მხოლოდ ღმერთმა იცის...(7)
– რატომ არ გძინავს?- უჩვეულოდ დაბოხებული ხმით მიუგო და იქვე ჩამოჯდა. – არ ვიცი, უბრალოდ ვერ ვიძინებ და შენ? – წყლის დასალევად გამოვედი… – გასაგებია.- ამოთქვა. – უცნაურია არა, ამდენი ხნის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს . – ჰო, შევხვდით, მაგრამ მეეჭვება ამის შემდეგ ისევ შევხვდეთ სადმე. - რატომ? _ საზღვარ გარეთ მიშვებს მამაჩემი სასწავლებლად.- ნაღვლიანმა მიუგო. – რატომ აქ ვერ ისწავლი? – არა,მისი თქმით იქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნები. – და შენ რა თქმა უნდა, არ გინდა წასვლა ხო? – ხო, მე არ მინდა არსად წასვლა აღარ მინდა ასეთი ცხოვრება დავიღალე.- თვალები აუწყლიანდა. – ასე ნუ განიცდი. ყველაფერი კარგად იქნება. – არ იქნება, კარგი დაივიწყე.- ხელი ჩაიქნია.- მე ძალა აღარ შემწევს შევებრძოლო ამას ამიტომ მოხდეს, რაც მოსახდენია.- წამოიძახა ფეხზე წამოდგა და ოთახში დაბრუნდა. მაქსიმე კი, ეზოში დარჩა მარტო ,თავის ფიქრებთან ერთად ნეტა, როგორც ყოველთვის ახლაც თვალები დაეხუჭა თავო უკან გადაეწია და აზრების დალაგებას ცდილობდა გონებაში, ცოტახანში თვალები გაახილა ფეხზე წამოდგა და ოთახში დაბრუნდა ისიც. შემდეგი დღე ქაოსით და ალიაქოთით დაიწყო დაბადებისდღითვის ემზადებოდნენ. მაგიდასთან იჯდნენ და საუზმობნენ. –დილამშვიდობისა.- მიესალმა სუფრასათან მჯდომ ხალხს. – დილამშვიდობისა,შვილო მოდი დაჯექი. – მადლობა, მამიდა, მაგრამ არ მშია.- ამოთქვა. – რატომ? ხომ კარგად ხარ?- აღელვდა ქალი. – კი, კარგად ვარ უბრალოდ არ მშია.- თქვენის ნებართვით ბაღში გავალ ცოტას გავისეირნებ. – კარგი, შვილო.- გაუღიმა ქალმა.. – საბრალო, ბავშვი რამდენი რამის გადატანა მოუხდა ჩემი საწყალი ძმისშვილი.- ნაღლიანი ხმით წარმოთვა. – კი, დედა. ძალიან მეცოდება ახლა კი კიდევ ერთი სადარდებელი გაუჩნდა... –რა ხდება? რამე პრობლემაა? _ შენ არ იცნობ ემმას ჩემი ბიძაშვილია მამაისის ბიზნესის გამო კრიმინალებმა არა ერთხელ მიაყენეს ზიანი ჯერ სიკვდილის ჩახედა თვალებში ეს არ ეყო და მერე გაიტაცეს. ახლა კი, ბიძაჩემი ძალით უშვებს საზღვარ გარეთ ჰგონია, რომ იქ უსაფრთხოდ იქნება. დედა მაპატიე,მაგრამ ბიძაჩემის არ მესმის.- მიუბრუნდა დედამისს. _ კარგი, შვილო ბიძაშენია და ასე არ უნდა საუბრობდე მასზე. _ არა, დედა. ჩემი ბიძაშვილი ძალიან მეცოდება. ამ დროის მანძილზე მაქსიმე მათ საუბარს უსმენდა. – თუ არ გეწყინება მე ცოტახნით გავალ კარგი ტელეფონზე უნდა დავრეკო. – კარგი, ძმაო რა უნდა მეწყინოს მიდი მოაგვარე საქმეები. მაქსიმე, სავარძლიდან წამოდგა და გარეთ გავიდა თვალებით გოგონას მოძებნა დაიწყო, ბოლოს შეამჩნია,რომ იქვე ხის ძირში იყო ჩამომჯდარი და ისიც მისკენ წავიდა. –შეიძლება, ჩამოვჯდე?- იკითხა, გოგონამ უბრალოდ თავი დაუქნია. – რატომ მოხვედი?- ჩუმად ამოაყოლა. – უბრალოდ დაგინახე და გადავწყვიყე მოვსულიყავი. – ჰო...- ხის კუთხეს მიადო თავი და თვალები დახუჭა. – კარგად ხარ? – არ ვიცი.. – არ გინდა, ვისაუბროთ მე კარგი მსმენელი ვარ შეგიძლია მენდო. – რატომ? – ვერ მივხვდი? – რატომ აკეთებ ამას?- სევდიანი ღიმილით გახედა. – და რას ვაკეთებ არასწორს? – იმას, რომ ცდილობ დამიახლოვდე. – და ეგ ცუდია?- წარბებშეყრილმა მიუგო. – არ ვიცი.. – კარგი, თუ არ მოგწონს ჩემი სიახლოვე წავალ.- წამოიძახა და წამოდგა. –მოიცადე! არ წახვიდე.- ხელზე მოქაჩა და უკან დააბრუნა. - არ ვიცი, რა მოტივით აკეთებ ამას, რა გინდა ჩემგან მე უკვე აღარაფერს ველი ამ ცხოვრებისგან, გარდა სიმშვიდისა, აღარ მინდა არაფერი.. გესმის? –მესმის, მაგრამ შენ თუ არ გინდა ნუ წახვალ. – არ მინდა, მაგრამ იქნებ ასეც ჯობდეს იქნებ შევძლო მშვიდად ცხოვრება მამაჩემის ძალაუფლებისგან შორს.- თვალები აუწყლიანდა.- თანაც შენ ყველაფერი არ იცი... – მაინც? – არ მინდა ამაზე ახლა საუბარი, მაგრამ ძალიან გთხოვ ნუ ეცდები ჩემთან დაახლოებას. – რატომ? – ჩვენ შორის დიდი ბარიერია აღმართული,ძალიან დიდი. – ეს არის შენი გულრილობის მიზეზი, რატომაც შემხვდი უცხო ადამიანივით. – კარგი, ადამიანი ხარ ვიცი, მაგრამ შენი მდგომარეობა ძალიან მაშინებს, იმ დღეს ტყეში ცოტაც და მომკლავდი. – ხომ იცი, რომ ეს სპეციალურად არ გამიკეთებია.. – ამას არ აქვს მნიშვნელობა, ის რაც დავინახე შენს თვალებში მე... –მითხარი ჩემი გეშინია? – კარგი,გვეყოს დავბრუნდეთ უკან ალბათ ყველა ჩვენ გვეძებს.- წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. – მითხარი? – გთხოვ არ გვინდა ამაზე საუბარი, დღეს ნიკას იუბილეა.- თქვა და გაიქცა. – გეშინია, შენ გაფრთხობს ჩემი პროფესია და ჩემი მდგომარეობა..- ამოიხრა. ამის შემდეგ ყველა, საღამოსთვის ემზადებოდა სახლში სრული ქაოსი იყო სუფრა მისაღებ ოთახში გაშალეს. თითქმის ყველა სტუმარი მოსულიყო უკვე და მისაღებ ოთახში იჯდნენ. –ნუკუშ, რესტორანში, რატომ არ იხდი იუბულეს?- კითხა საბამ. – არ ვიცი, უბრალოდ მინდოდა სახლში მშვიდად აგვეღნიშნა. – ჰო. – საერთოდ მე თუ მკითხავთ ეს დაბადების დღის აღნიშვნა ზედმეტია..- გამოთქვა თავის აზრი. – ვითიმ რატომ? – ერთი ჩვეულებრივი დღეა და მეტი არაფერი. – უიმე, ეს რა უჟმური ვინე ყოფილა.- დააყოლა მეორემ.- დაბადების დღე წელიწადში ერთხელ გვაქვს და თანაც ამ დღეს ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყნად. – კარგი, ნუ მიაქცევ ყურადღებას, მაქსიმე ასეთია.- გაეცინა ნიკას. ამ დროს კიბეებზე გოგონას სილუეტი გამოჩნდა, სადათ იყო გამოწყობილი შავი მთლიანი კაბა ეცვა, რომელიც მუხალმდე ჩახსნილი იყო წინ სულ დაფარული და უკან ღია. თმები ჩაწნული ჰქონდა მოკლედ, რომ ვთქვა ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და ოთახში მყოფის ყურადღება მიიქცია. – რა ლამაზად გამოიყურები ემი.- შეაქო ნიკამ. – მადლობა. –კარგი, რადგან ყველა აქ ვართ შეგვიძლია დავიწყოთ. ყველა სუფრას მიუსხდა და ქეიფი დაიწყეს ყველა ერთობოდა სვამდა. ხუმრობდნენ იცინოდნენ ცოტა, რომ შეთვრნენ ცეკვა დაიწყეს გარდა ემმას და მაქსიმესი. გოგონა უხერხულად გრძნობდა თავს რადგან ბიჭის მზერას გრძნობდა. – რას ზიხარ გოგო, მანდ წამო ვიცეკვოთ.-შესთავაზა საბამ. – არ მინდა, საბა მადლობა. – კაი, რა შენს ბავშვობის მეგობარს, უარს ეტყვი.. –კარგი,ხო.- წამოიძახა და მას გაყვა საცეკვაოდ. ვალსის ცეკვა დაიწყეს და ასე მხიარულად ცეკვავდნენ ერთად საბას ბავშვობიდან იცნობდა და როგორც უფროსი ძმა ისე უყვარდა. _ ატყობ, რომ მაქსიმე თვალს არ გვაშორებს.- მიუგო ბიჭმა. – რაა? – ხო, მემგონი მოწონხარ.- გაეცინა ბიჭს. – ვის მაქსიმეს? კაი, რა საიდან დაასკვენი? – იქიდან, რომ თვალებით მჭამს. – კარგი, რა ეგ ეგეთია, რა შუაშია ეგ. –კარგი, როგორც გინდა, მე გითხარი. დიდხანს ვეღარ გაუძლო მათ შორიდან ყურებას და მათთან მივიდა. – ნებას დამრთავთ? გოგოს ვეცეკვო. – რა თქმა უნდა.- მიუგო და მათ მოცილდა. – მეცეკვები.- უთხრა და მასთან ერთად ცეკვა დაიწყო. – უკვე ცეკვავ.- ამოთქვა. – ასეთი დაძაბული, ნუ ხარ ცოტა მოდუნდი კი, არ ვიკბინები.- ყურში ჩასჩურჩულა, რადგან ხმა მაღალ მუსიკაზე მათი ხმა არ ისმოდა. ორივე ცეკვავდა და ხმას არცერთი იღებდა, გოგონა თავს უცნაურად გრძნობდა და უხერხულად დიდხანს ვეღარ უძლებს მის სიახლოვეს და აივანზე გარბის ბიჭიც უკან მისდევს. – რატომ გამოიქეცი?- ჰკითხა, როდესაც მასთან მივიდა. – გთხოვ წადი. – ამისხსენი რა გემართება, ნუთუ იმდენად საშინელი ვარ შენთვის, რომ გამირბიხარ?- ხმა გაუწყდა. – არა,მე უბრალოდ. – უბრალოდ რა? ემმა.- ნიკაპზე მოკიდა ხელი და მისკენ შემოაბრუნა. – უკვე გითხარი, რომ ჩემგან თავი შორს დაიჭირე -თქო. – და რომ არ დავიჭირო, რა იქნება?! – მე მივდივარ, აქედან ძალიან მალე და...- კარგად იყო, შემთვრალო დადეშქელიანი სასმელმა უფრო მეტი სითამამე შემატა და ისე მოულოდნელად დაეწაფა მის ტუჩებს რომ გააზრებაც ვერ მოასწრო, თუმცა შემდეგ გოგონაც აჰყვა მას კოცნაში თავიდან. მალევე მოეგო გონს და სახეში გაარტყა. – რას აკეთებ? სულ გაგიჟდი? რატომ მაკოცე?!- გაბრაზებულმა მიუგო. – რა იყო, არ მოგეწონა? – ეს რა სითავხედეა,მე საერთოდაც პატიოსანი გოგო, ვარ. – მართლა? თუ ასეა,რატომ არ შემაჩერე?- ცალყბად ჩაეცინა და მასთან უფრო ახლოს მივიდა. – მითხარი, თუ არ გინდოდა კოცნა, რატომ არ შემაჩერე ან რატომ ამყევი შენც? – გზიდან ჩამომეცალე.- დაუყვირა და გაიქცა. მთელი საღამო გაბუსხული იჯდა და ბიჭს ზედაც არ უყურებდა აი მაქსიმე კი, თვალს არ აშორებდა თავადაც არ იცის რა ემართება ეს ის მომენტია, როდესაც გული გონებას არ ემორჩილება ინსტიქტურად მოქმდედებ არ გინდა, მაგრამ შენში შემოჭრილი ჭინკები გაკეთებინებენ ამას. მშვენიერ დროს ატარებდა გოგონა სხვებთან ერთად საბა თავისი ხუმრობებით ახერხებდა მის გაცინებას და ისიც გულიანად იცინოდა, იქამდე სანამ მის ტელეფონზე ზარი არ შემოვიდა სახე დაუსერიოზულდა და გარეთ გავიდა უკან კი ჩაწითლებული თვალებითა და აღელვებული შემოვიდა. – რა მოხდა, ემმა?- კითხა ნიკამ. – ნიკუშ, თუ არ გეწყინება მე ოთახში ავალ კარგი...- თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეტირა. – კარგი, მაგრამ რა მოხდა? ვინ დაგირეკა? – მამამ...- მხოლოდ ეს უთხრა და უკვე საკმარისი იყო იმის მისახვედრად რატომ იყო ამ მდგომარეობაში. – რა უნდოდა?- გაბრაზებულმა მიუგო. – ნურაფერს მკითხავ გთხოვ...თანაც არ მინდა საღამო ჩაგიშხამო.- მიუგო და ოთახში ავიდა. – ნიკა, რა ხდება?რა მოუვიდა ემმას?- მიუგო საბამ. – დიდი ალბათობით მამამისმა უთხრა ისეთი რამ რის გამოც ის ამ დღეში ჩააგდო.- დანანებით გაიქნია თავი. -მეცოდება იცი ძალიან... გამუდმებით მამაისის კონტროლის ქვეშ არის და გასაქანს არ აძლებს ბიძაჩემის გამო, რა აღარ გადაიტანა. – რატომ, ცუდად ექცევა ქალიშვილს? – არა, ცუდად არ ექცევა. ამ მხრივ ის არაჩვეულებრივი მამაა, მაგრამ მისი ძალაუფლება და ბიზნესი აზიანებს ემმას საფრთხეს უქმნის. ჩემი აზრით მას გვერდით ძლიერი ადამიანი ჭირდება, ის ვინც ხელს ჩაკიდებს და დაეხმარება ყველა სირთულის გადალახვაში. დიდხანს აღარ გაჩერებულან მალე ყველა დაიშალა და დარჩნენ მხოლოდ მაქსიმე და ნიკა, ოთახში ოთახში დუმილი ჩამოწვა და ხმას არცერთი იღებდა დივანზე ისხდნენ და მხოლოდ მათი ხვნეშის ხმა ისმოდა. _ კარგი, წავალ დავიძინებ ხვალ ადრე ვარ ასადგომი.- წამოიძახა მაქსიმემ და ოთახში ავიდა. მთელი ღამე ოხრავდა და ბორგავდა რაღაც ვერ ასვენებდა და მოსვენებას უკარგავდა უფროსწორად ეს რაღაც გოგონა იყო, რომელიც გონებიდან არ ამოსდიოდა თითქმის მივიწყებულმა ფიქრებმა ისევ იჩინეს თავი. როდის აქეთია ეს გოგო მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გამხდარიყო ვერ გაეგო. *** დილით ყველა მაგიდასთან ისხდა, როდესაც გოგონა ოთახიდან ისევ მომღიმარი სახით გამოვიდა და ყველას მიესალმა, რა თქმა უნდა, ეს მაქსიმეს არ გამოპარვია. – დილამშვიდობისა .- თავისი სათნო ღიმილი შეანათა ყველას. – დილამშვიდობისა, შვილო დაჯექი ისაუზმე. – არ მშია, მამიდა მხოლოდ ყავას დავლევ.- უთხრა და ნიკას გვერდით ჩამოჯდა. – დღეს რა გეგმები გაქვს? – დღეს ჯერ უნივერსიტეტში უნდა გავიარო, საბუთები მოვაგვარო, რადგან პროგრამას ჩამოვრჩი ახლა მიწევს გამოცდები თავიდან ჩავაბარო,რომ სწავლა გავაგრძელო. – ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებ, მაგრამ შენ ხომ მაინც წასვლას აპირებდი. – კი, ასეა, მაგრამ გუშინ ბევრი ვიფიქრე და არსად წასვლას არ ვაპირებ, მამაჩემს უფლებას არ მივცემ ჩემი ცხოვრება მართოს.- მტკიცედ წარმოთქვა. – ამიტომ უნივერისტეტიდან სახლში მივალ ვიცი რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს ვიზამ, რომ გადავარწმუნო და კიდევ.. – კიდევ..? – და თუ სახლიდან არ გამაგდებთ მინდა თქვენთან დავრჩე რაღაც დროით, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ აქ არ არიან მცველები და არავინ მაკონტროლებს. – რა თქმა უნდა, შეგიძლია იმდენ ხანს დარჩე რამდენ ხანსაც გაგიხარდება, მიხარია, რომ ასეთი შემართებით ხარ და ისევ ხალისიანი ხარ. – ხო, მეც მიხარია. კარგი, ახლა წავალ არ მინდა დამაგვიანდეს.- ბოლო ყლუპი მოსვა და წამოდგა. – მაგრამ მარტო, როგორ წახვალ მე მანქანა გამიფუჭდა და. – თუ წინაღმდეგი არ იქნებით მე წავიყვან მაინც უნდა წავიდე. – არ არის საჭირო, ფეხით წავალ და მერე ავტობუსს გავყვები. – ასე ბევრ დროს დაკარგავ, რადგან ქალაქიდან შორს ვართ აჯობებს მას გაჰყვე. – კარგი, ჩანთას ავიღებ და წავიდეთ მაშინ. სახლიდან გავიდნენ და ბიჭმა მოტოსთან მიიყვანა. – ეს რა არის, ამით უნდა ვიმგზავროთ?- წამოიძახა. – კი, რამე პრობლემაა? – არა, უბრალოდ მოტოთი არასდროს მიმგზავრია.- შეიშმუშნა. – ხოდა ახლა ნახავ, როგორია მოტოთი მგზავრობა,იმედია იცი, როგორც უნდა დაჯდე.- უთხრა და მოტოს შემოაჯდა გოგონაც მის უკან მოთავსთდა. – ასე ნუ ზიხარ, ხელები წელზე მომხვიე. – რაა? – თუ არ შემომხვევ გადმოვარდები.- გააფრთხილა და გოგონამაც ყოყმანით შემოხვია ხელები წელზე. მოტო, დაქოქა და მთელი სისწრაფით მოწყდნენ ადგილს. უცნაურად გრძნობდა თავს, გოგონა მასზე იყო მიხუტებული და ხელს არ უშვებდა, როგორც ყოველთვის ახლაც მშვიდად გრძნობა მის გვერდით თავს, მაგრამ თან აფორიაქებდა ძლიერი წნევისგან გოგონას თმებს ნიავი ჰაერში აფარფატებდა. თავიდან ცოტა ეშინოდა, მაგრამ მერე მოეშვა და უფრო თამამად იჯდა, ხელებიც კი გაშალა სიამოვნების მისაღებად. – აი აქ გამიჩერე.- უთხრა ბიჭს და ისიც შეჩერდა. – მადლობა, რომ მომაცილე.- მკრთლად გაუღიმა. – არაფრის. აქ გემშვიდობები აბა შენ იცი წარმატებები. – აღარ მოხვალ, ნიკასთან? – რისთვის?- ცალი წარბი ზევით აზიდა. – რავიცი ისე... – არ ვიცი, ვნახოთ. ანუ შენ აღარ მიდიხარ? – ყოველშემთხვევაში მე ასე გადავწყვიტე და მამაჩემს თუ მართლა ვუყვარვარ არ გამიშვებს. – ჰო. – კარგი, წავედი.- დაემშვიდობა და შენობაში შევიდა ბიჭი კი, უკან გამობრუნდა იმ დღის,შემდეგ აღარ ენახა მეტი გოგონა, არც ის იცოდა, როგორ დასრულდა ყველაფერი წავიდა თუ არა გოგონა ქვეყნიდან დრო საერთოდ აღარ ქონდა სადმე წასასვლელად ახალი საქმე მისცეს და მთელი დღე გარეთ იყო გასული შინ გვიან ბრუნდებოდა ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობდა, ხომ არ წამოსულიყო ამ სამქიდან და ნორმალური სამუშაო მოეძებნა, მაგრამ ისეთ საქმეში იყო წამოსვლა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან შეიძლება დაეჭირათ კიდეც ამის გამო,ზოგჯერ თვალებს ხუჭავდა და თავის თავს სხვა სიტუაციაში წარმოიდგენდა ხოლმე, რა იქნებოდა, რომ ესწავლა და ახლა, იმ პროფესიით ემუშვა, მაგრამ სხვა ვითარებაში ემმას ვერ გაიცნობდა ან იქნებაც გაეცნო კიდეც სულ სხვა გარემოში და ვითარებაში ოდესღაც, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი ისე ხდება, როგორც უფალს სურს. დიდი შავი აუდის ფურგონი, ერთ-ერთ შენობის წინ შეჩერდა და მანქანისან შენიღბული ბიჭები გადმოვიდნენ ავტომატით შენობას ალყა შემოარტყეს და შიგნით შეიჭრნენ. – თქვენ ვინ ხართ?- წამოიძახა წვერიანმა კაცმა – აქ კითხვებს მე ვსვავ და რა შენ.. – დაუყვირა და ბიჭებს უბრძანა აეყვანათ. – გეგონა, შეგრჩებოდა ის რაც ჩაიდინე და ვერავინ გაიგებდა. ხელზე ბორკილები დაადეს მანქანაში ჩატენეს და პროკურატურაში წაიყვანეს. – ყოჩაღ ბიჭებო, კარგად იმუშავეთ, კმაყოფილი ვარ. - შეაქო ანზორმა - დღეისთვის საკმარისია, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ. ყველას დაემშვიდობა და სახში წავიდა სახლში მისულს და შეეგება, რადგან დედას ეძინა მან გაუშალა სუფრა. – ლიზი. – გისმენ? – შენ რომელ უნივერსიტეტში სწავლობ? – ჯავახიშვილში რა იყო?. – მართლა? – ხო,რა იყო? – შემთხვევით თქვენთან სახელად ემმა ამილახვარი, ხომ არ სწავლობს?- შემპარავად უთხრა. – ემმა ამილახვარი...? აა, ხო გამახსენდა ჩემი კურსელის დაა მისი მეგობარია,კი ჩვენთან სწავლობს ოღონდ ის მესამე კურსზეა. – მართლა? – ხო,მაგრამ შენ საიდან იცნობ მას?- დაეჭვებით გახედა. – ის გოგო, მე ვიხსენი ტყვეობისგან და იქიდან ვიცი მისი სახელი. – ააა, და რატომ ხარ დაინტერესებული მისით შემთხვევით, ხომ არ მოგწონს?- დაეკრიჭა. – არა, რა სისულელეა უბრალოდ დამაინტერესა..ფეხზე წამოდგა. – კარგი, წავალ დავიძინებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.