შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ღმერთმა იცის...(6)


14-08-2024, 14:39
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 641

თქვენი თხოვნით გავაგრძელე წერა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თავიც მოგეწონებათ. ვიცი პატარა თავებია,მაგრამ ჩემი ფანტაზია ამაზე მეტს ვერ წვდება.


თავი 6

მათი სახლიდან გამოვიდა და როგორც ჩვევოდა დინჯი ნაბიჯებით გაუყვა მანქანისკენ მიმავალ გზას, რაღაცნაირად გრძნობდა თავს. ვერ გაეგო გოგონა ასე ცივად რატომ შეხვდა, ნუთუ მართლა ამოეშალა მისი გონებიდან მასთან ერთად გატარებული დრო, მაგრამ მათ ხომ იმდენი რამ გამოიარეს ბოლო პერიოდში მითუმეტეს. ეს ფიქრები აღიზიანებდა და მოსვენებას უკარგავდა. სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ეზოს კარებს. მას წარმოდგენაც არ ქონდა, რომ აივნიდან ჩუმად ადევნებდა დანაღვლიანებული გოგონა თვალს. საჭეს მიუჯდა, გასაღები გადაატრიალა და სწრაფად მოსწყდა ადგილს.

– მოიცა, მოიცა. იმიტომ ზიხარ მჟავე სახით, რომ გოგონა ცივად შეგხვდა?
- გაეცინა ბიჭს.
– არ ვიცი, გიორგი.- ამოიოხრა და ლუდი მოსვა.
– ნუ გადამრიე ახლა, აბა რას ელოდი, იმ გოგოსგან, გეგონა დაგინახავდა თუ არა სიხარულისგან კისერზე ჩამოგეკიდებოდა?
– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს ერთი ჩვეულებრივი ნაცნობი ვიყო.
– ხვდები მაინც რას ამბობ, ან რას ითხოვ მისგან სწორედაც, რომ ნაცნობია შენთვის ის. მითხარი მოგწონს?
– არა.
– აბა, რა პრობლემაა, ვერ ვხვდები, რატომ ჩაეციკლე ამას. მხოლოდ ერთს გეტყვი, თუ მოგწონს იბრძოლე მისთვის, თუ არა და მოეშვი ამაზე ფიქრს.- მიუგო,გიორგიმ.

მართლაც რატომ იყო ასე ჩაციკლული, რას მოელოდა ამ გოგოსგან, კალთებს ხომ არ დაუხევდა და სიხარულისგან აღარ იქნებოდა, მისი ნახვის შემდეგ მაგრამ,მაგრამ იყო რაღაც რაც მას მოსვენებას უკარგავდა, თვითონაც ვერ გარგო, რა ემართებოდა ის რომ გოგომ მასთან რამდენიმე კვირა გაატარა ეს არაფერს ცვლიდა. გონება ჰქონდა არეული მისთვის უცხო იყო, ეს გრძნობა არ სჯეროდა სიყვარულის და ყველა ემოციას ბლოკავდა. ბარში მუსიკები იყო ჩართული და ბოლო ხმაზე გუგუნებდა აწ უკვე მარტო დარჩენილი დადეშქელიანი ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. როდესაც ბარის მაგიდასთან გვერდით მიუჯდა ბიჭს.
მაღალი საკმაოდ გამხდარი და გამომწვევად ჩაცმული გოგონა.

– გამარჯობა.- გამომწვევად გადაიხარა მისკენ.- მე ელი ვარ.
– თავი დამანებე.- შეუღრინა ბიჭმა.
– ოჰო, მიყვარს მკაცრი ბიჭები.- გაეცინა.- არ გინდა ცოტა გავერთოოოდ.- სიტყვები გაწელა და გამომწვევად მიუგო. წარბ აწეულმა გადმოხედა გოგოს და გადაწყვიტა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და აღარ ეფიქრა. გოგოს ჩაავლო ხელი
სპეციალურ ოთახში გაიყვანა, საწოლზე დააგდო და უხეშად დაიწყო მის ზემოდან მოძრაობა. მეორე დღეს საშინელი თავის ტკივილით გაიღვიძა თავიდან ვერ აღიქვა სად იმყოფებოდა , მაგრამ როდესაც ქალის ხმა გაიგო, გონებაში ყველაფერი ამოუტივტივდა რაც წინა ღამეს მოხდა.
– გუშინ ნამდვილი მხეცი იყავი...- აკისკისდა.- არ გინდა გავიმეოროთ ისევ?
– თავიდან მომწყდი!- დაუყვირა.
– რაა?
– რაც გაიგე, შენი დანახვა აღარ მინდა.
– კი,მაგრამ რა მოხდა? რატომ გინდა რომ წავიდე...?
– არ ვიცი ვინ ხარ, თუმცა ეს ნაკლებად მადარდებს, რაც გინდოდა იმას ხომ მიაღწიე ახლა კი მომწყდი თავიდან.- ზიზღით წამოიძახა.
– მეგონა, მოგწონდა ჩემთან..- ბიჭი უკვე ღიზიანდებოდა ამ ქალის უტიფრობაზე თავს, რომ არ ანებებდა. თავზე კონტროლი დაკარგა და ყელში წაუჭირა.
– ახლა კარგად მომისმინე შენ არ იცი მე ვინ ვარ და რისი გაკეთება შემიძლია. ნუ ცდი ჩემს მოთმინებას და თავიდან მომწყდი.- დაუყვირა
შეშინებულმა ქალმა სწრაფად გადაიცვა და წავიდა არც ბიჭი ღარ დარჩენილა დიდხანს იმ ადგილას ტანსაცმელი გადაიცვა და ბარი დატოვა. შინ მივიდა და მაშინვე შხაპი მიიღო. საწოლზე ჩამოჯდა და ყველაფერზე ფიქრი დაიწყო დრო იყო, თავიდან ამოეგდო ამაზე ფიქრი, გოგონა მისთვის არავინ იყო და ასე არ უნდა ჩაციკლოდა ამ ამბავს გიორგიმ მართალი უთხრა.
საწოლზე იყო წამოწოლილი და ვერაფერზე ფიქრობდა. ტუმბოდან გოგოს ყელსაბამი ამოიღო და უცნაური მზერით დახედა.
– არ ვიცი, დღემდე რატომ ვინახავ ამ ნივთს...- ჩაილაპარაკა და ისევ უჯრაში შეინახა. გაახსენდა, გოგონას შეშინებული სახე და რომ უთხრა რომ არ ენდობოდა, თუმცა ეს ხომ გაარკვიეს.
- კარგი, გეყოს ამაზე ფიქრი.ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა. - მორჩა დღეიდან ამ სულელურ ფიქრებს გონებიან ამოვიგდებ, ემოციებს და გრძნობებს ჩემი მართვის უფლება არ უნდა მივცე.- მტკიცედ წარმოთქვა ეს სიტყვები.


****
ხანდახან ცხოვრება გამოუვალ სიტუაციებში გვაგდებს იგი სავსეა, სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით ზოგჯერ სულ არ ველით რაღაცას უბრალოდ გვინდა მშვიდად ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით, მაგრამ მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხალივით შემოიჭრება დაუკითხავი გრძნობები და გვაფორიაქებს სიმშვიდეს გვირღვევს და მოსვენებას გვიკარგავს. ალბათ ყველას, თუ არა ნაწილს მაინც განუცდია ეს თავს დამტყდარი ქარიშხალი ჩვენს ცხოვრებაში. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამას სრულიად არ მოელი ან სულაც არ გინდოდეს ამაზე ფიქრი, მაგრამ ის მაინც შეგახსენებს თავს. ასე იყო მაქსიმესთანაც ბევრს ეცადა, რომ ეს აკვიატებული ფიქრები თავიდან ამოეგდო, ასეც იყო იგი აღარ ფიქრობდა ემმაზე. ჩვეულ რიტმში გააგრძელა ცხოვრება თავის საქმით იყო დაკავებული და საფიქრალად დრო აღარ ქონდა. ერთ დღესაც მისმა მეგობარმა თავისთან სტუმრად დაპატიჟა. წასვლა არ უნდოდა, თუმცა ძალიან თხოვეს და უარი ვერ უთხრა.
–გისმენ? ნიკა.
– გამარჯობა, მაქსიმე ხვალ დაბადების დღე მაქვს ხომ იცი, ამიტომ გელოდები დღეს ჩემთან.- ჩასძახა ტელეფონში ეს სულ ამოუვარდა თავიდან.
– კარგი, მოვალ, მაგრამ დღეს რაღატო მოვიდე?
– იმიტომ რომ დილიდან ჩემთან იყო და გვიან არ მოხვიდე
– კარგი, მოვრჩები საქმეებს და ამოვალ შენს აგარაკზე.
– კარგი, დროებით.- დაემშვიდობა.
თავის საქმეებს, რომ მორჩა უკვე საკამოდ გვიანი იყო, სახლში გადარეკა და გააფრთხილა, რომ ეს დღეები არ იქნებოდა. სამსახურიდან გავიდა მოტოს შემოაჯდა ხელთათმანები და სათვალეები მოირგო და მეგობრთან წავიდა.
მოტოთი, სახლის ეზოში შევიდა შესასვლელთან, მოსარწყავ შლანგებთან,რომლებიც ყოველ წუთში ირთვებოდა გოგონა დაინახა,რომელიც მთლიანად გაწუწული იყო და ტრიალებდა, მაგრამ როდესაც მოტო.მოს წინ გაჩერდა და ფარები მიანათა გოგონა ადგილზე გაშეშდა დადეშქელიანი გაოგნებული უყურებდა მის წინ მდგომ გოგონას, რომელიც თავიდან ფეხებამდე სვეკი იყო და თეთრი მაჭირვაკე საღამური სულ სველი ჰქონდა და ფაქტიურად შიშველი სხეული მოუჩანდა ბიჭს, რაღაცნაირად ეღიმებოდა. ბოლოს გონს მოვიდა სწრაფად გადმოდის მოტოდან ქურთუკს იხდის და გოგონას აცმევს.
_ აქ რა გინდა?- ეკითხება და თან ხელი შემოხვია და გვერდით გაიყვანა.- ეს მოიცვი არ გაცივდე.
– მადლობა.- გაეცინა.
– არ მეტყვი აქ საიდან მოხვდი?
– მე აქ სტუმრად ვარ და შენ?
– მეც, მეგობარმა დამპატიჟა. ესეიგი ნიკას იცნობ?
_ ვიცნობ, რა თქმა უნდა, ის ჩემი მამიდაშვილია.
– გასაგებია.- სამზარეულოში გავიდნენ.
– კარგი წავალ მოვწესრიგდები და მოვალ.
ოთახში ავიდა თავი მოიწესრიგა და უკან დაბრუნდა.
– შენი ქურთუკი გამომართვი.- ბიჭს გაუწოდა და მანაც გამოართვა.
_ ხო, მართლა ამ შუაღამეს თან შემოდგომას რას აკეთებდი სარწყავებთან?- ინტერესიანი მზერა სტყორცნა.
– ჩემი ძაღლი, გამომექცა მას ვეძებდი და ასე ავღმოვჩნდი იქ.- გაეცინა.- ღმერთო, სულ დამავიწყდა მისი მოძებნა. წავალ მოვძებნი. - ეზოში გავიდა და ისიც უკან გაყვა რამდენჯერმე დაუძახა გოგონამ , მაგრამ ხმა არ ამოიღო, მერე ბიჭმა სცადა. დაუშტვინა და დაუძახა.
– ეი, მიმი! დაუძახა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. მის დაძახილზე ყეფით გამოიქცა პატარა ზომის თეთრი გრძელ ბეწვიანი ძაღლი გოგონა კი გაოგნებული უყურებდა
– ეს არის შენი ძაღლი?- იცინოდა და თან ძაღლს ეთამაშებოდა.- გაოგნებული უყურებდა, რადგან პირველად ნახა მომცინარი.
– ხო, ეს არის.- წამოიძახა.
_ძალიან საყვარელია..
– დაუჯერებელია, მე არ დამიჯერა და შენს დაძახილზე წამში გამოიქცა.- ჩაიბუტბუტა.
– რა იყო, ხომ არ ეჭვიანობ?
– არა, რაზე ვიეჭვიანო,ისე მიკვირს ასეთი ხალისიანი არ მინახიხარ.
– ხო, იშვიათად თუ გავიცინე.
– სიმართლე გითხრა, არ მოველოდი ამას თან ძაღლთან ასეთ თბილ დამოკიდებულებას.
– რატომ ვითომ?
– არ ვიცი... ალბათ შენი პროფესიიდან გამომდინარე მგონია, რომ ვინც ამ საქმეშია ყველა ცივები არიან და სასტიკები.
– ახლა გასაგებია, ცივ სისხლიანი მონსტრი გგონივარ არა, რომელსაც გრძნობები არ გააჩნია ?- რაღაცნაირად გული ჩაწყდა.
– არა, მე..
– ასეა, შენ ზუსტად ასე ფიქრობ ჩემზე, ფიქრობ, რომ გრძნობები არ გამაჩნია, მაგრამ იცი რა მინდა გითხრა, რომ ძალიან ცდები მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც გამაჩნია, გრძნობები.- გულმოსულმა მიახალა და გაეცალა იქაურობას.- გოგონამ კი დამწუხრებული სახით გააყოლა თვალი.

გულ მოსულმა მონახა ოთახი და საწოლზე ჩამოჯდა. ახლა გასაგები იყო მისთვის, თუ რატომ არიდებდა თავს და უნობივით რატომ ექცეოდა. ნუთუ ასეთი საშინელი იყო და მართლაც უგულო მონსტრი იყო, სწრაფად გამოიცვალა და საწოლში შეწვა. ღამით ისევ შეახსენა თავი ძველმა ტრავმებმა ისევ იგივე ესიზმრებოდა, რომელიც ჭაობივით ითრევდა თავისკენ ეს ჭრილობები სულში ჯერ კიდევ მოზარდობისას შეემთხვა და მას შემდეგ ღამის კოშმარად ექცა. ისევ იგივე ისევ ის ბნელი და ცივი საპყრობილე იქ მყოფი ჯალათები, რომლებიც მასზე არამარტო ფიზიკურად არამედ ფსიქოლოგიურადაც ანადგურებდნენ და ზუსტად მაშინ, როდესაც უკვე ასეა მასთან სიკვდილი ეღვიძება.
– ჯანდაბა, ისევ!- ამოიხრა და ფეხზე წამოდგა .- ოდესმე ბოლო მოეღება ჩემ ტანჯვას. სპორტული შარვალი და მაისური გადაიცვა და გარეთ გავიდა სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა.ეზოში გოგონა შენიშნა და ისიც მისკენ წავიდა.

– რატომ არ გძინავს?- უჩვეულოდ დაბოხებული ხმით მიუგო და იქვე ჩამოჯდა.
– არ ვიცი, უბრალოდ ვერ ვიძინებ და შენ?
– წყლის დასალევად გამოვედი…
– გასაგებია.- ამოთქვა.
– უცნაურია არა, ამდენი ხნის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს .
– ჰო, შევხვდით, მაგრამ მეეჭვება ამის შემდეგ ისევ შევხვდეთ სადმე.
- რატომ?
_ საზღვარ გარეთ მიშვებს მამაჩემი სასწავლებლად.- ნაღვლიანმა მიუგო.
– რატომ აქ ვერ ისწავლი?
– არა,მისი თქმით იქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნები.
– და შენ რა თქმა უნდა, არ გინდა წასვლა ხო?
– ხო, მე არ მინდა არსად წასვლა აღარ მინდა ასეთი ცხოვრება დავიღალე.- თვალები აუწყლიანდა.
– ასე ნუ განიცდი. ყველაფერი კარგად იქნება.
– არ იქნება, კარგი დაივიწყე.- ხელი ჩაიქნია.- მე ძალა აღარ შემწევს შევებრძოლო ამას ამიტომ მოხდეს, რაც მოსახდენია.- წამოიძახა ფეხზე წამოდგა და ოთახში დაბრუნდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent