შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ღმერთმა იცის...(8)


21-08-2024, 11:35
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 784

ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ ლიზასთან მისულიყო, უნივერსიტეტში და წამოეყვანა სახლში, თან შეიძლება ემმაც დაენახა, დიდიხანია გოგონა არ ენახა და აინტერესებდა ისევ ქალაქში იყო თუ მაიმც წავიდა. საღამო ხანს მიაკითხა თავის მოტოთი, უმცროს დას მოტო შეაჩერა შემდეგ კი დაურეკა.
– გისმენ ძმაო?
– ლიზა, უნივერსიტეტის ეზოში გელოდები.
– რა აქ რა გინდა?- შეიცხადა.
– როგორ თუ რა მინდა შენს წასაყვანად მოვედი.- მკაცრად მიუგო.
– კარგი, ახლა ლექცია მაქვს და სადღაც ერთ საათში გამოვალ.- ჩასძახა და გაუთიშა. მოტოს მიეყრდნო ხელებ გადაჯვარედინებული და გასასვლელ კარს გაჰყურებდა იმ იმედით, რომ აი ახლა გოგონა გამოვა გარეთო, მართლაც ასე მოხდა. მალე გოგონა გამოვიდა შენობიდან, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. გულზე მოეშვა, როდესაც დარწმუნდა, რომ გოგონა არ წასულა. მხიარულად ჩამოირბიმა კიბეები და თან პარალელურად ტელეფონზე საუბრობდა. უნდოდა მისულიყო, მასთან, მაგრამ ადგილზე გაშეშდა, როდესაც გოგონას წინ მანქანა გაჩერდა იქიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა გოგონას ხელში იტაცებს და ჰაერში ატრიალებს, აშკარად არ ესიამოვნა ამის ნახვა. თანაც ეს არც ნიკა იყო და არც საბა და ყველაზე გასაკვირი რაც იყო ის არის რომ ეს სიხარულით შეხვდნენ, ნეტა ვინ უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ გოგონა ასე ემოციებში შეხვდა ამ ბიჭს. ნერვებისგან სხეულის ყველა კუნთი დასჭიმვოდა. გაახსენდა, რომ უთხრა ჩემგან თავი შორს დაიჭირეო, იქნებ სწორედ ეს იყო ამის მიზეზი. ეჭვები ტანჯავდა კიდევ უფრო გაგიჟდა, როდესაც გოგონა მანქანაში ჩაჯდა და იმ ტიპთან ერთად წავიდა.
– ნუთუ ვინმე ჰყავს?- ჩაილაპარაკა.- რა შენი საქმეა, მაქსიმე ის თავისუფალი გოგოა და ძალიან ლამაზი არ არის გასაკვირი, რომ თაყვანისმცემელი ან შეყვარებული ჰყავდეს შენ კი არ გაქვს უფლება იმ ადამიანზე იეჭვიანო, რომელიც შენთვის არავინ არის.
– ეი, სად დაფრინავ ძმაო!- ხელები ცხვირწინ აუფრიალა ლიზამ
– შენ როდის მოხვედი?- დაბნეულმა მიუგო.
– ცოტახნისწინ.
– კარგი, წავიდეთ მაშინ.- წამოიძახა და მოტოს შემოაჯდა.
მთელი გზა, იმ სცენაზე ფიქრობდა ეს მას მოსვენებას უკარგავდა და ეჭვები კლავდა. ლიზა სახლამდე მიაცილა და წავიდა. სად მიდიოდა თავადაც არ იცოდა უბრალოდ დაიარებოდა ქუჩებში ბოლოს კი ისე ამოყო თავი ნიკას სახლისწინ ვერც კი მიხვდა.
– აქ რას აკეთებ!- მოესმა უკნიდან გოგონას ხმა. მისკენ მიბრუნდა და გოგონას გაოცებულ სახეს გადააწყდა.
– ნიკას, სანახავად მოვედი...- წამოიძახა.
– ნიკას, სანახავად თუ მოხვედი, მერე აქ რატომ დგახარ?
– ახლა მოვედი მეც.- მიუგო და მოტოდან გადმოვიდა შემდეგ კი, მასთან ერთად სახლში შევიდა.
– მიხარია, ისევ რომ გხედავ.
– ხო, მეც.- გაეცინა და შიგნით შევიდა.- ნიკუშ სტუმარი მოგიყვანე..- ხმა მაღლა წამოიძახა და ნიკაც მისაღებში გავიდა.
– ვაა, მაქსიმე აქ არ გელოდი, მოსვლას, თუ აპირებდი რატომ არ გამაგებინე?
– აქვე ახლოს საქმე მქონდა და ვიფიქრე შევუვლი- თქო.- უხერხულად მოისვა თავზე ხელი.
– ხო.
– კარგი, მე ჩემს ოთახში ვიქნები.- დაღლილი ხმით მიუგო და ზევით ავიდა.
– მაქსიმე, როგორ გამახარე, როგორ მიდის საქმეები?
– რა ვიცი, ძველებურად ზოგჯერ ისე ვარ იქიდან წამოსვლაც კი მინდა, მაგრამ ხომ იცი მკაცრად ისჯება იქიდან წამოსვლა.
– ხო, ძალიან რთულია... იცი რა ვიფიქრე, არ გინდა ჩვენთან დარჩე ცოტახანი.
– არა, უხერხულია შენებთან.
– არა, რატომ ხომ იცი ჩემებს, როგორ უყვარხარ დედას ძალიან გაუხარდება შენი აქ ყოფნა.
– კარგი, მაშინ რამდენიმე დღით დავრჩები წავალ ჩემს ნივთებს მოვიტან და მოვალ.
– კარგი.

იქნებ ეს შანსი იყო, იმისა, რომ გოგონასთან ახლოს ყოფილიყო და ენახა ის. სახლში მივიდა ზურგჩანთაში რამდენიმე ხელი ტანისსამოსი მოათავსა დედას და დას დაემშვიდობა და ნიკასთან წავიდა საღამო იყო უკვე, რომ მათ სახლთან მივიდა მოტო ეზოში გააჩერა და ის იყო შესვლას აპირებდა, როდესაც გოგონა დაინახა იქვე ვერანდაზე, რომელიც წიგნებში იყო ჩაფლული და ცდილობდა ესწავლა. შეუმჩნევლად უნდოდა შესვლა, მაგრამ ძაღლი ყეფით გამოედევნა ბიჭს და გოგონამაც თავი ამოყო წიგნიდან.
– რა ხდება, მიმი!- გაკვირვებულმა წამოყო თავი და ძაღლს გაედევნა, სიბნელეში ფეხი რაღაცას წამოდო და საცაა წაიქცეოდა კიდეც, მაგრამ ბიჭმა სწრაფად მოახდინა რეაგირება და დაიჭირა.
1. დაბნეული და შეშინებული თვალებით უყურებდა ბიჭს, რომელსაც მკლავები ძლიერ შემოეხვია და არ უშვებდა.
– აქ რას აკეთებ?- არეული ხმით მიუგო.- მეგონა უკვე წახვედი?
– წავედი, მაგრამ უკან დავბრუნდი.
– რისთვის?
– ჩემი ნივთები, მოვიტანე, რადგან რამდენიმე დღე აქ უნდა დავრჩე.
– რაა?- შეიცხადა.
– რა იყო, არ გაგიხარდა?
– არა,მე...
– არა? ანუ ჩემი ნახვა არ გინდა?
–ვაიმე, მე ეს არ მიგულისხმია, უბრალოდ სხვა რამის თქმა მინდოდა. საერთოდაც რას გიხსნი. -მისი მკლავებიდან გაითავისუფლა თავი და ცხვირ აწეული შევიდა სახლში. ბიჭს ჩაეცინა და ისიც უკან მიყვა.
სახლში გახალისებული შევიდა აშკარა იყო, რომ ეს გოგო მასზე დადებითად მოქმედებდა მის გვერდით იცვლებოდა და უფრო მხიარული ხდებოდა. ერთობოდა გოგონას რეაქციებზე, თუ როგორ იბნეოდა მის სიახლოვეს. ჯერ არ იცოდა რას გრძნობდა მის მიმართ, მაგრამ გოგონას სიახლოვეს ყოფნა სიამოვნებდა.
– მაქსიმე, მოხვედი ?- შეეგება ნიკა.
– ჰო.
– კარგ დროს მოხვედი, სავახშმოდ გავდიოდით.
– მართლა?
– ხო, შენც დაგვეწვევი.
– მადლობა, მაგრამ არ მშია...
– კარგი, რა მაქსიმე უარი არ მიიღება.- გაუბრაზდა ნიკას დედა.
– კარგი, ქალბატონო ნინა.
– არავითარი ქალბატონი, ნინა დეიდა დამიძახე.- საჩვენებელი თითი დაუქნია.
– კარგი, ნინა დეიდა.
– ასე უკეთესია.- გაუღიმა.
– ნიკუშ!- მხიარულად ჩამოვიდა კიბეებზე გოგონა.
– რა მოხდა ემმა?
– იცი ჩვენთან ვინ მოდის სტუმრად?
– ვინ გოგო?- წამოიძახა გაკვირვებულმა.
– ვინ და... იოანე.
– ვინ იოანე გოგო?
– რა გჭირს იოანე ახვლედიანი.- გახარებულმა წამოიძახა.
– აა, შენი იოანე?- გაეცინა.
– ჰო.
– მაგრამ ეგ ხომ წასულიყო?
– ხო, მაგრამ დღეს საღამოს უნივერსიტეტის ეზოში შემხვდა დამავიწყდა შენთვის მეთქვა.
– იოანე ვინ არის?- ჩაერთო საუბარში.
– იოანე, ჩვენი ბავშვობის მეგორი იყო,მაგრამ დროთა მანძილზე როდესაც გავიზარდეთ იოანეს...
– ნიკა!- თვალები დაუბრიალა მამიდაშვილს.
– რა იყო?
– მოდი არ გვინდა ახლა წარსულის გახსენება მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ის მხოლოდ ბავშვური გატაცებები იყო. თანაც სადაცაა მოვა უკვე.
– კაი, ხო ჩუმად ვარ.- დანებების ნიშნად ხელები ჰაერში აღმართა.0



ამ ყველაფრის მოსმენის, შემდეგ დადეშქელიანი საგონებელში ჩავარდა, რთული მისახვედრი არ იყო, რომ იმ ბიჭს ემმა მოსწონდა ან შეიძლება უყვარდა კიდეც და არც ის იყო გამორიცხული, რომ მის დაბრუნებას შეეცადოს.
სადღაც ნახევარ საათში იოანეც მივიდა. იოანე ძალიან სიმპატიური ახალგაზდა გახლდათ მწვანე თვალებითა და მუქი ყავისფერი თმით მაღალი და სიმპატიური .
– იო, როგორ გამახარე,რომ მოხვედი.- მოეხვია ნიკა.
– აბა, ისე როგორ ამდენი წლის უნახავ მეგობარს შენი აზრით არ მოვინახულებდი.- გაიღიმა.
– ჰო, ნამდვილად დიდი დრო გავიდა.
– 7 წელი.
– ჰო..
მაგიდას მიუსხდნენ და ხალისიანად საუბროდნენ იოანე თავის ამბებს უყვებოდა მათ ემმა ძალიან ბედნიერი იყო, იოანეს ნახვით.
– ემმა, შენსკენ რა ხდება ახალი?
– არაფერი ისეთი...- ამოიხრა.
– თაყვანისმცემელი ან სატრფო ხომ არ გყავს?
– არა, რას ამბობ რა დროს ეგ არის ღმერთმა დამიფაროს.- შეიცხადა .
– რა იყო? ასეთი რეაქცია რატომ გაქვს?
– იმიტომ რომ ჩემს გეგმებში არ შედის შეყვარებულის ყოლა.
– რატომ ვითომ?
– ზედმეტი თავის ტკივილი არ მჭირდება,თან ჯერ უნდა ვისწავლო და ცხოვრება მოვიწყო.
– მერე ერთი მეორეს ხელს არ უშლის.- გაეკრიჭა.
– აღარ გვინდა ამაზე შენზე მიამბე ახლა ცოლი ან შეყვარებული არ გყავს?
– არა, ვერ შევძელი ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, როგორიც მე მინდოდა.
ჰო.- დანაღვლიანდა ნაწილობრივ მასაც ეხებოდა.
– სხვა რას საქმიანობ?
– მე ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს იტალიაში.
– მართლა?
– ხო. ძალიან მომენატრე ქალბატონო, იცი დღე არ გავიდოდა შენზე რომ არ მეფიქრა.
– იოანე...
– კარგი, ხო.
– მე გავალ ცოტახნით.- წამოდგა და გარეთ გავიდა თვალზე ცრემლები ადგებობა და სული ეჰუთებოდა აივანზე გავიდა და მას უკან მაქსიმეც მიჰყვა. გოგონა აივანზე იყო და რაღაცას ფიქრობდა.
– კარგად ხარ?- მხარზე შეეხო.
– შემაშინე აქ რა გინდა?
– რა მოხდა თქვენ შორის?
– რაა?
– თქვენ შორის რა მოხდა?
– რატომ მეკითხები?
– უბრალოდ დამაინტერესა...
– არ მინდა ახლა ამაზე საუბარი და კიდევ რა შენი საქმეა ჩვენ შორის რა მოხდა ეგ მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება.



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

ო.... საინტერესოა როგორ გაგრძელდება ამ ორის ცხოვრების გზა. ველი ახალ თავს.

 


№2  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ხატია
ო.... საინტერესოა როგორ გაგრძელდება ამ ორის ცხოვრების გზა. ველი ახალ თავს.

მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent