოიწყო, ასე, რომ…-მხრები აიჩეჩა ლუკამაც.-სწავლა სიბერემდეო ხომ გაგიგიათ?!
-კი, მაგრამ მე ფსიქოლოგი ვარ პროფესიით, თან სკოლის ფსიქოლოგად ვმუშაობდი აქამდე, უბრალოდ, იმ სკოლას რემონტი უკეთდებოდა ორი წლის წინ და მაგიტომ წამოვედი სამსახურიდან. ახლა კი იცი, სადაც ვმუშაობ.-თვალები ავატრიალე ისევ, მეზიზღებოდა ჩემი სამსახური.
-წეღან თქვენი დიპლომი ვნახე შემთხვევით,-დაიწყო ლაპარაკი ბიჭმა.-არ იფიქროთ, რომ თქვენს ნივთებში ,,ვიქექებოდი” ღმერთია მოწმე, მსგავსი რამ არასოდეს გამივლია თავში და არც გავივლი, უბრალოდ თვალი მოვკარი და… არ ვაპირებ თქვენთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას, და არც ვაპირებ მსგავს რამეს, უბრალოდ განა თქვენს შვილს არ უნდა, რომ თქვენი საკუთარი პროფესიით იმუშაოთ?! თქვენც ჩემსავით ხართ, დეპრესიული ქალის ცხოვრებით ცხოვრობთ, ახლა კი მეტყვით არაო, მაგრამ აი უყურეთ, ერთი დღე გიყურეთ და ყველაფერს მივხვდი თქვენზე, სახლი, სამსახური სახლი სამსახური, ეს არის თქვენი დღიური რუტინა.-ხმადაბლა მითხრა ლუკამ.- შეიძლება ზედმეტი მომდის, და გწყინთ, მაგრამ.. მე ვამბობ, რომ თავს უნდა მიხედოთ, და ნორმალური ცხოვრებით უნდა იცხოვროთ.. ეცადეთ ამდენი სიგარეტის მოწევას თავი დაანებოთ, ამით ჯანმრთელობას ინადგურებთ და ვერ ხვდებით… დავიჯერო, თქვენს შვილს ასეთი მოეწონებით?!
-არა, ლილე ძალიან ძლიერი ადამიანია. ამ საკითხებზე სულ მეჩხუბება ხოლმე…
მე ვტიროდი და ხმას ვერ ვიღებდი, ლუკას მადლობას ვუხდიდი, რომ მწარე სიმართლე დამანახა, და თვალები ამიხილა. თან მიკვირდა, მე და ამ პატარა ბიჭმა თვალები ავუხილეთ ერთმანეთს.
-მშიერი იქნებით.-თემა უცებ გადაიტანა ლუკამ და გამიღიმა.-თქვენსავით დიდი მზარეული ვერ ვარ, ამიტომ მხოლოდ კარტოფილის შეწვა მოვახერხე.
***
დილით რომ გავიღვიძე, უკვე რვა ხდებოდა, ბავშვივით მეძინა, საღამოს ბევრი ვიფიქრე. რომ გამოვედი, სამზარეულო მილაგებული დამხვდა და გამეღიმა. ლუკა წასულა, გამიხარდა, რომ ამ ბიჭს გეზი მივეცი და, ოდნავ მაინც დავეხმარე, რომ თავი არ დაეღუპა.
-ეს რა ფურცელია?-გაოცებულმა დავხედე ფურცელს და ცრემლები წამომივიდა, თან მეღიმებოდა, შეიძლება უბრალო სიტყვები იყო, თუმცა ძალიან ბევრი რამის შეცვალა შეეძლო ნამდვილად.
,,ცხოვრება გრძელდება.”

დასასრული...



№1 სტუმარი სტუმარი მაკა

პატარა და საინტერესო რამდენი შეუძლია სიტყვებს მადლობა ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Ana-maria

პატარა და სევდიანი ისტორიაა. ოღონდ იმედიანი დასასრულით. ცოტა კიდევ მინდოდა გაგრძელებულიყო.
წარმატებები ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ხათუნა

მომეწონა. მშვენიერი ჩანახატია. რამდენს ნიშნავს სწორ და კეთილ ადამიანს რომ შეხვდები. ვფიქრობ, მეტი არც იყო საჭირო. ამ პატარა ისტორიამ ყველაფერი თქვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent