ოცნებებთან ასე ახლოს (თავი7)
აუ წავიდეთ რა სადმე...საწყალი ლეკვის თვალებით გადახედა ნენემ მეგობრებს -სად სადმე ნენე? ჩაეკითხა ლუკაც, უკვე საათზე მეტი გასულიყო რაც კაფეში ისხდნენ , ათას რამეზე ისაუბრეს და რამდენი რამ სასაუბრო დარჩათ. -საღამოს, ვითომ რატომ არ შეიძლება? ჩვენ ასე გიმასპინძლეთ ჩვენს ქალაქში? დოინჯი შემოირტყდა ლექსო ორივე იდაყვით მაგიდას დაეყრდნო -ნენე მართალია, წავიდეთ, ადგილს მე ავარჩევ -რა ადგილს შენ აარჩევ , დაგავიწყდა დღეს რა დღეა? დათოს დაბადების დღეა -ვაახ ჩემი, სულ არ მახსოვდა, მაშინ გააგრძელა ალექსანდრემ -გოგონებიც წამოვლენ , დათოსაც ძალიან გაუხარდება სიხარულისგან ნენემ ცქმუტვა დაიწყო, ლუკას მოეხვია და წამის მეასედში დაუკოცნა მთელი სახე, ანიტას გაეცინა, როგორ შეეძლო ასეთი ბედნიერების პოვნა ყველაფერში მის მეგობარს -როგორც იქცა იმ ახალ კაბას ჩავიცმევ.. კმაყოფილმა აათამაშა თითები -ანიტა შენ რას იზამ? -მე? მე როგორც ყოველთვის ნენე, სტანდარტულად -ვაიმეეეე ლექსო ამ საკითხზე უნდა იმუშაო, მე ვერაფერს გავხდი რამდენი წელია, ძალიან გთხოვ აუხსენი რომ ქალს ლამაზი ტანსაცმელი და ზოგადად გაპრანჭვა უხდება.. ბოლო სიტყვები უკვე ძალიან გაბრაზებულმა წარმოსთქვა ნენემ -მე ვფიქრობ რომ ანიტას არაფერი სჭირდება, ისედაც ყველაზე მშვენიერია...ცალი ხელი ანიტას ფეხზე დაადო , მთელი ანიტას სხეული უდიდესმა სითბომ მოიცვა , როგორ შეიძლებოდა ასეთი კარგი ადამიანის ღირსი თავად ყოფილიყო, ჯანდაბა! მთელი სიცხადით გრძნობდა რომ სიგიჟემდე უყვარდა ალექსანდრე დადიანი, უყვარდა თავის დაკარგვამდე, სულის შეძვრამდე, სხეულის ყველა უჯრედში აღწევდა ეს გრძნობა, სხვას აღარაფერს უტოვებდა ადგილს, ყველა ემოცია ალექსანდრესთან მიდიოდა, ყველა ემოციას თავად ალექსანდრე იწვევდა ... მიუხედავად იმისა, რომ მართლაც არასდროს ემზადებოდა დიდხანს, ამჯერად უნდოდა განსაკუთრებულად ლამაზი ყოფილიყო, გარდერობიდან ყველაზე ლამაზი კაბა აარჩია ,მუხლს ზემოთ, ტანზე გამოყვანილი, ამოღებული ზურგით, შესაბამისი ფეხსაცმლიც შეურჩია ძალიან პატარა ქუსლით არ უყვარდა დიდ ქუსლებზე სიარული, თმის გაშლა გადაწყვიტა, მხოლოდ ბოლოები დაიხვია, კულულები ლამაზად ჩამოიშალა თითქმის საჯდომამდე. სახლიდან გამოსული მამიდამ დაარიგა ძალიან არ დააგვიანო და ჭკვიანად იყავიო, როდესაც ლიფტიდან გამოვიდა სანამ კიბეებს ჩაივლიდა უკვე შეამჩნია სახლის წინ მდგარი ალექსანდრეს ავტომობილი, ჰაერი რომ ღრმად ჩაიუნთქა ალექსანდრესაც ხედავდა, მისგან ზურგით იდგა -იმედია ძალიან არ დავაგვიანე ...ნაცნობი ხმის გაგონებაზე გოგონასკენ მოტრიალდა, თვალი გაუსწორა თუ არა თითქოს სხეულში რაღაცამ სასიამოვნოდ გაუარა , სხეულის პოზისა და თვალის მიმართულების შეცვლა რამდენიმე წამი კიდევ ვერ მოახერხა, იდგა და გაშტერებული უყურებდა მის წინ მდგარ გოგონას -ჰა თქვი რამე! ძალიან ცუდია? ფეხებს აბაკუნებდა ანიტა და მზად იყო ალექსანდრეს წინ დატრიალებულიყო კიდეც -ძალიან ლამაზია...უფროსწორად შენ ხარ ლამაზი.. უთხრა და მისი სხეული თავისკენ მოიზიდა, ანიტას თმის სურნელი რომ შეიგრძნო და ზურგზე ხელი დაუსვა მხოლოდ მაშინ შეხედა გოგონას შიშველ ზურგს , რამდენჯერმე მოურიდებლად აათამაშა თითები შიშველ სხეულზე შემდეგ კი ყურთან ძალიან ახლოს უთხრა -ამაზე მერე დავილაპარაკებთ! თავის უბანში რომ შეაყენა მანქანა ალექსანდრემ ,რაღაც უცნაურმა გრძნობამ მოიცვა, უფრო მეტად უცნაურს მდგომარეობას ის ხდიდა რომ ანიტასთან ერთად ლილიას სახლში უნდა მისულიყო, რა მნიშვნელობა აქვს რომ გოგონა ქვეყანაში აღარ იყო, მაინც გაურკვეველ ემოციებს მოეცვა მისი არსება, რამდენად სწორი იყო დათოს დაბადების დღეზე ანიტას მოყვანა? დათო ლილიას უფროსი ძმა და ალექსანდრე დადიანის ბავშვობის მეგობარი იყო, სხვანაირად არ შეიძლებოდა, ახლა ანიტა იყო მისი მომავალი და ვერავის დაემალებოდა, თანაც დათო იცნობდა ანიტას, ჯერ კიდევვ ქუთაისიდან, რატომ უნდა შეეკავებინა თავი როდესაც ბედნიერი იყო? რატომ უნდა დაემალა მისი ბედნიერების მიზეზი? არა ალექსანდრე დადიანი არ იყო ის კაცი ვინც რაიმეს დამალავდა ან მოერიდებოდა როდესაც ანიტას მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა, მაშინ უთხრა ამ სახლში დავიბადე და გავიზარდეო, ხელით ანიშნა მეხუთე სართულზე, ზუსტად მაგ სართულზე მივდივართ მოპირდაპირე კარშიო, გოგონას თითები საკუთარში ახლართა და მასთან ერთად შევიდა შენობაში -დედაშენმა რომ დაგვინახოს?უკან უკან ექაჩებოდა ანიტა -მერე? 15 წლის ბიჭი ვარ? ისედაც ვაპირებ გაგაცნო ანიტა ნუ ბავშვობ... უფრო ძლიერად მოჰხვია ხელი გოგონას და წინ გაუძღვა -რომ არ მოვეწონო? მაინც არ აპირებდა ანიტა გაჩერებას -რა მნიშვნელობა აქვს? მე ხომ ....უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ გადაიფიქრა -მე მომწონხარ ანიტა, მე მინდა შენთან ყოფნა, სხვისი აზრი არ მაინტერესებს ამ საკითხზე როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა ახლაც დანებდა ანიტა... დათოს სახლში რომ შევიდნენ წვეულება უკვე დაწყებული იყო, ანიტამ სადღაც შორიდან ნენეს მოჰკრა თქვალი როგორ ცეკვავდა ლუკასთან ერთად, დათო გამოეგება პირველი სტუმრებს -აუ ხოარ გაღაობ ძმაო მაგრად გამიხარდა რომ მოხვედი.. გადაეხვია ალექსანდრეს , შემდეგ კი ანიტას მიესალმა - კეთილი იყოს შენი მოსვლა ანიტა მაგიდასთან რომ დასხდნენ ყველაფერი შეცვლილი მოეჩვენა ალექსანდრეს, თითქოს ნახევარი ცხოვრება არ გაეტარებინოს ამ სახლში, თითქოს პირველად ყოფილიყოს, საშინელი გაუცხოება იგრძნო, ყველას მზერა თითქმის ანიტასკენ იყო მიმართული, ანიტა თავადაც გრძნობდა მაგრამ ვერ აეხსნა რატომ, წვეულება რომ გახურდა ლექსოსაც დაეტყო ალკოჰოლი, ანიტას ხელი ხელში ჰქონდა მოქცეული და ყოველ ორ წუთში ერთხელ კოცნიდა, ნენე და ლუკა ცეკვავდნენ, მუსიკა დამთავრდა და სანამ მაგიდასთან დაბრუნდებოდნენ ახალმა მელოდიამ შთანთქა მთელი სახლი „YOU ARE STILL THE ONE “ -ვიცეკვოთ? ყურში უჩურჩულა ლექსომ ანიტას -გაგიჟდი ალექსანდრე? ცეკვა არ ვიცი ..ბიჭის ხელს დაბლა ექაჩებოდა რომელიც უკვე ფეხზე წამომდგარიყო -წამოდი.. უთხრა ლექსომ და მაინც აიტაცა ჰაერში გოგონას სიფრიფანა სხეული ცოტახანში ყველას მზერა ისევ მათზე შეჩერდა, ოთახის შუაში წყნარი მელოდია ისმოდა, ალექსანდრეს მთელი სხეულით ჰყავდა მიხუტებული ანიტა და მასთან ერთად ნელა, აუჩქარებლად მოძრაობდა. -რატომ იქცევი უცნაურად? ბიჭს თითქოს არ გაუგიაო შეკითხვა, ანიტას შიშველ ზურგზე თითებით თამაში განაგრძო -იცი რომ ძაალიან ლამაზი ხარ? -ვიცი , შენ მითხარი... უთხრა გოგონამ და თავი ისევ მის კისერში დამალა -სულ ასე იქნება ანიტა? მოძრაობა არ გაუჩერებია ალექსანდრეს -როგორ? -ყოველთვის ასე დაიჯერებ ჩემს სიტყვებს? გოგონას თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა -ყოველთვის ..უპასუხა გოგონამ წყნარი მელოდია ისევ სასიამოვნოდ ისმოდა ოთახში, ალექსანდრე და ანიტა არ იყვნნენ ის ერთადერთი წყვილი ვინც მათთან ერთად ოთახის შუაგულში ცეკვავდა ჩახუტებული. სულ დაავიწყდა ანიტას რომ მათ გარდა სხვებიც არსებობდნენ, მხოლოდ ალექსანდრეს ჩუმი სუნთქვა და მისი გულიდან გამოსული სუსტი ფეთქვა ესმოდა,ერთი ხელი ალექსანდრეს ხელზე ედო მეორე კაცის გულ მკერდთან ჰქონდა მიბჯენილი, ისე ცხადად ესმოდა ალექსანდრეს გულის ფეთქვა, ისეთი გახშირებული გახდა თანდათან კაცის სუნთქვა, ამ ყველაფერს ალკოჰოლს მიაწერდა, პირველად ხედავდა ლექსოს ასეთს. ლექსოს გონება ალკოჰოლს კიდევ უფრო გაებრუებია, ვერ გაეგო რატომ გრძნობდა თავს ასე უცნაურად, რა ჯანდა ხდებოდა მის გონებაში, რატომ გაურბოდა ფიქრები სადღაც შორს სხვა ქალთან. რატომ მოვიდა საერთოდ, რა უნდოდა რას ეძებდა, ვის ეძებდა, რისი დამტკიცება სურდა საკუთარი თავისთვის და არა მხოლოდ. ანიტას სხეულს ფრთხილად მოშორდა და შუბლზე ცხელი კოცნა დაუტოვა -დაიღალე? გოგონამ პასუხად თავი დაუქნია -გინდა აივანზე გავიდეთ? გოგონას ხელი ისევ ხელში მოიქცია, ის ის იყო სუფთა ჰაერი უნდა ჩაესუნთქათ როდესაც აივნიდან შემოსული გოგონა ანიტას დაეჯახა და ღვინით სავსე ჭიქა ზედ კაბაზე გადააქცია , ცივი მასის შეხებამ ანიტას სხეული აუთრთოლა -ჯანდაბა რა მოუხერხებელი ვარ, თქვა გოგონამ და ლექსოს შეხედა ლექსომ ჯიბიდან სალფეთქის დასტა ამოიღო და გოგონას გულ მკერდი სწრაფად მოუწმინდა -ლიკა ცოტა ყურადღებით რა! ხმა გაუმკაცრდა -არაუშავს . თითქმის ჩახლეჩილი თქმით უთხრა ანიტამ და ლექსოს რამდენიმე ხელსახოცი ისევ გამოართვა -ასე ვერ იქნები, ჩემს პიჯაკს მოგიტან... უთხრა ბიჭმა და ის იყო გასვლას აპირებდა როდესაც საუბარში ლიკა ჩაერთო -ლექსო მე წავიყვან ანიტას ! უნდა მქონდეს კაბები მისი ზომის , თან ჩემს გამო აღმოჩნდა ასეთ უხერხულობაში პრინციპში არც დალოდებია მათ პასუხს სწრაფად მოკიდა ხელი გოგონას და ოთახისკენ წაიყვანა -ნუ გრცხვენია, ბევრი არჩევანი მაქვს და რაც მოგეწონება ის აირჩიე ოთახში შესასვლელი კარი გაუღო ლიკამ ანიტას და ცალი ხელი არ გაუშვია ისე შეიყვანა ოთახში -მადლობა ლიკა..კიდევ ერთხელ -რა სალაპარაკოა, ლიკამ კარადის კარი გამოაღო და რამდენიმე კაბა საწოლზე გააფინა -რომელიც გინდა აარჩიე, მე არ შეგიშლი ხელს, მკლავზე ხელი დაუსვა და ოთახის კარგი მიიხურა დარჩა ანიტა მარტო უცხო გარემოში, უცხო ოთახში, სწრაფად გადაიძრო წითლად შეღებილი კაბა და მხოლოდ ბიუსალტერის ამარა დარჩენილმა სანამ საწოლზე გადადებულ კაბას მოირგებდა მის წინ კედელს გაუსწორა მზერა, თვალი გაუშტერდა, სუნთქვა გაუმძაფრდა, -ღმერთო ეს ხომ... ეს ხომ ლექსოა წარმოსთქვა ხმადაბლა და ახლა უკვე მთელი ოთახი მოათალიერა, უამრავი ფოტო სურათი იყო კედელზე, ყველა ფოტოზე ალექსანდრე დადიანი იყო გამოსახული, ქერა ზღვისფერ თვალების მქონე გოგონასთან ერთად, ყველა ფოტოში იცინოდა, ბედნიერი იყო, ხან ეხუტებოდა, ხანაც კოცნიდა, ხანაც მასთან ერთად ეძინა ჩახუტებულს, შემდეგ მაკიაჟის კარადაზე დადებულ ფოტოალბომს მოავლო მზერა რომელსაც გარეკანზე დიდი შრიფტით ეწერა „ ლილიას და ალექსანდრეს თავგადასავალი „,.. ლილია გონებაში დაუტრიალდა სახელი რომელიც უკვე გაგონილი ჰქონდა სადღაც, წამში დაბრუნდა მისი გონება რამდენიმე თვის უკან , გაიხსენა როგორ უთხრა ნენემ ალექსანდრეს შეყვარებულ ლილიაზე ახლახანს დაშორდნენო.. საშინელი უმოძრაობა იგრძნო უნდოდა დაბიჯის გადადგმა მაგრამ ვერ ახერხებდა, საწოლს დააშტერდა ,ყველაფერს ლილიას სუნი ასდიოდა, მიხვდა მის ოთახში, რომ იმყოფებოდა, მისი კაბის ჩაცმას აპირებდა რამდენიმე წუთის წინ, საწოლის თავზე დაკიდებულ ჩარჩოს მიაშტერდა სადაც ლექსო და ლილია ზუსტად ამ საწოლზე ეხუტებოდნენ ერთმანეთს, მაინც მოახერხა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა , საწოლამდე მიაღწია და კუთხეში ჩამოჯდა, რა ჯანდაბას აკეთებდა აქ? მოეჩვენა თითქოს სხვის ცხოვრებაში ხელებს აფათურებდა, და საერთოდ არ იყო მთავალი მოქმედი პერსონაჟი თავად. კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამოარკვია -ანიტა... მოესმა ნაცნობი ხმა და იმწამსვე იგრძნო საშინელი ტკივილი გულში, როგორი სხვანაირი მოეჩვენა დღეს ალექსანდრე, ახლა უფრო ხვდებოდა მიზეზს, უკეთ იაზრებდა რატომ იქცეოდა უცნაურად, რა მოგონებები ტრიალებდა მის გონებაში, მისი სამყაროს უდიდესი ნაწილი ლილია იყო და ვერ ხვდებოდა თავად რა ადგილი ჰქონდა ამ ყველაფერში, კიდევ ერთხელ მოავლო ცრემლიანი თვალი ყველა ბედნიერ ფოტოს, ისტორიას რომელიც ალექსანდრეს ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დაინახა როგორ გადატრიალდა კარის სახელური და რამდენიმე წამში ნაცნობმა სილუეტმაც თავი შემოჰქო კარის შესასვლელში იდგა ალექსანდრე დადიანი , ხედავდა გოგონას სხეულს საწოლის კუთხეში ნახევრად შიშველს, მზერა მის წინ გაფენილ კაბაზე გადაიტანა , რთული გამოსაცნობი არ იყო რატომ იყო ანიტა ამ მდგომარეობაში, მანდამაინც ამ ოთახში რატომ შემოიყვანა ლიკამ? სპეციალურად? რა მნიშვნელობა ჰქონდა , ალექსანდრეს ამ წამს ბევრად მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა ოთახში ფრთხილად შევიდა და კარი მიიხურა, სწორ სიტყვებს არჩევდა ანიტასთან სასაუბროდ მაგრამ საუბრის დაწყება ვერ გაებედა, თავად გოგონაც ვერაფერს ამბობდა, მის წინ ჩაიმუხლა -ანიტა.... კიდევ ერთხელ წარმოსთქვა მისი სახელი -რატომ არ მითხარი? თავი ასწია ანიტამ და ბიჭის მწვანე თვალებს მიაშტერდა -რა უნდა მეთქვა ანიტა? -რა უნდა გეთქვა? ფიქრობ რომ არაფერი? აქ მომიყვანე ყოფილი შეყვარებულის სახლში და გინდა მისი კაბა ჩავიცვა..ფეხზე წამოიჭრა ანიტა, ხმაც აკანკალებული ჰქონდა მაგრამ მაინც ახერხებდა ხმამაღალ საუბარს - მის ოთახში ვარ, სადაც ...სადაც ვინ იცის რამდენჯერ ყოფილხართ ერთად... -ანიტა დამშვიდი.. ფეხზე წამოდგა ლექსო სცდილობდა გოგონასთან მიახლოებას მაგრამ ანიტა უფრო და უფრო უკან იხევდა -არ გაბედო! არ მომეკარო, სკამზე გადადებულ პირსახოცს ხელით მისწვდა და ტანზე მოიხურა -საერთოდ რას ვაკეთებ შენთან? საერთოდ ვინ ვარ შენთვის ლექსო? უფრო და უფრო უწევდა ხმას -სანამ ამ მდგომარეობაში იქნები არ დაგელაპარაკები! ხმას აუწია ლექსომაც , მიუხედავად ანიტას წინააღმდეგობისა მკლავზე ხელი მოჰკიდა - აქ არ ვილაპარაკებთ! პიჯაკი გაიხადა და ანიტას მოახვია, თავად შეუკრა ყველა ღილი, კაბასავით ჰქონდა ანიტას ლექსოს პიჯაკი, არავისთვის იქნებოდა უცნაური თუ ასე გავიდოდა გარეთ -ხელი გამიშვი... უხეშად ცდილობდა მოეშორებინა ლექსო თუმცა მამაკაცი უფრო და უფრო ძლიერად იქცევდა გოგონას ხელს თავისაში, კარის სახელური გადაატრიალა და ძალით გაიყვანა გარეთ კართან დიდიხანია რაც ნენე ელოდებოდა ანიტას, ეტყობოდა რომ ლუკასგან უკვე იცოდა ყველაფერი, იცოდა რომ ლილიას სახლში იყვნენ, იცოდა ვინ იყო ლილია ლექსოსთვის და კარგად ჰქონდა გააზრებული ანიტას ახლანდელი ემოციები -გინდა წავიდეთ? ანიტასკენ წავიდა და მისი თავისუფალი ხელი ხელში დაიჭირა -ანიტა მხოლოდ ჩემთან ერთად გავა აქედან ნენე! ისეთი ხმით წარმოსთქვა ალესანდრემ ნენე მიხვდა რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ ღირდა -ლექსო გთხოვ...დაიჩურჩულა ანიტამ, უკვე ისეთი უენერგიო იყო მაგრად რომ არ ჰყოლოდა დაჭერილი ლექსოს უთუოდ წაიქცეოდა, ჩაიკეცებოდა, აღარც სიარულის თავი ჰქონდა მით უმეტეს აღარც არაფრის მოსმენის და გეგების ნენე მათ შორის ჩადგა და ანიტას სხეული უფრო მეტად მიიხუტა -ლექსო გთხოვ... - ცუდად არის...... ლექსომ ანიტას შეხედა, თვალები ცრემლიანი ჰქონდა და ამ ცრემლების მიზეზი თავად იყო, გული შეეეკუმშა, საშინელმა სიბრაზემ მოიცვა , შეკრული მუშტი იმ კარს დაარტა საიდანაც ახლახანს ანიტასთან ერთად გამოვიდა -ამის დედაც! დაიღლიარა და ანიტამ ბოლოჯერ გააყოლა თვალი როგორ გავარდა სახლიდან ისე რომ მის წინ მდგარ ლუკასაც არაფერი აუხსნა როცა ჰკითხა რა მოხდაო.. -დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის... კიდევ უფრო მიიხუტა მეგობარი ნენემ და თავზე აკოცა - ლუკა უნდა წაგვიყვანო.. მათ წინ მდგარ ლუკას მიმართა ნენემ და ლუკამაც გაიაზრა რის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო ლექსო ასეტი გაღიზიანებული და ანიტაც ატირებული.. ლუკა საჭეს მართავდა და თან სარკიდან ათვალიერებდა უკანა სავარძელზე მჯდომ მეგობრებს, ანიტა ფანჯრიდან მხოლოდ ერთ წერტილში იყურებოდა, ნენეს კი მისი ხელი მუხლებზე ედო და ხმას არ იღებდა, არ იცოდა რა უნდა ეთქვა , ან რისი მოსმენა შეეძლო ახლა მის მეგობარს, სიჩუმე და თანადგომა არჩია, ვერც ლუკა ბედავდა საუბრის დაწყებას თუმცა ბევრი კი ჰქონდა სათექმელი მისი მეგობრის სახელით ბოლოს მაინც გადაწყვიტა სიჩუმე დაერღვია -ანიტა მისმინე ... შეჩერდა - შეიძლება ამას არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ... ისევ პაუზა გააკეთა, ანიტას რეაქციას დაელოდა, რომელმაც წამით მოწყვიტა თვალი ფანჯარას და ლუკას შეხედა -ლექსომ ბევრი გამოიარა, ის რაც დღეს ნახე.. ისევ შეყოვნდა - არავითარი კავშირი არ აქვს თქვენს ურთიერთობასთან , შენც ხომ გაქვს წარსული როგორც ყველას, ამის გამო..... ამის გამო პასუხს ნუ მოსთხოვ ანიტა ჩუმად ისმენდა, ლუკა კი არ აპირებდა გაჩერებას -ლექსო ჩემი ძმაა, ყველაზე კარგად ვიცნობ! ლილიას შემდეგ... ლილიას შემდეგ უამრავი გოგო ჰყავდა მაგრამ არცერთი არ მიუკარებია გულთან -ლუკა გთხოვ...ხმის ამოღება შეძლო ანიტამაც -არა მე გთხოვ...ისევ შეაწყვეტინა ლუკამ - ლექსოს ძალიან უყვარდა ლილია, ჩვენ...ჩვენ ორი წლიდან ერთად გავიზარდეთ, ერთ ეზოში, ლექსოს და ლილიას დიდი ხნის ისტორია ჰქონდათ, სწორედ ეს ნახე შენ იმ ოთახში, თუმცა იმის გამო რაც დასრულდა და რაც წარსულში იყო..ამის გამო გთხოვ არ გაუბრაზდე , უფლება მიეცი გესაუბროს საშინლად ტკიოდა გული ანიტას, იმდენად უყვარდა ლექსო იმდენად სავსე იყო მისი გული ლექსოს სიყვარულით უნდოდა ბიჭის გულშიც მხოლოდ მისი ადგილი ყოფილიყო, ვერ აიტანა ამდენწლიანი სიყვარულის ლექსოს გულში არსებობა, რა მნიშვნელობა აქვს დღეს რა ხდებოდა? ის კვალი ხომ მაინც იქნებოდა დარჩენილი მის გულში, კვალი ლილიას სიყვარულის, კვალი ლილიასი. ვერასდროს გახდებოდა ანიტა პირველი, ვერასდროს იქნებოდა პირველი სიყვარული. საშინლად ტანჯავდა ფიქრები , თვალწინ ნანახი ფოტოსურათები ედგა , ფოტოსურათები ზღვაზე, მთაში, საწოლში, იმის გაგებამ რომ ლილიასთვისაც ლექსო პირველი მამაკაცი იყო საბოლოო ნასროლი ტყვიასავით იმოქმედა და მისი დაჭრილი გული მოკლა. .......მეგობერებო ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი უკუკავშირი, თხოვნაა გამიზიაროთ რას ფიქრობთ ისტორიასთან დაკავშირებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.