შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვიანი სიყვარული (თავი 3)


10-08-2024, 15:48
ავტორი Storyss
ნანახია 457

ლევანი
წვეულებაზე მისვლა მე და გიორგის ცოტა დაგვაგვიანდა. შესვლისთანავე თვალებით ქეთას ვეძებდი.....და დავინახე, გიორგისთან ერთად გავეშურე ᲔᲙᲐᲡᲙᲔᲜ ᲓᲐ ქეთასკენ.მათკენ მიმავალს ქეთას მხოლოდ ზურგით ვხედავდი ... ღმერთო ეს გოგო უკნიდანაც ასეთი ლამაზი როგორ არის. რამოდენიმე წამში ქეთამ გამოიხედა და დამინახა.. თავისი მწვანე თვალები შემომომანათა.10 წამში კი ზუსტად მის გვერძე ვიდექი... ვგრძნობდი მის სურნელს.....მის მზერას. ჩემთვის რომ გეკითხათ იმ საღამოს ყველაზე ლამაზი ქეთა იყო... ჩემი ქეთა
ეკამ მე და გიორგის თავისი შეყვარებული ირაკლი გაგვაცნო ( ისე ჩვენში დარჩეს და ეკასთვის უკეთესი ბიჭი მემეტება). ცოტა ხანში უკვე ყველა კომფორტულად იყო, ბავშვებმა ცეკვა დაიწყეს. მაგ მომენტში გავთამამდი და ქეთასკენ დავაპირე წასვლა, რომ საცეკვაოდ გამომეწვია, თუმცა წინ ირაკლის და თათია გადამიდგა და საცეკვაოდ გამათრია.
ქეთა
ვხედავდი როგორ ცეკვავდნენ ლევანი და თათია...ვუყურებდი როგორ ხვევდა.კისერზე თათია თავის ხელებს, ის კი არც კი ცდილობდა თავის დაღწევას. ვგრძნობდი როგორ მიდუღდებოდა ძარღვებში სისხლი.... ვგრძნობდი იმ გრძნობას, რომელიც ცხოვრებაში არ მიგრძვნია- ეჭვიანობას. მინდოდა მეც გამეკეთებინა, რამე.. მინდოდა გამეგო ისიც თუ იგრძნობდა რამეს ჩემს მიმართ... მაინტერესებდა რას იზავდა. ფიქრებში გართულს ეკას ერთ ერთმა მეგობარმა სანდრომ მასთან ერთად ცეკვა მთხოვა, პასუხი აღარ დამყოვნებია დდა მასთან ერთად ოთახის შუაში ცეკვა დავიწყე, ლევანის და თათიას გვერძე. ვცეკვავდი და თვალს ლევანისკენ ვაპარებდი... ისიც მე მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. თათია მისი ყურადღების მიქცევას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი ისეთი რამ მოხდა რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი........
ლევანი
იძულებული გავხდი თათიასთან ერთად მეცეკვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო მაღიზიანებდა. ხელებს კისერზე მხვევდა. ვეცადე მისთვის მეთქვა რომ არ მსიამოვნებდა, თუმცა ის მაინც თავისას აგრძელებდა. რამოდენიმე წუთში ქეთა დავინახე როგორ ცეკვავდა ვიღაც ბიჭთან ერთად, როგორ ხვევდა ხელებს მას კისერზე... სისხლი ამოდუღდა თვალები ამეწვა. ვეჭვიანობდი. ქეთა, ჩემი ქეთა, გოგო რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა იდგა და ვიღაც ბიჭთან ცეკვავდა..... ამას უკვე ვეღარ ავიტანდი, ამიტომ........
ქეთა
უეცრად ხელზე ვიღაც შემეხო და რამდენიმე წამში ლევანის წინ ვიდექი. სანდრო გაკვირვებული იყო ( სიმართლე რომ გითხრათ იმ მომენტში სანდროზე საერთოდ არ მაინტერესებდა) ვერ გაეგო რა მოხდა,ამიტომ ცეკვა თათიასთან ერთად დაიწყო ( რაღა თქმა უნდა თათიას თავი არც სანდროსთან შეუკავებია და მის კისერზე ჩამოეკიდა).
მე კი ვიდექი ლევანის წინ, მის შავ თვალებს ვუყურებდი....ვგრძნობფი მის სურნელს.. მის სიახლოვეს . ეს კი ძალიან მსიამოვნებდა. ორივე ხელი ჩემ წელზე ნაზად ჰქონდა შემოხვეული,
მეც აღარ შევეწინააღმდეგე და ცეკვაში ავყევი ვიდექით ორივე ოთახის ცენტრში ვცეკვავდით. თითქოს ჩვენს გარდა არავინ. აღარ იყო და ამ პლანეტაზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით. სიჩუმე როგორც ყოველთვის ლევანიმ დაარღვია.

ლევანი: ქეთი, უნდა გითხრა, რომ ძალიან ლამაზი ხარ დღეს.
ქეთი: (წითლდება და იბნევა) ო, მართლა? მადლობა!
ლევანი: კი, მართლა. შენთან საუბარი ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა.
ქეთი: (ღიმილით) მადლობა, ლევან. მეც.
ლევანი: ქეთი, ძალიან კარგად ცეკვავდი. არ გინდა გარეთ გავიდეთ ჰაერზე?
ქეთი: კარგი იდეაა!
ლევანი: როგორი მშვენიერი ღამეა. ამდენი დროის გატარება შენთან ერთად ძალიან სასიამოვნოა.
ქეთი: მეც ასე ვფიქრობ.
ლევანი: მიხარია, რომ ასე ფიქრობ. იქნებ შემდეგზე სადმე გასეირნება გინდა?
ქეთი: ეგ კი კარგი იდეაა!
ლევანი: მშვენიერი! ვიცი რამდენიმე კარგი ადგილი, სადაც კარგი დროს გავატარებთ
ქეთი:კარგი მაშინ ნომერი მომეცი და იქ შევთანხმდეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent