ჩემი ბრალია (1)
სპეციალური გამოშვებით გიბრუნდებით ეთერში და გატყობინებთ სასიხარულო სიახლეს რომლის წყალობითაც ჩვენი კომპანია ისევ განაგრძობს თქვენთვის მუშაობს, კომპანიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს , დიახ მეგობრებო ჩვენს საგანგებო ეთერში გატყობინებთ, რომ ტელეკომპანია “დროა” -ს აქციების სრული პაკეტის მფლობელი გახდა იოანე ამილახვარი… ყავით ხელში საეთეროდან ადევნებდა თვალს ანა სიახლეს , რომელიც მის მსგავსად მისი თანამშრომლებისთვისაც სიურპრიზი და საიდუმლო იყო, იცოდა რომ სამსახურს აღარ დაკარგავდა მაგრამ ის არ იცოდა ვისი დამსახურება იყო ეს ყველაფერი, ხელში ფურცლებით სავსე საქაღალდე ეჭირა , რომელსაც აკანკალებული ხელით გადაასხა ზემოდან ყავა -ასე მთელს მასალებს გაანადგურებ გვერდიდან გაიგო თეოს ხმა -ჯანდაბა ! კიდევ კარგი ასლები მაქვს -გაიგე? რამდენ ხანს გვიმალავდნენ ამ ამბავს , როგორც იქნა ვიცით ვინ არის ჩვენი უფროსი იქნებ სხვაა? იქნებ ეს სახელი და გვარი მარტო მას არ ეკუთვნის , იქნებ სულაც არ არის ის ვისზეც ანა ფიქრობს , რა რა სისულელეა ! ის არ იქნება ! შეუძლებელია ! დიდხანს აქნევდა თავს გოგონა გონებიდან უსიამოვნო ფიქრები, რომ განედევნა , არა მაინც როგორ შეიძლება ის იყოს? ქუჩიდან პირდაპირ დიდ ბიზნესში? -ანა რა გჭირს ? თეომ ყავის ჭიქა გამოართვა და იქვე სამუშაო მაგიდასთან დადგა -გადაღებიდან მოვდივარ , საშინლად მტკივა თავი სცადა თავის დახსნა -მესმის ! ვაიმე როგორ მიხარია რომ არ ვიხურებით -მეც ძალიან საკუთარ სამუშაო სკამზე ჩამოჯდა და კომპიუტერის ეკრანი ააანათა , სანამ სამონტაჟოში გადაინაცვლებდა ჯერ ტექსტი უნდა აეკრიბა -რაზეა შენი სიუჟეტი ამჯერად ? -ფემიციდზე მოკლედ მოუჭრა , არ უყვარდა ანას მისი მასალების შესახებ ღიად საუბარი, თან თემაც ისეთო იყო რომელზეც ბევრს ფიქრობდა , ბევრს წუხდა და ბევრის დახმარების სურვილი ჰქონდა -საშინელეებაა , წინა კვირის ამბებს გულისხმობ? -მაგასაც და ზოგადად ძალიან ცუდი ვითარებაა ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით! მეტი სიმკაცრე მართებს სახელმწიფოს მოძალადეებთან ! საშინელება იყო რაც ვნახე თეო ! სანამ თეოს ესაუბრებოდა ოთახში განყოფილების მენეჯერი შემოვიდა -მეგობრებო ერთი წუთით ყურადღებას ვითხოვ! ყველას თვალი და მზერა მამაკაცისკენ გადავიდა -ხვალ 11 სააათზე საკონფერენციო დარბაზში გვექნება შეხვედრა ახალ დირექტორთან და იურისტებთან! უნდა დაიგეგმოს რა ფორმატში გავაგრძელებთ მოღვაწეობას , გთხოვთ ყველამ გაითვალისწინეთ! -ჩვენც გვექნება კითხვები ! წამოიყვირა რამდენიმემ -ყველა თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანი იქნება მეგობრებო! ხვალ გააჟღერეთ რასაც ფიქრობთ! ანა ისევ ფიქრებში იყო , მთელი 12 წელი ვერ დაივიწყა სახელი იოანე და ახლა მოულოდნელად იგივე სახელით და გვარით პიროვნება მისი უფროსი ხდებოდა ! რამდენიმე წუთით გონება უკან წარსულში გადაახვია , ისევ ის 15 წლის მეცხრე კლასელი გოგონა გახდა , რომელსაც მთელი არსებით უყვარდა უფროსკლასელი ბიჭი , ყოველ ჯერზე როდესაც მისი კლასის წინ გაივლიდა ან თუნდაც ეზოში კიბეზე ჩამომჯდარს დაინახავდა გული სხვანაირად იწყებდა ფეთქვას , როგორ ეჯავრებოდა იმ 15 წლის გოგონას გრძელი დასვენებები, ზამთრის და ზაფხულის , მიზეზი კი ის იყო რომ დიდხანს ვეღარ შეძლებდა იოანეს მწვანე თვალების დანახვას , დიდხანს აღარ შეეფაკლებოდა ლოყები წითლად როდესაც ბიჭის მზერასაც დაინახავდა მისკენ მომართულს, ერთი სული ჰქონდა სკოლაში დაბრუნებულიყო და თუნდაც შორიდან სულ ერთი წამით თვალი მოეკრა , რა თქმა უნდა იოანემ არაფერი იცოდა გოგონას გრძნობების შესახებ, რადგან ანა არ იყო იმდენად თამამი ინიციატივა გამოეჩინა , მისი მთელი სითამამე შორიდან დაკვირვება იყო, ხან სპორტდარბაზში , ხანაც კაფეტერიაში , ხან სულაც ეზოში, არცერთმა ანას მეგობარმა არ იცოდა რომ შეყვარებული იყო, არც პირად თემებზე საუბარი უყვარდა ანას , სულ ახლო მეგობრებთანაც კი! იოანე ამილახვარი სკოლაში არც ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა , ყველა მასწავლებელმა იცოდა რომ ნიჭიერი იყო , მაგრამ ზარმაცი, ქუჩის ცხოვრება მოსწონდა იოანეს , ბევრი ამბობდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულიაო, ზოგმაც ალკოჰოლზეო , ზოგი ამბობდა მეგობრებთან ერთად რაღაც დანაშაულებსაც ჩადისო, ანას არ ეშინოდა მისი, პირიქით მისი იდუმალება იზიდავდა ! შინაგანი ჰკარნახობდა რომ შეუძლებელი იყო შეყვარებოდა ადამიანი რომელიც ამას არ იმსახურებდა ! ანა ღრმად დარწმუნებული იყო რომ იოს კეთილი გული ჰქონდა , იოანე არ გავდა არავის ! არცერთ სხვა ბიჭს! ერთ დღეს სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, გარეთ თავსხმა წვიმა იყო , სწრაფად გაიქცა ანა ავტობუსის გაჩერებამდე , თუმცა იმდენად ბევრი ადამიანი ელოდებოდა მის რიგს ანამ ცალი ფეხის შედგმაც ვერ მოახერხა ისე დაიძრა ავტობუსი ადგილიდან! შემდეგ ნომერს 40წუთი ეწერა ლოდინის დრო! -ჯანდაბა! საკუთარ ფეხს დახედა , თეთრი გეტრები მთლიანად ტალახიანი ჰქონდა , თმიდან წამოსული წვეთები ტანსაცმელს კიდევ უფრო უსველებდა , მოულოდნელად ჩაუქროლა შავმა ტოიოტამ და ისედაც გალუმპულ გოგონას კიდევ წყალი შეასხა სხეულზე -! ჯანდაბა ესღა მაკლდა ძალიან ხმამაღლა მოუვიდა გაგულისება , ტოიოტას მარკის ავტომობილი გაჩერდა , უკუსვლით წამოვიდა გოგონასკენ , ანამ ფეხი ტროტუარზე ადგა მანქანა ზუსტად მის წინ გაჩერდა , საქარე მინა ჩამოიწია და იქედან იოანემ გამოანათა -ცუდი სიტყვების კვალობაზე ზედმეტად პატარა ხომ არ ხარ ! ანას ხელით ეჭირა ჩანთა , რომელიც ამ წამს გულთან მიიხუტა -ჩაჯექი ავტობუსის ზოლში ვდგავარ ! სხეული არ ემორჩილებოდა გოგონას , თავისთავად მიიწევდა ბიჭისკენ , კარი გამოაღო და სწრაფად დასკუპტა -ბოდიში რომ დაგასველე !ვერ შევამჩნიე თუ შენ იდექი გოგონასკენ გამოაპარა ცალი თვალი -შენ მე მიცნობ? კიდევ ერთხელ ჩაიღიმა ბიჭმა , ანას დაბნეულ მზერაზე -ანა ცეცხლაძე ხო? დაუჯერებელია , ბიჭმა ზუსტად იცოდა მისი ვინაობა -კი მოკლედ უპასუხა გოგონამ -სასიამოვნოა ანა ! ცალი ხელი საჭეს მოაშორა და გოგონას მიმართულებით წაიღო -იოანე ….ცდილობდა დაესრულებინა სათქმელი თუმცა ანამ გააწყვეტინა -ამილახვარი ხო? ბიჭს ისევ გაეცინა -ესეეგი შენც იცი ვინ ვარ -შენ ვინ არ გიცნობს , იმდენი რამ მესმის შენზე -მერე ? შენ როგორ ფიქრობ რომელია სიმართლე ანა? რაღაცნაირად წარმოთქვამდა ბიჭი გოგონას სახელს , ჟრუანტელი უვლიდა მთელს სხეულში ანას -მართლა მოიხმარ ნარკოტიკებს ? იოანეს ლამის ნერწყვი გადასცდა გოგონას პირდაპირობაზე -როგორი თამამი ხარ ანა , შენ უეჭველი ჟურნალისტი იქნები მომავალში! -კი თუ არა განაგრძო დაკითხვა გოგონამ -მეტყობა ? -მე არ ვიცი როგორ უნდა გეტყობოდეს , 15 წლის ვარ , არაფერი გამეგება ნარკოტიკების ძალიან ბავშვური იყო ანა -არა არ მოვიხმარ ! იოანეს პასუხმა კმაყოფილება მოჰგვარა -ასეც ვიცოდი! ბიჭს ჩაეცინა მოლოდინები რომ გაამართლა -და ? მართვის მოწმობა რანაირად გაქვს ჯერ ხომ სწავლა არ დაგისრულებია განაგრძობდა გოგონა კითხვების დასმას -მაგრამ 18 ის უკვე ვარ ესეც იცოდა ანამ მაგრამ სურდა მისგან მოესმინა , თავსხმა წვიმაში კარგად ვერც გაარჩია ნაცნობო უბანი, და მისი კორპუსი , მანქანა რომ გაჩერდა მხოლოდ მაშინ მოათვალიერა საგულდაგულოდ -საიდან იცი აქ რომ ვცხოვრობ? -მარტო შენ კი არ იცი ჩემზე ყველაფერი ანა! ბიჭი ფრთხილად გადმოიხარა გოგონასკენ და უსაფრთხოების ღვედი თვითონ შეუხსნა -იჭედება , მარტო ვერ შეძლებდდი! იოანეს სუნთქვა სახეზე მოეფინა ანას -მადლობა რომ მომიყვანე სწრაფად გადავიდა მანქანიდან -დროებით ანა გოგონა ხედავდა როგორ მოწყდა ავტომობილი ადგილს და როგორ გაუჩინარდა თვალთახედვიდან ….. რედაქციის კიბეეები ფეხით ჩამოიარა ანამ , საშინლად ტკიოდა თავი დამღლელი დღის შემდეგ, სამსახურის პარკინგთან , როგორც ყველა სამუშაო დღის ბოლოს გეგა ელოდებოდა, დაინახა თუ არა გოგონა მანქანიდან დონატები ამოიღო ყუთით და მისკენ წავიდა -ბანანით და შოკოლადით როგორც ჩემს გოგოს უყვარს ანას გაეღიმა , ბიჭმა უმალ წელზე ხელი მოჰხვია და მისკენ მიიზიდა, სწრაფად შეახო ტუჩი ტუჩზე -მომენატრე პატარავ… უჩურჩულა ყურთან -მეც მომენატრე გეგა … ბიჭის მხრებში თავი ჩამალა ანამ -ძალიან დაიღალე ? ჩემთან ხომ არ ავიდეთ? -სხვა დროს გეგა , დღეს მართლა ძალიან მტკივა თავი -ჩემს გოგოს თავი ტკივა ? და მე არ შემიძლია ვუშველო? ფრთხილად გადაუწია შუბლიდან თმები და თავზე აკოცა -მე მოგირჩენ ყველანაირ ტკივილს თან კოცნიდა თან ეჩურჩულებოდა , ანას ძალიან უყვარდა გეგას სითბო მის მიმართ, ხელში აყვანილი ჩასვა გოგონა მანქანის წინა სავარძელში და თავად გვერდით მოუჯდა -სამსახურში რა ხდება? თქვეს რომ აღარ იხურებით ჩაეკითხა ბიჭი -ხო , ახალი უფროსი გვყავს მოკლედ უპასუხა ანამ -როგორი ტიპია? ზედმეტად მკაცრი ხომ არ არის -ჯერ არ ვიცნობთ, მხოლოდ სახელი და გვარი ვიცით -მითხარი აბა ვინ არის , ორ წუთში დავაგდენ რა ტიპის ადამიანია გაეცინა გეგას -გეგა არ გინდა რა ! ვიცი რომ ყველაფერს ჩემს გამო აკეთებ მაგრამ მე უბრალო ჟურნალისტი ვარ , რასაც არ დავიმსახურებ იმას არავინ მკადრებს -შენ რაღაც ცუდ ხასიათზე ხარ დღეს ხელი ისევ გოგონას სახისკენ წაიღო -უბრალოდ დავიღალე … ანას გონება ამ წამს სულ სხვაგან იყო, წარსულში მთელი 12 წლის წინ ….. მას შემდეგ რაც იოანემ სახლამდე მიიყვანა თითქმის ნახევარი წელი გავიდა, მას შემდეგ ძალიან იშვიათად ხედავდა ანა ბიჭს , მასწავლებლები ამბობდნენ მუშაობა დაიწყოო, ყველას ეცოდებოდა ამ ასაკში ავადმყოფი დედის შენახვა რომ დაეკისრა , ხმები დადიოდა დედას საშვილოსნოს კიბო აქვს და მკურნალობა სჭირდებაო , დღე და ღამე მუშაობდა იოანე წამლების და ქიმიოთერაპიის თანხა რომ მოეგროვებინა , ხმები დადიოდა რაღაც უკანონო საქმეებშიც მონაწილეობსო მაგრამ ვინც ბიჭს ახლოს იცნობდა ამის დაჯერება უჭირდათ, თუმცა არავინ იცოდა დაზუსტებით რა ხდებოდა იოანეს თავს 18 წლის ასაკში. მის კლასს ბოლო ზარი ჰქონდა როცა ანამ მასაც მოკრა თვალი იმ დღეს სკოლაში , მხოლოდ ანამ არა ! იოანემაც დაინახა გოგონა შორიდან , ბიჭებს გამოეყო და მისკენ წავიდა -შენ არაფერს მისურვებ? ხელში მწვანე მარკერი ეჭირა -კი რატომაც არა გამოართვა გოგონამ მარკერი, ბიჭი ზურგით შეტრიალდა თუმცა რამდენიმე წამში ისევ სახით გოგონასკენ შემობრუნდა ანა თვალით ეძებდა ადგილს სადაც შეძლებდა წარწერა დაეტოვებინა -გულთან შეგიძლია დამაწერო, გულთან ადგილი თავისუფალი მაქვს ანას ისევ აუთრთოლდა ხელი ბიჭის პერანგი ხელით დააფიქსირა, მისი გულის ფეთქვა უკვე გოგონას ხელზეც გადმოდიოდა , არ იცოდა რა უნდა დაეწერა ისეთი რაც ბიჭს სამახსოვროდ მთელი ცხოვრება ექნებოდა , ანას სჯეროდა რომ ყოველთვის უნდა მოქცეულიყო ისე რომ მერე არ ენანა თუ რატომ არ გააკეთა რაღაც, სჯეროდა რომ სჯობდა არასწორად მოქცეყლიყო და ამის გამო გასჩენოდა სინანული ვიდრე რაღაც ნაბიჯი არ გადაედგა და ამის გამო გულის წყვეტა გაჰყოლოდა “მიყვარხარ ” ყველაფერს იტევდა ეს სიტყვა მისთვის -ჯერ არ შეხედო თავი ასწია და ბიჭსაც აიძულა საკუთარ მაისურზე არ დაეხედა -რატომ? -მე რომ წავალ შემდეგ ნახე! მარკერი ისევ ბიჭის ხელებში დააბრუნა და უკანმოუხედავად გაქცეულმა ჩაირბინა კიბეეები.. იოანემ გულთან დაიხედა იმ დღის შემდეგ კიდევ ბევრი რამ მოხდა ორი მოზარდის ცხოვრებაში. ….. ანა ადექი აგვიანებ ორჯერ გამორთო ანამ 8 სთზე დაყენებული მაღვიძარა , ზანტად წამოდგა საწოლიდან, დახუჭული თვალებით შევიდა სააბაზანოში და ონკანი მოუშვა , სახე რომ ჩამოიბანა მხოლოდ მაშინ შეძლო თვალის ბოლომდე გახელა, კბილები გამოიხეხა და ოთახში დაბრუნებულმა წინა დღით გამზადებული სკამზე გადაკიდებული ტანსაცმელი სხეულზე მოირგო სასტუმრო ოთახში გამოსულმა დედას გასძახა წავედიო და კიბეეებზე დაეშვა , ტაქსით მივიდა ტელეკომპანიის შენობამდე დიდი აურზაური იყო შენობაში დილიდან , ყველა ემზადებოდა ახალი უფროსის დასახვედრად ანა საკუთარ სამუშაო მაგიდას მიუჯდა და დღის გეგმის ჩამოწერა დაიწყო წინა დღით დაუსრულებელი საქმეებიც დაასრულა, ასე მუშაობაში გავიდა 2 საათი -საკონფერენციოში არ მოდიხარ ? იწყება თათბირი მის მაგიდას მიადგა თეო -კი ახლავე გაშლილი ლეპტოპი დახურა , სამუშაო ბლოკნოტი და კალამი აიღო -წავედით უთხრა თეოს სანამ დარბაზში შევიდოდნენ აპარატიდან ყავა ჩამოისხა და ბლოკნოტთან ერთად დაიჭირა ხელში , დარბაზში შესულებს იმდენი ხალხი დახვდათ შეკრებილი არც ეგონა ანას ამდენი თანამშრომელი თუ ჰყავდა -მემგონი ყველანი ვართ მეგობრებო ! ნელ ნელა დავიწყოთ ისევ მენეჯერი საუბრობდა -უკვე ყველამ იცით მაგრამ მინდა პირადად გაგაცნოთ ბატონი იოანე ამილახვარი ანამ მაგიდის თავში მდგარი სავარძლისკენ გადაიტანა მზერა, თან შეიცნო და თან გაუჭირდა შავ შარვალ კოსტუმში გამოწყობილ მამაკაცს შავი ხშირი თმა ჰქონდა , მოყავისფრო წვერი და მწვანე თვალები თვალები სწორედ თვალები და მზერა ჰქონდა ისევ ისეთივე -ის არის ანა ჯერ კიდევ გაოცებული იყო -ვინ? მხოლოდ ახლა მიხვდა რომ მისი ხმა სხვასაც ესმოდა და თავი გააქნია -მოგესალმებით მეგობრებო! ხმაც ისევ ისეთივე ჰქონდა , როგორ ეტკინა წამიერად ანას! გაახსენდა ბოლო შეხვედრისას როგორ უთხრა, რომ არაფერი ჰქონდა საამაყო ცხოვრებაში გარდა ქუჩისა , გარდა დანაშაულებისა! როგორ არ შეეძლო მასთან ერთად ყოფნა! როგორ არაფერს პირდებოდა მომავალი მასთან! მერე იოანეს ხმაც ჩაესმა ,ემუდარებოდა -არ დამტოვო ანა! მისი ცრემლიანი სახეც, მზად იყო ახლაც ეტირა , იოანე ვერ ხედავდა მას , ვერც წარმოედგინა ალბათ რომ სადღაც ასე ახლოს შეიძლებოდა ყოფილიყო, ანას კი ისე უცემდა გული საცაა ამოვარდებოდა პ.ს მეფობრებო ლექსოს და ანიტას პარალელურად ახალი ამბავიც შემოგაპარეთ , გამიხარდება თუ დააფიქსირებთ აზრს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.