მხოლოდ ღმერთმა იცის (9)
-არ მინდა ახლა ამაზე საუბარი და კიდევ რა შენი საქმეა ჩვენ შორის რა მოხდა ეგ მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება.- მკვახედ მიუგო და გაეცალა იქაურობას. უკან აედევნა, მაგრამ მოულოდნელად ადგილზე გაშეშდა, როდესაც მოშორებით გოგონა დაინახა იოანესთან ერთად ბიჭი ცდილობდა გოგონას თვალებიდან ცრემლი მოეწმინდა, სიმწრისგან დადეშქელიანი ცოტაც და ყურებიდან ორთქლს გამოუშვებდა თავისი მსხვილი თითები მოეჭირა და მთელი სხეული დაეჭიმა. გრძნობდა, როგორ ეკიდებოდა მრისხანება და ბრაზი ვერ გაეგო, რატომ ვერ იტანდა გოგონასთან სხვა მამაკაცს, ეჭვიანობის საბაბი არ ქონდა, რადგან ერთმანეთისთვის არავინ იყვნენ. მტკივნეულად მომუშტა ხელის მტევანი და მთელი ძალით დაარტყა კედელს შემდეგ კი, გაეცალა იქაურობას აღარ შეეძლო ვეღარ ჩერდებოდა იმ სახლში. – მორჩა, დღეიდან მასზე აღარ ვიფიქრებ!- წამოიძახა, გამწარებულმა და სიგარეტს ცეცხლი წაუკიდა.- ჩემი ბრალია, ემოციებს უფლება მივეცი ვემართე, მაგრამ დღეიდან ასე აღარ მოხდება, ამის შემდეგ ძველი მაქსიმე დაბრუნდება. კიდევ ცოტახანს გაჩერდა ქუჩაში შემდეგ კი, უკან დაბრუნდა. უკვე ძალიან გვიანი იყო, ამიტომ პირდაპირ თავის ოთახში ავიდა თავი მოიწესრიგა შემდეგ კი დასაძინებლად გაემზადა. გვიან ღამით წყლის დასალევად ადგა ოთახიდან გასულს, გოგონა შეეფეთა. მაქსიმემ ყურადღება არ მიაქცია და გზა განაგრძნო,თითქოს მის წინ არც არავინ არ მდგარიყო. – მაქსიმე, მოიცადე! - დაუძახა და უკან აედევნა ბიჭიც შეჩერდა, მაგრამ უკან არც მიუხედავს. გოგონა, მის წინ დადგა. – მაქსიმე, შენ... _ რა გინდა, ემა?- მიუგო გაყინული ხმით, რისგამოც გოგონას უსიამოვნოდ გასცრა სხეულში. – რა გჭირს, ასე რატომ მექცევი, თავს რატომ მარიდებ? ბიჭს ჩაეცინა და მისკენ დაიწყო სვლა გოგონაც ინსტიქტურად უკან დაიხია. მალე კედელთან მიიმწყვიდა და თავის ცივი თვალები შეანათა. – მე რატომ გექცევი ასე? შენ არ მიმეორებდი, რომ შენგან თავი შორს დამეჭირა.- წამოიძახა. – მე...- თვალები აუწყლიანდა. – ხო, შენ. შენ ემა, შენ არ მთხოვდი, ნუ ეცდები, ჩემთან დაახლოებასო, მითხარი ასე არ იყო?!- დაუყვირა და მტკივნეულად ჩაავლო მკლავში ხელი ბიჭის ასეთმა გარდასახვამ გოგონა, ძალიან შეაშინა. – ხო, ასე იყო, მაგრამ... – ხოდა ახლა რა არ მოგწონს, შენი თხოვნა შევასრულე და გზიდან ჩამოგეცალე. _ გთხოვ, გამიშვი მტკივა.- შეშინებულმა წამოიძახა და ატირდა. მისი ცრემლების დანახვისას უმალ შეუშვა ხელი გოგონას. – გახსოვს რა მითხარი? მითხარი, რომ მე ცივსისხლიანი მონსტრი ვიყავი. შენ მართალი იყავი, ეს არის ჩემი ნამდვილი სახე მე ასეთი ვარ.- წამოიძახა და გოგონა მარტო დატოვა. – დასწყევლოს ეშმაკმა, რატომ ვერ ვუძლებ მის ცრემლებს. - თავის თავზე მოეშალა ნერვები გოგონას ასე რომ მოექცა, თუმცა ვერაფერს შეცვლიდა, მას ასე ჰქონდა გადაწყვეტილი. *** დილით ყველა სასადილო მაგიდასთან ისხდა. გოგონა წინადღეებთან შედარებით არ მხიარულობდა და არ საუბრობდა ბევრს თავჩაქინდრული იჯდა და ჩანგალს უაზროდ ატრიალებდა თეფშზე. – რა გჭირს შვილო,ხომ კარგად ხარ?- ანერვიულებულმა კითხა. _ კარგად ვარ, მამიდა ნუ ღელავ... – მაშ, რა გჭირს შვილო? - თავზე ხელი გადაუსვა. – არაფერია, ღამეს ცუდად მეძინა და ალბათ მაგის ბრალია.- ნაძალადევად გაუღიმა ქალს. – დღეს სწავლა არ გაქვს? – მაქვს, მაგრამ დღეს არ წავალ.- ამოთქვა. – რატომ? – უბრალოდ არსად გასვლის თავი არ მაქვს. ამ დროის მანძილზე მაქსიმე, მას თვალს არ აშორებდა. – ნიკა, მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ დროა შინ დავბრუნდე.- წამოიძახა. – ასე, მალე ახლა არ მოხვედი? – ხო, ვიცი მაგრამ დიდხანს ვერსად ვერ ვრჩები ხომ იცი. თან სამსახურიდან სხვა ქალაქში მიშვებენ სამუშაოდ და მინდა ჩემებიც ვნახო. – კარგი, რა გაეწყობა. სახლიდან გამოსულს გული დაუმძიმდა, თითქოს არ უნდოდა, იქიდან წამოსვა, მაგრამ ასე არჩია გოგოსგან შორს დაეჭირა თავი, ცოტახნით გამოიჩინა სისუსტე თვითონაც არ იცოდა რა ემართებოდა სახლში ნირწამხდარი დაბრუნდა აშკარად არ იყო განწყობაზე წარბებშეჭმუხნული შევიდა სახლში. – მოხვედი შვილო?- ალერსიანი ხმით შეეგება ქალი შვილს. – ჰო, დედა, დავბრუნდი.- ამოთქვა უხასიათოდ და დივანზე ჩაეშვა. – რა მოხდა, ჩემო ბიჭო, ასე მალე არ გელოდი? და თანაც ასე გაღიზიანებულს.- გაუღიმა. – სულ ასეთი არ ვარ დედა. – ვიცი, როგორი სერიოზული და უხეში ხასიათიც გაქვს, მაგრამ დღეს შენ თავს არ გავხარ? – არაფერია,უბრალოდ დავიღალე.- თბილად გაუღიმა დედა ერთადერთია მის ცხოვრებაში, ვისთანაც ნამდვილი იყო და გულრწფელი. – ჩემო ბიჭო,- როგორც დედებს ჩვევიათ ხოლმე თბილი და ალერსიანი მზერით გახედა და თავზე ხელი გადაუსვა. მისი მომღიმარი სახის უკან კი, დიდი სევდა იმალებოდა და ტკივილი. ტკივილი, რომელიც საბრალო ქალი,წლებია გულით დაატარებს. შვილების სიმშვიდისთვის არ იმჩნებდა თავის დარდს და ნაღველს ქმრის დანაკარგს, რომელიც ახალგაზრდობაში დაკარგა, თუმცა მაქსიმე პატარა მაქსიმე, რომელმაც მამა ათი წლის ასაკში დაკარგა მამის დაკარგვის შემდეგ ნაადრევად გაიზარდა იგი ბავშვობის ასაკიდანვე გამოემშვიდობა ბავშვობას. იმდენად ეჭკვიანი და გონიერი იყო, რომ დედამისს რაც არ უნდა მოეჩვენებინა თავი კარგად ბიჭი ყველაფერს ხვდებოდა, ხვდებოდა და გრძნობდა დედის თვალებში ტკივილს, თუმცა დედას არ უმხელდა. – გისმენ დედი...- თბილი და მზრუნველი ხმით მიუგო და თავი დედის კალთაში ჩარგო. – შვილო, როდის უნდა მოიყვანო ცოლი... – დედა, ხომ იცი არა, რასაც ვფიქრობ ქორწინებაზე. - კარგი, რა შვილო, უკვე დროა, თანაც მინდა ბედნიერი იყო. – მე ასეც კარგად ვგრძნობ თავს.. ჩემთვის თქვენი არსებობაც საკმარისია. – კარგი,შენი და ადრე თუ გვიან გათხოვდება მე კი...მე სულ შენ გვერდით ვერ ვიქნები შვილო... – რაა?! ეს მეორედ აღარ თქვა დედა?- თავი წამოყო. თვალებში შიში ჩაუდგა.- გთხოვ ასეთი რამ აღარ გაიმეორო. – კარგი, დაწყნარდი ჯერ არსად ვაპირებ წასვლას, მაგრამ ერთხელაც დადგება ეს დღე და მე არ მინდა,რომ შენ მარტო დარჩე შვილო. – დედა, გთხოვ. – კარგი, ჩუმად ვარ.- გაუღიმა ქალმა. - ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ქალი არსებობს და ის შენ ხარ. ერთადერთი ქალი ვინც სულ შენთან იქნება და ეყვარები ისეთი როგორიც ხარ ეს სწორედ დედა. – შვილო... ასე ახლა ფიქრობ,მაგრამ აუცილებლად იპოვი ისეთ ადამიანს, ვინც მიგიღებს შენი მინუსებითა და პლიუსებით.- გაუღიმა შემდეგ კი, სამზარეულოში გავიდა. მაქსიმეც თავის ოთახში შევიდა. მოუსვენრად იყო და ადგილს ვერ პოულობდა. საწოლის კუთხეში ჩამოჯდა და ტუმბოდან ყესაბამი ამოიღო, თუმცა შემდეგ უკან დააბრუნა. თვალები დახუჭა და წუხანდელი გაიხსენა. წინა ღამით. მას შემდეგ ,რაც მაქსიმე დანახულმა ჭკუიდან შეშალა, სახლს გაეცალა, უკან დაბრუნებულს კი ნაცნობი ხმა შემოესმა დააინტერესა ვინ იყო და იმ ადგილზე მივიდა. – დრო,მოვიდა შური ვიძიო, ამილახვარების ოჯახზე, ოდესღაც მათ ხელი მკრეს, ყველაზე მეტად კი ის ქალბატონი, ემმა დაისჯება.- ცივი ხმით დაისისინა. - ეჭვიც არ შეგეპაროს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის გოგო ხელში ჩავიგდო და მერე მე ვიცი. – მოვკლავ ამ ნაძირალას!- კბილებში ავად გამოსცრა . – იცი, რასაც ვიზამ პირველ რიგში ნოდარის ნდობა უნდა მოვიპივო.. _ რაა? მაქსიმე ის სპეცრაზმელი?- უკვე აპორებდა მისთვის ცხვირპირის გაერთიანებას, როდესაც თავისი სახელი შემოესმა. – ეჭვი, მაქვს, რომ მაგ ტიპს ემა მოსწონს და ვფიქრობ მის დაცვას შეეცდება, მაგრამ თავიდან ჩამოვიშორებ. თვალებს ახელს და აწმყოს უბრუნდება მისი მზერა, იმდენად ცივი და აგრესიული იყო, რომ აშკარაა რაღაცას გეგმავდა. ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან და სადღაც გადარეკა. – გისმენთ, ბატონო მაქსიმე? – გამარჯობა, დათო შენი დახმარება მჭირდება. – აბა, გისმენ? – მინდა ერთ ადამიანს უთვალთვალო, ვინმე იოანე ახვლედიანს. ყველაფერი უნდა ვიცოდე მასზე გესმის ყველაფერი, რას აკეთებს, ვისთან არის მოკლედ ყველაფერი. შენი იმედი მაქვს ვიცი არ დამაღალატებ. _ ჩემი იმედი გქონდეთ.- მტკიცედ მიუგო. საწოლზე ჩამოჯდა, თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა. გონებაში კი, გოგონას ცრემლიანი თვალები ამოუტივტივდა და მაშინვე გაახილა. – ისევ მისი სახე მომეჩვენა, რატომ ჩნდები ემა ჩემს გონებაში და ფიქრებში რატომ არ მშორდება შენზე ფიქრი. - ამოიხრა. მე დავიფიცე, რომ შენზე აღარ ვიფიქრებდი და ასეც მოვიქცევი. იმ არაკაცს კი გზიდან ჩამოგაშორებ. ** მაქსიმე ყველაფერს აკეთებდა, რომ მასზე აღარ ეფიქრა და ყველანაირად ეწინაღმდეგებოდა თავს ცდილობდა ეს აუხსნელი გრძნობები ჩაეკლა. რა თქმა უნდა, იოანეს თვალს არ აშორებდა მის შესახებ ინფორმაციებს აგროვებდა, ჯერჯერობით ისეთი ვერაფერი გაეგო, იმისათვის, რომ ბიჭი ემხილა, როგორც ჩანს ძალზედ ფრთხილი აღმოჩნდა სწორეს ეს აღიზიანებდა და ჭკუიდან შლიდა. ამ სამი კვირის მანძილზე ხელ ჩასაჭის ვერაფერს ვერ მიაგნო, მაგრამ ცოცხალი თავით არ ნებდებოდა. სამსახუდან გამოსულს გადაწყვიტა კაფე-ბარში შეევლო და ცოტა დაესვენა იქ მისულს კი, გოგონა შეამჩნია, რომელიც ძალიან ბედნიერი სახით იყურებოდა, თავიდან ვერ გაეგო, ასე ვის უღიმოდა მისმა ღიმილმა გულიც კი გაუთბო, წამიერად, მაგრამ მალევე ღიმილი სახეზე მიეყინა, როდესაც გოგონასთან იოანე მივიდა და გვერდით მიუჯდა. თვალებში ბრაზი და ზიზღი ჩაუდგა. გადაწყვიტა მათ მაგიდასთან მისულიყო. – ოჰ, აქ ვის ვხედავ.- წამოიძახა. – მაქსიმე..- გოგონას სახე დაუსერიოზულდა შეიძლება ითქვას შეეშინდა კიდეც. – ხო რა იყო. დაგინახეთ და გადავწყვიტე მენახეთ. – ძალიან კარგად მოიქეცი, მოდი შემოგვიერთდი.- მიუგო იოანემ. – დიდი სიამოვნებით, მაგრამ არ მინდა ხელი შეგიშალოთ. – არ შეგვიშლი. _ კარგი, რადგან არ იშლით დავრჩები.- თქვა და თან გოგონას გახედა. – სად დაიკარგე იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილხარ? – სამსახურში ვარ მთელი დღეებია და არ მცალია. – აჰ, გასაგებია.. -ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს იოანეს და გარეთ გავიდა მაგიდასთან კი, ეს ორი დატოვა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, გოგონა თავს არიდებდა ბიჭის მწველ მზერას,თუმცა ბოლოს მაინც ამოიღო ხმა, რადგან ის არ იყო იმ კატეგორიების ადამიანი ვინც ჩუმად იქნებოდა. – ჩვენ სალაპაკო, გვაქვს. – მართლა? რა საინტერესოა? – მაქსიმე, შენგან ასეთ მოპყრობას მე არ ვიმსახურებ. _ როგორ მოპყრობას? _ ძალიან კარგად იცი, როგორზეც. იცი მაინც როგორ მატკინე გული. – მე გატკინე გული? ემა მართლა არ მესმის როდესაც ნორმალურად გექცეოდი ვცდილობდი უხეშად არ მოგქცეოდი რადგან ვიცოდი, რაც გადაიტანე. მაგრამ შენ როგორ მოიქეცი, ზედაც არ მიყურებდი უხეშად მექცეოდი და სულ იმას მიმეორებდი, რომ თავი შორს დამეჭირა ახლა კი, როდესაც თავი დაგანებე მოდიხარ და მეუბნები ასე რატომ მექცევი თქო.- გაღიზანებულმა წამოიძახა.- თანაც რაში გადარდებს ეს მოეშვი ამაზე ფიქრს და შენს რომეოს მიხედე! - წამოიძახა და ფეხზე წამოდა. – რა თქვი, ჩემს რომეოს? – დიახ. _ ის ჩემი მეგობარია.- წამოიძახა. – კი, როგორ არა, მეგობარი ერთი მე ვარ შენი მეგობარი და მერე ეგ.- ცივად მიუგო შემდეგ შემობრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა, თუმცა წასვლის წინ თვალი მოკრა გოგონას აცრემლებულ თვალებს. სწრაფად დატოვა იქაურობა, შემდეგ საჭეს მიუჯდა და წავიდა. არ უნდოდა ამის გაკეთება, თუმცა ასეთი იყო და პლიუს ამას, ასე ცდილობდა მის დავიწყებას,თუმცა პირიქით გამოსდიოდა. ღამე იყო გარეთ კი წვიმდა გამწარებული მართავდა საჭეს თვალები მთლიანად ჩაწითლებოდა, მკვეთრად დაამუხრუჭა კარები გააღო და მანქანისან გადავიდა. შუა ქუჩაში იდგა და წვიმაში სველდებოდა. თითქოს ასე ცდილობდა იმ ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც შიგნიდან ეკიდა. მუშტი მანქანის კაპოტს ჩამოსცხო. – ჯანდაბა,ჯანდაბაა! რატომ არ გამომდის მისი დავიწყება, რატომ? რატომ ამეკვიატა მასზე ფიქრი პირველივე დღიდან. რატომ არ მანებებს მასზე ფიქრები თავს. მანქანას მიეყრდნო ზურგით, შემდეგ როგორც ჩვევია, თქვუ ზევით გადაწია და თვალები დახუჭა. ეს წვიმაც არ იღებდა პირიქით უფრო და უფრო უმატებდა. თვალები გაახილა მანქანის კარები გამოაღო საჭეს მიუჯდა და შინ წავიდა. - ის, მამიკოს გათამამებული გოგოა და მეტი არაფერი.- წამოიძა გვიან ღამით დაბრუნდა შინ თავის ოთახში შევიდა და თავი მოიწესრიგა. შემდეგ კი, დასაძინებლად გაემზდა. დილით გაბრუებული მიუჯდა მაგიდას. – რა გჭირს შვილო რაღაც ციდად გამოიყურები?- მზრუნველი ტონით მიმართა შვილს. – არაფერია, დედ...- საუბრის დროს დააცემინა. – ხომ არ გაცივდი? – ალბათ შემცივდა ღამით და მაგის ბრალია. – თავს გაუფრთხილდი შვილო. – კარგი, დედა. ახლა უნდა წავიდე. – იცი, არ მომწონს ეს სამსახური ძალიან იღლები სახლიდან და ოჯახისგან შორს ხარ. – ვიცი,მაგრამ რა გავაკეთო დედა, ვერ წამოვალ იქიდან არ შეიძლება. – რატომ შვილო? _ ამაზე მერე ვილაპაკოთ კარგი, ახლა უნდა წავიდე.- დაემშვიდობა ორივეს და წავიდა. თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ იმდენად ჯიუტი იყო, რომ ცოცხალი თავით არ დარჩებოდა სახლში , თუმცა არც სამსახურში უნდოდა წავსლა არც მანქანის ტარების თავი ჰქონდა და არც მოტოსი. ფეხით გაუყვა გზას მაგრამ არ იცოდა სად მიდიოდა, უბრალოდ დადიოდა ქუჩაში. ბოლოს ერთ სკვერში ხის სკამზე ჩამოჯდა და გაითიშა. თვალები, რომ გაახილა მის წინ ემა ნახა. – შენ აქ რას აკეთებ?- წამოიძახა გაოგნებულმა და წამოდგომა სცადა. – მოიცადე, ასე მკვეთრად ნუ ადგები ცუდად ხარ. – რა ხდება საერთოდ სად ვარ? ან შენ რა გინდა აქ? – არ ვიცი, როგორ მიაგნეს ჩემს ნომერს, მაგრამ ვიღაცას სკვერში უნახუხარ გონება დაკარგული მე დამიკავშირდნენ და ამიტომაც ვარ აქ. გაინტერესებს სად ხარ? გეტყვი რადგანაც არც შენი მისმართი ვიცოდი და ვერც ჩემებთან მიგიყვანდი გადავწყვიტე ჩემს კოტეჯში მომეყვანე. - დაასრულა თავის მონოლოგი და იქვე ჩამოჯდა. _ შენს კოტეჯში? – დიახ. ჩემს კოტეჯში, კარგი რადგან უკვე გონს მოხვედი შეგიძლია შინ დაბრუნდე. – არა, ასეთ მდგომარეობაში შინ ვერ წავალ დედაჩემი ინერვიულებს. – აბა რას აპირებ?- ინეტერესით შენათა თვალები. – აქ ვიქნები ცოტახნით სანამ გამოვკეთდები. – ჩემი იმედი არ გქონდეს.- მიახალა. – ასე მიხდი, მადლობას მე ხომ სიკვდილს გადაგარჩინე. აა, ალბათ შენი ძვირფასი მეგობარი ინერვიულებს.- ირონია ჩააქსოვა. – ახლა მაინც შეიკავე თავი, თუ ყოველ წუთას უნდა მატკინო გული, იცოდე თუ ჩუმად არ იქნები აქ მარტოს დაგტოვებ გასაგებია!- დაემუქრა. – კარგი, ჩუმად ვარ. გოგონამ ტელეფონი მოიმარჯვა და სახლში დარეკა. – გისმენ შვილო?- უპასუხა დედამისმა. – დედა, მე.. დღეს ანასთან ვრჩები.- იცრუა გოგონამ. – ანა, ვინ არის შვილო? – ჩემი უნივერსიტეტის მეგობარია, სახლში მარტოა და მთხოვა ჩემთან დარჩიო. _ კარგი, შვილო და როდის მოხვალ? – ხვალ. – კარგი. – რატომ იცრუე? _ რაა? აბა რა მე თქვა, რომ მამაკაცთან ერთად მარტო ვარ კოტეჯში- თქო.- აბუზღუნდა.- შენი ბრალია, შენ გამო პირველად ვიცრუე ასე, რომ გაჩუმდი. .... დაგიბრუნდით მეგობრებო, არ ვაპორებდი ამის გაგრძელებას, მაგრამ რადგან ასე ელოდით ამ კსტირიას გავაგრძელე წერა არ ვიცი რა გამოვა და რამდენად გამომივა, თუმცა ვეცდები საონტერესო გავხადო. ველი თქვენს რეაქციებს დავკომენტარებს არ დაგავიწყდეთ აზრის დაფიქსირება, რადგან ასე მეცოდინება ღირს, თუ არა გაგრძელება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.