შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (9)


7-09-2024, 16:54
ავტორი lillianna
ნანახია 1 277

მთელი გზა ნენეს სახლამდე ხმა არ ამოუღია ანიტას , ლუკას ნათქვამმა იმდენი ემოცია გამოიწვია მასში, სხვადასხვაგვარი განცდა , ფიქრი, იმასაც იაზრებდა რამდენად ეგოისტური იყო მისი ფიქრები ლექსოსთან მიმართებით, ბოლოსდაბოლოს მას ხომ არ უღალატია, ანიტასთან ურთიერთობაში ლექსო მართალი იყო, იმაში ვერ დაადანაშაულებდა რაც წარსულში ხდებოდა, პიჯაკს რომელიც ეცვა ლექსოს სუნი სდიოდა , მთელი სიცხადით შეიგრძნობდა ანიტა მის სუნს, საყვარელი მამაკაცის სუნს, როგორ ფრთხილად მოახვია პიჯაკი სხეულზე, რატომ მიიყვანა ლილიას სახლში? იქნებ ეს სულაც იმას ნიშნავდა რომ ყველაფერი დასრულებული იყო, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ლექსოსთვის იმ ადგილს, არანაირი ემოციური დატვირთვა, როცა ანიტასთან იყო ხომ გრძნობდა ამ გრძნობის სინამდვილეს ანიტა, არა !რომელი მამაკაცი ითამაშებდა ამას ქალთან, მით უმეტეს ლექსო! ლექსოს სურდა ანიტა, ლექსოსთვის მნიშვნელოვანი ქალი იყო ანიტა, ამას გოგონაც გრძნობდა ამ მომენტში. მანქანა ნენეს სახლის პარკინგზე გაჩერდა როდესაც ანიტა ფიქრებიდან გამოერკვია
-ჩემთან ავიდეთ .. უთხრა ნენემ მეგობარს
-ლუკა იცი სად არის ახლა ლექსო? თითქოს არც გაუგია ნენეს ნათქვამი, წინა სავარძლისკენ გადაიხარა და ლუკას შეხედა
-წარნოდგენა არ მაქვს , ლუკამ წამიერი კმაყოფილება იგრძნო -თუმცა …. შეჩერდა თითქოს რაღაცას იხსენებდა - შემიძლია ვივარაუდო სად იქნება
-წამიყვანე მასთან … ნენემ და ლუკამ ერთმანეთს შეხედეს , ორივე კმაყოფილი ჩანდა ანიტას ნათქვამით, ლუკამ იცოდა სად მიდიოდა ლექსო როდესაც მას განმაერტოება უნდოდა, სწორედ მცხეთის სახლისკენ აიღო მიმართულება

კიდევ ერთი ბოთლი ბოლომდე ჩასცალა ლექსომ როდესაც კარზე ფრთილმა კაკუნმა გამოარკვია, ცარიელი ბოთლი მაგიდაზე დადგა და კარგად არც შეუხედავს ისე ჩამოსწია კარის სახელური
-არშეგიძლია ხო მარტო დამტოვო . ღრმად დარწმუმებული იყო რომ მის მეგობარს მიმართავდა
-მეგონა გინდოდა ჩემთან საუბარი. გაუბედავმა ნაზმა ხმამ ალკოჰოლის ზემოქმედებაც გაანელა და ლექსოს აიძულა კარში მდგარი სტუმრისკენ შეტრიალებულიყო
ანიტას ისევ მისი პერანგი ეცვა , ნახევრად სველი თითქმის აკანკალებული იდგა კართან, გარეთ საშინლად წვიმდა, მხოლოდ ახლა მოესმა ალექსანდრეს წვიმის წვეთებისგან ახმაურებული სახურავის ხმა , მზერა ისევ გოგონასკენ გადაიტანა
- მარტო მოხვედი?
-ლუკამ მომიყვანა , ანიტამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კარი მიხურა
-არ უნდა მოსულიყავი..ლექსო მაცივართან მივიდა და კიდევ ერთს ბოთლს წამში მოხსნა თავსახური
- მე ასე არ ვფიქრობ , მინდა დავილაპარაკოთ ლექსო . ბიჭისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა და ბოთლი ხელიდან ააცალა -ასე არ შეიძლება ! ბევრს სვამ, მის წინ მდგარ ანიტას ორივე ხელი მხრებში ჩაავლო ლექსომ და მაცივრის კართან მიაყუდა
-აიღე ჩემი მანქანის გასაღები და თბილისში დაბრუნდი ანიტა… ბიჭის ნათითურები უკვე ეტყობოდა ანიტას კანს , პირველად ხედავდა გაბრაზებულს მაგრამ არ იცოდა ამ ბრაზის მიზეზი თვითონ იყო თუ სხვა რამ
-მტკივა.. თვალებში ჩააშტერდა ლექსო გოგონას და მხრებზე შემოჭდილი ხელები ძირს დაუშვა
-ნუ მაიძულებ ამის გაკეთებას .. შუბლი ანიტას შუბლს მიადო
-რა გემართება ლექსო .. ლექსოსგან გაქცევა არც უფიქრია პირიქით, ორივე ხელი ლოყაზე დაუსვა ფრთხილად , მხოლოდ ახლა შეამჩნია ლექსომ რომ ანიტას თმა სველი ჰქონდა
-დავიღალე ანიტა.. დავიღალე .. ბიჭი გოგონას სხეულს მოშორდა , რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და იქვე მდგარ სავარჯელში მძიმედ ჩაეშვა - ყველაფრის ახსნით დავიღალე …
- წავალ მე … ასე აჯობებს , არ უნდა მოვსულიყავი
ანიტა კარისკენ წავიდა , არ იცოდა რას გრძნობდა იმ წამს , ტკივილს, გაბრაზებას, გაურკვევლობას.. თუ ყველაფერს ერთად
-ნუ სულელობ! შენი აზრით ღამე მარტო გაგიშვებ ? ფეხზე წამოდგა ლექსოც
- ტაქსს გამოვიძახებ…ლექსოს პიჯაკში ხელების ფათური დაიწყო ანიტამ და როგორც იქნა მობილური ამოაძვრინა
- ვიღაც სირს ამ ღამით შენს თავს ვერ ვანდობ… ლექსომ ხელიდან ააცლა ტელეფონი გოგონას და კარზე მორგებული გასაღები რამდენჯერმე გადაატრიალა , გასაღები ჯიბეში ჩაიდო და ისევ ანიტას მიუბრუნდა
-გაცივდები
-არ მგონია ეგ გაღელვებდეს … იქვე დივანზე ჩამოჯდა ანიტა
-მაღელვებს ! მოკლედ მოუჭრა ბიჭმა , საძინებლის კარი გამოაღო და რამდენიმე წუთი გაუჩინარდა -ეს მაისურიც დიდი გექნება მაგრამ სველს ჯობია
დიდი ჰუდით ხელში დაბრუნდა ალექსანდრე გოგონასთან , ანიტას სიამოვნებდა ყველაფრისდა მიუხედავად რომ მასზე ისევ ზრუნავდნენ
-შეგიძლია საძინებელში გამოიცვალო.. ჰუდი გოგონას გვერდზე დადო ლექსომ და თავად სამზარეულოში გავიდა .
საძინებლის კარი ფრთხილად მოხურა გოგონამ, გარემო მოათვალიერა , ლექსოს სუნი იგრძნო ჰაერში, ყველაფერი ლექსოს გავდა ყველა დეტალი მის ხასიათს და გემოვნებას , ჰუდი გადაიცვა და სარკეში მის თავს შეხედა , ეუცნაურა მის ტანზე კაცის ტანსაცმელი , თანაც სამი ზომით დიდი, მკლავები აიკეცა და სველი თმა სკამზე გადადებული პირსაცოხით შეიმშრალა..
მისაღებში რომ დაბრუნდა ლექსოს უკვე გამზადებულო ჰქონდა ჩაი ანიტასთვის
ფეხის ნაბიჯებით მიხვდა გოგონა რომ მიუახლოვდა თუმცა არ შეუხედავს ისე უთხრა
-ლიმნით არის , გაციებას გადაგარჩენს
-შენს გამო უკვე მეორედ ვცივდები.. ანიტამ შეამჩნია ლექსოს სახეზე ღიმილი
-ყველაფერი ჩემი ბრალია ისედაც არა ?
-ყველაფერი არა .პირველი ყლუპი მოსვა ანიტამ
პერიოდულად მაინც აპარებდა გოგონასკენ თვალს ლექსო, როგორი საყვარელი იყო ანიტა მის გვერდით, როგორი ლამაზი მის ტანსაცმელში გამოწყობილი და რა უცნაური იყო მასთან მიახლოვება , მისი შეხება რომ არ შეეძლო
-შეიძლება რაღაც გკითხო ? ფინჯარი მაგიდაზე დააბრუნა ანიტამ და მის წინ მდგარ მამაცაკს შეხედა , ალექსანდრემ მხოლოდ თავი დაუკრა
-ჩემთან ყოფნა გინდა?
ალექსანდრემაც დააბრუნა ყავის ჭიქა მაგიდაზე
-მეგონა მაგ კითხვაზე პასუხი იცოდი
-ლილია შენთვის აღარაფერს ნიშნავს? აღარ გიყვარს ?
ისეთი ბავშვური იყო ამ მომენტში ანიტა და ისე მოუნდა ლექსოს გულში ჩაეკრა , დაემშვიდებინა, მისი ეჭვები გაექარწ....ბინა და აღარასოდეს აღარ გაევლო გულშო სხვა ქალის მიმართ ეჭვი . ბარის მაგიდასთან მჯდომ გოგონას მოუახლოვდა ლექსო , ხელი ფეხზე დაადო და ანიტას ფეხებს შუა მოექცა , ზემოდან უყურებდა გოგონას სახეს , სახეზე ჩამოცვენილი თმა ხელით გადაუწია
-ერთადერთი ქალი ვინც მიყვარს შენ ხარ ანიტა. ეს სიტყვები რომ მოისმინა ანიტას ეგონა ყველაზე ბედნიერი ქალი თავად იყო, პირველად უთხრა ალექსანდრემ მიყვარხარ, თითქოს არაფერი არსებულა აქამდე და ყველაფერი ამ წამს დაიწყო
-მეც მიყვარხარ… ბევრი არ იფიქრია რა უნდა ეთქვა მამაკაცისთვის , ლექსომ იცოდა რომ ანიტას უყვარდა , დიდი ხნის წინ იცოდა , მაგრამ მისი პირიდან მოსმენილი აღიარება მაინც სხვანაირ კმაყოფილებას ანიჭებდა , გოგონასკენ დაიხარა, ტუჩებზე ფრთხილად შეახო და სანამ უფრო მონდომებით აკოცებდა კიდევ უთხრა
-მიყვარხარ…
ყველა წამის შეგრძნებას ცდილობდა ანიტა, როგორ მომთხოვნად კოცნიდა ალექსანდრე, როგორ ჰყვებოდა თვითონ კოცნაში, გრძნობდა როგორ დაასრიალებდა ხელებს მამაკაცი მის სხეულზე , როგორ დაუკოცნა სახე,ყელი,როგორ შეუცურა ხელი ჰუდის ქვეშ შიშველ წელზე. იგრძნო როგორ აიტაცა ხელში მამაკაცმა , ბოლომდე ენდობოდა ანიტა ლექსოს , ზუსტად იცოდა რომ ლექსოს გარდა არცერთი მამაკაცი არ სურდა , არც იარსებებდა , მხოლოდ ის , საძინებლის კარი ისე შეაღო გოგონასთვის ხელი არ გაუშვია, ფრთხილად გადააწვინა ანიტას სხეული საწოლზე და ღია თავლისფერ თვალებში ჩახედა
-უნდა გამაჩერო … დაუჩურჩულა ყურთან მამაკაცმა თუმცა გაჩერების ნაცვლად უფრო მეტი ვნებით სავსემ დაუკოცნა ყელი , და გულ მკერდისკენ გადმოინაცვლა
-რატომ ? ძლივს მოახერხა ანიტამ ხმის ამოღება
ლექსო შეჩერდა გოგონას შეხედა
- ზუსტად იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ .. ჯერ ძალიან ადრეა … შენ ძალიან პატარა ხარ … ლექსო ანიტას გვერდით გადაწვა გოგონას სხეული მისკენ მიიზდა , ჩაეხუტა
-არ მომწონს რომ პატარა გგონივარ … უთხრა გოგონამ და თავი მკერდზე დაადო
- არ მოგწონს მაგრამ ასეა … თავზე აკოცა ალექსანდრემ და თვალები დახუჭა -შენთან ერთად მინდა დავიძინო… კიდევ უფრო ძლიერად მოხვია ხელები გოგონას.

….
-ლილია ორი საათია გირეკავ ძლივს !!!!
-რა ხდება ლიკა ? ხომ ყველა კარგადაა , გადაღება მქონდა ვერ გიპასუხე … ლილიას აღელვება შენიშნა ლიკამ
-დამშვიდდი ყველა კარგადაა.. რაღაც უნდა მეთქვა , ვერ დაგიმალავ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ , სხვანაირად ვერ მოვიქცევი ..
-რა ხდება ლიკა თუ ღმერთი გწამს..თითქმის ხმა გაეპარა ლილიას
-ლექსო… ლექსოს სახელის ხსენებამ მთელს სხეულში დაუარა , ლექსო მისი საყვარელი მამაკაცი ლექსო, მისი ცხოვრების აზრი ლექსო .. როგორ შეიძლებოდა აღელვების გარეშე გაეგო მისი სახელი თუნდაც ტელეფონში და არაფერი ეგრძნო.
-შენი ძმის დაბადების დღეზე შეყვარებულთან ერთად მოვიდა ლილია .. თითქოს ბოროტი ხუმრობა იყო, შეუძლებელი იყო ლექსო სხვასთან ერთად ყოფილიყო, სხვა შეყვარებოდა , სხეული მოეკუმშა სკამზე ჩამოჯდა , ხელი გულთან წაიღო და მაგრად მოიჭირა
-ბედნიერი ჩანდა ლილია… ეს უნდა იცოდე… ლილიას უკვე აღარ ესმოდა სიტყვები რომელსაც ტელეფონში ეუბნებოდნენ, სამუშაო მაგიდაზე წყლით სავსე ჭიქა შენიშნა , აკანკალებული ხელი ჭიქისკენ წაიღო თუმცა თითქოს ძალა წაერთვა ადგილიდან ვერ დაძრა. ბრძოლა არ დაუწყია მის ასაღებად , მოშვებული სხეული მოადუნა და იატაკზე დაჯდა , თავი მუტლებზე დაიდო, ასე იყო დიდხანს მანამ სანამ არ მოახერხა იმ ყველაფრის გაანალიზება რაც მეგობარმა უთხრა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent