შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდინარეში ნაპოვნი სიყვარული თავი 8


9-08-2024, 15:51
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 860

დიდხანს ისხდნენ ჩუმად.
–სესილი რა დევს მაგ პარკში?
–კარტოფილი. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, იმედია გიყვარს.
–ნუ წუხდები რა?
–არ ვწუხდები ამირან. ვერ მოგატყუებ კულინარია ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეა–თქო, მაგრამ კარტოფილის შეწვა გამომივა.
–კარგი. კი მიყვარს.
–ძალიან კარგი.
–როგორ გგონია მალე მომიშუშდება?
–არ ვიცი ამირან, მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ალბათ ხვალ უკვე კარგად იქნები. მოშუშებას მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ სიარულს შეძლებ.
–კარგია, დავიღალე ერთ ადგილზე წოლით.
–ხო, მესმის. ხოდა სანამ მოწყენილობით და შიმშილით მოვმკვდარვართ კარტოფილს შევწვავ.
–კარგი.
გოგომ დათალა კარტოფილი და ტაფას ცეცხლი შეუნთო. ცოტა ხანში უკვე სახლში შიშხინის ხმა ისმოდა.
–ძალიან მიყვარს ეს ხმა.
–ხო მეც.
–რომელი კერძი გიყვარს?
–რავი ესე განსაკუთრებულად არაფერი. შენ?
–მეც ასევე, მაგრამ ხაჭაპური მიყვარს.
–ჰო, ხაჭაპური ირმა დეიდას მშვენივრად გამოსდის.
–გასინჯული გაქვს?
–კი ამირან, თანაც ბევრჯერ.
–ისე როცა გავიგე, რომ შენ ჩემებს სტუმრობდი ხოლმე, ძალიან გამიკვირდა. ვერაფრით ამოვხსენი აქამდე რატომ არ გიცნობდი.
–კი ეგ მართლა უცნაურია. შენებიც მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან, მაგრამ მე შენზე მარტო გაგებული მქონდა.
–ჰო მეც. ნათიას და გურამის სესილი, ასე გიცნობდი.
–ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო.
–ჰო ალბათ. მოვიწყინე..
–მეც, მაგრამ არ ვიცი რით გავხალისდეთ.
–მოდი რამე ვითამაშოთ.
–მაგალითად?
–მოვიფიქრე, ჯოკერი იცი?
–კაი რა ამირან, ორში რა ჯოკერი უნდ ვითამაშოთ.
–რა და იაპონური.
–უი ხო. კარტი გაქვს?
–კი, ჩემს ოთახშია. საწოლთან პატარა კომოდი დგას და იქაა.
–კარგი, ახლავე მოვიტან.
თამაშში დრო უცებ გადიოდა.
–ეს ხელი მე მოვიგე. გინდა კიდე ერთი?
–კი, ოღონდ მანამდე კარტოფილს ამოვურევ. არ ითაღლითო იცოდე.
–თაღლითობის გარეშეც მშვენივრად მოგიგებ.
–მაგასაც ვნახავთ.
მეორე თამაში გოგომ მოიგო.
–აი ხომ გეუბნებოდი მოვიგებ–თქო.
–გაგიმართლა.
–ასე ხო? მოდი გადამწყვეტი თამაში ჩავატაროთ, ვნახოთ ვინ მოიგებს.
–კარგი.
შუა თამაშში იყვნენ ბიჭები რომ მოვიდნენ.
–ნახე ესენი რა კარგად ერთობიან რა?
–აუ რა დროს მოხვდით, ვიგებდი ამ ხელსაც.
–არაფერსაც არ იგებდი, მე ვიგებდი.
–კარგით ახლა ბავშვებივით ნუ კინკლაობთ.
–ეე რა სუნია?
–კარტოფილის, წავალ ამოვურევ.
–აუ რა გოგო ხარ სესილი, მიყვარს კარტოფილი.
–კაი რა რეზი, კარტოფილი ვის არ უყვარს?
–რას იგებდი ვაჟბატონო?
–რავი ესე არფერი გვითქვამს. ისე ვთამაშობდით.
–ხოდა ეხლა რაგბი იწყება და ერთად ვუყუროთ.
–თან ჩიფსები, ლუდი და ენერგეტიკულები მოვიტანეთ. შენ კიდე წვენი მოგიტანეთ დაზარალებულო.
–ანუ გადაწყდა, რომ ალკოჰოლი არ შეიძლება?
–ხოდა რომ არ ვიცოდით შეიძლებოდა თუ არა იმიტომ წამოგიღეთ წვენი.
–სესილი შენ გიყვარს რაგბი?
–რავი აქამდე ბევრჯერ არ მინახავს, მაგრამ თუ საქართველო თამაშობს რატომაც არა.
–კი საქართველო თამაშობს. მალე დაიწყება.
–აუ სესილი ხო მაჭმევ კარტოფილს?
–კი ანრი გაჭმევ აბა რას ვიზამ. თან შეიწვა უკვე.
–ხოდა ძალიან კარგი, სანამ დაიწყება მოვასწრებთ.
–რამ დაგამშიათ ხალხო ასე?
–აუ ამირან შენ გაჩუმდი და იწექი შენ ადგილას რა.
–რეზი შემთხვევით ჩემს სახლში ხო არ ხარ?
–მერე რა, შენ მაინც ვერ ადგები. მიდი რეზი გააბრაზე.
–აი მიირთვით. უცებ ჩავალ მაღაზიაში და მალე მოვალ.
ბიჭები კარტოფილს მიირთმევდნენ თან მომავალ თამაშზე ლაპარაკობდნენ.
–სესილი დღესაც რჩება?
–არ ვიცი ანრი, ვკითხავ მერე.
–შენ გინდა, რომ დარჩეს ?
–რა კითხვაა რეზი?
–ძალიან კარგი კითხვაა, მე კი ვიცი, რომ პასუხი დადებითია, მაგრამ შენი პირით აღიარე.
–თქვენ აქ ჩემს ნერვებზე სათამაშოდ მოხვედით?
–არა, კაი ხო შეიძლება ცოტათი.
–ანრი! ჭამე ეგ კარტოფილი და გაჩუმდი რა.
–ისე კაი ვქენით რო მოვედით. გემრიელია.
–ხოდა ჩუმად ჭამე.
–ნახე რა, როგორ მალავს რაღაცეებს.
–არაფერსაც არ ვმალავ რეზი.
–მოვედი.
–სესილი ძაან გემრიელი იყო, მადლობა.
–არაფერს ანრი.
–ხო, მართლა კარგი იყო.
–მეც მომეწონა, სად იყავი?
–მადლობა ბიჭებო, მაღაზიაში ვიყავი. კეტჩუპი წამოვიღე. აფთიაქშიც გავიარე და ვიკითხე ალკოჰოლთან დაკავშირებით. ერთი კათხა ლუდი შეიძლებაო, მაგრამ მეტი არა.
–ანუ უნდა წამოგვეღო?
–ანუ უნდა წამოგეღოთ.
–ხო ენერგეტიკულს რაც შეეხება ეგეც შეიძლებაო, მაგრამ ერთად ბევრი არ დალიოსო. –საერთოდ არ ვსვამ. ვიღაც–ვიღაცეებმა დენის დაზოგვის მიზნით ჩემთან გადაწყვიტეს ყურება, მაგრამ ანაზღაურებას არ აპირებენ.
–ჩავირბენ და ამოგიტან, ნუ ბურღავ ტვინს რა?
–არ მინდა ანრი. თან იწყება უკვე.
–რატო კინკლაობთ ბიჭებო?
–ამირანი გვაბრაზებს.
–ნახე რა? აქეთ ვაბრაზებ თურმე.
–კარგით ახლა, სესილი ყურადღებას ნუ მოგვაქცევ, ჩვენ სულ სე ვართ.
–ხო, რეზი მართალს ამბობს. არ გეგონოს, რომ ვჩხუბობთ.
–კარგი. ისე თუ სასმელზე კინკლაობდით მაცივარშია და მოვიტან.
–მართლა?
–ხო ანრი, რადგან შეიძლება, წამოვიყოლე. ეს ლუდი, ესეც ენერგეტიკული, ეს კიდე პოპ კორნი.
–აუ სესილი ფრთებს სად მალავ? რა გაუძლებდა ამის წუწუნს.
–რეზი! მადლობა სესილი.
–არაფერს.
რაგბს ყველანი ერთდ უყურებდნენ, ბიჭები ხანდახან წამოიყვირებდნენ ხოლმე. საბოლოოდ თამაში ქართველების მოგებით დამთავრდა. რის აღსანიშნავადაც რეზი და ანრი ლუდში დაიხრჩვნენ, როგორც ამირანი ამბობდა.
–აუ მოდი ჯოკერი ვითამაშოთ რა, ოღონდ რამე მოვიფიქროთ.
–რა ჯოკერი რეზი? ციფრების გარჩევ არა მგონია შეძლო.
–არც ეგეთი მთვრალი არ ვარ, არა ანრი?
–ხო, ნუ გგონია მასე. აი ნახე სწორ ხაზზე გავივლი.
ბარბაცით გაიარა “სწორი” ხაზი.
–სწორ ხაზზე ხო?
–რა არა? შენ მატყუებ, სესილი ხო სწორი ხაზი იყო?
–კი ანრი, ასეთი სწორი ხაზი არასდროს მინახავს. – ჩუმად იცინოდა გოგო.
–აჰა, ხოდა ვითამაშოთ.
–კარგი ხო. მაინც მომბეზრდა ესე ჯდომა.
–ამას რა ენაღვლება ერთი გამაგებინა რა? წევს ორი დღეა, არაფერს არ აკეთებს, სამსახურში არ დადის, სესილი უვლის. კიდე აქეთ რო წუწუნებს.
–აბა, აბა. ნეტა მე მომივლიდეს ვინმე.
–ლიკა არ მოგივლიდა რეზი?
–ლიკა. მე ლიკასთან უნდა წავიდე და ჩავეხუტო.
–სად უნდა წახვიდე ბიჭო, გოგოს გული არ გაუხეთქო.
–აი რეზი, შენც გამოგიჩნდა პატრონი და მე?
–ანრი! გეყოთ ეხლა ორივეს.
–ბავშვობაში ერთი გოგო მიყვარდა.. რა ერქვა?
–აუ დაიწყო...
–შენ რა გინდა, სესილის ვუყვები. ხო გაინტერესებს?
–რომ გამოფხიზლდები მერე მომიყევი ანრი, ძალიან მაინტერესებს.
–აი სესილი მომივლის მე. მაინც მეზობლები ვარ, ჩვენი მამები მეგობრები არიან, ხო მომივლი სესილი?
–ვიმედოვნებ ამის საჭიროება არასდროს გექნება ანრი.
–და თუ მექნება? მითხარი, რომ არ მიმატოვებ.
–ანრი! გეყოს უკვე, სესილის აწუხებ. ყურადღებას ნუ მიაქცევ რა, მთვრალი სულ წუწუნებს და გულჩვილი ხდება.
–არ მაწუხებს. კი ანრი, შენთან მოვალო და კარტოფილს მოგიტან, კიდე ფორთოხალს და ვაშლსაც.
–უნდა ჩაგეხუტო! შენ ჩემი დაიკო იქნები აწი. ვინმე თუ გაწყენინებს მე მითხარი ხოლმე, ამირანს კი არა.
–ამირანი რომ გავხვიე პრობლემებში ის ცოტა იყო და მისი მეგობრები ჩავითრიო ხო
–სესილი!
–კარგი ხო ვჩუმდები.
–ბიჭებო მგონი სახლში წასვლა და დაძინება გჭირდებათ.
–მეძინება.
–მეც.
–არ ვიცი რანაირად უნდა მიხვიდეთ სახლებამდე. ტაქსს გამოვიძახებ და მისამართებს ვეტყვი, იმედია სახლის კარებს მიაგნებთ.
–მე ანრისთან მინდა დარჩენა.
–ხოდა წადი ანრისთან. ტაქსს დავურეკავ და მისამართს ვუკარნახებ. ხუთ წუთში აქ იქნება.
–კაი მაშინ ჩვენ ჩავალთ და იქ დაველოდებით. აბა კარგად. ხვალ გნახავთ.
–ამირან მეც გავყვები ბიჭებს და დავრწმუნდები, რომ კარს მიაგნებენ.
–კარგი სესილი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
–კაი რა ამირან, მეზობლად ვართ მე და ანრი, რის მადლობა. ოღონდ სართული და ბინის ნომერი მითხარი, ვაიდა ვერ გაიხსენონ.
–არა, ამიტომ არ გიხდი მადლობას. მადლობა, რომ მომიარე სესილი.
–ამირა, იცი ვფიქრობდი, რომ დღეს აქ დარჩენა აჯობებდა, მაგრამ თუ თვლი, რომ თავს გაართმევ, უკან აღარ დავბრუნდები.
–მეც ვფიქრობდი, რომ დარჩენას აპირებდი, მაგრამ გაყოლა რომ დააპირე..
–ა, არა. უბრალოდ მივაცილებ, ჩემს რაღაცეებს ავიღებ და უკან გამოვყვები. ეგ ვიგულისხმე.
–ახლა გასაგებია. მაშინ ასე მოიქეცი, მაგრამ საღამოა დ ფრთხილად იყავი კარგი?
–კარგი. მალე დავბრუნდები.
სესილიმ ბიჭები სახლამდე მიაცილა. გზაზე ბევრი იცინეს და ბოლოს კიბეებზე მაინც ძლივს ავიდნენ. გოგომ ტანსაცმელი გამოიცვალა და ჰიგიენური ნივთები აიღო. იგივე ტაქსში ჩაჯდა და უკან წამოვიდა. ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა საჭესთან და ჩუმად მართავდა. სესილის მოეჩვენა, რომ განზრახ ატარებდა ძალიან ნელა. თან გამუდმებით უყურებდა სარკიდან და თავი ცუდად იგრძნო. სადაცაა დაბინდდებოდა და ცოტა შეეშინდა კიდეც. ბიჭებთან ერთად ვერაფერი იგრძნო, მაგრამ ახლა ეს კაცი სხვანაირად უცინოდა და უყურებდა.
–ამირან, მე ვარ, რომელ კორპუსში ხარ?
–სესილი რა გჭირს, ოცდამეთოთხმეტე.
–ანუ მანდ დამელოდები? კაი დაახლოებით ხუთ წუთში მოვალ.
–რამე ხდება? რა უცნაურად მელაპარაკები.
–და რომელი წვენი წამოვიღო?
–სესილი რა გჭირს?
–აა, ანუ ფორთოხალი? კარგი, აი მალე მოვალთ უკვე.
–რას ამბობ სესილი, ვერ ვხვდები.
–ეზოში ხარ, კი აი დაგინახე. თეთრ მანქანაში ვზივარ.
–რაღაც ხდება ხო?
–კაი მოვალ ახლავე.
გოგო ტაქსიდან გადმოვიდა და სწრაფად შევიდა კორპუსში. კიბე სირბილით აიარა და გულზე მოეშვა.
–მოვედი.
–სესილი რას მეუბნებოდი ტელეფონში, ვერაფერი გავიგე.
–ისეთი არაფერი.
–რა არაფერი სესილი, რა კორპუსი და ეზო. ან რა წვენი? რამე მოხდა?
–არა, უბრალოდ დაგირეკე.
–ეგრე სწრაფად რატო სუნთქავ? მორბოდი?
–ჰო უცებ ამოვედი და ცოტა დავიღალე.
–მითხარი რა მოხდა.
–ბიჭები მივაცილე და ტაქსში დავბრუნდი. ის კაცი რაღაც უცნაურად იქცეოდა და ამიტომ დაგირეკე.
–რას გულისხმობ?
–სპეციალურად ატარებდა ნელა და რაღაცნაირად მიღიმოდა. ცოტა დავიძაბე და მაინც უსაფრთხოების მიზნით დაგირეკე. მივახვედრე, რომ მარტო არ ვიყავი.
–ახლა გასაგებია. ნერვები მეშლება ჩემ გამო რეების გაკეთება გიწევს.
–კაი რა ამირან. არაფრის გაკეთება არ მიწევს, ყველაფერი კარგადაა.
–რამე რომ მოგსვლოდა? მთელი ორი დღეა ჩემ გამო არც გძინავს და არც ჭამ.
–მსგავსი არაფერი ამირან. ბოდიში, რომ განერვიულე.
–ნუ სულელობ. კარგად მოიქეცი, რომ დამირეკე.
–კარგი. აქაურობას მივალაგებ, შენ დაისვენე.
–სესილი, მე მაინც აქ ვწევარ და ამაღამ ჩემ ოთახში დაიძინე. ცოდო ხარ, წუხელაც არ გეძინა.
–არა ამირან რას ამბობ. აქ მირჩევნია.
–იმ ოთახში დაიძინე სესილი. ამაში ცუდი არაფერია. შენც კომფორტულად იქნები და მეც მშვიდად დამეძინება.
–კარგი მაშინ. იცოდე რამე თუ დაგჭირდება, დაიძახე. ან რამე თუ აგტკივდა.
–კარგი მშვიდად იყავი. ტკბილი ძლი
–შენც ასევე.
მესამე დღეს ამირანი უკვე კარგად იყო. სიარულიც აღარ უჭირდა. მხოლოდ მჯდომარეს სტკიოდა ჭრილობა. დილით ორივემ ერთად ისაუზმეს და ნაშუადღევს ბიჭებიც მოვიდნენ.
–აბა როგორაა დაზარალებული?
–კარგად ვარ. უვე ჩვეულებრივ დავდივარ, უბრალოდ ჯდომა მიჭირს.
–მშვენიერი მკურნალი ყოფილხარ სესილი.
–კაი რა, მე კი არა წამლების გამოა.
–ჰო თან ამირანი მაგარი ბიჭია. ამას რა მოკლავდა.
–რანაირად ლაპარაკობ ანრი? თავი გტკივა შენ ხო?
–კი ძაან. რეზიც “პახმელიაზეა” რა ვქნათ არ ვიცით.
–გინდათ ტკივილგამაყუჩებელი მოგიტანოთ?
–არა სესილი, მადლობა. ეგ არ გვიშველის.
–ჰო, ამათ ეხლა რამე ცხელი უნდათ.
–აუ რა ჭკვიანია ეს ბიჭი, მაგრამ ცხელი რა ვჭამოთ. ჰა ანრი?
–აუ ხინკალი მინდა.
–ამ სიცხეში რა დროს ხინკალია?
–ამირან ნუ სარგებლობ იმით, რომ არ დაგილევია.
–შენც არ დაგელია მერე.
–აუ რა დროს ეგაა ხალხო, ხინკალი მინდა.
–აუ მეც.
–მისამართი შეგეშალათ ბიჭებო, ეს სახინკლე არაა, ჩემი სახლია.
–ვიცით, მაგრამ უნდა გვიშველო.
–მე უნდა წაგიყვანოთ?
–არა, რესტორანში არ გვინდა, გვეზარება.
–აბა ხინკალი სად უნდა ჭამო ადამიანო?
–ამირან გამოვიძახოთ რა?
–კარგით, ჯანდაბა თქვენს თავს.
–რეზი რა გამოძახება? გაცივდება.
–ახლა ორივემ გამასწარით აქედან . მე ხო არ გავაკეთებ არა?
–ბიჭებო მე ვიცი რაც უნდა ვქნათ.
–უი სესილი, ვერ შეგამჩნიე.
–ისე იყავით ამირანის დარწმუნებით გართულები, არაუშავს.
–სესილი მოიფიქრე რამე თორე გავყრი ეხლა ამათ აქედან. მერე რაღა შემოირიგებთ.
–მოვიფიქრე უკვე. ეხლა ანრი ადგება და წყალს დაადგამს, მე მანამდე მაღაზიაში ჩავალ და კარგ ხინკალს ვიყიდი.
–აუ სესილი გენიოსი ხარ.
–ხოდა თუ ასეა წყალი დაადგი რეზი.
–ეს გოგო ჩემი დაა.
–ვიცი ანრი ეგ გუშინაც მითხარი.
–ჰოდა კარგი მითქვამს.
–კაი წავალ მე და ამოვალ. კიდე რამე გინდათ?
–პილპილი, კიდე ლუდი.
–კაი წავედი და წყალი დადგმული დამახვედრეთ.
–რა გჭირთ ბიჭო თქვენ, რა ლუდი და ხინკალი აგიტყდათ.
–აუ ამირან შენ გაჩუმდი რა.
–ნახე რა, მარტო შენ უნდა მოგაქციოს ყურადღება ხო?
–ბარემ ხაშის გაკეთება დაგევალებინათ გოგოსთვის.
–ახლა არა, მაგრამ ჩვენი რძალი რომ იქნება, მერე ვთხოვთ. შენი ხათრით უარს არ გვეტყვის. არა რეზი?
–ანრი რა რძალი. ჩაიგდე ეგ ენა. სესილისთანაც არ წამოგცდეს რამე.
–ნუ გეშინია ამირან, შენ მაგივრად არაფერს ვეტყვი.
–და მე რა უნდა ვუთხრა?
–ვითომ არ იცის. ის, რომ მოგწონს.
–ნუ ბოდავ სისულელეებს რეზი რა?
–დაიცა, არ მოგწონს?
–არა...
–აუ ძმა ხარ ამირან, შენი ხათრით როგორ ვიკადრებდი და თუ შენ არ მოგწონს, მართლა ძმა ხარ.
–რა? რას ბოდავ ანრი? ორი წუთს წინ ეუბნებოდი ჩემი და ხარო.
–აბა რას ვეტყოდი მეგონა, რომ მოგწონდა. ახლა მე ვიცი.
–სერიოზულად იძახი მაგას?
უცებ ორივეს სიცილი აუტყდა, ამირანი დაბღვერილი უყურებდა ბიჭებს.
–არ მოგწონს ხო? ვერ გამოგტეხე?
–ხუმრობდი ხო? რა სულელები ხართ.
–შენ უფრო სულელი ეგ რომ დაიჯერე.
–ამირან მოგწონს სესილი?
–არ.. ხო, მომწონს.
–ეგრე რა! თორე უკვე ვბრაზდებოდი.
–რა გაბრაზებდა რეზი?
–რომ არ ტყდებოდი.
–აუ ეს ჩვენ არ გვეუბნებოდა და იმ გოგოს როდის ეტყვის.
–შემეშვით ორივე.
–კარგი ხო. სანამ გაგვყრის ჯობია გავჩუმდეთ.
–როდის მოვიდა სესილი?
–გუშინვე დაბრუნდა უკან.
–რა საყვარელია, როგორ განიცდის.
–ანრი ხომ გახსოვს, რომ მე უკვე ვაღიარე ყველაფერი.
–შენ არ ხარ მემგონი კარგად. წინასწარ გაფრთხილებ, მამამისის მერე მე უნდა მთხოვო სესილის ხელი, ხოდა ჭკვიანად იყავი.
–მართალია ანრი. შენთვისვე აჯობებს კარგად მოიქცე.
–მემუქრებით?
–არა, მინიშნებას გაძლევთ.
–კარგი რეზი, ლიკას ხელის თხოვნას როდის აპირებ?
–რა იყო რო? უნდა დამასწრო?
–არა, უნდა ავუხსნა რამხელა შეცდომას დაუშვებს თუ თანხმობას გეტყვის.
–კარგით ახლა, ნუ მახსენებთ რა მარტოსული ვარ.
–მოვედი.
–თქვენი ხმა არ გავიგო ამ საკითხზე.
–მადლობა სესილი.
–რის მადლობა ბიჭებო.
–აუ ლიკას დავურეკავ და მოვა. შენი ნახვა ისედაც უნდოდა.
–დაურეკე.
–სესილი ხო გინდა ლიკას გაცნობა?
–სიამოვნებით რეზი.
სანამ ლიკა მოვიდოდა გოგომ სუფრა გაშალა.
–სესილი გაიცანი, ეს ლიკაა ჩემი შეყვარებული.
–სასიამოვნოა.
–ჩემთვისაც სესილი. მადლობა გუშინ ეს ლოთები სახლში რომ მიაცილე, რეზიმ მომიყვა.
–აა, ეგ არაფერი. ხუთ წუთში მოიხარშება.
–ვეღარ ვითმენ.
–კარგი ანრი, რა გჭირს.
–ნახე რა, დაინახა თუ არა ლიკა, ეგრევე დადინჯდა.
–ამირან!
–შენ მაგაზე არ იდარდო ამირან, მოხარშულს ვიცნობ ამ ვაჟბატონს.
–მოდით, დავსხდეთ.
სუფრას ყველანი შემოუსხდნენ და სესილიმაც მიიტანა ხინკალი. ანრიმ მაშინვე პირში გაიქანა საჭმელი.
–სესილი როგორ დიასახლისივით ტრიალებ, გიხდება ეგ როლი. აუ!
–რა იყო რეზი პირი ხო არ დაიწვი.
–არა, ამ.. ამირან პილპილი მომაწოდე თუ შეიძლება.
–ახლავე რეზი.
ძალიან კარგი დრო გაატარეს ერთად. მართალია რეზი ბუზღუნებდა, რადგან ამირანმა ფეხი ატკინა, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ლიკამ და სესილიმ სუფრა ერთად აალაგეს, ბიჭებიც წასასვლელად მოემზადნენ. ყველას გაცილების შემდეგ სსილიმ ჭურჭელი მოაწესრიგა.
–მიხარია რომ გამოჯანმრთელდი ამირან.
–შენი დახმარებით.
–ვფიქრობ დღეს აღარაა აუცილებელი ჩემი აქ დარჩენა.
–როგორც შენ გინდა სესილი.
–კარგი მაშინ. ხვალ აუცილებლად შემოგივლი, მაგრამ თუ რამე დაგჭირდა დამირეკე კარგი?
–კარგი სესილი. მადლობა ყველაფრისთვის.
–არაფერი გამიკეთებია სამადლობელი ამირან. მიხარია, რომ შენი დახმარება შევძელი.
–კარგად სესილი.
–შეხვედრამდე ამირან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent