შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს


17-09-2024, 00:19
ავტორი lillianna
ნანახია 1 341

ხალხი რომ წავიდ წამოვიდა ანიტა და ლექსო გვერდიგვერდ ისხდნენ
-საშინლად დავიღალე .. დაიწუწუნა გოგონამ და თავი პირდაპირ მაგიდაზე დადო
-ცოტაც პატარავ .. თმებზე მოეფერა ლექსო , ყველა საკითხი მოაგვარა რაც მის პასუხისმგებლობაში იყო, მთვრალი მეგობრები მანქანებში დაარიგა და ანიტასთან დაბრუნდა , გოგონას შესასვლელშივე დივანზე ჩასძინებოდა , ლექსომ პიჯაკი გაიხადა და ანიტას სხეულს შემოახვია, პიჯაკიანად აიყვანა ხელში და მანქანამდე ისე მიიყვანა გოგონას არც გაუგია , უკანა სავარძელზე ფრთხილად გადააწვინა , სახეზე ჩამოყრილი თმები ხელით გადაუწია და საჭეს მიუჯდა , მთელი გზა მერის სახლამდე აუჩქარებლად ატარებდა გოგონა რომ არ გადმოვარდნილიყო.
მერიმ კარი რომ გაუღო ისევ ხელში აყვანილი ჰყავდა ლექსოს ანიტა , ძალიან დაიღალაო მოუბოდიშა
ლექსომ , მერიმ ანიტას ოთახისკენ მოუთითა და ბიჭმაც იქეთ აიღო მიმართულება , კარი ქალმა თავად გაუღო, ბიჭმა ანიტას სხეული საწოლზე მიაწვინა, თავთან ბალიში შეუსწორა და პლედი წააფარა , სანამ გავიდოდა შუბლზე აკოცა . მერი ხედავდა ლექსოს თითოეულ მოქმედებას და თავს ვერ უტყდებოდა იმდენად მოსწონდა ეს ბიჭი.

ანიტას სახლიდან გამოსულმა კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი , სანამ მანქანას მოუჯდებოდა ერთი ღერის მოწევაც მოასწრო, როგორ არ უყვარდა ტყუილები და ახლა თავს თავად გრძნობდა მატყუარად , უნდოდა ყველაფერი ეთქვა ანიტასთვის მაგრამ მის თავზე მეტად გოგონა ვერ გაიმეტა, დაახლოებით ხვდებოდა მის რექაციას თუმცა ამის კი არ ეშინოდა , არა! იმის ეშინოდა რომ ანიტას ეტკინებოდა და ვერაფერს გააკეთებდა საიმისოდ რომ მისი ტკივილი შეეჩერებინა , ბოლომდე იბრძოლებდა მაგრამ იმ წამს განცდილ ტკივილს როცა სიმართლეს გაიგებდა ,ვერაფერს მოუხერხებდა. რაო როგორ უთხრა გეგამ ? ორი კურდღლის მადევარიო, ნუთუ მართლა ასე იყო , ასე ჩანდა ? სადღაც გულში ღრმად დამარხული გრძნობა მაინც გამოდიოდა
სააშკარაოზე მიუხედვად წინააღმდეგობისა მიუხედავად ბიჭის სურვილისა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, რას განიცდიდა როცა ლილია კოცნიდა? წუთის რაღაც მონაკვეთში თავადაც აიტანა სურვილმა ეკოცნა, ხელი მაგრად ჩაეკიდა და ფილტვები ჰაერის ნაცვლად მისი სუნთქვით აევსო, ღმერთო როგორ დაანარცხა მიწაზე ამ სურვილის გააზრებამ, მანქანა სწრაფად მიქროდა ისევე როგორც ბიჭის ფიქრები , მთელი ღამე სვამდა ბარში , ხან ბარმენს ელაპარაკებოდა , ხანაც საკუთარ თავს , საკუთარ თავს ნუ შემაზიზღებო უთხრა ლილიას მაგრამ უკვე სძულდა , სძულდა იმის გამო რომ ლილიას შეძულება ვერ შეძლო.


ანიტა რომ საუზმეს მიირთმევდა ისეთი სიყვარულით საუბრობდა მერი ლექსოზე , ყველაფერი თვალწინ დაუხატა გოგონას , როგორ შემოიყვანა ბიჭმა როგორ ფრთხილად ჩააწვინა საწოლში და როგორ აკოცა გასვლის წინ
-ნამდვილად კარგი ადამიანია ..
თქვა მერიმ და ყავა მოწრუპა .
ანიტა ფანჯარასთან იდგა და წვიმის წვეთებს უყურებდა
,როგორ ასველებდა ფანჯრის რაფას და როგორ ხმაურობდა წკაპაწკუპით, შემოდგომა იწურებოდა და ზამთარი ითვლიდა თავის დროს , ხვალ უკვე 1 დეკემბერია , მალე ახალი წელიც მოვა .. გაიფიქრა გოგონამ , ახალი წელი ანიტას საყვარელი დღესასწაული უხაროდა ,ბავშვივით აღდატებიც ელოდა ქუჩებში საახალწლო დეკორაციის გამოჩენას, მერედა როგორ უყვარდა სუვენირების და საჩუქრების ყიდვა, სწამდა რომ ახალი წელი ახალ თავგადასავლებს ახალ იმედებს და ახალ შესაძლებლობებს მისცემდა. ღუნღულა პლედში იყო გამოხვეული ფანჯრიდან ლექსოს მანქანა რომ შენიშნა, პლედი შემოიხსნა და სწრაფად ამოიცვა ელასტიკზე ყელიანი ჩექმები, თბილი პალტო საკიდიდან ჩამოხსნა და ლიფტის ღილაკს ხელი მიაჭირა .
არ შემცდარა , გარეთ გამოსულმა მანქანაში ლექსოც დაინახა , საქარე მინაზე მიუკაკუნა ჩაფიქრებულ ბიჭს
ლექსო ფიქრებისან გამოერკვა და ფანჯარა ჩამოსწია , ანიტა სწრაფად ჩაჯდა მანქანაში
- რატომ არ დამირეკე აქ თუ იყავი? ბიჭისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა
-ახლა მოვედი.. ანიტამ იგრძნო ალკოჰოლის სუნი თუმცა არაფერი შეიმჩნია
-სამსახურში არ მიდიხარ ?
-საქმე ჩემს პარტნიორს გადავაბარე , დღეს ვერ მივალ.. ანიტა რაღაც უნდა გითხრა …. ბიჭი შეჩერდა , საშინლად არ მოსწონდა უკვე საუბრის დასაწყისი გოგონას
-რა ხდება ?
- აქ არა .. სადმე მშვიდ ადგილას წავიდეთ.. გასაღები გადაატრიალა და მანქანა ადგილს მოსწყდა
მთელი გზა ორივე დუმდა , სანაპიროზე ერთი კაფე ეგულებოდა ლექსოს, ღია ტერასა ჰქონდა და ხალხი არასდროს იყო ამ დროს , თავისუფლად შეძლებდა საუბარს
კიბეები რომ აიარეს წინ ანიტა მიდიოდა თავად უკან მოჰყვებიდა , მიმტანს ორი ყავა შეუკვეთა კრუასანთან ერთად და მაგიდას დაუბრუნდა სადაც უკვე იჯდა გოგონა
-აღარ იტყვი რა მოხდა ?
-გცივა? მაგიდაზე დაწყობილი ანიტას ხელები ხელში აიღო და რამდენჯერმე აკოცა
-ლექსო რა მოხდა? რის თქმას აპირებ.. გაუმეორა კითხვა
-ნენეს და ლუკას ქორწილის დღეს ლილიამ მაკოცა.. არც უცდია ამბისთვის სხვა ინტერპრეტაციის მოძებნა არც დიდად შესავლის გაკეთება ეხერხებოდა
-ვერ დაგიმალავდი ანიტა
ანიტას ხელები ჯერ კიდევ მუჭში ჰქონდა მომწვდეული და სულს უბერავდა რომ როგორმე გაეთბო ,
უცნაური იყო ანიტას რეაქცია , არ გაჰკვირვებია, თითქოს მოელოდა კიდეც ამბის ამგვარად განვითარებას .
-შენ რა იგრძენი? ძალიან მშვიდი იყო მისი ხმის ტონი
-მე არ მიკოცნია .. ბიჭიც თვალებში უყურებდა -ყველაფერი უცებ მოხდა
-მე არ გეკითხები აკოცე თუ არა , გეკითხები რა იგრძენი.. ნელ ნელა გამოსწია თავისი ხელი ბიჭის მუჭიდან
ლექსომ ღრმად ამოისუნთქა
-ხომ ხვდები რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება .. ისევ ძალიან მშვიდი იყო გოგონა
-მხოლოდ იმას ვხვდები რომ თუ მიმატოვებ დავიღუპები..
-მაგრამ მე ვერ შევებრძოლები წარსულს მუდმივად , შენი ამბავი არ დასრულებულა ლექსო… ახლა კი იგრძნო ანიტამ როგორ ივსებოდა თვალი ცრემლით
-არ გინდა გთხოვ.. ხელი თვალისკენ წაიღო ბიჭმა , მაგრამ ანიტამ თავი გასწია
-მიყვარხარ … უთხრა ლექსომ
არასდროს ყოფილა ეს სიტყვა ასეთი უმნიშვნელო და ფერდაკარგული ანიტასთვის როგორც ახლა , ისმენდა მაგრამ ვერ იჯერებდა
-მაგრამ ლილიაც გიყვარს .. ირონიულად გააქნია თავი
-რაც ლილიასთან მქონდა ისიც ჩემი ცხოვრებაა , ასე უცებ ვერ ვშლი ვერ ვაქრობ, ემოცია ისეც მაქვს მაგრამ შენ მკითხე რა ვიგრძენი…
ხოდა გეუბნები რომ ის არა და ისეთი არა როგორც შენთან
ისევ გამოსტაცა გოგონას ხელი
-შენს გვერდით ის ვარ ვინც მომწონს , ლილიას გვერდით ის ვიყავი ვინც მძულდა …
-არ ვიცი შევძლებ თუ არა .. დაიჩურჩულა გოგონამ
-თუ არ დამტოვებ შევძლებთ…
-ვერ დავრჩები , ნუ დამაძალებ .. ფეხზე წამოდგა ანიტა , ფრთხილად ჩაიარა კიბეეები გასასვლელამდე და წვიმიან ქუჩას შეუერთდა .



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ვაიმეეეე, ეს რა იყო, სად შეწყვიტე. მეც ანიტასავეთ ამევსო თვალი ცრემლით. გეხვეწები ჩქარა გააგრძელე.

 


№2 სტუმარი ნესტან

არ მემეტება ლილიასთვის ეს ბიჭი და რავქნა შემეცოდა ანიტა,თან ვერ ვიტან გაურკვეველ ურთიერთობას გამოყენებულია გძნობს თავს ანიტა წავიდოდა მა როგორ გაჩერდებოდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent