შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილუ 3 თავი


7-10-2024, 01:10
ავტორი Lellla
ნანახია 1 775

სანდრო გრძნობდა დაძინებული და დაწყნარებული ლილუს სუნთქვას,სახეზე დააკვირდა და თვალიდან ცრემლი მოწმინდა,გულს ტკენდა იმის გაფიქრება,რომ მას ტკიოდა. სწორედ ამ სიახლოვის დროს იგრძნო პირველად ლილუს სურნელი,რომელიც ისეთი სასიამოვნო და ტკბილი იყო,რომ სურდა მის ცხოვრებაში სამუდამოდ ყოფილიყო,წამით თვალები დახუჭა და დატკბა მომენტით.თვითონაც კი უკვირდა,რადგან ასეთი არასდროს ყოფილა, უყურებდა გოგოს და გრძნობდა რომ მის გულში ის ადგილი შეივსო,რომელიც მანამდე ცარიელი იყო.ნამდილად არ იყო სანდრო ისეთი ადამიანი,რომელიც ძალით დაიმორჩილებდა მას და მისი ნების გარეშე ჩაიდენდა რამეს,თუმცა გული უგრძნობდა რომ ლილუ მისი ადამიანი იყო და მისთვის ბრძოლას ნამდვილად ჰქონდა აზრი.
გარეთ საკმაოდ ბნელოდა,როდესაც ნიკამ მანქანა სახლთან გააჩერა,გადავიდა და ლილუ ხელში აიყვანა.ამის შემყურე სანდროს სურდა ლილუსთან სიახლოვე,მაგრამ არანაირი უფლება არ ჰქონდა.ნინომ სწორედ მაშინ გააღო სახლის კარგი,როცა უკვე კართან იდგნენ
-რა დაემართაა_აღელვებულმა შეხედა გოგონას,რომელსაც თავი მამიდაშვილის მხარზე ედო და ანგელოზივით ჩაძინებოდა,სწორედ მაგ დროს შენიშნა მუხლთან სისხლის კვალი.
-არვიცი დედა,ჯერ არ უთქვამს, რომ მივედით ცუდ მდგომარეობაში იყო,ლაპარაკის თავი არ ჰქონდა,გზაში ჩაეძინა_უცებ უპასუხა ნიკამ,არ უნდოდა უფრო მეტად ენერვიულა ნინოს
_აიყვანე მეორე სართულზე,მე პირველადი დახმარების ყუთს მოვიტან_ამის თქმაზე შეხედა სანდრომ ლილუს მუხლს,საიდანაც სისხლი მოდიოდა,სწრაფად აყვა ნიკას ოთახში და შორიდან უცქერდა მას,არცეთს არ სურდა ლილუს გაღვიძება,ამიტომაც ფრთხილად მოძრაობდენენ,სანდრომ გამოსვლის წინ ისევ შეათვალიერა ლილუ,სურდა დამახსოვრებოდა მეხსიერებაში მისი სილამაზე და უბრალოება,რომლითაც მოიხიბლა.

ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენეული,როცა ლილუმ თვალები გაახილა და პირველი რაც დაინახა ლამაზი ჭაღი იყო,შემდეგ მოავლო თვალი ოთახს,რომელიც ზუსტად ისე იყო მოწყობილი,როგორც სოფელში ჰქონდა,ნათელო და ლამაზი გარემო,მუქი ფერის ფარდა კი კიდევ უფრო მეტად მყუდროს აჩერდა ოთახს.დეკემბერი იყო და ციოდა,ამის გამო საბანი თავზე გადაიფარა და გაიხსენა გასული ღამე,ცუდ ემოციები დაეუფლა,რომლიც გახსენებაც კი ზარავდა,თუმცა ამასთან ერთად მოაგონდა ბიჭი,რომელზეც არაფერი იცოდა გარდა სახელისა,იცოდა რომ ნიკას ძმაკაცი იყო,არასდროს არ მოწონებია არავინ და შესაბამისად არ ჰყოლია შეყვარებული,პირველი შემთხვევა იყო ლილუსთვის ვინმეს მოწონების,თუმცა ფიქრობდა რომ ალბათ სანდროსთვის არაფერს ნიშნავდა და ვერც შეამჩნევდა გოგონას,თვალწინ დაუდგა მისი თვალები,თან მუქი და თან ბრწყინავი.შეხების ჟრუანტელიც გაახსენდა და გაეღიმა.შემდეგ მარიკო ბებოც მოიკითხა,მომხდარი იმის გამო არ უამბო რომ არ სურდა მისი ნერვიულობა. ამასობაში ადგა და თავის მოწესრიგება დაიწყო.ჩემოდნიდან შარვალი და თბილი სვიტერი ამოიღო და სააბაზანოში შევიდა,გამოსულს თმები გაიშრო,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და პირველ სართულზე ჩასვლა გადაწყვიტა.ვერც კი წარმოიდგენდა რომ იქ ის დახვდებოდა,რომელზეც გაღვიძებს გაეფიქრა.სანდრომ გადაწყვიტა სანამ კომპანიაში წავიდოდა ნიკასთვის გაევლო და ამით მიზეზიც ექნებოდა ლილუს ისევ ნახვის.
როცა კიბეებზე ჩადიოდა ბიჭის ხმა მაშინვე იცნო,სამზარეულოში საუზმობდნენ.მიესალმა და გადაკოცნა მამიდა და მამიდაშვილი,წინა დღის ამბავი ლილუმ დაწვრილებით უამბო მათ, გაიზიარეს მისი მდგომარეობა,სანდრომ გულში კიდეც შეაგინა იმ ნაბი@ვარს,წარმოიდგინა როგორ სიტუაციაში იქნებოდა ლილუ.საუზმობისას გოგონა მაინც მორცხვად იყო, სანდროს ძალიან მოსწონდა ეს მასში,მისი უბრალოება ხდიდა მას ასეთ განსაკუთრებულს.
_სულ დამავიწყდა სანდროს არ იცნობ _მიმართა თბილად ნინომ ლილუს
-გუშინ გავაცანი დედა_ლაპარაკში ჩაერთო ნიკა
_ძალიან კარგი ადამიანია სანდრო, მუდამ გვერდში გვიდგას,როგორც ჩემს შვილს ისე ვუყურებ_განაგრძო ნინომ,სანდრომ მას გადახედა და გაუღიმა.ამ ყოველივეს ლილუ თვალს ადევნებდა,რამდენჯერმე შეხედეს კიდეც ერთმანეთს,სანდრო არ მალავდა და თამამად უყურებდა გოგონას,იმავეს კი ლილუზე ვერ ვიტყვით,ძირითადად თავი დაბლა ჰქონდა დახრილი და იღიმოდა.საუზმის შემდეგ სანდრომ დრო იხელთა და ლილუსთან მივიდა
_სასიამოვნოა ლილუ შენი გაცნობა,თუ რამე დაგჭირდება იცოდე შენს გვერდით მიგულე_უთხრა და გაუღიმა,ამაზე ლილუსაც გაეღიმა,მასში დადებით შეგრძნებებს იწვევდა მისი ყველა ქმედება,სიამოვნებდა მისი კარგი დამოკიდებულება
_ჩემთვისაც სასიამოვნოა,მადლობა_გაუღიმა და სანდრო ახლა დაუკვირდა თუ რა საყვარელი ღიმილი ჰქონდა,თვალები უბრწყინავდა, კიდევ აპირებდა საუბრის გაგრძელებას,თუმცა ნიკამ დაუძახა და ვეღარ მოახერხა,ამიტომ მოუწია დამშვიდობებოდა გოგონას.ლილუმ დრო მასზე ფიქრში გაატარა,ნინოდან გაიგო რაღაცეები მის შესახებ,სოციალურ ქსელშიც გადავლო თვალი მას და მიხვდა რომ მასზე ბევრი გიჟდებოდა,ეს თითქოს ეწყინა,უნდოდა მისი უკეთ გაცნობა,მაგრამ იფიქრა რომ ყველა გოგოსთან ისეთივე კარგი დამოკიდებულულება ექნებოდა სანდროს როგორც მასთან,არადა სინამდვილეში ძალიან ცდებოდა,სანდროს ხომ მხოლოდ ლილუზე ჰქონდა ფიქრები მიმართული,და ყველას აიგნორებდა,ბევრი იყო ვისაც მისი შეცდენა სურდა,მაგრამ ეს ადვილად
მისაღწევი სულ არ იყო.
_რა იყო რას ჩაფიქრებულიხარ_კაბინეტში შევიდა ნიკა და ძმაკაცს მხარზე ხელი დაკრა
_არაფერია_უპასუხა კვლავ ჩაფიქრებულმა სანდრომ
_არა რაღაცას მიმალავ აშკარად,ასე ბოლის ხუთი წლის წინ გოგო რომ მოგეწონა მაშინ იყავი,ახლაც ვინმე ხომ არ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?
_ხომ იცი ელენე რამდენი ხანია დავივიწყე და აღარ ვკონტაქტობ,უბრალოდ ერთი გოგოა,რომელიც ძალიან მომწონს...
_ოჰოო ამას უყურე შენ,მერე რა გიშლის ხელს,ქორწილი გვეძახის,აგერ უკვე კარზეა_გაეხუმრა ძმაკაცს და როცა შეატყო რომ სანდროს არ ჰქონდა სახუმაროდ საქმე სერიოზულად მოიჩვენა თავი
_საქმე ისაა,რომ ისე კარგად არ ვიცნობ რომ გავიგო რას გრძნობს ჩემს მიმართ_უპასუხა სერიოზულად
-მერე დრო არის,კარგად გაიცანი,ჯერ ახალგაზრდა ხარ,ბავშვებს მოასწრებ მაგაზე თუ ნერვიულობ_კვლავ ხუმრობა,რომელზეც მხოლოდ თვითონ გაეცინა,სანდროს სახეზე კიდევ უფრო
_ნიკა იცოდე ვერ გადამირჩები,დავივიწყებ ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას..._კიდევ აგრძელებდა რომ არა ნიკა
_კაი ხო რა იყო,ადამიანს ვერ უხუმრია შენთან,ტყულად კი არ ამბობენ შენზე უჟმურიაო_მშვიდად უთხრა,არადა თვითონაც იცოდა რომ სისულელეს ამბობდა და ასეთი რამ სანდროსთან კავშირში არ იყო
-და ხო აქ ჯდომას ჯობია რამე გააკეთო,საქმეებე არ იფიქრო_გასვლის წინ უთხრა და თვალი ჩაუკრა,დაფიქრდა სანდრო და მიხვდა რომ ძმაკაცი მართალი იყო, უნდა ემოქმედა,თორემ წაართევდნენ თავის ლამაზ პრინცესას და ამას ასე არ დატოვებდა.

მოწყენილი ლილუ თავის ოთახში საწოლზე იწვა,ბებო უკვე მონატრებოდა, მარტივი ხომ არ იყო მისგან ასე შორს ყოფნა,გადაურეკა და კვლავ მოიკითხა და რომ დარწმუნდა რომ კარგად იყო გულიც დაიმშვიდა,მარიკო ბებოს წნევები მიეჩვია,ლილუ მუდამ ღელავდა მასზე,მალე ექიმთან ვიზიტიც უწევდა,ამის გამოც თანხაც სჭირდებოდა,სულ მამიდას ვერ შეაწუხებდა ისედაც ბევრი რამ ჰქონდა როგორც ბებოსთვის ისე მისთვის გაკეთებული და ამისთვის მადლიერი იყო.სამსახურის მოძებნა გადაწყიტა,სკოლაში ყველაფერს კარგად სწავლობდა,განსაკუთრებით მათემატიკას,კარგად ესმოდა ეს საკითხი,როცა მამიდას გაანდო განზრახვა პირველი რაც მას თავში მოუვიდა სანდროს კომპანია იყო,ნინომ იცოდა რომ ლილუ ჭკვიანი იყო და წარმატებას ნამდვილად მიაღწევდა,თუმცა ხელშეწყობა აუცილებელი პირობა იყო.გადაწყვიტა სანდროსთვის ეთხოვა ის უარს არ ეტყოდა დაურეკა და არც შემცდარა,გასასაუბრებლად სახლში მისვლა სთხოვა.სანდრო ლამის გაგიჟდა ეს რომ გაიგო,არ ეგონა ასე მარტივად თუ შეძლებდა მის ნახვას,ლილუს მასთან მუშაობა კი კიდევ უფრო დიდ პერპრქტივას უქმნიდა მომავლისთვის,სწრაფად მოატრიალა მანქანა და იმ მომავალი შეგრძნებებისთვის მოემზადა,რომელიც მალე ელოდა.ლილუმ თავიდან კატეგორიულ უარზე იყო არ სურდა სანდროს შეწუხება,მაგრამ მამიდამ დაამშვიდა რომ არ წუხდებოდა და თან აუხსნა რომ მისი მომავლისთვის ასე უკეთესი იქნებოდა,მართალია თავიდან დაბალი პოზიცია ექნებოდა,თუმცა დროთა განმალობაში ყველაფერს ისწავლიდა და ეს პერიოდი მას გამოცდილებას დაუგროვებდა.საბოლოოდ შეძლო და დაითახნმა.სანამ სანდრო მივიდოდა ლილუმ დრო იხელთა და ოთახში ავიდა.ისედაც ლამაზმა,თავი კიდევ მოიწესიგა,თავის თავს ვეღარ ცნობდა,მის დანახვაზე თითქოს ყველაფერი ჩერდებოდა და ბედნიერი ხდებოდა.




მადლობა რომ კითხულობთ,ვეცდები თავები კიდევ გავზარდო,თუ გამიზიარებთ როგორ მოგწონთ ჩემითვის სტიმული იქნება წერის გაგრძელების



№1 სტუმარი სტუმარი მია15

ძალიან კარგი ისტორია არის.მომწონს .ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

სასიამოვნო ისტორიაა, თბილი და ტკბილი. კარგად წასაკითხი. ველი გაგრძელებას. წარმატებები

 


№3  offline წევრი Lellla

სტუმარი მია15
ძალიან კარგი ისტორია არის.მომწონს .ველი შემდეგ თავს

დიდი მადლობა❤️❤️მალე დავდებ

სტუმარი მარი
სასიამოვნო ისტორიაა, თბილი და ტკბილი. კარგად წასაკითხი. ველი გაგრძელებას. წარმატებები

დიდი მადლობა❤️❤️მალე დავდებ შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი სტუმარი ლილე

საყვარელი ისტორიაა, ასე გააგრძელეთ <3 <3

 


№5  offline წევრი Lellla

სტუმარი ლილე
საყვარელი ისტორიაა, ასე გააგრძელეთ <3 <3

მადლობაა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent