მხოლოდ ღმერთმა იცის...(13)
თავი13 ტელეფონი უხეშად მოისროლა, სავარძელზე და გზა, განაგრძნო ახლა არეოდა და თავში ყველაფერი, ყველა ემოცია ერთმანეთში არეოული და ვეღარ ხვდებოდა, როგორ მოქცეულიყო, მთელი ეს დრო ცდილობდა, გოგონასგან შორს ყოფილიყო და ეს შემოჭრილი ემოციები, დაევიწყებინა, მაგრამ... მოვლენები სულ სხვანიარად განვითარდა, გოგონას ქორწინების ამბავმა, მას მთელი გეგმები შეუცვალა ახლა უკვე მისი ცხოვრების ნაწილი, გამხდარიყო თავს აჯერებდა საპირისპიროში, რომ მისდამი არაფერს გრძნობდა და მხოლოდ მისი დახმარება უნდოდა, ამიტომაც ეწინაღმდეგებოდა ამ გრძნობას და გოგონასაც უცეშად ექცეოდა. მანქანა გზიდან გადაიყვანა და როგორც ყოველთვის ახლაც თავი საზურგზე გადაწია და თვალები დახუჭა დასამშვიდებლად, თუმცა ისევ თვალწინ დაუდგა გოგონას სახე და გული აუძგერდა. სწრაფად გამოერკვია. – მგონი ჭკუიდან ვიშლები!- შეწუხებული ხმით წამოიძახა. ბევრი, აღარ უფიქრია მანქანა დაქოქა და მეგობართან შესახვედრად წავიდა. გიორგის ესტუმრა ბინაში. – რა იყო, რა მჟავე სახით ხარ, მოხდა რამე?- გაოცებულმა კითხა. – მოხდა..- ამოთქვა.- ცოლი მოვიყვანე. – რაა?!- შეიცხადა.- ვინ? – ემა...- სრული სერიოზულობით მიუგო. _ მეღადავები, ხო?- გაეცინა. – ხუმრობის მეტყობა, რამე?- შეჭმუხნული წარბებით გახედა. – მოიცადე, ანუ სერიოზულად ამბობ ამას? – კი... – კი, მაგრამ რა მოხდა? ან ის,როგორ დაგთანხმდა? – მოკლედ მამამისი იძულებით ათხოვებდა იმ არამზდა იოანეზე, ემამ მთხოვა დამეხმარეო, ხოდა ვიფიქრე ასე უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. – რას ამბობ? ვერაფერი გავიგე, ანუ როგორ ემამ გთხოვა ცოლად მომოყვანეო? – არა, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. – ანუ...გამოდის იძულებით მოიყვანე ცოლად? _ ჰო, მაგრამ ასე აჯობებს. – ასე მისთვის აჯობებს თუ შენთვის?- ჩამჭრელი კითხვა დაუსვა. -ეს რა შეკითხვაა, რა თქმა უნდა, მისთვის. – არა, მაქსიმე შენ ვერ ხვდები, რომ ამ მეთოდით შენც იგივე გააკეთე მას აიძულე. საერთოდ ვეღარ გცნობ შენ ასეთი არ იყავი, ყოველთვის გაწონასწორებული იყავი ახლა კი შენთავს აღარ გავხარ. ძველი მაქსიმე ყველა საჭირო მეთოდს გამოიყენებდა ბოლოს და ბოლოს ასეთი ძლიერი მებრძოლი ხარ. შენ კი უბრალოდ ადექი და ცოლად შეირთე. – გთხოვ ახლა შენც არ დამიწყო.. – შენ ვერ ხვდები ამის მიზეზს ან უბრალოდ არ გინდა ამის გაგება, მაგრამ შენი საქციელი ერთ რამეს მიმანიშნებს.. – რას? – იმას, რომ ის გოგო, შენთვის სულ ერთი არ არის და ვერ გემეტება სხვისთვის, ამიტომ მოიქევი ასე ამას კი ერთი ახსნა აქვს.- ღიმილით მიუგო. _ მაინც?- იკითხა ინტერესით. – ის რომ შენი გაყინული გული იმ გოგომ გამოგიცოცხლა და აგიძგერა. – რა სისულელეა. – სულაც არა, ამას შენც ხვდები, მაგრამ ამის აღიარება არ გინდა მისმინე, ეცადე დამთმობი და ლმობიერი იყო და გოგონას ცუდად არ მოექცე. – კარგი, რა. შენ ანამ სულ გაგაგიჟა არა.- თავი სიცილით გააქნია. _ გაიგებ შენც მალე რა არის სიყვარული, როდესაც ამას გაიაზრებ და გამოუტყდები შენ თავს. – ვნახოთ.- თქვა და ამ დროს შეტყობინება მოუვიდა, როდესაც გახსნა სახე დაუსერიოზულდა. ფოტო იყო, გამოგზავნილი სადაც ემა და ლიზა იყვნენ სავაჭრო ცენტრში თან წარწერა ახლდა. ,,იჩქარე!,, – ჯანდაბა!- წამოიძახა და გიჟივით გავარდა მეგობრის სახლიდან გზაში გოგოებს დაურეკა. – გისმენ.- უპასუხა გოგონამ. – სად ხართ?- ჩაჰყვირა ტელეფონში. - საყიდლებზე ვართ ძმაო, რა მოხდა?- იკითხა დაბნეულმა. – ფეხი არსად გაადგათ! მალე მანდ ვიქნები.- გააფრთხილა და გაუთიშა. გამწარებული მართავდა საჭეს, თვალები კი სიბრაზისგან სულ ჩაუწითლდა. ძალიან მალე უკვე იმ ადგილზე იყო, გამწარებული, გადმოვიდა მანქანიდან და მათთან მივიდა. _ ძმაო, რა ხდება? – ახლავე მანქანაში ჩასხედით, ზედმეტი შეკითხვების გარეშე.- მკაცრად მიუგო. მისმა ამ ქმედებამ დააფრთხო ორივე. გაბუსხულები ჩაჯდნენ მანქანაში. – იქნებ თქვა ბოლოს და ბოლოს რა ხდება?- წამოიძახა გოგონამ. – ამაზე სახლში ვისაუბროთ.- მიუგო და სახლისკენ წავიდა. გამწარებული დაჰყავდა მანქანა და ერთი სული ჰქონდა ბრაზს, როდის ამოამთხვევდა, მანქანა სახლის წინ გააჩერა და ლიზას მიუბრუნდა. – გადადი!- მკაცრად უთხრა. – კი, მაგრამ ძმაო, რა მოხდა? – ლიზა, მანქანიდან გადადი და სახლში წადი!- წამოიძახა მკაცრად და ისიც იმ წამსვე გადავიდა მანქანიან, როგორც კი მოშორდა ადგილს მაქსიმემ იმ წამსვე დაძრა მანქანა და მოწყდა ადგილს. – მაქსიმე, რა ხდება?- შეშინებულმა მიუგო, მაგრამ ბიჭმა ხმა არ გასცა. ბევრი სიარულის,შემდეგ მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანიდან გამოვიდა და გოგონას უბრძანა გადმოსულიყო. – გადმოდი!- მკაცრად მიუგო. – არ გადმოვალ, ეს რა ადგილია სად მომოყვანე?- წამოიძახა გულ მოსულმა. - ემა, გადმოდი თორემ... - თორემ რა? - დაუყვირა. – მე არავის ვაძლევ უფლებას ჩემთან ასეთი ტინით ილაპარაკოს.- დაისისინა. – მართლა? შეიძლება არ გამოჩენილა აქამდე ვინც ვერ გიბედავდა ასე ლაპარაკს, მაგრამ მე შენი არ მეშინია გასაგებია?- დაუყვირა. ბიჭმა მაჯაში ჩაავლო ხელი და გარეთ გადმოსვა იმდენად იყო, გამწარებული, რომ მტკივნეულად უჭერდა ხელს და არ უშვებდა. _ხელში გამიშვი,მტკივა.- წამოიკივლა და უხეშად გააშვებინა ხელი.- ამიხსენი რა ჯანდაბა დაგემართა? – რა დამემართა? მე შენთვის გარეთ გასვლის უფლება არ მომიცია რატომ გახვედი უნებართოდ სახლიდან?- დაუყვირა. – რაა? შენ უნდა შეგეკითხო გარეთ გავალ თუ არა? _ ხომ არ გადავიწყდა, რომ ჯერაც საფრთხეში ხარ და მამაშენი და ის იოანე შენ დაგეძებს გინდა ყველაფერი წყალში ჩამიყარო? – ვერ გავიგე... ამით რისი თქმა გინდა? ან საიდან გაიგე, რომ გარეთ ვიყავი გასული? ბიჭმა ტელეფონი მიაჩეჩა ხელში და შეტყობინება აჩვენა. – ეს რა არის? ვინ გამოგიზავნა? - ვინ და შენმა ყოფილმა საქმრომ. – რაა?! – რამე რომ მოგსვლოდა მერე რომ ვერ მომესწრო და იმ არამზადას შენთვკს რამე დაეშავებინა.- მხრებში ჰქონდა ჩავლებული ხელები და გამწარებული ესაუბრებოდა.- რაზე ფიქრობდი, გარეთ, რომ გადიოდი,!- გოგონამ უხეშად მოიშორა მისი ხელები მხრებიდსნ და დაუყვირა. – გინდაც რომ ასე ყოფილიყო და მას მართლა უნდოდა ჩემთვის რაიმეს დაშავება, ეს შენ რატომ განაღვლებს? _ როგორ თუ რატომ? _ ხო, რატომ? მითხარი რატომ გადარდებს რა მომივა?!- დაუყვირა.ბიჭმა კი ისევ მხრებში ჩაავლო ხელი. – როგორ არ მადარდებს მე... – შენ რა, რისი თქმა გინდა? – იმიტომ რომ მე....- აქ ვეღარ გააგრძელა, თვალები დახუჭა დასამშვიდებლად, შემდეგ კი გააგრძელა. _ იმოტომ რომ რა? – იმიტომ რომ ჩემი ვალია დაგიცვა, მოგწონს არ მოგწონს შენ ჩემი ცოლი ხარ და ჩემი პასუხის მგებლობის ქვეშ ხარ.- უპასუხა გაბრაზებულმა და ხელი გაუშვა გოგონა კი გაოგნებული უყურებდა. მთელი გზა, ხმა არცერთს აღარ ამოუღია, ემას, მანქანის მინაზე მიედო თავი და გზას, გაჰყურებდა. ძალიან იყო დაბნეული და არეული ის რაც ბოლო დროს მის ცხოვრებაში ხდებოდა და ხდება, ვინ იყო ეს ადამიანი სინამდვილეში და რატომ იყო ასეთი ამოუცნობი რატომ იზიდავდა მას და ამავ დროულად შორდებოდა. სახლში მისვლისას დედამისი მათთან მივიდა. – ყველაფერი რიგზეა, შვილო?- მიმართა გოგონას. – დიახ, თუ არ გეწყინებათ მე ოთახში შევალ..- სუსტად გაუღიმა და ოთახში გავიდა. – მაქსიმე, იმედია გოგოს არ აწყენინე.- დატუქსა დედამისმა.- ლიზამ, ყველაფერი მიამბო. – თუ გავუბრაზდი ისიც მის დასაცავად. დედა, ხომ მოგიყევი რა პირობებშიც მოვიყვანე, ცოლად ამიტომ მისთვის გარეთ მარტო გასვლა ჯერ საშიშია. სხვა დროს თუ რამე დაგჭირდათ მე მითხარით.- დაღლილი ხმით მიუგო და ოთახში შევიდა, გოგონამ, როგორც კი კარების ხმა გაიგონა, გადაბრუნდა და თვალები დახუჭა. სავარძელზე ჩამოჯდა თავი უკან გადაწია და თვალები დახუჭა. გონებაში, ამოუტივტივდა მისი სიტყვები. – რატომ გადარდებს მე რა მომივა? – როგორ არ მადარდებს! – ხო, რატომ? – იმიტომ, რომ მე... იმწამსვე თვალები გაახილა და წამოხტა. მისი გონება ქაოსში იყო და შინაგან ქარიშხალში იყო გახველი. ოთახში ვეღარ გაჩერდა ოთახიდან გავიდა შემდეგ კი სახლიდან. მანქანა დაძრა და უმისამართოდ დაიწყო სიარული ქუჩებში. _ რა მემართება... ? ან რისი თქმა მინდოდა მისთვის. იმიტომ რომ მე ის... არა გამორიცხულია, მე ასეთი რაღაცების არ მჯერა, მაგრამ რატომ ვარ ასე.. მე უბრალოდ მის დაცვას ვცდილობ და მეტი არაფერი. მის მიმართ არანაირი გრძნობა არ გამაჩნია.- წამოიძახა ძრავი ჩართო და უკან დაბრუნდა. უკვე გვიანი იყო,როდესაც სახლში დაბრუნდა ამიტომ პირდაპირ ოთახში შევიდა. გოგონას დანახვისას გული აუძგერდა. რომელსაც სავარძელზე ჩამოეძინა მასთან მივიდა დაიხარა გოგონა ხელში აიყვანა და საწოლისკენ წაიყვანა. გოგონას სახე მის სახესთან ძალიან ახლოს იყო, გულმა ვერ გაუძლო და მის მძინარე სახეს დახედა, შემდეგ საწილზე დააწვინა და წამოდგომა უნდოდა,მაგრამ გოგონამ ხელი ჩაავლო და წასვლის უფლება არ მისცა. ამ უკანასკვნელსაც არ უნდოდა მისი გაღვიძება და ფრთხილად მიუწვა გვერდით. მისი შემყურე თავადაც ჩაეძინა. ***** დილით პირველმა მაქსიმემ გაიღვიძა და ნახა, რომ გოგონა ხელი ჰქონდა მოხვეული მის კისერზე.ფეხი კი,მის ფეხებზე ედო. ასე იწვა, გაოცებული. – როგორ შეუძლია ამ გოგოს ასეთ პოზაში ეძინოს.- გაეცინა. ამ დროს გოგონამაც გაიზმურა და ბიჭის სახე, რომ დაინახა, სენდარტყმულივით წამოხტა. _ აქ რას აკეთებ? ან მე როგორ მოვხვდი აქ ბოლოს, როგორც მახსოვს სავარძელში ვიჯექი. – წუხელ ღამით მე გადმოგიყვანე აქ,მაგრამ ხელი გქონდა ჩაჭიდული და არ მიშვებდი. – მე...- დაბნეულმა წამოიძახა და ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია. - სულ ასეთ პოზაში გძინავს?- იკითხა. – ჰო,ეს ჩემი ჩვევაა. – გასაგებია.- თქვა და წამოდგა.- პირველი მე შევალ საბაზანოში.- უთხრა და აბაზანაში გავიდა. გოგონა, დაბნეული წამოდგა და დამშვიდებას ცდილობდა აბაზანის კარების ხმა გაისმა და სწარაფ აიღო თავის ნივთები და აბაზანისკენ გაიქცა, სიჩქარეში კი ვერ დაინახა ისე შეასკდა მაგარ სხეულს და ბიჭის ძლიერ მკლავებში აღმოჩნდა მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, რომელებიც თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს. ცოტახანში მაქსიმე გამოერკვია და გოგონა გაასწორა. – კარგად ხარ? – მე... კი.- ამოილუღლუღა დაბნეულმა და აბაზანაში შევარდა. არანაკლებ არეული იყო ბიჭიც როდესაც მასთან ასე ახლოს არის გული გამალებით უძგერს, მაგრამ როდესაც შორდება უფრო გამალებით ძგერს. კარადიდან ტანსაცმელი გამოიღო და მომზადება დაიწყო. ცოტახანში გოგონაც გამოვიდა თმების მშრალებით. – კარგია, რომ აქ ხარ რაღაც მინდა გითხრა.. – რა ხდება? – უნივერსიტეტში მინდა წასვლა.- ამოთქვა. – ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ შენთვის ჯერ გარეთ გასვლა არ შეიძლება. – კარგი, რა იმის შიშით, რომ იოანემ რამე არ დამიშაოს სახლში გამოკეტილი ვერ ვიქნები მე ჩემი ცხოვრება მაქვს და მიზნები. – არავინ ამბობს, რომ მთელი ცხოვრება სახლში იქნები უბრალოდ ცოტახანი სახლში იყავი.. ამას ისევ შენს სასიკეთოდ გეუბნები. გოგონა დაღონებული ჩამოჯდა საწოლის კიდეზე თან ინსტიქტურად გულზე იდებდა ხელს. – ღმერთო, როგორ დამღალა ამ ბრძანებების შესრულებამ ემა ეს გააკეთე ემა ის გააკეთე ის არ მყოფნიდა მამაჩემის მითითებებით, რომ ვცხოვრობდი ახლა კიდევ ეს ოდესმე დასრულდება ეს კოშმარი.- თვალცრემლიანმა წამოიძახა. – დამშვიდდი კარგი და ისტერიკებში ნუ ვარდები. უბრალოდ ცოტახანი თავი უნდა შეიკავო და მოერიდო გარე სამყაროს. და კიდევ გულზე გიდევს გამუდმებით ხელი? – ჩვევად მაქვს...- ამოიკაპარაკა. – როგორ? – ადრე გულსაბმელი მქონდა ანგელოზის ფიგურით სულ მეკეთა და არასოდეს ვიხსნიდი, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობდი მას ვკიდებდი ხოლმე დასამშვიდებლად ხელს... – და ახლა რატომ აღარ გიკეთია? _ დავკარგე.. მაშინ როდესაც გატაცებული ვიყავი.- თვალები ქვემოდ დახარა. – გასაგებია.- უთხრა და ტუმბოდან საგუკდაგულოდ შენახული ყელსაბამი ამოიღო. – შეგიძლია მიბრუნდე. – რაა?- შეიცახადა გოგომ. – უბრალოდ გააკეთე რასაც გეუბნები.- უთხრა ბიჭმა და გოგონაც მიბრუნდა. ბიჭმა გოგონას გრძელი ჩამოშლილი თმა გადაუწია და ნაზად შეეხო მის მოშიშვლებულ წელს,რისგამოც გოგონა შეიშმუშნა. – რას აკეთებ? – ნახავ.- უთხრა და ყელსაბამი მოარგო, გოგონამ გაოცებით დახედა. – ეს საიდან გაქვს შენ?- წამოიძახა გაკვირვებულმა.- ან აქამდე რატომ არ დამიბრუნე? – იმ დღიდიდან არის ჩემთან, როდესაც შენ გეძებდი... რაც შეეხება დაბრუნებას ამაზე პასუხი არ მაქვს.- სწარაფად მიუგო და გავიდა ოთახიდან. გოგონა კი სახტად დარჩა. ...... ვიცი, შედარებით ცოტაა, მაგრამ ამ ეტაოზე დრო არ მაქვს წერის ამიტომ, რაც მქონდა დაწერილი იმას ვდებ. გამოხატეთ თქვენი რეაქციები და აზრები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.