შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ღმერთმა იცის...(14)


6-10-2024, 15:56
ავტორი La dolce vita
ნანახია 2 083

თავი14



შემოდგომა ნელ-ნელა იწურებოდა და ზამთრის სისუხე უფრო და უფრო ემატებოდა, ხეებიდან გაყვითლებული ფოთლები ცვივოდა და უღიმღამო ხდებოდა ქუჩები, ისევე როგორც გოგონას ცხოვრება იყო. უკვე თითქმის ორი თვეა, რაც მაქსიმეს ცოლად იწოდება, ვერ ვიტყვი, რომ მათ იდეალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ამ დროის მანძილზე არცერთი არ მიდიდოდა დათმობაზე და ჯიუტი თხებივით რქებით ეტაკებოდნენ ერთმანეთს. ამ დროის მანძილზე ორივე თავის გრძნობებს ებრძოდა და გაურბოდა ერთს არ უნდოდა მეორის შეყვარება მეორე კი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს.

ლექციებიან გამოვიდა და ფეხით აუყვა გზას ფიქრებში წასული დაიარებოდა და ირგვლივ არაფერს არ აქცევდა ყურადღებას არც თავსხმა წვიმას, ფიქრებში იყო გართული და მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც მის წინ მიმავალი მანქანა გაუჩერებლად უსიგნალებდა, შიშისგან ადგილს მიეყინა და ვერ ინძრეოდა მანქანა კი სადაცა დაარტავდა, მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ ხელი ჩაავლო და ნაპირზე გამოიყვანა. შეშინებული გოგონა მაღალ სხეულს მიეკრა და არ უშვებდა. ეს კი მაქსიმე იყო, ბიჭს წელზე ჰქონდა შემოხვეული ხელები. ცოტახანში გოგონამ თავი წამოწია და მაქსიმეს მზერას გადააწყდა. გოგონამ ხელი შეუშვა და განზე დადგა. წვიმაში იდგნენ.
– სულ გაგიჟდი, ხო რაზე ფიქრობდი შუატრასაზე, რომ იდექი?! სიცოცხლე მოგბეზრდა.- დაუყვირა. _ მე რომ არ მომესწრო ისევ ისე იდგებოდი და მანქანა დაგარტყავდა. რატომ ხარ ჩუმად თქვი რამე?- მის სიჩუმეს წყობიდან გამოჰყავდა.
– სათქმელი არაფერი მაქვს...
– შენ მე მალე ჭკუიდან გადამიყვან.- მობეზრებით წამოიძახა.
– თუ ასეა,ფსიქიატრთან წადი თუ ჩემი ნერვი აღარ გაქვს?
– ნუ ცდილობ ჩემს პროვოცირებას. გამომართვი ეს ქურთუკი და ჩაიცვი.- თავის ქურთიკი გაიხადა და გოგონას გაუწოდა.
_ არ მინდა, მადლობა. არ მცივა.- მიუგო.- აქ რას აკეთებ?
– რა კითხვებს მისმევ?- წარბებშეკრულმა გახედა.- რას უნდა ვაკეთებდე შენს წასაყვანად მოვედი.
– რა მზრუნველი ხარ.
– აქ არ ვაპირებ შენთან კამათს, წამოდი!- მკაცრად უთხრა.
_ ნუ ბრძანებლობ.- უთხრა და ბუზღუნით წავიდა.


მთელი გზა, ხმა არცერთს ამოუღიათ გარეთ საშინლად წვიმდა და გადაღების არაფერი უჩანდა.

– რა მოგივიდათ სად დასველდით ასე?- იკითხა გაოცებით ქალმა და თვალი მოავლო, ორივეს.
– არაფერია...უბრალოდ.
– გზად გაგვიწვიმდა დედა. უპასუხა მოკლედ.
–აა.
- მე წავალ მოვწესრიგდები.- თქვა და ოთახში შევარდა.
ბიჭიც უკან მიჰყვა.
გაბრუებული იჯდა საწოლზე როდესაც ოთახში მაქსიმეს დედა შევიდა.
- შეიძლება.
_ დიახ.- გაუღიმა.
_ შვილო, უკვე ორი თვეა,რავ ჩვენი რხალი ხარ, მაგრამ ვატყობ რომ თქვენ შორის დაძაბულობაა.
_ არა ,დეიდა ასე არ არის, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.
_ მართალია, მაგრამ ვხედავ რომ ამის მიუხედავად მაინც ვერ რიგდებით.- თბილად გაუღიმა და სახეზე მოკიდა ხელი.- ეცადე გაუგო, ის შეიძლება ხისტი და უხეში მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში არც თუ ისე ცუდია. უბრალოდ მას არ შეუძლია გრძნობების გამოხატვა, ეცადე ზედმეტი ყურადღება არ გამოიჩინო ხოლმე რადგან არ უყვარს,მასზე ვინმე ზედმეტად რომ ზრუნავს, დროთა მანძილზე ის ჩემგან ყურადღებას მიეჩვია და აღარ აპროტესტებს უკვე, მარტო ჩემთან არის გახსნილი და მრთავს ნებას სხვას არ უშვებს.ამიტომ ეცადე გაუგო.
– რაა?
_ ის ბავშვობიდან ასეთია..- გაუღიმა.
– გავითვალისწინებ.- უთხრა გოგონამ.
როდესაც ქალი ოთახიდან გავიდა გიგონამ ეშმაკური ღიმილი აიკრა სახეზე.
– აი თურმე რა ესეიგი არასწორად ვაკეთებდი ყველაფერს, ის სულ ბრაზდება და მეუხეშება, მაგრამ ის არ იტანჯება, ისე როგორც მე მაშ დრო მოვიდა ახალი ემა ამილახვარი გაიცნო ბატონო მაქსიმე.- ეშმაკურად გაიღიმა და წიგნაკში ჩანიშნა.
_ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, სასიყვარულო სამოთხეში, თქვენს ენაზე ჯოჯოხეთურ სიყვარულში.- ეშმაკურად აათამაშა წარბები და კმაყოფილი ჩამოჯდა.- არ გიყვართ, სიყვარული, ზრუნვა და მიჯაჭვულობა არა?

აქეთ იქით,მიმოდიოდა და ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, ბოლოს თავის ძაღლი აიყვანა და მას დაუწყო ლაპარაკი.
– რას იტყვი,მიმი? მთლიანად დედამისის სიტყვებს ვერ დავეყრდნობი, ჯერ უნდა მოვისნჯო ჭრის თუ არა ხომ ასეა.- გაეცინა მისაღები ოთახიდან ხმა გაიგო და მაშინვე ფარდის უკან დაიმალა.
მაქსიმე, დაღლილი შემოვიდა ოთახში ქურთუკი საწოლზე დადო თვითონ კი სავარძელზე ჩამოჯდა თავი უკან გადაწია და თვალები დახუჭა. ცოტახანში ფეხზე შეხება იგრძნო თვალები გაახილა და თვალები შუბლზე აუვიდა, როდესაც ემა დაინახა, რომელიც ფეხსაცმელს ხდიდა.
– რა ჯანდაბას აკეთებ?- წამოიხახა ფეხზე ადგა.
– რამე არასწორად გავაკეთე?
– იმედია, ფეხსაცმელი არ გამიფუჭე.- ეჭვით დახედა.
– არა, მე უბრალოდ მისი გახდა მინდოდა...
– მე ეს არ მჭირდება. ასე რომ მორჩი ამ სისულელეებს.- უთხრა და ფეხსაცმლის ჩაცა დაიწყო.
– რაა? სისულელეს? თქვენ ჩემი ქმარი ხართ და ჩემი ვალია თქვენზე ვიზრუნო.- თქვა და გასასვლელისკენ წავიდა.
– ემა! დაუძახა და მისკენ წავიდა.
– რა მოხდა?
– მორჩი ამ სპექტაკლს ძალიან გთხოვ.
– ეს როგორ თქვენ ჩემი ქმარი ხართ.- ბიჭი იდგა და სიბრაზისგან ტუჩებს კუმავდა ბოლოს კი ყელში ამოუვიდა და უთხრა.
– ჯანდაბაშიც წასულა შენი მზრუნველობა!- მიაძახა ზურგი აქცია და აბაზანისკენ წავიდა გოგონა უკან აედევნა.
– მოიცადეთ! - ბიჭმა პირსახოცს დაავლო ხელი აბაზანაში შევარდა და კარები მოიჯახუნა.
– ესეც ასე, ბატონო მაქსიმე ესეიგი თქვენ ალერგია გაქვთ სიყვარულზე, ახლა ეს ჩემი მთავარი იარაღი გახდება.- გაეცინა კმაყოფილს.



დილით ადრე ამდგარიყო და სამზარეულოში ხახვს ჭირდა, ალბათ ერთი ხუთი თავი ხახვი დაჭრა უკვე. მორიგი დრამისთვის ემზადებოდა და იმისათვის, რომ ცრემლები წამოსვლოდა გააფუჭა ამდენი ხახვი ბოლოს ძალიან აეწვა თვალები და წამოხტა.
– აი, ისიც დამეწყო.- წამოიძახა ფეხზე წამოდგა და ჩაის ფინჯანი აიღო ლანგარზე დადო შემდეგ კი ოთახში შევიდა ბიჭს მშვიდად და ლამაზად ეძინა, გოგონას მის შემხედვარე წამიერად გული მოულბა მასთან მივიდა და სახიდან ჩამოყრილი თმა გადაუწია,თუმცა ისევ გაუჩეჩა.
– ემა, არ დაგავიწყდეს შენი მისია.- შემოუხახა თავს ბიჭთან ახლოს დაიხარა და ყურთან ჩასხახა.
– გაიღვიძეეთ... ჩემო ძვირფასო ქმარო.- ჩასძახა ყურში, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა ახლა მეორე ყურთან მივიდა და იქიდან დაუძახა.
– გაიღვიიძეეთ!- ამჯერად მაღალი ტონალობით ჩასძახა და ისიც წამოხტა.
– რაა? რა ხდება?- წამოიძახა და გვერდით მდგომი გოგონა, რომ დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა გოგონას წინსაფარი ჰქონდა შემოკრული და ხელში ჩაის ფინჯანი ეჭირა.
_ ეს რაა ჯანდაბა? - გაოცებულმა წამოიძახა.- რას აკეთებ?
– ჩაი, მოგიტანეთ ჩემო ძვირფასო ქმარო დალიეთ სანამ ცხელია.
– რაა? რა დამიძახე?
_ ჩემო ძვირფასო ქმარო. რა მოხდა არ მოგწონთ?- მოჩვენებით მოისაწყლა თავი.
_ამიხსენი რა ხდება?
_ არაფერი ჩემო ძვირფასო, ქმარო ვიფიქრე ამ დილით ცხელი ჩაი გესიამოვნებოდათ მეთქი.
_ მე ამაზე არ ვამბობ რას ნიშნავს ეს შენ ასეთი არ ხარ, შენ არ ამბობდი რომ ქმარად არ მთვლი? ახლა რა შეიცვალა ან ეს ძვირფასი ქმარი საიდან მოიგონე?- დაეჭვებით გახედა.
- მართალი ხართ, ადრე სხვანირად ვფიქრობდი, მაგრამ მივხვდი რომ არასწორად ვიქცეოდი.- უთხრა და ფეხებში ჩაუვარდა.
_ ძალიან გთხოვთ, თუ შეიძლება მაპატიეთ ჩემო ძვირფასო ქმარო.
– რა ვქნა,გაპატიო?- შეიცხადა.- კი,მაგრამ რა უნდა გაპატიო?
_ მაპატიეთ ყველა ჩემი ქცევა, ვიცი ცუდად ვიქცეოდი, მაგრამ ახლა ისეთი აღარ ვარ შევიცვალე.
– რაა?- თქვა და ფეხზე წამოდგა.
– მომისმინე მორჩი ამ დრამას. მე ეს არ მომწონს.
– გთხოვთ მითხარით რომ მაპატიეთ.
_ არა...
– არა? არ მაპატიებთ?- თეატრულად დაიწყო ტირილი.
_ კარგი, კარგი დაწყნარდი გაპატიე, ოღონდ მორჩი.
– მართლა? მადლობა ჩემო ძვირფასო ქმარო. თქვენი პირსახოცი და ადიკოლონი საწოლზე დევს შეგიძლიათ შეხვიდეთ და შხაპი მიიღოთ.
– რაა?
- ადიკოლონი.- ხელით ანიშნა.
ბიჭი, საწოლთან მივიდა და შემოწმება დაიწყო.
_ ეს შენ მოიტანე?- დაეჭვებით ჩაილაპარაკა.- კი,მაგრამ რა მიზნით აკეთებ ამას?
- წყალს მოგიტანთ ჩემი ძვირფასო ქმარო.- უთხრა და სამზარეულოში გავიდა ამ დროს მაქსიმემ ადიკოლონი შეამოწმა.
_ თქვენი წყალი ჩემო წყალი ჩემო ძვირფასო ქმარო.- წყლით სავსე ჭიკა გაუწოდა.
ბიჭმა მოჭუტული თვალებით გახედა აშკარად დაბნეული და გაურკვევლობაში, იყო და ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს.
_ ამის დაძახებას ისევ ჯობდა ტირანი დაგეძახა.- ჩაიბურღუნა და აბაზანაში გავიდა.

კმაყოფილმა გოგონამ სიხარულისგან ცეკვა, დაიწყო.
შემდეგ რვეული ამოიღო და მონიშნა პირველი ნაწილი დასრულდა ახლა მწორე ეტაპი იწყებოდა აბაზანიდან გამოსული მაქსიმე კარადასთან მივიდა და კარები გამოაღო გაოცებისგან კი პირი დააღო, მისი ტანსაცმელი სადღაც გამქრალიყო და მათ მაგივრად ჭრელი პერანგები ეკიდა.
– ეს რა ჯანდაბააა!- წამოიძახა.
– რა მოხდა ჩემო ძვირფასო ქმარო?- ოთახში ემა შევიდა.
_ ეს შენი ნახელავია არა? - უთხრა გაბრაზებულმა.
– არ მოგწონთ ჩემო ძვირფასო ქმარო?
_ მორჩი ამ სისულელის ძახილს და მითხარი სად წაიღე ჩემი ტანსაცმელი სამსახურში ვარ წასასვლელი.
– იცით თქვენი ტანსაცმელი, უკვე ძალიან ძველ მოდური იყო ამიტომ ისინი გავყიდე და..
_ რა ქენი?!- წამოიძახა გაბრაზებულმა.
_ ისინი გავყიდე და მათ მაგივრად ესენი ვიყიდე. ნახეთ რა მხიარული ფერებია თქვენ სულ სერიოზული და გაბრაზებული ხართ ამიტომ ეს ფერები ცოტა პოზიტივს შემოიტანს.
– ხომ არ გაგიჟდი.
– ჩემო ძვირ...- გააწყვეტინა.
– საკამარისია, ახლავე გადი აქედან სანამ წყობილებიდან არ გამოვსულვარ.- შეუღრინა და გოგონაც კმაყოფილი გაეცალა.

გაბრაზებული დაიარებოდა და ნერვებისგან აღარ იყო, მეგობარს თხოვა დახმარება, თუმცა ვერაფრით დაეხმარა, რადგან ქალაქში არ იყო ახლა კი სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა გარდა იმისა, რომ უნდა ამოერჩია, რომელიმე პერანგი და ჩაეცვა.
ყველა სუფრაზე იჯდა და მაქსიმეს ელოდა, როსესაც დაინახეს წითელ სამოსში გამოწყობილი სიცილი აუტყდათ.
– ძმაო,ეს რა გაცვია? იცი ვიღცას მაგონებ, გამახსენდა წითელ ქუდას.- გაეცინა.
უკან გოგონას ფხუკუნის ხმა მოესმა და შემობრუნდა.
– იცით ძალიან უხდება ეს ფერი თქვენს ხასიათს.- უთხრა და წასვლა დააპირა თუმცა ბიჭს დაეჯახა. ბიჭმა კი მოქუფრული სახით გახედა.
_მაპატიე ჩემო, ძვირფასო ქმარო.- თავი დაუკრა და სუფრასთან მივიდა.
_ რა ხდება შვილო, მემგონი დაოჯახებამ შენზე დადებითად იმოქმედა.- ქალი სიცილს ძლივს იკავებდა.
– კარგი, რა დედა ეს სულ ამის ოინებია,ეს ორი დღეა მოსვენებას არ მაძლევს დღეს კი რაღაც სისულელეს მეძახის.- მობეზრებით წამოიძახა.
_ რას გეძახის?
– რაა? რას გეძახით?- ვითომ განაწყებელულმა უთხრა.
_ ჩემო ძვირფასო ქმარო.- ამოთქვა.
– მართლა?- გაეცინა.- ხომ ხედავ როგორ უყვარხარ შენ ცოლს.
– მოკლედ წავედი მე სამსახურში მეჩქარება და ჭკვიანად იყავით შენ კი ქალბატინო სახლში დროულად მოდი გასაგებია.
– როგორც მიბრძანებთ ჩემო ძვირფასო ქმარო.
– აი ისევ.- წამოიძახა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან


გარაჟიდან თავის პორშე გამოიყვანა და სამსახურში წავიდა წარბებშეყრილი გაჰყურებდა გზას, უკვე ორი თვეა რაც სამსახურს დაუბრუნდა მართალია იქიდან წამოსვლა უნდოდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ უკან დასახევი გზა, აღარ ჰქონდა მისი გეგმები მთლიანად შეიცვალა ახლა უკვე დაოჯახებული იყო უკვე ორი თვეა რაც ემა მისი ცოლია, ვინ იფიქრებდა არა. მართალია გარეთ გასვლის უფლება მისცა,მაგრამ მაინც სიფხიზლეს იჩენს და ყოველ მის ნაბიჯს აკონტროლებს
ამ ორ თვეში ბევრი რამ შეიცვალა, მართალია არ ამჟღავნებს, მაგრამ უფრო და უფრო უჩნდება, გოგონას მიმართ გრძნობები და ადრე თუ ამას მალავდა ახლა მის ქცევებში იგრძნობოდა კიდეც, ყველაფერი აშკარა იყო, თუმცა თავს ვერ უტყდებოდა გრძნობებში, ან იქნებ ეშინოდა გამომჟღავნების, მხოლოდ ღმერთმა თუ იცის, როდის გამოუტყდება საკუთარ თავს და გოგონას გრძნობებში. მისთვის ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან გრძნობების გამოხატვა უჭირს და სხვებივით ვერ ამჟღავნებდა, თუმცა ამ სერიოზული და მკაცრი სახის მიღმა თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იმალებოდა, ამას კი თავისით ვეე იზავს ხმამაღლა ვერ იტყვის, თუ რამემ არ აიძულა ამის გაკეთება.
სამსახურში, მივიდა ფორმა ჩაიცვა და საქმეს შეუდგა ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი.
ახალი მისია, დაავალა უფროსმა, რომელიც საკმაოდ სახიფათო და რთული იყო, მაგრამ სხვა რა გზა, ჰქონდა ასეთი იყო, მისი საქმე ყოველი ახალი სამუშაო დღეს მათთვის სახიფათო და რისკიანი იყო.
საღამოს 6:00 საათზე გოგონას გადაურეკა.
– გისმენ ჩემო ძვირფასო ქმარო.-გაისმა გოგონას მხიარული ხმა.
_ მორჩი ამ ცირკს არ დაგავიწყდეს, რომ სახლში არ ხარ.
– იმისთვის დამირეკე, რომ მეჩხუბო.
- არა, სხვა რამისთვის გირეკავ, სად ხარ?
– ჯერ უნივერსიტეტში ვარ.
_ ამდრომდე რატომ ხარ მანდ?
– დღეს საღამოს საათებში მაქვს რა მოხდა?
– არაფერი, მე შეიძლებ ვერ მოგაკითხო ხალიან ბევრი საქმე მაქვს ამიტომ როგორც კი დაგიმთავრსება მაშინვე წახვალ შინ და ფრთხულად იქნები.
– როგორც მიბრძანებთ.- უთხრა და გაუთიშა.
ისევ საქმეს მიუბრუნდა როდესაც ყველაფერს, მორჩა უკვე ღამის 22:00საათი იყო, უნიფორმა გამოიცვალა და სახლში წავიდა, ძალიან დაღლილი იყო და ერთი სული ჰქონდა შინ როდის მივიდოდა.
მოულოდნელად ვიღაცამ გზა, გადაუჭრა და ამანაც მკვეთრად დაამუხრუჭა.
_ რა ჯანდაბა, ხდება?!- გაბრაზებულმა წამოიძახა და მანქანიდან გადმოვიდა, მეორე მანქანიდან დამცინავი სახით იოანე გადმოვიდა და მას მიუახლოვდა.
ამის დანახვისას დადეშქელიანს სიბრაზისგან აელეწ.
– არ მელოდი არა!- ცინიზმით მიუგო.
_ შენ, არამზადავ, როგორ ბედავ და თვალით როგორ მენახები.- კბილებში გამოსცრა ავად.
- უკვე გითხარი,რომ არ შეგარჩენდი საცოლის წართმევას. ემა ჩემია გასაგებია?!- დაუყვირა.
_ არ გაბედო, მისი სახელის ხსენება ფიქრეშიც კი.- დაუღრიალა.
- ვითომ რატომ? ის მე მეკუთვნის უკვე დიდი ხანია მისი ხელში ჩაგდება მინდა, შენ კი ყველაფერი წყალში ჩამიყარე.
– მოკეტე, თორემ მოგკლავ.
_ მართლა?
_ ის შენი არ არის და არც არასდროს ყოფილა, შენ მასზე იძულებით გინდოდა დაქორწინება.
– ის მე მეკუთვნის შენ არაფერი იცი,მას მამამისის ეშინოდა, ამიტომაც არაფერს ამბობდა. მე და მას დიდიხანია ერთმანეთი გვიყვარს მეტიც...ჩვე...- ამაზე გამწარდა და სიმწრიდგან ბიჭს ყელში მოუჭირა.- მოგკლავ, არ გაცოცხლებ შენ გაიძვერავ უკვე გითხარი მის სახელს ნუ ახსნებ თქო მე შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა გასაგებია.- დაუღრიალა და ცემა დაუწყო.
– ჩემი ცოლისგან თავი, შორს დაიჭირე თორემ გაჩენის დღეს გაწყევლინებ.- ერთიც დაარტყა და ამ დროს მუცლის არეში ცივი სხეული იგრძნო, იოანემ დანა ამოაძვრინა და პირდაპირ მუცელში ჩაარტყა, რისგამოც ბიჭი უღონოდ დაეცა. იოანემ კი ცბიერი სახით დახედა.
– ახლა რაღას იზამ?
– შენ საცოდაო, თავის დაცვის უნარი არ გქონდა და ასე გადაწყვიტე გამსწორებოდი არა.- გაეცინა.
– იმედია, მალე ჩაძაღლდები, შენ რომ აღარ იქნები ხელს არაღავინ შემიშლის.- დაუყვურა და დაჭრილ ადგილას წიხლი ჩაარტყა დადეშქელიანს პიროდან ბლანტი სითხე წამოუვიდა, ტკივილისგან ოთხად მოიკეცა და შემდეგ გაითიშა...

.....

იმედია მოგეწონებათ ველი თქვენს რეაქციებს და კომენტარებს.



№1 სტუმარი სტუმარი უცხო

ძალიან მომწონს და ველი გაგრძელებას.

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

დაარულებას ველოდები და მერე წავიკითხავ

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომწონს კარგი თავი იყო მაგრამ ცუდია მაქსიმე რომ დაჭრეს,ნეტავ როდის ეშველება და როდის მიხვდება რომ უყვარს ბიჭი სტანჯავს..ეს გოგო ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent