შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში "LOVE" -3


1-09-2024, 12:16
ავტორი LunaM
ნანახია 819

ჰაერზე გამოსვლის შემდეგ, აფორიაქებული ვიყავი, თითქოს და ვიაზრებდი ამ ყველაფრის აფსურდულობას და იმასაც თუ რამდენად სულელური იყო ეს ყველაფერი. ეზოში ისე შევედი, უკან მომავლისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია, აივანზე, სავარძელზე ჩამოვჯექი და გაშტერებული ერთ ადგილს მივჩერებოდი, ისიც მოვიდა გვერდით მომიჯდა ხელები მიხლებზე გადაიჯვარადინა და ცოტახნით ორივე სიჩუმეში ვიჯექით, თითქოს ერთმანეთს დროს ვაძლევდით, იმ მიზეზის მოფიქრებაში თუ რატომ უნდა ვყოფილიყავით ერთად ან საერთოდაც არ უნდა ვყოფილიყავით...დრო იწელებოდა, ჩვენ კი კვლავ ვდუმდით, როგორც ორი პატარა გაბუტული ადამიანი, რადგან ეს ყველაფერი სხვისი თვალით ზუსტად ასე გამოჩნდებოდა.
ჩანთაში სიგარეტი დავძებნე და გავუკიდე.
- დაიწყე.
მისთვის არ შემიხედავს. ზედმეტი მოძრაობის თავიც არ მქონდა. კიდევ ერთი მიზეზი ამის ის იყო რომ ადამიანი რომელიც მომწონს, მის გვერდით დებილივით ვიქცევი, მე კიდევ ეს ძალიან არ მიყვარს. შემომხედა, მანაც სიგარეტს გაუკიდა.
- არ მიყვარს, ჩემს გარშემო ბრუნავი კითხვები, ძალიან მღლის და მამძიმებს, ამ მდგომარეობას ვერიდები ალექს, მე პასუხები მჭირდება. მიუხედავად იმას რომ წეღან დაგთანხმდი , ახლა აღარ მინდა. შენზე ნაწყენიც ვარ. გაბრაზებულიც, გაგიშვი და დაგიკიდე კიდეც. ხოდა მითხარი რატომ უნდა დავბრუნდე იქ და ვატკინო ჩემს თავს. რაში გჭირდები? - ბოლოს ჩამეცინა კიდეც. ადამიანი რომელსაც ვეზიზღებოდი, ახლა მეუბნება რომ ვჭირდები და მე დედა ტერეზა ვარ თუ რა ?
- ... დედა ავადაა,დეა,- დუმილის შემდეგ წინადადება ამ სოტყვებით დაიწყო. - ის კვდება.
მეგონა ცუდად ხუმრობდა. მის ხმაში კი სახუმარო არაფერი ჟღერდა. ხმა ჩამივარდა. რა უნდა მეთქვა ? მენუგეშებია? გაშტერებული სახით შევაჩერდი და პირს გაღებაც ვერ შევძელი რომ სიტყვები ამომეშვა.
- ანალიზებმა აჩვენეს რომ, ბოლო სტადიაა, ის რაც მეგობა რომ წლების წინ გავაქრეთ დაბრუნდა დეა..
- კიბო...
მის სახეს მთვარის შუქი არ წვდებოდა, მაგრამ მთელი სხეულით ვგრძნობდი დაძაბულობას, ჩამწყდარი ხმა, დაძაბული მხრები, დაჭიმული ხელები... თავი ჩაეღუნა და ღრმად სუნთქავდა
- ხო დეა, კიბო.. - მწარედ ჩაეცინა.
- და მან იცის?... - სახე ხელებით დავისრისე, ჩემს თავს მოვეხვიე და მას შევხედე.
- არა.. არ გვითქვამს. რომ ვიხსენებ როგორი იყო იმ პერიოდში, არ მინდა რომ იგივე განიცადოს.. არც ვიცით როგორ ვუთხრათ.
სავარძელს მიეყრდნო, ზემოთ ასწია თავი.
- მე.. მე როგორ დაგეხმარები.. არ მესმის.
- დედა თბილი ქალია დეა, მას ყოველთვის უნდოდა რომ ჩვენი ოჯახი ენახა..
- მე რატომ ალექს, ვინც გიყვარს...
- ლიკას ვერ იტანენ, დეა. ჩემს მშობლებს ცოტა ძველებური შეხედულება აქვთ..
- და შენს ბედნიერებას წირავ?
- მათი უბედურების ხარჯზე?
- მაშინ ასე რატომ ესაუბრებოდი დედას? ასე უხეშად.. თუ ის ავადაა და ამის გაკეთებას აპირებ..
ყველაფერი უცნაურად ჟღერდა, პაზლები არა და არ იწყობოდა ისევ.
- მეც მაქვს გრძნობები დეა..
„ მეც მაქვს გრძნობები დეა..“ სიტყვები ეხოდ მეორდებოდა ჩემს თავში და ვგრძნობდი თუ რამდენად დიდი მარტოსულობა იგრძნობოდა მათში..
- ჩვენ.. რას ვაპირებთ? რას აპირებ უფრო სწორად?
- მინდა რომ ბედნიერი მოგონებები ვაჩუქო, სანამ ჩვენთანაა? შენ კი ამისთვის ზედმეტად სწორი ხარ, ძალიან მოეწონე იცი, რომ გაიგოს ვისი დისშვილი ხარ სულ გადაირევა.
- მე და სწორი სან? ხუმრობ ხო?- ახლა მე გამეცინა.
- კარგი, ასე ვთქვათ კარგად თამაშობ. უბრალოდ მინდა რომ მასთან დრო გაატარო ხოლმე, ვაჩვენოთ რომ კარგად ვართ, მანამ სანამ ყველაფერი ჩაწყნარდება... სანამ არ ვეტყვით ან.. არ დაგვტოვებს.
- ეს სიტუაცია მაშინებს სან.. მე..
- უბრალოდ გვერდში მეყოლე დეა... ვიცი რომ სისულელეს ვაკეთებ მაგრამ არ ვიცი სხვა რა ვქნა.. ვერაფერს ვხედავ ..
- უარს ვერ გეტყვი.. საერთოდ არ ვიცი რა გითხრა...- თავი ხელებში ჩავიდე, ყველაფრის ერთად გააზრება არც გამომდიოდა, მისი ტკივილი, ეს სიტუაცია.. დედამისი... - მართლა არ ვიცი როგორ დაგეხმარები...მაგრამ.. კარგი... გავაკეთოთ როგორც გინდა. უბრალოდ, ბევრი რამეა მოსაფიქრებელი... ჩვენი ქცევები, ურთიერთობა... ღმერთო ისიც არ ვიცი ახლა რას ვამბობ..
- ბევრი რამე გადაგხდა ერთი დღისთვის არა ? - კვლავ ეს ღიმილი მის სახეზე...- რამე წესები გვექნება ჩვენს თამაშში? რა იყო? შენ ხომ გიყვარს წესები?
- ვერ ვხვდები იმდენად გტკივა რომ უკვე ემოციებს ვეღარ არჩევ თუ მართლა დებილი ხარ ალექს?
- ცხოვრება ყოველ წამს მხმარობს დეა, სხვაგვარად როგორ გავუძლო?
- ...კი წესები გვექნება. პატივი მეცი.
- მეტი არაფერი?
- კიდევ მინდა იცოდე რომ აღარ მიყვარხარ... ის ადამიანი აღარ ვარ ვინც კუდში დაგდევდა...
- ხოო ეგ უკვე მეც ვიცი, - ფეხზე წამოდგა. - კარგი.. მგონი დღეისთვის მართლაც ბევრია, შეგეხმიანები და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.
- ბლოკს ამხსნი? - ირონიულად, ჩემს წინ მდგომს ავხედე.
- კი აგხსნი.- ჩაეცინა, გასასვლელისკენ გასწია.
- სან...
- მჰ..
- კარგად ხარ?..
- ..ვუძლებ. ძილინებისა დეა..
შეტრიალდა და ბილიკს გაუყვა. ვუყურებდი როგორ მიდიოდა მთვარის შუქზე მისი სხეული, როგორ გაიხურა კარი, როგორ გაქრა ის.. თითქოს და ეს ყველაფერი არ ყოფილა..
ქარი ფოთლებს აშრიალებდა, სადღაც ძაღლებიც ყეფდნენ, ის წავიდა და იმაზე მეტად ბობოქრობდნენ ჩემში ფიქრები, ვიდრე ჩვენს დიალოგამდე.. სანთებელა კვლავ აინთო, კვამლი ჩემს ფილტვებს კვლავ წამლავდა,ბუნების სიჩუმით ჩემს ფიქრებს ვფარადი, ძილი კი არ მოდიოდა. კიდევ ცოტახანს ვიყავი ასე... და მაინც ყველაფერი სისულელედ მიმაჩნდა...

***
ერთ კვირაზე მეტი გავიდა ჩვენი ბოლო საუბრიდან, მას შემდეგ ის პერიოდი დაბრუნდა "თითქოს და ყველაფერი ძველებურადაა". ხო, ბლოკი ამხსნა, შეხვედრაზეც მომწერა, უარი ვუთხარი და სამსახურის გრაფიკს დავაბრალე, სხვა დღეს მას არ ეცალა, მალე ბათუმში ბრუნდებოდა, ასე რომ ვერ შევიკრიბეთ, თუმცა სიმართლე და ჩემი უარის მიზეზი, ისაა რომ, იმ დღიდან ტვინ გავარდნილი ზომბივით ვარსებობ, აი, ისე ტვინი თავზე რომ კიდია, მაგრამ ჩადება აკლია ამუშავებისთვის...
- დეაა.. დეა!
- ჰო? - ცვლის მენეჯერი მარიამი იყო.
- გოგო, შენ მგონი მაგარი გადაიწვი. სამი წუთია გეძახი და ვერ გაგაგონე, დასრულდა შენი ცვლა წადი სახლში.
- უკვე ? - გავიკვირვე, ახალი შემოსული არ ვარ?
- კი დეა, ნახევარი საათის წინ.
- ვაუ, გავთიშულვარ..
- წადი, წადი ზეგ ღამე ხარ და კარგად გამოიძინე,-თვალები მომიჭუტა და ხელებით გასასვლელისკენ მიბიძგა.
- ზეგამდე მთელი ორი დღეა წარმოიდგინე, - თავი ახლოს მივუტანე და მისივე ჟესტით ჩავჩურჩულე, გაგვეცინა.
- ხოდა დაისვენე ქალო.- თვალები აატრიალა და ხელი მკრა.
- კაი მარ გაკოცე, კარგად ბავშვებო.
სტაფს გამოვემშვიდობე და გასახდელში შევედი, ტელეფონს, რომ დავხედე ექვსის 15 წუთი იყო, ნახევარი საათი არა ის კიდე. ტანსაცმელი გამოვიცვალე, და გაჩერებისკენ წავედი. ტრანსპორტში მგზავრობას ყოველთვის მუსიკა და ყურსასმენები მიფერადებდნენ, ახლაც მთელი გონებით მასში ჩავიძირე.
"You are my heart lost in a star
and I hold my head down,
You love me true,
up on the moon,
and I hold my head down,
You are my heart lost in a star
and I hold my head down.."
სიმღერის ტექსტს გონებაში ვღიღინებდი და გზას ვადევნებდი თვალს, არც ცხელოდა, არც ციოდა, მზე პერიოდულად ცაზე გაფანტულ ღრუბლებში იმალებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, ცოტა დაბრაკულ მელომანად მიმაჩნია ჩემი თავი. რაც არ უნდა მიყვარდეს ეს სფერო ტექსტების დამახსოვრება ჩემი თემა არაა, თავიდან უბრალოდ, სხვა სამყაროში გაქცევის გზა იყო, ვაღიარებ, ახლაც არაფერი შეიცვალა, მაგრამ მაინც.. ვუსმენ და ფიქრს ვწყვეტ, ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს? მე თუ მკითხავთ, იმ დროისთვის, როცა ყველაზე ძლიერ ჩემი თავი მძულდა და სასტიკად ვტკენდი - არც არაფერი.. ხოდა, მას შემდეგ ჩემს ჩვევად ვაქციე. არა, იყო ტექსტები, რომლებსაც ვფლობდი და ვაფანატებდი, მაგრამ მათი რაოდენობა მინიმუმზე დადიოდა.
ავტობუსიდან ჩამოსული მაღაზიასთან შევჩერდი, ოხ, ეს ეშმაკური ცდუნება, სახლში მიმავალს მაღაზიასთან გამევლო და სასუსნავზე არ შევსულიყავი ? მხოლოდ მაშინ, როდესაც სადმე გასაქცევად მქონდა საქმე. ხო და ახლაც ჩავიჯიბე საოჯახო ნაყინი, ლუდი და სნიკერსი, უცნაური შეხამებაა არა ? ხო კაი, თხილიც ავიღე, ნაყინისთვის, მაგრად ასწორებს... ნელი ნაბიჯებით ავუყევი ამ წყეულ აღმართს, რადგან მარშუტში, რომელიც ჩემს სახმამდე ადიოდა, ხალხს ტოსტავდა და ჩემი ადგილი აღარ იყო, თორე მეც დავიტოსტებოდი.
"მშვენიერო სამყარო თავზე მზე რომ ამოგდის,
რა ლამაზად ანათებ თვალებს ცრემლი გადმოდის,
მერე მე რად მადარდებს ?
ამ აღმართს ავუყვები,
არ გეწყინოს პატარავ, ზუგრს მოგიშვერ ურცხვადა,
თორე შენი ყურება დამწვავს,
მე შენ გულქვასა...“
ასე სულელური თამაშით და ზიგზაგი სიარულით მივჩანჩალებდი ბილიკზე როდესაც, ვიღაც მხარზე შემეხო და შემახტუნა. უცბად მიტრიალებულს კიდევ ჩემი დედამთილი შემრჩა ხელში, ღმერთო ნეტა დაგეტოსტე...
- ძლივს დაგეწიე... - თბილად შემღიმოდა სახეში.
- გამარჯობა, როგორ ხართ ?
- ყურსასმენები მხრებზე გადავიგდე და 180 გრადუსით შევბრუნდი " დედამთილისკენ".
- კარგად დეა. შენ ? სამსახურიდან მოდიხარ?
- კი.. ცოტახნის წინ მოვრჩი.. თქვენ ?
- პარკში გავიარე, სახლში ჯდომა მომწყინდა. იცი სანამ მოგყვებოდი გამახსენდა, რომ რამდენჯერმე, შემხვდი გზად
- ხო? არ მახსოვს..
- სულ ყურსასმენები გეკეთა. ასე არ შეიძლება, რა იცი რა მოხდება, თან ლამაზი გოგო ხარ, ფრთხილად უნდა იყო.
- მადლობა, გავითვალისწინებ.. ჯანმრთელობის მხრივ როგორ ხართ ?
- იმაზე უკეთ ვიდრე გუშინ,- ჩაეცინა მას.- ექიმმა წამლები დამინიშნა იმდენი, პენსიონერი მგონია ჩემი თავი.
- არა, რას ამბობთ, ნეტა თქვენს ასაკში მასე გამოვიყურებოდე.
- მადლობა საყვარელო, მაგაზე არ იდადრო, შენ ახლაც მშვენიერი ხარ.
სახლამდე დრო ძალიან მალე გავიდა ამ საუბარში, არც ისე ცუდადაც, როგორც მეგონა. გამომშვიდობებას ვაპირებდი უკვე, როდესაც თავისთან შემიპატიჟა. თავიდან უხერხულობის საფუძველზე უარი კი ვუთხარი, მაგრამ მარტო ვარ და ბავშბები როდის მოვლიან არ ვიცი და წამო ვიჭორაოთო, მოკლედ ბოლოს მაინც შემიპატიჟა. ისე ხომ ვერ ვიქნებოდო, ხოდა მაგიდაზე ჩვენთვის პატარა სუფრის გაშლაში მივეხმარე. ჩემი ნაყინიც გამომადგა, ეჰ.. თხილო, ბოდიში ძმაო, დღეს ნაყინს ვერ ჩაგახუტებ, გადაიდო.
- გემრიელი ხელი გქონია დეა,- მეუბნება ირა ყავის დაგემოვნების დროს.
- თქვენც ასევე. მეგონა ნაპოლეონს დედასავით გემრიელს ვერავინ აკეთებდა.
- სანდროს უყვარს ძალიან, თუ ვაკეთებ მარტო ის ჭამს ხოლმე, ბავშვობაში ნიკასთან ომი ქონდა ამის გამო...
- ხო? არ მეგონა ტკბილი თუ უყვარდა.
- დამიჯერე, ტკბილის გიჟია ეგ. დეა, შენზე მომიყევი, ოჯახი, საქმიანობა? თქვენი ურთიერთობა როგორ დაიწყო ?
" ოპაა დაიწყო არ დავიწყება.." ჩემთვის კი გავიფიქრე მაგრამ ამას ხომ ვერ ვეტყოდი არა ?
- 23 წლის ვარ, სამწუხაროდ დედისერთა.. თუმცა სანათესაო მოწყენის უფლებას არასდროს მაძლევდა.. ამჟამად სწრაფი კვების სამზარეულოში ვმუშაობ... აი სანი როგორ გავიცანი.. არც ისე დიდი ამბავია, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ..- მისკენ გადავიწიე და ხმაც დავიდაბლე.- ერთი ნახვით შემიყვარდა, ოღონდ, სანთან არ ჩამიშვათ კარგით ? თორემ გეცოდინებათ როგორი ნარცისიცაა..
- ერთი ნახვით ? მერე, მერე ? - ინტერესით აენთო თვალები, მეც განვაგრძე გამოგონება.
- სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, პირველად რომ შევხვდი სამეგობროში, უცხო იყო, დამაინტერესა და შორიდან ვუყურებდი, მახსოვს ბიჭები იჭიფხებოდნენ მაშინ, თავს იჩენდნენ, ესეც არანაკლებ, მამაზე ტრაბახობდა, მერე გინების თემა რომ წავიდა, ამან " ე! ბიჭო! გოგოები არიან ნუ იგინებითო" ისე თქვა მგონი მაშინ შემიყვარდა, მარა არ ვაღიარებდი.. მერე წლები გავიდა და კიდევ შევხვდით, ვმეგობრობდით, ალბათ იცოდა კიდეც, რომ მომწონდა და ურთიერთობა შემომთავაზა, მთაწმინდაზე ვიყავით, ყვავილები, რამერუმე და ახლა უკვე დაახლოებით 4 თვეა ერთად ვართ...
მთაწმინდაზე არა ჩემი ფეხები, ერთადერთი და ბოლო პამანი სადაც გვქონდა სასაფლაო იყო და ეგეც ჩემი სურვილით...გრძელი ისტორიაა რა ზღვაზე ლამაზი ხედია მადედან... ნუ იდეაში ტყუილი არ მითქვამს, ცოტა ჩავამატე უბრალოდ.. რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია რეალობასთან ახლოსაა.
- ვაიმე.. ეგ პატარა მაიმუნი, კიდევ კარგი ვარდები არ დავიწყნია, ესე იგი ოთხი თვე არა ? - ჯერ ჩაეღიმა მერე ეჭვის თვალით?..
- ხო.. ასე გამოდის..- ხელები მაგიდის ქვეშ, მუხლებზე ჩავიცურე და სახლში ბოხმა ბარიტონმაც გაიჟღერა. ჩემი ფეხები და ეს ვაჟბატონი წითელი ძაფიდ გადაეკვრენ თუ რა ?
- დე, სტუმრები გვყავს?
მისაღებ ოთახში რომ დამინახა, წამებით შედგა, გაოცდა, არ მელოდი? არაუშავს, მეც არ ველოდი აქ რომ ვიქნებოდი, მაგრამ გამარჯობა ალექს. ჩვენსკენ წამოვიდა, ჩემს ზურგს უკან რომ, აღმოჩნდა მთელი სხეულით დაძაბული მის ქმედებას ველოდი,როცა დაიხარა და თავზე მაკოცა, გავიყინე და გავცივდიო ერთია მაგრამ ამ ყველაფრის დამალვას რომ ვცდილობდი მეორე. შემდეგ დედას მოეხვია, გადაკოცნა, შემდეგ სკამი გამოწია, ჩემს გვერდით დაჯდა და შემომხედა.
- პატარავ, შენ აქ რა გინდა?
სახეზე ისეთი ღიმილი აიკრო, თითქოს ყველაზე საყვარელ არსებას უყურებდა მის ცხოვრებაში, არა რა, კარგი მსახიობია, ნეტა რომ ცადოს არ აქვს სურვილი?
- გზად შევხვდი, დე და შემოვიყვანე, აქვე ცხოვრობს და ახლა რომ ვიცნობ სირცხვილია.
- ხო, ვერ მოვახერხე თქვენი გაცნობა.. რაზე ჭორაობდით?- დედამისს შეხედა, და თან ნაპოლეონის დაგემოვნებას შეუდგა.
- რავი დე, ოთხი თვეა, ერთად ყოფილხართ და რა გაცნობა ვერ მოახერხე ეგ მიკვირს.
- ... ჩემი ამბავი ხომ იცი, თან სანამ არ დავრწყმუნდებოდი, ისე არ მინდოდა. შემოდგომაზე ვაპირებდი დე.
ამათი დიალოგი ისე მიდიოდა, აშკარად მივქარე, თვეების რაოდენობაში.
- კარგი, მთავარია გავიცანი და მერე ვნახოთ რა იქნება,- მზერა შვილიდან ჩემზე გადმოიტანა. - ასე ადრე რატომ დაბრუნდი?
- წყალს გადავივლებ და გავდივარ ისევ.
- სად ?
- დათასთან ვიკრიბებით, მერე ვნახავთ.
სანამ ისინი საუბრობდნენ და მე თავი მურმანის ეკალი მეგონა, ალექსმა თეფშიდან ბოლო ნამცხვრის ნაჭერიც აიღო.
- ვგიჟდები, შენს ხელებზე. როგორც ყოველთვის გემრიელია. დეა, არ წამოხვალ?
- ჰა? სად ?
- აქვე, თან დაისვენებ, თუ ხვალ მუშაობ?
- აჰ.. კი, ვმუშაობ.. დილიდან.
- წამო რა, მომენატრე. ხვალ მივდივარ და თვის ბოლომდე ვეღარ გნახავ.
- არ მინდა, სახლში მირჩევნია.
- დეა წაყევი, თუ რამე და ვერ გაერთე, მალე გამოგიყვანს.
ალექსმა დედამისს მადლიერი თვალებით შეხედა. რა იყოთ ხალხო, ჩემს წინააღმდეგ ხართ თუ რა ხდება ?
- სამსახურიდან მოვდივარ, გამზადებას დიდი დრო დასჭირდება, შეგაყოვნებ.
- არაუშავს, დაგელოდები.
- კარგი. მაშინ გავალ, გავემზადები.
კი, წამოვალ აბა რა. გამოდი ერთი გარეთ, თუ არ დაგაყუდო აგერ ნახე. მაგიდიდან წამოვდექი. ირას დავემშვიდობე და სახლში გადავედი. არსად წასვლას არ ვაპირებდი. დავიღალე და საწოლში მინდა, წყალი გადავივლე,პიჟამოდ, შორტი და მაისური გადავიცვი, ინსტაგრამზე ალექსს მივწერე, რომ არ მივდიოდი, და საწოლში შემძვრალმა, ლეპტოპით “SUPERNATURAL-ს” ჩავუჯექი,იმ მომენტზე ვიყავი, სადაც ვინჩესტერების პირველი შეკრება ხდება, ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა, უცხო ნომერი იყო, ყურადღება არც მიმიქცევია, ისე გავუთიშე ხმა და გადავაბრუნე ტელეფონი, ვინც საჭიროა მიწერია, და უცხოს დრო ნამდვილად არ მქონდა ახლა. საცაა ავარიის სცენა იქნება. ესემესი მომდის. „გამაგონე“. უი, ნომერზეც აუხსნია ბლოკი.. თან ახსოვს.. ან რა მიკვირს. ხო შევ**ი ამ ბიჭს. კვლავ დარეკა. გავაგონე.
- გამო დედამ, პარკი გამომატანა. ჩემთან დაგრჩა.
- ... კარგი.
კიდევ კარგი თავი არ დამრჩა. ყოჩაღ მედეა, ლუდის დატოვება ძაან კარგი ვარიანტია. ჭიშკარი გავაღე და გარეთ გავიჭყიტე. მიმოვიხედე,ალექსი, მანქანასთან ტელეფონში ჩაჩერებოდა. თავი არც აეწია.მხოლოდ მაშინ მანქანას რომ ვუახლოვდებოდი.ისიც მათვარიელებდა.
- სად არის? - თავით კონკრეტული მხარისკენ მანიშნა, წინა კარები გავაღე და ჩემი ნივთები გადმოვიტანე. გავსწორდი, მივხვდი რომ, კვლავ თვალს მადევნებდა. რას მიყურებ, მზერა მქონდა.
- მადლობა, გაერთე, წავედი მე.
- გამოიცვალე და გამო გელოდები.
- არ მინდა. მარტო წადი რა.- თვალები ავატრიალე.
- მარტო დალევას აპირებდი და, ჩვენთან დალიე ბარემ,- პარკისკენ მიმითითა.
- ალექს, დათა არ მომწონს,- დოინჯ შემორტყმულმა ავხედე ზემოთ.
- და რაიცი რომელ დათასთან მივდივართ ?
- დოლიძე..
- დაიკიდე, არ ელაპარაკო და ეგაა.
- ძაან კარგად მახსოვს თქვენი ჩალიჩი და შენი "". არ მინდა.
დათა დოლიძე. ალექსის ახლო სამეგობროდან, აბეზარი ადამიანი რომელიც ჩვენი კამათის მერე უეცრად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ჯერ ვითომ და ჩვენი შერიგება სურდა, შემდეგ სიყვარული ამიხსნა, მივხვდი მათ თამაშს და როდესაც, ამ ყველაფერისგან გაღიზიანებულმა, აკანკალებული ხელებით ალექსს მივწერე, მისგან პასუხი მივიღე. მითხრა რომ მეგობარი იყო და როგორც უნდოდა ისე მოქცეულიყო. მაგ დღეს ჯანდაბაში გავუშვი ორივე
- კარგი, ბოდიში, თუ გაწყენინეთ. პირობას გაძლევ არ შეგაწუხებს. ჩემთან იყავი.
მხრებზე ხელები დამადო და თვალებში ჩამხედა. მამშვიდებდა. დავთანხმდი. რაღაც დებილურად არ ვტყდებოდი მაგრამ ბოლოს მაინც ვტყდებოდი და მივხვდი რომ ძალიან უაზროდ ვიქცეოდი. არც არაფერი მოხდებოდა ასე რომ გავყევი.
- კარგი. ოღონდ დამპირდი რომ, როცა გეტყვი წამოვალთ ან მე მაინც გამომიშვებ.
- კარგი მიდი გამოიცვალე. - გამიღიმა და ხელები გამიშვა.
სახლში შევირბინე, კარადა გამოვაღე და გავჩერდი. რა ჩავიცვა?.. გამომწვევი არ მინდა. კაბა, არა. შარვალში დამცხება... ბოლოს ღია ჯინსი და ვარდისფერი ტოპი გადავიცვი, მოკლე მკლავიანი თეთრი პერანგი მოვიცვი და სარკესთან გადავინაცვლე. თმები,ოდნავ ხელით ჩამოვივარცხნე, მაინც სველზე მეხვევა და ასე ბევრად ლამაზია, მერე მეორე თმის „სტაილინგი“ მეზარებოდა, ტუჩზე ბალზამი გადავისვი, სახლის კარები გადავკეტე და გამოვედი.
დოლიძეს სახლი ჩიტაიას ქუჩასთან ახლოს იყო, ალექსანდრემ მანქანა, დააპარკინგა და ეზოში შევედით. სახლის წინ ორი ჩემთვის უცნობი ბიჭი იდგა და სიგარეტს ეწეოდნენ, შესვლისთანავე შეგვამჩნიეს და მზერით ორივე შეგვათვალიერეს.
- ვა, ალექს. ეს ვინაა? - ხელის ჩამორთმევის შემდეგ იკითხა ერთერთმა.
- გაიცანით მედეა, ჩემი შეყვარებული. დეა ეს გიოგრი და კოტეა, ჩემი მეგობრები. - ჯერ მაღალ შავგრემან ბიჭზე მეუბნება, და მერე მზერა წაბლისფერთმიანზე გადააქვს.
- ა, ეს ისააა? - თავისთვის ჩაილაპარაკა კოტემ, რაზეც გიორგის ჩაეცინა და იდაყვი გამოდო. ძალიან არასასიამოვნოდ შევიშმუშნე და ალექსის ხელის გაშვება ვცადე, რაც თავისუფლად გამომივიდა.
- დაჩი სადაა? გოგოები?
- დაჩი და ნია, არაყზე გავიდნენ, გვანცა ოთახშია და აი...,- კოტემ ირონიული გამომეტყველებით მზერა ალექსანდრეზე შეაჩერა და შემდეგ მე შემომხედა.- შენმა ლიკამ, რომ გაიგო არ იქნებოდი, ნა**იზე გაგვიშვა ძმაო. თუ შენი აღარაა?
წარბი აუთამაშა, კბილებ დაკრეჭილმა სანდროს. ალექსს გავხედე, რომელსაც ყბები დაეჭიმა და გაღიზიანებული უყურებდა ორივე მეგობარს.
- კოტე გაჩუმდი თორემ რომ ჩაგარტყას , ფეხზე ვეღარ ადგები,- სიგარეტი ჩააქრო და ხელი გადახვია სანდროს.- წამო შევიდეთ. შენც დეა, ქალბატონები წინ.
გვანცას მაგიდა უკვე გაეშალა, დახმარება შევთავაზე, თუმცა უარი მითხრა და დაჯექი მალე მოვალო, მაგიდისკენ მიბიძგა. მეც სანდროს გვერდით დავჯექი .
- ვაა, ეს ვინ მოსულა... დეა როგორ ხარ ?

ოთახში, შავგრემანი, საშუალო სიმაღლის, სიმპატიური ახალგაზრდა შემოვიდა,ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და გამართულად მოაბიჯებდა ჩვენკენ. სკამი გამოსწია და კუთხეში ჩამოჯდა.
- რა იყო ძმაო, ყოფილების მანია გაქვს ?
- შენც არ დაიწყო რა.- გაღიზიანებულად მიუგდ ალექსმა და ჭიქაში ჩამოსხმული წვენი მოსვა.
- აბა რა გამოვტოვეთ?
კიდევ ორი ახალი წევრი შემოუერთდა სამეგობროს. გოგო სადღაც ჩემი სიმაღლის იქნებოდა, ოქროსფერი კურულები, ბეჭებამდე დადიოდა, ნაზი ლამაზი სახის ნაკვთები ქონდა, მის გვერდით, მასზე ერთი თავით მაღალი, სიმპატირუი ახალგაზრდა იდგა. სანდრო წამოდგა და ორივეს გადაეხვია.
- ბეკუ, როგორ ხარ ? - თმებზე ხელი გადაუსვა და აწითლებულ ლოყებზე უჩქმიტა.
- კარგად პაწუ, შენ ?- გაუღიმა მანაც.- მომენატრე.
- მეც ნია, გაბრიელი არ წამოიყვანეთ?
- დასალევად ალექს?- წარბი აუწია ნიამ.- სალოს დავუტოვე. დასვენება ჩვენც გვინდა.
- ვახ მაწყენინეთ.- სახე მოღუშა მანაც.
- თუ გეწყინა ალექს, იცი სადაც ვცხოვრობთ. მოდით ჩვენთან და ეთამაშე რამდენიც გინდა. ტიპიური ნათლია ნუ კი იქნები.
- დაჩი.. შენი ცოლი მკბენს,- ახლა უკვე ძმაკაცს შეუბრუნდა. დაჩიმ მხრები აიჩეჩა, ვერ გიშველიო.
- ვაიმე აცრილი ვარ, პაწუ, არ მოკვდები. გამომართვი ეს.
პიცა მიაჩეჩა და ჩვენსკენ წამოვიდა, მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და გამიღიმა.
- მე ნია ვარ, აბეზარის მეგობარი,- თავით ალექსისკენ მანიშნა.- ეს დაჩია ჩემი ქმარი. შენ დეა ხარ,ხო?
- კი, სასიამოვნოა.- ორივეს გავუღიმე მისალმების ნიშნად. დაჩიმაც არყის ბოთლები მაგიდაზე დადო და გვერდით მიუჯდა მეუღლეს.
- გვანცი, მიდი ხინკალი გამოდე და დავჯდეთ უკვე.
- უკვე მოვიდა,- შუაში ჩადგა ლანგარი და იქვე ჩამოსკუპტა.
- ჰე, დავიწყოთ, მგელივით მშია.- ფეხი ფეხზე გადაიდო ნიამ და აპეტიტით შეეძგერა, საჭმელს.
დრო სასიამოვნოდ გადიოდა, ბევრი მოგონება გაიხსენეს, სუფრაზე როგორც ხდება ხოლმე. მათი მეგობრობის დასაწყისი, სასაცილო და უხერხული სიტუაციები. ბევრი საინტერესო ამბავი გადაიშალა ჩემს თვალწინ რასაც სიამოვნებით ვუსმენდი და პერიოდულად მეც ვერთვებოდი მათ საუბარში, ნიას თქმით „სასტავის“ წევრი მეც უნდა გავმხდარიყავი და საერთო ჩათშიც დამამატა. მეც უარი არ ვუთხარი, ვინაიდან რა აზრი ქონდა. მაგრამ ერთად ერთი უსიამოვნო წერტილი აქ დათა იყო, რომელიც პერიოდულად რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა და წამკბენ თემებს ჩააკვეტებდა, თუმცა ამას თუ არ ჩავთვლით, ისიც ჩვეულებრივ და ლაღად ერთობოდა ამ შეკრებით, ინიციატორიც ხომ იყო. თვალი პერიოდულად ტელეფონისკენ მეპარებოდა და საათს ვამოწმებდი და ჩემს დაქალთანაც გავცვალე რამდენიმე სიტყვა ხვალინდესზე, ორი იყო დაწყებული, ბიჭებიც გრადუსში შესულიყვნენ. მეც მეძინებოდა უკვე.როგორც ჩანს სანდრომაც შეამჩნია,ჩემი დროისადმი ინტერესი და ამიტომ ჩამჩურჩულა „წავიდეთო?“, მეც მეტი რაღა მინდოდა, თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, კარგი ათ წუთშიო. ათი წუთი გავიდა, კიდევ ათი წუთი და ასე გაიწელა მორიგი ერთი საათი. საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ სანდროც გრადუსში იყო და წასვლასაც არავინ აპირებდა.
- სანდრო, წავალ მე.უკვე გვიანაა.
- რა, რატო? დღეს დარჩენას არ აპირებდით? - თავი ასწია ნახევრად მძინარე გიორგიმ.
- დეას დავპირდი მალე წავიდოდით, მაგრამ შეგვათენდა უკვე. დავრჩეთ დეა?- გადმომხედა თვალებ აწითლებულმა.
- შენ დარჩი, ტაქსს გამოვიძახებ..
- რა ტაქსს გოგო. მე წაგიყვან.
- შენ ბიჭო შიგ ხომ არ გაქვს? ლიშებიაზე გინდა გაგიშვან,- წამოუხტა ფეხზე წამომდგარ ალექსს დათა.
- კაი რა დეა, დარჩი. ხვალ რამე საქმე გაქვს? - ნიაც ჩაეჭრა საუბარში.
- კი მუშაობს. მივდივართ.- თვალები აატრიალა და მაგიდიდან გასვლა დაიწყო.
- სან...- ხელზე ჩამოვექაჩე და ადგილზე დავაბრუნე.- ტაქსით წავალ რა.
- ან ვრჩებით ან მივდივართ.
- კარგი ალექს. ვრჩებით.- მივხვდი რომ მასთან კამათს აზრი არ ქონდა. ხელი გავუშვი და კუთხეში ჩამოვჩოჩდი. მეწყინა. ხომ დამპირდა რომ მალე წავიდოდით ახლა კი დარჩენა მიწევს. თითქოს ჩემი სიტყვა არაფერია მასთან. - გარეთ გავალ, ჰაერზე მინდა.
- ალექს.. როგორ იქცევი შენ ?- გავიგონე ნიას ხმა კარების დახურვის შემდეგ.
ეზოში საზაფხულო კუთეში ჩამოვჯექი და ცაში ავიხედე. ვხვდებოდი რაღაც ისე არ იყო. მაგრამ რა არ იყო, ვერ ვხვდებოდი და ეს მაწუხებდა.სანდრო ტყუოდა. ამას მივხვდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონტაქტი მინიმუმზე დადიოდა, მას საკმარისად ვიცნობდი რომ ეს ყველაფერი შემემჩნია. იმასაც მივხვდი რომ საძმაკაცოში, ძველ ჭორებს გაეღვიძა და ყველამ რაღაც იცოდა. ეს თავიდანვე ვიცოდი. მაგრამ მაგ მომენტში მეკიდა, რადგან ვიცოდი რომ არაფერი არ გამოვიდოდა და არც არაფერი გვექნებოდა მერე მალევე დავსრულდით... ნაბიჯების ხმა რომ გავიგე, ყურადღებაც არ მივაქციე, თუ რამე უნდოდა თავად მეტყოდა, მაგრამ ჩემს გვერდით ჩამომჯდარი ადამიანი ალექსი ნამდვილად არ იყო.
- მოწევ?
მეც გამოვართვი, ჩემი რა მიდიოდა. მე მაინც გავცალე უკვე.
- ძაან ბევრს ეწევი შენ,- სახეში შემაბოლა ჩემსკენ გამოწეულმა.- გაგიკიდო?
ჯიბიდან ამოღებული ჩემი სანთებელა ავანთე.
- ყოველთვის მომზადებული როგორ ხარ,- გაიცინა. მე კიდევ არაფრით არ მეცინებოდა.- ისევ ისეთი ძლიერი ფეხები გაქვს? მწარედ მომხვდა მაშინ.
მისი ხელი შიშველ კანს უსიამოვნოდ შეეხო.
- რო გაა** ა არ გინდა? არ გელაპარაკები ხო ხედავ.
- რა იყო? მეც მომე, რით ვარ სანდროზე ნაკლები? - მისგენ წაღებული ხელი ჰაერში დაიჭირა და უხეშად მიმიქაჩა. - შენ მე სანდრო ხო არ გგონივარ?!
- დათა! გადი გაიარე.- უხეშ ბარიტონზე ორივემ თავი მივაბრუნეთ.
- მარტო არ დაგიტოვე შემეცოდა, კიდევ კარგი გამოხვედი.- ჩაეცინა მხარზე ხელი წამოარტყა და ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა. - გელოდებით გვრიტებო.
ტკივილით ახურებული მაჯა დავიზილე და ზურგით შევბრუნდი. გვერდით მომიჯდა. ნატკენი ხელი ხელში აიღო და შეათვარიელა.
- გტკივა ?
- ყველაზე ბანალური კითხვა, რაც კი შეიძლება დაზარალებულს დაუსვა. კი მტკივა.
- რატომ არ მიდიხარ?-მისი პაუზის შემდეგ ამის გაგონება მართლაც სასაცილოა.
- ა, გინდა რომ წავიდე? კარგი.- წამოვდექი და წამებში მის კალთაში აღმოვჩდი. ხელები წელზე შემომხვია და ზურგით მიმიკრო.
- არმინდა. მინდა რომ დარჩე.- ჩაიბუტბუტა ჩუმად.
- ალექს... რა გინდა ვერ გაგიგია,- დაღლილად ამოვიოხრე, და მოვდუნდი.
- ხო. ვერ გამიგია.. მაგრამ იყავი მანამ სანამ ამას არ გავარკვევ.
- და მერე წავიდე ? მექნება ამის უფლება.
- ...
- გეძინება?
- ძალიან, შენ ?
- მეც...- მის ხელებზე თითებით ხაზებს ვხაზავდი.- წამო დავიძინოთ. სად ვწვებით?
- ერთად?
- გვაქვს მაგის ფუფუნება?- კვლავ გამეცინა, ღმერთო რა მაზოხისტი ვარ.
- გვაქვს.წავედით.
მისი კალთიდან ჩამოვხტი და ხელჩაკიდებულს გავყევი.
- მოხვედით როგორც იქნა? გიორგისთან ჩახუტებული გვანცა კითხულობს. დაჩი და ნიაც აღარ ჩანდნენ. კოტეს მაგიდაზე ეძინებოდა. დათაც არსად იყო.
- ვიძინებთ.
გეზი პირდაპირ მეორე სართულისკენ აიღო და ყურადღება არ მიუქცევია მოძახილებისთვის.ოთახში შევედით საწოლზე გამიყოლა და გაიშხლართა. მუცელზე გაწოლილ სანდროს თვალები მიეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა.
- ახლა რომ გალეშილის თამაში არ გამოგდის ხვდები?- მის ხელზე თამაშით გართულმა სიჩუმე დავარღვიე, გაეცინა და ჩემსკენ შემობრუნდა.
- მიმიხვდი?
- აბა როგორ. მეძინება .
- დაიძინე. - თვალები კვლავ მინაბა.
- ასე არ დამეძინება.
- როგორ ასე?
- ტანსაცმელით.
- გაიხადე.
- სანდროო.
- მაისური მგოცე?
- მომეცი.
საწოლზე წამომჯდარმა, მაისური გადაიძრო და გამომიწოდა.
- გატრიალდი.
- რომ არ მინდა.
- გატრიალდი მიდი. - თავი ხელებით შევუბრუნე.- არ გამოიხედო.
სანამ ვიცვლიდი მის ზურგს შევავლე თვალი, ალექსი სუსტი ნამდვილად არ იყო,ვერც ბოდიბილდერს შეადარებდი, თუმცა წინაწელთან შედარებით მასა ნამდვილად მომატებოდა, ზედმედად კარგადაც კი, მარცხნივ ფერდზე ტატუსაც კი მოვკარი თვალი, როგორც ჩანს, მარტო მე არ მემატებოდა, მათი რაოდენობა, არა და იძახდა რომ მობეზრება იცოდა და მათ მოშორებასაც აპირებდა.
- ვსიო შეგიძლია მოტრიალდე.
მისი მაისური მუხლებს ზემოთ მწვდებოდა და ოდნავ დიდი იყო.
- ვიცი რომ ჩემი ფეხები მოგწონს, მაგრამ ასე ნაგლად ნუ უყურებ რა.
- ხო? ჩემი შეფასება შეგიძლია და მე რომ გიყურო არა ?
- არ გიყურებდი.. - თვალი ავარიდე და საწოლს საბანი გადავწიე.
- ეგ რაღად გინდა? ცხელა.- შარვლის გამოცვლა დაიწყო და გვერდით დაწვა.
- ასე მიჩევნია.- კარგად შევიფუთნე და ზურგი ვაქციე.
- მემალები თუ რა ?- საბანი მოქაჩა და შემოძრომა ცადა.
- გცხელა ალექს, არ გინდა ეს.- ჩემსკენ დავჭიმე და ძლიერ ჩავებღაუჭე.
- ბარემ მე ჩამეხუტე, უკეთესად გათბები.
- დისკომფორტს მიქმნი.
- მე? ეგ შენ იქცევი უცნაურად.
- მემგონი გეძინებოდა.
- ხო, მეძინება.- თვალები დახუჭა მანაც.
- შუქი მე ჩავაქრო?
- მჰ.- ბალიშზე კომფორტულად მოკალათდა და გაინაბა.
ცოტახანს ვუყურე, მაინც ჩემი ჩასაქრობი გახდა შუქი, ავდექი, გამოვრთე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. საწოლში ვწრიალებდი და ვერ ვიძინებდი, სასურველი პოზა ვერ ამერჩია და ნერვები მეშლებოდა.
- მოისვენე გთხოვ რა.
ჩაიბუტბუტა და მეორე მხარეს შებრუნდა. ცოტა ბრაზიც კი მომაწვა ასე ადვილად რომ ჩაეძინა, მე კიდევ ძილი არ მეკარებოდა, რაც ჩემი მუდმივი პრობლემა იყო. არა, ხვალ თამარასთან უნდა გავიდე. ყველაფრისგან თუ არ დავიცალე ძალიან დასტრესილი ვარ, თან მომენატრენ ჩემი პატარები.
პოზა კვლავ ვიცვალე და ალექსისკენ გადავბრუნდი, საბნის ნაწილი ფეხებშორის მოვიქციე, ნაწილს კი ხელი მოვხვიე და ჩავეხუტე, თვალები დავხუჭე და გონებაში, მორიგი ისტორიის წერა დავიწყე, ძილიც ისე შემომეპარა ბოლოს, ვერც გავიგე ისე გავითიშე.


___________
თქვენს შეფასებას ველოდები.ვერ ვიტყვი, რომ ეს თავი ისეთი გამოვიდა როგორიც მსურდა, დიდი ალბათობით საბოლოოდ ბევ რამეს გადავწერ,მაგრამ ვინაიდან ვთქვი, რომ კვირას დავდებდი აღარ გადავაცილე. თქვენი კრიტიკა და აზრი მაინტერესებს და სიამოვნებით გავეცნობი და გამოვეხმაურები მათ.

ავტორი LUNA <3



№1 სტუმარი უპს

კარგია მალე ხადე კიდევ

 


№2  offline წევრი kiki berry

შეწყვიტეთ ისტორია?

 


№3 სტუმარი ნესტან

ეგ ბიჭი არ მომწონს და არც მემეტება დეასთვის საზიზღრად იქცევა თუ ლიკა უყვარს ეგდოს მაგასთან,რას ტანჯავს გოგოს რა იყო ეს თამაში...იქნებ ედა გაძლიერდეს რომ მოისროლოს ეს აუტანელი ბიჭები სიყვარულს ნუ დააბრმავებინებს თავს...ვისაც არ უყვარხარ ძალით თავს ვერ შეაყვარებინებ ...

 


№4  offline წევრი LunaM

ნესტან
ეგ ბიჭი არ მომწონს და არც მემეტება დეასთვის საზიზღრად იქცევა თუ ლიკა უყვარს ეგდოს მაგასთან,რას ტანჯავს გოგოს რა იყო ეს თამაში...იქნებ ედა გაძლიერდეს რომ მოისროლოს ეს აუტანელი ბიჭები სიყვარულს ნუ დააბრმავებინებს თავს...ვისაც არ უყვარხარ ძალით თავს ვერ შეაყვარებინებ ...

შეყვარებული ადამიანი დიდხანს ითმენს და ცდილობს, ბოლოს კი სამუდამოდ მიდის, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს მისთვის, რადგან საკუთარ თავს ირჩევს. ურთიერთობა ორ ადამიანზე უნდა იწყობოდეს. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent