შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს


6-10-2024, 12:09
ავტორი lillianna
ნანახია 2 387

ახალი წლის დადგომამდე სადღაც ორი საათი რჩებოდა , ყველაფერი მართლაც საშობაო ზღაპარს გავდა ირგვლივ, თოვლი , ანთებული ბუხარი, უამრავი განათება, ნაძვის ხე და საყვარელი ადამიანები ირგვლივ, ანიტას ყოველთვის მიაჩნდა , რომ ახალი წელი რაღაც ახლის დასაწყისი იყო ყოველთვის , ამის გამო ხშირად ბავშვურსაც ეძახდნენ მაგრამ ეს შინაგანი ემოცია რომელიც ახალი წლის მოახლოებისას ჰქონდა ყოველთვის ბედნიერს ხდიდა
მეგობრების მსგავსად მასაც ეჭირა ხელში შამპანიურის ერთი ჭიქა
-აბაა როგორ ფიქრობთ როგორი წელი იქნება?
ლუკამ მეგობრებს გადახედა და მის გვერდით მდგომ ქალს , მისი ცხოვრების თანამგზავრს კიდევ ერთხელ მოჰხვია ხელი
- ჩემთვის ყველაზე ყველაზე კარგი წელი იყო,და იმედია ეს წელიც ასეთივე იქნება !
ოდნავ გადაიხარა მეუღლისკენ ნენე და ლოყაზე შეახო ტუჩები
-მე ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ არის !
თავისი ჭიქა ლექსომაც აიღო მაგიდიდან და ანიტას ამოუდგა გვერდით
-შენ ასე არ ფიქრობ ?
გადაუჩურჩულა გოგონას
-მე ყოველთვის კარგს ვფიქრობ
ჭიქა ჭიქაზე მიუჭახუნა ანიტამ.
ყველამ შესვა ახალი წლის სადღეგრძელო , მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ , ზოგი მღეროდა , ზოგიც ცეკვავდა , საზეიმო აურზაური იყო მთელს სასტუმროში
-გამომყევი ერთი წამით!
ყურთან გაიგონა ლექსოს ჩურჩული ნენეს გვერდით მდგომმა ანიტამ , ნელი ნაბიჯებით უკან დაიხია , შეკრებილ მეგობრებს გამოეყო და ლექსოს გაჰყვა
-სად მივდივართ?
გასასვლელთან თითქმის წამოეწია , ლექსომ კარადიდან ანიტას დუტის კურტკა და თბილი ქუდი გამოიღო , თავად დაეხმარა ჩაცმაში, ქუდიც თავად დაახურა
-ნუ ხარ მოუთმენელი !
ყელთან კარგად შეუკრა კაშნე , და ცხვირთან წაეთამაშა
-ლექსო პატარა ხომ არ ვარ
-აბა რა ხარ, პატარა ხარ ზუსტადაც !
-გუშინ ასე არ ფიქრობდი! თვალები აათამაშა გოგონამ
-ოხხხ ანიტა ბრეგვაძე! გირჩევნია აზრი არ შემეცვალოს თორემ დარჩები საჩუქრის გარეშე! თოვლის ბაბუ არაფერს მოგიტანს !
-რა საჩუქარი?
ანიტას ხელები ხელში მოიქცია და გარეთ გაიყვანა , მთლიანი მინდორი თოვლით იყო გადაპენტილი, მოედნის შუაგულში ერთი დიდი ნაძვის ხე იდგა, ლექსომ სწორედ იქეთ წაიყვანა ანიტა
შორიდან მოჰკრა თვალი ანიტამ ნაძვის ქვემოთ შეფუთულ ერთ ცალ ყუთს
-ლექსო!
უკვე ხვდებოდა რაშიც იყო საქმე
-ეს თუ ის არის რასაც ვფიქრობ …
უკვე ნაძვთან იდგნენ
-საჩუქრის არჩევა არ არის ჩემი ძლიერი მხარე ,მაგრამ სიმბოლურად ამ დღისთვის მინდოდა …
-ლექსო არ იყო საჭირო
ლექსომ ყუთი ხელში დაიჭირა და ანიტასთან ახლოს მივიდა
-იყო! გასაკუთრებული არაფერი! ცალი ხელით ბანტის შეხსნა დაიწყო -როგორც გითხარი დიდად არ გამოვირჩევი ორიგინალურობით
ანიტას ეღიმებოდა
-მაგრამ! უნივერსიტეტში შევამჩნიე რომ ლეპტოპი დაგიზიანდა ხოდა
თითმის შემოაცალა სასაჩუქრე პარკი
-გადავწყვიტე რომ სწავლაშიც და სამსახურშიც ! რომ დაიწყებ! გამოგადგება
-ლექსო არ ვიცი რა ვთქვა
ანიტაც მიუახლოვდა
-შეგიძლია მაკოცო !
-მე რომ არ მაქვს არაფერი შენთვის ?
თავი დამნაშავედ იგრძნო გოგონამ
-შენ ყველაზე ძვირფასი რაც მაჩუქე ანიტა ! საკუთარი თავი დამიბრუნე !
თვალებს არ აცილებდა ლექსო გოგონას ბედნიერ სახეს , ყუთი ანიტას ხელებში ფრთხილად ჩაუდო და ძალიან ნაზად მოეხვია
-გილოცავ ახალ წელს ! ყურთან თმა გადაუწია და გულში ჩაკრულს ყელზე აკოცა
-მეც გილოცავ ლექსო

იმ ღამით ბევრი ბედნიერი წამი , წუთი თუ საათი იყო, ბევრი საჩუქარი, ბევრიც ცეკვა , სიმღერა , სასმელი, თოვლი, სიცივეც და სითბოც ერთად ,ფეიერვერკით განათებული ცა და ცოცხალი მუსიკა.
გოგონებმა რომ ვეღარ შეძლეს ბიჭებმა გააგრძელეს სასმლით კარგი ამბების აღნიშვნა .
ანიტა ჩაძინებული იყო ლექსოს შეხება რომ იგრძნო ზურგთან , შეიშმუშნა , ნელ ნელა გამოერკვია ღრმა ძილიდან
-ოდნავ ნასვამ მაგრამ ძალიან სიმპატიურ მამაკაცს დაიწვენ გვერდით?
საბანი ასწია ლექსომ
-მემგონი უნდა გეთქვა ძალიან ნასვამ ოდნავ სიმპატიურ ბიჭსოო
ანიტა ლექსოსკენ გადმობრუნდა სახით, ლექსომ შარვალი გაიხადა , მაისურიც გადაიძრო და გოგონას გვერდით მიუწვა
-სასმლის სუნი თუ შეგაწუხებს შემიძლია დივანზე დავწვე
-გაჩუმდი და მაკოცე! ანიტამ ოდნავ უბიძგა ლექსოს ხელი, საწოლზე გადააწვინა , თავად მისი სხეულის ზემოთ მოექცა და ფეხები აქეთ იქეთ შემოალაგა -განა შეიძლება ამდენ ხანს ქალი ალოდინო?
შიშველ მკერდზე ფრთხილად კოცნიდა მამაკაცს , გრძნობდა ლექსოს გული როგორ გამალებით ფეთქავდა და ეს სულაც არ იყო ალკოჰოლისგან გამოწვეული აჩქარებული პულსი, ყოველ შეხებაზე უფრო და უფრო ხმაურიანად სუნთქვავდა მამაკაცი
-ანიტა…
ანიტამ ლექსოს ტუჩთან გადმოინაცვლა, თვალები რამდენიმე წამით მამაკაცის თვალებს შეხვდა
-მინდა ისევ ვიყო შენი
-ნუ მაგიჟებ ! ბიჭი ოდნავ წამოიწია , მის კალთაში მჯდომ გოგნას ზურგთან მაგრად მოჰხვია ხელი და რამდენიმე წამში საწოლზე ძლიერად დაანარცხა, ძალიან სწრაფად გადაუწია პერანგის ბრეტელები მხრებიდან და გულ მკერდის არე ტანსაცმლის ქსოვილებისგან გაუნთავისუფლა
-ასე უფრო კარგია…
გოგონასკენ გადაიხარა და ამჯერად მან დაუკოცნა ყელს ქვემოთ გული, და შემდეგ შიშველი მკერდი, ესმოდა როგორ ხმებს გამოსცემდა სიამოვნებისგან ანიტა
-რას ელოდებოდი რომ მიწვევდი! ამჯერად ქვედა ტუჩის ასმით გოგონას ხავერდოვან ტანზე ,ამოვიდა ლექსო ანიტას ბაგეებამდე, და ვნებიანად დააცხრა ტუჩებზე
-ზუსტად ამას !ჩურჩულებდა ანიტა
ცალი ხელით მისწვდა ლექსო კარადას, თან ანიტას სხეულს არ აშორებდა ტუჩებს , დაინახა ანიტამ როგორ გახსნა ისევ პირით კარადიდან გამოღებული პაკეტი ლექსომ
-სასმლის გამო თუ ვერ მოვზომავ პატარავ….
ანიტასკენ დაიხარა -თუ ძალიან გატკენ მითხარი!
-გავუძლებ! ისევ ხელში მოიქცია ანიტამ ლექსოს ყელზე დაკიდებული კულონი და ამჯერად მან დაუჭირა კბილებით ბიჭს ქვედა ტუჩი
ლექსოს სხეულის ყველა უჯრედში დუღდა სისხლი ! არ დაუკარგავს დრო იმაში რომ საცვალი გაეხადა ანიტასთვის ,გოგონამ იგრძნო მამაკაცმა ხელის ერთი მოძრაობით როგორ გასწია ქვედა საცვალი გვერდზე და რამდენიმე წამში როგორ დაეუფლა ანიტას სხეულს ლექსოს სხეული, როგორ გადაიქცა ორი სხვადასხვა სხეული ერთ მთლიანობად და როგორ გახშირდა სუნთქვა ოთახში!

….
ლუკასთან ერთად ხელჩაკიდებული გადიოდა ნენე საგუნდაოდ, თბილისში დაბრუნებამდე საათნახევარიღა რჩებოდა , ხელთათმანებს ისწორებდა კარში მოულოდნელად ნაცნობი ადამიანის სახეს რომ შეეფეთა, ქალბატონი ძალიან ჩქარი ნაბიჯებით ცდილობდა სასტუმროს რეცეფშენისკენ წასვლას
-ნინო დეიდა
ზურგიდან დაადევნა ხმა ნენემ, ქალბატონი შემოტრიალდა და ნენესკენ წამოვიდა
-გამარჯობა ნენე , შეეცადა ხმაში აღელვება დაეფარა
ნენე მასთან მივიდა და გადაეხვია
-არ უთქვამს ანიტას რომ ჩამოსვლას აპირებდით
-სად ვნახავ ანიტას ?
არ იცოდა ნენემ უნდა ეთქვა თუ არა ეს ინფორმაცია , ნინოს სახეზე ატყობდა რომ ანიტასთვის სასიკეთო მიზნით არ იყო ჩამოსული
-ჩვენებთან იქნება სადღაც აქვე , იცით როგორი ჯადოსნური ახალი წელი გავატარეთ ნინო დეიდა ? მე ვთხოვე რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო ხომ იცნობთ როგორია , არ უნდოდა წამოსვლა
ნინო ნერვიულად ათამაშებდა ხელებს
-ახლავე დავურეკავ და ჩამოვა
ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო ნენემ
-არა არ დაურეკო! ხელზე ხელი დაადო ქალბატონმა -მითხარი რომელ ნომერშია და მე ავალ
ბევრი ეცადა ნენემ სიტუაციის ვითარება შეეცვალა მაგრამ ვერაფერს გახდა , მხოლოდ ის მოახერხა სანამ ნინო ლიფტს ელოდებოდა ანიტასთვის მისი მოსვლის შესახებ შეტყობინება მიეწერა
-ჯანდაბა ეს არ არის კარგი!
-რა მოხდა ნენე? ვინ არის ეს ქალი
გვერით ამოუდგა ლუკა
-ანიტას დედააა
ნერვიულად დაიწყო სიარული ნენემ
-შენ არ იცი როგორი მკაცრი ქალია , ზოგადად ანიტას მშობლები ცივ ნიავსაც არ აკარებდნენ ბავშვობიდან , მაგრამ რამდენად ძლიერად უყვარდათ იმდენად ძლიერად ზღუდავდნენ ყველაფერში ლუკა
-ლექსოს უნდა ვუთხრა , გარეთაა ეწევა , აქ დამელოდე ნენე !

კარზე კაკუნი რომ გაისმა ანიტა ჯერ კიდევ აბაზანაში იყო, ალბათ ბარათი დაავიწყდაო იფიქრა და სწრაფად შემოიხვია ხალათი, გაღიმებული სახით წავიდა კარის გასაღებად , თან თმას იმშრალებდა
-უკვე მეორედ გრჩება ბარათი
ნახევრად გაღებული კარიდან მიაძახა მოსულ სტუმარს , იმ იმედით რომ ლექსო იქნებოდა
მთლიანად რომ გამოარკვია სილუეტი ღიმილი , რომელიც ნახევარი წუთის წინ ჰქონდა სახიდან გაუქრა
-დ ე და ..
ნახევრად დამარცვლით წარმოთქვა
-აქ .. აქ რა გინდა ?
ნინომ ოდნავ გაკრა მხარი და ოთახში შევიდა
-ესეეგი მამიდაშენმა სულ გაგათამამა და აღარც თვლი საჭიროდ , რომ დაგვირეკო და შეგვატყობინო სად ხარ ! ნენეს პოსტებიდან უნდა ვიგებდე ?
ოთახში შესულმა ყველაფერი მოათვალიერა , ერთი შეხედვით წესრიგი იყო
-დედა პატარა ხომ არ ვარ ? გუშინ ახალი წელი რომ მოგილოცე ხომ გითხარი სადაც ვარ !
კარადიდან ნაცრისფერი ჰუდი გამოიღო გოგონამ და ზემოდან გადაიცვა
-კი ორი დღის შემდეგ ანიტა!
კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ყველაფერს , კარადებიც საგულდაგულოდ დაათვალიერა სანამ მამაკაცის ტანსაცმელს არ მოჰკრა თვალი , თითქოს ამას ელოდაო, ჯერ ჩაეცინა ,
შემდეგ სახის გამომეტყველება შეეცვალა , თითქოს ყველა ძარღვი დაეტყო მის ხელებს
-აქ ვისთან ერთად ხარ ანიტა !
შებარბაცდა , შეეცადა დამჯდარიყო
-მეგობართან
გაუბედავად თქვა ანიტამ
-რა ჩაიდინე !
სკამში მძიმედ ჩაეშვა
-რა ჩაიდინე !
ანიტა შეეცადა მიახლოვებოდა
-დედა კარგად ხარ ?
-ეს რომ მამაშენმა ნახოს …. წარმოგიდგენია რა მოხდება ?
თითქოს ძალა მოიკრიბაო ფეხზე წამოდგა და ანიტას ორივე ხელით ჩააფრინდა
-რა გააკეთე ! ასე გზრდიდი? უცხო კაცთან ერთად რა გინდა აქ!
ძლიერად არხევდა გოგონას სხეულს
-დედა ლექსო არ არის უცხო!
-გაჩუმდი!
იგრძნო ანიტამ როგორ აუხურდა ცალი ლოყა, ინსტიქტურად მოისვა ხელი
-ჩემი მაგალითი არ იყო შენთვის საკმარისი ? მთელი ცხოვრება რომ ბო..ს მეძახდა ბებიაშენი იმის გამო რომ მამაშენი არ იყო ჩემთვის პირველი კაცი ეს არ მეყოფოდა ? ახლა შენც იგივე გაააკეთე !
-დედა
-ხვდები რა უქენი შენს ცხოვრებას? სწორი ყოფილქ ბებიაშენი რომ მეუბნებოდა შენნაირს გაზრდიო
-ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის დედა , მე გადავწყვეტ რას გავაკეთებ! შეცდომებზეც თავად ვაგებ პასუხს !
ხმას აუწია ანიტამაც
-გგონია ცოლად მოგიყვანს? მეც ასე მეგონა
-გათხოვება არ მაინტერესებს დედა, მიყვარს და ვუყვარვარ!
-უყვარხარ ?
ნინოს გაეცინა
-რომ უყვარდე ასე არ მოიქცეოდა , არ ისარგებლებდა შენი სისუსტით !
-მას არაფერი გაუკეთებია ! მე მე გავაკეთე ყველაფერი ! მე ვუბიძგე !
-გაჩუმდი!
კიდევ ერთი გარტყმა მიიღო სახეში ანიტამ, ამჯერად ცრემლიც გადმოუგორდა ლოყაზე
-არ გაქვს უფლება ხელით შეეეხოთ! სწორედ ამ დროს შემოვარდა ოთახში ლექსო, ძლიერად მოაჯახუნა კარი
-კარგად ხარ ? ანიტას სახიდან თმები გადაუწია
-აღარასდროს შეეხოთ მას ასე!
ნინოსკენ შეტრიალდა
-ესეეგი შენ ხარ ლექსო!
ლექსომ მოუხედავად ყველაფრისა ხელი გაუწოდა
-ლექსო დადიანი! დიდიხანია თქვენი გაცნობა მინდა
ანიტას ჯერ კიდევ ეწვოდა მარჯვენა ლოყა, თითქმის აკანკალებული იდგა ერთ ადგილზე
-ანიტას მამას იცნობთ? იცით მაინც რა მოუვა ეს ყველაფერი რომ ნახოს?
ნინო ისევ სავარძელში ჩაეშვა -არც კი ვიცი რატომ გელაპარაკებით!
-ანიტას მამასაც იმას გავუმეორებ რასაც თქვენ! მე მიყვარს თქვენი ქალიშვილი! მთელი არსებით მიყვარს!
ისევ ანიტასთან მივიდა ლექსო , ძლიერად დაიჭირა მისი ხელი ხელში და ფრთხილად აკოცა
-დამშვიდდი ! ცალი ხელი თმაზე ჩამოუსვა
-თუ გიყვართ ცოლად რატომ არ მოიყვანეთ! რატომ არ ეცით პატივი!
-დედა! ხმამაღლა შეყვირა ანიტამ
ლექსო წინ გადაუდგა და თვალით ანიშნა დამშვიდდიო
-მზად ვარ დღესვე ვთხოვო ხელი თუ ის თანახმა იქნება! ამას თქვენს მეუღლესაც პირადად ვთხოვ!
ნინო არ მოელოდა ლექსოს ასეთ პრინციპულობას , მაგრამ მისი გავლილი ცხოვრება მაინც არ უჩენდა ნდობის საფუძველს , მის შემთხვევაშიც ხომ ასე მოხდა , ზუსტად იგივენაირად ეფიცებოდნენ სიყვარულს სანამ ერთ მშვენიერ დღესაც მიტოვებული და შეურაცხყოფილი არ დარჩა, ოჯახიდან მოკვეთილი სრულიად მარტო!
-დედა გთხოვ წადი
ანიტა ძალიან ცუდად გრძნობდა თავს ამ სცენის შემდეგ , ასე ეგონა თითქოს ლექსოს აიძულებდნენ მის გვერდით ოფიციალურად ყოფნას , თანაც თანაც თავადაც სხვა მიზნები ჰქონდა ჯერ ცხოვრებისგან
-თავად გადავწყვეტ როდის რა მინდა ცხოვრებაში!
ნინო წამოდგა
-თავად მაშინ გადაწყვეტ როცა დამოუკიდებელი იქნები ყველანაირად ! სანამ მამაშენი და მე გარჩენთ მანამ კეთილს ინებებ და ისე მოიქცევი როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ!
საკუთარ ჩანთას ხელი დაავლო
-ძალიან გამიცრუე იმედი !
კიდევ ერთხელ შეხედა ქალიშვილს -იმედია ოდესმე დამავიწყდება რაც ვნახე!
ანიტას გულს უკლავდა მისი სიტყვები
-მე წაგიყვანთ ქუთაისში!
სცადა უკან დადევნება ლექსომ
-არა! მარჯვენა ხელი აუწია ნინომ რომ შეეჩერებინა
ოთახიდან გასულმა მაგრამ მოიჯახუნა კარი , ანიტა საწოლის ბოლოში ჩამოჯდა , ლექსოც გვერდით მიუჯდა
-დამშვიდდი ანიტა ! ყველაფერს გავაკეთებ რომ მისი ნდობა მოვიპოვო!
ყველანაირად ცდილობდა გოგონა ენუგეშებინა
-მამაშენთანაც პირადად მივალ და შენს ხელს ვთხოვ !
-არა ლექსო!თავი ასწია
-რატომ?
-არ მინდა ჩვენი ურთუერთობა შეიცვალოს!
-რატომ უნდა შეიცვალოს ?
-ყველაფერი მაშინ უნდა მოხდეს როცა ეს ორივეს გვენდომება და არა მაშინ როცა მიგვითითებენ!
ლექსოს გაეღიმა , ხელი მოჰკიდა და მისკენ მიიზიდა
-ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ვინმესი მეშინია ანიტა! მზად ვარ მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიყო!
გოგონამ თავი ასწია და თვალებში შეხედა , ლექსომ ნიკაპთან მოჰკიდა ხელი და აწითლებულ ლოყაზე ფრთხილად შეახო ტუჩები
-ვერ ავიტან ვინმე კიდევ რომ შეგეხოს! ვინც არ უნდა იყოს!



№1 სტუმარი Lii

აუ ცოტა გაზარდეე რააა თავები

 


№2  offline წევრი lillianna

ოლააა მეგობრებო, ანიტას და ლექსოს პარალელურად შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ისტორიას , საღამოს 12 საათამდე არ მატვირთინებს თუმცა ალბათ ხვალ აიტვირთება და გამიხარდება თუ ნახავთ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

კარგია <3 ველოდები შემდეგს <3

 


№4 სტუმარი სტუმარი მაშო

გთხოვთ გაზარდეთ თავები და მალე დადეთ❤️

 


№5 სტუმარი Nana

Velodebi axal tavs

 


№6 სტუმარი სტუმარი თეო

ველოდები ახალს ,ძალიან კარგია ,წარმატებები♥️

 


№7  offline წევრი lillianna

ხვალ დავდებ ❤️

 


№8  offline წევრი lillianna

დააავდეეე ალილუია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent