მხოლოდ ღმერთმა იცის...(12)
თავი12 – დიახ, არ ვაპირებდით ჯერ თქმას,მაგრამ რადგან სხვა გზა აღარ დაგვიტოვეთ ვერ დავუშვებდი მის სხვაზე გათხოვებას. მითუმეტეს იმ არამზადაზე. - მიუგო ბიჭმა. გაცეცხლებულმა ნუგზარმა ქალიშვილს მხრებში ხელი ჩაავლო და ჩხუბი დაუწყო. – ხვდები მაინც რა მდგომარეობაში ჩამაყენე?! ახლა იმ ბიჭს რა ვუთხრა ან მოპატიჟებულ სტუმრებს.- დაუყვირა. – ჩემთვის, რომ მოგესმინა ახლა ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდით მე არ მინდოდა იოანეზე დაქორწინება, მაგრამ შენ მაიძულებდი.- წამოიყვირა გოგონამ ნუგზარმა კი, გოგონას სახეში ძლიერ გაარტყა ხელი რის გამოც გოგონა წაბარბაცდა და მაქსიმეს მიეჯახა. ამის დანახვისას დადეშქელიანს მრისხანედ აენთო თვალები, შემდეგ კი წინ გადაუდგა. – ახლა კარგად დაიმახსოვრეთ რასაც გეტყვით, რადგან მე არ მიყვარს, როდესაც ასჯერ ვიმეორებ ერთი და იგივეს. თქვენ მე კარგად არ მიცნობთ და არ იცით ვინ ვარ. მე არავის მივცემ უფლებას ჩემს ცოლზე ხელი აღმართოს და მათ შორის თქვენც ბატონო ნუგზარ ეს კარგად დაიმახსოვრეთ!- კბილებში გამოსცრა. - თქვენ რომ მართლა შეგტკიოდეთ გული თქვენს ქალიშვილზე მის სურვილებს არ უგულვეყოფდით.- მიუგო გაავებულმა, შემდეგ კი, გოგონას გახედა, რომელიც .მობუზული იდგა და ტიროდა. – მიდი, დროზე წამოიღე რაც საჭიროა და წავიდეთ აქედან აქ ერთი წუთითაც კი აღარ მინდა დარჩენა.- წამოიძახა. გოგონამ სწარაფად აირბინა მეორე სართულზე და თავის ოთახში შევიდა. – ძალიან შევცდი თქვენში ბატონო ნუგზარ, მეგონა მართლა შეგტკიოდათ გული ემაზე, მაგრამ სამწუხაროდ თქვენმა ძალაუფლებამ თვალები დაგიბრმავათ იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ თქვენს გამო თქვენი ქალიშვილი იჩაგრება. – მზად ვარ, შეგვიძლია, წავიდეთ.- წამოიძახა გოგონამ და ბიჭმაც მისკენ გაიხედა. – ეს რა არის? - გაიოცა, როდესაც გოგონას ხელში მხოლოდ პატარა ზურგჩანთა და ხელში კი, ძაღლი ეჭირა. _ მე ამ სახლიდან არაფრის წაღება არ მინდა, მხოლოდ რაც აუცილებელი იყო ის წამოვიღე და კიდევ... შეიძლება მიმი წამოვიყვანო? – კარგი, თუ სულ ეს არის შეგვიძლია წავიდეთ.- მიუგო ბიჭმა. _ იცოდე თუ ამ კარიდან გახვალ ამ სახლის კარი სამუდამოდ დაიკეტება შენთვის. – ამ სახლში ერთი წუთითაც კი არ ვიყავი, ბედნიერი. - თქვა და გასასვლელისკენ გაემართა. _ნუგზარ გააჩერე. არ დაუშვა, რომ წავიდეს. მაგრამ ნუგზარს ნერვიც კი, არ გატოკებია, არ შეაჩერა თავის ქალიშვილი ასე უბრალოდ იდგა და უყურებდა, როგორ გაუჩინარდა კარებიდან გოგონა. განადგურებული ჩაჯდა მანქანაში ყველაფერი დაემსხვრა ყველა ის წარმოდგემა მამაზე ნუგზარი არასდროს ანებივრებდა ქალიშვილს სითბოთი ყოველთვის მკაცრი იყო ხოლმე, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ მას ასე სასტიკად მოექცეოდა, მიუხედავად სიცივისა, ფიქრობდა, რომ მამაისს იგი უყვარდა, თუმცა ახლა უკვე აღარ იცის. – ემა,კარგად ხარ?.. – თავი დამანებე... ყველაფერი შენი ბრალია, არ გეგონოს, რომ რადგან მამაჩემთან დამიცავი, შენზე აზრს შევიცლი შენც ისეთივე დამნაშავე ხარ, როგორც მამაჩემი.- მიახალა. მაქსიმე კი გამწარდა და ძალიან სწრაფად დაიწყო მანქანის ტარება. სიმწრისგან მთელი ძალით უჭერდა საჭეს. – რას აკეთებ გაგიჟდი, ცოტა შეანელე, ძალიან სწარაფად დაგყავს!- წამოიძახა შეშინებულმა,მაგრამ მან უფრო უმატა სიჩქარეს. შიშისგან ერთიანად ცახცახებდა და სახეზეც ფერი დაეკარგა, თუმცა არ იმჩნევდა. – თუ გგონია, რომ ამით შემაშინებ ძალიან ცდები, მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს, ჩემი ცხოვრება ერთ დიდ კოშმარად იქცა. – მაშინ მოდი ახლავე დავუსვათ ყველაფერს წერტილი, თუ დასაკარგი აღარაფერი გაქვს აღარ გაწვალებ.- ცინიზმით მიუგო და საშინელი სიჩქარით დაიწყო სვლა. მანქანა უკონტროლო გახდა მაქსიმე კი, უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს. წამით ყველაფერი თვალწინ დაუტრიალდა მთელმა თავის ცხოვრებამ, კადრებივით გაირბინა. გული კი საშინლად უცემდა. სუთქვა ეკვროდა და სახეზე ერთიანად გადაუვიდა ფერი და გადაფითრდა. _ გააჩერეეე!- დაუყვირა, თუმცა მან ყური არ უგდო.- კიდევ უფრო ჩავარდა ისტერიკებში, როდესაც მათ წინ სატვირთო აღიმართა..გოგონამ ბოლო ხმაზე იკივლა და ბიჭს გაშმაგებით დაუწყო მუშტების შენა.- არ გესმის რას გეუბნებიი, გაააჩერეეე ახლავე!- ერთიანად ცახცხებდა უკვე ყველაფრისთვის მზად იყო და გულში ლოცულობდა. მაქსიმემ გოგონას ფერდაკარგული სახე რომ დაინახა გზიდან გადავიდა და მკვეთრად დაამუხრუჭა. გულ დამძიმებული გოგონა, იმ წამსვე გადავიდა მანქანიდან და ღრმად დაიწყო სუნთქვა. მთელი სხეული უცაცხცახებდა და ვერ მშვიდდებოდა მანქანის წინ ჩაიკეცა და ატირდა. მაქსიმე, მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და გოგონასთან მივიდა. – კარგად ხარ?- იკითხა სინანულით, გოგონამ კი ზიზღნარევი თვალებით გახედა. – რა მკითხე? კარგად ვარ თუ არა?! ჯერ აშავებ და მერე მეკითხები კარგად ვარ თუ არა?! ვერ გიტან იცი, მეგონა კარგი ადამიანი იყავი, მაგრამ შევცდი შენც იმათ გავხარ. გახსოვს რა მკითხე წუხელ მქონდა თუ არა შენდამი რამე გრძნობა. .კი, მაქვს ოღონდ არა დადებითი არამედ უარყოფითი. მეზიზღები, ვერ გიტან.- დაუწყო ყვირილი და მუჭები დაუშინა გულმკერდში, მაგრამ ბიჭმა გააკავა. _ ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ატანა მოგიწევს ქალბატონო,ახლა კი ჩაჯექი მანქანაში!- ბრძანებითი ტონით მიუგო. _ იცი რა მართალი ვიყავი, შენ უგულო მონსტრი ხარ, რომელსაც გრძნობები არ გააჩნია.- მიაძახა და ჩაჯდა. მხოლოდ ღმერთმა იცოდა, როგორ უჭირდა, ამის მოსმენა გოგონას სიტყვები გულში ერსობოდა. გაღიზიანებული მიუჯდა საჭეს და მანქანა დაძრა. – სულ გაგიჟდი ხო, არა ისედაც არ იყავი ნორმალური,მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო, ძალიან შემეშინდა მე მეგონა, ყველაფერი აქვე დასრულდებოდა. – რამ შეგაშინა? შენ არ გინდოდა ყველაფრისთვის ბოლო,მოგვეღო.- ცინიზმით მიუგო.- მართლა გეგონა, რომ ამას გავაკეთებდი?- ცალი წარბი ზევით აზიდა და ისე კითხა. – მე.. - მე უბრალოდ შენი შეშინება, მინდოდა,მინდოდა კარგად შეგეგრძნო შენთან მოახლოვებული საფრთხე ემა, მე რომ რაიმეს დაშავება მდომოდა, არც მამაშენისგან გადიცავდი და ხელს არ შევუშლიდი ამ ყველაფერს ახლა ვერ ხვდები ამას, მაგრამ დრო მოვა და მიხვდები.- მხოლოდ ესღა უთხრა. – რას უნდა მივხვდე, შენ ძალიან ცუდი გზა, აირჩიე ამ ქორწინების ჩასაშლელად შეგეძლო, სხვა გზა მოგეძებნა შენ ხომ მაქსიმე დადეშქელიანი ხარ, მაგრამ არა, რატომღაც ასე ჩათვალე საჭიროდ, რომ მოქცეულიყავი. - ჩაილაპარაკა.- ან შენები რას იტყვიან, როდესაც გაიგებენ. მალე, მანქანა შენობის წინ გაჩერდა. _ იცოდე, კრინტი არავისთან დაძრა ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს, ეს ქორწინება, რომ ყალბია და რომ ერთმანეთი არ გვიყვარს. – არ მესმის რა საჭიროა, ეს ფარსი ადრე თუ გვიან შენები გაიგებენ სიმართლეს და მერე უარესი იქნება. _ ამას გაიგებენ, როდესაც დრო მოვა,მაგრამ ახლა არა, დედას ავადმყოფი გული აქვს და არ მინდა ინერვიულოს. ხომ გაიგე, რაც გითხარი? _ გავიგე, ყრუ არ ვარ.- წამოიძახა და მანქანიდან გადმოვიდა. ნერვიულობამ ერთინად აიტანა მაქსიმემ, ხელი ჩაავლო და მესამე სართულზე ავიდნენ. კარები გასაღებით გააღო და შიგნით შევიდნენ. სამ ოთახიანი მყუდრო ბინა, იყო მართალია ამილახვარების ვილა არ იყო,მაგრამ ძალიან მყუდრო ბინაა.. – დედა, სად ხარ!- დაუძახა და ქალიც ღიმილით გამოვიდა მისაღებში, თუმცა ღიმილი სახეზე მიეყინა, როდესაც მაქსიმეს გვერდით გოგონა დაინახა. სერიოზული სახით მიუახლოვდა. – შვილო, რა ხდება ? ვინ არის ეს გოგო? _ გაიცანი დედა, ეს შენი რძალია ემა.- მშვიდად მიუგო. – რაა? რას ქვია რძალი? დამცინი? – არა, დედა მე და ემა დღეს დავქორწინდით. – რა თქვი?- შოკირებულმა ქალმა გულზე მიიდო ხელი. – დედა, ხომ გინდოდა, ცოლი მომეყვანა ხოდა აგისრულე თხოვნა. - მე ასე არ მიგულისხმია, ასე გაუფრხულებლად ვის მოჰყავს ცოლი, ან რატომ არ მითხარი თუ ამას აპირებდი? – ყველაფერს გიამბობ დედა. ოღონდ დამშვიდდი. _ გისმენ. _ მე და ემას ერთმანეთი გვიყვარს. - რატომ მიმალავდი ამას. – ვაპირებდი თქმას... _გასაგებია, რომ გიყვართ, მაგრამ ასე ვინ იქცევა..- ბრაზნარევი ხმით მიუგო. – სხვა გზა, არ მქონდა ამას თუ არ გავაკეთებდი, მაშინ მას სამუდამოდ დავკარგავდი. – რას გულისხმობ?- ინტერესით გახედა. _ მისი ოჯახი ძალით ათხოვებდა სხვაზე, როდესაც ეს გავიგე ემას ხელი მოვკიდე ქორწინების სახლში წავიყვანე და ხელი მოვაწერეთ. – ეს მართალია?- კითხა გოგონას და მანაც თავი დაუქნია. – როგორი, მსახიობია, დედასაც კი ატყუებს .- გაივლო გულში. – თუ ასეა, მაშინ გეპატიება, მაგრამ მე და შენ სალაპარაკო გვაქვს შვილო.- მკაცრად მიუგო ქალმა. – კარგი, დედა გპირდები აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ ახლა ცოტახნით ოთახში შევალთ კარგი.- მიუგო დედამისს შემდეგ ემას ხელი მოკიდა და ოთახისკენ წაიყვანა. – დღეიდან ეს იქნება შენი ოთახი.- მიუგო მშვიდად,როდესაც ოთახში შევიდნენ. – მე არ ვაპირებ ამ ოთახში შენთან ერთად ვიცხოვრო. – მოგიწევს.- უთხრა და მისკენ დაიწყო სვლა შემდეგ კი, გოგონა კუთხეში მიიმწყვდია. – იცოდე აქ ისტერიკები არ მოაწყო, დედამ რამე არ იეჭვოს, თორემ... _ თორემ? რას იზამ? შენ რა ადამიანი ხარ დედასაც კი ატყუებ. უგულო ხარ.- ბიჭმა, ხელი შეუშვა და გაეცალა. ახლა რა იქნება, როგორ წარიმართება, მათი ცხოვრება, შეძლებენ კი ერთად ცხოვრებას, რა თქმა უნდა, მაქსიმეს შეეძლო სხვა რამ მოეფიქრებინა და ეხსნა გოგონა ქორწინებისგან, თუმცა გამიზნულად აირჩია ეს გზა, ისიც კარგად გაიაზრა, რომ არ იქნებოდა მარტივი ამ გზის გავლა და ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდ იოანესგან ეხსნა იმის გაფიქრებაც კი, ზარავდა, როდესაც სხვა კაცის გვერდით წარმოიდგენდა მას სისხლი უდუღდა. ცოტა, რომ დაწყნარდა ოთახში დაბრუნდა, ამ დროს კი, გოგონა გამოვიდა აბაზანიდან, რომელსაც მხოლოდ საბაზანო ხალათი ეცვა და გრძელ თმას პირსახოცით იმშრალებდა. ამის დანახვისას ბიჭი ადგილზე გაქვავდა, გოგონამ თავი ანება თმებს და როდესაც დაინახა მაქსიმე, რომელსაც მზერით ბურღავდა, თუმცა ნერვიც კი არ გატოკებია, უბრალოდ დააიგნორა და ურეაქციოდ უთხრა. – აქ რას აკეთებ? _ როგორ თუ რას ეს ჩემი ოთახია.-მკაცრი ხმით უთხრა. - შეიძლება, მაგრამ ექვი თვე ჩემიც არის ასე, რომ გთხოვ გადი! – რაა? შენ რა ჩემი საკუთარი ოთახიდან მაგდებ?- წარბები ზევით აზიდა. - როგორც გინდა ისე გაიგე,მაგრამ ახლა გადი. – და იქნებ არ მინდა გასვლა?- მოგუდული ხმით უთხრა და მის მოღიავებულ გულ მკერდს დააშტერდა.- სხვათა შორის დღეს ჩვენ დავქორწინდით და როგორც წესი პირველი საქორწინო ღამე უნდა გვქონდეს. _ რაა?- წამოიკივლა. – ჩუმად ნუ კივი! ხომ არ დაგავიწყდა, რომ ეს მამაშენის ვილა არ არის ეს პატარა ბინაა და ხმა გადის გარეთ.- თვალები დაუბრიალა. – მე უკვე გაგაფრთხილე, რომ მე ცოლობას არ გაგიწევ. ასე, რომ ოცნების კოშკებს ნუ ააგებ. – მაგასაც ვნახავთ.- ცალყბად ჩაიცინა ფეხზე წამოდგა გოგონას ხელი დაავლო ჰაერში აიტაცა და საწოლისკენ წაიყვანა. – რას აკეთებ, გაგიჟდი დამსვი ახლავე!- ჩხუბობდა გოგონა. ბიჭმა საწოლზე დააწვინა, გოგონა და შემდეგ მის ზემოდან მოექცა. – რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს!- წამოიძახა. - მე შემიძლია ამაზე მეტიც კი გავაკეთო, რადგან მე შენი ქმარი ვარ.- გამომწვევად შეხედა და მისკენ უფრო ახლოს დაიხარა. – მაქსიმე, თავი დამანებე! მომშორდი შენ კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ ცხოველი ხარ.- ზიზღით ამოთქვა და ბიჭიც მოშორდა. – რა თქვი? – რაც გაიგე, შენ ..შენ ცხოველი და ტირანი ხარ ხომ გაიგე.- სლუკუნებდა. – მე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი, უბრალოდ გამოგცადე. და კიდევ მე ჯერ არ მოვქცეულვარ ცუდად, მაგრამ თუ დამჭირდა გაიგებ რაც შემიძლია.- უხეშად უთხრა და წამოდგა.- და კიდევ მოწესრიგდი და გამოდი ჩემებს უნდა გაეცნო. - არანაირი, სურვილი არ მაქვს გარეთ გამოვიდე და შენების წინ მოსიყვარულე ცოლოს როლი შევასრულო.- მკვახედ მიუგო. ბიჭმა დაღლილი სახით დახუჭა თვალები და შემდეგ უთხრა. – ატყობ რომ პატარა ბავშვივით იქცევი რამდენჯერ უნდა აგიხსნა, რომ მხოლოდ ასე იქნები უსაფრთხოდ. მაგრამ იმის მაგივრად, რომ დაფიქრდე ამ ყველაფერზე დგახარ და ისტერიკებს მიწყობ ჩემს მოთმინებას ნუ ცდი და სანამ კიდევ კეთილად გექცევი გააკეთე რასაც გეუბნები. – და რით განსხვავდები შენ მათგან მითხარი? შენც მამაჩემივით მემუქრები და მაიძულებ ის გავაკეთო რაც არ მინდა, უხეშად მექცევი. – სხვანაირად შენთან ლაპარაკი არ ჭრის. - უთხრა და გავიდა. მისაღებ ოთახში გავიდა სადაც უკვე მაგიდა გაეწყოთ და რძლის გამოსვლას ელოდნენ. – დედა, არ იყო საჭირო, ეს ყველაფერი. _ რას ამბობ, როგორ არ არის, მართალია გაბრაზებული ვარ, მაგრამ წესი წესია. _ სად არის?- იკითხა. – გამოვა, მალე. უბრალოდ ცოტა შეშინებულია დღევანდელი დღის, შემდეგ. – ასე რთულად არის საქმე? _ კი.. - მშვიდად მიუგო. *** საწოლის კიდეზე იყო ჩაკეცილი და ტიროდა საერთოდ არ უნდოდა, გარეთ გასულიყო და ემსახიობა, ყველაზე მეტად თვალთმაქც ხალხს ვერ იტანდა და ახლა თვითონ უწევდა ყველას მოტყუება. – რატომ ვარ ასეთი უბედური რა დავაშავე, ყველა რატომ ცდილობს თავის ჭკუაზე მატაროს, ხომ შეიძლება ნორმალური ადამიანივით ვიცხოვრო ღმერთო.- სლუკუნებდა. – ვერ გიტან დადეშქელიანო, მე შენ გპირდები, რომ ამ ექვს თვეს ჯოჯოხეთად გიქცევ, რადგან ჩემი სისუსტე საშენოდ გამოიყენე.- ცრემლები უხეშად მოიწმინდა და საწოლიდან წამოდგა. სარკის წინ თავის გამოსახულებას დააკვირდა, რომელსაც ტირილისგან თვალები ჩასწითლებოდა და თვალის უპები შეუშუპებოდა. დიდხანს უყურა თავის გამოსახულებას, შემდეგ თავის მოწესრიგება დაიწყო. თმები გადაივარცხნა სახეზე სახის კრემი წაისვა რადგან შესიებული თვალები დაეფარა. ახლა გაახსენდა, რომ სახლიდან მხოლოდ საჭირო ნივთები წამოიღო და გამოსაცვლელი არაფერი ჰქონდა. კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა და შემდეგ თავი შემოყო. – შეიძლება?- ღიმილით იკითხა, გოგონამ. – კი... გოგონა, შიგნით შევიდა და ახალი ტანსაცმელი გაუწოდა. – მე ლიზა, ვარ ჩემმა ძმამ თქვა,რომ შენი ნივთები არ წამოგიღია, ამიტომ ვიფიქრე დაგჭირდებოდა.- გაუღიმა. _ მადლობა, ლიზა.- მკრთლად გაუღიმა.. –არაფრის, კარგი ხელს აღარ შეგიშლი, გაემზადე.- უთხრა და გავიდა. _ და ისეთი კარგი ყავს და თვითონ კი...- ჩაილაპარაკა. სადღაც 20 წუთში გოგონა, გარეთ გამოვიდა. ღრმად ჩაისუნთქა და სახზე ყალბი ღიმილით მიუახლოვდა მათ. _ სად ხარ ძვირფასო, აქამდე.- კითხა მაქსიმემ. – მაპატიეთ, დამაგვიანდა უბრალოდ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი მომხდარის გამო.. - არაუშავს, შვილო მესმის შენი არ არის მარტივი ოჯახს დაუპირისპირდე. – დიახ.. სუფრას მიუსხდნენ და თან საუბრობდნენ. გოგონას ჭამის მადაც კი, არ ქონდა. – მოგვიყევი შენზე რამე?- ღიმილით მიუგო ქალმა. - როგორც იცით ემა მქვია გვარად ამილახვარი. – რამდენი წლის ხარ? – 20- ის. _ ჩემზე ერთი წლით დიდი ყოფილხარ. _ ჰო. – კარგით, ნუ დაღალეთ გოგო შეკითხვებით მერეც გექნებათ ამისთვის, დრო.- წამოიძხა ბიჭმა. – რაღაც მინდა გკითხოთ?- მორიდებით მიმართა. – თუ წინაღმდეგი არ იქნებით შეიძლება მიმი ჩემთან იყოს? – მიმი?- გიკვირვა ქალმა. – დიახ, პატარა თეთრი ძაღლია... უბრალოდ ის უჩემოდ ვერ იცოცხლებს. - აბა,დაგვანახე სად არის? – ახლავე..- გოგონა ოთახში გავიდა და იქიდან პატარა ზომის ფუმფულა ძაღლი გამოიყვანა. – ეს არის?- გაეცინა ქალს. – დიახ, იცით ძალიან უწყინარია და არც მავნებელი არ არის თავისთვის იქნება ოთახში. - რა თქმა უნდა, შეგიძლია ცხოველებზე გართულება არ მაქვს მითუმეტეს ასეთი სასაცილო და საყვარელი ძაღლი ჯერ არსად მინახავს. – მადლობა.- გულრწფელად გაიღიმა გოგომ. – იყიდე თუ გაჩუქეს...? – არა, ეს ჩემმა გარდაცვლილმა ნათლიამ მაჩუქა რამდენიმე წლისწინ.- ნაღვლიანმა მიუგო. – ნათლიამ? _კი,მისგან სამახსოვროდ დამრჩა მიმი. კიდევ, ცოტახანი ისხდნენ შემდეგ კი, ყველა თავის ოთახებში შევიდა. დარჩნენ ისევ მარტონი, ერთ ოთახში გოგონა დაბნეული და შეშინებული აცეცებდა თვალებს აქეთიქით. არ უნდოდა მის გვერდით ერთ ოთახში ეცხოვრა, საწოლიდან ბალიში და პლედი აიღო და იქვე მდგარ სავარძელზე დაიფინა, შემდეგ კი დასაწოლად გაემზადა. – რას აკეთებ?- გაოცებულმა, იკითხა და მასთან მოვიდა. – მე არ ვაპირებ შენთან ერთად ერთ საწოლში დავიძინო.- მობეზრებით მიუგო და სავარძელზე ჩამოჯდა. ბიჭმა თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ხელის მტევანში ჩაავლო ხელი და საწოლზე დასვა. – თუ ასეა, შენ აქ დაიძინებ და მე სავარძელზე, გასაგებია? _ მაგრამ... – არავითარი,მაგრამ შენ აქ დაიძინებ და მე იქ.- მოუჭრა მოკლედ და წავიდა. ორივე დაწვნენ და დაძინებას შეეცადნენ, თუმცა ვერცერთი ვერ ისვენებდა, გოგონა საწოლზე დაწვა საბანი და დაიფარა თვალები კი, მთელი ძალით დაეხუჭა. ამ დროს მაქსიმე საწოლის მხარეს გადმობრუმდა და გოგონას შეხედა რამდენიმე წუთი მოუშორებლად უყურებდა შემდეგ კი დაიძინა,ამის შემდეგ გოგონამ გაახილა თვალები და მას გახედა. შუა, ღამეს გოგონას კივილმა გამოაღვიძა ბიჭი, სწრაფად წამოდგა და მასთან მივიდა. გოგონა, ძილში ტიროდა და შველას ითხოვდა. – ემა, გესმის ჩემი, გაიღვიძე!- წამოიძახა ბიჭმა და შეანჯღრია. – არა!- წამოიკივლა და შეშინებულმა ვერც კი გაიაზრა, რომ მაქსიმეს მოეხვია. ბიჭი მოულოდნელობისგან შეცბა,მაგრამ შემდეგ ერთი ხელით მოეხვია მეორეთი კი თავზე ნაზად უსმევდა ხელს. გოგოს მის გულზე ედო თავი და ტიროდა. – ყველაფერი კარგად არის, დამშვიდდი..-ამშვიდებდა ბიჭი.- რა მოხდა კოშმარი დაგესიზმრა? – ძალიან შემეშინდა... იმდენად რეალური იყო.- ამოიტირა,მის მკერდზე. – ასეთი რა ნახე? _ იოანე და მამაჩემი დამესიზმრა... – რაა? – ჰო, ვითომ აქ მოვიდნენ და ჩემი ძალით წაყვანა უნდოდათ. – ნუ გეშინია, სანამ მე ცოცხალი ვარ ვერავინ ვერაფერს გავნებს. მითუმეტეს მათ უფლება არ აქვთ ჩემგან წაგიყვანონ, რადგან კანონით ჩვენ ცოლ- ქმარი ვართ.- ჩასჩურჩულა ყურში და გოგონაც მოშორდა. მისმა ცრემლებმა ბიჭს გული მოუკლა,შემდეგ საჩვენებელი თითით ნაზად მოსწმინდა ცრემლები. მისი შეხებისგან გოგონა შეხტა. _ ასეთი რატომ ხარ? – როგორი? – ამოუცნობი... ხან ისე ნაზად მექცევი ხან კი... მონსტრს ემსგავსები. – აჯობებს თუ ამას არ ჩაუღრმავდები,ახლა კი დაიძინე.- უთხრა და ადგილს დაუბრუნდა. – მაპატიე, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რადგან მეც არ ვიცი რა მემართება..- გაიფიქრა გომებაში.- მაგრამ ერთი კი,ვიცი არავის მივცემ უფლებას ზიანი მოგაყენოს. ***** დილის 08:00 საათზე მაქსიმეს უკვე ეღვიძა, მაგრამ ადგომას არ ჩქარობდა სავარძელზე იჯდა და მძინარე გოგონას გაჰყურებდა. –როგორ შემოტრიალდა ყველაფერი, არადა შენგან შორს უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ...- მძიმედ ამოთქვა, შემდეგ წამოდგა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოდან დედამისი გამოვიდა. – გაიღვიძე შვილო..? – ხო, დედა..- უთხრა და დივანზე ჩამოჯდა. – ემა, როგორ არის? – ძინავს... წუხელ გვიან დაიძინა, შეშინებულია და კოშმარები აწუხებს. – საბრალო, გოგონა წარმომოდგენია რას განიცდის ახლა. – ჰო, დედა მე უნდა გავიდე საქმეები მაქვს და მალე მოვალ. – ასე ადრე სად მიდიხარ? – მალე მოვალ..- დაემშვიდობა და წავიდა. მანქნაში ჩაჯდა და გზას გაუყვა უნდა მოეფიქრებინა, როგორ მოქცეული იყო ამის შემდეგ ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა. ტელეფონი აწკრიალდა მიკროფონე დააყენა და უპასუხა. – გისმენთ! – მისმენ არა? ხოდა ძალიან კარგი, ბატონო მაქსიმე, თუ გგონია, რომ შეგარჩენ საცოლის წართმევას ძალიან ცდები. – იოანე..!- წამოიძახა. - დიახ, მე ვარ. – რა საცოდავი ხარ, გგონია შენი მუქარების მეშინია?! შენნაირი კაცუნებს ვიცი, როგორც უნდა მოვექცე,რაც შეეხება ემას მისი არსსბობა დაივიწყე ის უკვე ჩემია და კიდევ იმდენი გამბედაობა არ გყოფნის, რომ პირისპირ შემხვდე არა? – არაფრისაც არ მეშინია. _ აჯობებს თუ ამორთქლდები აქედან.- დაემუქრა. _ არსად არ ვაპირებ აორთქლებას, მაგრამ ამას არცერთს არ შეგარჩენთ.- უთხრა და გაუთიშა. .... ველი თქვენს რეაქციებს და კომენსტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.