,,აფთარი,, თავი III
აფთარი უგუნებოდ გრძნობდა თავს, ამიტომ მუსიკის ჩართვა არც კი უფიქრია იმ დღეს. მართალია სიწყნარეს ფიქრი ერთვოდა თან, ფიქრი რომელიც ზოგჯერ აუტანელი და მტკივნეული იყო, მაგრამ ახლა ხასიათწამხდარს არც ერთისთვის ეცალა და არც მეორესთვის. კედელზე აყუდებული პატარა გორგოლაჭებიანი დაფა გადმოიღო, სასურველი ხელსაწყოები მოიმარაგა და დაფაზე დაწოლილი, ნახევარი ტანით შეძვრა გასაკეთებლად მოყვანილი ავტომობილის ქვეშ. საქმეში უმალვე ჩაიძირა, თუმცა ფარეხში შემოსული ნაბიჯების ხმამ მაშინვე დააბრუნა რეალობაში. გვერდით დადებულ თავდასაცავად განკუთვნ ქანჩს სწრაფად შემოავლო თითები და კიდევ უფრო სწრაფად გამოგორდა ქვემოდან. მისი თავდაცვის რეფლექსმა თითები ძლიერად მოაჭერინა იარაღზე და სახელოსნოში შემოსული უჩას დანახვის წამსაც არ უგრძვნია მოდუნება. - ჰეეი აფთარო, აბა როგორ ხარ? - უჩას მხიარულმა ხმამ და მომღიმარმა სახემ ცოტა დაამშვიდა, თუმცა თითები არ გაუნთავისუფლებია. - შენ როგორ ხარ? - კითხვა ისე შეუბრუნა სახის ნაკვთიც კი არ შერხევია, რამე ღიმილის მსგავსი ემოციის გამო. - ,,ნადრიფტავებ ჯართს,, მოვაკითხე. - ბიჭი თითით მუსიკის ხმის მარეგულირებელს შეეხო და ოდნავ აუწია, დინამიკიდან ჯგუფ მეტალიკის ,, Nothing Else Matters,, გაისმა მოგუდულ ხმაზე. უჩას გაეღიმა და ალბათ ეს ღიმილი მოწმობდა მის ამ სიმღერისადმი დამოკიდებულებას. - მარტო მოხვედი? - ბიჭის არცერთი მოქმედება არ გამოჰპარვია აფთრის თვალს, თუმცა არცერთზე არ გაუმახვილებია ყურადღება, ისე დაუსვა კითხვა, თან გარეთ გავიდეთო ანიშნა. უჩას უკან მიმავალმა საბურავების ხმა გაიგონა, ბიჭი იმ წამსვე შეჩერდა და თავადაც იძულებული გახდა შემდგარიყო. ხმის მიმართულებით გაიხედა და თავმობეზრებულად ამოიოხრა. - ხომ მითხარი მარტო ვარო? - უჩას მხარი გაკრა უხეშად და ისე აუქცია გვერდი. - მეც არ ვიცოდი თუუ... - აფთარი მხარზე ხელის შეხებით შეაჩერა სანამ გარეთ გავიდოდა, მაგრამ ისეთი სისწრაფით და სახით მოუბრუნდა გოგო, რომ მაშინვე შეწყვიტა შეხება. - გეყოფა, გესმის? - მაშინ მიხვდა, რომ ის წყეული ქანჩი ისევ ხელში ეჭირა, როცა ბრაზმორეულმა შეუტია ბიჭს და თან სახესთან მიუმიზნა, რამდენიმე წლიანი მუშაობის მიუხედავად ახალივით მოლაპლაპე ლითონის ხელსაწყო. ხელსაწყო რომელიც მუშაობის პროცესში მუდამ თან ჰქონდა, არა სამუშაოსთვის, არამედ საჭირობისათვის. - მეგობრები აღარ ვართ? - ხუმრობა სცადა თავის სიმართლეში დარწმუნებულმა უჩამ, თან ვერაფრით ხსნიდა გოგონას ასეთ რეაქციას მის ძმაკაცზე. აფთარი ერთ წამს წარბშეუხრელად დააკვირდა თვალებში, მერე კი ზურგი აქცია და გარეთ გავიდა: - არც არასდროს ვყოფილვართ! *** - ეს რა ქვეყნის დასალიერია? - გიორგიმ მანქანიდან მოათვალიერა გარემო და მოშორებით გახსნილი სახელოსნო. - არ გინახია ჯერ გარეუბანი და ეხლა გიკვირს არა? - მათემ სასაცილოდ გამოაჯავრა და მანქანიდან გადავიდა. - წამოდი, უჩა აქ იქნება უკვე. გიორგიც მალევე მიჰყვა უკან, ტელეფონში თავჩარგული წამოეწია და გვერდით ამოუდგა. - აი ისიც. მათეს ხმაზე მობულური ჯიბეში ჩაიდო და თავი ასწია. შორიდან, თუმცა პირდაპირ ფარეხის წინ მყოფ აფთარს გაუსწორა მზერა. მოულოდნელობისგან შეკრთა და უნებლიედ მეგობრის მკლავს ჩაეჭიდა. - რა გჭირს? - მათე წამით შეჩერდა. - ეს.. ის.. თქვენ ბიჭო, ნორმალურები ხართ? - აღელვებისგან ხმა ჩაუწყდა გიორგის. - რას ბლუყუნებ.. ვერაფერი ვერ გავიგე. - რას და ის მელია თუ რაცაა.. - აფთარი. - ჰო, ეგ, ის გოგოა ბიჭო. ის გოგოა, გესმის? - ნერვიულად და ჩურჩულით ამოთქვა სათქმელი. - შ*გ ხომ არ გაქვს რას ბოდიალობ? - მათე ერთი თავით დაბალ გიორგის ისე დააჩერდა ზემოდან, თითქოს სადაცაა ძვალ-რბილს გაუერთიანებსო. - ყველა ქერა ის კი არაა? - შენს გამო პრობლემებში აღარ გავეხვევი! - ჩემს გამო? - მათემ ხელი სტაცა საყელოში და სახე მის ყურთან ახლოს მისწია. - ხომ არ დაგავიწყდა ვისი უბანი იყო? - კბილებში გამოსცრა და ხელისკვრით მოიშორა სიახლოვიდან. *** - ეს ბავშვი არ მომწონს! - ქალმა ფეხზე გადადებული ფეხი ნერვიულად აათამაშა. - რომელი ბავშვი? - ქმარმა ისე უპასუხა თვალი არ მოუშორებია ტელევიზორისთვის. - როგორც ვიცი ერთი ბავშვი გვყავს და სწორედ მასზე ვამბობ! - ცოტა დაგვიანებული ხომ არაა მის ასაკში მაგაზე წუწუნი? - კაცმა წარბი ასწია და ნიშნის მოგებით მოჭუტა თვალები. - გეყოფა ზაზა რაა, ნეტა შენ როგორი იყავი ოცი წლის ასაკში? - ცოლმა ხელები გულზე დაიკრიფა და უკმაყოფილოდ გაიხედა გვერდით. - მე, მის ასაკში ჯარმოვლილი ვიყავი და უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მამასაც პატივს ვცემდი და დედასაც, აი ეგ კი შენი გატუტუცებულია. ხოდა როგორიც არის ისეთი უნდა მოგეწონოს. მე თავი დამანებეთ. - გაბრაზებული წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. რა თქმა უნდა შვილზე თავადაც დარდობდა, ასეთი გულგრილი კი არ იყო, როგორადაც საუბრობდა, მაგრამ ახლა სხვა საფიქრალი გასჩენოდა და დედისგან გათავხედებული ბიჭის მორიგი სულელური პრობლემა დიდად არც აინტერესებდა. ცოლმა მუდამ ასე იცოდა მისი ერთადერთი ვაჟის სულ მცირე, ელემენტარულ პრობლემას, სპილოდ აქცევდა ხოლმე და მერე ლამის თავით დგებოდა ამის გმირულად მოგვარებისთვის. - დედის ერთაა და არ წაიყვანეს, გადააყოლე ახლა. - კარგი ქალბატონო ქეთევან, ბოდიშით, მაგრამ სასწავლებლიდან რაღატომ დაიფრინეს ჰაა? ალბათ იქაც გაიგეს დედისერთააო და ამიტომ ხომ? ალბათ რამდენიმე ირონიულ და უხეშ წინადადებას კიდევ გაცვლიდნენ ერთმანეთში, შემოსასვლელ კარში გიორგის ხმა რომ არ გაეგოთ. - მოხვედი დეე!? - ქეთევანი შვილს გაეგება. - თუ აქ ვარ ესეიგი მოვედი, რა კითხვა უნდა? - ფეხზე გაუხდელად შეაბოტა სამზარეულოსკენ მიმავალ ოთახში. - გაბრუნდი ბიჭო! რას დადიხარ მაგ ტალახიანი ფეხებით. - ცოლზე გაბრაზებული შვილსაც გადასწვდა ტელევიზორთან დაბრუნებული ზაზა. - რა გჭირთ რაა? რა დახვედრაა, რა იყოოთ? - წყრომით მოავლო თვალი მშობლებს. - ბოდიში ახლა ვერ გაგიშალეთ წითელი ხალიჩა. - წარბშეკრულმა დააწია ჩალაპარაკება თავის ოთახში გავარდნილ შვილს ზაზამ. - გააქციე ბავშვი ხო მიდი, ჯერ ოთახიდან, მერე სახლიდან. - ქეთევანი ერბოკვერცხს წვავდა, თან ბუზღუნებდა, არც ისე ხმადაბლა, რომ გულში ჩაეკლა ნათქვამი, მაგრამ არც ისე ხმამაღლა, რომ ქმარს გაეგონა. სავახშმოდ რამდენჯერმე დაუძახა ქეთევანმა შვილს, მაგრამ გიორგის კარი გადაერაზა და ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. საკუთარი თვალით, რომ არ დაენახა დედამისს, თუ როგორ შევარდა ბავშვი ოთახში, ალბათ მის იქ ყოფნაში აქამდეც შეეპარებოდა ეჭვი. რადგან ვაჟმა უარი დუმილით განაცხადა ჭამაზე, ქეთევანიც დანებდა. ბოლოს და ბოლოს როცა მოშივდებოდა გამოვიდოდა, მთავარია ყველაფერი გამზადებული დახვედროდა. თან ზაზას უკვე აეკრიფა გუდანაბადი და ძილს მისცემოდა. ამიტომ თავადაც გადაწყვიტა დასაძინებლად წასვლა. დასაწოლად შესული ცოლის ფეხის ხმაზე ზაზას გამოეღვიძა და საპირფარეშოში გასასვლელად ადგა. ის იყო სააბაზანოში შეაბიჯა, რომ გიორგიც გამოიძურწა საკუთარი სამყოფელიდან. ფრთხილად და ფეხაკრეფით გაიარა გზა სამზარეულომდე, დარწმუნებულმა იმაში, რომ მშობლებს ეძინათ. მისმა უჩვეულო სიფრთხილემ ზაზაც კი დააეჭვა. ქეთევანი მართალი იყო ,,ბავშვს,, რაღაც პრობლემა ჰქონდა. კარის ზღურბლზე შემდგარი მობრუნდა და უკან მიჰყვა შვილს, ჯერ რამდენიმე შეტყობინების ხმა გაიგონა, მერე ბიჭმა სადღაც დარეკა. ხმადაბალი საუბრის გამო სიტყვები ცუდად ისმოდა. ზაზამ ახლოს მისვლა გადაწყვიტა, როდესაც ისეთი რამ გაიგონა, რომ იმ ღამით ძილი გაუტყდა. ,,- რომ იჩივლოს? მოსვენება სრულად დაუკარგა ამ ორმა სიტყვამ. - რა ხდება გიო? - მამის ხმაზე გიორგიმ ტელეფონი მაშინვე გათიშა. - არაფერი. - ვის ელაპარაკებოდი? - კაცმა თვალი გააპარა ეკრანჩამქვრალი მობილურისკენ. - არავის მამა, უბრალოდ მშია და გამოვედი. წადი დაიძინე. - თუ რამეა.. - არაფერი არაა, რა უნდა იყოს? - ბიჭმა სიტყვა გააწყვეტინა და თეფშზე დადებულ საჭმელს მიუბრუნდა. ზაზამ ხელი ჩაიქნია და საწოლში დაბრუნდა, მაგრამ მოსვენებით ვეღარ მოისვენა. ვის უნდა ეჩივლა? ან ვისთვის, ან რატომ? იქნებ სულაც მოეჩვენა და სწორად ვერც გაარჩია სიტყვები? მეორე დღეს სამსახურიდან დაბრუნებულ ზაზას ოჯახი სრული შემადგენლობით დახვდა შინ. გაუკვირდა კიდეც, უფრო მეტად გიორგის ასე ადრიანად სახლში ყოფნა იყო გასაკვირი. ქეთევანს წინა დღის კამათი უკვე მიევიწყებინა, მითუმეტეს ახლა, როცა უფრო მნიშვნელოვანი ამბავი ჰქონდა მოსაყოლი. ქმარს დაელოდა სანამ ხელებს დაიბანდა და სამზარეულოში შევიდოდა. კაცმა მარკეტიდან ამოტანილი პროდუქტებით სავსე ცელოფნები მაგიდაზე დააწყო და თავადაც ჩამოჯდა შვილის მოპირდაპირედ. უკმაყოფილოდ შეავლო თვალი ტელეფონში ჩამძვრალ ბიჭს. საკმაოდ სარფიანი სამსახურის გამო არც გიორგის აკლდა რამე და არც მის საკუთარ ცოლს, მაგრამ იქნებ სულაც არ იყო საჭირო ამდენი რამე? ხშირად უფიქრია ასე რამ დამაბრმავაო. შვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, მაგრამ გული ეგლიჯებოდა მისი თავხედობით. ,,კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებსო,, მუდამ ამ სიტყვებით ასრულებდა შვილზე საუბარს და იმ წამსაც სწორედ ეს ანდაზა ჩაესმა გონებაში. ქეთინომ სწრაფსწრაფად გაშალა მაგიდა სავახშმოდ. ჭიქაში წყალი ჩამოისხა და შვილის გვერდით დაიკავა ადგილი. - მიდი, მიდი ჭამე, თან რა უნდა მოგიყვე. - გადაულაპარაკა ჩაფიქრებულ ქმარს. - ჰო? რა აბა? - ფიქრებში წასულმა იატაკს მოსწყვიტა თვალი და ცოლს გახედა. - შენ ხომ იცი ბოლო სადარბაზოში თამილა, რომ ცხოვრობს? - კიი, მერე? - მაგი ერთ მოხუც ქალთან ხომ დადის ხოლმე მოსავლელად?! - ტუჩაბზუებულმა აატრიალა თვალები. თან ფრჩხილებზე დაიხედა, ყოველკვირა სხვადასხვა ფერის ლაქით რომ ჰქონდა დამშვენებული. - კი, კი, ვიციი.. - უპასუხა ზაზამ, თან უმადოდ მოურია ჩანგლით საჭმელს. - ხოდა ამ ორი დღის უკან იმ ქალს დაუნახია, თუ როგორ მოიტაცეს გოგო ბიჭებმაოო... ზაზამაც და გიორგიმაც ერთდროულად ცქვიტეს ყურები. ზაზას გონებამ მაშინვე დაიწყო მოსმენილების ერთმანეთთან დაკავშირება, ამ ყველაფერს გიორგის რეაქციამაც შეუწყო ხელი. - სახეზეც დაინახა? - უნებლიედ წამოაყრანტალა დამფრთხალმა ბიჭმა. - მგონი კიი.. - მხრები აიჩეჩა ქალმა და ქმარ-შვილს შეავლო მზერა. ბიჭს ფერი აღარ ედო სახეზე, ხოლო ქმარი ნაკვერჩხალივით ღვიოდა, თან თვალები ისე დაექაჩა, თითქოს სადაცაა და გადმოსცვივდებაო. - რა იყოთ, რა გჭირთ? - იკითხა ქეთომ და ორივე მაშინვე მოეგო გონს. გიორგი სწრაფად წამოხტა ფეხზე და ოთახში გაიქცა. კაცს ცოტა გაუჭირდა წამოდგომა, მაგრამ ძალები მოიკრიბა და სანამ უკან სკამზე დაესვენებოდა ერთი დაღრიალება კი მოასწრო. - გიორგიი..! გაურკვევლობაში დარჩენილმა ქალმა, ჯერ ქმარს მიაწოდა თავსთვის მოტანილი ჭიქა წყალი, მერე შვილი მოიხმო ამაოდ. - რა მოხდა ხალხნო გამაგებინეთ? გიოო... ამასობაში ზაზამაც მოითქვა სული, ჭიქაში დარჩენილი წყალი ყლუპებად დალია, ფეხზე წამოდგა და ისე რომ ცოლის კითხვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, შვილის ოთახისკენ გაემართა. - კარი გააღეე! - ჯერ სახელურს დაეჯაჯგურა, შემდეგ მუჭით დაიწყო ზედ ბრახუნი. - დაწყნარდი და რა მოხდა გამაგებინეთ? - ქეთევანი ცდილობდა ქმრის დამშვიდებას. - ეს ნაბ*****ი უნდა მოვკლა და ეგ მოხდა. - გულმოსულმა ბრახუნი შეწყვიტა და წიხლის ერთი დარტყმით შეამტვრია კარები. ქეთევანი მიხვდა კარგი არაფერი მოხდებაო და კივილით აედევნა უკან. სანამ შვილზე გადაფარებას მოასწრებდა. კარგად მოქნეული მუჭი მოხვდა დამფრთხალ გიორგის. ბიჭმა თავი ვერ შეიკავა და საწოლის გვერდით ჩავარდა. - რას შვები რას? - უფრო აკივლდა ქეთევანი და შვილთან ჩაიმუხლა, თუმცა მიხვდა გააფთრებულ ზაზას ასე ვერ შეაჩერებდა, ამიტომ წინ გადაეღობა ქმარს და გიორგისთან მისვლის საშუალება არ მისცა. - გადი, გაიწიე. - კაცი თვალებს აბრიალებდა, ალბათ ერთი-ორს კიდევ დაუმატებდა ქეთო რომ არ ჩამდგარიო მათ შორის. - გამაგებინე, ადამიანო რა ხდება, რააა? - თან ქმრის შეკავებას ცდილობდა, თან შვილისკენ აპარებდა თვალს, რომელიც ადგომას ცდილობდა. გახეთქილი ტუჩიდან და სავარაუდოდ გატეხილი ცხვირიდან წვრილი ნაკადით სდიოდა სისხლი. - მაგას კითხე, მაგ დედა ****ს, მოგიყვეს ერთი რა ივაჟკაცა. - მე არ... - გაჩუმდი, ბიჭო.. გაჩუმდი მაინც. - ზიზღით შეავლო თვალი შვილს. - შენ რა არაკაცი ყოფილხარ.. - რა ჩაიდინე ბიჭო? იმ ამბავთან ხომ არ გაკავშირებს რამე? - ქეთევანმა ჩათვალა ზაზა ცოტა დამშვიდდაო და თვითონაც შვილს მიუბრუნდა, რომელიც ხმას აღარ იღებდა. - მოყევი ბიჭო ხმა ამოიღე.. ან კი რა ჰქონდა სათქმელი? რა უნდა მოეყოლა, როგორ იძალადეს ადამიანზე? თუ ის, როცა გოგონა ბრძოლიდან ხვეწნა-მუდარაზე გადავიდა, როგორ უჭერდა მაჯებზე თითებს. იქნებ ის უნდა მოეყოლა, რომ მსხვერპლი თავად ამოირჩია, როგორც მშიერმა ნადირმა. ის ხომ არ ეთქვა, რომ ამ ამბიდან მხოლოდ და მხოლოდ შიშს გრძნობდა და მეტს ვერაფერს. ჩამსხვრეული კარის მიღმა მშობლების ხმები ესმოდა. ესმოდა როგორ ცდილობდა დედა მამის დარწმუნებას, რომ ახლა ყველაზე კარგი ვარიანტი ქვეყნიდან გასვლა თუ იქნებოდა. - არასრულწლოვნის ჯგუფური გაუპ****ბა, იცი მაინც ამისგან დამალვა რას გამოიწვევს? - ზაზას ძლივს მოთოკილი სიმშვიდე ეცლებოდა ხელიდან. - გავიგე, გავიგე.. საქციელს კი არ ვუწონებ, მაგრამ... - რა მაგრამ? - ციხეში გავუშვა ბავშვი? - თვალებმილულული გადაწვა დივანზე ქეთევანი. - ვიღაცა შტერი გოგოს გამო, შვილი ციხეში გავუშვა? - რას ბოდავ ქალო? - ზაზას მოთმინება გამოელია. თითქოს გულწასული ქეთევანი ფეხზე წამოიჭრა: - ორსული, რომ მომადგეს? რა გავიგო ვისი რა არი? - წელზე დოინჯები შემოირტყა და თვალები დაქაჩა. - ახლა წყობიდან ნუ გამომიყვან, თორემ ამ სახლს შენც და მაგ შენ ვაჟკაცსაც დავზე დაგამტვრევთ. - ზაზამ ფეხზე ჩაცმა დააპირა. - ჩავაბარებთ და ეგ იქნება, იმ ორ მუტრუკსაც მიაყოლებენ ზემოდან კიდე. - არ გინდა ზაზა, არ დამიღუპო შვილი. - ლამის მუხლებში ჩაუვარდა სასოწარკვეთილი ქალი. *** რამდენიმე დღე იყო რაც შემოდგომისფერ თმიანი გოგო ყველანაირად ცდილობდა მამასთან პირისპირ საუბრის თავიდან აცილებას. თითქოს ისე გამჭვირვალებულიყო, რომ ყველა შეამჩნევდა მის არეულ ფიქრებს. სკოლის რეჟიმისგან ვერ ახერხებდა თავის დაღწევას, თუმცა მის ინსტიქტებში ჩამოყალიბებულმა ცვლილებებმა ყველას ჩამოაშორა ნელნელა. ღამ-ღამობით კოშმარები შემოეჩვია. ქუჩაში მყოფს კი შიშები. მამამისი, რომ არა ალბათ საეთოდ არ გამოდგამდა ფეხს გარეთ. ახლო არავის ეკარებოდა, მუდამ დამფრთხალი და დაძაბული. ერთადერთი გულისგადასაყოლებელი სწავლა იყო, თუ როგორმე კონცენტრირებას შეძლებდა. ობლად დარჩენილი შვილის კეთილდღეობისთვის მამამისი ყველაფერს აკეთებდა. მუდმივად სამსახურში გადაკარგულს, ეჭვადაც კი არ გაუვლია შვილის ცვლილება. ხშირად ხედავდა წიგნებში თავჩარგულს, ამიტომაც მისი მზერა გამოეპარა და მის თვალებში წასაკითხი დარდი. *** - ამ საქციელისთვის პასუხს აგებ! - გიორგიმ ზურგი აქცია ძმაკაცს და მანქანისკენ წავიდა. - წადი შენი...! - მიაძახა მათემ უკნიდან. აფთარი და უჩა შორიდან აკვირდებოდნენ მოვლენებს, უჩა ალბათ ჩაერეოდა კიდეც, მაგრამ ისე სწრაფად დასრულდა ეს დაპირისპირება, როგორც დაიწყო. აფთარმა მათკენ მომავალი მათეს დანახვისას მანქანის გასაღები გამოიტანა და უჩას გაუწოდა. - სწრაფად დატოვე აქაურობა და ეს შენი მეგობარიც დროულად მომაშორე. - მათეზე თვალებით ანიშნა და ისევ ფარეხში შესასვლელად წაიწია. - რა პრობლემა გაქვს მათესთან? რა ხდება თქვენს შორის? - უჩამ ისევ მხარზე შეხება დააპირა, მაგრამ უმალვე გადაიფიქრა. დაჟინებით უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. ალბათ ორივე ერთსადაიმავეს ცდილობდა ამ მზერით, გაეგოთ თუ რა იმალებოდა თვალების მიღმა. აფთარს საკუთარი დამსხვრეული ნდობა არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ უჩას უდანაშაულობა კიდევ ერთხელ ერწმუნა, მითუფრო ახლა, როცა მათეს ფარეხთან რამდენიმე მეტრი აშორებდა. უჩა კი მის თვალებში აბობოქრებულ ოკეანეს ხედავდა, ოკეანეს, რომელსაც საკუთარი პატრონის დახრჩობაც კი შეეძლო. თუმცა აფთარი უკვე კარგად ახერხებდა საკუთარ თვალებში, იმ ტკივილის შენიღბვას, რაც ერთ დროს მამამისს წაუკითხავი დარჩა. სანამ მოახლოვებული ბიჭი რამეს იტყოდა, აფთარმა მანამ შეაფარა თავი სახელოსნოს სიღრმეს. მათემ მზერა მოავლო იქაურობას, იმის იმედად, რომ თვალს კიდევ მოკრავდა გოგონას, თუმცა მისი არ გამოჩენა აღარ აუღნიშნია. უჩას ანიშნა წავიდეთო და გასაღები გამოართვა. საბურავების ხმა გაიგონა და სუნთქვა განუახლდა, ისე ამოუშვა ფილტვებში ღრმად ჩაგუბებული ჰაერი. კარს მიუახლოვდა და თვალი გააყოლა მიმავალ მანქანას. მხრებზე ისეთი სიმძიმე და ტკივილი იგრძნო, თითქოს იმ ყვითელთვალება ფრილველს ძლიერ ჩაევლო კლანჭები. გატეხილი სულის შეხსნილი იარებიდან ისევ წვეთავდა სისხლი. - ვფიქრობ დროა მე და შენ როლები გავცვალოთ. - თვალს მოფარებულ ბიჭს მიმართა აფთარმა და თან ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. - ნადირობა იწყება აფთარო! *** წარბშეკრული ატარებდა მათე მანქანას. სხეული სიმივით დაჭიმვოდა. გაზის სატერფულს აწვებოდა და მინებიდან გამოჩენილი გარემო ერთფერში იდღაბნებოდა. - რაზე იკამათეთ? - ავტომობილში დატრიალებული ატმოსფეროს გამო უჩას იმ წამს სულ არ სურდა იქ ჯდომა. - ვერ გაიგებ. - გამოსცრა კბილებში. - ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები რა ხდება, თუ თქვენ პრობლემა გაქვთ აფთარი რა შუაშია? - აფთარზე სისულელე მითხრა.. - მეც არ მესიამოვნებოდა მასზე ცუდის თქმა, მაგრამ რაც თქვენ შორის მოხდა ცოტა ზედმეტი ხომ არაა? - ვერ გაიგებ, უჩა ვერ გაიგებმეთქი. - მათემ ხელი დასცხო საჭეს. ვერ გაიგებდა, რა თქმა უნდა ვერ გაიგებდა. წლების წინ მომხდარი ამბის მოყოლა უჩასთვის შეუძლებელი იყო. ან კი როგორ უნდა მოეყოლა რა გააკეთა, უფრო სწორედ რა გააკეთეს. თვალი უჩასკენ გააპარა, რომელიც ჩაფიქრებული გაჰყურებდა გზას, ალბათ მომხდარი უტრიალებდა ისევ გონებაში. მათესთვის მნიშვნელოვანი იყო თუ შეძლებისდაგვარად გამოასწორებდა სიტუაციას, უჩას ამაზე აღარ უნდა ეფიქრა, თორემ თუ წარსულში ღრმად ჩაძვრებოდა, ბევრს გაიგებდა, ზედმეტის ცოდნა კი ზოგჯერ სიკვდილთან აახლოვებს ადამიანს. - მოდი რამე დავლიოთ, მერე იმასაც დავურეკავ, დაწყნარდებოდა უკვე. - შესთავაზა მეგობარს და გულზე მოეშვა, როცა უჩა ამ შეთავაზებას ეჭვგარეშე დასთანხმდა. ........... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.