ლილუ 2 თავი
ცხოვრება მარტივი არაა და ადამიანები ამას აუცილებლად მიხვდებიან მაშინ,როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.ლილუს,რომელსაც უწევდა ახალ გარემოში გადასვლა, ვერც კი წარმოიდგენდა მშვიდი და წყნარი ცხოვრებიდან აურზაურში მოხვედრის ალბათობას.ავტობუსში ყოფნის დროს ფიქრობდა ყველაფერზე რაც კი შეიძლებოდა დახვედროდა დიდ ქალაქში.ეგონა რომ ყველას აქვს სიკეთის კეთების სურვილი,ყოველშემთხვევაში ის ასე აღიზარდა და ბოროტ ადამიანებზე არც კი ფიქრობდა.ძალიან გულჩვილი და გულთან ახლოს მიმტანი იყო,თუ ადამიანს შეატყობდა კარგ დამოკიდებულებას მასაც მსგავსად უპასუხებდა.ცოტა დაღალა მგზავრობამ,მაგრამ მამიდას და მამიდაშვილის დახვედრას რომ წარმოიდგენდა დაღლილობაც ქრებოდა.ნინო მართალია მისი ნამდვილი მამიდა არ იყო და 10 წლის ასაკში იშვილა მარიკო ბებომ, თუმცა ეს ყველაფერი ნინოს არანაირ სურვილს არ უჩანდა არ მოევლო და პატივისცემა არ გამოეხატა მისი აღმზრდელისთვის.ერეკლეს და მარიამის გარდაცვალება მისთვის უდიდესი ტრამვა იყო,ერეკლეს, როგორც ნამდვილ ძმას ისე უყურებდა და მის ოჯახს მუდამ გვერდში ედგა.მის შვილს, ნიკასაც ძალიან უყვარდა ლილუ,მიუხედავად 7 წლის სხვაობისა,როცა საჭირო იყო მის გვერდით იყო და მის მწუხარებას იზიარებდა.ახლაც მთელი ოჯახი ელოდა ლილუს მისვლას,უკვე საღამო ხანი იყო,დაემთხვა ის ფაქტიც რომ ნიკასთან მისი ძმაკაცი სანდრო იყო,რომლიც არ იცნობდა ჯერ იმ გოგონას,რომელსაც ასე აქებდნენ სახლში და საუბროდნენ. -ნეტა რატომ იგვინებს ლილუ, რამე ხომ არ შეემთხვა_იკითხა შეპარული ხმით ნინომ,იმის გამო რომ დიდიხანი იყო გასული მისი ბოლო სტუმრობიდან და ფიქრობდა მარტივად მიაგნებდა თუ არა სახლს გოგონა -კარგი რაა დედა მოვა მალე,ხომ იცი როგორი ჭკვიანი გოგოა_უპასუხა ნიკამ ისე თითქოს თვითოაც არ გაუჩნდა ეჭვი.ამ ყველაფერს სანდროც თვალყურს ადევნებდა და უკვე დაინტერესდა კიდეც ვინ იყო ასეთი ლილუ და გადაწყვიტა მიუხედავად იმისა რომ კომპანიაში საქმეები ჰქონდა დარჩენილიყო და ენახა ის,ვინაც მისი ფიქრები ასე მალე დაიკავა,ძმაკაცისგან მოსმენილი ჰქონდა თუ როგორი კარგი,კეთილი და ლამაზია ლილუ და ერთი სული ჰქონდა მისი ნახვის.რაც შეეხებმა სანდროს ის საკმაოდ წარმატებული და ცნობილი ბიზნესმენი იყო,მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 25 წლის იყო და კარიერას ახლა იწყებდა მაინც დიდი პრივილეგიები და ცნობადობა იყო მის მიმართ,ამ ყველაფერში ოჯახის გარდა გარეგნობაც ხელს უწყობდა,ძალიან სიმპატიური და მიმზიდველი. გამოყვანილი სახის ნაკვრთები კი კიდევ უფრო განსხავებულს აჩენდა მას,ამის გამო ყველა გოგო გიჟდებოდა მასზე,თუმცა ის მექალთანე ნამდვილად არ იყო და არც სურვილი უჩნდებოდა მსგავსი რამის,პრინციპულობისა და სამართლიანობის გამო ზოგირთი მას მკაცრად აღიქვამდა,ზოგს კი საერთოდ ეშინოდა მისი. საღამოს 9 საათი სრულდებოდა,როცა სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ ცდილობდა ტაქსი გაეჩერებინა და სახლში დროულად მისულიყო,არ სურდა ენერვიულად მასზე,ამიტომაც პირველეზე ტაქსი გააჩერა,თუმცა არც კი იცოდა ეს რად დაუჯდებოდა,მიესალმა და მისამართიც უთხრა,როდესაც ჯდებოდა თითქოს გულმა უგრძნო რომ მამიდაშვილისთვის დაერეკა და ეთხოვა მისი წაყვანა,მაგრამ მოერიდა,არ სურდა ზედმეტად ნინოს და ნიკას შეწუხება,ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება -პირველად ჩამოხვედი თბილისში?_იკითხა მძღოლმა და გოგონას წინა სარკიდან შეხედა,ლილუს არ მოეწონა მისი მზერა და უხეში ტონი -პირველად არა-უპასუხა შეშინებულმა,დაიძაბა,უკვე არ იცოდა რა გაეკეთებინა,არ სურდა მის შესახებ მეტი ცოდნოდა მძღოლს, ცუდი აურის გამო გადაწყვიტა ყურადღება არ მიექცია. 20წუთიანი მგზავრობის შემდეგ ლილუმ შეპარვით ჰკითხა მძღოლს,რადგანაც უკვე მგზავრობა გაიწელა -უკაცრავად,მალე მივალთ?_ამის თქმა მაშინ ინანა, როცა კაცმა უკან გადმოხედა და ამაზრზენად შეხედა -სად ეჩქარებაო ლამაზმანს?არ გინდა ჩემთან ავიდეთ და გავერთოთ?_ამის გამგონე ლილუ უკვე ცუდად იყო,კანკალი აუტყდა,ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა,არ იყო მიჩვეული მსგავს რამეს -სადაც გითხარით იქ მიმიყვანეთ ანდა პოლიციას დავურეკავ -ჰა ჰა ჰა,როგორ გგონია მასე შემაშინებ?_უთხრა ამაზრზენად,კიდევ გააგრძელა ბევრი ისეთი რამის თქმა რაც ლილუსთვის მიუღებელი იყო,ამიტომაც ცდილობდა რამე მოეფიქრდებინა და ამ სიტუაციიდან გამოსულიყო,გაუმართლა და საცობი დაემთხვა,უცებ მოემზადა რომ მანქანიდან გადასულიყო და გაქცეულიყო,ასეც მოიქცა,მძღოლმა სიტუაცია ვერ გაანალიზა და რულს მაგრად დაარტყა ხელი.ლილუ უკან იხედებოდა და თან ტიროდა.გაქცევის დროს ფეხი აუსტა და მუხლით დაეცა,თუმცა ამან არ შეაჩერა და ცდილობდა ისეთი ადგილი მოეძებნა რომ როგორმე დარეკა შეძლებოდა. დაგვიანების გამო უკვე მასპინძლის ოჯახში ნერვიულობა გაიზარდა.ნიკა უკვე დარეკვას აპირებდა,როცა ლილუდან ზარი შემოვიდა -ლილუ სად ხარ?ვნერვიულიბთ შენზე... პასუხი არ იყო -ლილუუ?რატომ ტირიხარ?_უთხრა როდესაც ტირილი ხმა გაიგო,ამაზე ნინოსთან ერთად სანდროც წამოენთო და ნიკას ანიშნა რა ხდებაო -მერე მოგიყვებით,შეგიძლია აქედან წამიყვანო?_ ამის გაგონებაზე უკვე იცოდა რომ ლილუს ცუდი რამ შეემთხვა,ნინოც ვეღარ ითმენდა გოგონას ნახვას,ამიტომაც ნიკა და სანდრო წავიდნენ ლილუსთან მანქანით იმ ადგილზე, რომელიც ლილუმ აღუწერა.მგზავრობისას ორივე ძალიან ნერვიულობდა და ხმას არ იღებდა,ნიკას მართვის დროს ტელეფონიკენ ჰქონდა თვალი რომ ზარი არ გამოპარვოდა.ამ დროს ლილუ შუა გზაზე იდგა და ელოდა,თან მომხდარს იაზრებდა,მისთვის ეს ნამდვილად საშინელება იყო,დაღლილობისაგან უკვე თვალებიც ეხუჭებოდა,თუმცა ცდილობდა სიფხიზლე შეენარჩუნებინა.10 წუთში მისკენ მიმავალი შავი მანქანა დაინახა და მამიდაშვილიც იცნო,რომელიც მისთვის უცნობთან ერთად გადმოვიდა.ნიკამ გოგონა ჩაიხუტა და მოიკითხა და რომ შეატყო რომ ლაპარაკის თავი არ ჰქონდა ზედმეტად აღარ დააძალა. სანდრო?სანდრო უკვე მოიხიბლა ლილუთი,ისეთი ლამაზი იყო ნამტირალებიც რომ ლამის ჭკუიდან შეიშალა,თმა არეოდა და ხელით ცდილობდა მის დალაგებას,მათი თვალები როდესაც შეხვდა ერთმანეთს არ სურდა სხვა მხარეს გახედვა,ბევრი გოგო შეხვედროდა სანდროს,თუმცა მისნაირი არავინ,მარტო გარეგნობა ხომ არაა, ლილუში სულიერი სილამაზესაც ხედავდა.ნიკამ გააცნო ლილუს მისი ძმაკაცი და ხელის ჩამორთმევის დროს ორივემ იგრძნო ჟრუანტელი,რომელსაც ვერ დამალავდი.ნიკამ მძღოლის ადგილი დაიკავა და სანდროს სთხოვა ლილუს გვერდზე დამჯდარიყო უკან. მგზავრობამ და დაღლილობამ თავისი გაიტანა და ლილუს სანდროს მხარზე მიეძინა.ამის შემხედვარე ბიჭს აღარ სურდა მისი გაშვება.მას ერთი ნახვით სიყვარულის არ სჯეროდა და რომ არა ლილუ ალბათ არც არასდროს დაიჯერებდა,ეს გოგო არც ცდილობდა მის მოხიბლას და ეს ასეც იყო,მაგრამ სწორად ამ დამოკიდებულებამ ააფორიაქა სანდრო,ფიქრობდა თუ რას ფიქრობდა გოგონა და რა დაემართა მას ისეთი რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა,მიზნად დაისახა რომ ყველაფერს გააკეთებდა ლილუს ბედნიერებისთვის,მაგრამ ესმოდა რომ ეს მარტივი არ იქნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.