შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრალია (2)


8-10-2024, 00:00
ავტორი lillianna
ნანახია 2 785

ყურები დაუგუბდა ანას , თითქოს ვეღაფერს ხედავდა და აღარაფერი ესმოდა, მხოლოდ გაურკვეველი ღუღუნი ადამიანების , ორივე იდაყვით მაგიდას დაეყრდნო, თავის ტკივილმა უმატა , თითქოს თვალებიც აუჭრელდა
-ანა კარგად ხარ ? ჰკითხა მისმა ოპერატორმა
-კარგად ვარ თორნიკე
ხელი მაგიდაზე დადებული წყლის ჭიქისკენ წაიღო, ძლივს მოახერხა რამდენიმე ყლუპის მოსმა
-ჩვენ რა გვეშველება? შემცირებები ხომ არ გველის!
-და ხელფასები ? ხომ არ გვაკლდება
არ წყდებოდა კითხვები ახალი დირექტორის მისამართით, ერთმანეთს არავინ აცდიდა საუბარს
-მეგობრებო!
იძულებული გახდა ფეხზე წამომდგარიყო იოანე , ხელები წინ გაიშვირა და ყველას ანიშნა დამსხდარიყვნენ
-პირველ რიგში სამსახურს არავინ დაკარგავს !
პირველი ტაში სწორედ მის ამ გაჟღერებულ ფრაზას მოჰყვა
-მეორე ! მოტივაციის გაზრდის მიზნით მე და ჩემმა კოლეგებმა ერთხმად გადავწყვიტეთ ხელფასები 30 პროცენტით გაგიზარდოთ! ამ ეტაპზე ეს არ არის ბევრი, თუმცა! იცით რა ფინანსურ კრიზისშიც ვართ და იმედი მაქვს ერთად , ერთობლივი მუშაობით დავაღწევთ თავს!
-ასეც იქნება ბატონო იოანე
რამდენიმე ადამიანი ისევ წამოიშალა და სხვებსაც მოუწოდა ტაში დაეკრათ ახალი უფროსისთვის
-რაც შეეხება კომპანიის ხედვას !
ისევ დაასერიოზულა იოანემ ხმა , წარბები შეკრა და ხელის გულებით მაგიდას დაეყრდნო
-კომპანიის ხედვა ისევ იქნება სრულიად დამოუკიდებელი ყველანაირი პოლიტიკური მიკუთვნებულობისგან! ობიექტური და სამართლიანი! გავაშუქებთ მხოლოდ რეალობას , მიუხედავად იმისა ვის მოეწონება ეს და ვის არა! არანაირი მიკერძოება და პირადი სიმპატიები ! ვერ ავიტან უსამართლობას და მაყურებლის ტყუილში შეყვანას ეს იცოდეთ! ჩვენ უნდა გავხდეს ის გუნდი ვისაც ხალხი მიენდობა , პატარა იმედი ვისაც უიმედო მოეჭიდება !
უსმენდა ანა იოანეს თითოეულ სიტყვას და გონებით ისევ ის 15 წლის შეყვარებული გოგონა ხდებოდა , რომელმაც ამდენი რამ გამოიარა იმ დღიდან დღემდე.
-პოლიტიკურ ნაწილში ვინ მუშაობს?
რამდენი ჟურნალისტი!
იოანემ მის გვერდით მჯდომს დეპარტამენტის მენეჯერს მიმართა
-15 , აქედან 5 გადაცემის წამყვანი , აი მაგიდის იმ ნაწილში სხედან ბატონო იოანე
იოანემ კაცის გაშვერილ თითს გააყოლა თვალი, კარგად შეათვალიერა მაგიდის კუთხე , ბევრ უცნობში ერთი მისთვის კარგად ნაცნობი გოგონა მაინც გამოერია , წლების წინ პირველად ნახა ეკრანზე , მაშინ რას წარმოიდგენდა თუ ის გოგონა რომელიც საკუთარი ოცნებებისკენ მიილტვოდა ახლა მის წინ აღმოჩნდებოდა , გაახსენდა როგორ უარყო ანამ მაშინ როდესაც მისი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა , წამიერი სიბრაზე იგრძნო იმ წარსულის მიმართ რომელიც შეიძლებოდა სულ სხვანაირი ყოფილიყო , ნაკლებად მტანჯველი.
-ეს გოგონა მწვანე პიჯაკში, სახელი და გვარი მაინტერესებს !
-ანა ცეცხლაძე ბატონო
ანა ცეცხლაძე , რამდენ რამეს ეუბნებოდა ეს სახელი იოანეს , ანამაც შეამჩნია მამაკაცის მზერა , ხვდებოდა თავადაც რომ შეიცნო კაცმა , თუმცა იმას ვერ ხვდებოდა რას ფიქრობდა ამ წამს იოანე , სძულდა თუ არა!
როგორ შეძლებდა გოგონა მასთან ერთად ემუშავა , ამხელა შენობა წამში ისე დაპატარავდა ჰაერიც კი აღარ ეყო, ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს ყველა ფანჯარა სპეციალურად ჩაკეტეს რომ ვერ ესუნთქა
-ბოდიში
ფეხზე წამოდგა , არ იყო დარწმუნებული ყველასთვის გასაგონი იყო თუარა მისი ბოდიში
კაბინეტის კარი მოიხურა და გარეთ გავარდა
შენიშნა იოანემ როგორ დატოვა ანამ ოთახი!
….
ანა სამუშაო მაგიდასთან იჯდა და კედლის საათს უაზროდ მიშტერებოდა , თათბირმა კიდევ ერთი საათი გასტანა , საკონფერენციოს კარი რომ გაიღო ანას ირგვლივ სამუშაო მაგიდები ნელ ნელა შეივსო
ყველაზე ბოლო იოანე გამოვიდა ოთახიდან , დეპარტმენტის მენეჯერს მადლობა გადაუხადა , შემდეგ ყველა თანამშრომელს კიდევ ერთხელ დაუკრა თავი და საკუთარ სამუშაო კაბინეტში გადაინაცვლა .
ვეღარ ხვდებოდა როგორ მოქცეულიყო ანა ! სამსახურიდან წასულიყო? ყველაფერი დაეტოვებინა? არა ეს არ გავდა მის თავს !
ადამიანების დაშორება ხომ ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა როგორც მათი ერთად ყოფნა, ანა და იოანე ერთად დაახლოებით 5 წელი იყვნენ, ანა 20 ის ხდებოდა როცა მათი ურთიერთობა დასრულდა ! იოანე კი 23 ის იყო! მას შემდეგ 7 წელი გავიდა
იქნებ ამ შვიდ წელში აღარც ახსოვდა იოანეს გოგონას არსებობა მის ცხოვრებაში, იქნებ დღეს რომ შეხედა ვეღარც კი იცნო, არა !არსად არ უნდა წასულიყო , ხომ მიიღო ცხოვრებისგან გაკვეთილი რომ წასვლა სილაჩრეა და არა გამბედაობა, წასვლა მარტივია , დარჩენა და ბრძოლაა ურთულესი!
ამჯერად არ აპირებდა ანა გაქცევას !

….
მიუხედავად იმისა რომ ანა კარგად სწავლობდა ბოლო პერიოდში ყველა აღნიშნავდა მის უცნაურ ხასიათს , თითქოს გული აუცრუვდა სწავლაზეც , აღარც სასწავლო პროექტებში იღებდა მონაწილეობას , გაკვეთილებზეც გაფანტული იჯდა , სინამდვილეში იოანესთან განშორება უკლავდა გოგონას გულს , ვეღარ ხედავდა ყოველ დღე მისი კლასის პირდაპირ მჯდომს , არ ეგონა თუ ასე მოუკლავდა გულს ბიჭის არ არსებობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, უდიდესი დანაკლისის განცდა ჰქონდა , აღარც მოტივაცია შერჩა , აღარც ენერგია
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, გაკვეთილების შემდეგ სახლში ფეხით ბრუნდებოდა , ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას უსმენდა , არ არსებობდა იმ წამს არაფერი გოგონასთვის , გზა თავად კარნახობდა საით უნდა წასულიყო!
-თავს თუ არ აწევ რამეს დაეხაჯები!
ყურიდან ვიღაცამ ყურსასმენი გამოაცალა , ამის შემდეგ აიხედა ზევით გოგონამ , მასზე ორჯერ მაღალი იყო იოანე , ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაიღიმა
-როგორ ხარ ანა?
გვერდით მიჰყვებოდა ბიჭი, ისე რომ მისი მარცხენა მკლავი გოგონას მარჯვენა მკლავს ეხებოდა , ანა დაიბნა
-არ მეგონა თუ ისევ გნახავდი
-რატომ ? ბევრი მეგობარი მყავს , თანაც აქ ვიღაც ძვირფასი დავტოვე
გოგომ თავი დახარა , იოანეს არ აკლდა გოგონების ყურადღება , თითქმის ყველა ანას თანატოლ გოგონას უყვარდა იო, მასში ყველას ის იდუმალება იზიდავდა რაც ანასაც ასე ძალიან მოსწონდა
-შენი ჩემს გულთან დაწერილი “მიყვარხარ” პირდაპირ გულში მომხვდა ანა !
გოგონა სულ აირია, ხელის გულები გაუოფლიანდა , ძლიერად ჰქონდა მოხვეული ჩანთის საკიდზე
-რა გასაკვირია , შენ ხომ ძალიან ბევრ გოგოს უყვარხარ
-შენ? შენ გიყვარვარ ?
ბიჭი შეჩერდა , ფრთხილად მოჰკიდა გოგონას მაჯას ხელი, ანაც შეჩერდა
-შენთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს ?
-ძალიან დიდი
-მგონი ისედაც ხვდები
მზერას ისევ არიდებდა ბიჭის თვალებს
-დიდიხანია ვხვდები !
არ ელოდა ანა თუ ასე შესამჩნევი იყო მისი ჩუმი სიყვარული იოანესთვის , ეგონა საკუთარ თავსაც კი უმალავდა ამ გრძნობას
-გცალია რომ ცოტახნით წამომყვე?
ბიჭი ისევ არ აძლევდა წასვლის საშუალებას
-სად?
-გავისეირნოთ
-სახლში მელოდებიან თუ დავიგვიანებ დედა ინერვიულებს
-არაუშავს ერთხელ თუ იტყვი ტყუილს , უთხარი რომ თაკოსთან ერთად საჭმელად წახვედი
-ტყუილი ვთქვა?
-თუ ეს ტყუილი საშუალებას მომცემს შენს გვერდით თუნდაც ცოტა ხნით მაინც ვიყო მაშინ მინდა რომ მოიტყუო ანა!
ძალიან აბნევდა ანას იოანესთან სიახლოვე , თუმცა მაინც ეუბნებოდა შინაგანი მე რომ უნდა გაჰყოლოდა, დედას დაურეკა და გაკვეთილების შემდეგ პროექტზე მუშაობა მოიმიზეზა დაგვიანების ასახსნელად
ვაკის პარკში შედარებით მშვიდ ადგილას , მინდორზე იჯდა იოანეს გვერდით
-დედა როგორ გყავს?
სკოლოდან იცოდა ანამ იოანეს დედის ავადმყოფობის შესახებ
-ცუდად , მეოთხე ქიმიოთერაპია გაიკეთა გუშინ
-ყველაფერს შენ უკეთებ?
ბიჭმა თავი დაუქნია
-მაგრამ შენც ხომ ჯერ ….
უნდოდა ეთქვა ანას ჯერ შენც ხომ სულ პატარა ხარო
-ცხოვრებამ არ მომცა საშუალება მეც ჩვეულებრივი მოზარდი ვყოფილიყავი ანა !
თვალები ძალიან სევდიანი ჰქონდა იოანეს , ანაც ხედავდა მისი პიროვნების ამ ძალიან კეთილ მხარეს
-მამა არ გყავს ?
-მამამ პატარა დაგვტოვა მე და დედა , არც მას ვუყვარდი
-დაუჯერებელია შენ ვინმეს არ უყვარდე , მარტო ჩვენს სკოლაში ყველა გოგოს შენ უყვარხარ
იოანეს გაეღიმა ანას მცდელობაზე ბიჭის გულიდან დარდი გაექრო, მოულოდნელად გოგონასკენ შეტრიალდა , გოგონა ისევ მინდორზე იჯდა ფეხებგადაჯვარედინებული
-შენთვის ოდესმე ბიჭს უკოცნია ანა ?
გოგონა შეცბა, უცებ მთელს სხეულში ძალიან დიდი სიმხურვალე იგრძნო, გული აუფრიალდა, სუნთქვა შეეკრა, ლოყები აუღვაჟღვაჟდა , თავი დახარა შემდეგ
უარის ნიშნად გააქნია
-შეიძლება პირველი მე ვიყო ანა?
გოგონას ნიკაპს ხელი ფრთხილად მოჰკიდა
და თავი ააწევინა , არაფერს და თან ყველაფერს ეუბნებოდნენ ანას თვალები,
ფრთხილად გადმოსწია თავი გოგონასკენ და შუბლი შუბლზე მიადო, ხელი ფრთხილად მოჰკიდა ლოყაზე
-დიდიხანია გამჩნევ
უყვარდა ანას ბიჭის პირიდან ნათქვამი მისი სახელის გაგონება
იოანემ ტუჩთან შეაჩერა მზერა, ბალიშივით რბილი იყო გოგონას ტუჩები შეხებისას , ფრთხილად ძალიან ნაზად აკოცა, ჯერ ორივე შემდეგ კი სათითაო ბაგეზე
……
-ჰეი რაზე ფიქრობ მთელი დღეა!
ფიქრებისან ისევ ოპერატორის ხმამ გამოიყვანა , სამუშაო მაგიდიდან თავი ასწია
-თავი მისკდება ორი დღეა თორნიკე , მგონი შაკიკი მაქვს არაფერი მიყუჩებს ტკივილს
სახეზეც ეწერა ანას უსიამოვნო განცდა
-გადაღებაზე წამოსვლას შეძლებ?
-რა თმა უნდა ! ჩემს მომზადებულ სიუჟეტს გავმაზავ აბა?
მოემზადა ანა ნივთების მოსაგროვებლად
-ერთი პატარა დეტალია, ბატონ იოანეს უნდა შევუთანხმოთ
ამას აღარ მოელოდა ანა
-რატომ? როდის იყო აღმასრულებელ დირექტორთან ვათანხმებდი რეპორტაჟს
-ესეც სიახლეა დღეიდან ანა , თან შენ უნდა შეხვიდე პირადად
-მე ? არა!
-ანა გაგიჟდი?
-არ შევალ და მორჩა !
სკამზე გადადებული პიჯაკი მოხსნა და წელზე შემოიხვია
-წავედით თორნიკე !
-სულ გაგიჟდი გეფიცები
ჩართვა პარლამენტის შენობიდან ჰქონდა ანას , მოახლოვებულ არჩევნებთან დაკავშირებით პრესკომფერენციას მართავდა პარლამენტის თავჯდომარე , შეხვედრა ჟურნალისტებთან კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა , ყველა ტელეკომპანიის მიკროფონი ანათებდა მათ შორის ანასიც , მთავარ საეთეროში მხოლოდ ანას სილუეტი და მისი გაუთავებელი კითხვები ღჟერდა, იოანე დიდ მონიტორთან სხვა თანამშრომლებთან ერთად უყურებდა შეხვედრას , ძალიან მიმწოლი და პირდაპირი იყო ანას კითხვები , უცხო თვალისთვის ზედმეტად უხეშიც
-ვისგან აიღო ნებართვა რეპორტაჟზე ? შენთან გაიარა კითხვები?
ნერვიულად ათამაშებდა წვერს იოანე, თან ოფისის მენეჯერს მიმართავდა
-არა ბატონო იოანე , ანა დამოუკიდებელი ჟურნალისტი იყო ყოველთვის , იცის თავის საქმე
-მე არ მიკითხავს იცის თუ არა , კომპანია არის გუნდი და არა ერთი ადამიანი! როცა დაბრუნდება გადაეცით რომ ჩემს კაბინეტში ველოდები!
საეთერო დატოვა იოანე ამილახვარმა
-ნამდვილად გააგდებს
გადაუჩურჩულეს ერთმანეთს მემონტაჟეებმა

ყველა ულოცავდა ანას წარმატებულ გამოსვლას , ჯერ კიდევ პარლამენტის შენობიდან გამოსვლამდე, თავადაც კმაყოფილი იყო საკუთარი კითხვებით , მიკროფონი და აპარატურა თორნიკესთან ერთად ჩაალაგა ავტომობილში, მთელი გზა მოკლე სტატიას წერდა ლეპტოპში დღევანდელ შეხვედრაზე , ტელეკომპანიის შენობაში შესულს პირველი თეო შეეგება
-ეს დალიე სანამ ბატონ იოანესთან შეხვალ
ყავის მუყაოს ჭიქა გაუწოდა
-ბატონ იოანესთან რატომ უნდა შევიდე?
ისევ ცდილობდა როგორმე თავი დაეხსნა მოსალოდნელი შეხვედრისგან
-შენს რეპორტაჟს ჩვენთან ერთად უყურებდა ანა!
-მერე ?
-მერე არ ვიცი, ჩემთან შემოვიდესო დაიბარა
პიჯაკი მოიხსნა და სკამზე გადადო, ყავაც მაგიდაზე დატოვა , მხოლოდ ლეპტოპი წაიღო თან სადაც სტატიას წერდა ორი წუთის წინ, მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა , გული უფრო მეტად უცემდა , საკუთარი სუნთქვის ხმა ესმოდა , კართან იდგა და დაკაკუნებას ვერ ბედავდა , სანამ ფიქრობდა შესულიყო თუ არა კარი თავისით გაიღო , კართან რა თქმა უნდა იოანე ამილახვარი იდგა
თვალებში უყურებდა ანა იოანეს , თავს ძლივს იმაგრებდა, რომ არ წაქცეულიყო, ცხოვრების გამოწვევებს არასდროს უშინდებოდა მაგრამ ამ წამს ძალიან ეშინოდა , ეშინოდა კაცის თვალებში ის არ დაენახა რასაც ვერ გაუძლებდა , ვერ გადაიტანდა , რაც მის მთლიან პიროვნებას დაამსხვრევდა , საკუთარი თავის რცხვენოდა როცა იოანეს წინ იდგა
-შემოდი ანა !
მამაკაცმა გვერდით გაიწია , ისევ ისეთი იდუმალი ხმით წარმოთქვამდა გოგონას სახელს
ანამ გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი , გაიგონა კარის მოხურვის ხმაც , ისევ ეცოტავებოდა ოთახში ჰაერი მაგრამ ხმამაღლა სუნთქვას ვერ ბედავდა
იოანე სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა და სავარძელში ჩაჯდა
-დაჯექი!
პირდაპირ მდგარ სავარძელზე ანიშნა ანას
ანაც ჩამოჯდა , ლეპტოპი მაგიდაზე დადო
-ვის შეუთანხმე კითხვები რომლებიც დასვი შეხვედრაზე?
არავითარი როგორ ხარ ან გიცანი, არაფერი უთქვამს მამაკაცს გოგონასთვის , ცხადია იცნო! არც ისეთი შეცვლილი იყო გოგონა ამ შვიდი წლის მანძილზე , სახე ისევ ისეთი ბავშვური ჰქონდა როგორც მაშინ, თეთრი თხელი კანი და წაბლისფერი თმები
-კითხვებს არ ვათანხმებდი არავისთან ბატონო იოანე
რაღაცნაირად ჟღერდა გოგონას ნათქვამი ბატონო კაცისთვის
-ახლა ასე აღარ იქნება ანა!
წამოდგა , ხელებით მაგიდას დაეყრდნო
-ყველაფერს ჩემთან შეათანხმებ! ჩვენი არხი გუნდი უნდა იყოს და არა ცალკეული ადამიანი
-და თუ ვერ შევთანხმდებით?
პირველად გაუსწორა მზერა გოგონამ
-მოგვიწევს შევთანხმდეთ!
მამაკაცის დაჟინებული მზერა გოგონას კანს იქეთაც აღწევდა
-ჩემს კომპანიაში ყველაფერს უნდა ვაკონტროლებდე!
ახლა რაც შეეხება შენს გამოსვლას , ზედმეტად უხეში და უინტელექტო ჩანდი! კითხვას როცა სვამ პასუხს უნდა დაელოდო ანა!
საშინლად მოქმედებდა ანაზე იოანეს შენიშვნები
-კარგით , შემდეგში შეგითანხმებთ რა როგორ და რა ტონალობაში ვიკითხო!
ანაც ფეხზე წამოდგა
-მიხარია რომ ერთმანეთს გავუგეთ!
უთხრა მამაკაცმა , შემდეგ გაუღიმა ან იქნებ ანას მოეჩვენა
-ახლა შეგიძლია წახვიდე !
გაშლილი ხელით კარისკენ მიუთითა
-ნახვამდის ბატონო იოანე !
ლეპტოპი ისევ ხელში ეჭირა
-დროებით ანა!
მამაკაცი ზურგით შებრუნდა , სანამ კარს გააღებდა ანამ კიდევ ერთხელ მოასწრო თავიდან ფეხებამდე შეეთვალიერებინა , როგორ უბრალოდ ესაუბრა იოანე, თითქოს არც უარსებია მის ცხოვრებაში ის ხუთი წელი როცა შეყვარებულები ერქვათ, მაგრამ სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო მას შემდეგ რაც მოხდა? შეცვლილი იყო, ფიზიკურად, შინაგანად , მაღალი მხარბეჭიანი, ისევ ისეთი იდუმალებით თუმცა ბავშვური ნაკვთები ეხლა უხეში გამხდარიყო, მწვანე თვალები სხვანაირად იმზირებოდნენ , აღარ სჩანდა იოანეს გამოხედვაში ის თბილი ნაპერწკალი მზის სხივი რასაც მხოლოდ ანა ამჩნევდა ხოლმე .
-გაგაგდო?
სამუშაო მაგიდასთან ელოდებოდა თეო
-არა
-კიდევ კარგი
შვებით ამოისუნთქა
-დღეს მოდიხარ წვეულებაზე ?
-რა წვეულებაზე ?
-ბატონი იოანე აწყობს როგორც ვიცი თანამშრომლების უკეთ გასაცნობად , სანაპიროზე რესტორანში
-არ ვიცი, ალბათ არ წამოვალ
-კარგი რა ! რამდენი ხანია ერთად არ ვყოფილვართ წამოდი გთხოვ
-მოვიფიქრებ
მართლა არ იცოდა დაზუსტებით ანამ როგორ მოიქცეოდა , საღამო გეგასთან ერთად უკვე დაგეგმილი ჰქონდა მაგრამ რაღაც შინაგანი სულ სხვა მხარეს უბიძგებდა
სამსახურთან დღის ბოლოს რა თქმა უნდა გეგა დახვდა
-როგორ ხარ პატარავ..
ყურთან თმები გადაუწია და ლოყაზე აკოცა -საშინლად მენატრები .. ყელს კოცნით ჩაუყვა ბიჭი
-კარგად ვარ , შენ როგორი დღე გქონდა გეგა
-ტვინის მ.. ლი როგორც ყოველთვის! ერთი სული მქონდა როდის გნახავდი.. გოგონას სიფრიფანა სხეული მისკენ მიიზიდა , ტუჩები ეშმაკურად აათამაშა ბიჭმა -შენ არ მოგენატრე?
-კი
მოკლედ უპასუხა ანამ
-წავიდეთ დღეს ჩემთან?
-დღეს ვერა გეგა , თანამშრომლებთან ერთად მივდივარ
-რა?
უკვე გაბრაზება ეტყობოდა ბიჭს
-კი მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით…
-მოულოდნელად დაგეგმეს შეხვედრა გეგა, ყველა მიდის და არ მინდა მე გამოვაკლდე
-ამის დედაც! სულ რაღაც მიზეზები გაქვს რომ მარტო არ დავრჩეთ! მანქანას გაბრაზებულმა დაარტყა ხელი
-ეგ რა შუაშია გეგა?
-კაი ჩაჯექი გაგიყვან სახლში!
მანქანის კარი გამოაღო და თავად ჩაჯდა პირველი
-რა გაბრაზებს ვერ ვხვდები
გვერდით მიუჯდა გოგონაც
-თუ ვერ ხვდები სასაუბროც არაფერია ანა! ყელში ამომივიდა შენი უყურადღებობა , ყოველ დღე სამსახურიდან გამოვრბივარ რომ გნახო შენ კი სულ სხვადასხვა მიზეზი გაქვს ჩემთან მარტო რომ არ დარჩე!
-გეგა
-არაფერი თქვა გთხოვ! აღარ მინდა ტვინი ვი…ნა იმაზე თუ რატომ იქცევი ასე!

…..
სახლში მისულმა გამოცვლაც მოასწრო ანამ , თმებიც დაისწორა და კაბაც შეარჩია , შავი უბრალო და კლასიკური , საღამოს ცხრის ნახევარზე უკვე რესტორნის შესასვლელთან იდგა, ნახევარი საათით სპეციალურად დააგვიანა არ უნდოდა მანდამაინც პირველი მისულიყო
შორიდან დაინახა იოანე ამილახვარი ანამ, რესტორანი დახურა იოანემ სპეციალურად დღევანდელი საღამოსთვის, მამაკაცის გვერდით მანდილოსანი იდგა შავი გრძელი ბოლოებში დახვეული თმით, იასამნისფერი პომადით, თვალზე ამავე ფერის ჩრდილები ესვა , შორიდანვე შეიმჩნეოდა მისი ეშხი
-შეყვარებულია
ანას გვერდით საიდანღაც თორნიკე გაჩნდა
-ლამაზი ქალია
თავადვე შეაფასა ბიჭმა
-ხო ლამაზია
რაღაც ეტკინა ანას თუმცა ზუსტად ვერ მიხვდა სხეულის რა ადგილში იგრძნო ტკივილი
-მიხარია რომ არ გაგაგდეს
მხარი გაჰკრა თორნიკემ
-ასე ადვილია ჩემი გაგდება?
მაგიდასთან თავისუფალი ადგილი იპოვა ანამ
იმ საღამოს თითქმის ყველა ჭიქა ბოლომდე დაცალა , სხვები რომ ცეკვავდენ ანა მაინც სვამდა , ცდილობდა იოანე მზერა აერიდებინა გოგონასთვის , ამდენ ხალხში მაინც თუმცა პერიოდულად მაინც გახედავდა ხოლმე , სულ არ იყო შეცვლილი გოგონა , არც სხეულის ფორმები ჰქონდა შეცვლილი , არც სახის ნაკვთები , თოთქოს 7წელი კიარა 7წუთიც არ იყო გასული ბოლო შეხვედრიდან
გოგონას უცნაურ ქცევას ყველა აღნიშნავდა, ხან რომელი თანამშრომელი ეუბნებოდა მეტი არ დალიოო , ხანაც რომელი ! ანას ეჯავრებოდა როცა ჭკუას არიგებდნენ , პირიქით შედიოდა აზარტში უნდოდა საპირისპირო დაემტკიცებინა ადამიანებისთვის , როცა რაღაცაზე მიუთითებდნენ.

….
ერთი წელი ჩუმად ხვდებოდა ანა იოანეს , ყოველთვის სკოლის შემდეგ, ხანდახან სკოლასაც აცდენდა ბიჭთან რომ გაქცეულიყო, ისე მოემატა კიდევ ერთი წელი ვერც გაიგო, 16 წლის რომ გახდა იოანემ მასთან ერთად წაიყვანა რბოლაზე ,
რბოლაში რა თქმა უნდა ამილახვარმა გაიმარჯვა , იმდენ ტყუილს ამბობდა ანა ამ ერთი წლის განმავლობაში, ხანდახან ავიწყდებოდა კიდეც ვის რომელ ტყუილს ეტყოდა , ქუჩის ცხოვრებასაც მშვენივრად აუღო ალღო
-მომენატრე ანა
მანქანის სავარძელზე იყო გოგონა გადაწოლილი და რადგან ავტომობილს თავსახური გადახდილი ჰქონდა ანა ცას მიშტერებოდა
-შენი აზრით როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ ? მამაკაცისკენ გაიხედა
-ოოო საინტერესეოა , შენ ალბათ ჟურნალისტიკაზე ჩააბარებ, მე უკვე ვსწავლობ ბიზნესზე , შენ წარმატებული იქნები , მე ნაკლებად
გაეცინა
-და ჩვენი ურთიერთობა როგორი იქნება ?
-დედა რომ გამოჯანმრთელდება ცოლად მოგიყვან , მერე შვილები გვეყოლება
ანას გაეღიმა
-გამომყვები ცოლად? ბიჭი გოგონასკენ გადმოიხარა და შიშველ ყელზე აკოცა
-დავფიქრდები
-კი როგორ არა! სხვა გზას ვინ დაგიტოვებს თორე კი!
გოგონას სხეულს ხელი დაავლო და კალთაში ჩაისვა , ანას თმები სახესთან გადმოეყარა, იოანემ ხელით გადაუწია სწორი წაბლისფერი თმა
-ასე პატარა რომ არ იყო , დღესვე მოგიყვანდი ცოლად ანა
ისევ აკოცა შიშველ ყელზე და შემდეგ გულთან
-ბოდიში მოიხადე რა , 16 ის გავხდი
-სულ გეყვარები ანა?
-სულ , შენ სულ გეყვარები ამილახვარო?
-ყოველ წამს უფრო მეტად შეგიყვარებ!
გოგონამ ძლიერად მოხვია ხელები ბიჭის მხრებს, ერთმანეთის სურნელით ტკბებოდნენ დიდხანს ჩახუტებულები…
…..
ნელ ნელა წავიდ წამოვიდა ხალხი, უმეტესობამ შესთავაზა ანას გაგიყვანთქო თუმცა ყველა უარით გაისტუმრა შეყვარებული მომაკითხავსო , გეგა არსად ჩანდა , რესტორანი იცლებოდა , თავს ძალა დაატანა და ფეხზე წამოდგა , იმ იმედით რომ ტაქსს მაინც გამოიძახებდა გარეთ გასული
სუფთა ჰაერი ჩაისუნთქვა , რესტორნის შესასვლელთან მთვრალი კაცები ხორხოცებდნენ , ესღა მაკლდაო იფიქრა და გზისკენ გაიწია , ყველა თეთრ მანქანას დაუქნია ხელი მაგრამ არცერთმა გაუჩერა
-ს..რი
მიაყვირა ერთ ერთ მანქანას რომელმაც ისეთი სისწრაფით ჩაუქროლა ლამის სხეულის ნახევარი ააცალა
-კიდევ ვერ დაივიწყე ცუდი სიტყვები ანა?
ნაცნობი ხმა ჩაესმა , ლანდად ხედავდა იოანეს სახეს
-ჩემი მანქანა იქ დგას , წამოდი გაგიყვან
არაფერი იყო ახლოს ხელი რომ ჩაეჭიდა ანას , თითქმის ეცემოდა , იოანეს ხელი რომ არ შეშველებოდა
-აამ შეყვარებული მომაკითხავს
სცადა კიდევ ერთი გასროლა განეხორციელებინა , იოანეს თუ ჰყავდა პარტნიორი ცხოვრებაში არც ის იყო მარტო
-შეყვარებულს მიწერე რომ უკვე წახვედი !
მკლავზე მოქაჩა გოგონა და თითქმის ძალდატანებით წაიყვანა მანქანამდე , მძღოლს ანიშნა კარი გააღეო , უკანა სავარძელზე დასვა ანა, თავად მეორე მხრიდან მოუარა მანქანას და გვერდით მოუჯდა
-სად ცხოვრობ? მისამართი მითხარი
-აჰ , ამჯერად არ ფლობთ ინფორმაციას ჩემზე ბატონო იოანე ?
-მე ვინც მაინტერესებს მხოლოდ მასზე ვფლობ ინფორმაციებს ანა!
ანას ისევ ეტკინა რაღაც
-სად ცხოვრობ? ისევ გაუმეორა კითხვა ბიჭმა
-არ მახსოვს
თვალებს ძლივს ახელდა გოგონა
-ანა !
-მეძინება
ინერციით წაიღო თავი მამაკაცისკენ და გულზე დაადო
იოანე არ ელოდა ასეთ სიახლოვეს
-ანა !
ანას ესმოდა იოანეს ხავერდოვანი ხმა
-თავბრუ მეხვევა
ცდილობდა რაღაც ეთქვა მაგრამ ენა ებმოდა
იოანემ საქარე მინები ჩამოსწია გოგონას ჰაერი რომ ესუნთქა
-კარგად ხარ ?
-მტკივა
-რა გტკივა ანა?
-გული


პ.ს მეტიც არ მინდა არ შეაფასოთ



№1 სტუმარი ნანო

კარგი დასაწყისია.უთავმოყვარეო გოგოა ანა.ველოდები შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან კარგია, აიი რაღაცნაირი, რო არ გინდა რო დამთავრდეს <3 <3 წერის სტილიც ძალიან კარგი გაქვთ, დალაგებული და თანდათან მკითხველი იგებს, მიზეზებს თუ რატომ მოხდა მათი დაშორება.

 


№3 სტუმარი Lii

რაღაც ეს ანაააავერარაა.. მაბრაზებს მისი ინდივიდი .. იმედია უფროშეგვაყვატებ პერსონაჟს .. გული შემიღონდა ისეთიემოციური იყო .. მალე დადეეეე

 


№4 სტუმარი სტუმარი მაშო

ძალიან ძალიან კარგად წერთ, ველოდები მოუთმენლად ყოველ დღე❤️ უბრალოდ ისე მალე მთავრდება და მერე იმდენი ხანი ველოდებით ვიტანჯებით... გთხოვთ გაზარდოთ და უფრო მალე ატვირთოთ❤️❤️❤️

ანიტა და ლექსოს ისტორიასაც მოუთმენლად ველოდებით❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

საოცრებაა, არ მინდოდა რომ დამთავრდა. ველოდები გაგრძელებას

 


№6 სტუმარი სტუმარი მაშო

რატომ არ ტვირთავთ ახალ თავებს?????

 


№7  offline წევრი lillianna

დავდე
❤️იმედია მალე დაადასტურებს ადმინი მადლობა

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

ზაალიან მომწონს, ინტერესით ვკითხულობ!!!

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიკა

გული???? გული ტკივა

 


№10  offline წევრი მაიკო3112

როდის იქნება შემდეგი საინტერესოა ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent