NEVER US - 5.1
5 - თავი - არ ვიცი, მგონი შენი ავიკიდე..- მითხრა მან. ნეტავ რომელი სან ? ის რომ ყველანაირად ვცდილობდი რამე გამოგვსლოდა? ან ის რომ იმედს ბოლომდე ვექაჩებოდი და არ ვნებდებოდი?ის ხომ არა სულელივით, რომ ვეძებდი ყველაში შენს თავს? ჩემი სიგიჟე? თუ გრძნობა, რომელმაც საერთოდ ამშალა და ვეღარც ვხვდები მიყვარხარ თუ შეგეჩვიე ძლიერ? რამდენ რამეს ვგრძნობდი შენდამი და რამდენი მინდოდა მეთქვა შენთვის, განმეცადა შენთან... მაგრამ სიჩუმე მიბყრობდა, უკვე ვეღარ ვხვდებოდი რა იყო სწორი, რა იყო საჭირო? ჩაბღაუჭებაც არ მსურდა და მაინც მაკლდი... ამოვისუნთქე, ჩემს ცხოვრებაში სწორი და არასწორი გადაწყვეტილება ფაქტიურად არ არსებობდა, რაღაც დროის შემდეგ გადაწყვეტილებების მიღებამ "მინდა - არ მინდას" ფორმა მიიღო, შედეგები კი გაკეთების მერე მოდიოდა.. ახლაც არ ვიცოდი მეთქვა რამე, წავსულიყავი თუ უბრალოდ ზღვას შემეხედა? თითქოს სიტყვები მქონდა, წინადადება კი ვერ დგებოდა.. მტკიოდა,მეშინოდა, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებდა ჩემში. ერთი რამ კი ვიცოდი, ჩემს გრძნობებზე აღარასდროს ვეტყოდი მას. - უხერხული სიჩუმეა..- ამოიხვნეშა სიტყვები. - არადა უკვე თორმეტს გადაცდა.. ჩავიბუტბუტე ჩუმად, ჩემს თავს ჩახუტებულმა. არ ვუყურებდი, მისი ყურება ჩემთვის მზესავით იყო, მაბნევდა და მწვავდა სასტიკად, როგორც მისი მზერა ამ წამს. - რატომ გიკვირს ? ჩვენ ხომ მთვარის წინ ვსაუბრობთ.. მუდამ. საბოლოოდ მაინც შევხედე, ასეა მეგობარო, რაც არ უნდა არასწორი იყოს, პეპელასავით მიჰყვები დამღუპველ შუქს, მაგრამ მე დიდიხანია უბრალოდ ვარსებობ. ცხოვრება გაქრა ჩემი სულიდან, მარტო მიმათრევს ის. ალექსი დუმდა. ჩემთვის ეს სიჩუმეც ჩვეული იყო. - ვიცი, რომ ბევრი რამ მივქარე.. ჯერ კიდევ არ ვარ დალაგებული, მაგრამ... მგონი მომწონხარ. ეს სიტყვები ყველაზე ბედნიერს გამხდიდა ადრე, ახლა კი ირონია მიბყრობდა, გამეცინა. - ცუდი ხუმრობაა, ალექს. - არ ვხუმრობ, მართლა მსურს რომ ვცადოთ. - სადამდე სან? სანამ არ დაბრუნდება შენი ყოფილი შენთან ? - ეგ არაფერ შუაშია. მასთან ყველაფერი რთულადაა..- სახეზე ხელები აიფარა. - ჩემთან არის ადვილი? მეგონა ნერვებზე ვთამაშობდი,- გაბრაზებითაც ვერ ვბრაზობდი უკვე. აზრი არ ქონდა. - არ არის ადვილი დეა. შენთან არასოდესაა ადვილი. - მაშინ წადი მასთან. წამოდგომას ვაპირებდი, როდესაც თავისთან მიმიქაჩა. - შენ ასეთი ქაჩვები ძაან გიყვარს? რატომ არ მეშვები! - ხომ გითხარი შენი ავიკიდეთქო.ვა, ახლა ვხვდები რამდენად მძიმეა უარი,-ჩაეცინა და მომეხვია. - ნუ მეხუტები, გამიშვი. - კანკალებ. - არ მცივა. - ანუ მე ვმოქმედებ. - შენ ყოველთვის მოქმედებ. გამიშვი თორემ გიკბენ, გეფიცები,-მუქარაზე გადავედი. - ნწ.- თავი მხარზე ჩამომდო. - ძაან საყვარელი ხარ როცა ბრაზობ. დღეს მივხვდი, რომ მინდა... წინადადება არ დავასრულებინე, მაჯაზე კბილები, რომ დავატყვე. ბავშვური საქციელია ვიცი, მაგრამ ამით მაინც დავკმაყოფილდები. არ მეშვება ხედავთ?! - ეე! რას აკეთებ მეტკინა,- შეცბა, მაგრამ კვლავ მის ჯაჭვში დამტოვა. - გაგეშვი! - არა ძაღლი თუ იყავი არ ვიცოდი,- ნაკბენს დახედა. - წარმოიდგინე ვიყეფები კიდეც. - წარმოიდგინე ვიცი. - ალექს, გამიშვი რა, უნდა წავიდე. მელოდებიან. - არა, მე წაგიყვან. შევამჩნიე რომ დაიძაბა, მიზეზმაც კი გამიელვა თავში, თუმცა მალევე ვუარვყავი, ზედმეტად წარმოუდგენელი სახე ქონდა ჩვენს შორის ეჭვიანობას. - ნწ... - მას მოსწონხარ. - შენ არ გეხება. - ვიცი და მაინც მაწუხებს..მართლა დარჩი, ნახევარ საათში დაიხურება დარბაზი, დამელოდე და გავიდეთ. - სისულელე იქნება, რომ დაგთანხმდე. - მაგრამ გიყვარს სისულელეები. - რას გულისხმობ? წარბაწეული შევუბრნდი. ახლოს აღმოვჩდი და გამყიდველმა გულმაც აუჩქარა ძგერას. - იცი რა მინდა გავაკეთო? - ბევრად მომიახლოვდა, მისი სუნთქვა სახეს ეხებოდა. - ნწ.. - თავით გადავიწიე. - გადაყირავდები,-გაეღიმა და გასწორდა. ჩემს მობილურზე შემომავალმა ზარმა მიიქცია ორივეს ყურადღება. დავხედე და გავაგონე. - ხო თამ. - დეა, სად ხარ? ვერ გპოულობ. - ზღვის პირას. - კარგად ხარ? შესასვლელში გელოდებით მოხვალ თუ მოვიდე? - კი კარგად ვარ. მოვალ... ალექსს ვუყურებდი, რომელიც საუბარს ადევნებდა თვალს და ჩემს პასუხს ელოდა. მეც არ ვაშორებდი მზერას. ვუყურებდი მის ნაკვთებს, როგორ შეეცვალა გამომეტყველება. მის სახეს, პერიოდულად ბაგებიდან ამოსული ბოლი ეთამაშებოდა და ტოვებდა. დუმდა, როგორც ჩანს ხელის შეშლას აღარ აპირებდა, მიშვებდა.მეც ხომ შემეძლო ავმდგარიყავი და წავსულიყავი. მაგრამ... მაგრამ არ მსურდა. ჩვენი ურთიერთობა არეული იყო, არც მეგობრები ვიყავით, არც წყვილი, ნაცნობებსაც კი ვერ ვუწოდებდით ერთმანეთს, მხოლოდ ღამე გვხედავდა და იცოდა რა იყო ჩვენში, ჩვენზე მეტიც კი. - თამ.... ალექსს ისევ შევხედე, რომელიც მზერას კვლავ არ მაშორებდა, მიხვდა რასაც ვაპირებდი, დასტურს ელოდა ჩემგან. არ ვიცი რამდენად სულელური იქნებოდა ჩემი გადაწყვეტილება,არ ვიცი რას მომცემდა ან სადამდე მიმიყვანდი, მაგრამ ჩემს წინ მჯდომი, ასე უცხო და მაინც ახლო ადამიანი, რომელიც თავს ცოცხლად მაგრძნობინებდა, მინდოდა რომ მაქსიმალურად მყოლოდა ახლოს, დიდხანს, სადამდეც შეიძლებოდა. მერე რა იქნებოდა აზრი არ ქონდა, მთავარია ახლა. ახლა რა მსურს. მე ის მსურდა, მე მასთან მსურდა. დღემდე მინდოდა. რა მნიშვნელობა აქვს ხვალინდელს, როცა იცი დღეს რა გაქვს? არანაირი, მე დღეით ვცხოვრობ, დღს ვარსებობ. - ხო? - დღეს გვიან დავბრუნდები, ბავშვებთან ვარ. ყოველი სიტყვის წარმოთქმისას, მისი სახე დუნდება. მზერა შებოჭილი შევყურებთ ერთმანეთს. - ვინ ბავშვები? -... დათა, მათე... - აა, ეგენი?- ეჭვით კითხულობს.-კაი პაწ. დიდხანს არ დააყოვნო, არ მანერვიულო იცოდე. - არა, მალე მოვალ.. გამოვემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე. ალექსს, მზერა როცა გავუსწორე, თვალებ მოჭუტული მიყურებდა, სიგარეტი ჩააქრო და ფეხზე წამოდგა. - ესეიგი დათა არა? - წარბი აეწია და ტონდაყენებული ხმით, ზემოდან გადმომხედა. - შენი სახელი რომ მეთქვა, აქ არ დამტოვებდნენ. - ასე ცუდი ვარ? - ჰმ... ძალიან? პასუხი არ დაუბრუნებია, ხელი გამომიწოდა და წამოდგომაში დამეხმარა. - არა, მართლა ლიკასთან რა ხდება ? - დეა... - დამიღრინა უსიამოვნოდ. - კარგი.. უნდა მომიყვე იცოდე. - გეტყვი დეა, უბრალოდ მადროვე... ხელი ძლიერ ჩამჭიდა და დარბაზისკენ დავიძარით. - აუ, სანდრო, რამე მირჩიე რა. მენიუს ჩავაჩერდი, ბართან მისულები, რამე მაგარი უნდა გადამეკრა, თორემ ჩემი თავის მეც არ მესმოდა, სულიერი მაზოხისტიც აღმოვაჩინე ჩემს თავში, არა ეგ ისედაც ვიცოდი, მაგრამ... მაგრამ ვაგრძელებდი პეპლის მსგავსად სანთლის ირგვლივ ბრუნვას. სანდროს ავხედე, რომელიც უკვე დაბღვერილი დამჩერებოდა. - არ გინდა, წვენს გაგიკეთებ. - სულ ცოტა არაყი რომ გაურიო არა?-თითებით ვაჩვენე და მზერა რომ არ შეეცვალა ავწუწუნდი კიდეც. - ო, კარგი რა, მოსაწყენი ხარ. - მოსაწყენი ახლა ვარ? - ახლა არ დაიწყო... ჭიქა გამომიწოდა და მოსაცმელის ასაღებად გავიდა. თვალი შევავლე ადგილს მის მომლოდინეს, მილაგების პროცესი დაეწყო კადრს, მაგალითად მარიამს,ეს გოგო მახსოვს, წინად ვაჟბატონმა ეს გამოუშვა ბართან რომ შემნიშნა,არა, არ მომწონს ეს მარიამი მე. წვენი მოვსვი და მზერა ისევ დარბაზისკენ გადავიტანე. - გამარჯობა, მარიამი, შენ? - აწ უკვე ჩემს გვერდით მდგომ გოგოს შევუტრიალდი. ხელი ჩამოვართვი. - მედეა.. - მითიური სახელი გქვია, საიდან? - დედას მითოლოგიები უყვარს. - ხო... ალექსის ვინ ხარ? საიდან იცნობ? ო, საიდან ვიცნობდი მაგაზე პასუხის გაცემა არ იყო რთული, თუმცა ვინ ვიყავი მე მისთვის? ეგ უკვე სამყაროს გამოცანაა. - მეგობარი. - კაი რა, მახსოვხარ.- აშკარად წინა შეხვედრაზე ამბობდა. - მერე? - არაფერი, მეგობრები,რომ არ ხართ ეგ.-ირონიით აევსო ხმა.. - აჰამ. არ ვაპირებდი მასთან საუბრის გაგრძელებას, წამოვდექი ალექსის მოსაძებნად, როცა შემოსასვლელში გამოჩნდა, გვერდით დათა ახლდა, ხო,ის დათა, რომელსაც ვითომ"მოვწონდი". - დეა როგორ ხარ? - გადასაკოცნად წამოწეულს, გვერდით გავეცალე. - კარგად დავით, თავად? - რა იყო გოგო, კი არ ვიკბინები. ალექსს შევხედე, რომელიც უკვე გვერდით მომიდგა. - დავით შეეშვი. წავედით მარიამ ჩვენ, მორჩები, ხო? - კი არაა პრობლემა,-თვალი ჩაუკრა მან. - ეე, მე აქ მტოვებ? - დათა, მანქანა გყავს. - მთვრალი ვარ ძმაო, შენს იმედზე დავრჩი. - პირველად არ დაჯდები. - კაი დათ, მე წაგიყვან, არ დამილევია.- ჩაერია მარიამი. - აი რატომ მიყვარს ეს გოგო.- მხარზე ხელი გადახვია. - ეს ჩაიცვი,- გამოწვდილი მოსაცმელი გამოვართვი და მოვიხურე. - მადლობა. - წავედით, აბა თქვენ იცით.- ხელით წინ მიბიძგა და დავიძარით. მანქანაში რომ ვიყავით, მუსიკის ხმა ისმოდა მხოლოდ, ქჩებს ვადევნებდი თვალს, თავი ვერ შევიკავე და მაინც ვკითხე, რაც მაწუხებდა. - მაშინ მარიამს რა უთხარი? - ჩემს მაგივრად, რომ მოსულიყო? - არ შემოუხედავს, ისე მოუხვია მორიგ ქუჩაზე. - და შენ რატომ არ მოხვედი? - არ მინდოდა.-მოკლედ მომიჭრა მან. -...იცის?- მაინც არ შევეშვი. - გააჩნია რა? - ჩვენზე, ალექს. - არა. - მაშინ ასე რატომ მიყურებდა? ირონიით? რა უთხარი? - მართლა გინდა ამაზე ნერვების აშლა? ვუთხარი, რომ მოგწონდი და კუდში დამდევდი. გეყო? - ა. ხო. ბევრმა იცის? - და რა დეა, შენი საქციელის გერიდება?- როგორც იქნა შემომხედა. - არა ალექს არ მერიდება, ცუდი არაფერი გამიკეთებია შენგან განსხვავებით! - მე რა გავაკეთე? - ოკ. თავი ფანჯრისკენ ვაბრუნე ისევ. მასთან საუბარს აზრი არ ქონდა. არცერთი ვიქნებოდით სწორი და ორივეს ჩვენი სიმართლე გაგვყვებოდა მაინც. - ჩხუბი გინდა დეა? პასუხი არ დამიბრუნებია, ქუჩაში ჩამავალ ხეებს ვითვლიდი. ან რა უნდა მეთქვა ამაზე,მუდამ ასეთი დებილური სიტუაცია, რომ ჩნდებოდა ჩვენში? - ყოველთვის რატო უნდა ვიჩხუბოთ? - იმიტომ რომ არასწორად დავიწყეთ.. როგორც იქნა გვაგონე ჩემი ხმა. ვიბუტებოდი. ჩემი გაბუტვაც კი არასწორი იყო. ყველაფერი რაც დაიწყო, ტყუილზე იყო აგებული და გაბუტვის უფლებაც არ მქონდა. არ უნდა მწყენოდა ეს სიტუაცია, არაფერი არ უნდა მწყენოდა, პირველივე სიტყვიდან ვიცოდი, რომ არაფერს უნდა ველოდე ამ ყველაფრისგან. - მაშინ გამოვასწოროთ. წარსულში ორივე ბავშვები ვიყავით, არეულები, დებილებივით ვიქცეოდით. გვეშინოდა. ახლაც დიდად ცვლილება არაა, მაგრამ ახლიდან ვცადოთ, ბოლო ბოლო ჩემი შეყვარებული ხარ. - ვინ ვარ?!- თვალებ დაქაჩული შევაჩერდი მას. - რატომ გიკვირს? ოჯახში გიცნობენ საცოლედ. დამთანხმდი რომ ვცდიდით. მაშინ ვინ ხარ თუ არა ჩემი გოგო? - ვი.. ვინ? - არ გინდა?- შემომხედა. - არ მინდა ? მე უკვე არ ვიცი რა მინდა? რას ვაკეთებთ საერთოდ?შენც დალიე? თამაშობ ? რა ხდება საერთოდ? შენ ხო არ გაუბერე? - აბა რა გინდა რომ გავაკეთო დეა?!მეგობრობა დავარქვა ჩვენს ურთიერთობას? მეგობრები არ ვართ. მომწონხარ. მიზიდავ. მოგწონვარ. რა გვიშლის ხელს ერთად ვიყოთ? - ჩვენ და ჩვენი სისულელე გვიშლის ხელს! ჩვენი არეულობა. არ მინდა რომ მეტკინოს, მაგრამ დებილივით მოგყვები მაინც. აი რა გვიშლის ხელს. ვიცი რომ არასწორია და მაინც აქ ვარ.- ყვირილზე გადავედი. - მაშინ წადი! გააღე კარები და წადი დეა არ გაკავებ!- მიღრიალა მან. მანქანა მიაყენა და გაჩუმდა. თვალები ცრემლებით მქონდა ავსებული. მაკანკალებდა. აი, სად მივედით. წადი დეა, წადი. აკანკალებული ხელებით დავეჯაჯგურე სახელურს. არ იღება. კარი არ იღება, ამის დედაც! - გააღე ეს დედა აფეთქებული კარი ალექს. გააღე! ვიყვირე ისე რომ არ შემიხედავს. ვერ გავძლებდი. ვერ გავბედავდი. ვიხუთებოდი, სუნთქვა მიჭირდა. ღმერთო რა დებილი ვარ... რას ვაკეთებ. რა მინდა?!რისი მიღწევა მსურდა ამით რისი? ცივია ცხელას ვთამაშობთ? რა ჯანდაბას ვაკეთებთ ორივე ?! რა გვინდა ?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.