მარტო'სული 2 თავი
ხმის ამოუღებლად მირბოდა ცენტრალური ქუჩისკენ. ყვირილს ვერ ბედავდა რადგან ეშინოდა ზურგში ტყვია არ მოხვედროდა. ,,ღმერთო გთხოვ დამეხმარე" ცრემლიანი თვალებით აიხედა მაღლა რა დროსაც ფეხი გადაუბრუნდა. ,,ჯანდაბა" უმისამართოდ იყვირა ტკივილისგან გაწამებულმა და ნელი ნაბიჯებით განაგრძო გზა. უკან მიხედება უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა, შეეშინდა, გარდაუვალი და მტკივნეული სიკვდილთან პირისპირ შეხვედრის. ,,ღმერთო გთხოვ დამეხმარე" უმისამართოდ დაიჩურჩულა როცა სტვენის და ყვირილის ხმა მისწვდა მის დაძაბულ სმენას, ამიტომ აუტანელი ტკივილის მიუხედავად ისევ გაიქცა. ძალიან ცოტა მანძილი აშორებდა ცენტრალურ ქუჩას როცა ისევ წაიქცა. ძალიან გაუჭირდა ძალის მოკრება და ფეხზე წამოდგომა რადგან ერთიანად უაკანკალებდა სხეული. უცერად ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა. დედა გაახსენდა, რომელიც გამუდმებით საყვედურობდა ზედმეტი ცნობისმოყვარეობისთვის. ,,შენთვის უნდა დამეჯერებინა" გაიფიქრა როცა სწრაფი ნაბიჯების ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას. თვალები უეცრად ცრემლებით აევსო, რადგან მიხვდა რომ გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა. ,,ან გადარჩენა ან სიკვდილი" აღმოხდა ხმა აკანკალებულს და უკანაკნელი ძალები მოკრების შემდეგ ცენტრალური ქუჩისკენ გაქცევა სცადა ყვირილით, მაგრამ ვერ შეაძლო, ვიღაცის ძლიერმა ხელმა შეაჩერა. -მშვიდად- აღზნებული ხმით ჩასჩურჩულა ზურგსუკნიდან მიწებებულმა თავდამხმელმა რომელმაც მაშინვე პირზე ააფარა ხელი და მუცელზე უხეშად შემოაჭდო მძიმე ხელი. წამიერად სუნთქვა შეუწყდა და გულსიცემა გაუჩერდა, რისგამოც მოძრაობის, აზროვნების მხედველობის და მეტყველების უნარი ერთდროულად დაკარგა. თავდამხმელმა ისარგებლა მისი უუნარობით ამიტომ მიტოვებული შენობების სიღრმისკენ მარტივად გაათრია, მაგრამ როგორც კი აზრზე მოვიდა შეშინებული გოგონა მაშინვე წინააღმდეგობის გაწევა სცადა მისთვის, მაგრამ ამაოდ, ვერაფრით შეძლო მისი მარწუხივით შემოჭდობილი ხელებიდან თავის დაღწევა. ,,ან გაქცევა, ან სიკვდილი" მხოლოდ ამაზე ფიქრობდა სასოწარკვეთილი და წინაადეგობის გაწევას არ წყვეტდა უცნობისთვის რომელიც ძალდატანებით მიათრევდა ტყის მიმართულებით. -წინააღმდეგობის გაწევა შეწტვიტე! თუ არ გინდა რომ შენი სიცოცხლე თუ ამ ნანგრევებში დასრულდეს!-მკაცრი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა აფართხალებულ გოგონას და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა-გესმის რას გეუბნები?- შეშინებულმა გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და წინაადეგობის გაწევა შეწყვიტა -ახლა ხელს გაგიშვებ! ყვირილს თუ დაიწყებ იცოდე მოგკლავ!- უემოციო ტონით უთხრა თვალებანთებულმა ბიჭმა ატირებულ გოგონას და მუცელზე შემოჭდობილი ხელი წამიერად მოაშორა. ამ მომენტით ისარგებლა დამფრთხალმა გოგონამ და ყვირილი დაიწყო, რის გამოც განრისხებულმა ბიჭმა ბეჭებით კედელზე მიანარცხა და ყელზე დანა მიაბჯინა -გთხოვ- უმისამართოდ დაიჩურჩულა სასოწარკვეთილმა გოგონამ როცა განრისხებულმა ბიჭმა დანა ყელზე დაუსვა და კანი ოდნავ გაუკაწრა- არავის არაფერს ვეტყვი -რა თქმა უნდა არ ეტყვი-გამომწვევი ტონით, ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა გაღიზიანებულმა ბიჭმა თავდახრილ გოგონას და დანა ყელიდან მოაშორა. შემდეგ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ვიღაცას დაურეკა- სად ხარ შეჩ*მა?.... კი ვიპოვე ახლა ჩემთან ერთადაა... იკას დაურეკე, უთხარი მანქანა მოიყვანოს... ნანგრევებთან შევხვდეთ... დამშვიდდი... მაგ საქმეს ბიჭები მიხედავენ... -საუბრის დასრულებისთანავე ტელეფონი ჯიბეში შეინახა და მკლავზე უხეშად წაავლო ხელი დამფრთხალ გოგონას რომელიც სახეში შეხედვასაც ვერ ბედავდა მისთვის და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა -გთხოვთ გამიშვით, არავის არაფერს ვეტყვი- ამოისლუკუნა შეშინებულმა გოგონამ როცა შავი ჯიპი და მასთან მდგომი ის ხელებდასისხლიანებული ბიჭი დაინახა რომელმაც მთელი მჭიდი დააცალა მოკლილს და ყურადღება გაფანტულ ბიჭს ხელიდან გაუსხლტა, მაგრამ განრისხებულმა ბიჭმა წამებში დაიჭირა და მანქანამდე ძალის გამოყენებით მიათრია. -გთხოვთ გამიშვით, ძალინ გთხოვთ, არავის არაფერს ვეტყვი-კიოდა სასოწარკვსთილი გოგონა მაგრამ არავინ უსმენდა. განრისხებულმა ბიჭებმა მანქანაში ძალით ჩატენეს და დაბნეულ მღოლს წასვლა უბრძანეს. -ეს ვინაა?-ინტერესით იკითხა ახალგაზრდა დაბნეულმა მძღოლმა და სარკიდან გამოხედა ტირილისგან თვალებდასიებულ გოგონას რომელიც ორმელიც ცრემლებად იღვრებოდა -გზას უყურე!-დაუღრინა თავდამსხმელმა და დაკეცილი სისხლიანი დანა ჯიბეში შეინახა -სად მივდივართ?-იკითხა საჭეზე ჩაფრენილმა მძღოლმა -ჯერ არ ვიცი-დაუღრინა ისევ თავმდამსხმელმა და მეგობარს გახედა-რას ფიქრობ სად ჯობია რომ წავიყვანოთ? -და მათ შორის მჯდომ გოგონაზე მიანიშნა -ჩემთან ავიდეთ აგარაკზე -მამაშენმა რომ გაიგებს ამ ამბავს ხომ იცი რაც მოხდება? -ვიცი -ეს გოგო ვინაა და აქ რატომაა ვინმე ამიხსნის?- საუბარში ჩაერია მძღოლი -მოწმეა!- აგრესიული ტონით დაუბრუნა პასუხი თავდამსხმელმა და ძლივს დაწყნარებულ გოგონას მაჯები გაუთავისუფლა -უნდა მოკლათ?-დაუდევრად იკითხა მძღოლმა და ისევ სარკიდან გამოხედა ურეაქციოდ მჯდომ გოგონას -ჯერ არ გადაგვიწყეტია- ცინიკური ტონით უპასუხა თავდამსხმელის მეგობარმა მძღოლს და ხელზე შერჩენილი სისხლის შხეფების მოშორება დაიწყო -აუ არ მოკლათ რა, ძაან საყვარელია -შენ შ*გ ხო არ გაქვს!- დაუღრინა გამტაცებელმა და უემოციო მზერით შეხედა გვერდით მჯდომ გოგონას რომლის სახეზე უკვე არავითარი გრძნობა და ემოცია აღარ იკითხებოდა.- ტელეფონი მომეცი- გახედაბმძღილს -რაა? -ტელეფონი მომეცი -აა ხო- მძღილმა ბარდაჩიკიდან ფარნიანი ნოკლია ამოიღო და გაუწოდა. თავდამსხმელმა უხეშად გამოართვა და მაშინვე ჩართო, ზეპირად დამახსოვრებული ტელეფონის ნომერი აკრიფა როგორც კი უპასუხეს სწრაფად მიაყარა -ახლა კარგად მომისმინე. ხომ გახსოვს 1 თვის უკან რაზე ვილაპარაკეთ? ხოდა ის დღეა დღეს! ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთე როგორც გითხარი! არაფერი გამოგრჩეს! ხომ იცი?! ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი!- და გათიშა -ბუბას ელეპარაკე?- უმისამართოდ იკითხა შავგვრემანმა და როგორც იქნა ხელებიდან სისხლის შხეფები მოიშორა -კი! -მოაგვარებს ხო? -იასნა -შენი აზრით მამაჩემის გაცურებას შევძლებთ? -თუ ყველაფერს სწორად გააკეთებს კი! -ესე იგი მხოლოდ ერთი პრობლემაღა დაგვრჩა-უემოციო ტონით თქვა თვალებანთებულმა ბიჭმა და გვერდით მჯდომ გოგონას დახედა რომელიც მთელი ეს დრო ხმის ამოუღებლად იჯდა მანქანაში და თვითმკვლელობის გეგმებს სახავდა გონებაში. გვიან ღამით მივიდნენ მდიდრულ აგარაკზე, მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს გადაიყვანეს სასოწარკვწთილი გოგონა რომელიც ბნელ სარდაფში ჩაყვანამდე მხოლოდ ერთ ფრაზას კიოდა ,,გთხოვთ არაფერი დამიშაოთ უბრალოდ მომკალით" მაგრამ მისდა გასაკვირად გამტაცევლებმა ბნელი სარდაფის მაცვლად ჩვეულებრივ ოთახში შეათრიეს და ჩაკეტეს. -რა გინდათ ჩემგან-კარის სახელურს ჩაებღაუჭა ტირილისგან ხმაჩავარდნილი გოგონა-გამიშვით ან მომკალით და დაასრულეთ ეს ჯოჯოხეთი!- მაგრამ მის სიგიჟეებზე და ისყერიკაზე რეაქცია არავის ჰქონდა. მხოლოდ მაშინ გააღეს კარი როცა კედელზე ზურგით მიყრდნობილი იატაკისკენ უღონოდ დაცირდა და ყვირილის შეწყვიტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.