შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჩინარი მხარე ( სრულად )


1-09-2024, 20:00
ავტორი Antonio Gover
ნანახია 9 166

- ძალიან დავიღალე, საჭმელი გვაქვს რამე? -სამსახურიდან დაბრუნებულმა ჩემმა საყვარელმა მეუღლემ, სათითაოდ ჩაიჭყიტა ყველა ქვაბში და ტაფაში და მერე ისეთმა იმედგაცრუებულმა და ნაღვლიანმა შემომხედა კინაღამ გული ამიჩუყდა და რატომღაც თავი დამნაშავედ ვიგრძენი იმის გამო რომ მთელი დღის თავაუღებლად მუშაობის შემდეგ მისთვის საჭმლის მომზადება ვერ მოვახერხე.
- ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი, მითხარი რას შეჭამ და გავამზადებ, -სკამიდან ძლივს ავზიდე ტანი, და მაცივარი გამოვაღე, -კარტოფილი შევწვა? მაცივარში გუშინდელი აჯაფსანდალიც გვაქვს.
- რა აჯაფსანდალი რამე ხორციანი გააკეთე, მაგალითად ხარჩო, რა არის ამ ბოლო დროს საერთოდ არაფერს აღარ აკეთებ, -ისე დაიწუწუნა და ისე უცნაურად შემომხედა რაღაცნაირად ამრეზით და საყვედურით თითქოს არ ცოდნოდა რომ მასზე არანაკლებ ვიღლებოდი, მართალია სახლში ვმუშაობდი მაგრამ მთელი დღე თავის აწევას ვერ ვახერხებდი იმდენი შეკვეთები მქონდა, ახლაც სამ დამკვეთს ერთდროულად ვუკეთებდი სახლის ინტერიერის და ეზოს დიზაინს, დროდადრო რათქმაუნდა მათთან შეხვედრა და ტერიტორიის დათვალიერებაც იყო საჭირო, სამივე შეკვეთა თავიდან ბოლომდე დასრულებული მქონდა ჩასაბარებელი უკანასკნელ დეტალამდე მე უნდა გამეკეთებინა ყველაფერი ასე რომ დიდ გაწამაწიაში ვიყავი, არც თუ ისე ურიგოდ იხდიდნენ მაგრამ საშინლად ვიღლებოდი და საერთოდ აღარ მრჩებოდა დრო საკუთარი თავისთვის, ბაჩოს კი საერთოდ არ უნდოდა ამის გაგება, მხოლოდ მისი სამსახური იყო სამსახური, ყოველთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი...
- ისევ ჩაფიქრდი? რა გჭირს? -საეჭვოდ დაუთბა ხმა, მომიახლოვდა, მხარზე მომხვია ხელი და შუბლზე მაკოცა, ვერაფერი ვიგრძენი არადა ადრე ციებიანივით ვთრთოდი ხოლმე როცა მომიახლოვდებოდა და შემეხებოდა, როდის დაგვემართა ეს გაუცხოება როდის გავცივდით ასე, როდის გავხდით ერთმანეთისთვის უბრალოდ კარგი ნაცნობები რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობენ ხარჯებს იყოფენ და დროდადრო სექსი აქვთ მოვალეობის მოხდის მიზნით, იქნებ ბავშვი რომ გვყოლოდა...
- მიდი წყალი გადაივლე, ცოტა დაისვენე და ერთ საათში ჩამოდი, მზად იქნება საჭმელი, -ნაძალადევი ღიმილით გავუღიმე და საფეთქლებთან ნაადრევად გაჭაღარავებულ თმას შევავლე თვალი, ღრმად ამოისუნთქა და შებრუნდა, რაღაცნაირად უცნაურად მიაბიჯებდა, მხრებში მოხრილი, მოდუნებული, ისე მიდიოდა თითქოს მთელი სამყაროს ტვირთი მას აწვა მხრებზე, ან შეიძლება აწვა კიდეც, საიდან უნდა მცოდნოდა როცა უკვე რამდენიმე წელი იყო რაც აღარ ვსაუბრობდით.
მაცივრიდან ხორცი გამოვიღე და ყველაზე მჭრელ დანას დავავლე ხელი, ვჭრიდი და თვალწინ ჩვენი ქორწინების დღე მედგა, ამ ბოლო დროს ერთი რამ დამჩემდა, ამოვარჩევდი რაღაც კონკრეტულ ეპიზოდს ჩვენი განვლილი ცხოვრებიდან და განუწყვეტლივ ვატრიალებდი გონებაში ნაწყვეტ-ნაწყვეტ კადრებად, ვიხსენებდი ყოველ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალს, ვცდილობდი გამეგო რა მოხდა ჩვენს შორის, რომელი ვიყავით დამნაშავე იმაში რომ ქორწინებიდან სულ რაღაც ხუთი წლისთავზე ერთმანეთ მობეზრებულ და სიცოცხლეზე ხელჩაქნეულ წყვილს დავემსგავსეთ, არადა როგორ გვიყვარდა...
- ცოლად გამომყვები, -ბაჩოს ხმა ისე ცხადად ჩამესმა ღიმილი ვერ შევიკავე და ზუსტად ისეთმა სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა სხეულში როგორც მაშინ ხუთი წლის წინ, იმ დროს მე ოცდაორი წლის ვიყავი ბაჩო ოცდაშვიდის, საკუთარ დაბადების დღეზე მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანდასწრებით მთხოვა ხელი, დავთანხმდი იმიტომ რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და ვიცოდი ისიც იგივეს გრძნობდა ჩემს მიმართ, ძალიან, ძალიან მიყვარდა...
- მიყვარდა? -ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს და გამეტებით დავუსვი დანა ხორცს, -მიყვარდა? რას ნიშნავს მიყვარდა, რას ბოდავ ლალა, რას ბოდავ, ჯანდაბა, ფუ ამის... -გულიანად შევუკურთხე საკუთარ თავს და დანით ხელში ჩავჯექი იატაკზე, კედელს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე...
ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული იყო ბაჩო, ცხრამეტი წლის ვიყავი რომ გავიცანი, მანამდე არავინ მყვარებია, ბაჩო კი... ბაჩო დავინახე თუ არა მივხვდი რომ ის იყო ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი და ვეძებდი იმისთვის რომ თავი ბედნიერად და სრულყოფილად მეგრძნო, ყოველთვის ნაზი თბილი და ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართ, მეც ერთი ასად ვუბრუნებდი საპასუხო სითბოს, ერთმანეთს ვავსებდით და ვაბედნიერებდით, მისი ყოველი შემოხედვა, ყოველი შეხება სასწაულს მმართებდა... მერე... მერე დავქორწინდით, ბაჩომ უზარმაზარი კერძო სახლი შეიძინა ჩვენთვის დიდი ეზოთი, რომ ცალკე გვეცხოვრა და როგორც ამბობდა ამ ეზოში ჩვენს პატარებს ერბინათ, პირველად ქორწინებიდან ორი თვის შემდეგ ვიკამათეთ როცა ერთპიროვნულად გადაწყვიტა რომ ბავშვი უნდა გამეჩინა და სამსახურისთვის თავი დამენებებინა, ვეცადე ყველაფერი არ გამერთულებინა, სახლში გავაგრძელე მუშაობა რომ მისთვის მეტი დრო დამეთმო ბავშვზე კი შევთანხმდით რომ რამდენიმე თვე კიდევ მოვიცდიდით, ერთი წლის მერე აღმოვაჩინეთ რომ არ ვფეხმძიმდებოდი, მე არაფერი მჭირდა მას კი ჯიუტად არ უნდოდა ექიმთან მისვლა სამაგიეროდ როცა დედამისი მე მადანაშაულებდა და რამდენჯერმე წამომაძახა კიდეც უშვილობა ჩემს დასაცავად ხმა არ ამოუღია, ამასაც შევეჩვიეთ...
კიდევ უამრავ რამეს შევეგუეთ და შევეჩვიეთ, ბოლოს უკვე აღარც ვსაუბრობდით, აღარ გვაინტერესებდა ერთმანეთის განვლილი დღე, აღარ ვინტერესდებოდით ერთმანეთის განერვიულებული სახეებით და სევდიანი თვალებით, იქნებ სწორედ ამან შეუწყო ხელი ჩვენს გაუცხოებას, იქნებ სწორედ აქ დავუშვით შეცდომა, იქნებ არ უნდა შევგუებოდით და შევჩვეოდით, ვინ იცის...

- დამეხმარე, დამეხმარე, -სუსტი, ძლივსგასაგონი ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას და გამომაფხიზლა, თვალები გავახილე და დაფეთებულმა მიმოვიხედე ირგვლივ, ის იყო დავრწმუნდი რაღაც მომეჩვენა რომ ისევ გავიგონე ახლა უფრო მეტად მკაფიოდ.
- დამეხმარე ლალა, დამეხმარე.
წამოვხტი და შეშინებულმა მოვავლე თვალი სამზარეულოს, არავინ იყო არადა ისე ახლოდან და თან ისე აშკარად ისმოდა ხმა, დანა საიმედოდ ჩავბღუჯე და ფეხაკრეფით გავედი მისაღებში, მიუხედავად იმისა რომ ჯერ არ დაღამებულიყო და ჩვენს მისაღებსაც ბაღში გამავალი უზარმაზარი ფანჯრები ჰქონდა ოთახი მაინც უცნაურად იყო ჩაბნელებული, თითქოს იატაკზე ნისლი იწვა და რატომღაც შუაგულ ზაფხულში ისე ციოდა ავკანკალდი და საცოდავად მოვიბუზე.
- რა ჯანდაბა ხდება? -ჩავილაპარაკე და სინათლის ჩამრთველს დავაჭირე ხელი არ აინთო, ვიგრძენი შიშისგან როგორ დამასხა შუბლზე ცივმა ოფლმა, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე რომ დავმშვიდებულიყავი, უეცრად საიდანღაც ნიავმა დაუბერა, თმა ამიწეწა და დამყაყებული წყლის სუნი მოიტანა თან.
- აქ ვარ ლალა, შემომხედე, გთხოვ დამინახე რომ ჩემი დახმარება შეძლო, -უკნიდან მომესმა, გულამოვარდნილი შევბრუნდი და შიშისგან მკერდიდან ამომსკდარი კივილი ყელში გამეჩხირა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და სუნთქვაშეკრული შევდექი, ჩემს წინ თექვსმეტიოდე წლის, მკვდარივით სახეგაფითრებული გოგონა იდგა და ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა, მუხლამდე კაბა ეცვა და თეთრი პერანგი რომელსაც აქა-იქ წითელი ლაქები ჰქონდა, ფეხსაცმელი მხოლოდ ცალ ფეხზე ეცვა, ცალი კი...
- ღმერთო ჩემო, -აღმომხდა და პირზე ხელი ავიფარე რომ როგორმე ყვირილი ჩამეხშო, მარცხენა ფეხზე წვივს ქვემოთ არც კანი ჰქონდა შერჩენილი და არც ხორცი, ცარიელი გაპრიალებული ძვლები ედგა ძირს და გაგიკვირდებათ მაგრამ თითებს ათამაშებდა...
- დამეხმარე, -კიდევ ერთხელ წარმოთქვა საზარლად ჩახლეჩილი ხმით, მერე ნელა, ძალიან ნელა ასწია ხელი, თითი ჩემკენ გამოიშვირა, მეორე ხელის თითით კი საკუთარი ყელისკენ მანიშნა, ახლაღა შევამჩნიე ამის თხელ თეთრ ყელზე წითელი კვალი, უეცრად ახრიალდა, თავი გვერდზე გადაუვარდა, თვალები არაბუნებრივად აატრიალა, ხელები ისე დაეკრუნჩხა რომ აშკარად მომესმა ძვლების ტკაცუნი, ტუჩები ფართოდ გახსნა და დავინახე როგორ ამოყო მისი პირიდან თავი რაღაც გველთევზის მაგვარმა არსებამ, გადმოცურდა, იატაკზე დაეტყეპა და ჩემკენ გამოსრიალდა, თვალები დავხუჭე და მთელი ხმით ვიკივლე...
-
- კარგი, დამშვიდდი ნუ გეშინია, მე შენთან ვარ, უბრალოდ რაღაც მოგეჩვენა ალბათ გადაღლილობის ბრალია, -უკვე ერთი საათი იყო რაც ბაჩო ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, ჩემი კივილი რომ მოესმა გულგახეთქილმა ჩამოირბინა მეორე სართულიდან და წარმოიდგინეთ რა სანახაობა დახვდა, შუაგულ მისაღებში ვიდექი თვალდახუჭული, შეშლილი სახით და მთელი ხმით ვკიოდი.
- არაფერი არ მომჩვენებია გესმის? -შევუღრინე და უხეშად მოვიშორე მისი მკლავები, მშვენივრად ვიცი რაც დავინახე და გავიგონე.
- კარგი ასე იყოს, -ხელები გაშალა და გაღიმებას შეეცადა, -ისე იყოს როგორც შენ გინდა, უბრალოდ უნდა შემპირდე რომ ხვალ ექიმთან გამომყვები და გაესინჯები.
- ექიმი რაში მჭირდება?
- დამამშვიდებელი რომ გამოგიწეროს.
- შენ რა გიჟი გგონივარ? მხოლოდ ესღა მაკლდა, იქნებ ისიც გინდა რომ ფსიქიატრიულში გამამწესო, რას იტყვი? -დივნიდან წამოვხტი და დოინჯ შემორტყმული ავესვეტე წინ, ამჯერად ნამდვილად და ლაღად გაეცინა, წამოდგა და სცადა ჩამხუტებოდა.
- გიჟი არ მგონიხარ ლალა, უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან იტვირთები და იღლები, იქნებ უბრალოდ დასვენება ვცადოთ რას იტყვი?
- რას გულისხმობ? -ეჭვით შევხედე გულწრფელად მომღიმარს.
- იმას რომ ორივე ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, იქნებ გვეცადა და ერთმანეთისთვის მეტი დრო დაგვეთმო, მოდი იცი რა ვქნათ, ორივემ ავიღოთ შვებულება და სადმე წავიდეთ ერთად, სადმე ისეთ ადგილზე სადაც მარტო ჩვენ ორნი ვიქნებით და ბევრი დრო გვექნება რომ ამ განვლილ წლებზე ვისაუბროთ, წლებზე რომლებმაც ასე დაგვაშორა ერთმანეთს.

გაოგნებული, გრძნობებ მორეული ვუყურებდი და არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად იყო რომ რაღაცის გამოსწორებას ცდილობდა, პირველად იყო რომ ის დგამდა ნაბიჯს ჩემკენ, ხმა იმედით ჰქონდა სავსე, თვალები კი ძველებურად უბრწყინავდა და არც სურვილის შემჩნევა მიჭირდა მათში, არაფერი მითქვამს ისე ჩავეხუტე, რამდენიმე წამს ასე ვიდექით მერე თავი ამაწევინა და გამგელებული დამშეულივით დამაცხრა ბაგეებზე, საპასუხო სურვილი და ვნება რომ იგრძნო ხელში ამიტაცა და საძინებლისკენ წამიყვანა, ისე მეფერებოდა მოჩვენებები კი არა საკუთარი თავიც კი დამავიწყა, ბედნიერს და კმაყოფილს მიმეძინა მის მკერდზე.
- მიყვარხარ ლალა, მიყვარხარ, ეს არ დაივიწყო, რაც არ უნდა მოხდეს მუდამ გახსოვდეს რომ უშენოდ ვერ ვისუნთქებ, ვერ ვიარსებებ, -სადღაც შორიდან ჩამესმოდა მისი ხმა და მაბედნიერებდა, არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, ალბათ შუაღამე იქნებოდა როცა ისევ ვიგრძენი ის საშინელი სიცივე, მერე დაჭაობებული წყლის სუნით აივსო ოთახი...
- დამეხმარე, დამეხმარე, თვალი გაახილე, შემომხედე, დამაკვირდი რომ ჩემი დახმარება შეძლო, -სულ ახლოდან მესმოდა, თითქოს ყურში ჩამჩურჩულებდა, წინასწარ შევემზადე საზარელი სანახაობისთვის და თვალები გავახილე...



ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს უწონადობაში ვლივლივებდი, ოდნავ შემაღლებულ ფერდობზე ვიდექი, თეთრ თხელ კაბას თბილი ნიავი მიფრიალებდა და წიწვების სურნელი მოქონდა ჩემამდე, ფეხშიშველი ვიყავი გაშლილი თმა ტალღებად ეშვებოდა მოშიშვლებულ მხრებზე, ჩემს წინ იქვე სულ ახლოს, მზის სხივებით გაბრწყინებული პატარა ლამაზი ტბა მოჩანდა, ტბის შუაგულში ეულად ტივტივებდა წითლად შეღებილი ცარიელი ნავი...
უეცრად მოიქუფრა, ცა ლეგა ღრუბლებმა დაფარა, ჭექა ქუხილის ხმამ გააყრუა იქაურობა, მსხვილ-მსხვილი წვეთები დაეშვა ციდან, ტბაში წყალი აზვირთდა, ტალღებზე ათამაშდა ნავი, ნელ-ნელა ადიდდა წყალი, ორიოდე წუთში მოაღწია ჩემამდე, წასვლა მინდოდა, მინდოდა გავქცეულიყავი მაგრამ ვერ ვახერხებდი, ტალღები უკვე კოჭებს მიფარავდა, ცოტაც და მუხლამდე მომწვდა, შიშისგან შეშლილი ვუყურებდი ზუსტად ჩემს წინ როგორ ამოიმართა წყლიდან ქერათმიანი სახეგალურჯებული გოგონა, ახლა უფრო საშინლად გამოიყურებოდა ვიდრე მაშინ როცა პირველად დავინახე, თმა ალაგ-ალაგ გაცვენოდა, ლოყებზე კანს ხრწნა დაეწყო...
- დამეხმარე, შემომხედე, უნდა გაიგო ვინ ვარ, დამაკვირდი, -უკვე ბევრჯერ მოსმენილი სიტყვები ჩამესმა და როგორც იქნა ჩემს თავს ვაიძულე გოგონა კარგად შემეთვალიერებინა, მაინც ვერ გავრბოდი და სხვა რა გზა მქონდა, იქნებოდა ასე თხუთმეტი თექვსმეტი წლის, გამხდარი და ალბათ თავის დროზე ძალიან ლამაზი, შავი კაბა და თეთრი პერანგი ეცვა, მისი ჩაცმულობა ძალიან მაგონებდა უნიფორმას, პერანგზე მკერდთან ახლოს ფერადი ლოგო იყო ამოქარგული, ჯვარი, ლომი, კიდევ რაღაც იყო, რაღაც...
- უნდა დამეხმარო, -შემზარავი ხმით იკივლა და საშინელი სისწრაფით წამოვიდა ჩემკენ, ყელში მთელი ძალით მომიჭირა უკვე ჩონჩხად ქცეული თითები...

კივილით გამეღვიძა და ღმერთს მადლობა შევწირე რომ ბაჩო ჩემს გვერდით არ იწვა, უკვე ერთი კვირა იყო მის დარწმუნებას ვცდილობდი რომ არ გავგიჟებულვარ, საათს შევხედე, ათი ხდებოდა, ალბათ ახლა უკვე სამსახურში იყო, მე კი დღეს არ ვმუშაობდი, თვალებ დახუჭული გადავწექი საწოლზე, ცხადში არ მეყოფოდა მოჩვენება და ახლა უკვე სიზმარშიც დაიწყო გამოცხადება, ესღა მაკლდა, ამ ბოლო ერთ კვირაში შვიდჯერ გამომეცხადა, არაფერს მიშავებდა უბრალოდ მთხოვდა რომ დავხმარებოდი მინდოდა კიდეც მისი დახმარება უბრალოდ არ ვიცოდი როგორ და საიდან უნდა დამეწყო, რამე ხელჩასაჭიდი რომ მეპოვნა, სულ პატარა რაღაც მაინც, სულ პატარა...
- ჯანდაბა, არადა როგორ მეძინებოდა, -ბუზღუნით წამოვდექი და ის იყო აბაზანაში უნდა შევსულიყავი რომ ტელეფონმა დარეკა, დედაჩემი იყო, არ ვუპასუხე, ცოტა ხანში ბაჩომ დამირეკა შეშფოთებულმა ხომ კარგად ხარო აინტერესებდა, დედაშენმა დამირეკა არ მპასუხობსო, საღამოს ჩვენთან მოდისო მახარა, წინასწარ გამიფუჭდა გუნება, ვიცოდი მისი ვიზიტი ნამდვილად არ ჩაივლიდა მშვიდობიანად.
-

- მთელი ჩემი ცხოვრება შე და შენს ძმას შემოგწირეთ, თან გყვებოდით და ასე მიფასებთ ამაგს? საერთოდ არ გაგაჩნიათ მშობლების პატივისცემა, იმის გააზრებაც კი არ შეგიძლიათ რამდენად დავალებულები ხართ ჩემგან, მე გაგაჩინეთ, გაგზარდეთ...
მისაღებში ვისხედით და უკვე დაახლოებით ერთი საათი იყო რაც მის გულისგამაწვრილებელ ლექციას ვუსმენდი, თუმცა ჩემს მოთმინებასაც ჰქონდა საზღვარი.
- რით ვეღარ ამოვედი შენი ვალიდან და ჩვენი უამრავი ნაცნობის და ნათესავის ყბიდან, კიდევ რა უნდა გავაკეთო საიმისოდ რომ მშვიდად ყოფნის საშუალება მომცე, -ჯერჯერობით კიდევ ვახერხებდი სიტყვების შერჩევას და სიმწრის ღიმილიც არ მავიწყდებოდა.
- ისე ნუ იქცევი თითქოს შენთვის ცუდი მინდოდეს, -ცოტა ხნით უკან დახევა გადაწყვიტა თუმცა მისი ყველა ტაქტიკა უკვე ძირისძირობამდე მქონდა შესწავლილი, რამდენიმე წამით შეისვენა და ისევ განაგრძო.
- ჩემი შვილი ხარ და იმას მაინც ვიმსახურებ რომ ვიცოდე რა ხდება შენსა და ბაჩოს შორის, ბოლოს და ბოლოს ბავშვის გაჩენა თუ არ შეგიძლია შენი ქმრისთვის, აიყვანე მაინც თორემ ერთხელაც იქნება მობეზრდება შენნაირი ქალის გვერდით ცხოვრება და გიღალატებს.
- ჩემნაირში რას გულისხმობ დედა? უშვილოს? ცხოვრებისგან დაღლილს? უსარგებლოს თუ...
- ნუ აზვიადებ, -მჭახე ხმით შემაწყვეტინა სიტყვა და ცხვირწინ მუქარით ამიქნია თითი, -მე მითქვამს და ნახავ თუ ისე არ იქნება როგორც ვამბობ.
- კიდევ მე ვაზვიადებ? მაინც რა გაინტერესებს? არადა ყველაფერი მშვენივრად იცი და ვერ ვხვდები რაღატომ მეკითხები, ხანდახან მგონია რომ დეტალურად გაქვს მთელი ჩემი ცხოვრება შესწავლილი, რატომ არ გყოფნის ის რომ სანამ თქვენთან ერთად ვცხოვრობდი გალიაში მოთავსებული საცდელი ცხოველივით ვგრძნობდი თავს, ახლა რაღა გინდა ვერ ვხვდები, როგორც იქნა შენმა ჭკვიანმა რძალმა დაარწმუნა ჩემი უტვინო ძამიკო რომ თუ ურთიერთობის შენარჩუნება უნდოდათ შენგან და მამაჩემისგან შორს უნდა ეცხოვრათ, ცალკე გადავიდნენ შემოგაკლდა სხვისი ცხოვრების ქექვა და ისევ მე გამიხსენე? აქამდე სად იყავი?
არ ვჩხუბობდი, არ ვყვიროდი, მშვიდად ვიჯექი დედაჩემის წინ რომლის სახეზეც ცისარტყელას ფერები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და ისე თბილად და ტკბილად ველაპარაკებოდი თვითონვე მიკვირდა საკუთარი თავის ასე მოქცევა რომ შემეძლო, ერთადერთი რაც დისკომფორტს მიქმნიდა და მეუცნაურებოდა ის იყო რომ მიუხედავად ჩემი არც თუ ისე მსუბუქად მოსასმენი სიტყვებისა და დედაჩემის ცეცხლისმფრქველი დრაკონისმაგვარი გამოხედვისა სულაც არ ვგრძნობდი თავს ცუდად და დამნაშავედ, თუმცა არც გულზე მომშვებია როცა ბოლოს და ბოლოს ვთქვი ის რაზეც ვფიქრობდი.
- გგონია შენს ძმას და რძალს მე ვუშლიდი ხელს რამეში? -ცივად ჟღერდა მისი ხმა თუმცა წყენის და ტკივილის შემჩნევაც არ გამჭირვებია, -თქვენს საქმეში თუ არ ვერეოდი და ყველანაირად თავს გარიდებდით მიტომაც გაქვთ სამაგალითო ოჯახი.
- რა სჭირს ჩემს ოჯახს, -იმის მაგივრად რომ ხმისთვის ამეწია რატომღაც გამეცინა, დედაჩემის და ჩემი დედამთილის გამოხტომებზე უკვე იმუნიტეტი მქონდა გამომუშავებული, -მითხარი რა არ მოგწონს? რით ვერ დავიმსახურეთ მე და ჩემმა პატარა ოჯახმა შენი და ჩვენი უამრავი არამკითხე ნათესავის და ვაი კეთილმოსურნეების მოწონება...
- ამას ოჯახს ეძახი? -წამოდგა, ხელები გაშალა და ქორივით მოავლო მზერა ოთახს, იმ ოთახს რომლის ყოველი დეტალი საკუთარი ხელით გვქონდა მე და ბაჩოს ნაფიქრი და მოწყობილი და რომელიც მიუხედავად ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობისა მაინც უამრავ თბილ, ტკბილ და სასიამოვნო მოგონებას ინახავდა...
- შენ რას ეძახი ოჯახს დედა, შენთვის რა არის ოჯახი?
- ოჯახი? ოჯახი... -დაიბნა, იშვიათად ვხედავდი ხოლმე დაბნეულს და ვერ მოფიქრებული პასუხის გამო პირში ენაჩავარდნილს, გამეცინა...
- მე გეტყვი დედა, -შენთვის ოჯახი სარფიანად გათხოვებაა, სწორედ ამიტომ არ მოგწონდათ შენ და მამას ბაჩო, კარგი გვარისშვილი არ არის და არც მდიდარიაო იწუნებდით, მაშინ პირველად გაგიწიეთ წინააღმდეგობა და ამას არასდროს ვინანებ, არ გინდა, ნუ შემაწყვეტინებ, არ დამისრულებია, შენთვის ადრეულ ასაკში სხვის ჯიბრზე გაჩენილი შვილებია ოჯახი, მერე რა თუ არასდროს უგრძვნიათ დედის სითბო და სიყვარული, სამაგიეროდ ამაყობდი რომ ქმარს გვარის გამაგრძელებელი გაუჩინე და დედამთილ მამათილს სალაპარაკო არ მიეცი, შენთვის ქმრის ღალატის და მისი მხრიდან შეურაცხყოფის მიუხედავად სხვის დასანახად შენარჩუნებული ქორწინებაა ოჯახი, ჯანდაბას მის ლოდინში თეთრად გათენებული ღამეები და ერთი-ორი შემოლაწუნება სახეში, მთავარია რომ ყველას შურს თქვენი ყალბი ბედნიერების.
- გეყოფა, გაჩუმდი, -იკივლა და ჩემკენ ისე გამოიწია მეგონა ცოტაც და შუაზე გამგლეჯდა, თუმცა რატომღაც გადაიფიქრა და ისევ დაეშვა დივანზე.
- მე მიყვარდა მამაშენი, -რაღაცნაირად გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა.
- შეიძლება გიყვარდა კიდეც არ გეკამათები, საქმე ისაა რომ მე და შენ სხვადასხვანაირად გვესმის სიყვარული, იცი რა ხანდახან ღმერთს მადლობას ვწირავ ხოლმე იმის გამო რომ შენ არ დაგემსგავსე.
არაფერი უთქვამს, ერთხანს უხმოდ მიყურებდა და ნელ-ნელა ემღვრეოდა მზერა, მერე თვალები დახუჭა თავი ჩახარა და ღრმად ამოიოხრა, თხელი თეთრი თითები მაგრად მოუჭირა კალთაში ჩადებულ ლურჯ ხავერდგადაკრულ ბალიშს.
- მე უბრალოდ სიკეთე მინდა შენთვის, დედაშენი ვარ ბოლოს და ბოლოს, -სადღაც სულის სიღრმეში შერჩენილი იოტისოდენა სითბო, ვერ გადალახული მცდარი შეხედულებები, ვერ დათმობილი სიჯიუტე და ვერ მოხდილი ბოდიში ამოაყოლა სიტყვებს, რკინისგან ნამდვილად არ ვიყავი შექმნილი, გულზე ისე მწარედ მომაწვა ტკივილი და ისე შემბოჭა მეგონა ვეღარ ამოვისუნთქებდი.
- გთხოვ დედა, -ვცდილობდი ხმას სიმტკიცე არ დაეკარგა მაგრამ უკვე აღარ გამომდიოდა, -გთხოვ ჩემს ცხოვრებაში არ ჩაერიო, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, იმიტომ გავთხოვდი რომ ბაჩო მიყვარდა, ახლაც მიყვარს და არ მაინტერესებს სხვები რას ფიქრობენ ამის შესახებ, თუ ვიგრძნობ რომ აღარ ვუყვარვარ და აღარ მიყვარს, გავშორდები...
- გაგიჟდი? გინდა მთელი ქვეყანა აალაპარაკო? -ხმაწასულმა ამოიხავლა და ისე მიმოიხედა ირგვლივ თითქოს ამოწმებდა ვინმემ ხომ არ გაიგონა მისი ერთადერთი ქალიშვილის სიტყვები, მისი შეხედულებით ხომ ყველა ქმარს გაცილებული ქალი პოტენციური ბო*ი იყო, ხელიდან წასული და ოჯახის შემარცხვენელი.

- საღამო მშვიდობის, -სახეგაბადრული შემოვიდა მისაღებში ბაჩო და გულითადი საუბარი შეგვაწყვეტინა, დედაჩემმა დაინახა თუ არა მაშინვე წამოდგა ფეხზე და ისე ჩაეხუტა მეგონა გაგუდავდა.
- ბაჩო შვილო როგორ მიხარია შენი ნახვა.
- მეც მიხარია თქვენი ნახვა ქალბატონო ქეთევან, -ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და შეუმჩნევლად ჩამიკრა თვალი, მშვენივრად იცოდა როგორ ვერ იტანდა დედაჩემი ლოყაზე კოცნას.
- ხომ გითხარი დედა დამიძახეთქო, როდემდე უნდა მომმართო ასე, -პატარა ბავშვივით დატუქსა ოცდათორმეტი წლის კაცი, ბაჩოს გულიანად გაეცინა.
- დედაჩემს არ ვეძახი დედას და თქვენ ნამდვილად ვერ დაგიძახებთ, ქალბატონო ქეთევან, -მშვიდად გამოუცხადა, მდაბლად დაუკრა თავი და უკვე სამზარეულოში გასულმა მოგვაძახა ერთად ვივახშმოთო.
- სად იპოვეთ ერთმანეთი ასე ერთნაირებმა, -საბოლოოდ ჩაიქნია ხელი დედაჩემმა დივანზე მიგდებულ ჩანთას დასწვდა და მაღალი ქუსლების კაკუნით წავიდა კარისკენ.
- წავიდა? -თავი გამოყო ბაჩომ სამზარეულოდან და მისაღები ისეთი ნაწყენი სახით მოათვალიერა საკუთარი თავივით რომ არ მცნობოდა ვიფიქრებდი რომ საშინლად დასწყდა გული საყვარელ სიდედრთან ერთად რომ ვერ შეძლო ვახშმობა.
- ასე ძალიანაც ნუ ამჟღავნებ რომ გიხარია მისი წასვლა, -წარბი ავწიე და დოინჯი შემოვირტყი, ერთხანს ორივე ვცდილობდით რომ სერიოზული სახე შეგვენარჩუნებინა და მერე გულიანი სიცილი აგვიტყდა, მომიახლოვდა, ხელში ამიტაცა და ერთ ადგილზე დატრიალდა ჩემთან ერთად, ზუსტად ასეთ მომენტებში ვგრძნობდი რომ ჩვენთვის ყველაფერი ჯერ არ იყო დასრულებული.
-
გემრიელი ვახშმის შემდეგ ბაღში ხის ქვეშ მდგარ რბილ სკამზე ვისხედით, უფრო სწორად რომ ვთქვათ მე ვიჯექი და წამოწოლილ ბაჩოს ჩემს მუხლებზე ედო თავი, მის თმაში დავასრიალებდი თითებს და ისიც თვალებმინაბული ნეტარებდა, ყოველთვის მიყვარდა მისი თმა, ოდნავ დატალღული, რბილი, სრიალა...
- როგორ ხარ, იმ დამამშვიდებლებს იღებ ექიმმა რომ გამოგიწერა? -წამიერი სიმშვიდე სადღაც გაფანტა მისმა კითხვამ.
- ვსვამ, -მოკლედ ვუპასუხე არადა ერთი აბიც კი არ მიმიღია, იმ დღის შემდეგ როცა პირველად დავინახე ის მოჩვენება და ბაჩო ძალიან შევაშინე, მაინც მაიძულა რომ ექიმთან მივსულიყავით, ექიმმა ერთი შემომხედა და მარტივად დამისვა დიაგნოზი, გადაღლილი ხარ და დასვენება გჭირდებაო.
- კიდევ ხომ არ დაგინახავს რამე?
- კარგი რა, ხომ იცი რომ აღარაფერი დამინახავს, ექიმმაც ხომ თქვა გადაღლილობის ბრალიაო, დამშვიდდი, არაფერია სერიოზული.
- ჰოდა ძალიან კარგი, ჰო მართლა სახლში მოსვლამდე ჩემებთან გამოვიარე, -უცბად შეცვალა სასაუბრო თემა და უკვე მივხვდი რაღაც სასწაულს მეტყოდა.
- მერე რაო ქალბატონმა ლალიმ.
- არაფერი ახალი, ტვინი შეჭამა უკვე, სამსახურიდან გამოვდიოდი რომ დარეკა სასწრაფოდ მოდიო ისეთი ხმა ჰქონდა გული გამიხეთქა, შეშინებული მივვარდი არადა თურმე სტუმრები ჰყავდა და იმიტომ მეძახდა.
- სტუმრები?
- ჰო, მაგის დაქალი ხომ გახსოვს ნათელა...
- მერე შენ რა შუაში ხარ ნათელასთან.
- მისი გოგო თეკლა ჩამოსულა საბერძნეთიდან და ბარემ ნახავდიო ხომ იცი ადრე ვმეგობრობდით და...
- მეგობრობდით? ნუ მაცინებ, ეგ ის თეკლა არ არის შენს ყოველ დანახვაზე ნერწყვი რომ ახრჩობს და შენი ყოველი შეხება რომ ასველებს?
- გაგიჟდი გოგო? რას ამბობ? -წამოჯდა და ისეთი გულუბრყვილო თვალებით შემომხედა კინაღამ ჩავეხუტე და მოვუბოდიშე.
- არ მითხრა რომ ვერ ხვდები შენზე რომ აბოდებს, -უკან არც მე დავიხიე, ღიმილი ვერ შეიკავა.
- რათქმაუნდა ვხვდები.
- ჰოდა მაშინ ალბათ იმასაც ხვდები რატომ შეგახვედრათ დედაშენმა ერთმანეთს.
- ვხვდები ლალა ვხვდები სულელი არ ვარ, წამოსვლამდე დაველაპარაკე და ყველაფერი ავუხსენი, ამის შემდეგ აღარ ეცდება რომ დაგვაშოროს და სხვა ცოლი მომიძებნოს.
- რა აუხსენი? ასეთი რა უთხარი, -დავიძაბე, სუნთქვა შემეკრა, ნუთუ...
- ვუთხარი რომ შენ არ ხარ უშვილო და ჩემს გამო არ ყავს შვილიშვილი, როგორც იქნა ვუთხარი, -ამოიხვნეშა და ნაძალადევად გაიღიმა.
- ეს რატომ გააკეთე? რა საჭირო იყო?
- შენს გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ყველა შენ გადანაშაულებდა, შენები, ჩემები...
- მერე? მოგეშვა? -ვკითხე და უკვე წინასწარ ვიცოდი პასუხი.
- არა, არ მომეშვა და ალბათ არც არასდროს არ მომეშვება, ცუდად ვარ ლალა, ცუდად ვარ იმიტომ რომ შენი გაბედნიერება ვერ შევძელი, არადა...
- არადა გიყვარდი.
მოღუშულმა შემომხედა, დაიძაბა, მუშტები შეკრა, ყბები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს, ფეხზე წამოდგა და ზურგი შემაქცია.
- ამას როგორ მეუბნები, მიყვარხარ, ისევ ისე მიყვარხარ როგორც ადრე, შენი დაკარგვა არ მინდა ლალა, გთხოვ დამეხმარე რომ ეს ურთიერთობა შევინარჩუნოთ, -შემობრუნდა, ჩემს წინ დაიჩოქა ჩემი თითები ხელებში მოიქცია, თვალები ამღვრეული ჰქონდა, ერთიანად თრთოდა, მეუცნაურა მისი საქციელი, ბოლო ერთი კვირაა ისედაც ძალიან უცნაურად იქცეოდა, თითქოს ერთბაშად გადაუბრუნდა ტვინში რაღაც, სამსახურიდან ადრე ბრუნდებოდა, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა, ჩემი ფერებით და ალერსით ვერ ძღებოდა...
- რა გჭირს, კარგად ხარ? -ხელი გავითავისუფლე და ნაზად გადავუსვი თავზე, კნუტივით მილულა თვალები.
- გთხოვ ლალა, მოდი სადმე წავიდეთ ერთად, ყველაფერი გადადე ყველა საქმე, მეც შვებულებას ავიღებ და ორი კვირით, ერთი თვით რამდენი ხნითაც გინდა წავიდეთ ერთად დასასვენებლად, მოვშორდეთ აქაურობას, გპირდები ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩვენი ურთიერთობა გამოვასწორო, ოღონდ აქედან წავიდეთ.

არ ვიცი რა ხდებოდა, ალბათ მართლა აღარ მიყვარდა ისე ძალიან როგორც ადრე, ან უბრალოდ განვლილმა წლებმა ჭკუა მასწავლა და დავჭკვიანდი, ორი ან სამი წლის წინ იგივე რამ რომ შემოეთავაზებინა სიხარულისგან გაგიჟებული ისე დავთანხმდებოდი ერთ წამსაც კი არ დავფიქრდებოდი, ახლა კი ვიჯექი, უძრავად დავყურებდი ჩემს მუხლებზე მოხვეულ ჩემი ცხოვრების თანამგზავრს და მისი ყოველი სიტყვის გაანალიზებას ვცდილობდი.
უკვე ერთი კვირაა რაც ასე რადიკალურად შეიცვალა, ნეტავ რა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი მნიშნელოვანი მასზე ასეთი გავლენა რომ მოახდინა, რატომ იქცევა ისე თითქოს ჩემს წინაშე რამე საშინელი დანაშაული მიუძღოდეს, ასე უცბად რატომ გაუჩნდა ჩემი დაკარგვის შიში, რატომ ცდილობს აქაურობას მომაშოროს...
- მღალატობ? -ჩემგან დამოუკიდებლად დასცადა ჩემს ტუჩებს ერთადერთი სიტყვა და მხოლოდ ბაჩო კი არა თითქოს სამყაროც გაშეშდა ჩვენს გარშემო და ბრუნვა შეწყვიტა, ძლივს აამოძრავა თითები, მერე თავი ასწია და ქვემოდან ამომხედა გაფართოებული თვალებით.
- რას ამბობ ლალა, -ისეთი გაოცება და ტკივილი ისმოდა მის ხმაში...
- უბრალოდ მიპასუხე.
თავი დახარა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, მხრებში მოიხარა, ერთბაშად მოიმჩვარა და დაპატარავდა, ვერ ვხვდებოდი იმის გამო იყო ასეთ დღეში ღალატს რომ მივუხვდი თუ იმის გამო ჩემი მის მიმართ უნდობლობა რომ სტკიოდა.
- ღალატი ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა არა მარტო იმ ადამიანის ვისაც ღალატობ, არამედ საკუთარი თავისაც, -ჩვეული რიხი და შემართება დაჰკარგვოდა მის ხმას და ძლივსგასაგონად ჟღერდა ღამის სიჩუმეში, სკამიდან ჩავცურდი და მის წინ დავდექი მუხლებზე, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვაიძულე ჩემთვის გაესწორებინა მზერა.
- მზად ვარ შენთან ერთად ვცადო, ოღონდ იცოდე ერთადერთი რასაც ვერ გავუძლებ და რასაც არასდროს გაპატიებ ღალატია, არ მიღალატო ბაჩო, თუ შენთვის რამეს ვნიშნავ, თუ ოდნავ მაინც გეძვირფასები არ მიღალატო...




- როგორც იქნა ეს პროექტიც დავასრულეთ, ამ საღამოს აუცილებლად უნდა წავიდეთ სადმე ყველა ერთად და აღვნიშნოთ, -მაკომ მიმტანს თავაზიანად გაუღიმა და მისი მოტანილი ქაფქაფა ყავა მოსვა, -რა გჭირს ლალო ამ ბოლო დროს რა სახე ჩამოგტირის, წესით გახარებული უნდა იყო, დამკვეთი კმაყოფილია მოგებაც კარგი ვნახეთ, ახალი შეკვეთებიც გვაქვს...
- უბრალოდ დავიღალე მაკუნა, ისე მართალი ხარ შენ, გართობა არ მაწყენდა, მთელი გუნდი წავიდეთ საღამოს გასართობად, ყველას გააგებინე, ადგილიც შენ შეარჩიე.
- ბაჩოც წამოვა? თუ წამოვა მეც წამოვიყვან ბექას და ნატასაც ვეტყვი რომ ქმარი წამოიყვანოს ასე უფრო კარგად გავერთობით, იქნებ ტატომაც ისინდისოს ბოლოს და ბოლოს და გაგვაცნოს შეყვარებული.
- არა მგონია ბაჩომ მოიცალოს, -უგემურად ჩავკბიჩე შოკოლადიანი ფუნთუშა და ნაძალადევი ღიმილით შევხედე მაკოს, წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნა, აშკარად არ ესიამოვნა ჩემი განწყობა მაშინვე მიხვდა რომ რაღაც ვერ იყო კარგად, კარგად მიცნობდა, ალბათ საკუთარი თავივით, ფაქტიურად დაბადებიდან ერთად მოვდიოდით, დედაჩემი და დედამისი მეგობრები იყვნენ, ერთად გათხოვდნენ და ზუსტად ორი დღის ინტერვალით იმშობიარეს, საავადმყოფოში ერთ პალატაში იწვნენ, პირველად იქ შევხვდით მე და მაკო ერთმანეთს და მას შემდეგ არ დავშორებულვართ, არც მაშინ გაგვფუჭებია ურთიერთობა როცა თორმეტი წლის წინ ჩვენი მშობლები რაღაც ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს...
- კიდევ ვერ მოგვარდით? რა გჭირთ, ახლა რაღა მოხდა, -მოუთმენლად ააკაკუნა თითები მაგიდაზე, -ლალა იცოდე თუ კიდევ შენი ბრალია ყველაფერი...
- გაგიჟდი? ჩემი ბრალი როდის ყოფილა რამე, -ჩემდა უნებურად ავუწიე ხმას, -შენ ჩემკენ ხარ თუ ეშმაკებისკენ.
- უყურე შენ, ეშმაკიც გახადა ანგელოზივით ბიჭი.
- ხანდახან მგონია რომ ჩემზე მეტად ბაჩო გიყვარს, -ნაწყენი ბავშვივით ჩავიბურტყუნე და გაბრაზებულმა გადავიჯვარედინე ხელები მკერდზე, გაეღიმა.
- სულელო, ბაჩო ზუსტად იმიტომ მიყვარს რომ შენ მიყვარხარ და ნუ მიმართავ ეჭვიანობის სცენას თუ ქალი ხარ, მახსოვს როგორ გიყვარდათ ერთმანეთი, მახსოვს როგორი თვალებით შესცქეროდი ხოლმე, ახლა რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს შორის მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ შენი ქმარი სიგიჟემდე გიყვარს და მის გარეშე ბედნიერი ვერ იქნები ამიტომაც არ მომწონს როცა პრობლემების მოგვარების მაგივრად მისგან გაქცევას ცდილობ, მითუმეტეს რომ შენ თვითონ მითხარი ამ ბოლო დროს როგორ ცდილობს ყველაფრის დალაგებას და გამოსწორებას.
- მეც სწორედ ეგ მაეჭვებს, ძალიან უცნაურად და საეჭვოდ იქცევა.
- მაინც რას აკეთებს ასეთს? -ხმას დაუწია მაკომ, ჩემკენ გადმოიხარა და თვალებგაფართოებული და სუნთქვაშეკრული მომაჩერდა, მიუხედავად მისი ბაჩოს მიმართ დამოკიდებულებისა, ერთი სული ჰქონდა როდის ვეტყოდი რაღაც სასწაულს, მაინც რა არის ეს ცნობისმოყვარეობა.
- რომ გითხრა მღალატობსთქო მაშინ რაღას იტყვი, მაინც მის მხარეზე იქნები? -პირდაპირ მივახალე და მისი ლამის კეფაზე ასული წარბები და იმედგაცრუებული გამომეტყველება რომ შევნიშნე ერთი წამით სადისტურად მესიამოვნა, ყველა ჩვენს ნაცნობს, ჩემსა და მის მეგობრებს ბაჩო იდეალურ მამაკაცად მიაჩნდათ, იდეალურ პიროვნებად რომელსაც არანაირი ნაკლი არ აქვს, არასდროს მოსდის შეცდომები, არასდროს იტყუება, ბაჩო მათ თვალში ყოველთვის ის მამაკაცი იყო რომელსაც უზომოდ დიდი სიყვარული და ერთგულება შეეძლო, მეც ყოველთვის ასე ვხედავდი მას და იქნებ სწორედ ჩვენი ქორწინების შემდეგ მისი იდეალური ხატის ნაწილ-ნაწილ ჩამოშლა გახდა ჩვენს შორის ბზარის გაჩენის მიზეზი, ნეტავ როდის დაიწყო პირველად, ალბათ მაშინ როცა დედამისმა მთელი ოჯახის თვალწინ ღიად დამადანაშაულა უშვილობაში და მან ხმა არ ამოიღო, სწორედ მაშინ გაჩნდა ჩვენს შორის ძლივსშესამჩნევი ბზარი რომელსაც რატომღაც არცერთმა მივაქციეთ ყურადღება და ახლა უკვე ეს ბზარი ვაშლიჯვრის ფერდობზე გაჩენილ უზარმაზარ, ხახადაფჩენილ ნაპრალს ჰგავდა რომლის ამოვსებას და შეწებებას სულ ტყუილად ცდილობენ ჩვენი ვაი სპეციალისტები, ის მშენებლობები კი რის გამოც ფერდობი დაიბზარა ისევ ისე არხეინად მიმდინარეობს და არავის არ აინტერესებს ის რომ შეიძლება ერთხელაც ყველა ქვეშ მოგვიყოლოს.

- მართლა გღალატობს? არ მჯერა, -ისეთი გულდაწყვეტილი და შეშფოთებული ჩანდა თითქოს თავისი ბექუნას ღალატის შესახებ გაეგოს, -ლალა დარწმუნებული ხარ? ბაჩო ამას არ გააკეთებდა, იქნებ გეშლება, ვინ გითხრა? საიდან გაიგე? იქნებ ვინმე გატყუებს და...
- გეყოფა უბრალოდ ვივარაუდე, ვივარაუდე გესმის? მაინტერესებდა რა რეაქცია გექნებოდა თუმცა ყველაფერი გასაგებია, ბაჩო შენთვის და ალბათ ყველასთვის უფრთო ანგელოზია, ოღონდ შენ არ ინერვიულო და გულის შეტევა არ მიიღო და მასზე აღარაფერს ვიტყვი, -მის წუწუნს ვეღარ გავუძელი და იქით დავუწყე დამშვიდება, შვებით ამოისუნთქა.
- როგორ გიყვარს ყველაფრის გაზვიადება და დრამატიზირება, ერთხელაც იქნება გულს გამიხეთქავ და შემიწირავ, -თეატრალურად გადაატრიალა თვალები და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.
- ბექა მირეკავს, უნდა ვუპასუხო თან ცოტა ხნით გავალ, -გაღიმებულმა უპასუხა დათაფლული ხმით, წამოდგა და ნარნარით წავიდა საპირფარეშოსკენ, ჩემი თვალთახედვიდან რომ გაქრა საზურგეს მივეყრდენი და ვიტრინიდან ქუჩის თვალიერება დავიწყე, წვიმდა, ცა ფეხად ჩამოდიოდა, უაზროდ ვუყურებდი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ფეშენებელურ სასტუმროში შემავალ და გამომავალ სტუმრებს...
თავიდან მეგონა მომეჩვენა როცა ბაჩო დავინახე რომელიც წესით ახლა სამსახურში უნდა ყოფილიყო, ვუყურებდი როგორ გამოვიდა სასტუმროდან მაღალ, ქერათმიან ულამაზეს ახალგაზრდა ქალთან ერთად, ორიოდე წუთს შესასვლელთან იდგნენ წვიმას ემალებოდნენ, რაღაცაზე საუბრობდნენ და გულიანად იცინოდნენ, თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა ბაჩოს, თმა ჩვეულებისამებრ უწესრიგოდ ჰქონდა აჩეჩილი, სიცილის დროს თეთრ უნაკლო კბილებს აჩენდა და დაუფარავად ეარშიყებოდა გვერდით მდგომს, მთელი მისი სხეული, სახე, გამოხედვა და ჟესტები იმაზე მეტყველებდა თუ როგორ უნდოდა ის, ქალიც აშკარად აღგზნებული შეჰყურებდა.
- არადა ახლახანს გამოვიდნენ სასტუმროდან, -ჩავილაპარაკე და გამწარებულმა დავხუჭე თვალები, ჯერ ჩემმა ამ ყველაფრის მიმართ დამოკიდებულებამ შემზარა, მერე იმან რომ მართალი აღმოვჩნდი და ბაჩო მღალატობდა, მატყუარა , მეფიცებოდა არ გიღალატებო, იმ დღეს თავი დამნაშავედაც კი მაგრძნობინა რომ ასეთი რამ გავიფიქრე მასზე...
თვალი რომ გავახილე უკვე ქუჩის აქეთ მხარეს იდგნენ, ზუსტად იმ კაფის ფანჯარასათან რომელშიც მე ვიმყოფებოდი, გალუმპულები იცინოდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ასე მეგონა მოვკვდებოდი როცა დავინახე როგორ ასწია ქალმა ხელი და ულამაზესი თითები სველ თმაში შეუცურა იმ თმაში რომლის მოფერების უფლება მეგონა რომ მხოლოდ მე მქონდა, თვალებანთებული დაიხარა მისკენ ჩემი საყვარელი მამაკაცი და გამობურცულ ტუჩებზე წაეტანა, საერთოდ არ უყურებდნენ გამვლელ გამოვლელებს, ერთმანეთით ტკბებოდნენ, გამშრალი, გაფითრებული შევყურებდი ჩემს ქმარს, საოცრად გამოიყურებოდა ტანზე შემოტმასნილ სველ პერანგში რომელიც ისე კვეთდა მისი სხეულის ყოველ კუნთს შეუძლებელი იყო გულგრილად შეგეხედა, ძლიერი მკლავებით მთელი ძალით იკრავდა სხეულზე იმ ქერათმიან თოჯინას, იმხელა ვნება, იმხელა სურვილი იგრძნობოდა მის ყოველ შეხებაში...
- რა ვქნა? რა გავაკეთო? -ჩურჩულით ვკითხე საკუთარ თავს, ასე უმწეოდ და უსუსურად თავი არასდროს მიგრძვნია, ვბრაზობდი, მწყინდა, მტკიოდა, სანამ ვყოყმანობდი გავსულიყავი თუ არა გარეთ ბაჩომ ტაქსი გააჩერა, ქალბატონი გაუშვა და შემობრუნდა, ის იყო მეგონა დამინახა რომ უბრალოდ მინაში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას გაუღიმა და საჩვენებელი თითით შუბლზე ჩამოყრილი სველი თმა გადაიწია, არ ავმდგარვარ, არ გავსულვარ, რა აზრი ჰქონდა... ის იყო წასასვლელად შებრუნდა რომ მის უკან ის დავლანდე, ის ვის გამოც კარგა ხანი იყო ნორმალურად არ მძინებია, უცნაურად უყურებდა ბაჩოს, ხელი ასწია, მხარზე დაადო, მერე მე შემომხედა და სინანულით გადააქნია თავი, ბაჩოს რათქმაუნდა არაფერი დაუნახავს და უგრძვნია, ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და სახეზე ბედნიერ ღიმილ აკრული გაუყვა ქუჩას.
ამჯერად არ შემშინებია მიუხედავად იმისა რომ უფრო ცუდად გამოიყურებოდა, არც მაშინ შემშინებია როცა მინაში გამოიარა და ჩემს მაგიდასთან მოფარფატდა, ბაჩოს დანახვის გამო მიღებული შოკიდან ჯერ კიდევ არ ვიყავი გამოფხიზლებული და სულ არ მაინტერესებდა ეს ნახევრად გახრწნილი მოჩვენება რომელიც უკვე წამწდაუწუმ მაბეზრებდა თავს, რატომღაც ახლა პირველად შევხედე დაკვირვებით ამჯერად არაფერს ამბობდა თუმცა არ მავიწყდებოდა როცა პირველად გამომეცხადა როგორ მეხვეწებოდა რომ დავკვირვებოდი...
გაშეშებული ვიჯექი და ჩემს წინ ჰაერში მოლივლივეს თვალს არ ვაშორებდი, პატარა იყო, ალბათ ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე, აშკარა იყო რომ ფორმა ეცვა, საქართველოში არც თუ ისე ბევრ სკოლაში იყო ფორმა სავალდებულო მოსწავლეებისთვის, თეთრ პერანგზე მკერდზე ლოგო ჰქონდა ამოქარგული, ფაფარაშლილი ლომი, ჯვარი, ნეტავ საიდან მეცნობა, საიდან...
- გაიხსენე ლალა, გაიხსენე, -მუდარა გარეული ხმა მომწვდა, თითქმის გამჭვირვალე ტუჩებს არ ამოძრავებდა თუმცა ვიცოდი ის მესაუბრებოდა, თავს ძალა დავატანე, გონებაში უნებურად ამომიტივტივდა საქველმოქმედო საღამო სადაც თავის უფროსთან ერთად ბაჩოც იყო მიწვეული და სადაც ერთად წავედით.
- ღმერთო ჩემო, -ტუჩებზე ავიფარე ხელი რომ მეტი აღარაფერი წამომცდენოდა ხმამაღლა, როგორც იქნა გამახსენდა, ჩემს წინ მდგარ გოგონას თბილისიდან არც თუ ისე შორს პატარა ლამაზ ქალაქში მდებარე საპატრიარქოს სკოლა პანსიონის ფორმა ეცვა, სკოლა საკმაოდ ცნობილი და პოპულარული იყო, როგორც ვიცოდი სხვადასხვა ქალაქებიდან ჩაყავდათ მშობლებს ბავშვები, გადასახადი არც თუ ისე მცირე იყო, სამაგიეროდ მშვიდად იყვნენ რადგან ფიქრობდნენ რომ საკუთარი შვილებს კარგ ხელში ტოვებდნენ, ადგილზე სადაც უსაფრთხოდ იქნებოდნენ და საუკეთესო აღზრდას მიიღებდნენ.
- ეს მხოლოდ დასაწყისია ლალა, მომძებნე გთხოვ, დედაჩემი იმსახურებს იმას რომ ერთადერთი ქალიშვილის საფლავი ჰქონდეს, -ტირილნარევი ხმა გამოსცა, ჰაერში გადნა და როგორც ყოველთვის, ირგვლივ დამყაყებული წყლის და მკვდარი თევზების სურნელი დატოვა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი გაშეშებული...
- რა გჭირს? ისეთი სახე გაქვს თითქოს რაღაც საშინელება დაინახე, -მაკო გაღიმებული ჩამომიჯდა წინ, ბედნიერი ჩანდა, კმაყოფილი, შეყვარებული.
- შეიძლება დავინახე კიდეც, -გაღიმება ვაიძულე თავს და წამოვდექი, -დღეისთვის საკმარისია, ძალიან დავიღალე, წავიდეთ.
-

- ლალა სად ხარ, რატომ არის აქაურობა ჩაბნელებული? -შემოსასვლელიდან მომესმა ბაჩოს ხმა და გამეღიმა, უკვე ვიცოდი რა რეაქციაც ექნებოდა როცა მისაღებში შემოვიდოდა და არც შევმცდარვარ, გაკვირვებული მიყურებდა, აღფრთოვანებული, თვალებანთებული, დამინახა თუ არა დაღლილი სახე გაუბრწყინდა და თვალები ვნების ცეცხლით აენთო, ასე მეგონა ძლივს იკავებდა თავს რომ არ დამძგერებოდა და ის კაბა ტანზე არ შემოეხია ყოველთვის ასე ძალიან რომ მოსწონდა.
მის მოსვლამდე საგულდაგულოდ მოვემზადე, ვახშამი მოვამზადე, ზუსტად ის კერძები მას რომ უყვარდა, მისაღები რბილად გავანათე სანთლების შუქით, ახალი სექსუალური საცვლები ჩავიცვი და ის კაბა თვითონ რომ მიყიდა ოთხი წლის წინ, მე ზედმეტად თამამი მეჩვენა და არასდროს ჩამიცვამს, თმები გაშლილი მქონდა გამომწვევად ვიჯექი ფეხზე ფეხ გადადებული და ველოდი, რის გაკეთებას ვცდილობდი? თვითონაც არ ვიცოდი კარგად, ვერ ვხვდებოდი საკუთარ თავს ვეპაექრებოდი თუ იმ ქერათმიან საოცრებას ჩემთვის მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულის წართმევას რომ ცდილობდა.
- არაჩვეულებრივად გამოიყურები, -ხრინწგარეული ხმით მითხრა კომპლიმენტი და შევამჩნიე როგორ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ხელი გამომიწოდა, თითები შევაგებე, წამომაყენა და ერთ ადგილზე დამატრიალა.
- საოცრება ხარ ლალო, -აღმოხდა და დამშეულივით დამაცხრა ტუჩებზე, ისეთი სურვილით მკოცნიდა, ისეთ ვნებას ასხივებდა მისი სხეულის ყოველი უჯრედი თითქმის დამავიწყდა რაც დავინახე, როგორც კი ერთამნეთს მოვწყდით, სული მოვითქვით, თვალებში ჩავხედე და მათში ჩემს გარდა ვერავინ და ვერაფერი დავინახე გავოცდი, შეუძლებელია ის კაცი რომელიც დღეს იქ იმ ქალთან ერთად დავინახე ბაჩო ყოფილიყო, ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო, როგორ შეეძლო იმის მერე რაც გააკეთა ჩემთვის ასე შემოეხედა ასე მომფერებოდა და ეკოცნა, როგორ შეეძლო საერთოდ არაფერი არ შეტყობოდა და არაფერი ეგრძნო, არც სირცხვილი, არც სინდისის ქენჯნა, აშკარა იყო რომ ამდაგვარს არაფერს განიცდიდა, დღევანდელი დღე რომ არა მართლა დავიჯერებდი რომ სულით ხორცამდე ჩემით იყო შეპყრობილი...
- რა ხდება, დღეს რამე დღესასწაულია და გამომრჩა? -გაღიმებულმა მოავლო თვალი ოთახს ისე რომ ჩემს წელზე მოხვეული ხელი არ გაუშვია.
- ჩემთვის შენთან ერთად გატარებული ყოველი დღე დღესასწაულია, -დაზეპირებულივით ჩამოვარაკრაკე შაბლონური ფრაზა, გულიანად გადაიხარხარა.
- კარგი ერთი.
- რა მოხდა, არ გჯერა? გგონია რომ გატყუებ ან ვაზვიადებ? -პატარა სულელი გოგოსავით გავბუშტე ტუჩები და მკერდით მკერდზე ავეკარი, ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა, თითები ჩემს ზურგზე ააცოცა და კაბის ელვა შესაკრავისკენ წაიღო.
- იქნებ ჯერ ვახშამი გვეჭამა, -ჩავჩურჩულე და მხურვალედ ვაკოცე ყელში, შეაჟრჟოლა.
- შენი აზრით ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ რომ ვახშამზე ვიფიქრო? -დაბინდული თვალებით დამხედა ზემოდან, ხელში ამიტაცა და საძინებლისკენ წამიყვანა.
-

საწოლზე ვიჯექი და ბავშვივით ტკბილად მძინარს დავყურებდი, გონება არეული მქონდა თუმცა გადაწყვეტილება მიღებული, ზურგჩანთა ავიღე, ტუმბოზე წერილი დავუტოვე სადაც ეწერა რომ რამდენიმე დღით ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება მჭირდებოდა და არ მოვეძებნე, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ვაკოცე ლოყაზე, აჩეჩილ თმებზე ხელი გადავუსვი, წამოვდექი უხმაუროდ გავიარე ოთახი და კარი გავიხურე, სახლიდან გასვლამდე დანანებით მოვავლე თვალი იქაურობას, არ ვიცოდი კიდევ დავბრუნდებოდი თუ არა აქ, ვუთხარი რომ ღალატს არ ვაპატიებდი თუმცა წუხანდელი ღამის მერე უკვე ეჭვი მეპარებოდა იმაში რომ თავმოყვარეობის თუნდაც პატარა ნამცეცი გამაჩნდა, უნდა წავსულიყავი, მანამდე უნდა წავსულიყავი სანამ იმაზე ფიქრს დავიწყებდი რომ მისი ღალატი მხოლოდ მისი ბრალი არ იყო, მანამდე უნდა დამეღწია თავი აქაურობისთვის სანამ საკუთარ თავს დავკარგავდი და იმ სასოწარკვეთილ ქალებს დავემსგავსებოდი დაბრმავება, დაყრუება და თავის მოსულელება რომ უწევთ რაღაც საცოდავი ნარჩენების შენარჩუნებისთვის, უნდა გავრიდებოდი რადგან მიყვარდა, სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, სიყვარული კი ხშირად უამრავი წარმოუდგენელი რაღაცის გაკეთებას აიძულებს ადამიანს, არადა ღმერთო მართლა როგორ ძალიან მიყვარდა...
რა უცნაურია არა? ყოველთვის მაშინ რატომ აცნობიერებენ ადამიანები რეალობას როცა უკვე ძალიან გვიან არის იმისთვის რომ რამის შეცვლა შეძლონ.

თენდებოდა, მზე ამოდიოდა ჩვენი სახლის აღმოსავლეთით, ჩემს პატარა წითელ ჯაბახანაში ვიჯექი რომელიც ბაჩოს რატომღაც თვალის დასანახავად ეზიზღებოდა თუმცა მე მაინც ვერ ველეოდი იმისდა მიუხედავად რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე რაღაც ნაწილი სძვრებოდა და ძლივს დაფახფახებდა, ძველისძველ გაცვეთილ საჭეს ხელი გადავუსვი და სარკე გავასწორე.
- შენთან მოვდივარ პატარა მოჩვენებავ, დამელოდე, აუცილებლად გიპოვი, -ომახიანად გამოვუცხადე ცარიელ სივრცეს და გასაღები გადავატრიალე...






დილით ეკლესიის ზარების რეკვის ხმამ გამაღვიძა, გემრიელად გავიზმორე და თვალები გავახილე, რბილ საწოლში ვიწექი რომელსაც ხასხასა წითელ ვარდებიანი თეთრეული ჰქონდა გადაკრული, ღია ფანჯრებიდან ყვავილების სურნელი და ჩიტების ხმა შემოდიოდა, თბილი ნიავი აფრიალებდა ჭრელაჭრულა, ფოჩებიან ფარდებს, წამოვდექი და ფეხშიშველი საღამურების ამარა გავედი აივანზე...
გუშინ შუადღისას ჩამოვედი ამ პატარა ულამაზეს სოფელში, ჩემი დანახვა არ გაკვირვებიათ, როგორც სახლის დიასახლისმა მითხრა ზაფხულობით აქაურობა ყოველთვის დამსვენებლებით ყოფილა სავსე, ადგილობრივები საკუთარ სახლში აქირავებდნენ ოთახებს, რამდენიმე დღით, ან რამდენიმე კვირით, მარტივად ვიშოვე ბინა, სოფლის დასაწყისში მდებარე მაღაზიაში ვიკითხე და საყვარელმა ლოყაწითელმა მოხუცმა ქალბატონმა ხელით სადღაც შორს სოფლის თავისკენ მიმითითა.
- მგონი კაციტაძეებს აქვთ თავისუფალი ბინა დარჩენილი, გაგიმართლა შვილო ახლა აქ ძნელად თუ იშოვი დასარჩენს, ტურისტებით არის სავსე აქაურობა, ისე შენ საიდან ხარ? მარტო ხარ? რატომ ჩამოხვედი?
ერთბაშად მომაყარა და წარბ აწეული დაელოდა პასუხს, თითქოს ვალდებული ვიყავი რომ მეპასუხა, არადა ისეთი საყვარელი იყო გაბრაზებაც ვერ მოვახერხე.
- მწერალი ვარ, მინდა ცოტა ხანს ყველაფრისგან დავისვენო და ვწერო, -ექსპრომტად მოვიფიქრე პირველი ტყუილი და რატომღაც მეხამუშა, რატომ ვმალავდი ვინაობას ან ვისი რა საქმე იყო რატომ ან რისთვის ვიყავი აქ, თუმცა შინაგანი ხმა მკარნახობდა რომ...
- ჰოდა ზუსტად საშენო ადგილია შვილო, -მხარზე დამადო ხელი მოხუცმა და გამიღიმა, სოფლის თავში ცხოვრობენ კაციტაძეები საუკეთესო ადგილას, საოცარი ყვავილების ბაღი აქვს მანანას, ფუტკარიც ჰყავს, ტყეც იქვეა ახლოს და ტბაც, მოგეწონება.
მადლობა გადავუხადე დავემშვიდობე და მითითებული ადგილისკენ გავუყევი ვიწრო, მიხვეულ მოხვეულ გზას, მართალი აღმოჩნდა მოსმენილი, სახლი სადაც ოთახი ვიქირავე საკმაოდ შემაღლებულ ადგილზე იდგა, ხეებში იყო ჩაფლული, გარს ყვავილებით სავსე ბაღი და უზარმაზარი მწვანე ეზო ერტყა, დიასახლისი ქალბატონი მანანა სამოციოდე წლის მაღალი გამხდარი ქალბატონი გახლდათ, თბილად მიმიღო, ბევრი არაფერი უკითხავს, შევთანხმდით თუ არა მეორე სართულზე ამიძღვა.
- ამ სართულზე კიდევ ორი ოთახი გვაქვს გაქირავებული, ერთში ცოლქმარი არიან სომხეთიდან, მეორეში და ძმა ჰოლანდიიდან, წყნარი ხალხია, უპრობლემო, შენ ხელს არაფერში შეგიშლიან, საუზმეზე და ვახშამზე თუ შეხვდები, შეგიძლია მშვიდად იყო და იმდენი წერო რამდენიც გაგიხარდება.
- მადლობა ქალბატონო მანანა, -მისი უშუალობით და სითბოთი გაღიმებულმა და გახალისებულმა დავუკარი თავი.
- ქალბატონო არ გამაგონო შვილო, დეიდა დამიძახე ან თუ გინდა უბრალოდ მანანა, სააბაზანო დერეფნის ბოლოშია, სამზარეულო პირველ სართულზე, თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს.

იმ საღამოსვე გავიცანი დანარჩენი სტუმრებიც და მანანას ოჯახიც, ულამაზესი შვილიშვილები ჰყავდა, თხუთმეტი წლის მარიამი და თერთმეტი წლის ონისე, რძალი თაკო ახალგაზრდა კოხტა ქალი იყო თუმცა ზედმეტად სევდიანი და გულჩათხრობილი ჩანდა, თექვსმეტი წლის ყოფილა როცა სიყვარულით გამოჰყოლია თავისზე სამი წლით უფროს კონსტანტინეს.
თბილისშია წასული საქმეებზე ჩემი კოტიკო, ხვალ დილით ჩამოვაო მითხრა, შევატყვე მხოლოდ მაშინ იღიმოდა თუ კოტეს ახსენებდა ვინმე ან თუ თვითონ საუბრობდა მასზე, ეტყობოდა რომ ძალიან უყვარდა, საღამომ კარგად ჩაიარა ერთად ვივახშმეთ სტუმრებმა და მასპინძლებმა, ბავშვებს ბებიასგან გაეგოთ რომ მწერალი ვიყავი და მარიამი თავს აღარ მანებებდა, ჩემი ნაწერები უნდა წაგაკითხო, იმედი მაქვს ოდესმე შევძლებ და ცნობილი მწერალი გავხდებიო, აღფრთოვანებული მესაუბრებოდა თავის გეგმებზე, მომწონდა მისი უშუალობა და სითამამე.
გვიანი იყო როცა საძინებელში ავედი, ყველანაირად ვცდილობდი დრო ისე გამეყვანა ბაჩოზე არ მეფიქრა, მასზე და იმაზე თუ ვიფიქრებდი როგორ და რის გამო მივატოვე, იმ საკითხზე ვერ მოვახერხებდი კონცენტრაციას რისთვისაც ამ მივარდნილ სოფელში ჩამოვედი, დაძინებამდე მთელი დრო ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას დავუთმე აქაურობის შესახებ, განსაკუთრებით სკოლა-პანსიონი მაინტერესებდა, ბევრი ვერაფერი გავარკვიე, ერთადერთ სტატიას წავაწყდი დაკარგული გოგონას შესახებ რომელიც ექვსი თვის წინ გაუჩინარებულა და დღემდე დაკარგულად ითვლებოდა, სტატიაზე თანდართულ ფოტოებს დავაჭირე...
- ღმერთო ჩემო, ჯანდაბა, -აღმომხდა გაოგნებულს, ის იყო ის გოგონა, ქერათმიანი ლამაზი ღიმილით და ვარდისფერი ლოყებით, თექვსმეტი წლის ანა ლომთაძე, საპატრიარქოს სკოლა-პანსიონის გამორჩეული ნიჭიერი მოსწავლე, ერთ მშვენიერ დღეს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა...
ესე იგი არაფერი მომჩვენებია და მართლა არსებობდა, რაღაც მხრივ შვება ვიგრძენი რადგან სადღაც გულის სიღრმეში მაინც მაწუხებდა რაღაც, არ ვაღიარებდი თუმცა მეშინოდა რომ შეიძლება მართლაც ვერ მქონდა თავში ყველაფერი რიგზე და ამიტომაც მეგონა რომ მოჩვენებებს ვხედავდი, ეს სტატია კი ყველაფერს ცვლიდა, თუმცა იყო ერთი მაგრამ...
წარმოუდგენლად მიმაჩნდა რომ ამ ყველაფრის შესახებ სხვას ვერაფერს მივაგენი, ბოლოს და ბოლოს თექვსმეტი წლის გოგონა პირდაპირ სკოლიდან გაუჩინარდა თანაც ისე რომ დღემდე ვერავინ მიაგნო, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, თუმცა აშკარად ძალიან ჩვეულებრივად და უხმაუროდ ჩაუვლია ამ ყველაფერს, ჩვეულებას არ ვუღალატე და სტატიის ქვემოთ კომენტარებს ჩამოვუყევი, ერთ-ერთმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება.
- ‘’საინტერესოა როდემდე მოახერხებენ ყველაფრის მიჩქმალვას, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს მამაო’’ -ვიღაც ყალბი პროფილით წერდა, ფოტოზე ცისფერი კესანების თაიგული მომხვდა თვალში, მოვინიშნე რომ მისთვის აუცილებლად მიმეწერა, ლეპტოპი დავხურე და საწოლზე გადავწექი, მალევე ჩამეძინა, სიზმარში ბაჩო ვნახე, სევდიანი იყო, მოღუშული, გეძებ და ვერ გპოულობ, რატომ წახვედი, რატომ მიმატოვეო მეკითხებოდა, დამიბრუნდიო მევედრებოდა, ხომ იცი უშენოდ ცხოვრებას ვერ შევძლებ ასეთი ტანჯვისთვის რატომ მიმეტებ რა დაგიშავეო...

- აივანზე ვიდექი და დილის ნისლში გახვეულ სოფელს გადავყურებდი, სადღაც იქვე ძალიან ახლოდან ისმოდა ზარების ხმა, ჩემს თვალწინ ივსებოდა ვიწრო შუკები თავსაფრიანი ქალებით, საგულდაგულოდ დაუთოებულ პერანგიანი მამაკაცებით და ნამძინარევ სახიანი უკმაყოფილოდ მობუზღუნე ბავშვებით, დილის ლოცვაზე მიიჩქაროდნენ და მხრებზე მოკიდებული მიჰქონდათ, განვლილი დღეების განმავლობაში დაგროვებული ცოდვები და იმედები.
- დილა მშვიდობის, -გვერდითა აივნიდან დამტვრეული ქართულით მომესალმა სომეხი ანუშა, ღიმილით ავუწიე მას და მის მეუღლეს ხელი.
- შენ არ მიდიხარ? -ეკლესიისკენ მიმავალ ხალხზე მანიშნა, მხრები ავიჩეჩე, არასდროს ვყოფილვარ თავგადაკლული მორწმუნე, ბავშვობის მერე წირვაზეც არ წავსულვარ, კარგა ხანია ეკლესიაში ფეხიც არ მქონდა შედგმული, გამეღიმა როცა გამახსენდა როგორ მსაყვედურობდა ამის გამო ჩემი დედამთილი, უღმერთოს მეძახდა.
- შეხედე, -ჰოლანდიელ და ძმაზე მანიშნა, რომლებიც ხელი ხელ ჩაკიდებულები მიყვებოდნენ უკან მანანას, ცისფერი კაბა ეცვა ქეითს, თავზე ჭრელი თავსაფარი ჰქონდა მოხვეული, წითელ შორტსა და იასამნისფერ ზედაში გამოწყობილი მარკი მის გვერდით სასაცილოდ გამოიყურებოდა.
- ლოცვაზე მიდიან? -ვკითხე ანუშას რომელიც აშკარად იწვოდა ჩემთან დიალოგის გაბმის სურვილით.
- ჰო ყოველთვის მიყვებიან ხოლმე მანანას, ჩვენ ათი დღეა რაც აქ ვართ, ისინი უკვე მთელი თვეა აქ ცხოვრობენ, ძალიან მოსწონთ აქაურობა.
- თქვენ თუ მოგწონთ?
- ძალიან, ძალიან მომწონს, როგორ ამბობთ ხოლმე ქართველები? აღფრთოვანებული ვარ, გაჭირვებით გამოთქვა და სიცილი აუტყდა, -ძნელია ქართულად საუბარი.
- ჰო მაგრამ მაინც კარგად გამოგდის, -გამამხნევებლად გავუღიმე.
- ქმარი მასწავლის, -მის გვერდით მშვიდად მჯდარ სიმპათიურ მამაკაცს გადახედა, -დათო აქ არის დაბადებული და გაზრდილი, რამდენიმე წლის წინ მოუწიათ მთელი ოჯახით სომხეთში გადასვლა საცხოვრებლად, იქ გავიცანი, უკვე ერთი წელია ცოლ ქმარი ვართ და ახლა პირველად ვართ ერთად საქართველოში, შეხედე, -ახლა ჩვენი სახლის გვერდით მდგომ პატარა წითლი აგურით ნაშენებ სახლზე მიმითითა, -იმ ქალს ხედავ?
დავაკვირდი, ეზოში წელში მოხრილი სამოციოდე წლის ჭაღარათმიანი ქალი დააბიჯებდა, ხელში ხელჯოხი ეკავა სახე საწვიმარი ცასავით ჰქონდა მოქუფრული.
- იცოდე მაგას ერიდე, -იდუმალი ხმით გადმომილაპარაკა.
- ნუ აზვიადებ, -ხელი წაჰკრა ქმარმა.
- რას ვაზვიადებ, მთელმა სოფელმა იცის როგორი ავია, -არ ცხრებოდა ანუშა, -ხომ ხედავ ეკლესიაშიც კი არ დადის სხვებთან ერთად.
- რატომ არ დადის? -მაინც მძლია ოხერმა ცნობისმოყვარეობამ.
- აქაურ მღვდელს ვერ იტანს და იმიტომ, თურმე საშინლად სძულს, მანანამ თქვა განცხადებას განცხადებაზე წერს და სხვა მღვდლის გამოგზავნას ითხოვსო მაგრამ მაგას ვინ მოუსმენს, ის მღვდელი საპატრიარქოს სკოლა პანსიონი რომაა მანდ ერთ-ერთი მთავარი აღმზრდელია თურმე.
- სერიოზულად? -ყურები ვცქვიტე როგორც კი სკოლაზე მომესმა რაღაც.
- ჰო ასეა, წლებია თურმე მანდ მუშაობს და ოლიას გამო ვინ გააგდებს, მოცლია მაგასაც დაანებოს თავი, რას ერჩის ვერ ვხვდები...
ვუსმენდი ანუშას ტიტინს და ჩემს გონებაში ნელ-ნელა მწიფდებოდა და ფორმას იღებდა მოქმედების გეგმა, თუ რამის გარკვევა მინდოდა პანსიონიდან უნდა დამეწყო მაგრამ როგორ უნდა მოვხვედრილიყავი იქ? ჩემს შემთხვევაში ამისთვის არანაირი პირდაპირი გზა არ არსებობდა ამიტომ როგორმე უნდა მომეხერხებინა და მღვდელს დავახლოვებოდი.
- ეკლესიაში უნდა წავიდე, -გამოვაცხადე ხმამაღლა.
- მართლა? -წარბები შუბლზე აუვიდა ანუშას.
- მართლა, მართლა და ახლა მაპატიეთ უნდა ჩავიცვა და გავიქცე, -მეზობლებს დავემშვიდობე და ოთახში შევვარდი, ჩემოდანი საწოლზე გადმოვაპირქვავე და კაბის ძებნა დავიწყე, შვებით ამოვისუნთქე როცა სარაფანს მივაგენი, თხელი შარფიც ვიპოვე რომელსაც თავისუფლად გამოვიყენებდი ყელსახვევად, ეკლესიაში წასასვლელად სრულ მზდყოფნაში მყოფი გამოვედი სახლიდან, გრილოდა თუმცა ჰაერი ისეთი სუფთა და წმინდა იყო ერთ რამედ ღირდა თითოეული ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ქვით მოკირწყლული ბილიკი გავიარე, კარი უხმაუროდ გავაღე და ქუჩაში გავედი.
- შენ მანანასთან რჩები? -მეზობელი სახლის წინ გავლისას უკნიდან ჩახლეჩილი ხმა მომესმა, შევდექი და შევტრიალდი, ის მოხუცი ანუშამ რომ ავი უწოდა გამოღებულ ჭიშკარში იდგა და წარბებშეკრული მათვალიერებდა.
- დილა მშვიდობის, -შეძლებისდაგვარად გავუღიმე რომ კეთილგანწყობა გამომეხატა, -დიახ აქ ვრჩები სულ რაღაც ერთი კვირით ჩამოვედი და...
- არ მაინტერესებს შენი გეგმები, -უხეშად შემაწყვეტინა სიტყვა, -შენც ეკლესიაში მიდიხარ?
უხმოდ დავუქნიე თავი, ერთხანს ბრაზით სავსე მზერით მიყურებდა, მერე რაღაც ჩაიბურტყუნა და ზურგი შემაქცია, რაღაცამ მიკარნახა რომ ასე არ უნდა გამეშვა.
- თქვენ რატომ არ მოდიხართ? -უკან დავაწიე კითხვა, გაცეცხლებული მომიბრუნდა.
- სანამ ის ეშმაკის მოციქული იქ არის მანდ ჩემი ფეხი არ იქნება, -ისეთი ზიზღი და სიძულვილი გამოსჭვიოდა მის სიტყვებში ერთიანად შემზარა.
- ვის გულისხმობთ?
- ეჰ შენც იმათნაირი უტვინო და სულელი ხარ, -უმისამართოდ აიქნია ხელი, -როგორ ვერ ვხვდები, ვინ უნდა ვიგულისხმო თუ არა ის ბედოვლათი მამა იოანე, მის გამო მოხვდა ჩემი ერთადერთი შვილი ციხეში და ღმერთმა იცის იქიდან ცოცხალი გამოვა თუ არა, ეშმაკის მოციქულია აბა რა არის...

ჩაფიქრებული გავუყევი გზას, ნეტავ რა შუაში იყო მამა იოანე მის შვილთან, ნეტავ რატომ ადანაშაულებს ასე ხელაღებით, მანანას უნდა ვკითხო ეცოდინება, ასე საკუთარ თავთან საუბარში გართული მივუახლოვდი პატარა ლამაზ ეკლესიას რომელიც აშკარად არ განიცდიდა მრევლის ნაკლებობას, ხალხი შიგნით რომ ვეღარ ეტეოდა გარეთ ეზოში იდგნენ, აშკარა იყო რომ დღეს მამა იოანესთან მიახლოებას ვერ მოვახერხებდი, იქნებ ხალხთან გამოლაპარაკება მეცადა...
- გაიღეთ მოწყალება, -მომესმა და ახლაღა შევამჩნიე იქვე ეზოს ჭიშკართან ჩამომჯდარი გრძელწვერიანი მოხუცი, ძველისძველი ტანსაცმელი ეცვა თუმცა სუფთა და მოწესრიგებული, დიდი ჭროღა თვალები ჰქონდა, უხერხულად მოვისვი ხელები თეძოებზე და მაშინღა გავიაზრე რომ არც ჯიბე მქონდა და არც ჩანთა არ წამომიღია, ამოვიოხრე და მის გვერდით ქვის ფილაზე ჩამოვჯექი.
- ბოდიში ფული თან არ მაქვს, -რატომღაც საჭიროდ ჩავთვალე რომ მომებოდიშებინა, გაეღიმა, თითები რომლებიც შესამჩნევად უკანკალებდა ასწია და ფრთხილად ჩამომისვა ლოყაზე.
- როდიდან ისაზღვრება მოწყალება ფულით? -თბილი, სულშიჩამწვდომი ხმა ჰქონდა, მეტი აღარაფერი უთქვამს, ვიჯექით ასე ერთმანეთის გვერდით და ხალხს ვაკვირდებოდით.
- შეიძლება რაღაც გკითხოთ? -ისევ მე დავარღვიე დუმილი, თანხმობის ნიშნად უხმოდ დამიქნია თავი.
- აქვე ახლოს სკოლა პანსიონია როგორც ვიცი.
- კი შვილო აქვეა, ეკლესიის უკან ტყის პირზე.
- თქვენ ალბათ აქაური ხართ და ვფიქრობ გეცოდინებათ რაც მაინტერესებს... -ძლივს ვახერხებდი კითხვებისთვის თავის მობმას.
- მკითხე, აქაური ვარ, ჟორა მქვია, ჩიტიც კი ვერ გადაიფრენს ამ სოფლის თავზე ისე მე რომ არ ვიცოდე, -გამამხნევებლად გამიღიმა და რატომღაც მომეჩვენა რომ წინასწარ იცოდა რაც უნდა მეკითხა.
- აქ დასასვენებლად ჩამოვედი, მწერალი ვარ და...
- მწერალი, -ეჭვით სავსე მზერით შემათვალიერა.
- ჰო ვწერ, უბრალოდ აქ დასასვენებლად ვარ ჩამოსული, ჩამოვედი თუ არა ინტერნეტში ერთ ამბავს გადავაწყდი და დამაინტერესა, დაახლოებით ექვსი თვის წინ სკოლიდან თექვსმეტი წლის გოგონა დაკარგულა...
- მახსოვს, რათქმაუნდა მახსოვს, -ჩაფიქრებულმა გადააქნია თავი, როგორც შევატყვე საერთოდ არ გაკვირვებია ჩემი კითხვა, -არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა რომ დამვიწყებოდა, საწყალი ბავშვი გაქრა, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ არავინ იცის, ვერ გაარკვიეს, ვერაფერი გაიგეს, ბოლოს ისიც კი თქვა პოლიციამ ალბათ გაიქცა და ვიღაცას გაეკიდაო, შენ რატომ გაინტერესებს? როგორც წესი დამსვენებლები არასდროს ინტერესდებიან აქ მომხდარი უბედური შემთხვევებით და გაუჩინარებული ბავშვებით.
- შემთხვევებით? ანუ სხვა შემთხვევებიც არსებობს? -აღელვებული წამოვხტი ფეხზე, -სხვა დაკარგული ბავშვებიც არიან?
- დაჯექი რას აკეთებ, ნუ ყვირი? -ხელზე დამქაჩა და დაჯდომა მაიძულა მერე კი შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ, -მაინც წამომცდა, არ უნდა მეთქვა, არაფერი არ უნდა მეთქვა, არავის უთხრა რომ მე გითხარი ამის შესახებ, არავის უთხრა გესმის? ცხვირს იმაში ნუ ყოფ რაც შენ არ გეხება.
ვერ ვხვდებოდი ასე ძალიან რატომ ანერვიულდა და რისი ეშინოდა, აქ რაღაც ძალიან სერიოზული რომ ხდებოდა ფაქტია, აუცილებლად უნდა გამერკვია რა.
- შენს თვალებში დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას ვხედავ შვილო, -დანანებით ჩაილაპარაკა და ამღვრეული თვალებით შემომხედა, -აქ თუ დასასვენებლად ჩამოხვედი დაისვენე და უკან დაბრუნდი, ამ საკითხზე არავის დაელაპარაკო, არავის ენდო.
- თქვენ რაღაც იცით, რაღაც ძალიან სერიოზული და არ მეუბნებით, რატომ მალავთ? -მკლავზე მოვუჭირე თითები და მისკენ მივიწიე, გთხოვთ...
- უკვე გითხარი, შეეშვი ამ ყველაფერს, -გაბრაზებულმა ჩაიბურდღუნა და ჩემი თითებისგან თავის განთავისუფლება სცადა, -ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს, შეიძლება წყვდიადი სწორედ იქ დაგხვდეს ჩასაფრებული სადაც საერთოდ არ ელოდები, დაგვხდება და ისე გადაგყლაპავს თვალის დახამახამებასაც ვერ მოასწრებ...

- ლალა როგორ მიხარია რომ შენც მოხვედი, -ნაცნობი ხმა მომესმა და თავი ავწიე, თავზე მანანა, მისი რძალი თაკო და ბავშვები გვადგნენ, ჟორამ ჩემი მასპინძლები დაინახა თუ არა სახე შეეცვალა და თვალებში უცნაური შიში ჩაუდგა, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და გაგვეცალა, მანანამ უხმოდ გააყოლა მზერა, სახლში მათთან ერთად დავბრუნდი.
- გიჟი ჟორა და შენ რაზე საუბრობდით? -მკითხა თაკომ როცა უკვე თითქმის სახლთან ვიყავით მისულები.
- გიჟი? გიჟის არაფერი ეტყობოდა, -გაკვირვებულმა შევხედე თაკოს, დანანებით გადააქნია თავი.
- ერთი შეხედვით არც გავს გიჟს, არადა ათას სისულელეს იგონებს და დამსვენებლებს ტვინს უჭედავს, უყვარს მათი შეშინება, შენ რა მოგიყვა?
ის იყო საპასუხოდ დავაღე პირი რომ ბავშვებმა წივილ-კივილი ატეხეს და სახლისკენ გაიქცნენ გახარებულები.
- მამა, მამა ჩამოვიდა.
თაკომაც შესამჩნევად აუჩქარა ნაბიჯს, ეზოში რომ შევედით დავინახე როგორ ეხვეოდნენ მარიამი და ონისე თბილად მომღიმარ მაღალ, სიმპათიურ გრუზათმიან მამაკაცს...





ანუშასთან ერთად ვიჯექი პირველ სართულზე მდებარე ვერანდაზე და ბაღში შვილებთან ერთად მოთამაშე კოტეს ვუცქერდი, ფეხბურთს თამაშობდნენ, იმდენად თვალწარმტაცი სანახაობა იყო საერთოდ არ მესმოდა რას მეუბნებოდა ანუშა, გაღიმებული რობოტივით ვუქნევდი თავს და ყველაფერზე ვეთანხმებოდი, ღიმილს ვერ ვიკავებდი, დიდი ხანი იყო ასეთი თბილი და ტკბილი სანახაობა აღარ მენახა, ეტყობოდა კოტეს თუ როგორ უყვარდა შვილები, ფეხშიშვლები დარბოდნენ მწვანედ მობიბინე ბალახში, შორტები ეცვათ, კოტე წელსზემოთ შიშველი იყო, შვილებს ეხვეოდა, კოცნიდა, ეხუმრებოდა, მათი სიცილი და მხიარული შეძახილები იკლებდა არემარეს...
უნებურად ბაჩო დამიდგა თვალწინ, ნეტავ ახლა რას აკეთებს, მეძებს? -რათქმაუნდა მეძებს, -ჩემს თავს თვითონვე გავეცი პასუხი, ტელეფონი გამორთული მაქვს არავინ იცის სად ვარ, მაკო გავაფრთხილე რომ მივდიოდი და საქმეები გადავაბარე მაგრამ ჩემი ადგილსამყოფელი მისთვისაც არ გამიმხელია, ჯანდაბა, ალბათ ახლა როგორ ნერვიულობს ბაჩო, ან იქნებ საერთოდ არ ნერვიულობს და მშვენივრად ერთობა იმ ქერასთან ერთად, იქნებ შვებაც კი იგრძნო როცა გაღვიძებულს არ დავხვდი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ასე ეგოისტურად არ უნდა მოვქცეულიყავი, ასეთი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ ისეთი ადამიანი სხვისი გრძნობები და განცდები რომ ფეხებზე ჰკიდიათ, მაგრამ ბაჩო... ისიც ხომ თამაშობდა ჩემი გრძნობებით, მატყუებდა, მიღალატა, როგორ შეეძლო იმ ქალისთვის ისეთი მზერით შეეხედა, როგორ შეეძლო იმ ხელებით შეხებოდა რომლებითაც მერე მე მეფერებოდა, ღმერთო როგორი ვნებით და ჟინით სავსე კოცნიდა...
იმის წარმოდგენაც კი მზარავდა რომ შეიძლება ჩვენს სახლში მიეყვანა, ჩვენს ბუდეში რომლის თითოეული დეტალი საკუთარი ხელით მქონდა მოწყობილი და ყველაფერი მის თავს მახსენებდა, იქნებ არასწორად მოვიქეცი რომ ვიღაც მესამეს გავუთავისუფლე ასპარეზი, თუმცა ღირდა კი ბრძოლად ნაღალატევი ურთიერთობა? როგორ უნდა მეპატიებინა, როგორ უნდა დამევიწყებინა...
არადა შეიძლებოდა ჩვენც გვყოლოდა ასეთი ოჯახი, შვილები რომლებიც ჩვენს ბაღში ირბენდნენ და იქაურობას სიხარულით და ბედნიერებით აავსებდნენ, ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე გვეყვარებოდა, საღამოობით დავჯდებოდით ჩვენს ვერანდაზე რომლის გარშემოც აუცილებლად გავაშენებდი წითელ სურნელოვან ვარდებს, დავჯდებოდით, ვუყურებდით როგორ ითამშებდნენ ჩვენი შვილები ჩვენს ძაღლებთან ერთად, დავლევდით ასკილის ჩაის და განვლილ დღეებზე ვისაუბრებდით, ღამეები კი... თუნდაც ზამთრის ცივი
ღამეები ისეთი ცხელი და მხურვალე იქნებოდა როგორც არასდროს...

- კარგად ხარ ლალა? -მხარზე შეხება ვიგრძენი და დაბინდული თვალებით ავხედე ანუშას რომელიც თავზე შეშფოთებული გამომეტყველებით დამჩერებოდა.
- კარგად ვარ, რატომ მეკითხები? -გავუღიმე და ისევ ბალახებში მოთამაშე სამეულზე გადავიტანე მზერა.
- ტირი და იმიტომ გკითხე.
- ვტირი? -ლოყებზე მოვისვი ხელები და მაშინღა გავიაზრე რომ მთელი სახე ცრემლებით მქონდა სველი, აკანკალებულ თითებს დავხედე და რატომღაც მწარედ გამეცინა.
- მართლა კარგად ხარ? -ანუშას ისეთი სახე ჰქონდა აშკარად ფიქრობდა რომ თავში რაღაც ვერ მქონდა რიგზე, თუმცა ასეც რომ ეფიქრა მთლად მტყუანიც არ იქნებოდა.
- უბრალოდ ამ ბოლო დროს ზედმეტად მგრძნობიარე გავხდი, შეხედე რა საყვარლები არიან, როგორ შეიძლება მათ უყურო და არ აღელდე, -ეზოსკენ მივუთითე და ანუშამაც ყურადღებით შეავლო თვალი, ისევ მომიჯდა გვერდით თუმცა არაფერი უთქვამს, ერთხანს დუმდა თუმცა ბოლოს მაინც ვერ მოისვენა.
- რამ აგაღელვა, გგონია რომ იდეალური ოჯახი აქვთ?
- ასე ჩანს, ფაქტია რომ თაკოს და კოტეს ერთმანეთი უყვართ, ბავშვებთანაც რა კარგი ურთიერთობა აქვთ ნახე, -ცოტა არ იყოს გამაკვირვა ანუშას სიტყვებმა, ნეტავ ის როგორ ხედავდა ამ ოჯახს.
- რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ ლალა, -რაღაცნაირი შემპარავი იდუმალი ხმით დაიწყო, ‘’სხვისი სახლი ბნელი ტყეა’’ ასე ამბობენ ხოლმე, ხომ მოგწონს ის ტყე, -სახლიდან არც თუ ისე შორს მდებარე ტყით დაფარული გორაკისკენ გაიშვირა თითი, -შეხედე რა ლამაზია, როგორ არის გაბუჩქული, მწვანე, დაჩრდილული, იდუმალი, თვალწარმტაცი, რაღაცნაირად გიზიდავს, სურვილს გაჩენს რომ მიუახლოვდე, მასში შეხვიდე, მისი საიდუმლოებები გამოიკვლიო, თუმცა რაც უფრო ლამაზი და მიმზიდველი ჩანს გარედან მით უფრო ბნელი და სახიფათოა მისი სიღრმეები, არ იცი რომელი ხის უკან რა საფრთხე იმალება, არაფრისგან არ ხარ დაზღვეული, მხოლოდ სილამაზემ არ უნდა მოგატყუოს.
- მაინც რას გულისხმობ? -ჩავეკითხე თუმცა უკვე ვხვდებოდი რომ ანუშამ რაღაც იცოდა ამ ოჯახის შესახებ რაღაც ისეთი რაც მე არ შემიმჩნევია, ან შეიძლებოდა ვერც ვერასდროს შემემჩნია, არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებიც სხვებზე უკეთ ამჩნევენ და ხედავენ მთელ რიგ მოვლენებს, ალბათ ანუშაც ასეთი ადამიანების რიგს განეკუთვნებოდა, პლიუს ამას ძალიან უყვარდა ლაპარაკი.
- მისმინე, -ჩემკენ მოიწია და თავი ლამის თავზე მომადო, -მარჯვნივ გაიხედე ოღონდ ისე რომ არაფერი შეგემჩნეს, ხედავ? კარგად დააკვირდი, სახეზე დააკვირდი, თვალებზე...
ოდნავ შევატრიალე თავი, იქვე სახლის კუთხეში კედლიდან ოდნავ მოშორებით მდგარი უზარმაზარი მუხის ხის ქვეშ იდგა თაკო, მხრით ეყრდნობოდა ხეს, მკლავები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და ცივი გამომეტყველებით თვალის დაუხამხამებლად უყურებდა უდარდელად მოთამაშე ქმარ შვილს.
- რამდენი ხანია ასე დგას, შეხედე როგორ უყურებს დააკვირდი, ყურადღებით დააკვირდი.
- ცოტას ხომ არ აზვიადებ ანუშ.
- მისმინე ლალა, დათო ყოველთვის მეუბნება ხოლმე რომ უცნაური თვალი და გრძელი ენა მაქვს მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა, შეიძლება შენთვის სულაც არ არის მისი გამოხედვა და საქციელი უცნაური მაგრამ კარგად დააკვირდი და შენც შეამჩნევ, ნახე როგორ ცივად იყურება, ანგარიშიანი და ცივი გამოხედვა აქვს, როგორ შეიძლება დედა შვილებს ასეთი თვალებით უყურებდეს, ნახე მათკენ მიდის, თვალი არ მოაშორო და დაინახავ რაც მოხდება.
ძალაუნებურად იმოქმედა მისმა სიტყვებმა, დავიძაბე, ლარივით დაჭიმული ვიჯექი და თაკოს ყოველ ნაბიჯს ვაკვირდებოდი, მისი სხეულის მოძრაობას, მიმიკებს, იმის დანახვას ვცდილობდი რაზე ყურადღების გამახვილებაც აქამდე აზრადაც კი არ მომსვლია, ლამაზი ქალი იყო თაკო, მრგვალი ფორმები ჰქონდა, წვრილი წელი და ველური ავაზის მაგვარი მიხვრა მოხვრა, მხრებში გამართული მიდიოდა, სხეულს მიარხევდა, ფეხს ისე აბიჯებდა ბალახზე ჩქამიც კი არ ისმოდა, მოღუშული იყო, შეკრული ჰქონდა წარბები, დიდი, ჩემთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი გრძნობების მორევით სავსე თვალებით იყურებოდა წარბებს ქვემოდან.
- კოტეს შეხედე, -ხელი გამკრა ანუშამ, მიუახლოვდათ თუ არა თაკო მაშინვე შეეტყოთ ცვლილება მამასაც და შვილებსაც, წამში მოსხიპეს ღიმილი და ჯარისკაცებივით გაიმართნენ წელში, კოტეს ხელის მოძრაობა არ გამომპარვია, დავინახე როგორ დასწია მარიამი უკან და წინ დაუდგა თითქოს რაღაც საფრთხისგან იფარავსო, რაღაც გადაულაპარაკა თაკომ ბავშვებს და ისინიც თავჩაღუნულები უკანმოუხედავად წამოვიდნენ სახლისკენ, მკლავზე ჩაჭიდა ხელი ქმარს, ახლოს, ძალიან ახლოს დაუდგა და ღიმილით ახედა ქვემოდან, ძალუმად აუდ ჩაუდიოდა მკერდი კოტეს, გაოფლილ შუბლზე ჩამოყრილი თმები გადაუწია თაკომ და მერე სახეზე ჩამოუსვა გრძელი თითები, აქამდე მკაცრად მოკუმული ბაგეები შეხსნა კოტემ და ღრმად ამოისუნთქა, ჩანდა მათი ერთმანეთისადმი მზერაში ერთმანეთზე დამოკიდებულება, იყო მათ პოზაში რაღაც ძალიან, ძალიან ინტიმური და საღერღელ ამშლელი...
- ეს ერთი შეხედვით იდეალური ოჯახი სინამდვილეში სულაც არ არის იდეალური, თაკო რაღაცას მალავს და თუ გინდა დაგენიძლავები რომ ქმარს მისი ეშინია, -ისე მტკიცედ და თავდაჯერებულად გამოაცხადა ანუშამ რომ შეპასუხება ვერ მოვახერხე, ის იყო მათთვის თვალის არიდება დავაპირე რომ თაკომ თავი ასწია და მზერა გამისწორა, შეამჩნია თუ არა რომ მე და ანუშა ვუყურებდით მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება და სახეზე ჩვეული მშვიდი გამომეტყველება და ნაზი გულუბრყვილო ღიმილი გადაეფინა, იქვე მიგდებული მაისური აიღო, კოტეს გადააცვა, ხელი ჩასჭიდა და ჩვენკენ წამოვიდნენ.
- აბა როგორ ხართ, მოგწონთ აქაურობა, -კოტე ჩვენს წინ მდგარ დივანზე მოთავსდა და ცოლიც გვერდით მიუჯდა, მხარზე დაადო თავი და თვალები მინაბა.
- ყველაფერი ძალიან ლამაზია, სამწუხაროა რომ ხვალ წასვლა გვიწევს, -ანუშას ხმაში გულწრფელი სევდა იგრძნობოდა.
- იმედია შემდეგ წელს ისევ გვესტუმრებით.
- აუცილებლად, ახლა კი დაგტოვებთ დათო მოვიდა, -წამოხტა და ეზოში შემომავალი მამაკაცისკენ გაიქცა.
- კოტე იცი რომ ლალა მწერალია? -თაკომ ისეთი აღფრთოვანებით გამოუცხადა მეუღლეს ჩემი მოგონილი პროფესიის შესახებ ცოტა არ იყოს შემრცხვა.
- მწერლობა ცოტა არ იყოს გაზვიადებული ნათქვამია, ჯერ არცერთი წიგნი არ მაქვს გამოქვეყნებული, თუმცა ერთ-ერთს მალე დავასრულებ, -უხერხულად გავიღიმე, მართლა მიჭირდა ამ თემაზე საუბარი, ტყუილი ნამდვილად არ იყო ჩემი საქმე.
- საინტერესოა, ნამდვილად საინტერესოა, -ორაზროვნად ჩაილაპარაკა კოტემ და არ გამომპარვია როგორ გაუცვალეს ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვანი მზერა, რატომღაც სწორედ იმ წამს დამებადა თავში აზრი იმის შესახებ რომ მათთვის გაუჩინარებული გოგონას ამბავი მეკითხა, შეუძლებელია არაფერი სცოდნოდათ, მე კი რაღაც მჭირდებოდა, სულ პატარა დეტალი, ძაფის წვერი აბურდული გორგლიდან რომელსაც გავყვებოდი და საბოლოოდ გამიყვანდა ამ ლაბირინთიდან, ის იყო პირი დავაღე საკითხავად რომ უკვე ნაცნობი უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, შემამცივნა, დამდგარი წყლის სუნი მოიტანა ნიავმა, ჰაერი დაიხუთა ჩემს გარშემო, შევიშმუშნე და ირგვლივ მიმოვიხედე, შევეცადე შიში და გაოცება არ შემტყობოდა როცა ეზოში მოფარფატე თითქმის გამჭვირვალე ლანდი შევნიშნე რომელიც ნელ-ნელა მოიწევდა ვერანდისკენ, დაბალ ხის მოაჯირში გამოიარა და ზუსტად ჩახუტებული წყვილის ზურგს უკან გაჩერდა, სასკოლო ფორმა ძონძად იყო ქცეული, გაღეღილი დაგლეჯილი გულისპირიდან ვერცხლისფერ ჯაჭვზე შებმული გულსაკიდი მოუჩანდა, საოცარი ოსტატობით შესრულებული კესანების თაიგული... თმა უფრო მეტად დათხელებოდა და ისევ ძველებურად სველი ჰქონდა, ჩაცვენილი თვალებით მიყურებდა, კბილებზე გადაკრულ თხელ ტუჩებს ოდნავ ამოძრავებდა თუმცა პირიდან ხმა არ ამოსდიოდა, ხელი ასწია, და ჩონჩხად ქცეული ძვალზე კანგადაკრული თითი ტუჩებთან მიიტანა, თავი გააქნია გაჩუმდი, ხმა არ ამოიღოო მანიშნა, მერე თავი დახარა, კოტეს დახედა, რაღაცნაირად უცნაურად დანანებით გაიღიმა და ისე უცბად გაუჩინარდა როგორ უცბადაც გამოჩნდა, როგორც იქნა მოვახერხე და შვებით ამოვისუნთქე, კოტე და თაკო შეშინებულები მიყურებდნენ.
- რა გჭირს, კარგად ხარ? სულ მთლად გაფითრდი, -თაკომ ცივი წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა, ბოლომდე გამოვცალე პირგამშრალმა.
- საშიში არაფერია, უბრალოდ თავბრუ დამეხვა, შეიძლება წნევის ან დაღლილობის ბრალია, ცოტას დავისვენებ და მერე ცენტრში უნდა ჩავიდე რაღაცები მაქვს საყიდი, -სასწრაფოდ წამოვდექი და წყვილს დავემშვიდობე, -მხრები აიჩეჩა თაკომ და ქმრის ყელში ჩარგო სახე, მანაც მაგრად შემოხვია მკლავები...

გულამოვარდნილი ავედი ჩემს ოთახში, კარი ჩავკეტე და ღონემიხდილი გულაღმა დავვარდი საწოლზე, რაღა ახლა გამომეცხადა, რა უნდოდა, რატომ მანიშნა რომ ხმა არ გამეღო, ნუთუ ეს ოჯახი მის სიკვდილშია გარეული, თუ ასეა როგორ უნდა მოვახერხო რამის გაგება, საიდან უნდა დავიწყო, აშკარაა რომ აქ რაღაც ძალიან ძალიან ცუდი ხდება...
თვალები დავხუჭე და ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენების გაანალიზებას შევეცადე, თითქმის ლანდად ქცეული მოჩვენება წარმომიდგა თვალწინ.
- ყელსაბამი, -ხმამაღლა ვიყვირე და გიჟივით წამოვხტი ფეხზე, -ყელსაბამი, ჯანდაბა აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე, ცისფერი კესანების ყელსაბამი, კესანე, კესანე, კესანე, -ვიმეორებდი და ბოლთას ვცემდი ოთახში, საიდანღაც მეცნობოდა ვიცოდი მნიშვნელოვანი იყო, უნდა გამეხსენებინა, ლეპტოპი ჩავრთე და სოციალური ქსელი გავხსენი, ასეც ვიცოდი, მას ვინც წინა დღეს მოვინიშნე რომ უნდა დავკავშირებოდი პროფილის ფოტოზე ზუსტად ისეთი თაიგულის ფოტო ეყენა როგორიც მოჩვენების ყელსაბამი იყო, ეს ნამდვილად ვერ იქნებოდა დამთხვევა, უკვე ვხვდებოდი რომ შემთხვევით არაფერი ხდებოდა ჩემს გარშემო, ყალბი ანგარიში ჩავრთე და მივწერე რომ აუცილებლად უნდა გავსაუბრებოდი, ცოტა ხანს ველოდი, რომ არ მიპასუხა კომპიუტერი გამოვრთე გამოვიცვალე, საფულეს და გასაღებს დავავლე ხელი და კარი გამოვიხურე.

რაიონის ცენტრში მდებარე პატარა ლამაზ სანაყინეში ვიჯექი და წინ უგემრიელესი მაყვლის ნაყინით სავსე ჭიქა მედო, უგემურად ვილოღნებოდი და გონების მოკრებას ვცდილობდი, იქნებ არაფრის გაკეთება არ უნდა მეცადა და დინებას უნდა მივყოლოდი, ან უბრალოდ დავმჯდარიყავი მდინარის ნაპირზე და დავლოდებოდი როდის გამორიყავდა ტალღები ჩემი მტრის გვამს, არაა ამდენი მოთმინება ნამდვილად არ მქონდა, ან ნეტავ ვინ უნდა ჩამეთვალა მტრად, კოტე, თიკო, მამა იოანე თუ მოხუცი უჟმური ოლია, იქნებ სია გამეკეთებინა ან სქემა, აი ისეთი დეტექტივები რომ აკეთებენ ხოლმე ჭიკარტებით და წითელი ძაფებით, ჩემს თავზე გამეცინა უნებურად...
- დედა მეც მინდა ნაყინიიი, -ბავშვის საბრალობელმა ტირილმა გამომაფხიზლა, თავი ავწიე და იქაურობა მოვათვალიერე, ჩემს გვერდით მაგიდაზე ახალგაზრდა წაბლისფერთმიანი ქალი იჯდა, შავი გრძელი კაბა ეცვა, ალბათ ხუთი ან ექვსი თვის ფეხმძიმე იქნებოდა, საყვარლად ჰქონდა გამობურცული მუცელი, მის წინ ორი ერთმანეთის მსგავსი ზღარბივით თამააჩეჩილი ხუთიოდე წლის ბიჭუნა იჯდა, აშკარად ტყუპები იყვნენ.
- დემეტრე ეს ნაყინი არ არის? აბა რა არის, ჭამე ბევრს ნუ მალაპარაკებ, -დატუქსა ბავშვი და ნაყინით სავსე ჭიქაზე ანიშნა.
- მე ჩემთვის მინდა, ეს დანის ნაყინიააა, -ისევ ამოიტირა ბიჭმა.
- ორივემ ერთი ჭიქიდან ჭამეთ, ახლა მეტს ვერ გიყიდით საერთოდ აღარ დამრჩა ფული რაც შეიძლებოდა ხმადაბლა უთხრა მოტირალ ბიჭუნას თუმცა მაინც გავიგონე.
- მე შოკოლადის არ მინდოდა მარწყვის მინდა, -ახლა მეორე აღრიალდა, მშვენივრად ვხედავდი როგორ მოაწვა ქალს სისხლი სახეზე, ხელები მომუშტა და ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, თვალები აუცრემლიანდა, უხმაუროდ წამოვდექი, დახლთან მივედი და მარწყვის ნაყინი გამოვართვი, მერე ჩემს ნაყინთან ერთად დავდე ლანგარზე და მათ მაგიდას მივუახლოვდი.
- შეიძლება თქვენთან ერთად დავჯდე, -ღიმილით მივმართე სამეულს, ბიჭუნებმა წამში შეწყვიტეს ტირილი, ქალმა გაოცებულმა გადახედა თითქმის ცარიელ სანაყინეს და მერე მე შემომხედა.
- დაბრძანდით, -დაბნეულმა ჩაიბუტბუტა, დავჯექი და ჩემი შოკოლადის ნაყინის ჭამა დავიწყე.
- ამდენი ნაყინი სულ შენ უნდა შეჭამო? -ერთ-ერთი ტყუპისცალი ცნობისმოყვარეობას ვეღარ მოერია და მკითხა.
- მგონი დახმარება დამჭირდება, -გავუღიმე და მისკენ გავწიე ჭიქა, შეგიძლია დამეხმარო ამ ნაყინის შეჭმაში? მარტო ნამდვილად ვერ მოვახერხებ.
- მარწყვის ნაყინი დანიელს უყვარს მე არა, -ძმისკენ გასწია ჭიქა, -ის შეჭამს, მე შოკოლადისას შევჭამ.
- ჰოდა ძალიან კარგი, მაშინ დანიელი დამეხმარება.
- დანიელმა მორიდებით გადახედა ჭიქას და მერე დედას შეხედა, მისგან თანხმობა რომ მიიღო მერეღა დაიწყო ჭამა.
- მადლობა, -თბილი ხმა ჰქონდა ქალს, დარცხვენილი იყო, გამეღიმა.
- მადლობა მე უნდა გადავუხადო ბიჭებს რომ დამეხმარნენ, ნამდვილი გმირები არიან, ასე არ არის ბიჭებო? -თვალი ჩავუკარი სახე მოთხუპნულებს და მათაც გაკრეჭილებმა ერთდროულად ამიწიეს ცერა თითები.
- მე მაგდა ვარ, -ხელი გამომიწოდა ჩემმა ახალმა ნაცნობმა, თითები შევაგებე.
- ლალა მქვია.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ლალა, ახლა უნდა წავიდეთ თორემ ავტობუსზე დავაგვიანებთ, -ბიჭებს სახე მოწმინდა, ფეხზე წამოდგა და იქვე მიწყობილ აშკარად ძალიან მძიმე ჩანთებს დასწვდა.
- შეიძლება ვიკითხო საით მიდიხართ, -ვკითხე და ის სოფელი რომ დამისახელა სადაც ვრჩებოდი რატომღაც გამიხარდა.
- ერთი გზა გვაქვს, თანაც მანქანით ვარ და ბარემ წაგიყვანთ, ჩანთებსაც წაგაღებინებ, შენს მდგომარეობაში კარგი იქნება თუ მძიმეს არ აწევ.
მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დამთანხმდა, ცოტა ხანში უკვე სოფლისკენ მიმავალ აღმართს მივუყვებოდით, გზაში ბევრი არაფერზე გვისაუბრია, მაგდა ძალიან მორცხვი და მორიდებული ჩანდა, ისევ მე ვლაპარაკობდი, ბეჯითად მივყვებოდი ჩემივე შექმნილ ლეგენდას დანიშნულების ადგილამდე სანამ მივედით უკვე იცოდა რომ მწერალი ვიყავი და აქ დასასვენებლად ჩამოვედი.
- აი ჩემი სახლი, აქ ჩამოვალთ, -პატარა, ერთსართულიან წითელი კრამიტით გადახურულ სახლზე მანიშნა, მანქანა გავაჩერე, ბავშვებს გადასვლაში დავეხმარე და ჩანთებიც გადავიტანე.
- იქნებ შემოსულიყავი ცოტას დაისვენებდი ცივი წვენი დავლიოთ და ვისაუბროთ, -ისეთი სახით ისე გულწრფელად მთხოვა უარი ვეღარ ვუთხარი, ეზოში შევყევი, ლამაზი ეზო ჰქონდათ, მოვლილი, მწვანე და ყვავილებით სავსე, იქვე სახლთან ახლოს ხის ქვეშ ჩრდილში მდგარ სკამებზე ჩამოვსხედით, მაგდამ სახლიდან ხილი და ცივი წვენი გამოიტანა და პატარა მრგვალ მაგიდაზე დააწყო.
- ვერ წარმოიდგენ შენი როგორი მადლობელი ვარ...
- არ გინდა გთხოვ, -სიტყვა შევაწყვეტინე და იქვე ახლოს პატარა გაბურძგნულ ძაღლთან მოთამაშე ტყუპებს გავხედე, -სამადლობელი არაფერი გამიკეთებია.
- ეს შენ გგონია ასე, ადამიანები ისე აღარ იქცევიან როგორც შენ მოიქეცი, აღარავის აინტერესებს სხვისი პრობლემები და გასაჭირი, შენ სხვანაირი ხარ...
ჭიშკრის ხმამ შეგვაწყვეტინა საუბარი, მაგდას თვალები გაუნათდა და ფეხზე წამოდგა, ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს დამთხვევაც არ იყო დამთხვევა, უცნაურმა წინათგრძნობამ ჯრუანტელივით დამიარა სხეულში, ჩვენკენ მაღალი მამაკაცი მოდიოდა, ანაფორით, გრძელი წვერით და უზარმაზარი ლურჯი თვალებით, ავდექი და შევეცადე სახეზე გულითადი ღიმილი ამეკრა.
- ლალა, -სახე გაბრწყინებული მომიბრუნდა მაგდა, -ჩემი ქმარი იოანე უნდა გაგაცნო...




ალაგ-ალაგ ჭაობის სიმწვანე მოდებული ტბის მახლობლად, ფერდობზე შეფენილ ბუჩქნარს შორის მოქცეულ პატარა მდელოზე ვიწექი გულაღმა და მოკრიალებულ ცას ავყურებდი, უკვე ათი დღე იყო რაც აქ, ამ იდუმალ სოფელში ვიმყოფებოდი და ვცდილობდი მთელი ის ინფორმაცია რაც მოვაგროვე შემეჯამებინა, ანუშა ქმართან ერთად სომხეთში დაბრუნდა მაგრამ წასვლამდე მოასწრო და თავისი შეთქმულების თეორიებით ამ სოფლის მაცხოვრებლების და ჩემი მასპინძლების შესახებ ისე გამომიჭედა ტვინი რომ ახლა უკვე ნებისმიერ პიროვნებას ეჭვის თვალით ვუყურებდი, კაცმა რომ თქვას სწორიც კი იყო რომ არავის ვენდობოდი, რაც მეტად ვუღრმავდებოდი სიტუაციას, რაც მეტად შევდიოდი ხალხთან ურთიერთობაში მით უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა გროვდებოდა და მით უფრო მეტად ბურუსით მოცული ხდებოდა ყველაფერი...
რა გავარკვიე ამ მცირე ხნის განმავლობაში? პირველი ის რომ ეკლესიასთან მოწყალების მთხოვნელი ჟორა სათოფეზე აღარ მიკარებდა მას შემდეგ რაც მანანასთან ერთად დამინახა, არადა აშკარა იყო რომ რაღაცას მალავდა, განა თვითონ არ მითხრა ამ სოფლის თავზე ჩიტიც კი ვერ გადაიფრენს ისე მე რომ არ გავიგოო? ყოველ დღე დავდიოდი დილის ლოცვაზე, თუმცა თავს მარიდებდა, ხმას არ მცემდა არც კი მესალმებოდა, დამფრთხალი მიყურებდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ ბედავდა, მისი ასეთი საქციელი უფრო მიმძაფრებად ეჭვს იმის შესახებ რომ რაღაც იცოდა გაუჩინარებული გოგონას შესახებ, რაღაც ისეთი რისი გამხელისაც სიკვდილივით ეშინოდა.
რაც შეეხება ჩემს მასპინძლებს, რაც დრო გადიოდა და უფო მეტ ხანს ვატარებდი მათთან ერთად მით უფრო კარგად ვხვდებოდი რომ პირველი შთაბეჭდილებები ადამიანებზე თითქმის არასდროს არ არის სწორი, ანუშა მართალი აღმოჩნდა, ამ ერთი შეხედვით იდეალური ოჯახის უკან ჩემთვის ჯერჯერობით ამოუხსნელი საიდუმლოებებით სავსე დაბურული ტყე იყო, რომელში შესვლაც ცოტა არ იყოს და მაშინებდა, თითქოს სადღაც ღრმად მიმალული ჩემი შინაგანი ხმა მაფრთხილებდა რომ მათგან თავი შორს დამეჭირა, ჯერ კიდევ დღეს დილით გამოვიჭირე თაკო ჩემს საძინებელში მაგიდაზე დატოვებულ ქაღალდებში როგორ იქექებოდა, აბაზანიდან გამოსულს იქ რომ დამხვდა გამიკვირდა, ვიფიქრე ოთახის დალაგება ხომ არ ჭირდებოდაო მითხრა, არ შეიმჩნია რომ შეცბა, ყალბი ღიმილით ჩამომიჯდა საწოლზე და საუბარი დაიწყო ათასნაირ აბსურდულ და შეუსაბამო თემაზე, ნეტავ რის პოვნას ვარაუდობდა ჩემს ქაღალდებში და კომპიუტერში, დარწმუნებული ვიყავი რაღაცას ეჭვობდა ჩემს შესახებ მაგრამ რას და რატომ?
და მამა იოანე? ყველაზე უფრო მეტად საინტერესო და უცნაური ადამიანი ამ სოფელში, ახალგაზრდა მღვდელი რომელიც არ სარგებლობდა არანაირი იმ სიკეთით რომელსაც დღევანდელი საპატრიაქო სთავაზობდა თავის ქვეშევრდომებს, ჩვეულებრივი, ალალი, კეთილი, პატიოსანი, უქონელი კაცი, საუკეთესო ქმარი მამა, მასწავლებელი და კიდევ უფრო უკეთესი სასულიერო პირი, სიმართლე რომ ვთქვა უკვე აღარ მჯეროდა რომ სადმე კიდევ არსებობდნენ მისნაირი მღვდლები სანამ მას არ შევხვდი, მთელი სოფელი მის მზეს ფიცულობდა, უკმაყოფილო ხალხი ფაქტიურად არ ჰყავდა ოლიას გარდა რომელიც თვალის დასანახავად ვერ იტანდა როგორც გავარკვიე იმის გამო რომ მისი შვილი დაურწმუნებია მამა იოანეს დანაშაული ეღიარებინა და პოლიციას ჩაბარებოდა, დანაშაული კი არც მეტი არც ნაკლები, არასრულწლოვანზე ძალადობა იყო...

ტელეფონის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან, ეკრანს თითი გადავუსვი, ბაჩოს მოწერილი უამრავი შეტყობინება წაუკითხავად წავშალე და სოციალური ქსელიდან მოსული შეტყობინებები გავხსენი, შეტყობინების ავტორის პროფილის სურათზე გამოსახული კესანების თაიგული რომ დავინახე გული უცნაურად ამიფრთხიალდა.
- ხვალ უნდა გნახო სალაპარაკო გვაქვს, -მხოლოდ რამდენიმე მშრალი სიტყვა.
- სად და როდის? -მეც არ გამომიდვია თავი მეტისმეტად.
- საღამოს მოგწერ დროს და ადგილს.
- გელოდები, -მივწერე და მისი მწვანე ღილაკიც ჩაქრა, ისევ ბალახებზე მივდე თავი, როგორც იქნა გაბედა და მომწერა, ნეტავ ვინ არის და რა იცის ჩემი მოჩვენების შესახებ რომელიც უკვე რამდენიმე დღეა აღარ მინახავს.
სასიამოვნო სითბოსგან მოთენთილს ჩამთვლიმა, ფეხის ხმამ მაიძულა რომ წამოვმჯდარიყავი, ირგვლივ მიმოვიხედე, გარშემო საკმაოდ მაღალი ბუჩქნარი მფარავდა თუმცა ზუსტად ჩემს წინ, მწვანე გვიმრებს შორის დარჩენილი ღია ადგილიდან თავისუფლად მოჩანდა ტბისკენ ჩამავალი ფერდობი და ბილიკი რომელიც პატარა, პლაჟის მაგვარი წვრილი ქვიშით დაფარული ადგილისკენ ჩადიოდა, პოზიცია შევიცვალე, მუცელზე გავწექი, იდაყვებზე დავეყრდენი და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ თითებზე ჩამოვდე ნიკაპი.
- ოჰო, აქ არ გელოდით მამაო, -ხმამაღლა წამომცდა დაღმართზე ჩამავალი მამა იოანე რომ შევამჩნიე, მაღალი, ახოვანი, მხრებში გამართული მიაბიჯებდა, გრძელი ჩალისფერი თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული, შავი ტყავის ბოტები ეცვა, სუსტი ნიავი უფრიალებდა ანაფორას.
საკუთარ თავზე გამეცინა, სულ რაღაც ერთი თვის წინ ვინ წარმოიდგენდა იმას რომ სადღაც გადაკარგულში ვიქნებოდი სრულიად მარტო, ბაჩოსგან შორს, რაღაც უაზრო ინტრიგებში და მისტიკურ ამბებში ჩაფლული და გვიმრებში ჩაწოლილი ფარული მანიაკივით ვუთვალთვალებდი მღვდელს რომელიც დიდი ალბათობით ტბაზე გასაგრილებლად და საცურაოდ იყო მოსული, აბა სხვა რა საქმე უდა ჰქონოდა აქ.
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მამა იოანე ნაპირს, ერთხანს უძრავად იდგა ზურგზე ხელებ დაკრეფილი და ტბის ზედაპირს გაჰყურებდა, მერე ხელის ერთი მოძრაობით გადაიძრო ანაფორა, მოკლემკლავიანი შავი მაისურიც რომ მიაყოლა ზედ და უნაკლო, ზომიერად დაკუნთული და საკმაოდ გარუჯული სხეული რომ გამოამზეურა მაშინ კი შევიშმუშნე და ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე რომ თვალთვალი შემეწყვიტა თუმცა ცნობისმოყვარეობას ვერ მოვერიე, ფეხზე გაიხადა, შარვალიც გაიძრო და ტრუსის ამარამ შეაბიჯა წყალში, იქვე დასობილ პალოზე დახვეულ თოკს დასწვდა და მთელი ძალით დაქაჩა, აქამდე ტბის შუაგულში მოტივტივე წითლად შეღებილი ნავი ნელ-ნელა დაიძრა ნაპირისკენ...
გამეტებით ექაჩებოდა თოკს, მკვრივ მზემოკიდებულ სხეულზე საღერღელის ამშლელად იბურცებოდა ძლიერი კუნთები, დაძარღვული მკლავები, ფართო მხრები, ვიწრო წელი, ძლიერი ბარძაყები... საოცარი სანახაობა იყო, ისეთი ათასნაირ აკრძალულ სურვილს და ურცხვ ფანტაზიას რომ მარტივად გაუღვიძებდა ადამიანს, ტბა, ტყე, სიჩუმე, მცხუნვარე მზე და მხოლოდ ჩვენ ორნი, პირი გამიშრა, სუნთქვა გამიხშირდა, რატომღაც მომინდა ჩემი გვიმრის საფარი დამეტოვებინა, მასთან მივსულიყავი და ზურგიდან ჩავხუტებოდი, წარმოვიდგინე როგორ დავასრიალებ ხელებს მის სხეულზე, მუცელზე ვეფერები, საცვლის სათავეს ვუახლოვდები, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ვუცურებ თითებს საცვლის ქვეშ და უფრო და უფრო ვიღგზნები როცა ვგრძნობ როგორ ვუნდივარ, მუჭში ვიქცევ...
- ჯანდაბა, -აღმომხდა და ტუჩის კუთხეში ჩამოღვრილი სისველე ცერა თითით მოვიწმინდე მერე კი პირზე ავიფარე ხელი რომ როგორმე სიცილი შემეკავებინა, ცუდ დღეში ვიყავი, სახეზე წამომახურა როცა ჩემი მდგომარეობა გავიაზრე, იდიოტივით ვიმალებოდი ბუჩქნარში და ტუჩებზე დორბლმორეული ვუთვალთვალებდი უცხო მამაკაცს, თანაც ვის, ცოლ შვილის პატრონს, მღვდელს...
- ამ ყველაფერს ისიც დაამატე რომ გათხოვილი ხარ და ქმარი გყავს, -რაღაცნაირად გაბოროტებულმა დავმოძღვრე საკუთარი თავი და გამაკვირვა იმან თუ როგორ გამაღიზიანა ჩემს ცხოვრებაში ჩემი ქმრის წარმოდგენამ, ნეტავ რა იყო ამის მიზეზი, მხოლოდ ბაჩოს ღალატი თუ ჩემი დაუოკებელი სურვილები და ფანტაზიები რომლებზეც აქამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა, იქნებ ასე ვცდილობდი ღალატის გამო ბაჩოზე შურისძიებას, იქნებ უბრალოდ აკრძალული ხილის გასინჯვა მომინდა, ასეთი სურვილები ხომ ხანდახან ყველას გვაქვს, უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევთ, ვკლავთ, ვამწყვდევთ, ვახშობთ, ასეთი სურვილები იშვიათად თუ ხდება რომ დღის სინათლეზე ახერხებენ გამოღწევას და მაშინაც თავში სახლელები ხდებიან, არასდროს სრულდებიან კარგად, არასდროს მთავრდებიან სინანულის და თვითგვემის გარეშე...
- გამოფხიზლდი, ლალა, შეხედე, დამეხმარე, -ნიავმა სადღაც შორიდან მომიტანა სასოწარკვეთილი ვედრება და შიშისგან თუ რაღაც უცნობი უსიამოვნო შეგრძნებისგან შემამცივნა, ციებიანივით გამაკანკალა.
- ლალა გთხოვ, უნდა დამეხმარო, -კიდევ ერთხელ მომესმა და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ მთელი ჩემი სექსუალური წარმოდგენები და ფანტაზიები გამქრალიყო, ახლა უკვე დამშვიდებული, ცივი გონებით ვუყურებდი უკვე ნავში მჯდომ იოანეს რომელიც გამეტებით უსვავდა ნიჩბებს, ნაპირიდან საკმაოდ მოშორებით შეაჩერა ნავი, ჩემგან ზურგშექცევით იჯდა შიგ, ხელები ნიჩბებზე ეწყო, თავი ჩახრილი ჰქონდა ეტყობოდა რომ რაღაც მნიშვნელოვანზე ფიქრობდა, მერე მოულოდნელად წამოიწია და წყალში გადაეშვა, არ ველოდი, შეშინებულმა შევკივლე თუმცა არა მგონია რომ გაეგონა, ჩაყვინთა, წრეები გაიშალა წყლის ზედაპირზე...
კარგა ხანს ველოდი როდის ამოყვინთავდა, დრო არ დამინიშნავს მაგრამ უკვე ვხვდებოდი რომ არანორმალურად და არაბუნებრივად დიდხანს დარჩა წყლის ქვეშ, დაძაბული ველოდი, წყლის ზედაპირს ისე დავყურებდი თვალს არ ვახამხამებდი, ის იყო შეშინებული ფეხზე წამოვიჭერი რომ ამოყვინთა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თვალები გაახილა, პირდაპირ მე შემომხედა და მომხიბვლელად გამიღიმა, გავშრი, გავშეშდი, ავირიე, დანაშაულზე წასწრებულივით ავფორიაქდი, ნავზე ისე ავიდა ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, ნიჩბებს ჩაეჭიდა და ნაპირისკენ წამოვიდა, უცნაური ღიმილი არ შორდებოდა სახეზე, წყლიდან ამოვიდა თუ არა თვალი ავარიდე და როგორც ცოტა ხნის წინ ისევ გულაღმა გადავწექი ბალახებში, არ მიფიქრია რომ წავსულიყავი და გავცლოდი, ვხვდებოდი რომ სალაპარაკო გვქონდა.
- შეიძლება რომ შენს გვერდით წამოვწვე, -მისმა სხეულმა მზე რომ მომიჩრდილა მაშინღა ვიკადრე თვალის გახელა, ჩაცმული იყო, ისევ ანაფორა ეცვა, გულკეთილი ღიმილით დამყურებდა ზემოდან და უზღვავ სიმშვიდეს ასხივებდა.
- მოდი, -გამეღიმა მეც და გვერდით ჩავიწიე თითქოს ადგილი არ ეყოფოდა დასაწოლად, ამჯერად სიცილი ვერ შეიკავა და გულიანად გადაიხარხარა, ჩემს გვერდით წამოწვა და თან სასიამოვნო სისუფთავის სურნელი მოიტანა, თავქვეშ ხელებამოდებული იწვა და ხმას არ იღებდა ალბათ ჩემგან თუ ელოდა რომ საუბარს დავიწყებდი.
- იცოდი რომ აქ ვიყავი და გიყურებდი მამაო, ხომ ასეა?
- ვიცოდი, -მაშინვე დამიდასტურა თუმცა არც ველოდი რომ უარყოფდა, უცნაური ვიღაც იყო, ამას მისი დანახვისთანავე მივხვდი.
- თუ იცოდი ასე რატომ მოიქეცი?
- ასე როგორ, ჩვეულებრივი ადამიანივით? რა მოხდა პასუხი არ გაქვს? -ისევ თვითონ განაგრძო როცა პასუხის დაბრუნება დამიგვიანდა, -ორი ფეხი მაქვს, ორი ხელი და ერთი თავი ისე როგორც შენ, ცურვაც მიყვარს, ყვინთვაც და იმ ჰაერს ვსუნთქავ რომელსაც დანარჩენი ცოცხალი არსებები, სხვათაშორის გრძნობებიც გამაჩნია, მერე რა რომ ანაფორა მაცვია...
- მშვენივრად მიხვდი რისი თქმაც მინდოდა, ისე რატომ იქცევი ვითომ არაფერი გესმის? -ხმას ავუწიე, მისმა უდარდელმა ტონმა გამაბრაზა, თუმცა ჩემს გაბრაზებას მასზე არ უმოქმედია.
- ეს შენ ვერ ხვდები ლალა ვერაფერს, რაკი მღვდელი ვარ ეს იმას არ ნიშნავს რომ არანაირი ემოცია არ გამაჩნია და საერთოდ არ მაქვს იუმორის გრძნობა, აქ რომ მოვდიოდი მეგონა რომ მარტო ვიქნებოდი, მერე შენ შეგამჩნიე...
- და გადაწყვიტე რომ ცოტას თუ გაერთობოდი არაფერი დაშავდებოდა, -ამჯერად გამეღიმა და შედარებით დამშვიდებულმა მივლულე თვალები, -გართობა გიყვარს მამაო?
- ჯობია თუ უბრალოდ იოანეს დამიძახებ, მანამდე მაინც სანამ ღმერთის არსებობას ირწმუნებ და დარწმუნებული ვარ რომ ეს მალე მოხდება.
- რას გულისხმობ?
- იმას რომ შენი ყოველდღე ეკლესიაში სიარული რწმენასთან და ღვთის სიყვარულთან არაფერ შუაშია.
- ჰმ, ასე ფიქრობთ? და თქვენი აზრით რატომ დავდივარ ეკლესიაში?
- იმიტომ ნამდვილად არა რომ ღმერთის გწამს, მღვდლების მიმართაც არ გაქვს კარგი დამოკიდებულება, ხომ ასეა? ვფიქრობ რაღაცას ეძებ, სხვათა თვალთათვის უხილავ კვალს მიყვები და ამ კვალმა მოგიყვანა აქ, ამ სოფელში, თუმცა რაც არ უნდა იყოს ფრთხილად იყავი და სანამ რამეს გააკეთებ კარგად დაფიქრდი.
- ვერ მივხვდი...
- აქედან წადი ლალა, საკმაოდ ჭკვიანი ვარ და არ გაბედო ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა, იმ ზღაპრის არ მჯერა რომ მწერალი ხარ და...
- ასე ძალიან არ ვგავარ მწერალს? -ნერვიულად გამეცინა.
- ეს არაფერ შუაშია, საეჭვოდ იქცევი, მე კი დამთხვევების არ მჯერა, ვერც იმას ვხვდები როგორ მოახერხე და ასე მოკლე ხანში დაუმეგობრდი ჩემს მეუღლეს, თითქმის ყოველ დღე სტუმრობ და არწმუნებ რომ მისი მეგობარი ხარ, სოფელში მოჩვენებასავით დაეხეტები, უცნაურ და გაუგებარ კითხვებს სვამ, ხალხს აფორიაქებ ლალა, შენთვისვე აჯობებს თუ წახვალ.
ვუსმენდი და ვერ ვხვდებოდი მაფრთხილებდა თუ მემუქრებოდა, მისგან რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, უნდა მშინებოდა? რაღაც არა მგონია, წამოვჯექი და ისიც იძულებული გახდა რომ წამოწეულიყო, თვალი გავუსწორე, მისი მზერა არაფერს მეუბნებოდა, საერთოდ არაფერს...
- ანა ლომთაძე, ეს სახელი და გვარი რამეს გეუბნება? -პირდაპირ მივახალე და ძალიან მესიამოვნა როცა მის სახეზე სხვადასხვა ემოციის აბობოქრებული ტალღების თარეში შევნიშნე, მოიღუშა, თვალები ჩაუწითლდა, დავინახე როგორ მოფხოჭნა მარჯვენა ხელის შუა და საჩვენებელი თითით მიწა და ერთი წამით ვინანე რომ ეს კითხვა დავუსვი, ახლა ჩემთვის რამის დაშავება რომ მოენდომებინა ხელს ვერავინ შეუშლიდა, იქნებ მართლა ის იყო გოგონას გაუჩინარებაში გარეული და თუ ასეა... ცოტა არ იყოს ავღელდი, თუმცა მალევე მოახერხა თავის ხელში აყვანა.
- ესე იგი მის გამო ხარ აქ, -არ უკითხავს, უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, თავი დავუქნიე.
- ჩემი მოსწავლე იყო, -ხრინწი გაერია ხმაში, -პატარა, საყვარელი, ჭკვიანი გოგო, -მერე ერთბაშად გაუჩინარდა.
- სულ ეს არის?
- სხვა რა გაინტერესებს?
უნებურად გამექცა თვალი ტბისკენ და ჩემს მზერას გაჰყვა მისიც, ვუყურებდით ტბას და ერთმანეთის აჩქარებულ სუნთქვას ვუსმენდით, მერე ერთდროულად შევხედეთ ერთმანეთს თვალებში და აშკარა გახდა რომ მიხვდა, მე ვიცოდი ის რაც მან და მეც საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მისი პირიდან ვერასოდეს გავიგებდი სიმართლეს.
საუბარი აღარ გაუგრძელებია, ბრძოლა წაგებული მთავარსარდალივით თავჩაღუნული და მხრებ ჩამოყრილი წამოდგა და ზურგი შემაქცია.
- საღამოს მაგდა ვახშამზე გელოდება, -ისე მომიგდო ჩემთვის არც კი შემოუხედავს და სწრაფი ნაბიჯით გამცილდა,
-
საშინლად დაღლილი დავბრუნდი სახლში, რა მღლიდა? უზომოდ ბევრი ფიქრი და უსუსურობის განცდა, ვერაფერს ვახერხებდი, არაფერი შემეძლო, სწორედ ამიტომ ჭირდებოდა მოკავშირე, ერთი სული მქონდა სანამ იმ უცნობს შევხვდებოდი და გავიგებდი ვინ იყო, რა იცოდა ამ საქმის შესახებ...

- კარგი რა ბებო, რატომ მეჩხუბები, -მეორე სართულზე ამავალ კიბეზე მდგარს მარიამის ხმა მომესმა და ისეთი რაღაც გავაკეთე რაც ცხოვრებაში არასდროს გამოკეთებია, გადავწყვიტე რომ მიმეყურადებინა.
- მეორედ ნუ გამამეორებინებ, -შეუვალი ჩანდა მანანა, -იცოდე თუ არ მოისვენებ ყველაფერს დედაშენს ვეტყვი და ხომ იცი რაც მოხდება.
- გთხოვ არ გინდა, ოღონდ დედას არაფერი უთხრა და საერთოდ აღარ გავცემ ლალას ხმას, -მუდარა შეეპარა გოგოს ხმაში, ჩემი სახელი რომ გავიგე უკეთ ვცქვიტე ყურები.
- შენ რა მართლა გგონია რომ ეგ ორპირი და გაიძვერა ქალი მწერალია? -გესლით და ზიზღით იყო მანანას ხმა სავსე, -გგონია რომ რამეში დაგეხმარება?
- მწერალია, მითხრა რომ წერს, ჩემს მოთხრობებს რომ წავაკითხავ დარწმუნებული ვარ რომ მოეწონება და დამეხმარება რომ...
- გაჩუმდი მეთქი რამდენჯერ გითხრა, -ხმას აუწია მანანამ, -დედაშენის შვილი ასეთი შტერი და მიამიტი როგორ ხარ ვერ ვხვდები, ათასჯერ გითხარი რომ ეს გოგო მატყუარაა შენთვის და შენი ძმისთვის მასთან ურთიერთობა სახიფათოა, არ მიუახლოვდეთ, სხვა რამეზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.

მეტი აღარ მომისმენია, შევბრუნდი და ფეხაკრეფით ავედი საძინებელში, ადამიანთა შესახებ ყოველი ახალი აღმოჩენის შემდეგ ვფიქრობდი რომ უკვე ვეღარაფერი გამაკვირვებდა მაგრამ ქალბატონმა მანანამ კიდევ ერთხელ მაიძულა იმაზე დაფიქრება რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უჩინარი მხარე და ეს მხარე უმეტეს შემთხვევაში საზარელი, გულის ამრევი და ძრწოლვის მომგვრელია, ზოგმა არც კი იცის ამის შესახებ, ზოგი კი მთელი ცხოვრება საგულდაგულოდ მალავს...
საქმე ის იყო ამ შემთხვევაში მე როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ამ სახლში დიდხანს ვეღარ გავჩერდებოდი, მაგრამ სად უნდა წავსულიყავი, ხვალვე უნდა მომეძებნა სხვა ადგილი.
- რაში გაყავი თავი ლალა, -საკუთარ ორეულს მივმართე სარკეში რომელიც არაფრით გავდა იმ გოგოს ათი დღის წინ რომ ჩამოვიდა აქ, გამხდარი ვიყავი, უპეებ ჩაშავებული და ისეთი უბედური გამომეტყველება მქონდა...
აბაზანიდან ახალი გამოსული ვიყავი ტელეფონზე შეტყობინება რომ მივიღე, ჩემი უცნობი ერთ საათში ცენტრში, ზუსტად იმ სანაყინეში მინიშნავდა შეხვედრას სადაც მე და მაგდამ გავიცანით ერთმანეთი, სასწრაფოდ ჩავიცვი, სველი თმა ჩამოვივარცხნე, ჩანთა ავიღე და ოთახის კარი საგულდაგულოდ გადავკეტე თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი რომ მანანას სხვა გასაღები არ ჰქონდა და ის ად თაკო ჩემს მოსვლამდე ჩემს ნივთებს არ გაჩხრეკდნენ.
- საით გაგიწევია შვილო? -ჭიშკრიდან გამავალს დამეწია მანანას ხმა, შევბრუნდი, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა და ისე გულითადად მიღიმოდა ლამის თავი დამნაშავედ ვიგრძენი მისდამი ჩემი არასათანადო ფიქრების გამო.
- რამდენიმე რაღაც მაქვს საყიდელი, გვიან დავბრუნდები, -შევეცადე მეც იგივენაირი ღიმილით მეპასუხა ოღონდ რამდენად გამომივიდა არ ვიცი.
- არ დააგვიანო შვილო, არ დაგავიწყდეს რომ ტყესთან ახლოს ვცხოვრობთ, ამ სოფელში ღამით გარეთ სიარული საშიშია, შეიძლება რაღაც უბედურებას გადაეყარო, თანაც იმ დღეს რომ მოგეწონა ზუსტად ისეთ მაყვლის ნამცხვარს გიცხობ და მალე თუ არ მოხვალ აღარ შეგხვდება, -თბილი ხმით მითხრა, შებრუნდა, სახლისკენ წავიდა და დამტოვა პირდაღებული...





სანაყინეში ვიჯექი და უგემურად ვლოღნიდი უკვე მესამე ჩამოსასხმელ ნაყინს, ვიცოდი ყელის ტკივილი გარანტირებული მქონდა, ამ მხრივ ძალიან სუსტი ვიყავი, ცივი წყლის დალევასაც კი ვერიდებოდი ხოლმე, ზამთარში კი ყოველთვის საგულდაგულოდ ყელშეხვეული დავიარებოდი, ბაჩო გამახსენდა და უნებურად გამეღიმა, ზამთარში როცა ერთად გავდიოდით გარეთ ყოველთვის ამოწმებდა თბილად მეცვა თუ არა და საგულდაგულოდ მახვევდა ხოლმე ფუმფულა კაშნეს, ყოველთვის მიშლიდა ნაყინის ჭამას, პატარა მსუნაგ ბავშვებს რომ აკონტროლებენ ხოლმე ისე მაკონტროლებდა და არამარტო ეს, იცოდა რა მიყვარდა, რას ვერ ვიტანდი თვალის დასანახავად, რაზე მქონდა ალერგია, რა ფერები მომწონდა, როგორი მუსიკა, როგორი სიტუაცია...
ვერ ვხვდებოდი რა ჯანდაბა მჭირდა, ან როდის ან როგორ გავხდი ასეთი სენტიმენტალური, ვითომ ასე ძალიან მომენატრა? არადა არ იმსახურებს ის მოღალატე რომ მასზე ვფიქრობდე, რომ ასე ძალიან რომ მენატრებოდეს, -ქაღალდის ხელსახოცით მოვიწმინდე ცრემლები და მაშინღა შევამჩნიე თითებზე ჩამოღვრილი ნაყინი, ვერ ვიტანდი, ახლა უსიამოვნოდ გამეწებებოდა თითები არადა გასვლაც არ მინდოდა, ვაი და ის მოსულიყო და ეფიქრა რომ არ ველოდი, რა იქნებოდა სანაყინეებში ნაყინთან ერთად სველ ხელსახოცს რომ აძლევდნენ მომხმარებელს და არა მშრალს და კიდევ არანაირი ვაფლი, სველი ხელსახოცი და ქაღალდის ჭიქა, როგორი კომფორტია არა, სულელურად გამეღიმა როცა წარმოვიდგინე ახლა რა მდგომარეობაში ვიყავი, სადღაც მიყრუებულ ადგილზე მარტო, თან ადევნებული მოჩვენებით, ამას დამატებული ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა სიცოცხლეს გამოვსალმებოდი ჩემი უაზრო ცნობისმოყვარეობის გამო მე კი იმაზე ვდარდობდი რომ სანაყინეში სველი ხელსახოცები არ ჰქონდათ, ან იქნებ ჰქონდათ კიდეც, მე ხომ არ მითხოვია...
- გამარჯობა, -მომესმა და ჩემს მაგიდასთან ჩამომდგარ სხეულს ავხედე, საშუალო სიმაღლის ცისფერთვალება ბიჭი იყო კაპიუშონიანი მოსაცმელით და მუქი ლურჯი ჯინსის შარვლით, იქნებოდა ალბათ ჩვიდმეტი - თვრამეტი წლის, შეშინებული ჩანდა, მხრებში მოხრილი იდგა, დაბნეული აცეცებდა თვალებს და ელოდა როდის მივიპატიჟებდი, მაშინვე მივხვდი რომ ის იყო ვისაც ველოდი.
- დაჯექი, -ხელით ვანიშნე და გაღიმებას შევეცადე თუმცა არ გამომივიდა, ჩამოჯდა და მღელვარებისგან აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა.
- დაღლილი ჩანხართ, მოწყენილი და უბედური, დაგტყობიათ აქაურობა, დარწმუნებული ვარ ადრე ბევრად უფრო კარგად გამოიყურებოდით, -უცბად გამიშინაურდა ისე თითქოს ჩემი დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყო, დაჯდა, ფეხები ფართოდ გაშალა და თავისუფლად მიეყრდნო საზურგეს, სწრაფი და უცნაური ტრანსფორმაციის მოწმე გავხდი, ახლა აღარც დაბნეული ჩანდა და აღარც შეშინებული, მთელი მისი პოზა ახალგაზრდულ სიანცეს და ზღვარგადასულ თავხედობას გამოხატავდა, ისე მიყურებდა თვალს არ ახამხამებდა, კაპიუშონი მოიხადა და თხელი თითებით აიჩეჩა ისედაც აბურდული თმები, ცალყბად გამიღიმა და ოდნავ გვერდით გადახარა თავი, გაოცებას ვერ ვმალავდი, ნუთუ აქ ყველა ასეთი იყო, როგორ შეეძლოთ ასე მარტივად და ბუნებრივად თამაში, იქნებ ესეც ნიღაბი იყო და თუ არ ვცდებოდი მაშინ ნეტავ კიდევ რას მალავდა მისი უჩინარი მხარე...
- საუბრის დაწყებას არ აპირებთ? ბევრი დრო არ მაქვს, -საქმიანი გაუხდა ტონი, გამეღიმა.
- დავიწყოთ, მე ლალა ვარ შენ რა გქვია? -ხელი გავუწოდე და მანაც მაშინვე შემომაგება თითები, ოდნავ მომიჭირა და მაშინვე გამიშვა.
- ლევანი ვარ, ლევან ასათიანი, რატომ გინდოდათ ჩემთან შეხვედრა, თავგადასავლებს ეძებთ? იმედია არ გეწყინებათ თუ გეტყვით რომ ჩემთვის მეტისმეტად მოხუცი ხართ.
- ვატყობ კომპლიმენტები გეხერხება, ჯერ მითხარი რომ საშინლად გამოვიყურები ახლა კი მოხუცი მიწოდე, საინტერესოა როგორ ახერხებ ხოლმე გოგონების მოხიბვლას.
- თქვენი მოხიბვლა რომ მინდოდეს ნახავდით როგორც ვახერხებ, -პატარა ჯიუტი ბავშვივით გადაიჯვარედინა მკლავები გულზე და შემომიბღვირა, მეტი მოცდა აღარ შემეძლო, თამაშისთვის ახლა ნამდვილად არ მქონდა დრო.
- ანა ლომთაძესთან რა ურთიერთობა გქონდა, -პირდაპირ მივახალე კითხვა და ისე შეცბა თითქოს თავიდანვე არ სცოდნოდა რასთან დაკავშირებითაც მინდოდა მასთან გასაუბრება, გაფითრდა, სუნთქვა შეეკრა, წამში მოშორდა უხეში უდარდელი ბიჭის ნიღაბი, მხრებში მოიხარა და თვალები აუწყლიანდა, ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და მერე თავი რომ ვერ შეიკავა და ერთი მოღალატე ცრემლი ღაწვზე რომ ჩამოუგორდა გაბრაზებულმა დასცხო ხელი მაგიდას.
- მიყვარდა, ჯანდაბა, სიგიჟემდე მიყვარდა, -აღმოხდა გამწარებულს თუმცა მე მხოლოდ ერთ სიტყვაზე გავამახვილე ყურადღება.
- გიყვარდა? რას ნიშნავს ეს, როგორც ვიცი დიდი ხანი არ არის რაც დაიკარგა, ექვს თვეში მოახერხე მისი გადაყვარება?
შეცბა, რამდენიმე წამს ჩემი კითხვის გაანალიზებას ცდილობდა მერე კი ჩემდა გასაკვირად გაეღიმა, უცნაურად, ცივად, მხოლოდ ტუჩებით იღიმოდა თვალებში კი ისეთი დარდი და სევდა ჰქონდა ჩამდგარი...
- ესე იგი არ ვცდები როცა ვფიქრობ რომ ცოცხალი აღარ არის, -თითქოს მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა, აცახცახებული თითები წაიღო სახისკენ და შეეცადა შეუმჩნევლად მოეწმინდა ცრემლი.
- ჩემი კითხვიდან ეს დასკვნა როგორ გამოიტანე? -მართლა მაკვირვებდა ეს ბიჭი და ნელ-ნელა უფრო და უფრო მიჩენდა ინტერესს.
- მართალია არ მეუბნები ვინ ხარ მაგრამ სულელი არ ვარ ლალა, -ამჯერად მშვიდი ხმა ჰქონდა და ეტყობოდა რომ ცდილობდა თითოეულ ნათქვამ სიტყვას დაჰკვირვებოდა. -მშვენივრად ვხვდები რაც ხდება, მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის ძალიან მტკივნეული ამ ყველაფრის გააზრება.
- მისმინე, შეგიძლია მენდო და ყველაფერი მომიყვე თუმცა ვერ შეგპირდები რომ მეც იგივეს გავაკეთებ, უბრალოდ არ შემიძლია გითხრა რატომ ვარ აქ...
- უცნაურია, მითხრა რომ შენი ნდობა შეიძლებოდა, თუმცა მე მიმაჩნია რომ რაღაც მნიშვნელოვანს მალავ, -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა და მერე მალევე მოვიდა გონს, თავი ასწია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თბილად გამიღიმა.
- საქმე ის არის რომ ვინც რა არ უნდა თქვას რაც გასაკეთებელია უნდა გავაკეთო, იმისთვის რომ დამნაშავე დაისაჯოს ყველაფერი უნდა იცოდე, ასე რომ ყველაფერს მოგიყვები.
მისი ასეთი განცხადება უცნაური და მოულოდნელი იყო ჩემთვის, თუმცა არ ვაპირებდი მეტად ჩავღრმავებოდი სიტუაციას ისედაც ერთი სული მქონდა სანამ თხრობას დაიწყებდა, რაც უფრო ღრმად ვეფლობოდი ამ გაურკვევლობის ჭაობში მით უფრო და უფრო მეტი რაღაც ირკვეოდა და უკვე ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა, ესე იგი მხოლოდ ის არ არის ამ ყველაფერში გარეული, კიდევ არის ვიღაც ვისთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ვინც ჭკუას არიგებს, ვინც იცის რატომ და რა მიზნით ვარ აქ...
- მისმენ? -მისმა ხმამ გამომარკვია და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, სკამზე გავსწორდი და მოვემზადე.
- ცოტა შორიდან დავიწყებ, იმედია მოთმინება გეყოფა, -რატომღაც ირონიულად ჟღერდა მისი ხმა, -ერთი სიტყვით დედაჩემი იმ პანსიონში მუშაობს სადაც ანა სწავლობდა, მე თბილისში ვცხოვრობდი მამასთან და ათასში ერთხელ ჩამოვდიოდი აქ, ერთხელ დედამ დახმარება მთხოვა, ბაზარში ნაყიდი პროდუქტი პანსიონში უნდა შეეტანა და სამზარეულოში დაებინავებინა, იმ დღეს არავინ იყო ვინც დაეხმარებოდა ამიტომ მე წამიყვანა თან, სწორედ მაშინ გავიცანი ანა...

წამით გაჩუმდა, ამოიოხრა და სევდიანი ღიმილი გადაეფინა სახეზე, მზერა აემღვრა, თვალებში მიყურებდა თუმცა ვხვდებოდი რომ ახლა აქ კი არა იქ იყო, იმ პანსიონში, ანას გვერდით.
- გააგრძელებ? -ფრთხილად შევეხე ხელზე, შეკრთა და წამსვე ჩვეული უდარდელი ირონიული გამოხედვა დაუბრუნდა.
- მაშინ თოთხმეტი წლის იყო, პირველი დანახვისთანავე მომეწონა, დავმეგობრდით, ხშირად ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას, როცა დედაჩემის დაყოლიებას ვერ ვახერხებდი რომ თან წავეყვანე მაშინ ანა იპარებოდა პანსიონიდან და ტყეში ტბასთან ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, ჭკვიანი იყო, ნიჭიერი, ლამაზი და უზომოდ საინტერესო, ერთად კარგად ვატარებდით დროს, თხუთმეტი წლის რომ გახდა დაბადების დღეზე საჩუქრად ჩემი გაკეთებული ყელსაბამი ვაჩუქე...
- კესანების თაიგული, -უნებურად ხმამაღლა წამომცდა, შეცბა, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, ეჭვიანი გაუხდა მზერა.
- საიდან იცი?
- უბრალოდ ლოგიკურად ვმსჯელობ, შენი პროფილის ფოტო ვნახე და... -უხეიროდ ვცადე შეცდომის გამოსწორება, დარწმუნებული ვიყავი რომ არ დამიჯერა თუმცა მაინც განაგრძო მოყოლა.
- იმ დღეს პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს, ცოტა ხანში გამომიტყდა რომ შეყვარებული იყო ჩემზე, ჩვენს ურთიერთობას ვმალავდით, არავინ იცოდა, რომ გაეგოთ მშობლები აუცილებლად დაგვაშორებდნენ, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა სანამ...
- სანამ რა? -ვერ მოვითმინე როცა ასეთ დაძაბულ მომენტში შეწყვიტა.
- ვიღაც გამოჩნდა.
- ვინ?
- არ ვიცი და ზუსტად მაგის გარკვევას ვცდილობ, ანა შეიცვალა, თავიდან ყველაფერს მიყვებოდა, მითხრა რომ ვიღაც თავისზე ბევრად დიდი მამაკაცი ცდილობდა მის მოხიბვლას, რამდენჯერ არ ვცადე გამეგო ვინ იყო მაგრამ არაფრით მითხრა, ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობო მეუბნებოდა, საშიში არაფერია თვითონ მოვაგვარებო, მაგრამ ვიცოდი რომ ვერაფრის მოგვარებას ვერ მოახერხებდა, არც უნდოდა...
- რას გულისხმობ?
- ანა მეუბნებოდა ამ ყველაფერს ეჭვიანობა გალაპარაკებსო მაგრამ მშვენივრად ვხედავდი როგორი აღფრთოვანებით საუბრობდა მასზე, როგორ უხტოდა თვალებში ჭინკები, დაინტერესებული იყო, მოხიბლული, გონებაარეული, მეშინოდა, ჯანდაბა, მართლა ძალიან ვნერვიულობდი მასზე, იმასაც კი ვერ ვიგებდი როგორ და როდის ახერხებდა მასთან შეხვედრას მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები თუ ჩემთან შეხვედრისთვის არ უჭირდა პანსიონიდან გამოპარვა...
- ვერ გაიგე ვინ იყო? -უკვე ვეღარ ვახერხებდი თავის შეკავებას, მოთმინება არ მყოფნიდა, ძალიან ახლოს ვიყავი სიმართლის გაგებასთან.
- ვერ გავიგე, ანამ არ მითხრა, -უარის ნიშნად თავი გააქნია ლევანმა, -ვერაფრით დავაცდენინე, არადა რაც დრო გადიოდა მით მეტად მშორდებოდა, ჩემს მიმართ გაცივდა, გახდა, ავადმყოფური ფერი დაედო, ბოლოს ისიც კი მითხრა შენი ნახვა აღარ მინდაო, ბოლოს როცა ვნახე ისეთი შეშინებული იყო... როცა დაიკარგა, როცა გაუჩინარდა და საბოლოოდ გადამიწყდა მისი პოვნის იმედი ეჭვი გამიჩნდა რომ იმ იდუმალ კაცს უკავშირდებოდა ყველაფერი, ერთადერთი რაც მის შესახებ ვიცოდი ის იყო რომ იმ სოფლიდან იყო სადაც პანსიონია, მისი მოძებნა გადავწყვიტე, გამიმართლა ბევრი არ მიძებნია.
- ანუ იპოვნე?
- დამეხმარნენ.
- რას გულისხმობ?
- სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ადამიანს ვინც სიმართლის გარკვევაში დამეხმარა, ოღონდ ეგ არის რომ ვერაფრის დამტკიცებას ვერ ვახერხებ, ფაქტები არ მაქვს, -მწარე ღიმილი გადაეკრა ტუჩებზე, მკლავები გაშალა და მაგრად შეკრა მუშტები, -თუმცა იმედია ამ დღეებში მოვახერხებთ და...
- ვინ არის ლევან? ვინ არის ის ვინც სიმართლის გარკვევაში დაგეხმარა.
- ხვდები რომ უცნაურ კითხვას სვამ?
- რატომ?
- წესით იმას უნდა მეკითხებოდე დამნაშავე ვინ არის, არ გაინტერესებს?
- ისედაც ვიცი ვინ გგონია დამნაშავე.
- საიდან?
გამეღიმა მისი გაკვირვებული სახე რომ დავინახე, დიდი ფიქრი და განსჯა არ უნდოდა იმის გაგებას თუ ვინ ეგონა დამნაშავე ლევანს, საქმე ის იყო რომ მე არ ვეთანხმებოდი ის კი არადა რატომღაც ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული იმაში რომ მამა იოანე დამნაშავე არ იყო, ყოველ შემთხვევაში იმაში რაშიც მის დადანაშაულებას ლევანი ცდილობდა.
- მამა იოანე არაფერ შუაშია ლევან, -მშვიდად ვუთხარი და დავინახე როგორ შეეცვალა სახე, მოიღუშა, რაღაც ზიზღის მაგვარმა ემოციამ დაუბრიცა ტუჩები.
- არ ვიცი საიდან გაიგე ვისზე მქონდა ეჭვი მაგრამ იმას ვხვდები რომ იოანეს კარგად დაუმუშავებიხარ, ის არ ცდებოდა როცა მითხრა რომ უნდა შეგხვედროდი და ჩემს სიმართლეში დამერწმუნებინე.
ბოლო სიტყვები თითქოს მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა, მეუცნაურა, აქ იმაზე მეტად იყო ჩახლართული ყველაფერი ვიდრე მე ვფიქრობდი, ანუ რა გამოდიოდა, არსებობდა ვიღაც ვისაც კარგად მოეხსენებოდა ლევანის და ანას ურთიერთობის შესახებ, ვინც ლევანს გონებას ურევდა, მცდარ კვალზე აყენებდა და ცდილობდა დაერწმუნებინა რომ ჩემთვისაც ამ არასწორი ინფორმაციით გამოეტენა თავი, თუ ჩემი ინტუიცია არ მღალატობდა ეს პიროვნება ქალი უნდა ყოფილიყო.
- მეტყვი ვინ არის ის ვინც გეუბნება რომ მამა იოანეა ანას გაუჩინარებასთან დაკავშირებული? -ვკითხე თუმცა წინასწარ ვიცოდი რომ პასუხს თავს აარიდებდა.
- ვერ გეტყვი არ უნდა რომ იცოდე, ის ერთადერთია ვისაც ვენდობი.
- ჩემზე რას იტყვი? ხომ თქვი რომ...
- გინდა სიმართლე იცოდე? როცა მომწერე მას ვუთხარი ამის შესახებ, მითხრა რომ შენი ნდობა შეიძლებოდა, მითხრა რომ დაგლაპარკებოდი, იქნებ რამის გარკვევაში დაგეხმაროსო.
- ერთ რამეს ვერ ვხვდები ლევან, ის ვინც არ უნდა იყოს, რატომ გეხმარება, რა მიზანი აქვს? ერთმანეთთან რა ურთიერთობა გაქვთ?
- ეგ შენ არ გეხება? -მოღუშულმა გააქნია თავი თუმცა არ გამომპარვია როგორ ამარიდა მზერა და როგორ აუწითლდა ღაწვები, თითები რომ ვეღარ დაიმორჩილა მაგიდის ქვეშ დამალა და მუხლებზე დაიწყო.
ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა, მას ვიღაც ჰყავდა, ქალი, დიდი ალბათობით მისი საყვარელი, მასზე ბევრად უფროსი და ჭკვიანი, ქალი ვისაც განზრახული ჰქონდა ჩემი დარწმუნება იმაში რომ მამა იოანე იყო დამნაშავე, ოღონდ ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი, რაში სჭირდებოდა ამის გაკეთება, მე ამ საქმეში არც თუ ისე მნიშვნელოვან ფიგურად მიმაჩნდა ჩემი თავი, რატომ ხლართავდა ასეთ ინტრიგებს...
- მისმინე ლალა, -ლევანი აშკარად ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე და ვხვდებოდი რომ უკვე წასვლას აპირებდა, -კარგად მისმინე, მამა იოანე ის არ არის ვინც გგონია, იმ წმინდანის ნიღაბს უკან ნამდვილი ლუციფერი იმალება, ვიცი რომ ის იყო ვისზეც ანა ლაპარაკობდა, მან შეაცდინა, თავი შეაყვარა, მერე... მერე არ ვიცი რა მოხდა, შეიძლება მოკლა კიდეც...
ის იყო მისთვის ცდებითქო უნდა მეთქვა რომ უკვე კარგად ნაცნობი სიცივე და საზიზღარი ჭაობის სუნი ვიგრძენი, მთელ სხეულში უსიამოვნოდ გამცრა თუმცა ამჯერად არ შემშინებია, ვიცოდი ახლა ანა გამოჩნდებოდა და არც შევმცდარვარ, პირდაპირ ლევანის უკან გაჩნდა თითქოს არსაიდან, გალეული იყო, ნახევრად გამჭვირვალე, საზარლად გამოიყურებოდა, თვალების ადგილას ცარიელი ფოსოებით და მთლად ძვლადქცეული თითებით, თავდახრილი დაჰყურებდა ზემოდან ბიჭს.
- ცდება, -თითქოს სადღაც შორიდან მომესმა მისი ხმა.
- ცდები ლევან, -ავტომატურად გავიმეორე ხმამამღლა.
- არ ვცდები, -იყვირა და მაგიდაზე მთელი ძალით დაარტყა ხელი, - არ ვცდები და ამას აუცილებლად დავამტკიცებ, სულ ცოტაც, სულ ცოტაც და იოანე ყველაფრისთვის აგებს პასუხს, მწარედ მიეზღვება, -მეტი აღარ გაუგრძელებია წამოხტა და სირბილით გავარდა გარეთ, უხერხულად გავუღიმე ჩემს პირდაპირ მჯდარ ახალგაზრდა წყვილს და წამოვდექი.
-
ფიქრებში გართული ვერც მივხვდი ისე აღმოვჩნდი იოანეს სახლთან, მოშორებით მომიწია ავტომობილის გაჩერება, ქუჩა მთლად გადათხრილი იყო და იძულებული გავხდი ფეხით მივსულიყავი, ის იყო მათ სახლთან შევუხვიე რომ ჭიშკარი გაიღო და თაკო გამოვიდა, უკან მაგდა მოყვებოდა, ინსტიქტურად ამოვეფარე ბროწეულის ბუჩქს, ჰმ, თურმე მეგობრები ყოფილან, აშკარად ეტყობოდათ რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, საუბარი არ მესმოდა თუმცა ვხედავდი მათ მომღიმარ სახეებს, იყო რაღაც საეჭვო მათ ურთიერთობაში ან მე მეჩვენებოდა ასე ბოლო დროის მოვლენებით ტვინარეულს, ცოტა ხანს ისაუბრეს, ბოლოს ერთმანეთს გადაეხვივნენ და თიკო ქუჩის ბოლოსკენ გაუყვა გზას, რამდენიმე წუთს მოვიცადე, მერე სამალავიდან გამოვედი, ჭიშკარს მივუახლოვდი და დავაკაკუნე.
-
- როგორ გამახარე, კარგია რომ მოხვედი, -მაგდა ისეთი გაბრწყინებული სახით ამზადებდა ყავას ერთი წამითაც კი ვერ შევიტანდი ეჭვს იმაში რომ ჩემი მოსვლა არ გახარებია, ყავა მოამზადა, ნამცხვარიც დაჭრა და მაგიდას ჩემს მოპირდაპირედ მიუჯდა.
- ბავშვები როგორ გყავს? -ირგვლივ მიმოვიხედე, ყველაფერი ისე იყო მიყუჩებული აშკარად არ იყვნენ სახლში.
- ჩემმა დედამთილმა წაიყვანა თავისთან, რამდენიმე დღე მასთან დარჩებიან, მეც დავისვენებ ცოტას, ძალიან დამღალეს, -ამოიოხრა და ღიმილიანი მზერა მომაპყრო, -შენ როგორ ხარ, კიდევ დიდხანს აპირებ აქ დარჩენას?
- არა მგონია დიდხანს დავრჩე, მგონი ყველაფერი დასასრულს უახლოვდება.
- რას გულისხმობ?
- რომანს რომელსაც ვწერ, სიმართლე რომ გითხრა აქაურობა ძალიან მომწონს და გამიჭირდება წასვლა, აქაურებს შევეჩვიე, განსაკუთრებით იმ ოჯახს ვისთანაც ვცხოვრობ, მანანა ძალიან კარგი ქალია, რძალიც ისეთი კარგი ჰყავს...
- თიკოს გულისხმობ? -გამხიარულებულმა შემაწყვეტინა საუბარი, -თიკო ძალიან კარგი გოგოა, ვმეგობრობთ.
მეც ეს მინდოდა, სატყუარა გადავაგდე და ისიც მაშინვე წამოეგო, რაც შეიძლება მეტი რამ უნდა გამეგო მისი და სოფოს ურთიერთობის შესახებ.
- დიდი ხანია მეგობრობთ?
- არც ისე, დაახლოებით სამი თვის წინ ეკლესიაში შევხვდით და გამომელაპარაკა, მანამდეც ვიცნობდი მაგრამ მხოლოდ სალმით შემოვიფარგლებოდით, არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს მასზე ვჭორაობ მაგრამ თიკო ცოტა უცნაური გოგოა, ცივია და უკარება, სოფელში არავისთან ურთიერთობს თუმცა მე კარგად შევეწყვე.
- თვითონ გამოიჩინა შენთან დამეგობრების ინიციატივა?
- კი სხვათაშორის თვითონ მოისურვა, ამ ბოლო დროს ხშირად მოდის ხოლმე, ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს, უამრავ რამეზე ვსაუბრობთ.
- ცოტა ხნის წინ შენთან რომ მოვდიოდი დავინახე, ალბათ აქ იყო.
- ჰო ჩემთან იყო, მითხრა ბავშვების სანახავად მოვედიო, გული დასწყდა სახლში რომ არ დახვდნენ, მერე რაღაცებში დამეხმარა კიდეც.
- დაგეხმარა?
- ჰო, საძინებელში კარად მქონდა გადასაადგილებელი, მართლა კარგი გოგოა.
- ნამდვილად, -დავეთანხმე და საძინებლის ღია კარს შევხედე ეჭვით, ვინ ვინ და თიკო ნამდვილად არ ჰგავდა იმ ადამიანს მაგდამ რომ აღწერა, ნეტავ რა თამაშს თამაშობდა...

იმ ღამით დაძინება გამიჭირდა, შუაღამემდე საწოლში ვიჯექი, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გავყურებდი ღია ფანჯრიდან და განვლილ დღეზე ვფიქრობდი, ლევანს ვერაფრით ვიგდებდი თავიდან, მაგდას, თიკოს... ყველაფერი უფრო და უფრო ეხვეოდა ნისლში, ყველა ძაფი რომელსაც აქამდე მივყვებოდი აბურდულ გორგალში ისე იკარგებოდა ვერაფრით ვპოულობდი გზას, ეს ყველაფერი მაგიჟებდა, ჭკუიდან მშლიდა, სადღაც აქვე, ჩემს გვერდით მკვლელი დაიარებოდა, იქნებ ვიცნობდი კიდეც, ყოველ დღე ვესალმებოდი, ვუღიმოდი, ვესაუბრებოდი...
- ვაი, -დავიკვნესე და მუცელზე შემოვიჭდე ხელები, რაღაც უცნაურად მტკიოდა და მიწრიალებდა იმედია მანანას გამომცხვარ მაყვლის ნამცხვარში საწამლავი არ იყო გარეული, უკვე აღარაფერი გამიკვირდებოდა, მხოლოდ ერთი ღამე, ეს ერთი ღამე და აუცილებლად წავიდოდი ამ სახლიდან.
დილით გამთენიისას ჩამეძინა, ჩამეძინა და ისევ ის დაწყევლილი ტბა დამესიზმრა, დამშრალი იყო, ნაპირზე ვიდექი და ჩაღრმავებულ, დახეთქილ, გამომშრალ ზედაპირს დავყურებდი, ღამდებოდა, ტბის მოპირდაპირე მხარეს, ცამდე აწოწილი ხეების კენწეროების უკან ჩადიოდა უზარმაზარი სტაფილოსფერი მზე, თბილოდა, ნიავი თეთრ პერანგს და ნაკეცებიან შავ, მუხლამდე კაბას მიფრიალებდა, ფეხშიშველი ვიყავი, თმაგაწეწილი, უცნაური მოლოდინით აღსავსე ვიდექი და არ ვინძრეოდი, არ ვიცი ვის ან რას ველოდი თუმცა როცა ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გავიგე არ გამკვირვებია, მომიახლოვდა, წელზე შემომხვია დიდი, მძიმე ხელები, მომიჭირა, ისე რომ სუნთქვა შემეკრა, მკერდზე ამიკრო, დაიხარა და ჩემს მხარზე ჩამოყრილ თმაში ჩარგო სახე, გული ამიჩქარდა, მთელი სხეული სიამოვნებანარევი შიშისგან დამეხორკლა, ვერ ვხედავდი თუმცა მთელი სხეულით ვგრძნობდი.
- მომენატრე ანა, სულ მენატრები ხოლმე, ყოველთვის შენზე ვფიქრობ და აქამდე არ მაინტერესებდა მას ეს მოსწონდა თუ არა მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, შენ ყველასგან განსხვავებული იყავი თუმცა შენთან დამშვიდობებაც მომიწევს, რა სამწუხაროა რომ ცოტა ხანში მათთან მოგიწევს შეერთება, -ხრინწგარეული ხმა ჰქონდა, ძრწოლვის მომგვრელი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სევდიანი, მარჯვენა ხელი ტბისკენ გაიშვირა და თითით მანიშნა, თვალი გავაყოლე, დავინახე ალაგ-ალაგ როგორ იპობოდა დახეთქილი მიწა და იქიდან როგორ მოძვრებოდნენ ნახევრად ჩონჩხად ქცეული სხეულები, ძვლადქცეული კიდურებით, უძირო უფსკულებივით ხახადაფჩენილი ცარიელი თვალებით, თავის ქალაზე აქა-იქ მიკრული თმით...
მინდოდა მეყვირა, მინდოდა ხმამაღლა მეკივლა, მინდოდა მისთვის მეთხოვა რომ გავეშვი, რომ შევებრალებინე, თუ საჭირო გახდებოდა დავუჩოქებდი კიდეც ოღონდ მანამდე გავეშვი სანამ ისინი ჩემამდე მოაღწევდნენ, მინდოდა მაგრამ ვერ ვინძრეოდი, ყელიდან ხმა არ ამომდიოდა, თვალსაც კი ვერ ვახამხამებდი, გული უფრო და უფრო სწრაფად მიცემდა, ვერც კი შევამჩნიე როდის დაიწყო თავსხმა წვიმა, წვიმდა და სასწაული სისწრაფით ივსებოდა ტბა, ნელ-ნელა მაღლდებოდა, გარშემო ქუხდა, ელავდა, ტალღები წალეკვით ემუქრებოდა ნაპირებს.
- აი ისინიც მოვიდნენ, ჩემი წასვლის დროა, მაპატიე რომ ასე მოგექეცი, მე მართლა მიყვარდი, -ჩამესმა, ვიგრძენი როგორ მომშორდა და უკან დაიხია, სამაგიეროდ ყინულივით ცივი და ძვლადქცეული თითები შემომეხვია წელზე, ვგრძნობდი როგორ მითრევდნენ წყლის ქვეშ, ხელებზე, სახეზე, თმებზე მეჭიდებოდნენ, სუნთქვა მიჭირდა...

ხმაურმა გამაღვიძა, კარზე მთელი ძალით აბრახუნებდა ვიღაც, ჯერ ისევ ადრიანი დილა იყო, საწოლში მთლად გაოფლილი, გულაჩქარებული და შეშინებული ვიწექი, ნეტავ ეს სიზმარი რას ნიშნავდა, რატომ ვიყავი მის სხეულში გამომწყვდეული, რისი თქმა უნდოდა ანას, თავისი დასასრული მაჩვენა? ვინ იყო ის კაცი, ვინ ჯანდაბა იყო...
- კარი გამიღე შვილო, საქმე მაქვს, -მამანას ხმამ საბოლოოდ გამომარკვია წყეული კოშმარიდან, ნეტავ რა უნდოდა ამ კუდიანს ამ დილაუთენია, გავაღე თუ არა ქოთქოთით შემოვარდა ოთახში, საზეიმოდ იყო გამოწყობილი, თავი ლამაზი თავსაფრით ჰქონდა წაკრული, ოქროსფერ არშიებ მოვლებული თეთრი ზედა და გრძელი შავი კაბა ეცვა, ცნობისმოყვარედ აცეცებდა თვალებს, აღელვებული იყო, ასეთი ჯერ არ მენახა, არ ვიცი რატომ მაგრამ მოულოდნელად რაღაც ცუდის მოლოდინმა მარწუხივით მომიჭირა გულზე, უსიამოვნოდ გამცრა სხეულში, დღეს აუცილებლად რაღაც ცუდი მოხდებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი, დღითი დღე ჩემთვის უფრო და უფრო სარწმუნო ხდებოდა ის სიტყვები რომ არასოდეს უნდა სთქვა არასოდეს, ადრე როცა ცხონებული ბებიაჩემი სიზმრებზე და წინათგრძნობაზე ამბობდა ხოლმე რამეს სიცილით ვკვდებოდი ახლა კი მე თვითონ რა დღეში ვიყავი...
- რა ხდება მანანა დეიდა რამ შეგაწუხათ? -მთქნარების შესაკავებლად პირზე ავიფარე ხელი, მამანამ ჩემი უძილობისგან ჩაშავებული თვალები არ შეიმჩნია, მთელი გულით გამიღიმა და იქვე მდგარ ფუმფულა სკამზე ჩამოჯდა.
- მიდი შვილო ჩაიცვი და ეკლესიაში წამოგვყევი.
- ამისთვის გამაღვიძეთ? -უსიამოვნოდ შემეჭმუხნა სახე, არ ესიამოვნა ჩემი რეაქცია მანანას თუმცა სახეზე ღიმილი არ მოშორებია.
- აუცილებლად უნდა წამოხვიდე შვილო, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
თვალები დავხუჭე და გახსენება ვცადე, საეკლესიო თარიღებში და რელიგიურ დღესასწაულებში მაინცდამაინც ვერ ვერკვეოდი მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ დღეს ისეთი არაფერი ხდებოდა ჩემი ეკლესიაში წასვლა რომ აუცილებელი ყოფილიყო.
- ძალიან გთხოვ ნუ გამაწბილებ, უარს ნუ მეტყვი, -ისეთი ხმით შემეხვეწა, შეუძლებელი იყო არ დავეჭვებულიყავი, ნეტავ რატომ უნდოდა ასე ძალიან სახლიდან გავეყვანე, ნეტავ რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის წავყვებოდი თუ არა ეკლესიაში, რას გეგმავდა, რას ხლართავდა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული, სად უნდა მომხდარიყო რაღაც, აქ თუ იქ...
- ახლავე ჩავიცვამ, -კარადიდან კაბა გამოვიღე და მანანაც დამშვიდდა.
- ქვემოთ გელოდები, -უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან და კარი გაიხურა.
პირველ სართულზე რომ ჩავედი მთელი ოჯახი მზად დამხვდა, საზეიმოდ გამოწყობილები, ლამაზად დავარცხნილები, მომღიმარი სახეებით, თაკო მეუღლესთან ერთად, ბავშვები, მანანა...
- დილა მშვიდობის, კარგია რომ შენც მოდიხარ, -კოტე გულღიად მომესალმა და გამიღიმა, თან თაკოს გადახვია ხელი და საფეთქელზე ნაზად აკოცა, არ გამომპარვია მანანას მზერა, თაკოს ისე უყურებდა რომ არ მცოდნოდა რა კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ვიფიქრებდი რომ თვალის დასანახად ეზიზღებოდა, ასე იყო, ერთი შეხედვით თბილი, ტკბილი, მოსიყვარულე ოჯახი ჩანდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

ეზოდან ყველაზე ბოლოს გავედი, რამდენიმე ნაბიჯით ჩამოვრჩი ბავშვების უკან მიმავალ მანანას, ოლიას ეზოს რომ გავუსწორდი ხმაური მომესმა და შევჩერდი.
- შენ კიდევ აქ ხარ? მეგონა წახვედი, -ოლია საცოდავად გადმოღრეცილ ხის ღობეზე იყო გადმოკიდებული და ჩამქრალი ნაცრისფერი თვალებით შემომყურებდა.
- დილამშვიდობის, -მივესალმე და გავუღიმე თუმცა საპასუხოდ უმეტყველო სახე და ცივი მზერა მივიღე.
- რამდენ ხანს რჩები?
- ალბათ რამდენიმე დღე? რა ხდება?
- არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა.
- თქვენ არ მოდიხართ ეკლესიაში?
- არა მაგრამ, რაღაც უნდა გითხრა, აქეთ მოიწიე, -თავისკენ მანიშნა თხელი დანაოჭებული თითებით და თან მოსახვევისკენ გააპარა მზერა, მანანა უკვე აღარ ჩანდა.
- გისმენთ, -ლამის ტუჩებთან მივუტანე ყური, მხარზე ჩამეჭიდა, მეორე ხელით კი საღებავაქერცლილ ფიცარს დაეყრდნო.
- ფრთხილად იყავი შვილო, ძალიან ფრთხილად იყავი, წამითაც არ მოადუნო ყურადღება, ეკლესიიდან კი პირდაპირ სახლში წამოდი, რაც არ უნდა მოხდეს მაინც აქ დაბრუნდი კარგი?
ყურადღებით ვუსმენდი, ესე იგი მართალი ვიყავი როცა ვგრძნობდი რომ რაღაც ხდებოდა, ტყუილად არ მაიძულა მანანამ რომ ეკლესიაში გავყოლოდი, ოლიამ ყველაფერი იცოდა მაგრამ ბოლომდე არ მეუბნებოდა, თუმცა მაფრთხილებდა.
- რა ხდება, იქნებ უფრო გასაგებად მითხრათ, -ისე ვჩურჩულებდი ვითომ ვინმეს შეეძლო ჩვენთვის მოესმინა, თუმცა აქ მართლაც არაფერი იყო გამორიცხული, ხელი გამიშვა, ღობეს მოშორდა და მზერა გამისწორა.
- როცა ადამიანს ამდენი ხნის განმავლობაში პირსისხლიანი მგლების გარემოცვაში გიწევს ცხოვრება ნელ-ნელა სწავლობ თავის მოჩვენებას, ათასნაირი უცნაური ნიღბის ტარებას და სიჩუმის ფასს, -იმწუთას ჩემთვის გაუგებარი სიტყვები ჩაილაპარაკა, შებრუნდა და სახლისკენ გაუყვა ბილიკს...








თავჩაღუნული მივუყვებოდი ბილიკს, მტვრისგან ღია მონაცრისფროდ შეღებილ ერთ დროს ქათქათა თეთრ ნაჭრის, დაბალძირიან ფეხსაცმელს დავყურებდი, ახლა რომ ბაჩო ჩემს გვერდით ყოფილიყო აუცილებლად მისაყვედურებდა, ჩემი ბრტყელტერფიანობის გამო ასეთი ფეხსაცმლის ტარება საშინლად მტკენდა ფეხებს მე კი ჯიუტად ისევ და ისევ ვაგრძელებდი ჩაცმას, მიყვარდა, ვერ ველეოდი, ამის გამო ხშირად ვკამათობდით ხოლმე, ნეტავ რა იქნებოდა რომ სიჯიუტე რომელსაც ამ ფეხსაცმელთან მიმართებაში ვიჩენდი მასთან ურთიერთობაშიც გამომეჩინა, იქნებ ასე უბრალოდ არ უნდა დამეთმო ყველაფერი, იქნებ მეცადა გამეგო რა მოხდა, რატომ მოხდა, როდის, როგორ...
რა იქნებოდა რომ ადამიანებს ასეთი უკიდეგანო სიჯიუტე არ მოგვსდგამდეს, რა იქნებოდა უფრო მეტი თავშეკავების და მოთმინების უნარი დაგვყოლოდა დაბადებისას, რა იქნებოდა რომ...
- ეს რას შეცვლიდა? -უნებურად ხმამაღლა წამომცდა და შეშინებულმა მიმოვიხედე ირგვლივ, სრული ბედნიერებისთვის ისღა მაკლდა ვიღაცას საკუთარ თავთან მოსაუბრე დავენახე და გიჟად ჩავეთვალე, ისედაც უცნაურად მიყურებდნენ.
და მართლაც ჩემი მოთმინება რას შეცვლიდა, ბაჩო ისევ ისეთი მოღალატე დარჩებოდა მე კი... მე ალბათ მომიწევდა თავი მომეჩვენებინა რომ ყველაფერი რიგზეა და იდეალური ოჯახი მაქვს, ალბათ ასეც ვიზამდი დიდხანს რომ მეფიქრა ამ ყველაფერზე, რომ გავჩუმებულიყავი, იქ, მის გვერდით რომ დავრჩენილიყავი, ჩემდაუნებურად დავიწყებდი საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში რომ არანაირი კატასტროფა არ მომხდარა, იქნებ ისიც მეფიქრა რომ მე ვიყავი დამნაშავე, ალბათ საკუთარ თავში დავიწყებდი იმ მიზეზების ძებნას რის გამოც შეიძლებოდა ეღალატა, ეს მიზეზები თავისთავად გამოიწვევდა დანაშაულის გრძნობას, დანაშაულის გრძნობა კი მასთან დარჩენას მაიძულებდა, საბოლოოდ... საბოლოოდ საკუთარი თავის სიძულვილით დავასრულებდი, როცა მას არც კი ეცოდინებოდა მისი ერთ დროს საყვარელი მეუღლე როგორ და რატომ იქცა უსახურ, დეპრესიულ, ნერვიულ ქალად.

- ცოტა აუჩქარე შვილო სადაცაა დაიწყება წირვა, -მოსახვევში აშკარად ჩემი მომლოდინე მანანა გადამეღობა წინ, -სად იყავი, რატომ ჩამომრჩი.
- უბრალოდ ნელა მოვდიოდი, -უგემურად გავუღიმე და ჩვენსავით შეგვიანებულ, ორღობეში სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ხალხს გავხედე, რამდენიმე წუთში უკვე ეკლესიის ეზოში ვიდექით, ეკლესიაში შესვლა შეუძლებელი იყო, ეზოც სავსე იყო ხალხით, რაღაც მეუცნაურა, აქაურები ნამდვილად გამოირჩეოდნენ ღვთისმოსაობით მაგრამ ამდენი ხალხი არასდროს მყავდა ნანახი წირვაზე, ყველა დედაბუდიანად იყო მოსული, იდგნენ ჯგუფ ჯგუფად საგულდაგულოდ გატკიცინებულ ტანსაცმელში გამოწყობილები, ქალები თავშლით თავწაკრულები, მამაკაცები თეთრი პერანგებით, ყველას რაღაცის მოლოდინი ეხატა სახეზე...
- რა ხდება მანანა დეიდა? -ჩემს გვერდით მთავარსარდალივით ამაყად მდგარ ქალს ავხედე.
- რას გულისხმობ შვილო? -ჩვეული თბილი ღიმილით გამიღიმა.
- დღეს რამე დღესასწაულია? ამდენი ხალხი რატომ შეიკრიბა?
- ცოტაც დაელოდე და ყველაფერს ნახავ, -ეს იყო და ეს, მეტი არაფერი უთქვამს, ოდნავ მოშორებით მდგარი თავისი ოჯახისკენ წავიდა, ხალხში გავერიე, იმედი მქონდა რამე საინტერესოს გავიგებდი, ისეთი გრძნობა მქონდა რომ ამ სოფელში ერთადერთი ვიყავი ვინც არ იცოდა რა უნდა მომხდარიყო მაგრამ რომ მოხდებოდა და თანაც რაღაც უჩვეულო ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, თითქოს ყველა წინასწარ იყო ინფორმირებული და ახლა უბრალოდ სანახაობას ელოდნენ, დაკვირვებით მოვათვალიერე იქაურობა, ის იყო ეკლესიის კუთხეში ეულად მდგარი ჟორა შევამჩნიე და მისკენ წავედი რომ უნებურად მთელი ძალით შევეჯახე შესასვლელისკენ მიმავალ იოანეს.
- დილა მშვიდობის ლალა, -გულიანად გამიღიმა და მხარზე მეგობრულად მომითათუნა ხელი, მივიხედ მოვიხედე, მაგდა არსად ჩანდა, მიმიხვდა.
- მაგდა არ მოსულა, დილით ადრე ქვემოთ ჩავიდა ქალაქში, ბავშვები უნდა ამოიყვანოს, დედაჩემმა ვერ მოახერხა ამოსვლა და ქალაქში შეხვდება მაგდას, საღამოს შემოგვიარე, გაუხარდება.
- აუცილებლად მოვალ, -დავპირდი და ჟორასკენ გავაგრძელე სვლა, აღარსად ჩანდა, ხალხში გაჭირვებით გავიკვლიე გზა და კედელს გავუყევი, ეკლესიის უკანა ეზოში უზარმაზარი ქვის უკან მჯდომს მივაგენი, მიწაზე იჯდა, ზურგით ეყრდნობოდა ქვას, თვალები დახუჭული ჰქონდა, გვერდით მივუჯექი.
- მაინც მომაგენი, -თვალები არ გაუხელია ისე თქვა და სახეზე ძლივსშესამჩნევმა ღიმილმა გადაუარა.
- დახმარება მჭირდება, ვიცი რომ შეგიძლიათ ჩემი დახმარება, უბრალოდ ვერ ვხვდები ამას რატომ არ აკეთებთ, -პირდაპირ გადავედი შეტევაზე, არავისთან არაფერი აღარ მქონდა დასამალი, ბოლოს და ბოლოს სიმართლე დღის სინათლეზე უნდა გამოსულიყო.
- წირვა უკვე დაიწყო, -სიტყვის ბანზე აგდება სცადა.
- დამეხმარეთ, -არ ვაპირებდი დანებებას.
- მე როგორ უნდა დაგეხმარო შვილო, -ძლივს ნათქვამ სიტყვებს გულიანი ოხვრა ამოაყოლა თან.
- პირველად რომ შევხვდით მითხარით რომ უთქვენოთ ამ სოფლის თავზე ჩიტიც კი ვერ გადაიფრენდა, დარწმუნებული ვარ მართლაც ასეა, თქვენ რაღაც იცით, იცით რა შეემთხვა იმ საწყალ გოგოს, იცით ვინ არის დამნაშავე, ხომ ასეა?
არაფერი უთქვამს, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და მეც მასთან ერთად ავდექი, მზერა გამისწორა, ვხვდებოდი როგორ ყოყმანობდა, თვალებში სისველე ედგა და კიდევ რაღაც ისეთი რამაც თავით ფეხამდე შემზარა, რა იყო ეს, დანაშულის გრძნობა? სინანული? რის თქმას ცდილობდა, ნეტავ რავ ხდებოდა ახლა მის გონებაში, მისი საკუთარ თავთან ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ჯოხი რომელსაც ეყრდნობოდა მაღლა ასწია და ეკლესიისკენ გაიშვირა.
- დაგაგვიანდა, დაიწყო, უკვე ძალიან გვიანია, ყველაფერი მორჩა.
მის ხელს გავაყოლე თვალი, აშკარა იყო რომ წირვის დაწყებას არ გულისხმობდა, სუნთქვა ამიჩქარდა როცა ეკლესიის ეზოში ჩოჩქოლი ატყდა, ყვირილის და გინების ხმები გაისმა, ნაბიჯი გადავდგი თუ არა ჟორა მკლავში მწვდა და შემაჩერა.
- არ წახვიდე, ახლა მამა იოანეს ვერაფრით დაეხმარები.
- ახლავე გამიშვი, უნდა ვნახო რა ხდება, რა სჭირს იოანეს, -გამწარებულმა გავიწიე თუმცა მთელი ძალით ჩაფრენილი ჟორა არაფრით მომეშვა.
- პოლიციაა მოსული მის წასაყვანად.
- პოლიცია? რატომ, რის გამო, რა დააშავა?
- იმ გოგონას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი რომლის გამოც ამ სოფელში ჩამოხვედი, დიდი ხანია რაც ააქაურების უმეტესობამ ყველაფერი იცის.
- რა, რა იციან? -გამშრალი ტუჩებიდან ძლივსძლივობით დამცდა ორიოდე სიტყვა.
- ის რომ მწერალი არ ხარ, ის რომ ამ სოფელში ანას გამო ჩამოხვედი და ის რომ მამა იოანე ცივსისხლიანი მკვლელია, -ამოიოხრა და ისეთი თვალებით შემომხედა აშკარა იყო თავისივე სიტყვების არ სჯეროდა, ერთხანს ასე დაჟინებით მიყურებდა და მერე თვალი ამარიდა, ერთ ადგილზე გაშეშებულს.
- წადი ლალა, გაიქეცი, მათ უნდა მიასწრო და მისი ცოლშვილი გადაარჩინო, იქ მიდიან, ეს ბრბო იმ ქალს და ბავშვებს ისე გამოწვამს სახლში თვალსაც კი არ დაახამხამებენ, მათ არაფერი იციან, უნდა გააფრთხილო, უნდა გადაარჩინო.
- რას ამბობთ, -ჯერ კიდევ ვერ ვახერხებდი იმ ყველაფრის აღქმას რაც ხდებოდა, ყველაფერი ერთბაშად დამატყდა თავს და ჩემი გადაღლილი გონება ვეღარ ახერხებდა მოვლენებს დასწეოდა, ღმერთო ჩემო, რა ბრმა ვიყავი, ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა, დაიგეგმა და განხორციელდა მე კი საერთოდ ვერაფერი შევამჩნიე, მთელმა სოფელმა იცოდა რაც უნდა მომხდარიყო, გამასულელეს, ზურგს უკან დამცინოდნენ და თან თავიანთ შავბნელ გეგმას ხლართავდნენ, აქ სეირის საყურებლად მოვიდნენ, ნეტავ ვინ დაჯერა ეს ვითომ ღვთისმოსავი ბოღმით გულგასიებული ფარისეველი ბრბო რომ საკუთარი ხელით უნდა აღასრულონ სამართალი, ვინ არის ამ ყველაფრის სათავეში...

- იჩქარე ლალა, ცოტა დრო გაქვს, -სუსტმა ნიავმა ძლივსგასაგონი სიტყვები მოიტანა ჩემამდე და თვალები ცრემლებით ამევსო, უღონობის და უძლურების შეგრძნებამ მარწუხივით წამიჭირა ყელში, ანა იყო, ჩემს გაფრთხილებას ცდილობდა, ამჯერად არსად ჩანდა თუმცა მისი ხმა ჩამესმოდა, მთხოვდა რომ წავსულიყავი და იოანეს ცოლშვილს დავხმარებოდი.
- უკანა ჭიშკრიდან გადი, ორღობეს დაუყევი და მერე მარჯვნივ გადაუხვიე, სწრაფად, გაიქეცი, -ჟორამ მთელი ძალით მიბიძგა მხარზე, აღარ მიყოყმანია, სირბილით გავუყევი გზას, მთელი ძალით გავრბოდი, გულამოვარდნილი, გონებაარეული, შეშლილი... მივრბოდი და თვალწინ პატარა საყვარელი ტყუპები და ორსული მაგდა მედგა, ნუთუ შეეძლოთ მათთვის რამე დაეშავებინათ, ნუთუ შეეძლოთ...
აშკარად ძალიან ვჩქარობდი, მაგდას იოანეს სახლთან რომ მივაღწიე ჯერ ახლომახლო არავინ ჩანდა, შევჩერდი და მუხლებს ხელისგულებით დავეყრდენი რომ როგორმე სუნთქვა დამერეგულირებინა, შევყურებდი სიმწვანეში ჩაფლულ პატარა სახლს და ჩემს თავზე ვბრაზობდი რომ თავიდანვე ვერ მოვიფიქრე პოლიციისთვის დამერეკა, აკანკალებული თითებით ავკრიფე 112 და ჭიშკარი შევაღე.
სახლის კარი ღია დამხვდა, არ დამიკაკუნებია ისე შევაბიჯე, თვალცრემლიანი მაგდა არეულ მისაღებში იჯდა და მტირალი ტყუპების დამშვიდებას ცდილობდა, დამინახა თუ არა ჩემკენ გამოიქცა და ჩამეხუტა, მხრები უცახცახებდა.
- რა კარგია რომ მოხვედი ლალა, მეც ცოტა ხნის წინ დავბრუნდი, ყველაფერი ასე დამხვდა, ჩვენმა მეზობელმა ლეილამ მითხრა რომ მოწმეების თანდასწრებით გაუღია პოლიციას ჩვენი სახლი, ჩხრეკა ჩაუტარებია, იოანეს დასაპატიმრებლად წავიდნენო, რა უნდათ მისგან, რაში ადანაშაულებენ, ჩემი იოანე ისეთია ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს, ასეთი რა უნდა ჩაედინა, რა ხდება ლალა, ახლა რა უნდა ვქნა, რა უნდა გავაკეთო.
არეული იყო, დაბნეული, შეშინებული აცეცებდა თვალებს ირგვლივ, ვერ გაეგო რა ხდებოდა მათ თავს და ჩემგან მოელოდა შველას, ბავშვებს ხელი ჩავჭიდე და კარისკენ ვუბიძგე.
- ყველაფერს აგიხსნი მაგდა ოღონდ ახლა აქედან უნდა წავიდეთ, რაც შეიძლება მალე უნდა მოვშორდეთ აქაურობას, ამ სახლში ყოფნა თქვენთვის უსაფრთხო არ არის.
- რას ამბობ, სად უნდა წავიდე? -გაკვირვებულმა შემომხედა დიდი ცრემლიანი თვალებით, -არსად წასვლას არ ვაპირებ, იოანე რომ დაბრუნდება აქ უნდა დავხვდე.
- იოანე არ დაბრუნდება მაგდა, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში ნამდვილად არა, -ძალიან გამიჭირდა ამ სიტყვების თქმა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, -უნდა წავიდეთ თორემ ცოტა ხანში მთელი სოფელი აქ იქნება, მოდიან, მოდიან რომ...
- რისთვის, რისთვის მოდიან? -ხავილისმაგვარი ხმა აღმოხდა გაფითრებულს.
- იმისთვის რომ აქაურობა გადაწვან და მიწასთან გაასწორონ, სწრაფად, გამომყევით, უნდა გავასწროთ, -ლამის ძალით წავიყვანე ბავშვები გასასვლელისკენ, მაგდა მთვარეულივით მოგვყვა უკან, მის სახეზე არაფერი, საერთოდ არაფერი არ იკითხებოდა, იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული რომ გაიგო რაც ვუთხარი, მე და ბავშვები სირბილით ჩავედით ეზოში, კიბეებს ჩავცდით თუ არა ჭიშკარი გაიღო...

რატომღაც არ გამკვირვებია რაც დავინახე, სახეშეშლილ, გავეშებულ ბრბოს წინ მარინა მოუძღოდა, შვილიშვილები გვერდით ამოეყენებინა უკან კი კოტე და თაკო მოყვებოდნენ, შემზარა მათმა სახეებმა, მათმა თვალებმა, ჯოჯოხეთური ცეცხლით ანთებულმა და ბოროტებით სავსემ, თვალს არც კი ახამხამებდა მანანა ისე მიყურებდა, ძლივსსამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, გამარჯვების ღიმილი, თითქოს ნიშნს მიგებდა, თითქოს ამ ღიმილით მეუბნებოდა რომ მომიგო, მომატყუა, გამაცურა და ახლა საბოლოოდ ზეიმობდა გამარჯვებას, ხალხს გადავხედე, დაძაბულები დაჭიმულები იდგნენ, მომართული ჩახმახივით, ფითილივით რომელსაც ერთი პატარა ნაპერწკალი სჭირდება რომ აალდეს.
- სახლში შედით და კარი დახურეთ, -ბავშვებს ხელი გავუშვი და უკან ვუბიძგე, კიბის ძირში გაშეშებულ გაფითრებულ მაგდას შევავლე თვალი რომელიც აშკარად არ იყო სააქაოს, პოლიცია კი როგორც ყოველთვის ახლაც აგვიანებდა, -სახლში შედით არ გესმით? -ვიყვირე და კეფაზე ისეთი საშინელი ტკივილი ვიგრძენი სიმწრისგან ვიყვირე, წავბარბაცდი, ვიგრძენი თბილი ბლანტი სითხე როგორ ჩამომეღვარა კისერში, შევბრუნდი, ამის დანახვას ყველაფერი მერჩივნა...




ფერდობიდან გადავყურებდი ტბას რომელშიც ჩამავალი მზის სხივები ირეკლებოდა და ათასფრად ციმციმებდა, ირგვლივ სასიამოვნო სურნელი იდგა, ვერაფრით ვიხსენებდი რომელ ყვავილს ჰქონდა ასეთი დამათრობელი და ტბილი არომატი, ყველაფერი ძალიან ნაცნობი იყო, წითელი ნავი ნება ნება ტივტივებდა ტალღებზე, ნაცრისფერი ქვიშით მოფენილ ნაპირზე იჯდა ანა, მუხლები მოხრილი ჰქონდა, იდაყვებით ეყრდნობოდა, იდაყვებზე კი ნიკაპი ჰქონდა ჩამოდებული, თბილი ნიავი უწეწავდა ზურგზე ჩამოშლილ თმას, მივუახლოვდი და მის გვერდით დავჯექი ფეხმორთხმით, თავი ასწია და შემომხედა, ულამაზესი იყო, ვარდისფერი ღაწვები და დიდი წყლიანი თვალები ჰქონდა.
- აქ რას აკეთებ ლალა, -თითქოს გაიკვირვა ჩემი დანახვა, წარბები შეჭმუხნა და დაკვირვებით შემათვალიერა.
- შენი ნახვა მინდოდა, ამიტომ მოვედი, თურმე სად ყოფილხარ არადა ყველა შენ გეძებს, -გავუღიმე თუმცა მისგან საპასუხოდ იგივე რეაქცია ვერ მივიღე.
- აქ არ უნდა იყო, არ შეიძლება, ჯერ არა, ახლა არა ლალა, უნდა წახვიდე, უნდა დაბრუნდე გესმის? გელოდებიან, ყური დაუგდე, მოუსმინე.
- რას ამბობ ვერ ვხვდები.
- თვალები დახუჭე, დახუჭე და მოუსმინე.
თვალები დავხუჭე გონება დავძაბე, უცნაური გრძნობა მქონდა, ისეთი თითქოს მართლა არ უნდა ვყოფილიყავი აქ, ოღონდ არ მახსოვდა რატომ, არც ის მახსოვდა ვინ ვიყავი და ანას საიდან ვიცნობდი, ერთადერთი რამ ვიცოდი, ვეძებდი, ვიპოვე და უნდა წამეყვანა.

- ლალა, ლალა, გამოფხიზლდი, თვალები გაახილე, გემუდარები ასე ნუ მომექცევი, არ დამტოვო, -სადღაც შორიდან ჩამესმოდა ძალიან, ძალიან ნაცნობი ხმა.
- ბაჩო? -თვალები გავახილე და ანას მზერას შევეფეთე, ვცდილობდი გამეხსენებინა ვინ იყო ბაჩო რატომ მახსოვდა მისი სახელი, მისი ხმა, რატომ ვგრძნობდი უსაშველო მონატრებას...
- ხომ გითხარი ლალა, უნდა დაბრუნდე, იქ გელიან აქ კი...
- აქ? ეს რა ადგილია? -ახლაღა დავიწყე იმის გააზრება რომ რაღაც ისე არ იყო.
- ეს ის ადგილია სადაც შენ არ უნდა იყო, მაპატიე ჩემს გამო ბევრი ცუდი რამ შეგემთხვა, -დანანებით გადააქნია თავი და ამოიოხრა, მე კი თითქოს მის ამ სიტყვებს ველოდებოდი ჩემს გონებაში ერთბაშად გაცოცხლდა მოგონებები.
ბაჩო და ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, როგორი ბედნიერები ვიყავით, გაშეშებული ვიჯექი, ჩემს გონებაში საოცარი სისწრაფით ენაცვლებოდა კადრები ერთმანეთს, ჩვენი თანაცხოვრების წლები, გაცივებული ურთიერთობები, ანას გამოჩენა, ბაჩოს ღალატი, ჩემი წასვლა სახლიდან, იდუმალებით სავსე სოფელი... თავი ამტკივდა, საფეთქლები გამიხურდა როცა გამახსენდა როგორ ვიდექი გავეშებული ბრბოს წინ თავგასისხლიანებული, როგორ ეკავათ მანანას შვილიშვილებს ხელში ჩემს ჩასაქოლად მომზადებული ქვები, როგორი ანთებული თვალებით მიყურებდნენ, არანაირი დანაშაულის გრძნობა, არანაირი შეცოდება, არანაირი ყოყმანი არ ჩანდა მათ მზერაში, გამახსენდა როგორ მოუწოდებდა მანანა ხალხს რომ მკვლელის სახლისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ, როგორ გაჰკიოდა რომ მე დაწყევლილი ვიყავი და მთელი სოფლისთვის წარმოვადგენდი საფრთხეს, ტყუპების შესაბრალისი ტირილი მახსოვდა, მაგდას წაშლილი გაფითრებული სახე, პოლიციის სირენების ხმა, ბაჩო ფორმაში გამოწყობილი, ჯავშანჟილეტით...
- ღმერთო ჩემო, იოანე, მაგდა, ბავშვები, -გამწარებული წამოვხტი ფეხზე, ანაც ადგა, ჩემდა გასაკვირად იღიმოდა.
- მშვიდად, მშვიდად, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, კარგად არიან, მაგდაც და ბავშვებიც.
- იოანე? ის...
- უნდა დაეხმარო ლალა, ის დამნაშავე არ არის, შენც ხომ იცი რომ ასეა, ახლა იოანეს სჭირდება შენი დახმარება.
- შენ იცი ვინ არის მკვლელი, ყველაფერი იცი, რატომ არ მეუბნები, -ამოვიტირე და მისი სახისკენ წავიღე აცახცახებული თითები, თავი ამარიდა, ჩამავალ მზეს მიაპყრო აცრემლიანებული თვალები.
- მე უკვე გითხარი ვინც არის ყველაფერში დამნაშავე, ყველაფერი მოგიყევი, შენ მხოლოდ ის დაგრჩენია რომ ფაზლის ნაწილები ერთმანეთს დაუკავშირო, სულ ცოტა დაგრჩა, უბრალოდ დაფიქრდი, გააანალიზე...
- ვფიქრობ, ვფიქრობ მაგრამ... ჯანდაბა ეს ყველაფერი ძალიან ძნელია, მეტი აღარ შემიძლია, -მთელი ხმით ვიყვირე და თავისთავად დამინამა სახე ცრემლებმა.
- დრო ბევრი გაქვს ლალა, უკვე აღარაფერია საჩქარო, დაისვენებ და შენს გონებაშიც ყველაფერი დალაგდება, საბოლოოდ ყველა იმას მიიღებს რასაც იმსახურებს, შენ კი ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ფიქრობდე და მასზე, უნდა გაუფრთხილდე, -ნაზად შემახო ხელი მუცელზე და სევდიანად გამიღიმა.
-
- მადლობა ღმერთს გამოფხიზლდი და კარგად ხარ, -დაბინდული მზერით ძლივს ვარჩევდი ჩემს თავთან დახრილ სილუეტს.
- ბაჩო... ბაჩო აქ ხარ? მგონი მეჩვენები, -ძლივს ვლაპარაკობდი, ყელი მეწვოდა, პირი გამშრალი მქონდა, ორიოდე სიტყვის თქმაც კი მღლიდა.
- არ გეჩვენები, აქ ვარ საყვარელო, როგორც იქნა გიპოვე, -დაიხარა და ნაზად შემეხო ტუჩებზე, ახლა უკვე კარგად ვარჩევდი მის სახეს, დაღლილი ჩანდა, ნანერვიულები, უძინარი, უპეები ჩაშავებული ჰქონდა, წვერგაუპარსავი იყო, გამხდარი, ახლაღა ვხვდებოდი თურმე როგორი მონატრებული მყავდა, არაფერი აღარ მაინტერესებდა, არც მისი ღალატი, მხოლოდ ის მინდოდა რომ არ წასულიყო და მარტო არ დავეტოვებინე, თავს ძლივს მოვერიე რომ არ ავტირებულიყავი.
- სად ვარ? აქ რას აკეთებ, როგორ მომაგენი? -ერთბაშად მივაყარე კითხვები და მერეღა გამახსენდა რომ იქ ვნახე, მაგდას ეზოში, პოლიციელის ფორმა ეცვა.
- მშვიდად, ბევრს ნუ ილაპარაკებ, -ხელზე ჩამჭიდა ხელი, საწოლზე ჩამოჯდა და მზრუნველად შემისწორა ბალიში, -საავადმყოფოში ხარ, კიდევ კარგი პოლიციამ დროზე მოგისწროთ.
- პოლიციამ?
- ჰო, როგორც მითხრეს შენ დაგირეკავს, მაშინ მოვიდნენ როცა უკვე სახლის გადაწვას ცდილობდა ის ხალხი, რამდენიმე დააპატიმრეს კიდეც...
- მაგდა? ტყუპები? -მოუთმენლად შევაწყვეტინე სიტყვა.
- ნუ გეშინია, კარგად არიან, შენ კი როგორც ყოველთვის ყველაზე ფიქრობ საკუთარი თავის გარდა, დამშვიდდი, დაისვენე, როგორც კი გამოკეთდები აქედან წასვლას და სახლში დაბრუნებას შევძლებთ მერე კი მოგვიწევს სერიოზულად ვილაპარაკოთ, -სუსხი შეეპარა ხმაში, ოდნავშესამჩნევი ბრაზი და ტკივილი, სახე მოეღუშა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე.
- ის შემთხვევა რომ არ მომხდარიყო გამოჩენას არ აპირებდი? იცი როგორ გეძებდი, ერთი წუთიც კი არ მიძინია მას შემდეგ ნორმალურად რაც შენ წახვედი, ყველგან გეძებდი, არავინ არაფერი არ იცოდა, უგზოუკვლოდ გაუჩინარდი, ვფიქრობდი, მთელი დღები ვფიქრობდი ისეთი რა დავაშავე რომ ასე მომექეცი, ვერ ვხვდებოდი რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ როცა გუშინ ექიმმა მითხრა რომ ორსულად ხარ... ამიტომ გადაწყვიტე ჩემგან გაქცევა? ნუთუ მართლა გინდოდა ჩემთვის ჩემი პატარა დაგემალა, -მუცელზე ფრთხილად დამადო თითები და ისეთი სევდიანი მზერით შემომხედა გულში მტკივნეულად შემეკუმშა რაღაც, ჩემი სიზმარი გამახსენდა, ანა მეუბნებოდა რომ უნდა გავფრთხილებოდი, ანუ მე... ღმერთო ჩემო, მე...
- ორსულად ვარ? არ ვიცოდი, გეფიცები არაფერი არ ვიცოდი, ეს რომ მცოდნოდა, მე... -ცრემლებით ამევსო თვალები და ავცახცახდი, უნდა დამიჯერო, მე მართლა...
- მჯერა, დამშვიდდი, მჯერა, -ორივე ხელში ჩემი სახე მოიქცია და ღიმილით ჩამხედა თვალებში, -შენი მჯერა ლალა, დამშვიდდი.
- ყველაფერს აგიხსნი გეფიცები, არ მინდოდა ასე გამოსულიყო, უნდა წავსულიყავი, იძულებული ვიყავი, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, ყველაფერს მოგიყვები, -სლუკუნ სლუკუნით გაუგებრად ვბუტბუტებდი თუმცა ვიცოდი ყოველი სიტყვა ესმოდა, ცალი ხელით სახეზე მეფერებოდა მეორეს კი ჩემს მუცელს არ აშორებდა, არ მჯეროდა, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რომ დედა უნდა გავმხდარიყავი, ის კი მამა.
- მენატრებოდი ლალა, სიგიჟემდე მენატრებოდი, მიყვარხარ, მიყვარხარ გესმის? -ცრემლით სველი სახე დამიკოცნა ცხელი ტუჩებით, -რაც არ უნდა მომხდარიყო, რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ, მე შენ და ეს პატარა წერტილი...
- შევძლებთ? -იმედის პატარა ნაპერწკალი გაკრთა ჩემს ხმაში, თავი დამიქნია.
- რათქმაუნდა შევძლებთ.
ისეთი ხმა ჰქონდა, ისეთი დარწმუნებული ჩანდა საკუთარ თავში უნებურად მეც გადმომედო მისი ასეთი ოპტიმიზმი, იქნებ მართლა იყო შესაძლებელი რომ...
- ბევრს ნუ იფიქრებ კარგი? ახლა სიმშვიდე გჭირდება, დრო ბევრი გვაქვს, ვილაპარაკებთ, ყველაფერს გავარკვევთ და მოვაგვარებთ, -უკიდეგანო სიმშვიდე იღვრებოდა მისი ყოველი სიტყვიდან, ჩემდაუნებურად მოვდუნდი და დავმშვიდდი.
- როგორ მიპოვე? -ახლაღა გამახსენდა რომ მისთვის არ მიკითხავს როგორ აღმოჩნდა ჩემს გვერდით, რატომღაც გაეღიმა.
- ჰოო, ეს ცოტა არ იყოს უცნაური ისტორიაა.
- მერწმუნე იმაზე უცნაური არ იქნება რაც მე გადამხდა თავს...

- მაპატიეთ თუ მყუდროებას გირღვევთ მაგრამ სალაპარაკო მაქვს ძმაო, -სასიამოვნო, ოდნავ ხრინწგარეული ხმით უცერემონიოდ, უხეშად შეგვაწყვეტინეს საუბარი, წამოვიწიე და კარისკენ შევბრუნდი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ღია კარში მდგარი ბაჩოს მსგავსი მამაკაცი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი მისი ასლი დავინახე, იდგა პოლიციის ფორმაში გამოწყობილი, ერთი ხელით ჩარჩოს ეყრდნობოდა, მეორე ხელით ნერვიულად იჩეჩავდა თმას და ისე საყვარლად იღიმოდა...




ვერანდაზე ვიჯექი პლედშემოხვეული, შუადღე იყო და მზე მთელი ძალით აცხუნებდა თუმცა რატომღაც ძალიან მციოდა, წინ ხილის წვენით სავსე ჭიქა მედგა, ჩემს წინ ორადგილიან რბილ სავარძელში ბაჩოს ორეული იჯდა იმ ქერათმიან ქალთან ერთად ერთ დროს მის დახრჩობაზე და ნაწილ-ნაწილ აკუწვაზე რომ ვოცნებობდი.
- მართლა იეჭვიანე ჩემზე? -გულიანად გადაიკისკისა და გვერდით მჯდომს მიუბრუნდა, -გიო მართლა ბაჩო ეგონე? საწყალი ბაჩო როგორ ეძებდა, ლალას კი ეგონა რომ ღალატობდა, ისე რა დამთხვევაა რომ მაინცდამაინც ჩვენ დაგვინახა.
- მაგ საწყალ ბაჩოს გრძელი ენა აქვს და შენც სხვათაშორის, -მოღუშულმა შევხედე გიორგის.
- მაპატიე, არ მინდოდა მეთქვა მაგრამ ნათია არ მომეშვა, წუხელ სულის ამოხდამდე მაწამა, რომ იცოდე რა ხერხებს იყენებს ხოლმე... -მხრები აიჩეჩა და საცოდავი უპატრონო კნუტის თვალებით შემომხედა, თან თითებს მოუსვენრად დაატარებდა სირცხვილისგან გაწითლებული ნათიას თეძოზე და ცდილობდა მისი მოქმედებით გამოწვეული ნათიას რეაქციების გამო ტკბობა არ შეტყობოდა, უკვე ორი კვირა იყო რაც ვიცნობდი, ეტყობოდათ რომ სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ, ნათია უგონოდ იყო მასზე შეყვარებული გიორგი კი... ჯერ კიდევ ვერ გამეგო როგორი ადამიანი იყო, რას ფიქრობდა, რას გრძნობდა, რა მიზნები ჰქონდა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ბაჩოს თუმცა გარეგნობის გარდა არაფერი ჰქონდათ ტყუპებს საერთო, გიორგი ბაჩოს საპირისპირო ვერსია იყო, თავქარიანი, მხიარული, მანიპულატორი მექალთანე.
- ალბათ ბაჩოც მოვა მალე, -ტელეფონზე საათს დავხედე და გაოცებულს კინაღამ ხელიდან გამივარდა, მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი.
- რა გჭირს კარგად ხარ? -გიორგი წამსვე დასერიოზულდა, ნათიას წვალებას თავი ანება და მე მომაპყრო მზერა, ცდილობდა გაეგო რა მჭირდა.
- არაფერია, კარგად ვარ, -უდარდელად გაღიმება ვცადე თუმცა ვიცოდი მაინც ვერაფერს გამოვაპარებდი, ბოლოს და ბოლოს ტყუილად ხომ არ იყო ცნობილი გამომძიებელი, ამ გარეგნული მხიარული და თავქარიანი ხასიათის მიუხედავად ყოველთვის ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა.
- არა მგონია კარგად იყო, სულ მთლად გაფითრდი, -თვალები მოჭუტა და ჩემს ტელეფონს დახედა.
- უბრალოდ რაღაც გამახსენდა, ეს არის და ეს, წავალ წამოვწვები, -წამოვდექი და ისე რომ მის პასუხს აღარ დავლოდებივარ შესასვლელისკენ წავედი, საძინებელში შევედი თუ არა, მაშინვე საწოლზე ჩამოვჯექი და შეტყობინება გავხსენი, ლევანი მწერდა, ბოდიშს მიხდიდა, მეუბნებოდა რომ შეცდა, რომ თურმე ყველაფერი ისე არ ყოფილა როგორც ეგონა, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა, რომ აუცილებლად უნდა ვენახე და დამლაპარაკებოდა.

საწოლზე გულაღმა დავწექი და თვალები დავხუჭე, დღეს ორი კვირა ხდებოდა მას შემდეგ რაც საავადმყოფოში გავახილე თვალები, ბაჩომ მეორე დღესვე წამომიყვანა სახლში, არ მავიწყდება და ალბათ ვერასდროს დავივიწყებ იმას თუ რა ვიგრძენი მაშინ როცა გავიგე რომ ის ვინც იმ დღეს დავინახე ბაჩო არ ყოფილა და მას ჩემთვის არ უღალატია, კიდევ ერთი საოცარი ამბავი ჩემი ორსულობა იყო, მე და ბაჩოს მალე პატარა გვეყოლებოდა, ნანატრი შვილი, ალბათ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა თუ შევძლებდი და საბოლოოდ გავთავისუფლდებოდი იმ კოშმარებისგან რომლებიც არ მასვენებდნენ.
იმ საქმის გამოძიება რაც სოფელში მოხდა გიორგის ებარა, მეც რამდენჯერმე ვიყავი დაკითხვაზე როგორც ერთ-ერთი მოწმე და დაზარალებული, რათქმაუნდა ფიქრადაც კი არ გამივლია გიორგისთვის ან თუნდაც ბაჩოსთვის სიმართლე მომეთხრო, რომ მეთქვა რის გამოც ვიყავი იქ, ყველა გიჟად ჩამთვლიდა, ვერც ვერავის გავამტყუნებდი, ვინ დაიჯერებდა რომ მოჩვენებას ვხედავდი და მის მითითებებს მივყვებოდი, ამიტომაც იძულებული გავხდი, სუსტი, ემოციურად გაუწონასწორებელი ქალის სახე შემექმნა ჩემგან, ბაჩოს დღემდე ეგონა რომ როცა ვიფიქრე მღალატობდა მისგან გავიქეცი და იმ სოფელში უბრალოდ ვისვენებდი, ვფიქრობდი, გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობდი, მერე უბრალოდ, შემთხვევით დავუმეგობრდი მაგდას და შემდეგ ის მოხდა რაც მოხდა.
როცა პოლიციაში ეს ყველაფერი მეორედ მომაყოლეს და მითხრეს რომ ჩემთან არანაირი საქმე აღარ ჰქონდათ, გიორგიმ გამომაცილა, განყოფილების ეზოში ველოდით ბაჩოს რომელიც ჩემთვის წვენის საყიდლად იყო წასული, ხის სკამზე ვისხედით გვერდიგვერდ.
- დარწმუნებული ხარ რომ მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? -თბილი დამტკბარი ხმით მკითხა და არც გულითადი ღიმილი დავიწყნია, დაეჭვებულმა შევათვალიერე, შეუძლებელი იყო რაღაც ეეჭვა, როგორ უნდა გაერკვია იქ რისთვის ვიყავი, ვინ იცოდა რას ვეძებდი, ლევანმა, მამა იოანემ და ჟორამ, სხვამ ვინ? ნეტავ რომელს ესაუბრა...
- შენი ასეთი ჩაფიქრება იმას ადასტურებს რომ არ ვცდები და მართლაც მალავ რაღაცას, -ამჯერად აღარ იღიმოდა, ხმაც უფრო ცივი და მკაცრი ჰქონდა, გამეღიმა.
- არაფერს ვმალავ, ხომ იცი რატომაც ვიყავი იქ, მე და ბაჩოს კარგა ხანია დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, მერე შენ და ნათია დაგინახეთ და...
- ეს ლეგენდა სხვას მოუყევი, -უხეშად შემაწყვეტინა სიტყვა, ვიცი რომ მხოლოდ ამის გამო არ წასულხარ იქ, იცოდე ლალა, თუ ამ საქმის შესახებ ინფორმაცია გაქვს და მალავ...
- შენ რა ცდილობ რომ დამემუქრო? -გაბრაზებულმა ავზიდე წარბები მაღლა, კიდეც რომ მქონდეს ინფორმაცია და დავმალო საინტერესოა რას გააკეთებ, დამაპატიმრებ?
ერთხანს მოღუშული მიყურებდა და ცდილობდა სერიოზული გამომეტყველება შეენარჩუნებინა მერე კი თავშეუკავებლად ახარხარდა.
- რა საყვარელი ხარ, -მითხრა როგორც კი სული მოითქვა, -არ მიკვირს ჩემი ძმა ასე რომ გიჟდება შენზე, ჭკვიანი ხარ ლალა, ძლიერი და რომ იცოდე სულაც არ მჯერა ის ისტორია ასე ადვილად რომ დააჯერე ბაჩოს.
- რომელი ისტორია?
- საწყალ დეპრესიულ ქალზე რომელიც სადღაც გადაკარგულ სოფელში წავიდა დასასვენებლად და გულის გადასაყოლებლად, ამის არ მჯერა, იცოდე ისევ შენთვისვე იქნება უკეთესი თუ რამე იცი და პოლიციას დაეხმარები.
- ვერ ვხვდები მეტი რაღა გინდათ, ხომ ყველაფერი მორჩა, რაღას იძიებთ?
- ერთი შეხედვით ისე ჩანს რომ აღარაფერია გამოსაძიებელი, პოლიციამ ტბაში ანას ცხედარი იპოვა და კიდევ სამი სხვა გოგონასი რომელთა ვინაობის დადგენასაც ვცდილობთ, სამხილები რომელიც სახლის და ეკლესიის ჩხრეკისას აღმოვაჩინეთ, სრულიად საკმარისია იმისთვის რომ დამნაშავემ მთელი ცხოვრება გისოსებს მიღმა გაატაროს თუმცა არის რამდენიმე წვრილმანი რაც სხვათა თვალისთვის შეუმჩნეველია მაგრამ მე არ გამომპარვია, რამდენიმე დეტალი ერთმანეთს არ ემთხვევა, სოფლის მაცხოვრებლებიც საგულდაგულოდ მალავენ ყველაფერს, ლამისაა ძალით ამოვგლიჯოთ ხალხს სიტყვები პირიდან, ასეთი არაფერი მინახავს, ცდილობენ ჭკუიდან შემშალონ, განსაკუთრებით ის ოჯახი მაფიქრებს შენ ვისთანაც ისვენებდი.
- მათ რაღა სჭირთ? -დაინტერესებულმა ვცქვიტე ყურები, ნეტავ თუ რამე იეჭვა გიორგიმ, მე ისიც კი არ მითქვამს რომ მანანამ აიძულა შვილიშვილებს ჩემთვის ქვები ესროლათ.
- მთელი ოჯახი ზედმეტად იდეალურები არიან, საეჭვოდ იდეალურები, -მოღუშულმა გადააქნია თავი, რაღაცას მალავენ, ყველა რაღაცას მალავთ მათ შორის შენც და ის მღვდელიც.
- იოანე დამნაშავე არ არის, -ჩემდაუნებურად ხმამაღლა წამოვიყვირე და მერე პირზე ავიფარე ხელი, თუმცა უკვე გვიან იყო, გიორგის მტაცებელი ცხოველივით აენთო თვალები.
- ამაში ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ, საინტერესოა როდის მოახერხე მისი ასე ახლოს გაცნობა რომ სახელით მოიხსენიებ და თანაც მისი უდანაშაულობის გჯერა, რა ურთიერთობა...
- აი მეც მოვედი, -ზუსტად საჭირო დროს გამოჩენილმა ბაჩომ ცივი წვენი მომაწოდა და წამოდგომაში დამეხმარა, გიორგის აღარაფერი უთქვამს, ღიმილით დაგვემშვიდობა და როცა ავტომობილის ფანჯრიდან გავხედე უძრავად მდგარს, მოჩვენებითი მუქარით დამიქნია თითი.
-
ძილბურანში მყოფი ნაცნობ სურნელს და სხეულის სითბოს ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ ფრთხილად დაატარებდა ჩემს თმაში თითებს და დროდადრო როგორ ნაზად მიკოცნიდა სახეს, ბედნიერებით და სიმშვიდით მავსებდა მისი სიახლოვე, გაღიმებულმა გავახილე თვალები, ჩემს გვერდით იყო წამოწოლილი და ზემოდან დამყურებდა აწყლიანებული თვალებით, მაისის ქვეშ შემიცურა ხელი და მუცელზე გადამისვა, ტანზე ბუსუსებმა დამაყარა, გაეღიმა.
- როგორ ხარ? თავს კარგად გრძნობ?
- დასვენება მინდოდა ცოტა ხნით და ჩამძინებია, გიორგი და ნათია მარტო დავტოვე ვერანდაზე.
- არაფერი უჭირთ, უკვე გავაცილე, შეგვიძლია ერთად გავაგრძელოთ ძილი, -დაიხარა და ნაზად შემეხო ტუჩებზე, ისე მექცეოდა თითქოს მინის ვყოფილიყავი და ეშინოდა რომ შემთხვევით შეიძლებოდა ხელში შემოვმსხვრეოდი, ჩემმა ორსულობამ ძალიან გაახარა, აღფრთოვანებული იყო, ამ ორი კვირის განმავლობაში უამრავი რამ შეიძინა ბავშვისთვის, ყიდულობდა ყველაფერს რაც ხელში მოხვდებოდა, სათამაშოებს, ტანსაცმელს, საწოლიც კი შეუკვეთა.
- მაპატიებ? -ცრემლმორეულს დამცდა ერთადერთი სიტყვა.
- რისთვის მთხოვ პატიებას? -გაკვირვება გაუკრთა მზერაში.
- იმისთვის რომ არ გენდე, არ უნდა მეფიქრა რომ შეგეძლო ჩემთვის გეღალატა.
- ნუ დარდობ, შენს ადგილზე ყველა ასე იფიქრებდა, გიორგი გაჭრილი ვაშლივით მგავს მისი არსებობის შესახებ კი არაფერი იცოდი, მას მერე რაც გიორგიმ მომძებნა და მითხრა რომ ჩემი ძმა იყო ძალიან ავირიე, ამიტომაც ვატარებდი დიდ დროს გარეთ, ამიტომ ვიგვიანებდი ხოლმე სახლში, ამ ყველაფრის გამო ვიყავი უხასიათოდ, ხშირად მიწევდა ხოლმე გიორგისთან შეხვედრა, ვცდილობდით ერთმანეთი გაგვეცნო, ურთიერთობა დაგველაგებინა...
- მე რატომ არაფერი მითხარი?
- ვაპირებდი შენთვის თქმას, უბრალოდ ჯერ მინდოდა თვითონ გავრკვეულიყავი ყველაფერში, ადვილი გასაგები და გასააზრებელი ნამდვილად არ არის რომ მოულოდნელად შენი მსგავსი ადამიანი გამოგეცხადოს, გითხრას რომ შენი ტყუპისცალია, ნაშვილები ხარ და შენს ნამდვილ დედას შენმა გამზრდელმა დედამ მოპარა შენი თავი.
- ეს როგორ, ჩემთვის არ გითქვამს რომ...
- ჰოო არ მითქვამს, ახლაც კი მიჭირს იმის გააზრება რომ თურმე საერთოდ არ მცნობია დედაჩემი, არ მჯერა რომ ამის გაკეთება შეეძლო, -ისეთი ტკივილი ისმოდა მის ხმაში რომ გული მომეწურა, პატარა ბავშვივით მოკუნტული დაწვა ჩემს გვერდით და მკერდზე დამადო თავი, თმაში შევუცურე თითები, გაყუჩებული იწვა, ალბათ ცდილობდა ძალა მოეკრიბა საუბრის დასაწყებად.
ის საავადმყოფო სადაც მე და ჩემი ძმა დავიბადეთ, ჩვენს ოჯახს ეკუთვნის, ბაბუაჩემი მაშინ მთავარი ექიმი იყო, მამაჩემიც იქ მუშაობდა, ოღონდ არ ვიცი ისინიც არიან თუ არა გარეული ამ საქმეში, დავიბადეთ თუ არა ჩემს ბიოლოგიურ დედას უთხრეს რომ ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა, ჩემი ძმა მასთან დარჩა მე კი დედაჩემმა წამომიყვანა, ახლა როცა ყველაფერი გაირკვა აღარ მიკვირს რატომ იყო ასეთი ცივი ჩემს მიმართ.
- უბრალოდ გეჩვენება საყვარელო, შეუძლებელია არ უყვარდე, მერე რა რომ მისი ბიოლოგიური შვილი არ ხარ, ბოლოს და ბოლოს მან გაგზარდა.
- მან არა, ძიძებმა გამზარდეს, ის ჩემთან ერთად ყოფნას მუშაობას ან დაქალებთან გართობას ამჯობინებდა ხოლმე, ყოველთვის მაკლდა მისი სითბო, მის გვერდით თავს ყოველთვის ზედმეტად ვგრძნობდი და რომ იცოდე როგორ მტანჯავდა ის რომ მის ასეთ სიცივეს ახსნას ვერ ვუძებნიდი.
- როდის აპირებ რომ უთხრა.
- არ ვიცი, ჯერ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებთან მინდა მისვლა, გიორგიმ მითხრა რომ დრო სჭირდებოდა მათ შესამზადებლად, ძალიან ვღელავ, ხომ გამომყვები?
- რათქმაუნდა გამოგყვები, ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ თუ არა.

პატარა ბავშვივით მშვიდად და ტკბილად ჩაეძინა, დიდხანს დავყურებდი ჩემს გვერდით მწოლს, მერე წამოვდექი, აბრეშუმის თხელი ხალათი მოვისხი და აივნის კარი გამოვაღე, ფეხშიშველი გავედი გარეთ და მოაჯირს დავეყრდენი, ბინდდებოდა, საშინლად ცხელოდა, ჰაერი არ იძვროდა ირგვლივ, უეცრად ნაცნობი სურნელი ვიგრძენი, დაჭაობებული მყაყე წყლის, მერე ფარდები აშრიალდა ჩემს ზურგს უკან.
- რატომ დამივიწყე ლალა, -ჩამესმა ხმა და ათრთოლებული შევბრუნდი...






ახლა რომ მახსენდება ხოლმე ვხვდები რომ იმ დილით როცა გადავწყვიტე ყველაფრისთვის დამესვა წერტილი ბაჩო ძალიან უცნაურად იქცეოდა...

უკვე ერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ რაც თითქმის გამქრალი და გაუფერულებული ანა ჩემი საძინებლის აივანზე გამომეცხადა და უნდა ვაღიარო რომ გვარიანად შემაშინა, ისევ ისე მთხოვდა დახმარებას როგორც მაშინ როცა პირველად ინება გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, ამჯერად იოანეს უდანაშაულობის დამტკიცება დაემატა მის გაუთავებელ ვედრებას, ვეცადე არ შემემჩნია, ვეცადე არ გამეგონა, არ გამომივიდა, ცხადში თუ არა სიზმარში მოდიოდა ჩემთან, იდგა ფერმკრთალი, ნახევრადგამჭვირვალე, ძვლადქცეული სხეულით, აქა იქ ძვლებზე მიკრული ტანსაცმლის ნაფლეთებით, გაპრიალებულ ქალაზე შერჩენილი რამდენიმე ღერი თმით, იდგა და თვალების ადგილზე დარჩენილი შემზარავი ცარიელი ფოსოებით ისე მიყურებდა...
მთელი კვირა ნორმალურად არ მძინებია, ცალკე ანას გამოჩენა არ მაძინებდა და ცალკე სინდისის ქენჯნა იოანეს გამო რომელიც უდანაშაულოდ იჯდა ციხეში, გავხდი, თვალები ამომიღამდა, მადა არ მქონდა, ამ ყველაფერს თან ტოქსიკოზიც დაერთო, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ბაჩო ძალიან ნერვიულობდა ჩემს გამო, ცდილობდა გაეგო რა მჭირდა, გიორგიმაც რამდენჯერმე სცადა ჩემთან დალაპარაკება, ფსიქოლოგიურ დახმარებაზეც კი გადამიკრეს სიტყვა, მათთვის არაფერი მითქვამს, ვერ ვეტყოდი, ვერ ვეტყოდი ანას შესახებ, იოანეს და მანანას ოჯახის შესახებ, ლევანის შესახებ, არ დამიჯერებდნენ, მე კი... მე უკვე მეშინოდა, ტანში ცივად მცრიდა იმის გაფიქრებაზე რომ შეიძლებოდა როდისმე იმ სოფელში დავბრუნებულიყავი, ყველაფრის ასე დასრულება საშინლად მტკენდა გულს, გამოდიოდა რომ ტყუილად ვიწვალე ამდენი, ტყუილად ჩავხედე თვალებში სიკვდილს, თუმცა ახლა მარტო აღარ ვიყავი, ჩემს სხეულში დიდი ხნის ნანატრი პატარა სიცოცხლე იზრდებოდა, მას უნდა გავფრთხილებოდი, მასზე უნდა მეზრუნა, მაგრამ ვერც იმას ვივიწყებდი რომ იქ სადღაც თავისუფლად დაიარებოდა მკვლელი და ახალ მსხვერპლს ეძებდა, სუსტი აღმოვჩნდი, ძალიან სუსტი, იმ ამბების შემდეგ ისიც კი ვერ გავბედე მაგდასთვის დამერეკა და ის და ბავშვები მომეკითხა...

- ისევ აქ ხარ გამოკეტილი? -დედაჩემმა ქალბატონმა ქეთევანმა დაუკაკუნებლად შემოაღო საძინებლის კარი და მაღალი ქუსლების კაკუნით შემონარნარდა, იცოდა ვერ ვიტანდი როცა სახლში ფეხსაცმლით შემოდიოდა და ჯიუტად ერთი და იგივეს აკეთებდა, თითქოს ამით თავის უპირატესობას და ჩემზე ზეგავლენას მიმტკიცებდა, ან უბრალოდ ჩემს მოთმინებას ცდიდა.
- ახლა რაღა გინდა, -ატკივებული საფეთქლები დავისრისე და ღია ფანჯრის იქით ნება-ნება ჩამავალ მზის სხივებს შევუშვირე სახე, თვალები მივლულე, გავიგონე როგორ დაიღრინა რომელიღაც ველური ცხოველივით და უნებურად გამეღიმა.
- არა რა, შენ არაფერი არ გიშველის, ჯერ იყო და ის საწყალი ბიჭი მიატოვე და სადღაც მოუსავლეთში გადაიკარგე ახლა კიდევ რას გავხარ, ორსულად მაინც არ იყო, თავს მიხედე თორემ მართლა მიგატოვებს ბაჩო და მერე რაღა გეშველება, -ქოთქოთებდა და ნერვიულად ცემდა ბოლთას, ბოლოს საწოლზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, -ცოტა გამოფხიზლდი შვილო, ცოდოა ბაჩო ბოლოს და ბოლოს, შენ რომ გენახა როგორ ნერვიულობდა, როგორ გეძებდა...
გაკვირვებისგან წარბები მაღლა ავზიდე, ახლა მართლა შემეძლო სასწაულების არსებობა მერწმუნა, დედაჩემი ბაჩოზე ისე თბილად და ტკბილად საუბრობდა, მის ხმაში ისეთი გულწრფელი ზრუნვა გამოსჭვიოდა შეუძლებელი იყო მის სიტყვების სიმართლეში ეჭვი შემეტანა, მაინცდამაინც უნდა დავკარგულიყავი და სიძე სიდედრი მარტო დარჩენილიყვნენ რომ ერთმანეთის ნამდვილი სახე დაენახათ? ისიც გამახსენდა როცა სამი კვირის წინ ბაჩომ ხელში აყვანილი შემომიყვანა სახლში, მისაღებში მჯდარ და ჩვენს მომლოდინე ქეთევანს როგორ თბილად მიესალმა, მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ჯანდაბა, თუ შეეძლო რომ თავიდანვე ასეთი ყოფილიყო სიცოცხლეს რატომ გვიმწარებდა, რა საჭირო იყო იმ უხეში, უგულო და ამპარტავანი ქალის ნიღბის ტარება?
ჩემდა უნებურად ჩავფიქრდი და ღრმად ძალიან ღრმად გადავეშვი ჩემი გონების ლაბირინთებში, სიბნელეში საგულდაგულოდ მიყუჟულ, ძველისძველ უკვე თითქმის მივიწყებულ მოგონებებს დავუწყე ძებნა, აღარ მახსოვდა როგორი იყო დედაჩემი ადრე, ძალიან ადრე მაშინ როცა მე ბავშვი ვიყავი, რატომ ვერ ვიხსენებდი? ბუნდოვნად, ძალიან ბუნდოვნად ციმციმებდა ღრმად დალექილი ერთადერთი თბილი მოგონება, ჩემს მეშვიდე დაბადების დღეზე როგორი ფერადი, ლამაზი და ხალისიანი იყო, ვარდისფერი ჰაეროვანი სარაფანი ეცვა, თმა... ჰოო გამახსენდა, თმაზე პატარა ჭიამაიებით მორთული ულამაზესი თმისსამაგრი ეკეთა, იღიმოდა, მე და ჩემს მეგობრებს გვიღიმოდა და გვეთამაშებოდა, მერე... მერე მამა გამოჩნდა ვიღაც მაღალ ლამაზ ქალთან ერთად რომელსაც ძალიან, ძალიან წითელი ტუჩსაცხი ესვა და როცა იცინოდა ტუჩსაცხისგან წითლად შეღებილი კბილები მოუჩანდა, მამა უცნაურად იქცეოდა, მთვრალი იყო, იმ ქალს მოურიდებლად ეხვეოდა...
იმ დღის მერე ასე ღიად არასდროს შემიმჩნევია მამას საყვარლები, სამაგიეროდ აღარც დედაჩემის ღიმილიანი სახე მინახავს, სიმკაცრეს და სიცივეს ამოფარებული იტანდა დამცირებას და ოსტატურად ნიღბავდა სახეზე თუ სხეულზე გაჩენილ სილურჯეებს, იქნებ ის დღე იყო მისთვის გარდამტეხი, იქნებ სწორედ იმ დღეს დაიწყო იმ ნიღბის ტარება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო კარგად რომ ირგებდა და საკუთარი თავით და არარსებული ოჯახის შენარჩუნებით გართულს მე და ჩემი ძმა ნელ-ნელა ვავიწყდებოდით, ახლაც კი ამდენი წლის მერე დარწმუნებული ვიყავი რომც მოეკლათ მაინც არ აღიარებდა დაშვებულ შეცდომებს და ჯიუტად გააგრძელებდა იმის მტკიცებას თუ რა იდეალური ოჯახი ჰქონდა, თუმცა მე ის არ ვიყავი და შემეძლო მისთვის ერთი შანსი მიმეცა, თუ მოისურვებდა...
- რა გჭირს ჩაგეძინა? -ფრთხილად შემეხო მხარზე, თვალები გავახილე, ცდილობდა გაეღიმა თუმცა მზერა ძველებურად ცივი ჰქონდა.
- იცი რა დედა, ვფიქრობდი და მგონი შეგვიძლია უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს ვიდრე აქამდე, -შეძლებისდაგვარად თბილად ვუთხარი და გავუღიმე, თვალები მოჭუტა თითქოს ცდილობდა გაეგო რას ვხლართავდი, მერე ღრმად ამოიხვნეშა.
- მართალი ხარ, ჯობია თუ ყოველთვის ასეთი წყნარი და მშვიდი იქნები, ხომ იცი მამაშენს არ მოსწონს როცა არაადეკვატურად იქცევი ხოლმე.
- არაადეკვატურს რას ეძახით? -სიცილი ვერ შევიკავე.
- თუნდაც იმას რაც ცოტა ხნის წინ გააკეთე როცა ასე უბრალოდ ადექი და გაქრი, იცი როგორ შეგვარცხვინე? წარმოდგენაც კი არ მინდა რას ფიქრობდა ხალხი შენზე, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად იქნება, შენ და ბაჩო ისევ ერთად ხართ, ბავშვიც გეყოლებათ და სალაპარაკო გამოელევათ კეთილმოსურნეებს რომ თურმე უშვილო იყავი, ეკონომიკური მდგომარეობაც კარგი გაქვთ, შენი ქმარი კარგ ფულს შოულობს, ბოლოს და ბოლოს შეძლებთ რომ იდეალური ოჯახი გქონდეთ.
იმედგაცრუების უზარმაზარმა ტალღამ ისე მომიჭირა ყელში ცოტაც და დამახრჩობდა, ანდა რას ველოდი, რატომ ველოდი რომ იმ ძველ კეთილ, თბილ და მხიარულ ქალს ისევ ვიგრძნობდი, მისი ნამდვილი მე იმდენად უჩინარი გამხდარიყო ალბათ ვეღარავინ შეძლებდა მის დღის სინათლეზე გამოყვანას, მათ შორის ვერც მე, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ამას უნდა შევგუებოდი...
-
გრილოდა, ნიავი ჩემს თხელ სარაფანს და გაშლილ თმას თავის ნებაზე აფრიალებდა, ქვიშაზე ფეხშიშველი ვიდექი და ვუყურებდი როგორ ირწეოდა ტალღებზე წითლად შეღებილი ნავი, შესამჩნევად წამოზრდილ მუცელზე შემოვიჭდე თითები და გონებაში წარმოდგენილ უსაფრთხო, უდარდელ და ტკბილ მომავალს გავუღიმე, წარმოვიდგინე როგორ იზრდებოდა ჩემი პატარა სითბოთი და სიყვარულით მოცული, თითქოს მისი კისკისის ხმაც კი მომესმა, ხმამაღლა გამეცინა, ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და ისევ საოცარი პეიზაჟით ტკბობა განვაგრძე, აქაურობა როგორც ყოველთვის ახლაც ულამაზესი იყო, სიმშვიდე, სიწყნარე, სასიამოვნო სურნელი, ტბის გარშემო ერთგული მცველებივით შემოჯარული ხეების შრიალს ნაბიჯების ხმა რომ შეერია არ შემშინებია, არც გამკვირვებია, ვიცოდი ვინც იყო, მომიახლოვდა და გვერდით ამომიდგა ზურგზე ხელებდაკრეფილი.
- გამარჯობა იოანე, მივესალმე და მანაც საპასუხოდ ღიმილით დამიკრა თავი, ცალი თვალით გადავხედე და შეუმჩნევლად შევათვალიერე, ანაფორა და განუყრელი ბოტები ეცვა, თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული, ძველებურად სიმპათიური იყო და ვატყობდი ტუჩის კუთხეში გამკრთალ ცუღლუტურ ღიმილს ვერაფერს უხერხებდა.
- ანაფორა არ გიხდება, -თვითონაც არ ვიცოდი რატომ ვუთხარი, ამჯერად ყურებამდე გაიღიმა და თვალები აუციმციმდა.
- გერჩივნა მაშინდელივით შიშველი ვყოფილიყავი?
- კარგი რა, -ვიგრძენი სიწითლემ როგორ გადამიარა სახეზე, -ასე ნუ იქცევი, ვიცი რომ ასეთი არ ხარ.
- ასეთი როგორი, გარყვნილი?
- მოღალატე.
- მართალი ხარ ლალა, მოღალატე არ ვარ, გამოგიტყდები, მაგდასთვის არასოდეს მიღალატია ისე როგორც შენ ბაჩოსთვის, თუმცა მსუბუქი ფლირტი არც შენ და არც მე არაფერს დაგვიშავებს, ვიცი რომ გსიამოვნებს როცა გრძნობ როგორი სასურველი ქალი ხარ, მეც მომწონს შენი ხარბი და თავშეუკავებელი მზერა, ადამიანი ვარ, მამაკაცი და ხანდახან უბრალოდ მჭირდება ყველა და ყველაფერი დავივიწყო და თავი სასურველად ვიგრძნო ეს არის და ეს.
- შენ მღვდელი ხარ იოანე, -გამშრალი ტუჩები მოვილოკე და შევეცადე მისი სიახლოვით მოგვრილი მღელვარება და უკონტროლო ფანტაზიები უკუმეგდო არადა რას არ მივცემდი რომ შემხებოდა, რომ შიშველ და სურვილით ათრთოლებულ სხეულზე მისი თითები მეგრძნო, მისი...
- მღვდლობა გრძნობების უქონლობას არ ნიშნავს ლალა, -მშვიდი და უემოციო ხმით შემაწყვეტინა ოცნება, ადამიანებს ფანტაზიებში მაინც უნდა გქონდეს თავისუფლება, სხვანაირად შეიძლება უბრალოდ ჭკუიდან შეგვშალოს იმ ბორკილებმა რომლებსაც ზოგს ძალით გვადებენ ზოგს კი ნებაყოფლობით ვიკეთებთ.
- ჰო მაგრამ...
- ზედმეტად ბევრს ფიქრობ იმაზე რაზეც საერთოდ არ არის საჭირო ფიქრი, მოდუნდი, მოდუნდი და იმაზე იფიქრე თუ რამდენი რამ გამოგრჩა, რამდენი რამ ვერ დაინახე და შეამჩნიე, რამდენი რამ გქონდა ცხვირწინ და უბრალოდ გვერდი აუარე, -ყურთან მიჩურჩულა, ზურგიდან მომიარა, მკლავები მაგრად შემომხვია და მოშიშვლებულ მხარზე ვიგრძენი მისი ცხელი სუნთქვა, ფრთხილად შემატრიალა ფერდობისკენ, სუნთქვა შემეკრა როცა ტბისკენ მომავალი ბაჩო დავინახე, ნელი ნაბიჯით ჩამოდიოდა დაღმართზე და მზერას არ გვაცილებდა, გაოცებული ვიყავი, მის თვალებში ბრაზის მაგივრად საშინელი შიში ჩანდა, მოულოდნელად აუჩქარა ნაბიჯს, ტუჩებს ამოძრავებდა, რაღაცას ყვიროდა თუმცა არაფერი მესმოდა.
- გამიშვი, ახლავე გამიშვი, -ჩემს წელზე მარწუხებივით შემოჭდობილ იოანეს მკლავებს მთელი ძალით ჩავეჭიდე თუმცა არ აპირებდა ჩემთვის ხელი გაეშვა, ისე მიჭერდა უკვე სუნთქვა მეკვროდა.
- გეგონა ასე უბრალოდ დაიძვრენდი თავს? -საზარელი ხმა ჩამესმა და მან ვინც ჩემს ზურგს უკან იდგა და აშკარად არ იყო იოანე ტბისკენ დაიწყო დახევა, საშინელმა შიშმა მთელი ჩემი სხეული მოიცვა, ენაჩავარდნილი, პარალიზებული მივყვებოდი, ვერაფრით ვახერხებდი წინააღმდეგობის გაწევას.
- გთხოვ გამიშვი, -ძლივს მოვახერხე ორი სიტყვის თქმა, საპასუხოდ კი შემზარავი სიცილი მივიღე, ბაჩო მთელი ძალით მორბოდა ჩვენკენ თუმცა ვერა და ვერ გვიახლოვდებოდა, უკვე მკერდამდე მფარავდა წყალი, ცოტაც და სამუდამოდ ტბის ქვეშ დავიდებდი ბინას...

შეშინებულს, გაოფლილს, აქოშინებულს გამომეღვიძა, თენდებოდა, ბაჩო ჩემს გვერდით იწვა და მშვიდად ფშვინავდა, ფრთხილად გადავუსვი ხელი თმაზე, დავიხარე და ნაზად ვაკოცე, ტელეფონი ავიღე და ფრთხილად უხმაუროდ გამოვედი საძინებლიდან, შეტყობინებებში ლევანის მონაწერი გავხსენი და საპასუხო შეტყობინება ავკრიფე, ვაცნობე რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად შევხვდებოდი, გაგზავნას დავაჭირე და შვებით ამოვისუნთქე, ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, თუკი სიმშვიდე მინდოდა დაწყებული აუცილებლად უნდა დამესრულებინა.

ჰოდა იმას ვამბობდი რომ იმ დილით როცა გადავწყვიტე ყველაფრისთვის საბოლოოდ დამესვა წერტილი ბაჩო ძალიან უცნაურად იქცეოდა...
- ფიქრობ რომ ეს დაგეხმარება? თუ ასეა მე არ ვარ წინააღმდეგი, -მშვიდად გადაუსვა გახუხულ პურზე კარაქი და გამომიწოდა, გამოვართვი, მზერა გავუსწორე, ამაოდ ვცდილობდი მის სახეზე რამე ისეთი წამეკითხა რაც მის ასეთ უცნაურ სიმშვიდეს ახსნიდა თუმცა სულ ტყუილად, ბაჩო ან ძალიან კარგად ახერხებდა თავის მოჩვენებას თითქოს არაფერს მიმალავდა ან უბრალოდ ის იყო რაც იყო, თანაც ვის ვის და მე ნამდვილად არ მქონდა იმის უფლება რომ მასთან მეკამათა ამის შესახებ, მას მერე რაც იმ ყველაფერს საიდუმლოდ ვინახავდი რაც იმ სოფელში მოხდა, რომ გაეგო სინამდვილეში...
- რაზე ჩაფიქრდი, რა გჭირს ლალა, -ჩემკენ გადმოიხარა და ნაზად მომეფერა ლოყაზე, უნებურად მივლულე თვალები და გამეღიმა.
- ვფიქრობ რომ იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა რამდენიმე დღით მარტო ყოფნა და ყველასა და ყველაფრისგან დასვენება მჭირდება, -დამნაშავე ბავშვის ხმით ჩავიბურტყუნე და მივხვდი თუ რაოდენ არადამაჯერებელი ვიყავი თუმცა ბაჩოს არც ახლა უთქვამს რამე, თბილად გამიღიმა და თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
- მგონი არაფერი დაშავდება თუ ცოტახნით მარტო წახვალ დასასვენებლად.
- არ მიბრაზდები? მართლა?
- კარგი რა, რატომ უნდა გავბრაზდე, გგონია ვერაფერს ვხედავ და არაფერი მესმის? ჩემი ბრალია რომ თავიდანვე არ გითხარი გიორგის შესახებ, რომ მეთქვა, მაშინვე რომ მეთქვა როცა მის შესახებ გავიგე არ იფიქრებდი რომ გიღალატე, იმ სოფელში არ წახვიდოდი და არც იმ არეულობის შუაგულში აღმოჩნდებოდი, არ ვიცი ოდესმე შეძლებ თუ არა რომ მაპატიო.
იღიმოდა თუმცა თვალები ამღვრეული ჰქონდა, მინდოდა მეთქვა რომ ის არაფერ შუაში იყო, მინდოდა მეთქვა რომ მაინც წავიდოდი იმ სოფელში უბრალოდ იმან რომ ვიფიქრე მიღალატა წასვლა გამიადვილა, ეს იყო და ეს, მინდოდა ეს ყველაფერი ამეხსნა მაგრამ ჯერ ვერ ვეტყოდი, ჯერ ყველაფრისთვის საბოლოოდ უნდა დამესვა წერტილი.
- შენ არაფერ შუაში ხარ ბაჩო, მართლა, -სკამიდან წამოვდექი, მივუახლოვდი და მის კალთაში მოვკალათდი, ჩამეხუტა და ჩემს თმებში ჩარგო სახე, ვიგრძენი როგორ ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი...
- შენ რომ რამე მოგსვლოდა, ან ჩვენს პატარას... -აღარ დაუსრულებია, სახე ორივე ხელით დამიჭირა და დამშეულივით დამაცხრა ტუჩებზე, უხეში იყო თუმცა მომწონდა ასე უკეთ ვგრძნობდი მას, ვგრძნობდი როგორ გვჭირდებოდა ერთმანეთი, წამოდგა და ხელში ატატებული მიმიყვანა დივანთან, ფრთხილად დამაწვინა და ზემოდან მომექცა, მაისურის ქვეშ შევუცურე ხელები, შარვლის სათავეს წავეტანე, თვალები მაგრად დახუჭა და ციებიანივით გააკანკალა...
მთელ გრძნობას აქსოვდა კოცნასა და ალერსში, ხმამაღლა დავიკვნესე როცა მხარზე კბილების კვალი დამამჩნია და მერე ამ ნაკვალევზე ენა აუსვა, მაგიჟებდა, ყოველთვის ჭკუიდან გადავყავდი მასთან სიახლოვეს თუმცა ვგრძნობდი რომ მას შემდეგ რაც იმ სოფლიდან დავბრუნდი რაღაც შეიცვალა, ბაჩოს ყოველ მზერას, ყოველ შეხებას, ყოველ კოცნას დანაშაულის სურნელი ასდიოდა...
-
უკვე ბინდდებოდა დაბაში რომ ჩავაღწიე, ამჯერად აღარ ვაპირებდი სოფელში ასვლას, სადმე აქვე უნდა მომეხერხებინა ბინის ქირაობა, დიდხანს არ ვაპირებდი დარჩენას, ვგრძნობდი მალევე გაირკვეოდა ყველაფერი, არც თუ ისე კარგი წინათგრძნობა მქონდა თუმცა ახლა შიში არაფერს მარგებდა, დღეს ბინას ვიქირავებდი და ვეცდებოდი ლევანთან დაკავშირებას რომელიც რატომღაც ჩემს შეტყობინებებს არ პასუხობდა, ხვალ კი ალბათ უკვე მისი კარდაკარ ძებნა მომიწევდა რადგან წარმოდგენა არ მქონდა იმაზე თუ სად ცხოვრობდა, დარწმუნებული ვიყავი ლევანთან საუბარი ბევრ რამეს მოფენდა ნათელს და ბოლოს და ბოლოს ნამდვილ მკვლელთანაც შევძლებდი მიახლოვებას.
სანაყინის გვერდით სადგომზე გავაჩერე ავტომობილი, ბაჩოს მივწერე რომ უკვე ბათუმში ვიყავი და ყველაფერი რიგზე მქონდა, ძრავი გავთიშე და თვალდახუჭული მივეყრდენი საზურგეს, საოცრად დაწყებული დილა გამახსენდა, ბაჩოს ცხელი ხელები და ტუჩები ჩემს სხეულზე, ხმა რომელიც ვნებამორეულს უბოხდებოდა და საოცრად მოქმედებდა ჩემზე, გონებას მირევდა...
- უკაცრავად, ბოდიში რომ გაწუხებთ მაგრამ იქნებ მანქანა ცოტა შოშორებით გადააყენოთ, -წკრიალა ხმამ გამომარკვია სასიამოვნო ფიქრებიდან, წარმოდგენაც არ მინდოდა ახლა როგორი სახე მქონდა იმიტომ რომ ფეხებსშორის სიმხურვალეს და სისველეს ვგრძნობდი და სუნთქვაც შესამჩნევად მქონდა აჩქარებული, ვიგრძენი როგორ გამიხურდა ლოყები სირცხვილისგან.
- რა ხდება, -ღიმილით ავხედე კართან მდგარ თვრამეტიოდე წლის ქერათმიან გოგონას რომელსაც ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა.
- მაპატიეთ მაგრამ, აქ ჩვენი სანაყინის საწყობის შესასვლელია, სატვირთო მოვიდა რომ ჩამოიცალოს და იქნებ გვერდით გადააყენოთ.
ახლაღა მივხვდი საიდან მეცნობოდა, იმ სანაყინეში მუშაობდა სადაც ლევანს შევხვდი, დაახლოებით მისი ტოლი ჩანდა შეიძლებოდა ცოდნოდა კიდეც სად ცხოვრობდა ლევანი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებდით იმას რა პატარა იყო აქაურობა.
- არ არის პრობლემა გადავაყენებ ოღონდ მანამდე რაღაც უნდა გკითხო, ლევან ასათიანს ვეძებ, იქნებ იცნობ რომ მისამართი მიმასწავლო.
- ლევანს ეძებთ? ვინ ხართ? -ეცადა გაკვირვება არ შეტყობოდა თუმცა აშკარა იყო რომ იცნობდა, არ ვიცი რა იფიქრა ან წარმოიდგინა, შეიძლება სულაც ეგონა რომ ფინ ბიუროდან ვიყავი დავალიანების თაობაზე, თუმცა ლევანს ვალი რომ ჰქონოდა მაგათ ისედაც ეცოდინებოდათ მისი მისამართი, მარტო მოვალეების კი არა, მათი ნათესავ-ნაცნობ-მეზობლების შესახებაც კი აქვთ ინფორმაცია, უნებურად და უადგილოდ გავბრაზდი როცა გამახსენდა წინა წელს მთელი თვის განმავლობაში როგორ მირეკავდნენ უამრავი სხვადასხვა ნომრით ვიღაც ვალოდია შევარდნაძის დავალიანების შესახებ.
- მისი მეგობარი ვარ, უბრალოდ რატომღაც ვერ ვუკავშირდები, -თბილ ხმას გულითადი ღიმილიც დავაყოლე რომ მისი ნდობა მომეპოვებინა, -შეიძლება გახსოვარ კიდეც, ერთხელ აქ სანაყინეში შევხვდით ერთმანეთს მე და ლევანი, მე მახსოვხარ, იმ დღეს შენ მუშაობდი.
- მგონი მახსოვხართ, -ტუჩებზე მიიდო თხელი ლამაზი თითები და მერე რატომღაც სევდიანად გაეღიმა, ისე ამოიოხრა მივხვდი ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ის რის თქმასაც აპირებდა.
- რა ხდება? -მოუთმენლად ვკითხე.
- ლევანი საავადმყოფოშია, გუშინ ღამით ავარიაში მოყვა, როგორც ვიცი ჯერ ისევ არ მოსულა გონს, მძიმედ არის, არ იციან როდის გაიღვიძებს.
ღიმილი ტუჩებზე შემაცივდა, გაშეშებული და პირდაღებული ვიჯექი და ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეთქვა, ლევანი ავარიაში მოხვდა, მაინცდამაინც მაშინ როცა მე უნდა ჩამოვსულიყავი და უნდა შემხვედროდა, ნუთუ არც ეს იყო უბრალო დამთხვევა, იქნებ...
- ცოტა დაუჩქარეთ, -უკნიდან ბრაზიანი ხმა მომესმა და მერე გაბმული სიგნალიც მოჰყვა, როგორც იქნა გამოვფხიზლდი და ავტომობილი დავძარი.
-
საავადმყოფოს წინ ვიდექი, უკვე ღამის თორმეტი საათი ხდებოდა და ჯერ ვერ გადამეწყვიტა შევსულიყავი თუ არა, ალბათ მნახველთა საათები დიდი ხნის წინ იყო დამთავრებული, თანაც კიდეც რომ შევსულიყავი რა უნდა გამეკეთებინა, გონზე არ იყო, ჩემთვის ვერაფრის თქმას ვერ მოახერხებდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ მაინც გადავწყვიტე შესვლა, მარმარილოს გაცვეთილი კიბეები უხმაუროდ ავიარე, კარი შევაღე და ცარიელ მიმღებს და ჩაძინებულ დაცვას რომ მოვკარი თვალი მივხვდი რომ გამიმართლა, ვიცოდი რომელ პალატაშიც იყო, სანაყინის თანამშრომელს რომელიც ლევანის კლასელი აღმოჩნდა მთელი ინფორმაცია გამოვძალე სანამ წამოვიდოდი.
ფეხაკრეფით გავუარე დაცვას გვერდი და მეორე სართულზე ამავალ კიბეს ავუყევი, იმ პალატას რომ მივაღწიე სადაც ლევანი იწვა მღელვარებისგან გული უკვე ამოვარდნაზე მქონდა, კიდევ კარგი დერეფანი ცარიელი იყო, იმედი მქონდა რომ შიგნითაც არ დამხვდებოდა ვინმე, მსუბუქად მივაწექი კარს, გაიღო, შიგ შევსხლტი და ზურგსუკან უხმაუროდ მივხურე, პალატას სუსტი ყვითელი შუქი ანათებდა, ლევანი სრულიად მარტო იყო, იწვა საწოლზე მილებში გახლართული, უღონო და უმწეო, მივუახლოვდი და დავხედე, ახლა უფრო პატარა ჩანდა, გამხდარი, გალეული...
არ ვიცოდი რატომ მოვედი აქ, რას ვაკეთებდი, რის მიღწევას ვცდილობდი, სუნთქვაშეკრული დავყურებდი, ბალიშზე უგონოდ მისვენებულ სხეულს, თავს საშინლად ვგრძნობდი, ისე თითქოს სიბრაზე შიგნიდან მხრავდა და ასე ცდილობდა გარეთ გამოღწევას, ლევანის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა თავისთავად ნიშნავდა იმას რომ ჰაერში ვიყავი გამოკიდებული, არანაირი ხელის მოსაჭიდი აღარ დამრჩა, ჩემს ეჭვებზე და ფიქრებზე ვერავის დაველაპარაკებოდი იმიტომ რომ გიჟად ჩამთვლიდნენ...
მის საწოლთან მდგარი ვაგრძელებდი ფიქრს, თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა და ვცდილობდი რაღაც გადაწყვეტილებამდე მივსულიყავი თუმცა არაფერი გამომდიოდა, ანაც არსად ჩანდა არადა ახლა ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა რომ რამე მინიშნება მოეცა ჩემთვის, წამლების სუნი უსიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში და ალბათ სადაც იყო გულიც ამერეოდა მაგრამ ჯიუტად არ ვიცვლიდი ფეხს და ჯიუტად ვაგრძელებდი ლევანის მკერდის ძლივსშესამჩნევი მოძრაობის დათვლას, მაგიჟებდა იმის ცოდნა თუ რამდენ საიდუმლოს მალავდა ეს ქათქათა დოლბანდით შეხვეული თავი, რამდენი რამ ჰქონდა დანახული ამ მაგრად დახუჭული თვალებით, რამდენი რამის თქმა შეეძლო გაფითრებული, გალეული, დამსკდარი ტუჩებით... ინსტიქტურად წავიღე ხელი მისკენ და თითები ფრთხილად, ნაზად ჩამოვუსვი ლოყაზე, არ ვიცი როგორ მაგრამ ვიგრძენი რომ იგრძნო ჩემი შეხება, მარჯვენა თვალის კუთხე დაუსველდა და ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვზე...
- ესე იგი შენ ხარ ის, -მომესმა უკნიდან ბრაზით სავსე ხმა.
- არა, მე ის არ ვარ, -სასწრაფოდ ვიუარე ისე რომ წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო და რას გულისხმობდა...
-
- მადლობა რომ თქვენთან ღამის გათევა შემომთავაზეთ, ამ შუაღამისას ნამდვილად არ მქონდა სასტუმროს ძებნის თავი, -შუახნის ლამაზ გამხდარ ქალს რომელსაც დაღლილობისგან და ნერვიულობისგან გაფითრებული სახე და ჩაშავებული უპეები ჰქონდა მადლობა გადავუხადე და ცხელი ჩაით სავსე ჭიქა ჩამოვართვი, გამიღიმა და ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა სავარძელზე.
- კიდეც რომ მოგეძებნა მაინც ვერაფერს იშოვიდი, ყველა სასტუმრო სავსეა, აქაურობა ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და მითუმეტეს მას მერე რაც მოხდა ჯერ კიდევ ჩამოდიან ჟურნალისტები და უამრავი ცნობისმოყვარე ტურისტი.
- ბოდიში, არ მინდოდა თქვენი შეწუხება, ისედაც უამრავი პრობლემა გაქვთ, მართლა ძალიან ვწუხვარ ლევანის გამო, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
- ბოდიში მე მაქვს მოსახდელი, , -თავი ჩაღუნა და ხელი მაგრად მოუჭირა სავარძლის სახელურს, -იქ საავადმყოფოში მის საწოლთან რომ დაგინახე ვიფიქრე რომ...
- არ არის ახსნა საჭირო, ყველაფერი მესმის.
- ჰო მაგრამ მაინც არ მქონდა უფლება შეურაცხყოფა მომეყენებინა, უბრალოდ ტვინი მაქვს არეული, ჯერ იყო და იმ ქალის გამო რომელიც ვერაფრით გავარკვიე ვინ არის, კინაღამ გადამერია შვილი, შეიცვალა, აგრესიული გახდა, სწავლას თავი დაანება, ახლა კი ავარიაში მოხვდა და შეიძლება...
- როგორ მიხვდით რომ თავისზე ბევრად უფროს ქალთან ჰქონდა ურთიერთობა? -ოსტატურად შევაწყვეტინე სიტყვა, თვალცრემლიანმა გამომხედა და ცალყბად გაიღიმა.
- სრულიად შემთხვევით მოვუსმინე მის საუბარს, ტელეფონზე საუბრობდა, ეუბნებოდა მიყვარხარო, ქმარს გაშორდი და ერთად ვიყოთო, დედაჩემს ყველაფერს ვეტყვი შენს შესახებო.
- ასე უთხრა? ეს როდის მოხდა?
- ორი დღის წინ.
- და შემდეგ ავარიაში მოყვა.
- რისი თქმა გინდა? -თვალები მოჭუტა და ისე შემომხედა მივხვდი ისიც იგივეს ფიქრობდა რასაც მე, თუმცა არ მინდოდა ჩემს გამო რამე არასწორად ეფიქრა, მითუმეტეს მაშინ როცა არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობდა იმისა რომ საყვარელმა მოუწყო ავტოსაგზაო შემთხვევა.
- უბრალოდ ვფიქრობდი, -უგემურად მოვსვი ჩაი და წამოვდექი, -თუ შეიძლება მირჩევნია რომ ახლა დავიძინო და ხვალ გავაგრძელოთ საუბარი, მართლა ძალიან დავიღალე.
ერთხანს უხმოდ მიყურებდა, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებსო, მერე წამოდგა და საძინებლისკენ გამიძღვა, კარი შეაღო და შემატარა.
- სულ ორი საძინებელი გვაქვს, ლევანის ოთახში მოგიწევს დაძინება, თეთრეული აი იმ კარადაშია, მე საავადმყოფოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ ხვალ დილით მოვალ და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, სიმართლე რომ გითხრა მაინცდამაინც არ მჯერა თქვენი მეგობრობის ამბავი, უბრალოდ მინდა გავიგო რას მალავთ და ხლართავთ.
ჰმ, ესე იგი თავიდანვე სწორად მივხვდი, რათქმაუნდა არ დაიჯერა როცა ვუთხარი რომ აქ დასასვენებლად ვიყავი ჩამოსული მაშინ გავიცანი და დავმეგობრდით, თუმცა იმის დასამტკიცებლად რომ მისი საყვარელი არ ვიყავი მომიწია ჩემი და ბაჩოს ფოტოები მეჩვენებინა და ჩემი ორსულობის შესახებ მეთქვა, სწორედ ბავშვის გამო შევეცოდე და მათთან დარჩენა შემომთავაზა, ასე ხომ არ ივლი ქუჩა ქუჩაო მითხრა, ნეტავ რამდენად სწორი იქნებოდა მისთვის ყველაფრის მოყოლა.
- როგორც კი დაბრუნდებით ვისაუბროთ, -მშვიდად ვუთხარი კართან მდგარს და ჩემი პასუხის მომლოდინეს, აღარაფერი უთქვამს, შებრუნდა და წავიდა, უცნაური ქალი იყო, ასე უბრალოდ მენდო და სახლში წამომიყვანა, ახლა კი მარტო დამტოვა თავისი შვილის ოთახში, თუმცა მე მასზე უცნაური და ცოტათი სულელიც კი ვიყავი, ადგილზე სადაც ყოველი მეორე ადამიანი პოტენციური ეჭვმიტანილი იყო თავს ისე ვგრძნობდი როგორც თევზი წყალში, უცხო ადამიანის სახლში ვიყავი და იოტისოდენადაც არ მეშინოდა.
საწოლზე ჩამოვჯექი და იქაურობა მოვათვალიერე, ფართო, ხალვათი ოთახი იყო, ინტერიერში მუქი ფერები ჭარბობდა, ლეპტოპი მომხვდა თვალში რომელიც სამუშაო მაგიდაზე იდო დაკეცილი, ვიცი რომ არასწორი იყო რასაც ვაკეთებდი მაგრამ ვერ მოვითმინე, მაგიდას მივეჯექი და გავხსენი, პაროლის გამოცნობა არ გამჭირვებია, ანას სახელი და გვარი, ეკრანი მოვათვალიერე და გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, მარჯვენა კუთხეში გამოსაჩენ ადგილზე ფაილი იდო სახელად ლალა...
თითები მითრთოდა როცა ფაილს ვხსნიდი, ერთადერთი ვიდეო დამხვდა, ღრმად ამოვისუნთქე, ყველანაირი საშინელებისთვის მოვემზადე და დავაჭირე, კადრში ის საძინებელი გამოჩნდა რომელში ვიყავი, ლევანი სწორედ იმ სკამზე იჯდა რომელზეც ახლა მე ვიჯექი და კამერას უღიმოდა.
- გამარჯობა ლალა, -ხმა მხიარული ჰქონდა, თბილი, კეთილგანწყობილი, -თუ ამ ვიდეოს უყურებ ესე იგი ცოცხალი აღარ ვარ, ჯანდაბა ვხუმრობ, -სიცილი აუტყდა და ძლივს მოითქვა სული, თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და თმა შეისწორა, -ვიხუმრე უბრალოდ მინდოდა ისე გამომსვლოდა როგორც ფილმებშია, როგორ ხარ ლალა, იმედია კარგად, მიხარია რომ იმ დღეს გადარჩი და აქაურობას ისე მოშორდი რომ არაფერი დაგიშავდა, მნიშვნელობა არ აქვს მე როგორ ვარ, მკვდარი ვარ თუ ცოცხალი, როგორც არ უნდა მომხდარიყო ამ ვიდეოს მაინც მიიღებდი, მეორე ეგზემპლარი ჩემს მეგობარს აქვს და აუცილებლად გამოგიგზავნიდა, ყურადღებით მომისმინე, რასაც ახლა გაიგებ...

დაზაფრული, გამშრალი, განადგურებული ვუსმენდი, ვუსმენდი და მიჭირდა დაჯერება, ვუსმენდი როგორ ყვებოდა ადამიანთა ზღვარგადასული ბოროტების, მანკიერების, მათი საზარელი, სხვათა თვალთათვის უჩინარი მხარეების შესახებ...





ახალი დღე იბადებოდა ხეთა კენწეროებსა და წითელი კრამიტით გადახურულ სახლებს მიღმა, გრილოდა, თხელი მოსასხამი მჭიდროდ შემოვიხვიე სხეულზე და ჯერ ისევ დილის ბინდბუნდში გახვეულ ვიწრო აღმართს ავაყოლე მზერა, წვრილი ქვით მოკირწყლული ორღობის ორივე მხარეს ორსართულიანი კოხტა სახლები და მოვლილი, მწვანედ გადაბარდნილი ეზოები იყო ჩაყოლებული, უჩვეულო სიჩუმე იდგა სიწყნარე, სუფთა, იცხო და სასიამოვნო სურნელით გაჯერებული ჰაერი მივსებდა ფილტვებს, აქაურობა პატარა სამოთხეს ჰგავდა თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...
მივუყვებოდი აღმართს, მივიწევდი მაღლა, სულ მაღლა გორაკზე წამოსკუპებული ლამაზი კოპწია სახლისკენ და უფრო და უფრო მიპყრობდა იმის შეგრძნება რომ რაღაც არ იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო, ეს სიმწვანე, სიმშვიდე, უამრავი ყვავილი და სუფთა სპეტაკი გარემო, თითქოს არ შეესაბამებოდა იმ ამბავს რამაც აქ მომიყვანა და რატომ ვიყავი აქ?
შევდექი, დაბნეულმა მიმოვიხედე ირგვლივ, კეფაზე შემოვიჭდე თითები, თავი გადავხარე, თვალებმოჭუტულმა ავხედე მოკრიალებულ ზეცას რომელზეც ღრუბლის ნასახიც კი არ ჩანდა...
- აქ რატომ ვარ? -ხმამაღლა მივმართე საკუთარ თავს და მერეღა დავფიქრდი იმაზე რომ არაფერი, საერთოდ არაფერი არ მახსოვდა, თითქოს აქ, ამ ორღობეში გავახილე თვალი და მთელი ჩემი ცხოვრება სადღაც ისეთ წარსულში დავტოვე რომლის გახსენებასაც ვერაფრით ვახერხებდი.
- არ გახსოვს? -ვიღაცამ საზარლად ჩაიქირქილა ჩემს გვერდით, დაფეთებული შევტრიალდი, არავინ იყო, მხოლოდ მსუბუქი ნიავი აშრიალებდა ფოთლებს.
- იცი როგორ ისჯებიან არამკითხე მოამბეები? -თითქოს არსაიდან მომესმა ხმა, შევცბი, შევშინდი, დაზაფრულმა ავუჩქარე ნაბიჯს.
- არ გეშინია სიმართლის?
- შეძლებ თვალებში ჩახედო?
- ვერ გაუძლებ.
- ვერ გადაიტან.
- საბოლოოდ გაგანადგურებს.
- გაიქეცი.
- გაიქეცი მაგრამ სიმართლეს ვერსად წაუხვალ.
- უკანმოუხედავად გაიქეცი.
- არ უნდა გამოჩენილიყავი.
- ყველაფერი აურიე.
- წონასწორობა დაარღვიე.
- დაისჯები.
- აუცილებლად დაისჯები...
საზარელი ხმები ჩამესმოდა, დამცინავი ხარხარი, ჩემს მხრებზე, სახეზე ვგრძნობდი უცხო სუნთქვას რომელიც ბრაზით, ზიზღით და ბოროტებით იყო გაჟღენთილი, უკვე გავრბოდი, მთელი ძალით მივრბოდი თუმცა აღმართი არა და არ ილეოდა, დავიღალე, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი, თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო, მსუბუქი თბილი ნიავი თანდათანობით ცივ, სულისგამყინავ ქარიშხლად იქცა რომელიც მიწიდან ახვეტილ მტვერს, დაგლეჯილ ფოთლებს და ტოტებს მახვევდა გარს, ჩამობნელდა, კოპწია მოვლილი ეზოები გაქრა და მათ ადგილზე ბალახგადავლილი ღობეებშემოძარცვული ბაღები გაჩნდა ალაგ ალაგ ძველისძველი სახურავგადაცლილი და უფანჯრებო სახლებით, ყველაფერს ხავსი მოედო, გზა ატალახდა, თავით ფეხამდე ტალახში ამოსვრილი და სხეულ დაკაწრული უკვე ვეღარ ვახერხებდი წინსვლას, ტანში გამცრა როცა საზარელი ღრენის ხმა მომესმა და სიბნელეს უზარმაზარი ბეწვიანი ცხოველი გამოეყო ავად დაკრეჭილი ეშვებით და წითლად მოელვარე თვალებით, უკან გადავდგი ნაბიჯი, კიდევ ერთი, ერთი... აუღელვებლად, ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, თითქოს მშვენივრად იცოდა რომ ვერსად შევძლებდი გაქცევას, ზურგით დამპალ, დახავსებულ ფიცრის ღობეს დავეჯახე, წასასვლელი აღარსად მქონდა, სულ რამოდენიმე წამიც და ჩემს წინ იდგა, ვუყურებდი როგორ დაიძაბა, როგორ დაკრიჭა კბილები, როგორ მოემზადა ნახტომისთვის, მინდოდა მეყვირა, მინდოდა დახმარება მეთხოვა მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, მარტო ვიყავი, სრულიად მარტო ამ ურჩხულის პირისპირ და დარწმუნებული ვარ მანაც მშვენივრად იცოდა ეს, არავინ მყავდა ვინც დამიცავდა, ვინც გვერდით ამომიდგებოდა და ჩემთან ერთად შეებრძოლებოდა, მკერდში გაჩენილმა სიცარიელემ და უსასოობის შეგრძნებამ მთლად მომიღო ბოლო, ფეხებში ძალა გამომეცალა, მომჩვარული უღონოდ ჩავცურდი ძირს... მხეცმა ისკუპა, ძლიერი თათებით ისე დამაწვა მკერდზე სუნთქვა შემეკრა ტკივილისგან, მერე ცხელი მყრალი სუნთქვა შემომაფრქვია და ვიგრძენი როგორ ჩამასო კბილები ყელში, თვალები მაგრად დავხუჭე, ტყიდან მგლის საწყალობელი ყმუილი მოიტანა ქარმა, სადღაც გულისგამაწვრილებლად იკივლა ბუმ...
-
- გაიღვიძე, გაიღვიძე, ეს უბრალოდ სიზმარია, ნუ გეშინია, უბრალოდ გესიზმრება, თვალები გაახილე, მე აქ ვარ, შენს გვერდით, -შეშფოთებული ხმა ჩამესმოდა და სახეზე გრილი თითების შეხებას ვგრძნობდი, გაჭირვებით გავახილე თვალები, ჩემმა დაბინდულმა და არეულმა გონებამ გვიან აღიქვა სად ვიყავი, დაფეთებული, აკანკალებული წამოვხტი საწოლიდან, ჯერ კიდევ იქ ვიყავი, სიზმარში, ჯერ კიდევ ვგრძნობდი სულისგამყინავ შიშს და სიცივეს, ჯერ კიდევ ვგრძნობდი მკერდზე იმ ურჩხულის თათებს და ყელზე კბილებს, თვალწინ განადგურებული სოფელი მედგა ძირგამომპალი სახლებით, დახავსებული ღობეებით და სიბნელეში ჩასაფრებული საზარელი ურჩხულებით.
- მხოლოდ ადამიანებს არა, ადგილებსაც ჰქონიათ თავიანთი უჩინარი მხარე, -აღმომხდა და მერე უკონტროლო პანიკური სიცილი ამიტყდა.
- რას ამბობ ვერაფერი გავიგე, ასეთი რა დაგესიზმრა? -მზიამ, ლევანის დედამ ნელა, ფრთხილად გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი და ნაზად შემეხო მკლავზე, მზერა გავუსწორე, მის თვალებში გაკვირვებას, შიშს, უნდობლობას, ეჭვს და მცირეოდენ სიბრალულს ერთდროულად მოეყარა თავი და გაურკვეველ ქაოსს ქმნიდა, აშკარა იყო ვერაფერს ხვდებოდა, ვინ ვიყავი, აქ რას ვაკეთებდი, რა მიზნები მქონდა...
- უბრალოდ კოშმარი მესიზმრა, -საცოდავი ხმით ამოვიხავლე და ბარბაცით მივედი საწოლამდე რომ ჩამოვმჯდარიყავი, საშინლად მიხაროდა რომ ის საშინელება მართლა სიზმარი აღმოჩნდა და სინამდვილეში არ მომიწია იმ ყველაფრის გადატანა, მუცელზე შემოვიჭდე თითები, ჩემს პატარას ამდენი დაძაბულობა და ნერვიულობა ნამდვილად არ მოუხდებოდა, როგორმე უნდა დავმშვიდებულიყავი.
- უბრალო კოშმარმა ჩაგაგდო ასეთ დღეში? ისეთი განწირული ხმით ყვიროდი, დახმარებას ითხოვდი, რაღაც ურჩხულებს ახსენებდი, -დოინჯშემოყრილი დამადგა თავზე მზია, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა გადაიფიქრა, ფანჯარასთან მივიდა და სქელი, მუქი ფარდები ბოლომდე გადაწია, ოთახში ერთბაშად შემოვარდნილმა მზის შუქმა თვალი მომჭრა და თავის დახრა მაიძულა.
- ბოდიში, დაძინებამდე საშინელებათა ფილმს ვუყურე და ეტყობა გულში ცუდად ჩამყვა, თქვენც შეგაწუხეთ, გაგაღვიძეთ? გეძინათ?
- არა რას ამბობ, უკვე თორმეტი საათია, თანაც პირდაპირ საავადმყოფოდან მოვდივარ, ლევანი გონს მოვიდა და მაშინვე შენ გიკითხა, უნდა წამოხვიდე.
შვებით ამოვისუნთქე, სიხარულმა ჟრუანტელად დამიარა მთელ სხეულში, უკითხავად მომადგა თვალებზე ცრემლები, თავი ვერ შევიკავე, ხელები სახეზე ავიფარე და ხმამაღლა ავტირდი, ერთდროულად ვტიროდი ყველაფრის გამო, ანას გამო, იოანეს გამო, ბაჩოს გამო, საკუთარი თავის გამო და ლევანის გამო, მიხაროდა რომ გადარჩა, რომ კარგად იყო...
- რა გჭირს, რა მოხდა, -ჩემს წინ ჩაიმუხლა და მაიძულა რომ სახეზე ხელები მომეშორებინა და მისთვის შემეხედა.
- არაფერია, უბრალოდ ძალიან გამიხარდა და თან ხომ იცით ორსულად ვარ, ჰორმონების ბრალია, -ცრემლები მოვიწმინდე და წამოვდექი, -ჩავიცვამ და წავიდეთ, მერე კი სასტუმროსაც მოვძებნი.
- სასტუმროს მოძებნა საჭირო არ არის, დარჩი რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, იქნებ ისეთი ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდეს რომ ბოლოს და ბოლოს მითხრა ვინ ხარ და ჩემს შვილთან რა ურთიერთობა გაქვს.
არ ბრაზობდა, არც ხმისთვის აუწევია, ერთი წამითაც კი არ უგრძნობინებია რომ მისთვის არასასურველი სტუმარი ვიყავი, თუმცა ინტერესს ვერ მალავდა, ეს არც იყო გასაკვირი, მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი...
- თქვენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი...
- რას გააკეთებდი? -გაეღიმა და კარადა გამოაღო, ფუმფულა თეთრ პირსახოცს დასწვდა და გამომიწოდა, -ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავი რას გააკეთებდი? უცხო ადამიანს სახლში არ შეუშვებდი, არ ენდობოდი, შეიძლებოდა საავადმყოფოში მწოლი ერთადერთი შვილის, საწოლთან რომ დაგენახა შუაღამისას ქურდივით შეპარული პოლიციაც კი გამოგეძახა.
- და თქვენ? თქვენ რატომ არ გააკეთეთ ეს?
- იმიტომ რომ მინდა გავიგო, სულელი არ ვარ ლალა, ერთადერთი შვილი მყავს და მინდა გავიგო ვინ გაიმეტა ასე, რატომ გაიმეტეს, შენ კი რაღაც იცი...
- ჰო მაგრამ, თქვენ თქვით რომ ავტოსაგზაო შემთხვევა იყო.
- გუშინ დილით პოლიციამ კამერების ჩანაწერები ამოიღო, ავტომობილი ნომრების გარეშე, წინასწარ განზრახვით, სრულიად ცარიელი ქუჩის ტროტუარზე მიმავალს ეჯახება და გაუჩერებლად იკარგება იმ ტერიტორიიდან, სამი დღის წინ ვიგებ რომ იმ ქალბატონის შესახებ აპირებს გაცხადებას, მერე ავარია ხდება მერე კი ღამით მის საწოლთან გპოულობ საავადმყოფოში.
- მე აგიხსენით რომ იმ ქალთან არანაირი კავშირი...
- ვიცი, ვიცი, -უხეშად შემაწყვეტინა სიტყვა და ნერვიულად გადააქნია თავი, -ვიცი რომ ის ქალი არ ხარ, უბრალოდ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში, მათ შორის შენი გამოჩენაც, რაც არ უნდა იუარო ვიცი რომ ასეა, ვცდილობ რომ გავიგო, ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთთან დავაკავშირო მაგრამ არ გამომდის... ვეღარაფერს ვიგებ, ლევანი ძალიან შეიცვალა და აირია განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ის საწყალი გოგო დაიკარგა.
- ანას გულისხმობთ?
- ჰო, მას ვგულისხმობ, მე იმ პანსიონში ვმუშაობ სადაც ანა სწავლობდა.
- ვიცი, ლევანმა მომიყვა რომ გეხმარებოდათ ხოლმე და ანა იქ გაიცნო.
- ჰმ, ესე იგი მართლა მეგობრობთ, სხვა შემთხვევაში ასეთ რამეებს არ მოგიყვებოდა, მითუმეტეს ანას შესახებ არ გაიღებდა ხმას, ჩემთვის არასდროს არაფერი უთქვამს, უბრალოდ ვხედავდი და ვამჩნევდი მათ მეგობრობას და სიახლოვეს, მერე ანა გაუჩინარდა, ლევანი ძალიან ცუდად იყო, საკუთარ თავში ჩაიკეტა, ნერვიული და აგრესიული გახდა, სულ სადღაც დადიოდა, სულ რაღაცას ეძებდა და არკვევდა, მერე კი შენი ჩამოსვლა და იმ ქალის გამოჩენა დაემთხვა ერთმანეთს.
- კი მაგრამ მე...
- უბრალოდ მინდა გავიგო რა მოხდა, რატომ არ გესმის?
მუდარით სავსე თვალებით მიყურებდა, უჩუმრად მევედრებოდა ყველაფერი ამეხსნა მისთვის, მესმოდა, ძალიან კარგად მესმოდა რასაც გრძნობდა, ერთადერთი შვილი ცოტა ხნის წინ სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან, გაიგო რომ ავარია მოუწყვეს და არ იცოდა კიდევ რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა, სასოწარკვეთილი ცდილობდა რამის გარკვევას თუმცა არ შემეძლო მისთვის რამის თქმა, არც იყო საჭირო...
-
- ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი, -ტკივილნარევი ხმით დაიჩურჩულა და სიტყვებს კვნესაც ამოაყოლა, ცუდად იყო, გაფითრებულ სისხლნაკლულ ტუჩებს ძლივს ამოძრავებდა, ცდილობდა გაეღიმა ტუმცა ტკივილი ამის საშუალებას არ აძლევდა.
- ნუ ლაპარაკობ, ახლა დასვენება გჭირდება, -ბალიში შევუსწორე და ისევ საწოლთან ახლოს მდგარ სავარძელში მოვკალათდი.
- დედამ მითხრა რომ ჩვენთან რჩები.
- ხომ გითხარი ნუ ლაპარაკობ.
- შენც დედაჩემივით იქცევი, მთლად ასე ცუდადაც არ ვარ ლალა, ახლა შენთან საუბარი ჰაერივით მჭირდება, ერთადერთი ხარ ვინც ყველაფერი იცის და მეც...
- ჩანაწერი ვნახე, -შევაწყვეტინე სიტყვა, თვალებმოჭუტულმა შემომხედა, შევატყვე რომ არ გაკვირვებია, გაიღიმა და მერე ისევ ტკივილმა დაუმანჭა სახე.
- საოცარი ვინმე ხარ, საიდანღაც გამოჩნდი სოფელში და ყველაფერი აურ დაურიე, ბევრი ვეცადე გამეგო როგორ და საიდან მოხვდი აქ, ვინ მოგაწოდა ინფორმაცია ანას შესახებ, ვეცადე გამეგო მაგრამ ვერაფერი გავარკვიე, იოანესთან და მის ოჯახთან დამეგობრებაც კი მოახერხე ახლა კი დედაჩემმა რომელიც ძალიან იშვიათად თუ ენდობა ადამიანებს, სახლში დაგპატიჟა და ჩემი საძინებელი დაგითმო, იქნებ დროა მითხრა ვინ ხარ სინამდვილეში და რა არის შენი მიზანი.
ვუყურებდი და კიდევ ერთხელ ვფიქრობდი იმაზე თუ რამდენჯერ და როგორი ოსტატობით შეუძლია ადამიანს სახე იცვალოს, ახლა ჩემს წინ საწოლში მწოლი ბიჭი სულაც აღარ ჰგავდა იმ პატარა ტვინარეულ და უგონოდ შეყვარებულ თავხედ ახალგაზრდას მაშინ სანაყინეში რომ შევხვდი, ახლა ერთიათად ძლიერი ჩანდა, ბევრად უფრო მტკიცე და გაწონასწორებული, როგორ შეეძლო ასეთი თამაში, ამას როგორ ახერხებდა...
- მაშინ სანაყინეში რომ შევხვდით შენ...
- მარტო არ ვიყავით და იძულებული ვიყავი მეთამაშა, -მაშინვე მიხვდა რისი კითხვაც მინდოდა და მიპასუხა.
- რას ნიშნავს მარტო არ ვიყავით?
- შენ რათქმაუნდა არ შეგიმჩნევია მაგრამ ის უკან გამომყვა და მითვალთვალებდა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, სანაყინეში შენს ზურგსუკან იჯდა და ელოდა როდის დავუშვებდი შეცდომას.
- ჯანდაბა, -სიმწრის ღიმილმა გამიპო ბაგე, რამდენი რამ გამომეპარა, რამდენი რამ ვერ შევნიშნე, იქნებ ცოტა უფრო მეტად რომ დავკვირვებოდი ყველაფერს...
- კარგი რა ლალა, -ხმა უცნაურად დაუთბა ლევანს, თავს ნუ იდანაშაულებ.
- შენ კი ისე ნუ მელაპარაკები თითქოს მე ვიყო ბავშვი და შენ ჩემი ასაკის.
- ბავშვი აღარ ვარ და ასაკი არაფერ შუაშია, -გაბრაზებულმა გაბუსხა ტუჩები და მართლა დაემსგავსა პატარა გაბუტულ ბიჭუნას, სიცილი ძლივს შევიკავე, ფეხზე წამოვდექი.
- ესე იგი არ მეუბნები ვინ ხარ სინამდვილეში, ან ანასთან რა გაკავშირებს?
- გეტყვი როგორც კი ყველაფერი დასრულდება, შენ კი ჩვენი შეთანხმება არ დაგავიწყდეს, შენს დასაკითხად როგორც კი მოვლენ...
- ვიცი, ყველაფერს მოვუყვები, -ამოიოხრა და ხელი ოდნავ ასწია დამშვიდობების ნიშნად.
-
ორღობეს მივუყვებოდი და წუხანდელი სიზმარი მახსენდებოდა, ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც სიზმარში, ერთი განსხვავებით, მზე უმოწყალოდ აცხუნებდა და ყველაფრის ხალისს მიკარგავდა, აღმართს ავხედე, მერე იმ ღობეს რომელთანაც იმ საშინელმა ცხოველმა მიმიმწყვდია, გატეხილ ფიცრებს და ბრჭყალებით ჩამოფხოჭნილ ხეს ჩამოვუსვი ხელი, შეუძლებელია ასეთი სიზუსტით ხილვა სიზმრის, იქნებ ესეც სიზმარია, იქნებ რეალობა არ არის და თუ ასეა მაშინ რა არის რეალობა?
- როდის აქეთია საკუთარ სიმართლეში ეჭვის შეტანა დავიწყე, ალბათ ასე გიჟდებიან ადამიანები, ასე იწყება სიგიჟე, ესღა მაკლდა, -გაავებულმა და დაბნეულმა ჩავილაპარაკე და ღობეს თვალი ავარიდე.
- საკუთარ თავს ელაპარაკები? -მომესმა უკნიდან და შევტრიალდი...





ჩემს წინ ძველისძველ, გაცრეცილ ცისფერ პერანგსა და შავ მუხლებზე გადაქექილ შარვალში გამოწყობილი ჟორა იდგა, მსხვილთავიან ხელით გამოჩორკნილ ჯოხს ეყრდნობოდა და თეთრ ულვაშებში გახლართული დამსკდარი ტუჩებით მიღიმოდა თუმცა თვალებში... თვალებში უცნაური სიცივე და ინტერესი ჰქონდა ჩამდგარი, ისე მაკვირდებოდა თითქოს ჩემს გონებაში შეღწევა და ფიქრების და აზრების წაკითხვა ჰქონდა განზრახული, უსიამოვნოდ შევიშმუშნე.
- გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? -თავაზიანად მივესალმე და მანაც ოდნავშესამჩნევად დამიკრა თავი.
- აქ რამ მოგიყვანა?
- აქაურობა მომენატრა, თანაც მანანასთან ჩემი ნივთებია დარჩენილი და მათ წაღებასაც ვაპირებ.
- ჰოოო, ესე იგი ნივთები, საინტერესოა ასეთი მნიშვნელოვანი რა დატოვე, -ჩაილაპარაკა და ზურგი შემაქცია, იმ გზაზე გადაუხვია რომელიც ეკლესიისკენ მიდიოდა, უნებურად შევცვალე გადაწყვეტილება და უკან მივყევი, ფეხის ხმა რომ გაიგო შედგა და გაკვირვებულმა გამომხედა.
- აქეთ მოდიხარ?
- ეკლესიამდე თქვენთან ერთად წამოვალ თუ არ შეგაწუხებთ, თან გზაში ცოტას ვისაუბრებთ.
- ეკლესიაში რაღა დაგრჩენია? -უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და ნაბიჯს აუჩქარა, -რაც იოანე აღარ არის მას შემდეგ დაკეტილია, ხალხიც აღარ მოდის, ახლა თურმე ახალ მღვდელს აგზავნიან და ვნახოთ, იქნებ განახლდეს წირვა ლოცვა.
- ანუ დაკეტილია? თუ დაკეტილია თქვენ რაღატომ მიდიხართ?
- ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო ხომ გაგიგია, ამდენი წელია ყოველ დღე გავდივარ ამ გზას, ახლა რაღა გადამაჩვევს, თანაც კურდღლებს და თუთიყუშებს ვუვლი.
- კურდღლებს?
- იოანეს რამდენიმე იშვიათი ჯიშის მინიატურული კურდღელი და ორი თუთიყუში ჰყავდა, მათ გამო იყო ხოლმე ბავშვებით სავსე ეკლესიის ეზო, თუ ლოცვის გამო დილით ადგომა ეზარებოდათ კურდღლების და ჩიტების სანახავად მაინც დგებოდნენ ხოლმე, წირვის შემდეგ ყოველთვის ესაუბრებოდა ბავშვებს, ცხოველებს აჩვენებდა, არიგებდა, ასწავლიდა რომ უნდა მოფრთხილებოდნენ და ჰყავარებოდათ, ეჰ, -ამოიოხრა და დანანებით გადააქნია თავი, არ ვიცი შეიძლება მომეჩვენა კიდეც მაგრამ იოანეზე საუბრისას, თითქოს მის ხმაში სინანული გაკრთა.
- თქვენც ფიქრობთ რომ იოანე დამნაშავეა? -როგორც იქნა სწორი დრო შევარჩიე ამ კითხვის დასასმელად თუმცა არ მიპასუხა.

ეკლესიამდე ისე მივედით ხმა აღარ გაუღია, ბევრი ვეცადე მაგრამ საუბარში ვერ ავიყოლიე, უცნაურად მოღუშული და ჩაფიქრებული მიმიძღოდა წინ, მხრებში მოხრილი და თავჩაღუნული, ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი მხოლოდ სიბერის გამო გამოიყურებოდა ასე თუ განვლილი წლების, უთქმელი სიტყვების და გულში ღრმად სენახული გრძნობების სიმძიმეც აწვა მხრებზე, ან იქნებ საერთოდ არ განიცდიდა იმას რაც მოხდა, იქნებ საერთოდ არ აწუხებდა სხვისი ტკივილი, იქნებ...
- შემოხვალ? -დაჟანგული რკინის კარის ჭრიალმა გამომაფხიზლა, თავი ავწიე, ეკლესიის წინ ვიდექით, ჩაფიქრებული ისე მოვსულვართ აქამდე ვერც მივხვდი, ჟორა შეღებულ ჭიშკართან იდგა და ისე მეპატიჟებოდა ეზოში თითქოს საკუთარ სამფლობელოში ყოფილიყო, მიყურებდა დიდი ჭროღა თვალებით, მსუბუქი ნიავი უწეწავდა გრძელ თეთრ წვერს და თმას...
- მოდი შვილო მოდი, მე ცხოველებს მივხედავ და მერე ვისაუბროთ რამდენიც გინდა, -ამჯერად თითქოს გულწრფელად გამიღიმა, პასუხად ეკლესიის გუმბათს ავხედე, მზეზე ბრჭყვიალებდა ცისფერი თუნუქი, ოქროსფრად დაფერილი უზარმაზარი ჯვარი თითქოს ცას იყო შეზრდილი, დუმდა გარემო, სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო ირგვლივ და რატომღაც ისეთი გრძნობა გამიჩნდა რომ ახლოს სულ რაღაც ორ ნაბიჯში იყო დასასრული, თუ ახლა ამ ჭიშკარში შევაბიჯებდი, თუ შევძლებდი და ზღურბლს გადავაბიჯებდი უკან დახევას ვეღარ შევძლებდი თუმცა ამას არც ვაპირებდი მას მერე რაც ამ სოფელში პირველად ჩამოვედი, მას მერე რისი შემსწრეც გავხდი და რაც გადავიტანე, მას მერე რაც ლევანის ნაამბობი მოვისმინე, უკან დახევა უბრალოდ გამორიცხული იყო...
ჩემს უკან გულისგამაწვრილებელი ჭრიალით დაიხურა კარი, ჟორამ იქვე კედლის ჩრდილში მდგარი ხისგან გამოჩორკნილი სკამისკენ მიმითითა და თვითონ იქით წავიდა საითაც ალბათ ცხოველების გალიები ჰქონდა იოანეს, სკამს მივუახლოვდი თუმცა არ დავმჯდარვარ...
- მაპატიე ლალა, -ნაცნობი ხმა ჩამესმა თუმცა ამჯერად არ შემშინებია, მისი დანახვა არ მიცდია, ვიცოდი ვერ დავინახავდი ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე.
- მალე ყველაფერი დასრულდება ანა, შეგიძლია მშვიდად იყო.
- მაპატიე, -კიდევ ერთხელ ჩაიჩურჩულა და მერე მსუბუქი შეხება ვიგრძენი მუცელზე, -ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება.
თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა, თითქოს იცოდა რომ ერთადერთი ვის გამოც შიშს ვგრძნობდი ჩემში მფეთქავი სიცოცხლე იყო, ჩემი იმედი და ბედნიერება, დამშვიდებულმა გავახილე თვალები, გაღიმებულმა მიმოვიხედე ირგვლივ, ერთი წამით სუნთქვა შემეკრა როცა დავინახე როგორ გაიფრიალა კედლის კუთხესთან ქერა თმამ და თეთრმა პერანგმა, ინსტიქტურად გადავდგი ნაბიჯი და მივყევი, კედელს შემოვუარე და უკანა ეზოში გავედი თუ არა პირველი ვინც დავინახე ქვის ლოდზე ჩრდილში, ჩემგან ზურგით მჯდარი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, თავჩაღუნული იჯდა, იდაყვებამდე აკეცილი უბრალო ნაცრისფერი პერანგი და შავი შარვალი ეცვა, თმა საგულდაგულოდ ჰქონდა დავარცხნილი, იჯდა და მარჯვენა ხელში ვერცხლისფერ ჯაჭვზე შებმულ ცისფრად მოელვარე ნივთს ათამაშებდა...
გამეღიმა, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი იმაში რომ არაფერი, საერთოდ არაფერი ხდებოდა შემთხვევით, თითქოს ყველა ვიღაცის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით ვთამაშობდით და არაფერი იყო ამაში ლოგიკური და გასაგები...
- ესე იგი მაინც დაბრუნდი, -არ შემობრუნებულა ისე მითხრა, გაკვირვებისგან ჩემი წარბები თავისთავად აიზიდნენ ჰაერში, დარწმუნებული არ ვიყავი რომ მე მომმართავდა თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი.
- გამარჯობა კონსტანტინე, -თვითონაც ვერ ვხვდებოდი როგორ შემეძლო ასეთი მშვიდი ხმით საუბარი, ისიც მეტისმეტად მშვიდი ჩანდა, თუმცა კარგად ნამდვილად არ მენიშნა რომ არ მომრიდებია და არც ანას კესანების ყელსაბამი მოუშორებია ჩემი თვალთახედვიდან, ალბათ გადაწყვეტილი ჰქონდა საბოლოოდ ჩამოეხსნა ნიღაბი თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი რომ მისი ნამდვილი და აქამდე უჩინარი მხარის დანახვა მსურდა.
- იცანი, ვიცი რომ იცანი, თუმცა ვერ ვხვდები როგორ, -გაეღიმა, კიდევ ერთხელ დაატრიალა ჩემს თვალწინ ყელსაბამი და მერე ჯიბეში ჩაიდო, -ეს სამკაული ძალიან უყვარდა ანას, იმ არაფრისმაქნისი ლაწირაკის ნაჩუქარი იყო, ისიც უყვარდა მე კი არასდროს მომნდობია ბოლომდე, ჩემს მიმართ ამოუხსნელ მიმზიდველობას განიცდიდა, მოვწონდი, ვაინტერესებდი, მე კი ვსარგებლობდი მისი დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით და ნელ-ნელა ვხვევდი ჩემს ქსელში, სიმართლე რომ გითხრა ამის გაკეთება ნამდვილად არ გამჭირვებია, პატარა გოგონების ცხოვრებაში ზოგისთვის ადრე, ზოგისთვის გვიან მაგრამ განურჩევლად ყველასთვის დგება ისეთი დრო როცა თავისზე დიდი, იდუმალი სიმპათიური მამაკაცებით ინტერესდებიან, რაღაც ახლის და შეუცნობლის შეცნობის სურვილით იწვიან და ვერც კი წარმოიდგენენ რამდენი ვინმე ელის მათში ამ ინტერესის გაფურჩქვნას და გაღვივებას, ხახადაღრენილი მგლებივით დაძრწიან ბნელში მიმალული ურჩხულები მათ გარშემო, ელიან როდის გადაუბრუნდებათ ფეხი რომ ადვილად შეძლონ მათი მონადირება, მერე რა თუ უმეტეს შემთხვევაში მიახლოებასაც კი ვერ ახერხებენ, ყველას არ აქვს საკმარისი გამბედაობა საამისოდ, შენ რას იტყვი ლალა ვცდები?
წელში გასწორდა, ოდნავ უკან დაიწია და მზერა გამისწორა, უნებურად ღრმად ამოვისუნთქე და ფილტვები ჰაერისგან გავათავისუფლე, სუფთა და ნათელი თვალები ჰქონდა, თბილი ღიმილი, ისევ ის კოტე იყო რომელიც მწვანე მოლზე შვილებთან მოთამაშე, მხიარული და ბედნიერი შემორჩა ჩემს მეხსიერებას, მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა, არაფერს ამბობდა, რას ელოდა? ჩემს პასუხს? პასუხს რომელიც არაფერს შეცვლიდა, იქნებ ჩემი პირიდან უნდოდა იმის მოსმენა რომ არ ცდებოდა, იქნებ უნდოდა აღფრთოვანება გამომეხატა მისი მოხერხებულობის და გამბედაობის გამო, იქნებ სულაც საკუთარ თავს იმშვიდებდა და ამხნევებდა, საკუთარ თავს აჯერებდა იმაში რომ შეცდომა არ დაუშვია და ამისთვის დასტური სჭირდებოდა...
- ამდენს ნუ ფიქრობ, ყველაფერი ძალიან მარტივია, -ანგელოზის სახისთვის შეუფერებლად საზარლად გადაიხარხარა და ხელები ფართოდ გაშალა, -გინდა ვითამაშოთ ლალა?
- ვითამაშოთ? რას გულისხმობ? -საიდანღაც ნაწილ-ნაწილ სასწაულად შეკოწიწებული სიმშვიდით ვკითხე თუმცა ვიცი რომ შეამჩნია როგორ ვღელავდი, შეამჩნია და დამცინავად გაეწელა ტუჩის კუთხე, სიამოვნებდა ჩემი შიში და შფოთვა აღელვებდა, ახალისებდა და შეიძლება აღაგზნებდა კიდეც, აშკარა იყო რომ ამით საზრდოობდა, ეს ყველაფერი ძალას მატებდა.
- ძალიან ცნობისმოყვარე ვარ ლალა, მაინტერესებს ვინ ხარ და რატომ ხარ აქ, როგორ მოახერხე, როგორ მიხვდი, როგორ მოხვედი ჩემამდე, ვფიქრობ, უამრავ სხვადასხვა ვერსიას ვამუშავებ და არფერი გამომდის, არანაირად არ ხარ არც ჩემთან და არც ანასთან კავშირში, ვინ ხარ ლალა?
- შენ თქვი რომ უნდა გვეთამაშა...
- ჰოო, ესე იგი აზარტული ხარ? ძალიან კარგი, -ხელები მოუთმენლად გაუხახუნა ერთმანეთს და მხრები შეათამაშა, -დავიწყოთ, ღირებული ინფორმაცია, ღირებული ინფორმაციის სანაცვლოდ.

სულელი ნამდვილად არ ვიყავი და თანაც ამ თემაზე გადაღებული უამრავი ფილმი მქონდა ნანახი, ვხვდებოდი ისე მეთამაშებოდა როგორც კატა თაგვს, ცოტა ხანში თამაში მობეზრდებოდა და ამ საყვარელი გულთბილი ღიმილით თვალისდაუხამხამებლად გამომღადრავდა ყელს, მაგრამ მანამდე აუცილებლად მაიძულებდა რომ მისი დროებითი ფსიქოლოგის როლი შემესრულებინა, ყველა შავბნელ საიდუმლოს გამანდობდა რომ განთავისუფლებულიყო და შემსუბუქებულიყო, თან ჩემს სახეზე მისი მონათხრობის მოსმენით გამოწვეული აღფრთოვანება შერეული თავზარდამცემი შიში ეხილა...





დაკვირვებიხართ როგორი ლამაზები და მიმზიდველები არიან ურჩხულები? როგორი საყვარლები და თბილები, გამორჩეულად კეთილები და სანდოები, სუფთა, კამკამა თვალებით და უმანკო, გულუბრყვილო მზერით, ცდილობენ რომ სათნო ღიმილით, მომხიბვლელი გარეგნობით და ტკბილი, თბილი საუბრით მიიზიდონ მსხვერპლი, გონება აურიონ, საკუთარ მახეში ისე გააბან რომ სანამ ხელ ფეხი მთლიანად არ შეეკვრება და შხამი რომელიც ნელ-ნელა ვრცელდება სხეულში საბოლოოდ არ გამოიწვევს დამბლას ვერაფერს მიხვდეს, არადა როგორი საინტერესოები არიან ასეთი ‘’ადამიანები’’ როგორი ამოუცნობები... რას არ აკეთებენ მსხვერპლის მოხელთებისთვის და დამარტოხელებისთვის, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გრძნობენ როცა სასურველს როგორც იქნა მოიხელთებენ? აღტყინებას გამარჯვების გამო? სიხარულს? სიამოვნებას? იქნებ...
თუნდაც დისქავერზე ალბათ ყველას გინახავთ როგორ ნადირობენ მტაცებელი ცხოველები და მიუხედავად იმისა რომ მსხვერპლი შეგბრალებიათ მაინც მოხიბლულნი დარჩენილხართ მათი სიძლიერით, მოქნილობით, ეშმაკობით და სილამაზით, აი სწორედ ასეთ უცნაურ და ამოუხსნელ მომხიბვლელობას და მიმზიდველობას ასხივებდა ჩემს გვერდით მჯდომი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მამაკაცი, არადა მაშინ როცა მათ გვერდით, მათ სახლში ვცხოვრობდი მისგან ამდაგვარი არაფერი მიგრძვნია ის კი არადა აღფრთოვანებული ვიყავი მისით როგორც არაჩვეულებრივი მშობლით და მეუღლით, როგორი სიყვარულით უყურებდა თაკოს, როგორ ეფერებოდა და ეთამაშებოდა ბავშვებს, ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, ნუთუ უბრალოდ თამაშობდა, არა მგონია, მაგრამ თუ ასეა რას ნიშნავდა მისი აქამდე სხვათა თვალთათვის უჩინარი მხარე რომელსაც ახლა ასე უშიშრად და უდარდელად ამზეურებდა ჩემს თვალწინ, რომელი იყო მისი ნამდვილი სახე, მშვიდობიანი მოსიყვარულე მეოჯახე თუ ეს მაცდური, მომხიბვლელი, ურცხვად მოარშიყე ცივსისხლიანი მონსტრი...

- რატომ არ ცდილობ გაქცევას? ან რატომ არ ყვირი, შველას არ ითხოვ, -დაეჭვებული მიყურებდა და ალბათ არ უნდოდა შემემჩნია მაგრამ მაინც დავინახე როგორ ნერვიულად უთრთოდა მარცხენა ხელი.
- შევძლებ? -გამშრალი ყელი მწარედ დამიკაწრა ერთადერთმა სიტყვამ.
- რას? -ტუჩის კუთხე ზემოთ აეწია თუმცა ვერ მივხვდი გაიღიმა თუ არა, მისი თვალები საერთოდ არაფერს მეუბნებოდნენ.
- გაქცევას.
ახლა უკვე ნამდვილად გაეღიმა და თავი გაქნია უარის ნიშნად, თვალები ისე აუციმციმდა და ისე გამოცოცხლდა რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ საკუთარი თავი ჩემზე მონადირე წარმოიდგინა, წარმოიდგინა როგორი სასოწარკვეთილი ვცდილობ გაქცევას და როგორ ცდილობს რომ რაც შეიძლება გვიან ჩამავლოს კლანჭები და ასე გაიხანგრძლივოს სიამოვნება, ალბათ ამჯობინებდა გავქცეულიყავი, მისი პოზა, დაჭიმული სხეული, დაძაბული მხრები და მკლავები, შეხსნილი ბაგეები, ანთებული თვალები და სწრაფად მოძრავი მკერდი, სრულ მზადყოფნას გამოხატავდა ადრენალინით სავსე თამაშში ჩასაბმელად, თუმცა ვეჭვობდი შემძლებოდა მისთვის შესაფერისი პარტნიორობა გამეწია.
- რას აპირებ კონსტანტინე? -როგორც იქნა მოვიკრიბე გამბედაობა რომ მეკითხა, -რას აპირებ? ხომ იცი ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ შეგრჩება.
- ასე გგონია? -მკლავებით ქვაზე დაეყრდნო და თვალებმოჭუტულმა ახედა ზეცას, -მკვლელი ციხეშია, მე საერთოდ არსად არ ვფიგურირებ, შენ კი... შენ... დარწმუნებული ვარ არავინ იცის სად ხარ თუ ვცდები? შენს საყვარელ მეუღლეს უთხარი რომ აქ აპირებდი დაბრუნებას? ვიცი რომ არ გითქვამს, რომ გეთქვა ახლა შენს გვერდით იქნებოდა.
- ჰო მაგრამ...
- გგონია ვინმემ იცის რომ ამ სოფელში ამოხვედი და ახლა აქ ხარ? -სანამ რამეს გაარკვევენ მანამ...
- მანამ რა? -ახლა მე გამეცინა ირონიულად, ჩემდა გასაკვირად სულაც არ იყო ისეთი ჭკვიანი როგორიც წარმომედგინა, ძალიან ბევრი რამ გამორჩა, ზედმეტად უდარდელი იყო და საერთოდ არ ფრთხილობდა, ნეტავ რისი ან ვისი იმედი ჰქონდა?
- ზედმეტად მშვიდად ხარ ლალა, -გამაფრთხილებლად გაიჟღერა მისმა ხმამ, ასეთ სიმშვიდეს და თავდაჯერებას არავისთვის მოუტანია კარგი, არც მათთვის, მათაც ეგონათ რომ ვერ შევძლებდი მათთვის რამე დამეშავებინა, ბოლო წამამდე ასე ფიქრობდნენ, ბოლო წამამდე ჰქონდათ იმედი რომ შეძლებდნენ ჩემგან თავი დაეღწიათ, რომ გენახა რას აღარ აკეთებდნენ იმისთვის რომ ჩემგან თავი დაეძვრინათ, არადა მანამდე თვითონ მეკიდებოდნენ ყელზე, პატარა აღვირახსნილი კახპები...
- გეყოფა, გეყოფა საკმარისია, -ხმამაღლა ვიყვირე და მაშინვე ვინანე ჩემი საქციელი, მივხვდი როგორ ვასიამოვნე ამით.
- იქნებ გგონია ის ლაწირაკი დაგეხმარება და რამეს დამაკლებს? -მშვიდად გააგრძელა საუბარი.
- ვის გულისხმობ?
- მშვენივრად იცი ვისაც, ჯერ იყო და მის გამო ის უტვინო ანა კინაღამ ხელიდან გამისხლტა მერე კი არ ვიცი როგორ მაგრამ ჩემთან დააკავშირა ყველაფერი და თაკოს დაუახლოვდა რომ როგორმე რამე გაერკვია მისი მეშვეობით, იმ სულელს კი მართლა შეუყვარდა, პატარა გოგოსავით გაება იმ ლაწირაკის დაგებულ მახეში, ჩემი საქმეების ჩხრეკა დაიწყო რომ ლევანისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა, მერე ერთ დღეს აი ამას წააწყდა ჩემს ნივთებში.
ჯიბიდან ანას ყელსაბამი ამოიღო და თითებში აათამაშა, მაღლა ასწია და მზის შუქზე მობრჭყვიალეს ღიმილით შეხედა.
- წააწყდა და მაშინვე საყვარელს ჩაუკაკლა ყველაფერი, პოლიციაშიც კი აპირებდნენ გაცხადებას, თუმცა არ გამჭირვებია თაკოს მორჯულება, ბოლოს და ბოლოს ამდენი წელია ცოლ ქმარი ვართ.
- თაკომ მართლა არაფერი იცოდა? -ლევანის მონათხრობის მიუხედავად მაინც ვერ მოვითმინე რომ არ მეკითხა, უარის ნიშნად თავი გაიქნია კოტემ და გაიღიმა.
- არ იცოდა ან არ უნდოდა რომ სცოდნოდა, ახლა კი ყველაფერი იცის.
ვერ ვხვდებოდი როგორ ახერხებდა თაკო მის გვერდით დარჩენას მას შემდეგ რაც ყველაფერი გაიგო, ნეტავ ასეთს რას უკეთებდა კოტე, რით ან როგორ აშანტაჟებდა და დარჩენას აძულებდა, აიძულებდა მისი საზარელი საიდუმლო ეტარებინა მხრებით, ნუთუ ამდენ ხანს მართლა ვერაფერს ხვდებოდა, იქნებ ხვდებოდა და უბრალოდ თვალს ხუჭავდა...
- შენ აიძულე თაკოს რომ იოანეს სახლში და ეკლესიაში სამხილები დაეტოვებინა?
- დავგეგმე რომ ის სულელ გოგოს უნდა დამეგობრებოდა, იოანეს ცოლს, მერე ყველაფერი ძალიან მარტივად წავიდა, თაკომ ლევანის დარწმუნებაც სცადა რომ იოანე იყო ყველაფერში დამნაშავე თუმცა იმ ყველაფრის მერე რაც ლევანმა უკვე იცოდა გაუჭირდა, საბოლოოდ კი ის მოხდა რაც მოხდა.
- ავარიაც შენ მოაწყვე?
- შეგეძლო არც გეკითხა, -ისე ამაყად თქვა და ისე გაიჯგიმა თითქოს რამე კარგი საქმე გაეკეთებინა რომელიც აუცილებელ შექებას იმსახურებდა, მე კი ლევანისგან ვიცოდი როგორ ცდილობდა თაკოს გადარჩენას, მიუხედავად იმისა რომ თავიდან ისიც დამნაშავე ეგონა, მაშინ სანაყინეში რომ ვისაუბრეთ უბრალოდ თამაშობდა, ის და თაკო ცდილობდნენ კოტე დაეჯერებინათ რომ ლევანს იოანე ეგონა მკვლელი, ის პატარა ბიჭი ახლა საავადმყოფოში რომ იწვა სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი, ყველაფრის მიუხედავად მაინც ცდილობდა თაკოს დაცვას და გადარჩენას...
- სულაც არ მიკვირს რომ შენს ცოლს ლევანი შეუყვარდა, -მხრები ავიჩეჩე და წარბაწეულმა შევხედე გაოცებულს, აშკარად არ ელოდა რომ ამ ყველაფერს ასე ადვილად და უბრალოდ მივიღებდი, თუმცა მალევე მოეგო გონს.
- როდის მოასწრო ლევანმა და ყველაფერი მოგიყვა, ალბათ მანამდე სანამ საავადმყოფოში მოხვდებოდა, ვერ ვხვდები ასე რატომ გენდობა თუმცა ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, იქიდან ცოცხალი ვერ გამოაღწევს, მისგანაც გავთავისუფლდი, ჩემი დაწყებული საქმე დღეს დილით თაკომ დაასრულა, არ უნდოდა, შეწინააღმდეგებაც კი გაბედა ჩემთან მაგრამ...
- რას ამბობ, -გამწარებული წამოვხტი ფეხზე, მაშინვე საავდრო ღრუბელივით სახემოქუფრული აისვეტა ჩემს წინ და მანიშნა დავმჯდარიყავი, სასოწარკვეთილი დავეშვი ქვაზე, როგორ? როგორ მოახერხა ამის გაკეთება, ლევანი დაცული უნდა ყოფილიყო, მას არაფერი უნდა დამუქრებოდა, გეგმაში ამაზე არაფერი იყო ნათქვამი, საერთოდ არაფერი.
- მგონი დროა, -მოღუშულმა ჩაილაპარაკა, ქვემოდან ავხედე სულთამხუთავივით თავზე წამომდგარს, რისი დროა, რას გულისხმობდა...
ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, დაიხარა და თვალებში ამღვრეული, ჩაწითლებული თვალებით ჩამხედა, ღრმად სუნთქავდა, გვერდზე თავგადახრილი უმეტყველო სახით მაკვირდებოდა თითქოს ჩემს მზერაში რაღაცის წაკითხვას ცდილობდა, თითის განძრევასაც კი ვერ ვახერხებდი, დაჰიპნოზებულივით შევცქეროდი და ველოდი, თვითონაც არ ვიცოდი რას, ზურგსუკან ძლივსგასაგონი ნაბიჯების ხმა რომ მომესმა მაშინაც ვერ შევძელი განძრევა, ვერც მაშინ მოვახერხე რამის გაკეთება ყურთან აჩქარებული სუნთქვა რომ ვიგრძენი და მერე პირზე რაღაც მძაფრსუნიანი სითხით გაჟღენთილი დოლბანდი რომ ამაფარეს, რამდენიმე წამში მოვდუნდი, ჩემს წინ მდგარი კოტეს სილუეტი ნელ-ნელა გაიდღაბნა და მერე უსასრულობამდე გაიწელა, ყურში შემზარავი ხმა ჩამესმოდა თუმცა არ მახსოვს ნამდვილად ხარხარებდა თუ არა ვიღაც, არაფერი არ მახსოვს...
-
- როგორც იქნა მოხვედი, ვერ ვიტყვი რომ შენი ნახვა არ გამიხარდა, თუმცა ჯერ შენთვის ადრეა აქ ყოფნა, სანამ აქ საბოლოოდ დაიდებ ბინას მანამდე გრძელი, ძალიან გრძელი გზა უნდა გაიარო.
მწვანედ აბიბინებულ მდელოზე ვისხედით მე და ანა, ანას ყვითელი თხელი სარაფანი ეცვა, თმაში მინდვის ყვავილები ჰქონდა ჩაწნული, თვალები უბრწყინავდა, ულამაზესი იყო.
- არ მინდა წასვლა, აქ ისეთი სიმშვიდეა, -მოკრიალებულ ზეცას ავხედე გაღიმებულმა და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი, ფილტვები ყვავილების სურნელით ავივსე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მსუბუქად, ბედნიერებით ვიყავი სავსე, თითქოს ყველაფერს დაეკარგა მნიშვნელობა იმ სიმშვიდის გარდა ახლა დამცავი ფარივით რომ მეკრა გარს.
- უნდა წახვიდე ლალა, ახლა მარტო აღარ ხარ, შენს საყვარელ ადამიანებს ჭირდები, საბოლოოდ მაინც დაბრუნდები აქ თუმცა არა ახლა.
- შენც წამოხვალ? -თხელ მკლავზე შემოვაჭდე თითები, გადმომხედა და სევდიანად გამიღიმა.
- აღარ გახსოვს? მე უკვე დიდი ხანია რაც იმ სამყაროს აღარ ვეკუთვნი, თუმცა აქ ძალიან კარგად ვარ, როგორც იქნა შენი წყალობით ის სიმშვიდე მოვიპოვე რასაც ვეძებდი, შენ კი უნდა გაიღვიძო რომ საკუთარი სიმშვიდისთვის და ბედნიერებისთვის იბრძოლო.
- ვისთვის უნდა ვიბრძოლო, -ჩავილაპარაკე მოღუშულმა, ნიკაპში ჩამავლო თითები და მაიძულა თავი ამეწია, მდელოზე მორბენალ ბავშვების ჯგუფზე მიმითითა, ჯგუფს პატარა გრძელთმიანი გოგონა გამოეყო, შედგა, შემოგვხედა და შუბლზე ხელით მოიჩრდილა მზე.
- მისთვის უნდა იბრძოლო.
- ვინ არის? -დაეჭვებულმა ვკითხე თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდი ვინც იყო.
- დედა, დედიკო, -წკრიალა ხმით დაიყვირა გოგონამ და მთელი ძალით გამოიქცა ჩემკენ, ქარი უფრიალებდა მბზინვარე თმებს და ლამაზ ვარდისფერ კაბას, ხელები გავშალე რომ გულში ჩამეკრა...
-
ყინულივით ცივი წყალი გადამევლო თავზე და სუნთქვაშეკრულმა, აცახცახებულმა გავახილე თვალები, რამდენიმე წუთი დამჭირდა იმისთვის რომ გამეაზრებინა სად ვიყავი და რა მჭირდა, სკამზე ვიყავი მიბმული, საშინლად მტკიოდა თოკებ გადაჭერილი ხელები, სველი ვიყავი, გაბრუებული...
- როგორც იქნა გაიღვიძე, იმედია შენი ახალი სამყოფელი მოგწონს, ჯობია თუ მოგეწონება, აქ დიდი ხნის გატარება მოგიწევს, -ჩემს წინ მჯდარი კოტე გადმოიხარა, სახეზე მიწებებული სველი თმები გადამიწია და ისე თბილად გამიღიმა როგორც მხოლოდ საყვარელ და ახლობელ ადამიანებს უღიმიან, ოთახს მოვავლე თვალი, უფანჯრო იყო, უბრალოდ შელესილი კედლებით და რკინის კარით, საკეტმა რომ გაიჩხაკუნა შევკრთი, თუმცა ამაზე უფრო საშიში და საზარელი რაღა უნდა მომხდარიყო ვერ ვხვდებოდი.
- აი მეც მოვედი, -ადამიანმა რომელსაც ყველაზე ბოლოს თუ წარმოვიდგენდი კოტეს გვერდით გაღიმებულმა შემოაბიჯა ოთახში...










ცხელოდა, ვერანდაზე ვიჯექი და ვუყურებდი როგორ თამაშობდა ეზოში ბაჩო ჩვენს პატარასთან ერთად რომელიც სადაცაა სამი წლის გახდებოდა, უზარმაზარი ყავისფერბეწვიანი ქოფაკი ენაგადმოგდებული ურბენდა გარს ბალახებში ჩამჯდარ მამაშვილს და მათი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, ნიტას ლოყები აწითლებული ჰქონდა და წაბლისფერი კულულები აჩეჩილი, გამეტებით უტყაპუნებდა პატარა თითებს სახეზე მომღიმარ მამიკოს, არ ასვენებდა, ის კი დიდი ამბით უყვებოდა რაღაც ძალიან სასაცილოს და სახალისოს, თავისივე მოყოლილ ამბავზე თვითონვე იცინოდა სულმოუთქმელად და მის სიცილზე ნიტა ვერ იკავებდა გულიან კისკისს...

- როგორც იქნა მოვაღწიეთ, -ნათია ქაქანით გამოვიდა მისაღებიდან, მომესალმა, გიორგის რომელიც შეწუხებული სახით მოყვებოდა უკან, ხელიდან ლამაზი ვარდისფერი ბანტით გაფორმებული პაკეტი გამოართვა და პირდაპირ ნიტასა და ბაჩოსკენ წავიდა.
- ნიტას საჩუქარს მივცემ, ცოტას ვეთამაშები და მოვალ, შენ ცივი წვენი მომიტანე, -ბრძანება დაუტოვა მეუღლეს და ბაჯბაჯით გააბიჯა მწვანე გაზონზე, სიცილი ვერ შევიკავე გიორგის დარლილ გასავათებულ სახეს რომ შევხედე, თვალები გადაატრიალა, ამოიოხრა და გვერდით მომიჯდა, უკვე მეხუთე თვეში იყო ნათია და საშინლად პრეტენზიული ორსული იყო, თუმცა მომწონდა რომ ჩემს თავქარიან მაზლს ასეთ დღეში აგდებდა და აწამებდა, დღენიადაგ წუწუნებდა და ჩიოდა გიორგი მაგრამ მე და ბაჩომ მშვენივრად ვიცოდით რომ ნათია და ის პატარა არსება რომელიც სულ მალე მოევლინებოდა ამ სამყაროს ძალიან უყვარდა და საკუთარ თავს ერჩია.
- დამღალა, მთელი დღეა საყიდლებზე დამატარებს, ახლა აიჩემა ბავშვის ოთახში ის ცისფერი არ მომწონს რამდენიმე ტონით უნდა გავაღიავო კედლებიო, შეღებვას რომ მოვრჩები მერე იტყვის შპალერი უნდა გავაკრაო, მერე შპალერი არ მოეწონება, მერე კიდევ რაღაცას მოიგონებს, საიდან აქვს ამდენი ენერგია ვერ ვხვდები, თუმცა რატომ არ უნდა ჰქონდეს, შუაღამისას დრაკონის ხილის და დინოზავრის კბილის საპოვნელად მე ვუვლი მთელ ქალაქს გარს, მთელი დღე მე ვასრულებ მის უცნაურ მოთხოვნებს, აღარ შემიძლია, გუშინ იცი რისთვის ტიროდა ორი საათი გადაბმულად? ძალიან მოვიმატე წონაში, ასეთი აღარ გეყვარები და აუცილებლად მიღალატებო, -საზურგეს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და საცოდავად ამოიოხრა, მაინც მოახერხა და თავი შემაცოდა, მხარზე მოვხვიე ხელი.
- ცოტაც მოითმინე რა გჭირს, რამდენიმე თვე და გაჩნდება ბავშვი, -ჩემი ჭკუით დავამშვიდე.
- შენი აზრით მერე მოვახერხებ დასვენებას? -საცოდავად შემომჩივლა, -ამასწინათ სამსახურში ჩამომეძინა და არ დაიჯერებ მაგრამ თურმე ვხვრინავდი.
- კარგი რა, -სიცილი ვერ შევიკავე მისი წუწუნით გამხიარულებულმა, -იმედია ნათიასთან ერთად რომ ხარ მაშინ არ წუწუნებ.
- რას ამბობ, რომ შემატყოს რამით უკმაყოფილო ვარ იმწუთასვე გამეყრება და მერე რაღა მეშველება მათ გარეშე, გავგიჟდები.
- ძალიან გიყვარს არა?
- ვგიჟდები ნათიაზე, საოცარი ქალია, შენ ხომ მიცნობ და იცი არ ვარ ადვილად შესაგუებელი ადამიანი, ოჯახურ ცხოვრებასაც ძნელად ავუწყვე ფეხი, არ მეგონა ოდესმე თუ მომინდებოდა მხოლოდ ერთ ქალს ეცხოვრა ჩემს გვერდით, ნათიამ კი ყველა და ყველაფერი დამავიწყა, ხანდახან ეჭვიანობს ხოლმე მაგრამ გეფიცები, რაც დავქორწინდით მას შემდეგ სხვა ქალისთვის არ შემიხედავს.
- დაქორწინებამდე ღალატობდი? -მოვიღუშე და მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა, წარბებს ქვემოდან ამომხედა ეშმაკურად აციმციმებული თვალებით.
- მაგას ღალატს ვერ დავარქმევ, უბრალოდ თვალს წყალს ვალევინებდი.
- მხოლოდ თვალს?
- კარგი რა, მართლა ამ თემაზე უნდა ვიკამათოთ? შენ ის მითხარი როგორ ხარ? ისე დარწმუნებული ვარ რომ ბაჩოს საერთოდ არუშლი ნერვებს და არ აწუხებ სასწაული სურვილებით, -მუცელზე ფრთხილად დამადო ხელი და მომეფერა, -შენ და ნათია მგონი ერთდროულად იმშობიარებთ, კარგია ბავშვები ერთად გაიზრდებიან.
- გეხერხება საუბრის სხვა თემაზე გადატანა, -გამეცინა და ხელზე მაგრად მოვუჭირე ხელი, -ნუ გეშინია და ნუ ნერვიულობ გიო, ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ, რომ დაიბადება, ხელში აიყვან და მის სურნელს იგრძნობ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
- მეშინია ლალა, -ხმა აუთრთოლდა.
- რისი გეშინია?
- კარგი მამა რომ ვერ ვიყო? ისეთი მამა რომ ვერ გავხდე როგორიც ბაჩოა? შეხედე როგორ თამაშობს ნიტასთან, როგორ უყურებს, მახსოვს როგორ გაუხარდა როცა უთხარი რომ მეორე ბავშვზე იყავი ორსულად, მე კი იცი რა გავაკეთე როცა ნათიამ მითხრა ორსულად ვარო, გავიქეცი.
- რა გააკეთე? როგორ თუ გაიქეცი?
- ჰო ასე უბრალოდ ავდექი და გავიქეცი, ვიცი რომ ნათიას შენთვის არ უთქვამს, უბრალოდ გააზრება გამიჭირდა, ლაჩარივით მივატოვე როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩემი მის გვერდით ყოფნა, რამდენიმე საათის შემდეგ დავბრუნდი მასთან, ნამტირალევი დამხვდა, თვალებდასიებული თუმცა არ უსაყვედურებია, არ უგრძნობინებია რომ ჩემზე გაბრაზებული იყო.
- იმიტომ რომ კარგად გიცნობს, გაგიმართლა რომ ასეთი ქალი გყავს გვერდით.
- ვიცი ლალა, ვიცი და უკვე ნელ-ნელა ვეჩვევი ყველაფერს მაგრამ მაინც მეშინია.
- საშიში არაფერია, გგონია ბაჩოს არ უძნელდებოდა თავიდან?
- ხუმრობ? ხანდახან მგონია რომ კარგად არ იცნობ შენს ქმარს, მიუხედავად იმისა რომ ტყუპები ვართ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, უამრავ ადამიანთან მქონია შეხება თუნდაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მაგრამ მისნაირს არავის ვიცნობ, არასდროს არაფერი ეშლება, ძალიან ძლიერია, ყველანაირად ძლიერი, მე კი...

ხმა აუთრთოლდა და მზერა მომარიდა, ვიცი არ უნდოდა მისი სველი თვალები დამენახა, ახლა ბაჩოს უყურებდა და სევდიანად იღიმოდა, ვიცოდი რომ ძალიან უყვარდა თავისი ტყუპისცალი, აღმერთებდა, სამაგალითო იყო მისთვის, ბაჩოს ჰქონდა ყველაფერი რაზეც ის ყოველთვის ოცნებობდა, ახლა კი თვითონაც ცდილობდა საკუთარი პატარა, მშვიდი და სიყვარულით სავსე სამყარო შეექმნა, ისიც ვიცოდი რომ ჯერ კიდევ ვერ პატიობდა საკუთარ თავს, ვიცოდი ახლა რაც უტრიალებდა გონებაში, ჯერ კიდევ ფიქრობდა რომ...
- ისევ იმაზე ფიქრობ რაზეც წესით აღარ უნდა ფიქრობდე? -მხარზე ხელი დავადე და ვაიძულე თვალებში შემოეხედა ჩემთვის, -ხომ იცი ბაჩოს აღარც კი ახსოვს რა მოხდა მაშინ.
- შენ ხომ გახსოვს, -ნაძალადევად გამიღიმა და მერე მაგრად, ძალიან მაგრად დახუჭა თვალები, -ერთი წელი, მთელი ერთი გრძელი წელი არ მელაპარაკებოდა, მართალიც იყო, მე მის ადგილზე ვერ შევძლებდი მეპატიებინა საყვარელი ქალის და შვილის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.
- გეყოფა, ყველაფერში საკუთარ თავს ნუ იდანაშაულებ გთხოვ, -გული მტკიოდა გიორგის ასეთ დღეში რომ ვედავდი, მახსოვდა რა დღეში იყო მაშინ ბაჩო რომ ხმას არ ცემდა და ახლოს არ იკარებდა, ჩემთან და ჩვენს შვილთან მოახლოება აუკრძალა, იმ დროს ხანგრძლივი შვებულება აიღო გიორგიმ, ძალიან ბევრს სვამდა, სახლიდან გარეთ არ გამოდიოდა, ადამიანს აღარ ჰგავდა, ნათიასაც კი არ იკარებდა ახლოს, ისევ ბაჩომ გამოძებნა საკუთარ თავში ძალა რომ მისთვის ეპატიებინა, ისევ ბაჩომ გაუწოდა ხელი...
- კარგად ვიქნები ლალა, აუცილებლად შევძლებ და კარგად ვიქნები, შენ როგორ ხარ, ისევ გესიზმრება კოშმარები? -გამომცდელად შემომხედა, ისე მიყურებდა თითქოს ჩემს სულში ცდილობდა ჩაძრომას, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავი კარგად მეგრძნო და საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი წარსულის საშინელი მტკივნეული მოგონებებიდან, ასე ისიც შეძლებდა სინდისის ქენჯნას გამკლავებოდა მაშინდელი მოვლენების გამო.
- დიდი ხანია კოშმარი აღარ მინახავს, -ვეცადე გულიანად გამეღიმა თუმცა ტანში უსიამოვნოდ გამცრა არც თუ ისე შორეული წარსულის გახსენებისას, რამდენიც არ უნდა მეცადა ალბათ ვერადროს დავივიწყებდი როგორ ვიღვიძებდი შუაღამისას კივილით, როგორ იჯდა ბაჩო ჩემს სასთუმალთან გათენებამდე და როგორ ცდილობდა დავემშვიდებინე, ამდენი დრო გავიდა არადა თითქოს გუშინ იყო იმ დაწყევლილ სარდაფში რომ გავახილე თვალები, ხანდახან ახლაც ვგრძნობ ნესტის და სიდამპლის საზიზღარ სუნს, ხანდახან მგონია რომ კოტეს ხმა და საზარელი სიცილი ჩამესმის...
-
- ფიქრობ რომ ეს მჭირდება? -შესაბრალისი თვალებით შევყურებდი ბაჩოს რომელსაც სახეზე მოჩვენებითი მკაცრი და შეუვალი გამომეტყველება ჰქონდა აკრული, ახლა მასთან კამათი ნამდვილად არ ღირდა.
- რამდენიმე სეანსი ლალა, ხომ შევთანხმდით.
- მეგონა აქ მოსვლა აღარ დამჭირდებოდა, -თავი ჩავღუნე და მუცელზე შემოვიჭდე ხელები, პატარამ თითქოს ჩემი განწყობა იგრძნოო, აფართხალდა და მამცნო რომ ჩემს გვერდით იყო, ბაჩომ ნაზად მომკიდა თითები ნიკაპზე და თავი ამაწევინა, თვალებში ჩამხედა და გამიღიმა.
- შედი, ნანიკო უკვე გელოდება, ნიტას ბაღიდან მე გამოვიყვან, მერე მოგაკითხავ და ერთად წავიდეთ სახლში, არ გამიბრაზდე გთხოვ, ვიცი რომ არ მოგწონს აქ სიარული მაგრამ გჭირდება, რაც არ უნდა იუარო ვერ მომატყუებ, კარგად ვიცი რომ ისევ ხედავ კოშმარებს, მთელი ღამე ბორგავ, ძილში ტირი, თავს და ჩვენს პატარას უნდა გაუფრთხილდე, ორსულად ხარ, მინდა რომ ჯამრთელი დაიბადოს, მინდა რომ ისევ ისეთი მხიარული და ხალისიანი გახდე როგორიც ადრე იყავი, მანამდე სანამ...
‘’სანამ იმ წყეულ ადგილზე წასვლას გადავწყვეტდი’’ -გულში გავიფიქრე, ბაჩოს ნაძალადევი ღიმილით დავემშვიდობე და ფსიქოლოგის კაბინეტისკენ ავიღე გეზი.

- აუცილებელია რომ კიდევ ერთხელ გავიხსენო რა მოხდა მაშინ? -უკმაყოფილოდ შევიშმუშნე და ზედმეტად რბილ და მოუხერხებელ სავარძელში შეძლებისდაგვარად მოხერხებულად მოვთავსდი, ჩემი ფსიქოლოგი ნანიკო ორმოცდაათიოდე წლის თმაშევერცხლილი ქალბატონი ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა და მზერას არ მაშორებდა.
- აუცილებელია ლალა, ახლა მინდა რომ მოდუნდე, თვალები დახუჭო და იმ მომენტიდან გაიხსენო ყველაფერი როცა სარდაფში თვალები გაახილე, ყველაფერი დეტალურად უნდა მომიყვე, მაინტერესებს რა იგრძენი როცა მიხვდი რომ ხაფანგში აღმოჩნდი გაბმული, მაინტერესებს შენი ფიქრები, განცდები...
თბილი ხმა ჰქონდა, სასიამოვნო, შემპარავი, არ ვიცი როგორ ახერხებდა და ასე მამშვიდებდა და მადუნებდა, მიუხედავად იმისა რომ სულაც არ მეპიტნავებოდა კიდევ ერთხელ თუნდაც მხოლოდ ფიქრებში იმ სარდაფში მოხვედრა, ჩემდაუნებურად მივლულე თვალები და თავს ვაიძულე წარსულში დავბრუნებულიყავი, უსიამოვნო შეგრძნება იყო, ძალიან უსიამოვნო და შემზარავი...
- თვალები გაახილე, გაახილე და მითხარი რას ხედავ, -სადღაც შორიდან ჩამესმოდა ნანიკოს ხმა, არ მინდოდა თვალების გახელა, ვიცოდი თუ გავახელდი კოტეს დავინახავდი, ისევ იქ აღმოვჩნდებოდი გამომწყვდეული, მის წინ, უმწეო მდგომარეობაში, ისევ ვიგრძნობდი იმ უიმედობას და შიშს, შემამცივნა, სახესთან სულ ახლოს, ძალიან ახლოს ვიგრძენი ცხელი სუნთქვა, თითქოს აჩქარებული გულისცემის ხმაც მომესმა.
- თვალები გაახილე ლალა, ამჯერად კოტეს ხმა ჩამესმა და ჩემდაუნებურად დავემორჩილე...




- ამას რატომ აკეთებ? რა დაგიშავე? -სასოწარკვეთილი შევყურებდი ჟორას რომელსაც რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო სახეზე გულწრფელი მწუხარება ჰქონდა აღბეჭდილი, ჩემს წინ იჯდა, ამღვრეული თვალებით მიყურებდა და ხელებს მაგრად უჭერდა მუხლისთავებს რომ როგორმე აცახცახებული თითები არ შემემჩნია, თუმცა რა აზრი ჰქონდა რამეს შევამჩნევდი თუ არა, ალბათ ცოტა ხანში ცოცხალი აღარ ვიქნებოდი, ყოველ შემთხვევაში ისინი ხომ ასე გეგმავდნენ.
- შენ რა უნდა დაგეშავებინა ჩემთვის, -სევდიანად გაიღიმა ჟორამ, -არც მათ დაუშავებიათ რამე, იმ საწყალ გულუბრყვილო, სულელ ბავშვებს ვისთვის რა უნდა დაეშავებინათ, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იმაზე თუ რა სასტიკი შეიძლება იყოს ხანდახან სამყარო, იცი როგორები იყვნენ? პატარები, ნაზები, გონებაარეულები, გგონია ჩემთვის ადვილია ეს ყველაფერი? გგონია შემიძლია მათი სახეები დავივიწყო, ტკივილისა და სასოწარკვეთილებისგან შეშლილი სახეები... ვერ იგებდნენ რა ხდებოდა, ვერ ხვდებოდნენ რატომ შეემთხვათ ასეთი რამ და რა უნდოდა მას მათგან...
შეჩერდა ჟორა, ლაპარაკი შეწყვიტა, ღრმად, მძიმედ სუნთქავდა, ნერვიულად ათრთოლებული ტუჩებს გამეტებით აჭერდა ერთმანეთზე, აშკარა იყო რომ ის ყველაფერი რაზეც საუბრობდა არ მოსწონდა, არც სიამოვნებას ანიჭებდა...
- თუ ასეა აქ რატომ ხარ? რატომ ხარ მის გვერდით, რა გაიძულებს რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო, რატომ ეხმარები? რა ჯანდაბა ხდება, -ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი, ვყვიროდი თუმცა ვიცოდი ეს ვერაფერს შეცვლიდა.
- არც შენ ჩამოუვარდები იმ გოგონებს, სულელი და გულუბრყვილო ხარ, -თითქოსდა სინანული გაკრთა მის ხმაში, -კიდევ ვერ მიხვდი ვინ არის ჩემთვის კონსტანტინე? ნუთუ საერთოდ არ მგავს?
- გგავს? რატომ უნდა გგავდეს? -გაკვირვებულმა ვკითხე და მერეღა მივხვდი რაც თქვა, მერეღა გავიაზრე მისი სიტყვები და მართლა ინტერესით დავაკვირდი, მართლა ვიპოვე მსგავსება ჟორას სახეზე, აქამდე რატომ არცერთხელ არ მიფიქრია ამაზე, რატომ? რატომ...
- მიხვდი არა? თუ მიხვდი მაშინ აღარ უნდა გიკვირდეს რატომ ვიცავ და ვეხმარები, ჩემს ადგილზე ყველა მშობელი ასე მოიქცეოდა, მის გარდა არავინ მყავს, მიყვარს, -თვალები აუცრემლიანდა და თავი გვერდზე შეაბრუნა.
- მათაც ასე ესაუბრებოდი? -ირონია გავურიე ხმაში, საერთოდ არ მეცოდებოდა, მერე რა რომ მამამისი იყო, ეს არ ცვლიდა იმას რომ ისიც კონსტანტინესავით იყო დამნაშავე, ყველაფერს ხედავდა და არც კი უფიქრია იმ საწყალ გოგონებს დახმარებოდა.
- ვის გულისხმობ? -ჩემთვის არ შემოუხედავს ისე მიპასუხა.
- იმ გოგონებს, შენი შვილის მსხვერპლ საცოდავ ბავშვებს ვგულისხმობ, მათთთანაც ასე გულითადი საუბრები გქონდა?
- მათთან არ მისაუბრია, მათ არ ვიცნობდი, შენთან კი თავიდანვე სხვა ურთიერთობა მქონდა, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, უკან არ უნდა დაბრუნებულიყავი, კოტე არ უნდა გამოგეწვია.
- მე გამოვიწვიე? -მწარედ ჩამეცინა და ძალაუნებურად თვალწინ გამიელვა ამ სოფელში გატარებულმა დღეებმა, ისეთი არაფერი გამიკეთებია რომ გამომეწვია თუმცა რას გაიგებ რა ხდება მისნაირი შეშლილი მანიაკის გონებაში.
- ზუსტადაც რომ გამოიწვიე ლალა, დააინტერესე, ამ ბოლო დროს კი სახიფათოც გახდი, მე თავად ვურჩიე რომ შენი მოშორება იყო საჭირო, ისევ მისი უსაფრთხოებისთვის.
- ეს ყველაფერი მანანამ იცის?
- რათქმაუნდა იცის.
- თაკო? მას რა როლი აქვს ამ სპექტაკლში?
- თავიდან არაფერი იცოდა, მერე სისულელე ჩაიდინა, პატარა გოგოსავით აერია ტვინი და იმ ლაწირაკს აეკიდა, დიდი დღე აღარც მაგას აქვს დარჩენილი, -ისე ჩაიფრუტუნა და ისე ჩაიქნია ხელი აშკარა იყო რომ თაკოზე გული არ უყვავოდა, ახლა რომ ვუფიქრდებოდი რაღაცნაირად მეცოდებოდა თაკო, სიბრალულს ვგრძნობდი მის მიმართ, წარმოდგენაც კი არ მიდოდა როგორი იყო კოტე მასთან, მაშინ როცა მარტო რჩებოდნენ.
- კოტემ თუ იცის რომ მამამისი ხარ.
- იცის და ვეზიზღები, თვალის დასანახად ვერ მიტანს, ან ვის ენდომება ყოფილი ლოთი და ნარკომანი მამა რომელმაც დედამისზე იძალადა, დააორსულა და მერე სადღაც საზღვარგარეთ გადაიკარგა, რუსეთიდან რომ ჩამოვედი კოტე უკვე რვა წლის იყო, მაშინ სასმელზე ვიყავი დამოკიდებული, ნარკოტიკსაც ვეტანებოდი, არაფერი გამაჩნდა, ერთადერთი სახლი მქონდა და ვალების გამო ისიც დავკარგე, ბიძაშვილმა შემიკედლა სამადლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ მიწყობდა ხელს რომ სამუშაო მომეძებნა, ეკლესიასთან დავიწყე მოწყალების თხოვნა, მანანა არ მელაპარაკებოდა, კოტესთან მიახლოების საშუალებას არ მაძლევდა, შორიდან ვუთვალთვალებდი, მხოლოდ მაშინ გამცა ხმა და დახმარება მთხოვა როცა კოტემ პირველი მკვლელობა ჩაიდინა, ყველაფერი მივჩქმალეთ, არავის არაფერი გაუგია, გვეგონა რომ აღარასოდეს გამეორდებოდა თუმცა...
- თუმცა მან მკვლელობები გააგრძელა არა?
- გააგრძელა, შეჩერება არ შეეძლო, მერე მანანამ ცოლი შერთო, გარიგებით დაქორწინდნენ თორემ ისე არასდროს სდომებია ცოლშვილი კონტანტინეს, უბრალოდ მანანას მიაჩნდა რომ თუ ოჯახი ეყოლებოდა ნაკლებ ეჭვს გამოიწვევდა.
- გამოდის რომ შენ და მანანა მისი თანამზრახველები ხართ.
- ასეა და არცერთი არ ვუყვარვართ, თუმცა ვჭირდებით, მე კი კმაყოფილი ვარ რომ მის გვერდით ყოფნა შემიძლია.
- ამბობ რომ არც დედამისი უყვარს?
- ხანდახან მგონია რომ საერთოდ არ შეუძლია სიყვარული და მხოლოდ ის ველური ინსტიქტები ამოძრავებს რომლებიც ძალადობას, წამებას და მოკვლას აიძულებს, მხოლოდ მაშინ განიცდის ნამდვილ გრძნობებს როცა აქ, ამ სარდაფში რჩება მათთან ერთად გამოკეტილი.
ვუსმენდი და არ მჯეროდა რასაც მიყვებოდა, მე ნანახი მქონდა როგორ ექცეოდა კოტე შვილებს, როგორ უყურებდა სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებით, როგორ ესაუბრებოდა, როგორ ეთამაშებოდა, ნუთუ ყველაფერი ყალბი იყო, წლების განმავლობაში შეძენილი ჩვევები და მეტი არაფერი, ნუთუ მართლა არაფერს განიცდიდა როცა მათ ეხუტებოდა და ეფერებოდა.
- არ მჯერა რომ საკუთარი შვილები არ უყვარს, -საკუთარ თავს ვუთხარი და მერე რატომღაც გამეღიმა, ბაჩო გამახსენდა, დაჩოქილი თვალზე ცრემლმომდგარი რომ ეფერებოდა ჩემს მუცელს, დარწმუნებული ვიყავი რომ საუკეთესო მამა იქნებოდა და სიცოცხლეზე მეტად ეყვარებოდა ჩვენი შვილი, ოღონდ ჯერ როგორმე ცოცხალს უნდა გამეღწია აქედან, ჯანდაბა შენს თავს გიორგი...
- რატომ იღიმი? -ჟორას ეჭვის ტალღამ გადაუარა სახეზე.
- და სადამდე აპირებთ ამ ყველაფრის გაგრძელებას? ხომ იცით რომ ერთხელაც გამოიჭერენ, -კითხვაზე კითხვით ვუპასუხე, რომ არაფერში დაეჭვებულიყო, მოღუშულმა გადააქნია თავი.
- მას სხვანაირად არ შეუძლია, პატარა იყო სულ რაღაც თექვსმეტი წლის როცა პირველად გაიტაცა გოგო, სოფელში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები, ტყეში წაიყვანა, იქ პატარა ქოხი ჰქონია აშენებული, სამი დღე ჰყავდა დაბმული მშიერ მწყურვალი, მასზე ძალადობდა, აწამებდა, მისი ტანჯვით, შიშით და ტკივილით იღებდა სიამოვნებას, მას მერე ვეღარ გაჩერდა... როცა მეორე მკვლელობაც ჩაიდინა მანანამ იფიქრა რომ უკეთესი იქნებოდა თუ ამას აქ გააკეთებდა, ასე დაცული იქნებოდა გარეშე თვალისგან, ვერავინ გაიგებდა მის შესახებ, ეს იმ სახლის სარდაფია სადაც ოთახი გქონდა ნაქირავები, აქ ვერასდროს ვერავინ მოაგნებს რადგან საიდუმლოდ გავაკეთეთ, არავინ იცის აქაურობაზე.
- მე რას მიპირებს?
- არ ვიცი, -ჩაილაპარაკა და რატომღაც თვალი ამარიდა, -არასდროს მოსწონდა ზრდასრული ქალები, იმასაც ვერ ვხვდები ამდენ ხანს რატომ ხარ ცოცხალი, ალბათ უნდა რამე ახალი სცადოს, ახალი შეგრძნებები სჭირდება...
-
- წამოდი გავისეირნოთ, მთავარი რამ ჯერ კიდევ არ გინახავს, აუცილებლად მოგეწონება, -ოთახში შემოსულმა კოტემ შეგვაწყვეტინა საუბარი, კარგად გამოიყურებოდა, სხვა პერანგი და შარვალი ეცვა, თმა ლამაზად ჰქონდა დავარცხნილი, ისე ჩანდა თითქოს საგულდაგულოდ მოემზადა წვეულებაზე წასასვლელად, ჟორამ დაინახა თუ არა წამოდგა და სწრაფად გაეცალა, კოტე ღიღინ ღიღინით მომიახლოვდა, ხელები გამიხსნა და ფეხზე წამომაყენა, ჩემდაუნებურად დამცდა კვნესა, კართან უჩუმრად მდგარ თავდახრილ ჟორას შევხედე თუმცა არაფერი მითქვამს, ვცდილობდი ნაბიჯი არ ამრეოდა და არ წავქცეულიყავი, კოტემ ვიწრო გრძელ დერეფანში გამიყვანა, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდებარე კართან მივიდა და გამოაღო, ზურგზე გამეტებით მიბიძგა და შიგნით შემაგდო...
გაოგნებული ვათვალიერებდი იქაურობას, ოთახის შუაგულში უზარმაზარი ბალდახინიანი საწოლი იდგა, წითელი ხავერდის ფარდებით და წითელი თეთრეულით, კედლებზე უამრავი ჩემთვის უცნობი თუ ნაცნობი ნივთი და მექანიზმი იყო განთავსებული, ეს არანორმალური აშკარად კრისტიან გრეის ფანი იყო, ძალიან მინდოდა რომ სიცილი შემეკავებინა მაგრამ ვერ შევძელი, შევბრუნდი და ჩემი საქციელით გაკვირვებულ კოტეს გავუსწორე თვალი.
- ახლა რას იზამ, თმას დამიწნავ და მერე მიბრძანებ შენს წინ დავიჩოქო?
- არა მგონია ცოტა ხანში კიდევ მოგინდეს სიცილი, -ცალყბად ჩაიცინა წარბაწეულმა და ერთ-ერთი კარადა გამოაღო, მათრახს წაავლო ხელი რომელსაც ბოლოში პატარ-პატარა ლურსმნისმაგვარი წვეტიანი მეტალის ნაწილები ჰქონდა მიმაგრებული, ინსტიქტურად გადავდგი ნაბიჯი უკან, შევცდი, კრისტიან გრეი ამ არსებასთან შედარებით ნამდვილი ანგელოზი იყო.
- გთხოვ არ გინდა, ამას ნუ გააკეთებ, -აღმომხდა და ჩემდა უნებურად მუცელზე შემოვიხვიე ხელები, ჩემს ხელებს გააყოლა მზერა, თვალები უცნაური ცეცხლით აენთო.
- ორსულად ხარ? -შემპარავი ხმით მკითხა, თავი დავუქნიე იმ იმედით რომ შეიძლებოდა ჩემს ორსულობას მასში რაღაც ადამიანური გამოეღვიძებინა თუმცა შევცდი, -ძალიან კარგი ასე უფრო საინტერესოა, -ჩაილაპარაკა და მთელი ძალით მოიქნია ხელი, ინსტიქტურად გადავქანდი უკან, შევბარბაცდი, მუხლებზე დავეშვი და მაგრად დავხუჭე თვალები თითქოს ასე გავექცეოდი გარდაუვალს, მობუზული ველოდი ტკივილს თუმცა არაფერი მომხდარა, იმის მაგივრად რომ სხეულზე მათრახის სიმწარე მეგრძნო, ნაზი შეხება ვიგრძენი, მერე ვიღაცამ მთელი ძალით ჩამიკრა გულში, ხმაური და უშვერი გინების ხმა მესმოდა თუმცა არაფრის დიდებით არ ვახელდი თვალებს, როდის როდის მოვედი გონს და ნაცნობი საყვარელი სურნელი აღვიქვი, მონატრებული ხმა გავიგე რომელიც მთხოვდა თვალები გამეხილა.
- ლალა საყვარელო, მე შენთან ვარ, აქ ვარ, გთხოვ თვალები გაახილე, ნუ გეშინია ყველაფერი კარგად არის, შემომხედე, -მემუდარებოდა და ნაზად მიკოცნიდა სახეს, ფრთხილად გავახილე თვალები და ბაჩოს ამღვრეულ, შეშფოთებულ მზერას რომ შევეჩეხე თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში, იმისდა მიუხედავად რომ მოვატყუე, რომ ამდენი რამ დავუმალე მაინც აქ იყო, ჩემთან იყო, ჩემს გვერდით...
- მაპატიე, -ერთადერთი სიტყვა წარმოვთქვი გაჭირვებით.
- არაფერი გაქვს საპატიებელი, -ნაზად ჩამომისვა ლოყაზე ხელი და გამიღიმა მერე კი გვერდით გაიხედა და გიორგის მიაპყრო გაცეცხლებული მზერა რომელსაც ბორკილებ დადებული სახედასისხლიანებული კოტე გაჰყავდა ოთახიდან და თან დამნაშავე სახით ჩვენ გვიყურებდა, -შენ არაფერ შუაში ხარ აი ამ თავქარიანს კი ნამდვილად მოვთხოვ პასუხს, როგორ გაბედა შენი სატყუარად გამოყენება თანაც ისე რომ ვერ მოახერხა ნორმალურად დაეცავი, შენ ერთადერთი იმაში ხარ დამნაშვე რომ იმ გადარეულს ენდე, მას მოუყევი ყველაფერი და მე არა, მან კი შენი მონაყოლი იმისთვის გამოიყენა რომ შენი გამოყენებით დაეჭირა ეს ცივსისხლიანი მანიაკი, საერთოდ არ უფიქრია იმაზე რომ ორსულად ხარ და შეიძლებოდა შენსა და ჩვენი პატარას სიცოცხლეს საფრთხე შეჰქმნოდა.
- გთხოვ არ ეჩხუბო რა, რაც მთავარია დროზე მომისწარით და არაფერი მომხდარა, -კისერზე შემოვხვიე ხელები და მკერდზე მივეკარი, ძლივსღა ვახელდი თვალებს, ბაჩო ჩემს გვერდით ვიგრძენი თუ არა მაშინვე მივეცი ჩემს თავს მოდუნების უფლება, რაკი ჩემთან ერთად იყო ეს ავტომატურად ნიშნავდა იმას რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
- მასზე ნუ დარდობ, ეს მე და მას გვეხება, შენ კი ახლა კარგი დასვენება გჭირდება რომ ამ ყველაფრის დავიწყება შეძლო, -ფრთხილად ამიყვანა ხელში, ოთახიდან გავიდა და დერეფნის გავლით გასასვლელისკენ წამიყვანა.
-
საზეიმოდ გამოწყობილები ვიდექით ეკლესიის ეზოში, ბაჩო და გიორგი სახეგაბადრულ ლევანს და მის ულამაზეს ახლადშერთულ მეუღლეს ესაუბრებოდნენ, ჩემი პატარა თავის ბიძაშვილთან და უფროს დაიკოსთან ერთად დაბაჯბაჯებდა სტუმრებს შორის, ისე მივუახლოვდი ჭიშკარს და ისე გავედი ეზოდან არავის შეუმჩნევია, ვიწრო ბილიკი გადავჭერი და ფაფუკი მწვანე ბალახით დაფარულ მინდორზე გადავედი, ფეხზე გავიხადე და შვებით ამოვიოხრე როცა დაღლილი ფეხისგულები გრილ ბალახს შეეხო.
- მიკვირს აქ რომ გხედავ, -იოანე ამომიდგა გვერდით, ხელები ზურგზე დაიკრიფა და ღიმილით მოავლო თვალი ტყეს და გორაკს რომლის მიღმაც მდებარე ტბაშიც ალბათ ისევ ისე ძველებურად ტივტივებდა წითლად შეღებილი ნავი, ტბაში რომელიც დიდხანს, ძალიან დიდხანს ინახავდა საშინელ შავბნელ საიდუმლოს.
- არ უნდა გიკვირდეს, -ამოოხვრა ამოვაყოლე სიტყვებს.
- იმის მერე რაც მოხდა...
- გამიჭირდა მაგრამ შევძელი გადამეტანა და შევგუებოდი, დიდხანს მესიზმრებოდა კოშმარები, ბაჩომ ფსიქოლოგთან სიარულიც კი მაიძულა.
- გაგიმართლა რომ ბაჩოსნაირი მამაკაცი გყავს გვერდით, სხვა მის ადგილზე...
- ვიცი, სხვა მის ადგილზე ჩემნაირ არანორმალურს ნამდვილად ვერ გაუძლებდა, ამის თქმა გინდოდა? აღიარე რომ ასეა, -სიცილით გავკარი იდაყვი თუმცა საპასუხოთ უჩვეულოდ სერიოზული მზერა მივიღე.
- ინტერესით ვკვდები ლალა, ვფიქრობ და ვერაფრით დაგაკავშირეთ ერთმანეთთან შენ და ანა, ფაქტია რომ მაშინ აქ მის გამო ჩამოხვედი და არა უბრალოდ დასასვენებლად როგორც პოლიციაში განაცხადე, უბრალოდ ვერ ვხვდები საიდან გქონდა ინფორმაცია მის შესახებ.
- ხომ იცი რომ არაფერს გეტყვი, არ არის საჭირო ტყუილუბრალოდ ვქექოთ წარსული, ჯობს შენზე ვისაუბროთ, წეღან თქვი რომ ჩემი აქ ხილვა გიკვირს არადა იმის მერე რაც მოხდა შენი აქ ყოფნა და მსახურება უფრო გასაკვირია ვიდრე ჩემი რამდენიმე საათით ჩამოსვლა.
ცოტა ხანს დუმდა, ალბათ ფიქრობდა გაეგრძელებინა თუ არა კითხვების დასმა ანას შესახებ, ვუყურებდი და რატომღაც პირველად ვფიქრობდი იმაზე რომ დიდი ალბათობით მან თავიდანვე იცოდა ყველაფერი, ყველაფერი ყველა მსხვერპლის შესახებ, მანანა ხომ მისი მრევლი იყო, დიდი ალბათობით აღსარებასაც ჩააბარებდა, ალბათ როგორ უჭირდა ამ საშინელი საიდუმლოებების შენახვა და ზურგით ტვირთივით ტარება... მასზე მიშტერებულს გამომხედა და გამიღიმა.
- ხომ იცი მას მერე რაც შენი წყალობით ყველა ბრალეულობა მომეხსნა შემეძლო სხვაგანაც დამეწყო მსახურება მაგრამ ისევ აქაურობა ვარჩიე, ვფიქრობ აქ უფრო საჭირო ვარ, ის რაც მაშინ მოხდა გარკვეულწილად ჩემი ბრალიც იყო, მე რომ უკეთესი მოძღვარი ვყოფილიყავი ჩემი მრევლისთვის ასე არ მოიქცეოდნენ, მაშინ კინაღამ ჩაგქოლეს შენ მაგდა და ბავშვები, თუმცა ახლა რაც კოტე, ჟორა და მანანა დაიჭირეს, თაკო და ბავშვები კი სამუდამოდ გადაიხვეწნენ...
- გგონია მათ გამოასწორებ? გგონია შეძლებ? ამის იმედი გაქვს და ამიტომ აიძულებ მაგდას აქ იცხოვროს? ნუ მაცინებ იოანე, ცდები თანაც ძალიან მწარედ და ამას რომ მიხვდები გვიან იქნება.
- მინდა რომ ვცადო, -ისეთი ხმით თქვა აშკარად ძალიან იყო დარწმუნებული თავის თავში, -თანაც იცი რა, რაკი ისევ აქ გიხილე, ამ ეკლესიაში, ესე იგი სხვა სასწაულებიც შეიძლება მოხდეს.
- ჩემს აქ ჩამოსვლას სასწაულად მიიჩნევ? -ლევანის ქორწილია რომელიც ჩემი პატარას ნათლიაა, ამდენი ხანია ოჯახებით ვახლობლობთ როგორ შეიძლებოდა რომ არ ჩამოვსულიყავით, თანაც შენ დაწერე ჯვარი ესეც მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, -მისკენ შევბრუნდი და გულითადად გავუღიმე თავადაც მომღიმარს, -გამიხარდა შენი ნახვა იოანე.
- ანუ შენთვის მამა იოანე არ ვარ? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
- თუ გახსოვს რა მითხარი, მაშინ იქ, ტბასთან, იოანე დამიძახე მანამ სანამ ღმერთის არსებობას არ ირწმუნებო.
- მერე?
- გამიხარდა შენი ნახვა იოანე.
აღარაფერი უთქვამს, გაიღიმა, თავი ჩაღუნა, ეკლესიისკენ შებრუნდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას, კარგა ხანს ვიდექი ერთ ადგილზე გაშეშებული, მანამ სანამ ნაცნობმა საყვარელმა ხმამ არ გამომაფხიზლა, ბაჩო მეძახდა, ეკლესიის წინ იდგა, ჩვენი უფროსი გოგონასთვის ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული, პატარა კი გულზე აეხუტებინა, მიყურებდა სითბოთი და სიყვარულით სავსე მზერით და მახსენებდა თუ რაოდენ იღბლიანი ვიყავი, მონუსხული შევცქეროდი ყველაზე ძლიერ, ყველაზე ნამდვილ, ყველაზე გულწრფელ მამაკაცს მსოფლიოში, მამაკაცს რომელსაც არანაირი უჩინარი მხარე არ გააჩნდა...
-
-
ძვირფასო მკითხველო, მოხარული ვიქნები თუ თამამად დააფიქსირებთ აზრს ამ ისტორიასთან დაკავშირებით :)



№1  offline წევრი nw nw nw

დიდი ხანია ასეთი შეგრძნებებით არ წამიკითხავს რაიმე. სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი. რატომღაც ბაჩო მაეჭვებდა თავიდანვე, ბოლომდე მეგონა რომ რაღაცაში იქნებოდა გარეული მაგრამ გამიხარდა სუფთა რომ აღმოჩნდა ???? მართლა არველოდი მკვლელი კოტე თუ აღმოჩნდებოდა. მადლობა ასეთი მაგარი რაღაც რომ დაწერე და პატივი მხვდა წილად წამეკითხა <3 ბევრი ასეთი ისტორია დაიწერება იმედია, ჩემი აზრით აკლია საიტს ასეთი მძაფრსიუჟეტიანი და ჩახლართული ისტორიები.

 


№2  offline წევრი Ninne

რამდენიმე წლის წინ ერთმა პოლიტიკოსმა ქალმა თქვა, რაც ასაკი მემატება, ბავშვობაში ვბრუნდებიო. ბავშვობაში მიყვარდა დეტექტივების კითხვა, მერე ძალიან სერიოზულ ლიტერატურას ვკითხულობდი და ახლა მივხვდი, რომ რაღაც მსუბუქი მჭირდებოდა და დეტექტივებს დავუბრუნდიო. მეც ასე ვარ. როცა დრო მაქვს, სულ ვკითხულობ, თუმცა, ამ ბოლო დროს გული ვეღარაფერს დავუდე.
დღეს შემომხვდა შენი ნაწერი, მეგონა დასაწყისშივე შევწყვეტდი კითხვას, როგორც სხვა შემთხვევაში მემართება, მაგრამ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ნამდვილად განსხვავებული და მსუბუქად წასაკითხია, ამდენი მკვლელობის მიუხედავად. პირადად მე ზუსტად ის ემოცია მომიტანა, რასაც ამდენი ხანი ველოდი აქ დაწერილი რომანებიდან.
რაც მთავარია, სტილისტურად გამართული ტექსტია, პუნქტუაცია დაცულია, რაც იშვიათობაა ამ საიტზე. აშკარად შენთვისაა ეს ჟანრი: კულმინაციაც, კვანძის გახსნაც იდეალურადაა აღწერილი. წარმატებებს გისურვებ და ველი ახალ დეტექტივს

 


№3 სტუმარი ნანო

მომეწონა.ვკითხულობდი და ვფიქრობდი მსგავსი რაღაც წამიკითხავს.კარგი გრძნობა დამიტოვა.ჭკვიანი ადამიანის დაწერილია აშკარად.

 


№4  offline წევრი Antonio Gover

Ninne
რამდენიმე წლის წინ ერთმა პოლიტიკოსმა ქალმა თქვა, რაც ასაკი მემატება, ბავშვობაში ვბრუნდებიო. ბავშვობაში მიყვარდა დეტექტივების კითხვა, მერე ძალიან სერიოზულ ლიტერატურას ვკითხულობდი და ახლა მივხვდი, რომ რაღაც მსუბუქი მჭირდებოდა და დეტექტივებს დავუბრუნდიო. მეც ასე ვარ. როცა დრო მაქვს, სულ ვკითხულობ, თუმცა, ამ ბოლო დროს გული ვეღარაფერს დავუდე.
დღეს შემომხვდა შენი ნაწერი, მეგონა დასაწყისშივე შევწყვეტდი კითხვას, როგორც სხვა შემთხვევაში მემართება, მაგრამ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ნამდვილად განსხვავებული და მსუბუქად წასაკითხია, ამდენი მკვლელობის მიუხედავად. პირადად მე ზუსტად ის ემოცია მომიტანა, რასაც ამდენი ხანი ველოდი აქ დაწერილი რომანებიდან.
რაც მთავარია, სტილისტურად გამართული ტექსტია, პუნქტუაცია დაცულია, რაც იშვიათობაა ამ საიტზე. აშკარად შენთვისაა ეს ჟანრი: კულმინაციაც, კვანძის გახსნაც იდეალურადაა აღწერილი. წარმატებებს გისურვებ და ველი ახალ დეტექტივს



ადრე სხვა სტილში ვწერდი, ამ ჟანრში ეს ჩემი პირველი ისტორიაა, თავიდან ცოტა ვღელავდი, არ ვიცოდი მოწონებას დაიმსახურებდა თუ არა, მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ახლა ახალს ვწერ და მოტივაცია შემმატა თქვენმა კომენტარმა heart_eyes

nw nw nw
დიდი ხანია ასეთი შეგრძნებებით არ წამიკითხავს რაიმე. სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი. რატომღაც ბაჩო მაეჭვებდა თავიდანვე, ბოლომდე მეგონა რომ რაღაცაში იქნებოდა გარეული მაგრამ გამიხარდა სუფთა რომ აღმოჩნდა ???? მართლა არველოდი მკვლელი კოტე თუ აღმოჩნდებოდა. მადლობა ასეთი მაგარი რაღაც რომ დაწერე და პატივი მხვდა წილად წამეკითხა <3 ბევრი ასეთი ისტორია დაიწერება იმედია, ჩემი აზრით აკლია საიტს ასეთი მძაფრსიუჟეტიანი და ჩახლართული ისტორიები.



მადლობა heart_eyes
ბაჩო რატომღაც ვერ გავიმეტე იმისთვის რომ ცუდი აღმოჩენილიყო blush

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

კიდევ ერთხელ წავიკითხე და ისევ ისეთი გრძნობა მქონდა, თან რომ გეშინია თან ნერვები გეშლება და თან გაინტერესებს და ვერ ეშვები blush

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალისნ საინტერესო და კარგი ისტორია იყოო. მრავალი ემოციით სავსეე

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან ბევრი ისტორია წავიკითხე ამ საიტზე და არ მახსოვს ასე კმაყოფილი დავრჩენილიყავი ბოლომდე:),არც ბანალური სასიყვარულო კონკიას ისტორია,არც შეცდომები,რომელიც ნერვებს გიშლის იმის გამო რომ უბრალო მოკვდავმა კი არა მწერალმა დაუშვა????‍♀️.მოკლედ,მადლობა დიდი.თქვენ სახელს დავიმახსოვრებ????,იმედი მაქვს გაგვანებივრებთ საინტერესო ისტორიებით.

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

სხვა დონე იყო შოოკ????იქნებ სხვა ისტორიებიც ვამოაქვეყნოთ????❤️

 


№9  offline წევრი Antonio Gover

სტუმარი ნინო
ძალიან ბევრი ისტორია წავიკითხე ამ საიტზე და არ მახსოვს ასე კმაყოფილი დავრჩენილიყავი ბოლომდე:),არც ბანალური სასიყვარულო კონკიას ისტორია,არც შეცდომები,რომელიც ნერვებს გიშლის იმის გამო რომ უბრალო მოკვდავმა კი არა მწერალმა დაუშვა????‍♀️.მოკლედ,მადლობა დიდი.თქვენ სახელს დავიმახსოვრებ????,იმედი მაქვს გაგვანებივრებთ საინტერესო ისტორიებით.



ძალიან დიდი მადლობა blush
სხვათაშორის ბანალურ ისტორიებსაც ვწერ ხოლმე დროდადრო, აქა-იქ bowtie
ყოველდღე ავტვირთავ თითო ისტორიას, იმედია დანარჩენებიც დაიმსახურებს თქვენს მოწონებას heart_eyes

 


№10  offline მოდერი Catherine Di Perso

მომეწონა. აღფრთოვანებული დავრჩი-მეთქი რომ ვთქვა, სამწუხაროდ, არა.
გრამატიკული შეცდომები საკმაოდ ბევრი იყო. განსაკუთრებით, პუნქტუაცია მჭრიდა თვალს "რომ", "რომლის", "როცა", "რომელსაც" და სხვა მისთანანი ბევრგან მძიმის გარეშე დარჩნენ. თუმცა შევატყვე საკუთარ თავს, რომ ზოგან იმდენად ჩამითრია, გრამატიკას ყურადღება არ მივაქციე. ეს კი ჩემს შემთხვევაში (როგორც მკითხველი) გასაკვირი და აღსანიშნია.
რომ ვთქვა ან კოტე, ან ჟორა უცნაური იყო ჩემთვის ამ ამპლუაში - მოგატყუებ. ალბათ, საკმაოდ კარგად ვიცნობ ნიღბიან ხალხს, რომ ეგრევე მეცეს შეზრდილი ნიღბის სუნი.
ერთადერთი, რაც უპასუხოდ დამრჩა - რატომ აირჩია ანამ ლალა? თუმცა ზოგჯერ ისტორია არ გვიმხელს დეტალებს.

 


№11  offline წევრი Antonio Gover

Catherine Di Perso
მომეწონა. აღფრთოვანებული დავრჩი-მეთქი რომ ვთქვა, სამწუხაროდ, არა.
გრამატიკული შეცდომები საკმაოდ ბევრი იყო. განსაკუთრებით, პუნქტუაცია მჭრიდა თვალს "რომ", "რომლის", "როცა", "რომელსაც" და სხვა მისთანანი ბევრგან მძიმის გარეშე დარჩნენ. თუმცა შევატყვე საკუთარ თავს, რომ ზოგან იმდენად ჩამითრია, გრამატიკას ყურადღება არ მივაქციე. ეს კი ჩემს შემთხვევაში (როგორც მკითხველი) გასაკვირი და აღსანიშნია.
რომ ვთქვა ან კოტე, ან ჟორა უცნაური იყო ჩემთვის ამ ამპლუაში - მოგატყუებ. ალბათ, საკმაოდ კარგად ვიცნობ ნიღბიან ხალხს, რომ ეგრევე მეცეს შეზრდილი ნიღბის სუნი.
ერთადერთი, რაც უპასუხოდ დამრჩა - რატომ აირჩია ანამ ლალა? თუმცა ზოგჯერ ისტორია არ გვიმხელს დეტალებს.




ვაღიარებ, გრამატიკასთან ცოტა მწყრალად ვარ, მაგრამ ვცდილობ გამოსწორებას ნელ-ნელა blush მიხარია თუ საერთო ჯამში მოგეწონათ heart_eyes
ანას და ლალას ურთიერთობას რაც შეეხება, ცხოვრებაში იმდენი ''რატომ'' არსებობს მეთქი ეს ერთიც შევმატო, ცოტა ბოროტულად კი ჟღერს მაგრამ... bowtie

 


№12 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან მომეწონა ისტორია, მიყვარს მოულოდნელი მომენტები და გმირების მოულოდნელი სახეცვლილებები, თან სიუჟეტი რომ გძაბავს და არ იცი როგორ განვითარდება მოვლენები, მოკლედ ძალიან კარგი იყო, მიხარია რომ აღმოგაჩინეთ, ბევრი არ არის ამ საიტზე ისეთი ვის დაწერილ ისტორიებს ვკითხულობ და მაინტერესებს, მადლობა❤️

 


№13  offline წევრი Tuta Moon

,,უჩინარი მხარე,, ერთერთი საუკეთესოა relieved

 


№14 აქტიური მკითხველი ablabudaa

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ძალიან მომეწონა, საკმაოდ მსუბუქად, თუმცა კარგად გააზრებული ნაწერია! მადლობა!

 


№15  offline წევრი θαλαλο

აქ პირველ რიგში ბოდიში ბაჩოს დამნაშავე ეგ რომ მეგონა საწყისს ეტაპზე ???????????????? შენ კი წინა ისტორიებისგან განსხვავებით გამაოცე და გამიხარდი, ესეც აშკარად შენია. ბეეევრი ბევრი მადლობაა შენ

 


№16 სტუმარი ნანამია

შეიძლება ითქვას რომ დეტექტივების ფანი ვარ.. თუმცა შენი ისტორია იმდენად მრავალფეროვანი . ემოციებით არის დატვირთული... ძალიან, ძალიან მომეწონა მინდოდა ყველაფერი კარგად დასრულებულიყო და მადლობა შენ რომ ბაჩოს სიმართლე და სიყვარული დაგვანახე❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი Antonio Gover

θαλαλο
აქ პირველ რიგში ბოდიში ბაჩოს დამნაშავე ეგ რომ მეგონა საწყისს ეტაპზე ???????????????? შენ კი წინა ისტორიებისგან განსხვავებით გამაოცე და გამიხარდი, ესეც აშკარად შენია. ბეეევრი ბევრი მადლობაა შენ



წერის პროცესში ნაწილ-ნაწილ რომ ქვეყნდებოდა იმდენს ეგონა ბაჩო დამნაშავე ბოლოს მეც კი შემეპარა ეჭვი laughing
შეიძლება ითქვას რომ ჩემთვის გამოწვევა იყო ეს თემა მაგრამ ისე მომეწონა წერა და ისე გავითავისე კიდევ ვწერ რაღაც ამდაგვარს blush

 


№18  offline წევრი Antonio Gover

ნანამია
შეიძლება ითქვას რომ დეტექტივების ფანი ვარ.. თუმცა შენი ისტორია იმდენად მრავალფეროვანი . ემოციებით არის დატვირთული... ძალიან, ძალიან მომეწონა მინდოდა ყველაფერი კარგად დასრულებულიყო და მადლობა შენ რომ ბაჩოს სიმართლე და სიყვარული დაგვანახე❤️❤️❤️



მადლობა blush heart_eyes

ablabudaa
სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ძალიან მომეწონა, საკმაოდ მსუბუქად, თუმცა კარგად გააზრებული ნაწერია! მადლობა!



მეც გაოცებული ვარ იმით რომ ასე ძალიან მოგწონთ ყველას heart_eyes
დიდი მადლობა blush

 


№19 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან,ძალიან კარგი იყო.სასიამოვნოდ მძაფრი ემოციებით სავსე❤️

 


№20  offline წევრი Antonio Gover

სტუმარი მაკო
ძალიან,ძალიან კარგი იყო.სასიამოვნოდ მძაფრი ემოციებით სავსე❤️



მადლობა heart_eyes

 


№21  offline მოდერი Linda Gavasheli

მძაფრი, ჩამთრევი, თანმიმდევრული, გააზრებული...
მოკლედ ძალიან კარგია და ველოდები ახალს ❤️

 


№22  offline წევრი TamoTi

ძალიან მაგარი იყო,დავიწყე და ვეღარ მოვწყდი,გადავდე ტელეფონი დავისვენებთქო და ისევ გავაგრძელე❤️ძალიან მომეწონა

 


№23 სტუმარი სტუმარი თათო

საინტერესო ისტორიაა, დეტალურად აღწერთ სიუჟეტს, იგრძნობა ყველა სიმძაფრე, ემოცია. კარგად წერთ. მადლობა რომ გაგვიზიარეთ <3

 


№24 სტუმარი სტუმარი ქეთა

ბაჩოს მოთმინებას ოსკარი ეკუთვნის????
ასეთი ქმარი რეალობაში ნეტავ არსებობდეს???? არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია ბაჩოში.
მიყვარს ეს ჟანრი და ალბათ არც არასოდეს მომბეზრდება. კოტეზე ვიეჭვე, მაგრამ რატომღაც მეგონა თაკოს ჰქონდა მასზე გავლენა, ეგ ვერ გავთვალე????

ყველა ისტორია წავიკითხე, ყველამ მომხიბლა და იმედია ამ სტილში კიდევ შემოგვთავაზებ. მე დიდი ინტერესით დაგელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent