შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (თავი10)


10-09-2024, 21:05
ავტორი lillianna
ნანახია 1 352

მზის პირველმა სხივებმა ოთახში რომ შემოაღწია ალექსანდრემ მხოლოდ მაშინ გაახილა ცალი თვალი, ნაცნობმა სურნელმა ზუსტად ცხვირთან მოუღუტუნა, ოდნავ წამოსწია თავი და მის მკლავზე ჩაძინებულ გოგონას შეხედა , ანიტას თმები მთელს ბალიშზე ჰქონდა გადაფენილი, მერედა როგორ უყვარდა ლექსოს ანიტას თმის სურნელი, მეორე მკლავი რომელიც თავისუფალი ჰქონდა წელზე შემოჰხვია გოგონას და კისრისკენ გადაიხარა საკოცნელად , ფრთხილად შეახო ტუჩები კანზე, შიშველ ფეხებზე ზეწარი გადააფარა და საწოლიდან ნელა წამოდგა.
კარგად გათენებული იყო ანიტამ რომ თვალები მოისრისა , ნელ ნელა აღიდგინა გონებაში გუშინდელი საღამო და თვალები რიგრიგობით გაახილა , მის გვერდით ცარიელი ადგილის დანახვამ დაასევდიანა , თუმცა სააბაზანოდან წამოსულმა წყლის წვეთების ხმამ მიახვეხრა სადაც იქნებოდა ლექსო. საწოლიდან შიშველი ფეხები გადმოჰყო და სკამზე გადადებულ ლექსოს უმკლაო მაისურს ხელით მისწვდა , ცოტახანში უკვე სამზარეულოს ღუმელთან იდგა და ტოსტებს აკეთებდა . მადუღარადან ცხელი წყალი გადმოასხა და ორ ჭიქაში თანაბრად გადაანაწილა
-ამასობაში გემრიელმა სუნმა ჩემამდეც მოაღწია . ფუსფუსში გართულმა ანიტამ ვერ გაიგო ლექსოს აბაზანიდან გამოსვლა , თავი რომ ასწია მხოლოდ მაშინ დაინახა ნახევრად შიშველი მამაკაცი, ტანზე ჯერ კიდევ შემორჩენილი წყლის წვეთებით , თვალი უხერხულად აარიდა
-მმ , მინდოდა … მინდოდა რამე გემრიელით დაგეწყო დილა
-გემრიელი რაღაც ისედაც მაქვს … ლექსოს სხეული უკნიდან მიეკრო გოგონასას და კისერზე კოცნით დაასაჩუქრა
-მგონი ჩემი მაისურების ჩაცმა ჩვევად გექცა .. უჩურჩულა ყურთან ლექსომ და გოგონას სხეული მისკენ შეატრიალა
-უბრალოდ ჩემი არაფერი მაქვს … ძლივს აშორებდა აანიტა ლექსოს სხეულს თვალს და ცდილობდა კონცენტრირება სხვა რამეზე მოეხდინა ძაანაც როარ შემჩნეოდა ინტერესი
-ასე უფრო მომწონს … გოგონას ჟრუანტელმა დაუარა როდესაც ლექსომ მარჯვენა ხელი აუსვა შიშველ ფეხზე და გააზრებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად აღმოჩნდა ბარის მაგიდაზე შემოსკუპული
-რას აკეთებ? დაიჩურჩულა
-დილის საზრდოს ვიღებ…გოგონას შეტყუპებული ფეხები ხელით ერთმანეთს დააშორა და შუაში მოექცა , ანიტას ხელებმა ლექსოს შიშველ სხეულზე გულ მკერდთან მოძებნეს ადგილი
-ასე არ შეიძლება … ჩურჩულებდა ანიტა , თუმცა ლექსოს უკვე აღარ ესმოდა მისი, საკუთარი მაისური გოგონას მხრებზე გადაუწია და მოშიშვლებულ ადგილებზე კოცნები დაუტოვა , შემდეგ ყელთან შეჩერდა და ბოლოს ტუჩებზე გადმოინაცვლა
-გავჩერდე? მამაკაცის ვნებიანმა ხმამ ანიტას თავგზა დააკარგვინა და უკვე მზად იყო შევედრებოდა არ გაჩერებულიყო
მალევე მოძებნეს ტუჩებმა ერთმანეთი, ანიტა გრძნობდა როგორ კარგავდა თავს ლექსოსთამ ერთად , როგორ ეცლებოდა სხეულში ძალა და როგორ უვლიდა სასიამოვნო ჟრუანტელი ტანში, მამაკაცის სველ ტუჩებს ხან მის ზედა ხანაც ქვედა ტუჩზე გრძნობდა , ხელებს მაიმც მოურიდებლად უსვევდა შიშველ ზურგზე , და ხვდებოდა ლექსოს სუნთქვის გახშორებას მისი შეხების მომენტში..
-ალადები… დაიჩურჩულა კოცნებს შორის პაუზის დროს
-ალადები არ მაინტერესებს … კიდევ უფრო ახლოს იკრავდა ლექსო ანიტას სხეულს
-დაიწყება ლექსო .. ორივე ხელი სველ გულ მკერდზე მოაბჯინა და ოდნავ მოიშორა , როგორკი მათ შორის მანძილი მაიზარდა გოგონა მოხერხებულად დაუსხლტა ხელიდან ..


-თურმე გემრიელად ამზადებ კიდეც… გოგონას წინ მჯდარმა ლექსომ კიდევ ერთი ცალი ალადი მიირთვა
-აბა სხვას რას მეტყვი.. ფინჯნიდან ყავა მოსვა გოგონამ
-რომ არ მომწონებოდა მაგასაც გეტყოდი .. გაეღიმა ლექსოს - არ მიყვარს რაღაცეების მოჩვენებით თამაში.. თვალი ჩაუკრა გოგონას და მანაც მოსვა ერთი კლუპი
ხო მართლა თქვა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა
სანამ გეძინა კურიერმა რაღაც მოიტანა
-კურიერმა ?
ლექსო ფეხზე წამოდგა და პარკი ანიტას მიაწოდა
-იმედია შენი ზომა ზუსტად გამოვიცანი
გოგონამ ყუთიდან ჯერ ჯინსის შარვალი, შემდეგ თხელი გრძელმკლავიანი მაისური, და ჩექმები ამოალაგა
- ლექსო …. უნდოდა ეთქვა რა საჭირო იყოო თუმცა ამასაც ელოდა ლექსო და შეაჩერა
- მეწყინება თუ არ აიღებ, თანაც უნივერსიტეტში მიდიხარ და სახლში შევლას ვერ მოასწრებ , ჩემი მაისურით რომ მამიდაშენთან მიხვიდე ხომ იცი რაც მოხდება
მხოლოდ ახლა გაახსენდა ანიტას მამიდა, რამდენი ტყუილი უთხრა წუხელ , სახლში არ მისვლის მიზეზი რომ აეხსნა , თუმცა რა დროს ეს იყო, ახლა მხოლოდ ლექსოს საქციელზე ფიქრობდა და საოცრად სიამოვნებდა მისი ყურადღების მთავარი საგანო თავად რომ იყო, ყუთი სკამზე დადო და მამაკაცთან მიირბინა , ოდნავ აიწია ფეხის წვერებზე კარგად რომ მისწვდომოდა
-მადლობა … დაიჩურჩულა ლექსოს სახესთან და სახიდან ტუჩებზე გადმოინაცვლა , ამჯერად თავად იყო ინიციატორი კოცნის, ლექსოს ქვედა ტუჩს საკუთარი შეახო და ხელი თმებში შეუცურა
-ცუდი გოგო ხარ
-სამაგიეროდ შენ ხარ კარგი ბიჭი.. ქვედ ტუჩზე უკბინა , რამაც ლექსო აიძულა უფრო მეტად დაესაკუთრებინა გოგონას სხეული და უფრო მომთხოვნად ეკოცნა
-ნუ მიწვევ
-თორემ ?
-თავის შეკავება გამიჭირდება ..
-იქნებ მეც ეგ მინდა .. უთხრა გოგონამ და ბიჭის მწვანე თვალებში ჩაიძირა
-19 წლის ხარ … ეჩურჩულებოდა ბიჭი კოცნებს შორის
-20 ის ვხდები.. პასუხობდა გოგონა ჩურჩულით …
-ხოდა დაველოდოთ როდის გახდები 21 ის… გამოაჯავრა ბიჭმა და ფრთხილად მოშორდა გოგონას სახეს
…..
ლექსოს შერჩეული ტანისამოსი ზუსტად ანიტას ტანისთვის შესაფერისი აღმოჩნდა , ლექსოს საყვარელი ნაწილი, წვრილი წელი, გამოკვეთილი ჰქონდა ჯინსის შარვალში ანიტას , და მის წვრილ მკლავებს უფრო მეტად ამშვენებდა ტანზე გამოყვანილი სვიტერი
-საღამოს გამოგივლი და ჩემთან წავალთ .. საჭეს მართავდა ლექსო
- სად შენთან ?
- ჩემს სახლში, მინდა დედაჩემი გაგაცნო, ანიტასკენ გამოიხედა და მისი ხელი ხელში დაიჭირა
- დედაშენი? დღეს?
- ხო რა მოხდა? ანიტას არ უნდოდა იმის აღიარება რომ ეშინოდა ლექსოს დედასთან შეხვედრის
- მერის რა ვუთხრა უკვე თითქმის აღარ ვარ სახლში
- უთხარი ლექსოს დედა უნდა გავიცნოო.. ლექსოს გაეცინა
-ეს სასაცილოა? წარბები შეკრა ანიტამ
-მდგომარეობა კიარა შენ ხარ სასაცილო.. საჭესთვის ხელი არ გაუშვია ისე გადმოიხარა ლექსო ანიტასკენ და ლოყაზე აკოცა
….
ლექციებმა მშვენივრად ჩიარა , თავადაც ვაკვირვებული იყო ანიტა, მიუხედავად მის ცხოვრებაში ლექსოს არსებობისა მაინც რომ ახერხებდა და კარგად სწავლობდა , საწუწუნო ნამდვილად არ ჰქონდა მაღალი ქულებით ასრულებდა სემესტრს , დღესაც წარმატებიგ ჩააბარა პრეზენტაცია და კმაყოფილი გამოვიდა აუდიტორიიდან.
სახლში მისულს მერის საყვედურების მოსმენა მოუწია , თუმცა იმის გაგებამ რომ დღეს ლექსოს დედის გასაცნობად მიჰყავდა ანიტა ცოტა დაამშვიდა და კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა ბიჭის დამოკიდებულებაში.
ძალიან მოკრძალებულად გამოეწყო ანიტა , გრძენყელიან ჩექმებს მუხლს ზემოთ ბოლოებში გაშლილი შავი კაბა შეურჩია , თმები გაიშალა და თბილი პალტო მოიხურა
სადარბაზოს კართან უკვე ლექსო ელოდა
გოგონას დანახვაზე მანქანიდან გადმოვიდა და კარი გაუღო
- მშვენივრად გამოიყურები … უთხრა და გულში ჩაიკრა სანამ გოგონა დაჯდებოდა
-კარგი რა !მაკიაჟიც არ გამიკეთებია
- მაკიაჟი არც გჭირდება .. გოგონას კარი მიუხურა და მძღოლის ადგილი დაიკავა
სანამ ლექსოს სახლში შევიდოდნენ ბიჭმა დაძაბულობის მოსახსნელად კიდევ უფრო ძლიერად ჩასჭიდა ხელი
-მიყვარხარ … უჩურჩულა ყურთან და იმ წამსვე იგრძნო ანიტამ სულიერი სიმშვიდე
ლექსოს დედას უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა ანიტას დასახვედრად , ეტყობოდა რომ მონდომება არ დაუკლია, მისაღებ ოთახში ლამაზი მრგვალი მაგიდა იყო გაშლილი, ანიტამ ოთახში მდგარ მწვანე მცენარეებს მოავლო მზერა , საოცარი სიმყუდროვის შეგრძნება ჰქონდა
- კეთილი იყოს შენი მოსვლა შვილო… გაშლილი ხელით შეეგება დიასახლისი
მისმა ჩახუტებამ ანიტა დაამშვიდა , გოგონამ ლექსოს გაღიმებულ სახეს შეხედა
-ლექსომ იმდენი რამ მითხრა შენზე , ანიტას ხელი მოჰკიდა და მაგიდასთან მიიყვანა
მთელი საღამო დიდ სიყვარულში და ყურადღებაში გაატარა ანიტამ , საოცრად მოეწონა ლექსოს დედა , იმხელა ყურადღებას და სითბოს ჩუქნიდა ანიტას სხვანაირი დამოკოდებულება არც შეიძლებოდა დასჩენოდა , 12 ს გადაცილებული იყო როცა ლექსომ უთხრა ანიტა სახლში უნდა გავაცილოო
-უკვე შვილო? ცოტა ხანს ისევ მაყურებინე ამ ლამაზ გოგოზე
ანიტას გაეღიმა
-სხვა დროს დედა , ანიტა მამიდასთამ ერთად ცხოვრობს და უხერხულია ..
ანიტაც წამოდგა , უზომოდ მადლიერი იყო ყველაფეისთვის და უნდოდა სათანადოდ გამოეხატა , გულთბილო მადლობა გადაუხადა ლექსოს დედას და დამშვიდობების წინ გადაეხვია
ის იყო გასასვლელისკენ წასვლას აპირებდნენ როდესახ ზარმა დარეკა
-ალბათ ვაჟაა , ახლა ლექსოს მამასაც გაოცნობ შვილო …
ესღა აკლდა ანიტას, თითქოს მოეშვაო გულზე და ახლა თავიდან შეიბოჭა, ეუცხოვა , დაიძაბა
-კაი მოდუნდი, ყველაფერი კარგადაა … კიდევ ერთხელ მიიკრა გოგონას სხეული ამ საღამოს ლექსომ
ლია კარის გასაღებად გაემართა , რამდენიმე წამში გაიგო წყვილმა კაროს გაღების ხმა , და მალე სტუმრის სიხარულით სავსე შეძახილი
-ღმერთოო ლია დეიდა …. ცრემლნარევი ნაცნობი ხმა მოესმა ლექსოს
-როგორ მომენატრეთ… შორიდან მოკრა თვალი ანიტამ როგორ ჩაეხუტა აახალგაზრდა მაღალი გამხდარი გოგონა ლიას
-ლილია შვილო… ლიამაც მოჰხვია ხელი , -როდის დაბრუნდი შვილო
მეტი აღარაფერი გაუგია ანიტას , ყურთან მხოლოდ გაურკვეველ ხმებს გრძნობდა , ლექსოს გახედა წამიერას , რომელმაც ანიტაზე ჩაკიდებული ხელი ძირს დაუშვა , მხოლოდ კარში შემოსულ სტუმარზე ჰქონდა მზერა მიმართული და თვალსაც კი არ ახამხამებდა…
რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია ანიტამ , არც ეს შეუმჩნევია ლექსოს , ანიტასთვის გასაგები იყო რასაც ნიშნავდა ამ ოჯახისთვის სახელი “ლილია” , მხოლოდ იმას სთხოვდა თავს ცრემლები არ წამოსვლოდა , სადღაც კი შორიდან მეორე მე ამხნევებდა “ისუნთქე” .


პ.ს აბა რას ფიქრობთ?



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესოა

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

არ ვიცი, ლილიას გამოჩენამ დამთრგუნა, არ ვიცი წარსულში რა მოხდა მე-7 თავიდან დავიწყე კითხვა სხვა თავები ვერ ვიპოვნე.

რაც წავიკითხე საინტერესოა, ანიტა ძალიან შემეცოდა. ისტორიის გაგრძელებას ველოდები...

 


№3  offline წევრი lillianna

სტუმარი ნინო
არ ვიცი, ლილიას გამოჩენამ დამთრგუნა, არ ვიცი წარსულში რა მოხდა მე-7 თავიდან დავიწყე კითხვა სხვა თავები ვერ ვიპოვნე.

რაც წავიკითხე საინტერესოა, ანიტა ძალიან შემეცოდა. ისტორიის გაგრძელებას ველოდები...

მოგესალმებით, ჩემს პირად გვერდზე გადმოდით და იქ ნახავთ ყველა სიახლეს , ახალი თავი ატვირთული მაქვს და ველოდები როდის გამოქვეყნდება

სტუმარი მაკო
საინტერესოა

მადლობა , ახალი თავი უკვე ატვირთულია

 


№4 სტუმარი მკითხველი

ახალი თავი როდის იქნება?

 


№5  offline წევრი lillianna

მკითხველი
ახალი თავი როდის იქნება?

ატვირთული მაქვს გუშინვე ავტვირთე და ჯერ არ გამოქვეყნებულა , ალბათ მალე გამოაქვრყნებენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent