დღიური
6 ნოემბერი 2020 წელი დრე შესანიშნავად გავიდა, ჩვენთან მოვიდნენ ნათესავები სხვა ქალაქიდან ,ამიტომ ქალაქის დათვალიერება მათან ერთად გადავწყვიტეთ, მთელი დღე ჩვენს ქალაქში ვსეირნობდით, მთელი დღის განმავლობაში დავიღალეთ და გამოვიფიტეთ, მაგრამ ეს მაინც არ გვიშლიდა ხელს მხიარულები ვყოფილიყავით. უკვე საღამოა ვზივარ ადიალაში გახვეული და მეგობრებთან ვურთიერთობ, როდესაც ფანჯარაზე კაკუნის ხმა გაისმა, როდესაც ფანჯარას მივუახლოვდი ფარადა გადავწიე, ქუჩაში არავინ იყო. სკამაოდ უცნაურად მეჩვენა ის რომ ყველა ლამპინი ანათებდა ერთის გარდა, ის ლამპიონი რომელიც არ ანათებდა მისი სინათლე ჩემს ოთახში აღწევდა. ვიფიქრე რომ ნათურა გადაიწვა ან გაფუჭდა და ამიტომ არ ანათებდა, მაგრამ როდესაც ფარდის ჩამოფარებას ვაპირებდი, ლამპიონი უცბად ჩაირთო და იქ პატარა გოგონა იდგა სათამაშო დათვით ხელში, მისი გრძელი თმები მიწას ეხებოდა და სახეს ნაწილობრივ უფარავდა, თეთრი კაბა ეცვა , რომელიც დასვრილი იყო წითელი ლაქებით. უცებ გამახსენდა რომ ჩემს მეგობარს და ყავს , ამიტომ უცბად გადავუღე სურათი გოგონას და ჩემს მეგობარს მივწერე: „ ძმაო, მითხარი ეს შენ და შენი და მეღადავებით?“ „საიდან მოიტანე“ „უბარალოდ ფანჯარასთან გოგონა დგას რომელიც შენს დას გავს „ ( სურათიც გადავუგზავნე) „ აჰაჰ კარგად დაგიმუღამებია ფოთოშოპი ძმაო“ „ ეს პოტოშოპი არ არის ეს რეალურია“ „ კარგი , მორჩი ხუმრობას, ჩემი და უნდა დავაძინო და ხვალ სკოლაში შევხვდებით და ყველაფერს დეტალებში მომიყვები“ „კარგი ხვალამდე“ ამოვისუნთქე, და გამოვრთე მობილური, ქუჩაში ისევ იდგა გოგონა ლამპიონის ქვეშ, გადაწყვიტე მეგობრისთვის დამემტკიცებინა რომ არ ვხუმრობდი და ვიდეოს გადაღება დავიწყე , თვიდან გოგონა თავჩახრილი იდგა და ადგილზე ქანაობდა , მაგრამ მერე თავი აწია და მე შემომხედა, იმ მომენტში შემეშინდა, უცებ ლამპიონის შუქმა თამაში დაიწყო და უცბად გაითიშა, მერე ჩაირთო და პატარა გოგონა იქ უკვე აღარ იდგა. ერთს ვიტყვი დამალვა შეუძლებელია რადგან , იგრვლივ სახლები დგას ღობებით, ქუჩები განათებულია. ვიდეოს გადაღება შევწყვიტე და დიდხანს ვიხედებოდი ქუჩაში იმის იმედით რომ ვინმეს დავინახავდი, მაგრამ ბოლოს რაც მახსოვს ის არის რომ დავიღალე და გადავწყვიტე დასაძინებლად დავწო 7 ნოემბერი 2020 წელი დღეს მე და ჩემი მეგობარი ალეკო ვიდეოს ვუყურებდით, რომელიც მე გადავიღე. ის შოკირებული იყო იმით თუ რა ჩანდა ვიდეოზე, პატარა გოგონას თვალები სულ შავი იყო. ერთმანეთს შევხედეთ, ალეკომ კი თქვა, რომ ეს ვიდეო მონტაჟი იყო და მეტი არაფერი. ამიტომ გადავწყვიტე დამემტკიცებინა რომ ეს ესე არ იყო და ჩემს სახლში დავპატიჟე ღამის გასათევად. ისევ საღამო, მე და ალეკომ თამაში დავიწყეტ, როდესაც ისევ ფანჯრის მინაზე კაკუნის ხმა გაისმა. თამაში დავაპაუზე და ფანჯარას შევხედე, ალეკო მე მიყურებდა, გადავწყვიტეთ გაგვეხედა გარეთ, ამიტომ მივუახლოვდით ფანჯარას, ფარდები გადავწიეთ , ალეკო ჩემგან მოშორებით იდგა და როდესაც შევხედე მის სახეზე აღუწერელი შიში იყო, პატარა გოგონა ახლა შუა ქუჩაში იდგა და ჩვენ გვიყურებდა, უცებ გოგონასთან მანქანა გაჩერდა იქიდან კი კაცი გადმოვიდა და მასთან მიახლოება დაიწყო. როდესაც პატარა მანძზილი იყო მათ შორის დარჩენილი, გოგონა შეახტა კაცს, უცბად მან დანა ამოიღო და დაარტყა. გოგონამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია, იმ ადგილას სადაც კაცმა დარტყმა მიაყენა, დანა ამოიღო იქიდან წითელმა სისხლმა კი არ დაოწყო დენა არამედ შავმმა. უცბად ლამპიონებმმა ციმციმი დაიწყო ჩაქრა და ისევ აინთო, იქ უკვე პატარა მოზარდი ბიჭი იდგა გოგონას გვერდძე, კაცმა მანქანისკენ დაიწყო სვლა როდესაც მოზარდი უკნიდან დაესხა თავს და უკბინა, მან სხეულის პატარა ნაწილი მოაჭამა, კაცმა ტკივილისაგან ყვირილი დაიწყო, ყველა მეზობელი ხმაურზე გარეთ გამოცვივდნენ დასახმარებლად, მაგრამ ლამპიონებმა კვლავ ციმციმი დაიწყო, ჩაქვრა და ისევ აინთო იქ კი უკვე აღარავინ იყვნენ, აღარ პატარა გოგონა, მოზარდი ბიჭი და არც მანქანიანი კაცი. ყველა სახლებში დაბრუდნენ, მე და ალეკოს ამის შემხედვარე, მთელი ღამე ძილი არ მოგვკარებია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.