შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდინარეში ნაპოვნი სიყვარული თავი 10


13-08-2024, 18:40
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 939

სესილი გამზადებას შეუდგა.  ათი იყო დაწყებული, სტუმრები რესტორანში ოთხზე მოვიდოდნენ.  კაბა მოირგო და შემდეგ მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა.  თმა გაიშალა და ოდნავ დაიხვია.  ორი იყო რესტორანში რომ წავიდა და თანამშრომლებს ეხმარებოდა.  დიზაინის გაკეთებაშიც მიიღო მონაწილეობა.  სვეტის ფირმის მრგვალ კედლებზე მისი არჩეული ფერების ბუშტები იყო შემოხვეული.  მაგიდა იმავე ფერებში გაეწყოთ.  ოთხის ნახევარზე გოგონებიც მივიდნენ.
-სესილი რა ლამაზი ხარ.  დიდი ხანია მოხვედი?
-კი ორი საათიდან აქ ვარ. მადლობა.
-მართლა ძაან ლამაზი ხარ სეს. ეს კაბაც როგორ გიხდება.
-მადლობა გოგოებო.  მოდი ჩამოვსხდეთ სანამ სტუმრები მოვლენ.
-ვატოს დაურეკე?
-კი, სანამ მივიდოდი დავპატიჟე და მოვალო.
-და ამირანი?
-ამირან წუხელ ველაპარაკე სანამ თქვენ მოხვიდოდით და მოვა.
-კაი. წამო ვნახოთ.
-ძაან ლამაზი ადგილია, მცენარეებიცაა.
-რომელი საათამდე მუშაობს?
-ათამდე. 
-იქამდე ბევრი დროა.  დღეს კარგად უნდა გავერთოთ.
-კი.  უი გოგოებიც მოვიდნენ.
-სესილი გილოცავთ დაბადების დღეს. ეს ჩვენგან.
-მადლობა გოგონებო. მიხარია რომ მოხვედით.  დასხედით.
ოთხს ათი წუთი აკლდა კარში რეზი, ლიკა და ანრი რომ შემოვიდნენ.
-ეე სესილი რა ლამაზი ხარ.  გილოცავ.  ეს ყვავილები შენ.
-მადლობა ანრი.  ძალიან ლამაზი ყვავილების.
-გილოცავ სესილიმ ეს მე და ლიკასთან.
-დიდი მადლობა, დასხედით.  ამირანი სადაა?
-მანქანას დააყენებს და მოვა. 
-კაი.  უი ვატიც მოსულა.
-სესილი ეს შენ.  გილოცავ კიდევ ერთხელ.
-დიდი მადლობა ვატო.  მიდი დაჯექი.  მოკლედ ვინც არ იცნობთ ეს ვატოა.  ესენი კიდე ანრი, რეზი და ლიკა არიან ჩემი მეგობრები.
-სულ ვართ სესილი?
-არა ამირანი გვაკლია.  მე ახლავე მოვალ.
გოგო სამზარეულოში შევიდა, დანარჩენები მაგიდასთან ისხდნენ და საუბრობდნენ.  ამირანი მათ შეუერთდათ.  ქეთიმ ყველა გააცნო ბიჭს.
-იუბილარი სადაა?
-მოვედი.  მიხარია რომ მოხვედი.
-სესილი ძალიან ლამაზი ხარ. გილოცავ.
-მადლობა ამირან, დაჯექი. 
ბიჭმა ძალიან სცადა სესილისთვის თვალის მოშორება, მაგრამ არ გამოუვიდა. ისე ბრწყინავდა გოგო, ისეთი ლამაზი იყო.  თვლას მართლა ვრ აშორებდა.
-სესილი ყველამ ყველა გაიცნო უკვე.
-ძალიან კარგი.  რადგან ყველა აქ ვართ, დავიწყოთ
-კაი.  მართალია აქ ბიჭებიც არიან, მაგრამ პირველმა მე უნდა დაგლოცო.
-მიდი სალი, გისმენ.
-მოკლედ ჩვენი შეკრების მიზეზს, სესილის გაუმარჯოს. ძალიან მიყვარხარ და კიდევ უამრავ წელს გისურვებ.
-მადლობა.  
ქეთიმ და ანანომ მოკლედ მიულოცეს და შემდეგ ანრიმ აიღო ჭიქა
-სესილი მართლა გულით გილოცავ ამ დღეს და ძალიან ბევრ კარგ წელს გისურვებ.  მართალია ცოტა ხანია გიცნობ, მაგრამ ძალიან კარგი გოგო ხარ. გილოცავ.
-მადლობა ანრი.
-გაგიმარჯოს სესილი.
-მადლობა ბიჭებო. 
რამდენიმე ჭიქა ზედიზედ დალიეს.  შემდეგ უკვე სიმღერები ჩართეს და ისე გააგრძელეს საუბარი. ყველა იღიმოდა და ბედნიერი იყო. გოგონებმა სესილი ააშენეს და ძალით აცეკვებდნენ.  შემდეგ ისევ დასხდნენ, ისევ დალიეს.  შემდეგ უკვე ყველა ნებით ცეკვავდა და იცინოდა.  ანრი კარგად იყო შემთვრალი და გოგოს ვალსს ეცეკვებოდა. 
-მართლა ყველამ ყვავილები მოგიტანა.
-არაუშავს, მე ყველაზე მეტად შენი მომწონს.
-მართლა?
-ხო ანრი, მართლა.
-მართლა დასავით გახდი ჩემთვის.  თან ასე უცებ.  კარგი გოგო ხარ სესილი.
-შენც ანრი. 
გოგონები თავისთვის ცეკვავდნენ.  რეზიმ და ლიკამაც აუ ეს მხარი და ერთად მოძრაობდნენ ნაზი მუსიკის ფონზე.  ქეთიმ გიო აიყოლია, სალიმ ვატო ააყენა ძალით.  სამაგიეროდ სესილი გამოეთიშა მოცეკვავეებს და მაგიდასთან დაჯდა.
-დაიღალე?
-არა, მაგრამ ცეკვა მომბეზრდა. 
-არადა ანრი კარგად გაერთო.
-ხო ძაან საყვარელია.  ახლაც კარგად ერთობა.
მარტო დარჩენილი ანრი თავისთვის ცეკვავდა. ისეთ სასაცილო მოძრაობებს აკეთებდა გოგომ ღიმილი ვერ შეიკავა.
-სად გამეპარე სესილი?  წამო რა.
-არ დაიღალე ანრი?
-ხო მართალი ხარ, მე დავიღალე.  შენ და ამირანი წადით.
-ახლა მეც მაძალებ ხო? წამო სესილი, იჯდეს ეს მარტო.
ნელა ცეკვავდნენ ვალსის ფონზე.  არაფერი არ უთქვამთ ამ დროის მანძილზე.  არადა ამირანს ბევრი რამის თქმა შეეძლო და უნდოდა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა.  არ იყო სწორი დრო.  ყველა ისევ მაგიდას დაუბრუნდა. ამჯერად კარგად დამთვრალები იყვნენ და ცოტა დაღლილებიც.  უკვე შვიდი საათი იყო დაწყებული.  უცებ ჩაბნელდა და პერსონალმა ტორტი შემოიტანა. ყველამ სიმღერა დაიწყო.  სესილიმ სანთლები ჩააქრო და ტაშმაც არ დააყოვნა. 
-რა ჩაიფიქრე სეს?
-თუ გეტყვი აღარ ამიხდება ქეთი.
-კარგი არ მითხრა. 
ყველამ მიირთვეს მართლაც გემრიელი ტორტი და გართობა გააგრძელეს.  ამჯერად გოგონები ერთად მღეროდნენ  და მათ შორის ანრი და რეზი იყვნენ.  მაგიდასთან სესილი, გიო, ვატო და ამირანი იყვნენ.  მომღერლებს იუბილარი შეუერთდათ და სიცილით ააყოლა დანარჩენებს ხმა.  ხან წინ გაუსწრებდნენ ტექსტს, ხან უკან ჩამორჩებოდნენ.  გოგო ცოტა ხნით აივანზე გავიდა, შიგნით ცოტა არ იყოს და ჩახუთული ჰაერი იყო.  ამას სასმელიც ხელს უწყობდა. გოგოს ბევრი ნამდვილად არ დაულევია, მაგრამ სხეული მაინც უხურდა.  ცოტა ხანში გვერდით ამირანი ამოუდგა
-კარგად ხარ?
-კი, უბრალოდ შიგნით უჰაერობაა. 
-ჰო მართლაც.  ძალიან მხიარული მეგობრები გყავს.
-კი.  ჩემებს ეს რომ არ მოეფიქრებინათ, გოგონები რამეს მოაწყობდნენ.
-შენ არ გინდოდა?
-არა როგორ არა.  უბრალოდ მშვიდად აღნიშვნას ვაპირებდი, სახლში.  ყავა და ტორტი, მაგრამ გადამაფიქრებინეს.
-კარგია. ეს დღე კარგად დაგამახსოვრდება. 
-ჰო.  რომც დამავიწყდეს ანანომ იმდენი ფოტოები გადაიღო, გამახსენებს.
-ძალიან კარგი.  ასეთი დღეების აღბეჭდვას რა ჯობია.  თან ძალიან ლამაზად გამოიყურები.
-მადლობა. 
-უკვე დროა საჩუქარი გადმოგცე.
-საჩუქარი?
-ჰო.  აი გამომართვი.  იმედია მოგეწონება.  საჩუქრები ლიკამ აგვარჩევინა.  მე კი გადავწყვიტე რამე ისეთი მეჩუქებინა, რაც შენ გიკავშირდება.
-რა არის?
-გახსენი.
-რა ლამაზი ყელსაბამის ამირან, მადლობა.
-ეგ იხსნება სესილი, შიგნით რაღაცაა, ნახე.
-ამირან ეს...  ძალიან ლამაზია. ძალიან დიდი მადლობა.
კულონის ერთ ნაწილში მრგვალი შუშის მაგვარი ნივთი იყო ჩასმული.  მის შიგნით კი ნახატი.  ნახატის ერთ კუთხეში მთები ჩანდა და მდინარე ჩამოდიოდა, რომელიც შემდეგ ველზე იშლებოდა.  გარშემო სიმწვანე იყო.  მდინარის ნაპირას ორი შავი სილუეტი ეხატა. მამაკაცის სილუეტი მიწაზე იჯდა და კალთაზე ქალის თავი ედო.  ძალიან ლამაზი ნამუშევარი იყო. გოგომ ეს რომ დაინახა, ძალიან მოეწონა და გაუხარდა.
-მიხარია თუ მოგწონს სესილი.  ეს ნამდვილად მხოლოდ შენ გიკავშირდება. 
-მართლა ძალიან მომწონს ამირან.  დიდი მადლობა ასეთი საჩუქრისთვის.
-არაფრის. ამის დანახვისას გაგახსენდები ხოლმე. 
-ამის დანახვის გარეშეც გამახსენდება ამირან.  მართლა ძალიან მომწონს, ისეთი ლამაზია.  მადლობა.
სესილი ძალიან გახარებული იყო და გაუცნობიერებლად ჩაეხუტა ამირანს.  ბიჭი რაღაც მომენტში გაშეშდა, მაგრამ შემდეგ თვითონაც ოდნავ მოეხვია გოგოს.  
-სესილი წამო შენ უნდა გიმღეროთ.
ვერანდაზე გამოვიდა სალი.  გოგოც მაშინვე მოშორდა ბიჭს.  ცოტა დაბნეული იყო.  ასე უცებ რატო ჩაეხუტა. ამირანი ცოტა გაკვირვებული იყო, მაგრამ გახარებული. გოგონები მიკროფონებთან იდგნენ და დაბადების დღის სიმღერას მღეროდნენ.  სესილი სიცილით უყურებდა ერებს და ბედნიერებას გრძნობდა. ხელში ყელსაბამი ეჭირა, რომელიც ანანოს დახმარებით ყელზე მოირგო.  გარედან ძალიან უბრალოდ და დახვეწილად გამოიყურებოდა.  ვერცხლისფერი, ოვალური ფორმის ყელსაბამი იყო, მაგრამ ძალიან დიდ შინაარსს ატარებდა. 
-ძალიან გიხდება.
-მადლობა ამირან.  სულ მეკეთება.
-არაფრის. 
ცხრა საათამდე იყვნენ რესტორანში. უმეტესობა მათგანი უკვე საკმაოდ მთვრალი იყო. 
-სესილი ეხლა სხვაგან წავიდეთ.
-ახლა სახლში უნდა წავიდეთ ქეთი. მთვრალი ხარ.
-არა, არა.  ყველანი კლუბში წავიდეთ და ბევრი ვიცეკვოთ.
-შენც სალი?  აქაც ხომ იცეკვეთ არა?
-მერე რა? იქაც წავიდეთ.
ბოლოს მაინც წავიდნენ ახლოს მდებარე კლუბში. სესილის ასეთი ადგილები არ უყვარდა. ხმაურია თავი აატკივა, მაგრამ შეეჩვია. უნივერსიტეტის მეგობრები არ გამოჰყვნენ, ასევე გიოც დარჩა. დანარჩენებმა ამ ადგილას გადაინაცვლეს. რამდენიმე ჭიქა კოქტეილი დალიეს და შემდეგ ხალხს შეუერთდნენ. სესილი, ვატო და ამირანი არ სვამდნენ. ლიკა არ იყო ძალიან მთვრალი. აი გოგონები ანრი და რეზი მართლა კარგად ერთობოდნენ. ხან ერთმანეთთან ცეკვავდნენ ხან უცხოებთან. სესილი აიყოლიეს, მხოლოდ ცოტა ხნით. ძალიან ბევრი იცინეს და გაერთნენ. თორმეტი იყო დაწყებული კლუბიდან რომ გამოვიდნენ. საჭესთან ვერც ერთი ვერ დასხდებოდნენ, ასე გვიან ტაქსები ცოტა იყო. ერთში რეზი და ლიკა ჩასხდნენ. ასევე სალიც. ქეთი და ანანო მეორე ტაქსში ჩასვეს. ანრი, ამირანი და სესილი ერთად დაადგნენ გზას. ანრი სულ აცინებდათ და არ ჩუმდებოდა. სახლში დატოვეს და თვითონ ეზოში დაბრუნდნენ.
-მადლობა ამირან, რომ მოგვაცილე. მეც და ანრიც.
-არაფრის ისეთი. მადლობა, რომ ამ დღის შენთან ერთად გატარების საშუალება მომეცი.
-არაფრის. ხო საჩუქრისთვისაც მადლობა, მართლა ძალიან მომწონს.
-მიხარია თუ ასეა. მართლა კარგი დღე იყო შენი დამსახურებით.
-კარგია თუ ასეთი დღე გაატარე.
-კარგი ნახვამდის.
-ნახვამდის.
ძალიან კარგი დაბადების დღე გამოუვიდა სესილის. კარგად გაერთო ყველა და თავადაც ბედნიერი იყო. მშვიდად ეძინა და დილით მშობლებთან ერთად ისაუზმა. შემდეგ გოგონებთან ერთად დალია ყავა.
-გუშინ რა კარგი იყო, მაგრამ თავი მტკივა.
-მართლა? აბა რას გეუბნებოდი.
-კაი რა, რა მოხდა ცოტა თუ დავლიეთ.
-ცოტა ხო?
-კაი ხო, ბევრი.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს, მაგრამ რამე მოვიფიქროთ რა.
-რა უნდა მოვიფიქროთ?
-არ ვიცი, მაცადე.
- ე სესილი რა ლამაზი ყელსაბამია.
-მადლობა ანანო.
-ვინო გაჩუქა?
-ამირანმა. მეც ძალიან მომწონს.
-მართლა რა ლამაზია. შიგნით რამეა?
-ხო, ნახატია.
-ყვავილები ხატია?
-არა სალი, სულ ყვავილებზე ნუ ფიქრობ. ნახატია, ჩვენი დასაწყისი.
-სამოთხე?
- არა ქეთი, რა სამოთხე. მე და ამირანის დასაწყისი. მდინარე.
- რა მაგარია.
-აუ ხო. როგორ მოიფიქრა.
-კი კარგია.
-რამე გითხრა?
-რა უნდა ეთქვა? იმედია მოგეწონებაო.
-ხო. ისე მართლა რა უცნაურად შეხვდით ერთმანეთს.
-ჰო, გეგონება ბედისწერააო.
-კარგით რა. თქვენ სულ ასე იცით. ყველაფერს ვარდისფრად ხედავთ.
-სესილი დაფიქრდი, თქვენი მშობლები სულ ერთად იყვნენ, თქვენ კიდე არ იცნობდით ერთმანეთს.
-ეგ ჩვენი ბრალია. ხან მე არ მივდიოდი იმათთან, ხმა ამირანი არ იყო სახლში. რაის ბედისწერა?
-და მაინცდამაინც როცა ის უბედური შემთხვევა მოხდა, მაშინ რატომ იყო ამირანი იქ?
-მე რა ვიცი ქეთი ? ახლა ამაზეც მე მაფიქრე.
-აბა შენ მაგივრად მე ხო არ ვიფიქრებ? გადასაღები ბიჭია ამირანი. სულ გეხმარება.
-აი ახლა ბებიაჩემს გავხარ ანანო. ნუ გადამრიე. დამანებეთ რა თავი.
-დაანებეთ თავი. დრო მოვა და მიხვდება.
-კარგი სალი, შემეშვით. თქვენ ის მოიფიქრეთ, რა ვქნათ.
-დასასვენებლად წავიდეთ.
-ახლა ?
-ხო რავი.
-აუ აგვისტოში არ ჯობია? ზღვაზე წავიდეთ. ახლა არ გვინდა.
-ხო რა ზღავზე აგვისტოში. ახლა სხვა რამე მოვიფიქროთ.
-მაინც? შენც თქვი რამე სესილი.
-რა ვიცი. ვერ ვფიქრობ.
-სადმე ტბაზე წავიდეთ, ან თბილისის ზღავზე რომ ავიდეთ?
-აუ ხო ზღვაზე ავიდეთ, გავერთოთ, გავირუჯოთ.
- რავი ეგრე მოვიქცეთ. ხვალ ავიდეთ?
-კი ხვალ იყოს.
გოგონებმა მთელი დღე ერთად გაატარეს. ისეირნეს, მიირთვეს, ისაუბრეს თან მეორე დღესაც გეგმავდნენ. საღამოს სესილი ფეხით ბრუნდებოდა სახლში. გზაზე ვატო შეხვდა და მოცილება შესთავაზა.
-არ შეწუხდე ვატო.
-რა შეწუხებაა.
-ჩემი საჩუქარი მოგეწონა?
-კი ძალიან ლამაზია. მადლობა.
-არაფრის. მიხარია, რომ მოგეწონა. გუშინ კარგად გავერთეთ.
-ხო. გოგოებს თავი სტკიოდათ მთელი დღე.
-ჰო, ბევრი დალიეს. სამაგიეროდ შენ არ დამილევია.
- არ მიყვარს მე სასმელი.
-სესილი რაღაც უნდა გკითხო
-აბა?
-ისე ბიჭები ვინ იყვნენ?
-აა. ჩემი მეგობრები იყვნენ. ახლახან გავიცანი.
-ხო. ის ბიჭი ისე გიცინოდა.
-ვინ? ანრი? მხიარული ბიჭია.
-ხო. სამაგიეროდ ის მეორე იყო კრიჭაშეკრული.
-ნუ ამბობ ასე. ამირანი ჩემი მეგობარია. ჩემი არ იყოს არ უყვარს ასეთი გართობა.
-კარგი, აღარ ვიტყვი.
-აი მოვედით. ნახვამდის.
-კარგად სესილი.
-კარგად.
ამირანმა მთელი დღე ბიჭებთან გაატარა. ლუდის დასალევად იყვნენ ბარში. ბიჭებს თავი სტკიოდათ პახმელიისგან.
-რა იყო გუშინ რამდენი სვით?
-კაი რა. ვითომ რატომ არ უნდა დაგველია.
-შენ რომ იყავი ფხიზლად იმიტომ ხარ დღეს ასე კარგ ხასიათზე ხო?
-ეგ რა შუაშია.
-აუ მცხელა. თან თავი მტკივა.
-მე.
-მე არა.
-ოხ ამირან. მართლა კარგი იყო გუშინ.
-კი.
-სესილის საჩუქარი მოეწონა?
-კი. ასე მითხრა სულ მეკეთებაო.
-საყვარელი. რა ლამაზი იყო გუშინ.
-კი ძალიან.
-ისე ის ბიჭები ვინ იყვნენ?
-გიოს ვიცნობდი, ქეთის ძმაა. ის მეორე არ ვიცი.
-სესილის ასე თქვა მეგობარიაო.
-ხო, შენ სანამ შემოხვიდოდი. უცნაურად უყურებდა.
-უცნაურად როგორ?
-შენსავით. სულ მას უყურებდა და უღიმოდა.
-ანუ მე უცნაურად ვუყურებ?
-შენ გასაგებია რატომაც უყურებ, მაგრამ ის ვიღაც..
-ალბათ მოსწონს სესილი.
-საიდან მოიტანეთ? ვინც მეგობარია ყველას ყველა კი არ მოსწონს.
-რავი ხო.
საღამოს ბიჭები ანრის აივანზე ისხდნენ და ლუდს სვამდნენ. სახლის ცხელოდა და გარეთ ამიტომ გადაწყვიტეს დასხდომა.
-ამირან.
-ჰო.
-დაბლა ჩაიხედე.
-რატომ?
-ჩაიხედე.
-სესილია.
-ხო. ვიცით, რომ სესილია.
-ბიჭთან ერთადაა.
-ის ბიჭია ამირან.
-მერე?
-რა მერე. ხო ვამბობდი სესილი მოსწონს-თქო.
-მოცილება მოწონებას არ ნიშნავს.
-თავს იმშვიდებ?
-ვცდილობ. შემეშვით რა.
-როდის ეტყვი?
-არ ვიცი. როცა საჭირო იქნება.
-და ეგ როდის იქნება?
-დრო გვიჩვენებს.
-იქნებ მაგ დრომ არაფერი გიჩვენოს.
-ჯერ არაფერი არ იქნება.
-კარგი, მაგრამ ისე ნუ იზამ, რომ ეგ დრო რო მოვა დაკავებული იყოს.
-არ ვიზამ ასე. ჯერ ამის დრო არაა. და რომ ვუთხრა რა შეიცვლება? უფრო თავს ამარიდებს და გაიქცევა .
-ასე გგონია?
-ჰო.
-იმას კი არ გეუბნებით, პირდაპირ მიახალა ყველაფერი-თქო. უბრალოდ ისე მოიქეცი, რომ შეგამჩნიოს.
-ანუ ყველგან უნდა ვიყო სადაც ისაა? ასე არ მინდა. არ მინდაზ რომ რამე არასწორად გაიგოს.
-მთლად ყველაგან არა, მაგრამ სადმე თუ შეხვდებით ისე ქენი, რომ შეგამჩნიოს. დააფიქრე.
-შენ რა გამოცდილი კაცივით მელაპარაკები ანრი. ბევრი გოგო გყავდა?
-ნუ ხარ დამპალი.
-არ ვარ. პროფესორივით ლაპარაკობ. რეზი კიდე მესმის, შენ მე რომ მირჩევ რაღაცეებს ჯერ თავად გამოიყენე.
-აუ ამირან თემა ნუ გადაგვაქვს ახლა. მე ვერავინ მოგებს.
-კარგით გეყოთ. რა გავაკეთოთ.
-რა უნდა გააკეთოთ და დაძინების საშუალება მომცეთ.
-და ხვალ და გავაკეთოთ?
-არ ვიცი.
-არც მე არ ვიცი. შენ მოიფიქრე რეზი.
-რა უნდა მოვიფიქრო. შვებულება გაქვს სადმე წავიდეთ.
-კარგი აზრია. სად წავიდეთ?
-მე როგორც გითხარით მთაში მინდა წასვლა სადმე.
-აუ ხო. სამდე წავიდეთ, სიგრილეში.
-კაი ეგ ხვალ მოვიფიქროთ.
-მოიცა მირეკავენ.
-რა ხდება ამირან რა სახე გაქვს? რა გიხარია ესე ძაან?
-გიო ჩამოვიდა.
-ეე.. რა კაცი?
-გვაღირსა ხო?
-კი და მამაჩემმა ჩამოდით ყველანიო.
-აუ რა კაი სუფრა იშლება. აჰა შენი ხვალის გეგმაც.
-ხვალ კი წავიდეთ, მაგრამ სუფრა ზეგ გაიშლება .
-კაი მაშინ ზეგ წავიდეთ.
-არა რატო. ხვალ დავსხდებით სიგრილეში, გიოსაც ვნახავთ. წავიდეთ ხვალე.
-და სუფრა ხვალ რატო არაო?
-თამადა ქალაქშია და იმიტომ.
-არ სესილის მამა?
-ჰო. ხო იცი სადაც სუფრაა ეგ თამადობს. ხვალ მე უნდა წავიყვანო ეგ და ნათია დეიდა.
-კაი. მაშინ საათი ვთქვათ და ერთად წავიდეთ. მე და რეზი ჩემი მანქანით წამოვალთ.
-რეზი ხო იცი ლიკაც დაპატიჟებულია.
-კაი გადავცემ.
-ანუ სესილის დედ-მამა შენ უნდა წაიყვანო?
-ჰო. ზეგ დაპატიჟებულები არიან.
-ვაი შე უტვინო. სესილიც წაიყვანე.
-სესილი?
-უი ჰო. ისე ქენი, რომ ისიც წამოვიდეს.
-ჩემ ნებაზე კი არაა?
-უთხარი, რომ დაპატიჟებულია. იქ ყველა ერთად ვიქნებით, გავერთობით.
-არ უყვარს სესილის მსგავსი ადგილები.
-თუ თხოვ წამოვა. ხვალაც რომ ჩავალთ რამე მოვიფიქროთ და ერთად წავიდეთ სადმე.
-ბიჭო ალაზანზე წავიდეთ სათევზაოდ, გოგოებიც წავიყვანოთ. გაირუჯებიან, ფოტოებს გადაიღებენ.
-შენ ბიჭო ცუდად ხო არ ხარ? გოგო მაგ მდინარეში კინაღამ მოკვდა და მე ვუთხრა წამოდი-თქო.
-უი ხო. მანდ ნუ წავალთ სხვაგან წავიდეთ.
-მაინც სად რეზი?
-რავი, მაგალითად ლაგოდეხში. ჩანჩქერზე. დავისვენოთ, მწვადი შევწვათ. შენი ძმაც მონატრებული იქნება.
-კაი ხო. ვეტყვი, ვნახოთ რას იზამს.
-წამოვა.
-კარგით დავიშალოთ ახლა. მე გურამი ძიას დავურეკავ საათს შევათანხმებ და გააგებინებთ.
-აქედან დაურეკე თან უთხარი მამა სამივეს გეპატიჟებათ-თქო.
-კაი ხო.
-აბა რაო რომეო ?
-რავი და დილით ადრე წავიდეთ სიგრილეში ვივლითო. ათზე აქ ვიქნები და ერთად გავიდეთ.
-ეგ არ მაინტერესებს. სესილიზე რა თქვა?
-ვკითხავ და არ ვიცი რას იზამს, ხვალ თბილისის ზღავზე უნდა წასულიყოო.
-აბა წარმატებები რომეო. წადით ეხლა ჩაბარგდით და ხვალ ათზე აქ იყავით.



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

რა საყვარლები არიან ორივე.... მჯერა წაყვება ოღონდ თავის გოგოებთან ერთად. იმედია იქ გამოუტყდება ამირანი და არც სესილი იუცხოვებს. ველი ახალ თავს. წარმატებები....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent