შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სუნთქვა (სრულად)


11-09-2024, 21:25
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 9 473

მზის სხივები ყოველთვის პირველები იყვნენ, ვინც მის სახეზე
დანავარდობდნენ და აიძულებდნენ ძილი შეეწყვიტა და სიზმრიდან, სადაც
ყველაფერი კარგი ხდებოდა, გამოსულიყო. თოვლივით თეთრ მკლავებსა და
თლილ, გრძელ თითებს სახეზე იფარებდა. იმდენად არ უნდოდა ძილის გაწყვეტა,
რომ ყველაფერს აკეთებდა მის გასახანგრძლივებლად, თუმცა საბოლოოდ მალე
გამოფხიზლდებოდა ხოლმე, გაწეწილ მოკლე თმას სახიდან იშორებდა და
საწოლიდან დგებოდა. მისი დილა ყოველთვის ასე იწყებოდა, აბრეშუმის ხალათს
შემოიცვამდა და ფანჯრებს გააღებდა, თვალებ დახუჭული ერთს კარგად
გაიზმორებოდა და მზეს გაუღიმებდა. უყვარდა მზე, როგორც თვითონ ამბობდა
წარსულის იარებს ავიწყებდა, მზიანი დღე მისთვის ბედნიერებასთან და
ყოველივე კარგთან ასოცირდებოდა. საათს დახედა, ერთი საათი კიდევ ჰქონდა
დრო. მოწესრიგება დაიწყო, ყვავილებიანი, ჭრელა-ჭრულა კაბა ჩაიცვა, ქერა
ოდნავ ტალღოვანი თმა გაისწორა და ნაწილი კეფაზე დაიმაგრა თმის სარჭით,
ნაწილი კი ჩამოიშალა. ტუჩის კონტური და საყვარელი სუნამოც არ დავიწყებია.
მოსწონდა საკუთარ თავს ლამაზს, რომ ხედავდა სარკეში, ლაინერი და ტუში კი
საკუთარი კოსმეტიკიდან ყველაზე მეტად მოსწონდა, ეს სწორედ ის იყო, რაც მის
ლურჯ, ციმციმა თვალებს კიდევ უფრო მეტ სილამაზეს სძენდა. საკუთარ თავს
სარკეში თვალი შეავლო და ოთახიდან ღიმილით გავიდა, სამზარეულოში
მოფუსფუსე ნორას ლოყები დაუკოცნა და ყავის გაკეთება დაიწყო. ნორა
დედამისია. ქერა ქალბატონს თუ კითხავთ იტყვის, რომ ნორა მისთვის არამარტო
დედა, მისთვის ყველაფერია, მისი გმირია. მაშინ, როცა მშობლები განქორწინდნენ
და მამამ ისინი დატოვა ნორამ აიღო საკუთარ თავზე მისი დედობაც და მამობაც
და დღემდე შესანიშნავად ართმევდა თავს. მისი წყალობით გადალახა ის
მართლაც, რომ ვერგადასატანი დღეები და ფეხზე წამოდგა.
- აი სად ყოფილან ჩემი საყვარელი გოგონები - სიმპატიური, მაღალი ბიჭი
გამოჩნდა სამზარეულოს კარში პატარა გოგოსთან ერთად. თბილად დაუკოცნა
ნორას ლოყები და შემდეგ თავის მსგავსს, ზუსტად მისნაირს შემოხვია მკლავები.
- დილამშვიდობის თოკო - ღიმილით მიესალმა, გიორგობიანი ძმას.
- ჩემი კესო - პატარა ქალბატონისკენ მიმართა მზერა - როგორ გეძინა პატარა?
- იცი რა კარგი სიზმარი ვნახე? - თვალებ დაქაჩული უმზერდა მამიდას, თან
სამზარეულოს ბარზე იყო შემოსკუპული, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და
სიცილის შეკავებას ცდილობდა - ბევრ ყვავილებთან ვიყავი, ლამაზი კაბა მეცვა და
- შემდეგ ყურში ჩაჩურჩულა - ჩემმა ბაღელმა გიორგიმ მაკოცა - ჩაეცინა პატარა
ჭორიკანას და ტუჩებზე აიფარა ხელები სიცილს დასამალად.
- კესო - გაეცინა ლუნას - რა ამბებში ხარ?
- ჩუ, მამიკომ არ გაიგოს - პირზე ააფარა ხელი.
- რას მიმალავ კეს - ყელში აკოცა თორნიკემ.
- არაფერს - თავი გააქნია პატარა ქალბატონმა.
- მამიდა ხომ არ ეტყვი? - ყურში
ჩაჩურჩულა ისევ.
- არა, არ ვეტყვი.
- მერე ძმას მიუბრუნდა - ნინი წავიდა უკვე?
- კი წავიდა. რვა საათიც არ იყო, რომ დაურეკეს, ხანდახან მგონია ისევ
შეყვარებულები ვართ და არ დავქორწინებულვართ იმდენად იშვიათად ვხედავ.
- ცალყბა ღიმილით ჩაილაპარაკა თორნიკემ და თავი გააქნია.
- კესოს მე წავიყვან დღეს თუ გინდა - ყავის ბოლო ყლუპი გადაუშვა ყელში და
ფეხზე წამოდგა.
- ორივეს მე წაგიყვანთ, დრო მაქვს. კეს წავედით მამიკო - ხელი ჩაკიდა პატარა
მეტიჩარას და სახლიდან ერთად გავიდნენ. კესო ბაღში, უმცროსი გიორგობიანი კი
თავის სამხატვრო „სახელოსნოში" მიიყვანა და საავადმყოფოსკენ აიღო გეზი.
ტრავმატოლოგი იყო, უფროსი გიორგობიანი, უკვე წლებია ამ პროფესიით
მუშაობს და თამამად შეიძლება მასზე ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის
საქმეში. ბევრი რთული ოპერაცია ჩაუტარებია და ბევრჯერ გამოუცდია, როგორი
სასიამოვნო გრძნობაა საოპერაციოდან გამოსვლისას ნათქვამი სიტყვები: ,,
ყველაფერი კარგადაა, პაციენტს ძალიან მალე გავწერთ ბინაზე“. ერთი სიამოვნება
იყო მისთვის და მისი კოლეგებისთვის პაციენტის ოჯახის წევრების სახებზე
ანთილ თვალებსა და სიხარულით გაბადრულ სახეებს, რომ ხედავდა.
ბედნიერებას უტოლდებოდა მისთვის პაციენტის გადარჩენა, სიკვდილის
კლანჭებიდან, რომ იხსნიდა ადამიანებს სამყარო თავისი ეგონა. თორნიკესთვის,
რომ გეკითხათ გაცვლიდა თუ არა ამ სიხრულს რამეზე დაუფიქრებლად
გეტყოდათ, რომ არა, რადგან ვერ წარმოედგინა ისეთი რამ, რასაც უფრო მეტი
ბედნიერების და სიხარულის მოტანა შეეძლო მისთვის.
უმცროსი გიორგობიანი სულ სხვა იყო, მისთვის ბედნიერება საკუთარ თავთან
და ხატვასთან ასოცირდებოდა და სიმართლე ვთქვათ წლებია ამისთვის იბრძვის.
ადრე სადღაც წაიკითხა: „შენი თავით უნდა იყო ბედნიერი“. თავიდან
სისულელედ მოეჩვენა, მაგრამ მერე ისეთი რამ მოხდა მხოლოდ თავისი თავი, რომ
შერჩა ხელში და სხვა აღარაფერი გააჩნდა, სწორედ მაშინ დაიჯერა ამ სიტყვების
ჭეშმარიტება.
ზის ახლა და შეკვეთას ამზადებს ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელსაც ძვირფასი
ცოლის გაბედნიერება განეზრახა.
სამხატვროში, სადაც ლუნა ათ წელზე მეტია ხატავს, რამდენიმე მოლბერტი იდგა
ნახატებითურთ, კარადა სადაც ზეთის საღებავები, სხვადასხვა ზომის თუ ფორმის
ფუნჯები, აკრილი და სხვა მნიშვნელოვანი აქსესუარები ელაგა, იყო ჩარჩობი და
ტილოებიც. კედელზე ყვითელი საღებავით ცხრთვალა მზე ეხატა და თარიღი
21/04/2014. წლების წინ ვიღაცასთან ერთად დაწერა და მიუხედავად იმისა ყოველი
დანახვისას ტკივილს აყენებდა მაინც არ წაშალა.
ხატავდა ლუნა და თავისთვის ეღიმებოდა, ისეთი ლამაზი იყო ის გოგო და ისე
ბედნიერი ჩანდა ფოტოზე, ისე თბილად უყურებდნენ და უღიმოდნენ ერთმანეთს
მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, წამით ლუნასაც მოუნდა გვერდით მზრუნველი
მეუღლე ყოლოდა, ისეთი ვინც ყოველთვის დაიცავდა მას. ის გაახსენდა. გაჩერდა,
ჩაფიქრდა და ისე სასიამოვნოდ იღიმოდა ვერც კი აცნობერებდა ქერა ქალბატონი,
ვერ გაიზარა რომ საყვარელი ადამიანის წარმოდგენისას ისევ ის, რომ დაუდგა
თვალწინ, დიდი შეცდომა იქნებოდა ახლა ფიქრებს მოგეწყვიტათ, მაგრამ
ტელეფონის ზარმა ზუსტად ეს შეცდომა დაუშვა და გამოაფხიზლა. ეკრანს
დახედა თორნიკე ურეკავდა.
- გისმენ თორნიკე - თითები საღებავით ქონდა დასვრილი, ამიტომ სპიკერზე
ჩართო და ასე განაგრძო ლაპარაკი.
- რას შვები ლუნა, გცალია?
- ერთი შეკვეთა დამრჩა და ვამთავრებ, რა ხდება? კესოს მე გამოვიყვან ბაღიდან.
- ოქრო ხარ. მაგისთვის დაგირეკე მე ოპერაციაზე შევდივარ და ნინისაც არ სცალია
- ჟურნალისტია ნინი და შესაბამისად ბევრი თავისუფალი დრო არ აქვს, ისე
როგორც თორნიკეს.
- არაფერია თოკო მე გამოვიყვან კესოს.
- მადლობა. წავედი საღამოს შევხვდებით.
- ღიმილით გათიშა ზარი და ნახატს
მიუბრუნდა. ბოლო დეტალებს ასწორებდა შეკვეთის წასაღებად, რომ მოვიდა
ბიჭი. მადლობა გადაუხადა, თანხა მაგიდაზე დაუტოვა და წავიდა. ყველაფერი
მოაწესრიგა საკუთარი თავის ჩათვლით და კესოსთან წავიდა. ფეხით სიარული
უყვარდა, შეეძლო თბილისის რამდენიმე უბანი ისე შემოევლო დაღლაც არ
ეგრძნო, თანაც ზაფხულზე ფეხით სიარული, ყვავილებიანი ჭრელა-ჭრულა კაბით
ერთი სიამოვნება იყო, ხოლმე მისთვის. ბაღის შენობაში ღიმილით შევიდა, მერე
კესოს ოთახი მოძებნა და მასწავლებელთან და სხვა ბავშვებთან ერთად
მხიარულად მოკისკისე, რომ დაინახა ისედაც გაბადრულს მოცინარი ძმის შვილის
დანახვამ უფრო გააღიმა და ვიდრე ბავშვი დაინახავდა შეღებულ კარზე მსუბუქად
დააკაკუნა და შევიდა.
- ლუნა, შემოდი - ნანუკას ხმა იყო, მისი მეგობრის და კესოს მასწავლებლის.
- არ გელოდი ასე მალე.
- მამიდაა - სირბილით გაიქცა პატარა ქალბატონი მამიდასთან და უკვე ხელებ
გაშლილს ჩაეხუტა. გიჟდებოდა ლუნაზე, როცა ნინის არ ეცალა ლუნა იყო
მისთვის ყველაფერი, დიდი წვლილი მიუძღვოდა ბავშვის გაზრდაში, ასე რომ
ბავშვს მამიდას გარეშე ვერც ერთი დღე ვერ წარმოედგინა.
- როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახავხარ, დაგვიგროვდა მოსაყოლი.
- გაეღიმა ნანუკას. პირველი კლასიდან მოყოლებული მეგობრობდნენ ლუნა და ნანუკა და
იშვიათი იყო ისეთი მეგობრობა მათ, რომ აკავშირებდათ. მათი მეგობრობა
სკოლის ბევრ სევდიან, უფრო მეტ ბედნიერ დღეს და უამრავ ლაპარაკში
გათენებულ ღამეს ითვლიდა.
- კი, დიდი დრო გავიდა, რაც არ გვილაპარაკია.
- გაეღიმა ლუნასაც.
- კესოს წავიყვან უკვე - გადახედა საკუთარ მკლავზე შემოხვეულ პატარა ქალბატონს.
- დღეს ძალიან იყოჩაღა, ყველა ლექსი უშეცდომოდ წაიკითხა, ასე რომ შეუძლია
წამოვიდეს.
- ნახვამდის ნანუკა მასწავლებელო.
- პატარა ხელები დაუქნია და ისე
დაემშვიდობა.უკვე შენობიდან გამოდიოდნენ პატარა ბიჭმა, რომ გაირბინა მათ
წინ და მაღალი მამაკაცისკენ გაიქცა. ისე თბილად ჩაიხუტა გულში კაცმა და ისე
დაუკოცნა ორივე ლოყა, ლუნას თბილმა ღიმილმა გაუპო ბაგე და თავისთვის
გაიფიქრა რა კარგი მამაა, როგორ უყვარს თავისი შვილი - ო.
- იცი როგორ მომენატრე? - თან ეხუტებოდა და თან ელაპარაკებოდა ბავშვი.
- მეც მომენატრე, მეც.
- ეს ხმა იმდენად ნაცნობი იყო ლუნასთვის, სწრაფად წამოყო
თავი და ოდნავ მოშორებით მდგარ მამაკაცს შეხედა. გაჩერდა. ვეღარაფერი ქნა.
თითქოს მუხლებში ძალა გამოეცალა, გული აუფრიალდა, თვალები ცრემლებით
აევსო და ასე გახევებული იდგა, რამდენიმე წამს. მერე კაცმაც შეხედა, არც ის
ელოდა აქ თუ ნახავდა. იდგა და თვალებში უყურებდა. ისე იყო შეცვლილი ლუნა,
ისეთი გალამაზებული და დაქალებული, ხმა ვერ ამოიღო. ერთხანს ასე უმზირა
მერე კი გვერდით მდგარ გაოცებულ ბავშვს შეხედა ხან მამიდას და ხანაც მისთვის
უცნობ მამაკაცს, რომ უმზერდა. ცალყბად ჩაეცინა და ვიდრე რამის თქმას
მოახერხებდა, ქალი უკვე მიდიოდა.
ამდენი წლის მერე ისევ შეხვედრა, ერთმანეთის პირისპირ დგომა არ იყო მარტივი.
ლუნამ, როცა ბავშვთან ერთად დაინახა რა უნდა ეფიქრა გარდა იმისა, რომ ეს
პატარა მისი შვილი იყო და ანალოგიურად იფიქრა კაცმაც. ვინ იცის, იქნებ არც
ცდებოდნენ? ვინ იცის, იქნებ ის წამი, რომელიც უნდა დაეჭირათ ბედიერებისთვის
ისე გაუშვეს ვერც კი გაიაზრეს და ახლა მათი წყვილისთვის ძალიან გვიანი იყო.
მიდიოდა, მაგრამ მუხლები ეკეცებოდა, სუნთქვა უჭირდა და ცრემლებიც
წამოსვლოდა. ამდენი ხნის მერე ისევ, როგორ მოახერხეს შეხვედრა? რატომ არ
შეიძლება ერთმანეთს ერთხელ მაინც აცდნენ? ისე იყო შეცვლილი, გამაღლებული,
დაკაცებული მოეჩვენა, რომ ახლა უფრო სიმპატიური გამხდარა, ვიდრე შვიდი
წლის წინ იყო, ხმაც კი საგრძნობლად შეცვლოდა და ახლა უკვირს, როგორ იცნო.
მხოლოდ თვალები ჰქონდა ისეთივე, როგორიც შვიდი წლის წინ თბილი და
სიკეთით სავსე. სახლის გზაზე ისე აკანკალებული მიდიოდა კესოს არსებობაც
დაავიწყდა და ისიც ქუჩაში, რომ იყო. თავს ვეღარ იკავებდა ისე უნდოდა ეტირა.
- მამიდა - ხელი ჩაკიდა ლუნას ბავშვმა და შეშინებულმა შეხედა.
- ცუდად ხარ?
- არა, მამიდა არაფერია, კარგად ვარ.
- ძლივს, კანკალით და ნაწყვეტ-ნაწყვეტ გასცა
პასუხი ბავშვს. სახლში შესვლისთანავე თავისი ოთახისკენ აიღო გეზი და კარი,
რომ მიხურა იქ უკვე თავის შეკავება აღარ უცდია, მწარედ ატირდა და
მოგონებებში გადაეშვა.




ვეღარაფრით დაიძინა იმ ღამეს, მთელი შვიდი წლის ნაშენები იმედები, რომ
ვეღარასოდეს შეხვდებოდა თავზე ჩამოენგრა და თითქოს გულზე და ფილტვებზე,
მაგრად მოუჭირეს ხელიო სუნთქვაც აღარ შეეძლო. მთელი ღამე ოთახის ჭერზე
ჰქონდა თვალი გაშტერებული და ვერაფერზე ფიქრობდა. აკანკალებული,
ცრემლმორეული ისევ წარსულში გადაეშვა და თავი ვერ დააღწია იმ ტკბილი
მოგონებებს, რაც გამსახურდიასთან აკავშირებდა. გაახსენდა, როგორ ცდილობდა
დემეტრე ლუნასთვის თავი მოეწონებია, როგორ თბილად ექცეოდა, როგორ
ზრუნავდა მასზე, როგორ ბავშვივით უხაროდა ლუნას ყოველი გაღიმება.
გაცნობიდან დაწყებული იმ საშინელ დღემდე ყველაფერი ერთმანეთის
მიყოლებით გაახსენდა და ხან ეღიმებოდა სევდიანს, ხანაც ცრემლები ჩამოდიოდა
სიფრიფანა, თეთრ ღაწვებზე.
ფიქრობდა და ვერაფრით იჯერებდა გამსახურდიას დაბრუნებას, არარელურად
ეჩვენებოდა. მეგობრებისგან იცოდა, რომ საზღვარგარეთ წავიდა და იმის მერე
აღარც დაინტერესებულა სად ან როგორ იყო, მის მეგობრებთანაც გაწყვიტა
კონტაქტი და რადგან თორნიკე და გეგა კოლეგები იყვნენ, მხოლოდ მასთან
ჰქონდა ურთიერთობა, ისიც იმ შემთხვევაში თუ ქუჩაში ან თორნიკესთან მისულს
დერეფანში შეხვდებოდა, ზრდილობის გამო მოიკითხავდა და სულ ეს იყო.
არასოდეს დაცდენია გეგას დემეტრეზე არც ერთი სიტყვა, იცოდა გულს ატკენდა
ლუნას და როცა შემთხვევით შეხვდებოდნენ, ზედაპირულად მოიკითხავდა და
მალე გაეცლებოდა ხოლმე.
შვიდი წლის წინ ყველაფერზე უფრო უნდოდა გამსახურდია და მასთან
დაკავშირებული ყველა მოგონება დავიწყებოდა, უკვალოდ გამქრალიყო მისი
მეხსიერებიდან, საშინელი კოშმარი ყოფილიყო, რომლიდანაც გამოღვიძებას
შეძლებდა, მაგრამ დროის სვლასთან ერთად ეს სურვილიც გაუფერულდა და
ბოლოს ნელ-ნელა სულ გაქრა. თითქოს ის, რაც წარსულში მოხდა, დღეს
მაგალითად ედო წინ და აღარ უნდოდა ის დავიწყებოდა, რამაც აქამდე მოიყვანა,
მაგრამ დღეს, როცა თავის წარსულს თვალებში ჩახედა, როცა ამდენი ხნის შემდეგ
ისევ მოუწია შეხვედრა, დავიწყების სურვილი ისევ გაუჩნდა. ისე იყო ფიქრებისგან
და ტირილისგან გადაღლილი დაძინებასაც ვეღარ ახერხებდა ან როგორ
შეძლებდა, თვალების დახუჭვაც უჭირდა უკვე ისე ეწვოდა, თითქმის დილის
ოთხი საათი სრულდებოდა ფეხზე, რომ წამოდგა სააბაზანოსკენ წავიდა, სახე
ჩამოიბანა და საწოლში დაბრუნებულს თვალების დახუჭვა იმდენად აღარ
უჭირდა, როგორც მანამდე. გადაღლილს მალევე ჩაეძინა. პატარა ბავშვივით
იცოდა ძილი, ხელებს ლოყის ქვეშ დაილაგებდა და ბაგე ოდნავ შეხსნიდა ხოლმე.
- დემეტრე გეხვეწები აქ არ დამტოვო, გთხოვ დემნა ოდნავ მაინც, თუ გიყვარვარ
გადამარჩინე - მთელი ხმით მოთქვამდა, ოფლში ცურავდა და საშინლად
ბორგავდა. ნელ-ნელა უახლოვდება, უკვე იმდენად ახლოსაა მისი სუნთქვა სახეზე
ეცემა...
- არაა - იკივლა და საწოლიდან წამოხტა, ვერაფრით წყნარდებოდა, ისე
ტიროდა გულს იგდებინებდა. საწოლის ერთ კუთხეში მოიკუნტა და ტირილ-
ტირილით ჩარგო თავი მუხლებში.
- რატომ დემე, რატომ? რატომ არ გადამარჩინე? - მონოტონურად იმეორებდა ამ
სიტყვებს და ისე დაათენდა თავზე ვერაფერი გაიგო. არ უნდოდა საწოლიდან
ადგომა. მთელი დღით, რომ ყოფილიყო საწოლში ადგომას ერთი წამითაც არ
მოისურვებდა ისე ტკიოდა სხეული. ავადმყოფი გეგონებოდა სახეზე, რომ
შეხედავდი, ცისფერი თვალები ჩაწითლებული და შეშუპებული ჰქონდა და
როგორც თვითონ ამბობდა მთელი სხეული სტკიოდა, რომ არა წინა დღით
მიღებული შეკვეთები ოთახიდან ცხვირსაც არ გაყოფდა, მაგრამ სხვა გზა არ
ჰქონდა საწოლიდან წამოდგა, შეშუპებულ სახეზე თითები ჩამოისვა და
მოწესრიგება დაიწყო. ფეხშიშველი დატანტალებდა ოთახში და მოკლე ქერა თმას
თითებით ისწორებდა, მერე სარკეში თავის ანარეკლს შეხედა და ოთახიდან
გავიდა.
- ლუნა კიდევ ცოტახნით, რომ არ გამოსულიყავი ოთახიდან ვიფიქრებდი რაღაც
დაგემართა.
- შეშინებული ხმა ჰქონდა ნორას.
- რა უნდა დამმართნოდა ნორა, უბრალოდ ჩამეძინა - თვალები გადაატრიალა და
მაგიდას მიუჯდა. არაფრის თქმას არ აპირებდა ნორასთვის, აღარ უნდოდა მის
გამო ენერვიულა.
- თოკო და ნინი წავიდნენ?
- თორნიკეს სასწრაფო ოპერაციაზე დაურეკეს და თან ნინიც გაიყოლა.
- ამოიხრა ქალმა - ბავშვები ერთი წამით ვეღარ იცლიან. დასანახად მენატრებიან უკვე.
- კარგი, კესოს მე წავიყვან ბაღში.
- არ ისაუზმებ? - ჰკითხა ნორამ, როცა დაინახა უმცროსი გიორგობიანი უკვე
გასასვლელად ემზადებოდა.
- არა.
- მაინც მგონია, რომ რაღაც გჭირს - საკუთარ თავში დარწმუნებულმა უთხრა
ნორამ და მიუხედავად იმისა გიორგობიანმა იუარა მაინც არ დაიჯერა. იცნობდა
თავის შვილს და მარტივად ხვდებოდა, როდის უჭირდა და როდის ულხინდა.
- გთხოვ ნორა, არაფერი არ მჭირს.
- ბავშვს ხელი ჩაკიდა და სახლიდან ხმის
ამუღებლად გავიდა.
- მამიდა, ცუდად ხარ? - გაჩერდა და გაფართოებული თვალებით შეხდა.
- არა, მამიდა რატო მეკითხები? - ეცადა გაეღიმა, მაგრამ რამდენადაც კარგად იყო
იმდენად გულწრფელად გაიღიმა. არ გამოუვიდა.
- თვალები ჩაშავებული გაქვს და გეტყობა არ გიძინია - ისე ჩამოურაკრაკა
მიზეზები ხმა ვეღარ ამოიღო. არ გაკვირვებია კესოსგან ასე, რომ ჩამოუყალიბა
სათქმელი შეჩვეული იყო უკვე დიდი ადამიანივით მსჯელობდა და ესმოდა
ყველაფერი.
- წავიდეთ, ბაღში დაგვაგვიანდება - ეცადა თემა შეეცვალა და გამოუვიდა კიდეც.
კესო ბაღში დატოვა და თვითონ სახელოსნოში წავიდა, რამდენიმე შეკვეთა
ჰქონდა გასამზადებელი, მაგრამ ვაი იმ გამზადებას გუშინდელი დღე ედგა
თვალწინ და ვერაფრით იშორებდა გონებიდან ნაცნობ სახეს, რამდენი წელი
გავიდა და მაინც, როგორ უჭირდა ისევ. შვიდი წელი არაფერი სმენია მასზე და
სიმართლე ითქვას თვითონაც არ გამოუთქვამს სურვილი მასზე, რამე ინფორმაცია
მიეღო. ნეტავ სად იყო მთელი ეს დრო? ან როგორ იყო? რას საქმიანობდა? ნეტა
ცოლი როდის მოიყვანა? ან რამდენი შვილი ჰყავდათ? ბავშვის სახე მართალია არ
დაუნახავს, მაგრამ იცოდა მამასავით სიმპატური იქნებოდა ბიჭი. გუშინდლის
მერე ამ ფიქრებს ვეღარ აღწევდა თავს.
- გოგონა გესმით ჩემი? თქვენ გელაპარაკებით გოგონა...
- შუახნის ქალბატონი იდგა ლუნას წინ და მის ფიქრებიდან გამოყვანას ამაოდ ცდილობდა.
- აჰ, მაპატიეთ. გისმენთ რა გნებავთ? - ცოტა დაბნეულმა გასცა პასუხი და ვერც კი
მიხვდა შეკვეთის წასაღებად, რომ იყო მოსული ქალი.
- აი ეს ნახატი - მოლბერტზე არსებული ნახატისკენ გაიშირა თითი - ორი დღის
წინ ვიყავი ჩემთვის უნდა გაგემზადებინათ.
- დიახ, გამახსენდა. უკვე მზადაა და შეგიძლიათ წაიღოთ - უკვე შეფუთული
ნახატი გაუწოდა და დაემშვიდობა.
ისე იყო ვინმესთან, რომ არ ელაპარკა გული გაუსკდებოდა, ამიტომ მოწესრიგდა
და საჩქაროდ დატოვა სახელოსნო. მთელი გზა ისე გაიარა ნანუკას სახლამდე,
ვერც გაიგო ფიქრებში წასულმა. მისი ფიქრები მხოლოდ ერთ ადამიანს
დატრიალებდა და ეჭვი ჰქონდა ახლა მარტივად აღარაფერი იქნებოდა. ზარი
დარეკა და დაელოდა, როდის გაუღებდა კარს მეგობარი, მაგრამ ზღურბლს მიღმა
მამაკაცი, რომ გამოჩნდა ცოტა დაიბნა. ერთხანს დაკვირვებით უმზირა და რომ
დარწმუნდა თვალები არ ატყუებდა მხოლოდ მერე გაიღიმა და გადაეხია ძველ
მეგობარს.
- როგორ ხარ? არ მეგონა ისევ თუ შეგხვდებოდი - დაბნეული იყო ლუნა აშკარად არ ელოდა აქ თუ ნახავდა.
- დიდი დრო გავიდა. შენ როგორ ხარ? - სახე გაბადრული და თვალებ გაბრწყინებული ელაპარაკებოდა კაცი.
- შემოდი ნანუკა შინ არის - კარს მოშორდა და ანიშნა შემოდიო.
- ნანუკა, ლუნა მოვიდა - სამზარეულოში გასძახა დეიდაშვილს და ისიც წამში გამოჩნდა მისაღებში.
- არ ვიცოდი თუ მოდიოდი - ოდნავ ღიმილით თქვა ახვლედიანმა.
- საქმეზე ვიყავი აქეთ და შემოვიარე, არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა.
- ისე იცრუა ლამის თვითონაც დაიჯერა.
- დანიელზე ამბობ? - ცოტა გაუკვირდა ახვლედიანს, ადრე ძალიან ახლოს იყვნენ
ერთმანეთთან და ახლა სტუმრად, უცხო ადამიანად ჩათვალა - როდიდან გახდა
დანიელი შენთვის იმდენად უცხო სტუმრად, რომ მოიხსენიებ? - უხერხულად
შეიშმუშნა გიორგობიანი. თვითონაც არ იცოდა, როდის გაუუცხოვდა ასე იმ კაცს,
რომელთანაც ლამის მთელი ბავშვობა გაატარა. აღარაფერი უთქვამს. მდუმარედ
დაჯდა დივანზე და რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ფიქრებში დაფრინავდა. მალე
შეატყო მეგობარმა რაღაც რიგზე, რომ ვერ ჰქონდა და დანიელი სახლიდან გააგდო
ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
- აბა ლუნა მომიყევი რა ხდება. გისმენ - დივანზე მის გვერდით დაჯდა და
ინტერესიანი მზერა მიაპყრო. მუდამ ასეთი იყო, ყვლაფერი აინტერესებდა და ამას
არც მალავდა. გულს გაუწვრილებდა ხოლმე ლუნას ვიდრე ყველაფერს არ
გამოკითხავდა.
- დაბრუნდა.
- ეს ერთი სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდა ყველაფრის მისახვედრად და იმხელა ხმაზე შეკივლა ერთიანად შეხტა გიორგობიანი.
- ლუნა რას ნიშნავს დაბრუნდა? - რომ მიხდა ხმის ამოღებას არ აპირებდა ლაპარაკი გააგრძელა - ხმა ამოიღე ნუ გადამიყვანე ჭკუიდან.
- დაბრუნდა.
- ისევ პაუზა გააკეთა და მერე ღრმად, რომ ამოისუნთქა გააგრძელა - დემეტრე დაბრუნდა...
- ხმა აუკანკალდა - გუშინ ბაღში შევხვდი - ცრემლი ჩამოუგორდა და ხმის დამორჩილებაც ძალიან უჭირდა - მეშინია ნანუკა, არ ვიცი
რა უნდა ვქნა, წარსული ასე ახლოს არასოდეს ყოფილა - თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.
- რამე გითხრა ლუნა? - თან ქერა თმაზე ეფერებოდა და თან ეხუტებოდა.
- არაფერი უთქვამს - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
- ნორამ ან თორნიკემ, რომ გაიგოს ვიცი კარგად არ დამთარდება და ეს პირველზე უფრო მტკივნეული იქნება.
- აპატიებდი ლუნა მაშინ, რომ გენახა? - ბევრჯერ უნდოდა ამის კითხვა, მაგრამ როცა ხედავდა, როგორ ეცვლებოდა განწყობა დემეტრეზე გადაგკვრით რამის თქმისასაც კი ჩუმდებოდა, არ უნდოდა მეგობრისთვის წარსულის იარები კიდევ
ერთხელ გაეხსნა. ჩაწითლებული წყლიანი თვალებით შეხედა გიორგობიანმა და როცა დუმილი აუტანელი გახდა ხმა ამოიღო.
- ალბათ ვაპატიებდი - გულწრფელი იყო ამ წამს და ზუსტად ის თქვა, რასაც ფიქრობდა. ხშირად უფიქრია ამაზე და ვერასოდეს ამბობდა იმ მომენტში რას იზამდა. ალბათ მაშინ დემეტრე ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა. სჭირდებოდა,
რომ ყველაფრის გადალახვაში დახმარებოდა. დემეტრე... არ აღიარებდა თორემ, დემეტრე ახლაც ჰაერივით სჭირდებოდა.
- ალბათ კი არა აუცილებლად ვაპატიებდი, მაგრამ ხომ იცი ჩემთან შეხვედრაზე უარი თქვა.
- შედარებით დამშვიდებულმა განაგრძო ლაპარაკი.
- ახლა, როცა უკვე აქ არის შენთან დაბრუნება, რომ მოინდომოს რას გააკეთებ? -
თვალებ გაფართოებული, ინტერესით სავსე მზერას არ აშორებდა მეგობარს და
გიორგობიანმა კიდევ ერთხელ გაიფიქრა, როგორი ცნობისმოყვარეაო.
- ნანუკა პატარა გოგო აღარ ვარ და აღარც თავგადასავლებს და სიყვარულს ვეძებ. - ჩაეცინა - ვისწავლე, როგორ ვიყო ჩემი თავით ბედნიერი, ასე რომ სხვა აღარაფერი მჭირდება.
- პატარა რომ აღარ ხარ და უკვე გაიზარდე მაგიტომაც ვფიქრობ თუ დაბრუნდება
უარს არ კი არა, ვერ ეტყვი. - ჩაეცინა ახვლედიანს.
- შენი თვალით ნახავ, როგორ ვეტყვი უარს - თავის პოზიციაზე რჩებოდა და ცდილობდა არ შეტყობოდა, როგორ ტეხდა შინაგანად ეს დიალოგი.
- გიყვარს ლუნა - ჯერ ჩუმად დაიწყო ხოლო, რომ მიხვდა ქალი ხმის გაღებას არ
აპირებდა, ხმამაღლა გააგრძელა ლაპარაკი ნანუკამ - გიყვარს და ძალიან გთხოვ
ჩემთან, მაინც ნუ თამაშობ უგრძნობი რობოტის როლს. რაც თავი მახსოვს ერთად
ვართ და ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე. ისიც კარგად ვიცი, როგორი რთული
იყო შენთვის განვლილი წლები და ისიც, რომ ისევ გიყვარს დემეტრე.
დარწმუნებული ვარ მის ერთ გაღიმებაზე, ისევ პატარა გოგოსავით
აგიჩქროლდება გული და იმაშიც დარწმუნებული ვარ, თუ გეტყვის მიყვარხარ-ო
გვერდიდან აღარ მოშორდები, ტკიპასავით მიეწებები, ყველას და ყველაფერს
ზურგს შეაქცევ ოღონდ მასთან იყო. დამიჯერე ლუნა, დამიჯერე ასე იქნება. - ლუნა დუმდა, საკუთარ ხელებს დაჩერებოდა და ხვდებოდა ნანუკა არ ტყუოდა. - ამ საკითხზე ლაპარაკი აღარ მინდა ნანუკა. - ეს სიტყვები თქვა და მეგობრის სახლიდან საჩქაროდ გამოვიდა.
არც დაემშვიდობა ისე წავიდა, უცხო ადამიანს, რომ დაენახა იმ წუთას იფიქრებდა მეგობრის სიტყვებმა გული ატკინაო და შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ლუნა იმიტომ
წამოვიდა მიხვდა მართლას ამბობდა ახვლედიანი და ამდენ სიმართლეს,
წარსულის ისევ აწმყოდ განხილვას ვეღარ გაუძლებდა.
გაჩერებამდე ფეხით მივიდა.
გუშინდელი საღამოს მერე ხომ დაბნეული იყო სულ და ახლა მითუმეტეს ისე
გაეთიშა გონება და იმდენად გადაეშვა ფიქრებში, ისე ნათლად წარმოიდგინა და
გაიხსენა წარსული ჯერ, რომ არასოდეს გაუხსენებია. მაინც, რატომ გამოჩნდა
ახლა, როცა ისევ ყველაფერში სიცოცხლის და სიხარულის მიზეზი დაინახა
ლუნამ. ტელეფონის ზარმა გამოიყვანა ფიქრებიდან და წამით აზრზე ვერ მოვიდა
რა ხდებოდა, მაგრამ მერე მიხვდა და ამღერებული ტელეფონის სენსორს თითი
გადაუსვა.
- გისმენ თორნიკე - ისეთი დაღლილი ხმით უპასუხა იფიქრებდით, რამდენიმე
ღამეა არ უძინიაო.
- ლუნა გთხოვ კესოსთან მიდი ბაღში მასწავლებელმა დამირეკა დაცემულა და
მგონი ფეხი აქვს ნაღრძობი ზუსტად არ ვიცი. მე ოპერაციაზე შევდივარ ახლა და
ვერ ვახერხებ.
- ისეთი შეშინებული და აღელვებული ელაპარაკებოდა უმცროსი
გიორგობიანი ლამის თავადაც გული გაუსკდა.
- რას ამბობ თორნიკე რა დაემართა? - ხმა აუკანკალდა და სულ გაადავიწყდა
თავისი ფიქრები - ახლავე მივალ მასთან - ტაქსი გააჩერა და ბაღის მისამართი
უთხრა.
- ლუნა გთხოვ სწრაფად, აქ მოიყვანე ჩემი თვალით თუ არ ვნახე, როგორ არის
ჭკუიდან გადავალ.
- ტელეფონში ექთნის ხმა გაისმა, ბატონო თორნიკე
ოპერაციაზე გელოდებიანო.
- წავედი ლუნა და ეცადე მალე მიხვიდე მასთან.
ფული წინასწარ გადაიხადა და დანიშნულების ადგილზე, რომ მივიდა არც
გახსენებია მძღოლისთვის ეთქვა დამელოდე და საავადმყოფოშიც წამიყვანეთო.
ლამის კისრისტეხით გადმოხტა მანქანიდან და სირბილით გაიქცა შენობისკენ.
შესასვლელში ვიღაცას ძლიერად დაეჯახა და ისე, რომ სახე არც დაუნახავს თავი
დაუკრა, ბოდიში მოიხადა და ატირებულ ბავშვთან მიირბინა, რომლის
დამშვიდებასაც მასწავლებელი უშედეგოდ ცდილობდა.
- კეს აქ ვარ, ნუ გეშინია - მასთან ჩაიჩოქა, ჩანთა იატაკზე ჩაცრდა თუმცა ვის
აინტერესებდა ჩანთა, გულში ჩაიკრა პატარა მტირალა და დამშვიდებას მოყვა.
-
ნუ ტირი, მამიკოსთან წაგიყვან ახლა და ყველაფერი კარგად იქნება. შენ ხომ ჩემი
ძლიერი გოგო ხარ? - ცრემლიან თვალებში, რომ უყურებდა გული უწუხდა, ასე
გულამომჯდარს ჯერ არ უტირია და საერთოდაც არ მიეკუთვნებოდა იმ ბავშვების
კატეგორიას ვინც უბრალო რამეზეც ტირის.
- მამიკოსთან მინდა, ჩემი მამიკო მიშველის.
- საწყლად წუწუნებდა მამიკოს გოგო.
რის ვაივაგლახით გამოიყვანა გარეთ ბავშვი და ერთ უბედურებას უკვე მეორე
დაემატა და იმ მომენტში ეს პირველზე გაცილებით საშინელი იყო. გაახსენდა,
რომ ტაქსი გაუშვა.
ისე იყო გამწარებული თავისთვის დაიწყო უკვე ლაპარაკი.
- რა სულელი ხარ ლუნა, სულელი ქალი, როგორ დაგავიწყდა ტაქსისთვის
დალოდება გეთხოვა. კიდევ კარგი აპლიკაცია მაქვს.
- ბუტბუტებდა თავისთვის
და სულ არ აინტერესებდა რას იფიქრებდნენ იქ შეკრებილი მშობლები, რომლებიც
საეჭვოდ უყურებდნენ.
- კი ძალიან მტკივა - კესოს ხმა გაიგონა, რომელსაც ტირილი მოყვა. ჯერ თვალები
დააფახურა და იფიქრა მელანდებაო, მაგრამ მერე, როცა ისევ გაიგონა ხმა მალევე
მიიხედა მისკენ.
- კეს ვის ელაპარაკები მე არაფერი მიკითხავს.
- ბავშვთან მამაკაცი ცალ მუხლზე
დაჩოქილი იდგა და ელაპარაკებოდა.
- დემეტრე? - უცნაურად მოხვდა ყურში თავისივე პირით ნათქვამი მამაკაცის
სახელი და არც იმას ელოდა აქ თუ ნახავდა. ლუნასგან ზურგით იდგა ჩანდა
ბავშვს თმასა და სახეზე ეფერებოდა.
- გამარჯობა - თავი შემოაბრუნა და მერე ფეხზეც წამოდგა. სპორტულ ფორმაში
იყო. ნაცრისფერი ჰუდი და შავი სპორტული კიდევ უფრო სიმპატიურს ხდიდა
კაცს და როცა ამას მიხვდა ქალი იფიქრა პრინცი წავიდა და მეფე დაბრუნდაო.
ადგილზე მიყინული იდგა გიორგობიანი და ვეღარაფერს აკეთებდა. რამდენიმე
წუთი ასე უყურა თვალებში და ეს წუთები ისე გაიწელა საათებად მოეჩვენა.
- მამიკო მალე მოვა? - კესომ მოიყვანა აზრზე და გადაარჩინა კიდეც საკუნოდ
უძრავად დგომისგან და უხერხული სიტუაციისგან.
- კეს მამიკო ვერ მოვა, ოპერაციაზეა, ჩვენ მივიდეთ მასთან კარგი? - ბავშვთან
ჩაიმუხლა და თვალის კუთხიდან შენიშნა, როგორ შეკრა წარბები დემეტრემ,
როდესაც ბავშვმა მამიკო ახსენა. ვინ იცის რას ფიქრობდა იმ წამს გამსახურდია.
იქნებ იფიქრა, რომ ბავშვი, რომელსაც თავს ქალი დატრიალებდა მისი შვილი იყო.
- ტაქსი მალე მოვა და წავალთ.
- დაძაბული იყო, ამდენი ხნის მერე პირველად იყო
ასე ახლოს მასთან.
პირველად იყო მხოლოდ სანტიმეტრები, რომ აშორებდათ ერთმანეთს და
პირველად იყო, რომ ბავშვთან ერთად ელაპარაკებოდა.
ტელეფონზე დარეკა.
- ელენიკო ლაზოს წამოსაყვანად მივედი ბაღში, მაგრამ რაღაც საქმე გამომიჩნდა
და გთხოვ იქნებ მოხვიდე და წაიყვანო სახლში? - სთხოვა ქალს.
- კაი, არ დავიგვიანებ. გაკოცე წითურ თავზე.
- გაეცინა და ჯიბეში ჩაიცურა
ტელეფონი.
- დედიკო მოგაკითხავს კაი? მე რაღაც საქმე მაქვს და საღამოს გავერთოთ.
-
დაუკოცნა ლოყები და მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვა.
- ტაქსი არ მოვიდეს.
- გიორგობიანებისკენ მიბრუნდა და მეტად მკაცრი, ცივი
ხმით უთხრა.
- უკაცრავად? - ხმის დამორჩილება უჭირდება და მერე, როგორ ძლივს აბამდე
ასოებს ერთმანეთს.
- ტაქსი არ მოვიდეს - ისევ ისე მკაცრად უთხრა და პასუხს, არც დალოდებია
ბავშვი ხელში აიტაცა და თავისი მანქანისკენ დაიძრა.
- რას აკეთებ? მე არ მითქვამს, რომ საავადმყოფოში უნდა წაგვიყვანო.
-
გაოცებული, დაბნეული და დაძაბული აედევნა უკან და ეცადა ხმის კონტროლი
არ დაეკარგა.
- მე ვთქვი სამაგიეროდ. ჩაჯექი მანქანაში.
- ბავშვი უკანა სავარძელზე დასვა და
წინა კარი გაუღო ლუნას.
- ტაქსი უკვე გზაშია ასე, რომ მას დაველოდებით.
- ეცადა მკაცრად ეთქვა, ისე რომ
შეწინააღმდეგება ვეღარ მოეხერხებინა დემეტრეს, მაგრამ გამსახურდია რის
გამსახურდია იქნებოდა ასე მარტივად, რომ დათანხმებოდა.
- დაჯექი ნუ გეშინია. შენს ქმართან საღ-სალამათს მიგიყვან - ირონიულად ჩაეცინა
და როცა ლუნას აზიდული წარბები და ძლივს შეკავებული სიცილი დაინახა ვერ
მიხვდა რა ხდებოდა, წესით თვალებიდან ნაპერწკლები უნდა გადმოსცვენოდა
გიორგობიანს.
მხოლოდ თავი გადააქნია და უკანა სავარძელზე ბავშვთან დაჯდა.
ოდნავ ჩაეცინა გამსახურდიას და წინა კარი დახურა.
უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა - ისევ
საშინლად ჯიუტია - და საჭეს მიუჯდა.
- ეს ბიძია ვინ არის? - ჩურჩულით გადაულაპარაკა პატარა ჭორიკანამ. ისე
აკვირდებოდა გამსახურდიას თითქოს დაძაბულობის, საიდუმლოების სუნი
იგრძნო და ენას ვეღარ აჩერებდა.
ლუნა დაიბნა, არ იცოდა რა ეპასუხა და ისე გააგრძელა ფანჯრიდან ყურება
თითქოს ვერ გაიგონა კეოს ხმა. დემეტრემ სარკიდან გახედა და ჩაეცინა, როცა მისი
არეული, აწითლებული სახე დაინახა და ბავშვის ცნობისმოყვარეობა თავად
დააკმაყოფილა.
- მე დემეტრე მქვია ძია. შენი დედიკოს ძველი ნაცნობი ვარ - დედიკოს, რომ
ამბობდა თითქოს ხმა გაუწყდა, ფერიც და გამომეტყველებაც შეეცვალა, წარბები
შეკრა და ლუნას გახედა ისევ სარკიდან.
- ჩემ დედიკოს იცნობთ? - სულ გადაავიწყდა ფეხი, რომ სტკიოდა. ისე დაქაჩა
თვალები და ისეთი ღიმილით გაიღიმა. ერთი თვალის შევლებაც საკმარისი
იქნებოდა, რომ მიმხვდარიყავით, როგორ მოიხიბლა პატარა ქალბატონი კაცით.
- კი ვიცნობ, თან ძალიან კარგად - ამ სიტყვებზე ჯერ ლუნას გახედა, რომელიც ვერ
ხვდებოდა, როგორ ლაპარაკობდა ასე გახსნილად, მარტივად. როგორ შეეძლო იმ
ყველაფრის შემდეგ მაინც ასე თავისუფლად ესაუბრა? ფერები მალ-მალე
ეცვლებოდა სახეზე გიორგობიანს და საშინლად დაძაბული იჯდა. ლუნამ წამით
შეხედა გამსახურდიას და ერთმა აზრმა გაუელვა გონებაში:ისეთი თვალებით
მიყურებს გამსახურდია ერთიანად ზიზღს აფრქვევს-ო.
- დედიკოს და მამიკოს ყველა მეგობარს ვიცნობ - ჩაფიქრებულმა დაიწყო კესომ -
მაგრამ თქვენ არ მინახავხართ არასდროს.
- თავისი ზღვისფერები მიანათა და
დააკვირდა.
- იცი ძია მე დიდი ხანი არ ვიყავი აქ. სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი - დრო და დრო
ლუნას გახედავდა ხოლმე აინტერესებდა მისი ყოველი ცვლილება და ესეც რომ არ
იყოს იმდენად მონატრებოდა ამ შვიდი წლის მანძილზე ახლა, რომ მარტო
ყოფილიყვნენ ერთიანად თავის მკლავებში მოაქცევდა და მთელი გულით
ჩაიხუტებდა, მიუხედავად იმისა იცოდა გიორგობიანი ამის უფლებას არ
მისცემდა, მაინც ჯიუტად თავის აზრზე იყო და იმდენად მოუნდა ნაცნობ სხეულს
ისევ ჩახუტებოდა თითებიდან დაწყებული მთელი სხეული გაუბუჟდა და აეწვა.
- როგორ ჰგავხარ დედიკოს, შენც ცისფერთვალება ქალბატონი ხარ - სევდიანი
ღიმილით ჩაილაპარაკა გამსახურდიამ და ლუნას გაუსწორა სარკეში თვალი.
- დედიკოს?... - უკვე საავადმყოფოს წინ იყვნენ და რომ მიხვდა რის თქმას
აპირებდა კესო, სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან და ბავშვიც გადაიყვანა.
- კესო მამიკოს უკვე მივწერე და გამოვა ჩვენს წასაყვანად - გაუღიმა ბავშვს და არ
შეიმჩნია, როგორ ამოუდგა გვერდით გამსახურდია.
- შიგნით შეგიყვან პატარა ქალბატონო - ხელში უნდა ეტაცებინა თავად ბავშვმა,
რომ უთხრა მამიკო მოდის და ის წამიყვანსო.
- მადლობა რომ მოგვიყვანე - ზრდილობის გამო უთხრა და თან იფიქრა რაც მალე
დავემშვიდობები მით მალე წავაო და ასეც მოხდა. ისე შებრუნდა და ჩაჯდა
მანქანაში სიტყვაც არ უთქვამს.
თორნიკემ ბავშვს რენტგენი გადაუღო და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ნაღრძობი
იყო და შვებით ამოისუნთქა.
- მამიკო იცი, როგორ შემეშინდა? - სატირლად დაებრიცა ტუჩები და ისედაც
წყლინი თვალები კიდევ უფრო აუწყლიანდა და ვიდრე ცრემლები
ჩამოუგორდებოდა თორნიკემ ხმის ამოღება და მისი დამშვიდება მოასწრო.
- ნუ გეშინია მამი მე აქ ვარ შენთან.
- გაუღიმა შვილს და ქერა თმაზე გადაუსვა
ხელი.
- თოკო წავიყვან კესოს სახლში შენ ალბათ ოპერაციები გაქვს.
- გადაღლილი ხმით
უთხრა და საკმიდან წამოდგა.
- შენ წადი ლუ. კესო ჩემთან იქნება, დღეს მეტი ოპერაცია აღარ მაქვს.
- ხელი
დაუქნია დამშიდობების ნიშნად და უმცროსი გიორგობიანის კაბინეტი დატოვა.
საავადმყოფოს ეზოში გამოსულმა მარშუტკის თავი არ მაქვსო, ტელეფონის ძებნა
დაიწყო ტაქსი, რომ გამოეძახებინა. მარშრუტს ირჩევდა ტოიოტას მარკის მანქანა,
რომ გაჩერდა მის წინ, თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ რამდენიმე წამში
სიგნალის ხმა, რომ მისწვდა მის ყურთასმენას - ოღონდ ეს არა - მხოლოდ ეს
აღმოხდა სასოწარკვეთილს.





არც შეუხედავს მანქანისთვის, ისედაც მიხვდა ვინ იქნებოდა და
მობეზრებულმა გადაატრიალა თვალები მერე კი გზა გააგრძელა და
საავადმყოფოს ეზოდან გავიდა. მანქანაში მჯდომმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და რომ
იტყვიან „კუს ნაბიჯებით“ გაყვა უკან. დაასიგნალა, მაგრამ გიორგობიანს, რომ
რეაგირება არ ჰქონდა ნერვებმა უმტყუნა და საჩქაროდ გადაიყვანა მანქანა სავალი
ნაწილიდან.
- ღმერთო ისევ საშინლად ჯიუტი ხარ - გულზე გადაიჯვარედინა ხელები და
ღრმად ამოისუნთქა.
- დღეს უკვე მეორედ მეუბნები მაგ სიტყვებს - თვალები აატრიალა და შებრუნდა,
რომ წასულიყო.
- ლუნა - ცოტა ხმამაღლა წამოიძახა ქალის სახელი, რის გამოც გიორგობიანი იმ
წამსვე გაჩერდა - მე წაგიყვან - დაეჭვებით, რიდით თქვა, ისე თითქოს წინასწარ
იცოდა, რა პასუხსაც მიიღებდა.
- ცდა ბედის მონახევრეაო? - ოდნავ წინ გადაიხარა გულზე ხელებ
გადაჯვარედინებული, ტუჩები მოკუმა და წარბები აზიდა.
- კი ცდა ბედის მონახევრეა - ჩაეცინა გამსახურდიას - კესო როგორ არის? - ისე
სწრაფად შეცვალა თემა ლუნას დრო დასჭირდა გაასაზრებლად.
- კარგადაა, მამამისთან დარჩა - გაეღიმა. მართლა გულწრფელად გაეღიმა და
დემეტრე მიხვდა, როგორ აუკანკალდა და აეწვა ჯინსის ჯიბეებში ჩაწყობილი
ხელები, არა იმიტომ რომ შეხება უნდოდა, იმიტომ რომ უნდოდა მისი ღიმილი
სამუდამოდ დამახსოვრებოდა, ფოტოს გადაღების სურვილით ეწვოდა თითები.
- კარგია, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ - წარბები შეკრა. ისე მოულოდნელად
გადავიდა ამ თემაზე მხოლოდ მაშინ მიხვდა ხასიათი, რომ წაუხდა და ბრაზმა
მთლიანად მოიცვა.
- მადლობა.
- დაძაბულობისგან ვეღარ გაიგო რა ექნა და ფეხი მოინაცვლა - მე
წავალ.
- შებრუნდა და უნდა წასულიყო მაჯაზე, რომ იგრძნო თბილი თითების
შემოხვევა. იმდენად თბილი იყო გამსახურდიას თითები, იმდენად თბილი, რომ
ეგონა მაჯაზე ცეცხლი ეკიდა და სასწრაფოდ ეცადა ხელის განთავისუფლებას.
- გითხრი მე წაგიყვანთქო - ნაწყენმა ამოილაპარაკა არ მოეწონა პირველად
ნათქვამი, რომ ხუმრობაში ჩამოართვეს და უფრო მეტი სერიოზულობით თქვა
ახლა.
- ცდა ბედის მონახევრეა, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა, რომ ცდამ
უეჭველად გაამართლოს და ახლა ჩემს მანქანაში ჩაჯდე.
- ისეთი დარწმუნებული
იყო საკუთარ თავში და იმაში, რომ რამდენიმე წამში ლუნას თავის მანქანაში
ნახავდა იოტის ოდენა ეჭვიც არ ეპარებოდა.
- მადლობა, ტაქსის გამოვიძახებ - ეცადა ზრდილობიანად მოეშორებინა. მაინც
რანაირი დღეები უთენდება, რა ცოდვა ჩაიდინა ასეთი დილიდან საღამომდე, რომ
წარსულის კოშმარს ხვდება, თან ისეთ კოშმარს გარეგნულად, რომ პროგრესი
განიცადა, გალამაზდა, მაგრამ შინაგანად რეგრესის მეტი არაფერი განუცდია.
- ლუნა მანქანაში ჩაჯექი, ვიდრე ზრდილობიანად გთხოვ - თვალები ჯერ
ბრაზისგან დაუბრილა, მაგრამ რომ მიხვდა აზრი არ ჰქონდა ნერვებ მოშლილმა
წამიერად დახუჭა და ის უთხრა რაც იცოდა უეჭველად გაჭრიდა.
- ნუ დარდობ,
შენს ქმარს არაფერს ვეტყვი - შავი თვალები კიდევ უფრო გაუშავდა და
აუელვარდა.
- დემეტრე გთხოვ წადი და დამანებე თავი. როცა მჭირდებოდი მაშინ არ მედექი
გვერდით და ახლა უკვე გვიანია.
- გაბრაზებულმა ხმამაღლა დაუყვირა.
- ნუღარ
მოდიხარ ჩემთან, ნუღარ მაჭერ მაზოლზე ფეხს და ნუღარ მახსენებ დაწყევლილ
წარსულს. რამდენჯერაც არ უნდა ვიფიქრო მაინც იმ აზრამდე მივდივარ, რომ
ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი შვიდი წლის წინ შენთან ურთიერთობის
დაწყება იყო.
- ბოლო სიტყვები განსაკუთებით მწარედ მოხვდა გულზე დემეტრეს,
მაგრამ დემეტრეს გულს სულ არ წუხდა. ისე იყო გამწარებული აღარაფერი
ადარდებდა, იმასაც არ წუხდა ხალხი, რომ იკრიბებოდა ნელ-ნელა მათ გარშემო
და მიუხედავად იმისა არც ერთი მათგანი იცნობდა ბრბოს შუაგულში მდგარ
წყვილს მაინც, ყველას აინტერესებდა, რატომ ყვიროდა ახალგაზრდა ქალი და
რატომ იდგა გამეხებული სახით მის წინ კაცი.
- გაფრთხილებ დღევანდელი
დიალოგი და შენი საქციელები ბოლო იყოს.
- თითი დაუქნია გამაფრთხილებლად
და გაცეცხლებული გავარდა ბრბოდან.
ტაქსი გამოიძახა და მხოლოდ მასში ჩაჯდომის შემდეგ მიხვდა, როგორ
კანკალებდა ნერვებისგან და რამდენი ტყუილი თქვა მარტო იმისთვის დემეტრეს
მანქანაში არ ჩამჯდარიყო. ცრემლები უკანასკნელი იყო, რასაც შეეძლო ახლა
გადაერჩინა და დაემშვიდებინა, გაეთავისუფლებინა იმ ემოციისგან, რაც თავისი
სიტყვების და ზოგადად დღევანდელი დღის შემდეგ დარჩა. ახლა ყველაფერზე
მეტად ცაცხვის ჩაი და ნორას კალთაზე ტირილი უნდოდა, მასთან გულახდილი
საუბარი, იმის თქმა რაც აწუხებდა ანუ ის უნდოდა, რასაც სულ აკეთებდა და
ბოლო შვიდი წელია აღარ გაუკეთებია. ხანდახან ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს
განვლილი შვიდი წელი არ არსებობს, ისე იშლება თითოეული დღე, ისე ქრება
თითქოს, არც არასოდეს გათენებულა. ცდილობს გაიხსენოს დრო, როცა დემეტრე
აღარ იყო მის ცხოვრებაში, მაგრამ ვერაფერს იხსენებს იმის გარდა, რაც
დემეტრემდე იყო. გიორგობიანი ახლა ისე იყო დაღლილი ემოციებისგან
და ნერვიულობისგან, აღარაფერზე უნდოდა ეფიქრა, ისიც არ უნდოდა
გამსახურდიას უსაზღვროდ სევდიანი სახე და თვალები გაეხსენებია და არც ის,
როგორ გახევებული იდგა და გაოცებისგან ენას ვეღარ იბრუნებდა პირში, ვერ
გაეგო რა ეთქვა ან რა გაეკეთებინა, მაგრამ დემეტრემ იცოდა ლუნას არც ერთი
სიტყვა ტყუილი არ ყოფილა. ქალმა ის სიმართლე მიახალა, რასაც წლებია
გაურბის და ემალება, რასაც ამდენი ხანი არ აღიარებდა და რაშიც თავს
არწმუნებდა ტყუილიაო ერთ წამში დაანგრია თავზე. ბრბოს შუაგულში მარტო
დარჩენილს ეგონა ყველაზე ძლიერმა და დამანგრეველმა ქარიშხალმა გადაუარა
და მართალიც იყო, ქალები უსაზღვრო ძალის პატრონები არიან, შეუძლიათ ისე
გაანადგურონ ნებისმიერი თვალიც არ დააფახურონ. ლუნა ზუსტად ასეთი ქალი
იყო, ერთი შეხედვით, მშვიდი, გაწონასწორებული, თბილი და მზრუნველიც,
მაგრამ ვაი იმის ბრალი ვინც მას გააბრაზებდა, მისთვის უკეთესი იქნებოდა არც
დაბადებულიყო.
ორი ქუჩის მოშორებით გააჩერა ტაქსი, ფეხით გავლა გადაწყვიტა. მზე
ანათებდა, სეირნობისთვის ედეალური ამინდი იყო. ჩუმად მიუყვებოდა ქუჩას და
ისევ ეტირებოდა, გამსახურდიას კი არა თავისი თავის გამო, გრძნობდა დემეტრე
ბრუნდებოდა, არა მარტო ქვეყანაში და ქალაქში არამედ მის ცხოვრებაშიც. როგორ
აძლევდა ისევ მის ცხოვრებაში შეჭრის უფლებას ვერ ხვდებოდა, ამდენი
ტკივილის მიყენების შემდეგ ან თვითონ, როგორ ბედავდა ლუნასთან ახლოს
ყოფნას? სიგნალის ხმა გაიგონა და გაიფიქრა თუ ისევ დემეტრეა მოვკლავო,
მაგრამ შეცდა. თეთრი ბეემვედან თავმომწონე ღიმილით იყურებოდა და უქნევდა
ხელს დანიელი.
- დანიელ? - გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და მანქანისკენ დაიძრა. შიგნიდან
გაუღო კარი, არც კი შეუწუხებია თავი მანქანიდან გადმოსვლით.
- ლუნა სად მიდიხარ? წაგიყვან.
- სახლში მივდიოდი. არ შეწუხდე გზას აღარ გაგიმრუდებ.
- თავაზიანად უთხრა
ლუნამ.
- სახლში არ მივდივარ, აქვე საჭმელად მივდიოდი, შემომიერთდი.
- არაფრის
ხალისი არ ჰქონდა და თავიდან შეეწინააღმდეგა კიდეც, მაგრამ რატომღაც ძალიან
ჩააცივდა კაცი და დასთანხმდა.
- კარგი, შემოგიერთდები.
- მანქანაში ჩაჯდა და დამცავი ღვედი გაიკეთა.
- როგორ ხარ? იმ დღეს ისე გამომაგდო ნანუკამ ნორმალურად ვერც ვილაპარაკეთ.
- ჩაეცინა და თან საჭე გადაატრიალა და მოსახვევში შევიდა.
- მადლობა კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? ნანუკა სულ ეგეთი იყო, არ იცნობდე
მაინც - გაიცინა თავადაც.
- დარწმუნებული ვარ, ვიდრე წამოვიდოდი ცნობისმოყვარეობა კლავდა რაზე
სალაპარაკოდ მიხვედი - მართალი იყო, ნანუკა მსოფლიოში ყველაზე
ცნობისმოყვარე ქალბატონი გახლდათ.
- საშინლად ცნობისმოყვარეა.
- შენ რას საქმიანობ ლუნა? - წამით გახედა გვერდიდან.
- მხატვარი ვარ. ჩემი სახელოსნო მაქვს და შეკვეთებს ვიღებ.
- ანუ ოცნება აიხდინე, მაგარია.
- შენ რას საქმიანობ? - ახლა ქალმა შეხედა.
- ტურისტული კომპანია მაქვს.
- მაგარია, როგორც მახსოვს ყოველთვის პოლიციელობა გინდოდა. ლურჯი
მუნდირი მომიხდებაო ამბობდი ხოლმე.
- ბავშვობის გახსენებაზე გულწრფელად
გაეღიმა.
სუფრასთან ისხდნენ უკვე, ლუნამ განაცხადა არ მშიაო და მხოლოდ ყავა აიღო.
კითხულობდნენ ერთმანეთის ამბებს და ბავშვობას იხსნებდნენ, გიორგობიანი ისე
გულიანად იცინოდა დემნასთან ჩხუბი სულ გადაავიწყდა.
გარედან ვიღაც უყურებდა ბედნიერ წყვილს. კაცი, რომელსაც დღეს ათობით
ადამიანის თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენეს და რომ უყურებდა რა ლაღი და
ბედნიერი იყო ლუნა გული ტკიოდა, წარსულსში დაშვებული შეცდომების ნაყოფს
იმკიდა. კაცის სახე არ ჩანდა ზურგით იჯდა, მაგრამ მასაც ეტყობოდა, როგორი
ბედნიერი იყო.
ასეთ დროს ყველაზე უფრო ეგოისტი ხდებოდა გამსახურდია და დაიფიცა, რომ
რაც არ უნდა ყოფილიყო ლუნა უნდა დაებრუნებინა. თუ საჭირო იქნებოდა ქმარს
დააშორებდა და ცოლად შეირთავდა. საშინლად ეგოისტი იყო ლუნას
სიყვარულში და ვინ იცის კიდევ რა დონემდე შეეძლო ეგოისტობა.
- მაშინ ალბათ სირცხვილისგან გავქრებოდი - სიცილი აუტყდა დანიელს.
- რომელიღაც კლასელმა მითხრა, კარგად აღარც მახსოვს - გაეცინა ქალსაც.
სკოლის ამბებს იხსენებდნენ მაშინ ალბათ მეორე კლასში იყვნენ, დანიელს ლუნა
მოსწონდა და ვერ ეუბნებოდა მერე, რომელიღაც კლასელმა უთხრა ლუნას
დანიელს მოსწონხარო და კიდევ კარგი თავად დანიელი არ შეესწრო ამ ამბავს
იმდენი იტირა სანამ ცრემლი არ გაუშრა. ახლა სიცილად არ ჰყოფნიდა და მაშინ
იმხელა ტრაგედიად მიაჩნდა ლუნას, უდიდეს პრობლემად და აღარ იცოდა რა
ექნა. ნორას ისიც კი უთხრა სხვა სკოლაში გადამიყვანეო, მაგრამ არ გადაიყვანა.
მალევე კი სულ გადაავიწყდა ეს ამბავი თან დანიელიც მსოფლიოს მეორე ბოლოში
წავიდა მშობლებთან ერთად, მერე კი კონტაქტიც დაკარგეს. ისე გაერთნენ
ლაპარაკში ნორას ზარი კარგა ხნის შემდეგ გაიგო.
- გისმენ, ნორა.
- სად ხარ ლუნა?
- მეგობართან ერთად ვარ, რა ხდება?
- არაფერი, უბრალოდ ასე არ დაგგვიანებია კარგა ხანია და ვინერვიულე. აღარ
დაიგვიანო მალე მოდი.
- კარგი, ნორა უკვე ისედაც მოვდიოდი.
- გაუთიშა და დანიელს, რომ შეხედა მან
უკვე იცოდა ლუნა უნდა წასულიყო.
- წავედით?
- კი, ნორა მარტოა სახლში და ინერვიულა, რომ დავიგვაინე.
თანხა გადაიხადა და მერე მანქანით მიაცილა სახლში.
ლუნა მანქანიდან სანამ გადმოვიდოდა მადლობა უთხრა დროის სასიამოვნოდ
გატარებისთვის და დაემშვიდობა.
- იმედია კიდევ შევხვდებით, კარგი იყო დროის შენთან ერთად გატარება.
-
გაუღიმა ქერა თმიანმა კაცმა და ვიდრე მანქანას დაძრავდა ლუნამ კარი მიუხურა
და გაღიმებულმა დაუქნია ხელი.
სახლში მისულმა გუშინდელივით შეიკეტა ოთახის კარი და ისე იყო ტირილიც
ვეღარ შეძლო. ნორამ მიუკაკუნა, რამდენი ხანია ოთახში ხარ ხომ კარგად ხარო?
აშკარად შეშინებული იყო ნორა და დილით თუ ცოტა მაინც ეპარებოდა ეჭვი, რომ
ლუნა ცუდად იყო ახლა დარწმუნებული იყო ლუნას ავადმყოფობაში და ალღოთი
გრძნობდა მისი ავადმყოფობა უბრალო გაციება არ უნდა ყოფილიყო.
- ლუნა - განმეორებით მიუკაკუნა კარზე - კარგად ხარ?
- კარგად ვარ ნორა, კარგად დილიდან დაკითხვა მომიწყვე - მცირე პაუზის შემდეგ
უპასუხა - უბრალოდ დაღლილი ვარ და თავი მტკივა.
- არ ვარ დარწმუნებული, რომ ორი დღე თავის ტკივილებს იტან თან ისე, რომ
არაფერი თქვი - თავის ტკივილი ყველაფერზე მეტად აწუხებდა ხოლმე,
იმდენადაც კი, რომ ხუთი წუთიც ვერ ძლებდა წამალი, რომ არ დაელია.
- დედა გეყოს ძალიან გთხოვ, სერიოზული არაფერია - მობეზრებულმა გასძახა
უკვე საწოლში ჩაწოლილმა.
- იცოდე ხვალ ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ.
- მეტი არაფერი უთქვამს
ოთახის კარს მოშორდა და სამზარეულოში გავიდა.
თავზე ბალიში დაიფარა და კივილი დაიწყო, იქნებ ასე მაინც მომეხსნას გულიდან
ლოდიო ფიქრობდა, მაგრამ ფიქრი ფიქრად დარჩა, ვერაფერი შვება იგრძნო.
მხოლოდ მაშინ შეძლო გამფიხიზლება თორნიკემ, რომ მიუკაკუნა კარზე,
ეკითხებოდა როგორ ხარ? რამე ხომ არ მოხდაო? არაფერი არ მომხდარა უბრალოდ
დავიღალე და თავი მტკივაო ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა. ეს ღამე წინაზე
ორჯერ უფრო რთული და საშინელი იყო. ვერაფრით იძინებდა, თითქოს
გამუდმებით ერთსა და იმავე ფილმს უყურებსო განვლილი წლები ახლაც ისე,
როგორც გუშინ გონებაში ცოცხლდებოდა და თავს არ ანენებდა. დილის ცხრა
საათი იქნებოდა ნორამ, რომ შეაღო ოთახის კარი და შორიდანვე მიხვდა კარგი
არაფერი ხდებოდა. ნორა ტიროდა. ფრთხილად ჩამოუჯდა საწოლის კიდეზე და
რამდენიმე წამი შეიცადა ვიდრე დაწყნარდებოდა და მერე ლუნას გაღვიძება
დაიწყო (ეს ნორას ეგონა აღვიძებდა, თორემ ლუნას არც დაუძინია).
- ლუნა, გაიღვიძე შვილო - მხარზე შეეხო და ოდნავ შეარხია.
- ლუნა, ლუნა
გძინავს?
- დედა - ისე გაახილა თვალები ნორას ეჭვიც არ შეპარვია, რომ რამდენიმე წამის
წინ ღრმა ძილში იყო.
- ნორა რა ხდება? რატომ ტირი? - წამში შეეცვალა ხმის
ტემბრი და სიმართლე ითქვას აფორიქდა კიდეც.
- ბებია - ცრემლები ჩამოუგორდა და ხმა აუკანკალდა.
- რა დაემართა ბებიას? ნორა მითხარი რა ხდება?
- ინსულტის ნიშნები აქვს - ახლა უკვე ხმამაღალი ქვითინი წასკდა.
- რა? - სახეზე აიფარა ორივე ხელი - ახლა როგორ არის? საავადმყოფიშია?
- სახლში ჰყავთ ისევ სასწრაფო მთელი ღამით ყოფილა იქ - საწოლიდან წამოდგა
და ჩაცმა დაიწყო.
- შეძლებ წასვლას?
- კი ნორა ახლავე წავალ. ღმერთო ჩემო - თან იცვამდა და თან ღმერთო ჩემო,
ღმერთო ჩემო-ს გაიძახდა.
- მოვლას საჭიროებს, სიარული არ შეუძლია.
- ისევ ატირდა ნორა.
- ნორა გთხოვ ნუღარ სტირი. ახლავე წავალ და ხვალ აქ ჩამოვიყვან.
- ეცადა
დაემშვიდებინა სიგიჟის ზღვარზე მყოფი დედა.
საჩქაროდ აიღო საშუალო ზომის ჩანთა, ტანსაცმელი და სხვა ნივთები ჩაილაგა და
სოფლის გზას დაადგა. გული გაუწვრილდა სანამ თხუთმეტი კილომეტრი გაიარა.
ბებოს შინდისში ჰქონდა სახლი, ახალგაზრდა დაქვრივდა და იმის მერე მარტო
ცხოვრობდა.
გზაში ახსენდებოდა ბებოსთან გატარებული დღეები, როგორი ტკბილი ყოფილა
ბავშვობა, როცა ბებო ხაჭაპურებს უცხობდა, არ უწევდა ფიქრი და წუხილი
არაფერზე, ხშირად ისიც კი არ ადარდებდა მუხლებს, რომ გადაიყვლეფდა ხოლმე
და უკვირდა ბებო სულ, რატომ ტიროდა ამ დროს და კაბის კალთით, რატომ
უწმენნდა მუხლებს, როცა თავად საერთოდ არ აწუხებდა ეს ფაქტი. ახლა თავად
მოუწევდა ეზრუნა მასზე, ახლა მას უნდა გაეწმინდა “გადაყვლეფილი მუხლები“
ბებოსთვის. ახლა ხვდებოდა, რატომ განიცდიდა და რატომ ტიროდა ბებო მაშინ
როცა ეცემოდა, როცა რამეს იტკენდა ხოლმე, მთელი გულით ყვარებია ბებოს.
თავად მხოლოდ ახლა იგრძნო წლების, შემდეგ პირველად საყვარელი ადმიანის
დაკარგვის შიში, როგორ შეუძვრა სულში და მერე როგორ აუფრიალა გული,
როგორ აუწვა შიგნეული. ეზოს წინ გააჩერა ტაქსისტმა მანქანა და მანამ გადავიდა
ვიდრე ძრავს გამორთავდა და სირბილით შევიდა სახლში, ბებოს საწოლთან
მიირბინა თუ არა წყვილი ცრემლი ჩამოცვივდა.
- ბებო - ჩუმად ჩაილაპარაკა და საწოლში საწყლად მოკუნტული ქალის დანახვაზე
ერთიანად ამოაფრქვია რაც კი გზაში ცრემლი ითმინა.
- ბებო...
- კიდევ უფრო
აუკანკალდა ხმა. ახლა უკვე გაიგონა ქალმა და მისკენ შეაბრუნა სახე. სუსტი
ღიმილი გაკრთა ბებოს სახეზე და გიორგობიანიც აქამდე ოთახის ზღურბლზე
უძრავად მდგარი მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა. არ უნდოდა შეტყობოდა,
როგორ ნერვიულობდა და ხმის ამოუღებლად დაუწყო მოფერება ხელებზე,
თავისი თხელი თითებით ეფერებოდა სიფრიფანა კანზე რომელსაც წლები
დატყობოდა და დანაოჭებულიყო.
- შენ გენაცვალოს შენია ბებო - ჩაილაპარკა ბებომ და ლუნას სახეზე ჩამოუსვა
ხელი.
- როგორ გამახარე ნეტა იცოდე.
- მიუხედავად იმისა რომ ცუდად იყო
ეტყობოდა აშკარად უხაროდა შვილისშივილის ნახვა. ერთმანეთის მოკითხვასა და
მოსიყვარულებაში თითქმის ერთმა საათმა განვლო, თბილისში წაყვანაზეც
დაითანხმა ლუნამ ამასობაში და ახლა ძალა გამოცლილს ეძინა.
სამზარეულოში იჯდა ნორამ დაურეკა დედის ამბავს კითხულობდა, ბარგს
ჩავალაგებ და ხვალ დილითვე ჩამოვიყვან სახლში-ო დაჰპირდა დედას.
ბებიას ტანსაცმელი და ნივთები ჩაალაგა, ფოტო ალბომები სადაც ბებოს
ახალგაზრდობიდან მოყოლებული ლუნას ფოტოებით დამთავრებული თითქმის
ყველა მომენტი იყო აღბეჭდილი. თითქმის ყველაფერი ჩალაგებული ჰქონდა
კარადის ყველაზე ბნელ კუნჭულში პატარა ყუთი რომ დაინახა, იფიქრა ბებოსიაო,
ცნობისმოყვარეობამ კი სძლია და ყუთი გახსნა. პირველი რაც იდო მისი ფოტო
იყო წლების წინ გადაღებული შემდეგ რაღაც წერილები და ოთხად გაკეცილი
თაბახის ფურცელი. ხელში აიღო, გაშალა და ისეთი რაღაც დაინახა რაც აღარც კი
ახსოვდა თუ არსებობდა. ფურცლის ქვეშ კი ფოტო იყო სადაც მეტად
გაბრწყინებული სახით იდგა, ჯერ კიდევ არათითზე მოთავსებული ბეჭდით.




თავისდაუნებურად გაეღიმა გიორგობიანს, რას წარმოიდგენდა ბებოს თუ
ექნებოდა შენახული და მაინც, როგორ მოახერხა ისე, რომ არცერთხელ დაცდენია
შენი ფოტო და ნახატი მე მაქვსო.
თაბახი რომელიც ოთხად იყო გაკეცილი უდიდეს ემოციებს იტევდა, მასზე შავ-
თეთრ ფერებში შესრულებული მამაკაცის პორტრეტი იყო. უყურებდა თავისივე
ნამუშევარს და ახსენდებოდა, როგორი გულმოდგინებით ხატავდა, როგორი
სიყვარულით. თაბახზე დემეტრე გამსახურდიას პორტრეტი იყო წარმოდგენილი,
მეტად სერიოზული სახე ჰქონდა და ისეთი ცოცხალი თვალები გეგონებოდათ
ნამდვილ ადამიანს ვუყურებ და არა ნახატსო. კანკალით გადაუსვა ხელი ნახატს
და ისე დაეხუჭა თვალები და ისე გააკანკალა თითქოს თავად დემნას შეახო ხელი
სახეზე. ცრემლები ჩამოუგორდა
- რა გინდა დემე, ასე როგორ შემაყვარე თავი - ატირდა. გუშინ სრულიად უცხო
ხალხის წინ ეჩხუბა, ეუხეშა და სურვილი არ შეუსრულა, მაგრამ დღეს მაინც
ენატრება, მაინც უყვარს, მაინც ვერ ბრაზდება და ვეღარ ტკივა ისე გული. ასეა
ხოლმე საყვარელ ადამიანს ყველაფერს ვპატიობთ, მიუხედავად იმისა რომ
გარკვეულ სიტუაციებზე ვამბობთ ამას ნამდვილად ვერ ვაპატიებ, ფაქტის წინაშე
დავდგებით თუ არა სიტყვები სხვა რაღაცას ამბობენ და საქციელები სხვას, ფაქტის
წინაშე მდგომები დანაშაულის სიმძიმეს იმდენ ყურადღებას არ ან აღარ ვაქცევთ
და იმ წუთშივე თუ არა გარკვეული დროის შემდეგ მაინც ვპატიობთ.
მერე ფოტო ნახა სადაც ერთად იყვნენ, იღიმოდნენ, თვალები ბედნიერებისგან
უციმციმებდათ და თითებზე ორივეს ნიშნობის ბეჭედი ეკეთათ, ლუნას მინდვრის
ყვავილების თაიგული ეჭირა ხელში და ბედნიერებას ასხივებდა. კიდევ ერთხელ
გაეღიმა, მაგრამ ახლა სევდიანს, ის დრო ენატრებოდა, როცა ერთად იყვნენ,
თავისი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი.
- ლუნა - ბებო ეძახდა. იმ წამსვე მოიწმინდა ცრემლები და მეორე ოთახში გავიდა
ბებოსთან.
- გისმენ ბე, რა ხდება? - კიდევ ერთხელ მოისვა ღაწვებზე ხელი ჩამოგორებული
ცრემლების შესაშრობად.
- ტელეფონზე გირეკავდნენ - ანიშნა იქვე დადებულ მობილურზე.
- მართლა? ხმა არ გამიგა.
- ხელში აიღო იფიქრა ნორა ურეკავდა, მაგრამ უცხო
ნომრიდან იყო ზარი. თავად დარეკა შესაძლოა, რომელიმე მომხმარებელი
ურეკავდა შეკვეთისთვის.
- ალო, თქვენი აზრი იყო შემოსული - პატარა პაუზა გააკეტა.
- დიახ, გირეკვდით. მხატვარ ლუნა გიორგობიანს ვესაუბრები ხომ?
- დიახ, ლუნა ვარ. გისმენთ რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- ნახატის შეკვეთა მინდა თქვენთან, დღეს ვიყავი მოსული და მითხრეს არ
მუშაობდით, როდის იქნებით, რომ მოვიდე?
- ოთხაბათს ვიქნები. ორ დღეში.
- კარგით მაშინ ოთხშაბათს მოვალ, შეხვედრამდე.
- დროებით.
დაემშვიდობა და თან ბლოკნოტში ჩაინიშნა შეკვეთის შესახებ მერე, რომ არ
დავიწყებოდა.
საათს შეხედა, თერთმეტის ნახევარი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბებოს წამლის
დალევის დრო იყო. სამი თავი წამლით და წყლიანი ჭიქით დაბრუნდა
სამზარეულოდან.
- ბები წამლების დალევის დროა - მხრებზე შემოხვია ხელი და საწოლზე
წამოჯდომაში დაეხმარა. წამლები დაალევინა და ისევ დააწვინა. ჭიქა იქვე
ტუმბოზე გადადო და საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა მისი თითები თავისაში
მოიქცია და ნაზად ეფერებოდა, რამდენი ტანჯვა და ტკივილი აქვთ ამ ხელებს
გადატანილიო ფიქრობდა თავისთვის, ბაბუამაც კი მის ხელებში დალია სული.
ფიქრებში წასულს ჩახველების ხმა მოესმა, ბებიას ლაპარაკის წამოწყება უნდოდა
და რადგან ლუნა ჩანაფიქრს მიუხვდა თავადვე წამოიწყო.
- უნდა გეთქვა - სახეში შეხედა ბებიას და მცირე პაუზა გააკეთა - ნიშნობის ფოტო
და ნახატი. უნდა გეთქვა, რომ შენახული გქონდა.
ბებოს ჩაეღიმა და მითხრა.
- დემეტრეს სახელის გაგონებაც არ გინდოდა და ნიშნობის ფოტო, როგორ მომეცა
შენთვის?
- მადლობა, რომ შეინახე - ცრემლი მოიწმინდა.
- წამომაყენე, რადგან ამ საკითხზე დავიწყეთ ლაპარაკი რაღაცის კითხვა მინდა -
საწოლის საზურგეს მიეყრდნო და ლაპარაკი დაიწყო - რაღაც მინდა მოგიყვე,
მაგრამ არ ვიცი შესაფერისი დრო არის თუ არა.
- რის მოყოლა გინდა? ან რატომ არ არის შესაფერი დრო? - წარბები ოდნავ შეკრა
და დაინტერესებულმა შეხედა.
- მე და დემეს გვეხება? - ეჭვით შეხედა.
- კი შენ და დემეს გეხებათ. მგონი საკმარისი დრო გავიდა იმ შემთხვევის შემდეგ,
რომ ეს პატარა საიდუმლო გაგიმხილო. შვიდი წლის წინ, როცა დემეტრეს
დაშორდი და ბეჭედი დაუბრუნე, საზღვარგარეთ გადაწყვიტა წასვლა, მანამდე კი
აქ ჩემთან ამოვიდა. როცა ვილაპარაკეთ დავრწმუნდი, რომ მასაც აქვს თავისი
სიმართლე და როცა მზად იქნები აუცილებლად დაურეკე და დაელაპარაკე.
- ჩამოვიდა, საქართველოშია - შეაწყევტინა ლაპარაკი.
- დემე ჩამოვიდა ბებო? - ჩაეღიმა.
- მაშინ ხვალვე შეხვდი და დაელაპარაკე.
- ბებო გთხოვ არ გინდა, ხომ იცი საშინლად დავასრულეთ და აღარ ვაპირებ
თინეიჯერი გოგოსავით კისერზე ჩამოვეკიდო და დავიჯერო, რომ ყველაფერი
კარგად იქნება.
- იქნება ბებო, ყველაფერი კარგად იქნება. შენ მაინც იცი, რომ ცხოვრება ომია და
თუ ძლიერი არ იქნები დამარცხდები, დემეტრეს სიყვარულში თუ დამარცხდი ეს
იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამთავრდა და აღარაფერი იქნება კარგად.
- როგორც იქნა ნამდვილად ბედნიერი ვარ ბებო. აღარ მინდა ვინმეზე დავამყარო
იმედი, რადგან მეშინია, რომ ისევ გამიცრუვდება. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.
- კარგი, როგორც გინდა, მაგრამ იცოდე ძალიან ცდები.
- აღარაფერი უთქვია,
ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა.
ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გახედა და გაახსენდა, რამდენი ღამე გაუტარებიათ
აქ შინდისში, ბებოს ეზოში ვარსკვლავების ცქერასა და ლაპარაკში, რამდენი
ულაპარაკიათ თავიანთ მომავალზე, იმაზე თუ როგორი კაბა ეცმებოდა ლუნას
ქორწილზე და როგორი სმოკინგი გამსახურიდას, როგორი სახლი ექნებოდათ.
ორი შვილი უნდოდა ყოველთვის ლუნას, დემეტრესთვის კი სულ არ ჰქონდა
მნიშვნელობა, რამდენი იქნებოდნენ ისე უყვარდა ბავშვები სულ, რომ ათი შვილი
ჰყოლოდათ უარს არ იტყოდა, მისთვის მთავარი იყო ლუნასნაირი ქერა
ქალბატონი ჰყოლოდა გვერდით, რომლის გაზრდაშიც დიდი სიამოვნებით
მიიღებდა მონაწილებას და დაიცავდა, როცა ვინმე შეაწუხებდა, მასთან
გაჩნდებოდა და ამგვარად ცოლისა და შვილების სიყვარულში ყველაზე ეგოისტი
ადამიანი იქნებოდა.
- როდის უნდა დამავიწყდეს საბოლოოდ ყველაფერი რაც შენ გიკავშირდება? -
ჩაილაპარაკა თავისთვის. ქერა თმაზე გადაისვა ხელი ანერვიულებულმა და თავი
გააქნია ფიქრების გასაფანტად მერე კი სახლში შებრუნდა და საწოლში ჩაწვა.
- დემე, გთხოვ აქ არ დამტოვო, თუ გიყვარვარ მოდი დემე და წამიყვანე,
გევედრები არ დამტოვო - ოფლში გაწურული, კანკალებდა და ტიროდა, ისევ იმ
კოშმარს ხედავდა. თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი და შოკისმომგვრელი
ტრაგედია ახლა იმაზე უფრო ნათლად დაინახა ვიდრე მაშინ, როცა რელურად
მოხდა და იმაზე ასჯერ და ათასჯერ მტკივნეულად შეიგრძნო ვიდრე იმ დღეს.
-
არა, გთხოვ დემნა თუ გიყვარვარ აქ არ დამტოვო.
- ასე რეალური აღარ უნდა
გამხდარიყო. წლების წინ, როცა ერთ ფსიქოლოგთან დადიოდა, რომელმაც
რამდენიმე სეანსის მერე უთხრა, რომ მისი კოშმარები დამთავრდა და აღარასოდეს
განმეორდებოდა, თუმცა როგორც ჩანს შეცდა. ტირილით გამოიღვიძა და ვიდრე
დამშვიდდა კანკალმა კიდევ უფრო აიტანა და ტირილიც ქვითინში გადაეზარდა.
მუხლებს შემოხვია ხელები და თავი ჩარგო, დილამდე იყო ასე ტიროდა და შიშით
ვერ იძინებდა. მაინც ყველაზე საშინელი დრო მისთვის კოშმარის შემდგომი
პერიოდი იყო, დრო როცა აკანკალებული, შეშინებული იღვიძებდა და
ატირებული კიდევ უფრო უმატებდა ტირილს. ასეთ დროს ეშინოდა და ყველა
მხარეს იყურებდა ზოჯერ საათობით უყურებდა ფანჯრებსა და კარს, ვინმე ხომ არ
მოდისო, თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა არც ნორამ, არც თორნიკემ და მით
უმეტეს, არც ნანუკამ. ყოველთვის ერიდებოდა ამ თემაზე სხვებთან ლაპარაკს და
ფიქრობდა უკეთესი იქნებოდა, თუ ჯერ კიდევ ვერ დავიწყებულ კოშმარებზე
არაფერს იტყოდა. მიუხედავად ასეთი რთული ღამეებისა დილით მაინც
ცდილობდა ღიმილიანი სახით გასულიყო ოთახიდან და ყველასთვის ბედნიერება
და სიხარული ესურვებინა. გაესხივბინა თავისი მშვენიერება და მოჩვენებითი
ბედნიერება. ახლაც ასე მოიქცა და თუმცა მთელი ღამე გაათენა ისე იღიმოდა
თითქოს არაფერი მომხდარა. სამზარეულოში ყავა გაიმზადა, რამდენიმე წუთში კი
ბებოს წამოადგა თავზე ფინჯნით ხელში.
- დილაშვიდობის - ღიმილი არ დავიწყებია. ეს უკანასკნელი საუკეთესო
საშუალებაა უხასიათობის ან ცუდად ყოფნის დასაფარად.
- დილამშვიდობის ბებო რა ადრე ამდგარხარ.
- გაუღიმა ბებიამ.
- ვისაუზმოთ და წავიდეთ ხომ?
- სხვა გზა მაინც არ მაქვს.
- უთხრა ბებიამ და მის ნებას დაჰყვა.
თბილისისკენ მიმავალი გზა ზედმატად მშვიდი იყო, ფიქრობდა და ისე მართავდა
მანქანას. ალბათ ფსიქიატრთან კვლავ მოუწევს სეანსებზე სიარული საბოლოოდ
უნდა მოიშოროს კოშმარი, რომელიც მის ცხოვრებას ახლავე თუ არა ძალიან მალე
გაანადგურებს.
- გისმენთ? - აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა ზარი უცხო ნომრიდან იყო.
- ქალბატონ ლუნას ვესაუბრები? - მშვიდი გაწონასწორებული ხმა გაისმა მეორე
ხაზიდნ, იმდენად საოცარი იყო ეს ხმა იმდენად უცხო გააჟრიალა.
- დიახ მე ვარ. თქვენ ვინ ბრძანდებით? - ზრდიალობიან ტონს ინარჩუნებდა
გიორგობიანი.
- თქვენი სახელოსნოს წინ ვარ, შეკვეთა მინდა თქვენთან თუ შეგიძლიათ რომ
მოხვიდეთ. დიდ დროს არ წაგართმევთ.
- იცით ახლა დაკავებული ვარ, თან ქალაქშიც არ ვარ.
- ცოტა ეუხერხულა ასეთი
პასუხი რომ გასცა, მაგრამ რა ექნა ტყუილი ხომ არ უთქვამს?
- კარგით, როდის იქნებით რომ მოვიდე? ცოტა საჩქაროა და მინდოდა მალე
შეგხვედროდით.
- დღეს, საღამოს საათებში თუ დრო გექნებათ შევძლებ სახელოსნოში მოსვლას.
-
ისე უპასუხა იფიქრებდით ახლა რომ უარი ვუთხრა გული საშინლად დაწყდებაო.
- დიახ, შევძლებ.
- კარგით, მაშინ ოთხ საათზე ვიქნები სახელოსნოში და და შეგიძლიათ
გამოიაროთ.
- მადლობა. დროებით.
- კარგად იყავით.
- თავად გათიშა ზარი და შეხვედრა ჩაინიშნა, რომ არ
დავიწყებოდა.
- შეკვეთაზე დაგირეკეს? - შეხედა ბებიამ, რომელიც აღარც კი ახსოდა მანქანაში
რომ ჰყავდა.
- კი, სასწრაფო შეკვეთაა და ხვალამდე ვერ მოიცდიოს. ალბათ მნიშვნელოვანი
ღონისძიებისთვის სჭირდებათ სხვა შემთხვევაში ასე საჩქარო არ იქნებოდა.
- არ
მოსწონდა ხოლმე საჩქარო შეკვეთების აღება, ბევრ ისეთ შემკვეთთან
უთანამშროლია ორ საათში, რომ უნდოდა ურთულესი ნახატი და შესაბამისად,
არც არასდროს იღებდა ასეთ შეკვეთებს. საშარო საქმეა და არ მიღირსო ამბობდა
ხოლმე, ამ შეკვეთასაც არ აიღებდა დიდი ალბათობით, თანაც ხვალისთვის სამი
შემკვეთი მოდიოდა და დროში ისედაც გაჭედილი იყო, ახალი თავის ტკივილი
აღარ ეჭირვებოდა.
ბებია სახლში მიიყვანა ჯერ კიდევ ძალიან ცუდად იყო, ნორა დატოვა მასთან
თავად კი ბარგი ამოალაგა. ბევრი იფიქრა ფოტო და ნახატი წამოეღო თუ არა და
საბოლოოდ შინდისის სახლში დატოვება არჩია, ყველაფრის დავიწყება უნდოდა,
ამას კი ვერ შეძლებდა თუ ფოტო და ნახატი ახლოს ექნებოდა, ახლა კი ერთი
ფოტოსთვის თხუთმეტი კილომეტრის გავლა ძალიან აფსურდულად ეჩვენებოდა,
ყოველ შემთხევაში თავად არ იყო ისეთი ქალი სოფელში ფოტოსთვის ჩასულიყო.
- ნორა კესო ბაღშია? - კითხა ბებიასთან მოსაუბრე დედას.
- კი ბაღშია, მე უნდა წავსულიყავი გამოსაყვანად ოპერაციებზეა თოკო ნინიც
მუშაობს.
- მე გამოვიყვან თან სახელოსნოში მელოდებიან ოთხზე მაქვს შეხვედრა და
გავუვლი.
- კარგი.
როგორც ყოველთვის ახლაც ფეხით გავლა გადაწყვიტა, ოც წუთში სახელოსნოს
წინ იდგა და კარს აღებდა.
- გამარჯობა - უკნიდან ნაცნობი, საუცხოო ხმა გაიგონა და წამსვე შებრუნდა
ადრესატისკენ.
- გამარჯობა - ისე მიესალმა ეჭვიც არ შეგეპარებოდა, რომ მიხვდა ვინც იყო მის წინ
მდგომი მამაკაცი.
- ლუნა ბრძანდებით ხომ? - სახე ოდნავ შეაბრუნა და თვალებ მოჭუტულმა
ჰკითხა.
- დიახ მე ვარ.
- ოდნავ გაუღიმა.
- მე კონსტანტინე ვარ - ხელი გაუწოდა მასზე ორი თავით მაღალმა სიმპათიურმა
კაცმა.
- დილით მე გესაუბრეთ.
- დიახ, სასიამოვნოა - კონსტანტინეს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და ისე
დაუარა ტანში ჟრუანტელმა არ ესიამოვნა და მალევე უკან დააბრუნა ხელი.
კონსტანტინედ წოდებული მაღალი, შავგრემანი და ნაცრისფერთვალება იყო,
თხელი ტუჩები და ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა, რომელსაც ულვაშები ისეთ
ლამაზს აჩენდა, ალბათ კოსმეტიკური ოპერაციაც ვერ გაალამაზებს ისე ცხვირს.
სახელოსნოში შესული ინტერესით აკვირდებოდა ნახატებს, რაც თითქმის მთელ
კედელზე იყო დაკიდებული.
- კარგად ხატავთ - ოდნავ ღიმილით უთხრა ქერა მომხიბვლელ ქალბატონს.
- მადლობა - გაეღიმა ლუნას.
- იქნებ გადავიდეთ საქმეზე, ბევრი დრო არ მაქვს
და...
- დიახ, რა თქმა უნდა - უკვე დასერიოზულებულმა შეხედა და საქმეზე გადავიდა
- ათამდე ნახატი მინდა, რომ დამიხატოთ.
- რამდენ ხანში? საჩქაროა?
- დიახ, სამ დღეში მინდა, რომ მზად იყოს.
- აშკარად არარელურ ვადაში მთხოვთ დახატვას, თან სხვა შეკვეთებიც მაქვს და
ვშიშობ ვერ შევძლებ.
- ორჯერ მეტს გადაგიხდით ოღონდ უარით ნუ გამიშვებთ.
- კი, მაგრამ სხვებს რა ვუთხრა? ხვალისთვის სამი ადამიანისთვის მაქვს შეკვეთა
გასამზადებელი და მარტო ხვალის დღეც ხომ არაა მთელი კვირა ძალიან
დატვირთული მაქვს. ბოდიშს გიხდით, მაგრამ დროში ვერ ჩავეტევი. სამწუხაროდ
ვერ ავიღებ.
- ცდილობდა ზრდილობიანად ეთქვა უარი, მაგრამ კონსტანტინე
ძალიან აწვებოდა.
- იქნებ რამე მომიხერხოთ, ძალიან გთხოვთ.
- ისევ იგივეს აგრძელებდა კაცი -
ძალიან ბევრი მხატვარი ვნახე, თუმცა ყველა უარს მეუბნება.
- ძალიან პატარა დროში ითხოვთ ამდენი ნახატის შესრულებას და რთულია მეც
გამიგეთ ვინც ორი და სამი კვირის წინ მომცა შეკვეთები იმ ხალხს ახლა ხომ ვერ
ვეტყვი უარს.
- იქნებ გენახათ ნახატები, რამდენიმე მაინც, რომ შეძლოთ თუ ყველა არა -
ტელეფონში აჩვენა ნახატები.
- ამ ნახატებიდან მხოლოდ ერთის დახატვის დრო, თუ მექნება მეტს მართლა ვერ
შევძლებ.
- იმდენჯერ თხოვა უხერხულად ჩავარდა და ზრდილობის გამო უფრო
დათანხმდა ვიდრე დროის ქონის გამო.
- ძალიან კარგი, ერთი იყოს. იქნებ დანარჩენები სხევებს დავახატინო.
შეთანხმდნენ და ერთმანეთს დაემშიდობნენ. ვიდრე წავიდოდა ლუნასკენ
შებრუნდა და გაუღიმა. თითქოს ნაცნობი ღიმილი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიხსენა
საიდან შეიძლება სცნობოდა კონსტანტინე, თან მისი ნაცნობებიდან არავის ერქვა
ეს სახელი. მერე იფიქრა ალბათ ადრეც ყოფილა აქ და მაგიტომ მეცნობაო თავი
დაიმშვიდა თითქოს. როცა კაცი წავიდა შვებით ამოისუნთქა და თქვა:
- ასეთი ჯიუტი და მოუშვებელი მომხმარებელი ჯერ არ მყოლია.
- საათს დახედა
ხუთი სრულდება უკვე, რაც იმას ნიშნავდა, რომ კესოსთან უნდა წასულიყო,
მალევე დაკეტა სახელოსნო და პატარა კესარიას წამოსაყვანად წავიდა.
გზიდან ნინის დაურეკა და უთხრა კესოსთან მე გავივლი, მივდივარ უკვე და არ
ინერვიულოო. ორი დღე არ უნახავს ქერა ქალბატონი და უკვე ისე მონატრებოდა
გეგონებოდა საუკუნის წინ ნახა ბოლოს და არა ორი დღის უკანო.
- მამიდა - იყვირა კესომ ლუნას დანახვაზე და მისკენ გაიქცა - როგორ მომენატრე -
თავისი გაწრიპული მკლავები შემოხვია და გულში ჩაეკრა ქალს.
- მეც მომენატრე ჩემო პატარა, ძალიან მომენატრე - გულში იკრავდა და თან
ლოყებს უკოცნიდა პატარა მეტიჩარას.
- წავიდეთ? - კითხა როცა ბავშვმა ხელები შეუშვა.
- კი - მხიარულმა წამოიძახა.
- კარგად - ხელი დაუქნია ბავშვებს და მასწავლებელს. დღეს ნანუკა ისვენებდა ასე,
რომ მის ნაცვლად სხვა მასწავლებელი იყო.
- აბა რა ხდებოდა დღეს ბაღში? ყველა ლექსი წაუკითხე მასწავლებელს? -
ღიმილით ჰკითხა ბავშვს კარში გამოსვლისას.
- კი ყველა ზეპირად ვიცოდი და ათი ქულა დამიწერა ნანა მასწავლებელმა -
გახარებული იყო მაღალი ქულის გამო.
- ჩემი ყოჩაღი გოგო, ძალიან გამახარე, ამიტომაც საჩუქარს იმსახურებ ყველაზე
გემრიელ ნაყინს ვჭამთ ახლა მე და შენ ხომ გინდა? - ისე გულწრფელად იღიმოდა
უფროსი გიორგობიანი, იმდენად ლაღი იყო ამ წუთებში ბედნიერებას ასხივებდა.
- კი მინდა - აღტაცებულმა წამოიყვირა და სახეში შეხედა მამიდას. მერე კი წინ
გაიხედა და ნაცნობი ადამიანისკენ გაიქცა.
- დემე ძია - გულზე შეაფრინდა პატარა მეტიჩარა, კაცსაც აშკარად გაეხარდა
ბავშვის ნახვა და თან ასე თბილად, რომ შეხვდა ხელები შემოხვია და გულში
ჩაიკრა ღიმილით.
- მომენატრე პატარავ, რა კარგია რომ ისევ შევხვდით.
- ლოყები დაუკოცნა სადაც,
რამდენიმე წუთის წინ ლუნა კოცნიდა.
- მეც ძალიან მომენატრე - ლოყაზე აკოცა კესომაც და აღარაფრით უშვებდა
კისერზე შემოხვეულ ხელს.
- ფეხი მოგირჩა? - კოჭზე დახედა გამსახურდიამ.
- კი, უკვე სირბილიც შემიძლია.
- რა მაგარია.
- იცი ჩვენ ნაყინი უნდა გვეჭამა - ისე უცებ უთხრა, ლუნამ გაჩუმებაც ვერ მოასწრო.
- კეს წავიდეთ სახლში ბიძიას ეჩქარება და ნუ აცდენ. სახლში ბებო გველოდება.
-
ისე მოიწყინა ბავშვმა წამში მოაშორა დემეტრეს ხელი და მისი მკლავებიდან თავის
გათავისუფლება სცადა.
- არა კეს არ მეჩქარება, წამოდი ერთად ვჭამოთ ნაყინი - წამით შეხედა ლუნას
ნაწყენი იყო თან ძალიან. ერთ მზერაში მიხვდა ქალი.
- არა დემეტრე, მე და კესო მარტო წავალთ, ახლა შენ გეჩქარებოდა.
- თვალები
დაუქაჩა ლუნამ და ეცადა მიეხვედრებინა არ მინდა შენთან ერთად სადმე
წასვლაო. მაგრამ დემეტრე უბრალო კაცი კი არა გამსახურდია იყო, გამსახურდიას
კი თუ უნდოდა შანსი არ იყო გადაეფიქრებინა ის რაც ერთხელ თქვა.
- ლუნა არ მეჩქარება ასე, რომ გაჩუმდი და გამოგვყევი მე და კესოს ყველაზე
გემრიელი ნაყინი გვინდა. მაკდონალდსის შოკოლადის ნაყინი გვინდა ხო კეს? -
ღიმილით შეხედა ბავშვს.
- კი - თავი დაუქნია და გახარებულმა ისევ შემოხვია ხელი დემეტრეს კისერზე.
- წავედით - უკან შებრუნდა და ვიდრე წავიდოდა ლუნას უთხრა - არ მოდიხარ?
- ღმერთო - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და უკან გაჰყვა - ამის შემდეგ მამაშენს
გამოვაგზავნი ხოლმე შენთან კესო მე არაფერს მიჯერებ.
- უთხრა კესოს.
-
სიარული შეგიძლია ნუ აწუხებ ადამიანს.
- არ მაწუხებ პატარავ ჩემთან იყავი.
- გაუღიმა დემეტრემ მერე კი ლუნასკენ
გადაიხარა სულ ოდნავ და უთხრა - ასე რამ გაგაბრაზა? ეგრე ვერ მიტან უკვე?
- ძალიან გთხოვ თავიდან არ დაიწყო.
- თვალები აატრიალა და გაბრაზებულმა
შეხედა.
- ნახე ნამდვილ ოჯახს ვგავართ ასე, მაგრამ რაღაც გვაკლია - ხელი, რომელიც
ბავშვისთვის არ ჰქონდა შემოხვეული ლუნას თითებში ახლართა და გაღიმებულმა
გახედა გიორგობიანის შოკირებულ სახეს და გაფართოებულ ცისფერ წყლიან
თვალებს.




- ნახე ნამდვილ ოჯახს ვგავართ ასე, მაგრამ რაღაც გვაკლია - ხელი რომელიც
ბავშვისთვის არ ჰქონდა შემოხვეული ლუნას თითებში ახლართა და გაღიმებულმა
გახედა გიორგობიანის შოკირებულ სახეს და გაფართოებულ, ცისფერ, წყლიან
თვალებს.
- რას აკეთებ? - ხელებს დახედა ქალმა და ეცადა თითები გაეთავისუფლებინა.
სახეზე ისე გაწითლდა და ისე დაეტყო ნერვიულობა, გამსახურდია ერთ მზერაში
მიხვდა ქალს ჯერ კიდევ ჰქონდა გრძნობები მის მიმართ, მერე რა თუ გათხოვილი
იყო და შვილიც ჰყავდა მთავარი გრძნობები იყო, რომელსაც ახლა ისე აშკარად
აფრქვევდნენ ქალის თვალები ეჭვსაც ვერ შეიტანდი.
- ხელი ჩაგკიდე რა მოხდა, პირველად ხომ არ დავდივართ ასე ხელიხელ
ჩაკიდებულები? - ირონია გაურია ხმაში და აქამდე ერთ ადგილას გაჩერებულმა
ნაბიჯები გადადგა და ლუნას კიდევ უფრო მოუჭირა ხელი, რადგან მიხვდა ქალი
დანებებას არ აპირებდა და ცოტახანში მართლა გაინთავისუფლებდა ხელს.
- დემეტრე გეყოს! გამიშვი ხელი! - რაც შეეძლო მკაცრად უთხრა. კაცი გაჩერდა,
ოდნავ დაიხარა სახე, რომ მის სახესთან მიეტანა ახლოს და თვალებში შეხედა.
- გაგიშვებ მხოლოდ ერთ შემთხვევაში.
- არ ეშვებოდა კაცი და მაქსიმალურად
იყენებდა სიტუაციას თავი გაერთო.
- რა გინდა? როგორ არ იღლები ასე მოქცევით? უბრალოდ გამიშვი ხელი ასე
რთულია? - გაფართოებული თვალებით უყურებდა გიორგობიანი, იმდენად
აღელვებული იყო სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს.
- კი რთულია.
- წელში გასწორდა და ღრმად ამოისუნთქვა სახე გვერდზე ჰქონდა
გატრიალებული, ოდნავ წარბშეკრული და თვალებ მოჭუტული იყურებოდა.
- რა გინდა? - ჰკითხა ნერვებ მოშლილმა და პარალელურად ხელის
განთავისუფლება სცადა.
- მანქანაში ჩემს გვერდით დაჯექი - გამსახურდიამ თავიდანვე იცოდა რა პასუხსაც
მიიღებდა ასე რომ მზად იყო და თავდაჯერებული ლაპარაკობდა.
- მაგრამ თუ
წინააღმდეგი ხარ, მაშინ ასე ივლი დღეს ჩემთან ერთად ხელჩაკიდებული - ახლა
თვალებში შეხედა და გაუღიმა. ირონიული ღიმილი ამშვენებდა მის სახეს.
- მგონი გაგიჟდი - თვალებ მოჭუტულმა თავის აქეთ-იქით ქნევით უთხრა ლუნამ,
თმა ყურს უკან გადაიწია და ბავშვისკენ გაიწოდა ხელები - სახლში წავიდეთ კეს,
ბებო გველოდება.
- ნუ დარდობ შენს ქმარს არაფერს ვეტყვი. კარგად იცი, არ მიყვარს ეგეთი
რაღაცები - ბავშვი გაოცებული უყურებდა მამიდას, რომელიც დემეტრეს არც ისე
კარგად ესაუბრბოდა.
- ქმარი არ ჰყავს - ისე თქვა ბავშვმა ვერც მიხვდა რა შეცდომა დაუშვა. ჯერ მამიდას
შეხედა, რომელმაც უსიამოვნო სახით შეხედა და მერე გამსახურდიას, რომელიც
დაბნეულიყო და ვერაფერს ხვდებოდა.
- რა თქვი კეს? - ჰკითხა ბავშვს.
- მამიდას ქმარი არ ჰყავს - თავი გვერდზე გადახარა და თავის პატარა ხელებს
დახედა.
- მამიდას? - ლუნას შეხედა - ეს მამიდაშენია? - თითი გაიშვირა ლუნასკენ და მერე,
რომ სწრაფად დაუქნიეს თავი შვებით ამოისუნთქა თითქოს მთელი მსოფლიოს
ტვირთი მის მხრებზე იყო და მხოლოდ ახლა შეძლო ტვირთის ჩამოხსნა, რომ
ამოესუნთქა. ანუ მართლა უყვარს და ჯერ კიდევ არ დაქორწინებულა.
- არ ვიცოდი შენი მამიდა თუ იყო - გაუცინა ბავშვს - შენი დედიკო მეგონა
იმდენად ჰგავახართ ერთამენთს.
- არა, მე მამიკოს ვგავარ - წარბები შეკრა და თმაზე გადაისვა ხელი - ნახე ჩემი
მამიკოსნაირი თმები მაქვს.
- გულში ჩაიკრა და გემრიელად დაუკოცნა ლოყები
ისეთი საყვარელი იყო ვერ მოითმინა.
- წავედით მაკდონალდსში - ლუნასკენ შებრუნდა - მხოლოდ თქვენს შემდეგ
ქალბატონო.
- ისეთ კარგ ხასიათზე იყო მაიმუნობდა და სულ არ აინტერესებდა
რას იფიქრებდა ლუნა მასზე. თავიუკმაყოფილოდ გადააქნია ქალმა და წინ წავიდა.
მანქანასთან მისულმა უკანა კარი გამოხსნა და უხმოდ ჩაჯდა. გამსახურდიამ
კესოც უკანა სავარძელზე დასვა და ჩაეცინა, როცა ლუნას სახეს შეხედა, ერთიანად
ბრაზს და უკამყოფილებას ასხივებდა.
საჭეს მიუჯდა თუ არა სარკე ისე გაასწორა პირდაპირ ქალის სახისთვის, რომ
ეყურებინა და ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ, რამდენჯერ გახედა
კიდეც სარკიდან.
ფანჯარასთან დაიკავეს ადგილი საიდანაც ქუჩაში გამვლელების დანახვა
შეეძლოთ. კესო დემეტრესთან დაჯდა ლუნა კი მათ წინ. ვიდრე შეკვეთას
მოიტანდნენ დემეტრე ყურში ეჩურჩულებოდა ბავშვს რაღაცებს და გულიანად
იცინოდნენ ორივე. იმდენად იყვნენ გართული ჩურჩულით და სიცილით ლუნამ
უხერხულობა იგრძნო, ამიტომაც ფანჯრიდან იყურებოდა და აკვირდებოდა
გარეთ მოსიარულე ხალხს. წყვილებზე დაკვირვება და მათი ბედნიერი სახეების
ნახვა დიდი ხნის წინ შეწყვიტა საკუთარი ტკივილის გახსენების გარდა სხვა
არაფერი იყო ბედნიერები წყვილების დაკვირვებაში.
- კეს - ყურში ეჩურჩულებოდა ისევ დემეტრე - ჩემი თანამზრახველი გახდები? -
მეტიჩარამ თვალები დაქაჩა და ასე უყურა ორიოდ წამი.
- თანამზრახველი რას ნიშნავს? - გულუბრყვილოდ ჰკითხა ოთხი წლის
ენაჭარტალამ.
- ანუ რაღაცებში უნდა დამეხარო ისე, რომ ამის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს.
- რა მაგარია. ჩემი მამიდა უნდა მოიყვანო ცოლად? - თვალები გაუნათდა.
დემეტრეს მის სიტყვებზე სიცილი აუტყდა, როგორი გონებამახვილი იყო ეს
პატარა ქალბატონი. ბოლოს ტუჩებზე მიიდო თითი და ანიშნა ჩუმად იყავი არ
წამოგცდესო.
ამასობაში შეკვეთაც მოიტანეს და გემრიელად მიირთვეს ნაყინი, რომელზედაც
ყველა ასე გიჟდება. თანხის გადახდაზე, რომ მიდგა საქმე ლუნა წამოხტა და
იფიქრა მე გადავიხდიო, მაგრამ პროკურორი რის პროკურორი იყო, თუ წინასწარ
და გარკვეული მოქმედებებიდან ვერ მიხვდებოდა რას გააკეთებდა ლუნა. თანხა
შეკვეთის გაკეთებისას გადაიხადა.
- დემეტრე ბიძია - თვალებ დაქაჩულმა შეხედა კესომ, რაც იმის მიმანიშნებელი
იყო, რომ რაღაცის თქმა უნდოდა.
- დემეტრე რომ დამიძახო არ გინდა? - წარბები ოდნავ მაღლა აზიდა და გაიღიმა.
- კი.
- კესო დემეტრე ბიძიაა ასე, რომ უზრდელურად ნუ მოიქცევი. კარგი საყვარელო? -
გაუღიმა ბავშვს ლუნამ და ნაყინი მოაშორა ტუჩის კუთხიდან.
- უკაცრავად - მაგიდაზე დადებული ტელეფონი აუწკრიალდა, უცხო ნომრიდან
იყო ზარი. გარეთ გამოვიდა და ისე უპასუხა.
- გისმენთ - ყოველთვის, როდესაც უცხო ნომრიდან შემოდიოდა ზარი
რაღაცნაირად შიშის გრძნობა ეუფლებოდა და ზოგჯერ ხმის კანკალითაც კი
უპასუხნია ზარისთვის.
- ლუნა, როგორ ხარ? - მამაკაცის ღიმილიანი ხმა გაისმა ტელეფონში.
- კარგად, თქვენ როგორ ხართ? დანიელ შენ ხარ? - ჰკითხა ოდნავ გაკვირვებულმა.
როდიდან არიან ისევ ასე ახლოს ერთმანეთს, რომ დაურეკონ?
- კი მე ვარ. რას შვრები? - ქერა თმაში შეიცურა ხელი კაცმა.
- არაფერს, მაკდონალდსში ვარ ძველ ნაცნობთან ერთად. რა ხდება? - კესოს და
დემეტრეს გახედა, რომლებიც შენობიდან გამოდიოდნენ ხელი ჰქონდა
ჩაკიდებული პატარა ონავრისთვის დემეტრეს და ასე მოდიოდნენ. მარჯვენა
ხელში ლუნას პატარა ჩანთა ეჭირა მანქანის გასაღებთან ერთად. უყურებდა,
როგორ გაიკეთა მზის სათვალე, რომელიც აქამდე არც შეუმჩნევია თან თუ ჰქონდა.
კარგად, რომ დააკვირდა მერე ამოიცნო წლების წინ აჩუქა თავად გიორგობიანმა ეს
სათვალე. რამდენი იწვალა მაშინ, სულ ახალი მოდელი იყო და დაინახა თუ, არა
დემე გაახსედა. გამოიწერა, თუმცა ძალიან დაიგვიანა ჩამოსვლა, ხან მარაგში აღარ
ჰქონდათ, ხან გზაში დაიკარგა და მოკლედ ათასი მიზეზი იყო, რის გამოც ერთი-
ორი ადამიანი შემოელანძღა, მაგრამ რას წუხდა ოღონდ მალე მიეღო ნივთი
ყველაფერს იზამდა.
- არაფერი. ვიფიქრე დრო თუ, გქონდა სადმე წავიდოდით.
- ახლა პაემანზე
დაპატიჟა? ეს კიდევ უფრო გაუკვირდა გიორგობიანს.
- ბოდიში, სხვა დროს იყოს ახლა კესი მყავს სახლში მისაყვანი და ვერ მოვახერხებ.
- თითქოს გული დაწყდა უარის თქმა, რომ მოუწია. დანიელი არ იყო ცუდი
ადამიანი.
- კარგი, გასაგებია.
- ეტყობოდა, როგორ დაწყვიტა გული ქალის უარმა.
- შემდეგში მე დაგპატიჟებ - სიტუაციის გამოსწორებას ეცადა და თან ფაქტიურად
ახლა თავად დაუნიშნა პაემანი.
- წავედით? - ჰკითხა გამსახურდიამ ტუჩების მოძრაობით და მანქანისკენ ანიშნა.
- იცოდე ვიმახსოვრებ - ჩაეცინა კაცს მეორე ხაზიდან. ამის პარალელურად
დემეტრეს დაუქნია თავი თანხმობის ნიშანდ.
- რა თქმა უნდა - გაეცინა ქალსაც - კარგი ახლა უნდა დაგემშვიდობო და
თავისუფალი დრო, რომ მექნება აუცილებლად დაგირეკავ. შეხვედრამდე.
-
გათიშა და მანქანაში ჩაჯდა, ისევ უკანა სავარძელი დაიკავა კესოსთან ერთად.
- მადლობა, რომ ჩანთა წამომიღე - უთხრა კაცს მორიდებით ისე რომ სახეში არ
შეუხედავს. სარკეში ისევ ლუნას სახეს უყურებდა მთელი გზა და თითქოს ახლა
მიმხვდარიყო, როგორ არაადამიანურად ენატრებოდა მთელი განვლილი დრო,
ყურებით ვერ ძღებოდა.
- კეს გაერთე ჩემთან ერთად? - ჰკითხა დემეტრემ და მხოლოდ ახლა მოაცილა
მზერა უფროს გიორგობიანს და ბავშვს გაუღიმა.
- კი დემე ძია ძალიან კარგი იყო.
- თვალები უციმციმებდა და მთელი სახით
იღიმოდა.
- თქვენ ქალბატონო ლუნა? - ისევ ლუნას გახედა სარკიდან, წარბები აზიდა და
ოდნავ გააქნა თავი მის ქცევაზე გიორგობინმა თვალები აატრიალა და
ჩაილაპარაკა.
- ჩემთან დალაპარაკების შანსს არ უშვებს ხელიდან, მიუხედავად იმისა იცის,
როგორც დავამთავრეთ - ისე თქვა დემეტრეს აუცილებლად უნდა გაეგო.
- უხეშობა რა საჭიროა? დასრულებით კი ძალიან კარგად მახსოვს, როგორც
დავასრულეთ. თუ გინდა მოგიყვები. რას იტყვი? - ვერ იტანდა ყოველ წამს, რომ
წარსულს იხსენებდა და მაზოლზე, რომელიც ჯერაც არ მორჩენია კიდევ ერთხელ
აჭერდა და ახსენებდა საკუთარ შეცდომებს.
- ბავშვთან ერთად ვართ გაითვალისწინე - რომ ვეღარ მოიფიქრა რა ეთქვა ბავშვი
მოიმიზეზა.
- მაშინ ბავშვს სახლში მივიყვანთ და ჩვენ ვილაპარაკებთ რას იტყვი? - თვალები
ბრაზით ჰქონდა ანთილი. როგორი მარტივია გული ვატკინოთ ადმიანებს ერთი
უმნიშვნელო სიტყვით, ქმედებით. ამ შემთხვევაში მხოლოდ გამსახურდიას არ
მიუძღვოდა ბრალი მათ წარსულში, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ორივემ დააშავა და
ასე ვთქვათ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, რამაც არა მარტო მათზე
კონკრეტულ ადამიანზე, არამედ გარშემო მყოფებზედაც იმოქმედა და ასე თუ ისე
ისინიც დააზარალა. ალბათ მაშინ იმდენად იყვნენ გადართული საკუთარი თავის
გადარჩენაზე, სუფთად გამოსვლაზე ორივეს დაავიწყდა ის უტყუარი ჭეშმარიტება
ცხოვრების გზებთან დაკავშირებით, რაც არ უნდა დავიწყებოდათ. მათზე იყო
დამოკიდებული რა გზას აირჩევდნენ ცხოვრებაში (ამ შემთხვევაში, როგორ
გადაწყვეტილებას მიიღებდნენ) რადგან შედეგიც შესაბამისი იქნებოდა. ზუსტად
ამ შესაბამის შედეგს იმკის ახლა ორივე.
- სალაპარაკო არაფერია, ეს თავადაც იცი - აღარ უნდოდა მეტი ელაპარაკა
დემეტრესთან, აღარ უნდოდა მის ცხოვრებაში რამე ადგილი დაეკავებინა
გამსახურდიას.ხანდახან ნერვები ეშლებოდა, რადგან ადამინური
გადმოსახედიდან ძალიან რთულია თავი შეიკავო, თვალი დახუჭო და
აღარასოდეს გაიხსენო ტკივილები ან ის ადამიანი ვინც ეს ტკივილები
მოგაყენა.გამსახურდია ჩუმად იყო აღარაფერს ამბობდა, მაგრამ უკვე ისეთი
დაძაბული გარემო შეიქმნა თავისფლად ვეღარც სუნთქავდა ლუნა. ფანჯარა
ბოლომდე ჩაწია და აწითლებული, აფორიაქებული სახე ქარს მიუშვირა. თვალები
დახუჭა და მწველ მზის სხივებს უფლება მისცა მის სახეზე ენავარდათ. ამასობაში
ლუნას სახლთანაც მივიდნენ. მანქანიდან, რომ გადმოდიოდა კარი ჩაუკეტა
დემეტრემ და თვალი თვალში გაუყარა.
- სალაპარაკო გვაქვს - უთხრა ცივი ხმით და კიდევ უფრო გაყინული სახით.
- უკვე გითხარი, სალაპარაკო არაფერია დემეტრე - თავისას აგრძელებდა
გიორგობიანი.
- და ძალიან გთხოვ ნუ ბავშვობ და კარი გამიღე.
- დაღლილი ხმა
ჰქონდა ქალს.
- არის, ლუნა არის - რულს დაარტყა ხელი ნერვებ მოშლილმა და ფანჯრიდან
გაიხედა.
- დემეტრე აქ ბავშვია - უყვირა ლუნამ.
- იყოს ლუნა - წამში მოაშორა ფანჯარას მზერა და დამეფიცება ნერვები უკვე
ზღვარზე ჰქონდა ისეთი მზერით უყურებდა.
- არ მაინტერესებს. ყელში ამოვიდა
უკვე შენი კაპრიზები, ნერვების მომშლელი და დამამცირებელია ყოველ ჯერზე
წარსულის შეხსენება. საავადმყოფოს ეზოში, რომ კონცერტი მომიწყვე გგონია
მაგარი ხარ? ეგო დაიმშვიდე და გგონია მაშინ, რომ ხმა არ ამოვიღე მტყუანი ვიყავი
და იმიტომ? ან გგონია მარტო შენ დაიტანჯე? მარტო შენ გტკიოდა? ერთხელ მაინც
გიფიქრია საკუთარი თავის გარდა სხვებზე? დაფიქრებულხარ მე როგორ ვიყავი? -
ყვიროდა და აქეთ-იქეთ იქნევდა ხელებს.
- კეს მიდი საყვარელო სახლში შედი და მეც მალე მოვალ.
- თმაზე ჩამოუსვა ხელი
შეშინებულ ბავშვს.
- ბებოს არაფერი უთხრა კარგი? - გაუღიმა პატარას და მანქანის
კარი გაუღო.
- კარგი მამიდა.
- მანქანიდან გადავიდა თუ არა კარი დახურა ქალმა და
გაბრაზებული მზერა სტყორცნა დემეტრეს.
- ახლა კარგად მომისმინე და მერე გამოიტანე დასკვნები: საკუთარ თავზე რას და
როგორ ან რა დოზით ვიფიქრებ შენი საქმე არაა. წარსულში, რაც მოხდა იმაზე
საუბარი გითხარი, რომ არ მინდა და ნუ მახსენებ იმას რაზეც შენ წარმოდგენაც კი
არ გაქვს და ვერ მიხვდები, როგორი საშინელება გამოვიარე. ნუ ამბობ, რომ
მართალი ვარ და ამიტომ ვიყვირე და მოგიწყვე კონცერტები, ვერასოდეს გაიგებ
რის ფასად მიჯდება ყოველი დღე და ყოველი ღამე.
- ემოციური იყო, ცრემლები
წამოუვიდა და თუმცა მალე შეიმშრალა მაინც მოასწრო დანახვა გამსახურდიამ.
-
ვის ველაპარაკები საერთოდ. წავედი.
- კიდევ ერთხელ შეიმშრალა ცრემლები და
ჩანთა აიღო ხელში.
- ეგოისტი ხარ ლუნა. საშინლად ეგოისტი.
- ზიზღისგან ტუჩები უცახცახებდა.
- შენ კი გამოუსწორებელი ცინიკოსი და თავხედი კაცი ხარ.
- ღვარძლიანად თქვა
და კარი უნდა გაეღო, რომ გაახსენდა დემეტრეს მისი კარი ისევ ჩაკეტილი ჰქონდა.
- კარი გამიღე - ტელეფონის ხმა იყო. პროკურორს სამსახურიდან ურეკავდნენ.
პირველივე ზარზე უპასუხა, იმდენად სერიოზული ხმა ჰქონდა, იმდენად
სხვანაირი, საოცრად გააკანკალა ქალს.
- რა ხდება? - სახე ათასჯერ უფრო მეტად გაეყინა ვიდრე აქამდე ჰქონდა და ხმა
ზამთარივით მკაცრი გაუხდა.
- ახლა? სად? დიახ, საფრთხეს წარმოადგენს? კარგი, ახლავე გამოვდივარ.
- კარი
გაუღო ლუნას და ელოდებოდა, როდის გადავიდოდა მანქანიდან.
- ლუნა გადადი კარი ღიაა.
- უთხრა, რომ მიხვდა გადასვლას არ აპირებდა.
- სამსახურიდან დაგირეკეს? - სრულიად მოულოდნელი იყო ეს კითხვა
კაცისთვის.
- რა? - დაიბნა. ვერ მიხვდა, რატომ ეკითხებოდა.
- სამსახურიდან დაგირეკეს? - ისევ გაუმეორა.
- კი და მეჩქარება გადადი.
- უხეში იყო. ისეთი რამ უთხრეს ტელეფონში ის
სიტყვები თუ სიმართლეს შეესაბამებოდა, რაც შეიძლება მალე უნდა ემოქმედა,
ძალიან მალე.
- ლუნა არ გესმის? გადადი-მეთქი ჩქარა.
- უყვირა ისე გააზრებაც
ვერ მოასწრო. ეს არ იყო ორი წამის წინ ჯერ კიდევ კარი, რომ ჰქონდა ჩაკეტილი და
არაფრის დიდებით არ უღებდა? ახლა რა დაემართა? ასე, როგორ შეცვალა ერთმა
ზარმა? შეშინებულმა სასწრაფოდ გააღო კარი და მანქანიდან გადმოვიდა. კარი
ბოლომდე მიხურულიც არ ჰქონდა მაღალი სიჩქარით, რომ მოსწყვიტა მანქანა
ადგილს. იმდენად დამცირებულად იგრძნო თავი, ვერც კი უშვებდა იმ ფაქტს, რომ
სამსახურის გამო ასე ეუხეშა. დემეტრე არ იყო ასეთი, იმდენად უნოდოდა ეს
სიტყვები სიმართლე ყოფილიყო ლამის ხმა მაღლა ეყვირა, რომ დემეტრე არ იყო
უხეში და ახლა ცუდი დრო დაემთხვა უბრალოდ. თითქოს ეწყინა მისგან იმიტომ
კი არა, რომ უყვარდა და ვერ აიტანა თბილი სიტყვების ნაცვლად, რომ უხეშობა
მიიღო არა. ეს საერთოდ ცალკე თემა იყო. ეწყინა, რადგან კაცისგან ასეთ ტონს არ
ელოდა, დემესგან ყველაზე ნაკლებად კი არა საერთოდ არასოდეს არ ელოდა
ასეთი ტონით ლაპარაკს, ასეთ უხეშობას. მართალია, რომ ამბობენ ვინც გიყვარს
იმისგან ბრინჯის მარცვლისოდენა შეცდომა მოგხვდება გულზე ლოდივით და
ძალიან გეტკინებაო. არ აღიარებდა, მაგრამ ყველაფერი ამტკიცებდა, რომ ისევ
უყვარდა. სახლში შესავლისთავანე სამზარეულოს მიაშურა ჭიქა წყლით გაივსო
და სულმოუთქმელად დალია.
- რა დაემართა? - თავი შეარხია ოდნავ და თვალები მოჭუტა - ასე რატომ მოიქცა?
ვითომ სამსახურის გამო? აააშ - თავში შემოირტყა ხელი - რაზე ვიქრობ, რაც უნდა
ის ქნას, დარწმუნებული ვარ ისევ გამოძიების გარდა არაფერი ახსოვს - ტუჩები
უკმაყოფილოდ აატრიალა და გაშლილ თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი. ჭიქა
იქვე დადო და სამზარეულო დატოვა.
- ნორა - გასძახა დედას მისაღებში - კესო სად არის?
- ოთახშია - მისაღების ზღურბლთან იყო ნორა გაჩერებული და კარის წირთხლს
მიყრდნობოდა - შეშინებული თვალები ჰქონდა, მაგრამ არაფერი მითხრა, მოხდა
რამე?
- არა, არაფერი მომხდარა, მნიშვნელოვანი არაფერი - გაუღიმა დედას და კესარიას
ოთახისკენ წავიდა.
- კეს შეიძლება შემოვიდე საყვარელო? - კარზე მიუკაკუნა.
- კი.
- კარი შეაღო და საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი, რომ დაინახა, როგორ
ტიროდა გული დაეწვა.
- სწრაფად მიხურა კარი და ბავშვთან ჩაიმუხლა - კეს,
რატომ ტირი? - ხელის გულით შეუმშრალა ცრემლები და მის წინ ჩაიმუხლა.
-
შეგეშინდა ჩემო პატარა? - ბავშვმა მხოლოდ თავი დაუქნია და სატირლად
მომზადებული ტუჩების გასწორება სცადა.
- დემეტრე ბიძია ცუდი კაცია - ამოსრუტუნა ბავშვმა.
- არა, კეს დემეტრე კარგი ადამიანია - დაუყოვნებლივ უარყო - მაგრამ შენ, რატომ
ფიქრობ, რომ ცუდი კაცია? - კიდევ ერთხელ შეუმშრალა ცრემლები.
- აბა, რატომ გიყვირა თუ ცუდი კაცი არაა? - წარბები შეკრა და სიფრიფანა
მკლავები გულზე გადაიჯვარედინა.
- მომისმინე კეს. დღეს ხომ გაერთე მასთან ერთად? ნაყინი გიყიდა, დრო შენთან
ერთად გაატარა და ძალიან კარგად გექცეოდა ხომ ასეა? - გაუღიმა ბავშვს, როგორც
შეძლო. თავი დაუქნია კესომ.
- მაგრამ შენ, რომ ცუდად მოგექცა? - მაინც ჯიუტად არ ივიწყდა დემეტრეს
უხესობას.
- არა, საყვარელო დემე ცუდად არ მომქცევია. სხვები უარესს აკეთებენ დემეტრე
არაა ცუდი ადამიანი.
- ყველანაირად ცდილობდა კესოს წარმოსახვაში დემეტრე
კარგ ადამიანად დაეტოვებინა.
- მაშინ, რატომ არ მიყვები ცოლად? - ეშმაკურად გაუღიმა ბავშვმა.
- რას ამბობ კესო? - აღელვება, რომ არ შემჩნეოდა გაიცინა.
- რა სისულელეა
გამსახურდიას ცოლობა, ნუ მაცინებ.
- რა კარგია ესეიგი სულ ჩემთან იქნები - მკლავები შემოხვია კისერზე და გულში
ჩაეკრა უკვე დამშვიდებული.
- ერთი წუთით კეს მირეკავენ - ამღერებულ ტელეფონს უპასუხა. სულ
გადაავიწყდა ფსიქიატრს, რომ უნდა დაერეკა ვიზიტის დასაჯვშნად.
- ალო, გისმენთ - თავისი ოთახისკენ წავიდა. აღარ უნდოდა ნორას და
დანარჩენებს გაეგოთ, საკმარისად ანერვიულა უკვე.
- დიახ, ხვალ შევძლებ დღის მეორე ნახევარში.
- სამ საათზე?
- დიახ მოვალ. მადლობა რომ დროს მითმობთ.
- გულწრფელად მადლიერი იყო.
ზარი გათიშა.
მთელი საღამო ხვალინდელ შეკვეთებს დასტრიალებდა თავს. რომელ საათზე ვინ
მოვიდოდა ამოწმებდა ან რა უნდა დაეხატა, თუ მოასწრებდა და ასე შემდეგ. ერთი
ადამიანის შეკვეთის გადატანა მოუწევდა მხოლოდ კვირის ბოლოსთვის.
კონსტანტინეს და დანარჩენებს ხვალ და ზეგ გაატანდა შეკვეთებს.
- ლუნა სად არის ბებიას წამლები? - ოთახის კარი შეაღო ნორამ.
- ლურჯ ჩანთაში ჩავდე აფთიაქი და იქ იქნება.
- კარგი, ჯერ კიდევ, რატომ არ გძინავს? ლამისაა ორი საათი დაიწყოს.
- მართლა? შეკვეთებს გადავხედე და რა უცებ გაპარულა დრო.
- გაიზმორა და
მხოლოდ ახლა მიხვდა, როგორ ეძინებოდა.
ათ წუთში უკვე საწოლში იწვა და სულ მალე ტკბილად ეძინა.
ვერ ვიტყვი მშიდად ჩაიარა ღამემთქო, რადგან კოშმარმა ისევ დაუფრთხო ძილი,
ამ ჯერად კოშმარი უფრო დიდ ხანს გაგრძელდა და გამოღვიძებაც ძალიან
გაუჭირდა. მაინც, რამდენ ხანს უნდა გაგრძელბულიყო ეს ჯოჯოხეთი? როდის
შეძლებდა თავისუფლად ძილს? როდის აღარ შეეშინდებოდა სიზმრების? ან
ოთახში მარტო ყოფნის?
დილის რვის ნახევარი იქნებოდა საწოლიდან, რომ ადგა სახელოსნოში უნდა
წასულიყო დღეს განსაკუთრებით ბევრი შეკვეთა ჰქონდა და დაგვიანება არ
შეიძლებოდა. ყავა დალია, შავი კლასიკური კომბინიზონი ჩაიცვა, შიგნით თეთრი
მაისური და ქერა თქმა მაღლა აიკეცა.
პირველი კონსტანტინეს შეკვეთის დახატვა დაიწყო, ამასობაში კი ორი დღის წინ,
რომ ესაუბრა ტელეფონზე ის გოგონა მოვიდა, მისი შეკვეთაც დაიტოვა და უთხრა
თუ საჩქარო არ იყო ორ დღეში გამოევლო. სამის წუთებამდე კონსტანტინეს
შეკვეთას მორჩა და მეორე ნახატიც დაიწყო. კონსტანტინეს შეკვეთა უცნაური იყო,
ბნელი ოთახის დახატვა უნდოდა სადაც გოგო იყო გაშლილი საშუალო სიგრძის
თმით. იქვე გოგონას გვერდით სკამი იდგა, რომელსაც მსხვილი სისხლიანი
თოკები ჰქონდა შემოხვეული. უცნაური იყო, ვერ გაეგო ლუნას საკუთარ თავს და
წარსულს რატომ ახსენებდა ეს ნახატი, თუმცა როგორი საშინელი მოგონებებიც არ
უნდა გახსენებოდა, მომხმარებლებს ვერ დაკარგავდა. სრულიად უსაფუძვლო
იქნებოდა მისი უარი კონსტანტინესთვის, რადგან ის არაფერ შუაში იყო ლუნას
წარსულთან.
ფსიქიატრიული კლინიკის წინ თხუთმეტი წუთით ადრე მივიდა და თავისი
ფსიქიატრის კაბინეტის წინ გაჩერდა.
- შემდეგი ქალბატონი ლუნა გიორგობიანი.
- დაუძახა ახალგაზრდა გამხდარმა
გოგონამ. კაბინეტში შევიდა და საშუალო ხნის ქალბატონის წინ დაჯდა.
- გამარჯობა ლუნა - გაუღიმა ქალმა - როგორ ხარ?
- მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? - ჰკითხა ლუნამაც. ქალბატონ ლალის
აღარაფერი უპასუხია.
- ყველაფერი დეტელურად უნდა მოგვიყვე, ხომ იცი ძვირფასო? - წარბები ოდნავ
მაღლა აზიდა და თანაგრძნობით გაუღიმა.
- დიახ ვეცდები.
- მოეშვი და დაიწყე.
- ლუნამ ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა და დაიწყო.




ქალბატონი ლალის კაბენიტში შევიდა თუ არა თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა,
სული ეხუთებოდა და ყველა წამს იმაზე ფიქრობდა, ამდენი ნერვიულობით გული
არ წასვლოდა. ლალის დიდი კაბინეტი ჰქონდა, შესანიშნავი ხედით. ატმოსფეროც
ისეთი იყო მარტივად, რომ შეძლებდი ყველა საკითხზე საუბარს.
- გისმენ ლუნა, შეგიძლია დაიწყო - გაუღიმა ისევ ლალიმ.
- დიახ - უხერხულობის დასაფარად გაიცინა, გაოფლილი ხელის გულები კაბაზე
გაისვა და მხოლოდ ახლა შეამჩნია ნერვებისგან, როგორ საშინლად უკანკალებდა
მუხლები.
- კარგი - კიდევ ერთხელ, ღრმად შეისუნთქა ჰაერი, თვალები დახუჭა,
ტუჩები მოკუმა და რამდენიმე წამში გახსნა ბაგე. თავისი ამბის თხრობა დაიწყო -
წლების წინ ერთი ბიჭი მიყვარდა, ძალიან კარგი, მზრუნველი და მოსიყვარულე
ადამიანი იყო. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ერთ დღესაც დავინიშნეთ,
უბედნიერესები ვიყავით, მაგრამ როგორც წესი ჩვენმა ბედნიერებამ დიდ ხანს არ
გასტანა.
- მწარედ ჩაეცინა და მაღლა აიხედა, ცრემლების დასაფარად - იმ
პერიოდში პროკურორად დაინიშნა და ყველანაირად ცდილობდა თავისი
უფროსების თვალში საუკეთესო გამოჩენილიყო და ამის გამო დღე და ღამე
მუშაობდა. ერთი საქმე ჩააბარეს სერიული მკვლელის დაკავება ევალებოდა,
-
გაჩერდა ხმაურიადან გადაყლაპა ნერწყვი, ენა იმდენად გამხმარი ჰქონდა
დაძაბულობისგან თითქოს ქვა ედო პირში.
- ბევრჯერ სცადეს მისი დაჭერა, მაგრამ
ყველაფერს ყოველთვის იმდენად სუფთად აკეთებდა, საქმე გაუხსნელი რჩებოდა.
რადგან დემეტრეს თავის გამოჩენა უნდოდა მთლიანად გადაეშვა სამუშაოში და
ვეღარც ჩემთვის და ვეღარც თავისი მეგობრებისთვის დროს ვეღარ ნახულობდა.
თავად მიდიოდა დანაშაულის ადგილას და მოკლედ, რომ ვთქვა ყველაფერს
თავად აკეთებდა. ერთ დღესაც, როდესაც როგორც იქნა დრო გამოინთავისუფლა
ჩემს სანახავად - გაჩერდა, ნიკაპი აუკანკალდა და ნერვიულობის დასაფარად
თითები აიფარა, თუმცა ცრემლებისგან თავი ვერ შეიკვა - მე გამიტაცეს.
-
იხსენებდა ყველაფერს და გრძნობდა, როგორი სისწრაფით დაუდიოდა სისხლი
ძარღვებში, როგორ გამალებით უცემდა გული, ეგონა ცოტაც და გაუსკდებოდა.
ყოველთვის იყო ის მომენტი, როცა იხსენებდა წარსულს, მაგრამ ასე ზუსტად, ასე
კონკრეტულად არასოდეს გაუხსენებია. დავიწყება უნდოდა, ყველაფრისგან
დასვენება და განთავისუფლება. ახლა კი, როცა უკვე მეორედ თავის ამბავს
ჰყვებოდა ახსენდებოდა ბავშვობაში ნორას ნასწავლები სიტყვები, ყველა ადამიანს
თავისი ამბავი და თავისი გზა აქვს ცხოვრებაშიო. ლუნასაც ჰქონდა თავისი ამბავი.
ამბავი, რომელსაც არც ისე კარგი მოგონებები ახლდა თან.
- ზუსტად იმ
მკვლელმა ვინც, ათობით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ბნელ შენობაში
გამომამწყვდია და სამი დღის მანძილზე არაფერი მიჭამია და არ დამილევია.
-
ცრემლები ჩამოუგორდა და გამშრალ ყელში გაჭირვებით გადაუშვა წყალი,
რომელიც ლალიმ დაუსხა - გთხოვთ ყველაფრის გახსენებას და თქმას ნუ
მომთხოვთ, ძალიან რთულია.
- რა თქმა უნდა.
- სწრაფად უპასუხა ქალმა, ისე თითქოს ინტერესი აღეძრა ამბის
მიმართ და უნდოდა მალე გაეგრძელებინა თხრობა.
- სკამზე ვყავდი მიბმული და იარები, რომელიც თოკმა დამიტოვა, დღემდე
მეტყობა მაჯებზე - აკანკალებული ხელები წინ გაწია და თავისი ნაიარევი მაჯები
აჩვენა. ჯერ კიდევ კარგად ეტყობოდა, როგორ ძლიერად ექნებოდა ხელები
დაბმული. განვლილი წლების შრამები არა მარტო მაჯებს, არამედ მის
ცხოვრებასაც ჯერ კიდევ შესამჩნევად აჩნდა - დრო და დრო ჩემს საქმროსთან
რეკავდა დაფარული ნომრით და ეუბნებოდა ამ საქმისთვის თავი დაენებებინა,
თორემ მომკლავდა. როდესაც ელაპარაკებოდა სულ დახმარებას ვთხოვდი
დემეტრეს, რომ თუ ვუყვარდი არ დაევეტოვებინე მასთან და თავიდან მჯეროდა
კიდეც მალე მიპოვიდა, მაგრამ დემეტრე არ მოვიდა. საბოლოოდ დანებდა და
სიკვდილისთვის გამიმეტა - ტირილი ქვითინში გადაუვიდა და ბოლოს ისე
საწყალობლად ტიროდა, ლალისაც აუჩუყდა გული.
- ლუნა თუ გინდა შემდეგ სეანსზე გავაგრძელოთ დანარჩენი. ვხედავ ძალიან
გიჭირს. დამშვიდება გჭირდება - მართლა გულით სთხოვა ლალიმ
დამშვიდებულიყო და მერე შეხვედროდნენ. მხოლოდ თავი დაუქნია და ფეხზე
წამოდგა. ჯერ კიდევ ტიროდა და კანკალებდა. ძლივს ჩამოსწია კარის სახელური
კაბინეტიდან გამოსვლისას. თავიდანვე იცოდა, როგორი რთულიც იქნებოდა ამ
ამბის კიდევ ერთხელ თავიდან გახსენება და თან სხვისთვის გაზიარება, მაგრამ
ამდენად, თუ გაუჭირდებოდა ვერასოდეს იფიქრებდა. ვერც ის წარმოედგინა ასე
ცოცხლად, თუ წარმოუდგებოდა კადრები თვალწინ და ასე აშკარად თუ შეეძლო
ყველაფრის გახსენება და თავიდან შეგრძნება, იმ სიტყვით გადმოუცემელი
ტკივილის რაც გამოიარა. კოშმარად ექცა იმ სამი დღის ტკივილი და ტანჯვა,
კოშმარად ექცა კაცი, რომელმაც სასიკვდილოდ გაწირა და ისე ხელის
აუკანკალებლად ჩაარტყა დანა მუცელში წამით სიამოვნების ნაპერწკლებიც კი
შენიშნა გიორგობიანმა მის სახესა და გაყინულ თვალებში.
შენობიდან გამოდიოდა ტელეფონი, რომ აუწკრილდა ჩანთაში. ხელის
კანკალით ამოიღო, ჯერ კიდევ სდიოდა ცრემლები და დარწმუნებული იყო, ხმა
რომ გაეღო ისევ ატირდებოდა. უცხო ნომრიდან იყო ზარი, შეკეთების მიღების
თავი არ ჰქონდა, ტელეფონი ჩააქრო და ჩანთაში დააბრუნა. რამდენიმე წამში ისევ
აწკრიალდა ტელეფონი, ისევ ის ნომერი იყო, იფიქრა, შეკვეთის წასაღებდ
რეკავენო და უპასუხა.
- სად ხარ? - ნაცნობი, აღელვებული, ოდნავ შიშ შეპარული, ბოხი ხმა გაისმა
ტელეფონში.
- უკაცრავად, ვინ ბრძანდებით? - დასაზუსტებლად იკითხა, თორემ მის ხმას
მილიონში გაარჩევდა.
- ლუნა მაგის დრო არაა მითხარი სად ხარ? მეჩქარება.
- სწრაფად თქვა კაცმა.
მშვენივრად მიხვდა, ქალმა მისი ხმა იცნო, მაგრამ ლუნა ვერ იჯერებდა, რომ
ნამდვილად გამსახურდია ურეკავდა.
- რუსთაველის მეტრო სადგურთან ვარ, ბაქრაძის ქუჩაზე. მოხდა რამე? რატომ
ინტერესდები სად ვარ და რას ვაკეთებ? - ვერაფერი გაიგო რაში აინტერესებდა
გამსახურდიას სად იყო ლუნა, რატომ მოთხოვა ასე დაჟინებით ეთქვა
ადგილსამყოფელი?
- მანდ დამელოდე, არსად წახვიდე.
- ისე გაუთიშა მეტი არაფერი უთქვამს. სულ
მთლად დაიბნა გიორგობიანი, ხან კარგად ექცევა, კარგად ელაპარაკება და
თბილად უღმის, ხელ ჩაკიდებული დაყავს, ხანაც ისე უყვირის და უბრაზდება
გეგონება მის თავზე ჩაიდანი დუღს. მანქანიდან აგდებს, ისე ტოვებს არაფერს
უხსნის. გაჩერებამდე ფეხით მივიდა და გამსახურდიას ლოდინი დაიწყო. ნეტავ
რა ხდება? ხომ არაფერი დაემართა? ნეტავ ხომ არ... თავი გააქნია და სახე დამანჭა,
უაზრო ფიქრების განდევნა სცადა და თავის დამშვიდება დაიწყო. რამე, რომ
მოსვლოდა მე არ დამირეკავდა. იცის, როგორც მეშინია სისხლის და ჭრილობების.
მაგრამ იქნებ მართლა, რამე საშინელება დაემართა? ფიქრობდა თავისთვის ლუნა
და შორიდან, რომ შეგეხედათ იტყოდით სრული ჭკუის არ არისო, რადგან ხან
თავში ირტყამდა ხელს ფიქრების მოსაშორებლად და ხან აქეთ-იქით აქნევდა
თავს.
დემეტრე თავისი მანქანით, რამდენიმე წუთში მივიდა ლუნასთან, ის კი ისე იყო
ფიქრებში ჩაძირული ვერც კი გაიგო, როდის გაუჩერდა მანქანა წინ. დემეტრემ
გახედა და დასიგნალებას აპირებდა ლუნამ, რომ სახე დამანჭა, თვალები
დააწვრილა და ხელი თავში ჩაირტყა, თან რაღაც უთხრა თავის თავს. გაჩერდა,
გაეცინა ასეთი, რომ დაინახა. მიხვდა ფიქრობსო და თან თავის თავს
ეწინააღმდეგებაო და მიუხედავად იმისა ცოტა დრო ჰქონდა ტელეფონი აიღო და
ვიდეოს გადაღება დაიწყო, თან სიცილის ვერ იკავებდა.
- ღმერთო, როგორი გიჟია - გაეცინა. ერთს ხანს ისევ იღებდა და ვიდრე გადაღებას
დაამთავრებდა სიცილი აუტყდა ლუნას, მართლა გიჟურად იცინოდა,
გამსახურდიასაც გაეცინა ასეთი ლუნას დანახვაზე - ნეტავ რა აცინებს? როგორიც
არ უნდა იყო, მაინც მიყვარხარ გიორგობიანო. მაინც ჯიუტად მინდა...
- გათიშა
ვიდეო და მხოლოდ მერე დაამთავრა სიტყვა - მიგისაკუთრო.
- თავი გადაიქნია
თავის საქციელზე - ეს უკვე აღარ უნდა მეთქვა.
- ერთი ღრმად ამოიოხრა და
ტელეფონი გადადო. მერე კი ორჯერ დაუსიგნალა ქალს. შეშინებულმა გაიხედ-
გამოიხედა და მერე მის წინ გაჩერებული მანქანა, რომ დაინახა სწრაფი ნაბიჯით
დაიძრა მისკენ. კარი გამოხსნა და ამჯერად წინ ჩაუსკუპდა.
- ღვედი გაიკეთე - მანქანის ძრავი აამუშავა და როცა ლუნამ ღვედი შეიკრა დიდი
სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილს.
- მოხდა რამე? შენს ზარს ყველაზე მეტად არ ველოდი.
- გვერდიდან შეხედა მის
მკაცრ სახეს. კაცი ხმას არ იღებდა.
- დემეტრე! მითხარი, რა ხდება სანამ გავგიჟდები.
- ისევ დუმილი.
- მირეკავ,
მეუბნები არსად წახვიდე, დამელოდე მოვდივარო და ახსნასაც არ ვიმსახურებ? -
უკვე ნერვები ეშლებოდა ლუნას - გააჩერე მანქანა! - რეაგირება რომ არ ჰქონდა
გააგრძელა - წლების წინაც ასე უთქმელად, ჩემგან დამოუკიდებლად მიიღე და
ახლაც იგივეს აკეთებ. დემეტრე შენ გეუბნები გააჩერე მანქანა, თორემ კარს
გავაღებ და გადავხტები.
- ლუნა ხელს მიშლი, გაჩუმდი ცოტა ხანს და გეტყვი ყველაფერს.
- ეცადა მშვიდად
ეთქვა. გაჩერდა, ხმა აღარ გაუღია, გულზე გადაიჯვარედინა ხელები და
ფანჯრიდან ყურება დაიწყო. დემეტრემ შეხედა და ოდნავ ჩაეღიმა. „საშინლად
ჯიუტი და თავნება ქალია ისევ“ გაიფიქრა თავისთვის.
განყოფილებაში მისვლას და სხვების თანდასწრებით ყველაფრის ახსნას, არჩია
სადმე წყნარ ადგილას წასვლა. მალევე მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და
გააჩერა. ღვედი შეიხსნა და ლუნასკენ შებრუნდა.
- ლუ არ შეგეშნიდეს კაი? - ისეთი თვალებით უყურებდა ქალს, უნდოდა კი არა
ჭირდებოდა, რომ ლუნას ეთქვა არ შემეშინდებაო. ალბათ ასე უფრო შეძლებდა
ლუნასთვის იმ მწარე რეალობის შესახებ ეთქვა, რაც წინ ელოდა. ლუნას არც
მიუქცევია ყურადღება სახელის შემოკლებული ფორმით, რომ მიმართა, მის შავ
თვალებს უყურებდა და მეტი ამ წუთას არც არაფერი აინტერესებდა.
- რატომ უნდა შემეშინდეს? ამიხსენი რა ხდება.
- დაბნეულმა მიუგო.
- გადმოდი მანქანიდან და გეტყვი.
- სწრაფად გამოხსნა მანქანის კარი და
გადავიდა. ღელავდა, არ იცოდა, როგორ ეთქვა ლუნასთვის, რომ მისი ჯოჯეხეთი
დაბრუნდა. კაცი, რომელმაც ყველაფერი ძვირფასი წაართვა ერთსაც და მეორესაც.
წარმოიდგინეთ, რამდენად რთული არჩევნის წინაშე იდგა დემეტრე, უნდა
გადაეწყვიტა ეთქვა ლუნასთვის, რომ ჯოჯოხეთი, რომელიც მარტომ გამოიარა
ისევ დაბრუნდა თუ არაფერი ეთქვა და დალოდებოდა კიდევ, როდის გაიტაცებდა
მას.
- მითხარი ბოლოს და ბოლოს რა ხდება? - წინ დაუდგა ლუნა. მოკლე თმას ქარი
ურევდა და რამდენჯერმე სახეზე ჩამოყრილი კულულები მოუთმენლად
გადაიწია ყურს უკან.
- დამპირდი, რომ სანამ არ დავამთავრებ ხმას არ ამოიღებ და არ შემაწყვეტინებ.
-
ზღვისფერ თვალებში შეხედა.
- კარგი, გპირდები.
- მობეზრებული ხმით დაეთანხმა და ფიქრობდა ახლა
ურთიერთობის განახლებას მთხოვს, მაგრამ პასუხი უკვე მაქვს ასე, რომ თავად
იწუხოსო. გვერდზე გაიხედა და დაელოდა, როდის ეტყოდა გამსახურიდა, მოდი
ისევ წყვილი ვიყოთო. მაგრამ ასეთი კი არა ამ საკითხთან მიახლოებულიც, რომ
ვერაფერი გაიგონა ცოტა დაიბნა.
- გუშინ სახლში, რომ მიგიყვანეთ შენ და კესო სასწრაფოდ სამსახურში მომიწია
წასვლა, ამიტომაც ...
- დემეტრე მერე მაგას ჩემთან ან კესოსთან რა კავშირი აქვს?
- ხომ დამპირდი არ გაგაწყვტინებო? მოიცადე და გაიგებ.
- მოუთმენლად ოდნავი
ბრაზით ჩაილაპარაკა კაცმა.
- რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. კაცი, რომელსაც
მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გაეტარებინა და რომელსაც წლებია ვეძებ და
ვცდილობ დავიჭირო ისევ დაბრუნდა.
- ისევ სამსახურზე ლაპარაკობ, როგორც მაშინ.
- ნაწყენმა ჩაილაპარაკა ისე, რომ
ვერც მიხვდა, როგორ შეახსენა წარსული. დრო, როცა ერთად იყვნენ და ვერც ის
გაიაზრა, როგორ ატკინა გული კაცს ამ სიტყევბით. თითქოს უთხრა შენს
ცხოვრებაში მაშინაც და ახლაც ყველაფერზე წინ სამსახური დგასო. მანქანისკენ
შებრუნდა უნდა ეთქვა, სახლში წამიყვანე შენს მოსმენას არ ვაპირებო სწორედ,
მაშინ თქვა, კაცმა ყველაზე მნიშვნელოვანი.
- მკვლელი, რომელმაც ათობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე და ბოლოს შენ
გაგიტაცა ისევ გამოჩნდა.
- გაშეშდა, ვეღარაფერი ქნა. ასე იდგა კარგა ხანს და
ბოლოს შებრუნდა. გამსახურდიას პირისპირ დადგა და კაცმა დაინახა, რამხელა
შიშმა დაიდო ბინა ქალის თვალებში, რამხელა ტკივილს მალავდნენ, თურმე
ამდენი წელი და ახლა ერთიანად, რომ დაინახა ყველაფერი, გული მოუკვდა.
- ლუ არ შეგეშინდეს კაი? მე აქ ვარ.
- ეცადა შეხებოდა და გულში ჩაეკრა ქალი,
მაგრამ ლუნამ უხეშად გააშვებინა ხელი.
- დემეტრე რას ამბობ? მკვლელი, არ დაგიჭერიათ მაშინ? იცი მაინც, როგორი
ჯოჯოხეთი გამოვიარე იმ დღეების მანძილზე? როგორ შეგეძლო ეს დაგეშვა? შენ
რა ადამიანი ხარ? ღმერთო არ მჯერა, რომ კაცი, რომელმაც სრული ჯოჯოხეთი
გამომატარა ჯერ კიდევ თავისუფალია.
- ხმამაღლა უყვიროდა გამსახურდიას და
უკვე იმდენად შიშის და ემოციების ზემოქმედების ქვეშ ვეღარაფერს
აცნობიერებდა. არ იცოდა რას ამბობდა ან რას აკეთებდა, მხოლოდ ის
უტრიალებდა გონებაში, რომ მკვლელი, მისი პირადი ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ
თავისუფალი იყო.
- ლუნა მისმინე,
- მხრებში ჩაავლო ხელი - არაა ჩემი ბრალი გესმის? საქმე
დახურეს. შენი გატაცების შემდეგ, როდესაც სამი დღის მერე გიპოვეთ გაქცევა
მოასწრო და როგორც ჩანს ვიღაც მფარველობს და საქმე უსწრაფესად დახურეს..
-
შეანჯღრია იქნებ აზრზე მოვიდეს და დაწყნარდესო, მაგრამ აზრი არ ჰქონდა
ლუნა უბრალოდ არ უსმენდა.
- არა, დემეტრე ის გარეთ არ უნდა იყოს. მომკლავს, არ მაცოცხლებს.
- ტიროდა და
გამწარებული ურტყამდა მუჭებს მკერდზე. კაცმა კი, რომ ვეღარაფერი გააწყო
ძლიერად შემოხვია მკლავები და ჩაიხუტა.
- მშვიდად ლუნა, მშვიდად. მე აქ ვარ. ნუ გეშინია. გთხოვ, მენდე.
აღარ დავუშვებ რამე დაგიშაოს.
- თმაზე ეფერებოდა და ჩუმად ელაპარაკებოდა
ქალს.
- რომ მიპოვოს დემეტრე? მერე რა უნდა ვქნა? - პატარა ბავშვივით, ცრემლებით
სავსე თვალებით უყურებდა სახეში კაცს.
- ვერ გიპოვის ლუნა. დამიჯერე შენთან მოახლოების საშუალებასაც არ მივცემ.
ხომ გჯერა ჩემი? - იმედიანი ჰქონდა ხმაც და თვალებიც.
ვინ იცის, როგორ უნდოდა კაცს ისევ ჰქონოდა მისი ნდობა და იმედი
გიორგობიანს. მაგრამ ქალი ხმას არ იღებდა. უსიტყვოდ ამბობდა ყველაფერს,
უსიტყვოდ ამბობდა, რომ მისი აღარც იმედი ჰქონდა და ვეღარც ენდობოდა.
ძლივსძლივობით დამშვიდდა ლუნა და სახლში წაიყვანა გამსახურდიამ,
დაისვენეო.
- დემეტრე ვინაობა იცი? - ისე მოულოდნელად ჰკითხა, წამით ვერც მიხვდა კაცი,
ვის გულისხმობდა ლუნა.
- არა, არ ვიცი და ამის ცოდნა, არც შენ გჭირდება. უბრალოდ ფრთხილად იყავი და
ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში დამირეკე.
- ოდნავ გაუღიმა.
ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია და ვიდრე სახლთან არ მივიდნენ სიტყვაც არ
უთქვამს.
- მადლობა, რომ მომიყვანე.
- ღვედი შეიხსნა და აქამდე სალონის უკანა ნაწილში
გადადებული ჩანთა აიღო.
- სამოდლობელი არაფერია.
- ნახვამდის.
- ორი წუთით ტელეფონი მათხოვე.
- ხელი გაუწოდა ტელეფონის
გამოსართმევად.
- რად გინდა? - დაბნეულმა ჩაუდო გამოწვდილ ხელში ტელეფონი.
გამსახურდიამ აღარაფერი უთხრა უბრალოდ ტელეფონში, რაღაც ჩაწერა და უკან
დაუბრუნა.
- ნახვამდის ლუნა.
- კარი მიუხურა ქალმა და ჩანთა მხარზე გადაიკიდა.
უყურა, როგორ დაძრა დემეტრემ მანქანა და ვიდრე მისი თვალთახედვიდან არ
გაქრა, არც განძრეულა.
მერე ერთი ღრმად ამოიოხრა და სახლში შევიდა.
ფეხსაცმელი შესასვლელშივე დაყარა, ჩვევაში ჰქონდა ცუდად ყოფნისას
ფეხსაცმლის და ტანსაცმლის უწესრიგოდ დაყრა.
სამზარეულში ფეხშიშველი გავიდა და არც ნორას საყვედურებისთვის მიუქცევია
ყურადღება, არც ბებიისთვის, რომელიც ეჩხუბოდა ფეხშიშველი, რატომ
დადიხარო.
მაცივრიდან წყალი გამოიღო და ბოთლითვე დალია.
მერე კი საკუთარი ოთახისკენ გასწია, დავიღალე და ცოტახანს დავისვენებო.
რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგ კვლავ აწკრიალდა ტელეფონი.
- ვინ ჯანდაბა ხარ და რა გინდა - ვიდრე უპასუხებდა მანამდე ჩაილაპარაკა.
თვალები დახუჭა და გაახილა, ციფრების გარჩევა, რომ შეძლებოდა. ყელი
ჩაიწმინდა და უპასუხა.
- ალო? - უცხო ნომრიდან იყო ზარი.
- ლუნა, გამარჯობა. ბოდიშს ვიხდი გვიან გირეკავთ.
- მამაკაცის ხმა გაისმა
ტელეფონში.
- დიახ, გამარჯობა. არაუშავს, გისმენთ რა ხდება? - საწოლიდან წამოიწია და
თვალები მოისრისა.
- კონსტანტინე ვარ, შეკვეთა მოგეცით ნახატის ორი დღის წინ.
- დიახ, მახსოვხართ. თქვენი ნახატი უკვე მზადაა და ხვალ შეგიძლიათ წაიღოთ.
-
უთხრა ლუნამ.
- ძალიან კარგი. სათხოვარი მაქვს თქვენთან. იქნებ გქონდეთ დრო და სხვა
ნახატების შეკვეთაც აიღოთ? თანხას წინასწარ დაგირიცხავთ.
- არა ბატონო, თანხა არაფერ შუაშია. დრო არ მაქვს. ფაქტიურად გადარბენაზე
ვხატავ და ვეღარ დავიმატებ ცოტა ხანს ახალ შეკვეთებს.
- არ მეჩქარება. როცა დრო გექნებათ მაშინ აიღეთ შეკვეთა. თუ გინდათ საერთოდ
სათითაოდ მოგიტანთ და როცა დრო გექნებათ მაშინ დახატეთ ხოლმე. ძალიან
გთხოვთ.
- ისე დაჟინებით ითხოვდა, ლუნას დაეხატა ვეღარ გაიგო რა ექნა.
- კარგით, რადგან ასე დაჟინებით ითხოვთ, მაშინ ხვალ ხომ მობრძანდებით
შეკვეთის წასაღებად და ხვალ გეტყვით პასუხს.
- კარგით. დროებით.
- ეს ბოლო სიტყვა „დროებით" განსაკუთრებით ცუდად
მოხვდა ყურში ლუნას. ხმაც ეცნობოდა, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან და როგორც
ორი დღის წინ ისე ახლაც იფიქრა, ალბათ ადრეც მომცა შეკვეთა და იქიდან
მახსოვსო.
თავი ანება ფიქრებს და საათის ციფერბლატს დახედა, ათი საათი იყო უკვე. წყალი
მოსწყურდა.
ადგა, სამზარეულოში გავიდა, წყალი გამოიღო მაცივრიდან, დალია და მერე
ბებოსთან მივიდა, ფუმფულა ლოყები დაუკოცნა და აუტანელი სიცხის
მიუხედავად, მაინც შემოხვია ხელები, თვალები დახუჭა და ასე იყო ბებოსთან
ჩახუტებული, რომ უცებ რაღაც გაახსენდა ფეხზე წამოხტა და ოთახში გაიქცა.
ტელეფონის კონტაქტებში შევიდა და გამსახურდიას ნომრის ძებნა დაიწყო.
აუყვა, რამდენიმე ნომერს და ბოლოს იპოვა.
„ჩემი დემნა“




- ჩემი დემნა - წაიკითხა და ვეღარაფერი თქვა. განა ამდენი წლის შემდეგაც
ახსოვდა, როგორ ჰქონდა მონიშნული მისი ნომერი? აგიჟებდა ამ კაცის
მეხსიერება, ისეთ დეტალებს იმახსოვრებდა ყოველთვის, ლუნა ჭკუიდან
გადადიოდა - საერთოდ წაშალა ნომერი. იქნება და მკვლელი საერთოდ აღარ არის
საქართველოში? ან მაინცადამაინც ლუნასთან, რატომ უნდა მივიდეს? არაფრის
მომცემ ფიქრებს თავი ანება და დასაძინებლად დაწვა.
- მამიდა გძინავს? - კესარია შევიდა ოთახში.
- არა. რამე გინდოდა კეს? - საწოლზე წამოჯდა და ბავშვს გაუღიმა.
- შენთან ლაპარაკი უნდა არ ვიცი ვინ არის - წამებში ჩაუდო ტელეფონი ხელში და
ოთხიდან სირბილით გავიდა.
- მამიკო მელოდებაო მოიმიზეზა. თმა ყურს უკან
გადაიწია, ოდნავ ჩაახველა და ნომერს დაეხედა.
- ალო, გისმენთ - უპასუხა ოფიციალური ტონით.
- ლუნა მე ვარ. დანიელი. შენს ნომერზე ვერ დაგიკავშირდი და ნანუკას
გამოვართვი დედაშენის ნომერი.
- ნერვიულობა ეტყობოდა ხმაში.
- გისმენ დანიელ. რა ხდება? - შიში დაეტყო ხმაში გიორგობიანსაც.
- მაინტერესებდა ხვალ, თუ გაქვს დრო, რომ გნახო.
- ტუჩი მოიკვნიტა კაცმა და
ქერა თმაში ნერვიულად შეიცურა ხელი.
- კი, დღის პირველ ნახევარში მაქვს დრო.
- კიდევ ერთხელ გადაიწია თმა უკან.
- კარგი, სახელოსნოში გამომიგივლი მაშინ.
- იგრძნო ლუნამ, როგორ ამოუშვა
კაცმა ამდენ ხანს შეკავებული ჰაერი ფილტვებიდან.
- კარგი დანიელ. დროებით.
- დროებით ლუნა.
- გათიშა, ტელეფონი ტუმბოზე გადადო და დაიძინა.
ქერა თმა სახეზე აქვს ჩამოშლილი, ლოყები ოდნავ შეფაკვლოდა მზისგან.
ყოველ დილით მზის სხივებით გაღვიძება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
გახდა და ყოველ დილით, მხოლოდ მზის სხივებს აძლევს საშუალებას მის
მკლავებსა და სახეზე ინავარდონ. გაშლილ, თხელ ხელებს ჩამოისვამს სახეზე,
მერე მოკლე, დატალღულ თმას სახიდან იშორებს და ნელ-ნელა ახელს თვალებს.
ზღვისფერ სფეროებს აგებებს მზეს და ასე უღიმის ყოველ დილით. რამდენჯერმე
დააფახურა წამწამები და როცა უკვე მზის მწველი სხივების გამო აღარ ეხუჭებოდა
ფეხზე ადგა. ფანჯარა გამოაღო და თვალებ დახუჭული გაიზმორა. რამდენიმე
წამს იყო ასე, მერე შებრუნდა და მოწესრიგება დაიწყო.
ლურჯი, კაბა კომბინიზონი ჩაიცვა, თეთრი მაისური და ფეხზე თეთრი ტაპკები
ამოიცვა მერე კი სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი. ქერა თმა თითებით
გაისწორა, სადა მაკიაჟი გაიკეთა და ოთახიდან გავიდა.
- ჩემი პრინცესა - თავზე აკოცა თორნიკემ - რა ლამაზი ხარ.
- ღიმილით დაატრილა
თავის წინ კარგად, რომ დაენახა. მართლაც, როგორი ლამაზი დაიკო ჰყავდა.
- რა კარგია უფროსი ძმის კომპლიმენტები - გაიცინა ლუნამ და ლოყაზე აკოცა
უფროს გიორგობიანს.
- მამიკო - სირბილით მივიდა თორნიკესთან ბავშვი და კაცმაც სწრაფად აიტაცა
ერთადერთი ქალიშვილი ხელში. ბავშვმაც შემოხვია სუსტი მკლავები და ლოყაზე
აკოცა მამიკოს.
- მამიკოს ცისფერთვალება პრინცესაა ეს - ყელში აკოცა ბავშვს.
- კესო სად გაიქეცი დე, თმა უნდა დაგვარცხნო.
- სავარცხელით ხელში შევიდა
სამზარეულოში ნინი და ქმარ-შვილის ასე დანახვაზე გაეღიმა.
- კეს ხომ იცი,
მამიკო ვერ გიშველის თმა მაინც უნდა დაივარცხნო.
- გაეცინა ქალს.
- მამიკო დამვარცხნის შენ მტკენ - არც გაუხედავს დედისკენ ისე უთხრა.
- დედი მამას ეჩქარება სამსახურში და მოდი მე დაგვარცხნი. გპირდები არ გატკენ.
- ახლოს მივიდა და მამიკოზე ჩახუტებულს ზურგზე ჩამოუსვა ხელი.
საბოლოოდ მამიკომ დავარცხნა თმა და ბაღშიც მან წაიყვანა პატარა ონავარი.
- ლუნა შეძლებ დღეს კესოს გამოყვანას ბაღიდან? - კესო ბაღში დატოვეს ახლა კი
ლუნა მიჰყავდა სამსახურში.
- კი, შევძლებ.
- სახელოსნასთან დატოვა ლუნა, თავად კი საავადმყოფოში წავიდა.
სახელოსნოს კარს აღებდა ნაცნობი ხმა, რომ მოესმა.
- ლუნა გამარჯობა, როგორ ხართ? - კონსტანტინე მოვიდა.
- გამარჯობა, მადლობა კარგად ვარ. თქვენ როგორ ხართ?
- მადლობა. შეკვეთის წასაღებად მოვედი.
- უთხრა კაცმა და ულვაშებსა და დაბალ
წვერზე ჩამოისვა ხელი.
- დიახ, მობრძანდით.
- კარი გამოაღო ქალმა და სახელოსნოში პირველი შეუშვა.
ვიდრე ლუნამ ნახატი შეუფუთა კაცმა, რაღაცები შეათვალიერა. განსაკუთრებით
კი თარიღმა მიიქცია მისი ყურადღება 21/04/2014. ჯერ კიდევ თარიღს უყურებდა
კონსტანტინე ლუნამ, რომ უთხრა:
- შევფუთე, შეგილიათ წაიღოთ.
- ხელები დაიფერთხა.
- დიახ.
- ისევ თარიღს უყურებდა.
- შეიძლება, რაღაც გკითხოთ? - მხოლოდ ახლა
გახედა გიორგობიანს.
- დიახ, რა თქმა უნდა.
- გვერდით ამოუდგა კაცსა და სახეში შეხედა.
- რატომ ეს თარიღი? - თვალებში შეხედა ქალს. შავი თვალები დაჟინებით
უცქერდნენ. ისეთი შავი თვალები ჰქონდა, ისეთი უძირო. უყურებდა ლუნა და
ფიქრობდა თვალებში ცეცხლი უნთიაო.
- უკაცრავად? - ვერ მიხვდა, რატომ დაინტერესდა.
- თარიღზე გეკითხებით, რატომ მაინცადამაინც ეს თარიღი?
- რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ამ დღეს.
- კისერზე ჩამოისვა ხელი
უხერხულობისგან. არ უნდოდა სრულიად უცხოსთვის გაეზიარებინა თავისი
ცხოვრებიდან რამე დეტალი, თუნდაც კედელზე გაკეთებული თარიღის
მნიშვნელობის.
- გასაგებია.
- ჩაილაპარაკა კაცმა და ოდნავ მოზრდილ თმაზე გადაისვა ხელი.
-
ახალი ფოტო მოვიტანე, გთხოვთ უარს ნუ მეტყვით და როცა დრო გექნებათ მაშინ
დახატეთ.
- კარგით, ისე იყოს, როგორც გინდათ, მაგრამ თუ გეჩქარებათ მე დრო არ მაქვს,
რომ რამდენიმე დღეში გაგიმზადოთ შეკვეთა.
- თავის დაზღვევის მიზნით უთხრა
ქალმა.
- არ არის პრობლემა.
- შეფუთული ნახატი ხელში აიღო, მადლობა გადაუხადა და
წავიდა.
სხვა შეკვეთების გამზადება დაიწყო და როგორც კი ცოტა დრო გამოუჩნდა
კონსტანტინეს დატოვებული ფოტო აიღო ხელში და დააკვირდა. ერთ-ერთი
მეტროს სადგური იყო ფოტოზე წარმოდგენილი. სრულიად ცარიელი. ცარიელი
ვაგონის წინ კაცი იდგა, ჩაბნელებული ადგილი იყო, სახეზე ნიღაბი ჰქონდა
აფარებული, ამიტომ სახე ვერ დაინახა ლუნამ, თუმცა ის შენიშნა გრძელი თმა
უნდა ჰქონოდა კაცს. აკვირდებოდა ფოტოს და ვერ ხვდებოდა რაში სჭირდებოდა
კონსტანტინეს ეს სურათები. უბრალოდ ფოტოგრაფია თუ ავადმყოფი, რომელსაც
სიამოვნებას ანიჭებს ადამიანების ტანჯვის, ტკივილის, ჭკუიდან შეშლის
ფოტოებზე ასახვა? იმედია პირველი. ერთი ღრმად ამოიოხრა და სამუშაო დაფაზე
დაამაგრა მაგნიტით ფოტო.
კაკუნის ხმა გაიგონა, თავი აწია და დანიელი დაინახა, რომელიც ფანჯარაზე
აკაკუნებდა. გაიღიმა. გაეხარდა ბავშვობის მეგობრის დანახვა, ხელი აუწია
დანიელმა და ანიშნა გარეთ დაგელოდებიო. თავი დაუქნია და ჩანთა და
ტელეფონი აიღო ხელში გასვლამდე.
- როგორ ხარ? - გადაკოცნა კაცმა.
- კარგად დანიელ, შენ როგორ ხარ? - გაუღიმა და სახეში შეხედა.
- მეც კარგად ვარ. გამეხარდა გუშინ, რომ მითხარი დრო მაქვს და მოვახერხებ
შეხვედრასო, კარგა ხანია შენი ნახვა მინდა და ვერა და ვერ მოვახერხე.
- მანქანის
კარი გაუღო და მძღოლის გვერდით დაიკავა ქალმაც ადგილი.
- სადმე მივდივართ? - კაცისკენ შებრუნდა და ჰკითხა მას შემდეგ, რაც მიხვდა
ქალაქიდან გადიოდნენ.
- კი, გპირდები ორ საათში სახელოსნოში იქნები.
- კოჯორში ავდივართ? - იკითხა ქალმა და კიდევ ერთხელ შეხედა კაცის
პროფილს.
- კი, კოჯორში ავდივართ.
- ჩაეღიმა კაცს. ნერვიულად ათამაშებდა თითებს
რულზე და თითქმის ყოველ წამს ყლაპავდა ნერწყვს გამშრალ ყელში.
გზაში ხმა არც ერთს ამოუღია. ლუნას, როგორც ჩვევია ფანჯრიდან იყურებოდა და
გარემოს აკვირდებოდა, გამწვანებელ ხეებს, ცისფერ ცას და მზეს, რომელიც რაღაც
წარმოუდგენლად უყვარდა.
მანქანა გააჩერა დანიელმა და გადავიდა, თითქოს ელოდა ლუნა, ახლა მოვა და
კარს გამიღებსო, მაგრამ დანიელი, რომ მანქანის წინ წავიდა მიხვდა ზედმეტი
მოვინდომეო და თავადვე გახსნა მანაქანის კარი და გადმოვიდა. ძელსკამზე
დასხდნენ და საუბარი დაიწყეს.
- რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ? ოცდაშვიდი წელი ხო? - მზის გამო
თვალები დააწვრილა და ისე შეხედა.
- კი, ოცდაშვიდი წელია.
- გაეღიმა ლუნას და თავადაც შეხედა კაცს ცისფერ,
ყინულივით ცივ თვალებში.
- მაინც ამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ვერასოდეს შევძელი შენთან
გულწერფელი საუბარი.
- თავი ჩახარა და თმა ნერვიულად გადაიწია უკან.
- რა ხდება? - ცოტა დაიძაბა გიორგობიანი.
- ლუნა მინდა, გულწრფელად ვისაურბოთ.
- თვალი თვალში გაუყარა.
- რაზე დანიელ? - უფრო დაიძაბა ქალი. თითქოს ხვდებოდა საით მიჰყავდა კაცს
საუბარი.
- გახსოვს სკოლაში ბავშვებმა, რომ გითხრეს დანიელს უყვარხარო?
- კი, დანიელ მახსოვს, ცოტა ხნის წინ არ გავიხსენეთ ერთად ბავშვობის
მოგონებები? მაგრამ ახლა რატომ იხსენებ...
- დაიბნა. დანიელი გრძნობებში
გამოტყდომას აპირებს?
- ბავშვებმა სიმართლე თქვეს ლუნა. მართლა ძალიან მომწონდი, მაგრამ მერე
საზღვარგარეთ მომიწია საცხოვრებლად წასვლა, მამაჩემის სამსახურის გამო და
თავისთავად კონტაქტიც გავწყვიტეთ. წლების მერე, როცა აქ დავბრუნდი, შენ
უკვე შეყვარებული გყავდა, დემეტრე გამსახურიდა და მალე დაინიშნეთ კიდეც.
სიმართლე გითხრა მიხაროდა შენი ბედნიერება, მაგრამ მძულდა ჩემი თავი,
რადგან უფლება მოგეცი სხვასთან ყოფილიყავი ბედნიერი.
- რამდენიმე წამს
გაჩერდა, აქამდე დახრილი თავი აწია და სივრცეში გაიხედა. ეტყობოდა, როგორ
ნერვიულობდა. ორიოდ წამი კიდევ იყო ასე გაჩერებული და მერე გააგრძელა -
ახლა, რადგან დემეტრეს დაშორდი და საკმარისზე მეტი დროც გავიდა, მინდა
ვცადო.
- რა უნდა სცადო დანიელ? - წარბშეკრულმა ჰკითხა ქალმა.
- მინდა ჩემი შეყვარებული გახდე, თუ შენც მოგწონვარ.
- თვალებში შეხედა.
- ისევ
მიყვარხარ ლუნა და დამიჯერე ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერია ყველაფრის
გადატანას შევძლებთ. თუ შენც იმავეს გრძნობ გთხოვ, მითხარი.
- მე... არ ველოდი დანიელ თუ გრძნობებში გამომიტყდებოდი... დავიბენი -
ნერვიულად გაეცინა, თმაზე გადასვა ხელი და უკან გადაიწია წინ ჩამოყრილი
კულულები.
- ახლავე არ გთხოვ, რომ მიპასუხო, დაფიქრდი და შენ თვითონ, როცა გენდომება
მაშინ შევხვდეთ და ვისაუბროთ.
- კარგი - ეჭვობდა, რომ გრძნობებში უტყდებოდა, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ
დანიელს არ ეყვარებოდა და გრძნობეში არ გამოუტყდებოდა.
მალევე წამოდგნენ ფეხზე, უკვე მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ ტოიოტას მარკის
ავტომობილი, რომ გამოჩნდა. საჭესთან შეშლილი სახით იჯდა გამსახურდია, ისე
გადმოვიდა მანქანიდან ძრავი არც გაუთიშავს. ლუნამ გაკვირვებისგან წარბები
შეკრა და გამოხსნილი კარი იგივე მდგომარეობაში დარჩა. ვერ გაიგო რა ხდებოდა,
რა უნდოდა დემეტრეს კოჯორში? ან საიდან გაიგო, რომ იქ იყო?
- დემეტრე? აქ რა გინდა? - ჩანთა გადაიკიდა და მანქანის კარი მიხურა.
- სად გაქვს ტელეფონი, რომ გირეკავ და არ მპასუხობ? - ლუნას ელაპარაკებოდა,
მაგრამ დანიელს უყურებდა. იცნო, ეს ხომ ის კაცი იყო, რამდენიმე ხნის წინ
ლუნასთან ერთად, რომ იყო კაფეში. რა უნდოდა ლუნასთან? რატომ დადიოდნენ
ასე ხშირად ერთად? მისი შეყვარებულია? რამდენიმე წამში ათასმა კითხვამ
გაიელვა გამსახურდიას გონებაში და ნერვები კიდევ უფრო მოეშალა.
- ხმა მქონდა ალბათ გამორთული. რამე მოხდა? - ჰკითხა უკვე მის წინ მდგარმა.
- გული გამისკდა, უნდა გეთქვა ქალაქიდან თუ გადიოდი. გუშინ რა გითხარი
ლუნა რა? ასე დაუდევრად ნუ იქცევი.
- ბრაზისგან ცოტა ხმას აუწია.
- აქ რა
გინდოდა?
- დანიელი ჩემი ბავშვობის მეგობარია, დიდი ხანია არ მინახავს და ვისაუბრეთ.
-
ვერც მიხვდა, რატომ აუხსნა ვინ იყო დანიელი, მაგრამ დემეტრე ბევრ რამეს
მიხვდა. ბევრი რამე უთხრა ლუნას კანკალით ნათქვამმა სიტყვებმა, დანიელად
წოდებულის მზერამ და ლუნას ტელეფონთან უყურადღებობამ.
- ლუნა უნდა წავსულიყავით, სამსახურში დაიგვიანებ.
- უთხრა დანიელმა და
ეცადა ასე განემუხტა სიტუაცია. რამდენიმე წამით შეხედა დემეტრემ თვალებში
და მერე ლუნასკენ დაიხარა. ხელი ჩაკიდა და თავისი მანქანისკენ წაიყვანა.
- დემეტრე რას აკეთებ? დემეტრე! - უყვიროდა ლუნა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა ისე
იქცეოდა თითქოს, არც ესმოდა.
- ხელი გაუშვი - ჩაერთო დანიელიც და ცდილობდა, ლუნა გამსახურდიას
ხელებისგან დაეხსნა.
- გაუშვი ხელი. ვერ ხედავ შენთან ერთად წამოსვა, რომ არ
უნდა? - რაც შეეძლო მკაცრად უთხრა და თავისკენ დაქაჩა ლუნა.
- ხელი გაუშვი.
- ლუნას მაჯაზე შემოხველ ხელზე წავლოო ხელი გამსახურდიამ
და გაშვებინა.
- ლუნა ჩემთან ერთად წამოვა და შენ ამაში ხელს ვერ შემიშლი.
-
ყინულივით ვიცი ხმით ჩაილაპარაკა გამსახურდიამ და როცა ლუნამ მისი შავი
თვალები დაინახა ცეცხლის ენები დალანდა მუქ სფეროებში.
- მეორედ ლუნასთან
ერთად სადმე წასვლა კი არა ქუჩაშიც, რომ დაინახავ ათი მეტრის რადიუსზე არ
მიუახლოვდე, გასაგებია? - თითი გამაფრთხილებდა დაუქნია - თორემ შემდეგში
ასე მშვიდად აღარ დაგელაპარაკები.
- ამ ლაპარაკს თუ სიმშვიდე ერქვა.
- ახლა კარგად მომისმინე - ხმა ამოიღო დანიელმა - შენგან განსხვავებით მე
ლუნასთვის გული არ მიტკენია და არც ვატკენ. ეს შენ ხარ ცივსისხლიანი
მკვლელი და მოთამაშე.
- გამსახურდიამ ვეღარ მოითმინა და დასარტყმელად
გაწეულს ლუნა გადაუდგა წინ და ხელი გაუჩერა.
გამსახურდია წამით გაჩერდა, ლუნას თვალებს შეხედა ბრაზისგან, რომ უელავდა
და ხელი უნდა ჩამოეშვა დამცინავი სიცილი, რომ გაიგო.
დანიელი იცინოდა, რაღაც ავადმყოფურად იცინოდა და როცა ნახა, როგორ
შლიდა ჭკუიდან მისი სიცილი დემეტრეს კიდევ უფრო გაიცინა და ვიდრე ლუნას
ყვირილის ხმა არ მისწვდა მის ყურს არც გაჩერებულა.
- ქალის გეშინია ვითომ პროკურორო? შენ ვინ უნდა დაიცვა აქეთ დასაცავი ხარ -
იცინოდა ვიდრე ლუნამ არ დაიყვირა.
- დემეტრე რას აკეთებთ? არ გრცხვენია? ჩემთან ერთად, როგორ იქცევით ან ერთი
და ან მეორე? - იმდენად გაბრაზდა სახე აუწითლდა და ძარღვი, რომელიც
შუბლზე ბრაზის ან სხვა ძლიერი ემოციების დროს ეტყობოდა ახლაც დაეტყო.
გიორგობიანი ყვიროდა, ლამის მთელი ხმით ყვიროდა.
- სწრაფად მანქანაში
დაჯექი დემეტრე. შენ კი სახლში წადი და ცოტა ხანს აღარ დამენახო.
- უთხრა
დანიელს. დემეტრეს კი მკლავზე შემოხვია ხელები და მანქანისკენ უბიძგა.
- ცოტა ხანს კი არა დიდ ხანს, არ დავინახო შენს სიახლოვეს.
- თქვა იმდენად
ხმამაღლა, რომ უეჭველად უნდა გაეგო დანიელს.
მანქანაში მგზავრის ადგილას დააჯინა ლუნამ კაცი და თავად მძღოლის
სავარძელს მიუჯდა. კარი მიიხურა, მანქანა მოაბრუნა და მხოლოდ ამის შემდეგ
შენიშნა, როგორ უკანკალებდა კაცს ხელები ბრაზისგან.
- გააჩერე, მე დავჯდები საჭესთან.
- უთხრა, როგორც კი ქალაქისკენ დაიძრნენ.
- არ ვარ დარწმუნებული, რომ შეძლებ.
- აკანკალებულ ხელებზე ანიშნა.
- ლუნა გააჩერე და გადადი. მე დავჯდები-მეთქი.
- ოდნავ მკაცრად უთხრა კაცმა
და ლუნამ, რომ გაუყრუა და არაფრად ჩააგდო მძღოლის მხარეს გადაიწია და
გასაღები გამოაძრო.
- რას აკეთებ? ორი წლის ბავშვი ხარ? ოცდაცამეტი წლის ხარ, დემეტრე
ოცდაცამეტის და ზრდასრული ადამიანივით მოიქეცი, მომეცი გასაღები.
-
გამსახურდიამ არც მოუსმინა ისე გახსნა კარი და გადავიდა. მანქანას შემოუარა და
მძღოლის კარი გააღო.
- გადმოდი რა, აღარ მაქვს ჩხუბის ნერვები.
- უთხრა კაცმა მობეზრებული სახით
და კიდევ უფრო მობეზრებული ხმით. გიორგობიანი არ განძრეულა, ამიტომაც
თავადვე შეუხსნა ღვედი და ხელში აყვანილი გადმოსვა მანქანიდან.
- დემეტრე რას აკეთებ? დამსვი, რას აკეთებ? ეგეთ მდგომარეობაში, როგორ უნდა
მართო მანქანა? - მგზავრის ადგილას დასვა ქალი და მერე სწრაფად შემოუარა
მანქანას, რომ მძღოლის ადგილი დაეკავებინა.
თბილისში ისე შევიდნენ ხმა არც ერთს ამოუღია. ლუნა სამსახურში მიიყვანა და
როცა ქალი მანქანიდან გადავიდა თვითონაც გადაყვა.
- ლუნა მოიცადე - მაჯაში წაავლო ხელი და უხეში კანი, რომ იგრძნო დახედა.
შრამი დაინახა, რომელიც დარწმუნებული იყო მათი ერთად ყოფნისას არ ჰქონია.
- ეს რა არის? - ხელი ოდნავ მაღლა ააწევინა კარგად, რომ შეძლებოდა დანახვა.
შრამზე ცერა თითი გადაატარა და შიგნეული აუწვა ქალის ჭრილობებმა.
- არაფერია - სწრაფად გაინთავისუფლა ხელი დემეტრესგან და სახელოსნოსკენ
დაიძრა.
- ლუნა ორი წუთით შეგიძლია მომისმინო? აგიხსნი.
- რას, რას ამიხსნი? იმას მეტყვი, რატომ მომაკითხე კოჯორში? თუ იმას, რატომ
მოიქეცი თავხედივით? იქნებ ის მითხრა, რატომ გინდოდა დანიელის ცემა?
მეტყვი? ვერ მეტყვი, იმიტომ რომ თავადაც არ იცი შენი ქცევის მიზეზები.
მესაკუთრე და ეგოისტი ხარ ამიტომაცაა, რომ ვერ იჯერებ ჩვენს დაშორებას და
იმას, რომ შენი ლუნა აღარ ვარ.
- ლუნა! გეყოს! არაფერი იცი! - იმხელა ხმაზე უყვირა ერთიანად შეხტა
გიორგობიანი.
- ჯიტი, თავნება და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი ხარ,
გგონია ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა, მაგრამ ეს ცხოვრებაა, ომია,
გესმის? ომია სადაც შენი წესები არავის აინტერესებს.
- ხელებს აქეთ-იქით
იქნევდა კაცი და თვალებში უყურებდა.
- და თუ ამ წესებით ცხოვრება არ გინდა მე
ნუ დამაბრალებ, თუ ერთ დღესაც უბედური იქნები.
გახევდა ვეღარაფერი უთხრა და რომ მიხვდა ცრემელბით ევსებოდა თვალები,
სახელოსნოში შევიდა.
დემეტრეც გაჰყვა. რაც არ უნდა ყოფილიყო ახლა მარტო ვერ დატოვებდა.
ლუნა საპირფარეშოში შევიდა და კარი ჩაკეტა, ზუსტად იცოდა თავს არ
მოიკლავდა ვერ კი არ მოიკლავდა.
- ლუ, მაპატიე.
- შუბლით ეყრდნობოდა კარს. მერე შებრუნდა და იატაკზე დაჯდა.
თავი ისევ კარს მიაყრდნო და გიორგობიანის შესრულებულ ნახატებს
აკვირდებოდა.
დაინახა ერთად დახატული მზე და თარიღი, რომელსაც მათი ცხოვრება
უკეთესობისკენ, ბედნიერებისკენ უნდა შეეცვალა და არა უბედურებისკენ, მაგრამ
ცხოვრებას თავისი წესები აქვს მათ კი ეს უტყუარი ჭეშმარიტება დაავიწყდათ და
თავიანთი წესებით ცხოვრება მოინდომეს.
ასე იჯდა კართან დემეტრე და ელოდა, როდის გააღებდა და გამოვიდოდა ლუნა
გარეთ, რომ სახელოსნოს კარი გაიღო და მოულოდნელი სტუმარი ეწვიათ.




ნერვიულობამ და ფორიაქმა ისე შეიპყრო ვეღარაფერს აკეთებდა,
კონცენტრირება უჭირდა საქმეზე. თანამშრომლები, რომ ელაპარაკებოდნენ
ვერაფერს იგებდა, სიტყვები ესმოდა, მაგრამ მათ მნიშვნელობას ვერ გებულობდა.
რამდენჯერმე ხმა მაღლაც კი წამოიყვირა „სად ჯანდაბაში ხარ?“ და
თანამშრომლებმა, რომ დაბნეულებმა შეხედეს და ჰკითხეს, როგორ იყო, მაშინ
მიხვდა, თურმე, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა მისთვის, როგორი
განსაკუთრებული და ძვირფასი. ზოგადად ხომ ასეა, ვნერვიულობთ მათზე ვინც
გვიყვარს. ენერვიულებოდა, მთელი დღე, რომ არ პასუხობდა ზარებზე, ლამის
გული გაუსკდა, აღელვდა და კიდევ ერთხელ გამოცადა, როგორია ძვირფასი
ადამიანის დაკარგვის შიში.
კიდევ ერთხელ დაურეკა და ისევ, რომ არ უპასუხეს, ტელეფონის ნომრით
ადგილმდებარეობა გაიგო და საჩქაროდ გავიდა სამსახურიდან. რა ჯანდაბა
უნდოდა კოჯორში ახლა? ან ასე, როგორ გაერთო ტელეფონის არსებობა,რომ
დაავიწყდა? ხომ გააფრთხილა ყველაფერი უნდა ვიცოდე სად ხარ და როგორ
ხარო? როგორ არის ასეთი დაუკვირვებელი? გაავებული და აფორიაქებული
მართავდა მანქანას, გონებაში კი მხოლოდ ერთი ფიქრი ჰქონდა „ცოცხალი და საღ-
სალამათი ენახა და სხვას აღარაფერს ჰქონდა აზრი“.
კოჯორში ძელსკამზე, რომ დაინახა ვიღაც ქერა თმიანთან ერთად, ჯერ იფიქრა
მივალ და სასწრაფოდ წამოვიყვან იმ კაცისგანო, ეჭვიანობამ ისე შეიპყრო მთელი
სხეული უცახცახებდა, ტვინში სისხლი ექცეოდა და ლამის საღი აზრიც დაკარგა,
ისე შეუძვრა გულსა და სულში ეჭვები. ეჭვები იმისა, რომ ლუნას სხვა კაცი
უყვარდა უკვე და არა დემეტრე, რა ექნა ეგოისტი და მესაკუთრე იყო ლუნას
სიყვარულში. მერე დაინახა, როგორ წამოდგნენ ძელსკამიდან და თავიანთ
მანქანასთან მივიდნენ. გამსახურდიამ აქამდე გაჩერებული მანქანა დაძრა და მათი
მანქანის უკან გააჩერა მერე კი გაცეცხლებული და ნერვებისგან აკანკალებული
მანქანიდან გადმოვიდა. გიორგობიანი, რომ საღ-სალამათი დაინახა უნდოდა
გაქცეულიყო და ჩახუტებოდა, მაგრამ თავი შეიკავა და მის გვერდით მდგარ კაცზე
გადაიტანა ყურადღება.
ზის ახლა სახელოსნოს ცივ იატაკზე და სასოწარკვეთილი შეყურებს
მოულოდნელ სტუმარს.
- თორნიკე? - სწრაფად დაახამხამა თვალები და ფეხზე წამოდგა.
- აქ რა გინდა? - გაოცება და ბრაზი გამოსჭვიოდა უფროსი გიორგობიანის ხმაში.
წამით თორნიკემ ისიც იფიქრა ეჩხუბნა მასთან და უხეშად, რომ ვთქვათ
„გაელამაზებინა“ და ისე გაეშვა აქედან მეორედ აქ მოსვლა კი არა სახელოსნოს
სიახლოვესაც ვეღარ გაევლო, მაგრამ მერე ლუნა გამოჩნდა კარში. გაახსენდა ისიც,
რომ შვილთან ერთად იყო და კესოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა
დამახსოვრებოდა ასეთი მამიკო.
- თოკო? - საპირფარეშოს კარი გამოხსნა ლუნამ ლაპარაკის ხმა, რომ მოესმა.
- ლუნა აქ რა ხდება? - დაძაბულმა ამოილაპარაკა თორნიკემ და გვერდით მდგარი
შვილის მაჯას ხელი მოუჭირა.
- მამიკო გამიშვი - ამოიწუწუნა ბავშვმა და ხელის განთავისუფლება სცადა.
-
მეტკინა.
- დემე ძია - სიხარულით გაიქცა და გულზე შეახტა ბავშვი კაცს.
- როგორ ხარ ჩემო პრინცესა? - გაუღიმა ბავშვს, როგორც შეძლო.
- კარგად, შენ როგორ ხარ? - ჰკითხა პრანჭიამ და კისერზე შემოხვეული მკლავები
შეათამაშა, თითები კი ერთმანეთს გადააჭდო.
- კეს მოდი ჩემთან მამიკო, უცხო ბიძიებს ნუ ეხუტები.
- ეცადა ბავშვი
დემეტრესთვის მოეშორებინა, მაგრამ ბავშვი კიდევ უფრო ჩაეკრა გულში
გამსახურდიას.
- მამიკო უცხო არ არის - გაიღიმა ბავშვმა - იცი მაკდონალდსში წაგვიყვანა მე და
მამიდა.
- ისე გულუბრყვილოდ წარმოთქვა ვერც გაუბრაზდა ლუნა, რატომ
თქვიო.
- ააა უკვე მაკდონალდსშიდაც იყავით? - ირონია გაურია ხმაში თორნიკემ -
ჩემთვის და ნორასთვის, როდის აპირებდი თქმას, რომ შეყვარებული გყავს? და
თან ეს შეყვარებული დემეტრე გამსახურიდაა? - ბოლო სიტყვები ხმა მაღლა,
ლამის ყვირილით თქვა.
- რა შეყვარებული თორნიკე? რაც არ იცი, ნუ ლაპარაკობ.
- თვალები დააკვესა
ქალმა.
- არ მითხრა, რომ მეგობრები ხართ თორემ ვიჩხუბებთ ლუნა, ნუ მომატყუებ! -
მერე გამსახურდიას გაუსწორა მზერა - შენ კი აქედან აორთქლდი და მეორედ აღარ
გნახო ლუნას სიახლოვეს. რის გადატანაც მოუხდა ისიც საკმარისია.
- რამდენიმე
წამი უყურა ასე დემეტრემ მერე კი ბავშვს ლოყები დაუკოცნა, ყურში რაღაც
ჩაჩურჩულა და დაბლა დასვა.
- ძალიან ცდები და ინანებ შენს სიტყვებს დარწმუნებული იყავი.
- თორნიკეს, რომ
გაუსწორდა მხოლოდ, მაშინ ჩაილაპარაკა დაბალ ხმაზე და სახელოსნოდან
გავიდა.
- ეს ლაწირაკი...
- თავისთვის თქვა თორნიკემ, მაგრამ ლუნამ მაინც გაიგო.
- თოკო... აგიხსნი...
- უთხრა ლუნამ და მისკენ წავიდა.
- არა! ახლა არა! სახლში აგვიხსენი მე და ნორას! - სახე საშინლად წითელი ჰქონდა
და თავის კონტროლი უჭირდა.
- თოკო გთხოვ ნორს არ უთხრა, აგიხსნი.
- მთელი გულით სთხოვა ქალმა.
ნორასთვის ამ ამბის თქმა ლუნას სიკვდილს თუ არა იმას მაინც ნიშნავდა, რომ
კარგად გამოლანძღავდა დედა. ეს კი რაც არ უნდა ყოფილიყო არ უნდოდა.
კარის ხმა იყო. მერე სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა კაცი შენობაში და უფროსი
გიორგობიანის წინ დადგა.
- მისი ბრალი არაფერია, თუ გინდა რომ ქალბატონმა ნორამ გაიგოს მე თავად
ვეტყვი რა ურთიერთობა მაქვს მის ქალიშვილთან და შენ თითის განძრევის
უფლებასაც არ მოგცემ მის წინააღმდეგ. მერე რა, რომ ძმა ხარ და არ გინდა უმცროს
დას უბედურს ხედავდე, მაგრამ დამიჯერე ერთ დროს საყვარელი ქალის
უბედურება უკანასკნელ ადგილზეც არაა ჩემს სურვილებში. ნუ ჩაერევი და ნუ
აიძულებ ის გააკეთოს რაც შენ გინდა. ზრდასრულები ვართ და თავად ვაგებთ
პასუხს ჩვენს შეცდომებზე.
- რაც შეეძლო მკაცრად და აუღელვებლად
ჩაილაპარაკა, მაგრამ რა პასუხიც მიიღო იმას ნამდვილად არ ელოდა.
- მაშინ ზრდასრული არ იყავი? რატომ არ აგე, მაშინ პასუხი, როცა ლუნა არ
დაიცავი? გეკითხები მაშინ არასრულწლოვანი იყავი? მიპასუხე! - უყვირა ბოლოს
და საყელოში სწვდა, გაცეცხლებული სახე ჰქონდა თორნიკეს, თვალები
ჩაწითლებული და გეგონებოდა კორიდაზე საბრძოლოდ გასასვლელი ხარიაო ისე
დაბერვოდა ნესტოები. მაინც როგორ ჰგავდა და-ძმა ერთმანეთს, როგორც ლუნას
ისე მასაც ეტყობოდა სიბრაზისგან და ემოციისგან ძარღვი შუბლზე.
- თორნიკე აქ კესოა - უყვირა ლუნამ და შეშინებული ბავშვი გულში ჩაიკრა.
არასოდეს უნახავს მამიკო ასეთი გაბრაზებული და შეეშინდა. თითქოს ლუნას
ხმამ მოიყვანა აზრზეო მხოლოდ ახლა შეხედა ბავშვს, მამიდას რომ ეხუტებოდა
ათრთოლებული. მალევე აუარა გვერდი გამსახურდიას და ბავშვთნ ჩაიმუხლა.
- კეს - ხმა ჩაუწყდა - მამიკო მაპატიე.
- თავისკენ შეაბრუნა ბავშვი და გულში
ჩაიკრა ატირებული შვილი. თმაზე მოეფერა, ცრემლები შეუმშრალა და ხელში
აყვანილი გაიყვანა მანქანამდე.
ლუნა და დემეტრე მარტო დარჩნენ სახელოსნოში. ორივეს ეტყობოდა
უხერხულობა, ლუნას თორნიკეს გამო, ხოლო დემეტრეს თავისი თავის გამო. ერთ
ხანს თვალებში უყურა ქალმა და მერე გამსახურდიამ, რომ უხერხულად
მოინაცვლა ფეხი და ხელების სრესა დაიწყო თვალი აარიდა და სახელოსნოდან
სირბილით გავიდა.
- თოკო...
- იცოდა რის გაკეთებაც შეეძლო თორნიკეს, მშვენივრად იცნობდა თავის
უფროს ძმას. განა მან არ ნახა, როგორ უჭირდა? განა მან არ იცოდა, როგორ
იღვიძებდა წლების მანძილზე შეშინებული და აკანკალებული? თორნიკემ
ყველაფერი იცოდა. აფსოლუტურად ყველაფერი და აღარ ემეტებოდა მეორე
ჯოჯოხეთისთვის, მეორე წამებისთვის, კიდევ ერთი საშინელი კოშმარისთვის და
ზუსტად ამიტომ უთხრა, რომ ნორას ეტყოდა ყველაფერს, ზუსტად ამიტომ უთხრა
გამსახურდიასაც, რომ ლუნას სიახლოვეს აღარ ყოფილიყო.
- თოკო...
- კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა მისი სახელი და ძმამ ახლაც, რომ არ
მიაქცია ყურადღება, ახლოს მივიდა და მორიდებულად დაადო მხარზე ხელი.
- რა გინდა ლუნა? - ჰკითხა უფროსმა გიორგობინმა, რომელსაც პატარა
ქალიშვილი ჰყავდა გულში ჩაკრული და ამშვიდებდა.
- მაპატიე, არასწორად გაიგე.
- მაგაზე მერე ვილაპარაკებთ...
- არც შეუხედავს ქალისთვის ისე თქვა.
- კარგით ახლავე მოვდივარ - წარბშეკრული გამოვიდა სახელოსნოდან და
ყინულივით მკაცრი ხმით ლაპარაკობდა ტელეფონზე. ლუნასკენ არც გაუხედავს
ისე წავიდა თავისი მანქანისკენ.
- დემეტრე - ახლა გამსახურიდას მიმართა. თითქოს ორჭოფობდა ეკითხა თუ არა
რამე მაგრამ კაცის ინტერესიანი და მოუთმენელი მზერა, რომ შენიშნა აღარ
დააყოვნა - მოხდა რამე?
- რა? არა, არაფერი.
- კეფაზე ჩამოისვა ხელი და მაისურზე ჩამოკიდებული
სათვალე გაიკეთა.
- ფრთხილად იყავით. წავედი.
- საჭეს მიუჯდა და დიდი
სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილს.
- ორი დღის მკვდარი იპოვა მეზობელმა სახლში. ალბათ ოცდახუთ წლამდე იქნება
გოგონა. გათხოვილი არაა. მარტო ცხოვრობს და მშობლები საქართველოში არ
ჰყავს.
- სიტუაცია გააცნო გამომძიებელმა დანაშაულის ადგილას მისულს.
სისხლის გუბე იდგა, როგორც ჩანდა თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა გოგონას
ჩარტყმული, რადგან გატეხილი ჰქონდა თავი, თუმცა შეუძლებელია მხოლოდ
ამის გამო მომკვდარიყო.
- ექსპერტიზაზე გადაიყვანეს უკვე? - იკითხა საქმიანად.
- დიახ, ერთი საათის წინ.
- დასკვნა? - მონიშნულ ადგილს აკვირდებოდა, შემდეგ კი ხელთათმანები გაიკეთა
და საფუძვლიანად დათვალიერება დაიწყო ყველაფრის.
- ჯერ დასკვნა არ არის. მხოლოდ ის ვიცით, რომ საშინელი წამების კვალი ეტყობა
ყელზე. ასევე მაჯებზე აქვს სისხლჩაქცევევბი, როგორც ჩანს დაბმული იყო.
- მეზობლები დაკითხეთ? - იატაკზე დახრილმა მაცივრის ქვეშ რაღაცას მოჰკრა
თვალი და როცა კარგად დააკვირდა მიხვდა, რომ ფოტო იყო.
- ჯერ არა.
- უპასუხა გამომძიებელმა და თავადაც დააკვირდა ფოტოს, რომელიც
ხელში ეჭირა პროკურორს. მოკლული იყო ამ ფოტოზე გამოსახული, სისხლის
გუბეში მწოლიარე, ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, ხოლო სახეზე თმა ჰქონდა
ჩამოფარებული.
- პროკურორო იქნებ ის მკვლელი...
- სათქმელი ბოლომდე ვერ
დაასრულა. სერიულ მკვლელზე ლაპარაკობდა, რომელსაც ათი ადამიანი ჰყავდა
გატაცებული და აქედან ცხრა მოკლული. მეათე ლუნა იყო, რომლის გადარჩენაც
საბედნიეროდ მოხერხდა. დემეტრეს ხმა არ ამოუღია, სადარბაზოში გავიდა და
თქვა, რომ თავად უნდოდა მეზობლები დაეკითხა.
გვერდით კარზე დააკაკუნა, საიდანაც მოხუცმა კაცმა გამოხედა, რამდენიმე კითხა
დაუსვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბაბუას სმენა დაქვეითებული ჰქონდა რის გამოც
კარგად არ ესმოდა ყველაფერი, შესაბამისად არაფერი იცოდა.
შემდეგ კარზე დააკაკუნა, ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა კარიდან, რომელსაც
დემეტრეს დანახვა გაუკვირდა და როცა გაიგო რის გამო იყო მისული, გადაწყვიტა
ეთანამშრომლა გამოძიებასთან.
- რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ გარდაცვლილზე? - ჰკითხა გამსახურდიამ
მას შემდეგ რაც სახლში შეიპატიჟა მამაკაცმა.
- არა, ზრდილობიანი და წესიერი გოგონა იყო. ხშირად არ გვიწევდა შეხვედრა ასე,
რომ ბევრი არაფერი ვიცი.
- მთელი სერიოზულობით უპასუხა კაცმა.
- გასაგებია. გასულ დღეებში ხმაური ხომ არ გაგიგონიათ? - გამომცდელად
უყურებდა მის წინ მჯდომ კაცს და მის თითოეულ ემოციას და მოძრაობას
აკივრდებოდა.
- არა, ორი დღის უკან სახლში არ ვიყავი.
- უდარდელად უპასუხა კაცმა.
- მე არ მითქვამს რომ ორი დღის წინ მოხდა მკვლელობა, თქვენ კი კონკრეტულად
თქვით რომ ორი დღის წინ სახლში არ იყავით.
- გამომცდელად შეხედა კაცს და
დააკვირდა მის რეაქციას.
- ასე თუ ისე ახალი ამბები მალე ვრცელდება ასე, რომ ვიცი მკვლელობა ორი დღის
წინ მოხდა.
- ხელები უდარდელად აიქნა და მშვიდი, აუღელვებელი სახით
შეხედა.
- გასაგებია.
- რამდენიმე კითხვა კიდევ დაუსვა და შემდეგ დაემშვიდობა.
-
რამდენიმე დღეში დაგიკავშირდებიან და განყოფილებაში მოგიწევთ მოსვლა.
- დიახ, მოვალ.
- ოდნავ აეპრიხა კაცს ტუჩის კუთხეები და პროკურორს
დაემშვდობა.
- ნახვამდის. მადლობა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობთ.
- ხელი ჩამოართვა
გამსახურდიამ და ბინიდან გამოვიდა.
ვიდრე დემეტრე გამოძიებას აწარმოებდა და მოკლულის სამეზობლოს კითხავდა,
ლუნა სახლში წავიდა თორნიკესთან და კესარიასთან ერთად. ნორა არც უნახავს
სახლის კარის ზღურბლს გადააბიჯა თუ არა თავისი ოთახისკენ აიღო გეზი.
შევიდა თუ არა ოთახში საწოლზე დაეშვა, დემეტრეს სიტყვები გაახსენდა: „ჯიტი,
თავნება და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი ხარ, გგონია ყველაფერი ისე
იქნება, როგორც შენ გინდა, მაგრამ ეს ცხოვრებაა, ომია, გესმის? ომია სადაც შენი
წესები არავის აინტერესებს და თუ ამ წესებით ცხოვრება არ გინდა მე ნუ
დამაბრალებ, თუ ერთ დღესაც უბედური იქნები“. რაც უფრო მეტს ფიქრობდა
გამსახურდიას სიტყვებზე მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ის მართალი იყო.
ალბათ მისთვის, არც უნდა დაებრალებინა ამდენ ხნიანი უბედურება, მაგრამ განა
ვინ დატოვა მკვლელთან? იმ ჯოჯოხეთურ ადგილას ვინ დატოვა ფსიქოპატთან
თუ არა გამსახურდიამ? ერთი ღრმად ამოისუნთქა და სააბაზანოში უნდა
შესულიყო, რომ ნორას ხმა გაიგონა, მას ეძახდა.
- გისმენ ნორა.
- მობეზრებული ხმით უპასუხა და კარის წირთხლს მიეყრდნო,
ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ასე უყურებდა აფორიაქებულ ქალს.
- ლუნა, მოდი გთხოვ ტელევიზორს შეხედე. მგონი თვალს დამაკლდა და
რაღაცები მეჩვენება.
- რა დაინახე ასეთი - ზოზინით მივიდა ტელევიზორთან და ეკრანს შეხედა.
-
დემეტრე? - თვალები დაქაჩა - აქ რა უნდა? - გახედა დედამისს.
- ანუ არ მელანდება. როდის ჩამობრძანდა ნეტავ - ისეთი ინტონაციით თქვა წამში
მიხვდა ლუნა მისი და დემეტრეს შეხვედრაზე, რომ გაეგო ალბათ, არც ერთს არ
აცოცხლებდა.
- მკვლელობა მოხდა? ღმერთო რა საშინელებაა.
- ფეხზე წამოხტა და სასწრაფოდ
ოთახში წავიდა დემეტრესთვის უნდოდა დაერეკა. რადგან ამ საქმის პროკური იყო
უნდოდა მისგან გაეგო რა მოხდა. რამდენიმე ზარის შემდეგ ძლივს უპასუხა,
ისეთი დაღლილი ხმა ჰქონდა შეეცოდა კიდეც ლუნას.
- როგორ ხარ? - ჰკითხა ქალმა და ტუჩზე იკბინა. იფიქრა, არ უნდა დამერეკაო.
- მე კარგად ვარ ლუნა, შენ როგორ ხარ? - ეტყობოდა, როგორ გაახარა
გიორგობიანის ზარმა.
- კარგად.
- შეყოვნდა, ფიქრობდა ეთქვა თუ არა - დემე...
- გაჩერდა - კიდევ... ვინმე
მოკლეს? - პაუზებით ლაპარაკობდა. განა რა იყო ამ ერთ წინადადებაში რთული
სათქმელი, მაგრამ ლუნას ყოველი ახალი მოკლული, ყოველი ახალი
გარდაცვლილის ჯოჯოხეთი და უბედურება თავის ტკივილს, საკუთარ იარებს
ახსენებდა. ახლაც გამსახურდია ვიდრე უპასუხებდა მაჯებზე დაიხედა, შრამს
კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და გული მოუკვდა. ვინ იცის მის გარდა, რამდენი
გოგო გახდა სასტიკი წამების მსხვერპლი.
- ლუნა ახლა სამსახურში ვარ, მაპატიე მერე დაგელაპარაკები.
- უკვე უნდა
გაეთიშა ლუნას ჩუმი ხმა, რომ მიწვდა მის სმენას.
- ფრთხილად იყავი.
- ჩამოგორებული ცრემლები შეიმშრალა და ზარი გათიშა.
სერიული მკვლელი, რომელსაც ჯერ არ უგია პასუხი თავის ცოდვებზე,
გარეგნულად აღარ ჰგავს მას ვინც წლების წინ იყო. ერთი შეხედვით ლუნას
არაფერში სჭირდებოდა მისი პირადი მონაცემების ცოდნა, მაგრამ უნდოდა
ცოდნოდა. შვიდი წლის წინ, როცა ლუნა იყო გატაცებული, არც დაინტერესებულა
მკვლელის ვინაობით და ახლა რატომღაც სურდა ცოდნოდა ვინ იყო ის ადამიანი
ვინც გაიტაცა.
ტელეფონის ვიბრაციამ დააბრუნდა რეალურ სამყაროში. დემეტრეს მესიჯი იყო.
„ლუ, მაპატიე“.
გადაურეკა. ვერ გაიგო რა უნდა ეპატიებინა ახლა მაინც.
- დემეტრე ვერ გავიგე, რატომ მომწერე...
- ბოლომდე არ დაამთავრებინა ლაპარაკი.
- ლუ, ის დაბრუნდა.
- რა? ვინ დაბრუნდა დემეტრე? - ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი და
წარბშეკრული ელოდებოდა, როდის გასცემდა კაცი პასუხს.
- გთხოვ ფრთხილად იყავი.
- უკვე უნდა გაეთიშა გიორგობიანის ხმა რომ გაიგონა.
- დემეტრე წესიერად ამიხსენი ვინ დაბრუნდა?
- დაგირეკავ.
- გათიშა.




- დაგირეკავ - გათიშა. თავი ვერაფრით დაიწყნარა ლუნა, ხან კესოს გაეთამაშა, ხან
ბებოსთან გააბა ლაპარაკი, სამზარეულოშიც კი გავიდა და ათას რაღაცას მოკიდა
ხელი, თუმცა ყველაფერს, რომ ჭახა-ჭუხი დააწყებინა ამხელა ქალმა ნორამ
გამოაგდო და „ყველაფერს ნუ დამილეწავ წადი, დაიძინეო“ ამ სიტყვებით გაუშვა
ოთახში. ფიქრები თავს არ ანებებდა. ფიქრები, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს
ეხებოდა და ერთ ადამიანს დატრიალებდა ახლა თავს. ნეტავ, როგორ იყო? ნეტავ
რა იგულისხმა სიტყვებში „ის დაბრუნდა“? ნუთუ გიორგობიანს საკუთარი
კოშმარი დაუბრუნდა? ნუთუ სერიული მკვლელი ისევ აგრძელებდა
დაუმთავრებელ საქმეს? ნუთუ ლუნა ისევ უნდა გამხდარიყო მსხვერპლი?
ხან ბებოსთან გააბა ლაპარაკი, ხან კესარიას ეთამაშა, მაგრამ უაზრო ფიქრებს თავი
ვერ დააღწია. ბოლოს ტელეიზორი ჩართო და მის წინ მოკალათდა, რამეს ვუყურებ
და გულს გადავაყოლებო, მაგრამ ტელევიზორმა კიდევ უფრო გაუმძაფრა შიშები.
მართალი იყო, სერიული მკვლელი კვლავ ცდილობდა სხვების ცხოვრების
გაუბედურებას. ჯერ დაზუსტებული არაფერი იყო, მაგრამ ლუნა მშვენირად
მიხვდა მისი ჯოჯოხეთი, რომ დაბრუნდა.საჩქაროდ გამორთო ტელევიზორი და
ოთახში წავიდა, ახლა რომ დემეტრესთან არ დარეკა ვერაფრით მოისვენებდა.
იცოდა ყველა ვერ გაუგებდა ამ სიტუაციაში, რატომ ენერვიულებოდა მისი თავი
ვინც შვიდი წლის წინ მიატოვა, მაგრამ იმპულსურად მოქმედებდა, არ ფიქრობდა
იმაზე გამსახურდია, როგორ მიიღიებდა მისგან ასეთ საქციელს, სულ არ
ადარდებდა ვინ რას იტყოდა, მხოლოდ ის უნდოდა ამ წამს დემნას ხმა გაეგო,
ტელეფონი გიჟივით ეჭირა ხელში და ვინ იცის მერამდენე ზარს უშვებდა
გამსახურდიასთან. ლამის თავი გაუსკდა ამდენი ფიქრებისგან და საბოლოოდ,
რომ მიხვდა მშვიდად ყოფნას კი არა ერაფერს ვერ ახერხებდა ნერვიულობისგან,
სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და ჯინსის შარვალი და გრძელი მაისური გადაიცვა,
კედები ამოიცვა და დედამისს გასძახა აფთიაქში მივდივარო და მისი პასუხი, არც
მოუსმენია ისე გავარდა გარეთ. როგორც კი სახლს ცოტა გასცდა ტელეფონში
ნაცნობი ნომერი აკრიფა და კიდევ რამდენჯერმე დარეკა. პასუხი არ იყო.
ტელეფონს არავინ პასუხობდა.
- ღმერთო მხოლოდ ერთი წამით მიპასუხოს - ლამის ეტირა ნერვებისგან ისე იყო.
ქერა თმა თავისი ნერვებივით გაწეწილი ჰქონდა და სულ არ ადარდებდა ეს ფაქტი.
- სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი? მერე მეტყვის კიდევ მომწონარ და მიყვარხარო
- ცოფებს ყრიდა პასუხის მოლოდინში, ფეხს აბაკუნებდა და სიმწრით ტუჩებს
იკვნეტდა.
- ღმერთო ეს კაცი...
- ამოიგმინა ბოლოს და ტელეფონში
ჩამოტვირთული აპლიკაცია გამოიყენა მისი ადგილმდებარეობის დასადგენად.
-
ღმერთო ისევ იქ რის? - ლამის თვალები გადმოცვივდა ბუდეებიდან. თმა
გადაიწია და ეცადა დამშვიდებულიყო, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთ-
ამოისუნთქა და თან თვალები დახუჭა. ტაქსი გამოიძახა და მალევე
დანიშნულების ადგილას მივიდა. ფული გადაიხადა და მანქანდან კი არ
გადმოვიდა პირდაპირი მნიშვნელობით გადმოფრინდა. კიდევ ერთხელ დარეკა
და ვიდრე უპასუხებდნენ თავადაც გაიგონა ტელეფონის ზარის ხმა და ისე, რომ
არც გაუთიშია ყურიდან მოიშორა ტელეფონი და დაუძახა.
- დემეტრე - ცრემლები ჩამოუგორდა. იმდენად ემოციური იყო ამ მომენტში
თავადაც უკვირდა. სახლიდან მოტყუებით გამოვიდა
კაცისთვის, რომელმაც წარსულში მიატოვა და სასიკვდილოდ გაწირა.
კაცისთვის, რომელიც წარსულში უყვარდა.
კაცისთვის, რომელიც მისთვის ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
- დემეტრე - იმდენად იყო ჩართული საგამომძიებლო საქმეში პირველი დაძახება,
არც გაუგონია. მანქანასთან დახრილს ფურცლები ეჭირა ხელში და იმდენად
დაღლილი იყო უკვე ლამის თვალები ეხუჭებოდა და პირველად, რომ მოესმა
საკუთარი სახელი იფიქრა მოლანდებები დამეწყოო და თავი გააქნია
გამოსაფხიზლებლად, მაგრამ მეორედაც, რომ გაიგონა ხმა, ფურცლებიდან თავი
ამოყო და უკან გაიხედა. შეუძლებელია სიტყვებით გადმოცემა იმ ემოციის, რაც
დემეტრემ ლუნას დანახვისას იგრძნო. თითქოს ძალა მოემატა, ერთიანად
გამოფხიზლად, გაუკვირდა და თან ძალიან, ძალიან გაეხარდა, რომ მივიდა.
დანაშაულის ადგილას ლუნას მისვლა ნიშნავდა, რომ ჯერ კიდევ ვერ ეთმობოდა
გამსახურდია, ჯერ კიდევ ნერვიულობდა მასზე და ჯერ კიდევ ვერ იყო მშვიდად,
როცა ტელეფონზე არ პასუხობდა. წამიც არ გაჩერებულა ტირილით გაიქცა
კაცისკენ და ისე, რომ დემეტრემ ვერც გაიაზრა რეალობა იყო, თუ სიზმარი თხელი
ხელები შემოხვია კისერზე და ასე გააგრძელა ტირილი. რამდენიმე წამს
გაშეშებული იდგა დემეტრე, ვერ გაეგო რა ექნა, თავადაც შემოხვია ხელები თუ
თავი შეეკავებინა? ბოლოს მაინც ნელ-ნელა შემოხვია აკანკალებული ხელი.
იმხელა ძალა აქვს ერთ უბრალო, გულწრფელ ჩახუტებას მკვდარს გააცოცხლებს.
კისერზე რომ შემოხვია თხელი ხელები ქალმა იმ წამს მიხვდა, რომ გაცოცხლდა.
იგრძნო, რომ მთელი ეს წლები, მთელი უერთმანეთოდ გატარებული წლები
მკვდარი იყო და მხოლოდ ახლა შეძლო ამოსუნთქვა. მთელი არსებით იგრძნო
შვიდი წლის მანძილზე პირველად, რომ ადამიანი იყო. იგრძნო მართლა, როგორი
დიდი ძალა აქვს ჩახუტებას.
- სად იყავი? რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული? ლამის გული გამისკდა,
სანამ აქ არ მოვედი და ცოცხალი არ დაგინახე კინაღამ მოვკვდი.
- ცრემლებს
ამოაყოლა ამდენ ხანს შენახული სიტყვები.
- ლუ...
- გაჩუმდა - აქ ვარ. კარგად ვარ. ნუ ნერვიულობ.
- ეცადა დაემშვიდებინა
აღელვებული ქალი.
- როგორ დავმშვიდდე, როცა ასეთი სამსახური გაქვს? ამ დროსაც კი მუშაობა
გიწევს - ისე დაიწყო ბუზღუნი გეგონება, რამე პასუხისმგებლობა ჰქონდა
აღებული გამსახურდიას მის წინაშე. უკვე წარბშეკრული უყურებდა შავ
თვალებში. გარემოს მხოლოდ პოლიციის მანქანის წითელი და ლურჯი შუქი
ანათებდა. ამ განათების ფონზე იდგნენ გიორგობიანი და გამსახურდია და
იმდენად ბნელოდა ერთმანეთის დანახვაც უჭირდათ.
- ლუნა აქ, რატომ მოხვედი? - თავი გვერდზე გადახარა და გაწეწილი თმა
გაუსწორა.
- საშიშია - დაამატა ბოლოს.
- ვიცი და მაგიტომაც ვნერვიულობ.
- ისე გულუბრყვილოდ მიუგო, არც უფიქრია
რას ამბობდა.
- როგორი ჯიუტი ხარ - ღრმად ამოუშვა ფილტვებიდან ჰაერი და უკან გაიხედა.
-
არ უნდა მოსულიყავი, შეიძლება მკველელმა ნებისმიერ დროს იმოქმედოს.
წამოდი სახლში წაგიყვან.
- მაჯაზე, იქ სადაც შრამი ჰქონდა თითები შემოხვია,
გააჟრჟოლა, თითები აუწვა ქალის იარებმა. ეცადა არაფერი შეემჩნია,
თანამშრომელს გასძახა გავდივარო და მაჯაზე შემოხვეული თითებით თავისკენ
დაქაჩა და მანქანისკენ წაიყვანა გიორგობიანი.
- მოიცადე - ახლა თავად მოკიდა ხელი კაცის მაჯას და ხელი გაინთავისუფლა.
-
თავად წავალ, გაცილება საჭირო არაა.
- თვალებში შეხედა.
- ვიცი, რასაც ვაკეთებ ასე, რომ დაჯექი მანქანში, მე წაგიყვან.
- მიდი, იმუშავე თოკო წამიყვანს.
- ხელით ანიშნა წასულიყო, მაგრამ გამსახურიდა
რის გამსახურდია იქნებოდა თუ მარტო გაუშვებდა ამ შუაღამისას სახლში
გიორგობიანის ქალს.
- ლუ, გთხოვ მეც დაღლილი ვარ, ნუღარ ჯიუტობ - თხოვნაზე გადავიდა, იქნებ
დაეყოლიებინა, მაგრამ მაინც. რომ ვერაფერი გააწყო სრულიად მოულოდნელად
ჩაკიდა ხელი და უსწრაფესად ჩასვა მანქანაში.
- ხომ გითხარი თოკოს დავურეკავ და წამიყვანსთქო? - წარბშეკრულმა შეხედა და
გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
- მგონი დაგავიწყდა თორნიკეს რეაქცია, როცა ერთად დაგვინახა.
- გვერდიდან
გახედა წარბაწეულმა და თან ხელისგულით დაატრიალა საჭე შესახვევში, რომ
შესულიყო.
- ვერ ვხვდები, როგორ გჯერა იმის, რომ მე ამ დროს, თან ქალაქის
მიყურებული ქუჩიდან სახლში მარტოს გაგიშვებდი. მით უმეტეს, რომ
მკვლელობა მოხდა.
- მკვლელობები ადრეც ხდებოდა, მაგრამ მარტო მაინც დავდიოდი.
- გაბუტულმა
ჩაილაპარაკა თავისთვის და ფანჯრიდან გაიხედა.
- წარსულის გახსენება და მაზოლზე წიხლის დაჭერა კარგად გამოგდის? - გული
ეტკინა. ისე თქვა ლუნამ მარტო მაინც დავდიოდიო, თითქოს დემეტრეს არასოდეს
ადარდებდა, არასოდეს აინტერესებდა სად იყო, როგორ, ვისთან ერთად. არადა
ყოველთვის, როცა ერთად არ იყვნენ ამოწმებდა, სად და ვისთან ერთად იყო.
ლუნამ მართალია ეს არ იცოდა, მაგრამ მაინც, რაღაცნაირად დაწყდა გული.
- აააჰ - ამოიოხრა, მიხვდა წინ, როგორი საუბარიც ელოდა და თითქოს შინაგანად
ემზადებოდა წარსულში გადატანილი ტკივილებისთვის მარალის მოსაყრელად.
იცოდა, რომ თუ დემეტრესთან რაიმე სახის ურთიერთობას განაახლებდა
აუცილებლად მოუწევდა მასთან ლაპარაკი იმ საერთო წარსულზე, რომელიც ჯერ
ვერც საბოლოოდ დატოვეს წარსულში და ვერც აწმყოში აგვარებენ. სადღაც შუაში
გაიჭედნენ და როგორც ლაბირინთში დაკარგული ბავშვი ისე დაეხეტებოდნენ
წარსულსა და აწმყოს შორის.
- არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, იმაზე მეტ
გაურკვევლობაში ჩავვარდებით, ვიდრე ახლა ვართ. არ მინდა.
- გაჩერდა, ისევ
ფანჯრიდან იყურებოდა - მირჩევნია იმაზე მეტი არ ვიცოდე, რაც საკუთარი
თვალებით ვნახე.
- ერთ დღესაც ინანებ, რომ არ მომისმინე. გასასვლელი ახლოა, მაგრამ შენ მაინც
ლაბირინთში დარჩენას ირჩევ, შენი ნებაა.
- მხრები აიჩეჩა.
- არ ვინანებ, ნუ დარდობ.
- ნერვებ მოშლილმა უთხრა, მაგრამ თავადაც ვერ გაიგო,
რაზე გაბრაზდა. წამში დაიწყო თმის ნერვიულად გადაწევ-გადმოწევა, გასწორება
და წამში დაეტყო შუბლზე ის ემოციის გამომხატველი ძარღვი, რომელიც
სიბრაზისგან, აღელვებისგან ან სხვა მძაფრი ემოციის დროს უჩნდებოდა.
გამსახურდია თვალს ადევნებდა მის რეაქციას და იმას, თუ როგორ ცდილობდა
შუბლზე გამოკვეთილი ძარღვის დამალვას და ჩაეღიმა. გაახსენდა, რომ შვიდი
წლის ან მეტი ხნის წინ, როცა გიორგობიანის შუბლზე ძარღვი ჩნდებოდა მისკენ
იხრებოდა და შუბლზე კოცნიდა. ახლაც ისე მოულოდნელად, იმდენად
გაუაზრებლად და დაუფიქრებლად შეანელა მანქანა და გადაიხარა ლუნასკენ, რომ
შუბლზე, ზუსტად იმ ძარღვზე ეკოცნა, რომელიც ასე ძალიან ეტყობოდა
ნერვიულობისას, ვიდრე ტუჩები არ შეახო ვერაფერს მიხვდა. ვერ მიხვდა, როგორ
გაიმეორა ის ჩვევა, რაც წლების წინ ჰქონდა. გაშრა, ვერაფერი, საერთოდ ვერაფერი
ვეღარ ქნა ქალმა და როცა რამდენიმე წამში კაცის ტუჩები მის შუბლს მოშორდა
თავი დახარა, იმდენად წითელი იყო ქერა ქალბატონი სირცხვილით, სად
დამალულიყო აღარ იცოდა. არც საბოდიშო სიტყვები ყოფილა დ არც უხერხული
ჩახველება გამსახურდიას მხრიდან.
- რა გააკეთე? - წამით თავი აწია და თვალებში შეხედა.
- წარულის აწმყოდ ქცევას
ნუ ცდილობ. ეგ ოცნება არ აგიხდება.
-კაცს ჩაიცინა. ლუნას უბნისკენ გადაუხვია.
- ჩემი ოცნება სულაც არაა წარსულის აწმყოდ ქცევა. ჩემი ოცნება სხვა რამეა და
დამიჯერე აუცილებად ამიხდება.
- თვალები დახუჭა და თავი აქეთ-იქით გააქნია
ღიმილით.
- ღმერთო, დღეს რამდენს ლაპარაკობ. წავედი, დამღალე - ეს უბრალოდ მიზეზი
იყო, რომ მანქანიდან მალე გადასულიყო. ოცნებას, რომ მიუხვდა მაგიტომაც
მოიმიზეზა დემეტრეს ბევრი ლაპარაკი.
- თავად მაიძულე მელაპარაკა - თვალი ჩაუკრა და ცალყბად გაუცინა. მანქანიდან
გადასულს სასწრაფოდ გადაყვა თავადაც და წამებში აღმოჩნდა მის წინ. ჯიბეებში
ჩაიწყო ხელები და თვალებში შეხედა. გაუღიმა. მხოლოდ ბაგით კი არა მთელი
სახით გაუღიმა, თვალებით იმდენი სითბო აჩუქა მთელი ცხოვრება
ემახოვრებოდა.
- ღამე მშვიდობის, მე წავალ.
- უთხრა გიორგობიანმა, რამდენიმე წამიანი
თვალებში ყურების შემდეგ. ხმა არ გაუღია, რამდენიმე წამს კიდევ უყურა და მერე
ჩუმად, აუჩქარებლად დაიწყო ლაპარაკი.
- ტკბილი ძილი, ლუნა.
- შეჩერდა - გთხოვ აღარასოდეს, აღარასოდეს მოხვიდე იქ
სადაც მოკლული იქნება, იმიტომ კი არა, რომ იმ მომენტში შენი ნახვა არ
მენდომება იმიტომ, რომ საფრთხეში არ მინდა ჩაგაგდო...
- მერე ჩუმად დაამატა -
ისევ.
- მადლობა. ახლა წავალ.
- სახლში ღიმილით შევიდა. ღიმილით, რომელიც ამ
ბოლო პერიოდში მისი განუყოფელი ნაწილი გახდა.
- სად იყავი? აფთიაქში მივდივარო არ თქვი...
- ღიმილი წამში გაუქრა სახიდან
ნორას თვალებს, რომ შეხედა.
- კი აფთიაქში ვიყავი - იმდენად დამაჯერებლად თქვა სულ დაავიწყდა
სინამდვილეში ვის გამოც გავარდა სახლიდან შეშლილივით. არაფერს ამბობდა,
მაგრამ იცოდა ისევ უყვარდა, დემეტრემაც იცოდა და ეს უშლიდა ნერვებს.
გამსახურდია ყოველთვის მარტივად ხვდებოდაა ყველაფერს, რაც ლუნას
უკავშირდებოდა, ამიტომაც იყო უსიტყვოდ, რომ ესმოდა მისი წარსულში და
ამიტომაც იყო ჯერ კიდევ, რომ ვერ დაივიწყდა, ვერ ჩამოიშორა დემეტრე და მასზე
ფიქრები.
- წამლები სად არის? - ზურგს უკან ამოფარებულ ხელებში დაუწყო ყურება.
- არ ჰქონდათ, რაც მინდოდა - ბლუყუნით ამოთქვა.
- ნუ მატყუებ ლუნა უბრალოდ თქვი, რომ ვიღაცის სანახავად გახვედი და
მორჩება, რად გინდა ტყული. ამხელა ქალს არ შეგშვენის პატარა გოგოსავით
ტყუილების თქმა და ცანცარი - სერიოზულად ეწყინა შვილმა, რომ დაუმალა
სადაც მიდიოდა. მაგრამ როგორ ეტყოდა დემეტრეს სანახავად მივდივარ
ტელეფონზე არ პასუხობს და უნდა ვნახოო? ეტყოდა და მერე ენახა, როგორც
გაუშვებდა ნორა გარეთ. მთელი ოცდაათი წელი თვალის ჩინივით
უფრთხილდებოდა, რაც შეეძლო და ახლა ვერ მისცემდა უფლებას ცხოვრება
გაენადგურებინა იმ კაცის გამო, რომელმაც წარსულში შეცდომები დაუშვა,
რომელმაც საყვარელი ქალის დაცვა ვერ შეძელო. როგორ უნდა შეგუებოდა, როცა
გაიგებდა გამსახურდიას სანახავად იყო გასული ამ შუაღამეს გარეთ. შერცხვა,
ვეღარაფერი თქვა უმცროსმა გიორგობიანმა და როგორც პატარა ბავშვი ისე იდგა
თავ დახრილი დედის წინ და უხერხულად ინაცვლებდა ფეხს.
- ვინ ნახე, ნანუკა? - ჰკითხა ნორამ, თან გამომცდელად შეხედა თვალებში.
- კი, ნანუკა ვნახე - ისე მოატყუა თითქოს ორი წამის წინ ნათქვამი სიტყვები, არც
გაუგონია.
ნორას აღარაფერი უთქვამს ისე შებრუნდა სამზარეულოში. გიორგობიანმა კი
მხოლოდ ამის შემდეგ ამოისუნთქა და საკუთარი ოთახისკენ დაძრული ჯერ
პატარა კესარიას ოთახში შევიდა და მძინარე ბავშვს ჩამოუჯდა საწოლზე. ქერა
თმაზე გადაუსვა ხელი და თბილად ჩაეღიმა.
- კეს საიდუმლოს შემინახავ? - თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა ვიდრე ბავშვის
გასაგონად. ისე ამოიოხრა გეგონება მტელი მსოფლიოს პრობლები მისი
გადასჭრელი იყო და არ იცოდა რა ექნა. ფანჯრისკენ გაიხედა და დატალღული
თმა რომელიც სახეზე ჩამოვარდნოდა ყურს უკან გადაიწია.
- კეს მგონი
ყველაფერი მეორდება და მე საწყის წერტილს ვუბრუნდები. დემეტრე მგონი
ისევ...
- ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა ლაპარაკი გამსახურდია ურეკავდა.
სასწრაფოდ უპასუხა და პატარა, თინეიჯერი გოგოსავით აღელვდა.
- დემეტრე გისმენ. რა ხდება? - თავის ოთახში გასულმა საგულდაულოდ ჩაკეტა
კარი.
- სახლში ხომ ფრთხილად მიხვედი? - განა თავად არ მიიყვანა სახლამდე ქალი?
მშვენივრად იცოდა, რამდენად უსაფრთხოდ შევიდა სახლში, მაგრამ ეს კითხვა
„ხომ ფრთხილად მიხვედი?“ მხოლოდ მიზეზი იყო ლუნას ხმა კიდევ გაეგონა.
- თავად არ მომიყვანე სახლში? - ჩაეცინა - უბრალოდ თქვი, რომ ჩემთან
დასარეკად მოიმიზეზე ის კითხვა რაზედაც პასუხი მშვენივრად იცი.
- როგორ ეყო
გამბედაობა ამ სიტყვების სათქმელად თავადაც არ იცის.
- როგორი დაუნდობელი ხარ - ჩაეცინა გამსახურდიას. რამდენიმე წამს შეჩერდა
და უთხრა - უფლება მომეცი უაზრო მიზეზების გამო კი არა უბრალოდ შენი ხმის
გასაგებად დაგირეკო ხოლმე ლუნა.
- ვფიქრობ ჩემი პასუხი უნდა იცოდე.
- აუღელვებლად უთხრა და თან დააყოლა
თუ საქმე არ გაქვს გავთიშავო. კაცს აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გათიშა და
თავის საქმეს მიუბრუნდა.
მაშინ როცა ლუნას ეძინა და ძველი კოშმარები ესიზმრებოდა, დემეტრე საქმის
გახსნას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ და დამერწმუნეთ, ჯერ კიდევ არ იცოდა
ვისთან ჰქონდა სინამდვილეში საქმე. მკვლელთან, რომელმაც ათობით ადამიანს
განზრახ მოუსწრაფა სიცოცხლე იმ ყველაფრის გამო, რაც ცხოვრებაში გამოიარა
თუ ადამიანთან ვისაც უბრალოდ ავადმყოფური ინტერესი ჰქონდა ენახა, როგორ
კვდება ადამიანი. არავინ იცოდა რას იზამდა მკვლელი და ვინ იქნებოდა მისი
შემდეგი მსხვერპლი.
მაშინ როცა გიორგობიანი კოშმარისგან გულ გახეთქილი იღვიძებდა და ოფლში
გაწურული ცრემლებად იღვრებოდა მკველელი ახალ მსხვერპლს დიდი
დაკვირვებით და სიფრთხილით არჩევდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს
მკვლელმა ყოველთვის იცოდა იმ ადამიანის ცხოვრების თითოეული დეტალი
ვისაც მოკლავდა. ქალმა მუხლებზე შემოიხვია ხელები და თავი ჩარგო.
ეტირებოდა, შიშისგან და იმ ფიქრებისგან, რასაც კოშმარი უტოვებდა და რასაც
უკვე ამდენი ხანია ცდილობს გაუმკლავდეს ფიქრებს, რომლებიც თითქმის
არასოდეს იცვლებოდა, ყოველი კოშმარის შემდეგ ფიქრობდა, რატომ არ უშველა
დემეტრემ? რა მიზეზი უნდა ჰქონდა საამისოდ? ნეტა მართლა ისე იყო
ყველაფერი, როგორც თავად იცოდა? თითქოს უნდოდა დემე მართალი
ყოფილიყო და თავად სცოდნოდა არასწორად მთელი წარსული. ხანდახან ძალიან
უნდოდა თავად ყოფილიყო მტყუანი და სიმართლე, რომელიც ჰქონდა საერთოდ
არ ყოფილიყო, გამქრალიყო, დავიწყებოდა, მაგრამ ადამიანის გონება ასეა
მოწყობილი რის დავიწყებაც ყველაზე მეტად გვინდა, სწორედ მას გვახსნებს
გამუდმებით და რომ ვთქვათ მაზოლზე გვაჭერს ფეხს.
დილამდე იყო ასე მუხლებზე მკლავებ შემოხვეული და თავდახრილი. საათს
დახედა ჯერ კიდევ ადრე იყო, შვიდი საათი სრულდებოდა. ღრმად ამოიხრა და
სახეზე ჩამოისვა ხელი, დასიებულ თვალებზე ხელის გულები დაიფარა და
ესიამოვნა ცივი სხეულის შეხება გახურებული, ცრემლიან თვალებზე. საწოლიდან
წამოდგა და სახის დასაბანად გავიდა, დასიებულ თვალებს ვერაფერი მოუხერხა
და როცა ნორამ ჰკითხა, რატომ გაქვს თვალები შეშუპებულიო, ცუდად მეძინაო
მოიმიზეზა. ქალმაც დაუჯერა.
დილა ადრიან მოწესრიგდა, შავი კოჭამდე ქვედაბოლო ჩაიცვა თეთრი
გვირილებით, თეთრი ფერის მაისური, ნაიკის თეთრ კედებთან და მაღალ
წინდებთან ერთად. კარედ შეჭრილი დატალღული თმა ხელით გაისწორა და
სახლიდან გავიდა. სახელოსნოსკენ მიმავალს ქერა კაცმა, ბავშვობის მეგობარმა,
გაუჩერა მანქანა და წაყვანა შესთავაზა რაზეც ქალი სიამოვებით დათანხმდა.
- როგორ ხარ დანიელ? - ჰკითხა მანქანაში დაჯდომისთანავე, თან დამცავი ღვედი
გაიკეთა.
- მადლობა, შენ როგორ ხარ? - გაუღიმა კაცმა და მანქანა დაძრა.
- მადლობა, კარგად.
- გავიგე ახალგაზრდა გოგონა მოუკლიათ, რა საშინელებაა ასეთი სასტიკი
წამებისთვის როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი ვერ ვხვდები - თქვა დანიელმა და
გვერდიდან გახედა ქალს.
- ჰო საშინელებაა. დემეტრე არის ამ საქმის პროკურორი. იმედი მაქვს მალე
იპოვიან მკვლელს და სხვა ადამიანების გაუბედურების უფლებასაც არ მისცემენ -
თქვა ლუნამ და საქარე მინას გაუშტერა მზერა.
- დემეტრე რას ამბობს, ვინმეზე აქვს ეჭვი თუ ჯერ ისევ გაურკვევლობაა? - ჰკითხა
სასხვათაშორისოდ.
- არ ვიცი.
- შეხედა გიორგობიანმა - სამსახურია და ამაზე არ ვსაუბრობთ თან
მაინცადამაინც კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, როგორც იცი.
- უხერხულად
შეიშმუშნა ქალი.
- გასაგებია.
- სახელოსნოსთან იყვნენ უკვე.
- დანიელ, მადლობა რომ მომიყვანე. ნახვამდის.
- მანქანიდან გადმოვიდა მალევე
კი კაციც გადმოყვა.
- ლუნა არ ვიცი, რამდენად შესაფერისი დროა ამ კითხვის დასასმელად, მაგრამ
მაინც მინდა, რომ გკითხო.
- ისეთი შესავალი გაუკეთა მთავარ კითხვას ცოტა
შეშინდა კიდეც ქალი.
- გისმენ დანიელ, მითხარი.
- მაინტერესებს რა გადაწყვეტილება მიიღე ჩემთან ურთიერთობაზე? გახდები ჩემი
შეყვარებული? - ზღვისფერ წყლიან თვალებში შეხედა. თვალებში რომლებიც
ბავშვობიდან სიგიჟემდე უყვარდა და რომლის ყურებაც მთელი ცხოვრება სურდა.
- ვიფიქრე დანიელ შენს სიტყვებზე.
- გაუღიმა - ვერ გეტყვი რომ მიყვარხარ,
მაგრამ მოდი ვცადოთ - პირველი სიტყვების გაგებისას იფიქრა, რომ უარს ეტყოდა
და თავის მომზადება დაიწყო უარის მისაღებად, მაგრამ ქალი, რომელსაც
ატმისფერი კანი და ქერა ულამაზესი თმა ჰქონდა დათანხმდა.
ვერ გეტყვით, რა იყო მიზეზი მისი თახმობის, მაგრამ სიყვარულით რომ არ
უყვარდა თავადაც შესანიშნავად იცოდა, მაგრამ ალბათ ეს გადაწყვეტილება უფრო
პირველი სიყვარულის დასავიწყებლად, წარსულის ჭრილობების მოსაშუშებლად
მიიღო. ვინ იცის? იქნებ გამსახურდიას დაიწყება სულაც არაა მისი მიზანი. თუმცა
ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან
გიორგობიანი უკვე ოცდაათი წლის ქალი, ახლა ბავშვობის მეგობრის
შეყვარებული იყო.




დემეტრემ ლამის მთელი ღამე გაათენა მკვლელის ძიებაში, რამე საეჭვოს
პოვნაში, მაგრამ მიუხედავად ამდენ ხნიანი ძებნისა ბევრი ვერაფერი იპოვა. ეს
შემთხვევა იმდენად ჰგავდა შვიდი წლის წინანდელს, მკვლელს, რომელიც
ყველაფერს იდეალურად აკეთებდა, იმდენად სუფთად და უკვალოდ, ლუნას
გადასარჩენად მისულებსაც კი გაექცათ. იმდენად ახსენებდა წარსულს, ზოგჯერ
ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ ნამდვილად ის იყო. ტვინს იჭ....ტდა, რომ რამე
გაერკვია, თუნდაც პატარა მინიშნება ეპოვა, მაგრამ არა. ხელჩასაჭიდი არაფერი
იყო და თუ უახლოეს პერიოდში ვერაფერს გამოიძიებდნენ საქმეს, როგორც მაშინ
ახლაც დახურულად გამოაცხადებდნენ და თაროზე შემოდებდნენ სადაც,
რამდენიმე წელს დაყოფდა მერე კი არქივში გადაიტანდნენ სადაც ვინ იცის,
რომელი კედლის კუთხეში მიაგდებდნენ, მერე კი იმით იმართლებდნენ თავს
„მაინც გაუხსნელ საქმედ დარჩა და რა მნიშვნელობა აქვს სად ეგდებაო.“
გამთენიის ხუთის წუთები იქნებოდა სახლის კარი, რომ გააღო. იმდენად ჰქონდა
თვალები დამძიმებული უძილობისგან, შესასვლელში გაიხადა ფეხსაცმელი,
აქამდე მჭიდროდ შეკრული ჰალსტუხი მოიხსნა და დივანზე მიაგდო, დასაწოლად
წავიდა. ორი-სამი საათი და ისევ სამსახურში უნდა გაქცეულიყო. ჩაძინებამდე
გაახსენდა გასული ღამე და თავისთვის გაეღიმა. ფიქრობდა და ვერ გაერკვია რა
უნდოდა ლუნასგან? ახლა მაინც შეძლებდა მის დაცვას?
ნეტა რა უფრო მარტივია, გიყვარდეს და სხვასთან გაუშვა, თუ ეგოისტად იქცე
მისი სიყვარულის გამო? ალბათ პირველი, მაგრამ დემეტრეს ეგოისტობა უფრო
ხიბლავდა.
არ ეთმობოდა და რა ექნა? სხვისთვის ვერ იმეტებდა საყვარელ ქალს.
არ ადარდებდა, ბოდიში და ფეხებზე ეკიდა რას იფიქრებდა სხვა, ახლოს ყოლოდა
და მეტი არაფერი უნდოდა.
მეორედ ვეღარ დათმობდა, ერჩივნა ეგოისტი ეწოდებინათ ვიდრე დაეთმო.
გული უწვრილდებოდა, რომ ფიქრობდა შესაძლოა ლუნას ისევ გაშვება
მომიწიოსო.
გული უწვრილდებოდა, მაშინაც, როცა ფიქრობდა შეიძლება ერთ დღესაც სხვის
გვერდით ვნახოო. უყვარდა.
სიყვარული, ზოგჯერ ეგოისტობაში გადაგვდის ხოლმე ადამიანებს, მაგრამ აკი
გითხარით გამსახურიდას ბოდიში და ფეხებზე კიდიათქო?
მოსწონდა კიდეც საყვარელი ქალის სიყვარულში, რომ ეგოისტობდა და
არავისთვის, რომ არ ეთმობოდა. ვიდრე დაიძინებდა ფოტო ეჭირა ხელში და
ხმადაბლა, თავისთვის ბუტბუტებდა: ლუნა, ჩემი ლუნა. ჩემი ძვირფასი ქალი.
დემეტრემ რა იცოდა, რომ მაშინ, როცა მას მთელი ღამის ნამუშევარს და
დაქანცულს ეძინა ლუნა თავისი ბავშვობის მეგობრის შეყვარებული გახდა და ამ
ორი შემთხვევის პარალელურად მკვლელი ახალი მსხვერპლის მოსაკლავად
მიდიოდა. იმდენად ღრმად ეძინა დემეტრეს, მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ
გამოფხიზლდა და უპასუხა ტელეფონს.
- გისმენთ - ძილისგან დაბოხებული ჰქონდა ხმა. პირველ ცდაზე თვალები ვერც
გაახილა იმდენად ეტკინა.
- დემე მე ვარ, რას შვრები? - ტელეფონში ახალგაზრდა კაცის მხიარული ხმა
გაისმა.
- გეგა მოგკლავ.
- ხმამაღლა ჩაიდუდღუნა და საწოლზე წამომჯდარი ისევ დაწვა
და თვალები დახუჭა - მეძინა. რა გინდა? - ვერასოდეს იტანდა, რომ აღვიძებდნენ,
ხასიათი უფუჭდებოდა და აღრენილი დადიოდა მთელი დღე, როგორც თავად
ამბობდა.
- უი გეძინა? მოიცა საათი ვნახო, უი ცხრა საათიც არ ყოფილა ჯერ.
- ჩაეცინა
თავისივე ირონიულ ლაპარაკზე.
- მითხარი რა გინდა, თუ არა და ვთიშავ - მოთმინება გამოლეულმა მიუგო და
თვალებზე მკლავი დაიფარა.
- არ გახსოვს დღეს რა დღეა? - იმდენად გაოცებული იყო მისი გულმავიწყობით
ხმაზეც აშკარად დაეტყო.
- ახლა საერთოდ არაფერი არ მახსოვს და არ მაინტერესებს მთელი ღამე
ვმუშაობდი და მეძინება.
- უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და დაამთქნარა.
- რა იყო დაბერდი უკვე და სკლეროზი დაგემართა? - ჩაიცინა კაცმა. მშვენივრად
იცოდა მის ხუმრობას რაც მოჰყვებოდა, მაგრამ დემეტრეს გაბრაზების შანსს,
როგორ გაუშვებდა ხელიდან. გამსახურდიამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და
„გაგითიშავ ახლაო“ უთხრა. აშკარად გააბრაზა, მაგრამ ჩხუბის თავიც არ ჰქონდა
ისეთი დაღლილი იყო. ისე ეხუმრებოდა ასაკზე გეგონება ოცდაცამეტი წლის კი
არა ოთხმოცი წლის ბაბუა იყო.
- კაი დამშვიდდი - ჩაიცინა აბაშიძემ და საქმეზე გადავიდა - ლაზარეს აქვს
კონცერტი დღეს.
- მორიდებით ჩაილაპარაკა, ისე თითქოს ბავშვობის მეგობარს კი
არა სრულიდან უცხოს ელაპარაკებოდა.
- როგორ დამავიწდა - ჩაილაპარაკა ჩუმად - რომელ საათზე აქვს და სად? - მკლავი
სახიდან მოიშორა და ნელ-ნელა გაახილა თვალები.
- ორ საათზე. ბაღში მოდი იქ არის კონცერტი.
- უთხრა სიხარულ შეპარული ხმით.
- აუცილებლად მოვალ.
- გაეღიმა გამსახურდიას.
- ლაზარეს კონცერტს, როგორ
დავაკლდები.
- წარმომიდგენია, როგორ გაეხარდება ჩემ კაცს, გუშინ ამბობდა დემე ძია ალბათ
არ მოვაო. ისეთი დამწუხრებული ამბობდა ცოტაც და იტირებდა - ისე
გულწრფელად უთხრა გული გაუთბა დემეტრს.
- ელენე რას შვრება შეიწირე უკვე თუ ჯერ კიდევ ცოცხალია? - სიცილით ჰკითხა
და თან საწოლიდან წამოდგა.
- ელენიკოს რა მოკლავს ჩემ ხელში - ჩაიცინა - რას მიბღვერ ქალბატონო ცუდი
ქმარი ვარ? - ცოლს მიმართა ახლა.
- ღმერთო ისევ დაიწყეს - ჩაილაპარაკა გამსახურდიამ - გეგა ვთიშავ და შენი
წუნკალა ცოლი მომიკითხე.
- ჩაიცინა ბოლოს. ისე კარგად ახსოვდა, როგორ
ცდილობდა მისი მეგობარი ელენეს გულის მოგებას. ქალი კი იმდენად ჯიუტი და
მოუდრეკელი იყო გეგამ ყვავილები, რომ აჩუქა სახეში შეაყარა და აღარ დამენახო
თორემ ვერ გადამირჩებიო უთხრა, მაგრამ ელენეს დაავიწყდა გეგა, რომ მასზე
ჯიუტი იყო და მეორე საღამოსაც მიაკითხა სახლთან. საბოლოოდ სამ თვიანი
დევნის შემდეგ მოიგო ქალბატონი უკარებას გული და ამოისუნთქა.
- დემეტრე ვერ გადამირჩები - ქალის სიცილნარევი ხმა გაისმა ახლა ტელეფონში.
- კაი გაჩერდი, შენ შენს ქმარსაც ეგრე ეუბნებოდი, მაგრამ ჰა, კი გაქვს ახლა
საქორწინო ბეჭედი წამოსკუპებული თითზე.
- გაიცინა კაცმა.
- აქამდე მიკვირდა, რატომ არავინ მოგყვებოდა ცოლად, მაგრამ ახლა ვხვდები,
ჯერ კიდევ ბავშვი ხარ ამხელა კაცი - გაიცინა ქალმა და პერანგის ღილები შეუკრა
ქმარს.
- მოხუცი ბავშვი.
- დამცინეთ ხო თქვენ ორივემ და ნახავთ, როგორ ცოლსაც მოვიყვან.
- ნიშნის
მოგებით უთხრა გამსახურიდამ.
- დემეტრე რა გამოვტოვე? დღეს ჩამაბარებ იცოდე ანგარიშს.
- უთხრა აბაშიძემ.
- კი, როგორ არა. წავედი სამსახურში დამაგვიანდა.
- არც დალოდებია პასუხს ისე
გათიშა.
გეგა აბაშიძე გამსახურდიას უახლოესი და ლამის ერთადერთი მეგობარი იყო,
ვინც წარსულის ჩახლართული ამბების გამო არ მიატოვა და როგორც შეეძლო
გვერდში ედგა და ამხნევებდა. ერთად გაიზარდნენ და იმდენად ახლო და
უშუალო მეგობრობა ჰქონდათ მათ შემხედვარეს კეთილი შურით
შეგშურდებოდათ და დამერწმუნეთ ძალიან, ძალიან მოგინდებოდათ თქვენც
ისეთივე მეგობრობა. ელენე სტუდენტობის პერიოდში გაიცნო გეგამ და იმდენად
აღფრთოვანდა და მოეწონა წითური, ხუჭუჭა ქალბატონი სამი თვე სდია კუდში,
რომ როგორმე თავი მოეწონებია მისთვის და ბევრი მცდელობის შემდეგ
გამოუვიდა კიდეც და დღეს უკვე ოთხი წლის ლაზარე ჰყავთ.
პერანგის ღილები შეიკრა, ჰალსტუხი გაიკეთა, შავი კლასიკური შარვალი და
ლაკის ტუფლები ჩაიცვა. ხელჩანთა აიღო და გარეთ გავიდა. კარი ჩაკეტა და
აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა.
- გისმენ ცოტნე, უკვე გამოვდივარ - უპასუხა დეტექტივ-გამომძიებელს და მისი
აქოშინებული სუნთქვა მოესმა.
- დემეტრე სწრაფად... რაც შეგიძლია სწრაფად... მოდი. კიდევ ერთი მსხვერპლია -
უკვე ვეღარ ლაპარაკობდა იმდენად დაღლილი იყო სირბილით - და მკვლელი...
მკვლე...მკვლელი ჯერ... ჯერ არ წასულა.
- გამოვდივარ მომწერე სწრაფად სად მოვიდე - გათიშა და სასწრაფოდ დაჯდა
მანქანაში - ახლა ვეღარ გამექცევი, აუცილებლად უნდა გიპოვო - ლაპარაკობდა
თავისთვის და ცოტნეს გამოგზავნილ მისამართზე მიდიოდა. სიჩქარესაც
გადააჭარბა, წითელზეც გაიარა, ოღონდ მიესწრო და ჯარიმებს ვინ წუხდა. დიდი
სიჩქარით შეუხვია მოსახვევში და უკვე ადგილზე იყო. მაინც ვერ ხვდებოდა ასეთ
სიტუაციაში, როგორღა უნდა გაქცეოდათ მკვლელი, როგორი მოხერხებული და
გველაძუა უნდა ყოფილიყო, რომ ამდენ საპატრულოს, გამომძიებლებს,
გაწვრთნილ ძაღლებს და თვით ქალაქის საუკეთესო პროკურორს გაქცეოდა.
არ ვიცი, როგორ და რა ძალით შეძლო, მაგრამ მკვლელი ნამდვილად გაიქცა,
ჭუკიდან გადადიოდა გამსახურდია, როცა ფიქრობდა, როგორ შეძლო ისევ გაქცევა
მკვლელმა. იმდენად ფრთხილად და დაკვირვებულად მოქმედებდა, იმდენად
სუფთად მუშაობდა მცირე კვალსაც არ ტოვებდა.
მსხვერპლი ახალგზარდა ოცდაათ წლამდე გოგონა იყო, მშობლების სახლიდან,
რამდენიმე წლის წინ წამოვიდა და ახლა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე
ხალხმრავალ უბანში ცხოვრობდა. მაღაზიაში კონსლუტანტად მუშაობდა, ღამის
ცვლა ჰქონდა და როცა გამთენიისას სახლში დაბრუნდა თავში ბლაგვი საგანი
ჩაარტყეს და თუმცა თავი ვერ გაუტეხა გონება დაკარგა და ვიდრე გონდაკარგული
ძირს დაეცემოდა კოლიდორში მდგარი პატარა იაფფასიანი ყვავილების ლარნაკი
გადმოაგდო, ძირს დაცემულს ლარნაკი ზემოდან დაეცა და ნამსხვრევები სახეზე
და თითქმის მთელ სხეულზე ჰქონდა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობაც
აშკარად შესამჩნევი იყო, ყელისა და მუცლის ღრუს მიდამოებში. როცა
შემთხევევის ადგილას მივიდნენ გოგონა უკვე მკვდარი იყო. სახე დასახიჩრებული
ჰქონდა ლარნაკის ნამსხვრევების გამო და იმდენად რთული იყო მისი სახისთვის
თვალის გასწორება, რომ სახე დაუფარეს და ისე გადაასვენეს ექსპერტიზაზე.
გაავებული ურტყამდა საჭეს მუჭებს ქალაქის პროკურორი, ჭკუიდან
გადადიოდა, ვერაფრით ხვდებოდა, როგორ შეძლო ახლაც გაქცევა, ან მისი
ყოველი ახალი მსხვერპლი, რატომ იყო მაინცადამაინც ქალი, თან თითოეული
მათგანი თითქმის ერთი ასაკის. სამედიცინო ხელთათმანი გაიკეთა ბახილები
ამოიცვა და ისე შევიდა მკვლელობის ადგილას ზედმიწევნით აკვირდებოდა
ყველაფერს, თითოეული მცირე დეტალიც კი საოცარი დაკვირვებით და
მოთმინებით დაათვალიერა.
- დემეტრე ეს ნახე - დეტექტივმა ფოტო გაუწოდა. ფოტოზე ახლა უკვე ახალი
მოკლული იყო. უკან გაურკვეველი ასოებით ეწერა რაღაც. გამადიდებელი
შუშიდანაც ბევრჯერ სცადა წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო.
- ის ფოტო სად არის, წინა მკვლელობისას, რომ ვიპოვეთ? - ჰკითხა იმდენად
აუღელვებლად გეგონებოდა სერიულ მკვლელთან კი არა პატარა ბაღის მოსწავლე
ბავშვთან ჰქონდა საქმე.
- განყოფილებაშია. რა ხდება? - ცოტა არ იყოს დაიბნა ცოტნე. ხმაც არ ამოუღია ისე
გავიდა ბინიდან, თავის მანქანაში დაჯდა და განყოფილებაში წავიდა.
- ბექა ფოტო მაჩვენე, წინა მკვლელობიდან - ხელი გაუწოდა, რომ ფოტო მიეცა.
ახალგაზრდამაც რაც შეეძლო სწრაფად მისცა ფოტო. წამში გადააბრუნა უკანა
მხარეს, ზუსტად იგივე წარწერა ზუსტად ისეთივე ხელწერა, მხოლოდ ორ
წერტილის შემდეგ ეწერა სხვადასხვა რაღაცები.
მაშინ, როცა ქალაქის პროკურორი ცდილობდა გაერკვია რა ეწერა მკვლელის მიერ
დატოვებულ ფოტოებზე და იმდენად იყო საქმეში ჩართული სხვა ვერაფერზე
ფიქრობდა, ლუნას უკვე შეყვარებულიანი გოგო დაერქვა და ახლა ამდენი წლის
გასვლის შემდეგ, ისევ გაუღიმა ცხოვრებამ. ჩვიდმეტი წელია რაც ჭანტურიას
უყვარს და ჩვიდმეტი წელია დანიელს მის გარდა სხვა არავისკენ გაუხედავს.
როგორი ერთგულება შეუძლიათ ზოგჯერ ადამიანებს, როგორი მოლოდინი, როცა
რაღაცის იმედი გაქვს მაშინ ლოდინიც ნაკლებად მტანჯველია და ამ შემთხვევაში
დანიელი ორმაგად დასაფასებელი იყო ლუნასგან. ვინ დაგელოდება ჩვიდმეტი
წელი თუ მართლა მთელი გულით და სულით არ უყვარხარ. არავინ იცის რამხელა
იყო ჭანტურიას სიყვარული ლუნას მიმართ, მაგრამ ის ნამდვილად ცხადი იყო,
რომ ლუნას სიყვარულიც კი არ ჰქონდა დანიელის მიმართ, სხვა რომ არაფერს
ვილაპარაკოთ. გიორგობიანი ჯერ არაფერში იყო დარწმუნებული, არც იცოდა
ნამდვილად თუ მოსწონდა კაცი. არც ის იცოდა შეუყვარდებოდა თუ არა, მაგრამ
როგორც დემეტრემ უთხრა ადრე ცდა ბედის მონახევრეაო გადაწყვიტა ეცადა.
იქნებ იმდენად შეყვარებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება შეძლებოდა, იქნენ
მისი კოშმარებიც გამქარალიყო, ან ეგრძნო რომ ისევ ადამიანია, ისევ აქვს
გრძნობები და ემოციები და ჯერ კიდევ რობოტად არ ქცეულა.
- ყველაზე ბედნიერი იქნები პირობას გაძლევ - სიხარულს ვერ მალავდა კაცი,
რასაც ჩვიდმეტი წელი ელოდა და რაზეც ოცნებობდა, აუსრულდა. იმდენად
დიდი და ბედნიერი ღიმილი ჰქონდა გამოსახული სახეზე ოცდათორმეტივე
კბილი უჩანდა. ლუნაც იღიმოდა.
- ლუ...
- იმდენად სხვანაირად ჟღერდა ჭანტურიას პირიდან გამოსული ლუნას
სახელის ეს შემოკლებითი ფორმა ტანში გააჟრჟოლა.
- საღამოს არაფერი დაგეგმო.
- დანიელ საღამოს უკვე გეგმები მაქვს...
- მორიდებით თქვა.
- რა გეგმები? ვინმეს ხვდები? - სახე შეეცვლა და დასერიოზულდა კაცი.
- კი - სახეში შეხედა კაცს - ერთ-ერთმა მომხმარებელმა დიდი შეკვეთა მომცა და
დეტალებზე სასაუბროდ უნდა შევხვდე.
- ფეხი მოინაცვლა და ტუჩის კვნეტით
დაიხედა დაბლა.
- კაცია? - თქვა სრული სერიოზულობით.
- კი, მაგრამ რა პრობლემაა? - გაიკვირვა ქალმა.
- ყველაზე მეტად ვერ ვიტან რომ
არ მენდობიან და ეჭვიანობენ.
- რაღაცის თქმა დააპირა კაცმა, მაგრამ შეაწყვტინა -
ახლა იტყვი შენ გენდობი, მაგრამ მას ვერაო და აქ მოვრჩეთ. აქედანვე თუ
ეჭვიანობას დაიწყებდი ვერ ვიფიქრებდი.
- კარგი, გავითვალისწინებ. დროებით, წავედი - ლოყაზე აკოცა და მანქანაში
ჩაჯდა. ეტყობოდა არ ელოდა ლუნასგან ასეთ რეაქციას და გული დასწყდა ქალის
სიტყვებზე, თუმცა სიხარული, რომელიც გულში ჰქონდა განწყობის გაფუჭების
უფლებას არ აძლევდა, როგორც იქნა საწადელს მიაღწია და ახლა დაკარგულ,
ლოდინში გატარებულ ჩვიდმეტ წელიწადს დაიბრუნებდა და აინაზღაურებდა.
***
- დეა ჩემთან შემოდი - გასძახა მდივანს და კაბინეტში სწრაფი ნაბიჯით შევიდა.
- მეძახდით ბატონო? - ჰკითხა საშუალო სიგრძის ქვედაბოლოსა და ვარდისფერ
საროჩკაში გამოწყბილმა ახალგაზრდა გოგონამ.
- გააკეთე რაც გთხოვე? - ჰკითხა და წარბებს ქვემოდან შეხედა.
- დიახ, აი სია.
- წინ დაუდო რაღაც სია და შემდეგ მითითებას დაელოდა.
- კარგი, ახლა დამტოვე.
- კაბინეტიდან გაუშვა ხვეულთმიანი გოგო.
- ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი... ძვირფასებო მალე თქვენი დროც მოვა -
ჩამონათვალის ბოლოში მოხვედრილ ადამიანებზე თქვა და ჩაეღიმა.
***
- ლუნა გთხოვ - უკვე მერამდენე თხოვნა იყო აღარ იცოდა - ძალიან რომ არ
მჭირდებოდე მშვენივრად იცი არ დაგირეკავდი.
- ღრმად ამოიოხრა - ყველაზე
მეტად არ მინდა საფრთხეში ჩაგაგდო, მაგრამ ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც
ვიცი, რომ შეძლებს ჩემს დახმარებას. გთხოვ...
- გული გაუწვრილა იმდენი ეხვეწა.
- ხომ იცი ნერბისმიერს ვერ ვეტყვი და ვერ დავავალებ იმასაც, რასაც შენ გთხოვ.
- კარგი საღამოს მოვალ - ისე დათანხმდა არც გახსენებია დანიელს, რომ უთხრა
უარი და მომხმარებელთან შეხვედრა მოიმიზეზა. რა თქმა უნდა, მოატყუა.
ერიდებოდა, უფრთხოდა, თითქოს წარსული ჩაყლაპავდა თუ ისევ დაიწყებდა
პაემნებზე სიარულს, თუ ისევ დიდი სისწრაფით აუფრთხიალდებოდა გული
საგულეში, თუ ისევ პატარა გოგოსავით აჰყვებოდა ემოციებს ნამდვილად
ჩაყლაპავდა წარსული და ამის ეშინოდა ყველაზე მეტად. თან უნდოდა წარსულის
დავიწყება და თან ვერ ბედავდა საბოლოოდ ამის გაკეთებას.
- მოგაკითხავ და თავად წაგიყვან.
- უთხრა სიხარულით მოცულმა კაცმა.
-
რომელზე მოვიდე? - ჰკითხა მერე.
- დაგირეკავ, როცა თავისუფალი ვიქნები - საათს შეხედა თითქმის პირველის
ნახევარი იყო.
- კარგი.
- დაემშვიდობა და გაუთიშა.
- ჯიუტი - ჩაეღიმა თავისივე სიტყვაზე და ტელეფონი გადადო.
- შეიძლება? - კარში კონსტანტინე იდგა, შავი ულვაშების ქვეშ თეთრი კბილები
ბზინავდა. კოსტა იღიმოდა.
- დიახ, მობრძანდით - უთხრა ღიმილით გიორგობიანმა.
- როგორ ხარ? - კარი დახურა კაცმა და ქალს მიუახლოვდა.
- მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? - ჰკითხა და შავ თვალებში შეხედა.
ყოველთვის, როცა მათ უყურებდა ფიქრობდა, რომ ერთადერთი თვალები იყო
სადაც ცეცხლი ნამდვილად ენთო. იმდენად თვალში საცემი გარეგნობა და
მანერები ჰქონდა შეუძლებლად მიმაჩნია ადამიანმა ვერ შეამჩნიოს. თუნდაც ერთი
წამით დანახვისას, სამუდამოდ ჩაებეჭდებოდა გონებაში. ხელჯოხი, რომელსაც
სულ თან ატარებდა მიუხედავად იმისა, რომ კოჭლი არ იყო, სულ ოდნავ
მოზრდილი შავი თმა, შავი ცეცხლოვანი თვალები, ულვაშები, რომელიც მის
კეხიან ცხვირს უფრო კარგს აჩენდა და იმდენად აღარ ეტყობოდა კეხი თუ ჰქონდა
და მუქი ფერის ტანსაცმელი და ჯიბის საათი. წელში ოდნავ მოხრილი, ცალი
ხელი სულ ჯიბეში ჰქონდა მოთავსებული მეორეთი კი ხელჯოხი ეჭირა.
- ჩემი შეკვეთის ამბები, როგორაა? - ჰკითხა ჯანაშიამ და ფეხი მოინაცვლა.
- მზადაა უკვე - უკვე გამზადებული ნახატი დაუდო წინ და მოუთმენლად
დაელოდა კაცის რეაქციას. დაკვირვებით უცქირა ჯანაშიამ, რამდენიმე წამს და
მერე კმაყოფილება გამოესახა სახეზე.
- კარგია ლუნა, მომწონს.
- სახეში შეხედა.
- აი, შემდეგი ფოტო მოვიტანე -
მაგიდაზე დადო და გაუცურა ფოტო.
- იცით, დღეს ძალიან დაკავებული ვარ და იქნებ შემდეგ ვიზიტზე დატოვოთ
შეკვეთა? - მორიდეით უთხრა გიორგობიანმა და მზერა აარიდა.
- არ არის პრობლემა, როცა მოახერხებ მაშინ დაგიტოვებ.
- გაიღიმა კაცმა და შავი
თვალები მიანათა.
ჯანაშიას მალევე დაემშვიდობა, სახელოსნო მოაწესრიგა და კესოს ბაღისკენ
დაიძრა. პატარა ფერიას კონცერტი ჰქონდა დღეს და აბა როგორ შეიძლებოდა მისი
გამოტოვება. აღტაცებული ლაპარაკობდა მთელი კვირა თავის კონცერტზე და
მეტი არ უნდოდა ოჯახიდან ვინმე არ წასულიყო ჰოლოკოსტს მოხდენდა.
როგორც ყოველთვის ახლაც ფეხით წასვლა გადაწყვიტა. ქუჩაში ფეხით
სიარული უყვარდა, სიგიჟემდე, ზოგჯერ ზამთარშიც, როცა ძალიან არ სციოდა
ფეხით მიდიოდა ხოლმე სახელოსნომდე. დანიელისგან შეტყობინება მიიღო,
ეკითხებოდა როგორ იყო და რას აკეთებდა. ღრმად ამოიოხრა ისე თითქოს მიხვდა
რა შეცდომასაც უშვებდა მასთან ურთიერთობით. ჯერ იფიქრა არ ვუპასუხებ და
თუ დამირეკავს ვეტყვი, რომ არ მინახავს შეტყობინებაო, მაგრამ ისევ გადაიფიქრა
და გაახსენდა რაც დანიელს უთხრა. შანსი უნდა მიეცა მისთვის, იქნებ
შეყვარებოდა, იქნებ იმდენად შეყვარებოდა, რომ ცოლადაც კი გაჰყოლოდა თუკი
დანიელს ენდომებოდა. თავისივე ფიქრებზე გაეცინა და გზა გააგრძელა.
- მამიდა მოხვედი - სირბილით გაიქცა პატარა ონავარი და გულში ჩაეკრა ქალს.
- რა თქმა უნდა, მოვედი ჩემო პატარა - ლოყები დაუკოცნა და გულში ჩაიკრა - რა
ლამაზი ხარ კეს.
- მართლა? - დატრილდა გიორგობიანის წინ და თვალებ დაქაჩაულმა შეხედა.
კომპლიმენტების მოსმენა უნდოდა.
- კი კესარია, ულამაზესი ხარ - კიდევ ერთხელ უთხრა ღიმილით და ხელ
ჩაკიდებული შევიდნენ შენობაში.
- ნორა ჯერ არ მოსულა - თქვა თავისთვის და თორნიკესთან და ნინისთან წავიდა,
რომლებიც ვიღაც წყვილს ესაუბრებოდნენ და თან გულიანად იცინოდნენ.
- გამარჯობა - თქვა ღიმილით და ნინის ამოუდგა გვერდით.
- რა კარგია, რომ მოხვედი - უთხრა თორნიკემ და გაუღიმა.
- გეგა ხომ გახსოვს? -
ჰკითხა უმცროს გიორგობიანს და დასტურის ნიშნად თავი, რომ დაუქნიეს
მხოლოდ მერე განაგრძო - ეს მისი მეუღლე ელენეა - ახლა წითურ გამხდარ ქალზე
მიუთითა. ოცდაათ წლამდე იქნებოდა ალბათ.
- სასიამოვნოა ელენე შენი გაცნობა - უთხრა ღიმილით და თავი დაუკრა.
- მე ლუნა
ვარ თორნიკეს უმცროსი და.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა ლუნა - ღიმილითვე უპასუხა აბაშიძის ქალბატონმა.
კონცერტის დაწყებას თხუთმეტი წუთი აკლდა გამსახურდია კი არსად ჩანდა.
ლაზარე იმდენად სევდიანი იყო, გული დაწყდა მისთვის ყველაზე საყვარელმა
ადამიანმა (მშობლების შემდეგ), რომ დაივიწყდა და მის კონცერტზე არ მივიდა.
გეგას არ უთქვამს დემეტრე დამპირდა მოვალო შვილის ემოციების, სიხარულის
დანახვა უნდოდა. გულში ითვლიდა აბაშიძე წუთებს და წამებს, როდის
შემოვიდოდა გამსახურდია და აი გამოჩნდა. შავი პერანგი და იმავე ფერის
შარვალი ეცვა სამსახურის, ოფიაციაული სამოსით იყო მოსული,
შემოსვლისთანავე ყველას ყურადღება მიიქცია, მაგრამ დემნას შემოსვლას
შეიძლება ითქვას ვერავინ შეამჩნევდა, რომ არა პატარა ლაზარეს გახარებული
წამოყვირება და გამსახურდიასკენ გაქცევა. ლაზარეს სიხარულსა და ემოციებს
კესოს ხმაური და ჭყლოპინიც მოჰყვა და ისიც წამში ჩამოეკიდა დემეტრეს
კისერზე.
- დემე ძია მეგონა არ მოხვიდოდი - ღიმილით უთხრა ბიჭმა და კიდევ ერთხელ
ჩაეკრა გულში კაცს.
- შენს კონცერტს, როგორ გამოვაკლდებოდი კაცი - სიყვარულით გადაუსვა წითურ
თავზე ხელი და წაბლისფერ თვალებში ჩახედა.
- შენ როგორ ხარ ჩემო ფერია? -
ახლა კესარიას მიუბრუნდა და ტკბილად აკოცა ლოყაზე.
- კარგად ვარ დემე ძია - შეცინა ბავშვმა სახეში და დაბლა ჩამოხტა.
კონცერტი იწყებოდა ნორა, რომ მოვიდა. თორნიკესთან და ნინისთან ერთად
დაიკავა ადგილი დარბაზში და თვალებით ლუნას ძებნა დაიწყო, რომელიც მარტო
იდგა და ადგილის დაკავებას არ ჩქარობდა, ნანუკას ელაპარაკებოდა. ქალმა
ყურადღება აღარ მიაქცია და შესაბამისად არ დაუნახავს, როგორ მივიდა ქალაქის
პოკურორი მასთან და გვერდით ამოუდგა. ჩაახველა მისი ყურადღება, რომ
მიექცია და გამოუვიდა კიდეც.
- ეს იყო საქმე რის გამოც ადრე ვერ შემხვდი? - უთხრა ჩურჩულით.
- კესოს ვერ ვაწყენინებდი - თავის მართლებასავით გამოუვიდა.
- როგორი ერთგული და მზრუნველი მამიდა ჰყავს კესოს - ჩაიღიმა ცალყბად და
ჯიბეში ჩაილაგა ხელები. წელში გამართული დგა, ლუნაზე ორი თავით მაღალი
იყო.
- ირონია მოიშორე არ გიხდება - უთხრა ქალმა და წასვლა დააპირა. მაჯაში
წაავლო ხელი და გააჩერა.
- თანახმა ვარ ოღონდ ერთი პირობით - იგივე ღიმილი გამოესახა სახეზე - ჩემი
შეყვარებული გახდი - ისე უთხრა, უხერხულობაც არ უგრძვნია.
- უკვე ოცნებებში დაფრინავ - თვალებში შეხედა და უთხრა - არასოდეს,
დაიმახსოვრე არასოდეს არ მოხდება ეგ.
- უთხრა მკაცრად, როგორც შეძლო და
ხელი გააშვებინა.
- ვნახოთ. ბოლოს მაინც ჩემი ქალბატონი იქნები, როგორც არ უნდა იჯიუტო.
-
გაიღიმა თავისთვის და მიმავალს თვალი გააყოლა.
წამით გაშეშდა, გამსახურდიასგან ყველაზე მეტად არ ელოდა ამ სიტყვების თქმას,
მაინც ჩემი ქალბატონი იქნებიო. ღმერთო სუნთქვაც დაავიწყდა ლამის იმდენად
დაიბნა. ტანში სისამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და გაბრუებულმა განაგრძო გზა.
კონცერტი რომ დასრულდა დედიკომ და მამიკომ წაიყვანეს შვილი სახლში და
ნორაც მათ გაჰყვა, ლუნამ ნანუკა უნდა ვნახო და მერე სახელოსნოში დავბრუნდე
გვიან მოვალ სახლშიო უთხრა და ნანუკას დაუწყო ლოდინი. ბაღის ეზოში იდგა,
ქარი უწეწავდა ქერა თმას და კაცმა ინატრა ნეტავ სამუდამოდ შემეძლოს ასეთ
მშვიდს ვუყუროო. ტელეფონი აიღო და ფოტო გადაუღო.
- წავედით? - მზის სათვალე მოიხსნა და ჰკითხა.
- სად მივდივართ? - ჰკითხა ქალმა, ეტყობოდა ჯერ კიდევ გაბრაზებული, რომ
იყოს მის ბავშვურ საქციელზე.
- ხომ დამპირდი დაგეხმარებიო? დაგავიწყდა? - წარბები მაღლა აზიდა და თვალებ
დაქაჩულმა შეხედა - არ მითხრა, რომ წეღანდელის გამო...
- პირზე ხელი აიფარა -
ღმერთო სერიოზულად? - გვერდზე შებრუნდა, უხერხული სიცილი შესკდა - არ
მჯერა... ლუნა მართლა წეღანდელის გამო იქცევი ასე? - მუშტი მიიდო ტუჩებზე -
ვერ ვიჯერებ... წარმოუდგენელი ხარ. ამდენად იმოქმედა შენზე? - ბოლოს მიანც
თავისი ჩვეული ირონია გაურია.
- არაფერსაც არ უმოქმედია - უხერხულად ჩაახველა - ნინის და თორნიკეს
ველოდები - ისეთი სახით თქვა გეგონებოდა ცხოვრებაში სიმართლის მეტს
არაფერს ამბობსო, მაგრამ განა დემეტრეს მოტყუებას შეძლებდა?
- უკვე წავიდნენ - ხელები გადაიჯვარედინა გულზე კაცმა და ღიმილით დაელოდა
კიდევ, რამდენ ტყუილს ეტყოდა ქალი. სულ მთლად დაიბნა საწყალი
გიორგობიანი და მიუხედავად ამისა იხტიბარი არ გაიტეხა და პირველი თვითონ
დაიძრა შავი ტოიოტასკენ. მანქანასთან მისული მოშორებით მდგარი კაცისკენ
შებრუნდა და დაუძახა.
- არ მოდიხარ? - თავი გვერდზე გადახარა და ასე გააგრძელა თავისი წარსულის
ყურება. ლუნას საქციელზე გაიცინა და თავი ჩაჰკიდა.
- მოვდივარ, მოვდივარ - უთხრა სიცილით და გასაღები ამოიღო ჯიბიდან. მანქანა
გააღო და მძღოლის ადგილი დაიკავა და დაელოდა როდის დაჯდებოდა ლუნა.
დამცავი ღვედი შეიკრა და ისე გაუნძრევლად იჯდა სათამაშო გეგონებოდა.
- ამოისნთქე ლუნა...
- მანქანა დაძრა - ისე იქცევი თითქოს დღემდე არაფერი
მეთქვას შენთვის.
- გაჩუმდი და გზას უყურე - ნერვებ მოშლილი იჯდა. ყველაზე მეტად არ
მოსწონდა დემეტრე, რომ ხუთი თითივით იცნობდა და სიტყვის უთქმელად
ხვდებოდა ყველაფერს.
- ერთი წუთი გაჩუმდი - ზარისთვის უნდა ეპასუხა.
- გისმენ ცოტნე - სპიკერზე ჰქონდა ჩართული ზარი.
- სად ხარ? - ანერვიულებული ხმა ჰქონდა.
- განყოფილებაში მოვდივარ რა ხდება? - ლუნას გახედა, რომელიც გაყურსული
უსმენდა.
- რაღაც ვიპოვეთ, იჩქარე.
- უთხრა და გათიშა.




- წავედი, დროებით გოგონებო - ღიმილით დაუქნია ხელი თავისივე ასაკის
გოგონებს და ღია კარში გამოვიდა. მეტროთი წავიდა, ისე ეძინებოდა თვალებს
ძლივს ახელდა, ღამის ცვლაში იყო და წვეთი არ ძინებია. მთქნარებ-მთქნარებით
შევიდა ვაგონში და ცარიელი ადგილი დაიკავა, მსუქან, ალკოჰოლის სუნით
გაჟღენთილ მოხუცსა და ახალგაზრდა ქალის შუაში. ვერასოდეს იტანდა, როცა მის
განსხვავებულ გარეგნობასა და რეტრო სტილს აკვირდებოდნენ, ამიტომაც
ცდილობდა ზედმეტად თავლში არავის მოხვედროდა. შავი კეპი კი მისი
განუყოფელი ნაწილი იყო სადაც არ უნდა ყოფილიყო.
მის პირდაპირ მჯდარი კაცის მზერას გრძნობდა, აშკარად აკვირდებოდა და
უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა. კაცს შავი პირბადე და გოგონასავით შავი
კეპი ეხურა. რამდენიმე წუთიც და მისი გაჩერება იყო, მერე კი ამოისუნთქებდა
უცნობის დაჟინებული მზერისგან, მაგრამ ამოსუნთქვის ნაცვლად კიდევ უფრო
დაიძაბა, როცა მასთან ერთად ამოვიდა მეტროდან. კაცი მარკეტში შევიდა
ახალგაზრდა გოგონამ კი, რაც შეეძლო სწრაფად მოშორდა იქაურობას და
სახლისკენ წავიდა. აზრზე ვერ მოვიდა, როგორ და რანაირად, მაგრამ კორპუსთან
მისულმა შეამჩნია, რომ კაცი მისი მიმართულებით მიდიოდა და თან ხელში,
რამდენიმე პარკი ეჭირა სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი საკვებით სავსე. კიბით
ავიდა მეცხრე სართულამდე, თან გულგახეთქილი უკან იყურებოდა ისევ ხომ არ
მომყვებაო, მაგრამ მეშვიდე სართულამდე სირბილით ასულმა შეამჩნია, რომ კაცი
საერთოდ არ გამოყოლია და ამოისუნთქა.
გასაღებს ეძებდა ჩანთაში და თან თავისთვის ბურტყუნებდა, მერამდენედ უნდა
დაკარგო სახლის გასაღებიო, ჩანთაში ჩამძვრალმა, რამდენიმე წუთის შემდეგ
იპოვა და შვებამოგვრილმა კარი გააღო, ამ დროს ლიფტი გაიღო და ყველაფერი
ძალიან სწრაფად სულ რაღაც ოცდაათ წამში მოხდა. ალბათ, როგორ ეტკინებოდა
კეფა. მთელი გზა, რომ შიში დაჰყვებოდა, მის გარშემო, რომ დაძრწოდა და
მოსვნებას არ აძლევდა, მხოლოდ ახლა მიხვდა რისი შიში ყოფილა. ახლა იგრძნო,
თურმე რა ტკბილი ყოფილა სიცოცხლე, რა ტკბილი ყოფილა ის დრო, როცა
მშობლებთან ცხოვრებოდა და ახლა ოცდაათი წელიც, რომ არ შესრულებია ისე
კვდება ცხოვრება ვერ მოასწრო, განა რა არის ოცდაათი წელი, გული რომ არ
დაგწყდეს ვკვდებიო. ოცდაათი წელი ზედმეტად ცოტაა იმისთვის, რომ რამე
მოასწრო. როგორი საშინელი და დამთრგუნველი ყოფილა სიკვდილის შიში,
როგორი დიდი და მბრდღვინავი ლომივით საშიში. დამეფიცება ახალგაზრდა
ქალმა სიკვდილის შიში იგრძნო, ლიფტიდან გამოსული კაცი, რომ დაინახა იმ
წამსვე ცხადი გახდა მისთვის, რომ სიცოცხლის ბოლო წამები დაუდგა და ისე, რომ
ხმაც არ ამოუღია თავის განაჩენს დაელოდა. კეფაში ბლაგვი საგნის ჩარტყმა
იგრძნო თუ, არა ინერციით წინ გადაქანდა და კოლიდორში მდგარ ყვავილების
ლარნაკს დაეჯახა, თავადაც წაიქცა და ლარნაკიც ზემოდან დაეცა. სახე სულ
ლარნაკის ნამტვრევებით ჰქონდა სავსე.
- ახლა თავისუფალი ხარ - თქვა უფრო თავისთვის და აქამდე საგულდაგულოდ
შენახული ფოტო ჯიბიდან ამოიღო და გაკრული ხელით წარწერა გააკეთა: მე
დავბრუნდი... შემდეგ კი იმ ადამიანის სახელსა და გვარს წერდა ვინც შემდეგი
უნდა ყოფილიყო. ნუსხახუცური ის დამწერლობა იყო, რაც მკვლელს ყველაზე
მეტად ხიბლავდა და იზიდავდა. სკოლაში და მერე უკვე სტუდენტობისას
ყველაფერზე მეტად მოსწონდა ისეთი რაღაცების წერა მერხზე, რასაც სხვა ვერავინ
გაიგებდა და რადგან ადამიანების უმრავლესობას, არც აინტერესებდა და აღარც
ახსოვდა, რომ ოდესღაც, საუკუნეების წინ არსებობდა ნუსხახუცური
დამწერლობა, ზედმიწევნით და დეტალურად ისწავლა, მერე კი იჯდა ხოლმე
საათობით და რაღაცებს წერდა გაურკვეველ ენაზე, თავიდან უჭირდა, ასოებს
ნორმალურადაც ვერ ხაზავდა, მერე კი იმდენად კარგად ისწავლა გაკრული
ხელით, თვალდახუჭულიც კი წერდა ყველაფერს.
მაშინ, როცა გზატკცეილზე მანქანას მიაქროლებდა გამსახურდია, გიორგობიანი
წარსულზე ფიქრებს მოეცვა და რელობას საერთოდ მოწყვეტოდა, იმდენად იყო
ჩაფლული ფიქრებში ვერც გაიგო ტელეფონის ხმა, რამდენიმე წუთიანი რეკვის,
შემდეგ დემეტრემ მისი რეალობაში დაბრუნება შეძლო.
- გისმენ - უპასუხა ტელეფონზე შემოსულ ზარს.
- როგორ ხარ ლუ..ნა? - კაცის მჟღერი ხმა მოესმა ტელეფონში.
- დანიელ, შენ როგორ ხარ? - ჰკითხა ღიმილით და თმა გადაიწია ყურს უკან ისე
თითქოს დაინახავდა ჭანტურია.
- კარგად ვარ. რატომ არ მიპასუხე, რომ მოგწერე? ხომ კარგად ხარ? - ნერვიულობა
დაეტყო ხმაში და თვალწინ დაუდგა გიორგობიანს, როგორ იკვნეტდა ტუჩს კაცი.
- კარგად ვარ, კესარიას ჰქონდა კონცერტი ბაღში და არ მინახავს ტელეფონი
საერთოდ.
- ტუჩის კვნეტით უპასუხა თან ისე ლამის თვითონაც დაიჯერა თავისი
ტყუილი.
- მართლა? რატომ არ მითხარი წამოვიდოდი.
- იწყინა კაცმა. მართლა ძალიან
უნდოდა ლუნას ოჯახის წევრების გაცნობა, უნდოდა სცოდნოდა ვინ იყვნენ ის
ადამიანები ლუნა, რომ ასე გიჟდებოდა მათი გულისთვის.
- ვიფიქრე დრო არ გექნებოდა - არადა საერთოდ, არც გახსენებია დანიელი, არ
უნდოდა ნორას გაეცნო ჯერ და საერთოდაც არ უნდოდა ასე უცებ ყველაფრის
გაოფიციალურება, ჯერ უნდოდა თავის გრძნობებაში გარკვეულიყო, რომელიც
ისედაც იცოდა არასოდეს გაუჩნდებოდა ჭანტურიას მიმართ.
- კარგი არაუშავს, სხვა დროს დამირეკე აუცილებლად - უთხრა
გამაფრთხილებელი ტონით.
- კარგი დანიელ გავითვალისწინებ.
- რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა და მერე
ისევ ლუნამ ამოიღო ხმა - უნდა დაგემშვიდობო საღამოს დაგირეკავ - უთხრა და
კაცის პასუხს დაელოდა.
- კარგი ლუ, ჭკვიანად.
- ორიოდ წამით შეიცადა ჭანტურიამ და უთხრა -
მიყვარხარ.
- გათიშა.
გაშტერდა ქალი, ვერაფერი თქვა. გააჟრჟოლა ტანში ისე უსიამოვნოდ, იმ
წამიდანვე იცოდა დანიელთან არაფერი გამოვიდოდა. ღრმად ამოიოხრა და
ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო.
- მშვიდობა გაქვს? - ისეთი მზერით ჰკითხა გამსახურდიამ გეგონებოდა საერთოდ
არ ადარდებდეს არაფერი. ისე აჩვენებდა თავს, გეგონება ზედმეტად ცივი და
უხეში იყო. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა ხშირ შემთხვევაში იფიქრებდი გული,
კი არა ქვა აქვს მკერდშიო, მაგრამ ახლოს, რომ გაიცნობდი მიხვდებოდი, კარგად
დაინახავდი, როგორი გულწრფელი, თბილი, თანამგრძნობი და გულისხმიერი
ადამიანი იყო დემეტრე.
- კი - დაიბნა. თითქოს გააზრება გაუჭირდა იმ სიტყვის გაგონების შემდეგ -
ყველაფერი კარგადაა.
- დარწმუნებული ხარ? - დაეჭვებულმა ჰკითხა და თვალები მოჭუტა. აშკარად
ნერვიულობდა, ვერ გაეგო რა მოხდა ისეთი ასე, რომ აირია და დაიბნა ქალი.
ნერვიულად ათამაშებდა თხელ თითებს საჭეზე და ხან ერთი და ხან მეორე ხელით
მართავდა მანქანას. თვალი არ მოუშორებია ვიდრე გიორგობიანის პასუხი არ
მოისმინა.
- კი დემეტრე მშივდობაა - თვალები დახუჭა - უბრალოდ...
- ამოიოხრა და თმაზე
შეხებული ხელი ჰაერში გაუშეშდა თითქოს კიდევ ერთხელ, ოღონდ ახლა უფრო
მეტი სიცხადით გაიგონა ჭანტურიას ნათქვამი „მიყვარხარ“. - კარგი არაფერი
დაივიწყე - თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა და თავი გააქნია.
- ლუნა რა ხდება? - მთელი სერიოზულობით ჰკითხა. ამ დროს ავიწყდებოდა
ხოლმე ერთად, რომ აღარ იყვნენ და ლუნას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრა
მის წინაშე.
- არაფერი... არაფერი არ ხდება - რამდენიმე წამში გააგრძელა - ყველაფერი
კარგადაა.
გამსახურდია მაინც ეჭვის თვალით უყურებდა და მიუხედავად იმისა აღარაფერი
უთქვამს დრო და დრო გახედავდა ხოლმე.
განყოფილებაში ისე მივიდნენ ხმა არცერთს ამოუღია, ქალი ფიქრებში იყო
ჩაძირული და ათას ვარიანტს განიხილავდა, როგორ ეთქვა ახლახანს შეძენილი
შეყვარებულისთვის, რომ ერთად ვერ იქნებოდნენ, დაშორების საფუძველიც არ
ჰქონდა, ჭანტურია კარგი ადამიანი იყო, ძალიან თბილი, მზრუნველი და
ყურადღებიანი, ზუსტად ისეთი ლუნას, რომ სჭირდებოდა გვერდით. არ უყვარდა,
როცა უმიზეზოდ წყვეტდა ვინმესთან ურთიერთობას და ახლაც ერთის მხრივ
ფიქრობდა უსამართლოდ მოექცეოდა დანიელს თუ ცოტა დროს მაინც არ
მიცემდა, მაგრამ მეორეს მხრივ უკვე დრწმუნებული იყო ვერ შეიყვარებდა და
სხვანაირად ვერ შეხედავდა იმ ბიჭს ვისთან ერთადაც ბავშვობის რაღაც პერიოდი
გაატარა. რომ იტყვიან ორ ცეცხლს შუა იდგა, არც ის უნდოდა ბავშვობის
მეგობრისთვის ასე უმიზეზოდ ეკრა ხელი და სულ ცოტა დრო მაინც არ მიეცა და
არც ის თავი დაეტანჯა დანიელის გამო.
- ლუ მოვედით - იმდენად კარგად ჟღერდა გამსახურდიას პირიდან გამოსული
სახელის ეს შემოკლებული ფორმა, ვერაფრით ამბობდა უარს ლუნა მის მოსმენაზე
და თავის მხრივ ვერც კაცი ამბობდა ამ სახელით მიმართვაზე უარს. დამცავი
ღვედი შეიხსნა და ქალისკენ შებრუნდა.
- ლუ ცოტა უცნაურად მეჩვენება შენი
ასეთი ჩაფიქრება, ნამდვილად ყველაფერი კარგადაა? - შიგნიდან არ ასევენებდა
რაღაც, თითქოს ალღოთი გრძნობდა, რაღაც რიგზე ვერ იყო.
- ხომ გითხარი ყველაფერი კარგადაამეთქი? რას ჩამაცივდი - დამცავი ღვედი
შეიხსნა და წარბშეკრულმა მომცრო ზომის ჩანთა აიღო და მანქანის კარი გამოხსნა,
რომ გადასულიყო. გამსახურდიამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და მანქანიდან
გადავიდა.
- ცოტნე სად არის? - შენობაში შესვლისთანავე იკითხა კაცმა.
- თავის კაბინეტშია.
- უთხრა შალვამ, რიგითმა პოლიციელმა.
კარზე არც დაუკაკუნებია ისე შევიდა შიგნით.
- დემნა, რა კარგია, რომ მოხვედი - უსიამოვნოდ მოხვდა ყურში ქალს სახელი,
რომელსაც წარსულში ეძახდა.
- აი ეს ფოტო ვიპოვეთ.
- გამჭირვალე პარკში
ჩადებული ფოტო მიაწოდა. დემეტრე დააკვირდა ეს ფოტო, არც ერთი შემთხვევის
ადგილას არ უნახავს.
- სად იპოვეთ? - იკითხა საქმიანად და ვიდრე ცოტნე პასუხს გასცემდა ლუნას ხმა
მიწვდა მის ყურთა სმენას.
- აქ საიდან გაჩნდა ეს ფოტო - იკითხა გაკვირვებულმა და მხოლოდ ახლა მიხვდა
აქამდე რელობას, რომ იყო მოწყვეტილი და ის დრო ახსენდებოდა, როცა
გამსახურიას დემნა შეარქვა. გაახსენდა, როგორ წუწუნებდა ახალგაზრდა კაცი, არ
მომწონს და ნუ მეძახი მაგ სახელსო.
- ჩვენ მკვლელობის ადგილას ვიპოვეთ და შენ საიდან იცი ეს ფოტო? - ცოტა უკან
მდგარი ქალისკენ შებრუნდა ინტერესიანი მზერით კაცი.
- ვიღაცას დავუხატე. შეკვეთა მომცა და...
- ნუთუ ის არის რასაც ახლა ფიქრობს?
არა, შეუძლებელია. ის უბრალოდ ფოტოგრაფია... ღმერთო...
- ვინ მოგცა შეკვეთა ლუნა? - სიმშვიდე დაკარგულმა, აფორიაქებულმა ჰკითხა
კაცმა და მოუთმენლობა დაეტყო ქალის პასუხის მოლოდინში, მიუხედავად იმისა,
რომ რამედნიმე წამი დასჭირდა პასუხის გაცემას.
- ერთ-ერთმა მომხმარებელმა მომცა შეკვეთა.
- თითქოს არ უნდოდა თქმა. ვერ
იჯერებდა, წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ეს ყველაფერი. ალბათ უბრალოდ
დამთხვევაა და სხვა არაფერიო იფიქრა ბოლოს.
- ვინ მომხმარებლმა ლუნა ხმა ამოიღე. სახელი და გვარი მითხარი მალე -
გაცოფდა კაცი. მოთმინება დაკარგა და შავი თვალები კიდევ უფრო გაუშავდა და
ბრაზით აენთო. ლუნაზე კი არ ბრაზობდა, იმ კაცზე ბრაზობდა ვინც, ეს ფოტო
დაახატინა და მერე მკვლელობის ადგილას დატოვა.
- კონსტანტინე ჰქვია... კონსტანტინე ჯანაშია.
- ძლივს, ბლუყუნით ამოთქვა ქალმა
და ჯერ კიდევ დაუჯერებლად ეჩვენებოდა ეს ყოველივე. არ შეიძლებოდა
მკვლელი ყოფილიყო კოსტა. შეუძლებელი იყო სერიული მკვლელი ყოფილიყო.
- სასწრაფოდ ჩხრეკის ორდერი მოითხოვე ცოტნე და წადით.
- გასცა ბრძანება
ქალაქის საუკეთესო პროკურომა და ახლა გაოგნებულ, შოკში ჩავარდნილ
გიორგობიანს მიუბრუნდა.
- ლუ, მაპატიე ახლა უნდა წავიდე, ხვალ თუ გექნება დრო მოგაკითხავ - უთხრა
სწრაფად და ქალისგან, რომ თანხმობა მიიღო სახლში წაგიყვანო უთხრა. ჯერ
უძრავად იდგა კიდევ უჭირდა დაჯერება კოსტა მკვლელი ვერ იქნებოდა. ბოლოს
მაჯაში ჩაკიდა ხელი და შენობიდან გაიყვანა პროკურორმა მანქანაში ჩასვა და მერე
თვითონაც საჭეს მიუჯდა ღვედი შეუკრა ქალს და მერე თავისას მიუბრუნდა.
სწრაფად დაძრა მანქანა და გიორგობიანების სახლისკენ დაიძრა.
- დემნ... დემეტრე ის მკვლელი ვერ იქნება, ალბათ რაღაც შეცდომაა -
წამოყვირებასავით გამოუვიდა ქალს და მთელი ტანით შებრუნდა
გამსახურდიასკენ.
- არ ვიცი ლუნა.
- ამოიოხრა კაცმა და ფანჯრიდან გაიხედა - რამდენი ხანია რაც
იცნობ?
- ალბათ ორი თვე - უთხრა ქალმა. ჯერ კიდევ მისკენ იყო შებრუნებული და
საერთოდ ვერ გრძნობდა დისკომფორტს, პირიქით ამ სახის, ამ ადამიანის ყურება
საუკეთესო ანტიდეპრესანტი იყო რის მიღებაც არასოდეს მობეზრდებოდა.
- როგორც იქნა სამართალი იზეიმებს. წლებია ვეძებ და როგორც იქნა ვიპოვი.
-
თითქოს აზარტში შევიდაო, აღტყინება ეტყობოდა და საჭეზე ათამაშებდა თითებს.
- დემეტრე კონსტანტინე უდანაშაულოა, ზეიმი ადრეა დამიჯერე. ან საერთოდ რა
ზეიმი აგიტყდა ადამიანი უნდა დაიჭირო და ციხეში გამოკეტო სამუდაოდ -
უთხრა გიორგიანის ქალბატონმა და ისე გამოუვიდა თითქოს შეტევაზე გადავიდა
და ჯანაშიას იცავდა.
- ლუნა ახლა მაგას სერიოზულად ამბობ? ადამიანმა სასიკვდილოდ გაგიმეტა და
იცავ? როგორ შეგიძლია? როცა ვიპოვი და ყველაფერს აღიარებს პირადად
ვიზრუნებ, რომ სამუდამოდ ჩავაყუდო ციხეში.
- ისე მკაცრად თქვა აშკარად
შემსრულებელი იყო. განა არ ეკუთვნოდა მკვლელს ასეთი განაჩენი? რა თქმა
უნდა. ამდენი ადამიანი იმსხვერპლა, წარსულში ათი ადამიანი მოკლა
მეთერთმეტე ლუნა იყო, ახლა კი კიდევ ორი და როგორ შეიძლებოდა ასეთი
ადამიანი ციხის კედლებს გარეთ ყოფილიყო და სამართალს არ ეზეიმა. სხვა თუ
არაფერი დემეტრე ვერ მოისვნებედა, ლამის იყო ღამის კოშმარად ექცა მკვლელი,
რომ ჯერ კიდევ გარეთ იყო და თავისუფლად დადიოდა და ახლა, როცა შანსი აქვს
დაიჭიროს და სამართლიანად გაასამართლოს უკან დახევას ვერ აპატიებს
საკუთარ თავს.
- რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ჯანაშიაა მკვლელი? - მშვენივრად იცოდა,
რასაც უპასუხებდა გამსახურდია, მაგრამ მაინც ჰკითხა.
- არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ერთ-ერთი მტკიცებულება უკვე გვაქვს - იცოდა
ფოტოს მოიყვანდა მტკიცებულებად და არც ცდებოდა ერთ-ერთი და საკმაოდ
კარგი ნივთმტკიცება იყო.
- აი შენს სახლთანაც მოვედით გიორგობიანის ასულო.
- ნახვამდის. მადლობა რომ მომიყვანე - დაემშვიდობა ქალი და მანქანიდან
გადავიდა. დემეტრეც გადაყვა და წამში ლუნას წინ აღმოჩნდა.
- არ იდარდო. ყველაფერი კარგად იქნება. მეც კარგად ვიქნები.
- უთხრა მთელი
სიალალით და გულწრფელობით.
- ვიცი, რომ კარგად იქნები მე კონსტანტინეზე ვდარდობ - უთხრა გიორგობინმა
და ღრმად თითქოს გული ამოაყოლაო, ამოიოხრა.
- რა იყო შენი შეყვარებული ხომ არ არის ასე, რომ განიცდი? მთელი გზა გაიძახდი
შეუძლებელია მკვლელი იყოსო - იცოდა, როგორ გაებრაზებინა ადამიანი, მით
უმეტეს კი ლუნა.
- მადლობა, უკვე მყავს შეყვარებული - მაგრამ ამ შემთხევეაში ლუნას მხარეს იყო
ყველაფერი, სადავეები მას ჰქონდა და ახლა უკვე ის მართავდა სიტუაციას.
- რა? - ყბა ჩამოუვარდა პროკუროს და თვალები გაუშავდა.
- მგონი გეჩქარებოდა კარგად.
- გაუღიმა ქალმა და სახლისკენ შებრუნდა.
მიმავალს თვალი გააყოლა და ხელი, რომ დაუქნია კიდევ უფრო მოეშალა ნერვები.
- მოინც მოგიშალე ნერვები - ჩაეცინა თავისთვის ქალს, თუმცა მან რა იცოდა,
როგორ ჩამოექცა თავზე ყველაფერი დემეტრეს იმ წამს, როცა გაიგო ლუნას ახალი
შეყვარებული ჰყავდა. რა ქარიშხალი დატრიალდა მის სხეულში ხომ არ იცოდა,
მაგრამ იმდენად ესიამოვნა დემეტრეს გაოგნებული სახის, მისი დაქაჩული
თვალების და დაღებული პირის დანახვა, ერთ გაბრაზებად ნამდვილად ღირდა.
- ბებო მოვედი - ხელები შემოხვია ფუმფულა მოხუცს სახლში შესვლისას.
- ნორა
და დანარჩენები სად არიან? - მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა ვერც
მისაღებში და ვერც სამზარეულოში.
- კესო წაიყვანეს პარკში თორნიკემ და ნინიმ. ნორა მამაშენთან შესახვედრად
წავიდა.
- ამოიოხრა ქალმა. აქამდეც შეხვედრია ნორა ყოფილ ქმარს, ამიტომ ახალი
და უჩვეულო არაფერი იყო ამაში. არც გაკვირვებია ლუნას, ხანდახან თავადაც
ნახულობდა მამას, მაგრამ ვერ იტყოდა, რომ ახლოს იყო, რაც არ უნდა იყოს
ბავშვობა დაუმახინჯდა მისი წასვლის გამო.
- ესე იგი დაგტოვეს მარტო სახლში - ლოყები დაუკოცნა ქალს ასე ძალიან, რომ
უყვარდა ის ფუმფულა ლოყები.
- შენ ვინ მოგიყვანა სახლში? დავინახე მანქანით რომ მოხვედი.
- უბრალო ნაცნობი იყო.
- იცრუა ზედმეტი ფიქრის გარეშე.
- არ ვიცოდი, დემეტრე თუ უბრალოდ ნაცნობი იყო - უთხრა ბებომ ღიმილ
შეპარული ხმით და სამზარეულოსკენ მიმავალი გიორგობიანი ერთ ადგილას
გააშეშა.
- შენ რა იცი ვინ მომიყვანა? დაინახე? - მობრუნდა წამებში და ჰკითხა. პასუხად კი
მხოლოდ თავის დაქნევა მიიღო.
- არავის უთხრა კარგი? - თხოვა მთელი გულით. ისედაც იცოდა არავის, რომ არ
ეტყოდა, მაგრამ მაინც გააფრთხილა.
- შერიგდით? - თვალები აენთო სიხარულით მოხუცს, თუ ვინმე მოსწონებია
ოდესმე გულწრფელად დემეტრე ერთადერთი იყო. საუკეთესო ქმრობას
გაგიწევსო სულ ეუბნებოდა ლუნას, მაგრამ მერე მკვლელი და მისი ჩახლართული
ამბები იყო და დემეტრეს ქმრობა კი არა მისი სახელის გაგონებაც აღარ უნდოდა
უმცროს გიორგობიანს.
- არა, ბებო, რა შევრიგდით - ხელები აიქნია ჰაერში - ეგ არასოდეს არ მოხდება.
- ვნახოთ, ბებო ვნახოთ - თავისთვის ჩაიცინა მოხუცმა.
- ოჰ, როგორ დავიღალე - კოლიდორში გაისმა ნორას დაღლილი ხმა. ლუნამ
თვალები კუსა და ბებოს ანიშნა არაფერი წამოგცდესო. იმანაც დასტურის ნიშნად
თავი დაუქნია და დაამშვიდა.
- ნორა მოხვედი? - გაეგება უმცროსი ქალბატონი დედას.
- კი. შენ ასე მალე მორჩი საქმეებს? ჯერ არ გელოდი სახლში.
- ფეხსაცმელებს
იხდიდა და თან ელაპარაკებოდა ზღვისფერთვალება შვილს.
- კი მალევე მოვაგვარე და წამოვედი. ისე ცხელოდა...
- სამზარეულოში გავიდა
ნორა მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და სულმოუთქმელად დალია.
- თემურის შევხვდი დღეს - წყლით სავსე ბოთლი მაცივარში დააბრუნდა და კარი
მიხურა.
- ბავშვები მომენატრნენ, გამომიაროს ლუნამ მნახოსო.
- თუ მექნება დრო გავუვლი ხვალ - სასხვათაშორისოდ თქვა და მისაღებში გასულ
ქალს აედევნა.
- დედა შენ როგორ ხარ? რაც დაგიტოვე წამლები ხომ დალიე?
- კი შვილო დავლიე.
- ლუნა დღეს რა საყვარელი წყვილი დავინახე ნეტა იცოდე.
- სამზარეულოში
დაბრუნებულმა გამოსძახა იქედან. საჭმელს აკეთებდა, როგორც ყოველთვის.
- მართლა? იცნობ? - იშვიათად იყო ისეთი დღეები, როცა ნორა რაიმეთი
მოხიბლული იყო და მისმა სიტყვებმა დააინტერესა.
- არა არ ვიცნობ, მაგრამ მათ საუბარს მოვკარი ყური.
- გაიღიმა ქალმა და განაგრძო
- ჯერ თავიდან მშვიდად საუბრობდნენ მერე კი როგორც ჩანს ბიჭმა გააბრაზა ის
გოგო და მიდიოდა. იმ ბიჭის სიტყვები არ დამავიწყდებდა, ისე გაბედულად და
საყვარლად უთხრა.
- ასეთი რა უთხრა? - ინტერესი გაუმძაფრდა ქერა თმიანს. მაღალი ჭიქით წყალს
სვამდა და თან დედას უსმენდა.
- ბოლოს მაინც ჩემი ქალბატონი იქნები, როგორც არ უნდა იჯიტოო, წასულს
ოდნავ ხმამაღლა მიაძახა.
- ღიმილით გამოხედა ნორამ და ლუნას, რომ ხველება
აუტყდა და ფერი დაკარგა სახეზე, ნორა კი ისე დაეტაკა და დაუწყო ზურგში
გაშლილი ხელის დარტყმა, თითქოს მისი მიზეზით არ გამხადარიყოს ცუდად.




ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ სანახევროდ ანათებდა მაგიდის სანათი. მაგიდა და
ორი სკამი იდგა ერთამანეთის პირისპირ ოთახში. გადაღლილი სახეები ჰქონდათ
ოთახში მყოფებს, ერთ-ერთი იმდენად დაღლილიყო აქამდე მჭიდროდ შეკრული
ჰალსტუხი ახლა შეხსილი ჰქონდა და თავის თავს აღარ ჰგავდა. მეორეს მოგრძო
თმა ჰქონდა არეული ამდენი ხელის შეცურებით და თმის არევ-დარევისგან,
თვალებს ვეღარ ახელდა ისე დაიღალა, ისედაც ვერ გაეგო აქ რა უნდოდა თან ამ
დრომდე. ლამის ღამის ორი საათი შესრულებულიყო და ჯერაც არავინ უხსნიდა
სიტუაციას, რაღაც პატარა ოთახში შეათრიეს მოყვანისთანავე ვიღაც კაცთან
ერთად, ჯერ ერთისთვის იყო ეს ოთახი პატარა და ახლა ორი ადამინისთვის
წარმოიდგინეთ სული ეხუთებოდა ჯანაშიას. ვინ დაწყევლა ასე მწარედ რომ
დაკითხავზე აღამებდა და ათენებდა? სახლში რომ ჩხრეკის და დაპატიმრების
ორდერით წამოადგნენ, აზრზე ვერ მოვიდა რა ჯანდაბა ხდებოდა, ისე გაიყვანეს
თავისი პატარა ბინიდან და ისე ამოაყოფინეს თავი ამ პატარა ჩახუთულ ოთახში
აზრზე ვერ მოვიდა.
- მერამდენედ გეკითხებით და პასუხს არ მცემთ, იქნებ ამიხსნათ აქ რატომ ვარ?
რამე დავაშავე და არ ვიცი? - ალბათ მეასედ მაინც დასვა ეს კითხვა, იმდენად ძალა
გამოცლილი იყო, დაღლილი, დაბნეული სიტყვებსაც ვეღარ უყრიდა თავს და
ზემოთ ნათქვამი შეკითხვა ძლივს ამოღერღა. პირდაპირ მჯდარმა ერთი ღრმად
ამოიოხრა, სკამი ხმაურით გაწია უკან და ფეხზე წამოდგა. მაგიდას დაეყრდო და
ჯანაშიასკენ გადაიხარა.
- რა მოტივები გქონდათ როცა ფოტო გადაუღეთ? - ისე უპასუხა შეკითხვით
შეკითხავზე თითქოს არაფერი უთქვამს დასაკითხის სკამზე მჯდომს.
- რას გულისხმობთ ვის გადავუღე ფოტო? - რა უნდოდა ამ კაცს? ვერაფერს
გებულობდა, ან რა ფოტო გადაიღო? რომელ მოტივებზე ელაპარაკებოდა?
- განა ფოტოგრაფიით არ ხარ დაინტერესებული? - იცოდა გამსახურდიამ როგორ
უნდა მიეღო კითხვებზე პასუხები.
- დიახ, მაგრამ ეს რა შუაშია...
- მხრები აიჩეჩა კაცმა და ახლა მხრებში გაშლილს და
ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილს გაუშტერა მზერა.
- სად არის გადაღებული ეს ფოტო? - მისი გადაღებული ფოტო აუფრიალა წინ.
ახლა კი ნამდვილად დაქაჩა თვალები, ამ ფოტოს აქ რა უნდოდა?
- ეს სურათი თქვენ საიდან გაქვთ? - აქამდე სკამზე გადაწოლილი ახლა გასწორდა
და ფოტოსკენ გაიწოდა ხელი, მაგრამ გამსახურდიამ უფლება არ მისცა ფოტოს
შეხებოდა და მაღლა ასწია.
- ესეიგი თქვენი გადაღებულია. შესანიშნავია.
- თავისთვის ჩაილაპარაკა და
თავისი თავის გაუკვირდა ამდენი საათი რისთვის იწვალა ან თავად და ან ის
რისთვის აწვალა იმ უაზრო კითხვების დასმით, როცა შეეძლო ორ-სამ კითხვაში
გაეგო მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- რატომ წამომიყვანეთ აქ? რა გინდათ? ამიხსნით ვინმე? - ცოტა ხმას აუწია, ამ
უცნაურ კაცს რომ უყურებდა ნერვები აწყდებოდა.
- ლუნას საიდან იცნობთ? -წარბ შეკრულმა გაუსწორა მზერა კაცს, მხოლოდ ახლა
გაახსენდა ქალმა რომ უთხრა შეყვარებული მყავსო, იქნებდა და ეს იყო ის მისი
შეყვარებული, განა გიორგობიანი არ გაიძახოდა არ იქნება დამნაშავეო?
- ვინ არის ლუნა? მხატვარზე მეკითხებით? - წარბები აზიდა. ლუნას შესახებ მაინც
საიდან იცოდა? გაკვირდა კაცი.
- შეკვეთებს ვაკეთებ ხოლმე ქალბატონ ლუნასთან.
რა გინდათ საერთოდ?
- ბრალდებული ხართ ადამიანების მკვლელობაში. ეს თქვენივე სახლშიდაც
გითხრეს ვიდრე აგიყვანდნენ მაგრამ როგორც ჩანს მოკლე მეხსიერება გაქვთ. უკვე
მესამედ გეუბნებით მაგრამ რატომღაც მაინც ერთსა და იმავეს გაიძახით. ჩემი
რჩევა იქნება ითანამშრომლოთ გამოძიებასთან და აღიაროთ ყველაფერი.
- გულზე
მოეშვა ქალბატონი ლუნა რომ თქვა მიხვდა ლუნასთან მხოლოდ სამსახურებრივი
ურთიერთობა ჰქონდა და სხვა არაფერი. ამიტომაც უპასუხა ასე მოულოდნელად
ჯანაშიას კითხავს დემნამ.
- რომელი მკვლელობა? თქვენ ხომ არ გაგიჟდით? მე არაფერი დამიშავებია,
გამიშვით აქედან და ნამდვილი მკვლელი იპოვეთ, მე შემეშვით.
- ისე წამოხტა
ფეხზე თითქოს იმ წამს გაიგო რაშიდაც ედებოდა ბრალი არადა უკვე საათებია
იცოდა მაგრამ აზრზე ვერ მოდიოდა.
- ადგილზე დაბრუნდი და კითხვებზე გამეცი პასუხი - წარბი აუწია გამსახურიდამ
გამაფრთხილებლად და როგორც შეძლო მშვიდად უთხრა.
- არა! არც გამომძიებლობასთან ვითამშრომლებ და არც თქვენს უაზრო
გამოხტომებს და ვითომ მკაცრ ბრძანებებს არ დავემორჩილები - ნერვებ
დაწყვეტილმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა ეს საზიზღარი კაცი რომ მოეშორებინა.
- რა გინდა ჯანაშია? რატომ არ პასუხობ ჩემს შეკითხვებს? მაინცადამაინც ციხეში
გინდა ამოგალპო? ჰა, ეს გინდა? - კონსტანტინეს ოდნავ ჩაეღიმა, მიუხვდა
გაღიზიანების მიზეზს პროკურორს.
მოზრდილ წვერზე ჩამოისვა ხელი კაცმა და მდუმარედ შეხედა ქალაქის
პროკურორს.
დემეტრე კი... დემნა საკუთრ თავს აღარ ჰგავდა, ჯერ ხომ კონსტანტინეს
ორაზროვანმა პასუხებმა მოუშალა ნერვები, რომ ვერაფერი გაიგო და მერე იმან ასე
თავხედურად რომ უყურებდა სახეში, წარბიც არ შეუხრია ისე უყურებდა.
არა, მკვლელი ნამდვილად ის იყო. შეუძლებელი იყო ჯანაშია არ ყოფილიყო ის
სერიული მკვლელი რომელსაც წლებია ეძებს.
ინტერესი კლავდა, იმისა თუ რატომ მივიდა მკვლელობების
გადაწყვეტილებამდე რამ განაპირობა ეს ყოველივე, ფიქრობდა და ვერაფრით
ხვდებოდა რამ უბიძგა ამდენი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისკენ.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ის იპოვა რასაც ასე გაცხოველებული ეძებდა და
ახლა ნამდვილად ვეღარ დაუძვრებოდა ხელიდან.
ვიდრე დემნა დაკითხავზე იყო და ახლაც როგორც ყოველთვის ღამეს ათენებდა
თავისი საქმისთვის, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ქერა ქალატონი ფუმფულა
საწოლში იწვა და თმა გაწეწილს ეძინა.
- არა, არ დამტოვო - თმაში წაივლო გოგომ ხელი და იმდენად ძლიერად დაქაჩა
ტკივილისგან თვალები დახუჭა და იყვირა.
- გთხოვ, შემიბრალე და აქ არ
დამტოვო. გევედრები არ დამტოვო - შეშინებული, ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით
იხვეწებოდა გოგონა გადარჩენას.
- ხმა ჩაიგდე - სახეში გაარტყეს, იმდენად ძლიერად რომ ინერციით სკამიდან
გადავარდა.
- ჩემს წასაყვანად აუცილებლად მოვა მჯერა - ძლივს ამოილაპარაკა. ტუჩი ჰქონდა
გახეთქილი და სისხლი მოდიოდა.
- შენი თვალით ნახავ არავინ მოვა შენს დასახსნელად, აი ნახავ არავინ რომ არ
მოგაკითხავს.
- გესლიანად ჩაილაპარაკა კაცმა და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს
უკან გადაუწია ქალს.
- თვალებში შემომხედე - მკაცრად ჩაილაპარაკა - მომწონს ეს
ზღვასავით აღელვებული ლურჯი სფეროები.
- გულის რევის შეგრძნება დაეუფლა
კაცის სიტყვებზე.
- ვერ გიტან - ზიზღით უთხრა ქალმა და კიდევ ერთხელ, რომ უნდა აწვოდა
მარჯვენა ლოყა მაშინ გამოეღვიძა - ღმერთო - შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და
საწოლის საზურგეს მიეყრდო, ამდენ ხანს არასოდეს გაგრძელებულა მისი
კოშმარები, შეიძლება ითქვას ეს დიალოგი არასოდეს დასიზმრებია ახლა კი ისეთი
სიცხადით ესიზმრა, თითქოს ისევ იქ იყო, თითქოს ყველაფერი, სიზმარი და მისი
წარმოსახვის ნაყოფი კი არა რეალური და ხორცშესხმული იყო.
- ღმერთო როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კოშამრი? - ხელებში ჩარგო თავი და
ყველანაირად ეცადა არ ეტირა. იმდენად ღრმად ამოიოხრა ლამის იყო გულიც
ამოაყოლა.
- დავაღწევ თავს ამ ჯოჯოხეთს ნეტავ ოდესმე? - ჩაილაპარაკა
თავისთვის და საწოლიდან წამოდგა. ოფლში გაწურულიყო, პიჟამო გამოიცვალა,
კარადიდან გახამებული თეთრეული გადმოიღო და საწოლს გადააკრა. ერთ ხანს
აივანზე გავიდა, ცას ახედა უთვალავი მანათობელი ვარსკვლავით რომ
მოჭდელიყო და ისევ დემეტრე გაახსენდა. მაინც როგორ ეთამაშებოდა ცხოვრება?
ყველაზე საყვარელ და ძვირფას ადამიანს დააშორა, მაშინ როცა განსაკუთრებით
ჭირდებოდა მისი გვერდში დგომა და გამხნევება, ახლა კი ამდენი ხნის მერე ისევ
შეახვედრა ცხოვრებამ მას, ისევ აუჩქროლა გული, ისევ დააბნია მასთან
შეხვედრამ, მისმა თვალებმა. არა, ცხოვრება ნამდვილად ეთამაშებოდა. მართალი
იყო გამსახურიდა როცა უთხრა ცხოვრება ომია და ამ ომს თავისი წესები აქვსო.
თავისი ბინძური მატყუარა წესებით და თამაშებით ეთამაშებოდა ცხოვრება ახლა,
როცა დემეტრე გამსახურდია ისევ დაბრუნდა და ისევ ქალაქის პროკურორია,
ოღონდ ახლა ბევრად უკეთესი, უფრო ჭკვიანი, უფრო პრინციპული, ნაკლებად
ემოციური და თბილი. პრინცი წავიდა და მეფე დაბრუნდა უკან. ამ ყველაფერთან
ერთად მკვლელიც დაბრუნდა, რომელიც ახლა უფრო დაუნდობელი და სასტიკი
გამხადარიყო ვიდრე შვიდი წლის წინ იყო.
დილამდე იყო აივანზე, დემეტრეზე ფიქრებს ვერსად გაექცა და როცა მიხვდა
ოთახში შებრუნებით და საწოლში დაწოლით მხოლოდ თავს მოიტყუებდა
სარწველა სკამში დაჯდა და ფიქრებს მიეცა. მოგონებების მორევში ჩაძირულს
ყველაფერი გაახსენდა ისიც თუ როგორ გაიცნო დემეტრე გამსახურდია. მაშინ
იმდენად თბილი და ყურადღებიანი იყო ბიჭი მალევე მიიპყრო გოგოს
ყურადღება.
საავადმყოფოში მაშინ ჯერ კიდევ პრაქტიკანტი იყო თორნიკე გიორგობიანის
ასულმა რომ გაიცნო ბიჭი.
- ლუ გთხოვ რა - ეხვეწებოდა ურჩ გოგოს ლანჩი მომიტანე კაფეტერიის საჭმელზე
უკვე გული მერევა და მშიერს ნუ დამტოვებო.
- მეზარება, რამდენჯერ გითხრა? - გაუმეორა მობეზრებულმა და თვალები
აატრილა. გიჟდებოდა უმცროს ძმას რომ აბრაზებდა და უშლიდა ნერვებს, ახლაც
მიუხედავად იმისა უკვე ფეხს იცვამდა გარეთ გასასვლელად თოკოსთვის საჭმელი
რომ ეყიდა მაინც აბრაზებდა და უშლიდა ნერვებს. სახლიდან ვიდრე გავიდოდა
საერთოდ გაუთიშა და ღიმილით ჩაიდო ტელეფონი შარვლის უკანა ჯიბეში.
მაკდონალდსის ბურგერი წაუღო და ღიმილიანი სახით გაემართა
საავადმყოფოსკენ.
- თოკო - დაუძახა გადაფითრებულ, საქმეში გართულ ძმას და ხელი დაუქნია.
- ღმერთო ისევ მომატყუე? - აღშფოთება ვერ დამალა პრაქტიკანტმა.
- ისევ გიკვირს? ყოველ ჯერზე ასე ხდება.
- გაიცინა გოგომ და პარკი დაუდო წინ.
- ბურგერი.
- მადლიერი თვალებით შეხედა უმცროს დას - მიყვარხარ.
- მე უფრო გიყვარვარ თუ ბურგერი? - კი იცოდა პასუხი მაგრამ მაინც ჰკითხა.
- ბურგერს ვერაფერი შეედრება.
- პირ გამოტენილმა ძლივს გასაგებად თქვა და
ჭამა გააგრძელა. ღიმილით გააქია ქერა თმიანმა თავი და გარემოს მოავლო თვალი.
- გეგა - დაუძახა თავისი ძმის კოლეგას და მეგობარს - როგორ ხარ? საერთოდ აღარ
გახსოვარ რა - ამოიწუწუნა გოგომ და ნაცნობ ბიჭს გადაეხვია.
- შენ როგორ ხარ ლუნა? - ჰკითხა აბაშიძემ - მომენატრა შენი წუწუნის მოსმენა -
შეცინა სახეში და ლოყაზე უჩქმიტა.
- აუ ეს ისევ ჭამს - ხელი გაიშვირა
თორნიკესკენ და გაიცინა. მხოლოდ მას შემდეგ აწია თავი რაც უშუალოდ მასზე
დაიწყეს ლაპარაკი.
- გამსახურდია სად წაიყვანე? - მოიკითხა ახლახანს გაცნობილი და თან თვალების
ცეცება დაიწყო დემეტრე რომ დაენახა.
- იქ დგას, კაბინეტთან - ხელი გაიშვირა, ბიჭის თვალებით მიგნება რომ
გაადვილებოდა უფროს გიორგობიანს და უფროსის მზერას უმცროსის მეტად
ინტერესიანი მზერა რომ მიჰყვა, წამში დაუქნია ხელი და თავისთან მიიხმო.
- გამარჯობა - წყნარად თქვა ახალგაზრდამ და სპორტული შარვლის ჯიბეებში
ჩაილაგა ხელები, მხრებში გაშლილი იდგა როგორც ყოველთვის, თვალები ოდნავ
მოხუჭლი, თავი კი მაღლა ჰქონდა აწეული.
- დემე გაიცანი თორნიკეს უმცროსი და ლუნა გიორგობიანი - წარუდგინა აბაშიძემ
ზღვისფერთვალება ქალბატონი.
- ლუ ეს დემეტრე გამსახურდიაა ჩემი ბავშვობის მეგობარი, სულ მალე
პროკურორი გახდება.
- წარუდგინა ღიმილით კაცი და მოთმინებით დალოდა
როდის შეწყვეტდა დემეტრე ლუნას დაკვირვებას და აზრზე მოვიდოდა.
- სასიამოვნოა - ოდნავ ღიმილით დაუკრა თავი ქერამ და ახლად შეძენილი
ნაცობის მზერის ასარიდებლად ძმას მიუბრუნდა - თოკო მე წავალ.
- სასიამოვნოა - უფრო თავისთვის თქვა აღფრთოვანებულმა ბიჭმა და კიდევ
ერთხელ დააკვირდა გოგოს.
- უკვე მიდიხარ? - ჰკითხა აბაშიძემ.
- არ იცნობ ნორას როგორია? - ჩაიცინა გოგომ - ცოტა ხანში დამირეკავს და
მგლოვიერე ქალივით დაიწყებს მოთქმას: მე მარტო ვარ სახლში და შენ
გასართობად წახვედი - გამოაჯავრა დედას წუწუნში და სიცილი აუტყდა.
ამ დღიდან დაიწყო ყველაფერი. ძალიან, შეიძლება ითქვას ზედემეტად
ჩვეულებრივად დაიწყო ყველაფერი, მაგრამ შესანიშნავად, არაჩვეულებრივად
გაგრძელდა იმ დღემდე ვიდრე დაშორება არ მოუწიათ. ჯიუტად მჯერა, რომ ორი
ადამიანის, მით უმეტეს წყვილის ურთიერთობაში მესამე პირი არაფრის დიდებით
არ უნდა ჩაერიოს. სწორედ მაშინ ინგრევა და ფუჭდება ყველაფერი.
- გეგა ვინ იყო ის გოგო - საღამოს მაშინ როცა გამსახურდიას სახლში მიჰყავდა
აბაშიძე ჩაფიქრებულმა ჰკითხა. სახე მეგობრისკენ შეაბრუნა და მოთმინება
გამოლეული ელოდებოდა პასუხს.
- რა იყო მოგეწონა? - წამში მიუხვდა აბაშიძე და სიცილით ჰკითხა.
- ეგ მე ვიცი - ფანჯარაში გაიხედა და ამოიოხხრა - შენ ის მითხარი ვინ არის.
- თორნიკეს უფროსი დაა.
- თვალს არ აშორებდა გამსახურდიას.
- საავადმყოფოში ყოველ დღე მოდის? - სასხვათაშორისოდ იკითხა, ისე თითქოს
საერთოდ არ აინტერებდა ზემოთხსენებული გიორგობიანი.
- არა რა ყოველ დღე, მხოლოდ მაშინ როცა თორნიკე აბეზრებს თავს საჭმელი
მომიტანეო - გაეცინა თორნიკეს სახე და ყელთან მიტანილი ორი თითი რომ
გაახსენდა.
- კარგი - მეტი არაფერი უკითხავს თითქოს უკვე ყველაფერი გაიგო
გიორგობიანზე, ჩუმად გააგრძელაა მანქანის მართვა.
მერე როცა უკვე წყვილი გახდნენ ეს უჟმური, უხასითო და გაუცინარი
ხელმწიფე, თბილი, მოსიყვრულე, მხიარული და მზრუნველი ბიჭი გახდა,
სწორედ მაშინ მოუყვა როგორ მოეწონა გაცნობისთანავე და როგორ გადაწყვიტა
გულში რომ ეს ლამაზი, ზღვისფერთვალება ქალბატონი მისი ცოლი უნდა
გამხადარიყო.
იდგა აივანზე და ახსენდებოდა წარსული, დრო როცა ცხოვრებაში პირველად
იყო ნამდვილად ბედნიერი. მზე ამოწვერილიყო უკვე, ღრმად ამოიხრა და ოთახში
შებრუნდა, ფსიქოლოგთან ვიზიტი დღეს მაინც აღარ უნდა გაეცდინა და რის
ფასადაც უნდა დაჯდომოდა უნდა ეთქვა ყველაფერი. იცოდა ვიდრე ხმა მაღლა არ
მოყვებოდა, არ ამოიტირებდა თავის ტკივილებს გულზე ლოდი არ
მოშორდებოდა, თავისუფლად ვერ ისუნთქებდა, მისი კოშმარები, მისი ჯოჯხეთი
არ დამთავრდებოდა და ეს ყველაზე საშინელი რამ იქნებოდა მის ცხოვრებაში.
მერე დემეტრესთან უნდა მისულიყო დაკითხავზე, თავს დებდა ჯანაშია არ არის
მკვლელიო, მაგრამ გამსახურდიამ ვიდრე ჩემი თვალით არ ვნახავ და ჩემი ყურით
არ მოვისმენ ყველაფერს ერთი სიტყვის მოსმენაც არ მინდა კონსტანტინეს
უდანაშაულობაზეო.
- ნორა მე გავდივარ საღამომდე არ მოვალ - სამზარეულოში მოფუსფუსე დედას
გასძახა, მისაღებში დივანზე ჩამომჯდარ ბებოს ლოყები დაუკოცნა და უნდა
წასულიყო მოხუცმა რომ გააჩერა.
- ბებო დემეტრე უნდა ნახო? - ჰკითხა ქალმა და ეშმაკურად ჩაიცინა.
- ბებოო - გაიცინა ზღვისფერთვალებამ და უფრო ახლოს მიიწია ქალთან - კი უნდა
ვნახო ოღონდ დაკითხვაზე მივდივარ მასთან. ნორას არ უთხრა, შეიძლება წნევამ
დაარტყას.
- გაიცინა როცა გაახსენდა ნორას ემოციურობა.
- არ ვეტყვი, წადი და ჩემი სიძე მომიკითხე - გადაიკისკისა მოხუცმა და ლუნას
დაქაჩულ თვალებზე კიდევ უფრო აუტყდა სიცილი.
სახლიდან გამოსულს გაახსენდა დანიელს რომ დაპირდა დაგირეკავო და მას
შემდეგ უკვე ორი დღე გავიდა. სასწრაფოდ ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან და
ჭანტურიას ნომერი მოძებნა.
- გისმენ - ტელეფონშიც კი იგრძნო როგორი ნაწყენი იყო კაცი.
- როგორ ხარ? - ჰკითხა ისე თითქოს ვერ შეამჩნია ნაწყენი რომ იყო.
- მაპატიე,
უნდა დამერეკა და სულ გადამავიწყდა.
- გულწრფელად წუხდა. დემეტრეს
შეყვარებული როცა იყო მთელი დღეები ტელეფონში თავჩარგული დადიოდა,
ღამეებს ათენებდნენ ტელეფონით ლაპარაკში, რამდენჯერ დილამდე
ულაპარაკიათ და დილით პირადად უნახავთ ერთამენთი და ისე მოუკითხავთ,
ისე გადახვევიან, იმდენი ულაპარაკიათ თითქოს მთელი ღამე ლაპარაკობდნენ კი
არა ნახევარი წელია ერთმანეთთან არ ულაპარაკიათ შეხვედრაზე რომ აღარაფერი
ვთქვათ. დანიელთან კი ვერ იყო ასე, ვერ ელაპარაკებოდა ისე გახსნილად
მიუხედავად იმისა, რომ კლასელები იყვნენ.
- ორი დღის მანძილზე ერთხელ მაინც როგორ არ გაგახსენდი? - გაჩერდა - და მერე
იტყვი მიყვარხარო...
- თავისთვის ჩაილაპარაკა ჭანტურიამ მაგრამ ლუნამ მაინც
მშვენივრად გაიგონა. გული ჩაწყდა, მიხვდა არ ექცეოდა კარგად.
- თითქმის ერთი
თვეა რაც ერთად ვართ და პაემანზეც კი არ მთანხმდები - ამოიხრა კაცმა და სახეზე
ჩამოისვა გაშლილი ხელი.
- მაპატიე, მართალი ხარ.
- უთხრა ჩუმად - გინდა დღეს წავიდეთ პაემანზე? სადაც
შენ გინდა...
- ეცადა გამოესწორებინა თავისი უყურადღებობა და ერთხელ მაინც
გაეხარებინა რამით.
- თუ გინდა წავიდეთ...
- სასხვათაშორისოდ უთხრა კაცმა, თუმცა ლუნამ რა
იცოდა გულში როგორ უხაროდა.
- კი კი მინდა. სად წავიდეთ? - ჰკითხა აჟიტირებულმა.
- ჯერ რომ ფილმს ვუყუროთ და მერე სადმე დავსხდეთ? - შესთავაზა უღიმღამოდ.
- კი მინდა. მიყვარს ფილმები - მოატყუა. ფილმები ყველაზე მეტად ეზიზღება და
სულ მაგაზე წუწუნობდა გამსახურდია კინოში შესვლა მომენატრაო.
- ძალიან კარგი. ექვსზე შევხვდეთ. გამოგივლი.
- დაემშვიდობა და გათიშა.
- ოჰ როგორც იქნა ცოტა ხასიათზე მოვიდა თორემ აყეფებულ სინდისს ვეღარ
ვაჩერებდი.
- ჩაილაპარაკა თავისთვის და გამსახურდიას ზარს უპასუხა.
- გისმენ დემნ... დემეტრე - წამში მიხვდა რას ამბობდა და გაადასწორა,
მიუხედავად ამისა კაცმა მაინც გაიგო და მეორე ხაზიდან ოდნავ ჩაცინების ხმა
მოესმა.
- სად ხარ? - ჰკითხა ყოველგვარი შესავალის გარეშე, ჩანდა ჩქარობდა.
- თითქმის შენობის წინ ვარ, მოხდა რამე? - შეჩერდა და კაცის პასუხს დაელოდა.
- არა, მოდი გელოდები. შესასვლელში ვიქნები.
- კარგი.
- ისე გაუაზრებლად დაიწყო თმასა და სახეზე დაკვირვება და შესწორება,
ტუჩის კონტური ამოიღო ჩანთიდან და ხელახლა წაისვა.
- ლუნა - როგორი მშვიდი და სასიამოვნო იყო ამ ხმის გაგონება. ასე ლამაზად
ვერავინ ამბობდა ქალის სახელს, ასე კარგად არავის პირიდან არ ჟღერდა
გიორგობიანის სახელი და დამეფიცება ასეთი სიყვარულით ვერავინ შეძლებდა
მისთვის დაძახებას. ასეთი სიყვარული მხოლოდ გამსახურდიამ იცოდა, ასეთი
სიყვარულით მხოლოდ დემეტრეს შეეძლო შეყვარება.
- გამარჯობა - მიესალმა ისე თითქოს რამდენიმე წუთის წინ ტელეფონზე არ
ელაპარაკებოდა.
- როგორ ხარ? - მის წინ იდგა ორი თავით მაღალი კაცი და ოდნავი ღიმილით
უყურებდა. მერე კი მოულოდნელად მისკენ დაიხარა და გადაკოცნა.
- კარგად, შენ როგორ ხარ? - გაწეწილ თმას ისწორებდა გიორგობიანი და თან
ელაპრაკებოდა.
- შევიდეთ? - შენობისკენ ანიშნა და სათვალე მოიხსნა. ერთი ღრმად ამოისუნთქა
ქალმა და თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად.
- თუ არ ვცდები აქამდე დაკითხვაზე არ ყოფილხარ - უთხრა გამსახურდიამ და
თვალის კუითხიდან გახედა გვერდით მდგომ ანერვიულებულ ქალს.
- არა - ისე ამოისუნთქა მთელი გული ამოაყოლა ამ ერთ სიტყვას.
- მოეშვი, რატომ ნერვიულობ? აქამდე არ გილაპარაკია ჩემთან - ეცადა
დაემშვიდებინა.
- ლაპარაკი და დაკითხვა განსხვავდება - ჩაიდუდღუნა თავისთვის, მაგრამ აბა
გამსახურდიას რას გამოაპარებდა.
- მადლობა თქვი მე რომ მიწევს შენი დაკითხვა და არა სხვას - მაგიდასთან
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ უკვე. გამსახურდია ფურცლებს ჩაჰკირკიტებდა
და დიდი ინტერესით აკვირდებოდა რაღაცას.
- პირიქით, მადლობას ვიტყოდი შენს ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო.
-
უკმაყოფილო ხმით წარმოთქვა და უჟმური სახით შეხედა კაცს. გაჩერდა, არ
ელოდა ასეთ პასუხს, მერე ფურცლებიდან თავი წამოყო და სახეში შეხედა.
- რატომ? - გულწრფელად აინტერესებდა, წარსული და მათი ურთიერთობა ახლა
მაინც რა შუაში იყო ვერ გაეგო.
- ვიცი, წარსულზეც მოგვიწევს ლაპარაკი.
- თავი გვერდზე გააბრუნა, ვეღარ
გაუძლო კაცის დაჟინებულ მზერას.
- არ უარყო.
- ღრმად ამოიხრა, ფეხზე წამოდგა
და მჭიდროდ შეკრული ჰალსტუხი შეიხსნა, მთელი დღე ხომ ასე ჰქონდა და არ
უგრძვნია დისკოფრტი ახლა ისე იყო ეგონა უჰაერობისგან მოკვდებოდა.
- არც უარვყოფ - რამდენიმე წუთის შემდეგ თქვა და თან მხრები აიჩეჩა. განა მას არ
უჭირდა?! განა მისთვის ყველაფერი მარტივი იყო და ბოდიში და ფეხებზე ეკიდა?!
ტკიოდა წარსული, სუნთქვა აღარ შეეძლო როცა ახსენდებოდა რის გადატანა
მოუხდა ლუნას მარტოს. გამსახურდიასთვისაც არ იყო მარტივი იმის უბრალოდ
ცოდნაც კი რომ მისი საყვარელი ადამიანი იტანჯებოდა, აწამებდნენ, მაგრამ აბა
ბოლომდე რა იცოდა დემნამ რა ჯოჯოხეთი გამოიარა ქალმა, რა ტანჯვას გაუძლო.
- ოდესმე მაინც მოგვიწევს ამაზე საუბარი ასე რომ მოდი ეს ახლა გავაკეთოთ -
თავის ადგილს დაუბრუნდა და ისე რომ წამითაც არ შეუხედავს დაკითხვა
დაიწყო.
- რამდენი ხანია რაც ბრალდებულ კონსტანტინესთან გაქვს ურთიერთობა? -
უსერიოზულესი ტონით ჰკითხა.
- ორ თვეზე მეტი.
- მობეზრებულმა მოკლე და კონკრეტული პასუხების გაცემა
ერჩია. იქნებ მალე დამთავრებულიყო დაკითხვა.
- გატყობ შექმნილი სიტუაცია ცუდად მოქმედებს შენზე. მოდი, თავად მომიყევი
რაც საჭიროდ ჩათვალო.
- ეცადა საქმე გაემარტივებინა გიორგობიანისთვის.
- ძალიან კარგი.
- ღიმილით წამოდგა ფეხზე ქალი - მე არაფრის თქმას არ ვთვლი
საჭიროდ ასე რომ წავალ.
- ყველაზე მეტად შენ უნდა გინდოდეს მკვლელის პოვნა - მართალი იყო, ლუნა
იყო სწორედ ის მსხვერპლი რომელიც გადარჩა და თუ თავში ცოტა ტვინი მაინც
აქვს უსამართლობის და დაუცველობის გრძნობა უნდა აწუხებდეს და მკვლელის
დაჭერის დაუძლეველი ჟინი ჰქონდეს, მაგრამ გიორგობიანის ქალი სულ
სხვანაირად იქცეოდა, გულის სიღრმეში შეიძლება უნდოდა კიდეც მკვლელი
ციხეში ჩაესვათ მაგრამ სრულიდან საპირისპიროზე მეტყველებდა მისი
საქციელი.
- მკვლელის პოვნა ჩემთვის არაფერს შეცვლის - თავი გააქნია - მაგრამ ვიღაცებს
ნამდვილად დაუმშვიდებს აყეფებულ სინდისს - მწარედ ჩაილაპარაკა და ოთახის
კარი გაიჯახუნა.
ფეხზე წამოხტა გაავებული დემნა და უკან გაჰყვა.
- ფეხი არ მოიცვალო მაედან - დაუძახა ხმამაღლა და როგორც შეეძლო მკაცრად.
გაჩერდა გიორგობიანის ასული და დაელოდა რას გააკეთებდა გამსახურდია.
ხელი მაჯაზე შემოხვიდა და დასაკითხ ოთახში შებრუნდა.
- ვერ გამიგია, რა გინდა? ჩემი სათქმელი ვთქვი უკვე.
- ხელები ჰაერში აიქნია -
მეჩქარება, შენი დაკითხვებისთვის არ მცალია.
- ხელები გულზე გადაიჯვარედინა
და სახეში შეხედა ნესტოებდაბერილ, თვალებჩაწითლებულ გაბრაზებულ კაცს.
- ჩემი მიზანი აყეფებული სინდისის დაწყნარება რომ იყოს მხოლოდ, მაგას
აქამდეც გავაკეთებდი, მაგრამ საკუთარი სინდისის დაწყნარება კი არა ვიღაცების
დაცვა მინდა. თუ ფიქრობ რომ შენი ნათქვამით რამეს შეცვლი და მაგ უხეში მწარე
სიტყვებით გულს მატკენ ძალიან ცდები, გული აღარ მაქვს დიდი ხანია, მაგრამ
ვიღაცებისგან განსხვავებით ვიცი და ჯერ კიდეც მახსოვს რას ნიშნავს საყვარელი
ადამიანი და მისადმი სიყვარული.
- გახევდა გიორგობიანი, იმდენად გააოგნა
დემნას სიტყვებმა, ხმა ვეღარ ამოიღო, ისიც ვერ იგრძნო როგორ ჩამოუგორდა
ლოყაზე ცრემლი და ვერც ის გაიაზრა როგორ გამოვიდა ოთახიდან, მხოლოდ ის
ახსოვდა მთელი ტანით რომ კანკალებდა ემოციებისგან და მუჭებს იჭერდა
გაწითლებულ ტუჩებზე ხმამაღლა რომ არ ეტირა.
მაგიდას დაარტყა ხელი ნერვებ მოშლილმა გამსახურდიამ და თანამშრომლების
კარებში გამოჩენას ყურადღება არ მიაქცია.
გული ამოუჯდა იმდენი იტირა, დებილი კი არაა ვერ მიხვდეს რატომ თქვა
დემნამ ის სიტყვები, მშვენივრად იცოდა მასზე რომ თქვა მაგრამ ახლა ვეღარაფერს
შეცვლიდნენ, ძალიან გვიანი იყო. ქუჩაში ასე არასოდეს უტირია, ასფალტზე იჯდა
ამხელა ქალი და მოთქმით ტიროდა. კარგა ხანი დასჭირდა დასამშვიდებლად,
ალბათ ნახევარი საათი, მერე კი თვალებ დასიებული წამოდგა ფეხზე, პირველი
პაემანი ჰქონდა და ასე ვერ წავიდოდა. სახლში მივიდა დაიბანა, სუფთად და
მოწესრიგებულად ჩაიცვა, მაკიაჟი გაიკეთა და დანიელის ზარს დაელოდა.
- ლუნა - ბებომ გააღო ოთახის კარი - დემეტრე ნახე?
- ბებო დემეტრეს სახელი აღარ მიხსენო ძალიან გთხოვ - ნაწყენი იყო
გამსახურდიაზე. სიმართლის მოსმენა ხომ ყველაზე მეტად გვწყინს, რადგან
სიმართლე თითქმის ყოველთვის მწარეა და განსაკუთრებით მაშინ თუ საყვარელი
ადამიანი გეუბნება.
- იჩხუბეთ? - საწოლზე ჩამოჯდა მოხუცი და მოსასმენათ მოემზადა.
- არაფრის თქმას არ ვაპირებ - ფეხზე წამოდგა და ფანჯრიდან გადახედა დანიელს.
- ლუნა ერთი წუთით მომისმინე - ხელზე ხელი მოკიდა ქალმა და კეთილი,
სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა შვილიშვილს - ორი ადამიანი ყოველთვის
ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ ამის გამო კი არ ვიჩხუბოთ და გავებუტოთ
ერთმანეთს, გამოსავალი უნდა ვეძებოთ, დავთმოთ ნაკლებად მნიშვნელოვანი
რაღაცები, შეიძლება საყვარელი ადამიანის გულისთვის სიამაყესაც კი გაადაბიჯო
ოღონდ ის იყოს კარგად და ვინ ჩივის სიამაყეს. არ ვიცი რატომ იჩხუბეთ მაგრამ ის
ვიცი ერთმანეთი რომ დღემდე გიყვართ. დემეტრეს ძალიან უყვარხარ, ამ წლების
მანძილზე როცა საქართველოში ჩამოდიოდა ხოლმე ყოველთვის მოდიოდა ჩემს
სანახავად, შენს ამბებს პირველს იკითხავდა ხოლმე... მას ნამდვილად უყვარხარ
ბებო, არ დაკარგო.
- წავედი, მეჩქარება - ისე უხეშად გამოგლიჯა ხელი თითებიდან მერე ინანა
კიდეც.
დანიელი მანქანაში იჯდა შიგნიდან გაუღო კარი, დაბურულ მინებს მიღმა არც
ჩანდა ვინ იჯდა შიგნით. არ უნდოდა ლუნას ნორას გაეგო შეყვარებული რომ
ჰყავდა თორემ სასწრაფოდ ქორწილის დაგეგმვას დაიწყებდა.
- როგორ ხარ? - ჰკითხა ღიმილით დანიელმა და მანქანა დაძრა.
- კარგად, შენ? - ღვედი შეიკრა და ეცადა გაეღიმა.
- რა ლამაზი ხარ დღეს - ლურჯ სფეროებში ვარსკვლავები აუკიაფდა კაცს.
- მადლობა - ჩაეღიმა.
ჯერ ფილმი ნახეს, მერე კი როგორც დანიელმა უთხრა კაფეში დასხდნენ.
- შენ რომ იცოდე რამდენ ხანს ველოდი, ამ დღეს. დროს როცა ჩემი შეყვარებული
გახდებოდი... ბოლოს იმედიც გადაწურული მქონდა მაგრამ ჰოი საოცრებავ ახლა
ერთად ვართ.
- ამდენი წელი როგორ არ თქვი არაფერი - გულწრფელად აინტერესებდა.
- რომ ვიცოდი დემეტრე გიყვარდა თავისთავად აღარაფერი ვთქვი, მაინც უარს
მივიღებდი და კიდევ კარგი რომ არ ვთქვი არაფერი, ვინ იცის შეიძლებოდა დღეს
აქ არ მჯდარიყავი.
- გაეღიმა კაცს და გიორგობიანის თითებს შემოხვია თავისი
ხელი.
- რაღაცის თქმა მინდა - თვალებში შეხედა.
- გისმენ, დანიელ - გული აუფანცქალდა ქალს.
- წლებია მიყვარხარ, ჩვიდმეტი წელი პატარა დრო არაა, ვიცი შენ ჯერ არ
გიყვარვარ, მაგრამ ვიცი თუ უფლებას მომცემ როგორც ნამდვილ შეყვარებულს ისე
მოგექცე შეგიყვარდები. ნეტა იცოდე როგორ ძლიერად მიყვარხარ... კარგი
იქნებოდა შენც იმავეს გრძნობდე.
- დანიელ შეყვარებულები ვართ, მეტი რის უფლებას ითხოვ ვერ ვხვდები.
- მინდა ყოველ დღე პაემნებზე დავდიოდეთ, გჩუქნიდე საჩუქრებს, გიწნავდე
გვირილების გვირვინს, ასე ძალიან რომ გიყვარს, თოვლში ანგელოზებს
ვხატავდეთ და სართოდ ძალიან ბევრი რამის გაკეთება მინდა შენთან ერთად.
-
ისეთი სითბოთი გაეღიმა ჭანტურიას, შეუძლებელი იყო მის სიყვარულში ეჭვი
შეგპარვოდათ.
- ჰოდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც მოგვწონს და ვიყოთ ბედნიერები - ღიმილით
უთხრა ლუნამაც და ახლა მეორე ხელი დაადო დანიელის ხელს ზემოდან.




პაემანის შემდეგ სახლში მანქანით მიაციალა გიორგობიანის ქალი. სამსახურში
უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ იმდენად იყო დაღლილი, არც უფიქრია ისე
გადაუხვია სახლის გზაზე. ამასობაში მკვლელი ახალ საქმეს ხლართავდა, კიდევ
ერთ მკვლელობას, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები ერთის ნაცვლად ორი
მსხვერპლი ჰყავდა. ერთი ნამდვილი მსხვერპლი მეორე კი ისეთივე უდანაშაულო
ადამიანი, როგორიც თავად ლუნა გიორგობიანია.
- ეს კაცი საიდანღა გაჩნდა? აქ რა უნდოდა? - გამწარებულმა თავში წაიშინა ხელი.
ასეთი დაუკვირებელი, როგორ არის? მაინც, როგორ დაუშვა ასეთი შეცდომა? თუ
არ იჩქარებდა პოლიცია მალე წამოადგებოდა თავზე და მერე დასახულ მიზანს და
დაწერილ გეგმას ვეღარ შეასრულებდა - ღმერთო, რა ჯანდაბა მემართება? - კვალი
უნდა გაექრო და აქედან აორთქლებულიყო. ახალი ფოტო და მასზე გაკრული
ხელით მიწერილი ნუსხახუცური ასოები დატოვა. გაგიკვირდებათ და მკვლელობა
ქუჩაში მოხდა, თუმცა ისეთი ჩიხი იყო ვერავინ ვერ გაიგებდა ხმას, როგორ
ხმამაღლაც არ უნდა ეყვირა მსხვერპლს. ვინ იფიქრებდა გოგონას მკვლელობისას,
თანაც შუაღამისას თუ ვინმე გამოჩნდებოდა შემთხვევის ადგილას და მკვლელს
დაუპირისპირდებოდა.
- რას აკეთებ? იცოდე პოლიციაში დავრეკავ - ემუქრებოდა შუახნის კაცი და თან
ტელეფონზე ნომერს კრებდა.
- ალო, ასთორმეტია? მკველო... მკვლელია აქ,
ახალგაზრდა გოგოს კლავს.
- ბატონო სად ხარ? სად იმყოფებით? - სწრაფად მიაყარა გოგომ და კაცის პასუხის
მოლოდინში ლამის იყო გული გაუწვრილდა.
- გლდანი, თემქა.
- რომელი მიკროა ბატონო?
- არ ვიცი ქალბატონო გამოუშვით ვინმე და...
- ზარი გაითიშა.
- ბატონო... ბატონო - რა ინფორმაციაც მიაწოდა კაცმა იმ ინფორმაციაზე
დაყრდნობით გაუშვეს პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ზარი მკვლელმა
გათიშა, მერე კი დანა, რომელიც ჯერ ახალგაზრდა ქალბატონს დაარტყა ახლა ამ
კაცის გული განგმირა.
- შეგეძლო ამხელა აჟიოტაჟი არ აგეტეხა და მშვიდად ჩაგევლო ამ ქუჩაზე... ახლა
ცოცხალი იქნებოდი... ჰო, ალბათ არ მითქვამს ვერ ვიტან დაუპატიჟებელ
სტუმრებს.
- ყურში ჩაჩურჩულა მოხრიალე კაცს და დანა გაასუფთავა.
- რა
დასანანია შენი ცოლი ქვრივი იქნება, როცა გაიღვიძებს.
- ზიზღით ჩაილაპარაკა
კაცმა.
ორივე მიცვალებული ისე დატოვა რა მდგომარეობაშიც იყვნენ, უკვე წასვლას
აპირებდა მომცრო ზომის ჩანთა აიღო, ფოტო კაცის ჯიბეში დააცურა და
სირენების ხმაც გასისმა.
- ასე მალე, როგორ მომაგნეს? - გულმა რეჩხი უყო, დაიბნა, ვეღარ გაიგო საით
გაქცეულიყო და ბოლოს ერთ-ერთ სადარბაზოში შევარდა, აქამდე არც შეუმჩნევია
შესასვლელი თუ ჰქონდა გარშემო მყოფ შენობებს, მაგრამ რომ დაჭირდა
ზედემეტი ფიქრის გარეშე თითქოს საკუთრი ხუთი თითივით იცოდა ყველაფერი
პირდაპირ შესასვლელს ესცა და მხარზე ჩანთა მოგდებული გაუჩინარდა.
ვიდრე პოლიცია შემთხვევის ადგილზე მუშაობდა, დამცავ ლენტებს ავლებდა,
თითის ანებეჭდებს ეძებდა, რომელიც არსად არ იყო დარჩენილი, ისე
საგულდაგულოდ იყო ყველაფერი გაკეთებულ-დაგეგმილი შეუძლებელიც კია
კვალი დარჩენილიყო. ეძებდნენ სამხილებს, თუმცა ფოტოს მეტი არაფერი
უნახავთ, რომელის უკანა მხარესაც გაკრული ხელით დაწერილი გაურკვეველი
ტექსტი ამშვენებდა. ვიდრე პოლიცია ამ ყოველივეს აკეთებდა, ნორას ტელეფონზე
ზარი შევიდა. ჯერ კიდევ გამთენია იყო, იმდენად ადრე, რომ გულის ფანცქალით
დახედა ტელეფონს, შეშინდა კარგი ამბისთვის არ დარეკავენო და მერე რომ
ყოფილი მეუღლის ნომერი დაინახა სასწრაფოდ გადაუსვა ხელი ეკრანს, რომ
ზარისთვის ეპასუხნა.
- თემური, მოხდა რამე? ამ დროს მაშინაც კი არ დაგირეკავს, როცა ჩემი ქმარი
იყავი.
-მიაყარა სწრაფად და კაცის პასუხს დაელოდა.
- ქალბატონი ნორა ბრძანდებით? - უცხო, მეტად სევდიანი და აღელვებული ხმა
მოესმა ქალს და ისე აუჩქარდა გული შიშისგან ლამის გაუსკდა. ეს თემური
ნამდვილად არ იყო.
- დიახ მე ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებით? თემურის ტელეფონით რატომ მირეკავთ? -
შიში და მღელვარება ხმაშიც აშკარად დაეტყო.
- გამომძიებელი ცოტნე ჩადუნელი გიკავშირდებით. ქალბატონო ნორა ძალიან
ვწუხვარ და მიმძიმს ამის თქმა, რომ მიწევს.
- ერთი ღრმად ამოიოხრა ცოტნემ -
თქვენი ქმარი მოკლეს.
- რა? ვინ... ვინ მოკლეს? - ეგონა სისხლი ჩაექცა თავში. მართალია წლების წინ
დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ნორას არასოდეს უთქვამს, რომ სძულდა თემური.
როგორც მისი შვილების მამას და როგორც ყოფილ ქმარს დიდ პატივს სცემდა
ყველაფრის მიუხედავად.
- გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაასვენეს და შეგიძლიათ ჰოსპიტალიდან
თავად წაასვენოთ.
- უთხრა ახალგაზრდამ და თვალები ძლიერად დააჭირა
ერთმანეთს, პირველად იყო ასეთი შემთხვევა, ჭირისუფალს ეუბნებოდა რომ მისი
საყვარელი ადამიანი აღარ იყო ცოცხალი.
ჩუმად აქვითინდა ნორა, ჯერ კიდევ საწოლში მყოფი კიდევ უფრო ჩაიმალა
საწოლში და საწყლად მოიკუნტა. გათენებამდე იყო ასე დილით კი, როცა ძალა
გამოცლილი და თვალებ დასიებული წამოდგა საწოლიდან დედამისი შერჩა
ხელში, ლუნაც და თორნიკეც უკვე წასულიყვნენ.
- გაარკვიე ვინ არის გარდაცვლილი კაცი? - სახეზე ჩამოისვა ხელი და მჭიდროდ
შეკრული ჰალსტუხი შეიხსნა.
- დიახ, გარდაცვლილი კაცი თემურ გიორგობიანია - უპასუხა ცოტნემ. თავადაც
დაღლილიყო ამდენი გამოძიებით, მკვლელის დევნით, თამაშებით, რომელიც
არასოდეს მთავრდებოდა.
მკვლელმა მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა ვინ იყო ის კაცი, რომელიც მოკლა
ისე გამოუვიდა სუსტ წერტილში დაარტყა ნორას. კაცი, რომელიც მკვლელობის
მსხვერპლი აღმოჩნდა ლუნა გიორგობიანის მამა იყო. მაინც შეეხო და მივიდა
ლუნამდე. რა უნდოდა ამ გოგოსგან? ამდენი წლის შემდეგ მაინც რაღას ერჩოდა?
- მე დავუკავშირდები მის ოჯახს - ისე ამოიხრა ახლა მართლა მსოფლიოს ტვირთი
ჰქონდა მხრებზე დაკიდებული. ცოტნეს არაფერი უთქვამს მხოლოდ თავი
დაუქნია თანხმობის ნიშნად და კაბინეტიდან გავიდა.
- ღმერთო სულ, რატომ მიწევს მასთან კონტაქტი? - ხანდახან მთელი ძალით
ცდილობდა მისგან გაქცევას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა ამოუცნობი ძალა
მაინც ლუნასკენ ექაჩებოდა და ეს ძალა იმდენად ძლიერი იყო ვერაფერს აწყობდა.
- გისმენთ პროკურორო - მეტად ოფიციალური ტონით უპასუხეს ზარზე.
- ოფიციალურ ფორმაზე გადავედით? - ჩაეცინა ცალყბად და მხოლოდ ამის
შემდეგ გაახსენდა რის სათქმელად დარეკა და საცინრად, რომ არ ჰქონდა საქმე.
ლუნა გიჟდებოდა მამამისზე, იმდენად უყვარდა თემური ეს სიყვარული
ყველაფერს წონიდა, იმასაც ბავშვობისას, რომ მიატოვა და იმასაც წლების
მანძილზე, რომ არ მიდიოდა მასთან.
- რამე გნებავთ თუ გავთიშო? - ნერვები უმტყუნებდა ცოტა ხანში, იმ სიტყვების
მერე, როგორ დაურეკა საერთოდ. სინდისი არ გააჩნია ამ კაცს.
- პროკურატურაში მოდი.
- შეჩერდა ფიქრობდა ეთქვა თუ არა - გთხოვ, რაღაც
ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა.
- დაძაბული ელაპარაკებოდა.
გული უწვრილდებოდა, როცა ფიქრობდა რა რეაქცია ექნებოდა ლუნას ამ
შემზარავი ამბის გაგებისას. ისე დაუარა მღელვარებამ ტანში ერთიანად
შეაჟრჟოლა.
- რატომ გადამეკიდე? რა გინდა? - ღრმად ამოიხრა და შუბლზე დაიდო გაშლილი
ხელი.
- ლუნა ჩხუბის თავი არ მაქ - მობეზრეულმა ამოილაპარაკა.
- უბრალოდ მოდი.
- რაღაცები ჯერ კიდევ კარგად მახსოვს საიმისოდ ახლა, რომ შენთან არ გამოვიქცე.
- ცალყბად ჩაიცინა ქალმა, ეს ქმედება კი საერთოდ არ იყო ლუნასეული.
- სად ხარ, მითხარი მე მოვალ.
- სკამი ხმაურით მოაშორა მაგიდას და ფეხზე
წამოდგა.
- ახლა, რომ არ გნახო შევიშლები...
- სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და
მოსაცმელი აიღო, ლუნასთან მიდიოდა.
- მაინცადამაინც შეყვარებულს უნდა ვუთხრა და დაგელაპარაკოს? - პატარა
გოგოსავით გამოუვიდა თქმა, თუმცა იმდენად მკვირცხლად და სასაცილოდ
უთხრა კაცმა ვეღარ გაიგო გაცინებოდა თუ გაბრაზებულიყო.
- ისე ამბობ მაგ სიტყვებს, როგორც პატარა გოგო. ვეღარ ვგებულობ გამეცინოს თუ
გავბრაზდე - შუბლი მოისრისა და თვალები დახუწა.
- რაც გინდა ის ქენი არ მაინტერესებს - ცხვირი აიბზუა ქალმა და გზა გადაკვეთა.
პროკურატურაში მიდიოდა. დამეფიცება არ ვიცი როგორ და რა ძალა მოქმედებდა
ლუნაზე მაგრამ ის ვიცი ყოველთვის აკეთებდა იმას რასაც თხოვდნენ,
შეიძლებოდა უარი ეთქვა მაგრამ მერე მაინც წასულიყო და სხვისი თხოვნა
შეესრულებინა.
- ლუნა შენთან ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს. უბრალოდ მითხარი სად ხარ,
რომ მოვიდე. სამსახურში ხარ? - ახლა იმდენად სჭირდებოდა გამსხურდიას
ლუნას ნახვა თანაც ისეთ სიტუაციაში სხვა რომ არავინ ყოფილიყო როგორც
ნებისმიერ ადამიანს ჰაერი.
- მე თავად მოვალ შენთან. ათ წუთში გარეთ დამხვდი.
- უთხრა აქოშინებული
ხმით. ინტერესი კლავდა ისე აინტერესებდა რატომ სთხოვდა ასე დაჟინებით
მასთან მისვლას, თან თავისი თავის უკვირდა როგორ შეეძლო დემნას გამო
ყველაფერზე უარი ეთქვა, ყველაფრი დაევიწყებინა და წამითაც არ ენანა
მიღებული გადაწყვეტილებები.
- ღმერთო როგორც იქნა.
- ხელი ჰაერში აიქნია და თავისივე ქცევაზე ჩაეცინა.
სიხარულისას როგორი ბავშვური ხდებოდა.
- ლუ, თუ გინდა მანქანით
დაგხვდები და სადმე გავიდეთ - რამდენიმე წამს შეყოვნდა - ასე უფრო მარტივი
იქნება თქმა.
- არა.
- ისე წამოიყვირა ქალმა გეგონება სამკვდრო-სასიცოცხლო საქმეს ეხებოდა
მისი პასუხი.
- თუ გინდა მანდ მოვალ თუ არა და საერთოდ არ შეგხვდები.
- კარგი, ოღონდ მოდი და...
- სკამზე დაჯდა და ისევ ფურცლებს ჩახედა.
- კარგი გარეთ დამხვდი - ახსოვდა რადენი ტკივილი გადიტანა მის გამო, რამხელა
ჯოჯოხეთი, როგორი წამება, თუმა ისიც მშვენივრად ახსოვდა რამხელა
ბედნიერებას ნიშნავდა დემეტრე გამსხურდია მისთვის წლების წინ. როგორ
ახარებდა და ჩუქნიდა სითბოს და სიყვარულს, თანაც იმდენს სხვა რომ ვერაფრის
დიდებით ვერ შეძლებს, როგორც არ უნდა მოინდომოს და როგორც არ უნდა
უყვარდეს მაინც ვერ შეძლებს. ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა რასაც ახლა აკეთებდა,
ამდენ წყენას და გულის ტკენას რომ უსიტყვოდ პატიობდა, არ იმჩნევდა,
მიუხედავად იმისა წყენის დავიწყება უჭირდა სულ ცდილობდა დაევიწყებინა
დემეტრეს ნათქვამი მწარე მაგრამ სურლიად მართალი სიტყვები. მარტო
დემეტრესთან კი არა ყველასთან ასე იყო, ჯერ იტყოდა რომ არ გააკეთებდა, არ
წავიდოდა, არ შეასრულედა სხვის თხოვნას მაგრამ სიტყვები სხვას ამბობდა და
საქციელები სხვას, უარყოფას ყოველთვის (გამონაკლისის გარდა) თანხმობა
ცვლიდა. არ წავალს კი წავალ ანაცვლებდა, კი გავაკეთებ და კი შევასრულებ სხვის
თხოვნას. ახლაც დემეტრეს ჯერ უარი უთხრა, ლამის ხვეწნა მუდარაზე
გადაიყვანა, რომ უთხრა უკვე გზაში ვარ და ათ წუთში გარეთ დამხვდიო, ასეთი
იყო, არაპროგნოზირებადი. ყოველ წამს იმას უნდა ელოდე ლუნასგან რაზეც
ამბობს რომ არ გააკეთებს.
თითქოს გული უგრძნობდა რაღაც მნიშვნელოვანი რომ უნდა გაეგო დემნასგან,
ინტერესი კლავდა ისე უნდოდა მალე გაეგო რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი
წამითაც რომ არ მოასვენა. სირბილით მივიდა პროკურატურამდე, ძლივსღა
სუნთქავდა ისე იყო დაღლილი, სახე გაწითლებული, თვალები წყლით სავსე
ქარში სირბილის გამო და თმა საშინლად არეული, იმდენად არეული
გამსხურდიასაც კი გაუკვირდა ასეთი ლუნას დანახვა. ფეხსაცმელები ოდნავ
გასვრილი ჰქონდა, წყლის გუბეებში ხტუნვით მივიდა პირველ კლასელივით.
ზამთრის პირი იყო და ისე ციოდა ძვლებში ატანდა ყინვა.
- მორბოდი? - ცალი ხელით დემეტრეს მაჯაზე იყო დაყრდნობილი მეორეთი კი
საკუთარ მუხლს ეყრდნობოდა და წელში მოხრილი ღრმად სუნთქავდა.
-
ამოისუნთქე.
- თმა გადაუწია სახიდან.
- მითხარი მალე რა გინდა და უნდა წავიდე.
- ღრმად ამოისუნთქა და წელში
გასწორდა.
- წამოდი შიგნით შევიდეთ, აქ განსახილველი თემა ნამდვილად არ არის -
გამსახურდიას კაბინეტამდე ისე მივიდნენ ხმა არც ერთს ამოუღია.
- როგორ ხარ? - დროის გასაყვანად უფრო ჰკითხა ვიდრე გულწრფელი ინტერესის
გამო.
- კარგად ვარ. თუ შეიძლება საქმეზე გადავიდეთ.
- ხელები გულზე
გადაიჯვარედინა და უკმაყოფილო სახით შეხედა.
- ნუსხახუცური ისევ გახსოვს? - ლუნასკენ ზურგით იდგა, მაგიდაზე
დაყრდნობილი და ფოტოებს ეძებდა.
- კი, ჯერ კიდევ კარგად მახსოვს ანბანი - ამაყად, თავაწეულმა თქვა და მხრებში
გაიშალა.
- შესანიშნავია - წინ დაუდგა - იქნებ ამ წარწერის წაკითხვა შეძლო - ფოტოს უკან
გაკეთებული წარწერა აჩვენა.
- ძალიან დამეხმარები თუ ამის წაკითხვას შეძლებ.
- ისევ გამოძიებასთან და მკვლელთან დაკაშირებულ სიტუაციაში მხვევ? -
წარბშეკრულმა შეხედა.
- ჩემი იმედი ნუ გექნება.
- იმის ახსნას აღარ დავიწყებ თუ რამდენად შეგვიწყობ ხელს გამოძიების სწორად
და სწრაფად განვითარებაში თუ დაგვეხმარები და ითანამშრომლებ
გამოძიებასთან.
- თვალები დახუჭა.
- პირობას გაძლევ ჩემს მეტი არავინ
შეგაწუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით - იფიქრა ასე უფრო გაუმატივდებოდა
გიორგობიანის დათანხმება, თუმცა ლუნას სიტყვების გაგებისთანავე ინატრა, რომ
ხმა საერთოდ არ გაეღო.
- ეგ აქამდეც ეგრე იყო, შენს გარდა არასდროს არავინ მაწუხებდა - თვალი თვალში
გაუყარა - და უკვე ყელში ამოხვედი.
ყველანაირად ცდილობდა გამსახურდია თავის შეკავებას და მიუხედავად იმისა
აქამდე კარგად ართმევდა თავს ცოტა ხანში ნერვები უმტყუვნებდა.
- ლუნა, გეყოს სულ რატომ გინდა მე გამომიყვანო დამნაშავე? არ გინდა ერთხელ
და სამუდამოდ გაიგო ვინ არის მკვლელი? შენ ყველაზე მეტად უნდა გინდოდეს
მისი ვინაობის გაგება და რას აკეთებ...
- მაინც უმტყუვნა ნერვებმა, მაგრამ მალევე
მოვიდა გონს და გაახსენდა წინ რა ელოდა და თავი შეიკავა.
- კარგი, წაგიკითხავ ყველაფერს რასაც მკვლელი დაწერს, ვითანამშრომლებ
გამოძიებასთან, მაგრამ ამის სანაცვლოდ შენ რას გააკეთებ? - ისე მოულოდნელად
დათანხმდა დემეტრემ სიხარულით ლამის იცეკვა.
- რასაც მეტყვი, ყველაფერს.
- უთხრა დაუყოვნებლივ.
- ყველაფერს? ძალიან კარგი.
- იმდენად ბოროტულად ჩაიცინა გიორგობიანის
ქალმა ბევრი ფიქრის გარეშე მიხვდა დემნა რაღაც საშინელება რომ ჰქონდა
ჩაფიქრებული.
- მე გამოძიებასთან ვითანამშროლებ და რაც შემეძლება გავაკეთებ,
ხოლო როცა მკვლელის ვინაობას გავიგებთ ერთმანეთის ცხოვრებიდან
სამუდამოდ გავქრებით.
- რა? ეს რა შემოთავაზებაა საერთოდ? რას ბავშვობ ოცდაათი წლის ქალი -
სერიოზულად არ მიიღო ლუნას სიტყვები. ხელი ჩაიქინია და თავი ოდნავ
ღიმილით გადააქნია.
- მე არ მეცინება.
- ხელები ისევ გულზე გადაიჯვარედინა და ოდნავ მოიხარა
მხრებში, დემნას სახეს თავისი სახე მიუახლოვა - თუ თანახმა არ ხარ, მაშინ
წავედი.
- შებრუნდა, უნდა წასულიყო პროკურორმა რომ გააჩერა, მაჯაზე
თითების შემოხვევით.
- მოიცადე, ჯერ რაღაც უნდა გითხრა.
- თვალი მაჯაზე დარჩენილ შრამს გაუშტერა
და რაღაცნაირად შერცხვა მის გამო რომ ჰქონდა შრამები მაჯებზე და ჯერ კიდევ
შეუხორცებელი იარები გულზე.
- მაგ შემოთავაზებაზე კი მერე ვისაუბროთ.
- რაღა გინდა - თვალები აატრიალა და უკან შემობრუნდა, ხელი გააშვებინა და
საათს დახედა.
- სწრაფად მითხარი რა ხდება, მეჩქარება, შეკვეთები მაქვს
გასაკეთებელი.
- დავიწყებ, მაგრამ გთხოვ არ გამაწყვეტინო - ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა და
თხრობა დაიწყო.
- წუხელ ალბათ სამი იქნებოდა მკვლელმა კიდევ ერთი
ადამიანის, ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე რომ იმსხვერპლა...
- ღმერთო არ მაინტერესებს და ნუ მიყვები...
- აღარ გამაწყვეტინო - მუქარასავით ჟღერდა დემნას სიტყვები.
- თუმცა მკვლელს
მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლე არ უმსხვერპლია... როცა გოგონას კლავდა,
ერთი კაცი გამოჩნდა, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა და როცა ასეთ
სიტუაციას შეესწრო პოლიციაში დარეკა, თუმცა ვიდრე ოპერატორისთვის სრული
ინფორმაციის მიწოდებას მოასწრებდა მკვლელმა დაინახა და სამწუხაროდ ისიც
სიცოცხლეს გამოასალმა...
- გადამწყვეტ მომენტზე იყო, უნდა ეთქვა ვინ იყოს ის
კაცი, იმდენად უკანკალებდა ხელები და ხმა წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ
აპირებდა ლაპარაკის გაგრძელებას, მაგრამ მეორედ შეაწყვეტინა ქალმა.
- დემეტრე ვერ გაიგე რომ არ მაინტერესებს...
- ლუნა მაცადე, ის გარდაცვლილი მამაშენი იყო - ნერვებმა მაინც ვერ გაუძლო და
საბოლოოდ უმტყუვნა.
- შენს იუმორს ჩაეძინა დემნაა - ჩაიღიმა ქალმა და ერთი ზომით დიდი ფუფაიკა
მხრებზე გაისწორა.
- მეგონა გამოასწორებდი ამდენი წლის მანძილზე.
- ლუ მაპატიე, მაგრამ ეს ხუმრობა სულაც არაა - სევდიანი თვალებით უყურებდა.
ხშირი იყო შემთხვევები როცა დაპატიმრების ან სხვა მკაცრი სასჯელის შესახებ
ეუბნებოდა ბრალდებულის შესახებ, მაგრამ პირველად იყო ისეთ სიტუაციაში
როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრს ეუბნებოდა ამის შესახებ.
- კარგი რა - ხელი აიქნია ქალმა და თავისთვის ჩაიფრუტუნა - ასე ხუმრობა არ
შეიძლებათქო.
- ლუნა არ ვხუმრობ და გთხოვ სერიოზულად მიუდექი იმას რასაც გეუბნები.
-
ბეწვზე ეკიდა ნერვები, კიდევ ერთხელ რომ ეთქვა მეხუმრებიო ალბათ ჭკუიდან
გადავიდოდა და მამამისის ცხედარს დაანახებდა.
- ანუ... ანუ - ხელების უმისამართოდ ქნევა დაიწყო - წეღან არ ხუმრობდი? დემნა,
მამაჩემი... გია მართლა მოკლეს? - თვალები ცრემლებით აევსო, სახე სულ
გაუწითლდა და გულმა ისეთი ტკივილი დაუწყო ძლივსღა სუნთქავდა.
- მაპატიე ლუ, საპატრულომ მისვლა ვერ მოასწრო.
- თავი ჩახარა.
- ძალიან
ვწუხვარ.
- ღმერთო - პირზე აიფარა ხელი და აქვითინდა.
- მამა - ნერვებს ვეღარ იკავებდა -
დემერე გთხოვ წამიყვანე მასთან. გემუდარები.
- ცოდო ხარ, გთხოვ არ ნახო...
- მართლა ეცოდებოდა რადგან იცოდა რაოდენ
რთული დასანახია ამდენ მიცვალებულებს შორის ყოფნა.
- თუ ოდესმე ოდნავ მაინც გყვარებივარ ნუ მეტყვი უარს - ლამის დაუჩოქა ქალმა.
-
გთხოვ, რომ არ ვნახო ჭკუიდან გადავალ. გპირდები ახლოს არ მივალ, შორიდან
შევხედავ და წამოვალ.
- დაითანხმა, რამდენიმე საათში მაინც მოუწევდა მამის
დანახვა და რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა ნახავდა თუ რამდენიმე საათის შემდეგ.
- ლუ პირობა მომეცი რომ გვერდიდან არ მომშორდები და გიას ცხედართან ახლოს
არ მიხვალ.
- პატარა გოგოსავით არიგებდა და გიორგობიანმაც დამჯერი
შვილივით სწაფად დაუქნია თავი.
მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი ქერა ქალბატონმა და დაელოდა როდის
დაძრავდა მანქანას ქალაქის პროკურორი. წამით შეავლო აღელვებულ ქალს
თვალი და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
საავადმყოფოს მორგში ჩავიდნენ, დემეტრე რადგან ამ საქმის პროკურორი იყო
ცხედრის მარტო ნახვის უფლებაც ჰქონდა (ვიმედოვნებ ასეა). კართან მივიდნენ
თუ არა ისევ აქვითინდა ქალი, აქამდე შეკავებული ცრემლები ერთიანად
გადმოუშვა.
- მამა - იმხელა ხმაზე იღრიალა მთელი ტანით შეხტა გამსახურდია. თმაში
წაივლო ხელი და მთელი ძალით ქაჩავდა.
- ლუნა, გემუდარები თუ შეგიძლია ოდნავ მაინც შეიცოდე შენი თავი - თმაზე
ხელი გააშვებინა და ეცადა მოხვეოდა.
- ღმერთო რატომ? რა იქნებოდა ეცოცხლა? მისი სიყვარული სულ მაკლდა მაგრამ
აქამდე უბრალოდ დანახვა მაინც შემეძლო მისი ახლა კი მის ნახვასაც ვეღარ
შევძლებ.
- მთელი ხმით ტიროდა გიორგობიანის ქალი და დემნას პერანგს
უსველებდა. იმდენად ძლიერად ურტყამდა გულზე მუჭებს გამსახურდიას
ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო ალბათ ვერ გაუძლებდა.
- როგორ დავმშვიდდე
დემე? გამოგიცდია მაინც, როგორი რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა? -
გაუაზრებლად გადავიდა შეტევაზე, არადა დამეფიცება კაცს არაფერი უნდოდა
გარდა ლუნას დამშვიდებისა.
- არც გაბედო ჩემთვის დასამშვიდებელი სიტყვების
თქმა... არაფერი გამოგიცდია და ვერ მიხვდები როგორი მწარეა საყვარელი
ადამიანის დაკარგვა. საერთოდ რა გინდა რატომ დაბრუნდი? ვერ დარჩი იმ შენს
ლონდონში? შენსავით მკაცრი და უჟმურია...
- იმხელა ხმაზე იკივლა თავადაც
გაუკვირდა სად ჰქონდა ამხელა ხმა.
- ორივე მშობელი ერთად დავკარგე და მე მეუბნები რომ არაფერი გამომიცდია? -
ვეღარ შეიკავა თავი უთქმელობისგან და მკაცრი ხმით, წარბშეუხრელად უთხრა
კაცმა და რომ არ ეღრიალა კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა. შერცხვა
ლუნას, როგორ დაავიწყდა მშობლები ავტოკატასტროფაში რომ დაეღუპა? ან ის
სიტყვები როგორ უთხრა არაფერი გამოგიცდიაო? ამაზე მეტი რაღა უნდა
გამოეცადა, ორივე მშობელი ერთ დღეს ჩადო მიწაში. მერე გამზრდელი ბებია და
ბაბუაც გარდაეცვალა და სულ მარტო დარჩა. ამაზე მეტი რაღა უნდოდა ლუნას
გამსახურდიას რომ ჰქონოდა გამოცდილი?
- ყოველთვის როცა ჩემს ცხოვრებაში ჩნდები უბედურება ხდება.
- მიუხედავად
იმისა თავისი დაფიქრებელი ნათქვამის შერცხვა არაფერი შეიმჩნია. ცრემლიანი,
დასიებული და ჩაწითლებული თვალებით შეხედა გიორგობიანის ქალმა
გამსახურდიას შავ, ცეცხლივით მოგიზგიზე თვალებს, ვინ იცის მერამდენად
შერცხვა მათში არეკლილი საკუთარი თავის. უყურებდა და ვეღარ ხვდებოდა
ეზიზღებოდა თუ ჯერ კიდევ იმ დღეების გამო რაც ერთად იყვნენ ზიზღს
იკავებდა. მთაში დაგუბებული წყალივით გასასვლელი რომ არსაით აქვს ისე
ჰქონდა ზიზღი დაგუბებული გულში და ვეღარ გაეგო შეენახა თუ ახლა
გადმოენთხია საბოლოოდ. ადამიანები ასე ვართ, როცა ჩვენი შეცდომების
დაფარვა გვინდა სხვას ვცხებთ ჩირქს და ზოგჯერ ისეთ რამეს ვაბრალებთ რაშიც
საერთად არანაირი ბრალი არ მიუძღვით.
- ლუნა ძალიან ვწუხვარ მამაშენის გამო, მაგრამ ვერასოდეს ვიგებ მე რატომ ვარ
ყოველთვის დამნაშავე.
- ხელები ჰაერში აიქნია. შეხედა, თვალებში უყურა და
როცა ნახა როგორ ჩამოუგორდა ცრემლი სახეზე მიხვდა რამდენად ტკიოდა
ლუნას გარდაცვლილი მამა და ღრმად ამოიხრა - რატომ არასოდეს ფიქრობ რომ
დრო და შემთხვევა არის ის რაც ცხოვრებას თავდაყირა გვიყენებს. რატომ
არასოდეს უშვებ იმ ფაქტს რომ დრო და შემთხვევა მოქმედებს ყოველ ადამიანზე?
- სწორი შენიშვნა მისცა გამსახურდიამ.
- იცი როგორია მამის დაკარგვა? მამის რომელიც ნორმალურად ვერც
მოისიყვარულე? - გულზე ირტყამდა მუჭს და ტირილის შეკავებას ცდილობდა.
-
სიკვდილის ტოლფასი რომ არის ჩემთვის ახლა მამის ცხედრის ყურება იცი? იმაზე
დიდი ტკივილია რაც მკვლელმა მომაყენა. ეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთი,
უყურებდე მორგში მამის ცხედარს, რომელიც მთელი ცხოვრება გენატრებოდა -
თავი ვეღარ შეიკავა, ჩაიკეცა და თავჩარგული ჩუმად ტიროდა.
- ლუ - მის წინ დაიხარა პროკურორი - მაპატიე, აქ მოსვლის უფლება არ უნდა
მომეცა.
- მოეხვია, ქალის დამშვიდება უნდოდა თუმცა ამ ჟესტით კიდევ უფრო
აუჩუყა გული და აატირა.
- ხომ იცი როგორ მიყვარდა - ტირილს ამოაყოლა სიტყვები - სულ მენატრებოდა...
მიუხედავად იმისა რომ ბავშვობაში მიგვატოვა, ჩემთვის მაინც საუკეთესო და
შეუცვლელი იყო.
- თვალებში შეხედა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდიოდა, თავის
შეკავება უჭირდა.
- ვიცი, რომ გია ყველაფერი იყო შენთვის, მაგრამ უნდა მოერიო თავს, ძლიერი
უნდა იყო. გთხოვ ნორას გამო არ დაყარო ფარ-ხმალი.
- გულში იხუტებდა და ამ
სიტყვებს ეჩურჩულებოდა.
- განა შევძლებ მის გარეშე ცხოვრების გაგრძელებას? ძალიან გამიჭირდება.
-
საწყლად ამოიტირა.
- ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ეგუება. როგორიც არის მისი აწმყო ისეთივე
თავადაც. შენც შეძლებ რომ შეეჩვიო.
- და თუ შეჩვევა არ მინდა? - ჯიუტად იკითხა გიორგობიანმა.
- სხვა გზა არაა. ამბობენ დრო ყველაფერს კურნავსო მაგრამ - თავი გააქნია
უარყოფის ნიშნად - არაფერს არ კურნავს, ის უბრალოდ გვაჩვევს არსებულ
რეალობას და მასთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის.
- თმა გადაუწია სახიდან და
ცრემლები მოწმინდა.
- ახლა მაინც არ მკრა ხელი. მინდა შენს გვერდით ვიყო და
როგორც შევძლებ დარდი შეგიმსუბუქო...
- გთხოვ ახლა შემეშვი და მერე რასაც გინდა იმას შეგისრულებ... იმ წარწერებსაც
წაგიკითხავ ოღონდ ახლა შემეშვი.
- დაღლილმა უპასუხა და ამდენი ემცოიით
გადაღლილი მალევე გადაეშვა სიზმრების სამყაროში.
ვიდრე ლუნას დემნას მკლავებში ჩაეძინა მიცვალებულებს შორის მკვლელი
თავისი საქმით იყო მოცული.
- დიკო - დაუძახა ასისტენტს, მეტად გაბრაზებულმა კაცმა - სასწრაფოდ სია
შემომიტანე - კაბინეტისკენ მიმავალმა მიაძახა - ძლიერი ყავა გამიკეთე და
შემომიტანე.
- დიახ, ბატონო.
სკამში ჩაესვენა კაცი, მოზრდილ წვერზე ჩამოისვა ხელი და საზურგეზე ჩამოისვა
ხელი.
- ბატონო, თქვენი უშაქრო ყავა.
- წინ დაუდგა სიასთან ერთად რომელიც
ნამდვილად იცოდა რაში სჭირდებოდა მის უფროსს. ის მხოლოდ დავალების
შემსრულებელი იყო.
- მადლობა.
- სია აიღო და კალამი მოიმარჯვა ხელში. გოგონამ მალევე დატოვა
კაბინეტი და სხვა საქმეებს დაუბრუნდა.
- ასე, ასე - რამდენიმე სახელი და გვარი გადაშალა - ოოო ესეც სიაში გვყოლია -
ჩაიცინა.
- ბატონი დემეტრე - თავი ზიზღით გააქნია - არ ნებდები არა? მაშინ შენი
მოშორებაც მომიწევს. დაელოდე აღსასრული არც ისე შორსაა.
- დიკო ჩემთან
შემოდი - სამსახურის ტელეფონით დაურეკა.
- დიახ, უფროსო.
- წამში გამოჩნდა კარში ლამაზი შესახედაობის გამხდარი
გოგონა.
- გისმენთ.
- დიკო ინფორმაცია მჭირდება ერთ პიროვნებაზე.
- ქაღალდებიდან არც აუწევია
თავი ისე უთხრა.
- დიახ, ყველაფერს მოვიძიებ. ვისზე გჭირდებათ ცნობები? - ბლოკნოტი გადაშალა
და კალამი მოიმარჯვა.
- კონსტანტინე ჯანაშიაზე.




ფურცლები უწესრიგოდ ეყარა სამუშაო მაგიდაზე, თავად კი ახლად ამობეჭდილ
ტექსტს კითხულობდა მთელი ყურადღებით.
სახელი: კონსტანტინე
გვარი: ჯანაშია
ასაკი: ოცდათექვსმეტი წლის
საცხოვრებელი: ქალაქი თბილისი, გლდანი, თემქა, მესამე მიკრო, მეცხრე
სართული.
პროფესია: ფოტოგრაფი.
- ეს გიჟი. ნამდვილი ფსიქოპატი.
- ჩაიღრინა და ზიზღისგან, ან ბრაზისგან ზედა
ტუჩი აუკანკალდა. კონვერტიდან ახლა ფოტო ამოაძვრინა, ახალგაზრდა კაცი
იყურებოდა ფოტოდან. შავი ოდნავ მოზრდილი თმა, შავი თვალები, რომლის
შიგნითაც ცეცხლის ენებს ყოველთვის შეამჩნევდით ფოტოშიც კარგად ჩანდა. შავი
ულვაში, რომელიც მეტ ხიბლს სძენდა მის სახეს კეხიან ცხვირსაც კი ლამაზს
უჩენდა. ასეთი იყო კაცი ფოტოდან, რომელიც ეჭვმიტანილად ცნო გამოძიებამ და
სულ მალე მისი პირველი სასამართლო უნდა გამართულიყო.
ვიდრე მკვლელი ჯანაშიაზე მოძიებულ ინფორმაციას კითხულობდა ლუნას
გამომძიებლის მანქანაში ეძინა და ვინ იცის მერამდენედ ეღვიძებოდა კოშმარისგან
შეშინებულს და მერამდენედ ამშვიდებდა მძღოლის სავარძელში მოთავსებული
გამსახურდია.
- სიზმარია ლუ, სიზმარი... დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა, მე აქ ვარ.
- მთელი
სხეულით კანკალებდა, გული ეწვოდა, რომ ხედავდა გიორგობიანის ცრემლიან
სახეს, შეშინებულ თვალებს და სიკვდილივით მძიმე და რთული იყო იმის
გახსენება და თვალის გასწორება, რომ ამ ყველაფერში თავად მიუძღვოდა ბრალი.
- სიზმარია ლუ... მაპატიე...
- არ ვიცი რა უფრო გვიღებს ადამიანებს ბოლოს,
საყვარელი ადამიანის ტაჯვა თუ საკუთარი ტკივილები? თქვენი არ ვიცი და
დემნას ნამდვილად ერჩივნა ახლა თავად ყოფილიყო ლუნას ადგილას და თავად
შებრძოლებოდა კოშმარებს, თავად გადაეტანა ყველაფერი, რის გადატანაც ლუნას
უხდებოდა, საკუთარი ტკივილების ქონა ნამდვილი შვება იქნებოდა კაცისთვის
ოღონდ გიორგობიანის ასულის ტანჯვა არ ენახა, მის ქარიშხალში არ გახვეულიყო.
ოღონდ მის მზერას არ მიენიშნებინა რამხელა ბრალი მიუძღვოდა ქალის ტანჯვაში
და ყველაფერზე თანახმა იყო.
- დემე არ დამტოვო, ახლა მაინც არ მიმატოვო - სლუკუნებდა ქალი ჯერაც
სიზმრებში ჩაძირული. ვერც იაზრებდა რას ამბობდა ან რატომ ტიროდა .
გამოფხიზლება უჭირდა, ნაცნობ სურნელს, რომ გრძნობდა მე თუ მკითხავთ
აღარც უნდებოდა სიზმრიდან გამოსვლა.
- აქ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ...
- ცუდად იყო თავადაც, ხმა უკანკალედა,
ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
- რომ მცოდნოდა ასე იტანჯებოდი...
- ხმა ვეღარ
დაიმორჩილა და ცრემლები წასკდა. თავიდან ვერ გაიგო, რა ხდებოდა და შეშინდა,
არ იცოდა ლუნას კოშმარები თუ ესიზმრებოდა და თან ასე საშინელი კოშმარები.
რა იცოდა ასე თუ იტანჯებოდა მთელი განვლილი წლები.
- ლუ, მაპატიე რომ
მაშინ შენს გვერდით არ ვიყავი, მაპატიე რომ ვერ გადაგარჩინე... მაპატიე ლუნა,
რომ სხვისი ტყუილი დავიჯერე და შენთან არ მოვედი.
- დაუფიქრებლად,
ემოციებს აყოლილი ლაპარაკობდა კაცი და არც გაუგია როდის ახსენა სხვისი
ტყუილების დაჯერება.
- რომელი ტყუილი დემნა? რაზე ლაპარაკობ? - წამებში გამოფხიზლდა ქალი და
გაკვირვებული მზერა მიაპყრო.
- რა ტყუილი? მე ვთქვი? - დაიბნა კაცი, ახლაღა მიხვდა რაღაც ისეთი, რომ თქვა
რაც არ უნდა ეთქვა.
- კი შენ თქვი სხვისი ტყუილი დავიჯერე და შენთან არ მოვედიო - წარბები შეკრა
და დააკვირდა გამსახურდიას რეაქციას. ფერი დაკარგა დემნამ და ისე იყო პირში
ენას ვეღარ აბრუნებდა დაბნეულობისგან.
- რას მალავ დემნა? რატომ ხარ ჩუმად? -
ისევ არაფერს ამბობდა კაცი და ამით უფრო მეტ კითხვას უჩენდა გიორგობიანს.
-
ჩემთან არის დაკავშირებული? - არ ეშვებოდა ქალი. გეგონება თავად იყო
პროკურორი და გამსახურდია უბრალო დამნაშავე.
- ააა... იცი... მე ვიგულისხმე, რომ პროკურატურამ მომატყუა...
- ისე იცრუა წარბიც
არ შეხრია.
- რატომ მატყუებ? ორივემ კარგად ვიცით ეგრე, რომ მომხდარიყო თავზე
დაამხობდი ყველას ყველაფერს...
- წამიერად თვალებში შეხედა - მაგრამ ალბათ
შენც შეგეშინდა შენც ადამიანი ხარ.
- მანქანის სკამზე გასწორდა, ღრმად ამოიოხრა
და დამცავი ღვედი შეიკრა.
- სახლში წამიყვანე.
- უხმოდ დაჰყვა მის ნებას
გამსახურდიაც, მანქანის ძრავი აამუშავა და ლუნას სახლისკენ დაიძრა. იმდენად
გაიწელა გზა საავადმყოფოდან გიორგობიანების სახლამდე ქალს საათებად
მოეჩვენა თხუთმეტ წუთიანი მგზავრობა. დემნა ფიქრობდა მანქანის გაჩერებას არ
დამაცდის ისე გადახტება და გაიქცევა სახლშიო, მაგრამ ამჯერად შეცდა, იმდენად
იყო ქალი ფიქრებში წასული ვერც გაიგო მანქანის გაჩერება.
- მოვედით - რომ მიხვდა გათიშული იყო რეალობიდან და ფიქრებს გაყოლილი,
მხარზე ნაზად შეახო ხელი, რომ არ შეეშინებინა და ქალის გამოფხიზლება სცადა.
-
ლუნა, გესმის?
ქალს ტირილი აუვარდა, ვეღარ ჩერდებოდა, გულზე ირტყამდა მუშტს და გულში
ფიქრობდა ნეტავ გასკდეს, ნეტავ რამე დამემართოს ოღონდ თემურის
გარდაცვალების ამბის თქმა არ მიწევდესო. დაიბნა გამსახურდია, უყურებდა
თავდახრილს, ტკივილისგან სახე შეშლილს, დაპატარავებულს, აკანკალებულს,
ჩუმად ტიროდა თითქოს გულში იკლავდა ცრემლებს, იმ შეუხორცებელ და
მოუშუშებელ იარას რაც მამის სიკვდილით დარჩა გულში. დამცავი ღვედი
შეიხსნა და ქალისკან გადაიხარა, თმაზე ჩამოუსვა ნერვებისგან აცახცახებული
ხელი და გული დაუწვა ქალის მზერამ, წყლიანი თვალები, რომ მიანათა. ახლა
უფრო გაუჭირდა თავის შეკავება ახლა უფრო გაუმძაფრდა ემოციები, ახლა უფრო
მეტად აეწვა ჭრილობა და ერთიანად აზლუქუნდა, ასე ემართებოდა ყოველთვის,
როცა მის დამშვიდებას ცხდილობდნენ. ხელი შემოხვია კაცმა და როგორც ბავშვი
ისე ჩაიკრა გულში.
- ნორას, როგორ უნდა ვუთხრა, რა უნდა ვქნა - ვერაფრით მშვიდდებოდა. ნუგეში
არსაიდან იყო,
- მესმის ლუნა რთულია, მაგრამ უნდა გაუძლო. ძლიერი უნდა იყო - ძლივს
იკავებდა ნერვებს, ცოტაც და უმტყუვნებდა და მერე აღარ იცოდა რა მოხდებოდა.
- არ ვარ ძლიერი, არა... ყველა იმას მეუბნება რომ ძლიერი ვარ, მაგრამ ეს
ტყუილია, ცდებით...
- ამოიტირა პაუზებით ქალმა და მზერა გაუსწორა.
- ახლა გგონია თავზე ჩამოგენგრა ყველაფერი, ვერ ხვდები ამ ტკივილით, როგორ
უნდა იცხოვრო, მამა რომელიც ყველაფერს გერჩივნა, როგორ უნდა მოინელო,
როგორ უნდა გამოიტირო ისე, რომ ტკივილმა გაგიაროს, ბევრი გეტყვის, რომ დრო
ყველაფერს კურნავს, მაგრამ არავის დაუჯერო...
- შეყოვნდა, მოწოლილი
ცრემლები შეიკავა და გააგრძელა - ორივე მშობელი ერთ დღეს დავკარგე,
თორმეტი წლის ვიყავი, ხალხს ვეცოდებოდი და ყველა თავისებურად
მამშვიდებდა და მამხნევებდა, მეუბნებოდნენ, რომ დრო ყველაფერს განკურნავდა
- ისევ შეყოვნდა და ცრემლები გადაყლაპა - მაგრამ დრო არაფერს კურნავს, შენ
უნდა უშველო საკუთარ თავს, შენ უნდა იყო ძლიერი და ისწავლო ტკივილებთან
ერთად ცხოვრება.
- თვალებში შეხედა, ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი
შეუმშრალა და მერე თავისი ცრემლები მოიშორა. მაინც ატირდა.
- შემომხედე, ოც
წელზე მეტია, რაც მშობლები დავკარგე და ჯერ კიდევ ვერ გამოვიგლოვე, ვერ
გამოვიტირე ისინი. ჯერ კიდევ მინდა ხოლმე გვერდით მყავდნენ და
სამსახურიდან მისულს სახლში მხვდებოდნენ, ყოველ დაგვიანებაზე პატარა
ბავშვივით მიწყრებოდეს დედაჩემი, მეუბნებოდეს, რომ ნერვიულობს და სახლში
მალე უნდა ვბრუნდებოდე, რომ მშვიდად იყოს. ისევ მინდა, ეს ხდებოდეს... ამის
სურვილს ვერასოდეს გაიქრობს ალბათ ადამიანი, არ დაუჯერო არავის ფარს
სიტყვებს და ძლიერი იყავი, ძლიერი ქალი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. რაც
არ უნდა რთული იყოს მოგიწევს ეს როლი მოირგო, ნორასთვის მოგიწევს ამის
გაკეთება.
- თვალებით კონტაქტს არ წყვეტდა კაცი და გიორგობიანიც ისე
უყურებდა, ყველა ტვირთი ნელ-ნელა ჩამოეხსნა მხრებიდან, თითქოს ტკივილმაც
იყუჩა და დაუამდა.
- რა უნდა ვქნა, რომ მომენატრება? - პატარა ბავშვივით ჰკითხა ქალმა,
თვალებდაქაჩული უყურებდა.
- გაიხსენებ, ძველ ფოტოებს დაათვალიერებ, მოგონებები ხომ გრჩება და
გააცოცხლებ გონებაში - ლოყაზე ჩამოუსვა ხელი. ქალმა ღრმად ამოიხრა, ცრემლი
დაუშრა, უკვე ვეღარ ტიროდა.
- არ ვიცი ნორას და თორნიკეს, როგორ უნდა ვუთხრა - კიდევ ერთხელ ამოიოხრა
და გვერდით გაიხედა.
- არ ვიცი, ნორას შეიძლება მართლა გაუსკდეს გული.
-
დამცავი ღვედი შეიხსნა და კაცს შეხედა ისევ.
- გინდა გადმოგყვე? - თვალები ოდნავ დააწვრილა და წარბები წია. რიდით
უთხრა, რადგან იცოდა მაინცადამაინც, რომ არ ეპიტნავეოდა მის ოჯახს.
- მე
ვეტყვი... შენ ჯერ კიდევ ცუდად ხარ.
- დამცავი ღვედის შეხსნა დაიწყო, თუმცა
ქალმა უარყოფის ნიშნად, რომ გააქნია თავი იმ წამსვე გაჩერდა.
- არა, ჩემი მოვალეობა მე უნდა შევასრულო. მადლობა შემოთავაზებისთვის,
მაგრამ უკეთესი იქნება თუ მე ვეტყვი.
- მანქანის კარი გამოაღო და გადავიდა.
ვიდრე კარს დაკეტავდა გამსახურდიამ უთხრა დამირეკე, თუ რამე მოხდება, რა
დროც არ უნდა იყოს მოვალო. მადლობაო ჩუმად ჩაილაპარაკა და კარი მიუხურა.
რამდენიმე წუთი უყურა მანქანიდან. აკვირდებოდა, როგორ მიდიოდა, მერე
როგორ გააღო კერძო სახლის კარი და საბოლოოდ გაქრა მისი თვალთახედვის
არიდან.
ყველაზე რთული წინ ელოდა და ხელ-ფეხს ვერ იმორჩილებდა, რომ
წარმოიდგენდა რა შეიძლებოდა დამართნოდა ნორას ამ საშინელ ამბავს, რომ
გაიგებდა.
- ნორა მოვედი - ჩვევაში ჰქონდა სახლში მისვლისას მოვედი დაეძახნა და ნორასაც
მეტი არაფერი სჭირდებოდა წამში ჩნდებოდა სამზარეულოს კართან და შვილს
უღიმოდა. ეკითხებოდა, როგორ ჩაიარა მისმა დღემ ახლა კი ნორას ნაცვლად
პატარა კესარიამ მიირბინა მამიდასთან და მეტად შეშინებული თვალები მიანათა.
- კეს როგორ ხარ? - ძალით გაუღიმა და ბავშვი ხელში აიტაცა.
- მამიდა იცი ბებო ცუდად არის...
- საწყლად უთხრა პატარამ და კიდევ ერთხელ
მიანათა შიშჩამდგარი თვალები უფროს გიორგობიანს.
- ცუდად არის? - ეცადა არ შემჩნეოდა, როგორ დაუარა ტანში მღელვარებამ და
შიშმა. შიშმა იმისა, რომ ნორამ უკვე ყველაფერი მშვენივრად უწყოდა.
- წამოდი,
ბებო ვნახოთ.
- თოკო რა სჭირს ნორას? - სახე წაშლილ ძმას მიუახლოვდა. ნორა თავის ოთახში
იწვა გამეხებული სახით და ტირილის მეტს არაფერს აკეთებდა.
- არ ვიცი მთელი დღე თავისი ოთახიდან არ გამოსულაო ბებომ და ტირისო, რომ
ვკითხე რა ატირებდა ხმა არ გაიღო, მიყურა და უფრო აქვითინდა.
- ნერვებს ვეღარ
აკავებდა თორნიკე, ისე ნერვიულობდა დედაზე.
- ნინი სად არის? - მოიკითხა რძალი ოთახში, რომ ვერ დაინახა.
- ნორასთანაა საჭმელი წაუღო არაფერი უჭამია დღეს.
- ოთახში ბოლთას სცემდა
კაცი და ნერვიულად იჭამდა ტუჩებს და თმაზე ისვამდა წარა-მარა ხელს.
- კეს შენ მამიკოსთან დარჩი მე ბებოს ვნახავ კარგი? - სწრფად დაუქნია კესარიამ
თავი და მამიდას მკლავებიდან ჩამოხტა და თორნიკესთან მივიდა.
- მამიკო ბებო ხო კარგად იქნება? - ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და ეცადა
ტირილი შეეკავებინა. წამში ჩაიმუხლა შვილთან და ჩამოვარდნილი ცრემლები
შეუმშრალა.
- კეს ნუ ტირი მა, ბებო კარგად იქნება. გინდა ბებო ვნახოთ? - თავი დაუქნია თუ
არა წამში შემოხვია მკლავებიც კისერზე.
- ჩემი პატარა გოგო, ნუ ნერვიულობ
მამიკო, ნახე ნორა ბებო რა მალე გახდეს კარგად.
- ლოყები დაუკოცნა თავის
მსგავსს, მის ანარეკლს და დედის ოთახისკენ წავიდა, სადაც არც თუ ისე კარგი
სიტუაცია დახვდა.
- გთხოვ ნორა, დამშვიდდი. მეც მტკივა გული, მეც ცუდად ვარ, მეც განვიცდი,
მაგრამ ძლიერი უნდა იყო - დემნას სიტყვები გაახსენდა და იმხელა ძალით აივსო
ახლა, როცა თავად ამხნევებდა სხვას ამ სიტყვებით, არც ეგონა ამდენი ძალა თუ
ჰქონდა.
- უნდა მოითმინო, უნდა აიტანო, სხვანაირად შეუძლებელია.
- ორივე
ტიროდნენ, ნინი კი იჯდა საწოლის კიდეზე და ვეღარ გაეგო რა ექნა.
- ლუნა, რა მოხდა? რას უნდა გაუძლოს? ან რა უნდა მოითმინოს? ამიხსენი, რა
ხდება? - ბავშვი დაბლა ჩამოსვა და ნინის ანიშნა გაიყვანეო.
- დედი მოდი ჩემთან, წამო.
- ოთახიდან გავიდა და კარიც საგულდაგულოდ
გაიხურა.
- მოდი თოკო, მოდი დედი ჩემთან. ჩემო იმედო.
- ტიროდა ნორა ქმარს, რომელმაც
წლების წინ მიტოვა ორი პატარა ბავშვით და მალევე სხვა ცოლი შეირთა.
- ნორა რატომ მაშინებ? პირდაპირ მითხარი რა ხდება? - საწოლის კიდეზე
ჩამოჯდა და ხელი ჩაკიდა დედას.
- თემური... მამაშენი აღარ არის თოკო - აქვითინდა ქალი - მოკლეს.
- რა? დედა კარგად ხარ? გუშინ შუადღით ვნახე მამა, არ გადამრიო, რამე შეცდომა
იქნება - ფეხზე წამოიჭრა და გიჟივით ყვიროდა.
- მაპატიე თოკო...
- ლუნა აზრზე აღარ იყო უკვე ისე ტიროდა, ვეღარაფრით
წყნარდებოდა.
- ლუნა აზრზე მოდი, მამა გუშინ ვნახე, კარგად იყო. ჭკუიდან ნუ გადაგყავართ
ხალხო თემური კარგად უნდა იყოს. აუცილებლად უნდა იცოცხლოს, რადგან
მჭირდება.
- თავში წაიშინა ხელი და გაბოროტებული, შეშლილი სახით
ლაპარაკობდა.
- მაპატიეთ შვილო, აქამდეც არ გყავდათ ყოველ წუთს გვერდით მამა და ახლა
საერთოდ აღარ გეყოლებათ...
- ატირდა ისევ ქალი.
- იმდენი ხანია არ მინახავს მამა, რა მეშველება მის გარეშე... თოკო რა უნდა ვქნა?
მამას გარეშე რა უნდა შევძლო? - აქვითინებული, ხმას ვეღარ იმორჩილებდა.
-
სულ მენატრებოდა და ახლაც ისე დაგვტოვა, რამდენიმე თვის უნახავი მყავს.
- ვისგან გაიგეთ? - იკითხა თორნიკემ - ან აქამდე მე რატომ არ ვიცოდი?
- პროკურატურიდან დამირეკეს ამ დილით ალბათ ხუთი საათი იქნებოდა.
- თქვა
ნორამ.
- მთავარმა პროკურმა დამირეკა მე. ჩემი მომხმარებელი არის დაკავებული,
როგორც ეჭვმიტანილი და დაკითხვაზე, რომ ვიყავი მისული მაშინ ჩაინიშნა ჩემი
ნომერი და დამირეკა.
- ისე იცრუა, გეგონება მანამდე ერთხელაც არ დაურეკას
გამსახურდიას.
- ვინ არის მთავარი პროკურორი? - კედელს მოაშრა თავი კაცმა და ცისფერი
თვალები მიანათა უფროს დას.
- უნდა დავურეკო.
- ახლა უკვე გვიანია, ისე ცოტნე ჰქვია მგონი - გაახსენდა, რომ დემნას თანაშემწეს
ცოტნე ერქვა. ღმერთო რამდენი ტყუილის თქმა უწევდა ამ კაცის გამო. ერთხელაც
ჭკუიდან შეიშლებოდა მისი გადამკიდე.
- მეც ცოტნემ დამირეკა დილით - ამოიჩურჩულა ტირილისგან ხმა ჩახლეჩილმა
ნორამ.
- წუხელ რომ მკვლელობა მოხდა ახალგზარდა ქალის, მაგ მკვლელობას
შეესწრო და პოლიციაში, რომ დარეკა და მკვლელის შეჩერება სცადა, მაგიტომ
მოკლეს.
- ცრემლები ჩამოუგორდა ისევ.
- ჩემო საწყალო...
- ტუჩებზე ჰქონდა
გაშლილი ხელი მიფარებული და ჩუმად ტიროდა.
- მკვლელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს, ჯერ მარტო იმის გამო ამდენი ქალი,
რომ გამოასალმა სიცოცხლეს და მერე იმის გამო, რომ მამა მომიკლა.
-
იღრინებოდა თორნიკე და რაოდენ ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს მისი ბოლო
სიტყვები მაინც მართალი იყო, პირადი შურისძიება ამოძრებოდა უკვე. აქამდე თუ
იმას ფიქრობდა ყოველ წამს ნინი და ლუნა გვაინ ღამით გარეთ მარტო არ
ყოფილიყვნენ ახლა კიდევ დაემატა საფიქრალი მკვლელი მათ ოჯახს შეეხო და
თუ ჭკუა ჰქონდა ისიც გაგებული ექნებოდა უკვე თემურს მხოლოდ მეორე ცოლის
შვილები, რომ არ ჰყავდა. ახლა უნდა ეფიქრა იმაზეც, როგორ დაეცვა ოჯახი.
- გთხოვ დედა, შენ არაფერ შარში გაიხვიო თავი, ახლა შენც ნუ გამაბოროტებ.
-
იმხელა ტკივილი, თხოვნა, სევდა, სიყვარული და იმედი ჩანდა დედის თვალებში,
თორნიკეს სიკვდილი ერჩია იმ იმედის გაქრობას, რაც თვალებში ედგა ნორას.
- მიდი დაიძინე, დაისვენე. დაიღლებოდი მთელი დღე ტიროდი - ბალიში
გაუსწორა და უბიძგა დაწოლილიყო.
- გინდა ამაღამ შენთან დავრჩე?
- არა, მარტო ვიქნები. წადი შენც დაიძინე.
- არაფრით დატოვა ლუნა თავისთან.
ოთახიდან ყველა გაუშვა და ისევ საწოლში მოკუნტა.
თორნიკე შვილთან მივიდა შეშინებული, რომ აცეცებდა თვალებს ისე შეეცოდა
მარტო ვეღარ დატოვა. ლუნაც თავის ოთახში შეიკეტა, ახლა ყველაზე მეტად
ცხელი წყლის გადავლება უშველიდა, პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა და
ნახევარ საათზე მეტი ნებივრობდა ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ. ვიდრე ლუნა
აბაზანაში ნებივრობდა გამსახურდიამ ტელეფონი აუფეთქა იმდენჯერ დარეკა,
გული გაუსკდა ლამის ნერვიულობისგან და ბოლოს ნერვებმა, რომ უმტყუვნა
ფეხზე წამოხტა მოკლე ქურთუკი შემოიცვა, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და
გარეთ გავარდა. გზაში თან რეკავდა ლუნას ტელეფონზე და ყოველი უპასუხო
ზარის შემდეგ კიდევ უფრო უმატებდა სიჩქარეს.
- სად ხარ ლუნა, სად? - ანერვიულებული ხმით ამოილაპარაკა და სიჩქარეს
მოუმატა. სულ მალე გიორგობიანების სახლთან გააჩერა მანაქანა და ისე გადმოხტა
იქედან გეგონება მომაკვდავი ადამიანის გადასარჩენად მიიჩქარისო, მაგრამ ხომ
იცით შიში ოხერია, ისე დაუღრღნა ძვლები შიშმა ვეღარაფრით ითმენდა, ალბათ
გული გაუსკდება ახლა, რომ გიორგობიანის ასული არ ენახა, მის თვალებში, რომ
არ ჩაეხედა, რომ არ ენახა როგორ იყო, ალბათ მოკვდებოდა, ალბათ კი არა
ნამდვილად, ნამდვილად მოკვდებოდა. სუკუნედ გაიწელა დრო ვიდრე კართან
მივიდა, მერე დააკაკუნა და მერე სანამ კარი არ გაიღო. კარს მიღმა კი სულ არ
ელოდა იმ ადამიანის დანახვას ვინც დაინახა. კარს მიღმა ბებო იდგა. ბებო,
რომელსაც დღემდე ძალიან უყვარდა დემეტრე გამსახურდია, როგორც თავად
ამბობდა ყველაზე შესაფერისი კაცი ლუნასთვის.
- გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? - ხელისგულები გაუსვა ერთმანეთს და ეცადა
გაეღიმა.
- დემეტრე შენ ხარ შვილო? - თვალებ მოჭუტული დააკვირდა, რამდენიმე წამი და
რომ დარწმუნდა ნამდვილად გამსახურდიააო სიხარულით თვალები გაუნათდა -
შენ გენაცვალე ბებო, როგორ ხარ? - გადაეხვია ქალი და სახლში შეიპატიჟა.
-
შემოდი, რამდენი ხანია აღარ მინახავხარ, ბოლო დროს სულ დამივიწყე შენ.
-
თითქოს წყრომით უთხრა მოხუცმა.
- არა, არა - ხელები გააქნია უარყოფის ნიშნად - ლუნას უნდა გადავცე რაღაც და
თუ შეიძლება ორი წუთით, რომ გამოვიდეს აქ დაველოდები. შეგიძლიათ
დაუძახოთ? - ახლა რომ სახლში შესულიყო იცოდა კარგი არაფერი მოხდებოდა.
- კი, ახლავე დავუძახებ.
- მხარზე დაკრა ოდნავ ხელი და უკან შეკუნკულდა ბებო.
- ლუნა, გამოდი გარეთ ვიღაც გელოდება.
- იმ წამის გამოსული იყო აბაზანიდან
პირსახოცი თმაზე მოიხვია და წარბშეკრული და გაკვირვებული გავიდა
ოთახიდან, რომ ენახა ვინ ელოდა, ბებო ასეთი გახარებული, რომ შეუვარდა
ოთახში. სახლის კარი გააღო და დემეტრე, რომ დაინახა ჯერ გაუკვირდა აქ რა
უნდაო, მერე კი გაახსენდა სახლის წინ, რომ იდგა და აქ დემეტრესთან ერთად
არავის განსაკუთრებით კი ნორას, რომ არ უნდა დაენახა.
- დენმა აქ რა გინდა? - ჰკითხა კაცს და თან უკან იყურებოდა, ფანჯრებს
უყურებდა, ხომ არავინ გვხედავსო. კაცმა კი ხმაც არ ამოიღო ისე სწრაფად
ჩაიხუტა გამხდარი სიცივისგან აკანკალებული ქალი. რადგან კარგად იყო, საღ-
სალამათი დაინახა აღარ წუხდა ვინ დაინახავდა და ვინ რას იტყოდა.
- რას აკეთებ დემეტრე დაგვიანხავენ...
- ეცადა მოეშორებინა გამსახურდია და
გამოუვიდა კიდეც.
- აქ რა გინდა? მოხდა რამე? - თვალებს აცეცებდა არავინ
დაგვინახოსო, მაგრამ მართლა რომ დაენახა ვინმეს მერე რის გაკეთებას აპირებდა
არ იცოდა, სად უნდა დაემალა ეს ორ მეტრიანი კაცი.
- სად გქონდა ტელეფონი? რამდენი ხანია ვრეკავ და რომ არ მიპასუხე მეგონა რამე
მოხდა და შესამოწმებლად წამოვედი, ნორა როგორ არის? უთხარი? - უცებ
გადაიტანა თემა.
- როგორ იქნება, სულ ტირის. ჩემზე ადრე გაიგო ნორამ მამას ამბავი.
- გულზე
გადაიჯვარედინა ხელები და გვერდზე გაიხედა, ცხვირი აუწვა მოწოლილმა
ცრემლებმა და ღრმად ამოიოხრა.
- საიდან გაიგო? ყველა გაფრთხილებული მყავდა არავისთვის არაფერი ეთქვათ
ვიდრე მე არ დაგელაპარაკებოდი.
- ნერვებ მოშლილმა ოდნავ აუწია ხმას.
- ვინ
უთხრა?
- შენმა თანაშემწემ დაურეკა დილის ხუთი საათი იქნებოდა ალბათო.
-
სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა ქალმა.
- ცოტნემ დაურეკა? - ბრაზით აუკანკალდა ტუჩები.
- პირადად გავაფრთხილე
არაფერი გაეკეთებინა...
- უკან გაბრუნდა და კეფაზე ჩამოისვა ხელი
აღელვებულმა. შავი ერთი ზომით დიდი ჰუდი ეცვა და შავი ჯინსის შარველი.
შავი ფერი ნამდვილად უხდებოდა.
- არაუშავს, რა მნიშვნელობა ჰქონდა, როდის გაიგებდა დილით თუ საღამოს -
ეცადა გამოესწორებინა სიტუაცია.
- აქვს მნიშვნელობა, როგორ არ აქვს, ადამიანის სიკვდილი პატარა რაღაც ხომ არაა
მარტივად, რომ შეიძლებოდეს თქმა, ვიცი ცოტნე პირდაპირ აჯახებდა.
- ჯერ
კიდევ ვერ დამშვიდდა, განა რა მოხდა იმით ცოტნემ, რომ დაურეკა ნორას და
ყოფილი ქმრის სიკვდილი აცნობა, მაგრამ დემნა იყო ეგოისტი, დემნა იყო ისეთი
კაცი ამ ოჯახთან, რაც იქნებოდა დაკავშირებული ყველაფერი, რაზეც ხელი
მიუწვდებოდა და შეეძლო თავად უნდა გაეკეთებინა.
- სახლში წადი.
- მკლავებზე ჩამოისვა ხელები გიორგობიანმა და ანიშანა მცივა და
სახლში უნდა შევიდეო.
- შეგცივდა - ისე თითქოს არც გაუგია ქალის სიტყვები წასულიყო, ხელი ჩაკიდა
და მანქანისკენ წაიყვანა.
- დემნა რას აკეთებ? იცოდე ვიყვირებ...
- ხელზე მოჰკიდა ხელი და ეცადა მისი
თითები თავისი მაჯიდან მოეშორებინა.
- ვერ იყვირებ - შებრუნდა, მზერა გაუსწორა და ნიშნის მოგებით უთხრა, იცოდა
თავის თავს არ გაწირავდა, ლუნა არ იყო ის ქალი თავისი ტყავი დაეხია მხოლოდ,
იმიტომ სხვისთვის ზიანი, რომ მოეტანა.
- ვიყვირებ - ჯიუტად უთხრა ქალმა და პატარა ბავშვივით შეკრა წარბები და
ტუჩები წინ გამოწია.
- ვერ იყვირებ - ოდნავ ჩაეღიმა კაცს რომ მიხვდა ეს კამათი მოგებული ჰქონდა.
- მიშვე...
- პირზე ააფარა გაშლილი ხელი და ვიდრე მანქანაში ჩატენიდა თითებზე
უკბინა, სულ გაგიჟდა ქალი. მისთვის ასეთი ქცევა, იმ ყველაფერთან იყო
დაკავშირებული, რასაც მკვლელი უკეთებდა წლების წინ, სისხლის გემო, რომ
იგრძნო ენაზე მაშინ მოეგო გონს და ძლივს-ძლივს მოიშორა კაცის ხელი პირიდან.
გამსახურდიას თითქოს არც გაუგია კბენა, სისხლი რომ გადმოაფურთხა პირიდან
მერე დახედა ხელს.
- ქალი კი არა კატა ხარ, ნამდვილი კატა - ოდნავ ბრაზით და გაოცებით
ჩაილაპარაკა კაცმა. უკვე ცუდად ხდებოდა, რომ ახსენდებოდა მკვლელმა რა
ჯოჯოხეთი მოუწყო მაშინ. დემეტრემ თავისკენ, რომ დაქაჩა და მანქანისკენ
უბიძგა, ერთიანად აიტანა კანკალმა.
- ხელი გამიშვი - ოდნავ ხმა მაღლა დაუყვირა ქალმა და ეცადა მოეშორებინა
გამსახურდია - არ მომეკარო, თორემ მართლა ვიყვირებ - გამაფრთხილებლად
უთხრა ქალმა და თვალები დაუქაჩა.
- ლაპარაკი მინდოდა შენთან.
- მზერა გაუსწორა, ჯერ კიდევ ხელისგულს იზელდა
- შეიძლება?
- გთხოვ დემეტრე, მამა დამეღუპა, ნორა ცუდადაა და ახლა რომ არ წამიყვანო
სალაპარაკოდ ხომ შეიძლება? თანაც ასეთ ფორმაში - გაბრაზებული ხმით უთხრა
ქალმა და პირსახოცზე მიანიშნა მერე კი სახლში შესვლა დააპირა.
- მოიცა, მკვლელობასთან დაკავშირებით მინდა, რამდენიმე კითხვა დაგისვა.
-
მაჯაზე მოკიდა ხელი და გააჩერა.
- რა იპოვე? გაიგე ვინ მოკლა თემური? - იმედის ნაპერწკალი გაკრთა ქალის
თვალებში.
- ჯერ არა, მაგრამ თუ შეგიძლია, რომ დამეხმარო აუცილებლად ვიპოვი.
გპირდები - შრამზე გადაუსვა ცერა თითი და სიკვდილი ერჩია იმ ჭრილობის
შეგრძნებას, რაც ქალს ჰქონდა.
- ჩავიცვამ და მოვდივარ. ორ წუთს დამელოდე.
- ათი წუთი დასჭირდა ლუნას
მოსაწესრიგებლად, მერე ბებოს უთხრა დემეტრეს მივყვები და ხმა არ გაიღოო და
სახლიდან გავიდა.
- წავედით? - ჰკითხა კაცმა და მანქანაში დაჯდა.
- კი - დამცავი ღვედი შეიკრა ქალმა და დაელოდა, როდის დაძრავდა დემნა
მანქანას.
- რამდენი ხანია ბებო არ მინახავს, ძალიან გამეხარდა ისევ ისე კარგად
გამოიყურება - ეცადა დადებითზე ელაპარაკა, დღეს დიდად სახარბილო დღე არ
ჰქონდა ლუნას და ცდილობდა ცოტა ხასიათზე მოეყვანა.
- ბებოს მგონი ჩემზე მეტად შენ უყვარხარ - ჩაიღიმა გიორგობიანმა და თითებს
დახედა.
- მოიცა ეჭვიანობ? - ჰკითხა კაცმა და გაოცება ვერ დამალა.
- რა თქმა უნდა, ჩემზე მეტად შენ, რატომ უნდა უყვარდე? - ცხვირი აიბზუა და
ფანჯრიდან გაიხედა.
- ნუ გავიწყდება ბებო ისევ სიძედ მთვლის - ჩაიცინა კაცმა და სიჩქარე შეცვალა.
- წარსულის გახსენებას შეეშვი, ოცნება მაინც არ აგიხდებათქო ხომ გითხარი? -
ნიშნის მოგებით უთხრა ქალმა და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა. დანიელი
ურეკავდა. შეყვარებული.
- გისმენ დანიელ - დემეტრეს ანიშნა ხმა არ ამოიღოო.
- როგორ ხარ ლუნა? - კაცის მჟღერი ხმა გაისმა ტელეფონში.
- არამიშავს, შენ როგორ ხარ? - ჰკითხა ქალმა და მანქანიდან გადავიდა.
პროკურატურის წინ იყვნენ უკვე.
- გავიგე თქვენი ამბავი, ძალიან ვწუხვარ, ღმერთმა გაგაძლიეროთ - აშკარა
მწუხარება გამოსჭვიოდა ჭანტურიას ხმიდან.
- მადლობა დანიელ. ვცდილობთ გავუძლოთ სხვა გზა მაინც არაა - ღრმად
ამოიოხრა ქალმა.
- მაპატიე მოსვლას ვერ ვახერხებ დაკრძალვაზე, ამაღამ საზღვარგარეთ მიწევს ორი
კვირით წასვლა.
- რატომ ხომ ყველაფერი კარგადაა? - დაინტერესდა გიორგობიანი. დემეტრესგან
მოშორებით იდგა და ისე ელაპარაკებოდა.
- კი ყველაფერი კარგადაა, მშობლებს ვჭირდები ცოტა ხნით.
- რამდენიმე წამს
შეყოვნდა - ნეტავ ახლა შენი ნახვა შემეძლოს, ისედაც ხშირად ვერ ვნახულლობთ
ერთმანეთს.
- წუწუნზე გადავიდა კაცი.
- არაუშავს ტელეფონით ხომ ვლაპარაკობთ ხოლმე, ისე უცებ გაირბენს ორი კვირა
ვერც გაიგებ. ხშირად დაგირეკავ ხოლმე - გაამხნევა ქალმა და თან დაემშვიდობა,
ჯერ კიდევ პროკურატურაში ვარ დაკითხვებზე დავრბივარ და მერე დაგირეკავო.
- სიყვარულს გიხსნიდა? - ირონიულად ჰკითხა გამსახურდიამ და წინ წავიდა.
- ჩემი შეყვარებულია, რასაც უნდა იმას იზავს - პატარა თინეიჯერი გოგოსავით კი
გამოუვიდა, მაგრამ ვინ წუხდა მაგას, ახლა მთავარი იყო საქმე გაკეთებულიყო და
გაეგო ვინ მოკლა მამამისი.
- არ იზრდები.
- ჩაიცინა კაცმა დ კარებში პირველი გაუშვა.
ვიდრე ნუსხახუცურით დაწერილ ტექსტებს კითხულობდა ლუნა და გებულობდა
ვინ იქნებოდა შემდეგი მსხვერპლი, მკვლელი ახალ საქმეს ხლართავდა, იმდენად
ბოროტულად ეცინებოდა გეგმებს, რომ წარმოიდგენდა, რაღაც საშინელება უნდა
დატრიალებულიყო ნამდვილად.
- დემეტრე შემდეგი მსხვერპლის სახელი და გვარი არ წერია - დაბნეულმა შეხედა
ქალმა.
- როგორ თუ არ წერია? - ფოტო ხელიდან ააცალა და ახლა თავად დაუწყო
დაკვირვება თითქოს რამეს გებულობდა.
- მისამარი წერია - წელში გასწორდა და ჩაფიქრებულ პროკურორს შეხედა.
-
მაგრამ მისამართი, რატომ დაწერა? ამდენად იდიოტი, როგორ არის?
- ჩვენი გამოჭერა უნდა, სხვა შემთხვევაში მისამართს არ დაწერდა. იცის თუ
წაკითხვას შევძლებ აუცილებლად, რომ მივალ - ჩაიღრინა გამსახურდიამ.
- გეგმა გვჭირდება ასე უბრალოდ მისვლა არ შეიძლება - უთხრა ქალმა, რომ
შეამჩნია წასასვლელად ემზადებოდა გამსახურდია.
- შენ სახლში დაგტოვებ და ამ მისამართზე წავალ. წამოდი - იმდენად მტკიცედ
თქვა გამსახურდიამ, ერთი ფიქრი, იფიქრა ლუნამ შეწინააღმდეგბას აზრი არ
აქვსო, მაგრამ ასე მარტო მკვლელთან თანაც იმ ჯოჯოხეთურ მკვლელთან, როგორ
გაეშვა.
- არა დემეტრე, თავი საფრთხეში არ უნდა ჩაიგდო, ქალაქის მთავარი პროკურორი
ხარ შენ რომ რამე დაგემართოს ყველაფერი აირევა.
- წინ გადაუდგა ქალი და არ
უშვებდა.
- იცოდე თუ წახვალ მეც წამოვალ.
- მეორედ ვეღარ ჩაგაგდებ საფრთხეში ლუნა, ნუღარ ჯიუტობ მაინც იმას
გავაკეთებ, რაც ჩემი მოვალეობაა - მზერა აარიდა.
- შენი მოვალეობა სიკვდილია? მაშინ უიარაღოდ მიდი მკვლელთან - თვალები
ცრემლებით აევსო.
- თავად არ თქვი ჩვენი მახეში გაბმა უნდაო? რაღატო
მიდიხარ? ვერაფერს ვიგებ...
- იმიტომ მივდივარ შენი ტანჯვა, რომ არ ვაპატიო, ჩვენი დაშორება - მზერა
გაუსწორა, მაგრამ ნეტავ არ გაესწორებინა შავი თვალები კიდევ უფრო გაუშავდა,
ცეცხლივით აფრქვევდა ბრაზს თვალებიდან. მაჯებზე მოკიდა ხელი და შრამები
დაანახა - არ მინდა ესენი ვაპატიო - ტუჩებთან მიიტანა მარცხენა მაჯა და შრამზე
აკოცა, ცრემლები ჩამოუგორდა. აცრემლდა. რამდენიმე წუთი იყო ასე, ესმოდა
როგორ ცდილობდა ქალი ტირილის შეკავებას, ტუჩებს იჭამდა, რა ჯანდაბად
მოატყუეს, რა ტყუილი უთხრეს ასეთი ახლა, რომ ცრემლის ფასად უჯდებოდა ამ
კაცს. როგორ შეიგრძნო ასე ლუნას ტკივილები ისე, რომ არასოდეს მოუყოლია რა
გამოიარა, ცრემლებამდე რომ მივიდა.
- დემე... გთხოვ... არ იტირო, წარსულია, ვეღარ შევცვლით და გთხოვ ნუღარ
გამახსენებ - სახეზე უსვამდა თხელ თითებს და ცრემლებს წმენდდა. შეყოვნდა,
ახლა რომ არ გაჩერებულიყო უეჭველად აქვითინდებოდა - ნუღარ გამახსენებ
მთელი სიცხადით იმას, რის დავიწყებასაც ამდენი ხანია ვცდილობ და ვერაფრით
ვივიწყებ. გევედრები.
- თავი ჩახარა და მხრების ცახცახით მიხვდა გამსახურდია,
რომ ლუნა ტიროდა.
- მაპატიე ლუნა, ყველაფერი ჩემ გამო მოხდა, არ უნდა დამეჯერებინა სხვისი
ტყუილები, თითქოს შენთვის არაფერს ვნიშნავდი, სამუდამოდ დამეტოვებინე,
ნეტავ არ დამეჯერებინა და ყველაფრის მიუხედავად შენთან მოვსულიყავი.
- უკვე
მეორედ უთხრა ეს, სერიოზული ეჭვი უჩნდებოდა გიორგობიანს, რომ
პროკურატურა არაფერ შუაში იყო და ყველაფერი სხვაგვარად იყო. აბა რატომ
უმალავდა, პროკურატურის ტყუილები, რომ ყოფილიყო თავზე დაამხოდა
ყველაფერს და ახლა ითმენდა, ცდილობდა მშვიდი ყოფილიყო.
- ვინ ჯანდაბამ გააკეთა ეგ? რატომ ხარ ჩუმად? თქვი ვინ მოგატყუა, რომ ჩემთვის
არაფერს ნიშნავდი? დემეტრე ხმა ამოიღე, მითხარი, პროკურატურა არაფერ
შუაშია ხომ ასეა? - თვალებში უყურებდა ლამის შიზოფრენიკივით მოქცეულიყო
და ეყვირა. მხრებში ჩააფრინდა და ეხვეწებოდა ეთქვა ვინ იყო ის ვინც მათი
საბოლოოდ დაშორება გამოიწვია.
- თუ გეტყვი, რომ შეგძულდება მაინც მოგინდება გაიგო? არამგონია კარგი აზრი
იყოს ლუნა. გთხოვ არ გვინდა...
- ეცადა დაემშვიდებინა და საიდუმლო კარგად
შეენახა.
- მინდა დემნა, მინდა. უნდა ვიცოდე. არ აქვს მნიშვნელობა შემძულდება თუ არა,
მინდა ვიცოდე ვინ დაუშვა ის ფაქტი, რომ შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყავი.
-
თვალებში შეხედა და დაელოდა გამსხურდიას პასუხს.
- ჯერ პირობა მომეცი, რომ როცა ვინაობას გაიგებ არაფერს მოიმოქმედებ და
მშვიდად შეხვდები. თუ ამის პირობას არ მომცემ არაფერს ვიტყვი.
- წარბები
მაღლა აზიდა, ქალის მაჯები ისევ თითებში ჰქონდა მოქცეული და თვალებში
უყურებდა.
- გპირდები. მითხარი ვინ გითხრა ამდენი ტყუილი? - მოუთმენლად უპასუხა.
- ნორამ. დედაშენმა.




- დემეტრე - ქოშინით შევიდა კაბინეტში ცოტნე - მკვლელობაში ეჭვმიტანილი
კაცი მგონი მართლა არაა ნორმალური.
- რა ხდება? - წარბები შეკრა გამსახურდიამ.
- ბოლო ხმაზე იცინის, მე არ მომიკლიაო გაიძახის და ითხოვს ქალბატონი ლუნა
მოვიდესო.
- კარის სახელურს ეყრდნობოდა და პაუზებით, ღრმა ჩასუნთქვა
ამოსუნთქვით ლაპარაკობდა.
- რაც აქ არის ეგრე იქცევა და უკვე ლამის ეჭვი შემეპაროს მის ეჭვმიტანილად
გამოცხადებაში.
- ღრმად ამოიოხრა, უკვე ლამის ტვირთად ექცა ეს კაცი. ფეხზე
წამოდგა და გარეთ გავიდა. საკანში სადაც ჯანაშია მარტო იყო მის წინ გაჩერდა.
კარი გაუღეს და გამსახურდიამაც არ დააყოვნა შესვლა.
- აბა რას ითხოვს ბატონი ჯანაშია? - იკითხა დემნამ და მიუახლოვდა. იცინოდა,
რაღაც სასწაულად იცინოდა. გეგონება მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი არა ცირკის
მაყურებელიაო. ასობით მკვლელთან ჰქონია საქმე, მათ შორის საქართველოს
ფარგლებს გარეთაც და უამრავი ემოცია უნახავს ადამიანების სახეზე,
შეშინებული, დაბნეული, სასოწარკვეთილი, გამწარებული, გაბრაზებული,
იმედგაცრუებული, თავის მართლებას, რომ იწყებენ, წივილ-კივილს, რომ ტეხენ,
თმას იწიწკნიან, აგინებენ და ეუბნებიან, რომ არ არიან დამნაშავეები, ისეთებიც
უნახავს მხოლოდ ტირილს, რომ ახერხბენ, მაგრამ არასოდეს, არასოდეს უნახავს
ადამიანისთვის ეთქვათ ათობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაში გედება
ბრალიო და მას სიცილი დაეწყოს. ისტერიკული სიცილი და ვიღაც ისეთი
ადამიანის ნახვას ითხოვდეს ვინც მისი ნათესავი და მეგობარიც კი არ არის.
ყველაფერში უცნაურია ეს კაციო გაიფიქრა პროკურორმა და დაელოდა როდის
შეწყვეტდა სიცილს, რომ პასუხი გაეცა.
- ქალბატონი ლუნას ნახვა მინდა - სიცილი რომ შეწყვიტა და ცრემლები
მოიწმინდა, მეტად სერიოზული მზერა მიაპყრო გამსახურდიას და დაჟინებით
უყურა თვალებში.
- ქალბატონ ლუნას არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს, ვფიქრობ ახლა
თქვენს ნახვას ვერ შეძლებს.
- გულზე გადიჯვარედინა ხელები და მხრებში
გაიშალა, რამდენიმე წამს უყურა კაცს, ღრმად ამოიოხრა და გასასვლელისკენ
შებრუნდა.
- იმედი მაქვს კარგად არის. ბოლოს რომ ვნახე თვალები შეშუპებული ჰქონდა და
აშკარად ეტყობოდა იტირა.
- ხელჯოხს დაეყრდნო და გამსახურიდას
მიუახლოვდა - მინდა რაღაც მნიშვნელოვანზე ვესაუბრო. ერთ შანსს ვითხოვ.
-
ღიმილით განაგრძო ლაპარაკი, ისე თითქოს დარწმუნებული იყო ლუნას მის
სანახავად დაიბარებდნენ.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, ლუნას მივცემ უფლებას მკვლელთან მარტო დარჩეს? -
წარბი აწია და თვალები მოწუტა.
- არც ერთი წამით აღარ იფიქროთ მასთან
შეხვედრაზე.
- კბილებში გამოცრა და წამითაც აღარ გაჩერებულა. ჯანაშიამ ისევ
სიცილი დაიწყო, სხვა პატიმრები ისე უყურებდნენ აშკარად ეჭვი ეპარებოდათ,
რომ საღ გონებაზე იყო.
ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, რომ მოიყვანეს იძახდა არ ვარ მემკვლელიო, თავს
იმართლებდა თითქოსო, ცდილობდა თავის თავთან მაინც გაეტანა სიმართლე,
გიჟივით აცეცებდა თვალებსო. რამდენიმე საათში თითქოს შეგუება დაიწყო,
სიცილი აუტყდა და ასე იცინის აგერ უკვე ერთი კვირააო.
ვიდრე დემნა თავის საქმეში არავის ახედებდა და თავის მხრივ ლუნას იცავდა
„მკვლელისგან" ჯანაშიასთან ზედმეტი უხეშობა და ძალაუფლების ბოროტად
გამოყენება გამოუდიოდა, მაგრამ აბა დააკვირდით, რომელი ჭკუათ მყოფელი
მისცემდა უფლებას მკვლელს, პირისპირ შეხვედროდა მისთვის ძვირფასი
ადამიანი? თუ რამე შანსი ექნებოდათ ამას არავინ დაუშვებდა.
ვიდრე საზღვრებს გარეთ იყო დანიელი და იქ თავის საქამეებს აგვარებდა ლუნა
ფორიაქს მოეცვა, რამდენიმე დღის წინ მამა დამარხა ისე, რომ დატირებაც ვერ
მოახერხა და სიმშვიდის განსახიერების როლის მორგება მორიგი სიაფანდობა
იქნებოდა და მეტი არაფერი. რამდენიმე დღეა ფიქრობს და ვერაფერს გებულობს,
გზას ვერ ხედავს, არ იცის, როგორ აპატიოს ან საერთოდ ჯერ, როგორ გააგებინოს,
რომ იცის რაც გაუკეთა.
ეგონა დემნამ მიატოვა და თურმე ამდენი წელი ყოველ დღე, რომ მის შეძულებას
ცდილობდა არასწორად იქცეოდა, ფუჭი და უსამართლო ყოფილა მისი სიძლვილი
გამსახურდიას მიმართ და ახლა, რომ ეს გაიგო სინდისმა შეაწუხა, მთელი ძალით
მოაწვა ყელში ის ამაზრზენი გრძნობა რასაც დანაშაული ჰქვია და დღე და ღამე
მოსვენებას არ აძლევდა.
შუაღამეს კარგა ხნის გადაცილებული იყო, მთვარე თეთრ თოვლზე ღვრიდა თავის
ვერცხლისფერ სხივებს და თეთრის ნაცვლად იისფერი დაკრავდა. თბილისში
ასეთი თოვლი ჯერ არ ყოფილა, თითქოს იცოდა რა უბედურება ტრიალებდა
ქვეყანაზე და მათ ტკივილს იზიარებდა. ფანჯარასთან იდგა და ტუჩებს იჭამდა
გიორგობიანის ასული, თავს ძლივს იკავებდა ახლა, რომ ნორას ოთახის კარი არ
შეეღო და ყველაფერზე პასუხი არ მოეთხოვა, ისე უნდოდა ახლა ყველაფრის
გაგება, უნდოდა სცოდნოდა, რატომ გააკეთა ეს? იცოდა, რომ განადგურდებოდა
ლუნა, აღარაფრის ძალა, რომ არ ექნებოდა და მაინც ეს გააკეთა, უნდოდა ეკითხა
უღირდა კი თავისი შვილის ტანჯვის ყურება ამდენი წლის მანძილზე? სახეზე
ჩამოისვა ხელი და მერე მხრებზე შემოიხვია.
- რა ვქნა ღმერთო? - ფანჯრიდან გაიხედა და უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა - განა
რამდენ ხანს უნდა ვიტანჯო? - ღრმად ამოიოხრა და მთვარეს თვალი აარიდა.
- არა
უნდა დაველაპარაკო, თორემ შევიშლები.
- ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადიწია
და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა. სწრაფად შეხსნა კარი და გიჟივით შევარდა
ოთახში.
- ნორა, გაიღვიძე - საწოლთან მისული არ იყო ოდნავ ხმამაღლა რომ დაუძახა.
-
სალაპარაკო გვაქვს! - მტკიცედ უთხრა.
- რა ხდება? მშვიდობაა? - შეშინებულმა გააცეცა თვალები და საწოლში წამოჯდა.
- არა, არ არის მშვიდობა.
- პიჟამით იდგა დედის წინაშე და ბრალს უყენებდა,
ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ოდნავ წინ გადაიხარა - მშვიდობა, როგორ
იქნება, როცა წლებია მატყუებ? მითხარი, როგორ იქნება ყველაფერი კარგად, როცა
შენი შვილის ბედნიერებას ხელი შეუშალე? მითხარი, რატომ გააკეთე ეს ნორა?
განა ღირდა ჩემს ტანჯვად ის ერთი ტყუილი?
- რაზე ლაპარაკობ ლუნა რა ტყუილი? ამხელა ქალი ხარ რით იტენი მაგ გონებას? -
ისე დაიწყო ნორამ ლაპარაკი წამით იფიქრა ლუნამ ნეტავ ხომ არ შევცდიო.
- დემნას რა უთხარი? - პირდაპირ ჰკითხა და თვალი თვალში გაუყარა. ბნელოდა
ოთახში, თუმცა თვალი, რომ შეეჩვია მარტივი გახდა ყველაფრის დანახვა.
- დემეტრესთან ისევ გაქვს ურთიერთობა? ამაზე ხომ ვილაპარაკეთ მე და შენ
ლუნა, ის შენთვის საშიშია კაცია. ხომ გითხარი თავი შორს დაგეჭირა მისგან. არ
გახსოვს? მის გამო კინაღამ მოკვდი, კინაღამ შენც დაგკარგე.
- ფეხზე წამოდგა და
შვილს მიუახლოვდა ქვრივი, ეცადა სახეზე ჩამოესვა მისთვის ხელი ეცადა
დაერწმუნებინა თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში, მაგრამ რატომღაც ვეღარ
იჯერებდა, ვეღარ ენდობოდა.
- ნუ მკარნახობ რა გავაკეთო! - უყვირა დედას.
- დემეს რა უთხარი ისეთი, რომ
ჩემი მიტოვება გადააწყვეტინე? მითხარი ნორა ჩუმად ნუ ხარ, ღვთის გულისთვის
ხმა ამოიღე.
- მხრებში სწვდა და შეანჯღრია.
- დემეტრემ გითხრა რამე? გატყუებს, ლუნა გატყუებს. შენ ჩემი შვილი ხარ და
დამიჯერე შენთვის საუკეთესო მინდოდა მაშინაც და ახლაც.
- გამწარებული
აქნევდა თავს, თვალებში უყურებდა შვილს და ემოციისგან აკანკალებდა. შავად
შეღებილი თმა ჩამოწეწილი ჰქონდა სახეზე და წამით არ ფიქრობდა სახიდან
გადაეწია.
- გეყო ტყუილი ნორა, არ მოგბეზრდა ამდენი წელი ტყუილით ცხოვრება? არ
მოგბეზრდა ამდენი წელი ჩემი ჯოჯოხეთის ყურება? - ცრემლი ჩამოუგორდა,
მაგრამ მუჭით უხეშად მოიშორა.
- ნუთუ ამდენად არ გიყვარვარ, რომ ეს
გამიკეთე...
- ზუსტადაც, რომ მიყვარხარ მაგიტომ დაგაშორე დემეტრეს.
- უთხრა ქალმა. ადრე
თუ ყველას შეეწინააღმდეგებოდა და ნორაზე აუგს არ ათქმევინებდა, ადრე თუ
შეეძლო ეთქვა, რომ ნორას ის ყველაფერზე მეტად უყვარდა და მისთვის
ყველაფრის გაკეთება შეეძლო დღეს, ამ წამს ეჭვი ეპარებოდა, რომ დედამისს
სამყაროში ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა, არა და როგორი დარწმუნებული იყო,
რომ ნორას მისთვის მხოლოდ საუკეთესო ემეტებოდა.
- რა უთხარი დემნას ნორა მითხარი და დავამთავროთ აქ ყველაფერი... უბრალოდ
მითხარი - იმდენად დაღლილი იყო ყველაფრისგან, ძლივს ყოფნიდა ძალა
სალაპარაკოდ.
- ძალიან გინდა იცოდე? - თვალებში შეხედა ქვრივმა ნორამ და როცა ლუნას მზერა
დაიჭირა თვალი აარიდა. წყნარად დაიწყო ყველაფრის მოყოლა. იმდენად
აუღელვებლად, რომ ლუნას რამდენიმე წუთიანი შოკი გამოიწვია.
- დემეტრემ
შენი დაცვა ვერ შეძლო, არ გამოუვიდა, მშიშარა კურდღელივით დაიმალა
პროკურატურის კედლებს მიღმა და როცა დახმაერების სათხოვნელად მივედი,
როცა ვთხოვდი შვილი გადამირჩინეთქო ყურიც არ მათხოვა. არ მინდოდა შენს
გვერდით ისეთი კაცი ყოფილიყო, რომლის გვერდითაც თავს დაცულად ვერ
იგრძნობდი. შენ რომ მასთან იქნებოდი მე ნერვიულობით უნდა მოვმკვდარიყავი,
რადგან ვიცი, როგორი მშიშარა და გაუბედავია.
- ნორა გესმის რას ამბობ? შენ საერთოდ ხვდები რას მეუბნები? - ლამის უკივლა
უმცროსმა გიორგობიანმა. ქერა კულულებში თითები შეიცურა და ნერვიულად
მოქაჩა. ტუჩები დაიკვნიტა, ვერ წყნარდეობოდა.
- განა არ იცი, რომ რასაც ამბობ
ტყუილია? განა არ იცი დემნა, რატომ ვერ წამოვიდა ჩემთან? მხოლოდ ეს იყო
მიზეზი? მე მეგონა მან მიმატოვა...
- ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე და ქვედა
ტუჩი აუკანკალდა.
- ვერ ავიტანე, რომ ვერ დაგიცვა და ვაიძულე წასულიყო შენგან სამუდამოდ.
- ისე
უსირცხვილოდ უთხრა და გაუსწორა მზერა ლუნა ვერ იჯერებდა, რომ ახლა
სწორედ ის ნორა ელაპარაკოებოდა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა და
რომელიც მისთვის ყველაფერი იყო.
- როგორი უნამუსო ხარ... მე მეგონა დემეტრეს არ ვუყვარდი და ამიტომ წავიდა,
თავს ვიდანაშაულებდი...
- ისევ თმაში შეიცურა ხელი, სულ გაოფლილი იყო და
ნერვებისგან კანკალს ვეღარ იკავებდა.
- არ უყვარდი...
- ისე თქვა გეგონება ჯერ თვითონ რწუმუნდება თავისი ნათქვამის
სისწორეშიო.
- მაგიტომაც ვერ დაგიცვა - ეს უკვე მტკიცედ, თავდაჯერებულად
თქვა და თვალი თვალში გაუყარა.
- გეყოს ნორა! - უყვირა - დავიღალე უკვე ამდენი ტყუილით, განა შენი შვილი არ
ვარ, ასე როგორ გამიმეტე? მუცლით განა მეც არ მატარე? შენი შვილი ვარ,
ერთადერთი ქალიშვილი, ბედნიერება, რატომ არ გამოიმეტე ჩემთვის? ოდნავ,
მაინც, რატომ არ შეგებრალე?
- ნორა? რა ხდება? - წარბშეკრული თორნიკე შევიდა ოთახში, თვალების
ფშვნეტით.
- ლუნა, რატომ ტირი? - ახლა აკანკალებულ, ოფლში გაწურულ დას
შეხედა ტირილს, რომ ვერაფრით წყვეტდა.
- არაფერი, უბრალოდ რაღაცაზეა გაბრაზებული და...
- დაიწყო ნორამ ახსნა.
- ღმერთო კიდევ იტყუები? - სერიოზულად უკვირდა, როგორ შეეძლო ასე
მარტივად ეთქვა დიდი სიმძიმის ტყუილიც კი.
- სამსახიობოზე უნდა
ჩაგებარებინა დიდი ნიჭი იკარგება.
- ლუნა! წესიერად ელაპარაკე დედას - მკაცრად უთხრა თორნიკემ.
- რომ იცოდე რა გამიკეთა თოკო...
- ცრემლები ჩამოუგორდა.
- რაც არ უნდა გაეკეთებინა მაინც დედაშენია და პატივისცემით უნდა ელაპარაკო
- ისე დაიწყო კაცმა ლაპარაკი გეგონება ორი წლის ბავშვს ელაპარაკება და არა
ოცდაათი წლის სრულწლოვან ქალსო.
- ჩემთვის ბედნიერება ვერ გაიმეტა, გესმის? დემნა მოატყუა თითქოს არ მიყვარდა
და მისი ნახვა არ მინდოდა, ისე დამაშორა მას, ჩემთვის არ უკითხავს რა მინდოდა.
ამდენი წელი, როგორ შეძლო და ჩემს ტანჯვას, ჩემს კოშმარებს, როგორ გაუძლო,
როგორ მიყურა დაცარიელებულს შვიდი წელი? - თვალებში უყურებდა ძმას და
ემოციურად ლაპარაკობდა, ხელებს ჰაერში იქნევდა - ჯოჯხეთი იყო ჩემთვის ის
განვლილი წლები, ყოველ დღე იმაზე ფიქრით ვიღვიძებდი, რომ დემეტრეს არ
ვუყვარდი და ამის გაცნობიერება იმაზე საშინელი იყო ვიდრე ყოველ ღამით
კოშმარების ნახვა... წარმოიდგინე შენთვის, რომ იგივე გაეკეთებინათ, როგორ
იქნებოდი? როგორ გაუძლებდი ამ ყველაფერს? მითხარი, მშვიდად შეხვდებოდი? -
უყვირა ძმას და ოთახიდან ტირილით გავიდა.
მთელი სხეული ტკიოდა, კანკალს ვეღარ იკავებდა, უჭირდა დაჯერება, გააზრება,
რომ მართლა ასე ცუდად მოექცა დედა, უჭირდა კი არა, არ უნდოდა დაეჯერებინა
ის რაც ნორამ თავისი პირით აღიარა.
ვიდრე ლუნა მოთქვამდა, ტიროდა და სხეულს ვერ იმორჩილებდა კანკალისგან,
დეა უფროსის კაბიეტში შესასვლელად ემზადეოდა, ამ ამბების პარალელურად კი
ახალი მსხვერპლი ჰყავდა მიზანში ამოღებული სერიულ მკვლელს და სულ მალე
საინფორმაციო გამოშვებაში კიდევ ერთ შემზარავ მკვლელობაზე გააცხადებდნენ,
რომლის მკვლელსაც წლებია ეძებენ და ჯერაც ვერ გაიგეს ვინ იდგა ამ შემზარავი
მკვლელობების უკან.
- დედა ლუნამ რაც თქვა მართალია? - ჰკითხა მკაცრი ტონით და მიუახლოვდა.
- კი, მართალია - მზერა გაუსწორა და ისე ამაყად გაიშალა მხრებში გეგონება რამე
საამაყო გაეკეთებინოს და შექებას ელოდება.
- შენ გაგიჟდი. მართლა, ჭკუაზე არ ხარ - უთხრა შვილმა და ოთახიდან გასვლა
დააპირა.
- რაც არ უნდა მოხდეს დარწმუნებული აღარ ვარ, რომ ლუნა ანგარიშს
გაგიწევს ან უბრალოდ მოგისმენს მაინც. მე მის ბედნიერებას ხელს შევუწყობ რაც
არ უნდა წინააღმდეგი იყო.
- ჩხუბი არ უნდოდა დედასთან, ყველაზე მეტად იმ
ბიჭებს ვერ იტანდა ზუსტად დედის და საერთოდ ქალის პატივისცემა რომ არ
იცოდნენ და როგორ დაემგვანებოდა მათ ვინც ასე ეზიზღებოდა.
- დემეტრეს ის არასოდეს ჰყვარებია და ნუ გაბედავს და თავს ნუ მოიტყუებს
ილუზიებით. ჩემი შვილია და არ მინდა დაიტანჯოს, რატომ არავის ესმის ჩემი?
დედა ვარ, მეც მტკივა ჩემი შვილის ტანჯვა...
- ის რატომ არ გეტკინა ნორა ამდენ წლიანი ჯოჯოხეთისთვის, რომ გაიმეტე? მაშინ
არ იყო შენი შვილი? რას იტყვი დედა, მაშინ რატომ არ შეგეცოდა? - თვალები
ჩაუწითლდა, ღრმად ამოისუნთქა და კარი გამოაღო - მორჩა, ამაზე აღარასოდეს
დამელაპარაკო.
- კარი გამოიხურა და ლუნას ოთახისკენ დაიძრა. ცხრა საათი
სრულდებოდა მორიდებულად, რომ მიუკაკუნა კარზე, უკვე მომზადებული
სამსახურისთვის გამოწყობილი სარკესთან იდგა და თავის თავს აგულიანებდა,
რომ კარგად ყოფილიყო, რომ არაფერზე ედარდნა და ყველაფერი მოგვარდებოდა.
- შეიძლება? - თავი შეყო კარში და ოდნავ გაუღიმა თავის ასლს.
- მოდი.
- როგორ ხარ? იქნებ დღეს სახლში დარჩენილიყავი? - ხელის გულები ერთმანეთს
გაუხახუნა და თვალი აარიდა. სინდისი აწუხებდა მომხდარის გამო, განა რა
დააშავა მან, რა მისი ბრალი იყო ასეთი ბოროტი, რომ აღმოჩნდა ნორა. მას
არაფერი დაუშავებია, მაგრამ მაინც სინდისი მოსვენებას არ აძლევდა, რადგან
არაფერი უკითხავს თავისი დისთვის გამსახურდიასთან დაშორების შემდეგ, არ
უკითხავს მიზეზი, არ უკითხავს როგორ იყო, უჭირდა თუ არა, არაფერი იცოდა
ლუნას კოშმარზე. საავადმყოფოდან ისე გამოვიდა, მაშინ არავისთვის უჩვენებია
თავისი სინანული, თავისი ტკივილები, არც ის დაუნახავთ, როგორ ტიროდა
ხოლმე, არა მონატრებისგან, არამედ დანაშაულის სიმძიმის გამო, რომელიც
რეალურად არასოდეს ჩაუდენია.
- არა, ჯობს წავიდე. სახლში დარჩენას არ ვაპირებ.
- ღიმილით უთხრა და სარკეს
მოშორდა.
- დღეს დამაგვიანდება.
- დამირეკე, როცა მორჩები და მოგაკითხავ.
- მზრუნელობა ნაკლებად ჩანდა
ტრავმატოლოგის ტონში, ეს უფრო სინანულს გამოხატავდა, სინანულს
ყველაფრის გამო, რაც იცოდა და ვერ შეძლო და რაც არ იცოდა.
- საჭირო არ არის, მარტო ყოფნა მინდა.
- თინეიჯერი გოგოსავით გამოუვიდა,
მაგრამ ამ წამს საერთოდ არ აინტერესედა. დღეს აუცილებლად კონსტანტინეს
შეკვეთისთვის უნდა მიეხედა, მერე მოენახულებინა ის წინასწარი დაკავების
იზოლატორში, შემდეგ ლალისთან წასულიყო სეანსზე, რომელზეც უკვე კარგა
ხანია აღარ ყოფილა. მერე ალბათ ნანუკას გაუვლიდა ან უბრალოდ ქუჩაში
იხეტიალებდა და ბევრს, ძალიან ბევრს იფიქრებდა ყველაფერზე.
- რამდენ მოგონებას, ტკივილს და სევდას იტევ - სახელოსნოში თავის და
დემეტრეს ნახატთან იდგა, გულზე ჰქონდა ხელები გადაჯვარედინებული და
ვერაფერზე ფიქრობდა. ერთი ღრმად ამოიხრა და ახალი ტილო გაამზადა
წასაღებად. უცნაური კაცი იყო ეს ჯანაშია, ისეთ რაღაცებს ახატინებდა ყოველ
ჯერზე მის ჭკუად მყოფელობაში ცოტა ეჭვიც კი ეპარებოდა თავიდან.
ტილოს რომ ფუთავდა მინაზე კაკუნის ხმა გაიგო. როცა შებრუნდა ყვავილებით
ხელში დანიელ ჭანტურია უღიმოდა. ვერაფერი გააკეთა, მხოლოდ გაუღიმა და ასე
ღიმილით ელოდა, როდის შევიდოდა შენობაში ქერა თმიანი მამაკაცი.
- ლუნა, ჩემო ლუნა ძალიან მომენატრე - იხუტებდა გამხდარ სხეულს და ახლა
კიდევ უფრო მეტად გრძნობდა, როგორ მონატრებოდა ამ ორი კვირის მანძილზე.
-
მაპატიე რომ მამაშენის დასაფლავებას ვერ ჩამოვუსწარი. ძალიან ვწუხვარ.
რთული იქნებოდა შენთვის...
- დანიელ - სახეზე შეხედა - მეც ძალიან მომენტრე. არაუშავს, შენი ბრალი არაა...
-
თავი გააქნია, თვალებში შეხედა და სახეზე ჩამოუსვა მარცხენა ხელი.
- გპირდები დღეიდან აღარასოდეს დაგტოვებ, არც ერთი წამით.
- იმედიანი,
თავდაჯერებული მზერა ჰქონდა.
- რომ იცოდე, რა რთული იყო... თემურის სიკვდილის გაგება, სულ მენატრებოდა
და არასოდეს მქონია შესაძლებლობა მომესიყვარულებინა, რაც ჩვენგან წავიდა
იმის შემდეგ წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე მქონდა ხოლმე მისი ნახვის
შესაძლებლობა.
- ამოისლუკნა ქალმა და დამეფიცება ვერ გაიგებდი რა უფრო
ატირებდა, მამის სიკვდილი თუ დედამისის ტყუილი. პირველად იყო ასეთი
გულწრფელი დანიელთან. კაცთან, რომელიც იმდენად დიდი ხანია ლუნას
სიყვარულს იფიცებს რთულია წამით მაინც შეგეპაროს მასში ეჭვი. კაცთან,
რომელიც მალე დაოჯახებას აპირებს და უნდა, ლუნა იყოს ის ქალი, რომელიც მის
ტკივილებს და სიხარულს გაიზიარებს.
- ძალიან ვწუხვარ, ამ ყველაფრის მარტო გადატანა, რომ მოგიხდა...
- მისი ცივი,
ჭროღა თვალებიდანაც კი უდიდესი სინაული გამოსჭვიოდა.
ვიდრე თავის სინანულს გამოხატავდა ჭანტურია ლუნას ტელეფონმა დარეკა,
ლალი იყო კონსულტაციაზე მოსვლა ხომ არ გადაგიფიქრებიაო ჰკითხა.
- არა, მოვალ. აუცილებლად - დააყოლა ბოლოს და თან დანიელს გახედა
ნერვიულად, რომ დაყურებდა საათის ციფერბლატს და წამდაუწუმ ქერა თმაში
იცურებდა ხელს.
- კარგი, საყვარელო ერთ საათში ჩემთან იყავი.
- თბილად გამოემშვიდობა და
გაუთიშა.
- წასასვლელი ხარ? - ჰკითხა და ისევ საათს დახედა, თორმეტი საათი არ იყო ჯერ.
- კი, შეკვეთის დეტალებთან დაკავშირებით უნდა დავაზუსტო ჩემს კლიენტთან
რაღაცები.
- ისე იცრუა გეგონება სიმართლე თავის დღეში არ უთქვამს.
- მეც უნდა გავიდე, სამსახურში აურზაურია. ვიდრე აქ არ ვიყავი გადაატრიალეს
ყველაფერი ალბათ - ჩაიცინა ბოლოს.
- წამოდი მე წაგიყვან, სად მიდიხარ?
- არ შეწუხდე მეტროთი წავალ. სამსახურში ისედაც დაიგვიანე ჩემ გამო - უთხრა
და ჩანთა აიღო, მერე ჩარჩოში ჩასმული ტილო, რომელსაც მხოლოდ ახლა შეხედა
ჭანტურიამ ხელში აიღო, გამჭირვალე პარკით ჰქონდა შეფუთული და
შესანიშნავად ჩანდა რა ნახატი იყო შესრულებული ტილოზე.
- ლუნა, ეს რა ნახატია? - გაუკვირდა კაცს. ტილოზე ახალგაზრდა ქალი ეხატა, თმა
გაშლილი, თვალები ზედმეტად შავი ჰქონდა და ღაწვებზე სისხლის კვალი
ეტყობოდა, მოკლედ რომ ვთქვათ გასაცოდავებული იყო, გაუბედურებული.
- შეკვეთით დამახატინეს, რა მოხდა? შენც არ მოგწონს ხო? საშინელებაა...
- სახე
დამაჭა ქალმა.
- ნამდვილად, საშინელებაა... აღარ დახატო ასეთი რაღაცები... გთხოვ - პაუზებით
უთხრა კაცმა და გასასვლელის კარი გაუღო.
- წამოდი, მე წაგიყვან - გაუმეორა ისევ.
- გზას ნუღარ გაიმრუდებ მეტროთი წავალ. მორჩა აღარაფერი თქვა.
- გაუცინა
ბოლოს და მანქანისკენ უბიძგა.
- კარგი, დროებით. დაგირეკავ.
- ხელი დაუქნია ღიმილით და მანქანა დაძრა.
ლუნასაც გაეღიმა მის ბავშვურობაზე, თუმცა მაინც დაუქნია ხელი.
- გისმენთ? - არც დაუხედავს ტელეფონისთვის ისე უპასუხა.
- ლუნა სად ხარ? - აღელვებული ხმა ჰქონდა გამსახურდიას, რაც წამში გადაედო
ქალსაც.
- სამსახურის წინ ვარ.. რა... რა მოხდა? - ჰკითხა გიორგობიანმა და ადგილიდან
აღარც დაძრულა.
- მანდ დარჩი. მოვდივარ.
- გაუთიშა და მართლაც ხუთი წუთი არ იყო გასული,
რომ დემნას მანქანა მის ფეხებთან გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა და
გიორგობიანის წინ დადგა.
- დემნა - თვალებში შეხედა აფორიაქებულ კაცს - შენთან საუბარი მინდოდა...
-
შეჩერდა თითქოს სათქმელ სიტყვებს არჩევდა.
- ახლა მაგის დრო არ არის...
- სწრაფად გააწყვეტინა კაცმა.
- კონსტანტინე...
- რა დაემართა კონსტანტინეს? - თვალები დაქაჩა სულ გადაავიწყდა პატიებას რომ
ითხოვდა.
- მას შენი ნახვა უნდა. გიჟივით იცინის და სხვა არაფერს აკეთებს, ამბობს რომ
რაღაც აუცილებელი უნდა გითხრას.
- მასთან წამიყვანე.
- უთხრა სწრაფად და მანქანაში ჩაჯდა. მთელი გზა ხმა
არცერთს ამოუღია, მხოლოდ პროკურორის ხამამაღალი ამოხვნეშის ხმა ისმოდა
დრო და დრო.
- ლუნა
- დემეტრე - ერთდროულად წარმოთქვეს სახელები.
- გისმენ - უთხრა კაცმა და შავი თვალები მიანათა.
- იცი, მე...
- გაჩერდა, ვერ გადაეწყვიტა საბოლოოდ ეთქვა თუ არა, ნორასთან რომ
იკამათა და სწორედ ნორას, რომ მიუძღოდა უდიდესი ბრალი ისინი, რომ ერთი
ოჯახი არ არიან ახლა.
- ლუნა მერე ვისაუბროთ - მოუჭრა უცებ და ჩქარი ნაბიჯით გაემართა შენობისკენ.
გიორგობიანმა კი მხოლოდ თავი დაუქნია დაბნეულმა და უკან აედევნა.
პროკურორმა დილით კი უთხრა ჯანაშიას, რომ ლუნას არ მიიყვანდა მასთან
შესახვედრად, თუმცა აზრი შეიცვალა, იქნებ მართლა იცოდა, რამე ისეთი რაც
დაეხმარებოდა ამ საქმის გახსნაში.
- ცოტნე, ჯანაშია გამოიყვანეთ საკნიდან - ისე ჩქარა მიდიოდა ლუნა ძლივს
ეწეოდა.
- ახლავე.
- პაემნის ოთახისკენ წაიყვანა ლუნა პროკურორმა და მასთან ერთად
დარჩა ოთახში. ჯანაშიასთან მარტოს არ დატოვებდა, მკვლელი რომც არ
ყოფილიყო მაინც.
- ქალბატონო ლუნა. როგორ გამახარეთ ჩემ სანახავად რომ მოხვედით.
- ისევ
ისეთი იყო, შავი ტანისამოსი ეცვა, ხელჯოხი ახლაც არ დავიწყებია და კეხიანი
ცხვირის ქვეშ, ულვაშებში ეცინებოდა და თეთრი კბილები უბზინავდა. შავი
თვალები უციმციმებდა და ვერც იფიქრებდით წინასწარი პატიმრობა თუ ჰქონდა
მისჯილი. ვერაფრით იფიქრებდით, რომ შეიძლებოდა ის მკვლელი ყოფილიყო.
თუმცა რეალობა ყოველთვის ის არ არის რასაც ჩვენ ვხედავთ.
- კონსტანტინე, როგორ ხართ? - ხელი ჩამოართვა ქალმა და გაუღიმა.
- გმადლობთ, კარგად ვარ. იმდენი რამის თქმა მინდა თქვენთვის. მკვლელი მე არ
ვარ.
- უთხრა ჯანაშიამ და იმედიანი თვალებით შეხედა - თქვენ მაინც არ გჯერათ
ჩემი?
ქალმა თვალები დახუჭა და თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია - მჯერა, რომ თქვენ
დამნაშავე არ ხართ. თუმცა...
- გამსახრუდიას გახედა თავზე რომ ედგა მთელი ეს
დრო.
- შეგიძლია ცოტახნით დაგვტოვო? - ჰკითხა კაცს და მის სიტყვებში ისეთი თხოვნა
ჩანდა, ისეთი მუდარა, უსიტყვოდ დაიხია უკან დემნამ.
- კართან ვიქნები.
- უთხრა და ოთახი დატოვა.
- კონსტანტინე ვიცი, რომ მკვლელი არ ხართ, მაგრამ იმ შეკვეთების მერე რაც
თქვენ მომეცით, ნელ-ნელა ეჭვი მიჩნდება, რომ მკვლელთან, რომელმაც უკვე
მეორედ მომაყენა საშინელი ტკივილი, რამე გაკავშირებთ.
- ლუნა მე ფოტოგრაფი ვარ, მენტალური პრობლემებით, რომელსაც სისხლის
დანახვაზეც კი შეიძლება გული წაუვიდეს და თქვენ მეუბნებით, რომ
შეიძლებოდა ადამიანები მომეკლა? - ლამის ბუდიდან გადმოუცვინდა თვალები
გაოცებისგან. ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგინა.
- თუ სისხლის იმდენად გეშინიათ, რომ შეიძლება გული წაგივიდეთ მის
დანახვაზე მაშ, მითხარით როგორ გადაიღეთ ეს ფოტოები? - გამომცდელად
შეხედა ლუნამ, თითქოს მისი გამოჭერა უნდოდა. ჯანაშია გაჩერდა, დაფიქრდა რა
ეთქვა.
- თქენი ეჭვი უსაფუძვლო ნამდვილად არაა, თუმცა გამიჭირდება იმის ახსნა
როგორ გადავიღე ეს ფოტო.
- თავი გააქნია და წარბებს ქვეშიდან მიანათა შავი
თვალები.
- ვიდრე მკვლელს არ იპოვიან მანამდე მექნება ეჭვი, რომ მასთან რამე
გაკავშირებთ. მშვიდად ყოფნა მიჭირს, წლების წინ პირადად მე შემეხო,
ახლა კი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი წამართვა. მამაჩემი მოკლა. ასე რომ რთულია
მტკიცედ იდგე და ეჭვი არავისში შეიტანო, მაშინ როცა იცი მკვლელი, რომელმაც
ცხოვრების ნახევარი დეპრესიაში გაგატარებინა ჯერ კიდევ თავისუფალია.
- მაგრამ ლუნა, მე რატომ ვარ დამნაშავე იმაში რაც არ დამიშავებია? - მართლა ვერ
ხვდებოდა რა შუაში იყო თავად.
- ლუნა - კარზე დააკაკუნა დემნამ.
- შემოვდივარ.
- რა ხდება დემე? - უკან გაიხედა.
- უნდა წავიდეთ ლუნა.
- ხელი ჩაკიდა და სკამიდან წამოაყენა.
- რა ხდება დემეტრე მითხარი. ასე სად მიმარბებნინებ? - თან უკან მისდევდა და
თან კითხვებს უსვამდა. გამსახურდიას ხმა არ გაუღია, სიარული გააგრძელა.
თავისი კაბინეტის კარი რომ შეხსნა მხოლოდ მაშინ გაჩერდა, ლუნასკენ შებრუნდა
და ღრმად ამოისუნთქა.
- დემე რა ხდება? ნერვიულობ, არაფერს ამბობ თითქოს რამე საშინელება მოხდა
და მიმალავ.
- თვალებში უყურებდა თავისზე მაღალ მამაკაცს და ეშინოდა, რომ
შეიძლება კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი დაკარგა.
- ახალი სამხილები მივიღეთ, ამასთანავე კიდევ ერთი მსხვერპლია.
- თავი
დანანებით გადაიქნია.
- უხ, როგორ ვერ ვიჭერ...
- გაშლილი ხელი მაგიდას
დაარტყა და მერე თითქოს ახლა მოეგო გონსო სახეზე ჩამოისვა ხელი.
- დამშვიდდი, აუცილებლად უნდა იპოვო და დაიჭირო, მე გთხოვ ამას.
- ისევ მის
წინ დადგა და თვალებში უყურებდა. უბრალოდ თავი დაუქნია და მაგიდასთან
დაჯდა. უჯრიდან გამჭირვალე პარკში ჩადებული ფოტო ამოიღო და
გიორგობიანს მიაწოდა.
- მამაშენის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში მოხდა
მკვლელობა, არ მინდოდა ვინმე სხვას წაეკითხა ტექსტი, რადგან აღარ მინდა
კიდევ ვინმე დაუკავშირდეს ამ ამბავს, ამიტომ რამდენიმე დღეა ვიცდი.
- კარგი, ვნახოთ აქ რა წერია, მაგიდასთან მიიტანა სკამი და გამსახურდიას
გვერდით დაჯდა.
- მსხვერპლის სახელი არ წერია, მინიშნებაა თუ ვინ იქნება მისი
შემდეგი მსხვერპლი.
- რა წერია? - ისე დააკვირდა ნაწერს გეგონება რამეს იგებდა.
- შემდეგი მსხვერპლი, ნაცნობი ადამიანი იქნება. ზოგისთვის არა სასიამოვნო
ზოგისთვის კი ძვირფასი პიროვნება.
- გაჩერდა, ჩაფიქრდა ვინ შეიძლება
ყოფილიყო ახალი მსხვერპლი.
- თუ მას ცოცხალს მიუსწრებ, გაიგებ ვინ ვარ.
გელი.




- როგორი გაბედული ხარ... არა უთავმოყვარეო, თავი როგორ დააჭერინე კოსტა
ისე, რომ არც შეეწინააღმდეგე.
- მის სკამთან იყო დახრილი, ერთი ხელით სკამის
საზურგეს ეყრდნობოდა, მეორე ხელი კი შავი შარვლის ჯიბეში ჰქონდა.
- უთავმოყვარეო მე კი არა შენ ხარ. ასე როგორ დაეცი, როგორ განუდექი საკუთარ
თავს და ამდენი ხალხი, მანდილოსნები, როგორ მოკალი.
- მშვიდი იყო,
ზედმეტადაც კი. წარბიც არ უტოკდებოდა. თვალებში უყურებდა, ისე გეგონება
გამჭირვალე სფეროებს უყურებს და იმის მიღმა რამეს ხედავსო. ერთი ღრმად
ამოიოხრა და მზერა დროებით აარიდა.
- მე არაფერს ვკარგავდი და არც ახლა
ვკარგავ საყვარელი ქალის გარდა არავის.
- ცალყბად ჩაეცინა.
- შენ კი დამიჯერე
ყველაფერს დაკარგავ იმისთვის, რაც გააკეთე. მე მის გამო, ყველაფერზე ვარ
წამსვლელი, მაგრამ შენსავით სიკვდილს არავის მივუსჯი.
ეს დიალოგი მას შემდეგ შედგა, რაც ჯანაშიას წინ მკვლელი გამოჩნდა, თავისი
გამჭირვალე თვალებით, უთავმოყვარეო ქცევით და საცოდავი ღიმილით.
- მე რატომ მიშლი ხელს? რა გინდოდა... გიჟი ხარ, ნამდვილი ფსიქოპათი. მიდი
იცინე, იცინე.
- უღრიალა და თვალები ბრაზით ჩაუწითლდა.
- იცი რა გააკეთე,
როცა აქ გამოყევი და ციხეში ჩაჯექი? იცი? - კონსტანტინე მშვიდად აკვირდებოდა,
როგორ აფეთქდა და გაცოფდა მის წიმ მდგარი ნამდვილი მკვლელი.
- შენ მე ხელი
შემიშალე ჩემი გეგმის განხორციელებაში. ეს კი ყველაზე დიდ ცოდვად
გეთველება.
- სახეში შეხედა ჯანაშიამ, ჩაიღიმა და უთხრა:
- ღმერთმა შეგინდოს შენი ცოდვა-დანაშაული. მე სინდისი სუფთა მაქვს, რადგან
მეც სხვებივით მსხვერპლი ვარ. ჩემი მენტალური პრობლები შენს სასარგებლოდ
გამოიყენე, თუკი ამას შეიძლება სარგებლობა ვუწოდოთ. ჩემს საყვარელ ქალს კი,
თუ ოდესმე შეხვდებით უთხარით, რომ ვწუხვარ. ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია.
- იცოდა კონსტანტინემ, რომ მალე სუნთქას შეწყვეტდა, იცოდა ვეღარასოდეს
ნახავდა
მას ვინც, მის ცხოვრებას აზრს სძენდა,
მას ვინც, სიცოცხლეს ერჩია,
მას ვინც, მისი ცხოვრების სიყვარული იყო.
მას ვისაც მისი ქალბატონი ერქვა ისე, რომ არაფერი იცოდა.
ქალს, სახელად მარიტას.
იცოდა, მთელი შეგნებით ხვდებოდა, რომ მას მალე მოკლავდნენ. და წამში ბასრი,
ცივი საგანი იგრძნო ყელზე. მერე სითბო, სხეული გაუთბა და თვალები დაეხუჭა.
ისე მოკვდა წამით არ შეხრია წარბი, ისე მოკვდა თვალები, რომ დახუჭა მხოლოდ
მერე ჩამოუგორდა ორი წყვილი ცრემლი.
ეს ცრემლები კი ტკივილის კი არა მწუხარების იყო. ქალისთვის, რომელიც
უყვარდა.
***
- ახლა რა უნდა ვქნა? კიდევ ერთი ადამიანი დავკარგე - ცრემლი ჩამოუგორდა
სახეზე და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა. არც უცდია ცრემლები
შეემშრალებინა.
- ვწუხვარ ლუნა, მაპატიე ჩემი ბრალია... უფრო გულმოდგინედ, რომ მეძებნა ასე
არ მოხდებოდა.
- სინანული ჩანდა გამსახურდიას ხმაში.
- უნდა დაგეჯერებინა ჩემთვის, როცა გითხარი ის არ არის დამნაშავემეთქი...
დემნა რა უნდა გააკეთო ახლა? - თვალს არ აშორებდა კაცს და ცდილობდა თავი
შეეკავებინა ემოციისგან.
- ცოცხალსაც ვერ მივუსწარით კოსტას. მაინც რანაირად
მოახერხა ციხეში შესვლა, განა ვინაა ასეთი ვერავინ, რომ ვერ დაინახა.
- მაგ სახელით აღარასაოდეს მოიხსენიო.
- თავი ტკიოდა უკვე ამდენი ფიქრისგან,
მაგრამ როგორც კი ეს სახელი გაიგონა თითქოს ფიქრებიდან გამოერკვა და
წარბშეკრულმა ზემოთხსენებული სიტყვები უთხრა ლუნას და გაეცალა.
- მოიცა, შენ რა გაბრაზდი? თუ ეჭვიანობ? - ჩაეცინა ქალს და თმა მარცხნიდან
მარჯვნივ გადაიწია. კულულები სახეზე ჩამოყროდა, რაც მის აწითლებულ
ლოყებს უფრო მეტ ხიბლს სძენდა. კაცმა კი თითქოს არაფერი გაუგია ოთახიდან
უხმოდ გავიდა.
გიორგობიანი კი დატოვა, გულისცემა აჩქარებული, ღიმილიანი, ისეთი
ღიმილიანი მხოლოდ შორეულ წარსულში, რომ უმშვენებდა სახეს. მერე გაჩერდა,
სახე დაუსერიოზულდა, ჯანაშიაზე დაფიქრდა, როგორ ვერ გადაარჩინა, როგორ
ვერ შეძლო ხელის ერთ გაწვდენაზე მყოფის გადარჩენა. არადა დაპირდა
აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ მართალი ხარო. ვერ დაამტკიცა. სინანული
ახრჩობდა, სინდისი ქენჯნიდან თავისი დაპირების უგულებელყოფის გამო.
- ღმერთო, რამდენი ადამიანი უნდა დავკარგო კიდევ...
- მხარზე ჩამოისვა ხელი
და ღრმად ამოიოხრა. მაღლა აიხედა და წამწამები სწრაფად დაფახურა, ცრემლები
რომ შეეკავებინა. აღარ შეეძლო ამდენი ემოიცები, ცრემლები, ტკივილი, ამ
ყველაფრის ფონზე იმასაც ვეღარ ახერხებდა დემნასთვის ბოდიში მოეხადნა
წარსულში გამოვლილი ქარტეხილებისთვის, იმისთვის, რომ ნორამ მოიტყუა.
- ლუნა მოდი, სახლში წაგიყვან.
- რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში საქმისთვის
შებრუნებულმა უთხრა და კარი გაუღო. ზანტად წამოდგა ფეხზე და კარისკენ
წავიდა ქალი.
- ვერ ვიჯერებ დემნა ჯერ კიდევ ვერ, რომ არ დამიჯერე და კოსტა...
- შეასწორა
როცა გამსახურდიას სახე დაინახა - კონსტანტინე ციხეში ჩასვი. სრულიად
უდანაშაულო ადამიანი. გაგიჟება შეიძლება... მიკვირს ასე მშვიდად, როგორ
შევხვდი - დემონსტრაციულად აიქნია ხელები, ისეთი ემოიცური იყო, დემნა თუ
არ გააჩუმებდა ცოტა ხნში საშინელება შეიძლებოდა დატრიალებულიყო. ახლა
მანქანაში ისხდნენ. ძრავის ამუშავებას სულაც არ ჩქარობდა გამსახურდია.
- ლუნა გთხოვ, მეც ვნანობ, რომ არ ვტირი და მოვთქვამ არ ნიშნავს, რომ არ
ვწუხვარ. გთხოვ...
- სახეზე ჩამოისვა ხელი და საჭეზე ჩამოდო. ფანჯრიდან
გაიხედა და ღრმად ამოიოხრა.
- დემნა, რთულია ამდენი ადამიანის ერთდროულად დაკარგვა.
- მაინც
ჩამოუგორდა ცრემლები.
- ჯერ თემური, ახლა კონსტანტინე. ნორამ საერთოდ
გამანადგურა...
- ღრმად ამოისუნთქა და ფანჯრიდან გაიხედა.
- და ამდენის ატანა
ერთდროულად მართლა არ შეიძლება.
- მესმის ლუნა და მართლა ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გთხოვ ცოტახნით დაივიწყე
კონსტანტინე ჯანაშია, თუ შეგიძლია და რამდენიმე წუთი მხოლოდ მე დამითმე.
-
თვალებში უყურებდა და ნელა დალაპრაკობდა.
- გისმენ.
- თვალს ვერ აშორებდა და გულაჩქარებული ელოდა რას ეტყოდა კაცი,
თუმცა გაახსენდა თავადაც, რომ ბევრი ჰქონდა სალაპარაკო და შეაწყვეტინა.
-
მაგრამ არა ჯერ მე მომისმინე.
- კარგი, გისმენ - უყურებდა ქალს, თვალებს აქეთ-იქით, რომ აცეცებდა და
ფიქრობდა რა ეთქვა, რით დაეწყო ლაპარაკი.
- არც კი ვიცი, რით დავიწყო ლაპარაკი,
- გაჩერდა. ფანჯრიდან გარეთ გაიხედა -
ბოდიში. დილით მინდოდა ამაზე ლაპარაკი.
- ამოიოხრა. სახეს ვერ უსწორებდა
ისე უჭირდა ლაპარაკი, პაუზებით ამბობდა სათქმელს.
- ნორასთან ვიკამათე,
მაპატიე რომ სიმართლის გარკვევას უფრო ადრე არ ვეცადე. იმდენად რთული
იყო, განვლილი წლები, სიკვდილი მინდოდა - ხმა აუკანკალდა - ვფიქრობდი,
შენთვის მნიშვნელოვანი არ ვიყავი, მეგონა არ გიყვარდი.
- სახე გაუსწორა. და
ნეტავ არ შეეხედა მისთვის, ასეთი საცოდავი, შიშჩამდგარი, სინანულით სავსე
თვალები ჯერ არ უნახავს. დენმას თვალებში აშკარად იკითხებოდა ის, რომ
დამნაშავედ თვლიდა თავს.
- კოშმარები მესიზმრებოდა. მკვლელი, რომელმაც
ლამის იყო ჩემი სიცოცხლე წაიღო. ჯოჯოხეთად მექცა ცხოვრება. ტანჯვა იყო
ყოველი ახალი დილა - ცრემლები ჩამოუგორდა და იმდენად ეწვოდა თვალები,
დაეხუჭა.
- წლების წინ, რომ წავედი ჩემი ბრალი არაა...
- ისე თქვა გამსახურდიამ თითქოს
თავს იმართლებდა, მაგრამ გაგრძელება არ აცადა გიორგობიანის ასულმა.
- ვიცი, დემე მე ყველაფერი ვიცი - თვალები აარიდა. დუმილი ჩამოვარდა მერე კი
ისევ მხატვარმა ამოიღო ხმა. ნაიარევი მაჯები წამოწია წინ და კიდევ ერთხელ
დაანახა შრამები - ეს შრამები, მათი დანახვა სიცოცხლეს მიმწარებდა, ახლაც ასე
მგონია მათ, რომ ვუყურებ გული გამიჩერდება.
- ხელი შეახო კაცმა, თითებით
მიეფერა შრამს, გარკვევით ეტყობოდა ჯერ კიდევ, რამდენად დიდი იქნებოდა
ჭრილობა. თვალები დაეხუჭა და უკვე მეორედ ამ თვეების მანძილზე ლუნას წინ
ატირდა. ისევ მისმა ტკივილებმა, მისმა დანაშაულმა, სინდისის ქენჯნამ ააცრემლა
პროკურორი.
- გთხოვ, გული გამისკდება კიდევ, რომ გააგრძელო...
- თვალები არც გაუხელია.
-
მაპატიე, რომ შენთან არ ვიყავი. მაპატიე, რომ ნორას დავუჯერე, იმდენად
იმედგაცრუებული ვიყავი საკუთარი თავით, რომ ვერ გადაგარჩინე, დროულად
ვერ გიშველე, საზღვარგარეთ წავედი, ყველა შემოთავაზებას დავთახმდი,
რომელიც მქონდა და ქვეყანა მანამდე დავტოვე ვიდრე შენ საავადმყოფოდან
გამოხვიდოდი. მეგონა ჩემი ნახვა აღარ გინდოდა. ვფიქრობდი, რომ უკეთესი
იქნებოდა მომესმინა ნორასთვის.
- რა გითხრა? - ჩაეკითხა ლუნა. თვალებში შეხედა, ფიქრობდა ეთქვა თუ არა.
- მითხრა, რომ ჩემი ნახვა არ გინდოდა, შენთვის სახიფათო ვიყავი და
წავსულიყავი, თავი დამენებებინა შენთვის, ბევრი ვეხვეწე, ვემუდარე ხუთი
წუთით მაინც ვნახავ და თუ ჩემი ნახვა მეტად აღარ მოუნდება გავუგებ და
საერთოდ წავალთქო. უფლება არ მომცა და მითხრა, რომ კატეგორიულად უარი
თქვი ჩემს ნახვაზე.
- თვალი აარიდა - მაპატიე.
- ქალმა უხმოდ დაუქნია თავი.
ახლა რომ რამე ეთქვა ხმამაღლა ატირდებოდა, რადგან ახლა ზუსტად ის დრო იყო
საბოლოო კვანძები, რომ იხსენებოდა მათ ურთიერთობაში. კვანძები, რომელიც
ნორას გამო გაჩნდა და ამდენი წელი წაიღო მათმა გახსნამ.
- ნეტა იცოდე, როგორ
ვიტანჯე ამ ყველაფრისთვის.
- ღრმად ამოიოხრა და თავი გააქნია.
- ვიცი დემეტრე, ორივემ ვიწვნიეთ ნორას დანაშაულის სიმძიმე, მისი შეცდომა.
-
თავი ტკიოდა ამდენი ტირილისგან, ემოციებისგან. სახლში უნდოდა, თავის
ოთახში დაწოლილიყო და დაეძინა. რას არ მისცემდა ცოტა ხანით მაინც, რომ
დავიწყებოდა ყველაფერი.
- წავედით სახლში წაგიყვან - მანქანის ძრავი აამუშავა და ლუნა სახლში წაიყვანა.
ვიდრე მანქანიდან გადავიდოდა გამსახურდიამ გააჩერა.
- რაღაც მინდა გითხრა - მისკენ შებრუნდა, თვალებში უყურა. მერე ერთი ღრმად
ამოიხრა და გააგრძელა.
- ვიცი, რომ წარსული ძალიან ცუდი გვაქვს. ვიცი, რომ
არაფერი ყოფილა მარტივი ამ დროის მანძილზე, მაგრამ...
- გაჩერდა, ლუნას
თვალებს უყურებდა და ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა - მინდა იცოდე, რომ
დღესაც, ახლაც მინდა ჩემს გვერდით იყო. მინდა, რომ ორივე მოვერიოთ თავს და
წასული ცუდი დღეები ერთად შევცვალოთ მომავალი ბედნიერებით. მინდა, რომ
ლაბირინთში შენთან ერთად ვიარო, აღარ მინდა მარტომ ვეძებო გასასვლელი.
ლუნა, მინდა ამ ომში შენთან ერთად ვიბრძოლო. ომში, რომელსაც ცხოვრება
ჰქვია. და მინდა დავამარცხო ყველა ვინც საყვარელი ქალის სიყვარულში
შემეცილება - დანიელი ჰყავდა მხედველობაში, რომელთანაც ამ ეტაპზე ლუნას
ჰქონდა ურთიერთობა.
- გთხოვ ახლა მაინც არ დამტოვო.
- ისე უთხრა მართლა
დამნაშავედ იგრძნო ლუნამ თავი დედამისის გამო.
- დემეტრე, შენ გინდა მითხრა, რომ ჩემთან ურთიერთობა გინდა? - არ ელოდა,
თითქმის წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ამ წუთამდეც კი დემეტრესთან
ურთიერთობის განახლება. იმ წარსული დღეების შემდეგ ფიქრობდა, რომ
შეუძლებელი იქნებოდა, არ იმსახურებდა კი არა უფლებაც არ ჰქონდა მასთან
დაბრუნებულიყო.
- არ შემიძლია დემეტრე. მე კოშმარები დამტანჯავს შენ კი ჩემი
ყურება. ნორასთან შეხვედრაც არ იქნება შენთვის მარტივი. არ გვინდა, ყველაფერს
ასე უფრო გავართულებთ. მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის.
- ახლა არ გთხოვ საბოლოოდ პასუხის გაცემას, დაფიქრდი. იფიქრე იმაზე, რაც
გითხრი და მერე მითხარი პასუხი. სადაც ამდენ ხანს ვიცადე ამის შემდეგაც
დაგელოდები ოღონდ ვიცოდე, რომ მიპასუხებ.
- თავადვე შეუხსნა დამცავი
ღვედი და გადასვლისას თავადაც გადაყვა. ჩვევად ჰქონდა დამშვიდობებისას
თავადაც გადასულიყო მანაქანიდან და ეყურებინა, როგორ მიდიოდია.
- დემნა საჭირო არ არის...
- ანიშნა არ გადმოხვიდეო, მაგრამ უკვე მის წინ იდგა.
- თმები გაგეწეწა - ქერა კულულებზე მიეფერა და ყურს უკან გადაუწია
ჩამოშლილი თმა.
- წადი დაისვენე.
- ლოყაზე ჩამოუსვა ხელი და მანქანისკენ
შებრუნდა. ძრავი აამუშავა და წასული მანქანიდან დაუქნია ხელი.
გამსახურდია სამსახურში დაბრუნდა, გარდაცვლილი პატიმრის შესახებ
ყველაფერი უნდა გაერკვია და იქნებ ახლა მაინც დაეჭირა ნამდვილი მკვლელი.
ლუნა კი სახლში შესვლისთანავე ოთახისკენ წავიდა, აღარაფერი უნდოდა, გარდა
ძილისა. უნდა დაევიწყებინა ყველაფერი, ამოეგდო გონებიდან პროკურორის
სიტყვები. ფირივით უტრიალებდა გონებაში გამსახურდიას სიტყვები, დაძინებაც
სცადა, მაგრამ არაფრი გამოუვიდა, ვერაფერი გააწყო ყურში ისევ დემნას
ხრინწიანი, ჩუმი ხმა ესმოდა. „არ წახვიდე ლუნა, გთხოვ აღარ მინდა შენი
გაშვება... ნუ დამტოვებ.
“ რომ მიხვდა ვერ დაიძინებდა და მისი ყველა მცდელობა
ფუჭი იყო, საწოლიდან წამოდგა და პატარა კესარიას ოთახისკენ წავიდა,
მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში ცხოვრობენ და მათი ოთახებიც გვერდი
გვერდაა, რამდენიმე დღეა არ უნახავს. კარზე ფრთხილად მიუკაკუნა და ვიდრე
შევიდოდა ღიმილი მოირგო სახეზე.
- კეს რას აკეთებ? - საწოლზე გაბუტული იჯდა და ხელები მკერდზე ჰქონდა
გადაჯვარედინებული. საწოლზე ჩამოჯდა ლუნაც და თმაზე ჩამოუსვა ხელი.
- კეს
რა ხდება ძვირფასო?
- დებილია მამიდა - ბრაზიანად თქვა და ხელები ჩამოუშვა.
- კესარია ეს რა სიტყვებია? - წარბი აზიდა უფროსმა გიორგობიანმა - ვინ
გაგაბრაზა?
- გიორგიმ. იცი რა ცუდად მომექცა? - თვალები დაქაჩა და სახეში შეხედა ქალს.
სარკესავით გამჭირვალე თვალები ჰქონდა ბავშვს, რაც ძალიან უხდებოდა.
- რამე დაგიშავა? - ცოტა აფორიქდა ქალი, რადგან კესარია ასე არავისზე
გაბრაზებული არ უნახავს არასოდეს. ყველასთან თბილი და საყვარელი იყო,
წყენასაც მარტივად ივიწყებდა.
- მიღალატა - სიცილი ვერ შეიკავა ლუნამ. ოთხი წლის პატარა გოგო თავის
ბაღელზე ეუბნებოდა მიღალატაო.
- მამიდა რატომ იცინი? - ლამის ბოლი
გამოუშვა ყურებიდან ისე გაბრაზდა მეტიჩარა.
- ვაიმე მამიდა ეს რა დაგმართნია - თან სიცილით კვდებოდა თან ცდილობდა
არაფერი შემჩნეოდა.
- იცი რა გააკეთა? ნინის ჩაკიდა ხელი - ისე გაართო ამ ბავშვის ეჭვიანობამ სულ
დაავიწყდა დემეტრე და მისი სიტყვები.
- მამიდა შენ ისევ დამცინი...
- ბრაზისგან
ცრემლებით გაევსო თვალები.
- არა ჩემო საყვარელო, არ დაგცინი - სიცილი შეიკავა და თმაზე ჩამოუსვა ხელი.
- იცი მამიდა რა მაინტერესებს? - ეშმაკურად ჩაეცინა, თითქოს წამის წინ სხვა
ვინმე ტიროდა და არა ის.
- დემე ძიასთან როდის წამიყვან?
-კესარია რამ გაგახსენა ახლა დემეტრე? - სერიოზულად გაუკვირდა. თვეებია
დემნა არ უხსენებია არავის სახლში მისი თანდასწრებით.
- მომენატრა დემე ძია, თან ჩვენ საიდუმლო გვაქვს...
- პირზე აიფარა პატარა
ხელები და ჩაიცინა.
- რა საიდუმლო კეს? - ჰკითხა ინტერესით.
- დემე ძიას შენი ცოლად მოყვანა უნდა - ჩაიცინა და პირზე აიფარა პატარა
ხელები.
- რა? როდის გითხრა ეგ კეს? - რა ბავშვთან სალაპარაკო ეს იყოო გაიფიქრა
თავისთვის.
- მმმ...
- დაფიქრდა, ზუსტი დროის გახსენება გაუჭირდა პატარას.
-
მაკდონალდსში, რომ ვიყავით მაშინ მითხრა.
- თქვა კესარიამ და თვალები აენთო.
- მამიდა ცოლად მალე უნდა გაყვე? მე თეთრი კაბა უნდა ჩავიცვა და შენს უკან
უნდა ვიარო კაბა უნდა დავიკავო - დაგეგმვა დაიწყო უკვე კესარიამ რა, როგორ
იქნებოდა და მერე თმებზე ჩამოისვა ხელი - ამას სალონში გამიკეთებენ ლამაზად -
მამიდას შეხედა და გაიცინა. დიდი ქალივით ლაპარაკობდა და მიმოდიოდა
ოთახში ლუნას წინ.
- კეს საყვარელო ჯერ არაფერი გადაწყეტილა.
- გააჩუმა როგორც იქნა - მე არ
ვაპირებ...
- დემე ძიას ცოლი არ გინდა რომ იყო? რატომ? დემე ძია ძალიან მიყვარს კარგი
კაცია.
- მუცელი წინ გამობერა, მხრები ჩამოუშვა და წარბშეკრულმა შეხედა
ლუნას.
- კესო შენი გადასაწყვეტი არ არის ეგ თემა. მაგაზე უფროსები ვისაუბრებთ. კარგი?
- ცოტა უშეხად გამოუვიდა მაგრამ ამის გამო დემეტრეს აუცილებლად
დაელაპარაკება.
- არა, მე მინდა, რომ დემე ძიას გაყვე ცოლად.
- ხელები მკერდზე
გადაიჯვარედინა და წარბშეკრულმა ტუჩებიც წინ გამოწია.
- კეს დემე ძიამ მაშინ უბრალოდ იხუმრა - ეცადა გადაერწმუნებინა მაგრამ ამაოდ.
- დემე ძიასთან წამიყვანე - დაიჟინა და აღარ ჩუმდებოდა.
- კეს ამ დროს სად წაგიყვანო, გვიანია უკვე. თან დემნა ძია მუშაობს - ნამდვილად
აღარ უნდოდა მისი ნახვა იმ სიტყვების მერე რაც დღეს უთხრა კაცმა.
- მაშინ დაურეკე - ვერაფრით გადააფიქრებინა. თუმცა ყველაზე ფარსი ის იქნება
ახლა რომ დემნასთან დარეკვა კესარიას დავაბრალოთ ბოლომდე. ერთი სული
ჰქონდა ლუნას როდის გავიდოდა კესოს ოთახიდან რომ გამსახურდიასთან
დაერეკა და გაეგო რა უნდოდა საერთოდ და ბავშვს რომელიც ჯერ ხუთი წლისაც
არაა რატომ აჯერებს ასეთ სისულელეებს.
- გისმენ - გადაღლილი ხმა გაისმა ტელეფონში - რა ხდება ლუნა?
- დემე ძია კესო ვარ.
- ლამის ყურებამდე იღიმოდა კესარია.
- ჩემო პრინცესა, როგორ ხარ? - წამებში შეეცვალა ხმის ტონი და დაეტყო როგორ
გაეღიმა ბავშვის ხმის გაგონებაზე.
- კარგად ვარ დემე ძია. მომენატრე და მამიდას ვუთხარი შენთან დაერეკა -
სრულიად გულწრფელი იყო პატარა მეტიჩარა.
- მეც მომენატრე ჩემო პრინცესა - სულ განაბული უსმენდა ქალი და გულში
ეღიმებოდა როგორ თბილად ელაპარაკებაო.
- მამიდა შენს გვერდითაა? - ჰკითხა
უცებ. ლუნამ ხელების ქნევა დაიწყო ყველანაირად ცდილობდა მიეხვედრებინა
ბავშვი რომ ეთქვა მამიდა ახლა ჩემთან არ არისო, მაგრამ კესარია ასე უფრო
დაიბნა ან სპეციალურად გააკეთა, ვინ იცის მიზეზი რატომ მაგრამ კესარიამ
გამსახურდიას უთხრა:
- მამიდა? ახლა ჩემთან ერთადაა, მაგრამ ხელებს იქნევს და ვერ გავიგე რის თქმა
უნდა.
- პირზე ხელის აფარებაც ვერ მოასწრო გიორგობიანმა. დემნას ჩაცინების
ხმა მოესმა და დამეფიცება თვალწინ დაუდგა ქალს როგორ ჩახარა თავი და
ჩაიცინა პროკურორმა.
- კეს ჩვენი საიდუმლო გახსოვს? - მეტიჩარას სახე უნდა გენახათ, ჩურჩულით რომ
ჰკითხა დემნამ საიდულოზე. ეშმაკურად აენთო თვალები და სულ დაავიწყდა,
რამდენიმე წუთის წინ, რომ ამბობდა მომატყუაო.
- კი მახსოვს. მამიდასაც ახსოვს, მაგრამ არ უნდა შენი ცოლობა.
- ჩაიცინა ბავშვმა
და პირზე ხელაფარებულმა გახედა მამიდას.
- კესარია! ძალიან ბევრს ხომ არ ლაპარაკობ? - ლამის იყო ცეცხლი წაეკიდა სახეზე
იმდენად გაბრაზდა.
- არ ეჩხუბო. მე ხომ მაინც ყველაფერი ვიცი.
- სინანულის გადასაფარად ჩაიცინა.
- დემე ძია ჩემს სანახავად, როდის მოხვალ?
- შენ როდის გინდა, რომ მოვიდე? - პატარა ქალბატონზე გადაიტანა ისევ
ყურადღება.
- როცა მეტყვი მაშინ მოვალ ჩემო პრინცესა.
- მე ახლა მინდა, რომ მოხვიდე.
- ამოიწუწუნა პატარამ და მართლა გულით თხოვა
ჩემს სანახავად მოდიო.
- ძვირფასო, დემნა ძია ახლა მუშაობს, ვერ მოვა.
- ბავშვის წინ ჩაიმუხლა ქალმა და
თმაზე ჩამოუსვა ხელი.
- უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენო კარგი? - მხოლოდ
თავი დაუქნია კესომ.
- პრინცესა თვლა, რამდენამდე იცი? - ჰკითხა რამდენიმე წამიანი დუმილის
შემდეგ პროკურორმა.
- ბევრამდე. მილიონამდე - მართლაც, როგორი მეტიჩარა იყო ეს თითისტოლა
ბავშვი.
- რა მაგარი გოგო ხარ - ჩაიცინა ქალაქის პროკურორმა და - მამიდას უთხარი
ორცმოცდაათამდე თუ იცის თვლა დაითვალოს და მერე ფანჯრიდან გაიხედოს.
-
ამ სიტყვების მერე ყურმილი დაკიდა.
- მამიდა დემე ძიამ ორმოცდაათამდე დაითვალოს და მერე ფანჯრიდან
გაიხედოსო.
- თვალებდაქაჩულმა შეხედა უმცროსმა გიორგობიანმა და
მიუხედავად იმისა ბევრს ვერაფერს მიხვდა მაინც ისე აჩვენებდა თავს თითქოს
ყველაფერი გაიგო.
- კეს მოდი ჩვენ დავიძინოთ დღეს ჩემთან დაიძინე გინდა? - ისე ჰკითხა თითქოს
არც გაუგია არც დემნას სიტყვები და არც კესოს თუთიყუშივით გამეორებული
ორმოცდაათამდე დაითვალეო.
- მამიდა ჯერ შვიდი საათიც არაა - დოინჯი შემოიყარა და ისე შეხედა.
- ახლა ვხვდები შენთვსი ჯერ არ უნდა მესწავლებინა საათის ცნობა - თავი გააქნია
და ტელეფონს დახედა. შეტყობინება მიიღო.
„გარეთ გამოიხედე“
.
ამ ორი სიტყვის წაკითხვა და ფანჯარასთან მირბენა ერთი იყო.
სახლის წინ მანქანაზე მიყრდნობილი ფანჯრებს შეყურებდა და იღიმოდა.
კასიკურად ეცვა, როგორც ყოველთვის. ჰალსტუხი არ ეკეთა მხოლოდ და გულზე
ჰქონდა ხელები გადაჯვარედინებული. როგორც კი ფანჯარაში დალანდა ქალი
უფრო ფართოდ გაიღიმა და ხელი დაუქნია. მეორე შეტყობინება მიიღო
გიორგობიანმა. „დაბლა გელოდებით შენ და ჩემს პრინცესას.“
„ მხოლოდ ხუთი წუთით ჩამოვალთ.“ კესოს თბილად ჩააცვა თვითონ მხოლოდ
ქუდი დაიხურა და კიბეზე დაეშვა. შემოსასვლელის კარი გააღო და გარეთ
გავიდა. რამდენიმე საათის წინ, რომ დაემშვიდობა ლამის პირობა დადო
აღარასოდეს ნახავდა ამ კაცს, მაგრამ საყვარელი ადამიანისთვის საკუთარ თავსაც
გადააბიჯებ და პრიციპებსაც ოღონდ წამით დაინახო, ოღონდ ერთხელ ნახვა და
ჩახუტება შეძლო ყველაფერს დათმობ.
- დემე ძია - აჭყლოპინდა მეტიჩარა და კაცისკენ სირბილით გაიქცა. ლუნას
გაეღიმა და უკან გაყვა, პირველი სართულის ფანჯრიდან კი ღიმილიანი სახით
უყურებდა ამ სანახაობას მოხუცი ბებო და ფიქრობდა იქნებ მეორედ მაინც არ
გაუშვას ხელიდან ლუნამ ეს შანსი და ახლა მაინც იყოს ნამდვილად ბედნიერიო.
მისთვის უფლება, რომ მიგეცათ აუცილებლად მოკლავდა ნორას ჩადენილის გამო,
მაგრამ ლუნას გამო იკავებდა თავს.
- ჩემო პრინცესა - ხელები გაუშალა კაცმა და გულში ჩაიკრა. ქათქათა ლოყები
დაუკოცნა და თან ლუნას გახედა და ჩაიღიმა.
- სად გინდა, რომ წავიდეთ? - სახეში
შეხედა ბავშვს და მერე გულზე ხელებდაჭდობილ ქალს გახედა.
- ლუნა შენ რას
იტყვი სად წავიდეთ? - ბავშვი დაბლა დასვა და მხრებში გაიშალა.
- ახლა ყველაზე მეტად სახლში ყოფნა მინდა.
- ღრმად ამოიოხრა და აწითლებულ
ლოყებზე შემოიხვია ხელები.
- ჯობს სახლში დავრჩეთ მე და კესო. შენ კი
სამსახურში დაბრუნდე.
- რამდენიმე წამს უყურა, მერე ცალყბად ჩაიცინა
თავდახრილმა. წარბებს ქვევიდან შეხედა და მიხვდა მათი დიალოგის გამო აღარ
უნდოდა მისი ნახვა, არც მასთან საუბარი და მით უმეტეს სადმე მასთან ერთად
წასვლა. დანებდეს? არ უნდა ქალმა იფიქროს რომ დანებდა, მის სიყვარული
შეწყვიტა, მაგრამ ისიც არ უნდოდა თავი მოებეზრებინა და საბოლოოდ
შეძულებოდა თუ ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა სიძულვილს.
- კეს რა ვქნათ? - ბავშვის წინ ჩაიმუხლა და თმაზე გადაუსვა ხელი. როგორ ჰგავდა
მამიდას, ქერა კულულებით, ზღვასავით მოციმციმე თვალებით.
- მამიდა წავიდეთ რა მე გუნდაობა მინდა - თხოვა ბავშვმა. ბევრი ეცადა ლუნა
სახლში დარჩენილიყვნენ, დღეს არ წასულიყვნენ და ხვალიდან ყოველ დღე
მასთან ერთად იგუნდავებდა თოვლით რომელიც ქუჩებზე აქა-იქ იყო
შემორჩენილი. ისიც უთხრა გაცივდები და წამლები დაგჭირდებაო, მაგრამ
კესარია უდრეკი იყო. თითქოს უსიტყვოდ ესმოდა დემნასი რომ ლუნა
დაეთანხმებინა.
- კარგი წავიდეთ, მაგრამ მხოლოდ ნახევარი საათით.
- ბავშვი სიხარულისგან ცას
ეწია. მამიდას ჩაეხუტა და სიყვარულით დაუკოცნა აწითლებული ლოყები.
- მამიდა მიყვარხარ.
- უთხრა ბავშვმა და მერე გამსახურდიას გაუშალა მკლავები,
ხელში ამიყვანეო და კაცმაც წამში აიტაცა. კესარია მანქანის უკანა სავარძელზე
დასვა, ლუნას კი წინა კარი გაუღო, ყურში კი ჩუმად ჩაჩურჩულა.
- იქნებ ჯობდა არაფერი შეგემჩნია და ისე მოქცეულიყავი თითქოს დღეს საერთოდ
არ გვისაუბრია? როცა ასე იქცევი და სახეზე გაწერია ყველა ვერ ნათქვამი სიტყვა
და ემოცია, როცა შუბლზე ასე აშკარად გემჩნევა ეს ძარღვი კიდევ უფრო მეტად
მინდა ჩემი ოცნება ახდეს. უფრო მეტად მინდა, რომ ამიხდე.
- ჩუმად უთხრა და
მერე სწრაფად ჩააჯინა მანქანაში. ოდნავ ღიმილით შემოუარა მანქანას და
მძღოლის ადგილი დაიკავა. მიხვდა, რომ ქალი ამ სიტყვებს ვეღარ დაივიწყებდა,
იმდენად წითელი იყო სახეზე, სისხლი თავ-პირს იმტვრევდა ძარღვებში, გული კი
გამალებით ძგერდა და ლამის საგულედან ამომხტარიყო, სუნთქვას ვეღარ
ასწრებდა. ქალისთვის ჯობდა იმ მომენტში გაქრობის ძალა ჰქონდა და
გაუჩინარებულიყო. გვიან ღამით, როცა სახლში დააბრუნა ლუნა და კესო უფროს
გიორგობიანს მთელი ღამე გონებაში უტრიალებდა დემნას სიტყვები და ისიც არ
ახსოვს, როგორ მივიდა საწოლამდე, როგორ დაწვა ან სად იყვნენ არაფერი
ახსოვდა გარდა გამსახურდიას სიტყვებისა: ...მინდა ჩემი ოცნება ახდეს. უფრო
მეტად მინდა, რომ ამიხდე.
***
- გისმენ დანიელ - ჭანტურიას ზარმა გამოაფხიზლა. ასე ადრე ნეტავ რა უნდა
მომხდარიყო.
- როგორ ხარ? მგონი გაგაღვიძე, მაპატიე - ხალისიანი ხმა ჰქონდა, აშკარად კარგ
ხასიათზე იყო ბატონი დანიელი.
- არაუშავს. კარგად შენ როგორ ხარ? - მთქნარებით უპასუხა.
- ასე კარგად კარგა ხანია აღარ ვყოფილვარ. ახლა ფეხზე ახტი და პაემანზე
წავიდეთ. რამდენი ხანია აღარ შევხვედრილვართ ერთმანეთს. ნახევარ საათში
შენს სახლთან ვიქნები.
- ისე სწრაფად მიაყარა და გათიშა გააზრება ძლივს
მოასწრო ლუნამ.
ადგა, მოწესრიგდა, ლამაზი ვარდისფერი კაბა ჩაიცვა და იმავე ფერის ტუჩსაცხი.
თმა ჩამოივარცხნა და კმაყოფილმა შეხედა საკუთარ თავს სარკეში.
„მოვედი“ დანიელის მონაწერი წაიკითხა თუ არა ღიმილით გაემართა მასთან
შესახვედრად.
- რა ლამაზი ხარ ლუნა, ღმერთო ჩემო, ულამაზესი ხარ.
- კარგი დანიელ, არაფერი განსაკუთრებული.
- გაეცინა გიორგობიანს.
- როგორ არა, ულამაზესი ხარ.
- მადლობა.
მანქანით ერთ-ერთ კაფეში წავიდნენ.
- ხანდახან მგონია, რომ ზღაპარია ეს ყველაფერი, ჩემი ტკბილი სიზმარი და
გამოღვიძება არ მინდა - ჩაეცინა ჭანტურიას და აციმციმებული ლურჯი თვალები
მიანათა ქალს.
- ეს სიზმარი არაა დანიელ, გამოღვიძების შიში ნუ გექნება - ჩაეცინა ქალსაც და
საათისკენ გაექცა მზერა, ორ საათზე მეტი იყო ამ კაფეში ისხდნენ, წესით უკვე
წასვლის დრო იყო.
- ამ ქვეყნად თუ რამე მინდა ის არის, რომ ეს ცხოვრება სიზმარი არ იყოს.
-
თვალებში უყურებდა და ისე ელაპარაკებოდა.
- ვინ იცის, თუ ეს ცხოვრება
სიზმარია და ამ სიზმარში მიყვარდი ჩვიდმეტი წელი, იქნებ რეალურად უფრო
მეტ ხანს შევძლო შენი სიყვარული...
- ვერ მიხვდა ქალი რა იგულისხმა
ჭანტურიამ.
- იქნებ რეალობაში შენც ისე გიყვარვარ, როგროც მე შენ...
- თავი
დახარა. ახლა მიხვდა რის თქმას ცდილობდა დანიელი. თუ ლუნას არ
შეუყვარდებოდა მერე მართლა ჩაიქნევდა ხელს და ეს არ უნდოდა, რომ
მომხდარიყო, სადაც ჩვიდმეტი წელი უყვარდა და ელოდა, რატომ არ შეეძლო
ერთი ორი წელი კიდევ დალოდებოდა? სიყვარულიც გვღლის ზოგჯერ
ადამიანებს, თანაც ისეთი სიყვარული, როგორითაც გიორგობიანი უყვარდა
დანიელს, არ არის მარტივი, ლამის ილუზიებში გაატარა ცხოვრების ნახევარი
კაცმა და რა გასაკვირია უპასუხო სიყვარულით, რომ დაიღალა.
- დანიელ, ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ? - ხმაში ნერვიულობა დაეტყო - ასე
მგონია იმ ჩვიდმეტ წელს მაყვედრი, რაც ჩუმად იყავი და არ მითხარი, რომ
გიყვარდი.
- წარბ შეკრული ელაპარაკებოდა და თითებს კალთაში მალავდა
ჭანტურიას, რომ არ ენახა, როგორ კანკალებდა ნერვებისგან.
- არასწორად გაიგე, მე უბრალოდ მინდა...
- ახსნა დაიწყო.
- ასე მგონია მაძალებ, რომ მიყვარდე - უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა ქალმა და
წასვლა დააპირა.
- ლუნა არ წახვიდე მაცადე აგიხსნი.
- რამდენადაც მკაცრი ხმით წარმოთქვა
იმდენადვე იგრძნობოდა მის ხმაში თხოვნა.
- დანიელ შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ასე ვერ გავაგრძელებთ. გამუდმებით
მახსენებ გავლილ ჩვიდმეტ წელს, გამუდმებით მეუბნები, რომ ისე უნდა
მიყვარდე, როგორც შენ გიყვარვარ. სულ გინდა, რომ შენს წინ ვიყო, მხედავდე,
ტელეფონზე მელაპარაკებოდე და მწერდე. მე კი ეს არ შემიძლია, როცა ადამიანი
ჩემზე დამოკიდებული ხდება მაშინ ეკარგება აზრი მის არსებობას და აღარ
ვინტერესდები მისით. არსებობს თუ არ არსებობს ჩემთვის მნიშვნელობა აღარ
აქვს.
- ლუნა... გესმის საერთოდ რას ამბობ? - ოდნავ ხმას აუწია დაბნეულმა კაცმა და
შეყვითლებული თმა უკან გადაიწია.
- მშვენივრად იცი, რომ ასე არაა. მე არასოდეს
დამიძალებია შენთვის...
- უნდოდა ეთქვა „გყვარებოდიო,“ მაგრამ ხმა ვეღარ
გაიღო. ერთი საათის წინ არ ეუბნებოდა შემიყვარეო?
- ნუღარ გააგრძელებ დანიელ, ჯობს არაფერი თქვა და ცოტა დრო მომცე
ყველაფერში, რომ გავერკვე. დარწმუნებული ნუ იქნები, რომ ისევ შენთან
დავბრუნდები.
ფეხზე წამოდგა და კაფე უკან მოუხედავად დატოვა.
მხრებიდან თითქოს ლოდი ჩამოეხსნა, იმდენად თავისუფლად იგრძნო თავი,
იმდენად ბედნიერად, კმაყოფილი იყო თავისი გადაწყვეტილებით რომ დაშორდა
კაცს რომელიც ვერასოდეს ეყვარებოდა და რომელიც ყოველთვის გაახსენებდა იმ
განვლილ ჩვიდმეტ წელს. ალბათ ლუნაც მიზეზს ეძებდა დაშორებისას და რადგან
შანსი მიეცა როგორ არ გამოიყენებდა, ახლა ხვდებოდა რამდენად მეამიტურად
მოიქცა, თინეიჯერი გოგოსავით მაშინ რომ ჭანტურიასთან ურთიერთობა დაიწყო,
მაგრამ რაც მთავარია ახლა უკვე აღარც ჭანტურია იყო და აღარც სხვა ვინმე,
ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა, ახლა საკუთარ თავს
დაუბრუნდებოდა და მერე მართლა, ნამდვილად ბედნიერი იქნებოდა.




- ჩემთან შემოდი - იმდენად ცივი და მკაცრი ხმა ჰქონდა, შიშისგან გააკანკალა,
ასეთი დღეები ადრე უფრო ხშირი იყო, როცა გამწარებული ეძახდა კაბინეტში და
ათას ჯანდაბას ავალებდა. საწყალ გოგოს ბევრჯერ ღამეც კი გაუთენებია დილით,
რომ ყველაფერი მზად ჰქონოდა, თუმცა ბოლო, რამდენიმე თვე შესანიშნავად
გავიდა, მშვიდი იყო, აღარ ფორიაქობდა, უფრო მეტს და უფრო გულწრფელად
იღიმოდა, თითქოს ყველაფერ თავის ადგილს დაუბრუნდა და ახალგაზრდა
ასისტენტმაც ცოტა ამოისუნთქა.
- მეძახდით ბატონო? - ცოტა ხმა უკანკალებდა. ვინ იცის რის გაკეთებას
მოთხოვდა ეს კაცი. გამჭირვალე თვალებით, რომ შემოგხედავდა მაშინ მართლაც,
რომ უნდა შეგშინებოდა რა მოუვლიდა და რის გაკეთებას მოითხოვდა კაცმა არ
იცოდა.
- ამ ადამიანზე უნდა ვიცოდე ყველაფერი, სად დადის, ვის ხვდება, რას აკეთებს,
ყველა მისი ნაბიჯი უნდა გავიგო აფსოლუტურად.
- ფოტო აუფრიალა თვალწინ.
ქერა თმიანი ოცდაათიოდე წლის ქალი იღიმოდა ფოტოდან, თმის ნაწილი კეფაზე
ჰქონდა აკეცილი, ჩამოვარდნილი კულულები კი მხრებამდეც ძლივს სწვდებოდა.
ზღვისფერი წყლიანი თვალებიდან სიკეთეს ასხივებდა. ისეთი ლამაზი იყო
დიკოსაც გაუჭირდა თვალის მოშორება. ფოტოზე ლუნა გიორგობიანი იყო
გამოსახული.
- ყოველ ახალ ინფორმაციას მაწვდი დღის ბოლოს, ვიდრე
სამსახურიდან წავალ.
- დიახ ბატონო.
- ფოტო გამოართვა და კაბინეტიდან გაუჩინარდა. ყველაზე
მეტად ეზიზღებოდა ეს სამსახური, ყოველთვის ვიღაცას ეძებდა, ვიღაცას
უთვალთვალებდა, გამჭირვალე თვალებიანის ხუშტურებს ასრულებდა და თავისი
თავი ეზიზღებოდა ამას რომ აკეთებდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა ავადმყოფი
დედისთვის უნდა გადაეხადა მკურნალობის ფული.
- ღმერთო, როდის შევძლებ აქედან გაღწევას? - ღრმად ამოიხრა და სკამის
საზუგეზე გადაწვა. თმაში შეიცურა ხელი და ნერვებ მოშლილმა მთლიანად აიჩეჩა
გაშლილი მოკლე თმა.
- დიკო ახლა რაღა დაგავალა? რომელი უცხოპლანეტელის მოძება უნდა? -
სიმწრით გაეცინა თიკას. დიკოს არაფერი უპასუხნია უბრალოდ ფოტო აჩვენა.
- რა ლამაზია.
- ღიმილით თქვა თიკამ.
- მართლაც... და მეცოდება ჩვენი ბოსის ხელში, რომ ჩავარდეს. მისნაირი
საქონელი არ იმსახურებს ასეთ მზეთუნახავს. ნახე თიკა მზესავით ასხივებს მისი
თვალები სიკეთეს.
- ჩაეღიმა, როცა კიდევ ერთხელ შეხედა ფოტოს და უფრო
ახლოდან აჩვენა გაჩეჩილაძეს.
ვიდრე დიკო ლუნას უთვალთვალებდა და მის ყველა ნაბიჯს ინიშნავდა,
კონსტანტინე სახლში გადაასვენეს. იქ ნახა ზუსტად პირველად ლუნამ მარიტა.
ქალი, რომელსაც ჯანაშია ეტრფოდა. მარიტას სქელი ტუჩები და პატარა ცხვირი
ჰქონდა, ხორბლისფერი კანი და ქარვისფერი თვალები. მოკლე თმა, რომელის
ფერიც არც ქერა იყო და წაბლისფერიც არ ეთქმოდა. შავი მით უმეტეს. გეგონება
მის თმაში მზე გაიბლანდა და იქედან ანათებსო. ისე ანათებდა მარიტას თმა
მართლა მზისფერს გავდა მისი შრიალა თმა. ახლოს არ მისულა არც გაუცვნია.
გუმანით მიხვდა, რომ ის კონსტანტინეს რჩეული უნდა ყოფილიყო. განა რა იცოდა
თავად კონსტანტინეზე? არც არაფერი, ჩვეულებრივი ნაცნობი იყო, რომელიც
ნახატის შეკვეთებს იძლეოდა და რომელმაც განსაკუთრებით მიიქცია ლუნას
ყურადღება თავისი პროვნული მახასითებლებით.
თხელი, ვარდისფერი ყვავილებით გაწყობილი შარფი ჰქონდა შემოხვეული
მარიტას და ცრემლიანი თვალებით იდგა სასახლესთან და კონსტანტინეს
გაფითრებულ სახეს დაყურებდა. მერე ერთი ღრმად ამოიახრა და უკან გაბრუნდა
ცრემლების მშრალებით. ვიღაც გამოელაპარაკა ამ მზეთუნახავ ქალს, რომელმაც
გაბედა და თქვა რომ ვუყვარდიო და მაშინ ის იოტისოდენა ეჭვიც გაქრა და
დარწმუნდა, რომ ნამდვილად ჯანაშიას რჩეული იყო მარიტა.
- გისმენ დემნა - ტელეფონს უპასუხა უკვე სახლისკენ მიმავალმა.
- ლუნა სად ხარ? - მანქანას მართავდა - შენი ნახვა მინდა.
- პანაშვიდზე ვიყავი ახლა გამოვედი. რა ხდება? - გარემოს ათვალიერებდა უცებ
გამსახურდიას მანქანა, რომ დალანდა შორი ახლოს.
- აი დაგინახე.
- ჩაეღიმა
ლუნას და ტელეფონი ქურთუკის ჯიბეში ჩაიცურა.
- მოდი, მოდი დაჯექი გაიყინებოდი - შიგნიდან გაუღო მანქანის კარი და
დაელოდა, როდის დაჯდებოდა.
- როგორ ხარ?
- კარგად, არა მიშავს.
- დამცავი ღვედი გაიკეთა და სახე გაუსწორა.
- შენ როგორ
ხარ? სამსახურიდან მოდიხარ?
- კი, სამსახურიდან მოვდივარ და შენთვის წერილი მოვიტანე.
- ე.წ ბარდაჩოკი
(ხელთათმანების ყუთი) გადმოახსნევინა და კონვერტზე მიუთითა.
- ეს რა არის? - გაკვირვებულმა შეატრიალ-შემოატრიალა ხელში კონვერტი.
- კონსტანტინემ დაგიტოვა წერილი. ნახე. მე არ წამიკითხავს.
- გაუღიმა და გზას
გაუსწორა თვალი.
კონსტანტინეს წერილი ლუნასთვის იყო, ამ წერილში ჯანაშია ყველაფერს ფარდას
ხდიდა, რაც კი ბუნდოვანი იყო ქალისთვის და რა თქმა უნდა წერდა მარიტაზე,
რომელიც მისი ცხოვრების სიყვარული იყო.
აი რა ეწერა წერილში:
ქალბატონო ლუნა, არ მინდა ეს წერილი პირველი და უკანასკნელი იყოს, თუმცა
ვშიშობ ასეა. ნეტავ იცოდეთ, როგორი მადლიერი ვიქნებოდი საკანში, რომ
მომინახულებდეთ, ვიცი ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ, თუმცა მაინც
სასიამოვნო იქნებოდა აქ, ამ ნესტიან, ათასი ბოროტი ადამიანით გავსილ საკანში
უბრალო ნაცნობის დანახვაც კი.
ახლა მინდა აგიხსნათ, რატომ მოვდიოდი მაინცდამაინც თქვენთან ნახატების
დასახატად, მინდა ყველაფერს ფარდა ავხადო, მაგრამ ახლაც ვიტყვი, რომ მე
მკვლელი არ ვყოფილვარ, მართალია ისეთი ნახატების დახატვას გთხოვდით
ცალსახაა ეჭვი გაგიჩნდებოდათ, მაგრამ ეს ფოტოები სხვა ადამიანის შეკვეთით
მომქონდა თქვენამდე, იმ ადამიანის მეშვეობით, ვინც თავად იღებდა ამ კადრებს.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა თავად, რატომ არ მოდიოდა, მაგრამ როგორც თავად
ამბობდა არ შეეძლო, ზუსტი მიზეზი მეც არ ვიცი, ამბობდა, რომ ხშირად საზღვარ
გარეთ უწევდა ყოფნა და დრო არ ჰქონდა თქვენამდე მოსასვლელად, ამიტომაც
მოვდიოდი მე. ქალბატონო ლუნა პატიებაც უნდა გთხოვოთ, ფოტოგრაფი ვარ-
თქო, რომ გითხარით მოვიტყუე, აბა სხვა საიდან უნდა მქონოდა ასეთი კადრები.
სისხლის იმდენად მეშინია, შეიძლება გული წამივიდეს დანახვაზე და განა,
როგორ გადავიღებდი იმ კადრებს, რაც თქვენ დაგახატინეთ ? ისიც მინდა იცოდეთ,
ვინც ფოტოებს მატანდა თქვენთან ვფიქრობ თქვენი ახლო მეგობარი თუ არა
ნაცნობი მაინც იქნება. თქვენს სახელს, რომ ვახსენებდი ხოლმე მახსოვს ჯერ
ბრაზი გადაუვლიდა სახეზე და მერე თვალები უციმციმებდა, ბოლომდე არ ვიცი
სძულხართ თუ უყვარხართ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ფრთხილად იყავით ამ
კაცთან. ეს ჩემი თხოვნა იქნება და გემუდარებით გაითვალისწინეთ.
კითხულობდა წერილს და არავინ ახსენდებოდა ისეთი ვინც ერთდროულად მისი
ნაცნობიც იყო და არასანდო ადამიანიც. წერილში კიდევ ეწერა რაღაცები, ლუნაზე,
კონსტანტინეზე და თავად გამსახურდიაზეც კი.
ქალბატონო ლუნა, ერთი კაცია ქალაქის პროკურორი, ვიცი, რომ იცნობთ, დემნა
გამსახურდია. თქვენზე იმდენად ზრუნავს, ჩემთან, უდანაშაულო ადამიანთანაც
კი გაუჭირდა თქვენი მარტო დატოვება, ნამდვილად არ ვიცი, რა ურთიერთობა
გაქვთ მასთან ან ადრე თუ იცნობდით ერთმანეთს, მაგრამ მას ნამდვილად
უყვარხართ და არ ატკინოთ გული. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი ამას , რომ
გეუბნებით, მაგრამ ვფიქრობ უნდა იცოდეთ, პროკურორს ერთი ბეჭედი აქვს,
ერთხელ დავინახე ჩაფიქრებული, როგორ ათამაშებდა ხელში ბეჭედს,
რომელზედაც შიგნითა მხარეს თქვენი სახელია ამოკვეთილი ლამაზი ასოებით.
არასოდეს დაკარგოთ ეს ადამიანი, თორემ მთელ დარჩენილ ცხოვრებას
სინანულში გაატარებთ და ეს იქნება ყველაზე მწარე და მძიმე სასჯელი საკუთარი
თავისთვის მისჯილი. დამიჯერეთ ძვირფასი ადამიანის ცხოვრებიდან მოშორება,
მისი დაკარგვა, მხოლოდ ტკივილით აგავსებთ, ისე როგორც მე. ალბათ
გაგიკვირდებათ ის რასაც ახლა გეტყვით, ერთი ქალი მიყვარდა მთელი ცხოვრება,
მარიტა ჰქვია. იმდე ნი გამბედაობა არასოდეს მქონია მისთვის მეთქვა, რომ
მიყვარს. თუ ოდესმე მასთან შეხვედრის შესაძლებლობა გექნებათ პირველი და
უკანასკნელი წერილი მინდა გადასცეთ ჩემგან, ამ კონვერტში მისი სურათია,
მარტივად იცნობთ. ულამაზესია, მზესავით ანათებს მისი თვალები, თავად კი
მუდამ მომღიმარი და ხალისიანია.
არ ვიცი, ჩემი სიმართლე ოდესმე თუ დამტკიცდება, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემ
გამო თქვენ ან მით უმეტეს მან იწუხოს. ჩემი შეცდომის შედეგებია ის , რასაც ახლა
ვიმკი. კიდევ ერთხელ გთხოვთ, მაპატიეთ თუ შეძლებთ ჩემი ტყუილები,
ვიმედოვნებ ჩემ მიმართ სულგრძელი იქნებით. მადლობა ყველაფრისთვის.
კონსტანტინე ჯანაშია , 2023 წელი.
გლდანის სასჯელაღსრულების ციხე.
წერილი შუაზე გაკეცა, კონვერტში მოათავსა, დამცავ ღვედს მარჯვენა ხელის
თითები შემოხვია, მარცხენა ხელი კალთაზე ედო და აშკარად ეტყობოდა, როგორ
უკანკალებდა.
- დემნა - ხმის კანკალით ამოიჩურჩულა.
- გისმენ ლუნა - თვალი როგორც კი შეავლო ლუნას წყლიან, ჩაწითლებულ
თვალებს, მერე აკანკალებულ ხელს წამში დაუბრუნდა რეალობას.
- მოხდა რამე? -
მანქანის სიჩქარეს მაქსიმალურად დაუკლო.
- აი მისამართი, მარიტასთან წამიყვანე.
- ხელის ნაკალით მიაწოდა პატარა
ფურცელი.
- მარიტა ვინ არის? - ცოტა არ იყოს გაუკვირდა - შენი მეგობარია?
- არა, კონსტანტინეს რჩეულია. აქ - კონვერტზე მიუთითა - მისთვის წერილია.
- კარგი, მარიტასთან წავიდეთ, მაგრამ შენ რა მოგწერა ეგეთი, რომ კანლაკებ? ასე
რამ აგანერვიულა ლუნა? - მანქანა გადააყენა და გააჩერა.
- არაფერია, ისეთი არაფერია.
- მარცხენა ხელი ჰაერში გაშალა კაცის სახის წინ და
ამ ჟესტით ანიშნა დამშვიდებულიყო.
- მშვიდად ვარ, მე არ ვნერვიულობ. უბრალოდ წერილს ვნახავ.
- კონვერტი
ხელიდან გამოაცალა და მანქანიდან გადავიდა.
- დამშვიდდი. ნუ ნერვიულობ.
-
უკვე მანქანიდან გადასულმა მოაძახა და კარა მიხურა.
ცოტა გაიარა, მერე კონვერტი გახსნა და წერილი ამოიღო, წაიკითხა, თუმცა ვერ
მიხვდა ამ კაცმა, საიდან იცოდა ამდენი რამ, თუნდაც ბეჭედზე. უემოციოდ გაკეცა
წერილი და კონვერტში დააბრუნა, ერთი ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და
მანქანისკენ მიბრუნდა. ლუნას პირზე აეფარებინა ხელი და თავდახრილი
ქვითინებდა.
მანქანაში დაჯდომისთანავე გამოაღო დემნამ ხელთათმანების ყუთი და კონვერტი
შეაგდო.
- წერილში რაც ეწერა...
- ფანჯრიდან გაიხედა - ყველაფერი სიმართლეა - მოკლედ
შეკრეჭილ თმაზე ჩამოისვა ხელი და მერე რულს შემოხვია გრძელი თითები.
ქალმა ნელა გაუსწორა სახე, თვალებში შეხედა.
- რა? - გონზე ვერ მოვიდა რას ეუბნებოდა ახლა ეს კაცი და ჩათვალა, რომ მოესმა
მისი ნათქვამი.
- წერილში რაც წერია, ყველაფერი სიმართლეა.
- ისევ გაუმეორა, ამჯერად უფრო
გაბედულად, მაგრამ გიორგობიანის ასული ხმის ამოღებას არ ჩქარობდა. დემნას
ფერებმა გადაუარა სახეზე, ასე გაუგებრად ლაპარაკობდა? მაინცდამაინც ის ერთი
სიტყვა უნდა უთხრას ლუნამ, რომ გაიგოს? - თუ მაინცდამაინც ის ერთადერთი
სიტყვა გჭირდება იყოს ეგრე.
- ამის თქმა და ლუნას მანქანიდან გადახტომა ერთი
იყო. გამსახურდიაც წამში გადავიდა მანქანიდან და მის წინ დადგა. ქერა თმას
ქარი უწეწავდა და სახეზე აყრიდა. თვალები ტირილისგან, ცხვირი და ქათქათა
ღაწვები სიცივისგან აუწითლდა.
მტკვრის მარჯვენა ნაპირზე იყვნენ, წყლიდან მონაბერი ქარი კი იმდენად ცივი იყო
სულ გაყინა გიორგობიანის ასული.
- დემნა არაფერი თქვა.
- შუბლზე დაიდო მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელით კი
დონჯი შემოიყარა და ბოლთის ცემას მოჰყვა.
- ლუნა ისე ნუ იქცევი თითქოს აქამდე არ იცოდი - თვალები დააწვრილა.
- დემნა! - მკაცრად უკივლა გიორგობიანმა.
- რა ლუნა? რა გინდა? - თავადაც ვეღარ მოთოკა ნერვები და უყვირა. გული ყელში
ებჯინებოდა და სუნთქვა უჭირდა. ასეთი ემოციური, ასეთი აღელვებული ბოლოს
მაშინ იყო ლუნასთან, რომ იჩხუბა, თუმცა ეს სიტუაცია სულ სხვა იყო ახლა იმ
სიტყვებს ამბობდა, რასაც ფიქრობდა, რომ ვერასოდეს იტყოდა.
- დანაშაულია
შენი სიყვარული? ხო მიყვარხარ, მიყვარხარ ლუნა, მთელი გულით, მთელი
არსებით. აქ - გულზე დაირტყა გაშლილი ხელი - აღარ შემიძლია ამის დატევა,
მიყვარხარ და თუ საჭირო იქნება მთელ ქალაქს კი არა მთელ საქართველოს,
მსოფლიოს გავაგებინებ ყველაფერს.
- თითქოს ლოდი მოეხსნა გულზე მიყვარხარ,
რომ თქვა და მიხვდა თურმე მთელი ცხოვრება, ოცდაცამეტი წელი ამ სიტყვის
თქმისთვის ჭირდებოდა, თურმე ოცდაცამეტი წელი ამ მომენტისთვის
ემზადებოდა და მხოლოდ ახლა მიხვდა რას ნიშნავს, თურმე როცა ნამდვილად
გიყვარს.
- ლუნა - შავი თვალები მიანათა ჯერ კიდევ გახევებულ ქალს და ოდნავ
მიუახლოვდა.
- მაპატიე ავღელვდი.
- დემნა - ისეთი სახე ჰქონდა გიორგობიანს გეგონება სამყარო თავზე ჩამოენგრა.
პირველად უთხრა დემნამ, რომ უყვარდა, პირველად გაიგონა მისი ნათქვამი
მიყვარხარ. ისე დაუარა ტანში ჟრუანტელმა, კანკალმა აიტანა ემოციებისგან, გული
ლამის იყო საგულედან ამოუხტებოდა ისე გამალებით უცემდა, ვერასოდეს
წარმოიდგენდა დემნას გამო თუ მოუწევდა ასეთ სიტუაციაში ყოფნა.
წარმოუდგენლად მიაჩნდა დემნასგან ნათქვამი მიყვარხარ. ვიდრე შეყვარებულები
იყვნენ სულ ფიქრობდა ნეტავ ოდესმე თუ მეტყვის, რომ ვუყვარვარო და ყოველი
შეხვედრისას ელოდა გამსახურდიასგან ამ სიტყვას. ლამის ოცნებად ჰქონდა
ქცეული დემნასგან ნათქვამი მიყვარხარ გაეგონა და ახლა, როცა ფაქტის წინაშე
დადგა სიხარული კი არა ლამის გული გაეგლიჯა მოულოდნელობისგან.
- ლუნა - ნიკაპზე ცერა და საჩვენებელი თითები მოკიდა - შემომხედე - თავი
ააწევინა და თვალებში შეხედა.
- შენ ხომ ყოველთვის გინდოდა მიყვარხარ
მეთქვა? - თვალს არ აშორებდა - მაგრამ ახლა როცა გითხარი შენს თვალებში
იგივეს ვერ ვხედავ, გიყურებ და შიშის გარდა არაფერი ჩანს შენს ლამაზ
თვალებში.
- ისეთი ხმა ჰქონდა, ისეთი სახე და თვალები შეუძლებლად მიმაჩნია
ასეთ კაცს უარი უთხრა. თვალები დაეხუჭა გიორგობიანს და ცრემლი
ჩამოუგორდა, სახიდან თითები მოაშორებინა, თვალები გაახილა და გვერდი
აუარა.
- სახლში წამიყვანე.
- მანქანის კარები გამოხსნა და დაჯდა. მხრებ ჩამოყრილი
იდგა და უყურებდა ქალს, რომელიც წლებია უკვე გაგიჟებით უყვარს, სამყაროს
ურჩევნია, უყურებდა ქალს, რომელიც ახლა მის მანქანაში იჯდა და მის გამო, მისი
ერთი სიტყვის, ერთი მიყვარხარ-ის თქმის გამო ტიროდა. განა აქამდე არ უნახავს
ატირებული?! ბევრჯერ თავად დემნას გამოც უტირა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად
ეტკინა, რადგან ქალი მისი გამხელილი გრძნობების გამო ტიროდა. მანქანაში
მძღოლის ადგილი დაიკავა და წამში გააქროლა მანქანა მაგისტრალზე.
გზა იყო ისეთი დამღლელი ლუნასთვის, ისეთი უსიამოვნო ერთი სული ჰქონდა
მანქანა გაჩერებულიყო და გადამხტარიყო აქედან. სახლთან როგორც კი გააჩერა
დემნამ მანქანა იმ წუთშივე გამოხსნა მანქანის კარი და ვიდრე გადავიდოდა
დემნამ გააჩერა.
- ერთი წუთით - მაჯაზე შემოხვია თხელი თითები და მანქანიდან გადასვლის
საშუალება არ მისცა.
- ერთი წუთით მომისმინე და მერე თუ გინდა საერთოდ
გავქრები შენი ცხოვრებიდან.
- ქურთუკის შიგნითა ჯიბიდან რაღაც ამოიღო - ნახე,
ეს ის ბეჭედია ჯანაშიას წერილში, რომ იყო ნახსენები.
- ხელის გულზე ის პატარა
ოქროსფერი რგოლი ედო შიგნითა მხარეს გიორგობიანის სახელი, რომ ეწერა.
- ისევ თუ ინახავდი არ მეგონა - ჩუმად თქვა ქალმა და ცრემლები ჩამოუგორდა.
ნაზად, ნელა, ხელის კანაკლით აიღო თითქოს ეშინოდა არაფერი დამართნოდა
ბეჭედს, რომელიც მის სახელს უკვე წლები იყო ატარებდა.
- ნუ ტირი - ცრემლები მოწმინდა და გაუღიმა.
- ეს ბეჭედი, როგორ არ უნდა
შემენახა? - თვალებში შეხედა. ბეჭედი, რომელიც ლუნას სახელს ატარებდა ჯერ
კიდევ ნიშნობამდე აჩუქა ქალმა. ორივეს ჰქონდა ასეთი ბეჭედი, დემნას ლუნას
სახელით ხოლო ლუნას დემნას სახელით. როცა ბეჭედი გაუკეთა ხელზე ქალმა
თან უთხრა, რომ უკან მისი სახელი, იმიტომ იყო ამოკვეთილი, რომ მუდამ
ხსომებოდა ქალი სახელად ლუნა. ქალი, რომელიც უყვარდა და რომელსაც
უყვარდა. აბ ბეჭდის დანახვისას მინდა სულ გახსენდებოდეს, რომ რამდენი
წელიც არ უნდა გავიდეს სულ მეყვარები, სადაც არ უნდა იყო.
ორივეს ახსოვდათ ეს ყველაფერი და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ
სიგიჟემდე უნდოდა ქალს ის დრო დაებრუნებინა, თავისი წარსული ასე ძლიერ
ჯერ არასოდეს მონატრებია.
- დემნა - ღრმად შეისუნთქა ჰაერი - მე წავალ.
- ხელი გააშლევინა და ბეჭედი
დაუდო მერე მანქანის კარი გამოხსნა და გადავიდა.
ბეჭედი რომ დატოვა დემნა უკვე ყველაფერს მიხვდა, პასუხი უკვე ნათელი იყო.
ლუნა სამუდამოდ დაკარგა.
- ლუნა - პატარა ფლეშკა მიაწოდა - გთხოვ, როცა შეძლებ ამას მოუსმინე.
კარგიო მხოლოდ თავი დაუქნია და სახლისკენ უკან მოუხედავად წავიდა.
***
- დიკო - ყურმილში უღრიალა უფროსმა - ჩქარა ჩემს კაბინეტში. კისრიტეხვით
გაიქცა ახალგაზრდა ასისტენტი უფროსის კაბინეტისკენ ხელში საბუთებ
მომარჯვებული.
- გისმენთ ბატონო, მეძახდით? - კართან აზუტულიყო საწყლად.
- დიახ, გეძახდი.
- სკამის საზურგეზე იყო გადაწოლილი და გამჭირვალე
თვალებით უყურებდა დიკოს.
- სად არის ის რაც გითხარი? საერთოდ რამეს
აკეთებ? შეასრულე რაც დაგავალე? - ოდნავ წამოწია თავი და მკაცრად უთხრა.
- დიახ, ყველაფერი გავაკეთე. აი აქ არის ყველაფერი ლუნა გიორგობიანზე, რაც
გაინტერესებდათ.
- ყოჩაღ.
- ჩაიღიმა - ახლა შეგიძლია სახლში წახვიდე.
უხმოდ გავიდა კაბინეტიდან და სკამზე მიესვენა.
- ერთხელაც ცოცხალი ვეღარ გამოვალ იმ კარიდან - თავისთვის ბუტბუტებდა და
თან წასასვლელად ემზადებოდა. ამასობაში გამჭირვალე თვალებამ ფურცლებს
გადახედა.
- ეს რა არის? ვის შეხვდა? რა უნდა ამ გამსახურდიას? რა არ ასვენებს? მაცადე
პროკურორო შენთვისაც გამოვნახავ თავისუფალ დროს.



აივანზე ზის, ჩაის ჭიქით ხელში, ფეხები ლითონის მოაჯირზე აქვს შემოწყობილი
და უყურებს წითელ მზეს, როგორ ჩადის, ჰორიზონტს მიღმა, როგორ იმალება და
ოხრავს. პიტნის ჩაი მოსვა და თვალები დახუჭა. თმა კოსად ჰქონდა შეკრული,
თუმცა რამდენიმე კულული მაინც ჩამოყროდა სახეზე. ეტყობოდა ბევრი ეტირა
გასული დღეების განმავლობაში, ისე ჰქონდა თვალები დასიებული შეუძლებელი
იყო ეს ვერ შეგემჩნია. ერთი კვირაა სახლიდან არ გასულა, ზის აქ ყოველ საღამოს
და ხელში პატარა ფლეშკას ათამაშებს. არ ვიცი რა უტრიალებს იმ პატარა თავში
და რაზე ფიქრობს ამდენს, მაგრამ ჩემი აზრით ვერ გადაუწყვეტია გახსნას თუ არა
ფლეშკა, წარმოდგენა არ აქვს იქ რა შეიძლება იყოს ჩაწერილი, ამიტომაც
ყოყმანობს. აღარ უნდა იმედი გაუცრუვდეს, გული ეტკინოს, წარსული
გაახსენდეს. ერთი კვირაა ისედაც დემნას სიტყვები არ ავიწყდება, როგორ
გაჰყვიროდა მიყვარხარო. თავადაც უყვარდა, როგორ არ უყვარდა, ამიტომაც არის
ასე ცუდად და ამიტომაც ვერ გადის გარეთ, სერიოზულად, დეპრესია ეწყება
ყოველ დილით და ყოველ საღამოს საკუთარ თავს გლოვობს, ყველაფრის გამო და
ჯერ ვერ შეძლო, ვერ გამოიგლოვა.
იმ დღესაც სულ ცოტა დააკლდა კისერზე, რომ არ ჩამოკიდებოდა გამსახურდიას,
თავშეკავება გამოავლინა. თვისება, რომელიც ყველაზე მეტად ხიბლავდა,
რომელიც ყველა თვისებაზე მეტად უნდოდა ჰქონდა და მხოლოდ იმან გაახარა
უკან გამობრუნებული თავშეკავება, რომ გამოიჩინა. ტიროდა თუმცა გულში
სიხარული ჰქონდა, რადგან თავის თავს აჩვენა, რომ საკუთარ თავზე მეტად მაინც
არავინ უყვარდა.
კიდევ ერთი ყლუპი ცხელი სითხე გადაუშვა ყელში და კიდევ ერთხელ
დააკვირდა ფლეშკას, ღრმად ამოიოხრა და ლეპტოპი გამოიტანა ოთახიდან. თან
უნდოდა სცოდნოდა რა იყო ჩაწერილი და თან ეშინოდა, კიდევ ერთ
გულისტკენას ვეღარ გადაიტანდა. თვალები დახუჭა და წამში დაუდგა წინ დემნას
სახე, ის კადრები თუ როგორ ეუბნებოდა, მიყვარხარ, ხო მიყვარხარ. რა შენი
სიყვარული დანაშაულია? არ შეიძლება? გააკანკალა, ხერხემალში დაუარა
ჟრუანტელმა და თვალები გაახილა. სურვილს ვეღარ გაუძლო და საქაღალდე
ხელის კანკალით გახსნა. ერთადერთი ვიდეო იყო ჩაწერილი. ჩართვისთანავე
დემნა გამოჩნდა, გაიღიმა და კამერა გაასწორა. რამდენიმე წამი ასე ღიმილიანი
სახით უყურა კამერას, მერე თავი ჩახარა და შუბლი მოისრისა. მერე ისევ შეხედა
კამერას და თავისი შავი, ოდნავ ჩაწითლებული, წყლიანი თვალები მიანათა
ლუნას.
ჩემი ლუნა, ჩემი ძვირფასი ქალი. ვიცი, ახლა მიყურებ და სანამ სათქმელზე
გადავალ მინდა ერთ რამეს დამპირდე, რომ არ იტირებ, არავითარ შემთხვევაში არ
იტირო, თუნდაც მე ვერ შევიკავო თავი პირობა მომეცი, რომ შენ არ იტირებ.
-
გა იღიმა. თავდახრილი იყო რამდენიმე წამი.
ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს ? იმ დღის გამო ძალიან ვემადლიერები
თორნიკეს და გეგას, რადგან შენი თავი მაპოვნინეს. არ ვიცი, როგორ და რანაირად,
მაგრამ ახლაც ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება, როგორ გაგიცანი, როგორ
ვცდილობდი შენთვის, მსოფლიოში ყველაზე ჯიუტი და უკარება გოგოსთვის
თავი მომეწონებია.
- ეცინება.
- აბაშიძე ისე დამცინოდა ლამის ხელი ავიღე
ყველაფერზე, თუმცა მაშინ ის მაინც ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ახლა კი
საერთოდ არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო.
- სახე დაუსერიოზულდა და კიდევ
ერთხელ თავი დახარა.
- გეგა აქამდე თუ კრინტს არ ძრავდა შენზე ახლა სულ შენი
სახელი აკერიათ პირზე, ელენეც კი აიყოლია, თუმცა რამდენიმე დღის წინ ისიც
მითხრა შეეშვი მაგ საქმეს მაინც არაფერი გამოვა და ლუნასაც ნუღარ დატანჯავო.
რა ვქნა ლუნა ? - თავი გვერდზე გადახარა და ცრემლი წამოუვიდა - როგორ
შემაყვარე ასე თავი ? რა გამიკეთე გიორგობიანო ? - ეღიმება - არასოდეს გითქვამს
ჩემთვის, მაგრამ მე მაინც მშვენივრად ვიცი, როგორ გქონდა ოცნებად ქცეული
ჩემგან ნათქვამი მიყვარხარ ერთხელ მაინც გაგეგონა. ისიც მშვენივრად ვიცი,
ყოველი ჩვენი შეხვედრისას, რომ ელოდი ჩემგან ა მ სიტყვას. ვიცი, როგორი
გულაჩქარებული ხსნიდი ჩემს ყველა მონაწერს იქნებ თუ პირისპირ თქმას ვერ
გავბედავდი მომეწერა მაინც.
- ლუ - თავი გვერდზე გადახარა - სიცოცხლეზე,
სამყაროზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. ჩემ თავზე მეტადაც მიყვარხარ. არ
ვიცი, სხვა რა უნდა ვთქვა, უბრალოდ მინდა შენს ცხოვრებაში, შენს ოცნებებში
ვიყო.
- რამდენიმე წამი უხმოდ უყურა ეკრანს, თვალებით იღიმოდა - ვეღარ
გაგიშვებ ლუნა... ვერ ვისწავლე გაშვება, ვერ ვისწავლე ერთ დროს მნიშვნელოვანი
ადამიანის უგზო- უკვლოდ გაშვება, სხვისთვის გამეტება, არ შემიძლია. ეგოისტი
ვარ და წარმოუდგენლად მიმაჩნია საყვარელი ადამიანის გაშვება, მისი
გადავიწყდება... ეს დანაშაულად მიმაჩნია და მიმძიმს სხვისთვის გაგიმეტო.
მიმძიმს , რადგან ჩემი თავისთვისაც ვერ გიმეტებ, იმდენად კარგი ხარ ,
განსაკუთრებული, სათუთი, ას ე მგონია ჩემად რომ დაგიგულო, მაინც ვერ
შევძლებ, გულს მოსვენების უფლება მივცე. ერთადერთი რაც მინდა სულ
გახსოვდეს ისაა , რომ მინდა ბავშვობის ოცნებასავით ამიხდე.
- ასე ვართ
მოწყობილი ადამიანიები, ვერც ჩვენთვის ვიმეტებთ და არც ის გვინდა სხვათან
გავუშვათ. ან თუ მაინც სხვასთან დავიგულებთ წასულს, არ გვინდა მათი
ბედნიერება რომ გავიგოთ. ეგოისტები ვართ. გვირჩევნია ცუდად იყვნენ და მათი
უბედურება გვესმოდეს, ვიდრე ის რომ კარგად არიან, სიცოცხლე უხარიათ,
სიყვარულით შექმნეს ოჯახი.
- კიდევ მინდოდა შენთვის რაღაცის თქმა, მაგრა მ აი
ახლა მუსიკა ჩაირთვება და რაც მე ვერ გითხარი ის გეტყვის.
გიორგობიანს პირობა არ მიუცია არ ვტირებო და ისე ქვითინებდა გულს ვეღარ
იბრუნებდა, რა უნდოდა ამ კაცს?! რატომ არ ანებებდა თავს?! განა ლუნას არ
უყვარდა, განა მას არ უნდოდა ბედნიერი, წყნარი ცხოვრება? როგორ შეეძლო
ყოველთვის ასე ემოციურად ელაპარაკნა?
მუსიკა, რომელზედაც გამსახურდიამ უთხრა, რომ ეტყოდა იმას რაც თავად ვერ
უთხრა გიგი ადამაშვილის შესრულებული „ირინოლა“ იყო.
ისე სასიამოვნოდ, ისმოდა ეს ტკბილი და თბილი ხმა. განა აქამდე არ ჰქონდა
მოსმენილი, უბრალოდ ამ სიტუაციაში, დემნას სიტყვების მერე უფრო მეტად
იმოქმედა.
მე რომ გელი იცოდე, ისე არსად გელიან...
ეს სიტყვები ყველაზე მეტად მოხვდა გულზე, ისე მძაფრად მოაწვა ემოციები,
ვეღაფერს ახერხებდა ტირილის გარდა.
შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია...
- ლუნა რატომ ტირი ბებო? - თავისი ფინჯანი დაბალ მაგიდაზე დადო და
საყვარელი შვილიშვილის გვერდით დაიკავა ადგილი. ერთი შეხედა ცრემლიანი
თვალებით და ისევ ტირილი აუვარდა.
- ბებო, ბებო - მხოლოდ ამას ამბობდა გულში ეკვრებოდა პატარა გოგოსავით.
მოხუცი კი თავის დამჭკნარ უთბილეს ხელებს უსვამდა თავზე და ეფერებოდა,
აწყნარებდა თუმცა ლუნა დაწყნარების ნაცვლად ტირილის უმატებდა.
- ბებო გენაცვალოს მითხარი რა მოხდა? - ეხვეწებოდა ქალი.
- ბებო გული ვატკინე, სხვა ადამიანების გამო დავზარალდით ორივე. საშინელი
ადამიანი ვარ ძალიან ვატკინე გული.
- ვის, ბებო ვის ატკინე გული? - განა არ იცოდა დემნაზე, რომ ლაპარაკობდა ლუნა?
ბებიამ ყველაფერი იცოდა. ისიც დაინახა, როგორ მოიყვანა სახლამდე ბოლოს,
მაგრამ უმცროსი გიორგობიანისთვის არაფერი უთქვამს.
- ბებო, დემნას ვატკინე გული და ეს საერთოდ არ დაუმსახურებია.
- რამდენიმე
დღის წინ მთელი ხმით, რომ უყვიროდა მიყვარხარო, მაშინ უნდა დაევიწყებინა
თავისი სიამაყე, მაგრამ რას ვიზავთ გოგოები ასეთები ვართ, მოგვწონს, საყვარელ
ადამიანთან, რომ ვჯიუტობთ და ეს იმდენ ხანს გრძელდება ვიდრე არ
მოგვბეზრდება და მერე როცა მივხვდებით, რომ ძალიან შევტოპეთ უკვე და დროა
გავჩერდეთ, რადგან ბოლოს და ბოლოს ყელში ამოუვა იმასაც ჩვენი კაპრიზები
შესაძლოა თავადვე აღარ მიგვიღოს უკან ჩვენთვის ძვირფასმა ადამიანმა.
- ლუნა, ხომ გიყვარს ბებო დემეტრე? - ცრემლიანი თვალებით დაუქნია თავი.
-
დემეტრემ იცის?
- არა.
- არ გინდა, რომ იცოდეს? - ფეხზე წამოხტა, თხელი ქურთუკი აიღო, ბებოს
ლოყები დაუკოცნა, მალე დავბრუნდებიო მიაძახა ოთახიდან გასულმა და გარეთ
გავარდა. არც შეუმჩნევია უკვე დაღამებული რომ იყო, ათის ნახევარს უჩნევებდა
საათი. ტაქსი გააჩერა და სასწრაფოდ უთხრა მისამართი, თუ შეიძლება სწრაფად
მიმიყვანეთქო ყოველ ხუთ წამში ეუბნებოდა მძღოლს და მაინც ვერ გაძლო
ბოლომდე, რამდენიმე კვარტლალის მოშორებით გააჩერა ტაქსი და მანქანიდან
გადახტა რასაც ჰქვია, ფეხით გაიქცა დემნას სახლისკენ, თუმცა იქ მისულს იმედი
გაუცრუვდა. დემნა გამსახურდია სახლში არ იყო. თავიდან უკან წასვლა დააპირა,
თუმცა მერე იქვე ტროტუარზე ჩამოჯდა იმ ფიქრით, რომ სულ ათი წუთი
დაიცდიდა და თუ არ მივიდოდა გამსახურდია, სახლში დაბრუნდებოდა, მაგრამ
ათ წუთს კიდევ ათი დაემატა და ასე გაგრძელდა იქამდე ვიდრე დემეტრეს შავი
ჯიპი არ გამოჩნდა და ფარებმა მიანათა.
ორი ღამე გადაბმულად იმუშავა წვეთი არ სძინებია და ისე იყო გათიშული, ლამის
საჭეზე ჩამოეძინა. ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდა სახლში და
დაიძინებდა. ზედმეტად დაღალა დაუმთავრებელმა თამაშებმა, გამუდმებით
მკვლელის დევნამ, ლუნას კაპრიზებმა და დაუნდობელმა ჩხუბმა. ადამიანური
ცხოვრება მოენატრა.
სახლს რომ მიუახლოვდა ტროტუარზე მჯდარი, მობუზული სილუეტი დალანდა,
წამიც არ დასჭირვებია ისე მალე მიხვდა ვინც იყო, მაგრამ აქ თან ამ დროს რა
უნდოდა? ტროტუარზე იჯდა, მუხლებზე მკლავები შემოეხვია და თავი ჩარგო.
დაღლილი იყო ამდენ ხნიანი მოლოდინით. მანქანის კარის ხმაზე თავი წამოწია
და გამსახურდია, რომ დაინახა ფეხზე წამოხტა.
- ლუნა? აქ რას აკეთებ? უკვე შუაღამეა, მოხდა რამე? - მიუახლოვდა ქალს და
საათს დახედა, სამი საათი და თხუთმეტი წუთი იყო.
- კი მოხდა.
- ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და თვალებში შეხედა.
- ვიცი
ბანალური ვიქნები, მაგრამ ვის აინტერესებს. არ ვიცი ახლა რას გავაკეთებ, არც ის
ვიცი ვინანებ თუ არა ამას ოდესმე, ალბათ ვინანებ, მაგრამ ვის აინტერესებს, ახლა
მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ წამს არაფერი მინდა სხვა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლა
აქ, შენთან მინდა ყოფნა და სხვა ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული.
- იმდენად
ჩუმად ამოთქვა კაცის კისერში, დაძაბულს რომ არ ესმინა პროკურორს ვერაფერს
გაიგებდა.
- ვიდეო ნახე? - ჰკითხა ჩუმად. ხელებიც ვერ შემოხვია, სამსახურის ჩანთა ეჭირა
ხელში და გახევებული იდგა.
- მე რომ გელი იცოდე ასე არსად გელიან...
- წაიღიღინა ქალმა და ცრემლი
ჩამოუგორდა.
- გიორგობიანო სახლში წადი, ემოციურ ფონზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას,
თორემ მერე ინანებ.
- სახეში შეხედა. როგორ არ უნდოდა ახლა ამ სიტყვების თქმა,
მაგრამ არც ის უნდოდა მერე სინანულისგან სინდისს შეეწუხებინა.
- არ ვიცი დემნა, შეიძლება ვინანო კიდეც, მაგრამ ამ წამს საერთოდ არ
მაინტერესებს, რა მოხდა მომავალში და ვინანებ თუ არა, მთავარია ახლა შენთან
ვიყო.
- მზერა არ მოუშორებია თვალებისთვის. თითქოს ამდენ ხანს ნაგროვებ
სითბოს ახლა ასხივებდა ერთიანად ამ ზღვისფერი, წყლიანი სფეროებიდან.
- ლუნა, ნუ მომცემ ისეთ იმედს რაც იცი, რომ გაცრუვდება.
- ეცადა გაეგო, გულით
უნდოდა თუ არა მასთან დაბრუნება. მთელი ცხოვრების სინანულში გატარებას
ჯობდა აქვე დაემთავრებინათ ყველაფერი.
- არ ვინანებ, გპირდები - ღიმილმა გაუპო ბაგე. სახეზე ჩამოყრილი თმა ცერა
თითით გადაუწია ყურს უკან გამსახურდიამ და თვალებში ჩააშტერდა. ოცნება,
რომელზეც ლუნა ეუბნებოდა არ აგიხდებაო აუხდა, თანაც ისე ზედმეტად თითიც,
რომ არ გაუტოკებია გამსახურდიას. თავისი ფეხით მივიდა მისი ოცნება მასთან.
- ლუნა არ ინანებ? - აცრემლებულ თვალებში ჩახედა პროკურორმა.
-
დარწმუნებული ხარ? - ისე უყურებდა თვალებში თითქოს იქ ეძებდა პასუხს.
- დარწმუნებული ვარ დემნა, დარწმუნებული.
- ამდენი კითხვით ნერვები აეშალა.
- მივდივარ, გავიყინე.
- ტუჩებთან მიტანილ თითებს სული შეუბერა და
ერთმანეთს გაუხახუნა.
- სად მიდიხარ? - თვალები დაახამხამა, ისე ეძინებოდა იმასაც ვეღარ ხვდებოდა
ლუნა სახლში, რომ უნდა წასულიყო.
- სახლში მივდივარ დემე, რა გჭირს? ძალიან დაიღალე ალბათ. მიდი დაისვენე მე
წავალ. ტკბილი ძილი.
- დაღმართზე დაეშვა, მერე უკან შებრუნდა და ხელი
დაუქნა ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილ კაცს ჯერაც უძრავად, რომ იდგა.
- ლუნა, ამ შუაღამეს მარტომ სად უნდა იარო, მოდი მანქანით წაგიყვან.
- გასაღები
აათამაშა ხელში და მანქანის კარი გამოხსნა.
- დაღლილი ხარ, დაისვენე. მე ტაქსი მელოდება ცოტა ქვემოთ - ისიც აღარ
ახსოვდა ტაქსიდან გამწარებული, რომ გადმოხტა რამდენიმე კვარტლის
მოშორებით და სირბილით მოვიდა გამსახურდიას სახლამდე. არ უნდოდა
დილამდე საჭესთან ყოფილიყო ისედაც მთელი დღე ვერ დაისვენებდა.
- ლუნა, დაჯექი. ოდესმე დღის საათებში გამიშვიხარ მარტო სახლში, ამ შუაღამეს,
რომ გაგიშვა? - წარბები მაღლა აზიდა და ნიშნის მოგებით უთხრა.
- უჰ, როგორ ცივა - დაჯდომისთანავე ჩართო გამათბობელი და თხელი თითების
გათბობა დაიწყო.
- აქამდე ლამის გეხვეწებოდი ჩემს გვერდით, რომ დამჯდარიყავი და ახლა ისე
დასკუპდი არც გიკითხავს - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა პროკურორმა.
- ახლა რაღაცები შეიცვალა.
- გიორგობიანმაც სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და
მღელვარებისგან გაყინული თითები კისერზე ჩამოისვა, გარეთ ისე იყურებოდა
გეგონება რაიმე საინტერესო, ლამაზი დაინახა.
- მაშინ...
- ხელი გაუწოდა თითები, რომ ერთმანეთში აეხლართათ და ოდნავ
ღიმილით გახედა.
- მახსოვს მანქანაში ყოფნისას ყველაფერზე მეტად გიყვარდა,
როცა ხელს ჩამკიდებდი.
- გული გაუთბა ქალს, როცა გააცნობიერა გამსახურდიას
მცირე დეტალებიც ახსოვდა მის შესახებ.
ახლა ნამდვილად ახალ ეტაპზე გადავიდნენ, მეორე სუნთქვა გაეხსნა ქალს, ნაცნობ
სხეულს, რომ ჩაეხუტა და ყველაზე ახლობლის სითბო, რომ შეიგრძნო.
როცა საბოლოოდ გააცნობიერა დანიელთან ვერ იქნებოდა, რადგან გამსახურდია
უყვარდა, მის გარეშე არსებობასაც წყვეტდა და საერთოდ ყველაფერს აზრი
ეკარგებოდა მაშინ შეიძინა ზუსტად ყველაფერმა აზრი.
ალბათ რთული იქნება დამშვიდებული გიორგობიანის წარმოდგენა, მაგრამ
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ისეთი მშვიდი იყო, მანამდე რომ არ ყოფილა.
თითქოს ერთიანად იგრძნო სიმშვიდე, აღარაფერზე ღალავდა, აღარაფერზე
ფიქრობდა გარდა იმ ადამიანისა ვინც გვერდით ეჯდა.
- ლუნა - გახედა კაცმა ღიმილით - მაინც ვერ ვხვდები, ამ შუაღამეს რამ მოგიარა?
- დაბრუნებულიყავი ადრე და აღარ იქნებოდა შუაღამე...
- ცხვირი აიბზუა და
სავარძელს მიეყრდნო თავით.
- ამდენი წლის მერეც არ გავიწყდება პრეტენზიები - ცალყბად ჩაეცინა
გამსახურდიას და თავი გადააქნია - ვიფიქრე ასაკი მოემატა და ცოტა
დაჭკვიანდებოდათქო, მაგრამ მგონი ახლა უფრო პრეტენზიული ხარ. ვსო უნდა
დაგშორდე.
- თვალის კუთხიდან დააკვირდა გიორგობიანის რეაქციას.
- ვერ გაძლებ უჩემოდ.
- ისე ამაყად უთხრა, თავდაჯერებულად, დარწმუნებულიც
კი იყო, დემნა ვეღარ შეეწინააღმეგებოდა და ნიშნის მოგებით გახედა, თუმცა
გამსახურდია ასე არ ფიქრობდა და პასუხიც შესაბამისი დაუბრუნა.
- კი, კი აშკარად ეტყობა ვინ ვერ გაძლებს უჩემოდ - ისევ გადააქნია თავი და
სიცილის შეკავება სცადა. დაღლასაც ვეღარ გრძნობდა ისე ართობდა ეს სიტუაცია.
- ბოლოს და ბოლოს შაუაღამეს მომაკითხე სახლთან.
- სასხვათაშორისოდ
ჩაილაპარაკა პროკურორმა.
- რა ბოროტი ხარ - მხარზე დაარტყა ხელი და თვითონაც გაეცინა.
- მადლობა
მითხარი სართოდ, რომ მოვედი.
- ოჰ, როგორი პატივია, მადლობელი გახლავართ - თავის დაკვრაც არ დავიწყებია.
მშვენივრად ხვდებოდა ორივე უაზროდ, რომ ხუმრობდნენ და კბენდნენ
ერთმანეთს, მაგრამ გაჩერება არც ერთს უნდოდა, განსაკუთრებით გამსახურდიას,
ისე ართობდა ეს სიტუაცია და სტატუსი, რომელიც ახლახანს აღიდგინა, ასეთი
ურთიერთობა არ ჰქონიათ. ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო და ამაზე ფიქრი
ერთი სიამოვნება გახლდათ მისთვის.
დემნას სიტყვებზე და ჟესტზეც ისე გახალისდა ქერა ქალბატონი გულიანად
გადაიხარხარა. ამ წამს ისეთი თავისუფლება იგრძნო, მთელი ცხოვრება რომ არ
უგრძვნია. მიხვდა, რომ ცოცხალი იყო, რომ ადამიანი იყო და შეეძლო ბედნიერი
ყოფილიყო საკუთარი თავით. დემნათი. კაცით, რომელიც უკვე ყველაზე დიდ და
მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
- აი, ჩემი სახლიც.
- დამცავი ღვედი შეიხსნა და დაელოდა, როდის გააჩერდებდა
მანქანას პროკურორი.
- წავედი, რომ მიხვალ მომწერე.
- ისე სწრაფად გადავიდა
მანქანიდან დემნამ გააზრებაც ვერ მოასწრო, მანქანიდან გადასულს, გააყოლა
თვალი და დაინახა, როგორ უქნევდა გიორგობიანი ხელს პირველ კლასელი
გოგოსავით და გაეღიმა. თავადაც აუწია ხელი და ანიშნა დაგირეკავო.
***
სახლის კარი, რამდენადაც შეეძლო იმდენად ფრთხილად შეაღო და რომ მიხვდა
როგორც მისი წასვლა და ისე მოსვლაც არავის გაუგია, ღრმად ამოსუნთქა, თუმცა
განა
როცა ვფიქრობთ რომ მორჩა, გადავრჩით, სამშვიდობოს ვართ, სწორედ მაშინ
გამოჩნდება ისეთი რაღაც წამებში რომ დაგიკარგავს ამდენი წლის ნანატრ
სიმშვიდეს.
- ლუნა მოხვედი? - და ხმა რომელიც მის ყურთა სმენას მისწვდა ლამის იყო გული
გაუხეთქა შიშისგან.
- ბებო - გულზე ედო ხელი და დამშვიდებას ცდილობდა.
- როგორ შემაშინე.
რატომ არ გძინავს? ლამისაა გათენდეს უკვე.
- რა სწორად თქვი, ლამისაა გათენდება უკვე და შენ სად ხარ ამდენ ხანს?
დემეტრესთან იყავი? - ჩაიცინა ისე ეშმაკურად, ლუნამ ახლაღა გაიაზრა რას
ნიშნავდა მისი ჩაცინება.
- ბებო?! - სიცილი შესკდა - არ გეკადრება - თვალებ დაქაჩუქული უყურებდა და
იცინოდა.
- რაო დემეტრემ მომიყევი, რა გითხრა, წამოდი ოთახში წავიდეთ, ნორამ არ
გაიგოს - ხელკავი გაუკეთა და ოთახისკენ წააცუნცულა. უმცროსი გიორგობიანი
სიცილს ვეღარ იკავებდა, ბებო ასეთი არ უნახავს და გაახსენდა წლების წინ
ნათქვამი: მოხუცები პატარა ბავშვებივით არიანო. მართალი იყო, ახლა ყველაზე
ნაკლებდ ჰგავდა ხანში შესულ ქალბატონს.
- შენ გინდა დავჯდე და ყველაფერი მოგიყვე თინეიჯერი გოგოსავით? გითხრა
დემნამ რა მითხრა და მე რა გავაკეთე? - გაკვირვებას ვერ მალავდა, რას
წარმოიდგენდა ბებიამისს ოდესმე ასე თუ გაეხარდებოდა და ასეთი ინტერესით
აევსებოდა თვალები ლუნას და დემნას შერიგების ამბის გაგებისას, მაგრამ
ადამიანს ცოტა უხარიაო და მით უმეტეს ბებოს, რომელიც თავისი შვილისშვილის
ბედნიერებას ხედავს.
- წავედი ბებო მეძინება - ლოყები დაუკოცნა და თბილად
გაუღიმა.
- ნორასთან არაფერი წამოგცდეს იცოდე.
- მთელი სერიოზულობით
უთხრა და ოთახში შევიდა.
- მიხვედი სახლში? - უპასუხა ტელეფონს, რომელიც რამდენიმე წამი მის ჯიბეში
ვიბრირებდა.
- არა, სამსახურში გავბრუნდი. მშვიდობით შეხვედი სახლში? - მანქანის კარის
მიხურვის ხმა იყო.
- რატომ? არ გეყო რაც იმუშავე? შუაღამეს დაბრუნდი და ახლა ისევ მანდ ხარ.
-
განა არ მოსწონდა ასე ერთგული რომ იყო თავისი საქმის, მაგრამ ასეც არ
შეიძლებოდა, ოდესმე ხომ უნდა დაესვენა. ცოდო იყო.
- ახალი სამხილები იპოვეს - თავის მართლებასავით უფრო ჟღერდა ეს სიტყვები,
ვიდრე საფუძვლიან მიზეზად.
- მშვიდობით შეხვედი სახლში? - თემა შეცვალა.
- კი, მაგრამ ბებოს არ ეძინა, თურმე მელოდებოდა.
- გაეცინა. რა ტკიბილი იყო
შეგრძნება, როცა საყვარელი ადამიანისთვის, თავისი სულის ნაწილისთვის უნდა
გაეზიარებინა, რა მოხდა იმ დღეს, რა გააკეთა მის გარეშე, სად წავიდა, ვის შეხვდა
და ასე შემდეგ, სრულიად უინტერესო თემებზეც შეეძლო ელაპარაკნა მასთან ისე
რომ ვერც გაეგო დრო როგორ გავიდოდა და ამ ყველაფერს არც შეეწუხებინა,
პირიქით ერთი სული ჰქონოდა როდის მიწერდა, როდის ნახავდა რომ მოეყოლა.
ყოველთვის ასე იყო, ერთმანეთზე იცოდნენ ყველაფერი და გულწრფელები იყვნენ
ყოველთვის. დემნამ ისიც კი იცოდა ლუნა თუ ვინმეს მოეწონებოდა, რაც ესოდენ
ხშირი შემთხვევა იყო, მერე ერთად იცინოდნენ ამ ყველაფერზე იმის შემდეგ რაც
გამსახურდიას გაბრაზება და ეჭვიანობა გადაუვლიდა.
- რაო მერე გაგიბრაზდა? - ჩაეცინა პროკურორს და ქალის პასუხს დაელოდა. თან
ახალ სამხილებს დიდი ინტერესით უყურებდა.
- ისე რომ იცოდე დღევანდელი ამბავი ბებოს დამსახურებაა.
- ჩაეცინა
გიორგობიანს და ბალიშს ჩაეხუტა, რა ექნა უყვარდა ასე წოლა.
- ყოველთვის
სასურველი სასიძო იყავი მისთვის და იმ ამბების შემდეგაც, სულ იმას
მეუბნებოდა დემეტრე არ იქნება დამნაშავე, დემეტრე ეგეთი არაა - ბებიას
გააჯავრა ლაპარაკის მანერაში და ისე შეჭმუხნა ცხვირი გეგონება გამსახურდია
დაინახავდა. ბოლოს მაინც გაიცინა.
- მართლა? რა საყვარელია.
- თბილად გაეღიმა კაცს და თავისი ტკბილი ბებო
გაახსენდა, რომელმაც გაზარდა და რაც შეეძლო ყველაფერი მისცა, გული
წყდებოდა ახლა რომ გვერდით აღარ ჰყავდა.
- კი ძალიან საყვარელია, დეტალურად აინტერესებდა ყველაფერი, რა მითხარი, მე
რა გავაკეთე, სახლში შენ მომიყვანე თუ სხვა ვინმემ.
- სიცილი აუტყდა მოხუცის
საქციელის გახსენებისას.
- თან იცი რა მითხრა? - სიცილის შეკავება უჭირდა -
ოთახში შევიდეთ ნორამ არ გაიგოსო.
- პირზე აიფარა ხელი ხმამაღლა რომ არ
გასცინებოდა. თუმცა დემნას ხარხარი რომ გაიგონა მაინც გაეცინა.
- ღმერთო, როგორ მიყვარს ეგ ქალი. მარტო ირინას შეუძლია ისე გამოგკითხოს
ყველაფერი, თან უხეშად არ გამოუვიდეს და თან თავისი ინტერესი
დაიკმაყოფილოს. ეს რა არის? - მეტად სერიოზული ხმა გაისმა ტელეფონში.
- დემე რა რა არის? რაზე მეკითხები? - პასუხის მოლოდინში გაირინდა.
- ლუნა წავედი, მერე დაგირეკავ - ისე სწრაფად დაემშვიდობა გააზრებაც რომ ვერ
მოასწრო გიორგობიანმა. რთული მისახვედრი არ იყო რაღაც ისეთი იპოვა რაც
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა.
ლუნა მოუსვენრობამ, პროკურორი კი დაუცხრომელმა ჟინმა შეიპყრო გაეგო ვის
ეკუთვნოდა ეს თითის ანაბეჭდი, თუმცა სამწუხაროა დილამდე ბევრს ვერაფერს
გააკეთებდა, მხოლოდ ის შეეძლო ანაბეჭდი აეღო. ციანოაკრილატის ორთქლი ამ
შემთხვევაში საუკეთესო იქნებოდა, ფხვნილის გამოყენება სარისკო იყო, არ
უნდოდა ფუნჯით დაეზიანებინა ანაბეჭდი, ასე რომ არჩევანი ორთქლზე გააკეთა.
ანაბეჭდი აიღო კონსტანტინე ჯანაშიას მკვლელობის დროს გადაღებული
ფოტოდან, ალბათ მკვლელს დაავიწყდა ხელთათმანის გაკეთება, მის და
სამწუხაროდ. მთელი კვირა ისე გავიდა ფოტო თავად არ შეუმოწმებია, ლუკამ რომ
დაურეკა რაღაც ახალი სამხილებია და მე დრო აღარ მაქვს სანახავად, თუ
შეგიძლია ნახეო, რას წარმოიდგენდა თითის ანაბეჭდებს თუ ეხებოდა საქმე.
წარმოუდგენელი იყო, უჭირდა დაჯერება, იქნებ რაღაც კარგად ვერ გააკეთა? იქნებ
სადმე შეცდომა გაეპარა? ეს... ეს შეუძლებელი იყო. აუცილებლად რაღაც ისე არ
იყო. არ შეიძლებოდა ეს სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ თუ ეს სიმართლე იყო,
ცხოვრება ძალიან სასტიკ თამაშს ეთამაშებოდა. თამაშს სადაც სადავეები სულ
სხვის ხელში იყო, ეს კი ძალიან არ მოსწონდა.
კი სულ ამობდა ცხოვრება ომია და ძლიერი უნდა იყოო, მაგრამ ვეღარ გაეგო აქ
ასეთ სიტუაციაში, ძლიერი როგორ უნდა ყოფილიყო. ყველაფერს ელოდა, სხვა
ნებისმიერი ადამიანის ანაბეჭდს, იმასაც კი ელოდა რომ ვერ გაერკვია ვის
ეკუთვნოდა ეს ანაბეჭდი, მაგრამ ამას საერთოდ ვერ წარმოიდგენდა. ამდენი ხანი
გვერდით ჰყავდა და ვერაფერი საეჭვო ვერ შეამჩნია. ცოტნე ასე თუ მოიქცეოდა
ოდესმე ვერ წარმოიდგენდა. ამდენ ხნიანი მეგობრობა, თანამშობლობა წამში
ფერფლად იქცა, ყველაფერმა ფასი დაკარგა.



ღმერთო, ახლა რა უნდა ვქნა?! უფრო საკუთარ თავს ეკითხებოდა გაუგებრობაში
მყოფი, ვიდრე ყოველივეს შემქმნელს. თავში წაიშინა ხელი, თავის თავზე
ბრაზდებოდა ამდენი ხანი რომ ვერაფერს მიხვდა. გონივრულად უნდა ემოქმედა,
ვიდრე ყველაფერს არ გაარკვევდა და არ დარწმუნდებოდა რომ მკვლელი
ნამდვილად ცოტნე იყო არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. საათის ციფერბლატს
დახედა თითქმის შვიდის ნახევარი იყო. ლუკას დაურეკა, წუხელ როცა ელაპარაკა
ბიჭმა თქვა კიდევ არის რაღაც წარწერა, იმდენად გაკრული ხელით წერია
ვერაფერი გავიგეო.
- ლუკა გამარჯობა, მაპატიე ვიცი ძალიან ადრეა, მაგრამ თუ შესაძლებელია მინდა
რომ სამსახურში მოხვიდე.
- ეცადა ხმაში არაფერი შეტყობოდა.
- დიახ, ახლავე გამოვალ.
- ჯერ კიდევ ძილბურანში იყო აშკარად ეტყობოდა.
პასუხი აღარ დაუბრუნებია ისე გაუთიშა. ახლა გიორგობიანს დაურეკა, რომელსაც
ასე მშვიდად, უშფოთველად ჯერ არ სძინებია.
- დემნა? დილა მშვიდობის - აშკარად იგრძნობოდა იმ წამის გაღვიძებული იყო,
თვალები ჯერაც არ ექნებოდა გახელილი, ალბათ გრძელი თითები სახეზე აქვს
აფარებული და ფანჯრიდან შემოპარულ მზის სხივებს ასე ეგუება.
- დილა მშვიდობის ლუნა - გამსახურდიასაც წამიერი ღიმილი მოჰგვარა ლუნას
ხმის გაგებამ. ეს ნამდვილად ის ქალი იყო, ვისაც შეეძლო კრიტიკულ და დაძაბულ
სიტუაციებშიც კი კაცის გაღიმება. დემნა ნამდვილად სწორ გზას ადგა. გზას
რომელიც ნამდვილ, წრფელ, სამუდამო ბედნიერებამდე მიიყვანდა ლუნასთან
ერთად და ეს ბედნიერება არასოდეს დამთავრდებოდა.
- რა ხდება? რამდენიმე საათის წინ არ დაგემშვიდობე? - ოდნავ წამოიწია საწოლში
და კომფორტულად მოთავსდა.
- ლუნა დღეს რა გეგმები გაქვს? - კითხვაზე კითხვით უპასუხა.
- არაფერი განსაკუთრებული, კესოს ბაღში წავიყვან მერე სახელოსნოში და
საღამოს თავისუფალი ვარ. რა ხდება?
- სახლთან დამელოდე მე გამოგივლით შენ და კესოს.
- ლუნას პასუხს არც
დალოდებია ისე გათიშა.
ზუსტად თხუთმეტ წუთში გამსახრდია ლუნას სახლთან იყო და მოუთმენლად
ელოდა როდის გამოვიდოდა სახლიდან მისი საყვარელი ქალი.
- დემე - თვალები გაუბრწყინდა პატარა კესარიას გამსახურდიას დანახვისას.
მამიდას ხელი გაუშვა და გაღიმებული კაცისკენ გაიქცა ხელებ გაშლილი რომ
ელოდა პატარა ონავარს.
- ჩემო პრინცესა, როგორ მომენატრე - გულში ჩაიკრა და ლოყები დაუკოცნა
პატარა ქალბატონს.
- მეც ძალიან მომენატრე, მამიდას ვუთხარი შენ სანახავად წამოვეყვანე და ძალიან
მოიწყინა, მაგრამ - ლუნასკენ გაიხედა - ახლა ისე იღიმის ძალიან უხარია რაღაც.
-
ჩუმად ჩაჩურჩულა ყურში და პირზე აიფარა ხელი სიცილის შესაკავებლად.
- რას ჩურჩულებ კეს? - ბავშვს მოუღუტუნა და გაიცინა.
- ლუნა როგორ ხარ? - გადაკოცნა კაცმა.
- შენ როგორ ხარ დემნა? წუხელაც გაათენე ხო? იცოდე ძალიან ვბრაზდები ასე რომ
იქცევი და ვიჩხუბებთ.
- გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
- არ დაიწყო რა, გთხოვ.
- უსიამოვნოდ გადააქნია თავი და თვალები დააწვრილა.
- აზრი აქვს ამ თემაზე ლაპარაკს - ხელი ჩაიქნია და მანქანისკენ წავიდა.
- მგონი მამიდა გაგიბრაზე - ჩუმად უჩურჩულა ბავშვს.
- შენი ოცნება ახდა? - პირზე აიფარა ონავარმა ხელები და თვალები სიხარულით
აენთო.
- თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან, ჩემი ოცნება.
- უპასუხა და თან ყელში
გემრიელად აკოცა.
- მესმის დემეტრე - გამოსძახა ზურგს უკან ლუნამ.
- რამეს ტყუილს ვამბობ ჩემო ლამაზო? - იცოდა ვერ იტანდა ასეთ მიმართვებს და
მიუხედავად იმისა საერთოდ არ იყო ამის განწყობაზე ამ შანსს ხელიდან ვერ
გაუშვებდა, თანაც არ იყო ის კაცი რომელიც სამსახურს და პირადს ერთმანეთში
ურევდა.
- დემეტრე! - თვალები დახუჭა - მოთმინების ფიალას ნუ ამივსებ ძალიან გთხოვ,
თორე შენი ოცნება ისევე წავა როგორც მოვიდა შენთან.
- გაუღიმა და მანქანაში
დაჯდა.
- თუ გავუშვებ კი წავა.
- არ ჩამორჩა თავადაც და ბავშვი უკანა სავარძელზე დასვა.
- კესოს ბაღში მივიყვანთ და მერე შენ მოგიტაცებ ცოტა ხნით.
- თვალი ჩაუკრა და
ოდნავ ჩაიღიმა.
კესო ბაღში მიიყვანეს და მერე კი ერთ-ერთ კაფეში დასხდნენ.
- დემე შენთან ყოფნა კი ძალიან კარგია, მაგრამ სამსახურში უნდა წავიდე -
დამწუხრებულმა უთხრა.
- მოდი პირდაპირ საქმეზე გადავალ.
- ღრმად ამოიოხრა და ჯიბიდან ორად
გაკეცილი ფურცელი ამოიღო.
- ჯანაშიას მკვლელობისას დატოვებული წარწერაა.
ფურცელი მიაწოდა - ხომ იცი არავის ვენდობი სხვას.
- თავის მართლებასავით
გამოუვიდა ეს სიტყვები, არადა მართალი იყო.
- დემე - შეშინებული თვალები მიანათა, ისედაც წყლიანი სფეროები კიდევ უფრო
აევსო ცრემლებით.
- რა მოხდა ლუნა? რა წერია? - ცოტა ანერვიულდა პროკურორიც.
- აქ... აქ წერია რომ შემდეგი მე ვიქნები - ცრემლი ჩამოუგდა - თუ.. თუ მის
სურვილს არ შევასრულებ და შენთან ურთიერთობას არ გავწყვეტ.
- შეშინებულმა
შეხედა კიდევ ერთხელ - დემე... მეშინია ისევ რომ განმეორდეს ყველაფერი.
- რით
შეეძლო ახლა დემნას ლუნას ნუგეში? როგორ მისცემდა იმის პირობას რომ
წარსული ისევ წინ არ დახვდებოდათ?
- არავის მივცემ უფლებას ტკივილი მოგაყენოს.
- თავი ააწევინა რომ თვალებში
შეეხედა.
- ხომ გჯერა ჩემი? ვიცი გეშინია და მეც მეშინია, შენს ისევ დაკარგვას ვერ
გადავიტან მაგრამ მინდა იცოდე, ჩემი შიში არაფერი იმასთან შედარებით როგორი
ძალითაც მინდა შენი დაცვა და ამას აუცილებლად გავაკეთებ.
- თვალებში
უყურებდა და იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა ლუნას შიში ლამის
უკვალოდ გაქრა.
- თანაც მგონი დამნაშავე უკვე ვიპოვე.
- ისე სასხვათაშორისოდ
თქვა თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი ეთქვას.
- რა? - თვალები გაუსწორა კაცს და იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა თვალებში.
-
დემე რას ამბობ? ანუ მალე ყველაფერი კარგად იქნება? დემნა...
- პირზე აიფარა
ხელები და სიხარულის ცრემლებმა გაიკვალეს ახლა გზა მის სახეზე.
- ჩუ - ტუჩებზე მიიდო კაცმა თითი და გიორგობიანს ანიშნა გაჩუმდიო - წუხელ
ვიპოვე რაღაც და თუ ის ანაბეჭდი არ ტყუა მაშინ ნამდვილად ამოვისუნთქებთ
ორივე.
- როგორც იქნა თავისუფლად სუნთქვას შევძლებ. ზუსტი პასუხი როდის
გეცოდინება?
- არ ვიცი, ალბათ დღესვე.
- საათის ციფერბლატს დახედა, რა უცებ გაფრინდა
დრო. საათზე მეტია რაც აქ არიან და ვერც იგრძნო გამსახურდიამ თუ ამდენი ხნის
მოსულები იყვნენ.
- ერთი წუთით - ტელეფონი ამოაცურა ჯიბიდან და ნომერს დახედა. დანიელი
ურეკავდა. განა გასაგები არ იყო რაც უთხრა? განა არ უთხრა შენთან აღარ
დავბრუნდებიო? ტელეფონს უპასუხა და დემნას ანიშნა ცოტა ხანს ჩუმად იყავიო.
- გისმენთ - მეტად მკაცრი და ოფიციალური ტონი ჰქონდა ქალს. გამსახურდიამ
ანიშნა ვინ არისო, მაგრამ ქალმა არაფერი უთხრა.
- როდიდან ვსაუბრობთ ასეთი ოფიციალური ტონით ჩემო ქალბატონო? -
დანიელი აშკარად არ ელოდა ასეთ საუბარს.
- რა გინდა დანიელ?- თვალები აატრიალა ქერამ.
- ჩვენ ერთმანეთს დავშორდით
და როგორც მახსოვს არც მეგობრებად დავრჩენილვართ.
- დანიელის სახელის
ხსენებაზე აქამდე მშვიდად მყოფმა პროკურორმა თვალები დაქაჩა. ტელეფონი
მომაწოდეო ლუნას ანიშნა თუმცა უშედეგოდ.
- თუ მეხსიერებასთან პრობლემები
გაქვს შეგახსენებ მე შენ დაგშორდი და არანაირი მიზეზი არ მაქვს ისე გელაპარაკო
როგორც შენ გესიამოვნება.
- ლუნა მინდა რომ შეგხვდე, მხოლოდ ერთი შანსი მომეცი, ერთხელ შემხვდი და
თავს დაგანებებ.
- ტელეფონზე აკრულმა გამსახურდიამ ისე გამოგლიჯა ლუნას
ხელიდან ტელეფონი აზრზეც ვერ მოვიდა ქალი.
- ახლა კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე რასაც გეტყვი მეორედ აღარ
გავიმეორებ. ლუნას შენთან ურთიერთობა რომ ნდომოდა დღეს მის გვერდით მე
არ ვიქნებოდი. მეორედ შენი ზარი აღარ შემოვიდეს აქ თორემ ასე წყნარად აღარ
დაგელაპარაკები.
- თვალები ისე აუელვარდა გეგონება ცეცხლი ანთიაო.
ყურებიდან ლამის ბოლი გამოუშვა მაგრამ საუბრისას მშვიდად თქვა ყველაფერი
თითქოს რობოტი იყო რომელსაც არაფერი ანაღვლებდა.
- ბატონო დემეტრე, როგორ გიკითხოთ? - ჩაეცინა ჭანტურიას.
- ლუნას ჩემთან
შეხვედრას შენ ვერ დაუშლი.
- არც ვაპირებ რამე დავუშალო, ჭკვიანი, დამოუკიდებელი ქალია და თავად იცის
რა და როგორ გააკეთოს. მე შენნაირი ავადმყოფი არ ვარ, რომ მას რამე ავუკრძალო.
მშვენივრად იცის ლუნამ რომ რასაც მოინდომებს ყველაფერში მხარს დავუჭერ და
დავეხმარები. ასე რომ შენ არ იდარდო, ლუნას თავად არ უნდა შენთან შეხვედრა
დანიელ.
- გაუთიშა.
- ჩემი ეჭვიანი შეყვარებული - სიცილი ატეხა ლუნამ.
- გიორგობიანო არ გამაბრაზო, თორემ წაგიყვან და დანიელთან დაგტოვებ -
გაეცინა თვითონაც.
- კარგი ხმას როგორ ამოვიღებ ჩემო ეჭვიანო.
- ჩუმად გაცინა და ხელები შემოხვია
წელზე.
- ჩემო ეჭვიანო.
- კიდევ ერთხელ თქვა გიორგობიანმა.
- ლუნა არ ვხუმრობ - გაცინა კაცსაც და ქერა კულულები აუჩეჩა.
- წამოდი
წავედით.
- სად მივდივართ?
- პაემანზე.
- ჩაეცინა კაცს. ხელი ჩაკიდა და შენობიდან გავიდნენ.
***
- ნანუკა როგორ ხარ? - მონატრებულ მეგობარს გადაეხვია - რამდენი ხანია აღარ
გვილაპარაკნია.
- და ვის აბრალებ მაგას? შენ დაიკარგე და კიდევ გიკვირს რატომ არ
გვილაპარაკია? - მერე გარეთ გაიხედა და თვალები რომ ლამის შუბლზე აუვიდა
მიხვდა გიორგობიანი დემნა დაინახა, მაგრამ ის ვერ ამოიცნო გაუხარდა თუ
უბრალოდ გაუკვირდა ნანუკას.
- სხვათაშორის ის ვინ არის გარეთ? მეჩვენება? -
მზერა გაუსწორა და მოუთმენლად დაელოდა პასუხს.
- არ გეჩვენება დემეტრეა - ღიმილით უთხრა და კარისკენ გაიხედა.
- როდის აპირებდი ჩემთვის თქმას? - ლამის ბოლი გაუშვა ყურებიდან ბრაზის
გამო.
- ის ვინ იყო რომ ამბობდა თინეიჯერი გოგო აღარ ვარო? - გულზე
გადაიჯვარედინა ხელები და გამომცდელად შეხედა.
- ვერ გიტან როცა ჩემ სიტყვებს მახსენებ.
- თვალები აატრიალა უსიამოვნოდ.
-
კესოს წასაყვანად მოვედი ბევრი დრო არ მაქვს.
- არ მაინტერესებს რისი დრო გაქვს საღამოს ჩემთან ამობრძანდი და ყველაფერი
დეტალურად მომახსენე. კეს მოდი საყვარელო აქ ვიღაც გელოდება.
- ქერა
ქალბატონს უთხრა და როცა მეტიჩარა გამოიყვანა საკლასო ოთახიდან ბატონი
გამსახურდია ლუნას გვერდით დახვდა.
- აჰ დიდი დრო გავიდა - ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად - როგორ ხარ?
- დემე ძია, მიყვარხარ - ხელები შემოხვია ბავშვმა, როცა კაცმა ხელში აიტაცა - რა
მაგარია რომ მოხვედი.
- შენ როგორ ხარ ნანუკა? მართლაც დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ რაც ბოლოს
შევხვდით ერთმანეთს.
- გაუღიმა ქალს და პატარა ონავარს კულულები აუჩეჩა.
- ჩემო პატარა მეც ძალიან მიყვარხარ.
- გაუცინა და ლოყები დაუკოცნა.
- ჩუ, მამიდა გაბრაზდება - ტუჩებზე მიიდო თითი.
- რატომ გაბრადება? - გულწრფელად გაუკვირდა პროკურორს.
- მიყვარხარ მარტო მამიდას უნდა უთხრა სხვას არა.
- ყურში უთხრა ჩუმად და
კაცმა რომ ხარხარი ვერ შეიკავა მხოლოდ მაშინ მიაქცია ლუნამ ყურდღება და
თავი ანება მეგობართან ლაპარაკს.
- წავედით? - ჰკითხა დემნამ ქალს და ხელი ჩაჰკიდა.
- კარგად ნანუკა, გამეხარდა
შენი ნახვა.
- რაზე იცინოდი? - მანქანაში ჩასხდნენ თუ არა ჰკითხა ლუნამ.
- ჩემი და კესარიას საიდუმლოა.
- სარკე გაასწორა და კესოს თვალი ჩაუკრა.
- სად მივდივართ დემე ძია? - პატარა ქალბატონი ძალიან ცნობისმოყვარეა.
- ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნოთ შენ და ლუნას - ქალისკენ გააპარა მზერა, განა
არ უთხრა პაემანზე მივდივართო?
- დემნა რა თქვი? სად მივდივართ? ვინ მეგობრები? იმედია გეგასთან არა. ძალიან
უხერხული იქნება. ელენეს წესიერად არც ვიცნობ.
- წუწუნს მოჰყვა გიორგობიანი.
- კაი დამშვიდდი. გეგას ხომ იცნობ? ელენეც ძალიან კარგი გოგოა, შეგიყვარდება.
-
ხელი მოუჭირა თითებზე რადგან აშკარად აუკანკალდა ლუნას თითები.
- თან
გეგას შვილი კესოს ბაღელია, ლაზარე. მგონი ტოლები არიან.
- სარკეში გახედა
ისევ ლუნას ასლს.
- კი ლაზარეს რა დამავიწყებს - თავისთვის ჩაილაპარაკა ლუნამ და კისერზე
ჩამოისვა ხელი უხერხუობისგან.
- რატო რა დაგავიწყებს? - პროკურორს საერთოდ აღარ ახსოვდა მათი პირველი
შეხვედრა წლების შემდეგ. ბაღის ეზოში, ლაზარეს წასაყვანად მოსული ლუნას
რომ შეეჩეხა. ერთი სიკვდილი მოკვდა მაშინ გიორგობიანი ბავშვთან ერთად რომ
დაინახა. იმ წამს ათასი ფიქრი უტრიალებდა გონებაში, მათ შორის ისიც რომ
დემეტრეს სიყვარული თურმე არასოდეს ყოფილა ნამდვილი, რადგან როცა ლუნა
იცდიდა, ელოდა, მის დაბრუნებას მან ცოლი შეირთო და შვილიც კი ჰყავდა.
როგორი საშინელი იქნებოდა ამის გააზრება გიორგოიანისთვის წარმოდგენაც კი
არ მინდა.
- ა, არაფერი ისე ვთქვი. კარგი ბიჭია.
- ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.
- ლუნა მატყუებ და ძალიან გთხოვ ეგრე ნუ იქცევი.
- მობეზრებულმა გახედა ისე
თითქოს მზერით უთხრა კარგად გიცნობ და ეგ ტყუილი არ გაგივა სჯობს
მითხრაო.
- არ გატყუებ - ისე უთხრა ეგონა დააჯერა თუმცა დემნა არც ეგრე მარტივად
მოტყუვდებოდა.
- აბა გისმენ, რატომ ვერ ივიწყებ ლაზარეს?
- ისეთი არაფერი, უბრალოდ შენი შვილი მეგონა.
- ფანჯრიდან გაიხედა ქალმა.
- რა? - ხარხარი აუტყდა წამში. - ვაიმე რა სულელი ხარ.
- დემეტრე ნუ დამცინი, ისე თბილად ნახე, აიტაცე ხელში. მომენატრეო
ეუბნებოდი რა უნდა მეფიქრა? - წამში გაუსწორა მზერა და შეტევაზე გადავიდა.
-
შენ ეგრე კესარია გეგონა ჩემი შვილი.
- ღმერთო, ლუნა ოცდაათი წლის ხარ და მაინც ისეთივე ბავშვი დარჩი როგორიც
იყავი - გაეცინა პროკურორს და მანქანა გააჩერა.
- წავედით.
- ხელი ჩაკიდა ლუნას და მასთან ერთად შევიდა კერძო სახლის ეზოში.
- როგორც იქნა მოხვედით - კარი ულამაზესმა ახალგაზრდა გოგონამ გააღო.
წითური თმა სარჭით ჰქონდა აკეცილი. ისეთი ლამაზი იყო, თვალი ვერ მოწყვიტა
გიორგობიანმა.
- ელენიკო როგორ ხარ? - მიესალმა დემნა და ქალიც გადეხვია.
- ასე უნდა დავიწყება? მოგაკლდა შენ ჩემი ხელი და დარიგებები - თავი გადაიქნია
სიცილით.
- ლუნა როგორ ხარ? გამარჯობა - გადაეხვია გიორგობიანს რომელიც ამ
უკანასკნელს საერთოდ არ ელოდა და იმასაც ვერ წარმოიდგენდა ასე თბილად თუ
შეხვდებოდნენ.
- როგორც იქნება მაქვს შენი ახლოს გაცნობის შესაძლებლობა,
ძალიან მიხარია.
- მეც ძალიან მიხარია შენი გაცნობა.
- ღიმილით უთხრა ლუნამ.
- პატარა ქალბატონო აბა მითხარი შენ ვინ ხარ? - ბავშვის წინ დაიხარა და თბილად
გაუღიმა. უყვარდა ეს ბავშვი თავისი ოინებით. თორნიკეს იცონობდა და ასე თუ
ისე ლუნაც იცოდა ვინ იყო და კესარიაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი მშვენივრად
იცნობდა. ისე უყვარდა ამ ბავშვისგან თავის წარდგენა ამ შანსს ხელიდან ვერ
გაუშვებდა.
- მე კესო ვარ, ლუნას ძმის შვილი. ლაზარე სახლშია? - თვალებდაქაჩული
ელაპარაკებოდა მეტიჩარა და თან ყველაგან ათვალიერებდა ლაზარეს, რომლის
ნახვაც ასე უნდოდა.
- კი ლაზარე სახლში.
- გაეცინა ელენეს და მისაღებში შეიპატიჟა სტუმრები.
- გეგა დიდი დრო გავიდა - ისე თბილად შეხვდნენ და გადაეხვივნენ ერთმანეთს
ელენეს გული გაუთბა.
- აი ელენე რომ გუბენებოდი ნახე რა მაგარი ცოლი მოვიყვანოთქო.
- გაეცინა
გამსახურდიას და ლუნას გახედა რომელიც ცოტა დაბნეულიყო.
- ნუ ბლატაობ ჯერ არაა შენი ცოლი.
- ენა გამოუყო წითურმა და ლუნას გაუცინა.
-
ლუ დემე კი კარგი ბიჭია მაგრამ...
- დემნას გახედა და სიცილი აუტყდა.
- შენ
მართლა მეცოდები ამასთან, სამსახურის იქით ვეღარ იხედება.
- მშვენივრად მიცნობს ლუნა, როგორიც ვარ იცის. ნუ ხარ შენ მწარე და ეგრე მალე
ნუ გავიწყდება როგორი ბიჭი ჩაგაგდებინე ხელში - თვალი ჩაუკრა გამსახურდიამ.
- აბა სულ მე არ ჩამაგდებინე, სამი თვე მდიეთ კუდში ორივემ ერთად - გაეცინა
ელენეს წარსულის გახსენებისას.
- ყველაფერს წარმოვიდგენდი დემნასთან დაკავშირებით , მაგრამ ის რომ თქვენ
ისევ ერთად იქნებოდით ამას ვერასოდეს.
- თქვა გეგამ და თვალი გაუსწორა
გამსახურდიას - მე და ელენე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე თქვენზე, ორივეს
ძალიან გვიხარია რომ ამდენი უბედურების შემდეგ ისევ მოძებნეთ ერთმანეთი.
-
თბილად გაიღიმა გეგამ და ყავის ჭიქები გამოართვა ცოლს.
- ეჰ გეგა ეგ ჩვენც ვერ წარმოგვედგინა, თან ლუნა ისეთი ჯიუტია იცი შენც. სანამ
არ მათქმევინა ის დალოცვილი სიტყვები...
- გააწყვეტინა ლუნამ.
- თქვი ახლაც, ის დალოცვილი სიტყვები - შეცინა სახეში და მოუთმენლობა
დაეტყო თვალებში. წინასწარ გააჟრიალა ტანში და ხერხემალში დაუარა
ნერვიულობამ.
- ლუნა - გაეცინა დემნას - ხომ იცი არ შემიძლია, მაშინაც იძულებული ვიყავი
თორემ განა არ ვიცოდი მთელი წლები მაგ სიტყვებს ელოდი. მე შენ მიყვარხარ.
ბედნიერი ხარ? - სახე ახლოს მიუტანა და შავი, ცეცხლისფრად აელვარებული
თვალებით გაუღიმა.
- კი, ძალიან - აცრემლებული თვალებით უთხრა და თავი მხარზე ჩამოდო.
- ელენე, ხომ გაგიგია რომ ამბობენ სიყვარული სამ წელს ძლებსო? - ცოლმა
ღიმილით დაუქნია თავი და დივნის კიდეზე ჩამოუჯდა ქმარს.
- ამათმა სიყვარულმა სამჯერ სამი წელი გაძლო და კიდევ უამრავ წელს
დაითვლის - დაამთავრა წითურმა გეგას სიტყვები.
- გირეკავენ მგონი - დაბალ მაგიდაზე გამსახურდიას ტელეფონი იდო. ლუკა
ურეკავდა.
- ორი წუთი გავალ.
- წამოდგა და გარეთ გავიდა.
სანამ პროკურორი ტელეფონზე ლაპარაკობდა ლუნამ ფინჯანი აიღო თბილი
სითხე მოსვა. გასვლა უნდოდა, ინტერესი კლავდა გაეგო რა მოხდა სამსახურში,
რატომ დაურეკა ლუკამ, რა უნდა მომხდარიყო ეგეთი სასწრაფო? ცქმუტავდა,
ვეღარ ისვენებდა ერთ ადგილას, ცოტაც და თუ დემნა არ შემოვიდოდა სახლში
ფეხზე წამოხტებოდა და გარეთ გაიქცეოდა.
- კარგი ლუკა, ახლავე მოვწესრიგდები და გამოვალ. კარგი, უჩემოდ აღარაფერი
გააკეთოთ. კარგი.
- იმდენად მკაცრი მზერა ჰქონდა წამით შეშინდა კიდეც
გიორგობიანი.
- დემნა - ფეხზე წამოდგა - რა ხდება?
- სამსახურში უნდა გავიქცე, შენ აქ დარჩი ახლა ყველაზე უფრო რთული
სიტუაციაა, შენი გარეთ გასვლა არ შეიძლება.
- სერიოზულად ელაპარაკებოდა და
თვალებში უყურებდა.
- მაგრამ არ შეგეშინდეს, მე ყველაფერს მოვაგვარებ და მერე
შენთან მოვალ.
- სახეზე ჩამოუსვა თითები და თვალცრემლიანი ქალი გულში
ჩაიკრა.
- დემე ზოგჯერ ძალიან მეშინია.
- ისე საწყლად ამოისლუკუნა გამსახურდიამ
წამით ინანა არაფერი არ უნდა მეთქვაო - შენი პროფესიის გამო ძალიან მეშინია.
მგონია რომ ამდენ დამნაშავესთან ურთიერთობით საფრთხე გექმნება და ამაზე
საშინელი არაფერია.
- ლუნა ხომ მენდობი? ხომ გჯერა ჩემი? მე ისევ შენთან ვიქნები, არაფერი
დამემართება.
- ხვეულ თმაში შეუცურა თითები და მოეფერა.
- არ იდარდო, მე
მალე დავბრუნდები.
- თავს გაუფრთხილდი.
- ეს იყო ბოლო რაც უთხრა კაცს.
- გეგა ერთი წუთით შეიძლება.
- ორივენი გარეთ გავიდნენ.
- ლუნა შენთან
დარჩეს, აქ უფრო უსაფრთხოდ იქნება, თორნიკე აღარ მინდა რომ ვანერვიულო,
ისედაც ჯერ არ დაგვილაგებია ურთიერთბა და ახლა ნერვები არ მაქვს, ხომ
ხვდები?
- კი კი რა პრობლემაა დარჩეს.
- წამშივე გაისმა აბაშიძის მშვიდი ხმა.
- სახლში რომ
შემოხვედი ფერი აღარ გედო სახეზე, ეგეთი რა მოხდა?
- ჩემი ვარაუდი გამართლდა.
- საათს დახედა და შუბლი მოისრისა.
- ცოტნე მკვლელია.



- მკვლელი თუ არა თანამზრახველი მაინც. ნერვები მაწყდება როგორ გამომეპარა
ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი.
- ყველაფერს ვერ გააკონტოლებ ასე რომ შენ თავს აბრალებ. რა შენი ბრალია
თავად თუ მკვლელი გახდა? უკვე აღიარა?
- კი ყველაფერი აღიარაო ლუკამ დამირეკა ახლა. ვისთან ერთადაც აკეთებდა ამ
ყველაფერს იმაზეც უთქვამს რაღაცები. მოკლედ უნდა გავიქცე და შენი იმედი
მაქვს.
- თუ რამეში დაგჭირდე აქ ვარ. დარეკე.
- გადაეხვია მეგობარს.
ახლა უფრო რთული იყო ყველაფრის გაგება და გამოძიება. წარსული
მეორდებოდა, ლუნა ისევ მის გვერდით იყო, ისევ იმ მკვლელს ეძებდა, მაგრამ
ერთი განსხვავება იყო, მაშინ თუ ლუნა საფრთხეში იყო და დემნასგან ხსნას
ელოდა, ახლა უსაფრთხოდ დატოვა მეგობართან და შედარებით მშვიდად იყო.
- სად არის?
- დაკითხვაზეა.
- იყო პასუხი. სასწრაფოდ გაემართა იმ ოთახისკენ სადაც ცოტნე
იყო. კარი შეაღო და იქ მყოფს ანიშნა მარტო დაგვტოვეო.
- ო, როგორი უშიშარი ხარ...
- სკამზე გადაწვა და გაიცინა.
- როგორ გაბედე? - მაგიდას დაარტყა ხელი.
- ხომ იცოდი სიცოცხლის ფასადაც
რომ დამჯდომოდა მაინც ვიპოვიდი მკვლელს და თურმე შენ ჩემ გვერდით იყავი.
- მაგიდას დაეყრდო და ცოტნესკენ დაიხარა.
- როგორ შემაშინე... უნდა გაგეგო რომ რაც შენ არ გეკუთვის იმას ხელი არ უნდა
ახლო.
- ზიზღით განაგრძო ლაპარაკი.
- ბევრი რამ არ გეკუთვნოდა, თუმცა ხელს
მაინც არ უშვებდი, იმისკენ ისწრაფვოდი რასაც სხვა იმსახურებდა.
- რა? ჩემი გშურდა? არ მჯერა, და ამის გამო მოკალი ჩვიდმეტი ადამიანი? მათ რა
დააშავეს? რა გინდოდა მათგან? ვისთან ერთად აკეთებდი ამ ყველაფერს? - ლამის
ჭკუიდან გადასულიყო, შურს თუ ამდენი უბედურების დატრიალება შეეძლო
ვერასოდეს წარმოიდგენდა.
- ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, მთავარი ისევ წინ არის. ფურორს
ვერასოდეს მოახდენ.
- გაიცინა.
- ავადმყოფი ხარ?!
ისე დახედა საათს თითქოს დემნას სიტყვები არც გაუგია და გაიცინა.
- დროა. ახლა ზარი შემოვა და იტყვიან რომ კიდევ ერთი გოგონა მოკლეს,
გარეუბანში, მერე შენ გაიქცევი შემთხვევის ადგილას, გეგონება რომ მკვლელს
გამოიჭერ და ხელში ფოტო შეგრჩება, რომლის უკანაც გაკრული ხელით
ნუსხახუცურ დამწერლობას ნახავ. და ისევ იგივე განმეორდება ასე უსასრულოდ,
ვიდრე თავად არ მობეზრდება და ჩაგბარდება.
- ზიზღით ლაპარაკს განაგრძობდა
და დამცინავ ღიმილს არ იშორებდა სახიდან.
- ათი წუთიც და...
***
- რამ მიგიყვანათ ამდენი მკვლელობის ჩადენამდე? - მეტად მშვიდად
მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. მსჯავრდებულმა თავი მაღლა აწია,
პროკურორს გაუსწორა მზერა და ჩაიცინა. ქერა თმაზე გადაისვა ხელი და მხრებში
გასწორდა.
- თქვენ პროკურორო.
- თვალი თვალში გაუყარა.
- გიკვირთ? - შეჩერდა - მეც
მიკვირდა, წლების მანძილზე ვერ გამეგო, რატომ მაინცდამაინც შენ და არა მე.
როგორ ახერხებდი ყოველთვის მისი ყურადღება შენსკენ ყოფილიყო მომართული
ვერ ვხვდებოდი. ლუნა, ჩემი საყვარელი ქალი იყო, არის და იქნება. ჩვიდმეტი
წელია მიყვარს და შენ ყოველთვის ხელს მიშლიდი მასთან ახლოს ყოფნაში.
- ბატონო მოსამართლე შეიძლება კითხვა დავსვა? - მშვიდი ხმით იკითხა
გამსახურდიამ და როცა მოსამართლისგან დასტური მიიღო ფეხზე წამოდგა.
- მსჯავრდებულო ჭანტურია, თქვენ ამბობთ რომ მე ვარ მიზეზი რის გამოც ამდენი
მკვლელობა ჩაიდინეთ. მაგრამ თუკი ეს ნამდვილად ასე იყო და ჩემი მიზეზით
მიხვედით ამ დანაშაულების ჩადენამდე, მაშ რატომ ის ადამიანები და არა მე? და
რატომ მაინცდამაინც გოგონები? შეგიძლიათ ამაზე მიპასუხოთ? - ჭანტურიამ
სიცილი დაიწყო.
- ბატონო დემნა, თქვენ საყვარელი ქალი წამართვით. უფრო სწორად მან
აგირჩიათ, ამიტომაც როცა იმ გოგონებს ვკლავდი, თვალწინ მედგა ჩემი
საყვარელი ქალი რომელმაც სხვაში გამცვალა. ეს იმხელა სიამოვნება იყო ჩემთვის,
სიტყვებით ვერ აღვწერ.
- თვალები დახუჭა და ვინ იცის რას იხსენებდა თავის
ბნელ და ბოროტ გონებაში, ასეთი ღიმილიანი სახე რომ ჰქონდა.
- მსჯავრდებულო ჭანტურია, თქვენ თავად ამბობთ რომ ქალბატონმა თავად
აირჩია ვისთან ყოფილიყო. მაშ, რატომ ადანაშაულებთ ბატონ პროკურორს, იმაში
რაშიც ბრალი არ მიუძღვის?
- ბატონო მოსამართლე, აქ იმყოფება ქალბატონი ლუნა გიორგობიანი, რომელიც
მზად არის ყველაფერი თქვას რაც ამ ამადამინთან აკავშირებდა.
- გთხოვთ ქალბატონო.
- მოსამართლემ ანიშნა აი იქ დადექიო. ფიცი დადო რომ
სიმართლეს იტყოდა და ცრემლიანი თვალებით დაიწყო ყველაფრის გახსენება, იმ
შემზარავი მოვლენების, თავისი ტანჯვის და ჯოჯოხეთის რაც იმ დღეებში
გამოიარა.
- ბატონო მოსამართლე, ბრალდებული ჩემი ახლო მეგობრის ნათესავი და ჩემი
კლასელია, ბავშვობიდან ვმეგობრობდით. სკოლის დამთავრების შემდეგ როგორც
ხდება ხოლმე ყველამ თავისი გზა მონახა და ალბათ ერთ-ორი წელი არც მინახავს.
ეს ის დრო იყო როცა მე და ბატონი პროკურორი ურთიერთობაში ვიყავით,
დაქორწინებას ვაპირებდით, თუმცა მე გამიტაცეს და სასტიკად მექცეოდნენ,
მაწამეს რასაც ჰქვია. იმ დროს ბრალდებული საქართველოში იყო თუ არა არ ვიცი,
მაგრამ ის ვიცი რომ ჩემი მეგობარი ნანუკა ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ნახა
და საქართველოდან წავიდა.
- ქალბატონო გიორგობიანო, იცოდით ბატონი ბრალდებულის გრძნობების
შესახებ რომელიც ჩვიდმეტი წლის მანძილზე თქვენს მიმართ ჰქონდათ? ან თუ
ოდესმე მიგიციათ მისთვის იმის საბაბი რომ შეყვარებოდით?
- არა ბატონო მოსამართლე, საბაბი არ მიმიცია. გრძნობებზე კი დაახოებით რვა
თვის წინ მესაუბრა, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო.
- ქალბატონო გიორგობიანო ექვს თვეზე მეტი ხანი ურთიერთობაში იყავით
ბრალდებულ ჭანტურიასთან? ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- დიახ,ბატონო მოსამართლე ვადასტურებ.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი გატაცების დღეები?
- დიახ,
- ღრმად ამოისუნთქა და რამდენი წამი დემნას უყურებდა რომელსაც
დამიჯერეთ ლუნაზე არანაკლებ ესიკვდილებოდა ამ ამბავის გახსენება. ერთი
გააქნია უარყოფის ნიშნად თავი არ მოჰყვეო, მაგრამ ლუნამ თავი დაუქნია და
ოდნავ გაუღიმა შემდეგ კი საუბარი განაგრძო.
- ყველაფერი ზუსტად არ მახსოვს,
გონება ორჯერ დავკარგე იმ სამი დღის მანძილზე. მაგრამ ის კარგად მახსოვს
მუდამ ნიღბით მოდიოდა, თუმცა მის შეყვითლებულ თმას მაინც ყოველთვის
ვხედავდი, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი დანიელს თუ ასეთი რამის
გაკეთება შეეძლო. ბოლოს როცა ბატონმა პროკურორმა და პოლიციამ გვიპოვა,
ჩემი მოკვლა გადაწყვიტა, მუცლის არეი ღრმა ჭრილობა დამიტოვა, თუმცა
საბედნიეროდ გადავრჩი.
- რომ მომკვდარიყავი ამდენი ქალი აღარ მოკვდებოდა. ისინი შენი იმ
დღევანდელი გადარჩენისთვის იღებდნენ მსხვერპლს და ეს არა მარტო შენ გამო
დემეტრეს გამოც ხდებოდა რადგან მუდამ ხელს მიშლიდა შენს სიახლოვეს
ვყოფილიყავი.
- ყვითლებულ თმაზე გადაისვა ხელი და სკამზე გადაწვა. ახლა
ბრალდებულს კი არა ისეთ ადამიანს ჰგავდა რომელიც თავისი საქციელით
ამაყობდა და ასეც იყო, იმდენად ავადმყოფი იყო სიამოვნებას ღებულობდა
თითოეული მკვლელობით და ამაყობდა ერთი ქალის სიყვარულის გამო ამდენ
ადამიანს რომ მოუსწრაფა სიცოცხლე, მათ შორის საყვარელი ქალის მამასაც
რომელიც შემთხვევით მოხვდა მკვლელობის ადგილას და პოლიციაში რეკავდა.
- ასეთი ავადმყოფი და ცივსისხლიანი როგორ ხარ? მამა მომიკალი, ცხოვრება
გამინადგურე და მერე ჩემთან ერთად წუხდი ყვლაფერზე რაც გადავიტანე. ასეთი
ორპირი როგორ ხარ? ამდენი ბოროტება გამიკეთე, საყვარელი ადამიანები
წამართვი და როგორღა შეგეძლო ჩემთვის გეთქვა რომ გიყვარვარ? მითხარი
როგორ? უვარგისი ადამიანი ხარ, შენ სიცოცხლეში ვერ გაიხარებ იმ ადამიანების
ცოდვით ვისაც სიცოცხლე გაუმწარე და დამიჯერე მე პირველი ვიქნები ვისი
ცოდვაც არ გაგახარებს.
- დემნა მიხვდა თავის კონტროლი უჭირდა და სიტყვის
უთქმელად მივიდა ლუნასთან და მოსამართლის თანხმობის შემდეგ ელენეს
სთხოვა გარეთ გაეყვანა აკანკალებული გიორგობიანი.
განაჩენის გამოცხადების დროც დადგა და მოსამართლის მკაცრი ხმა გაისმა
დარბაზში.
- თქვენ დაკავებული ხართ სისხლის სამართლის კოდექსის ასმერვე: „განზრახ
მკვლელობა“
- ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას
ათიდან თხუთმეტ წალმდე. ასმეჩვიდმეტე: „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანება“ - ის მუხლით, რომელიც მოიცავს: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ანდა რომელმაც გამოიწვია
მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის
დაკარგა, ფსიქიკური ავადმყოფობა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან
ჯანმრთელობის სხვაგავარი ისეთი დაზიანება რაც სახიაფათოა სიცოცხლისთვის
და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი
მესამედით დაკარგვასთან, ან წინასწარი შეცნობით პროფესიული
შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან რომელიც ისჯება თავისუფლების
აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. თქვენ ასევე ჩამოგერთვათ ყველა
უფლება იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
- მოსამართლის ჩაქუჩის ხმა
მკაფიოდ გაისმა სასამართლო დარბაზში გადაწყვეტილების მიღების დასტურად.
იქ მყოფი ადამიანების უმეტესობა თითქოს დარწმუნებულიც იყო სამუდამო
პატიმრობა არ ასცდებოდა მკვლელს და ვინ იცის რამდენი წელი მოუწევდა ციხის
კედლების ხეხვა. მაგრამ დარბაზში იყვნენ ისეთებიც ვისთვისაც სრული შოკი იყო,
ჯერ ის მკვლელობის მუხლით რომ იყო აყვანილი ეს ადამიანი და მერე საერთოდ
ოცი წელი რომ მიუსაჯეს, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთან.
- შეუძლებელია, ის მკვლელი არ არის, მკვლელი ვერ იქნებოდა. ღმერთო არა.
-
თავისთვის ბუტბუტებდა მსჯავრდებულის ნათესავი.
- გამოვალ და სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ დემნა გამსახურდია.
დაიმახსოვრე, გაგანადგურებ.
- მკაფიოდ გაისმა, ქერა კაცის ხმა სასამართლოში.
- ბრალდებულო ჭანტურია, დამშვიდდით. განმეორებითი მუქარის შემთხვევაშ
რომელიც წარმოთქმული იქნება პროკურორის მიმართ თავისუფლების აღკვეთით
დაისჯებით ერთი წლის ვადით.
- სიცოცხლეს გაგიმწარებ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ.
- არ ჩუმდებოდა ქერა კაცი და
მისი თანამოაზრე ცოტნეც ეთახმებოდა.
- თქვენ დაპატიმრებული ხართ ზემოთ აღნიშნული ასმერვე და ასმეჩვიდმეტე
ასევე ასეორმოცდამეთერთმეტე მუხლის მუქარა-ის საფუძველზე რომელიც
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ნულიდან ერთ წლამდე.
- ჩაქუჩის ხმა უკვე
მეორედ გაისმა და ბრალდებულებიც გაიყვანეს.
***
- ლუნა დამთავრდა ყველაფერი და მე აქ ვარ შენთან ვარ. ნუ გეშინია.
-
ამშვიდებდა აქვითინებულ ქალბატონს - ახლა უსაფრთხოდ ხარ.
- დემნა როგორ არ შევიტანე მასში ეჭვი ვერ ვხვდები. როგორ ვენდე და
ვხვდებოდი, ღმერთო ეს როგორ დავუშვი. ცრემლებს აყოლებდა სიტყვებს და
თავის ყველაზე დიდ წუხილს უზიარებდა ადამიანს, რომელიც ლამის მისი
სისხლი და ხორცი გამხდარიყო ისე შეეყვარებინა.
- არა უშავს ლუნა, სახლში წავიდეთ. დამშვიდდი.
- ფეხზე წამოაყენა გიორგობიანი
და მანქანაში ჩასვა.
- სახლში წასვლა არ მინდა დემნა - ჯერ კიდევ ცრემლებით სავსე ჰქონდა თვალები
და როცა კაცმა სახეში შეხედა მიხვდა, ზღვარზე იყო.
ცოტაც გაიარეს მანქანით და საბოლოოდ ძველ თბილისში მანქანა გააჩერა და
ფეხით გაისეირნეს. ხელი-ხელ ჩაკიებულნი მიაბიჯებდნენ ქუჩაში და ქალაქის
ყველაზე ლამაზ, ისტორიულ ადგილებს ათვალიერებდნენ. უყვარდა
გიორგობიანს ძველი თბილისის ქუჩები, წლების წინაც ყველაზე მეტჯერ აქ
სეირნობდნენ ხოლმე, ახლაც ცოტა ხასიათზე მოვიდა ქალი და წარსულის ტკბილ
მოგონებებს ღიმილით ახსენებდა ქალაქის პროკურორს.
- მიყვარს ეს ქუჩები - გულწრფელმა ღიმილმა გაუპო ბაგე - შენ კი ნამდვილი
მოხერხებული მელა ხარ.
- მელა? - გაიკვირვა გამსახურდიამ - მე მეუბნები?
- დიახ თქვენ გეუბნებით ბატონო პროკურორო, ძალიან მოხერხებული მელა ხარ,
იცოდი განწყობას რაც გამომიკეთებდა - სახეში შეცინა და მკლავზე შემოხვია
თხელი თითები.
- მადლობა.
- ჩუმად წაიჩურჩულა და მხარზე ჩამოდო თავი.
დემნას აღარაფერი უთქვამს მხოლოდ გაიღიმა და გზა განაგრძო.
ამბობენ როცა ქალი ნერვიულობს ძალიან ბევრს ლაპარაკობს და ვერ ჩერდებაო,
ლუნაც ასე იყო, სიჩუმე არ შეეძლო, ახლა მხოლოდ საუბარი უნდოდა და
ბოლომდე დაცლა. სრულიად შეეცვალა სახე გიორგობიანს, თვალებში სევდა
ჩაუდგა და ის წყლიანი ზღვისფერი სფეროები უფრო მეტად აევსო ცრემლებით და
საბოლოოდ ვეღარ შეიკავა თავი და სრუტუნის ჩუმი ხმა რომ გაიგონა კაცმა
მიხვდა ლუნა ტიროდა.
- ლუნა, ჩემო ძვირფასო - ცრემლები მოწმინდა - მელაპარაკე. რატომ ტირი? - მუჭი
გაისვა ლოყაზე ქალმა და დემნას ცივი თითები, რომ იგრძნო მაჯაზე თითქოს
გამოფხიზლდა. იქ სადაც შრამი ჰქონდა, წარსულის დიდი და ყველაზე მწარე
მოგონება, შეხებისას კიდევ ერთხელ შეახსენა თავი ორივეს და ლუნაზე მეტად
დემნას მოუკლა გული მისმა იარებმა.
- დემნა - ამოიტირა ქალმა - მაპატიე, ვეღარ ვუძლებ. ყველაფერი რომ მახსენდება,
წარსული, ჩემი გატაცება - მაჯები დაანახა - ეს შრამები, სუნთქვა აღარ მყოფნის...
- გთხოვ ლუნა, აქ არ გვინდა - შეეხვეწა თავადაც უკვე გულაჩუყებული,
სინდისაყეფებული. ცოფიანი ძაღლივით ჰქონდა ჩავლებული კბილები ახლა
სინდისს მისთვის და არაფრისდიდებით არ უშვებდა კბილს.
- სახლში წავიდეთ.
- ხელის მტევანი ტუჩებთან მიიტანა და ნელა შეეხო შრამზე. უნებურად დაეხუჭა
თვალები და ტუჩების კანკალს ცრემლებიც მოჰყვა. და ახლა ყველაზე რთული
აღმოჩნდა თავის შეკავება. კანკალებდა და ცრემლები უხმოდ ცვიოდა.
იდგნენ ძველი თბილისის რომელიღაც უბანში, ერთმანეთის პირისპირ და
ვერცერთი იკავებდა ცრემლებს. ტვინში სისხლი ექცეოდა იმის გახსენებაზე რაც
ქალმა გამოიარა და ან სად იცოდა ყველაფერი, სად ენახა ან როგორ წარმოედგინა
რაც ლუნამ გადაიტანა. იდგნენ ძველი თბილისის რომელიღაც უბანში,
ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთის სევდას და ტკივილებს იზიარებდნენ.
- ლუნა, მაპატიე, ძალიან ვწუხვარ ამის გადატანა, რომ მოგიხდა. პირობას გაძლევ
დღეის შემდეგ ყველაფერი იმაზე კარგად იქნება ვიდრე ოდესმე ყოფილა. პირობას
გაძლევ ამის შემდეგ მხოლოდ სიხარულისგან იტირებ, იქნები ყველაზე ბედნიერი
და ლაღი ქალბატონი... ჩემი სიყვარული ქალბატონი.
- ჩუმად თქვა ბოლო
სიტყვები და სახიდან თმა გადაუწია ქალს. გაიღიმა. აბედნიერებდა ამ ქალის
გვერდით დგომა, თუნდაც ეტირათ, გასაჭირი ჰქონოდათ მაინც ყველაზე
ბედნიერი იყო ლუნას გვერდით.
- არც კი ვიცი დემნა - ღრმად ამოიოხრა და გზა განარძო - შევძლებთ კი
ბედნიერები ვიყოთ? ვიმსახურებ შენს გვერდით ყოფნის ბედნიერებას? ერთხელ
გაგიშვი და ახლაც მეშინია ხელი არ გკრა ისევ.
- გაჩერდა და თვალი გაუსწორა მის
შავ თვალებს, გაბრაზებისას ცეცხლი რომ ენთებოდა.
- რა თქმა უნდა ლუნა, ბედნიერებას ყველა ადამიანი იმსახურებს. მით უმეტეს შენ
და მე. იმდენი რამ გადავიტანეთ, იმდენ ქარიშხალს გაუძელი, იმდენჯერ დაგემხო
თავზე ცხოვრება და მაინც როგორი ძლიერი ქალი ხარ. თუ ვინმე იმსახურებას
ბედნიერებას შენ პირველი ხარ მათ შორის და ამაში ეჭვი აღარასოდეს შეგეპარასო.
- გაჩერდა თავი გვერდე გადახარა - და თუ ცხოვრება არ აპირებს შენთვის
ბედნიერების გამომეტებას მე ვაპირებ და დამიჯერე აუცილებლად იქნები
ყველაზე ბედნიერი ქალი.
აღარაფერი უთქვამს გიორგობიანს თვალები ცრემლებით აევსო და გულში ჩაეკრა
კაცს.
- დიდი მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ.
გვიან მიიყვანა სახლში უკვე დამშვიდებული და ისევ ღიმილიანი.
- ბებო მე მელოდებოდი? - სახლში სანამ შევიდა დაინახა როგორ ამოეფარა
მოთვალთვალე ბებია ფარდას, არ დამინახონო და საყვარელ შვილიშვილს და
საოცნებო სიძეს ფარდის უკნიდან დაუწყო დაკვირვება.
- დემეტრეს ნახვა მინდა, დაუძახე მოვიდეს.
- გარეთ გაცუნცულდა ქალი და კარში
ჩადგა.
- ბებო ამ შუაღამეს? - გაეჩინა უმცროს გიორგობიანს.
- ოჰ შენ თუ ნახულობ ამ შუაღამეს მე რა? მიდი მიდი დიდი ხანია არარ მინახავს -
სწრაფად უთხრა და დაელოდა როდის დარეკავდა ლუნა.
- დემნა
- გისმენ ლუნა, რამე მოხდა?
- კი.
- რა მოხდა?
- შეგიძლია მობრუნდე? ბებოს უნდა შენი ნახვა - გაეცინა და თან ბებიას შეხედა
სასიძოს როგორ მოუთმენლად ელოდა.
- რა? - გაეცინა კაცსაც.
- ბებოს უნდა ჩემი ნახვაა? ღმერთო რა საყვარელია.
მოვდივარ.
- ხარხარებდა კაცი.
- შენ გენაცვალე ბებია, როგორ მომანატრე თავი - მოეხვია ქალი და ლოყები
პატარა ბავშვივით დაუკოცა.
- მეც მომენატრე ბებია. მაგრამ შენი შვილიშვილია მოსაკლავი ერთხელ არ
შემომიპატიჟა რომ მენახე, მაგრამ რას მოვკლავ ბებია, მიყვარს.
- ლუნას ჩაუკრა
თვალი და ბებიას გაუცინა.
- დემეტრე მალე უნდა დაქორწინდეთ ბებია, თქვენ შვილს ხო უნდა მოვესწრო. ჰე
აბა თქვენ იცით.
- სახლში შევიდა და ლუნას უთხრა ბავშვი გააცილე ისე არ
მობრუნდე სახლშიო.
- ღმერთო ჩემო რა საყვარელია, საერთოდ არ შეცვლილა განვლილი წლების
მანძილზე.
- გაეღიმა კაცს.
- შენ ნამდვილად ჩემი შეყვარებული ხარ? - გაიცინა ლუნამ.
- ბებიაშენის - ახარხარდა კაცი, თუმცა ლუნამ პირზე რომ ააფარა ხელი და
თვალები დაუქაჩა მერე გაახსენდა სადაც იყვნენ.
- წავედი, წავედი დილით გამოგივლი.
- ლოყაზე აკოცა და რამდენიმე წუთში
მანქანით მიჰქროდა მაგისტრალზე.
ტკბილი ძილი.
- მიიღო შეტყობინება ლუნამ და ღიმილი რომელიც სახეზე
გადაეფინა, ამ სიტყვებისგან კი არა იმ ადამიანისგან იყო თავად გამოწვეული ვინც
ეს მოწერა.
შენც ტკბილი ძილი დემნა.
- გაბადრული სახით დაუბრუნა შეტყობინება და
სიზმრების სამყაროში გადაეშვა.
21 თავი
ცხოვრება რომ ომია ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ისიც ვთქვით, რომ ძალიან
იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა ცხოვრება ბედნიერებას იმეტებს
ადამიანისთვის. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ის იშვიათი ადამიანები ვისთვისაც
ბედნიერება არ დანანებია ცხოვრებას, დიდი და მძიმე ცხოვრება აქვთ გავლილი,
მრავალი ტკივილი, მოუშუშებელი იარები გულში და მწარე მოგონებები, რომელიც
მათ უძირო თვალებში იკითხება. ცრემლები, რომლებსაც ახლა პროფესიონალი
მსახიობებივით იკავებენ, ცხოვრებამ, ამ დაუნდობელმა ომმა ისე გამოაწრთო
ცრემლების დამალვა უკვე პრობლემას საერთოდ აღარ წარმოადგენს. იშვიათი
არიან ასეთი ადამიანები, თავს არაფრით შეგაწყენენ, თავისთვის, მშვიდად
აგრძელებენ ცხოვრებას, ებრძვიან შინაგან დრაკონს, საკუთარ თავს და ხილულ
ურჩხულებს, დედამიწაზე მცხოვრებთ, ბოროტების მეტი, რომ არაფერი
უსწავლიათ და ეს ჰგონიათ ამ ცხოვრების მთელი არსი. მათზეა ნათქვამი ეშმაკზე
ერთი დღით ადრე დაბადებულანო.
ამბობენ ცხოვრებამ ზუსტად იცის, ვინ, სად და როგორ უნდა აგარიდოს,
მაგრამ ზოგჯერ ამას არ აკეთებს, რადგან ვისწავლოთ ომში ჩაბმა, დამარცხება,
მერე ფეხზე წამოდგომა და გამარჯვება ვისწავლოთ. გამარჯვების გემო კი მაშინ
არის ყველაფერზე ტკბილი, როცა მისი ფასი იცი, ამ ფასის გასაგებად კი
დამარცხება, ყველაზე კარგი გაკვეთილია.
ცხოვრების ეს გაკვეთილი, ეს სიმწარე არაერთხელ გამოსცადა გიორგობიანმა,
პირველად მაშინ, როცა გაიტაცეს და ლამის იყო სიცოცხლეს გამოასალმეს,
მეორედ მაშინ, როცა დემნა დაბრუნდა და წარსული და თავისი იარები გაახსენა
და ცხოვრება აურია, მესამედ მაშინ, როცა კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს და
მიხვდა ჯერ არაფერი დასრულებულა და ყველაზე საშინელი ამბები ჯერ კიდევ
წინ ელოდა, ამდენი წლის მანძილზე პირველად შეეშინდა ასე ძალიან, რომ კიდევ
ერთხელ გახდებოდა მსხვერპლი და ახლა მართლა ვეღარაფერი გადაარჩენდა,
მეოთხედ მაშინ, როცა მამა მოუკლეს, მამა რომელიც სულ ენატრებოდა და
რომლისთვისაც საშუალება არ ჰქონია ეთქვა, როგორ უყვარდა. მეხუთედ მაშინ,
როცა სიმართლე გაიგო თუ რატომ მიატოვა გამსახურდიამ, რომ ნორას ტყუილმა
გაუმწარა სიცოცხლე, მეექვსედ მაშინ, როცა გაიგო ვინ იყო ის სერიული მკვლელი,
რომელმაც სიცოცხლეც ჯოჯხეთად უქცია და საყვარელი და ძვირფასი
ადამიანებიც წაართვა მათ შორის კონსტანტინე. ადამიანი, რომელიც თავისი
ხასიათით და ქცევებით იმდენად იქცევდა ყურადღებას და იმდენად საინტერესო
პიროვნება იყო, ერთი სიამოვნება იყო ლუნასთვის მასთან ურთიერთობა.
კონსტანტინე იყო ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ერთი ქალი უყვარდა და
ასე შორიდან, მალულად ეტრფოდა. ასეთი სიყვარული დღეს აღარ არსებობს.
ჯანაშია იყო ძალიან განსაკუთრებული პიროვნება ლუნასთვის და არა მარტო
მისთვის, ყველასთვის ვინც მას იცნობდა. ეს ცხოვრებისეული გაკვეთილები კი
ნამდვილად არაა ცოტა იმისთვის, რომ დამარცხების გამო გაიგო. თუმცა როგორი
რთული და მწარეც იყო დამარცხების გემო იმდენად და ალბათ უფრო მეტადაც,
ორმაგად ტკბილი იყო იმის შეგრძნება, რომ გაიმარჯვა.
დილა იმდენად მშვენიერი გათენდა, მზე ანათებდა, თბილოდა და ეს მხოლოდ
გარეთ კი არა, ლუნას ცხოვრებაშიც გამოანათა მზემ და გაალღო ის თოვლი და
ყინული, რაც ასე ამძიმებდა ამდენი ხნის მანძილზე.
- ლუნა გაიღვიძე? - მშვიდი ხმა მოესმა ტელეფონიდან. ცოტა გაუკვირდა, ისიც არ
ახსოვდა, როდის ან როგორ უპასუხა ტელეფონს.
- რომელი ხარ? - თვალები არც გაუხელია ისე უპასუხა.
- შეკვეთებს დღეს არ
ვიღებ.
- გაუთიშა.
მანქანაში მჯდარ დემნას ისეთი სიცილი აუტყდა, რამდენიმე წუთი ვეღარ
გაჩერდა და ბოლოს ცრემლები, რომ მოიწმინდა და ცოტა დაწყნარდა, ისევ
დაურეკა.
- ლუნა
- ხომ გითხარით დღეს შეკვეთებს არ ვიღებ.
- ნამძინარევი ხმით უპასუხა და
დაამთქნარა.
- ექსკლუზიური შეკვეთა გაქვს დღეს, პაემანი გვაქვს, დემნა ვარ - სიცილით
უთხრა.
- აუ დემნა - ამოიწუწუნა.
- რაო გეძინება? - გაეცინა.
- დაბლა გელოდები, შენს სახლთან ვარ.
- სად მივდივართ? - ნელ-ნელა გამოფხიზლდა - კარგია დილის შენთან ერთად
დაწყება.
- ჩემთვისაც, ყველაზე სასიამოვნოა დილით საყვარელი ქალის ხმის გაგონება.
მიდი გელოდები, უსწრაფესად მოემზადე.
- კარგი, მალე ჩამოვალ.
- გაუთიშა.
თავის თავზე გაეცინა, სხვასთან რომ დამართნოდა მსგავსი რამ, ალბათ
სირცხვილით მოკვებოდა, მაგრამ დემნასთან პრობლემა არ იყო, არც კი
მორიდებია. აი ესაა სიყვარული, უხერხული სიტუაციები, რომ არ არსებობს
ურთიერთობაში.
- როგორ ჩავიცვა, სად მივდივართ? - კარადის წინ მდგარმა დაურეკა ისევ, რადგან
არ იცოდა სად მიდიოდნენ ან როგორ უნდა ჩაეცვა.
- კომფორტულად ჩაიცვი. და კესო წამოიყვანე.
- კარგი.
- მოწესრიგდა, თეთრი კომბინიზონი და ყავისფერ ზოლიანი,
გრძელმკლავიანი მაისური ჩაიცვა. თმის ნაწილი კეფაზე დაიმაგრა კოსად,
როგორც თავად უყვარდა და მცირე მაკიაჟი გაიკეთა.
- კეს რას შვრები ჩემო გოგონა? - სამზარეულოში დედიკოსთან მოტიტინე ნახა
ქალბატონი.
- ნი როგორ ხარ? - რძალს გაუცინა და მერე ტკბილი ლოყები დაუკოცნა.
- უჰ რა
გოგო მყავხარ.
- ვა, დღეს ჩვენი ქალბატონი მშვენიერ ხასითზეა, რას მივაწერო ეს ყოველივე? -
ეშმაკურად ჰკითხა ნინიმ.
- მამიდა - ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
- რა ლამაზი ხარ. დემე ძიას უნდა შეხვდე? -
ჩუმად უჩურჩულა ბოლო სიტყვები თვალებდაქაჩულმა.
- კი ჩემო პრინცესა და დემნა ძიამ თქვა, რომ კესო წამოიყვანეო. წამოხვალ? -
თავადაც ჩუმი ხმით დაუბრუნა პასუხი ძმისშვილს.
- მე როდის ვარ ცუდ ხასითზე? - გაეცინა გიორგობიანს და ჩუმად უთხრა დემე
უნდა ვნახოო.
- სამარე ვარ, მაგრამ საღამოს ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები.
-წარბაწეულმა უთხრა და თან მისაღებისკენ გაიხედა თორნიკე ხომ არ მოდისო.
- მოგიყვები, მოგიყვები ოღონდ ახლა კესო უნდა წავიყვანო თან, დემნა უკვე
გიჟდება მისი გულისთვის.
- გაეცინა ქალს.
***
- ოჰ როგორ მომენატრე ჩამო პრინცესა - ლოყები დაუკოცნა.
- მეც დემე ძია - თავადაც აკოცა ლოყაზე. პატარა ქალბატონი მანაქანაში ჩასვა და
დიდ ქალბატონს მიუბრუნდა. თბილი ღიმილი შეაგება და გულში ჩაიკრა
ძვირფასი ქალი.
- მომენატრეთ ბატონო პროკურორო - თავადაც შემოხვია ხელები და სახეში
შეცინა. მანქანაში ჩასხდნენ და კოჯორის გზას დაადგნენ. ეგონა ცოტა ხანში გული
ან გაუსკდებოდა ან გონებას დაკარგავდა, რომ ფიქრობდა რის თქმა მოუწევდა,
როგორი საუბარი ელოდათ წინ, რამხელა ემოციები და შეიძლება ცრემლებიც
ცუდად ხდებოდა. ხელები ჰქონდათ ჩაკიდებული და ლუნამ პირველივე წამებში
იგრძნო, როგორ გაეყინა თითები.
- დენმა, როგორ გცივა თითებზე - თავის თხელ თითებში მოიქცა კაცის ხელი და
გათბობა დაუწყო, მაგრამ ვერაფერით გაუთბო.
- არაუშავს, ლუნა გამითბება.
- გაიცინა და მალევე გააჩერა მანქანა.
- როგორ მიყვარს ეს ადგილი - ღიმილით მოავლო თვალი გარემოს და აწეწილი,
ქერა კულულები გადაიწია სახიდან.
- ჩვენი პაემნების ადგილია, როგორ არ უნდა გიყვარდეს - მარჯვენა ხელი ქალს
შემოხვია წელზე, პატარა მეტიჩარა კი მამიდას ხელზე იყო ჩაბღაუჭებული
არაფრით არ უნდოდა გაშვება.
- აქ რა ხდება? - მორთულ-მოკაზმული გარემო, რომ დაინახა ვერ მიხვდა რა
ხდებოდა.
- თავად ნახავ - წინ გაუშვა.
ხეებს შორის პატარა ბილიკი მიდიოდა, ხიდან ხემდე მათი ფოტოები იყო ფერად
ლენტზე ჩამოკიდებული, ყველა ფოტო იყო, რაც კი ოდესმე გადაუღიათ, არც კი
იცოდა ამდენი ფოტო თუ ჰქონდათ, სათითაოდ ათვალიერებდა ყველა ფოტოს და
იმდენად ბედნიერი იყო ამ მომენტში თავს ძლივს იკავებდა ტირილისგან. დემნამ
პატარა ქალბატონი აიტაცა ხელში და მასთან ერთად ათვალიერებდა ფოტოებს.
- დემე ძია რა სიმპატიური ხარ ამ ფოტოზე - სახეზე დაალაგა ხელები და თავი
უკან გაწია და უკმაყოფილოდ შეხედა - მაგრამ ახლა დაბერდი.
- დაიჯღანა და
ხელი აიქნია.
- მამიდა რას ამბობ, დემნა სულაც არაა ბებერი.
- სიცილს ამოაყოლა სიტყვები და
ბოლოს ახარხარდა.
- დემნა ხედავ ძვირფასო ბავშვიც კი ხვდება, რომ უკვე
დაბერდი.
- იცემება ვიღაცა - სიცილით უთხრა გამსახურდიამ და მერე ისევ კესარიას
მიუბრუნდა - რაო ქალბატონო აღარ მოგწონვარ? - ლოყები დაუკოცნა.
- არა, მაინც მომწონხარ - თვითონაც აკოცა ლოყაზე.
ფოტოები დაათვალიერეს, ზოგ ფოტოზე იცინეს, ზოგზე თბილი ღიმილი
გამოესახათ სახეზე და ასე ბედნიერები ერთმანეთს კვლავ ამდენი ხნის, შემდეგ
სიყვარულს ეფიცებოდნენ.
- მიყვარხარ, მინდა ისეთი ბედნიერი იყო მუდამ, როგორიც ახლა ხარ.
- ჩუმად
უჩურჩულა ყურში და იქვე აკოცა.
- დემნა - ცრემლი ჩამოუგორდა გიორგობიანს და ისეთი ბღავილი ამოუშვა
თავადაც, რომ არ წარმოედგინა - გული გამისკდება ამდენი ბედნიერებისგან.
- დამშვიდდი ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ეს ნახე კონვერტი მიაწოდა
გასახსნელად ისე, რომ ხმაც არ ამოუღია, ლუნას გაკვირვებული თვალები, რომ
დაინახა მერე უთხრა გახსენიო და მოუთმენლობაც დაეტყო.
ხელში შეათამაშა, უკანა მხარესაც დახედა რამე ხომ არ ეწერა, ვისგან იყო ის ხომ
მაინც უნდა სცოდნოდა, მაგრამ არაფერი არ ეწერა კონვერტს, გახსნას აშკარად არ
ჩქარობდა ნელ-ნელა გახსნა და ბარათი ამოიღო.
ნეფე-დედოფალი ეხატა, შიგნითა მხარეს კი ასეთი წარწერა იყო გაკეთებული
ბეჭდური ლამაზი ასოებით.
მინდა ჩემთან ერთად გაიზიაროთ სიხარული, რომელსაც განვიცდი, ამიტომ
გეპატიჟებით ქორწილში სადაც თქვენ ჩემი დედოფლის როლს შეასრულებთ.
თანახმა ხართ?
დიდი სიყვარულით დემნა.
სიხარული, გაოცება, აღელვება ეს იყო ემოციები რაც ერთამანეთის მონაცვლებით
ჩნდებოდა გიორგობიანის სახეზე, ცრემლებით აევსო ზღვისფერი თვალები და
ისეთი სახით შეხედა, ისეთი თვალებით, საცაა გულამომჯდარი იტირებდა.
ლუნას ცრემლებს დემნამ თავისი სიტყვები დაასწრო
დემნა - მოდი დავქორწინდეთ.
ლუნა - დემნა …
- ატირდა, ისე როგორ შეიძლებოდა და თხელი მკლავები
შემოხვია. ბედნიერებისგან კარგა ხანია ასე აღარ უტირია.
- თანხმა ვარ რა თქმა
უნდა თანახმა ვარ.
- ცრემლებს სიტყვებს აყოლებდა და მთელი ძალით ხვევდა
ხელებს. იმდენადაც კი, რომ დემნას სუნთქვა გაუძნელდა.
***
ყურებდა თითზე წამოსკუპებულ ნიშობის ბეჭედს და ღიმილის შეკავება უჭირდა.
გასული შვიდი წლის მანძილზე ვინმეს, რომ ეთქვა ისევ შეხვდები დემნას და
საბოლოოდ მისი ცოლი გახდებიო ვერ დაიჯერებდა, მეტიც მაგრად დასცინებდა
და რომ შეძლებოდა კარგადაც მიბეგვავდა, მაგრამ აი დადგა დღე როცა კვლავ
გამსახურდიას წინ იდგა და სიყვარულით უმზერდა, თბილად უღიმოდა და
იცოდა, იცოდა კი არა დარწმუნებული იყო ერთ დღესაც გული გაუსკდებოდა
ამდენი ბედნიერებისგან.
-რაო ლუ, მოგწონს ბეჭედი? - ჰკითხა კაცმა და როცა ლუნას ბედნიერი სახე
დაინახა თავადაც გადაედო ეს სიხარული.
- როგორ შეიძლება არ მომწონდეს, ულამაზესია - თავისი ზღვისფერი წყლიანი
თვალები მიანათა ქალმა, საიდანაც უდიდესი ბედნიერება გამოსჭვიოდა.
- მამიდა - სალონის უკანა მხრიდან გაისმა კესარიას ხმა.
- გისმენ კეს - ბავშვისკენ შებრუნდა.
- შენ და დემე ძია ახლა უნდა დაქორწინდეთ? - თვალებდაქაჩული უყურებდა და
ერთ სული ჰქონდა პასუხი გაეგო.
- კი, უნდა დავქორწინდეთ, გაგეხარდა? - ჰკითხა პატარა ჭორიკანას.
- მერე შენ შვილები უნდა გყავდეს? - კიდევ უფრო დაქაჩა თვალები და
ცრემლებით აევსო.
- კი, საყვარელო და ბიძაშვილები გეყოლება - სახეზე მოეფერა და ბავშვმა, რომ
ტირილი ამოუშვა ისე დაიბნა ლუნა ვეღარ გაიგო რა ექნა. გამსახურდიამ, როგორც
კი შეძლო მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და კესარიას მიუბრუნდა.
- ჩემო ფერია, რატომ ტირი? - ცრემლები შეუმშრალა და წინ გადაიყვანა,
მუხლებზე ჩამოიჯინა.
- არ წაიყვანო ჩემი მამიდა ცოლად რა - ტირილით უთხრა - მერე მე დავავიწყდები
და არ მინდა.
- ჩემო პატარა, ეგ არასოდეს მოხდება - გაეცინა ქალს და კიდევ ერთხელ
შეუმშრალა ცრემლები.
- შენ ყოველთვის ჩემი სიყვარული იქნები, ჩემი პატარა
მეტიჩარა გოგო.
- დამცავი ღვედი შეიხსნა და ბავშვს ჩაეხუტა.
- ჩემო პრინცესა, მე და ლუნას ხომ იცი ყოველთვის ძალიან გვეყვარები...
- შენ უკვე დაბერდი და არ მინდა ჩემი მამიდა, რომ წაიყვანო.
- გულზე
გადაიჯვარედინა ხელები და წარბები შეკრა.
მის სახეს, რომ შეხედეს ორივეს სიცილი აუტყდათ და გულში ჩაიკრეს პატარა
ონავარი.
წყვილის იდილია ლუნას ტელეფონზე შემოსულმა ზარმა დაარღვია. უფროსი
გიორგობიანი ურეკავდა.
-თორნიკე, გისმენ - უპასუხა ქალმა და მის გვერდით მჯდარ კაცს ანიშნა
გაჩუმდიო.
- სად ხარ? - ისეთი ხმა ჰქონდა ლუნა იმ წამსვე მიხვდა რაღაც ისე არ იყო და
დაიძაბა.
- გასული ვარ, არ ვმუშაობ. რა ხდება? - დემნას გახედა, რომელიც ყურადღებით
უსმენდა.
- ლუნა ხომ ხვდები, რომ ეგ არ მიკითხავს? გკითხე სად ხართქო?
გამსახურდიასთან ერთად ხარ? - ჰკითხა მოთმინება დაკარგულმა.
- კი დემნასთან ერთად ვარ.
- ისე გაბედულად უთხრა ვერც იფიქრებდით, რომ ამ
გოგოს ორი წამის წინ გული უსკდებოდა და ათას მიზეზს იგონებდა რა ეთქვა
ძმისთვის.
- ჩემი შვილი წამოიყვანე და სახლში მოდი მალე! - მკაცრად უთხრა და გაუთიშა.
- დემე - დაბნეულმა შეხედა.
- რაო ლუ? რა გითხრა? - თმა გადაუწია სახიდან და მოთმინებით დაელოდა ქალის
პასუხს.
- სახლში წაგვიყვანე რა.
- სთხოვა და თან პატარა ქალბატონი თავის კალთაზე
გადაისვა.
- ჩემი ლამაზი გოგო - მიეფერა ბავშვს და ლოყაზე აკოცა.
- თუ რამე სერიოზული მოხდა უნდა ვიცოდე - უთხრა კაცმა და წამიერად შეხედა
საყვარელ ქალს.
- არაფერია, უბრალოდ თოკოს უნდა ჩემთან ლაპარაკი.
- გაუღიმა - არ
ინერვიულო.
***
-ლუნა არ გესმის რას გეუბნები? - გამწარებული იდგა ნორა შვილის წინ და ტვინში
სისხლი ექცეოდა იმის გააზრებისასაც კი რომ მისი სიძე ის კაცი უნდა გამხდარიყო
ვინც წლების წინ მისი შვილი ვერ დაიცვა და ამის გამო სიკვდილს ჩახედა
თვალებში.
- ნორა გეყოს, რატომ არ გინდა გაიგო, რომ მე დემეტრე მიყვარს და მხოლოდ მის
გვერდით ვარ ნამდვილად ბედნიერი? - წამით გაჩერდა, თვალებში შეხედა და
უთხრა - აი ახლაც, ისევ ვერ იმეტებ ჩემთვის ბედნიერებას, ისევ ისე იქცევი,
როგორც წლების წინ.
- ლუნა როგორ ვერ გაიგე რომ მას შენი დაცვა არ შეუძლია და მე არ მინდა ჩემი
შვილი საფრთხეში ჩავაგდო. ისიც საკმარისი იყო რაც მის გამო გამოიარე. არ
მესმის ამდენ, ხანს როგორ ვერ აგეხილა თვალი და ვერ დაინახე სინამდვილეში
ვინ არის დემეტრე გამსახრუდია? - ვერ წყნარდებოდა ნორა, ხმას ისე აუწია უკვე
ყვირილში გადაუვიდა.
- ნორა, ლუნა უკვე ზრდასრული ქალია, მიეცი უფლება თავად გადაწყვიტოს ვის
გაჰყვეს ცოლად და ვისთან ერთად იყოს ბედნიერი. ჩემი შვილი ხარ და გიკრძალავ
ლუნას რამე დააძალო ან აუკრძალო.
- დედა, შენ არ ჩაერიო.
- მიუბრუნდა და გაშლილი ხელი ჰაერში აუქნია.
- ნორა მართალია შენი დედაჩვენი ხარ, მაგრამ მეც ლუნას მხარეს ვარ, მინდა ახლა
მაინც იყოს ბედნიერი ლუნა.
- მთელი საღამო კამათობდნენ, ნორას რაღაც ეშმაკი
შეუჩნდა და დათმობაზე არაფრით მიდიოდა, როგორ ვერ გაიგო, რომ მისი
შვილის ბედნიერებას უშლიდა თავისი კაპრიზებით ხელს.
- ნორა ახლა კარგად მომისმინე - ტირილით დასიებული და ჩაწითლებული
თვალები, გაწეწილი თმა და უკვე ამდენი ლაპარაკისგან შეცვლილი ხმა, საშინელ
შესახედს ხდიდა ამ ულამაზეს ქალს.
- შენ თუ ჩემი ბედნიერება არ გინდა
პირდაპირ მითხარი და ნუ იგონებ უზარო მიზეზებს, ვერაფრით დამიმტკიცებ
რომ ჩემზე მეტად გტკიოდა, ჩემზე მეტად იტანჯებოდი, იცი როგორი ჯოჯოხეთი
იყო ჩემთვის ყოველი დილის გათენება და იმაზე ფიქრი, რომ დემნამ, ჩემმა
საყვარელმა ადამინმა სიკვდილისთვის გამწირა? კოშმარები მესიზმრებოდა და
მთელი განვლილი წლები საშინლად ვიტანჯებოდი, მაგრამ ერთხელაც არ
დამიწუწუნია შენთან, ერთი წამითაც არ შემიმჩნევია სახეზე, რომ ცუდად ვიყავი
და მიჭირდა.
- იმდენად ნერვიულობდა, როცა ამ ყველაფერს ამბობდა მთელი
სხეული უკანკალებდა და რომ მიხვდა მისმა ლაპარაკმა ვერანაირი შედეგი ვერ
გამოიღო მაჯები გაწია წინ და შრამები დაანახვა - ნორა, ხედავ ამ შრამებს? იცი
ასეთი რამდენი შრამი მაქვს, რომელიც არ ჩანს? აღარ მინდა მეტი შრამები
მიემატოს ჩემ გულს.
- მგონი დაგავიწყდა ვის გამო გაქვს ეს შრამები, მე არა ვარ მაგაში დამნაშავე.
- უდანაშაულოსავით თქვა ნორამ და დივანზე ჩამოჯდა.
- ვერ დაგიკარგავ ბევრი ამაგი გაქვს ჩემზე და თორნიკეზე, მაგრამ მომეცი უფლება
ისე იცხოვრო, როგორც მინდა და რაც მთავარია ბედნიერი ვიყო.
- ცრემლები
შეიმშრალა და თავაწეულმა უთხრა - არ მაინტერესებს მხარს დამიჭერ თუ არა, მე
და დემნა მაინც დავქორწინდებით.
- ნორას აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ გარეთ
გასულ შვილს გააყოლა თვალი. როგორი ეგოისტია მაინც ეს ქალი, განა რა
დაუშავდება მისი შვილი რომ ბედიერი იყოს და მას გაჰყვეს ცოლად ვინც
ნამდვილად უყვარს? ნორას მოტივი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ხომ არსებობენ
ისეთი ადამიანებიც ვისაც სხვისი შეცდომები უფრო დიდ ხანს ახსოვს ვიდრე
სიკეთეები? ისიც ამ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
- დემე სად ხარ? - სახლიდან გამოსულმა ტელეფონზე დაიწყო ლაპარაკი.
- სახლში ვარ, რა ხდება? როგორ ჩაიარა ნორასთან ლაპარაკმა? - ჰკითხა კაცმა და
დივანზე ჩამოჯდა.
- შეგიძლია მომაკითხო? - ისე ეწვოდა თვალები ძლივს ახელდა.
- კი ახლავე მოგაკითხავ.
- ტელეფონი გაუთიშა თუ არა მანქანის გასაღებს დაავლო
ხელი და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.
- ლუნა, ჩემი ძვირფასი ლუნა - ეფერებოდა თმაზე და ცდილობდა როგორმე
დაეწყნარებინა.
- ვერ ვხვდები, რომ არის ნორა ასე კატეგორიული, რატომ არ უნდა რომ მე და შენ
დავქორწინდეთ.
- ცრემლიანი, ლურჯი სფეროები მიანათა კაცს.
- არ ვიცი ლუნა. შენ რა უთხარი დღეს ასე რომ განერვიულდი? - ქერა
კულულებზე ეთამაშებოდა და თან ცდილობდა სიმშვიდე არ დაეკარგა.
- ვუთხარი რომ მისი აზრი არ მაინტერესებს და არც ის მხარს დამიჭერს თუ არა, მე
და შენ მაინც დავქორწინდებით.
- ისეთი სიმშვიდე დაეუფლა ამ სიტყვების თქმის
მერე, რომ ვერ წარმოედგინა და ამ დროს გამსახურდიას ნასიამოვნები სახის
დანახვა ყველაფერზე კარგი იყო.
მართლა რა ცოტა რამ გვჭირდება ადამიანებს ბედნიერებისთვის, ერთი ღიმილი,
ერთი ჩახუტება, ერთი ხელის დაქნევა დამშვიდობებისას. ამბობენ ბედნიერებას
საზომი არ სჭირდებაო და მართალიცაა, გიორგობიანი ახლა იმდენად ბედნიერი
იყო, რომ უყურებდა თითზე წამოსკუპებულ ნიშნობის ბეჭედს ვერანაირი საზომი
ვერ შეძლებდა გაეზომა მისი ბედნიერება.
-დემე - სახეში შეხედა კაცს - ახლა რა იქნება? - გამსახურდია რამდენიმე წამით
დაფიქრდა და მერე უთხრა.
- ახლა ჩვენი ბედნიერების წელიწადი იწყება და ყოველ წამს ვიზრუნებ იმაზე რომ
ეს დრო არასოდეს დაგავიწყდეს.
- ღიმილით უთხრა კაცმა და შუბლზე სადაც
ემოციის დროს მკაფიოდ ეტყობოდა ძარღვი იქ აკოცა.



„ბედნიერება უნდა მოითმინო“
„ბედნიერება უნდა მოითმინო“ დაწერა ოთარ ჭილაძემ თავის ერთ-ერთ რვეულში
როგორც დღის ნააზრევი და აგერ უკვე რამდენიმე წელია ამ სიტყვების მნიშვნელობის
ახსნას ცდილობენ ლიტერატორები, ნასწავლი თუ უსწავლელი და მოკლედ რომ ვთქვათ
ყველა ადამიანი ვისაც კი ერთხელ მაინც მოუსმენია ეს სიტყვები. საინტერესო ისაა რომ
ბევრი მოსაზრება არის ამ სიტყვებთან დაკავშირებით თუმცა მაინც ვფიქრობ რომ
იმდენად დიდი აზრი დევს ამ პატარა წინადადებაში ბოლომდე მის ამოხსნას ვერავინ
შეძლებს.
ბედნიერება უნდა მოითმინო, ვიმეორებ გონებაში და ვფიქრობ ნეტავ რის თქმა უნდოდა
ოთარს ამ სიტყვებით? იქნებ უნდოდა ეთქვა, რომ საკუთარი ბედნიერება არავის
გაუზიაროთო? ადამიანებს ხომ სხვისი სიხარული, სხვისი წარმატება გულზე ლოდივით
დაგვეცემა ხოლმე და ზოგჯერ ჯობდა არ გაგვეგო. არ ვიცი ამ პატივსაცემ კაცს რის თქმა
უნდოდა, მაგრამ მისი ეს სიტყვები მე ასე მესმის.
და საერთოდ ბედნიერებაზე ჩემეული წარმოდგენა მაქვს და მოგახსენებთ კიდეც,
ბედნიერებაზე ამბობენ რომ ისეთი მცნებაა არ უნდა იფიქრო მასზე, როგორც ოცნებას არ
უნდა გაეკიდო. არ აგიხდებაო. მაგრამ არ მჯერა რომ ეს სიმართლეა, ბედნიერება უფრო
მეტად ის მგონია რაც შიგნიდან უნდა მოდიოდეს, ცუდად ყოფნას გავიწყებდეს, ხალისს
უნდა გიბრუნებდეს და გაღიმებდეს თუნდაც იმით რომ მზიანი დილა გაგითენდა. ამ
ბედნიერების მოთმენა კი დამიჯერეთ ძალიან რთულია.
ამიტომაც არის ახლა ლუნა ყურებამდე რომ იცინის და თავის შეკავება უჭირს, ახლა
ცხოვრებაში პირველად არის იმდენად ბედნიერი ლამის საღი აზრი დაკარგოს. თეთრი,
წელში გამოყვანილი, მუხლს ქვემოთ კაბა აცვია, თეთრი, ქუსლიანი ფეხსაცმელი და
მინდვრის ყვავილების თაიგული უჭირავს ხელში, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ
წარმოუდგენლად ბედნიერია და ეს ბედნიერება იმდენად ალამაზებს, თვალს ვერ
მოწყვეტ. გვერდს მასზე არანაკლებ მშვენიერი კესარია უმშვენებს და მოუთმენლად
ცქმეუტავს ნეფის მოლოდინში.
ზღვის ტალღების ხმა წყნარი მუსიკა და ბედნიერი სახეების დანახვა, ეს იყო ლუნასთვის
უდიდესი ბედნიერება. დიახ, ქორწილი ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, ღია სივრცეში
ჰქონდათ, რაზეც ოცნებოდნენ ზუსტად ისე გააკეთეს ყველაფერი.
-რა სიმპატიური ბიჭია და ულამაზესი გოგონა, მართლა შესაფერისი წყვილია - გაისმა
ხმადაბალი საუბრის ხმა და მალე გიორგობიანმა დაინახა, როგორ მიდიოდა მისკენ
მაღალი, მხრებში გაშლილი, სმოკინგში გამოწყობილი მამაკაცი, მოკლე წვერი და ფართე
ღიმილი ჰქონდა სახეზე და ხელში ულამაზესი ქრიზანთემების თაიგული. ახსოვდა
დემნას, როგორ უყვარდა ქალს ეს ყვავილები და ლამის იყო ოცნებად ჰქონდა თავის
ქორწილში დემნას ეს ყვავილები მიერთმია მისთვის.
- იცი რომ ულამაზესი ხარ? - ჩახუტებისას უთხრა ძალიან ჩუმად.
- და შენ ძალიან სიმპატიური...
- უთხრა ქალმა და ჩაიღიმა როცა იგრძნო როგორ
ესიამოვნოა მისი ნათქვამი გამსახურდიას.
- ჩემო პრიცესა როგორი ლამაზი ხარ - დაატრიალა კარგად რომ შეეხედა და მისი
მეტიჩრობაზე გაეღიმა.
- მოდი ჩემთან - ჩაიკრა გულში და ნაზად აკოცა ლოყაზე.
- მოგესალმებით, დიდი პატივია ჩემთვის რომ მაქვს შესაძლებლობა თქვენთან ერთად
გავიზიარო ნეფე-დედოფლის სიხარული.
- აპლოდისმენტების ხმამ ლამის იყო ზღვის
ტალღების ხმა გადაფარა.
- მადლობას ვუხდი დემნას და ლუნას, რომ ჩემი მოთხოვნა
დააკმაყოფილეს და მათ ქორწილში მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის ნება დამრთეს.
გილოცავთ მთელი გულით მეგობრებო, თქვენმა სიყვარულმა ბევრი რამ დაამტკიცა
მაგრამ ერთ ფაქტს ავღნიშნავ, თქვენმა უსაზღვრო სიყვარულმა ბევრი დაარწმუნა რომ ის
არსებობს და თანაც მარადიულია. ბედნიერი ვარ რომ ამ მნიშვნელოვან დღეს თქვენ
გვერდით ვარ. ახლა კი გთხოვთ თქვენი ქორწინება ხელმოწერით დაადასტუროთ.
- ოვაციები და ის სიხარული შეუძლებელია ბოლომდე გადმოსცეს ადამიანმა რასაც ნეფე-
დედოფალი და მერე მოწვეული საზოგადოება განიცდიდა.
ხელის მოწერის შემდეგ ქორწინების მოწმობა ააფრიალეს ხელში რასაც კიდევ ერთხელ
მოჰყვა აპლოდისმენტები.
- გილოცათ ამ მნიშვნელოვან დღეს და უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ.
- წარმოთქვა ქალბატონმა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჰყავდათ მოწვეული.
- გთხოვთ ჯერ თქვენ - დემნასკენ გაიწოდა ხელი - ბატონო დემნა აღთქმა დადოთ შემდეგ კი ქალბატონო
ლუნა თქვენ მოგისმენთ.
- მე დემეტრე გამსახურდიამ ცოლად შეგირთე შენ ლუნა გიორგობიანი და აღგითქვი რომ
მეყვარები და ვიზრუნებ შენზე, მანამ სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს დედამიწაზე
მცხოვრებთ ცოლ-ქმრული კავშირით გაერთიანებულებს.
- მე ლუნა გიორგობიანი ცოლად გამოგყევი შენ დემეტრე გამსახურდიას და აღგითქვი
რომ პატივს გცემ, მეყვარები და ვიზრუნებ შენზე, მანამ სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს
დედამიწაზე მცხოვრებთ ცოლ-ქმრული კავშირით გაერთიანებულებს.
- წარმოთქვა ლუნა
და თან ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეიმშრალა.
მერე იყო მილოცვები, სიხარულის ცრემლები და უამრავი ღიმილით გაბრწყინებული სახე
და ბებო რომელიც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი იყო რადგან როგორც იქნება მისი
სიძე დემნა გამსახურდია გახდა.
-თქვენ გენაცვალათ თქვენი ბებია, როგორ მიხარია რომ ეს დღე დადგა ნეტავ იცოდეთ.
ახლა შენ გაბარებ დედა ჩემ გოგოს და აბა შენ იცი, კარგად მიხედე. ბედნიერები იყავით
რაც მთავარია რადგან ცხოვრებაში თუ ბედნიერი არ ხარ იმით რაც გაგაჩნია ყველაფერი
აზრს კარგავს მერე.
- ჯერ ლუნა ჩაიკრა გულში და შემდეგ სიძეს მოეხვია.
ვერ გეტყვით ნორამ როგორ მიიღო მათი ქორწინება, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ღიმილს
ვერ იშორებს სახიდან თავისი ქალიშვილის შემხედვარე. ქორწილამდე რამდენიმე დღით
ადრე დემნა მივიდა ნორასთან და ესაუბრა.
-ვიცი ლუნასთვის საუკეთესო გინდათ და დამიჯერეთ ჩემი სურვილიც ისაა რაც თქვენ- ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა და თავი ჩახარა - წლების წინ შეიძლება
სწორი გადაწყვეტილება ვერ მივიღე, მაგრამ მაშინ სხვა გზა არ მქონდა, რასაც სხვა
გარედან ხედავს მხოლოდ ის არ არის, შიდა სამზარეულო ძალიან ძალიან განსხვავდება
იმისგან რასაც ტელევიზორებში ხედავთ, ათასნაირი წესები და კანონები გვაქვს რომელიც
აუცილებლად უნდა დაიცვას ყველამ. მოკლე ბევრი საუბარი არაა საჭირო, უბრალოდ
მინდა გთხოვოთ ჩვენს ქორწილში მობრძანდეთ და ჩემი და ლუნას ბედნიერება
გაიზიაროთ. წლების წინ ჩვენი ბედნიერება მოიპარეს, მაგრამ ახლა არავის არ მივცემ
უფლებას იგივე გააკეთოს.
- მოსაწვევი მაგიდაზე დაუდო და სახლიდან გავიდა.
დღეს თუ შვილის გვერდით იდგა და მის ბედნიებას ცრემლიანი თვალებით უყურებდა,
თუ დღეს მის სიხარულს იზიარებდა ეს დემნას დამსახურება იყო და სხვა არავისი.
-რა ლამაზი ხარ ჩემო პატარა - ეფერებოდა შვილს და ცრემლების შეკავება უჭირდა.
- დემე - თბილი თვალები მიანათა აწ უკვე სიძეს.
- ახლა უკვე დარწმუნებული ვარ სწორი
ადამიანი დგას ჩემი შვილის გვერდით, მაპატიე რომ წლების წინ ეჭვი შევიტანე შენს
სიყვარულში. ბედნიერებას გისურვებთ.
- მადლობა ნორა - გადაეხვია ლუნა.
- მადლობა კეთილი სურვილისთვის - ღიმილით უთხრა გამსახურდიამ და ცოლს
შემოხვია ხელი.
ერთი სიამოვნება იყო ნეფე-დედოფლის ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახეების ცქერა
და იმის დანახავა მართლა როგორ გაუძლო მათმა სიყვარულმა ამდენ დაბრკოლებას,
დაშორებას, წყენას, იმედგაცრუებას. მათი სიყვარული სამ წელს კი არა მტელ სიცოცხლეს,
მარადიულობას გაუძლებდა იმდენად ძლიერი იყო.
-ლუნა გილოცავთ ჩემო საყვარელო, როგორც იქნა დემეს გაღიმებულ სახეს ვხედავ -
წითურმა ქალბატონმა თქვა სიცილით.
- ელენე დიდი მადლობა მოლოცვისთვის და იმ საჩუქრისთვის რაც თქვენგან მივიღეთ
ძალიან ძვირფასია.
- იცი ყველაზე მეტად რა მიხარია თქვენ ქორწინებაში? ესენი რომ ფეხბურთს ან
კალათბურთს ჩაუჯდებიან მე მარტო აღარ ვიქნები სამზარეულოში.
- გაეცინა - ახლა
ერთად ვიჭორავებთ ხოლმე.
- მაპატიე ელენიკო სიხარული უნდა ჩაგამწარო, ლუნას ჩემზე მეტად თუ არა ჩემზე
არანაკლებ უყვარს ფეხბურთი - სიცილის შეკავება საშინლად გაუჭირდა ახალგაზრდა
კაცს როცა წითურის სახე დაინახა.
ის დღე ნამდვილად ბედნიერების იყო, ბევრი იცეკვეს, იმღერეს და რაც მთავარია
ელენიკო და დემნა ერთმანეთს კბენდნენ, ლუნა კი მათი მოსმენით ერთობოდა.
***
რამდენიმე წლის შემდეგ...
-თინა სად ხარ? - სამზარეულოდან გამოვიდა ახალგაზრდა კაცი, მოზრდილი წვერით და
ხელში ფაფით სავსე პატარა თეფშით.
- სად წახვედი მამიკო?
- გემალება - ანიშნა ჩუმად ცოლმა.
- დამალობანას მეთამაშები? - გაეღიმა და დივნის უკან გადაიხედა საიდანაც პატარა ქერა
ქალბატონი უცინოდა. ზღვისფერი თვალები დედიკოსგან ჰქოდა და თმა რომელიც
იმდენად ყვითელი იყო პატარა წიწილას ჰგავდა. თავისი ხელით შეჭრილი ჩოლკები
საერთოდ საოცრება იყო და რამდენჯერაც შვილს შეხედავდა სიცილის შეკავება უჭირდა
კაცს.
- მოდი უნდა გაჭამო მამი და მერე ლაზარესთან უნდა წავიდეთ.
- სამი წლის პატარა ონავარი ძლივს გამოძვრა დივნის უკნიდან და მამიკოს ჩაუხტა კალთაში. ლაზარე ისე
უყვარდა გიჟდებოდა, ამიტომაც დაუჯერა იმ წამსვე.
- ამას თუ სევწამ ლაძალესთან წამიკანთ? - თვალებ დაქაჩული ეკითხებოდა მამიკოს.
- კი სიყვარულო ლაზარესთან წავალთ როგორც კი შეჭამ.
- გვერდით მიჯდა დედიკოც.
ბედნიერება იყო ეს პატარა ოჯახი.
ნამდვილი სიყვარულით შექმნილი ყველა ოჯახი ასეთია, მაგრამ ვიდრე ამ ბედნიერებას
მიაღწევ ბევრი დაბრკოლებაა გასავლელი, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, რადგან იმ
ბედნიერებისთვის რასაც ცხოვრება გვიმზადებს ნამდვილად ღირს ბრძოლა.
ყველაფრის ბოლოს კი მინდა გითხრათ:
ცხოვრება მართლაც ომია, ისეთი ომი სადაც ათასობით ადამიანის ხვედრი დამარცხებაა,
გამარჯვებით კი მხოლოდ ერთეულები იმარჯვებენ.
ცხოვრება ლაბირინთია, რომელსაც მილიონი გზა აქვს და მხოლოდ ერთი გასასვლელი.
ცხოვრება სევდაა და მათი ხვედრი, ვინც დღეს ცხოვრობს ტკივილია.
იშვიათია ცხოვრებამ ბედნიერება გაიმეტოს ადამიანისთვის.
მაგრამ ლუნამ იომა, ლაბირინთში ის გზა ეძება, რომელიც გასასვლელამდე მიიყვანდა და
არც სევდას გაქცევია, რომელიც ბოლოს აუცილებად ტკივილამდე მიდის და მაინც
გიორგობიანი იმ იშვიათ ადამიანთა შორის აღმოჩნდა ვისი საბოლოო ხვედრიც
ბედნიერება აღმოჩნდა.
რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა გიჭირდეთ და გემძიმებოდეთ ცხოვრება,
იბრძოლეთ საუკთარი ბედნიერებისთვის, რადგან
ზღაპრის ბოლო კეთილია!
დასასრული.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰა ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე ისტორია იყი ძალიან . სიმძაფრე ,ზღვარგადასული აკვიატება და სისასტიკე ამავე დროს პარალელურად ძლიერი სიყვარული და თავდადება ...სიბნელის დამარცხება სინათლით და დემეტრეს და ლუნას ზღაპრის კეთილი დასასრული.. ძალიან კარგია...

 


№2  offline მოდერი NiLLoIyA

Daldoni Daldoni
უჰა ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე ისტორია იყი ძალიან . სიმძაფრე ,ზღვარგადასული აკვიატება და სისასტიკე ამავე დროს პარალელურად ძლიერი სიყვარული და თავდადება ...სიბნელის დამარცხება სინათლით და დემეტრეს და ლუნას ზღაპრის კეთილი დასასრული.. ძალიან კარგია...

დიდი მადლობა????
ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ძვირფას