შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდების ღამე


27-08-2024, 01:24
ავტორი WhSCrow
ნანახია 343

ბატონო მკითხველო, ერთ დროს, ცხოვრებაში რაიმე კარგი საქმის კეთებაზე ვფიქრობდი და ვუღრმავდებოდი. თუმცა, ამ ფიქრში ისე ჩავიკარგე, რომ საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი იდების ღამე.

მინდოდა, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა, მაგრამ, უკაცრავად, ჩემი სახლი მეწყერმა ჩაითრია. მხოლოდ იმის წყალობით გადავრჩი, რომ იმ ღამეს ტყეში ვიყავი განმარტოვებული, იდების ღამით მიჩენილი. უსახლკარო გავხდი, თუმცა ვერ დავნებდი.

დროთა განმავლობაში, როგორც ხშირად ხდება, ცხოვრებისეული ცვლილებები პიროვნულ ცვლილებებზეც აისახა. სწორედ ამ დროს ვიგრძენი პირველად შიმშილი. კუჭმა თავისი გაიტანა და მათხოვრობას დავნებდი. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე აღმოჩნდა, რადგან არა მხოლოდ სახლ-კარი დავკარგე, არამედ ადამიანებისგან უპატივცემულობაც ვიგემე. მართალია, ახალგაზრდას დავემსგავსებოდი, მაგრამ თითქოს სხეული თვითონვე დამცინოდა.

მომდევნო წლებში, ცხოვრების სირთულეების გამო, ნარკოტიკებსა და თამბაქოს მივეძალე. საჭმელი აღარ მანაღვლებდა, და ბოლოს ნარკომანიც გავხდი, ქურდი და მძარცველიც. საშინელ ადამიანად ვიქეცი, და არავინ იყო, ვინც დამეხმარებოდა.

ორი წელი გავიდა ასე, სანამ გამოჩნდა მარტოსული ბერი, რომელიც პირჯვარს იწერდა და ლოცულობდა. იმ დღეს ქუჩაში ვეგდე, თვალები ჩალურჯებული მქონდა, გონებას ვეღარ ვაკონტროლებდი. ბერმა ხელი დამადო და ლოცვა დაიწყო. სახე თითქოს გამინათდა, და ჩემი ცოდვილი სული თითქოს გაიწმინდა. მაშინ მივხვდი, რა ძალა ჰქონდა ღმერთს.

გამოფხიზლების შემდეგ, ბერს არაფერი ვუთხარი; ის უბრალოდ წავიდა. დღემდე ვეძებ იმ ადამიანს, რათა ამ შანსისთვის მადლობა გადავუხადო. თუმცა გულის სიღრმეში ვიცი, რომ ის არ იყო ადამიანი. ის იყო ღმერთი, რომელმაც მე გადამარჩინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent