შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი ისტორია ( სრულად )


28-09-2024, 14:43
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 8 508

იმ დღესაც გაუტყდა ძილი ისე როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე მას შემდეგ რაც ცოლს გაშორდა, ოჯახი დატოვა და იმ სახლიდან რომელიც ოცი წლის წინ საკუთარი ხელებით ააშენა ამ ოროთახიან, აკლდამის მსგავს, სულისშემხუთველ ბინაში გადმოვიდა საცხოვრებლად, პრინციპში მეტი არც უნდოდა, მხოლოდ ღამის გასათევი როცა გადამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ამოსუნთქვა დასჭირდებოდა ხოლმე, შეეძლო სხვა სახლი ეყიდა, სადმე ნებისმიერ ადგილზე, ერთი ორი ან სულაც ათი, საკუთარი საქმე რომელიც მას შემდეგ დაიწყო რაც თვრამეტი წლის გახდა და ახლანდელი ეკონომიური მდგომარეობა ნამდვილად აძლევდა ამის საშუალებას თუმცა ახლა ეს პატარა გალიაც კი ეზედმეტებოდა, ორი კვირაა რაც აქ ცხოვრობდა და მხოლოდ საძინებელს იყენებდა, ისიც ხანდახან, სამსახურიდან მოსული, გამოიცვლიდა და წყალს გადაივლებდა თუ არა, მისაღებში შუქს ჩააქრობდა, ჩაბნელებულ აივანზე მდგარ სავარძელში მოთავსდებოდა და უაზროდ გაჰყურებდა ხოლმე სივრცეს, მისი აივნიდან რომელსაც მინის გამჭვირვალე მოაჯირები ჰქონდა კარგად მოჩანდა მოპირდაპირე მხარეს საკმაოდ ახლოს მდგარი შენობა, ათვალიერებდა ხოლმე გაჩახჩახებულ ფანჯრებს, ხანდახან ზედმეტად მოურიდებლად გადაწეულ ფარდებს და თავისდაუნებურად ხდებოდა სხვისი ცხოვრების მონაწილე, სხვისი სიყვარულის, ჩხუბის, შეურაცხყოფის, პატივისცემის, ტკივილის თუ სინანულის მონაწილე, უყურებდა სხვის ცხოვრებას და საკუთარზე ფიქრობდა, ფიქრობდა იმაზე თუ ორმოცდაოთხი წლის ასაკში რამ აიძულა ყველაფრისთვის ხაზი გადაესვა, ის ცხოვრება და რეალობა მიეტოვებინა ოჯახი და თანაარსებობა რომ ერქვა და ასე დაკარგულიყო არყოფნის შემზარავ ლაბირინთებში, თუმცა იყო კი შესაძლებელი იმ ფარსის შენარჩუნება? ღირდა კი? იცის რამდენჯერ ჩასძინებია და თავზე დათენებია სავარძელში მჯდარს, ვინ იცის რამდენჯერ გაუღვიძია იმის იმედით რომ ის დღე სხვანაირი იქნებოდა და რაღაც შეიცვლებოდა...

- გისმენ, -ტელეფონის ეკრანისთვის არ დაუხედავს ისე უპასუხა, უკვე ბინდდებოდა, ისევ ისე იჯდა ჩაბნელებულ აივანზე და ისევ უცნაური უსიამოვნო შეგრძნება დაიბადა მასში როცა ნაცნობი ხმა მოესმა, ხმა რომელიც ერთდროულად იწვევდა მასში, სიბრაზეს, დანაშაულის გრძნობას და თითქოს სადღაც გონების შორეულ კუთხეში საგულდაგულოდ მიჩქმალულ მონატებას.
- რა ხდება ლინდა, რატომ რეკავ? -უემოციო ხმით უპასუხა ყოფილ მეუღლეს რომელთანაც განვლილი ოცდაორი წელი აკავშირებდა და ორი საერთო სიცოცხლე რომლებიც საკუთარ თავს ერჩია, -ოცდაერთი წლის ბაჩანა და ჩვიდმეტი წლის მარიამი.
- ტატო გთხოვ, უნდა ვისაუბროთ, ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა, გემუდარები ტატო, საყვარელო გთხოვ, იქნებ შევხვდეთ, ხომ იცი ასე უბრალოდ ვერ დავასრულებთ ქორწინებას, -თითქოს გულწრფელი ხმა ჰქონდა ქალს, ოდნავ სევდიანი, თბილი და ტკივილიანი, მაგრამ ტატო უკვე კარგად იცნობდა ძვირფას მეუღლეს.
- უკვე დავასრულეთ, -მხოლოდ ეს ორი სიტყვა თქვა და გათიშა, ორიოდე წამში მიიღო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ხოლო მისთვის აშკარა მუქარის შემცველი შეტყობინება, ''ორ კვირაში ბაჩანა ჩამოდის, დავურეკე და ვთხოვე რომ ჩამოსულიყო, ერთი კვირა დარჩება''
-
გაცოფებულმა შეგლიჯა კარი, არაფერი უგრძვნია როცა სანთლის შუქით განათებულ მისაღებ ოთახში სექსუალურ საცვლებში და გამჭვირვალე ხალათში გამოწყობილი ქალი დახვდა, ის ქალი რომელიც ერთ დროს მთელი მისი ცხოვრება იყო.
- მოხვედი? -წინასწარ დაზეპირებული მოძრაობით წამოდგა დივნიდან და თეძოების მაცდური რხევით დაიძრა მისკენ, მასთან მოახლოებულს ნიკაპში ჩაავლო თითები ტატომ და უხეშად მოუჭირა.
- რა თამაშს თამაშობ? -ცივად გამოსცრა კბილებში და მერე ზიზღით მოიშორა მისი საქციელისგან და თავისი სპექტაკლის წარუმატებლობისგან გაცოფებული ქალი, სავარძელში ჩაეშვა ლინდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- უბრალოდ მინდოდა დაგლაპარაკებოდი.
- მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ.
- აი ხომ ხედავ, უთქმელად გვესმის ერთმანეთის, -ცინიკურად ჩაეცინა ქალს, -რა მოხდა შეგეშინდა რომ თუ ბაჩანა ყველაფერს გაიგებს აღარ ეყვარები?
- იცოდე ბაჩანას რომ მანამდე უთხრა რამე სანამ მე დაველაპარაკები...
- რას გააკეთებ, მომკლავ? ისედაც მკლავს უშენობა.
- უჩემობა თუ ის რომ თითით საჩვენებელი, იდეალური ოჯახი აღარ გაქვს, შენებისთვის და შენი დაქალებისთვის ჯერ კიდევ არ გითქვამს რომ დავშორდით? ჯერ კიდევ თამაშობ იდეალური ცოლის და დედის როლს? იმედია იმდენად არ დაეცი რომ საკუთარი შვილით დაიწყო ვაჭრობა, ხომ იცი ბაჩანა ჩემს თავს მირჩევნია, იცი როგორ მიყვარს.
- იცოდე თუ არ შემირიგდები ყველაფერს ვეტყვი და თანაც ისე რომ...
თავისდა გასაკვირად სიბრაზე აღარ უგრძვნია ტატოს, უცნაურმა სევდამ და სინანულის გრძნობამ შეიპყრო, ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავად რაც მოხდა, მაინც არ შეეძლო მხოლოდ მისი დადანაშაულება, იქნებ სხვანაირად რომ მოქცეულიყო, უფრო კარგი ქმარი რომ ყოფილიყო, უფრო ყურადღებიანი, უფრო მოსიყვარულე, უფრო მეტი დრო დაეთმო მისთვის...
- რატომ? -ერთადერთი რამ კითხა, მის პირდაპირ დაჯდა და იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს.
- რა რატომ? -წეღანდელი შემართება აღარ ეტყობოდა ქალს, დაბნეული ჩანდა, გონება გაფანტული.
- ახლა, ამდენი წლის შემდეგ რატომ მითხარი?
- არ გეტყოდი, მართლა არ ვაპირებდი თქმას, -ნაძალადევად გაიცინა ლინდამ და თვალი აარიდა, -ლევანს უნახავს ბაჩანა ამერიკაში, თავიდანვე დაინტერესებულა მისით, ან როგორ არ დაინტერესდებოდა როცა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, გაურკვევია ვინ იყო, ვინ იყვნენ მისი მშობლები, მერე მე დამიკავშირდა...
- ანუ მანაც იცის, შენ კი მხოლოდ იმიტომ მითხარი რომ მისი გეშინია, ასეა? რა ხდება, გაშანტაჟებს? გემუქრება? ასეთი რა გითხრა? ან აქამდე რატომ არაფერი მოიმოქმედა, რა აქვს ჩაფიქრებული? იცოდე თუ გაბედავს და ბაჩანას სიახლოვეს გამოჩნდება, მასაც და შენც გაჩენის დღეს გაწყევლინებთ, -უჩვეულო სიმშვიდეს ინარჩუნებდა ტატო, არადა ერთი სული ჰქონდა ხმამაღლა ეღრიალა და ირგვლივ ყველაფერი დაემსხვრია, უყურებდა ლინდას და თვალწინ კადრებად იცვლებოდა მათი განვლილი ცხოვრება, ერთამანეთი მშობლებმა გააცვნეს, ტატოს თავიდანვე მოეწონა, ლინდა კი ქორწინების წინააღმდეგი იყო, მერე უცბად შეიცვალა, მის მიმართ დათბა, ქორწინებაზეც დათანხმდა, ის კი არადა სრულიად მარტივად დააჯერა რომ მასზე იყო შეყვარებული, -ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა, მალევე დაფეხმძიმდა, შვიდთვიანი დაიბადა ბაჩანა... არასდროს ერთი წამითაც კი არ შეპარვია ტატოს ეჭვი იმაში რომ შეიძლებოდა ბაჩო მისი შვილი არ ყოფილიყო, ბევრი, ძალიან ბევრი წელი გაატარეს ერთად, გუშინდელივით ახსოვს ლინდას რეაქცია როცა გაიგო რომ მარიამზე იყო ფეხმძიმედ, პანიკაში ჩავარდა, უნდოდა მოეშორებინა, ტატოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა რომ გადაეფიქრებინა მისთვის...
- მარიამი? მისი გაჩენა არ გინდოდა, -კეფაზე შემოიჭდო თითები და მწარედ გაეცინა უკან თავგადაგდებულს, -უბრალოდ ბავშვის გაჩენა არ გინდოდა თუ ის რომ მე ვყოფილიყავი შენი შვილის მამა.
- რას ამბობ ტატო, -სახე შეეცვალა ქალს.
- რას ვამბობ? -მხოლოდ ახლა ვხვდები ყველაფერს, ბრმა ვიყავი, შენი სიყვარულით ვიყავი დაბრმავებული შენ კი უბრალოდ, შენი მდგომარეობისთვის შესაფერ ვარიანტად მთვლიდი.
- ასე არ არის, იმას ვერ დამაბრალებ რომ არ მყვარებიხარ, -ტირილის ნოტები შეერია ხმაში, თავი ჩახარა და ერთმანეთზე გადაიჭდო აცახცახებული ხელები, გულიანად გაეცინა ტატოს.
- გგონია დავიჯერებ რომ ნერვიულობ?
- არასდროს მაპატიებ, -არ უკითხავს ლინდას, უბრალოდ აზრი გააჟღერა რომელიც გონებას ურევდა.
- არასდროს, თუმცა კარგად დაიმახსოვრე რასაც ახლა გეტყვი, ის რაც მოხდა და რაც მითხარი იმას არ ცვლის რომ ბაჩანა ჩემი შვილია, მისი მამა მე ვარ, ეს კარგად დაიმახსოვრე, როგორც კი ჩამოვა დაველაპარაკები და ყველაფერს ავუხსნი, მანამდე კი არ გაბედო რამის თქმა.
-
ჩაფიქრებული, მოღუშული მართავდა ავტომობილს, თავის საცხოვრებელ შენობას მიახლოებულს ცარიელი ადგილი რომ არ დახვდა ავტოსადგომზე, მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობის ეზოში შეიყვანა ავტომობილი, გააჩერა, ძრავი გამორთო და გადმოვიდა, თერთმეტი ხდებოდა, ღამისთვის შეუსაბამო ხმაურმა და ფუსფუსმა მიიპყრო მისი ყურადღება, შენობის შესასვლელთან სატვირთო ავტომობილი იდგა და მუშები ავეჯს ცლიდნენ, ეტყობოდა რომ ახალი მოსახლე გადმოდიოდა, ის იყო შებრუნება დააპირა რომ ზუსტად მის წინ, ქუჩის მკრთალი განათებების ფონზე ცეცხლისფრად გაიფრიალა რაღაცამ.
- მოიცადეთ, ცოტა ფრთხილად, -წკრიალა ხმა მოესმა და თავისდაუნებურად შეჩერდა, ჯინსის ლურჯ კომბინიზონში გამოწყობილი გოგონა რომელსაც მხრებზე ტალღებად ეყარა ალისფერი კულულები, მითითებებს იძლეოდა, ციბრუტივით ტრიალებდა, მანქანიდან ნივთების ჩამოღებაში ეხმარებოდა მამაკაცებს, აშკარად ის იყო ამ შენობის ახალი მოსახლე, გაღიმებულმა ისე შეათვალიერა ტატომ თვიდან ფეხებამდე ერთი დეტალიც არ გამორჩენია, ალბათ ოცი წლის თუ იქნებოდა, საშუალო სიმაღლის, გამხდარი და საოცრად მოქნილი, მის საჩვენებელ თითზე მორგებული საქორწინო რგოლის შემჩნევაც არ გაჭირვებია, ერთხანს გაუნძრევლად იდგა და თვალს ადევნებდა მის საქმიანობას, მერე შებრუნდა და ეზოდან გავიდა, იმ ღამით აივანი არც გახსენებია, ბინაში შევიდა და საძინებელს მიაშურა, თვითონაც არ იცოდა რატომ მაგრამ ისეთ სიმსუბუქეს გრძნობდა როგორიც დიდი ხანი იყო რაც აღარ უგრძვნია, დაწვა თუ არა მაშინვე დაეძინა და არცერთი სიზმარი არ უნახავს, დილით მაღვიძარის გამაწვრილებელი ხმა რომ არა ალბათ გადაბმულად იძინებდა საღამომდე.

- შეიძლება? -მის სამუშაო ოთახში დაუკაკუნებლად შეაბიჯა მაღალმა, საფეთქლებთან თმაში ჭაღარა შერეულმა სიმპათიურმა მამაკაცმა.
- გეტყოდი შემოდითქო მაგრამ უკვე შემოსული ხარ, -დაიღრინა ტატომ და კალამი მთელი ძალით დაახეთქა მაგიდაზე, ახალმოსულს არანაირი რეაქცია არ ჰქონია, სკამი გამოწია, დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- რა გჭირს, როგორი უჟმური გახდი ხვდები? ცოლს ვინ არ გაშორებია თუ ძმა ხარ.
- ვინ და შენ.
- მთარსავ? -შეიცხადა და სამჯერ დააკაკუნა მასიური ხისგან გამოთლილ სამუშაო მაგიდაზე, -ძლივს მეღირსა დაქორწინება ჯერ ორი წელიც არ გასულა თან თუკუნა ფეხმძიმედ არის.
- რაა? -გაოცება და სიხარული ერთდროულად აღებეჭდა სახეზე ტატოს, -სერიოზულად ამბობ?
- დღეს დილით მითხრა, მაშინვე შენთან წამოვედი რომ მეთქვა, ისეთი გახარებული ვარ ასე მგონია ეს სიხარული ჩემს შიგნით ვეღარ დაეტევა და გავსკდები.
ფეხზე წამოდგა ტატო, თვალცრემლიანი გადაეხვია მეგობარს და მიულოცა, ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ ის და ნოდო, ყოველთვის ყველაფერი საზიარო ჰქონდათ, ჭირიც და ლხინიც, სიხარულიც სევდაც და ბედნიერებაც, ახლაც ისე უხაროდა მისი სიხარული როგორც საკუთარი გაუხარდებოდა.
- საღამოს ხომ მოხვალ, თიკუნა წვეულებას აწყობს, ყველას ერთდროულად უნდა რომ უთხრას, ახლა თავის დაქალებთან ერთად წვეულების სამზადისშია გართული.
- რათქმაუნდა მოვალ, მაგას როგორ გამოვტოვებ, მის საყვარელ ბელგიურ შოკოლადებსაც წამოვიღებ.

ღამის თერთმეტზე ძლივს დააღწია თავი თიკუნას მოწყობილ ხალხმრავალ წვეულებას, მალევე გაიარა ნახევრად ცარიელი ქუჩები, ეზოში გააჩერა ავტომობილი, იქვე მდებარე მაღაზიაში შევიდა მინერალური წყლის საყიდლად, შესვლისთანავე იცნო სალაროსთან მდგარი ცეცხლისფერთმიანი გოგონა, რომელმაც ალბათ მისი დაჟინებული მზერა თუ იგრძნო, მოხედა და უბრალოდ, გულწრფელად, ყველანაირი ქვენა გრძნობების გარეშე გაუღიმა, მის გახეთქილ ტუჩზე და ჩალურჯებულ ღაწვზე დარჩა თვალი ტატოს, გვიან მიხვდა გოგონა რასაც უყურებდა მის წინ ორიოდე ნაბიჯის მოშორებით მდგარი მამაკაცი, ურჩი კულულები ჩამოიფარა სახეზე და სწრაფი ნაბიჯით გავიდა მაღაზიიდან.

უცნაურად გულდამძიმებული და დასევდიანებული იჯდა ჩაბნელებულ აივანზე ტატო და უაზროდ გაჰყურებდა სივრცეს, ალბათ უკვე ყველას ეძინა, მოპირდაპირე მხარეს მდგარ შენობაში, ზუსტად მისი ბინის გასწვრივ მდებარე ბინაში რბილი ყვითელი განათება რომ აინთო და აივნის ფართოდ გამოღებული კარიდან სასიამოვნო მელოდიის ჰანგები გამოიჭრა გამოფხიზლდა, თვალებგაფართოებული უყურებდა ულამაზეს სანახაობას, ოთახში მოკლე, ჰაეროვან კაბაში გამოწყობილი, თვალდახუჭული ცეკვავდა ცეცხლისფერთმიანი ანგელოზი, ფეხშიშველი, თითისწვერებზე შემდგარი ღვთაებრივ სხეულს აყოლებდა მელოდიას...





ნოდოსთან იყვნენ შეკრებილები, ოჯახური კერძებით გაწყობილ მრგვალ სასადილო მაგიდასთან მსხდარნი ნება-ნება აგემოვნებდნენ, გიგის მამის დაწურულ წითელ ღვინოს...
- სულ ცოტას დავლევ რა, ერთ ყლუპს, -თიკუნა სასაცილოდ ეხვეწებოდა ნოდოს და ცდილობდა მისი ჭიქიდან მოესვა ღვინო თუმცა ნოდო არაფრით უთმობდა.
- შენთვის ღვინო არ შეიძლება, აგერ ბროწეულის წვენია და დალიე, იცი რა გემრიელია? თან წითელია ღვინისგან ვერც გაარჩევ.
- დამცინი? იცოდე ხმას აღარ გაგცემ, -სასაცილოდ ბუშტავდა ტუჩებს თიკუნა, მერე ყელში კოცნიდა ნოდო და წამსვე აქრობდა მის ბრაზსს.
- ტყუილად ცდილობ შენ წადი და იმ ქერათმიან საფრთხობელას მოუყევი ეგ ზღაპრები, -თიკუნას გვერდით მჯდარი წაბლისფერთმიანი პუტკუნა ლოყებიანი ლურჯთვალა გოგო, -ისეთი თვალებით უყურებდა გიგის გვერდით მჯდარ ახალგაზრდა მამაკაცს რომ იფიქრებდით მასზე დიდი მტერი არ ჰყავდა ამქვეყნად.
- გეფიცები მე არაფერ შუაში ვარ, ახლა აქ ნუ გამარჩევინებ ყველაფერს, არც კი ვიცნობ იმ ქალს, შემთხვევით დამიჯდა გვერდით, -აშკარად გულწრფელი იყო კაცი.
- და შემთხვევით გიფათურებდა ხელებს?
ცხრა წლის წინ დაქორწინდნენ ნათია და ლევანი, ნათია თიკუნას დაქალი იყო, ლევანი კი გიგის, ნოდოს და ტატოს მეგობარი, შემდეგში ზუსტად მათგან გაიცნეს ერთმანეთი თიკუნამ და ნოდომ, საოცარი ურთიერთობა ჰქონდა წყვილს, ქორწინების ცხრა წლის განმავლობაში მინიმუმ ცხრაჯერ მაინც დაშორდნენ და შერიგდნენ, ზოგჯერ ამის მიზეზი ნათიას მანიაკალური ეჭვიანობა იყო უფრო მეტად კი ლევანის მექალთანე ბუნება, თუმცა რაც არ უნდა მომხდარიყო მაინც ყოველთვის ახერხებდნენ შესარიგებელი მიზეზების პოვნას, თანაც ორი შვილი ჰყავდათ...
ჩუმად იჯდა ტატო და ღიმილით ადევნებდა თვალს სიტუაციას, სიამოვნებდა მათთან ერთად ყოფნა, მერე რატომღაც ცუდად იგრძნო თავი, ალბათ იმიტომაც რომ გაახსენდა ასეთი შეკრებების დროს ლინდა არასდროს იყო მის გვერდით, ყოველთვის რაღაცას იმიზეზებდა რომ თავი აერიდებინა, შეეძლო საკუთარ დაქალებთან ერთად მთელი დღე ეშოპინგა, ტატოს ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის კი არასდროს რჩებოდა დრო, ყოველთვის რაღაც მიზეზი ჰქონდა, თავის ტკივილი, უმადობა ან დეპრესია, ახლაღა იწყებდა ტატო ბევრი რამის გააზრებას რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდა, გული დაუმძიმდა, თითქოს სული შეეხუთა, ღვინის ჭიქას წამოავლო ხელი და აივნისკენ წავიდა, მოაჯირს დაეყრდნო...
- რა გჭირს? -გიგი ამოუდგა გვერდით, ჭიქა ხელიდან აართვა და ბოლომდე გამოცალა, -რა ხდება ძმაო, ვეღარ გცნობ, მესმის რომ პრობლემები გაქვს მაგრამ, არ ლაპარაკობ, არაფერს გვეუბნები, ყველა პრობლემას და დარდს გულში იხვევ, ასე არ შეიძლება, ხომ იცი შეგიძლია ყველაფერზე მელაპარაკო, მოგისმენ.
- არსებობს ისეთი რამეები რაზეც ხმამაღლა ვერ ისაუბრებ, ისეთი რამეები რაც მხოლოდ შენ უნდა გადახარშო და გადაიტანო, სხვების დაუხმარებლად უნდა ზიდო მხრებით, რადგან მხოლოდ შენია, შენი შეცდომებია და შენვე უნდა ზღო და გამოასწორო, ეცადო მაინც...
- ამ სიბერეში ფილოსოფოსობაც დაიწყე? -წარბ აწეული შეჰყურებდა გიგი ქადაგად დავარდნილ მეგობარს, გულიანად გაეცინა ტატოს მის სახეს რომ შეხედა.
- ჯერ რა დროს სიბერეა ახლა ვიწყებ ცხოვრებას, -მხარზე დაჰკრა ხელი და მისკენ შებრუნდა, კიდევ ერთხელ გაიღიმა თითქოსდა იმის დასადასტურებლად რომ არაფერი ხდებოდა სერიოზული, რატომღაც სრულიად უადგილოდ გაახსენდა წუხანდელი სცენა აივნიდან რომ დაინახა და ზმანებასავით ჰქონდა მის გონებას შერჩენილი, ცეცხლისფერი კულულები, მოკლე ჰაეროვანი კაბა და სხეულის ვნების ამშლელი, ჭკუიდან შემშლელი მოძრაობა, გული აუჩქარდა...
- წამოდი გავაგრძელოთ, -მკლავზე დაქაჩა გიგიმ, თავი გააქნია ტატომ უარის ნიშნად.
- უნდა წავიდე, რაღაც აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, -დაბნეულმა ჩაილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა მისაღებში, მეგობრებს დაემშვიდობა და მათ თხოვნას რომ დარჩენილიყო ყურადღება არ მიაქცია ისე გავიდა ბინიდან, სირბილით დაუყვა კიბეებს, გათიშული მართავდა ავტომობილს, თითქოს რაღაც ეძახდა, ეწეოდა მისკენ ოღონდ არ იცოდა როგორ და სად უნდა ენახა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა უბანს რომ მიუახლოვდა, ეზოსთან გაჩერდა და ის იყო გადმოვიდა რომ ის დაინახა... ტროტუარზე მოაბიჯებდა თავდახრილი, ორივე ხელში პროდუქტით სავსე პაკეტები ეკავა და ძლივს მოჰქონდა, მძიმედ ადგამდა ნაბიჯებს, ცეცხლისფერი თმები კეფაზე ჰქონდა დახვეული და შეკრული, უნიფორმის მაგვარი ზედა, კლასიკური შავი შარვალი და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ეცვა, ჩალურჯება და გახეთქილი ტუჩი საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული მაკიაჟით, უსაშველოდ დაღლილი ჩანდა, ისეთი ჩვეულებრივი იყო, ისეთი პატარა, სუსტი და დაუცველი...
- დაგეხმარებით, სახლამდე მიგატანინებთ, -თავისი სიტყვები რომ გაიაზრა ტატომ უკვე გოგონას წინ იდგა და უღიმოდა, ალბათ იმ ორიოდე ჭიქა ღვინოს დამსახურება იყო ასეთი გამბედაობა ან ვინ იცის...
- არ არის საჭირო, -ისე ჩაილაპარაკა წითურმა და ისე აუქცია გვერდი არ შეუხედავს მისთვის, მსუბუქად შეეხო მკლავზე ტატო.
- გთხოვ, ნუ გერიდება, მეზობლები ვართ, აი იქ ვცხოვრობ, შენ კი დაღლილი ჩანხარ, -პაკეტებს ჩაავლო ხელი და ჩამოართვა, თვალები დახუჭა გოგონამ, ამოიოხრა, მხრებში გაიშალა და მერეღა გაუსწორა მზერა მამაკაცს, ტანში გასცრა ტატოს ასე ახლოდან რომ ჩახედა თვალებში, შეცბა, ერთბაშად იმდენი რამ იგრძნო გონს მოსვლა და გააზრება გაუჭირდა, სიცარიელე იფრქვეოდა მისი თვალებიდან, დაღლილობა, შიში, მორიდება და კიდევ ...
- მე კატო ვარ, -ხმაც გარეგნობასავით უცხო და ლამაზი ჰქონდა, თუმცა ძალიან სევდიანი.
- ტატო მქვია, -პასუხი დაუბრუნა ტატომ და შეამჩნია რომ სიცილი ძლივს შეიკავა გოგონამ, თუმცა არაფერი უთქვამს, გვერდიგვერდ შევიდნენ ეზოში, სადარბაზოსთან ჩამოართვა პაკეტები კატომ, მადლობაო ჩაილაპარაკა და თავჩაღუნული აუყვა კიბეს, ჩაფიქრებული გაუყვა ტატო გზას.

ჩვეულებისამებრ ჩაბნელებულ აივანზე იჯდა და უაზროდ გაჰყურებდა სივრცეს, საათს დახედა, თორმეტი ხდებოდა, ის იყო წამოდგომა დააპირა რომ სინათლე აინთო მოპირდაპირედ მდებარე ბინაში და აივნის ღია კარიდან მუსიკის ჰანგები გამოიჭრა, ისევ ის მოკლე, გამჭვირვალე სარაფანი ეცვა წითურს, თმა გაშლილი ჰქონდა და თვალდახუჭული, ფეხშიშველი აყოლებდა სხეულს მელოდიას, პირგამშრალი, გულაჩქარებული უყურებდა სანახაობას ტატო, თითქოს სპეციალურად მისთვის ცეკვავდა კატო, თითქოს იცოდა მაყურებლის არსებობის შესახებ, ცეკვის დასრულების შემდეგ ჩაბნელებულ სივრცეს გაუსწორა მზერა კატომ და უცნაურად გაიღიმა...
მეორე დღესვე მოიძია ტატომ ინფორმაცია მის შესახებ, კატო ოცდაორი წლის იყო, ოფიციალურად დაქორწინებული, თუმცა ამ ეტაპზე მარტო ცხოვრობდა, სწავლობდა და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მუშაობდა კონსულტანტად, ჩალურჯებები მის სახეზე და სევდა მის მზერაში ცხადყოფდა იმას თუ რატომ არ ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.

- რად გინდოდა იმ გოგოზე ინფორმაცია? -ნოდო როგორც ყოველთვის დაუკაკუნებლად შევიდა ოთახში და მაგიდასთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
- უბრალოდ დამაინტერესა, -კალამი აათამაშა ხელში ტატომ და ღიმილი ვერ შეიკავა მოცეკვავე კატო რომ გაახსენდა, მისი საოცარი მოძრაობები...
- ოცდაორი წლის არის, -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები ნოდომ.
- მერე?
- ბაჩანას ტოლია.
- ამოღერღე ბოლოს და ბოლოს რის თქმას ცდილობ.
- მოგწონს? შენთვის ზედმეტად პატარა ხომ არ არის, გათხოვილია, თანაც მეგონა რომ შენ და ლინდა შერიგდებოდით.
- ჰოო, აი თურმე რაში ყოფილა საქმე, -ტატომ უხერხულად მოიქექა კეფა, თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა იმ პატარა საოცრებისგან და ნოდოსთვის რა უნდა აეხსნა ან სულაც რატომ უნდა აეხსნა რამე, ვისი რა საქმე იყო მისი ფიქრები და გრძნობები რომლებსაც ჯერ მგონი გრძნობები არც ერქვათ.
- საქმეს მივხედოთ, ხომ არ დაგავიწყდა რომ პოლონელებთან გვაქვს შეხვედრა, -წამოდგა, საბუთები აიღო და კარისკენ წავიდა, უკმაყოფილო სახით მიყვა უკან ნოდო.

დღეები გადიოდა, ყოველ საღამოს ხედავდა ტატო წითურს, ყოველ საღამოს თითქოს დაგეგმილივით ხვდებოდნენ ქუჩაში, შორიდან ესალმებოდნენ ერთმანეთს, მასთან ახლოს აღარ მისულა, თუმცა იცოდა, როგორც კი საათი თორმეტს გადასცდებოდა ის მხოლოდ მისთვის იცეკვებდა... ათი დღე იყო გასული იმ დღიდან როცა პირველად დაინახა კატო, ამ დროის განმავლობაში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ლინდა არ შეხმიანებია, ბაჩანას ჩამოსვლის დრო ახლოვდებოდა, მარიამი სოფელში იყო წასული დასასვენებლად თვითონ კი... თვითონ კატოზე ფიქრით ათენებდა და აღამებდა, სამსახურში ყოფნისას ერთი სული ჰქონდა დღე როდის დასრულდებოდა რომ საღამოს მხოლოდ მისთვის მოცეკვავე ღრმერთქალი კიდევ ერთხელ ენახა, სახლში მივიდოდა თუ არა წყალს გადაივლებდა, გამოიცვლიდა და ჩაბნელებულ აივანზე მჯდომი ელოდა როდის აინთებოდა შუქი მეზობელ ბინაში, იმ საბედისწერო ღამითაც სწორედ ასე, ჩვეულებრივად დაიწყო ყველაფერი, სამსახურიდან დაბრუნებულ ტატოს ქუჩაში შემოხვდა მისი ფიქრების ყოველდღიური სტუმარი, ჩვეულებისამებრ დაღლილი და სევდიანი ბრუნდებოდა სახლში კატო, ჩაფიქრებული მიაბიჯებდა, ტატო არ შეუმჩნევია ისე აუარა გვერდი და ისე შეაბიჯა ეზოში.
სახლში შესულმა ტატომ პირველ რიგში აბაზანას მიაშურა, წელსზემოთ შიშველი იდგა სარკესთან და საკუთარ ანარეკლს ყურადღებით ათვალიერებდა, იცოდა რომ შესაშური სხეული და გარეგნობა ჰქონდა, მისი სპორტული აღნაგობა, შავი მეტყველი თვალები, ხშირი შავი, ოდნავ დატალღული თმა, სწორი ცხვირი და ვნებიანი ტუჩები ქალებში დიდ მოწონებას იმსახურებდა, ყოველთვის გრძნობდა განსაკუთრებულ ყურადღებას თუმცა ახლა... კატოსა და მას შორის უზარმაზარი უფსკრული იდგა, ასაკი... ამიტომაც არ აპირებდა იმ ყველაფრის გართულებას რაც ხდებოდა, მიუხედავად იმისა რომ მისგან საპასუხო ყურადღებას გრძნობდა და სიგიჟემდე უნდოდა მისი ახლოს გაცნობა ამას არ გააკეთებდა, არავითარ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში...
იმ ღამით თავს ვერ მოერია და ჩვეულებისამებრ გავიდა აივანზე, სავარძელში ჩაეშვა, მოღრუბლულ, ჩაშავებულ ზეცას ახედა, ავის მომასწავებლად ელავდა, ალბათ გაწვიმდებოდა კიდეც, მოპირდაპირედ მდებარე ბინის მისაღებ ოთახში შუქი რომ აინთო საათს დახედა ინსტიქტურად, თერთმეტი ხდებოდა, აივნის კარი გაიღო, თხელი ნაცრისფერი ფარდები ააფრიალა ქარმა და გარეთ მუსიკის ჰანგების ნაცვლად შემზარავი კივილის ხმა გამოიჭრა...








შემდეგ რომ გეკითხათ თუ როგორ მოხვდა იმ ღამით კატოს ბინის კართან ვერ გეტყოდათ, იმიტომ რომ არ ახსოვდა, მას მერე რაც მოპირდაპირედ მდებარე ბინაში გარკვევით დაინახა როგორ გამეტებით სცემდა კატოს მაღალი ზორბა ახალგაზრდა მამაკაცი, გონება ისე დაებინდა ვერ იხსენებდა როგორ გავიდა სახლიდან, გულამოვარდნილი იდგა ნახევრად შეღებილ კართან, სამარისებური სიჩუმე იდგა შენობაში, თითქოს არაფერი ხდებოდა, თითქოს არავის გაუგია ის განწირული კივილი, ალბათ ახლა კარში გამოჭრილი სათვალთვალო ხვრელებიდან იყურებოდნენ და ელოდნენ როდის მოხდებოდა რამე ისეთი რის გამოც მთელი თვე არ მოაკლდებოდათ საჭორაო და სავიშვიშო, მსხვრევის ხმა რომ მოესმა აღარ უყოყმანია, ბინაში შევარდა, ლამის გული გაუჩერდა აივანზე მდგომი კატო რომ დაინახა, ამჯერად თხელი თეთრი სარაფანი ეცვა, თმა გაწეწილი ჰქონდა, ტუჩი გახეთქილი და დასიებული, ცრემლებით ჰქონდა სველი სახე და შიშით სავსე თვალები, მკლავებზეც შეამჩნია სიწითლეები.
- სად მიდიხარ მე შენი... გგონია ჩემგან გაქცევას შეძლებ? გეგონა უფლებას მოგცემდი მარტო გეცხოვრა და საყვარლებთან გენებივრა? -კაცი ბარბაცებდა, აშკარად ჭარბად ჰქონდა ალკოჰოლი მიღებული ნელი, შემპარავი ნაბიჯით უახლოვდებოდა შიშისგან აცახცახებულ გოგოს.
- არ მომიახლოვდე, ახლოს არ მოხვიდე, არ მომიახლოვდე თორემ გადავხტები, -მთელი ხმით იკივლა კატომ, მოაჯირს რომ ჩაჭიდა ხელი და სხეული მაღლა რომ აზიდა იმწამსვე ადგილს მოსწყდა ტატო...

პოლიციაში უნდა დაგვერეკა, რატომ არ მომეცი ამის უფლება? -იატაკზე მჯდარი, დივანს ზურგით მიყრდნობილი ტატო მის ფეხებშუა მჯდარ მის მკერდზე აკრულ გოგონას ნაზად ეფერებოდა თმაზე, ჯერ კიდევ ცახცახებდა კატო, მთელი სხეული უთრთოდა და დროდადრო შესაბრალისად სლუკუნებდა, თხელი თითებით ტატოს მაისური ჰქონდა ჩაბღუჯული და არ უშვებდა, მის გვერდით დაცულად გრძნობდა თავს, მის სითბოში და სურნელში საიმედოდ გახვეული, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობდა, სრულიად ბუნებრივად მიაჩნდა რომ ასეთ ნდობას აღუძრავდა...
- მაპატიეთ, ბოდიში რომ ჩემს გამო იმ არაკაცთან ჩხუბი მოგიხდათ, -ტატოს მკლავებიდან გაითავისუფლა თავი და ოდნავ უკან დაიხია, ცრემლებჩამდგარი თვალებით უყურებდა თბილად მომღიმარ მამაკაცს.
- დამშვიდდი, საბოდიშო არაფერი გაქვს, -ის იყო მისი სახისკენ წაიღო ხელი ტატომ რომ გოგონა შეშინებული ეცა და თითები დაუჭირა.
- ღმერთო ჩემო, ხელზე სისხლი გაქვთ, რამე დაიზიანეთ? წამოდით აბაზანაში გაგისუფთავებთ და შეგიხვევთ.
- ნუ გეშინია, ჩემი სისხლი არ არის, მე კარგად ვარ, დამშვიდდი, -წინ გადაიხარა, ხელი გაითავისუფლა და ერთ ადგილზე გაშეშებულს საფეთქელზე მიაკრო ტუჩები, წამით თვალები დახუჭა და ტანში გასცრა იმის გაფიქრებისას რა მოხდებოდა ორი წუთით რომ დაეგვიანებინა მოსვლა, კატოს კივილი ახლაც ჩაესმოდა ყურში, მისი მუდარა გაუშვი არ შემოგაკვდესო, მიუხედავად იმისა რომ უნდოდა მისთვის სათითაოდ დაემტვრია თითები, როგორღაც მოახერხა თავშეკავება, ლაჩარივით გაიქცა სახედასისხლიანებული მოძალადე, კატო კი ღონემიხდილი ჩაესვენა მის მკლავებში...
- მადლობა, თქვენ რომ არა... -უკვე გონს მოდიოდა კატო და ახლა უკვე აშკარად რცხვენოდა იმის რაც მოხდა, თვალს ვეღარ უსწორებდა ტატოს, ნელ-ნელა იხევდა უკან, ალბათ ოდნავ მოიკრებდა თუ არა ძალას თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა თავისივე ბინიდან, ახლა სულაც არ ჰგავდა იმ ცეცხლოვან მოცეკვავე ქალს ყოველ ღამით თავგზას რომ ურევდა ტატოს, ახლა ის უბრალოდ ერთი პატარა სუსტი, შეშინებული გოგონა იყო რომელსაც დაცვა და თანადგომა ჭირდებოდა.
- ვინმე გყავს ვინც მოვა და შენთან დარჩება? -ტატო ჩაფიქრებული უყურებდა ერთიანად სახეალანძულს და დარცხვენილს, უკმაყოფილოდ შეკრა წარბები უარის ნიშნად რომ გააქნია თავი კატომ, -მარტო ვერ დაგტოვებ, შეიძლება ისევ დაბრუნდეს.
- საჭირო არ არის, მეტად ვერ შეგაწუხებთ, ისედაც არ იყავით ვალდებული რომ მოსულიყავით, საერთოდ არ გიცნობთ, ჩემს მეზობლებსაც კი არ უფიქრიათ დახმარება თქვენ კი...
- არ მიცნობ? -ღიმილი ვერ შეიკავა ტატომ, არადა დარწმუნებული იყო კატოც სულ ცოტა იმდენივე ინფორმაციას ფლობდა მასზე რამდენსაც თავად ფლობდა მის შესახებ, ასე რომ არ ყოფილიყო მიუხედავად შოკისა მაინც ვერ იგრძნობდა თავს ტატოს გვერდით ასე მშვიდად და დაცულად.
- ჯობს წახვიდე, -უნებურად შენობით მიმართვაზე გადავიდა კატო, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და მორცხვად დახარა თავი, -ყველაფრისთვის დიდი მადლობა მაგრამ ახლა მართლა უკეთესი იქნება თუ წახვალ, მარტო ყოფნა მჭირდება.
- უკეთესი ვისთვის იქნება? -ტატო ჯერ ისევ იატაკზე მჯდარი აჰყურებდა ქვემოდან და ისე უღიმოდა თავგზას ურევდა ისედაც თავგზაარეულ გოგონას.
- უკეთესი შენთვის, ჩემთვის და...
- უკვე გითხარი რომ მარტო ვერ დაგტოვებ, -სიტყვა შეაწყვეტინა ტატომ და ფეხზე წამოდგა, ფრთხილად მიუახლოვდა ფრთამოტეხილი ჩიტივით მობუზულს, ფრთხილად დაადო ხელი მხარზე და ოდნავ მოუჭირა, -გთხოვ დაფიქრდი, მარტო უსაფრთხოდ ვერ იქნები, იქნებ ჩემი გეშინია და ამიტომ არ გინდა შენს გვერდით ვიყო, მითხარი, გგონია რომ რამეს დაგიშავებ?
- შენი არ მეშინია, -ერთი წამითაც კი არ უყოყმანია კატოს ისე უპასუხა.
-
უყურებდა თავის საწოლში მწოლს, მის მაისურში გამოწყობილს, მკლავებით მის ბალიშს მოხვეულს და სხეულში შემოჩენილ უჩვეულო, თითქოს დიდი ხნის წინ გადავიწყებულ გრძნობებს და სურვილებს მთელი ძალით ებრძოდა, მაინცდამაინც დიდ წინააღმდეგობას არ წასწყდომია როცა კატოს შესთავაზა ჩემთან დარჩიო, შეშინებული იყო კატო, დაბნეული, გონებაარეული, თუმცა ერთი წამითაც არ უფიქრია მისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, დარწმუნებული იყო მის გვერდით უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა, იმის დაშვებაც კი არ შეეძლო რომ იმ არაკაცს შეეძლო მისთვის რამე დაეშავებინა მაშინ როცა კატო მარტო იქნებოდა და ვერავინ შეძლებდა მის დახმარებას, ახლა კი აქ იყო მის გვერდით, უსაფრთხოდ, მშვიდად ეძინა მის საწოლში და ტატოც მშვიდად იყო, საერთოდ არ აინტერესებდა რა მოხდებოდა ხვალ, კარადიდან პლედი და ბალიში გამოიღო და ფრთხილად გაიხურა საძინებლის კარი, დიდხანს ვერ დაიძინა დივანზე მწოლმა, მხოლოდ გამთენიისას დახუჭა თვალები.
უცნაური რამ ეზმანა, კატოს ბინაში იყო და მისი აივნიდან უყურებდა საკუთარს, უყურებდა როგორ გაიღო კარი და თეთრ ფრიალა სარაფანში გამოწყობილი ფეხშიშველი კატო გამოვიდა აივანზე, მოაჯირს დაეყრდნო, მზერა გაუსწორა მამაკაცს და მაცდური, უდარდელი ღიმილი გადაეფინა სახეზე, უკან წელზემოთ შიშველი ბიჭი რომ ამოუდგა, მიიზიდა, სხეულზე აიკრა და მოღერებულ ყელზე მიაკრო ტუჩები, გული გაუჩერდა ტატოს და სიბრაზემ აზროვნების უნარი დააკარგვინა, თავი რომ ასწია ბიჭმა და ტატომ მასში ბაჩანა რომ ამოიცნო...

- გაიღვიძე, გაიღვიძე, -ნაცნობი ხმა ჩაესმოდა და ცდილობდა გამოფხიზლებულიყო, ცდილობდა თავი დაეღწია კოშმარისთვის, ბაჩანა და კატო? ამაზე საშინელს ალბათ ვერაფერს ნახავდა სიზმრად, თვალი რომ გაახილა, მის თავთან დახრილი გოგო დაინახა და გაიაზრა რომ ის რაც ნახა სინამდვილეში არ მომხდარა შვებით ამოისუნთქა, წამოჯდა და შეეცადა სუნთქვა როგორმე დაერეგულირებინა.
- მგონი კოშმარს ხედავდი და ამიტომ გაგაღვიძე, ძილში ყვიროდი, -კატო მორცხვად თავდახრილი ჩამოჯდა სავარძელზე, -ალბათ იმის ბრალია რომ ჩემს გამო დივანზე გეძინა და ნორმალურად ვერ დაისვენე.
- არაფერია, შენ მაგაზე ნუ იდარდებ, -ნაძალადევად გაიღიმა ტატომ, მის შიშველ ფეხებს რომლებსაც მხოლოდ გრძელი მაისური უფარავდა თვალი აარიდა და წამოდგა, -ვისაუზმოთ?
- მგონი ჯობს წავიდე, არ მინდა შეგაწუხო, ისიც საკმარისია რაც გუშინ გააკეთე.
- ალბათ დაგავიწყდა გუშინ რაზე შევთანხმდით, შენ მე არ მაწუხებ, თანაც მინდა უკეთ გაგიცნო, ალბათ შენც გაინტერესებს ჩემზე რაღაცები, მზად ვარ შენს ყველა კითხვას ვუპასუხო, წყალს გადავივლებ, მერე კი საუზმე მოვამზადოთ კარგი?
პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა სააბაზანოსკენ, თბილი შხაპის ქვეშ მდგარი ძალაუნებურად ფიქრობდა სიზმარზე, მის ცხოვრებაში კატოს გამოჩენამ ისე იმოქმედა საერთოდ აღარ ფიქრობდა იმაზე თუ რა ძნელად გადასატანი საუბარი ელოდა ბაჩანასთთან, ალბათ ქვეცნობიერმა სწორედ ამიტომ გამოუგზავნა ასეთი აბსურდული სიზმარი, ნეტავ მარიამი რას იტყოდა როცა კატოს შესახებ გაიგებდა, ან ბაჩანა, ლინდა ალბათ გაგიჟდებოდა და ჩვეულებისამებრ მოუწევდა მისი პანიკური შეტევების ატანა...

სამზარეულოში შესულს საუზმე მზად დახვდა, ყავის ჭიქით ხელში იჯდა კატო და მას ელოდა, საოცრად უხდებოდა რამდენიმე ზომით დიდი მაისური, კეფაზე შეკრული ცეცხლისფერი თმა და აწითლებული ღაწვები, მამაკაცი დაინახა თუ არა ყავა დაუსხა, წინ დაუდო და თავადაც მოკალათდა მაგიდასთან.
- კახა ჩემი ქმარია, -ისე დაიწყო საუბარი თითქოს იცოდა რაც აინტერესებდა ტატოს, -ჩვიდმეტი წლის ვიყავი ცოლად რომ გავყევი, არაფერი დაუძალებია, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მეგონა, თუმცა ახლა ვხვდები რომ პროფესიონალი მანიპულატორია, თავგზა ამირია, მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და თუ ცოლად არ გავყვებოდი მიმატოვებდა, მე სულელსაც მისი ნათქვამი ყოველი სიტყვის მჯეროდა, მინდოდა მშობლებისთვის მეთქვა ყველაფერი მაგრამ ამის უფლება არ მომცა, დაგვაშორებენო, როცა დავქორწინდით მაშინ მარტო ცხოვრობდა, მისი მშობლები იტალიაში იყვნენ წასულნი სამუშაოდ, ძალიან გაუხარდათ ჩვენი ამბავი, იქნებ შენ მაინც მოიყვანო ჭკუაზეო სკაიპით საუბრისას ასე მითხრა დედამთილმა, მაშინ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა...
- არ ხარ ვალდებული მომიყვე, -შეაწყვეტინა ტატომ როცა დაინახა რომ ტირილამდე ცოტაღა უკლდა და თითები უთრთოდა, უარის ნიშნად თავი გააქნია კატომ.
- მინდა რომ მოგიყვე, მინდა იცოდე ვინ ვარ.
- ისედაც ვიცი ვინ ხარ, -თბილად გაუღიმა ტატომ, -საჭირო არ არის ისეთი რამ გაიხსენო რაც გულს გტკენს და არ გსიამოვნებს თუმცა თუ გინდა რომ მომიყვე მზად ვარ მოგისმინო, -მისი თითები ხელში მოიქცია და გამამახნევებლად მოუჭირა.
- ჩემი მშობლები დღემდე არ მელაპარაკებიან, -სევდიანი ხმით გააგრძელა კატომ მოყოლა, -ვერ მაპატიეს რომ ჩვიდმეტი წლის გავთხოვდი თანაც ისე მათთვის არაფერი მიკითხავს, ფაქტობრივად გარშემო კახას მეტი არავინ დამრჩა, მთლიანად მასზე დამოკიდებული გავხდი, პათოლოგი აღმოჩნდა, ეჭვიანი, დალევა უყვარს და წამალზეც არ ამბობს უარს, სწავლა ამიკრძალა, ჩაცმას და სახლის გარეთ გატარებულ დროს მიკონტროლებდა, ერთადერთ მეგობართანაც კი მიშლიდა ურთიერთობას იმიტომ რომ მის შეყვარებულზე ეჭვიანობდა, რაც დრო გადიოდა მით უფრო ცუდად მექცეოდა, მიზეზის ძებნაც კი აღარ სჭირდებოდა იმისთვის რომ დაერტყა ან მშიერ-მწყურვალი ჩავეკეტე სახლში და რამდენიმე დღით დაკარგულიყო, ყველაფერზე ეჭვიანობდა არ მოსწონდა რომ ვიღიმოდი, რომ ვცეკვავდი, არადა ჩემთვის ცეკვა ყველაფერია...
რამდენიმე თვის წინ დედამისი დაბრუნდა და ცოტახნით ყველაფერი შეიცვალა, მაკა კარგი ქალია, ერთად ვცხოვრობდით და მიჭირდა მისთვის ჩალურჯებები და ცრემლიანი თვალები დამემალა ასეც რომ არ ყოფილიყო ჩემზე უკეთ იცნობდა ერთადერთ შვილს, ბოლოს როცა კახა დედამისსაც აღარ მოერიდა და მცემა მხოლოდ იმიტომ რომ მეზობლის ბიჭს მივესალმე და გავუღიმე, თავად მაკამ მითხრა დაშორდიო, ის ბინა მან მიყიდა და გადმოსვლაშიც დამეხმარა თუმცა მალევე მომაგნო კახამ, მისი წყალობით სამსახურიც აღარ მაქვს და წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება...

დაზაფრული უსმენდა ტატო, მის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ჰქონდა მაგრამ ასე დეტალებში მოყოლილმა სულით ხორცამდე შეძრა და შეზარა, უყურებდა მის ცრემლიან თვალებს და იცოდა რომ ყველაფერს გააკეთებდა მისი კარგად ყოფნისა და ბედნიერებისთვის, ოღონდ კი კატოს უფლება მიეცა და არასდროს დატოვებდა, არასდროს გაუშვებდა ხელს... კარზე ზარის ხმამ შეაწყვეტინათ საუბარი, გული მტკივნეულად შეეკუმშა როცა დაინახა როგორ შეკრთა კატო და როგორ მოიბუზა.
- ალბათ რომელიმე მეზობელია, მშვიდად, ჩემს გვერდით ნურაფრის გეშინია, ახლავე მოვალ, -წამოდგა და კარის გასაღებად წავიდა, გამოაღო და კარს იქით მდგარი ბაჩანა რომ დაინახა სიხარულმა გაუნათა სახე.
- აქ რას აკეთებ?
- სიურპრიზი გაგიკეთე, ცოტა ადრე ჩამოვედი, არ ჩამეხუტები? -მკლავები გაშალა და ისე მოეხვია პატარაობისას რომ იცოდა ხოლმე, -ესე იგი ახლა აქ ცხოვრობ? ჩემს არყოფნაში ბევრი რამ შეცვლილა, ალბათ დედა გაგიჟებული იქნება.
- არ იცის რომ ჩამოხვედი? გაგიჟდება როცა გაიგებს რომ პირველი ის არ ინახულე, ხომ იცი როგორია, -ტატომ კარი დახურა და მისაღებში შეუძღვა ბიჭს, ეუცნაურა სამზარეულოს კარში მდგომი კატოს გაოცებული სახე რომ დაინახა.
- ბაჩანა ჩამოხვედი? აქ რას აკეთებ? -კატოს სახეზე ერთდროულად აღებეჭდა სიხარული და გაოცება.
- ეგ მე უნდა მეკითხა შენთვის, შენ და მამა ერთანეთს იცნობთ? -ბაჩანა გოგოს მიუახლოვდა, მკლავები მოხვია და ჩაეხუტა, -რომ იცოდე როგორ მომენატრე...





რა შეიძლება ადამიანს ეჭვიანობამ ჩაადენინოს, რა შეიძლება აფიქრებინოს არასწორად დანახულმა და არასწორად აღქმულმა სიტუაციამ, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანის გონებაში ფანტაზიისა და რეალობის ნაზავისგან გამოწვეული გრძნობათა ქარიშხალი...

- დალევ? -აივანზე მდგარ ტატოს ცივი ლუდით სავსე ჭიქა მიაწოდა ბაჩანამ.
- ლუდი? ამ დილაუთენია?
- თუ გინდა რამე უფრო მაგარს მოვიტან, აშკარად გვჭირდება ორივეს, თუმცა მგონი შენ უფრო მეტად, -რაღაცნაირად უდარდელად და თითქოს ეშმაკურად გაიღიმა ბაჩანამ და იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა, გვერდით მიუჯდა ტატო და ცივი სასმელი მოსვა.
- მე და შენ ბევრი სალაპარაკო გვაქვს შვილო.
- ძალიან ბევრი და არ ვიცი საიდან დავიწყო, -ხელები გაშალა ბაჩანამ, -იქიდან ხომ არა რომ ჩემი თიკას მეგობარი შენს ბინაში ცხოვრობს.
- შენი თიკას მეგობარი?
- ჰო, ეს კიდევ სხვა საკითხია რაზეც შენთან მინდოდა დალაპარაკება, ხომ გახსოვს თიკა?
- მახსოვს, ამერიკაში წასვლამდე მიყვებოდი მასზე, ისიც მითხარი რომ დაშორდი, ძალიან გულნატკენი იყავი, ამბობდი რომ აღარ შერიგდებოდით.
- წასვლამდე შევრიგდით, თუმცა ეს არავინ იცოდა, იქ ძალიან მიჭირდა მის გარეშე და ვთხოვე ჩამოსულიყო, ჩამომაკითხა, მთელი ეს პერიოდი ერთად ვცხოვრობდით.
- ვერ ვხვდები კატო რა შუაშია.
- კატო და თიკა მეგობრებია არიან, დიდი ხანია მეგობრობენ, კატოს ჩვენ გარდა არავინ ჰყავს, თიკა ძალიან ნერვიულობდა როცა მოდიოდა და მისი აქ მარტო დატოვება უხდებოდა, შენ ალბათ არ იცი რომ...
- მისი ქმრის შესახებ? -ტატომ გამწარებულმა დააჭირა ყბები ერთმანეთს როცა კატოს დალურჯებული სხეული გაახსენდა, -ყველაფერი მომიყვა.
- აქ, შენთან როგორ აღმოჩნდა.
- თქვენთვის არაფერი უთქვამს?
- თითქმის ყოველ დღე გვეკონტაქტებოდა, ვიცოდით რომ ქმარს გაშორდა და თიკა მშვიდად იყო, გვეუბნებოდა არ იცის სად ვცხოვრობ, მშვიდად ვარ, ვმუშაობ, არანაირი პრობლემა არ მაქვსო.
- ჩემს მეზობლად ცხოვრობს, ქმარმა მოაგნო, დავინახე როგორ ცემდა ის არაკაცი, ვერ მოვითმინე, მერე შევთავაზე რომ ჩემთან დარჩენილიყო ცოტა ხნით მანამ სანამ...
- მოვკლავ იმ არაკაცს, -თვალები აემღვრა და ძარღვები დაებერა ბაჩანას, -გეფიცები მოვკლავ, ცოცხალი ვერ გადამირჩება, ასეთი რა ნადირია, მის გამო რამდენი რამ გადაიტანა და კიდევ არ ანებებს თავს.
- დამშვიდდი, მიიღო რაც ეკუთვნოდა, კატოს აღარ შეაწუხებს, -შეძლებისდაგვარად მშვიდი იყო ტატო თუმცა უხაროდა ბაჩანას ასეთი რეაქცია, უხაროდა რომ კატოს მეგობრები ჰყავდა რომლებსაც გული შესტკიოდათ მასზე და ედარდებოდათ, როდის როდის მოახერხა ბაჩანამ დამშვიდება.
- ესე იგი ამიტომ ცხოვრობს აქ?
- ჰო, იმ ბინაში ვერ დავტოვებდი, ხომ გესმის.
- მხოლოდ ეს არის? სხვა მიზეზი არ გაქვს? -თვალებმოჭუტულმა ეჭვიანი მზერა შეავლო ბაჩანამ მამას, ღიმილი ვერ შეიკავა ტატომ.
- სხვა რა უნდა იყოს?
- ვხედავ როგორ უყურებ, ისიც შევამჩნიე რა რეაქცია გქონდა როცა ჩამეხუტა, მითხარი რა იფიქრე, მასზე და იეჭვიანე? კატო მოგწონს?
- ზედმეტად პირდაპირი კითხვებია, არ ვიცი რა უნდა გითხრა, -თვალები მაგრად დახუჭა ტატომ და თავი უკან გადახარა, თითები გამეტებით მოუჭირა სავარძლის სახელურს, -არ მინდა მოგატყუო თუმცა შენთან ამ თემაზე საუბარი მიძნელდება მითუმეტეს რომ შენი მეგობარი აღმოჩნდა, დიდი ხანი არ არის რაც კატოს ვიცნობ, წუხანდლამდე მხოლოდ რამდენჯერმე თუ გვქონდა ერთამნეთისთვის გამარჯობა ნათქვამი, არ ვიცი ის რას ფიქრობს ჩემზე მაგრამ მე დავინახე თუ არა მაშინვე მოვიხიბლე მისით, არა გატყუებ, მოხიბვლა მსუბუქი ნათვამია, დამატყვევა და გონება ამირია...
- შენგან ამ სიტყვებს ნამდვილად არ ველოდი, -ბაჩანა გაოცებული და გახალისებული უსმენდა კაცს რომელიც ძლივს უყრიდა თავს სიტყვებს.
- ვიცი რომ არ ელოდი, მგონი არავინ ელის რომ მამამისი შვილის ტოლ გოგოზეა გაგიჟებული და გადარეული, მესმის როგორც ჟღერს ეს თანაც მე ად დედაშენი ახლახანს დავშორდით...
- არასწორად გაიგე, -სიტყვა შეაწყვეტინა ბაჩანამ, -შენ რა გგონია რომ ამის გამო გაგკიცხავ? უბრალოდ მიკვირს ასეთ დაბნეულს და გრძნობებ არეულს რომ გხედავ, ყოველთვის ისეთი თავშეკავებული იყავი... მიუხედავად იმისა რომ ვიცი შენ და დედას პრობლემები გქონდათ დარწმუნებული ვარ მისთვის არ გიღალატია სხვა ქალისთვის არ შეგიხედავს, ახლა კი კატოზე რომ საუბრობ თვალები ისე გიბრწყინავს...
- რომ იცოდე რა საოცრად ცეკვავს...
- კატო ძალიან კარგი გოგოა მამა, ისეთია რომ ყველაფერს კარგს იმსახურებს, ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და არ მინდა რომ...
- გეყოფა, საკმარისია, -ხელის აწევით შეაჩერა ტატომ შვილი და მხრებში გაიმართა გაღიმებული, -ისე მელაპარაკები მგონია რომ შენ ხარ მამაჩემი და არა პირიქით, ფიქრობ რომ შემიძლია მას რამე დავუშავო? ხომ იცი ამას არ და ვერ გავაკეთებ.
- ვიცი, უბრალოდ ვღელავ მასზე.
- ესე იგი ამ სიტუაციაში სხვა პრობლემას ვერ ხედავ, -გამომცდელად აათვალიერა ბაჩანა და მისი მშვიდი, ღიმილიანი მზერა რომ შენიშნა თვითონაც მოდუნდა.
- სხვას რას უნდა ვხედავდე, დედას რაც შეეხება ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან დაშორდებოდით, არ გეგონოს რომ ვერაფერს ვამჩნევდი, კატოს რაც შეეხება, თუ ფიქრობ რომ მისი ასაკი ჩემთვის რამე პრობლემაა ცდები, თუ მოგწონს, თუ მასზე სერიოზულად ფიქრობ, თუ მისგანაც გრძნობ რამეს ისეთს რაც გაგაბედინებს პირველი ნაბიჯის გადადგმას გადადგი და...
- მოდი ჩემთან, -ფეხზე წამოდგა ტატო მკლავები გაშალა, გულში ჩაიკრა მომღიმარი ბიჭი, ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, თვალწინ ის დღე დაუდგა პირველად რომ აიყვანა ხელში, გაახსენდა როგორ ღელავდა მაშინ, ეშინოდა რომ რამეს დაუშავებდა, რომ ატკენდა, თუმცა რა თქმა უნდა ასე არ მომხდარა, ტატო მამობისთვის იყო დაბადებული, ცივ ნიავს არ აკარებდა ბაჩანას, თავად აჭმევდა მაშინ როცა ლინდამ უარი განაცხადა მისი ბუნებრივი გზით გამოკვებაზე, თავად უცვლიდა პამპერსს, ღამეებს უთევდა, დილით ადრე გაჰყავდა ბაღში სასეირნოდ რომ ლინდას მშვიდად ძილი შესძლებოდა, მერე კი როცა სუფთა ჰაერზე სეირნობით დაღლილი პატარა მის მკლავებში დაიძინებდა ისევ საძინებელში აბრუნებდა და თვითონაც ხუჭავდა თვალს, გაახსენდა როგორ ნერვიულობდა როცა ლინდამ ბაჩანას პირველად ბაღში წაყვანას საყიდლებზე წასვლა არჩია და თავად მოუწია მიღების ცერემონიაზე უამრავ დედასთან ერთად დასწრება, პირველ კლასშიც მან მიიყვანა...

- მომენატრე მამა, ძალიან მომენატრე, -უჩვეულოდ უთრთოდა ხმა ბაჩანას, ისე ეხუტებოდა, ისე ეჭიდებოდა მხრებზე გეგონებოდათ გამბედაობის მოკრებას ცდილობსო და ტატო მიხვდა... რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო ამის გააზრება მაინც გაიაზრა რომ ბაჩანამ ყველაფერი იცოდა, ყველაფერი, მთელი ეს უდარდელობა, სხვა თემებზე საუბარი, ღიმილი, სხვა არაფერი იყო თუ არა თავის გამხნევება.
- უნდა ვილაპარაკოთ, გაჭიანურებას არ აქვს აზრი, -მოშორდა და თვალებში ღიმილით ჩახედა გაფითრებულ ბიჭს რომელის გონებაშიც ალბათ მხოლოდ ღმერთმა თუ უწყოდა რა ქარიშხალი ტრიალებდა.
- არ მინდა ლაპარაკი, -პატარა ჯიუტი ბავშვივით გააქნია თავი ბაჩანამ, -მე... მე ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე, მას მერე ვფიქრობ რაც იმ კაცს შევხვდი, იქნებ.. თუ ეს შენთვის მნიშვნელოვანი არ არის, იქნებ საერთოდ არ ვისაუბროთ ამ საკითხზე, დავივიწყოთ და...
თავდახრილი ლაპარაკობდა, ახლა პატარა შეშინებულ ბავშვს ჰგავდა, თითქოს სთხოვდა, ემუდარებოდა ტატოს რომ არ მიეტოვებინა, მასზე უარი არ ეთქვა, უსიტყვოდ გაუგო ტატომ, მეგობრულად დაკრა ხელი მხარზე, თავი ააწევინა და მზერა გაუსწორა, მის თვალებში წაიკითხა ბაჩანამ ყველაფერი, ვერავინ ვერასდროს შეძლებდა მათ შორის ჩადგომას და მათი კავშირის დარღვევას, სხვას არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
-
მწვანე ბალახზე ფეხშიშველი იდგა კატო და თვალდახუჭული, მზეს უშვერდა სახეს, უზარმაზარი გრძელბეწვიანი ქოფაკი ეწვა ფერხთით, ძაღლი ფეხზე რომ წამოხტა და სიხარულისგან წკმუტუნისმაგვარი ხმა გამოსცა მაშინღა მიბრუნდა უკან, ბაჩანა მოდიოდა მისკენ, სახეზე თბილი ღიმილი დასთამაშებდა, მოუახლოვდა, მის წინ ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და ლოყა მიადო წამოზრდილ მუცელზე.
- ჩემი დაიკო თავს როგორ გრძნობს?
- სულელო, რა იცი რომ გოგოა, -თმა აუჩეჩა კატომ და მისი გაბრაზებული სახე რომ დაინახა გულიანად გადაიკისკისა.
- ხომ იცი არ მიყვარს თმას რომ მიჩეჩავ, ძლივს დავივარცხნე, თანაც დღეს თიკას უნდა შევხვდე.
- შერიგდით? მიკვირს ერთი კვირა როგორ გაძელით ერთმანეთის გარეშე.
- ზედმეტად ჯიუტი მყავს, თუმცა აწი აღარ მივცემ უფლებას ასე უაზროდ გამებუტოს ხოლმე, ნახე რა ვუყიდე, -წამოდგა, ჯიბიდან ლურჯ ხავერდ გადაკრული პატარა კოლოფი ამოიღო და გახსნა, მზეზე აელვარებული ბრილიანტის ბრწყინვალებამ თვალი მოსჭრა კატოს, სიხარულისგან თავშეუკავებლად წამოიკივლა.
- ეს ის არის რაც მე მგონია?
- ნამდვილად ეგ არის, -გაიჯგიმა ბაჩანა, -ხელი უნდა ვთხოვო თორემ დავბერდი სადაც არის უცოლოდ და უშვილოდ.
- ნუ აზვიადებ რა დროს შენი სიბერეა.
- იმედია ახლაც ჩვეულებისამებრ არ გაჯიქდება თორემ მომიწევს მოვიტაცო და სადღაც გამოვკეტო.
- კარგი რა, დაგთანხმდება კი არა ალბათ თვითონ მოგიტაცებდა ცოტა ხანში, კიდევ კარგი მოიფიქრე ბოლოს და ბოლოს, ძალიან მიხარია თქვენი ამბავი, -მხარზე მოხვია ხელი ბიჭს და სახეში შესცინა, -სიხარულით გაგიჟდება ჩემი თიკუნა.
- საღამოს რესტორანში მინდა ვთხოვო ხელი ყველას თანდასწრებით, მინდოდა დედაც ყოფილიყო და ჩვენი სიხარული გაეზიარებინა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ იცოდა რასაც ვაპირებდი არჩია ლევანთან ერთად წასულიყო სამოგზაუროდ თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია მამა და შენ ჩემს გვერდით იქნებით.
აღარაფერი უთქვამს კატოს, ისედაც აშკარა იყო როგორ სტკენდა ბაჩანას გულს ლინდას სიცივე, რა იქნებოდა სულ ცოტა სიყვარული, ცოტა ადამიანობა მაინც რომ გამოეჩინა მის მიმართ.
- წამოდი სახლში შევიდეთ, ცივ ყავას დაგალევინებ და თან შენთვის რამდენიმე რჩევა მაქვს.
- რჩევა?
- იმისთვის რომ თიკას გაუძლო, -საყვარლად ჩაიხითხითა, -ვერანდაზე მდგარ ტატოს ხელი დაუქნია და ბაჩანას ზურგში უბიძგა წავიდეთო.
-
გაუნძრევლად იდგა ტატო, თვალმოუშორებლად უყურებდა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ადამიანებს და საკუთარი ბედნიერების არ ჯეროდა, ულამაზესი იყო კატო, ფეხშიშველი ისე მონარნარებდა ბალახებში თითქოს მიწას არც ეხებაო, არ ყოფნიდა ტატოს, რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მეტად არ ყოფნიდა მისი არსებობა საკუთარ ცხოვრებაში, ვერ ხვდებოდა რით დაიმსახურა მისი სიყვარული, რით დაიმსახურა ის რომ მხოლოდ მისი იყო კატო, მისთვის ცოცხლობდა, მისთვის ცხოვრობდა, მისთვის იღიმოდა, მისთვის ცეკვავდა, მათი სიყვარულის ნაყოფს ატარებდა მუცლით.
- მამა, მამიკო, მოვედი, -ულამაზესი, გრძელთმიანი გოგონა გამოვარდა ვერანდაზე და წელზე მოეხვია მამაკაცს.
- მარიამ, ასე ადრე რატომ მოხვედი სკოლიდან, რა ხდება? -ტატომ დაკვირვებით შეათვალიერა და მისი ცუღლუტური ღიმილი რომ შეამჩნია თვითონაც გაეღიმა, -რა ჩაიფიქრე?
- შენ და კატოს უნდა გამოგყვეთ ექიმთან, მეც მინდა გავიგო ბიჭია თუ გოგო, თანაც საღამოსთვის უნდა მოვემზადო, ბაჩანამ გითხრა რომ დღეს თიკას ხელი უნდა სთხოვოს? არ ვიცი რა უნდა ჩავიცვა, კატოს რომ ვთხოვო საყიდლებზე გამომყვეს? შენი აზრით ძალიან დაიღლება?
- სთხოვე, ვფიქრობ დიდი სიხარულით დაგთანხმდება, -შუბლზე აკოცა ენად გაკრეფილ გოგონას და მერე ვერანდაზე ამოსული კატო აიტაცა ხელში.
- რამდენჯერ უნდა გითხრა, ფეხშიშველი ნუ დადიხარ, გაცივდები, -ჩაიბუზღუნა და მის გაწეწილ, სურნელოვან თმებში ჩარგო სახე, არაფერი უთქვამს კატოს, მოთენთილი გაყუჩდა საყვარელი მამაკაცის მკლავებში და თვალები მილულა.
-
-
-
-
-
-
დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა კარგი პატარა თბილი მოთხრობა იყო კარგი დადასრულით მადლობა წარმატებები

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორია იყო..

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან მომეწონა,ჩემი უინტერესო ცხოვრებიდან აერთი დღე გამილამაზე

 


№4  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო❤️❤️უზომოდ მომწონს შენი ისტორიები❤️❤️

 


№5 სტუმარი მანანა ლომიძე

ძალიან კარგი იყო კარგი დასასრულით.ყოჩაღ,ყველა თქვენი ისტორია მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცრად კარგად წერთ.????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent