შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აურზაური თავი I


2-09-2024, 02:35
ავტორი Timpeli
ნანახია 678

ნინია დევდარიანი, ყველასათვის დინჯი, გაწონასწორებული, ცოტა მორცხვი, ლაღი და მიზანდასახული გოგო. ასე ჩანდა სვისი თვალით დანახული ნინია, თუმცა თუ ჩავუღრმავდებოდით ნინია ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონა იყო, რომელიც სინამდვილეში არავის გავდა, ყველაზე ფიქრობდა, ყველათიიყო მოცული, ყველაზე ნაკლებად საკუთარი თავით. 21 წლის ნინია მესამე კურსის სტუდენტი, საკმაოდ აქტიური ცხოვრებით გამოირჩეოდა, სტუდენტობასთან ერთად გადაწყვიტა ემუშავა და ოჯახს ტვირთად არდაწოლოდა, რათქმაუნდა ამას არავინ აგრძმობინებდა, თუმცა თვითონ ხვდებოდა რომ რეგიონიდან მშობლებს მისი სტუდენტური ცხოვრების უზრუნველყოფა გაუჭირდებოდათ მითუმეტეს რომ უნცროსი ძმაც აბიტურიენტიიყო და მასაც ბევრი სჭირდებოდა, თავიდან ბედი მარკეტში სცადა სტანდარტულად, როგორც უმეტესობა სტუდენტი იწყებდა თუმცა 2 თვე საკმარისი აღმოჩნდა მისი მოთმინების ამოსაწურად, მიუხედავად მენეჯერის ერთკვირიანი დაჟინებული თხოვნისა მაინც დაწერა განცხადება და წამოვიდა, გადაწყვიტა იმ პროფესიისთვის მიემართა, რომელიც არასდროს მიაჩნდა საკუთარი თავისთვის შესაფერისად, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ფიზიკურ შრომას სჯობდა საკუთარი ჭკუა და უნარები გამოეყენებინა, ასე გახდა ფიზიკისა და მათემატიკის რეპეტიტორი, განცხადების დადების თანავე აიყვანა რამოდენიმე მოსწავლე, თვითონ აკითხავდა, უნივერსიტეტშიც დადიოდა და ანაზღაურებაც იმაზე მეტი ჰქონდა ვიდრე ელოდა. უყვარდა თუარა ეს საქმე? მოგატყუებთ რომ უყვარდა, უფრო გამოსდიოდა, სხვებისთვის მოტივაციის მიცემა და იმ ტალანტის აღმოჩენა რაც ხშირად თვითონაც არიცოდნენ რომ ჰქონდათ ნინიას საუკეთესო თვისება იყო, თუ მოსწავლეში ხედავდა პოტენციალს ყველაფერს გააკეთებდა მის გასაღვივებლად. მშობლები უზომოდ კმაყოფილებიიყვნენ ნინიასი, ნინიასაც ძალიან უყვარდა თითოეული მათგანი.
——————-
დღეები ერთმანეთს მიჰყვებოდა, აგვისტო იყო, სამსახურისა და სწავლისგან დასვენებული დროს დაქალებთან და სამეგობროსთან ერთად გართობაში ატარებდა, ბევრი მეგობარი ჰყავდა თუმცა თვითონ სამ გოგოს ყოველთვის განსაკუთრებულად თვლიდა, გვანცა, თიკა და თეკლე, მისი სამი უძვირფასესი ადამიანი იყო, ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ, 13 წლის იყო გვანცა რომ გაიცნო და იმდღის შემდეგ განუყრელი მეგობრები იყვნენ, გვანცას დეიდაშვილები თიკა და თეკლე შედარებით პატარები იყვნენ და რამოდენიმე წლის შემდეგ მოხდა მათი დადაქალება.
3 აგვისტო, იმ დღეს გვანცა ნინიასთან დარჩა, ვინაიდან მარტო ცხოვრობდა დაქალებს ძალიან უყვარდათ მასთან დარჩენა, ერთად ,,აფუჭებდნენ” ისე რომ მშობლების რეკვას არ უტეხდნენ, რადგან ნინიასთან როცა რჩებოდნენ ყველა მშობელი მშვიდად იყო. ჩვეულებრივი ჭორაობის საღამო ჰქონდათ ფინჯან ყავასთან ერთად, მათი ,,გაფუჭება” ყველანაირ ნორმის ფარგლებში ჯდებოდა, ნინია თავს და დაქალებს არასდროს აძლევდა ზედმეტის უფლებას, თითქოს დედის როლს ირგებდა, გვიანობამდე გარეთ ყოფნა სამეგობროსთან ან ახალ ნაცნობებთან ერთად სრულიად საკმარისი იყო.
- გოგამ მოგწერა? - ინტერესით ჰკითხა მეგობარს და ყავა მოწრუპა.
- არა და არც მაინტერესებს - გაღიზიანებულმა უპასუხა გვანცამ- საერთოდ ვერ ვხვდები ამ ბიჭებს თავში რა უდევთ, მე რომ მათ ადგილზე ვიყო გოგოს გასაბედნიერებლად ყველაფერს ვიზავდი, ესენი კიდე აქეთ იფასებენ თავს, აღარც მახსოვს რა უაზრობაზე ვიკამათეთ და ორი დღეა არც მომწერა აზრზეხარ?
- მოგწერს აბა სად წავა, ალბათ ცოტა ფიქრი მაგასაც სჭირდება, მიხვდეს ვინ დაკარგა აცადე დააკლდე ;დ - სიცილს ძლივს იკავებდა საუბრის პარალელურად გოგას ესემესებს რომ კითხულობდა შენს დაქალს რქები აქვს მოსამტვრევი და დამეხმარეო.
- თუარც მომწერს რა, როდის იყო შემცვლელის პოვნა მიჭირდა, სიყვარული მაინც არ შემიძლია და ვცვლი და ვიქნები, მჯობნის მჯობნი რამ დალია ;დ
- როცა შეგიყვარდება სხვანაირად იჭიკჭიკებ ;დ
- ისე ნუსაუბრობ გამოცდილი გქონდეს რა ;დ
- შენს ტურფას ხვალ შენი ნახვა უნდა, ვითომ შემთხვევითი შეხვედრა უნდა მოგიწყოთ და ლამაზად გაემზადე იცოდე. - უთხრა სიცილით
- რადროს? როდის არვარ ლამაზად, ისე გავემზადები დატყვევდეს იქვე
- კაი ეხლა დავიძინოთ და ხვალ საღამოს მომწერს სადაც ვიქნებით იქ მოვიყვან რაპრობლემაა ;დ - გვანცა და ნინია თითქოს ერთი ხასიათის თუმცა ცა და დედამიწასავით განსხვავებული გოგონებიიყვნენ, გვანცას მართლა სულ თან ეხვია უამრავი თაყვანისმცემელი, რადგან გამოირჩეოდა სექსუალურობითა და ფლირტის ტექნიკით, ნინიაზე იგივეს ვერვიტყვით, ალბათ უნდა გადაერია ბიჭს ფლირტი რომ დაეწყო, ძალიან ლამაზი იყო ნინია, დახვეწილი სახის ნაკვთები, შავგრემნისთვის არა დამახასიათებელი უიშვიათესი ჭორფლის პაწაწინა ნაწილაკები ულამაზესად ეფინებოდა სახეზე, საშუალო სიმაღლის იყო ფორმების სიდიდით ვერა მაგრამ სილამაზით ნამდვილად დაიკვეხნიდა, თავისმა 12 წლიანმა სპორტულმა ცხოვრებამ იდეალური სიარულის მანერა და დგომა შესძინა, გვანცა ვარჯიშზე გაგიჟებულიიყო, სულ ფორმების გაზრდაზე ზრუნავდა რაც საკმაოდ კარგად გამოსდიოდა საკუთარი წონის ხარჯზეც და კიდევ უფრო მიმზიდველი ხდებოდა, გარშემო მყოფები იშვიათად რომ არ მონუსხულიყვნენ ამ სადაქალოთი, თეკლე და თიკაც უზომოდ ლამაზები იყვნენ და ოთხივე ერთად ხომ წარმოგიდგენიათ ქუჩაში რა ფურორს ახდენდნენ, ნინიამ იმდენი ქნა, სწავლაზე გულაცრუებული სადაქალო ჩაითრია და ყველას თავის ასაკის შესაბამისად დააწყებინა სწავლაზე ფიქრი, როგორ წრეშიც არუნდა ყოფილიყვნენ, რამდენად ლამაზიც არუნდა ყოფილიყო ნინიას გარშემო საზოგადოება, ხშირად აღნიშნავდნენ რომ როგორც კი საუბარს დაიწყებდა ხუთმაგად ლამაზდებოდა ჩვენი ნინია, ასეთი იყო და ხშირად თბითონაც უკვირდა რა მოსწონდათ მასში.
- გაიღვიძეე, გაიღვიძეე - ყვირილით დაახტა დაქალი თავზე- შენ რანაირი მასპინძელი ხარ ერთი საათია გელოდები თვალს როდის გაახელ, დავიღალე ადექი რაა.
- აუ გვანცა გადაეთრიე ჩემიდან, რამ გადაგრია ჩამემტვრა ძვლები - აბუზღუნდა და დაქალი წიხლით გადააგდო. მთელი დღე ერთმანეთის წვალებაში გაატარეს, იწუწავეს, გოგოებს ესაუბრნენ რომლებიც დღესაც ვერ ახერხებდნენ გამოსვლას და საღამოც მოვიდა. გადაწყვიტეს ლისზე გაესეირნათ და შემდეგ მოეფიქრებინათ სად წავიდოდნენ, საღამოს 9 საათი იყო გოგამ რომ დაურეკა და ჰკითხა სად იყვნენ, ამანაც უპასუხა თუმცა არც ელოდა მის მოსვლას რადგან ბიჭი საკმაოდ ნასვამი ჩანდა.
- მგონი შენმა ტურფამ ამოსვლა გადადო, ნასვამიიყოო, მე ეგრე მომეჩვენა, ალბათ უბრალოდ აინტერესებდა სად იყავი- მიუტრიალდა გვანცას.
- აუ გაა**ვას რა, სადაც უნდა იქ წავიდეს -გაბრაზდა გვანცა. 10 წუთში ისევ გაისმა ზარის ხმა და მაშინ უკვე ზუსტი ლოკაცია გამოართვა გოგამ, მობილური არც გაუთიშავს ფეხებში რომ მიუჩერა ვერცხლისფერმა BMWმ, ეს გოგას მანქანა ნამდვილად არიყო, თუმცა აშკარად გოგა გადმოხტა და ნინიას ბედნერი მოეხვია, გვანცასთან როგორც არუნდა ეჩხუბა ნინია ძალიან უყვარდა, ნინიაც აფასებდა, არახსოვდა რიგით მერამდენე გვანცას შეყვარებულიიყო თუმცა ყველასთან რომ იდეალური ურთიერთობა ჰქონდა დაშორების შემდეგაც ფაქტია, ეს რაიმე ნიჭი იყო თუ წყევლა ვერ გაერკვია ნინიას.
- სად დაიკარგე ეს ორი დღე? - ინტერესით იკითხა ნინიამ, გვანცა დისტანციას იჭერდა და გაბრაზებულის როლს იდეალურად თამაშობდა.
- საქმეებზე რა - მოკლედ მოუჭრა გოგამ- გაიცანით ჩემი ბიჭები ზუკა და გეგა
- სასიამოვნოა -თქვა ნინიამ თუმცა არცერთისთვის არ შეუხედავს, განათება იმდენად სუსტიიყო აზრი არქონდა და დაჟინებით დაკვირვებას არც აპირებდა.
- ასევე- მოესმა სასიამოვნო ბარიტონი. ცოტახნით იქვე ჩამოსხდნენ, ბიჭი სახელად გეგა გამოელაპარაკა ნინიას, როგორც აღმოჩნდა ერთი მხარედან იყვნენ და საერთო ნაცნობებიც ჰყავდათ თუმცა ნინიას გოგას და გვანცას შერიგებაზე ჰქონდა ყურადღება და დიდად არ ჩაღრმავებია საუბარს. ცოტახანში წასვლა გადაწყვიტეს, და მანქანაში მოკალათდნენ, საჭესთან ზუკა იჯდა, თუმცა როგორც კი გვერდითა მანქანამ ეგრედწოდებული დადგომა გადაწყვიტა და ანიშნა, წამსვე მანქანის გაუჩერებლად გადაცვალეს გეგამ და ზუკამ ადგილები, გვანცა ყველაფერს ნინიას მობილურით იღებდა, ნინია კი სიჩქარეზე გაგიჟებული ამ წამებით ტკბებოდა. გოგამ ბიჭებს თავი ბენზინგასამართ სასგომზე მიაყვანინა, ვინაიდან მანქანა იქ დაეტოვებინა, და უთხრა გოგოებს მე წავიყვანო, ნინიას ერთი სული ჰქონდა ამ უტაქტო ბიჭებს მოშორებოდა, გააღიზიანა იმ ფაქტმა გზაში ვიღაც ნაშებთან რეკვა და პატარა ბიჭებივით ცანცარი რომ დაიწყეს, ეს ყველაფერი ზრდილობის ფარგლებს სცდებოდა ნინიასათვის. წასვლამდე ტუალეტში გავალო თქვა და წავიდა, თან მწველი მზერა გაიყოლა, რომელმაც ზურგი აუწვა თუმცა უკან არ მიუხედავს, არ აინტერესებდა რომელი მათგანი იყო. გამოსვლის თანავე დაიშალნენ, გოგოები გოგამ დააბინავა, გვანცასთან საუბრისა და შერიგების შემდეგ რათქმაუნდა. გვანცა აღფრთოვანებული იყო ნინიას და გასაკვირად არა იმით რომ გოგას შეურიგდა არამედ იმით თუ რა სიმპატიური ძმაკაცი ჰყოლია გოგას, ნინიას პასუხზე არდავკვირვებივარო სულ გადაირია.
- მობილური მაინც შეამოწმე შე ბატო, ოცდაათამდე ვიდეო გადავიღე, ნახე რა ბიჭია, მგონი დროა გოგას დავშორდე ;დ გაახილე თვალები.
- სილამაზე არაფერს ნიშნავს როცა ესეთი ყ*ლე ხარ -მკვახედ მოუჭრა ნინიამ - არ შემიხედავს მაგრამ საკმარისად გავიგე რაზე და ვის ესაუბრებოდნენ. წავიდეთ დავწვეთ დავიღალე. - დაწოლამდე მობილურში იყურებოდა და მართლა უამრავი ვიდეო რომ აღმოაჩინა, თან მხოლოდ გეგასკენ მიმართული კამერა ჩაეცინა.
- მართლა სიმპატიური ყოფილა, მაგრამ გოგამ არგაგიგოს ზედმეტად რომ მოგეწონა მისი ძმაკაცი, მგონი რაღაცას მიხვდა და მაგიტომაც გამოგვარიდა ;დ
- დაიკ**კიდე რა ;დ სიმპატიურია და რავქნა, გამომიგზავნე უნდა გავსთორო, გოგოებს მოვატყუოთ ახალი ბიჭები ავყარეთთქო გაგიჟდებიან ;დ - სთორის განთავსებიდან 2 წუთში გოგოები ოვაციებით ურეკავდნენ რამაგარი ბიჭია გამაცანითო, თქვენ არგინდათო. ნინიას მხოლოდ ეღიმებოდა მათ სიხამეზე და დასცინოდა დაქალებს. საუბარში ჩაეძინათ.
- ——————————

დღეები ერთმანეთს მიჰყცებოდა, აგვიატოც იწურებოდა, ზღვაზე წავიდა გოგოებთან ერთად, ცოტახანში გოგა დაადგათ, გოგოებს ამხნის მანძილზე არ ჰყავდათ ნანახი და შეაწუხეს თავის ძმაკაცზე კითხვებით, გოგაც ეხუმრებოდა ვეტყვი რო დაგევასათ და მოვიყვან ეხლავეო, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ნასვამი აღმოჩნდა და მოსვლაც ვერ მოახერხა. რამოდენიმე დღეში საერთო ჩატში ისევ ოვაციებით წერდა გვანცა რომ გეგა ნახეს, და კიდევ უფრო სიმპატიური ეჩვენებოდა, ვიდრე იქამდე.
- ისე ნინია უცნაურად მიყურებდა, მგონი თავიდან გოგას შეყვარებული მე კიარა შენ ეგონე და ეხლა გაიაზრა რა როგორ იყო, დღეს თუ მოგწერა ნახავ ;დ - სიცილით უყვებოდა დაქალს მომხდარ ამბებს.
- მომწერს კიი მტრედს აფრენს, კარგი რა, ასეც რომიყოს ის გოგას 5 ძმაკაციც მყოფნის თაყვანისმცემლად, მეტი არაა საჭირო.
- უიმე რა უჟმურიხარ, ხოარ სძულხარ ხალხს, მოსწონხარ, როდის ჩამოდიხარ შენ? - თავის მხარეში იყო წასული 2 კვირით.
- ჯერ რამოდენიმე დღით კიდევ დავრჩები, დედაჩემი გაგიჟდება რომ წამოვიდე, მეც მონატრებული მყავს. ენამ გიყივლა მამატებს, ეს რა უბედურება სახელი აწერია ;დ - სიცილით წაიკითხა რაღაც უაზრობა სახელი, თეკლეს ნათქვამ ეს მეც მამატებდა და წავშალე სახელის გამოო სულ აყირავდა სიცილით, რასიფიქრებდა ის ბიჭი თუ იყო თორემ შეიძლება თეკლეს გვერდითაც ენახათ უკვე, ნინიამ რათქმაუნდა დაამატა, არავითარი მიზეზი არ ჰქონდა ადამიანის დასაიგნორებლად, მითუმეტეს გოგას უამრავ მეგობარს იცნობდა. მეორე დღეს ესემესი რომ მოუვიდა და თავის სთორის ფოტოზე რეფლაი ნახა გაუკვირდა თან გაეცინა
- ჩემს სახლთან ხარ, ეს ხიდი ისევ არსებობს? - გეგა სწერდა, ერთ-ერთ ფოტოზე
- კი უკვდავია.- მოკლედ მოუჭრა ნინიამ. იმდღის შემდეგ სხვადა სხვა მიზეზებით მიმოწერა გაახშირა გეგამ, მიუხედავად იმისა რომ ნინია საუბარს სულ უსრულებდა, მაინც ახერხებდა თემის მრავალმხრივ გაშლას და ნინიასაც მოსწონდა როცა ყველაფერზე ესაუბრებოდა, მიმოწერები საუბრებში გადაიზარდა. ნინიას სოფელში ყოფნის დროც იწურებოდა და გეგაც იმედოვნებდა რომ მალე პირადად ნახავდა, განცალკევებით…



უდიდესი მადლობა ვისაც არ დაგეზარათ და წაიკითხეთ???? გთხოვთ თქვენი აზრი დამიწერეთ ღირს თუარა გაგრძელება, ძალიან პატარა თავია თუმცა ბევრად დიდებს დავდებ თუ მოწონებას დაიმსახურებს.????????



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

მომეწონა საინტერესო ამბავია იმედია მალე დადებ შემდეგს

 


№2  offline წევრი Timpeli

სტუმარი ნათია
მომეწონა საინტერესო ამბავია იმედია მალე დადებ შემდეგს

ვერც წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს თქვრნი შეფასება????ვეცდები რაც შეიძლება მალე გავაგრძელო????

 


№3 სტუმარი Nino22

უკარგესიაა, წარმატებები შენნ , იქნებ ცოტა გაადიდოდოო თავიი? დანარჩენი ყველაფერიი კარგიაა❤️

 


№4  offline წევრი Timpeli

Nino22
უკარგესიაა, წარმატებები შენნ , იქნებ ცოტა გაადიდოდოო თავიი? დანარჩენი ყველაფერიი კარგიაა❤️

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️აუცილებლად გავზრდი ზომას

 


№5 სტუმარი mariamo_

მომეწონა, ველიი ახალ თავსს❤️

 


№6  offline წევრი Timpeli

mariamo_
მომეწონა, ველიი ახალ თავსს❤️

დიდი მადლობა, სულ მალე აიტვირთება ახალი თავიც❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent