შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდინარეში ნაპოვნი სიყვარული თავი 9


11-08-2024, 19:06
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 922

გოგომ მთელი ღამე ვერ მოისვენა. იქნებ და რამე დასჭირდა ამირანს. დილით ნაადრევად ადგა და რაღაცეები გაამზადა. დიდხანს ვეღარ ითმინა და ნაშუადღევს გადაწყვიტა ბიჭის მონახულება. კართან მისულს სიცილის ხმა შემოესმა და ვერ მიხვდა შესულიყო თუ არა. ზარი დარეკა და მოცინარმა გოგონამ გაუღო კარი. სესილი ცოტა დაიბნა და ვერ მიხვდა რა ეთქვა. ზუსტად ამ დროს კიბეებზე რეზი და ანრი გამოჩნდნენ და გოგოს უკან ამოუდგნენ.
–ეე ნატალი? აქ საიდან გაჩნდი?
–როგორ ხართ ბიჭებო? ამირან ბიჭები მოვიდნენ.
–ნატალი ეს სესილია, ჩვენი მეგობარი.
–გამარჯობა.
–რას დგახართ, შემოდით.
ამირანი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. ბიჭები უცნაურად უყურებდნენ და სესილის ვეღარ გაეგო რა ექნა. ყველანი დივანზე ისხდნენ.
–ჩვენთვის ვაკეთებდი ყავას და თქვენც გინდათ?
–აუ კი რა. სესილი იცი ნატალი რა კარგ ყავას აკეთებს?
–დარწმუნებული ვარ. როგორ ხარ ამირან?
–უკეთესად.
–ნატალი გვითხარი ახლა აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
–გუშინ დაბლა შევხვდი ამირანს, სეირნობდა. მოვიკითხეთ ერთმანეთი და დღეს მოვაკითხე.
–კარგი გიქნია. ამის მარტო დატოვება არ შეიძლება.
–ანრი!
–აი ყავაც მზადაა.
–მადლობა.
–მოგვიყევი აბა როგორ ხარ?
–რავი რეზი ნორმალურად. ძალიან დიდი ხანია არ მინახიხართ. თქვენი ამბები მითხარით.
–ჩვენც ნორმალურად ვართ. მე და ლიკა ერთად ვართ.
–მართლა? ვინ იფიქრებდა. უნივერსიტეტში სულ ჩხუბობდით ხოლმე. აუ რა კარგი დრო იყო.
–ხო ძალიან. მე ისევ ისეთი მარტოსული ვარ. ვერავინ მიგებს.
–მე ვიტყოდი, რომ შენ ისევ ისეთი წუწუნა ხარ ანრი.
–აყვა ეხლა ამათ.
–ისე საუკუნეა არ მინახიხარ ნატალი, ნუ მას შემდეგ რაც შენ და ამირანი დაშორდით.
–ხო მასე გამოვიდა. დავიშალეთ იმ ამბების მერე. მართლა რა კარგი დრო იყო.
–არ გვინდა იმ ამბების გახსენება.
–რატომ ვითომ? მერე რა, რომ რაღაცეები ჩაიშალა. სამაგიეროდ, მშვენიერი წლები იყო. პატარები ვიყავით, პოზიტიურები, ალბათ ამიტომაც მოხდა ასე.
–ისე ახლა რაღა დროსია, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ დაქორწინდებოდით.
სესილის ვერ გაეგო რა ხდებოდა. ყველა ერთმანეთს იცნობდა და საერთო წარსული ჰქონდათ. თავი ზედმეტად იგრძნო. უხერხულობისგან საით გაეხედა აღარ იცოდა.
–სესილი შენ როგორ გაიცანი ბიჭები?
–მე ჯერ ამირანს შევხვდი სრულიად უცნაურ სიტუაციაში, მერე ბიჭებიც გავიცანი. მე და ანრი მეზობლები ვართ.
–კარგია. რას იტყვი ანრი, იქნებ სესილი გიგებს ჰა?
–არა მსგავსი არაფერი. სესილი ჩემი დაიკოა.
–ჰო მსგავსი არაფერია.
–აბა ნატალი შენ გვითხარი ახალი ამბები.
–რავი ისეთი არაფერი არ ხდება. ვატოს ცოტა ხნის წინ დავშორდი.
–ეე რატო?
–რა ვიცი ასე გამოვიდა. ახლა მარტო ვარ, შენსავით ანრი.
–კარგი ამირან, რადგან გინახულეთ, ჩემი წასვლის დროა. მიხარია, რომ გამოჯანმრთელდი.
–მოიცა სესილი, დარჩი ცოტახნით. ახლახან მოხვედი.
–სესილი არ ვიცი, მაგრამ მე უნდა წავიდე. თან დიდი ხანია აქ ვარ.
ნატალი წავიდა და დანარჩენები ცოტა ხნით დარჩნენ. ცოტა ისაუბრეს, სესილიმ ჭრილობასაც დახედა.
–თითქმის ბოლომდეა მოშუშებული. კარგია.
–მიხარია ჩემს მოსანახულებლად რომ მოხვედით.
–აბა შენ მარტო არ დაიტოვები და.
–ოხ რეზი, გააჩუმე რა ეგ ენა.
–ბიჭებო კარტოფილი მოგიტანეთ და მაკარონი.
–სესილი და ხარ რა.
–მადლობა სესილი, ნუ წუხდები.
–რა შეწუხებაა. ოღონდ გაცხელება მოგიწევთ.
–ეგ რა პრობლემაა.
–ძალიან კარგი. ახლა მე წავალ, თქვენ გაერთეთ.
–აუ დარჩი რა ცოტა ხანს?
–ვერა ანრი, გოგონები უნდა ვნახო, მერე საქმეები მაქვს.
–კარგით ბიჭებო, სესილის ნუ მოვაცდენთ. მადლობა ყველაფრისთვის.
–არაფრის ამირან. ბოლო ცუდად ყოფნა ყოფილიყოს შენს ცხოვრებაში.
სესილიმ სახლი დატოვა და მახლობელ კაფეში დაელოდა მეგობრებს. გოგონებიც მალე გამოჩნდნენ და ჩაფიქრებულს გვერდით მიუსხდნენ.
–სესილი ამირანი ცუდადაა?
–არა, უკვე აღარ. მადლობა ღმერთს ჭრილობა ნელ–ნელა იხურება.
–აბა რამ დაგაფიქრა ასე? რაც მოვედით ხმა არ ამოგიღია.
–არაფერია.
–კარგი, როგორც გინდა. აბა სამშაბათს რას ვაპირებთ?
–რა უნდა დავაპიროთ, როგორც ყოველთვის. სადმე დავსხდეთ, ან ჩემთან მოდით და ეგ იქნება.
–არ მოგბეზრდა? ნათია დეიდა სულ მაგაზე გეჩხუბება, თან ოცდაორი წლის ხდები.
–რამე განსაკუთრებული ციფრია?
–არა, მაგრამ რამე მოვიფიქროთ რა.
–თუ მოიფიქრებთ, რავი ვნახოთ.
–აი ნახავ, კარგ დღეს გავატარებთ.
–ხო რა, სამი დღე კიდევ გვაქვს. შენები ხო ჩამოვლენ?
–კი ორშაბათს ღამე ალბათ ან სამშაბათს დილით.
–კარგია, რა ჯობია ნათია დეიდას ნამცხვრებს.
–აბა, აბა.
–თქვენ ეგ ნამცხვრები გიხარიათ ხო?
–შენი დაბადების დღეც და ნამცხვრებიც.
–კაი წავიდეთ ახლა სახლებში.
–კაი. გამოიკეთე ეგ ხასიათი ცოტა.
ამარანი მეორე დილითვე წავიდა კახეთში გახანგრძლივებული შვებულების ასაღებად. ის დღე ოჯახთან ერთად გაატარა და კვირას ნაშუადღევს დაადგა თბილისის გზას. გაჩერებასთან მდგარი სესილის მშობლები დაინახა და მიესალმა.
–გამარჯობა გურამი ძია, ნათია დეიდა. თბილისში მიდიხართ?
–კი შვილო.
–წამოდით მე წაგიყვანთ.
–ნუ შეწუხდები ამირან.
–რა შეწუხებაა ნათია დეიდა, ჩასხედით.
–მადლობა ამირან. დაასრულე სამსახური?
–კი, გრძელვადიანი შვებულება ავიღე. სანამ გაირკვევა ამბები, შვებულებაში ვარ.
–იცვლება რამე?
–კი გურამი ძია. ნუ ყოველ შემთხვევაში, კახეთში აღარ ვიქნები. არ ვიცი გამიშვებენ თუ არა სადმე.
–გაუხარდებოდა ირმას.
–კი ძალიან, სულ იმას წუწუნებს, ვერ გვნახულობო.
–ჰო ასეა. შენ ვერ იცლი, გოც საფრანგეთშია.
–ისე ამირან აღარ უნდა ჩამოვიდეს?
–ჰერ სწავლობს გურამი ძია. მაგისტრატურაზეა, მეორე კუსზე. კი გვპირდება ამ ზაფხულს ჩამოვალო და ვნახოთ.
–ჩამოვიდეს და დახვედრა ჩვენ ვიცით.
–კი, ასე იქნება. თქვენ სესილისთან დაგტოვოთ ხო?
–არ შეწუხდე ამირან, მივალთ მეტროთი ან ავტობუსით.
–არა, რას ამბობთ, თან რაღაცეებიც გაქვთ და მიიყვანთ. მე არსად მეჩქარება.
–კარგი მაშინ. მადლობა ამირან.
–არაფრის ნათია დეიდა.
–იცი სესილი ხვალ გველოდება და დღეს რომ ჩავალთ გაუხარდება.
–დარწმუნებული ვარ.
–ჩემი პატარა გოგო.
–კაი რა გურამ, ხო იცი ბრაზობს ასე რომ ეძახი.
–მე არ ვეტყვი გურამი ძია. აი მოვედით.
–მადლობა ამირან. წამოდი ყავაზე დაგპატიჟებთ.
–არა, ნუ შეწუხდებით. თან სესილიც არ გელოდებათ და ვერ შეგაწუხებთ.
–რა შეწუხებაა. წამო, წამო.
კარი საშინაო ფორმაში ჩაცმულმა სესილიმ გაუღოთ. თეთრი უმკლავებო მაისური და ამავე ფერის ქვედაბოლო ეცვა. თმა არეულად დაეკოსა თავზე.
–დე, მა, მე ხვალ გელოდით. შემოდით.
–ხო ვიცი დე, ამიტომაც დღეს ჩამოვედით.
–უი ამირან, როგორ ხარ? შემოდი, ახლავე გაგიკეთებთ ყავას.
–კარგად სესილი, შენ?
–მეც ვარ რა.
–რა კარგი ქენით რო ჩამოხვედით.
–აბა რას ვიზამდით მამი, თან სულ ერთად ვართ ხოლმე ამ დღეს.
–მგზავრობამ ხომ არ დაგღალათ?
–არა დე, ამირანმა მოგვაბრძანა.
–ძალიან კარგი. აი ყავაც ადუღდა, გემრიელად მიირთვით.
–გემრიელი იყო, მადლობა. ახლა წავალ მე.
–კარგი შვილო, მადლობა.
–რის მადლობა ნათია დეიდა. ნახვამდის.
სესილიმ გააცილა ბიჭი კარამდე.
–ამირან ჭრილობა როგორ გაქვს? ჩემებთან ვერ გკითხე.
–კარგი ქენი, რომ არ მკითხე. ჩემებისთვის არ მითქვამს. ტყუილად უნდა ინერვიულონ. კარგად ვარ, აღარ მაწუხებს.
–ძალიან კარგი. მიხარია, რომ კარგად ხარ ამირან.
–ვიცი. ნახვამდის.
–ნახვამდის.
მთელი დღე ცდილობდნენ მშობლები სესილის დათანხმებას დაბადების დღის გადახდასთან დაკავშირებით.
–კარგი რა დედა. რა აუცილებელია ეს სუფრები. გოგონები მოვლენ და ყავას დავლევთ, ტორტს ვიყიდი და მეტი რაღა ავღნიშნო.
–სესილი დე, ამ ერთხელ დაგვიჯერე რა? პატარა სუფრა გავშალოთ. შენ ვინც გინდა ის დაპატიჟე.
–არავინ არ მინდა რა. ეს სუფრაც რისთვის უნდა გაწვალდე.
–მამი შენი ასე გადარჩენაც არ აღგვინიშნავს. თან დედა კი არ გაამზადებს. რამე კარგი რესტორანი აარჩიე, ლამაზი დიზაინით, როგორიც შენ გინდა. შენი მეგობრები დაპატიჟე.
–ხო რა სესილი. იმას კი არ გეუბნებით, ყანწები სვით–თქო. მხოლოდ ახალგაზრდები იქნებით. გაერთობით, იმღერებთ, იცეკვებთ. ამაში ცუდი რა არის.
–კარგით ხო, უარს ვერ გეუბნებით. ოღონდ იცოდეთ არანაირი ყანწები და განსხვავებულები.
–არა მა, ჩვენ გავაკონტროლებთ ხვალ ყველაფერს და ზეგ სულ არ მოვალთ იქ. მთავარია შენ დაგვეთანხმო.
–კარგით მაშინ. ახლა ამაზე უნდა მაფიქროთ. ვინ მყავს დასაპატიჟებელი?
–შენ ვინც გინდა დე.
–კარგით მე მოვიფიქრებ რამეს. დღეს გოგონებს ვთხოვ და მომაძებნინებენ კარგ რესტორანს. სტუმრების სიასაც ერთად დავწერთ.
–კაი დე. ჩვენ ცოტას დავისვენებთ, ამოვალაგებთ. შენ გოგონებთან წადი.
–კაი. ვეცდები მალე მოვიდე.
სესილი გოგონებს შეხვდა და კაფეში დასხდნენ.
–აი ხომ გითხარი, რამეს მოვიფიქრებთ–თქო.
–ნუ მართალია შენმა მშობლებმა მოიფიქრეს, მაგრამ მაინც.
–სამაგიეროდ ჩვენ სხვა რაღაცეებს გავაკეთებთ
–გოგონებო კარგით ახლა. სტუმრების სია დავწეროთ, შემდეგ რესტორანი გვაქვს ასარჩევი.
–ხო, რამდენნი ვიქნებით ხო უნდა ვიცოდეთ.
–აბა ჩამოთვალე ვის ეპატიჟები.
–ნუ ჩვენ ოთხნი, კიდე ჩემი კურსელი გოგონები, ეგენი სამნი. ქეთის ძმა გიო. კიდე ვინ?
–ამირანს ეტყვი?
–კი აუცილებლად. ეგეც ოთხი.
–ოთხი?
–ხო, ამირანი, ანრი და რატი, ლიკა.
–კაი, კიდე ვინმე?
–ეს გამოვიდა თორმეტი კაცი. რავი მგონი საკმარისია.
–კი სრულებით. მაშინ ახლა რესტორანი ავარჩიოთ.
–ისეთი მინდა, ნორმალური სივრცე რომ იყოს. წესიერი კერძები და კარგი მუსიკა.
–ერთი ეგეთი ვიცი. აქვე ახლოსაა. ვერანდაც აქვს და პატარა ეზოც.
–მშვენიერი ხოდა. ნომერი თუ გაქვს დავრეკოთ.
–გეგონება არ იცი რა, სალის ყველასი ნომერი აქვს.
–ვიცი ხო. მე გოგოებს დავურეკავ ხვალ, ამირანსაც. ანრი მეზობლადაა და პირადად ვეტყვი. რეზის ისინი ეტყვიან. ხო რა მოვგვარდით.
–სესილი ველაპარაკე იმ რესტორნის მენეჯერს, ხოდა სამშაბათს თავისუფალია. დიზაინი აარჩიეთ და გაგიკეთებთო. მენიუ კლასიკური.
–ძალიან კარგი. აუ რამე ერთი ფერის რო იყოს ან კომბინაცია რა კარგი იქნებოდა.
–ხო, ბუშტები, განათებები, იმ ფერის კაბას ჩაიცვამდი.
–აუ კაბა. რა უნდა ჩავიცვა?
–მოიცა ჯერ ფერები ავარჩიოთ და ეგ მერე მოიფიქრე.
–ოქროსფერი?
–ეგ ოცდახუთის რომ ვიქნები, მაშინ.
–მაშინ ვერცხლისფერი.
–ეგ კარგია, კიდევ რამე ფერი რომ იყოს. ღია ცისფერი?
–აუ კი. ან მწვანე.
–ორივე იყოს. ესე იგი ღია ცისფერი, ვერცხლისფერი, და ღია მწვანე.
–კი გავუგზავნი.
–კაი, მაშინ მე რა ფერის კაბა ჩავიცვა?
–მგონი თეთრი კარგი იქნება.
–ხო თეთრი ნეიტრალურია, თან გიხდება.
–კაი. ასე ვიზამ. ხვალ წავალ და რამე წესიერს ვიყიდი. თეთრი კაბა კი მაქვს, მაგრამ ძაან უბრალოა.
–ასე მოვიქცეთ.
–კარგით. ძალიან დიდი მადლობა გოგონებო დახმარებისთვის.
–რის მადლობა გოგო.
სესილიმ გეგმა მშობლებსაც გააცნო და მათაც მოუწონეს იდეები. ორშაბათს გოგომ რესტორანი მოინახულა და შემდეგ მაღაზიებში წავიდა კაბის საყიდლად. ძალიან ბევრი ეძება და ბოლოს ერთი კაბა შეარჩია. ძალიან ლამაზი და სადა. შემდეგ სტუმრების დაპატიჟებას შეუდგა. ყველა დაპატიჟა, მაგრამ ამირანმა ზარს არ უპასუხა და გადაწყვიტა ხვალ ვეტყვიო. სესილის მეგობრებმა გოგოსთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტეს და მაღაზიებში დადიოდნენ ნივთების საყიდად. ქუჩაში გამოსულებს შემთხვევით ამირანი გადაეყარათ.
–უი ამირან როგორ ხარ?
–გამარჯობა გოგონებო, კარგად თქვენ?
–ჩვენც კარგად.
–რომელიმე იუბილარი ხართ?
–არა.. სესილის სიურპრიზს ვუწყობთ და ეს ქუდები ამიტომ გვახურავს.
–აა. კარგით ნახვამდის.
ამირანი როცა სახლში დაბრუნდა, სესილის ზარი დახვდა და გადაურეკა.
–სესილი მირეკავდი? ტელეფონი სახლში დამრჩენია და ეხლა ვნახე.
–კი ამირან. ხვალ დაბადების დღეზე მინდოდა შენი დაპატიჟება. ზუსტ საათს და მისამართს ხვალ მოგწერ. ანრის მე თვითონ ვუთხარი და თუ შეგიძლია რეზის და ლიკას შენ გააგებინე.
–კარგი სესილი, ვეტყვი. მადლობა.
–კაი ხვალამდე მაშინ.
ბიჭმა რეზის დაურეკა და ანრისთან შეიკრიბნენ.
–ახლა არ წახვედით?
–რა იყო ანრი, ისევ მოვედით.
–კაი ხო, ისე გითხარით.
–ხვალ სესილის დაბადების დღეა.
–ვიცი, პირადად დამპატიჟა.
–ჰოდა ჩვენც დაგვპატიჟა, მაგრამ რა ვაჩუქოთ?
–დაგასწარით ყვავილებს მე ვჩუქნი.
–კაი ანრი, მართლა? ყვავილებს იქ ყოველი მეორე აჩუქებს ან ყველა. მაგის გარდა რა ვაჩუქოთ.
–რა მოსწონს ამირან?
–მე რატომ მეკითხებით? არ ვიცი. ერთად მოვიფიქროთ რამე.
–უიმე, რო კითხო მოსწონს. რამე სამკაული რო ვაჩუქოთ?
–ისე ხო. ყელსაბამი ან რამე ეგეთი.
–ეგ შეიძლება, მაგრამ ასე უხებ რა უნდა ვიყიდოთ.
–მე ვიცი რა უნდა ვქნათ. ლიკას დავურეკავ და ის აგვარჩევინებს კარგ საჩუქრებს. თან ყველაფერი იცის, სად რა იყიდება.
–აქამდე სად იყავი? დაურეკე მიდი.
ლიკა მალევე მოვიდა, რადგან რეზიმ ტელეფონში არაფერი არ აუხსნა და უთხრა სიკვდილ–სიცოცხლის საკითხიაო.
–აბა რა ხდება?
–უნდა გვიშველო ლიკა, ხვალ სესილის საჩუქრები უნდა მივუტანოთ და აზრზე არ ვართ რა ვაჩუქოთ.
–უიმე, მე კიდე გული გამისკდა.
–სამკაულებზე შევჩერდით, მაგრამ ყველა ერთიდაიგივეს ხო არ მივუტანთ.
–კაი მოვიფიქრებთ რამეს. სამკაულები კარგია. მე რასაც დავაკვირდი უბრალო გოგოა და სამკაულებიც ეგეთი ეკეთა.
–ხო ეგრეა. რამე სადა და ლამაზი უნდა იყოს.
–ასე მოვიქცეთ. ანრიმ ყვავილები აჩუქოს. ოღონდ უბრალო კი არა, ლამაზი მძივებით გაფორმებული ყვავილები უყიდე.
–ეგ სად უნდა ვიშოვო?
–მისამართს ახლავე ჩაგიგდებ.
–კაი, მადლობა ლიკა.
–მე და რეზი რაიმ სამკაულს ვაჩუქებთ. ყელსაბამს ან სამაჯურს.
–და მე რა ვქნა?
–შენ რამე განსაკუთრებული უნდა აჩუქო ამირან.
–მაინც რა ლიკა?
–არ ვიცი ჯერ.
–ამირან ბეჭედი რომ აჩუქო?
–რა ბეჭედი რეზი?
–ხო რა, ბარემ მისი მეგობრებიც იქ იქნებიან, ლამაზად ვიქნებით. ჩვენ შენი მეჯვარეები ვიქნებით, სესილის თავის მეგობრები გამოჰყვებიან. სამებაში წავიდეთ და ეგაა რა.
–ლიკა გაიწიე რა, თორე ამ ლარნაკს რო ვესვრი ნაფშვენები არ შემოგეყაროს.
–კაი ხო ვიხუმრე.
–იხუმრა ბიჭმა. მომაფიქრებინეთ რამე ახლა. ნუ ეს “თ” ზედმეტი იყო. ლიკა რა ვქნა?
–რამე ისეთი უნდა იყოს. თუნდაც ყელსაბამი ან სამაჯური. ძალიან განსაკუთრებული და თან უბრალო. მასთან უნდა იყოს კაშირში.
–მოვიფიქრე. ალიან დიდი მადლობა ლიკა.
–რა მოიფიქრე?
–აი მაგას მხოლოდ ხვალ გაიგებთ.
–აუ რა ინტრიგანი ხარ, გვითხარი რა.
–მარტო იმას გეტყვით, რომ ყელსაბამი იქნება. მასთან იქნება კავშირში.
–კარგი არ გვითხრა. ხვალამდე მოვიცდით.
–წავიდეთ ბიჭებო, სანამ ანრი გაგვყრის, თან საჩუქრებიც უნდა ვიყიდოთ.
–კაი წავიდეთ.
ამასობაში სესილის მეგობრებმა ყველაფერი მოამზადეს სიურპრიზისთვის. მართალია გოგო მეორე დღით ელოდათ, მაგრამ ასე მოულოდნელად სჯობდა. კონუსის ფორმის ფერადი ქუდები დაიხურეს, პატარა ტორტი აიღეს, საჩუქრები, ქაღალდის პატარა ფეიერვერკები და გოგოს ღამის თორმეტ საათზე მიადგნენ სახლში. კარი თავად იუბილარმა გაუღოთ და მათაც ხმამაღლა დაიწყეს სიმღერა. ტორტზე სანთლები აანთეს და სახლში შევიდნენ.
–გილოცავთ!
–მადლობა გოგონებო. ძაან გამიხარდა მართლა. შემოდით, ტორტი დავჭრათ და ყავა დავლიოთ.
–რა ტორტი გოგო, ხვალ კაბაში ვეღარ ჩავეტევი. გაგახარეთ და ახლა წავალთ.
–აუ არა რა? იყავით ცოტახანს.
–სესილი ხვალ ჩაშავებული თვალები თუ გექნება, ჩვენ არ დამაბრალო იცოდე.
–არაფერს არ დაგაბრალებთ, შემოდით.
გოგონებმა ბევრი იმხიარულეს, ბევრი წუწუნის მიუხედავად ტორტიც ჭამეს. შემდეგ ერთი ფილმი ნახეს და ერთად ჩაეძინათ. ამირანი ძალიან დიდხანს ეძებდა ყველაფერს საჩუქრისთვის და ბოლოს ის აღმოაჩინა, რაც ასე ძალიან უნდოდა. საჩუქარი მართლაც სესილის უკავშირდებოდა. დილით გოგონებმა ერთად გაიღვიძეს და ბევრი იცინეს გუშინდელ ამბებზე. შემდეგ მშობლებმაც მიულოცეს სესილის დაბადების დღე. ყველამ ერთად ისაუზმეს და შემდეგ გოგონების წასვლის დროც დადგა.
–სესილი, ნახე კართან საჩუქარი დევს.
–ვაა, რა არის?
პატარა წითელ ყუთში მწვანე კოლიე იდო. წვიმის წვეთის ფორმა ჰქონდა. იქვე წერილი იყო.
–რა წერია?
–” სესილი გილოცავ დაბადების დღეს. ვატო”
–ვატო?
–ხო, ვატო. იურიდიულის ფაკულტეტიდან.
–საიდან იცოდა?
–აბა მე რა ვიცი. დღეს დავურეკავ და დავპატიჟებ, უხერხულია.
–მე მეგონა ამირანისაგან იყო.
–ის პირადად მომიტანდა.
–კაი სესილი, ჩვენ წავალთ და შევხვდებით.
–აბა შენ იცი სესილი, გამოიპრანჭე.
–კარგით გოგონებო, დროებით.



№1  offline წევრი La dolce vita

ძალიან კარგი თავი, იყო მომეწონა, მაგრამ ეს ვატოს გამოჩენა არ მომწონს.❤️ ველოდები ახალს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან მომეწონა ლამაზი და საინტერესო თავი იყო. მიხარია ამირანი ასე მალე, რომ გამოკეთდა თან ასე ძალიან მოსწონს სესილი. ერთი სული მაქვს ახალი თავი დაიდოს, რათა გავიგო რა აჩუქა ამირანმა სესილის. ასევე იმედია ახლა ეს ვატოა თუ ვიღაც ჯანდაბა არ გახდება პრობლემა. ველი ახალ თავს. წარმატებები.......

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან მომწონს ეს ისტორია. ყველა თავს ვკითხულობ. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 


№4 სტუმარი ნესტან

ძალიან კარგი თავი იყო მაგრამ ეს ვატოს გამოჩენა იქნებოდა ეხლა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№5 სტუმარი სტუმარი ანონიმური

  არასდროს მქონია სგგდ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადება) და არასდროს მქონია დაუცველი სექსი.  თუმცა, მე მყავდა საყვარელი, რომელსაც იმ დროს გაციება ჰქონდა.  მართალი გითხრათ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ეს მხოლოდ გამონაყარი იყო, რადგან აქამდე არასდროს გვსმენია ჰერპესის შესახებ.  ორალური სექსი გვქონდა და ასე დამემართა ჰერპესი.  მადლობა ღმერთს, რომ ინტერნეტში ვიპოვე ვუდუს მბრძანებელი, რომელმაც გარკვეული ჯადოსნური შელოცვა მოამზადა და მცენარეული წამალიც მომიმზადა, რომელსაც რწმენით ვსვამდი მხოლოდ 14 დღის განმავლობაში, შემდეგ, როდესაც სხეულში ცვლილებები შევნიშნე, საავადმყოფოში წავედი შესამოწმებლად. up  და მე დავადასტურე, რომ მთლიანად განვკურნე ჰერპესისგან (ჰერპესი უარყოფითი).  მის წამლებს არ აქვთ გვერდითი მოვლენები, არ არსებობს სპეციალური დიეტა წამლების მიღებისას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მის ელფოსტაზე: [email protected] და ასევე WhatsApp +234-8097014925 და მოაგვაროთ თქვენი ჯანმრთელობის ყველა პრობლემა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent